შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალ-ვაჟს შორის არსებული სიყვარული ყველაზე სუსტი ყოფილა (სრულად)


20-12-2015, 17:29
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 633

-ყველაზე ძლიერი გრძნობა სიყვარულია,ღმერთი ხომ სიყვარულია..-თქვა მაშომ და გადახედა თამარას,რომელიც წამწამებზე ძალით იტოვებდა ცრემლებს.გოგონას ეტყობოდა,რომ მათი შეკავება არ უნდოდა.
-ჰო,მართალი ხარ...მაგრამ ყველაზე ნაკლებად ძლიერ ქალსა და მამაკაცს შორის არსებული გრძნობაა...
-ნესტანი და ტარიელი..თუნდაც თინათინი და ავთანდილი...-გოგონამ წარბი მაღლა აზიდა.
-კარგი რა..ეს ნამდვილად არ არის მყარი არგუმენტი..
-აბა რა არის?-აშკარა იყო მაშოს ხმაში ბრაზი.
-ისინი გვატყუებენ და ჩენს გვჯერა..-თავი გააქნია გოგონამ და თავის ოთახისკენ წავიდა.
-დაგიმახსოვრებ..-ნიშნის მოგებით უთხრა მეგობარმა და თამარასაც ეს უნდოდა.ერთი წვეთი აკლდა ტირილამდე და,აი,ატირდა კიდეც..ჩაუკვდა გული,აუფართხალდა და მჩხვლლეტავ გორგალად ექცა.შეძრწუნებული გამომეტყველებით იხსენებდა იმ ლამაზ დღეებს,როდესაც გიორგი სიყვარულს ეფიცებოდა,ერთადერთი გოგონა ხარო ეუბენებოდა...ახსოვს,როგორ ამოზდიოდა მასზე მზე და მთვარე..მერე კი გიორგი წავიდა,უბრალოდ წავიდა და მარტო დატოვა..არც გამომშვიდობებია..უბრალოდ აგრძნობინა,რომ მასთან აღარ უნდოდა..გოგონამ იცოდა,რომ გიორგის სხვა შეუყვარდა თუ სხვამ მიიზიდა..
-არა,არა...ყველაზე სუსტი სიყვარული ესაა..მეგობარს მეორე მეგობარში ნაკლებად ცვლიან ან რატომ უნდა გაცვალონ? აი,შეყვარებულს კი...-სასაწორკვეთილი ესაუბრებოდა საკუთარ თავს თამარა.
უჩუმრად ჩაეძინა,ჩაეხუტა საყვარელ ბალიშს და დაიძინა..გაღვიძებულს არაფრის თავი არ ჰქონდა,ფილმამდეც კი არ მისდიოდა გული,მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა და ეს გიორგი იყო...მას უკვე რამედ მოიხსენიებდა გოგონა ფიქრებში..
გრძნობდა,რომ ეს ყვალაფერი ლამაზი და თანაც მწარე ილუზია ყოფილა...ნუთუ სიყვარული მთლიანად ილუზიაო,ფიქრობდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა..
-არაფერი,ძლიერი ხარ..მთელი ხარ და მეორე ნახევარი არ გჭირდება,,ის მხოლოდ სუსტების სტიქიაშია საჭირო..-აჯერებდა საკუთარ თავს თამარა.
***
-მამაშენმა დაგვტოვა..-მისი უმცროსი ძმა შემოვიდა გოგონას ოთახში.
-რაო? რას გულისხმობ?-გაკვირვებით ახედა თამარამ.
-წავიდა..მარტო დავრჩით..დაშორდა დედას..
-რას ბოდავ?-ისეთი სახე მიიღო,თითქოს არ სმენოდა მშობლებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ.
-ასეა,თამარ..
-რა საბა? რას ბოდავ?-სახეზე ხელი აიფარა და დედამისის მდგომარეობა წარმოიდგინა.
-ვწუხვარ..-წაშლილი სახით დატოვა დის ოთახი ბიჭმა.
***
-არ გვჭირდება ძლიერები ვართ..კაცების გარეშეც შეიძება ცხოვრება..-გადაეხვია დედას და ხელები ძლიერად შემოხვია ზურგზე.
-დღეს კვრაა,შვილო..ამ დღეს ვერასდროს ვიტანდი და ეს ყველაფერი ამ დღეს მოხდა..
-რა? ჰო,დე...ვწუხვარ,მაგრამ დამშვიდდი..მოსახდენი მოხდა..შენც კარგად იცი,რომ ეს გარდაუვალი იყო.
-წადი,რამე ქენი..კვირას უნდა დაისვენო მაინც კაცმა..
-გიორგი დამშორდა...
-რა?-შეცბუნებული სახით შეხედა ლიამ.
-ჰო,ასეა..არაფერია,კარგად ვარ..-ძალით გაიღიმა თამარამ.
-კარგი,შვილო..არაფერი მესმის ამ კაცებსი ამ ხნის ქალს.
-დავიკიდოთ..-ენთუზიაზმით უპასუხა გოგონამ,რომელსაც სახეზე იემდი აღბეჭვდოდა.
***
-მარტო ვართ,კაცების გარეშე.
-რა,თამარა?
-არავინ შეიყვარო,მაშო..-გადაეხვია დაქალს.
-ყველა ერთნაირი არაა.
-ეს ყვეალზე ბანალური რამაა,რაც კი ოდესმე მსმენია..-თავი გააქნია უკმაყოფილოდ და სივრცეს გახედა..-მზე ჩადის,ის ყველას თანაბრად ათბობს,ასე უნდა იყოს ქალიც,არავისადმი არ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სითბო...სიყვ..-სიტყვა ბოლომდე ვერ დაასრულა,ენაზე ეკბინა...
-ვინ იცის..-მაშომ მეტი ვერაფერი უთხრა დაქალს.
-იცი,რა? უბრალოდ უნდა დავმშვიდდე...ლიას ჩემი მხარში დგომა სჭირდება..
-დიახაც..-გაუღიმა დაქალმა და შუბლზე აკოცა..-მე გყავარ..
-მართალი ხარ,მაშო..მართალი...ეს სიყვარული იმ ნაგავ სიყვარულზე ათასჯერ ძლიერია...და ნამდვილი!-დასძინა და გაიღიმა..გამოაჩინა ძლივს გასწორებული კბილები და გაეცინა..
-ამ კბილებივით არის ადამიანის ფსიქიკა..ყევალფერს ეშველება,თამარ..-იმედიანად უთხრა დაქალს.
***
ოღრო-ჩოღროდ მიდის ცხოვრება..მიექანება და უკან არ იხედება..არ აინტერესებს რა იყო ადრე და...დიახ,წარსული უმნიშვნელოა...
წარსულს თამარა ნაგავს ეძახის...ის,ალბათ,მართალია კიდეც...დიახ,მართალი!

-ესეც ასე...წავალ დავიძინებ..ხვალ უკეთესი დღე გათენდება..
-კარგი.
-მაშო,დამპირდი,რომ არ მიმატოვებ.
-რა თქმა უნდა,არა..
-მადლობა.
-რატომ ხარ ასეთი სენტიმენტალური?
-არ ვიცი.

ღამით საშინელი სიზმარი ნახა..ნახა,რომ ყველამ დატოვა,დაინახა,რომ სულ მარტო იყო...დილას შეშინებული ადგა და უნივერსიტეტისთვის სწრაფად მოემზადა..გადასასვლელზე კინაღამ მანქანამ დაარტყა.
-როგორ ხარ?-გადაკოცნა მაშომ,რომელიც უნივერსიტეტის შესასვლელთან ელოდებოდა.
-ფილოსოფიური სიზმარი ვნახე.
-მაინც?-ინტერესით ჰკითხა მეგობარმა.
-ყველამ მიმატოვა..
-რა გეშველება..-ჩაეღიმა მაშოს.
-რა ვიცი..რა ვიცი..
-იქნებ..
-გეყო!-გააწყვეტინა და კარები შეაღო.

კაფეტერიაში სიმპათიურ ბიჭს მოჰკრა თვალი.მას ადრეც ხედავდა.რომელიღაც ლექციაზე ერთად იყვნენ და მუდამ აინტერესებდა ის..ბიჭი მარტო იჯდა და რაღაცას წრუპავდა,გოგონას ეს არ გამოგპარვია და მისკენ წავიდა.
-შეიძლება დავჯდე?-თამამად ჰკითხა ბიჭს თამარამ.
-ჰო-მორიდებით უპასუხა და თავი ასწია..ყავისფერი თმა ჰქონდა,ეს მხოლოდ ახლა შენიშნა გოგონამ..თვალებიც იმავე ფერის ჰქონდა.
-ახალი ხარ?-ჰკითხა და ყავა მოსვა.
-ჰო,ახალი ვარ..გეპეიდან გადმოვედი..მიმართულება შევიცვალე..
-მართლა?-ისე ჰკითხა,თითქოს ეუცნაურად ბიჭის ნათქვამი.
-ჰო,მართლა...აღარ მინდოდა ენერგეტიკა.
-საინტერესოა..ახლა სად ხარ?
-ფილოსოფია..
-ჩემნაირად..-კმაყოფილად უპასუხა თამარამ და გაუღიმა.
-ჩაის ვსვამ,ყავა მავნეა..
-კარგი ერთი..არც ეწევი?
-არა.
-ეწეოდი?
-არა,შენ?
-არც მე-ღიმილი მიაგება გოგონამ.
-კარგი გოგო ხარ.
-ოჰ..-ესიამოვნა ბიჭის ნათქვამი.
-უცნაური გოგო ხარ.
-რა შემატყვე? მაკვირდებოდი?
-თვალი მოგკარი რამდენჯერმე.
-არც შენ ხარ ნაცნაური..-სიცილი აუტყდა თამარს.
-ფილოსოფოსი..იშვიათია ამ სფეროში ქალი.
-ჰო,იშვიათობა ვარ,ალბათ..-ჩაეღიმა თამარს.

-უი,რა გქვია? არც კი მიკითხავს..-მესამე დღეს ნახა ისევ უცნაური ბიჭი.
-ზაზა,შენ?
-თამარა.
-თამარა,რას იტყვი,რომ ლიტერატურულ კაფეში შევიაროთ.
-მეგონა მეტყოდი,სადმე კლუბში წავიდეთო.
-ჰო,ვატყობ,რომ განსხვავებული ხარ.
-ამიტომ გაინტერესებ?-თვალი ჩაუკრა და შემდეგ განზე გაიხედა..ბიჭების მონუსხვა მუდამ ეხერხებოდა თამარას.
-ეტყობა..-გულწრფელად უპასუხა ბიჭმა.

-შენი აზრით რომელი სიყვარულია ყევალზე ძლიერი?-ჰკითხა ზაზამ თამარის,რომელსაც ამ კითხვაზე ლოყები უცნაურად შეეფაკლა.
-ძლიერი? მეგობრებული და დედაშვილური..ალბათ,კიდევ მეორე უფრო...-ყოყმანით ახედა ბიჭს.
-და რომანტიკულ სიყვარულზე რას იტყვი?
-რა შენ ჩემს ფიქრებს კითხულობ?-გაკვირვება ვერ დამალა თამარმა.
-მართლა?-გაფართოებული თვალებით უპასუხა ზაზამ.
-ის ყველაზე სუსტი გრძნობაა ...
-რა? ამას მართლა ამბობ?-გაიკვირვა ბიჭმა.
-კი,მართლა.
-გინდა დაგიმტკიცო?
-რა უნდა დამიმტკიცო?
-ის,რომ ცდები..
-ჰაჰჰაჰა...შენ იქნები შპიონი..-მხარზე ხელი დაკრა ბიჭს.
-როგორი თავისუფალი ხარ..
-რავი,როგორი უნდა ვიყო.
-ჩემი მხარი მოგწონს?
-კარგი რა..არც იფიქრო..ყევლაზე სუსტია..-შეტევაზე გადავიდა თამარა.
-ვნახოთ..-თმაზე შეავლო ხელი გოგონას და მალევე გაუშვა..

"ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ,თქვენ წარმოიდინეთ არც-ერთ კონტინენტზე,...მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ...
მაგრამ ეს მაინც მოხდა...
...ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო,რათა ამ ყველაფერს წინ აღსდგომოდა,თუკი...შესაძლებელია,სიყვარულს წინ აღუდგე."-ხმამაღლა წაიკითხა ბიჭმა..
-არ მითხრა,რომ ეს წიგნი არ მოგწონს?-მიაწოდა გოგონას სიყვარულის ორმოცი წესი.
-როგორ არა..მომწონს,საერთოდ მიყვარს კითხვა...მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ადამიანის მდიდარი წარმოსახვის დამსახურებაა..
-კარგი რა...
-ასეა..-ჯიუტად მიუგო თამარამ და წიგნს ამრეზით შეხედა.
-"სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგნულ ფერისცვალებას."-ზეპირად თქვა ზაზამ და გოგონას ახედა...-კარგი რა,თამარა....
-ოჰ,არ გინდა...
-მე უნდა დაგიმტკიცო,რომ...
-აბა,შენ იცი...მაგრამ სჯობს დანებდე,ახლავე დანებდე...-აშკრად ირონიის დასაფარავად პირზე ხელები აიფარა.

-ღვთის პოვნის სურვილი ნებისმიერი ადამიანის გულში ცოცხლობს,, მეძავი იქნება იგი თუ წმინდანი. სიყვარული თითოეულ ჩვენგანში დაბადებიდან იბუდებს და ელის, როდის აღმოაჩენენ-ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა გოგონას და მის თმებს უსუნა..ხარბად შეისუნთქა მისი სურნელი და შემდეგ თვალი გაუსწორა.
-რა შენ გგონია,რომ ასე ჩემში რამე გრძნობას გააჩენ და ..გინდ ასე იყოს,ეს მაინც სუსტი იქნება..და თან შენ ვერასდროს შემიყვარებ..
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული?-გაიკვირვა ზაზამ.
-ასეა...ძნელია ჩემი შეყვარება..მე ამას შეჯიბრებებასავით ვუყურებ უკვე..სხვანაირად არც კი შემიძლია..
-რატომ?
-ბიჭს მტრად აღვიქვამ.
-და რატომ?-სახეზე აშკრა გაკვირვება გამოეხატა ზაზას.
-მიმატოვეს და მერე..
-მერე რა..არ იცი,რომ ცხოვრება გრძელდება...
-მამაჩემიც წავიდა...
-ჰო,მაგრამ ისინი არიან მთელი დედამიწა..
-დედამიწის ნაწილები არიან,ზაზა..-გაუღიმა ბიჭს.
-ანუ?
-კარგი მეგობარი ხარ,მაგრამ..
-რა მაგრამ?
-არ გინდა შეჯიბრება..
-ჰმ..-თავი გააქნია ბიჭმა.

- „წარსული ერთი დიდი მორევია. თუ მას შენს აწყმოზე გააბატონებ, ჩაგითრევს. .... დრო ცრუ, წარმოსახვითი ცნებაა. მხოლოდ ამ წუთით უნდა იცხოვრო. ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი.“-იმედიანად უთხრა ბიჭმა და გულზე მიიიკრა თამარა
-ნუ მიჰყვები დინებას. თავად იყავი დინება-ჩურჩულით თქვა გოგონამ.

-საყვარელი ბიჭია..
-რა?
-ჰო,რავი..-უპასეხა მაშოს.
-გამაცანი.

-ეს მაშოა,ჩემი გოგონა...
-მართლა?-ღიმილით ჰკითხა ზაზამ.
-ჩემი სიცოცხლეა..
-ოჰ,სიყვარულო..-ხელი ჩამოართვა მაშოს.
-უცნაური ტიპია-გადასჩურჩულა მეგობარს მაშომ.
-ჰო,რავი.ნახავ.

-რა ლამაზი ხარ...შენი თვალები დღეს ანათებს.
-იცი,მომწონს შენთან მეგობრობა..
-ვიცი..-ღიმილით უპასუხა ბიჭმა და თმა უკან გადაუწია.
-შენ აშკარად გიზიდავს ჩემი თმა.
-მისი პატრონიც..-დასძინა ზაზამ და ჩაიღიმა.

_რწმენას აქვს ერთი თვისება: ცალკეულ ხეებს ხედავ და არა - მთელ ტყეს.სიყავრულიც ასე,თამარ...
-ოჰ,რას ფილოსოფოსობ..ნეტავ განახა შენი თავი..-სიცილს ვერ იკავებდა თამარა.
-რა ლამაზი ხარ,როცა ქარი გიფრიალებს თმებს...რა მშვენებება ხარ..
-რას ხედავ აქ ლამაზს...თმა ამეპუტა,რას ვგავარ..
-ასეთი ბუტია მომწონხარ..-გულში ჩაიკრა ზაზამ თამარა.
-ზაზა...
-რა იყო?
-რაზე ფიქრობ?
-მგონი,მიყვარდები..
-არ არსებობს-გააპროტესტა გოგონამ.
-რატომ? შენ ხომ ასეთი მშვენიერი ხარ...
-ეს სიტყვა ერთმა დიდმა რომანტიკოსმა შეთხზა და მერე ყველა ეპოტინება..-მხიარუალდ უპასუხა თამარმა.
-რა,იცი?
-ვიცი.
-როგორ?
-უბრალოდ ვიცი..

-ლამაზი დღეა არა?-გოგონას ოთახში შემოვარდა ზაზა.
-კარგი ვინ გაგიღო?-შეეკითხა თამარა და საწოლიდან წამოხტა.
-შენმა ძმამ.
-მეძინა,ადამიანო..ნახე რას ვგავარ,ასე აპუტული..
-რატომ? ასე რეალური ხარ...ასე ისეთი ბუნებრივი ხარ და ისეთი მშვენიეირი.
-წადი,ლექსი დაწერე..
-რა ლექსი?
-რაც გინდა..მაგრამ ახლა დამტოვე..
-რომ გითხრა,შენი საყვარელი ნამცხვარი გავაკეთე-მეთქი.
-შენ? რისი გამკეთებელი ხარ..-სიცლი ვერ შეიკავა გოგონა,
-სამზარეულოშია..
-შემოიტანე..-ბრძანებლული ტონით უპასუხა ბიჭს და ინტერესიანი გამომეტყველებით დოინჯი შემოირტყა.
-აი..ნახე რა გემრიელია...

-ეს ფილმი არ მომწონს..მეორეზე გადართე..
-რა ფილმი აგიტყდა? წამო,სადმე გავისეირნოთ..
-ასე მინდა..დღეს კვირაა,კვირას კი გარეთ არ გავდივარ..
-რატომ?-მაინც დაემორჩილა ბიჭი და გევრდით მიუჯდა,თავი მხარზე ჩამოადო თამარას და სასიამოვნოდ გაინაბა.
-ბალიში..
-ჰო,საყვარელი ბალიშია..
-ეს კი ჩემი ბალიშია..-ანიშნა ბავშვობისდროინდელ ბალიშზე.

-წარსულიდან რჩება ხოლმე რაღაც..
-კვალი არა?
-ჰო...აი,მაგალითად ეგ შენი ბალიში..
-ძალიან მიყვარს..-გულში ჩაიკრა ბალიში თამარამ.
-არ თქვა,რომ ჩემზე მეტად გიყვარს?
-შენ საერთოდ მიყვარხარ რო?
-რავი..მე კი მიყვარხარ.
-ბოდავ.
-არა,არ ვბოდავ..

-გემრიელია..
-შენს ტუჩებს მაინც ვერ აჯობებს.
-რა იცი?-ალმაცერად შეხედა თამარამ.
-ვიცი.
-საიდან?
-უბრალოდ..
-საიდან-მეთქი?
-უბრალოდ მწამს.
-რა გწამს,ბიჭო?
-შენი ტუჩების სიტკბოების მწამს..
-ჰაჰაჰაჰაჰ-გულიანად გადაიხარხარა გოგონამ.
-რა ხდება,თამარა?
-გიყვარვარ?-უეცრად ჰკითხა გოგონამ.
-სიგიჟემდე.
-რა იცი?
-ურბალოდ ვიცი.
-გიორგიც ასე ამბობდა...

-ნუთუ ისევ წარსულს ებღაუჭები?
-არა,უბრალოდ აღარ მაინტერესებს სიყვარული..ეს სიყვარული,რომელიც ყველაზე სუსტი გრძნობაა.
-რა? კარგი რა..მე ხომ შეგპირდი..
-არ მინდა,გული მატკინონ..
-რატომ? მე მიყვ..
-არა,ზაზა...არ გიყვარვარ..ვიცი რასაც გრძნობ..შენ მეჯიბრევი..გინდა,რომ რაღაც დამიმტკიცო..
-ეს პირობაა ჰო..მაგრამ ისედაც..
-არა..ჩუ!-გააჩუმა ბიჭი და მეორე მხარეს გაიწია..
-მიდიხარ?
-ხვალ გნახავ,მეგობარო..-თვალი ჩაუკრა და უკანმოუხედავად წავიდა.

-ახლა მაინც აღიარე!
-არა-მეთქი.
-გაკოცებ.
-ვერ მაკოცებ.
-ვნახოთ.
-ვნხავთ..-მეორე მხარეს გაიწია გოგონა..
-არა.ვიცი,რომ შენც იგივეს გრძნობ...

ბოლოს დაიჭირა და მაინც შეახო ბაგეები.
-ყველაზე გემრიელი ტუჩები გქონია..არ ვიცი რას შევადარო.
-ოჰ,მაიმუნი..-ჩაეღიმა თამარას.

სამი წლის შემდეგ:

საწოლიდან ადგა ფიქრებითა და ათასი განცდით დამძიმებული თამარა..ფეხაკრეფით ჩაიცვა წინა ღამეს მიმოყრილი ტანსაცმელი და ზაზას „აიფონში“ აკრიფა:
„მივდივარ...შეიცვალა რაღაც და მგონი..ყველაფერიც...ქალ-ვაჟს შორის არსებული სიყვარული ყველაზე სუსტი ყოფილა...“



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო ძალიან კარგი
--------------------
მარიამი

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

გიჟი - ♥♥♥
კარგი იყო ძალიან კარგი

მადლობ

 


№3 სტუმარი ვაჟი

ქალ-ვაჟს შორის არსებული სიყვარული ყველაზე ძლიერია,მაგრამ ყველაზე ხანმოკლე:)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent