ჩემი მეფე! ჩემი ჩარკვიანი! 2
გაცეცხლებულმა ამოვიცვი ტანსაცმელი. არა, ამას თავი ვინ ჰგონია? ჯერ ერთი კოტეჯში გაუფრთხილებლად შემოვიდა, მეორეც საძინებელში შემომეჭრა და მესამეც თმაზე მეხებოდა და აშკარად უტიფრობის ასხივებდა. ასე ჯუჯღუნში ჩავიცვი ტანსაცმელი და მისაღებისკენ დავიძარი მთელი შემართებით რისხვის ქარცეცხლი უნდა დავატეხო თავზე. გავაღე კარები და მტკიცე ნაბიჯებით მივუახლოვდი უტიფარ არსებას, რომელიც სავარძელზე შინაურულად მოკალათებულა, ლუდს წრუპავს და კალათბურთს განცხრომით უყურებს. ნიტა დამშვიდდი, დაწყნარდი... თუ შეამჩნია რომ გაბრაზდი უფრო დაასხამს ცეცხლზე ნავთს. მე მეორე სავარძელში დავჯექი და უტეხად ვუყურებდი. როცა ჩემი დაჟინებული მზერისგან სახე აეწვა შემომხედა, შემდეგ ისევ ტელევიზორს შეხედა, აიღო პულტი და გამორთო. გადამრთველი მშვიდად დადო ჟურნალის მაგიდაზე და მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ, ისე რომ ლუდის სმა არ შეუწყვეტავს. ამ დროის განმავლობაში ჯიუტად არ ვაშორებდი თვალს. -გისმენ, აშკარად რამის თქმა გინდა.-სრულიად მშვიდად მითხრა მე ერთი ჩავისუნთქ-ამოვისნთქე და დავიწყე -ახლა ადამიანურად გავერკვეთ... მე მოვედი ჩემს ჯგუფელებთან ერთად და გადმომანაწილეს აქ. რომ მოვედი ამოვბარგდი და დავიძინე. შემდეგ კი ვიღაცის ხელების ფათური მაღვიძებს. მითხარი ეს ნორმალურია? ამიხსენი რა ხდება... თავიდან მშვიდად დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ ვიგრძენი ბოლო რამდენიმე სიტყვაზე როგორ დამეძაბა სხეული და ყელი. მან ჩაიცინა მარცხენა მაჯაზე მორგებულ საათს დახედა. მერე კი ისევ მე მომიბრუნდა -კარგი, გასაგებია. აშკარად რაღაც გაურკვევლობაა. შენი ნებართვით მე წავალ კოტეჯების მფლობელთან და გავერკვევი საქმის ვითარებაში. რას იტყვი? კი გამიკვირდა მისი ადამიანური და დალაგებული საუბარი, მაგრამ დიდად თავი აღარ გამომიდია და მოზომილი სიხარულით დავეთანხმე. ის ადგა მაისური შეისწორა და წავიდა. არა რა გენიოსი ვარ. აბა ახლა ამ ახმახთან ლანძღვით მივაღწევდი რამეს? იმედია მართლა გაარკვევს რაშია საქმე... კვირიკე ყოჩაგ ნიტას, უსწავლია ლაპარაკი. კულტურულად მომიგვარა და გამომიშვა. ახლა რა ვუთხრა. არ მინდა გაიგოს ჯერ რომ მე მისი ბავშვობის ,,მეგობარი" ვარ. მოკლედ მომიწევს ალექსის (მამის) დათანხმება რომ როგორმე მოგვიგვაროს ეს ,,პრობლემა". ამასობაში მამაცემის კაბინეტთან მივედი და დაუკაკუნებლად შევარე. მომლოდინე მამაჩემს საქმიანი მზერა შევაგებე და მის წინ მოვთავსდი სავარძელზე. -რატომ არ მითხარი რომ ნიტა ჩამოვიდა? -შეგახსენებ როცა თქმას ვაპირებდი გიჯივით გავარდი. -თვალი ჩამიკრა ლექსომ -ხო კარგი- თავი გავიქნია, მართალია რას ვერჩი.-მისმინე, ნიტამ ჯერ არ უნდა გაიგოს რომ მე შენი შვილი ვარ. ახლა წამომყევი და ვითომ დიდი პრობლემა შეგექმნა ადგილების სიმცირის გამო და რომ ამაზე აუცილებლად იზრუნებ. ნიტა ხომ იცი არ გაწყენინებს. მამა სკამის საზურგეს ჩაფიქრებული მიეყუდა, ნიკაპი მოისრისა, მერე გამაფრთხილებელი მზერა მომაგება ,,არაფერი შეგესალოსო" მე ხელები მაღლა ავწიე დანებების ნიშნად და მის პასუხს დაველოდე -კარგი, ჯანდაბას, მაგრამ იცოდე რამე ზედმეტი და დაისჯები!-ღიმილშეპარული სიმკაცრით გამაფრთხილა და კაბინეტიდან ჩემთან ერთად გამოვიდა. ორ წუთში ისევ კოტეჯთან ვიყავით. შესვლამდე მამამ ერთი შემომიბღვირა -ამხელა კაცი ამიყოლიე ამ ცირკშიო და შევედით პირველი ალექსი შევიდა კოტეჯში. ნიტა ისევ მისაღებში იჯდა და ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოხტა. -კიდევ ერთხელ გამარჯობა სანდრო ძია. იცით ცოტა გაურკვევლად ვარ. ის არც ჩემი ჯგუფელი და მითუმეტეს არც ნაცნობი არაა და ერთი კოტეჯში როგორ ვიყოთ? -მესმის შვილო, უბრალოდ მოულოდნელი ვიზიტი მოუწია. ის ჩემი პარტნიორია და სხვაგანაც ვერ დავაბინავებდი ყველა კოტეჯი დაკავებულია. უბრალოდ სულ რამდენიმე დღე ჩემი ხათრით კარგი? თან ზეგ გიოც ჩამოვა. უხერხულადააც არ იყო ჩემი შვილივით ვენდობი მას ასე რომ არ შეგეშინდეს კარგი? უცებ მოუგვარა მამაჩემმა. არა რა მაგარი კაცია ლექსო.. ნიტა გულში ჩაიკრა მე კი მის შეუმჩნევლად თვალი ჩამიკრა ვალში ხარ ჩემთანო. ესეც ასე. რამდენიმე დღე ურთიერთობის გასაუმჯობესებლად არც ისე ცუდია. მერე... მერე კი მე ვიცი და ჩემმა ვაჟკაცობამ. ** ვიიცი პატარაა მაგრამ არ მინდა ამ მოთხრობის მალე და ბანალურად დასრულება და რა ვქნა! ძალიან დიდი მადლობა წინა თავზე დაფიქსირებული კომენტარებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. ახლა გითხრათ რატომ არის ასეთი პატარა თავი... ჩემი ლეპტოპი რატომღაც shiftით არცერთ ასოს აღარ წერს და სათითაო ასოების ჩამატება მომიწია და ძალიან დამტანჯა... ამ ერთხელ მომიტევეთ მეგობრებო. იმედია ამ მცირედითაც გაგახარეთ და ისიამოვნეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.