შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დოლიძის ბოლოს [1]


21-12-2015, 21:39
ავტორი ბაბალე
ნანახია 2 253

„დოლიძის ბოლოს“
მაისის მიწურულს, თვითმფრინავი გერმანია-საქართველოს რეისით თბილისის აეროპორტში დაეშვა.
იმ დღეს ჩამოიქცა ბერლინი, საოცარ ნისლში ძლივს გაარჩევდით აქა-იქ მოხეტიალე, ათრთოლებულ სხეულებს ქოლგებითა და საწვიმარი პლაშებით.
ეგონათ რეისი გადაიდებოდა, მაგრამ არ გაუმართლათ.
9 საათსა და ოც წუთზე თვითმფრინავი ბერლინის აეროპორტიდან აფრინდა.
საერთოდ ყავა საუკეთესო საშუალებაა თვითმფრინავში ძილის დასაფრთხობად მათთვის, ვისაც ფრენა მოსწონს.
მას ფრენა არასდროს ყვარებია. არც დედამიწის ზემოდან თვალიერება ანიჭებდა სიამოვნებას და არც ჭიანჭველებივით პატარა შენობების ყურება. მითუმეტეს ისეთ წვიმაში, როგორიც ბერლინს იმ დილით დაატყდა თავს.
წყალი მოითხოვა, მოუტანეს. მერე, ყავაც და ჩიფსებიც.
კოკა-კოლაც და ფორთოხლის წვენიც.
თავშეკავებული იყო, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, რომ ყოფილიყო. ყელში მომდგარ, რაღაც უჩვეულო, ახალი და უცნაური გრძნობებით გამოწვეულ გორგალს მოთმინებით აგორებდა უკან. სიმძიმე დააწვა ქუთუთოებზე და მიხვდა თუ არა, რომ მისი ორგანიზმი დაუკითხავად აპირებდა ჩაძინებას, ცივი ცისფერი თვალები ფართედ დაჭყიტა რედ ბული მოითხოვა.
უცნაური შეეგრძნებაა .. თვითმფრინავში ზიხარ და ყველაფერზე ერთად გეფიქრება.
თან, იმდენი რამით გაქვს ტვინი გამოტენილი, რომ არ იცი ჯერ რომელი ამოირჩიო და რისი განხილვა დაიწყო გონებაში.
უცნაური რამეა თვითმფრინავი.
ანუშკა ლაშხი,
და ამვავი, რომელიც არ მოხდა.

-მგონია, რომ რაღაც დამრჩა, - ღმერთმა იცის, მერამდენედ გაიმეორა თამთამ მრავალჯერ წარმოთქმული, მომაბეზრებელი წინადადება და ისევ შეშფოთებულმა წაივლო ხელი ჯიბეებზე. თითქოს, იმხელა სახლიდან წამოსაღებ ნივთებს მხოლოდ იმ პატარა ჯიბეებში ჩაიტევდა, - არა, რაღაც აშკარად დამრჩა.
-რაც არ უნდა დაგრჩენოდა, თამთა, რა მნიშვნელობა აქვს, რაც დაგვჭირდება ყველაფერს თბილისში ვიყიდით. - შვილი დაამშვიდა ნიკომ, იმ იმედით, რომ გოგონა როგორღაც თავს დასვენების უფლებას მისცემდა და მოეშვებოდა.
-მე მაინც მგონია, რომ რაღაც აუცილებელი მრჩება და ვერ ვიხსენებ, რა! - რაც თვითმფრინავი აფრინდა, იმ წამის შემდეგ ერთსა და იმავეს გაჰკიოდა თამთა. არ ვიცი, ალბათ ამის საშუალებით ცდილობდა იმ მღელვარების გაქარვებას, რომელსაც მასში ბერლინის დატოვება და სადღაც სხვაგან გადასახლება იწვევდა.
-ღმერთო, - ამოიგმინა ნატამ, - მოეშვი და საკუთარ თავს ორი წუთით მაინც მიეცი განტვირთვის საშუალება. - და გერმანულად დაამშვიდა და შუბლი ისევ გაყინულ ფანჯარას მიაბჯინა.
-ოჰ, - წარბები ზემოთ აზიდა ნიკომ, - ეს ერთგვარი პროტესტია?
-რა?! - „ვითომ“ ძალიან გაუკვირდა ნატას.
-ის, რომ თამთას გერმანულად ესაუბრები. - კოპები შეკრა მამაკაცმა.
ოჯახში გერმანულად არასდროს საუბრობდნენ. ბავშვები სულ პატარები იყვნენ, საცხოვრებლად გერმანიაში რომ გადავიდნენ, მაგრამ სახლში გერმანულად არასდროს უსაუბრიათ. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ოჯახის ყველა წევრი საოცრად წმინდა ქართულით, აფსოლიტურად უაქცენტოდ საუბრობდა. წესად ჰქონდათ, რომ ერთმანეთს მხოლოდ ქართულად ელაპარაკებოდნენ და ეს ფაქტი არც-ერთს არ უქმინდა პრობლემას, მაგრამ ახლა .. ახლა რაღაც შეიცვალა.
-ნატა ასე მაინც გამოხატავს პროტესტს, - წინა სავარძლიდან ალაპარაკდა ირაკლი, - თორემ აბა, ანუშკა ხმას საერთოდ არც იღებს. - ერთი სავარძლით წინ მჯდარ ქალიშვილს გადახედა, რამდენიმე წამის წინ რედბული ერთიანად რომ გამოცალა, მანამდე კოკა-კოლა დალია, რომელსაც კრუასანი დააყოლა, მანამდე კი წყალი, ყავა და კიდევ რაღაც სასმელები.
-ანუშკა, პროტესტს სითხეების მიღებით გამოხატავ? - გაეცინა თამთას და ბიძალშვილის ყავისფერ, მბზინავ თმას ხელი ღიმილით ჩამოუსვა. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო ანუშკა. ხორბლისფერი კანითა და საოცარი, რბილი, მბზინავი ყავისფერი კულულებით. - აი ნახავ, ძალიან შეეჩვევი. - როგორ ცდილობდა მის გამხნევებას, მაგრამ რეალურად თავად გახლდათ გასამხნევებელი. ძალიან ცუდად იყო .. ყოველთვის ასე იცოდა, მღელვარების დაფარვას გაუჩერებელი ლაპარაკით ცდილობდა.
-შესანიშნავი ქალაქია თბილისი, - შვილი გაამხნევა ირაკლიმ და უკანა სავარძელზე მჯდარ ძმას თვალი სიცილით ჩაუკრა, - ხო, ნიკო?!
-რა თქმა უნდა, - ძმას თავი დაუქნია ნიკომ, - ანუშკა, აი ნახავ, როგორ მოგეწონება. 19 წელია ბერლინში ვცხოვრობ, მაგრამ თბილისს ვერაფერი შეედრება.
-ძმები შეთქმულებას გვიწყობთ, თუ რაშია საქმე?! - ახლად გამოღვიძებულმა ქეთამ თვალების ფშვნეტით მოათვალიერა ეშმაკურად მომზირალი მამა და ბიძა. მერე, წინა სავარძელზე რედბულის ბოთლზე ჩაბღაუჭებულ ანუშკას გადახედა, ძალიან დაზაფრული გამომეტყველებით რომ ჩასჩერებოდა რაღაცას მობილურში.
-არაფერსაც არ გიწყობთ, - მხრები აიჩეჩა ირაკლიმ, - მართლა ძალიან მაგარი ქალაქია თბილისი. ისეთი ამბები გვქონდა ატეხილი, მთლიანად ჩვენი იყო ქალაქი. - გაეცინა და ნოსტალგიაშემოწოლილმა თავი დახარა. ნერვიულობდა, რა თქმა უნდა ღელავდა და ამაში უცნაური არც არაფერი ყოფილა. - ისეთი სილამაზეა, რომ ზუსტად ვიცი ძალიან მოგეწონებათ. მარტო თბილისში არ გავჩერდებით, სხვადასხვა ადგილები მოვინახულოთ და თქვენს მეგობრებს აჩვენეთ, როგორი შესანიშნავი სამშობლო გაქვთ. - ამის თქმა იყო და ანუშკამ ისეთი სახით გამოხედა, ირაკლი მიხვდა, სახე უნდა გაეტრიალებინა. მისი ნაბოლარა ქალიშვილი, ანუშკა ლაშხი და მისი ტყუპი, იოანე ბერლინში დაიბადნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფესვები საქართველოში ჰქონდათ, გერმანიაში გაჩნდნენ და სამშობლოდაც, რა თქმა უნდა, ბერლინს თვლიდნენ.
არაფერი უთქვამს. გორგალი ისევ ულაპარაკოდ გადააგორა ყელში და რედბული მოსვა.
-ხო, სხვათაშორის მე ფოტოები ვნახე და ძალიან მომეწონა, - როგორც იქნა, რაღაც პოზიტიური თქვა თამთამ და გაიღიმა, - ახლა, იმედია სახლსაც ნორმალურს ავარჩევთ.
-ჰო, ეგ კიდევ ერთი პრობლემაა. - შეიშმუშნა ნიკო, - ბერლინიდან კი დავათვალიერეთ რაღაც სახლები, მაგრამ ღმერთმა იცის რომ ვნახავთ რა დაგვხვდება. თან, დღეს ისედაც დაღლილები ჩავფრინდებით, სასტუმროში დავრჩეთ და .. ბინები ხვალ ხომ არ დაგვეთვალიერებინა?!
-არა, არა და არა! - ადგილიდან წამოფრინდა ქეთა, - დღესვე, რა .. ხო, მა?! - ირაკლის საცოდავი თვალებით გახედა.
-კარგით, ხო .. რომ ჩავალთ ვჭამოთ და სახლები მერე შევარჩიოთ. - დააიმედა ქალიშვილი და სასაცილოდ აკისკისებულ გოგონას თავზე ღიმილით აკოცა.
-ეს ერთადერთი რამეა, რაც ძალიან მეხალისება. - ბიძას უკდიდან გამოეხმაურა ნატა.
-კარგით, კარგით, ყველაფერი დღესვე მოვაგვაროთ. - დანებების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია ნიკომ. ყველაფერზე მზად იყო, თუ კი შვილებს და ძმისშვილებს იმ სტრესს გადაატანინებდა, რასაც მათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება და აფსოლიტურად უცხო ქვეყანაში გადასვლა აყენებდა.
-მე სასტუმროში ვრჩები, სახლების თვალიერება მაგრად მეზარება. - ამოილაპარაკა მოპირდაპირე სავარძელზე აფსოლიტურად გარკვეველ პოზიციაში „გაწოლილმა“ იოანემ, ყურებზე უზარმაზარი ყურსასმენი რომ დაემაგრებინა და სულ არ აინტერესებდა რა ხდებოდა დედამიწაზე. მამას გახედა, წარბშეკრული რომ უცქერდა ... იცოდა ირაკლიმ, ყველაზე დიდ პრობლემას ტყუპები შეუქმნიდნენ. მათგან პრობლემები არც გერმანიაში აკლდა, ახლა კი თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ თბილისში, მათთვის აფსოლიტურად უცრო ადგილას მეტად აგრესიულები, ფიცხები და იმპულსურები გახდებოდნენ.
-კარგი, დარჩი. - ულაპარაკოდ დაეთანხმა იოანეს და ახლა ანუშკას გახედა. იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სახლების ასარჩევად წასვლას არც ანუშკა მოინდომებდა, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგონა ჯერ დუმდა.
-ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე მინდა ყველაზე კომფორტული სახლი. - ისევ ენერგიულად ატლიკინდა თამთა. არა, ამ გოგოს გაჩუმება შეუძლებელი იყო პრაქტიკულად.
-მა, თქვენ სად ცხოვრობდით?! - ჩაფიქრებულ ნიკოს გაუღიმა ქალიშვილმა.
-ჩვენ .. - დაიბნა მამაკაცი, - ჩვენ დოლიძის დასაწყისში, მა.
-როგორი ქუჩაა, კარგია?! - ჩაეკითხა ნატა. ზოგადად ძალიან ცნობისმოყვარე იყო, მაგრამ ახლა ხომ საერთოდ .. ყველაფერი აინტერესებდა, რაც კი მის ახალ საცხოვრებელს, თეორიულად „სამშობლოს“ უკავშირდებოდა.
-მაშინ ცოტა სახიფათო იყო, ხულიგნებით სავსე. - კვლავ ბავშვობაში გადაეშვა ნიკო, - მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ახლა ამბებს ვიგებ ხოლმე და თურმე იქაურობა ძალიან შეცვლილა, დაწყნარებულა, გალამაზებულა და საერთოდ, კარგი იქნება სახლს ამ ქუჩაზე თუ ვიყიდით.
-ხმაურიანია?! - ისევ ჩაეკითხა ნატა.
-კი, მამა, ძალიან ხმაურიანი და ცოცხალი ადგილია. - მბზინვარე თმა შვილს სასაცილოდ აუჩეჩა და გაჩუმდა.
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა.

888

-ანუშკა, გვითხარი რამე .. - შვილს გადახედა და იმ ახალგაზრდა გოგონას უხერხულად გაუღიმა მთელი მონდომებით რომ უყვებოდა ამ სახლის, ქუჩისა და ზოგადად, აქაურობის პლიუსებზე, - ანუშკა .. - ისევ შვილს მიმარდა და როცა დარწმუნდა, რომ ანუშკა ხმის ამოღებას არ გეგმავდა, დაღლილმა ამოიქშინა. ამდენის ატანა ნამდვილად აღარ შეეძლო.
-მე ძალიან მომწონს, ნათელია, დიდი, კომფორტული და ლამაზი. - მამას გაუღიმა ქეთამ და მერე ისევ ერთ ადგილას მიშტერებულ ანუშკას გადახედა. ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, რომ უბრალოდ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა და ეს საშინელი დაძაბულობა, რომელიც ჰაერშივე იგრძნობოდა, ოდნავ მაინც გაეფანტა.
-მე მეორე სართულს კიდევ ერთხელ ვნახავ. - როგორც იქნა ამღერღა, ოღონდ გერმანულად .. რამაც ირაკლი ისევ ძალიან გააღიზიანა. ქართული წყალივით იცოდა, გერმანიაშიც კი მათი წესების თანახმად ოჯახში სულ ქართულად საუბრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, ანუშკას პროტესტის გრძნობა გაუმძაფრდა. სხვა გზა არ ჰქონდა ირაკლის, უნდა შეგუებოდა. იმედი ჰქონდა, რომ ბავშვებს აქაურობა მოეწონებოდათ. იმედი კი არ ჰქონდა, დარწმუნებული იყო, მაგრამ სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდნენ, ბევრის გადატანა მოუწევდათ როგორც ბავშვებს, ისე მას.
მასზე მიშტერებული საზოგადოება მოათვალიერა ანუშკამ, ლურჯი, ძალიან ცივი ფერის თვალები გადაატრიალა და პასუხს არც დალოდებია ისე აუყვა მეორე სართულისკენ ამავალ, დახვეულ, ულამაზეს კიბეებს.
სახლი მოსწონდა, დიდი იყო, კომფორტული, სასიამოვნო .. მეორე სართული მთლიანად შუშებში ჩაესვათ, ზუსტად ეს დეტალი იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაღაცით ბერლინის სახლს აგონებდა, მაგრამ ამდენი კოფეინის და ნერვიულობისგან ნორმალურად ვერც ვერაფერს იაზრებდა. ოთახი ამოირჩია და საკუთარ ნებაზე მოწყობილი რომ წარმოიდგინა, კმაყოფილი დარჩა.
ხო და, აი ასე, უბრალოდ გადაწყვიტა ირაკლის დათანხმებოდა და აქაურობა ეყიდათ.
-რთული ბავშვია, არა? - გაუღმა მამაკაცს გოგონამ, რომელიც ბინას ათვალიერებინებდა და როგორც მის მაისურზე მიმაგრებული აბრიდან იკითხებოდა, თაკო უნდა რქმეოდა.
-ძალიან. - ზრდილობიანად გაუღიმა ირაკლიმ. საერთოდ, ანუშკაზე საუბარი უცხოებთან არ უყვარდა. არც იცოდა, საერთოდ როგორ უნდა დაეხასიათებინა ეს ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან უცნაური, იმპულსური და ფიცხი ბავშვი ისე, რომ ხალხს მასზე წარმოდგენა ერთიანად არ დაჰკარგვოდა. ამიტომ, ანუშკაზე საუბარს უბრალოდ თავს არიდებდა.
-სამაგიეროდ, ძალიან, ძალიან ლამაზია. - კომპლიმენტი უთხრა თაკომ და იმ კიბეებს ახედა, საიდანაც მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა ანუშკა. მისი გარეგნობით აღფრთოვანებული რომ დარჩა, ეგ ჯერ კიდევ მათი შემოსვლისთანავე გახდა ცხადი.
ირაკლი ძალიან შეეცადა ქალიშვილის გამომეტყველებიდან ამოეკითხა რა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მისი სახიდან არც არ მემთხვევაში იკითხებოდა რაიმე.
-ვიყიდოთ. - ისევ გერმანულად ამოილაპარაკა ანუშკამ, მაგრამ ეს გერმანული საუბარი სულ აღარავის გახსენებია, ამ სიტყვის გაგონებისას ქეთა ისე ხმამაღლა აყვირდა. ირაკლიმაც კმაყოფილმა გაუღიმა შვილს და თაკოს მოუბრუნდა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ გერმანულად არც-ერთი სიტყვა არ ესმოდა, ქეთას რეაქციით მიხვდა, რა გადაწყვიტა ანუშკამ.

888

დოლიძის ბოლოს მდგარი, ორ სართულიანი, უზარმაზარი სახლის მეორე სართულის ძალიან, ძალიან კომფორტულად მოწყობილ ვერანდაზე იჯდა ანუშკა. გრძელი ფეხები მოაჯირზე შემოეწყო და ღმერთმა იცოდა, მერამდენე კოლოფ სიგარეტს კლავდა ერთ ღამეში.
მოსწონდა თბილისი.
მოსწონდა დოლიძე.
მოსწონდა აქაური ჰაერი, უჩვეულოდ თბილი ხალხი და მშვიდი გარემო.
და მაინც, რა ხდებოდა ახლა ბერლინში ..
ბერლინი, ბერლინი, ბერლინი და ისევ ბერლინი:)

888

-ქართულად ლაპარაკი რომ დაიწყო, მე ჯერ-ჯერობით ესეც მაკმაყოფილებს. - ბიძაშვილს გახედა თამთამ და სიგარეტს გაუკიდა.
-მე მაინც ძალიან ვდარდობ, - თავი უკმაყოფილოდ გააქნია ქეთამ და ნერვიულობისგან გადაღლილმა მძიმედ ამოიქშინა, - ფეხი რომ დაკრას და გერმანიაში აფსოლიტურად ულაპარაკოდ გადაფრინდეს, საერთოდ არ იქნება გასაკვირი. აქაურობას ვერ იტანს.
-აბა, რას ელოდი, ქეთა, არ მესმის .. - მხრები აიჩეჩა, - აქ რომ მოვდიოდით, ჯერ კიდევ თვითმფრინავში მეგონა, რომ ჩამოსვლისთანავე უკან გავბრუნდებოდი, ანუშკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ..
-მე მომწონს თბილისი. - კმაყოფილმა მოათვალიერა გარემო და იდაყვებით მოაჯირს დაეყრდნო, - უნივერიტეტი რომ დაგვეწყება ალბათ უფრო საინტერესო იქნება. ვერ ვიგებ, ეს გოგო რატომაა ასეთი ცივსისხლიანი.
-რა სისულელეა, - კოპები შეკრა თამთამ, - ირაკლის და ნიკოს ბრალია. ხომ იცოდნენ, როგორიცაა ეს გოგო ბავშვობიდან. ყველას ბერლინშიც ვერ ეგუებოდა და აქ რომ ჩამოიყვანეს, ძალიან მაინტერესებს რისი იმედი აქვთ ..
-კარგი ახლა, ყველაფერი ეგრე ცუდადაც არ არის. - ეცადა რაიმე სასიამოვნო ეთქვა, - დილაობით სახლთან ახლოს, სკვერში სეირნობს ხოლმე და ბოლო ორი დღეა ისეთი აგრესიულიც აღარ არის. ჩვენც ნორმალურად გველაპარაკება.
-ხო, რა ვიცი .. - მხრები აიჩეჩა თამთამ, - იმედია, უკეთესობისკენ წავა საქმე.
-მაინც მგონია, რომ აქაურობა მოსწონს. - წარბები ეშმაკურად აათამაშა ქეთამ და გაეცინა, - უბრალოდ ხომ იცი როგორია, შანსი არ არის, რომ აღიაროს.
-არ ვიცი, არ ვიცი .. ან ანუშკას რას გაუგებ, ან თბილისს. ცოტა უცნაური ქალაქია, არა? - იდაყვი მუხლზე ჩამოდო ქეთამ და სახე ხელისგულს დააბჯინა.
-ჰო, ძალიან უცნაური ..

________________________________
აბა, მოგწონთ?!
ნელ-ნელა ყველაფერში გაგარკვევთ, ვინ არიან ეს ბავშვები, რას წარმოადგენენ, რა უნდათ და რას მოითხოვენ ამ ცხოვრებისგან, საერთოდ:)
თქვენი ბაბალე.



№1  offline წევრი L.A

rogor momewonaaaaa , dzalian kargi xar !!!
anushka, respect !

 


№2 სტუმარი მარეე:)

მეზოგადად მგონია,რომ მაგ გოგოსნაირებს საქართველოში არაფერი ესაქმებათ და რომელ ქვეყანასაც სამშობლოდ თვლიან,იქ უნდა ეგდონ:დ უფრო დიდ თავებს ველოდები:)

ვაიმეე ძალიან მომოწნს და საერთOდ ძალიან მიყვარს ცოტა მძიმე ხასიათის ადამიანები:))) რატომღაც მგონია ,რომ ანუშკა ეგეთია იმედია გააგრძელებ და არგვალოდინებ

 


№3 სტუმარი anuka_1998

აუ გაააააააგრძელე რა გთხოვ

 


№4 სტუმარი aniut-a

aghar agrdzeleb??

 


№5  offline წევრი sofi_rio

გააგრძელე! ვგიჟდები მძიმე ხასიათის ადამიანებზე რადგანაც ვაფშე სხვა ფენომენია ჩემთVის ))) და იმედია არგვალოდინებ დიდიხანი <3

 


№6 სტუმარი salome

რატო არ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent