ტანჯვით სავსე სიყვარული 2 (დასასრული)
არ იცოდა საით წასულიყო,რა გაეკეთებინა.მარტო ერთ რამეზე ფიქრობდა,ელენე უნდა ეპოვა,სასწრაფოდ უნდა ეპოვა.მანქანაში იჯდა და ქუჩებში გიჟივით დადიოდა,სულ იქითაქით იხედებოდა,იქნებ სადმე ელენე დავინახოო.უკვე ძალიან გვიან იყო,ახალი არავინ არაფერი იცოდა.ყველა შეშინებული იყო.ნია და ლანა გიჟებს ჰგავდნენ,ვერ გაეგოთ რა გაეკეთებინათ.ყველგან იყვნენ სადაც კი ელენეს უყვარდა სიარული როცა მოწყენილი ან ცუდ ხასიათზე იყო,თუმცა უშედეგოდ,მას ვერა და ვერ პოულობდნენ.ლუკა რიყეზე გავიდა ,მანქანა იქ გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა,მთლიანად სასოწარკვეთილებას მოეცვა,გოგოს ვერ პოულობდა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო.ნარიყალის ნანგრევებს ფეხით აუყვა,თვითონაც ვერ აცნობიერებდა საით მიდიოდა,თუმცა გზას მაინც აგრძელებდა,საშინლად გრძნობდა თავს და მხოლოდ ელენეზე ფიქრობდა.გონზე საშინელმა,განწირულმა კივილის ხმამ მოიყვანა,რომელიც შველას ითხოვდა.ხმა საიდანაც ესმოდა იქით წავიდა სირბილით,საშინლად ბნელოდა,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და გარბოდა,რაც უფრო უახლოვდებოდა უკეთ ესმოდა გოგოს ხმა,რომელიც ემუდარებოდა ვიღაცას მისთვის თავი დაენებებინა და შველას ითხოვდა.უკვე ადგილზე იყო როცა ტელეფონი მიანათა,იქაურობას რომ აზრზე მოსულიყო რა ხდებოდა და ძარღვებში სისხლი გაეყინა,როდესაც დაინახა მიწაზე გართხმული,სისხლიანი ელენე და კაცი რომელიც მის ზემოდან იყო მოქცეული და როგორც ცხოველს ისე ექცეოდა.უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა,მამაკაცს ეცა და გოგონას სხეულს მოაშორა,მერე იმდენი ურტყა სანამ გონება არ დააკარგვინა და ელენესკენ მიბრუნდა.მივარდა და უნდოდა მოხვეოდა,ხელში აეყვანა და იქიდან წაეყვანა,მაგრამ გოგომ ამის უფლება არ მისცა როდესაც ტელეფონის შუქზე ლუკა შეიცნო.მიწაზე ფოთხვით მოშორდა ბიჭს და უყვირა,ამდენი ტირილისგან და კივილისგან,ხმა ისეთი შეცვლილი ჰქონდა,ვერავინ იფიქრებდა რომ ეს ხმა ნაზი და საოცრად თბილი ხმის პატრონს ეკუთვნოდა. -არ მომეკარო,არ მომეკარო გესმის? -ელენე პატარავ,გთხოვ ახლა ცუდად ხარ... -ცუდად ახლა ვარ?არ გაბედო და ახლოს არ მოხვიდე.შენ იმ ღორზე უარესი ხარ შენს გვერდზე რომგდია.შენი წყალობით აღმოვჩნდი ამ დღეში.შენ დამინგრიე და წამართვი ყველაფერი.ისევე ძლიერად მეზიზღები როგორც მიყვარდი. -რა?შენ რა მართლა გიყვარდი?ელე,მომისმინე გთხოვ. -არ მინდა შენი მოსმენა,რა უნდა მითხრა?ის რომ არაკაცი ხარ და ის რომ ისე მომექეცი როგორც ქუიჩს ქალსაც არ მოექცევიან?ეს უნდა მითხრა?ხო მიყვარდი,მაგრამ ახლა მძულხარ,მთელი არსებით მძულხარ.მართალი ვყოფილვარ მაშინ რაც გითხარი იმაში,უარესი ხარ. უსინდისო არაკაცი,რომელმაც გამოუცდელი გოგონას გრძნობებით ისარგებლა და უკანასკნელი ქალივით მოექცა.შენ არ იმასხურებ ვინმეს უყვარდე,შენ მხოლოდ ტკივილისთვის უნდა იყო დაბადებული.მინდა შენც ისეთივე ტკივილს განიცდიდე როგორსაც ახლა მე.სული მეხუთება ისე მტკივა,სუნთქვა მიჭირს და სიცოცხლე აღარ მინდა როცა მახსენდება რაც გამიკეთე.მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ უსინდისოდ მომატყუეს და მიღალატეს,ცოცხლად დამმარხეს. -ამას ნუ ამბობ გთხოვ... -შემეშვი,შენი ხმის გაგონებაც კი აღარ მინდა არასდროს.აღარასდროს აღარ მინდა რომ შეგხვდე,მინდა გაქრე და დაიკარგო.ამ სიტყვების შემდეგ შემობრუნდა ელენე და წასვლა დააპირა მაგრამ ლუკამ არ გაუშვა. -ამ მდგომარეობაში ასე ვერ დაგტოვებ და ვერ გაგიშვებ,გთხოვ ჩემთნ ერთად წამოდი. -ხელი გამიშვი და მომშორდი.შენ დღეს უარეს მდგომარეობაში დამტოვე და გამიშვი.მეზიზიღება საკუთარი თავი რომ შენ გენდე და დაგიჯერე,ასე რომ ახლაც მივხედავ ჩემს თავს.ხელი გააშვებინა და წავიდა.ლუკამ მაშინვე ტელეფონი აიღო და ნიას დაურეკა. -ნია ელენე ვიპოვე,გთხოვთ სასწრაფიდ მოდით,რიყეზე ვართ,მას ჩემს გვერდით ყოფნა არ უნდა და წასვლას აპირებს,იჩქარეთ გთხოვ. გოგონები მაშინვე წამოვიდნენ და ხუთ წუთში უკვე იქ იყვნენ.ელენე რომ ამ მდგომარეობაში დაინახეს გაგიჟდნენ.ელენე სახლში წასვლას არ შვებოდა,მაგრამ ვინ მოუსმინა,ხელი მოკიდეს და ნიასთან წაიყვანეს.წასვლამდე ნია ლუკას მიუბრუნდა -იცოდე ნაგავო ეს ასე არ შეგრჩება,უკანასკნელი ც კი არ მოიქცეოდა ასე როგორც შენ.ნამდვილი არაკაცი ხარ.ამისთვის პასუხს აგებ. ლუკას ხმა არ ამოუღია,უყურებდა როგორ ჩასხდნენ გოგონები მანქანაში,ნია საჭესთან იჯდა,ლანა კი ელენეს ეხუტებოდა და ეფერებოდა.მერე თვითონაც მანანაში ჩაჯდა და გეზი სახლისკენ აიღო.სახლში არავინ ეგულებოდა და სწორედ ამითომ წავიდა იქ,მარტო ყოფნა უნდოდა. ...ლუკა... სახლში ვიყავი გიოსთან ერთად როდესაც ნიამ დამირეკა და მითხრა ელენე დაიკარგაო.ამის გაგონებაზე ლამის გავგიჟდი.მეგონა კმაყოფილი ვიქნებოდი იმით რომ შური ვიძიე მასზე,თუმცა შევცდი.თავს საშინლად ვგრძნობდი,ვხვდებოდი რომ ნამდვილი არაკაცი ვიყავი,ვხვდებოდი რომ ელენეს საშინლად ვატკინე და მას რომ რამე დამართვნოდა ვერ გადავიტანდი.ასეთი შეგრძნებები ადრე არასდროს დამუფლებია.მისი ძებნა დაივიწყე,უკვე იმედი გადაწურული მქონდა და ნარიყალის ნანგრევებს მივაშურე,ის ჩემი საყვარელი ადგილია,მარტობას და დარდს სწორედ მანდ ვიკლავ ხოლმე.ფიქრებში ვიყავი როცა გოგონას კივილმა მომიყვანა გონს,იქით გავიქეცი საიდანაც ხმა მოდიოდა და ადგილზ მისულს ელენე რომ დამხვდა,ნაცემი და თან ვიღაც ღორი მის გაუპატიურებას ცდილობდა,სისხლი გამეყინა.მინდოდა ის კაცი მომეკლა,გონების დაკარგვამდე ვცემე.მერე მინდოდა ელეს მოვხვეოდი მაგრამ უფლება არ მომცა და ყველაფრერი მითხრა რასაც გრძნობდა.მინდოდა მისთვის პატიება მეთხოვა მარამ ამის უფლება არ მქონდა.ვგრძნობდი გული მეყინებოდა და მის ყოველ სიტყვაზე უფრო მეტად მეზიზღებოდა საკუთარი თავი.ის რომ წავიდა და მარტო დავრჩი მივხვდი, რომ მე ის დავკარგე,მაშინ გავანობიერე საბოლოოდ რა ჩავიდინე და უკნასკნელ ადამიანად ვიგრძენი თავი,რომელიც არ იმსახურებს ერქვას კაცი.იმდენად ვიყავი შურისძიებით დაკავებული,ვერც კი შევამჩნიე როგორ შემიყვარდა გოგო,რომელსაც ცხოვრება გავუმწარე,ყველას თვალში დავამცირე და სამუდამოდ დავკარგე.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,მარტო ერთს ვხვდებოდი რომ მისთვის ბოდიში უნდა მომეხადა და პატიება დამემსახურებინა რადაც არ უნდა დამჯდომოდა. ...ელენე... ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია,ეს ყველაზე საშინელი გრძნობა იყო,მტკიოდა ძალიან მტკიოდა,თითქოს სულის რაღაც ნაწილი ამომგლიჯეს და ვიღაც სხვას მისცს.შინაგანად დავიცალე,აღრაფერი აღარ დავრჩი.მცხვენოდა ჩემი დაქალების,იმიტომ რომ მათ არ დავუჯერე.მცხვენოდა უნივერსიტეტში გამოჩენის,იმიტომ რომ მეშინოდა იმის რაც იქ მოხდებოდა.თუმცა ცხოვრება ესაა,უნდა შევძლო და გავაგრძელო,დავივიწყო ადამიანი რომელმაც დამამცირა და ცხოვრება გამიმწარა.მე არ ვაპირებ ამის გამო შურისძიებას,იმიტომ რომ არ შემწევს ამის ძალა.გადავწყვიტე უნივერსიტეტი შემეცვალა და სრულიად ახალ გარემოში დამეწყო ახალი ცხოვრება.მხოლოდ იმიტომ წავედი უნივერსიტეტში რომ საბუთები შემეგროვებინა დასხვაგან გადავსულიყავი.მობილობა გამოცხადდა.მე კი ისეთი სტუდენტი ვიყავი,ხელიდან არ გამიშვებდა არავინ.ორი კვირის მერე პირველად გამოვჩნდი სასწავლებელში.დეკანატისკენ მივდიოდი,როცა იქიდან გამომავალ ლუკას შევეჩეხე წინ.ისეთი ტკივილი ვიგრძენი ენით ვერ გადმოვცემ,თვალები ცრემლებით ამევსო.მარტო ვიყავი, რატომღაც გადავწყვიტე მარტო მივსულიყავი და თავი ძლივს შევიკავე რომ უსულოდ არ დავვარდი იატაკზე.უებ ვიღაც ბიჭმა გამოიარა და რომ დამინახა კომენტარმაც არ დააყოვნა და მითხრა -დაბრუნდი ლამაზო?რას იტყვი ამ საღამოს შენი სხეულის პრეზენტაცია ჩემს საძინებელში რომ გავგრძელოთ? არაფერი მითქვამს,მხოლოდ ლუკას გაცეცხლებულ თვალებს,დაბერილ ძარღვებს და დაჭიმულ კუნთებს მოვკარი თვალი,რომელიც ელვის სისწრაფით ეცა ბიჭს და უმოწყალოდ ურტყადა.ძალიან ვეადე მაგრამ ვერ მოვაშორე იმ ბიჭს,მერე ბიჭები მოცვივდნენ და იმათ ააგლიჯეს ლუკა იმ ბიჭის უგონო მდგომარეობაში მყოფ სხეულს.მერე უცებ მე წამავლო ხელი და სწრაფად გამატარა დერეფანი,ღია კარი დაინახა შიგ შემიყვანა და კარი გადაკეტა. -არსად არ გაგიშვებ სანამ არ მომისმენ. -მე შენთნ სალაპარაკო არაფერი მაქვს,ასე რომ გამატარე,ცუდად ვარ როცა შენ გხედავ. -მომისმენ, მანამდე აქიდან ფეხს ვერ გაადგამ.ისეთი გამწარებული იყო,მივხვდი მასთან დავას აზრი არ ჰქონდა და მეც მის ნებას დავმორჩილდი,თუმცა ძალიან მიჭირდა მისი ყურება,ყველა ტკივლის თავიდან განვიცდიდი მის დანახვაზე. -ელე,ელე პატარავ,მაპატიე გთხოვ,მაპატიე რომ ასე მოგექეცი,მაპატიე რომ გაგწირე და დაგამცირე,ვიცი ეს შენთვის მარტივი არ იქნება.დღეს გავიგე რომ თურმე გადასვლას აპირებ,არ წახვიდე გთხოვ,არ მიმატოვო,რასაც მთხოვ იმას გაგიკეთებ,რასაც ისურვებ იმას შევასრულებ,ოღონდ არ წახვიდე. -მეშენი არაფერი მინდა,მხოლოდ ის რომ აღარასდროს აღარ გნახო.ასე რომ გამატარე ჩვენ სალაპარაკო არაფერი გავქვს.შენი პატიება და ბოდიში არაფერში მჭირდება.მხოლოდ ის მინდა ჩემგან შორს იყო. -ელე მიყვარხარ. -გიყვარვარ?რა საოცრად გცოდნია სიყვარულის გამომჟღავნება.შეუდარებელია პირდაპირ. -ამას გვიან მივხვდი,მანამდე მხოლოდ შურისძიებით ვიყავი დაბრმავებული,მაგრამ როცა ეს საშინელება ჩავიდინე მხოლოდ მერე მივხვდი რომ ძალიან მიყვარხარ.არ მმიმატოვო,არ წახვიდე,მაპატიე,უშენოდ არარაობა ვარ. -შენ ყოველთვის არარაობა იყავი და ასეთად არჩები.მომშორდი,მომეცი უფლება მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება. -მე ვერ ვიცხოვრებ უშენოდ მშვიდად. -ეგოისტი ხარ.არ მაინტერესებს,ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს შენ როგორ იქნები და როგორ არა.ვერ გიტან.კარისკენ შემოვბრუნდი და წამოვედი.რთუი იყო მასტან საუბარი.ყველაფრის მიუხედავად ვგრძნობდი რომ ისევ მიყვარდა.ძალიან სუსტი აღმოვჩნდი და ვერ მოვერიე ამ გრძნობას.სწორედ ეს მტანჯავდა ძალიან.თუმცა ის ვიცი რომ მას ამას არასდროს ვაპატიებ როგორ ძალიანაც არ უნდა მიყვარდეს.მოკლეთ ყველაფერი მოვაგვარე და სხვა უნივერსიტეტში გადავედი სასწავლებლად.ლუკა დღე არ გადიოდა რომ არ მოსულიყო და არ ვენახე.რა ვქნა ვერა და ვერ შევძელი მომხდარის დავიწყება.საშინლად ვიტანჯებოდი,მიყვარდა,მენატრებოდა და ამავდროულად მძულდა.ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი,თუმცა ვერ მივცემდი იმის უფლებას რაც მას მოესურვებოდა ის გაეკეთებინა.ყოველდღე კართან დიდი წითელი ვარდების თაიგული მხვდებოდა,ერთი და იგივე ბარათით „მაპატიე“,რაც უფრო მეტად ვცდილობდი მის დავიწყებას მით უფრო მეტად მახსენებდა თავს.მეც მტანჯავდა და თავსაც იტანჯავდა.ბოლოს გადავწყვიტე როგორმე თავიდან საბოლოოდ მომეშორებინა და ბარათი გავუგძავნე სადაც ეწერა რომ მე სხვა მიყვარდა და მალე გათხოვებას ვაპირებდი,ამიტომ თავი უნდა დაენებებინა ჩემთვის.მართლა არსებობდა ერთ ბიჭი,ბექა გაგნიძე,რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და ცოლობაც მრავალჯერ მთხოვა.მერე რა რომ არ გიყვარვარ,მალე შეგაყვარებ თავსო სულ იმას გაიძახდა,თუმცა არც მასზე მიფიქრია არასდროს.წერილის გაგზავნის შემდეგ,რამდენიმე დღე თაიგულებიც შეწყდა და ლუკას ვიზიტებიც.ვიფიქრე როგორც იქნა მოვიშორე თავიდანთქო და სწორედ მაშინ გამოჩნდა.უნივერსიტეტიდან გამოვედი თუ არა ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო ხელი და სწრაფად ჩამტენა მანქანაში.რომ დავინახე ლუკა იყო სწრაფად დავიწყე მანქანიდან გადასვლა,მაგრამ ვერ მოვასწარი,საშინელი სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან მანქანა.ჩემს არცერთ კითხვაზე პასუხს არ მიბრუნებდა.მერე უცებ მანქანა გააჩერა და ჩემსკენ შემობრუნდა. -მატყუებ ხომ?არავინ არ გიყვარს,შენ მხოლოდ მე გიყვარვარ,ამას ვხვდები. -არა არ გატყუებ,მე სიმართლე მოგწერე. -რა გინდა გოგო,გინდა გავიგო და მოვკლა ეგ ტიპი?არავის მივცემ უფლებას ახლოს გაგეკაროს,ყველას სათითოდ გავისტუმრებ ვინც შენ გაგეკარება. -მე უკვე გადავწყვიტე და შენ ვერაფერს შეცვლი.მალე ვთხოვდები და ამ აზრს შეეგუე.მალე ქმარი მეყოლება. -მოვკვდები და არ დავუშვებ ვინმე ვნახო შენს გვერდით. -როგორც გინდა ისე მოიქეცი,მე ჩემი უკვე გითხარი. მანქანა ისევ მოწყდა ადგილს და რამდენიმე წუთში მის სახლთან გაჩერდა.ხელი მომკიდა და სახლში შემათრია.სახლში არავინ იყო.ისეთი გამწარებული იყო უკვე მეშინოდა მისი. -ლუკა გამიშვი,მტკივა,გესმის?მტკივა გამიშვი. -არ დავუშვებ სხვისი იყო.შენ მხოლოდ ჩემი იქნები.პირველადაც და უკანასკნელადაც მხოლოდ ჩემთან იქნები. თავისკენ მიმიზიდა ხელები მომხვია და მოფერება კოცნა დამიწყო,ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა თუმცა ვერაფერს გავხდი.გაუტავებლად იმეორბდა ერთი და იგივე ფრაზას.შენ მხოლოდ ჩემი იქნები.თან კაბის ქვეშ შემიცურა ხელი,თავისი საწოლისკენ მიმათრევდა და ისევ იგივეს იძახდა,შენ მხოლოდ ჩემი იქნები.დღესვე ჩემი გახდები და ეს სამუდამოდ ასე დარჩება.არ დავუშვებ ვინმე სხვა შეგეხოს,მას მოვკლავ იცოდე,მოვკლავ.თან უმისამართოდ დააცოცებდა ხელებს ჩემს ტაანზე და ცდილობდა ტანსაცმელი გაეხადა ჩემთვის.არვიცი როგორ მოვახერხე მაგრამ რაღაც აავიღე ხელში და თავში ჩავარტყი.ხელი გამიშვა და თკივილმა მოიყვანა გონს.მე მაშინვე გასასვლელისკენ გავიქეცი.ისიც გამომეკიდა და დამიჩირა კიდეც,ოღონდ ამჯერად ისევ პატიებას მთხოვდა. -გთხოვ არ მომექცე ასე.შენმა სიყვარულმა დამაბრმავა და ჭკუიდან გადამიყვანა,არ შემიძლია უშენოდ.ამ სიგიჟეებს მხოლოდ შენი სიყვარულის გამო ჩავდივარ.გთხოვ მაპატიე. მე უსიტყვოდ დავტოვე იქაურობა და წამოვედი,წვიმდა და წვიმის წვეთებს ჩემი ცრემლებიც ერთვოდა თან,რომელიც ღვარად ჩამომდიოდა და ვერა და ვერ ჩერდებოდა.ტკივილი მკლავდა.ლუკას ტანჯვის ყურება აღარ შემეძლო,იმასა მიხვდი რომ რაც გააკეთა,აფექტის მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა,მაგრამ მისგან ასეთი მოპყრობა გულის ამრევი და საშინელი იყო.გზა გავაგრძელე და სახლამდე ძლივს მივაღწიე.სახლში შევედი და შინ არავინ დამხვდა.მერე საძინებელში ავედი და ემოციებისგან დაღლილს ჩამეძინა.უკვე საკმაოდ გვიანი იყო რომ გავიღვიძე და ჩემი მშობლები ისევ არ იყვნენ შინ.უკვე ვღელავდი.ტელეფონი ავიღე და ვურეკავდი ორივეს,მაგრამ არცერთი არ მპასუხობდა,გული ცუდს მიგრძნობდა.ცოტახანში მამაჩემის ნომერმა დარეკა ჩემთან.მაშინვე ვუპასუხე. -სად ხარ მა ამდენ ხანს?მოვკვდი ნერვიულობით. -გოგონა თქვენი მშობლები ავარიში მოყვნენ და გთხოვთ მობრძანდეთ საავადმყოფოში. ამ სიტყვების გაგონებაზე ელდამეა.მუხლები მომეკვეთა.პირველი რაც მომაფიქრდა ნიას და ლანას დავურეკე და სასწრაფოდ ჩემთნ მოვიდნენ.მაშინვე წავედით საავადმყოფოში.ორივე რეანიმაციაში იწვა და სიცოცხლისთვის იბრძოდა.შიგნით არ შემიშვეს.გარეთ ვიჯექი დერეფანში როცა ლუკა მოვიდა და მომეხვია,მეც დავმორჩილდი,მოვეხვიე და ავქვითინდი.მთელი ღამე ყველა ჩემთან იყო,ერთი წუთით არ დამტოვეს მარტო.გამთენიისას ექიმი მოვიდა და მითხრა -ძალიან ვწუხვარ,სამწუხაროდ ორივე დაიღუპა,ჩვენ სხვა ვერაფერი შევძელით. მხოლოდ ის მახსოვს რომ იატაკზე დავვარდი და მერე პალატაში გავახილე თვალი.ყველა იქ იყო. -ეს ტყუილია ხომ?სიზმარი იყო ხო? ჩემი მშობლები ხომ კარგად არიან?ხომ გამოჯანმრთელდებიან?მითხარით ნუ გაჩუმებულხართ. ვერავინ ვერაფერ ვერ ამბობდა,მერე ისევ ლუკა მოვიდა ჩემთნ და მომეხვია. -ელე პატარავ,უნდა გამაგრდე,ჩვენ შენთან ვართ.ახლა ისეთი ძლიერი უნდა იყო როგორც არასდროს. -რაა?მომშორდი.შემ მე მატყუებ,ისევ გინდა გული მატკინო.ყველაფერი შენი ბრალია,წაეთრიე აქიდან,რაც შენ გამოჩნდი მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში უბედურების გარდა არაფერი ხდება.ყველაფერი შენი ბრალია,წადი აქიდან,მოშორდი ვერ გიტან. ლუკა უსიტყვოდ გავიდა პალატიდან და მე დამაშვიდებელი გამიკეთეს,მაშინვე ჩმეძინა.დედა და მამა სავკრძალეთ,ლუკა რამდენჯერმე მოვიდა მაგრამ მისი ნახვა არ ვისურვე.დაკრძალვის შემდეგ სასაფლაოზე მარტო დავრჩი.დედას და მამას საფლავებს შორის ვიჯექი და ვტიროდი,ვეხვეწებოდი დაბრუნდიტმეტქი,არ დამტოვოთ მეთქი და ამ დროს მომკიდა ვიღაცამ ხელი,ფეხზე წამომაყენა,ბექა იყო,მომეხვია და შუბლზე მაკოცა.მერე მომშორდა და ლაპარაკი დაიწყო -ელო ვიცი ახლა ამის დრო არა რის,მაგრამ შენ მარტო ხარ,არავინ გყავს,მე ვერ ავიტან ასე გიყურო ტუ როგორ იტანჯები.გთხოვ უარი არ მითხრა და გამომყევი ცოლად.აღარ მინდა შენი ლამაზი თვალები ატირებული დავინახო,მინდა ბედნიერი იყო.გთხოვ ნუ იტყვი უარს. მეც ბევრი არ მიფიქრია,ისედაც ჭკუა მქონდა არეული და ისე დავთნხმდი ისიც კი ვერ გავიაზრე რაზე ვთანხმდებოდი.მე ხომ ის არ მიყვარდა,ჩემი გული ხომ სხვას ეკუთვნოდა,შევძლებდი კი მის დავიწყებას და სხვა მამაკაცის შეყვარება?მაგრამ რადგან დავთანხმდი გადავწყვიტე გადაწყვეტილება აღარ შემეცვალა და ხელის მოწერას ორ კვირაში ვაპირებდიტ,რათქმაუნდა ყოველგავრი ქორწილისა და ყველაფრის გარეშე.ეს ამბავი ლუკას ყურამდეც მივიდა. ...ლუკა... ელენეს გათხოვების ამბავი რომ გავიგე,მინდოდა მომკვდარიყავი.სიცოცხლე აღარ მინდოდა,ბარში წავედი მაგრად გამოვთვერი,ჩემს ფულზე თუ მამაჩემის ფულზე შეყვარებული გოგო სახლში მოვიყვანე და გამოვაცხადე რომ ორ კვირაში,ზუსტად ელენეს და ბექას ხელის მოწერის დროს ჩვენც მოვაწერდით ხელს.ეს ამბავი ნიამ და ლანამაც გაიგეს და გაგიჟდნენ.ჩემთან მოვიდნენ -რა ჯანდაბას აკეთებ კრეტინო?ასე უშვებ და უთმობ გოგოს ვიღაც იდიოტს?და უარესი შენც ცოლი მოგყავს.სულ გადაირიეთ?ეს არის თქვენი სიყვარული?(ნია) -ელენემ ასე გადაწყვიტა,მე ვერაფერს შევცვლი. -მართლა რომ გიყვარდეს ასე არ მოიქეოდი,ლაჩარი ხარ,მას ახლა ტვინი აქვს არეული და არ იცის რას აკეთებს,მაგრამ შენ ხომ იცი?ხომ იცი რომ მას შენ უყვარხარ,ნუ მისცემ უფლებას ცხოვრება გაიუბედუროს,მასაც აქვს ბედნიერების უფლება.(ლანა) -მე ვერაფერს შევცვლი გოგოებო,გადაწყვეტილება მიღებული აქვს,სხვათაშორის მეც,ასე რომ შეგიძლიათ წაბრძანდეთ. -ვიცოდი რომ სუსტი და უსუსური იყავი მაგრამ სულ ასეთიც არ მეგონე,იდიოტი ხარ.(ნია) ...ელენე... ნიამ და ლანამ ყველაფერი მითხრეს და გული შემეკუმშა.ცუდად გავხდი მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემეძლო.ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.ასე ტანჯვით სავსე რატომ იყო ეს სიყვარული ვერ ვხვდებოდი.კინაღამ მოვკვდი რომ გავიგე ლუკას ცოლი მოჰყავსო.მთელი ორი კვირა ტირილში გავატარე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ლუკას მალე ცოლი ეყოლებოდა მე კი სხვა კაცის გვერდით მომიწევდა ცხოვრება.რომ წარმოვიდგენდი რომ უნდა შემხებოდა გული ცუდად მიხდებოდა,მტკიოდა და ვიტანჯებოდი,მაგრამ ხელის მოწერის დროს შეძელი და გაიღიმე.ცუდად მაშნ გავხდი როცა ქორწინების სახლში ლუკა თეთრ კაბაში გამოწყობილ გოგოსთან ერთად დავინახე.სუნთქვა შემეკრა,გულმა თითქოს ჩემა შეწყვიტა და მხოლოდ ის მახსოვს რომ ბექას ძლიერმა მკლავებმა დამიჭირა.გონს რაგაც ოთახში მოვედი.ბექ იყო იქ სხვა არავინ. -კარგად ხარ ელო? -კი ახლა კარგად ვარ. -ანუ შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ ხო? -კი.თავი დავუქნიე მე და უკან გავყევი.დარბაზში შევედით და სულ იმაზე ვფიქრობდი რომ ლუკა უკვე ცოლიანი იყო და მის გვერდით სხვა ქალი იქნებოდა.ყველაფერი წესების მიხედვით მიდიოდა,მერე ჯერ ბექამ მოაწერა ხელი და მერე ჩემი ჯერი დადგა.ხელი მიკანკალებდა,არ შემეძლო ამის გაკეთება,ბოლოს როგორც იქნა ძალა მოვიკრიბე და სწორედ ამ დროს ჩემი სანატრელი ხმა გავიგონე.მაშინვე შემოვბრუნდი და ლუკა დავინახე. -ელე არ გააკეთო გთხოვ ეს,არ გაყვე მას,მე ხომ ვიცი რომ ის არ გიყვარს,შენ მხოლოდ მე გიყვარვარ,მე კი შენ. -ამას ახლა რატომ ამბობ?წადი სჯობია შენს ცოლს მიხედო.ძლივს ამოვილიღლუღე მე. -ცოლს?რომელ ცოლს?ვერ შევძელი პატარავ,შენს გარდა სხვა ვერავისთან ვიცხოვრებ,სხვა ვერავინ გახდება ჩემი ცოლი,შენს გარდა სხვას არავის ერქმევა ჩემი.გთხოვ ჯერ კიდევ სანამ დროა უარი თქვი. მე ბექას გავხედე.მან კი მკითხა -ეს არის ის ვისაც ამდეი ხანია მისტირი?ისევ გიყვარს? მე ვერაფერი ვუპასუხე მხოლოდ თავი დავხარე დაბლა. -გასაგებია,ყველაფერი გასაგები,შენი დუმილი ყველაფერს ამბობს,შენ ის გიყავრს,შეცდომა იქნება ჩვენი ქორწინება.შენ კარგად გიცნობ უარს არ იტყვი,იმიტომ რომ დამპირდი.ხომ იცი როგორ მიყვარხარ,შენთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ,არ მინდა მთელი ცხოვრება უბედურს გხედავდე,მინდა ბედნიერი იყო და თუ ბედნიერებას მასთან ყოფნა მოგანიჭებს,მაშინ მე თანახმავარ იყო მისი.მე ვამბობ უარს ქორწინებაზე.მერე შემობრუნდა,ჩემთან მოვიდა,მომეხვია მაკოცა და ბედნიერება მისურვა.შემდეგ კი უსიტყოდ წავიდა.თან ბევრი არავინ გვახლდა,მხოლოდ ნია და ლანა და მისი ორი ძმაკაცი,არავინ იცოდა ხელის მოწერას რომ ვაპირებდით,ამიტომ ყოველგავრი აჟიოტაჟის გარეშე ჩიარა ყველაფერმა.ბექა წავიდა და ლუკა მაშინვე ჩემთან მოვარდა,მომეხვია,მეც მოვეხვიე,თავი ვერ შევიკავე და ავტირდი,მუხლები მომეკვეთა,ფეხზე ვერ ვდგებოდი,ლუკამ იგრძნო ჩემი სისუსტე,ხელში ამიყვანა და თვისი მანქანისკენ წამიყვანა,ჩამსვა.მერე თვითონაც გვერდით მომიჯდა.მანქანა დაქოქა და წავედით.მარჯვენა ხელი ჩემს ხელს შეახო,გადმომხედა,გამიღიმა და მითხრა -მემგონი დაგიბრუნე და აღარსად აღარ გაგიშვებ,არასდროს,შენ უკვე ჩემიხარ,სამუდამოდ ჩემი,სიცოცხლის ბოლომდე,ბოლო სუნთქვამდე.მე სიამოვნებისგან თვალები მივლულე და უსიტყვოდ მივანდე ჩემი გული,გონება და ცხოვრება ადამიანს,რომელიც სიგიჟემდე მიყავრდა.როგორც იქნა ამდენი ტანჯვის შემდეგ ჩვენც გვეღირსა ბედნიერება. იმაზე მალე დავდე ვიდრე მეგონა.მიხარია რომ ჩემი ისტორიები მოგწონთ,თქვენ მე მაბედნიერებთ.ძალიან მიხარია როა კომენტარებს ვნახულობ.გთ ხოვთ არც ახლა დაიშუროთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი.შეცდომებისთვის ბოდიში,გვიან ვწერდი ამით და რა ვიბოდიალე ღმერთმა იცის.დიდი თავი არ არის,თუმცა მაინც იმედი მაქვს ისიამოვნებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.