შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი მეფე, ჩემი ჩარკვიანი..! 3


20-12-2015, 16:18
ავტორი blackboss
ნანახია 2 095

ნიტა
გავაცილეთ ბატონი ალექსანდრე და დავრჩით სახლში ისევ მარტო... როგორი უხერხული სიტუაციაა. ფუჰ ვაჟბატონს კი არაფერი ეტყობა უხერხულობის არხეინად ჩაჰკირკიტებს მობილურს. მის გრძელ და დახვეწილ თითებს სენსორზე ისე დაასრიალებს მეც კი მბურძგლავს... რა გარყვნილი აზრები მაქვს. აშკარად ჩემზე ცუდად მოქმედებს მისი სიახლოვე, ამიტომაც ურყევი გადაწყვეტილებით გავემართე ჩემი საძინებლისკენ. ისის იყო უნდა შემეღო ოთახის კარები რომ მისი ოდნავ ჩახრეწილი ხმა მაჩერებს.
-ზაფხულია მაინც და ცივი ყავა ხომ არ დაგველია?
პირი უარის სათქმელად გავაღე როცა ჩემმა გონებამ დიდი ურო დამცხო და თანხმობის ნიშნად მთლიანად შემოვბრუნდი მისკენ
-კარგი იქნებოდა -მხრები უდარდელად ავიჩეჩე, არ იქნებოდა მისი გაცნობა ურიგო, ბოლოსდაბოლოს რამდენიმე დღე ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს ყოფნა.
,,კი კი სულ მაგიტომ გინდა მისი გაცნობა..." აშკარად ჩემი მეორე მე პირველზე უფრო გარყვნილია... რას ვიზამთ...
,,რაც არის არის, ახლა კი ორივე გაჩეუმდით"
ორ-სამ საფეხურზე სხარტად ჩამოვედი და სამხარეულოსკენ ცუნცულით გავედი.
ის მისი ტელეფონითურთ მაგიდაზე არხეინად დაჯდა და მომლოდინე მზერა მომაპყრო
-რა? -ნწ ნწ რა გულუბრყვილო ვარ...
-შენ მოამზადებ თუ მე მოვამზადო?
ეს კითხვა ისეთივე შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც ბიჭს, რომელსაც მძიმე ჩანთები მიაქვს უთხრა- ეგენი დადე მაგეებს მე წამოვიღებ, შენ ის მსუბუქი ჩანთები აიღეო...
მოკლედ ვფიქრობ, რომ ბიჭის და გოგოს მოვალეობები არ უნდა აირიოს ერთმანეთში. ეს ზოგადად, თორემ ხშირად სასიამოვნოა საპირისპირო სქესის დახმარება. აი ეს უკვე ადამიანობის საკითხია.
-იყოს ჩემით შევძლებ -ამაყად ავწიე თავი და შევუდექი ცივი ყავის მომზადებას.
-იცი მგონი ცოტა უხერხულია ერთმანეთის სახელები რომ არ ვიცით?- ყინულისფერი თვალები მომანათა და სკამის საზურგეს მიეყუდა, მისი მობილური მაგიდაზე დადო და სანთებელას დაუწყო წვალება.
ოჰჰ... ეს უკვე პროგრესია, ძალიან კარგი!
-გეთანხმები. -რატომ არ დავეთანხმები რაა...-მე ნიტა
-კარგია მე კვირიკე. მგონი ცოტა დავლაგდით, არა?-მარცხენა ტუჩის კუთხე ჩატეხა ისე გაიღიმა. ეე რამაგარია. რამდენიმე წელია ვცდილობ ღიმილისას მარცხენა კუთხე ჩავტეხო, მაგრამ უშედეგოდ... სულ მარჯვენა მეტეხინება.
-აშკარად-აჰაა ისევ მარჯვენა კუთხე...
-რამდენი წლისაა ქალბატონი ნიტა?
-სულ რაღაც 21 წლის -ისეთი ხმით ვთქვი თითქოს რაიმე ზოგადსაკაცობრიო საკითხზე ვმსჯელობდე-და ბატონი კვირიკე რამდენი წლისაა?
-ოო ბატონი კვირიკე აგვისტოს ბოლოს ხდება 25ის.
-დაბერებულხარ- მწუხარების ნიშნად თავი გავაქნიე
-ჰოო არა?-ცინიკური მზერით დამაჯილდოვა, რა პატივია.
-კიი კი.
გასვრილი ჭიქა უცებ გავრეცხე და საძინებელში გავედი, გამოვიცვალე. ძალიან, ძალიან მინდა ცხენით სეირნობა.
ჯინსი, თავისუფალი მაისური და ბოტასები მოვირგე, კლეჩატი საროჭკა კი წელზე შემოვიკარი. ესეც ასე. გრძელი, შვილივით ნაზარდი თმები ცხენის კუდად შევიკარი და გავემართე ცხენისკენ. მისაღებში გასულს კვირიკემ არაფრისმთმელი მზერით დამათვალიერა. ვფიქრობ უზრდელობა იქნება რომ არ ვუთხრა სად მივდივარ.
-ცხენით სასეირნოდ მივდივარ შემომიერთდები?-სულ ერთიას ტონით გავჟღინთე სათქმელი
მის თვალებში სიხარული ამოვიკითხე, მე თავი დავხარე და ჩავიცინე და ფეხის ცერით დავიწყე არარსებული წერტილის წვალება იატაკზე. ესეც ჩემი მოუშორებელი ჩვევა.
-დიდი სიამოვნებით. წადი და მეც შემოგიერთდები. აქვე რომ მთაა ხომ იცი?
მეც უმალ დავუქნიე თავი, არა და რა სამწუხაროა რომ წარმოდგენაც არ მაქვს რომელ მთაზე ლაპარაკობს.
-მოკლედ მეც გამოვიცვლი და იქ დამელოდე კარგი?
დაბნეულმა დავუქნიე თავი. რა ვქნა ახლა მე?...
განადგურებული სახით გავედი კოტეჯიდან და რომ გამოვიხურე კარები ისე ამოვიოხრე, თითქოს მთელი ქვეყნიერება ზურგზე მეწვას.
ზუსტად ხუთ წუთში შავ, გრძელფაფრიან ცხენს მივაქროლებდი. რეზინამ ვერ გაუძლო ჩემი თმის სისქეს და გამიწყდა და ჩიჩილაკივით გაწეწილი თმით მივაქროლებ ცხენს. ხან ავატოტებდი ორ ფეზე ხან ისევ გავაქროლებდი რაშს. ზღაპრული ცხენია, ისეთი დიდრონი, მრავლისთქმელი შავი თვალებიაქვს რომ სული მისი მოფერება მოგინდება. თან რომ ვეფერებოდი წამწამებს ისე საყვარლად აფახულებდა... აშკარად იგრძნო ცხენმა ჩემი სიგიჟე და ისიც ჩემთან ერთად გაგიჟდა. დაღლამდე დავქროდით ორივე ქარივით. შემდეგ აშკარად დავღალე და ცოტა შეანელა მთის შვილმა სვლა. ამ დროს ერთ მთასთან მივედი. იქვე ერთი სადგომი დავინახე და ცხენიც იქ დავაყენე, დაისვენოს ან ჭამოს ცოტა. მეც იქვე ჩრდილში ჩამოვჯექი და ჩემს სახეზე მოთამაშე სურნელოვან ნიავს გავუღიმე. სიამოვნებისგან თვალები მიმელულა. დიდი ხანია ასეთი ნეტარება არ მიგვრძნია. შემდეგ ხეს ზურგით მივეყუდე და კომფორტულად მოვეწყე... სწორედ ამ კომფორტის და ტყის ხმების (შრიალის, ჩიტები ჭიკჭიკის) ბრალია რომ უდროო დროს თავი ძილმა წამართვა...

კვირიკე
რომ შემომთავაზა შენც წამოდიო გამიხარდა რომელია, რამის მივედი ხელში ავიყვანე და ყელი დავუკნე, მაგრამ წინ ბევრი მაგრამ მაქვს... ჯერ! რა თქმა უნდა დავთანმდი და შევედი ოთახში რომ გამომეცვალა. მეც შევედი და შარვალი ამოვიცვი, საათი მოვიხსენი სარკეში ჩემს თავს გავუღიმე და გამოვედი. ჩემს თავლაში შევედი და ჩემი ყავისფერი ულაყი მოვამზადე საჯირითოდ. უცებ შემოვახტი და გავაქროლე მთისკენ სადაც წესით უნდა დამხვედროდა ნიტა, თუმცა წესით! რადგან რომ მივედი იქ ნიტას ჭაჭანება არ იყო. მართლა ავღელდი, ნომერიც არ მქონდა რომ დამერეკა თანაც ირგვლივ ძალიან ბევრი მთაა და შეიძლება არეოდა. კვირიკე ძალიან დებილი ხარ რა... მეც მაგარი ტიპი ვარ, ,,აქვე რომ მთაა" აქვე სულ მთებია და როგორ გაეგო რომელ მთასთან დამლოდებოდა. თანაც ახლა უკვე მალე შებინდდება და შეიძლება შეეშინდეს... ჯანდაბა!!! შარში ვარ... მეც და ნიტაც.


ესეც მომდევნო თავი. იმედია ისიამოვნეთ. ძალიან გამიხარდება ხოლმე თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ. ასე უკეთ გავიგებ, რა მაქვს დასახვეწი წერის დროს. უღრმესი მადლობა წინასწარ მიყვარხართ და გაფასებთ



№1  offline წევრი kaxelii

პატარა თავებიააა sad მალე დადე. კვირიკე კარგი მიჭი ჩანს. ეს წინდაუხედავი გოგოები ნერვებს მიშლიან რააა. იმედია თვითნ გაეღვიძება და კვირიკეს სათრევი არ გადება

 


№2 სტუმარი teo...

Jerjerobit me momwons,turame armomewoneba aucileblad davwer.velodebi shemdeg tavs .mogyvebi bolomde.oxond didxans numalodineb,nijieroooooo....

 


№3  offline წევრი blackboss

teo...
Jerjerobit me momwons,turame armomewoneba aucileblad davwer.velodebi shemdeg tavs .mogyvebi bolomde.oxond didxans numalodineb,nijieroooooo....

ძალიან ძალიან მიხარია და შენნაირ მკითხველებს გაფასებთ მართლა. ვეცდები გავამართლო იმედები <3

nino k.d.
პატარა თავებიააა sad მალე დადე. კვირიკე კარგი მიჭი ჩანს. ეს წინდაუხედავი გოგოები ნერვებს მიშლიან რააა. იმედია თვითნ გაეღვიძება და კვირიკეს სათრევი არ გადება

ნიტასაც რა ექნა :დ ამხელა ხევსურეთში იმდენი მთაა რაიცოდა ;დდ პატარ-პატარა თავებს იმიტომ ვდებ რომ ვცდილობ მალ-მალე გაგახაროთ და დავდო თავები. request

 


№4  offline წევრი cancara

აი კაია მალე დადე ხოლმე რა დიდი თავები

 


№5  offline წევრი blackboss

cancara
აი კაია მალე დადე ხოლმე რა დიდი თავები

მადლობა <333 მაქსიმალლურად შევეცდები <3

 


№6  offline წევრი Elenikoo

კარგია ძალიან.კარგი გოგო ხარ!! ემოცია დაამატე მეტი მე არაფერი არ მინდა.მიყვარხარ))))

 


№7  offline წევრი blackboss

Elenikoo
კარგია ძალიან.კარგი გოგო ხარ!! ემოცია დაამატე მეტი მე არაფერი არ მინდა.მიყვარხარ))))

ugrmesi madloba dzalian dzalian kargo gogo xar <3 gavitvaliswineb aucileblad <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent