შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნებიდან რეალობაში 7


19-12-2015, 14:58
ავტორი eleonor
ნანახია 1 945

-ეს შენ თვითონ მთხოვე დაგავიწყდა? -მის სიტყვებზე გამეღიმა
-ჰო ეს იმიტომ, რომ შენ ჩემთან სიახლოვეს გაურბიხარ -უეცრად სერიოზული სახე მიიღო და გვერდულად გამომხედა
-მივხვდი რის თქმაც გინდა -თავი მორცხვად დავხარე
-შენ იცი, რომ შენი სურვილის წინააღმდეგ არასოდეს წავალ რა ძლიერიც არ უნდა იყოს ჩემი. ყურადღებას ნუ მომაქცევ -რატის სახეზე მხიარული გამომეტყველება დაუბრუნდა და გამიღიმა
-სწორედ ამიტომ მიყვარხარ -ვთქვი და საპასუხოდ მეც გავუღიმე
-ძალიან განსხვავდები იმ გოგოებისგან ვისთანაც ადრე ურთიერთობა მქონია
-მაინც რით? -დავინტერესდი
-უბრალოდ მათთან ყველაფერი პირველივე შეხვედრაზე გამომდიოდა. შენ კი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხარ ჩემთვი მაინც მიუწვდომელი რჩები
-არა ნუ ამბობ ასე, მე უბრალოდ . . .
-არა ნია მე შენ არასდროს არაფერს გაიძულებ, ეგ როგორ იფიქრე? უბრალოდ აღვნიშნე, რომ შენ მათ არ ჰგავხარ
-ვიცი -ვთქვი და მასთან ძალიან ახლოს დავდექი. ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე ჩვენ შორის არსებული ეს სულელური დისტანცია რაღაც დოზით მაინც დამერღვია
-გთხოვ ასე ნუ მიყურებ, თორემ თავის შეკავება მიჭირს -გაეცინა
-სულელო ამას არც არავინ გთხოვს ამას არც არავინ გთხოვს.
-რას გულისხმობ? -გაკვირვებულმა გამომხედა
სანამ აზრზე მოსვლას მოასწრებდა, თმაში ხელი შევუცურე და ვაკოცე. მან სიტუაციით ისარგებლა, ხელები მაგრად მომხვია და მჭიდროდ მიმიკრა. რატისთან იმდენად ახლოს ვიყავი, მის გახშირებულ გულისცემასაც კი ვგრძნობდი. იგი ერთიანად კანკალებდა, თითქოს ამას პირველად აკეთებდა და სრულიად გამოუცდელი იყო. ამაზე გულში გამეცინა კიდეც.
-საკმარისია -ვთქვი და ხელიდან დავუსხლტი, მაგრამ მან უფრო ძლიერად მიმიზიდა
-შენ მე ჭკუიდან გადაგყავარ ნია. ამას რატომ აკეთებ? -რატიმ თავი ვეღარ შეიკავა და გაიცინა, მასთამ ერთად მეც
-რამე გაგიკეთე?
-ვერ ხედავ რა მომდის? ყოველ შენს შეხებაზე ისე ვკანკალებ თითქოს პატარა ბავშვი ვიყო, რომელსაც მეზობლის ავი ძაღლი მისდევს დასაკბენად
-ჰო ეს მეც ვიგრძენი
-მერე? არაფერი გაქვს სათქმელი? -გამომცდელად შემომხედა
-არ ვიცი ამას ვერც მე ვხსნი
-რაც არის არის -თქვა რატიმ და ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა
-იცი რა?
-რა?
-ამ პატარა ეპიზოდს ვერასოდეს დავივიწყებ, ვერასოდეს -კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ნათქვამი
-მეტისმეტი მოგდის. ასეთი ეპიზოდები ალბათ მანამდეც ბევრჯერ გქონია. ჩემგან განსხვავებით -მოგვიანებით დავამატე
-მართალი ხარ მაგრამ ის ეპიზოდდები, რომელზეც შენ ლაპარაკობ ამ ყველაფერთან ახლოსაც ვერ მოვა. ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, ეს კი ყველაფერს. მე უბრალოდ, არ ვიცი ეს როგორ ვთქვა . . .
-ჰოდა ნურაფერს იტყვი - ტუჩებზე ხელი ავაფარე -უბრალოდ მოკეტე -ვთქვი და კიდევ ერთხელ ვაკოცე. ამჯერად ეს უფრო დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება ითქვას საკმაოც დიდხანაც. რატის ჩემთვის ხელის გაშვება არ უნდოდა, არც მე მინდოდა რომ ეს მომხდარიყო. როგორც ჩანს ჩვენი აზრები ამჯერადაც ემთხვეოდა . . .
რამდენიმე წუთის შემდეგ ხელიხელჩაკიდებულები უხმოდ გავუყევით სახლისკენ მიმავალ გზას. მეორე დღეს შუადღისას უკვე თბილისში ვიყავი...
სახლში რომ მივედი იქ არავინ იყო. ეს კარგია -გავიფიქრე ჩემთვის და პირდაპირ ჩემს ოთახს მივაშურე, რათა ცოტა დამესვენა, მაგრამ არ დამცალდა. როგორც კი ლოგინზე წამოვწექი კარზე მაშინვე ზარის ხმა გაისმა. კარი რომ გავაღე ზღურბლთან თიკა და ლიზი იდგნენ.
-გოგოებო! -მათ დანახვაზე თვალები გამიბრწყინდა და ორივეს ერთდროულად გადავეხვიე -როდის ჩამოხვედით?
-დღეს და გადაწყვიტეთ პირდაპირ შენს სანახავად წამოვსულიყავით -ალაპარაკდა ლიზი -როგორ ხარ? რაღაც შეწუხებული მეჩვენე
-შემოდით და ყველაფერს მოგიყვებით -ვთქვი და გოგოებს ჩემი ოთახისკენ ვანიშნე
მათთან საუბარმა გუნება ცოტათი გამომიკეთა. რატის შესახებ გოგორბისთვის არაფერი მითქვამს, რაც ანამ მითხრა იმის შემდეგ ალბათ ჩემს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდნენ, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ჯერჯერობით არაფერი მეთქვა. მალე დედამაც დარეკა და მაცნობა, რომ მამასთან ერთად წასულიყო. ასევე ის, რომ გვიან დაბრუნდებოდნენ, ან შეიძლება სულაც არ დაბრუნებულიყვნენ და იმ ღამით სასტუმროში დარჩენილიყვნენ მათ მეგობრებთან ერთად. გადავწყვიტე თიკა და ლიზი იმ ღამით ჩემთან დამეტოვებინა. მარტო დარჩენა არ მინდოდა. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ გული ისევ ცუდს მიგრძნობდა. ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ რატი უკვე მენატრებოდა. მის გახსენებაზე ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე. რატისგან უამრავი ზარი და შეტყობინება იყო შემოსული. ისიც კი არ მახსოვდა ტელეფონი როდის გავთიშე, ალბთ მაშინ როცა ტაქსიში ჩაჯდომის დროს ჩემს ჩანთას შემთხვევით ზემოდან დავაჯექი. მაშინვე რატს ნომერი ავკრიბე და გადავურეკე. ზარს დიდხანს არავინ პასუხობდა, შემდეგ როგორც იქნა ტელეფონში რატის აღელვებული ხმა გავიგონე.
-ნია სად იყავი? იცი რამდენჯერ დაგირეკე? ტელეფონი რატომ გამორთე?
-შემთხვევით გამეთიშა, ნუ ღელავ უკვე სახლში ვარ. შენ როგორ ხარ?
-სადაცაა ჩემი და მოვა და ვემზადები. შენ მარტო ხარ?
-არა ახლა ჩემთან მეგობრები არიან. ხვალ ხომ დაბრუნდები?
-აბა სცადე სა შემაჩერე -რატის ხმა მხიარული გაუხდა, მე კი ვერა და ვერ ვიშორებდი შინაგან დაძაბულობას. ისევ ის აზრი მიღრღნიდა ტვინს, რომ მალე რაღაც ცუდი მოხდებოდა და ამ გრძნობას ვერაფერს ვუხერხებდი -ნია მოხდა რამე? ჩუმად რატომ ხარ?
-არა არაფერი, მენატრები
წამით დუმილი ჩამოვარდა, მხოლოდ რატის გახშირებული სუნთქვა მესმოდა.
-ნეტავ დღეს არ წასულიყავი -ხმა სევდიანი გაუხდა -ძალიან მინდოდა ჩემი დისთვის შენი თავი გამეცნო. ეს მასაც ძალიან უნდოდა, მაგრამ როგორც ჩანს არ მოხერხდა
-მოიცა, მოიცა შენს დას ჩემს შესახებ უკვე მოუყევი?
-რა თქმა უნდა მოვუყევი და ძალიანაც მოსწონხარ. როგორც ვამჩნევ მომავალში, როცა ჩემი ცოლი გახდები კარგი ურთიერთობა გექნებათ და ეს ძალიან მახარებს
-ჩემგან მოკითხვა გადაეცი
-კარგი გადავცემ. დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდება -წამით დუმილი ჩამოვარდა
-ნია -ხმა ამოიღო რატიმ რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ
-ჰო
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ
-ხვალამდე პატარა -თქვა რატიმ და ჩაახველა
-ხვალამდე
მთელი ეს დრო აბაზანაში ჩაკეტილი ვლაპარაკობდი, რომ ჩემი ხმა არავის გაეგო. როცა გარეთ გამოვედი დავინახე გოგოები კომპიუტერს მიჯდომოდნენ და ფილმს უყურებდნენ, რასაც მეც შევუერთდი და ძალიან გამახარა იმ ფაქტმა რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. იმ ღამით გვიანობამდე ვფხიზლობდით და ჩვენს არდადეგებზე ვლაპარაკობდით, რომელიც როგორც აღმოჩნდა თითოეულმა ჩვენგანმა არაჩვეულებრივად გაატარა. თიკას ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, ხოლო ლიზი თავის შეყვარებულს დაშორდა და ამით, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს უზომოდ ბედნიერი ჩანდა . . .
მეორე დილით კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა. ალბათ დედა და მამა დაბრუნდნენ -გავიფიქრე და კარის გასაღებად გავემართე. ზღურბლთან მართლაც ისინი იდგნენ. როგორც კი კარი გავაღე ორივე ერთდროულად გადამეხვია.
-ხომ არ გაგაღვიძეთ? -მკითხა მამამ და კიდევ ერთხელ ჩამიკრა გულში
-კი. მაგრამ არაუშავს ამ დროს მაინც ამდგარი უნდა ვიყო, უბრალოდ გუშინ ჩემთან გოგოები დარჩნენ და გვიანობამდე ვლაპარაკობდით
-ახლა აქ არიან? -საუბარში ჩაერთო დედა და საკიდზე პალტო დაკიდა
-ჰო სძინავთ. წავალ გავაღვიძებ
-თავი დაანებე ეძინოთ. ჯერ საუზმეს მოვამზადებ და მერე დაგიზახებთ, შენც წადი და ცოტა კიდევ დაისვენე, რაღაც დარლილი მეჩვენები
-კარგი -ვთქვი და ჩემი ოთახისკენ წავედი. გოგოებს ჯერ კიდევ ეძინათ
ტელეფონს დავხედე. იმის იმედით, რომ რატისგან გამოტოვებული ზარები იქნებოდა, მაგრამ ამაოდ. ალბათ უკვე გზაშია, მითხრა ხვალ დილით ადრე წამოვალო. ამის გაფიქრება იყო და რატისგან შეტყობინება მომივიდა.
<<ნახევარ საათში თბილისში ვიქნებით, მოემზადე მთავარ მოედანთან გნახავ>>
როგორც კი შეტყობინება წავიკითხე ტელეფონი გვერძე მოვისროლე და რაც ხელში პირველად მომყვა თავზე ის ჩამოვიცვი. შემდეგ გოგოები გავაღვიძე, მაგრამ საუზმობაზე უარი თქვეს და სახლიდან სამივე ერთად გავედით. გაჩერებასთან ორივეს დავემშვიდობე და ტაქსიში ჩავჯექი. ერთი სული მქონდა რატის როდის ვნახავდი. ისე ჩანდა თითქოს საუკუნე არ მენახა, გული გამალებით მიცემდა და ტანზე ცივი ოფლი მასხამდა. რაღაც საშინელ წინათგრძნობას ვერა და ვერ ვიშორებდი. ალბათ სანამ თავად მას არ დავინახავდი ვერაფრით დავწყნარდებოდი. რამდენიმე პატარა საცობის მიუხედავად ბოლოს როგორც იქნა დანიშნულების ადგილად მივაღწიე და მანქანიდან გადმოვედი. პარკში ბევრი ხალხი არ იყო, რატი კი ჯერ არსად ჩანდა. ტელეფონი ამოვიღე, მაგრამ აღარ დამჭირდა, რადგან უეცრად უკნიდან ვიღაც მომიახლობდა და თვალებზე ხელი ამაფარა.
-რატი -თითქმის ვიყვირე და მისკენ შევბრუნდი
-შენ რა სხვა ვინმეს ელოდი? -გულში ჩამიკრა
-ჰო რა თქმა უნდა, ანრის ველოდებოდი, მაგრამ შენც არაგიშავს -გახუმრება ვცადე, მაგრამ როგორც ჩანს მას ჩემი ხუმრობა არ მოეწონა და თვალებში მრისხანების ნაპერწკალმა გაუელვა
-ეს აღარასოდეს თქვა
-რამე ისე ვერ არის?
-უბრალოდ არ მინდა ასეთი რამ კიდევ თქვა, ისედაც ძლივს ვეგუები იმ ფაქტს რომ შენს ირგვლივ ყველა ბიჭი ცდილობს ხელში ნებისმიერ ფასად ჩაგიგოს
-შენ რა ეჭვიანობ? -გამეღიმა
-ჰო ვეჭვიანობ და ამისთვის ბევრი მიზეზი მაქვს
-არა არ გაქვს. მე სხვა არავინ მაინტერესებს და შენ ეს კარგად იცი
-აი ეს კი შეგიძლია ხშირად თქვა -რატის სახეზე ისევ მხიარული გამომეტყველება დაუბრუნდა და გულში უფრო ძლიერად ჩამიკრა
-მანქანით ხარ? -საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე
-კი მანქანით ვარ -პარკთან დაყენებულ ვერცხლისფერ ჯიპს მიუახლოვდა
-ჰო მაგრამ ეს სხვა მანქანაა
-ახალია, როგორ მოგწონს?
-ახალია? -მანქანასთან უფრო ახლოს მივედი და სალონში შევიხედე
-ჰო ჩემმა სიძემ გადაწყვიტა ჩემთვის საჩუქარი გაეკეთებინა, კარგი ტიპი ჩანს აქამდე არ ვიცნობდი, მაგრამ ერთ დღეში მოახერხა და ჩემი გული მოიგო
-ალბათ ეს მანქანის დამსახურებაა -ირიბად გავხედე
-არა მარტო -გაეცინა -ეტყობა, რომ ჩემი და ძალიან უყვარს. ჰო მართლა არ გინდა ჩემი ახალი მანქანით პატარა ექსკურსია მოვაწყოთ? -მკითხა, როცა მის თვალიერებას მოვრჩი
-ახლა?
-რაიმე საქმე გაქვს?
-ვფიქრობ არანაირი, მაგრამ ერთი რამ უნდა გთხოვო
-მთხოვე -რატი ცნობისმოყვარე მზერით მომაშტერდა
-ავტოდრომზე წავიდეთ
-იქ რა გვინდა?
-მანქანის მართვა უნდა მასწავლო
-რა? ჩემი ახალი მანქანა შენ უნდა შემოგწირო მსხვერპლად? -გაეცინა
-გპირდები დამჯერე მოსწავლე ვიქნები და შენს საყვარელ მანქანას ერთ ნაკაწრსაც არ დავუტოვებ- გთხოოვ -მუდარით სავსე მზერით შევხედე
-კარგი, მაგრამ მეც მაქვს ჩემი პირობა
-რა პირობა?
-თითო ნაკაწრზე თითო სურვილი გაწყობს?
-ანუ?
-შენი მართვის გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მანქანის ნაკაწრებს დავთვლი და საბოლოო ჯამში მოგიწევს ამდენივე სურვილი შემისრულო
-მაწყობს -ვთქვი და გარიგების ნიშნას ხელი ჩამოვართვი
-ანუ მზად ხარ ნებისმიერი სურვილი შემისრულო
-ნებისმიერი
-მართლა ნებისმიერ? -რატი გამომცდელად მომაშტერდა და სახეზე ცინიკური ღიმილი გადაეფინა რის არსაც მაშინვე მივხვდი, მაგრამ გადავწყვიტე მაინც დავთანხმებულიყავი
-ნებისმიერი -დავუდასტურე
-კარგი როგორც გინდა -რატიმ მანქანის კარი გამიღო -დაჯექ
ავტომობილში უხმოდ ჩავჯექი, რატი კი სჭეს მიუჯდა და მანქანაც დაიძრა.
რამდენიმე წუთში უკვე ავტოდრომზე ვიყავით. იგი მანქანიდან გადმოვიდა და მძღოლის ადგილი მე დამითმო. მეც არხეინად მოკალათდი და მოსალოდნელი გაკვეთილის მოლოდინში სმენა დავძაბე, რომ მისი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა.
-ესეც ასე -გვერდით მომიჯდა რატი -დავიწყოთ?
-მე მზად ვარ -ვთქვი და საჭეს ხელები ჩავჭიდე
რატიმ ჯერ სამუხრუჭე პედლის ფუნქციები და მისკ გამოყენების წესები ამიხსნა. შემდეგ მოხვევესა და უკან სვლაზე გამიკეთა მოკლე მონახაზი. ამასთან ერთად კიდევ რაღაც წვრილმანები განიხილა და მანქანის გასაღები გადაატრიალა.
-მიდი გაზს ფეხი დააჭირე -მისი თხოვნა უხმოდ შევასრულე. რამდენიმე წამში მივხვდი, რომ მივდიოდი და ცოტა შემეშინდა. უეცრად საჭე სადღაც გამექცა და პირველივე კედელს შევასკდი, ისე რომ მოხვევა არც კი მიცდია. კიდევ კარგი ნელა მივდიოდი, თორემ მანქანისგან მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩებოდა. რატის გადავხედე, ისიც კარგად იყო არაფერი სჭირდა.
-ესეც ერთი ნაკაწრი -თავი კმაყოფილმა გადააქნია. გააგრძელებ?
-რა თქმა უნდა
შემდეგ ჯერზე უფრო კარგად გამომივიდა და მოხვევაც ვისწავლე. რამდენიმე წრე ისე დავარტყი, რომ არაფერს შევჯახებივარ. პირველი ჯერისთვის საკმარისი იყო. გასაღები კმაყოფილი სახით ისევ უკან გადმოვატრიალე და რატის გავხედე.
-მგონი წინანდელთან შედარებით დიდ წარმატებას მივაღწიე არა?
-არ შემიძლია არ დაგეთნხმო -თქვა რატიმ და ირიბად გამომხედა -ახლა კი ჩემი ერთი სურვილი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ ამის გაგონებაზე ტანში გამცრა. რატიმ ეს შეამჩნია და გაეცინა, შემდეგ კი სახეზე ხელი ჩამომისვა და თვალებში გამომცდელად ჩამაშტერდა.
-თუ შენ არ გინდა ამას არ გავაკეთებ
-რაც არის არის -რატის სახეზე იდუმალი ღიმილი გადაეფინა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა, მაგრამ ხელიდან მალევე სავუსხლტი. მეშინოდა მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი რის
-ესეც შენი ერთი სურვილი -თვალი ჩავუკარი
-ჩემი მანქანის დამტვრევა აამად ღირდა -თქვა და ისევ ჩემკენ წამოწია
ამჯერად წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია. უხმოდ ვყვებოდი თითოეულ მის მოქმედებას და ხელის შეშლა აზრადაც არ მომსვლია. რატიმ უფრო ძლიერად მიმზიდა თავისკენ და მკლავებში მომიმწყვდია. მის გახშირებულ გულისცემას ახლა უფრო ძლიერად ვგრძნობდი, ზუსტად ასე ცემდა ჩემი გულიც. არც კი ვიცი ეს რამდეხანს გაგრძელდებოდა უეცრად მანქანის მინაზე კაკუნის ხმა, რომ არ გაგვეგო, რამაც მაშინვე გამოგვაფხიზლა და ორივე ჩვენს ადგილს დავუბრუნდით. ფანჯრიდან პატარა ბავშვები გვიყურებდნენ და ჩუმად იცინოდნენ.
რატიმ მხიარული სახით გამომხედა და თავით მათკენ მანიშნა.
-ესღა გვაკლდა
-მგონი კარგად არ ვიქცევით. ჩვენს გარდა აქ კიდევაა ხალხი, რომლებმაც შეიძლება ნებისმიერ წამს გამოიარონ
-მაპატიე ზედმეტი მომივიდა, ეს აღარ განმეორდება -მხარზე ხელი დამადო
-არა ჩემი ბრალიცაა, რაც არ უნდა იყოს ეს პარაზიტები აქედან მოაშორე -ვთქვი და გარეთ მდგარ ბავშვებზე ვანიშნე
რატი მაშინვე გადავიდა მანქანიდან და ჩემი თხოვნა სულ რაღაც ორ წუთში შეასრულა, შემდეგ კი ისევ მანქანაში ჩაჯდა და დამნაშავესავით გამომხედა
-წავიდნენ. ჯერ კიდევ ბრაზობ ჩემზე?
-არა არ ვბრაზობ, შენ გაქვს ამის უფლება
-მაშინ მითხარი რატომ გეშინია?
-არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ . . . -აქ სიტყვა გავწყვიტე და რატის შევხედე -მგონი ამ კითხვაზე პასუხი შენც იცი
-ჰო ვიცი და ამის მეც მეშინია. პირადად მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ არ მინდა რომ შემდეგ რამე ინანო. ვიცი გოგოებს ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვა შეხედულებები აქვთ და ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს.
რატის სახეზე ხელი მივადე და თვალებში ჩავხედე.
-მე შენ გენდობი, შენს სიყვარულს ვენდობი. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობა გამორჩეულია და სხვა ურთიერთობებს არ ჰგავს
-ვიცი, რომ მენდობი მე კი შენი ნდობით ბოროტად ვსარგებლობ
-სისულელეა შენი თავი დაიდანასაულო იმაში, რაც მხოლოდ ჩემი ბრალია
-არა არ არის შენი ბრალი
-ჰეი მისმინე, თავს ნუ იდანაშაულებ. ამქვეყნად ერთადერთი რამაა რისი გადატანაც არ შემიძლია და იცი ეს რა არის?
-რა? -რატი ცნობისმოყვარე მზერით მომაშტერდა
-შენი დაკარგვა. აი რას ვერ გადავიტან ვერასოდეს და რა მომაყენებს ყველაზე დიდ ტკივილს
-შენ მე არ დამკარგავ ნია -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა
-მეც ამის იმედი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე ალქაჯი გამოჩნდება და ჩვენს შორის ჩადგება მაშინ მე . . .
-რას უზამ? -რატის გაეცინა და კითხვით სავსე თვალები მომაპყრო
-მოვკლავ, მანამდე კი თმებს დავაგლეჯ -ჩემმა ნათქვამმა თვითონაც გამაკვირვა
-საინტერესოა როდის გადაიქცა ეს მორცხვი ფისო მძვინვარე ვეფხვად. ნეტავ რა არის ამის მიზეზი?
-მიზეზე შენ ხარ
-ჩვენს შორის ჩადგომის უფლებას არავის მივცემ დამიჯერე. იცი ნია ახლა რაზე ვფიქრობდი?
-რას?
-ყველას თავისი სამყარო აქვს, ჩემი სამყარო კი შენ ხარ. მხოლოდ შენთან ვგრძნოვ თავს ბედნიერად . . . შენს გარეშე მე არაფერს წარმოვადგენ, ასე მარტივად, უბრალოდ არაფერს
-ისევე როგორც მე შენს გარეშე
უეცრად რატიმ მკლავზე მაიური ჩამომიწია, ჯიბიდან მარკერი ამოიღო და ჩემს მხარზე რღაცის ხატვა დაიწყო -რას აკეთებ? -ვკითხე გაკვივებულმა მაგრამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე
როცა დაამთავრა თავი გვერძე შევაბრუნე და დავინახე, რომ მხარზე პატარა ლამაზი გული მეხატა.
-ამას ყოველდღე გავაკეთებ ხოლმე იმის დასტურად, რომ მიყვარხარ. ალბათ ხვდები, რომ ამ ნახატს ვერასოდეს მოიშორებ არა?
-ვხვდები და ეს ძალიან მახარებს. ახლა კი ეგ მარკერი მე მომეცი
-აიღე -რატიმ მარკერი გამომიწოდა და დაკვირვება დამიწყო ჩემი მოსალოდნელი ქმედების მოლოდინში
-ხელი მომეცი -რატიმ ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეასრულა
მისი ხელი ავიღე და მაჯაზე უსასრულობის ნიშანი დავახატე.
-ეს რა არის?
-ეს უსასრულობის ნიშანია
-გასაგებია -რატიმ თავისთვის ჩაიცინა და ხელზე დახატულ ნახატს სული შეუბერა
-ისევე, როგორც მე არც შენ მოგშორდება ეს ნახატი -ვთქვი და წარბი მაღლა ავზიდე -პასუხა რატიმ მხარზე თავი დამადო და ლოყაზე ნაზად მაკოცა
შებინდებამდე უამრავი მიზეზის მოფიქრება მომიხდა, რთაც მშობლებს ჩემი სახლში არყოფნის მიზეზს ავუხსნიდი. უკვე ათი საათი იყო, როცა რატიმ მანქანა სუპერმარკეტის წინ გააჩერა.
-რატომ გავჩერდით? -გაკვირვბული სახით გავხედე
-წყალს ვიყიდი და ახლავე დავბრუნდები, შენ რა წამოგიღო -ღვედი შეიხსნა
-არაფერი არ მინდა, მალე დაბრუნდი
-კარგი -რატიმ მანქანის კარის გაღება დააპირა, მაგრამ უეცრად შეჩერდა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო
-რატი რამე მოხდა? -მისი სახე შეშფოთებას გამოხატავდა და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებოდა -მზერა იქეთ მივმართე საითაც ის იყურებოდა და ოთხი შეიარაღებული, შენიღბული კაცი შევნიშნე, რომელიც ჩვენი მანქანისკენ მოდიოდა
-ესენი ვინ არიან? -ხმა ამიკანკალდა
რატის მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.
<< თუ გინდა ეგ გოგო ცოცხალი დარჩეს მანქანიდან შენი ნებით გადმოდი>>
-მე კი მეგონა, რომ ხუმრობდა -თქვა რატიმ და გესლიანად ჩაიცინა
-რატი ამიხსენი რა ხდება? ეს შეტყობინება ვინ გამოგგზავნა? ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
მან უეცრად ჩემკენ გამოიხედა და თვალები ცრემლებით აევსო.
-ერთ რამეს დამპირდი
-რატი რა ხდება?
-უბრალოდ დამპირდი, რომ სანამ ყველაფერი არ მიწყნარდება და პოლიციის მანქანა არ გამოჩნდება სიდენიის ქვეშ ჩაიმალები და არ გაინძრევი
-რატი ამიხსენი რა ხდება? -ვუყვირე, ისინი უკვე სულ ახლოს იყვნენ
-მითხარი, რომ გიყვარვარ
-მიყვარხარ! ამიხსენი რა ხდება
რატიმ უეცრად ჩემი სახე ხელებში მოიქცია და მაკოცა. შემდეგ კარი გააღო გარეთ გადავიდა და მანქანა გასაღებით ჩაკეტა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი. უეცრად ერთდროულად რამდენიმე გასროლა გავიგე და თავი მომენტალურად ძირს დავხარე. შემდეგ მანქანის დაქოქვის ხმა მისწვდა ჩემს სმენას, რასაც ერთად რამდენიმე მამაკაცის ბოროტი ჩაცინებაც მოჰყვა. ამ ყველაფრის მერე ერთ ადგილას წყნარად ჯდომა აღარ შემეძლო, ამიტომ მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე და მანქანიდან გადმოვხტი, რომ გამეგო რა ხდებოდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადავდგი მანქანის უკან რატი დავინახე, ძირს ეგდო ოთხი ტყვია ჰქონდა ნასროლი და თვალებს ძლივს ახელდა. შოკში ჩავვარდი, მისი სახელი ბოლო ხმაზე დავიყვირე და მის წინ მუხლებზე დავეცი.
-რატი რატი გამაგრდი გთხოვ -დაბნეულობისგან ძლივს მოვიფიქრე, რომ ტელეფონი ამომეღო და სასწრაფოში დამერეკა
ირგვლივ ხალხი შეგროვდა, ყველა შეშფოთებული ჩანდა, მე კი რატს ხელი მეჭირა და ვევედრებოდი გამაგრებულიყო.
-ნია -ძლივსძლივობით ხმა ამოიღო და ხელზე ხელი მომიჭირა
-აქ ვარ -ვთქვი და ხელი უფრო ძლიერად მოვუჭირე -გამაგრდი გთხოვ ყველაფერი კარგად იქნება
ამას ვამბობდი, მაგრამ ჩემი სიტყვბის სისწორეში თავადვე მეპარებოდა ეჭვი.
-ნია -კიდევ ერთხელ წარმოთქვა ჩემი სახელი. ამჯეტად უფრო მისუსტებული ხმით
-ქ ვარ შენთან. გთხოვ თვალები არ დახუჭო, რატი გამაგრდი გევედრები არ მიმატოვო -თვალებიდან ცრემლები განუწყვეტლივ მდიოდა
-ნუ ტირი გთხოვ -მისმა ხმამ წინანდელზე უფრო სუსტად გაიჟღერა -ნია შენ ცხოვრება უნდა განაგრძო, თუნდაც ჩემს გარეშე. დამპირდი, რომ ასე მოიქცევი. გთხოვ დამპირდი
რატის სიტყვებმა შოკში ჩამაგდო, ეს ხომ ყოვლად შეუძლებელი იყო, მის გარეშე მე არავინ ვიყავი, მას უნდა ეცოცხლა აუცილებლად უნდა ეცოცხლა.
-ასე ნუ ამბობ გთხოვ, შენ კარგად იქნები -სახეზე ხელი დავადე
რატის კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. რამდენიმე წამში ვიგრძენი, თუ როგორ შესუსტდა მისი ხელი, რომლითაც ჩემი ხელი ეჭირა. ხელი რომლითაც ცოტა ხნის წინ მთელი ძალით მიჭერდა ძირს ჩამოუვარდა და თვალევი დახუჭა.
-არაა -ვიკივლე ბოლო ხმაზე -რატი არა გთხოვ თვალები გაახილე, დამელაპარაკე ასე ვერ მიმატოვებ, ეს უსამართლობაა, ასე ვერ მომექცევი, უფლება არ გაქვს ასე წახვიდე
უკნიდან რამდენიმე ხელი ერთად შემეხო და ჩემს იქედან გაყვანას შეეცადა, მაგრამ ისინი სწრაფად მოვიშორე და ისევ რატის დავაცქერდი. აკანკალებულმა მისი ხელი ავიღე, პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, მაგრამ ძალიან სუსტად. კიდევ რამდენიმე წამი და სასწრაფო დახმარების მანქანაც გამოჩნდა. ბუნდოვნად დავინახე როგორ გადმოხტა იქედან ოთხი ექიმი, ერთმა მე მომკიდა ხელი და რატის მომაშორა, ხოლო დანარჩენმა სამმა იგი საკაცეზე დააწვინა და სასწრაფო დახმარების მანქანაში შეაგორა. მეც მაშინვე შიგნით შევხტი, წინააღმდეგობა არავის გაუწევია და რომც გაეწია ამას არანაირ ყურადღებას არ მივაქცევდი. მანქანა ბოლო სიჩქარით გაქანდა საავადმყოფოსკენ. მართალია დანიშნულების ადგილას სულ რაღაც სამ წუთში მივედით, მაგრამ ეს დრო ჩემთვის მაინც უსასრულოდ გაიწელა. რატი პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, მას უკან რამდენიმე ექიმი მიჰყვა სხვადასხვა სამედიცინო ინსტრუმენტებით ხელში და კარიც დაიხურა. მიხურულ კარს რამდენიმე წამის განმავლობაში შევქცეროდი, შემდეგ ნელა მივიახლოვდი, თავი მივადე და ჩემს ცრემლებს გასაქანი მივეცი. ოთახიდან რაღაც აპარატების ხმა და ექიმების უცნაური ტერმინები მესმოდა, რომელთა ნახევარზე მეტი ჩემთვის გაუგებარი იყო. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა, მე კი მთელი ეს დრო დერეფანში ბოლთას ვცემდი და თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. რატის რეანიმაციაში შეყვანიდან ორი საათის შემდეგ კორიდორში ჩემი მშობლები და რატის და გამოჩნდა ქმართან ერთად. მისგან გავიგე, რომ რატი გუშინ ვიღაც ანონიმური პიროვნებისგან იღებდა ზარებს, სადაც იგი მას სიკვდილით ემუქრებოდა, მაგრამ არც მას და არც მის დას ეს სერიოზულად არ აღუქვამთ. ელენეს (რატის დას) დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკებოდი, მას ჰქონდა ვარაუდი, რომ ეს ყველაფერი მისი მამინაცვლის ჩადენილი იყო. რადგან რატი მემკვიდრეობის მიღებაში უშლიდა ხელს გადაწყვიტა იგი თავიდან მოეშორებინა და ყველაფერი ხელში ჩაეგდო. ეს ახსნა მეც ლოგიკურად მეჩვენა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემეძლო. დედა და მამა ჩემს წინ იჯდნენ და თვალს არ მაშორებდნენ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავფიქრდი იმაზე, თუ საიდან გაიგეს მათ ეს ყველაფერი.დედამ თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო მიპასუხა:
-აქ ჩემი ნაცნობი მუშაობს, მან დაგვირეკა და ყველაფერი მოგვიყვა. -პასუხად თავი ოდნავ დავუქნიე და ისევ ფიქრებს მივეცი, რომლებსაც უკვე ჭკუიდან გადავყავდი
დრო უსასრულოდ გაიწელა. ამ ხნის განმავლობაში რატის ნაჩუქარი ყელსაბამი ხელში მეჭირა და მთელი ძალით ვუჭერდი, თითქოს ეს მას რაიმეთი დაეხმარებოდა. ვფიქრობდი მასთან ერთად გატარებულ სასიამოვნო წუთებზე და იმის წარმოდგენასაც კი ვერიებოდი, რომ რამე ისე არ წავიდოდა. უბრალოდ თუ ასე მოხდებოდა მე ამას ვერ გადავიტანდი. ამას ვერასოდეს შევძლებდი, ვერასოდეს. ამაში ისევე ვიყავი დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ნია მერქვა. ფიქრი კარის გაღების ხმამ გამაწყვეტინა, იქედან რამდენიმე ექიმი ერთად გამოვიდა და პირბადე მოიხსნა. მაშინვე მათთან მივვარდი და რატის ამბავი ვკითხე. რამდენიმე წამის განმავლობაში არცერთი ხმას არ იღებდა. შემდეგ მათ რიგებს ერთი ახალგაზრდა ექიმი გამოეყო და თვალებში ჩამხედა.
-ვწუხვარ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას -მან მზერა ჩემიდან რატის დაზე გადაიტანა, რომლის ხმამაღალი ტირილ უკნიდან მესმდა, მაგრამ მის სახეს ვერ ვხედავდი
-არა იტყუებით. ის, ის . . . შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს -ვთქვი და ექიმს საყელოში წვდი -მითხარით, რომ რაც ახლა თქვით ტყუილია
-მაპატიეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია. თავი ხელში აიყვანეთ გთხოვთ
უეცრად დედამ და მამამ ხელი ერთდროულად ჩამჭიდეს და იქაურობას ძალით მომაშორეს . . .
-ნია თავი ხელში აიყვანე -მიყვუროდა მამა და მანჯღრევდა, დედა კი იქვე შორიახლოს იდგა და ცრემლად იღვრებოდა
-არა, არა -ისევ ერთი და იგივეს გავიძახოდი
-ნია შემომხედე და დამშვიდდი გთხოვ. გავა დრო და ეს ტკივილი შეგიმსუბუქდება აი ნახავ
-ეს შეუძლებელია, შეუძლებელი -ვუყვირე
უეცრად რაღაც არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, მამას ხელიდან დავუსხლტი და უკანმოუხედავად გავიქეცი.
გარეთ კოკისპირულად წვიმდა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, უბრალოდ მინდოდა, რომ ყველას და ყველაფერს გავქცეოდი. მინდოდა დამევიწყებინა ის, რაც მივისმინე და რამაც ასე გამანადგურა. ბოლო სიჩქარით მივრბოდი. არ მანაღვლებდა რა დამემართებოდა. მხოლოდ გაქცევა მინდოდა, მინდოდა გავქცეულიყავი შორს, სადაც ეს ტანჯვა და ტკივილი, რაც შინაგანად მწვავდა აღარ შემაწუხებდა, მაგრამ ჩემი არეული ტვინის ზოგიერთი უჯრედი ჯერ კიდევ აცნობიერებდა იმას, რომ ასეთი ადგილი არ არსებობდა და რამდენიც არ უნდა მეძებნა ვერსად ვიპოვიდი. ამდენი ხნის სირბილის შემდეგ პირველად ვიგრძენი დაღლილობა. სუნთქვა გამიხშირდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, ყველა მოგონება ერთად ამომიტივტივდა გონებაში. გამახსენდა ექიმს ნათქვამი "სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა". შემდეგ ჩემი ოჯახის წევრების გამამხნევებელი სიტყვები, რამაც ჩემზე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა. ნუთუ ეს სიმართლეა?-ვკითხე ჩემს თავს და ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. ნუთუ რატი მართლა...
არა, არა ამის დაჯერება არ მინდა. არ მინდა დავიჯერო, რომ იგი . . .
უცებ რაღაც ძალის ზემექმედებით რეალობას თვალი გავუსწორე და ჩემთვის ჩავიბურტყუნე:რატი აღარ მყავს, მორჩა ეს დასასრულია. ეს რომ ვთქვი იმავე ადგილას ჩავიკეცე და თავი ხელებში ჩავრგე. გარეთ სულიერის ჭაჭანება არ იყო, თითქოს ამ ქალაქში არც არავის უცხოვრიაო. ეს სიმართლეა ნია -ვუთხარი ჩემს თავს. სამწუხაროდ ეს ის სიმართლეა, რომელსაც ვერსად გავექცევი. ახლა უკვე ყველაფერმა აზრი დაკარგა. რატოომ? იმიტომ, რომ ის ჩემთვის ყველაფერი იყო, ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ახლა რა უნდა ვქვნა? მის გარეშე ცხოვრება ეს ხომ შავ-თეთრ სამყაროში ცხოვრებას ნიშნავს, სადაც არც სიხარულია და არც ბედნიერება. უეცრად რატისთან გატარებული წუთები ამომიტივტივდა გონებაში. წუთები, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ადრე ყველაზე საუკეთესო მოსაგონარი იქნებოდა, ახლა არანორმალურ ტკივილს მაყენებდა . . . ვიცოდი ამ ბედნიერ წუთებს სხვა წუთები აღარ შეემატებოდა და ეს მანადგურებდა. რატი ხომ უკვე ჩემთან აღარ იყო.
-რატი! -მისი სახელი წამოვიყვირე და ხმამაღლა ავტირდი. მანამდე ვტიროდი სანამ ცრემლი არ გამიშრა. წვიმა შეწყდა, ქუჩაში ხალხმა დაიწყო მოძრაობა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყო. ვუყურებდი ხალხის მხიარულ სახეებს, ბავშვებს რომლებიც მტრედებს დსდევდნენ და საკენკს უყრიდნენ, იქვე ხიდთან შეკრებილ მოზარდების ჯგუფს, რომლებიც რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ და ერთმანეთს სამახსოვრო ფოტოებს უღებდნენ. ამ ყველაფრის შემყურეს წუთით მომხდარის სიმართლეში ეჭვიც კი შემეპარა, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით . . .
ახლა, ამ კრიტიკულ დროს ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა ნათელი, რატი აღარ არსებობს, მასთან ერთად კი აღარც მე. გავიფიქრე და სასოწარკვეთილმა თავი ისევ ხელებში ჩავრგე.
დასასრული . . .



№1  offline წევრი hazzacurly

Dasasruli? gadaob? es ra iyo? uketess velodi... ratom?? ra daahva am bichma bolomde imedi mqonda ramit daabrunebdi an moigonebdi karg rames magram sikvdili? seriozulad? cudad var... amas ar velodi.. ar vici ra vtqva imedebi gamicruvda boloze

 


№2  offline წევრი გაიღიმე

მეც იმედები გამიცრუვდა... მეგონა ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა .. ისე მეწყინა რომ ტირილიც კიდავიწყე...იქნებ გამოასწორო და თქვა რომ ექიმებს შეეშალათ.... :/ :/

 


№3 სტუმარი Ahxhxk

Gaagrdzele motxroba gtxoov :(( tqvi ro nias agaraferi arSjerida da wavida shorrs da turme eqimebs movlenebiatvis win gauswvriat ego nat rom bichi ver gadaitanda shemdeg operacias tumca mainc scades da gadarcha

 


№4  offline წევრი eleonor

პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ეს ჩემი სულ სულ პირველი მოთხრობაა, რომელიც ძაან ადრე დავწერე და შეიძლება გაუმართავი ენითაა ნაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან მიყვარს. ნუ პირველია და მაგ პონტში ^_^ რაც შეეხება დასასრულს ვიცი უმრავლესობას აქ ე.წ HAPPY AND მოგწონთ, მაგრამ რა ვქვნა სევდიანი დასარული უფრო ორიგინალურად მიმაჩნია და მომკალით თუ გინდა wink ვწუხვარ თუ იმედები გაგიცრუათ ამ ფინალმა, უბრალოდ ჩავთვალე რო დასასრული რაღაც ბომბის აფეთქებსავით უნდა ყოფილიყო და ასევე ძაან გულში ჩამწვდომი. მგონი გამომივიდა კიდეც.
ბოდიშით თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ ამ ფინალით და მადლობა ვინც კითხულობდით ყველას :))

 


№5 სტუმარი თია

საინტერესოდ დაიწყე :-D სათაურიც შეესაბამება, კიდევ რა შემიძლია გითხრა მეც არ ვარ ,,ჰეფიენდების" მომხრე, მაგრამ მთლად აზრიანადაც ვერ დამთავრდა, საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ სხვებისგან ნამდვილად იყო განსხვავებული, მაგრამ ისევ დაუკმაყოფილებლობის განცდა დამრჩა


პ.ს რჩევასავით მოქცემ და ისე არ იფიქრო რომ ჭკუას გასწავლი ან შენზე მეტი ვიცი, უბრალოდ ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ეცადე ან რამე აზრიანი ჩადო შენს მოთხრობაში ან სიტუაცია ძალიან გაამძაფრო, ხოდა კაი იყო რა saboloo jamshi ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent