შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკურნალი ცრემლები 4თავი


22-12-2015, 00:00
ავტორი ლორელაი
ნანახია 9 452

*******
ნუცას ისე უხაროდა ჩემი გადაწყვეტილება, მთელი დღე მეფერებოდა, ისე მექცეოდა, როგორც დედა დამჯერ შვილს. საუზმეზე წინა ღამის შემდეგ დაკარგული კახაც გამოჩნდა, ჩუმად მიირთვა, თან ცალი თვალით გადმომხედავდა ხოლმე, მე არაფერს ვიმჩნევდი, კახა ნამდვილად არ იყო საჩემო ბიჭი, არა ჩემი დასაწუნი არაფერი სჭირდა, პირიქით მშვენიერი გარეგნობის, წარმატებული ექიმი იყო, მაგრამ მე მაინც ვერ ვუყურებდი ისე, როგორც მამაკაცს. ნუცას სუფრის ალაგებაში ვეხმარებოდი და ბოლოს ჭურჭელს ვრეცხავდი, ნუცა გამოსაცვლელად რომ გავიდა, საქმეში გართულს არც დამინახავს, როგორ მომიახლოვდა კახა.
- ელენე, შენთან საქმე მაქვს, შეგიძლია ცოტა ხანს გამომყვე? სადმე ყავა დავლიოთ. - კახა კარადაზე იყო მიყრდნობილი და პასუხის მოლოდინში ეტყობა ღელავდა.
- რა ხდება, კახა? აქაც შეგვიძლია საუბარი. - ბოლო თეფში გავრეცხე და ხელები გავიმშრალე.
- ხო, მაგრამ მე მინდა სადმე, მშვიდ ადგილას დაგელაპარაკო.
- პირდაპირ მითხარი, კახა, რა ხდება?
- მომწონხარ, ელენე, ძალიან მომწონხარ, მინდა ვცადოთ, ვიცი შენ არ მოგწონვარ, მაგრამ ახლოს არ მიკარებ და იქნება, ახლოს რომ მომიშვა ჩემზე აზრი შეგეცვალოს. -ისეთი სახით მეუბნებოდა, უცებ დავიბენი, ხმა ვერ ამოვიღე. არც ვიცოდი რა მეთქვა, ზუსტად წინა საღამოს გამოვემშვიდობე ჩემს წარსულს და ასე უცებ ახალი ცხოვრების დაწყება, თან კახასთან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.
- კახა, მოდი ისე დავტოვოთ ყველაფერი, როგორც იყო, კარგიი? - უხერხულად გავუღიმე და გვერდი ავუარე. ოთახში შევედი, საცურაო კოსტიუმი უნდა ჩამეცვა, მაგრამ ისეთი აღელვებული ვიყავი კახას სიტყვების გამო, საწოლზე დავჯექი და აზრების დალაგებას ვცდილობდი.
იმ დღეს ზღვა საოცრად წყნარი იყო, ნიავიც კი არ ჰქროდა, პლაჟზე ვიწექი, ნუცას და ბექას ვუყურებდი, როგორ ცელქობდნენ და მეღიმებოდა. ნუცა ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ მენახა. რადგანაც წყალში ყოფნა დიდად არ მიყვარდა, ნაპირზე ყოფნით და რუჯის მიღებით გამყავდა დრო. თვალები დახუჭული მქონდა და ნიკასთან პირველ შეხვედრას ვიხსენებდი, ვგრძნობდი როგორ აღმაგზნებდა მისი გახსენებაც კი და მიკვირდა, საოცრად მიკვირდა, როგორ შესძლო, რომ მის გარდა არავინ მაინტერესებდა, ერთნაირად მომწონდა და ნერვებს მიშლიდა, მომწონდა მისი მზერა, შეხება და მაღიზიანებდა ის ირონიული სიტყვები, მისი ცივი დამოკიდებულება, ლანა მის გვერდით და ნიკას ხელი ლანას წელზე. ლანას გახსენებაზე ისევ სიბრაზემ მომიცვა, რას ვერჩოდი გოგოს, როცა მას არაფერი დაუშავებია, ნეტავ იცოდეს რა თავხედი შეყვარებული ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ლანაზე ვეჭვიანობდი, სულაც არ მძულდა. ერთადერთი დამნაშავე ამ ყველაფერში ნიკა იყო.
ამ ფიქრებში გართულს ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა ვიღაც.
- ელენეე, - მომესმა ლანკას კისკისა ხმა და ნელა გავახილე ერთი თვალი, მის დაუსრულებლად გრძელ ფეხებს თვალი ძლივს ავაყოლე და გაღიმებულ თვალებს, რომ გადავაწყდი თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ისეთი საყვარელი იყო იმ წუთას, ნიკას შეყვარებული, რომ არ ყოფილიყო, გულიანად გავუღიმებდი და შეიძლება დავმეგობრებულიყავით კიდეც. ცივად გავუღიმე და წამოვჯექი, ლანა ზღვას უღიმოდა, თითი პირთან მიეტანა და თავს აქეთ-იქით იქნევდა. მის მზერას თვალი გავაყოლე და მივხვდი, რომ დავიღუპე, ცივმა ოფლმა დამასხა, გახურებული ქვიშის ზედაპირზე ვიდექი, მცხუნვარე მზე დამნათოდა თავზე და მე ამ დროს ცივი ოფლი მასხამდა, რატოომ? იმიტომ რომ ნიკა ენუქიძე დავინახე, დავინახე კი არა ლამის მზერით შევჭამე, ისეთი მამაკაცური იყო, ისეთი სექსუალური, წყლის წვეთები გარუჯულ სხეულზე ისე მიმზიდველად ჩანდა, ისე დამაბნია, ფეხზე რომ ვმდგარიყავი ზუსტად ვიცი წავიქცეოდი.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, თმა გავისწორე და გვერდზე გავიხედე. ნიკა მოგვიახლოვდა და ვიგრძენი, როგორ შემომხედა, არ დამინახავს მაგრამ ვიგრძენი. აქეთ მე ვიწექი, იქით ნიკა, შუაში კი ლანა იწვა და სახეზე შლაპა ეფარა, ვერ ვიტან თვალებში მზე, რომ დამნათისო. მე სათვალე მეკეთა და ვცდილობდი ზედმეტი ყურადღება არ გამომეჩინა ნიკას მიმართ, სამაგიეროდ მისგან ვგრძნობდი დაჟინებულ მზერას, თავი მოვატრიალე და დავინახე მიყურებდა, რაღაცნაირი თბილი ღიმილით მიყურებდა, ვიგრძენი, როგორ ამეწვა ლოყები და საშინლად მესიამოვნა. მომწონდა და მძაბავდა მისი მზერა, თუმცა თავის მიტრიალება არც მიფიქრია.
- აუ, დავიწვი მგონი, წამოდი, ელენე წყალში ჩავიდეთ, რა. - ფეხზე წამოდგა ლანა და ხელი გამომიწოდა.
- არ მიყვარს წყალი, ლანა, აქ მირჩევნია. - გავუღიმე და ტელეფონს ჩავაშტერდი, ვითომ საქმე მქონდა.
- აუუ, შენ მაინც წამოდი რა, ნიკა. - ახლა ნიკასკენ გაიშვირა ხელები და ტუჩები საყვარლად გამობურცა, უცებ ძალიან მომეშალა მის ამ საქციელზე ნერვები და საშინლად დავიბოღმე.
ნიკამ უარი უთხრა, ნაწყენი ლანა გაბუტული წავიდა წყლისკენ, მე კი იმდენად მესიამოვნა ნიკას უარი, მგონი დამეტყო კიდეც.
ლანა წავიდა და დავრჩით ჩვენ, მე და ჩემი სიმპატიური ექიმი, ირგვლივ ყველაფერი დუმილმა მოიცვა, უფრო სწორად მე არ მესმოდა არაფერი და ვერც ვერავის ვამჩნევდი.
- აბა, ელენე, რა გააკეთე წუხელ? - მთელი ტანით მობრუნდა ჩემკენ და გამომცდელად მომაჩერდა.
- ბატონოოო?
- ბატონო კი არა, ნიკა ექიმი. - გამიღიმა ნიკამ და ბოლოს კაბინეტში წარმართული ჩვენი საუბარი გამახსენდა, გულიანად გამეცინა, დეჟავუს გრძნობა მქონდა. ჩემს სიცილზე ნიკასაც გაეცინა და ასე არაფერზე და ამავე დროს ყველაფერზე ვიცინოდით. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, ლანაც კი გადამავიწყდა. ვისხედით ქვიშაზე, ქოლგის ქვეშ და უაზროდ ვიცინოდით, ჩემგან ერთ ნაბიჯში იჯდა, სათვალე ეკეთა და მიღიმოდა. ხელები მუხლებს შემოვხვიე, ნიკაპი მუხლისთავებს ჩამოვადე და ჰორიზონტს გავხედე. ნიკა მოულოდნელად ადგა და წავიდა, ცოტა ხანში სიმინდით ხელში დაბრუნდა, გვერდით მომიჯდა და უთქმელად გამომიწოდა. შევხედე, თვალები უბრწყინავდა. სიმინდი გამოვართვი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვერ ვიტანდი, ისე გემრიელად ვჭამდი, ჩემი თავის თვითონაც კი მიკვირდა. ამ პატარა დეტალმა თითქოს მე და ნიკა შეგვაკავშირა, საერთო მოგონება შეგვძინა და მჯეროდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ, კიდევ ბევრჯერ გავიხსენებდი ამ საღამოს, სიცილსა და მოულოდნელად შეყვარებულ სიმინდს.
მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, საოცრად დაღლილები ვიყავით, თუმცა ჩემს იდეას, წავსულიყავით და აჭარული ხაჭაპური გვეჭამა, ყველა სიხარულით დაეთანხმა.
მაგიდასთან წყვილებად ვისხედით, რა თქმა უნდა, ჩემი მეწყვილე კახა აღმოჩნდა, რასაც დიდი სიამოვნებით სულაც არ შევხვედრილვარ, თუმცა გუნება იმან გამომიკეთა, რომ ჩემ წინ ნიკა იჯდა და ისეთი თვალებით მიყურებდა, თავი სად წამეღო არ ვიცოდი. შეკვეთის შემდეგ ათას რამეზე ვლაპარაკობდით, არ მინდოდა, თუმცა თვალი მაინც ნიკასკენ მეპარებოდა, ეს კი ჩემს გამოცდილ და ეშმაკუნა დაქალს არ გამოჰპარვია.
- ლენ, რა ხდება? - ტუჩები ყურთან მომიტანა და ისე ჩამჩურჩულა.
- აა, რაას გულისხმობ? - უცებ საშინლად დავიბენი.
- იცი რა თვალებით უყურებ ნიკას? არ ვიცი ლანა რატომ არ გწეწავს, მის ადგილას თმით გითრევდი, ბიჭს ახევ თვალწინ. - აკისკისდა ნუცა და მაშინ მივხვდი, რომ ნიკას ვეფლირტავებოდი, დაგეგმილი არ მქონია, მაგრამ ასე გამოვიდა.
- ნიკა იცი ვინაა? - უცებ მომინდა ნუცას გაგიჟება, თითქოს ეშმაკი შემიჩნდა, რაღაცის გაფუჭების სურვილს შევეპყარი და თავს ვერ ვერეოდი. ნუცამ გაკვირვებით შეჭმუხნა წარბები. - ჩემი სიმპატიური ექიმი! - ნიშნისმოგებით ჩავუკარი თვალი ნუცას და მის დაღებულ პირზე გამეცინა.
- არ არსებობს! - დამარცვლით წარმოთქვა ნუცამ და ჩუმად გახედა ნიკას, ვაჟბატონს ჩვენი შეთქმული მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია და ცალყბად გაეცინა.
ხაჭაპურის ჭამა, კოტეჯში დალევაში გადაიზარდა, ესეც ჩემი ინიციატივით, რატომღაც საოცრად აღტაცებული ვიყავი, თავს მძიმე ტვირთისგან გათავისუფლებულად ვგრძნობდი და სიმსუბუქეს ისე ვყავდი ატანილი. ყველაფერს გავაკეთებდი, რაც კი თავში მომივიდოდა. ბევრი არაყი, ცოტა საჭმელი, ხილი და წვენი გვქონდა, თამადობა მე მოვინდომე, ბიჭებს გაეცინათ, თუმცა პროტესტი არ გამოუხატიათ. ნუცა გაბრწყინებული მიყურებდა, ვიცოდი, რომ ხვდებოდა რას ვაპირებდი, მასზე უკეთ მე ვინ მიცნობდა.
- არ მინდა ზედმეტად ტრადიციული ვიყო, მაგრამ პირველ სამ სადღეგრძელოს ვიტყვი, ისე როგორც წესია, შემდეგ კი მხოლოდ იმას რაც გულში მაქვს. - დავიწყე ომახიანად და სხვებიც დამეთანხმნენ, ნიკა ისევ ჩემ წინ იჯდა და დივანზე მიწოლილი, ცალი ხელით საზურგეზე, ეშმაკურად მიმზერდა. ჩემ გვერდით კახა იჯდა და ჭიქებს ავსევდა, ტრადუციული სადღეგრძელოები, რომ მოვრჩი, ისეთებზე გადავედი, რომლებიც ზუსტად იტყოდნენ ჩემს სათქმელს, თან ამავე დროს მათაც მოეწონებოდათ. სასმელმა ის სითამამეც დამიბრუნა, რაც ბოლო ორი წელი მივიწყებული მქონდა და სადღეგრძელოებთან ერთად ლექსებიც დავიწყე. უბედნიერესი ვიყავი, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ორი წლის წინ დავიწყებული ლექსების გახსენება საერთოდ არ გამჭირვებია, ჩემს სტიქიაში ვიყავი, თვალებს ვაბრიალებდი, ვიცინოდი და ვგრძნობდი რომ ცოცხალი ვიყავი. კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და მესიჯიც მომივიდა.
''შენთვის ახლა დალევა არ შეიძლება, თუმცა ნასვამი ისეთი საყვარელი ხარ, ჩემს თავზე ვბრაზდები აქამდე, რომ ვერ აღმოგაჩინე. მაპატიე, რომ ვერ მივხვდი, რა საოცარი ქალი ხარ.'' - შემთვრალმა ძლივს წავიკითხე მესიჯი და კანკალმა ამიტანა, ზუსტად ვიცოდი ნიკა იყო და ამან უფრო ამრია, მისკენ მინდოდა გახედვა, თუმცა ვერ ვბედავდი.
''მადლობა, ნიკა ექიმო'' - ხელის კანკალით ავკრიბე ტექსტი და შემკრთალმა გავხედე, მიღიმოდა, მერე დავინახე როგორ გახსნა მესიჯი, სანაცვლოდაც აკრიფა ტექსტი და მერე ისევ კმაყოფილმა გამიღიმა. დავიბენი, შემრცხვა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
''მადლობა არ არის საჭირო, ბედნიერია ის მამაკაცი ვინც ყოველ ღამეს შენს გვერდით ატარებს, საოცრად ლამაზი ხარ, საოცრად საინტერესო, ნუ წითლდები, გაიღიმე.'' -ისევ მომივიდა მესიჯი და შიშით აკანკალებულმა ძლივს გავხსენი, თავს ისევ უხერხულად ვგრძნობდი, მინდოდა არავის შეემჩნია ჩვენი მესიჯობა, თუმცა ნუცა რომ ამჩნევდა ვხვდებოდი, ამიტომ თამადობა გადაიბარა და საშუალება მოგვცა მშვიდად გვემესიჯა.
''არ არის საჭირო ამდენი მესიჯი.'' - მივწერე და შუბლშეკრულმა შევხედე.
- ''ბოდიში, მაშინ წაშალე. '' - მომწერა და მივხვდი, როგორ დამებერა ძარღვები, რატომ უნდა წამეშალა, ვის ვუმალავდი, კახას? რა იფიქრა ნეტავ? კახას ზედმეტი ყურადღების და კომპლიმენტების გამო უნდოდა წამეშალა?.. გამეღიმა, ნიკას ეგონა, რომ ჩვენს შორის რაღაც ხდებოდა, მეც გადავწყვიტე ეს ამბავი მის საეჭვიანოდ გამომეყენებინა, რამდენად გამოვიდოდა არ ვიცოდი.
''შენ წაშალე, ლანამ არ ნახოს, არ მჭირდება ქალური საქმის გარჩევა.'' - მივწერე და კმაყოფილმა გავხედე. მერე ავდექი, სარკესთან მივედი და თმის გასწორება და დავიწყე. ''არ გჭირდება გაპრანჭვა, ისედაც ლამაზი ხარ, ნეტავ შემეძლოს ახლა შენს სურნელოვან თმაში სახის ჩამალვა და შენი სხეულის შეგრძნება, ამ ყველაფერს სასმელს ნუ დააბრალებ, ფხიზელიც ამას ვფიქრობ.'' - უკვე ვკანკალებდი მის მოწერილ მესიჯებზე და ვცდილობდი ლანკასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ''რომ გამოფხიზლდები და წაიკითხავ, მომწერე, რომ იგივეს ფიქრობ, მხოლოდ მაშინ დაგიჯერებ.'' - მივწეეე და ისევ სუფრასთან დავჯექი. ლანა ამასობაში ძალიან დამთვრალა და ნიკამ ისე, რომ მესიჯი არ გაუხსნია ჩემს ოთახში გაიყვანა, ხელში აყვანილი. გავბრაზდი, იმაზე რომ ჩემს ოთახში უნდა დაეძინა და უფრო იმაზე, რომ ნიკამ ხელში აიყვანა. ვიჯექი ჩემთვის დივანზე, ვსვამდი და ბექას და კახას ლაპარაკს ვუყურებდი, ვუყურებდი, რადგან გაგებით ვერაფერს ვიგებდი, ჩემი გონება ნიკას დასტრიალებდა. რაში სჭირდებოდა ეს თამაში, ვითომ მთვრალის მესიჯობა და ასე უცებ დატკბობა ვერაფრით ვხვდებოდი. ამ ფიქრებში გართულმა ვერ მივხვდი, როგორ დაიწყო კახამ ჩემს თმას თამაში და როგორ შემოვიდა ისევ ოთახში ნიკა.



№1  offline წევრი მოლურჯო

მოგკლავ იცოდე ორივე ისტორია მინდა ხოლმე ერთად მაგრამ როგორ ერთად არ ვიცი
ვგიჟდები ნიკაზე რაღაცნაირია
მეორე ისტორიას ველოდები ძალიან მალე! თორე ვერ გადამირჩები
--------------------
მარიამი

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

რამის - ლამის
წვენები მრავლობითში არასწორია.

აუუ ეს კახა რაა.
ისე მომეწონა ეს მესიჯობაა ^^
ის იყო გავიფიქრე სასმელი არ ესმევათქო, რომ ნიკამაც უთხრა :დდ
ელენეს ავად ყოფნა ძალიან არ მიიყირისძირო. ნუ, დარწმუნებული ვარ გეგმები გექნება, მაგრამ რადგან ამ პრობლემით დაიწყე, ხანდახან გამოაჩინე ხოლმე. ;)
ნიკუშა სამსახურს მიღმა უფრო კარგია, ვიდრე იქ. მუსუსი ესა :დდ <3

 


№3  offline მფლობელი goga27

გიჟი - ♥♥♥
მოგკლავ იცოდე ორივე ისტორია მინდა ხოლმე ერთად მაგრამ როგორ ერთად არ ვიცი
ვგიჟდები ნიკაზე რაღაცნაირია
მეორე ისტორიას ველოდები ძალიან მალე! თორე ვერ გადამირჩები

კომენტარებს ნუ აფერადებ!
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№4  offline წევრი kora

ოოხ ეს კახა ძალიან მიშლის ნერვებს! ნიკა ექიმზე რა ვთქვა, კი მაბრაზებს, მააგრამ სად შემიძლია მასზე დიდხანს გაბრაზება შევძლო, მიყვარს უკვე ეს ბიჭი ძალიაან. ელენე საოცრად თბილი გოგოა. ნუცას პერსონაჟი საოცრად დადებით ემოციებს ტოვებს ჩემში, ნამდვილი მეგობარია, უსიტყვოდ ხვდება რა ხდება დაქალის თავს love ლანაზე არც ვიცი რა ვთქვა, თან მომწონე ეს გოგო, ოღონდ ნიკას გარეშე.ახლა ჩემთვის ვფანტაზიორობ და ათასი ვერსია წარმოვიდგინე გონებაში, ოღონდაც ნიკა და ლანას შეყვარებულობა უკუვაგდო და სხვა არანაირ ვერსიაზე არ ვფიქრობ. იმედია მათ შორის არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ჩვენ და ელეს გვგონია. უბრალოდ, წარმოუდგენელია "ჩემი" (რა უცებ მივისაკუთრე :დ) სიმპატიური ექიმი ისეთი არამზადა იყოს, რომ შეყვარებულის თანდასწრებით სხვას ასე უბნევდეს თავგზას. მე კი ეს ბიჭი ისე ძალიან მიყვარს, რომ ვერ გადავიტან ასე, რომ მატკინოს გული! :)
ეს რაც შეეხებოდა ჩემს ემოციებს ისტორიის ამ თავზე და შენზე ხომ თათა, ძალიან ვარ შეყვარებული, საოცრება ხარ და მადლობა ასეთი თბილი და ემოციებით სავსე ისტორიებისთვის! <3
--------------------
kira.G

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

kora
ოოხ ეს კახა ძალიან მიშლის ნერვებს! ნიკა ექიმზე რა ვთქვა, კი მაბრაზებს, მააგრამ სად შემიძლია მასზე დიდხანს გაბრაზება შევძლო, მიყვარს უკვე ეს ბიჭი ძალიაან. ელენე საოცრად თბილი გოგოა. ნუცას პერსონაჟი საოცრად დადებით ემოციებს ტოვებს ჩემში, ნამდვილი მეგობარია, უსიტყვოდ ხვდება რა ხდება დაქალის თავს love ლანაზე არც ვიცი რა ვთქვა, თან მომწონე ეს გოგო, ოღონდ ნიკას გარეშე.ახლა ჩემთვის ვფანტაზიორობ და ათასი ვერსია წარმოვიდგინე გონებაში, ოღონდაც ნიკა და ლანას შეყვარებულობა უკუვაგდო და სხვა არანაირ ვერსიაზე არ ვფიქრობ. იმედია მათ შორის არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ჩვენ და ელეს გვგონია. უბრალოდ, წარმოუდგენელია "ჩემი" (რა უცებ მივისაკუთრე :დ) სიმპატიური ექიმი ისეთი არამზადა იყოს, რომ შეყვარებულის თანდასწრებით სხვას ასე უბნევდეს თავგზას. მე კი ეს ბიჭი ისე ძალიან მიყვარს, რომ ვერ გადავიტან ასე, რომ მატკინოს გული! :)
ეს რაც შეეხებოდა ჩემს ემოციებს ისტორიის ამ თავზე და შენზე ხომ თათა, ძალიან ვარ შეყვარებული, საოცრება ხარ და მადლობა ასეთი თბილი და ემოციებით სავსე ისტორიებისთვის! <3

ნიკა კაი ტიპია,რას ერჩი?ლანაზე რა მოგახსენო,შეყვარებულის გარდა ახალგაზრდა,სიმპატიური ბიჭი ზღვაზე ვისთან ერთად წავა?ნუ ნაღვლობ ყველაფერი გაირკვევა.

lullaby
რამის - ლამის
წვენები მრავლობითში არასწორია.

აუუ ეს კახა რაა.
ისე მომეწონა ეს მესიჯობაა ^^
ის იყო გავიფიქრე სასმელი არ ესმევათქო, რომ ნიკამაც უთხრა :დდ
ელენეს ავად ყოფნა ძალიან არ მიიყირისძირო. ნუ, დარწმუნებული ვარ გეგმები გექნება, მაგრამ რადგან ამ პრობლემით დაიწყე, ხანდახან გამოაჩინე ხოლმე. ;)
ნიკუშა სამსახურს მიღმა უფრო კარგია, ვიდრე იქ. მუსუსი ესა :დდ <3

ჩემი დაკვირვებულიიი,მეარ ვარ ასეთი დაკვირვებული,მიუხედავად იმისა,რომ დადებამდე ვარედაქტირებ.ყოველდღიურ საუბრის სტილს აქაც ვერ ვეშვები.ნიკა კაი ტიპია,ყველგან მარიამ.დ:

 


№6  offline წევრი ♡EPICLOVE♡

didi komentaris daweris dro ar mqonda zori mara dzaan momewonaa♡♡♡
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№7  offline წევრი Lana Tomlinson

ძალიან კარგი იყო. ჩემი სახელი რომ არის გამოყენებული მაგაზე ახლა დავფიქრდი ;დ <3 ვგიჟდები შენ მოთხრობებზე. ჯერ იყო და არ ვარ შენი სიყვარულის ღირსიო -ამაზე გავგიჟდი,ყოველ თავს სულმოუთქმელად ველოდებოდი. შოკოლადზეც ხომ ვგიჟდები და ვგიჟდები :დ აი ამ მოთხრობამაც გამაგიჟა.ძალიან მაგარი ხარ ლორე.ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ,,მწერალი'' ხარ ამ საიტზე <3

 


№8 სტუმარი სტუმარი მ

ვკითხულობ კომენტარებს და ძალიან მიკვირს, როგორ შეიძლება ნიკა დადებით პიროვნებად დაახასიათო?
ჯერ იყო და პირველივე თავში ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როგორც ექიმმა. მერე შეყვარებულთან გვერდით სხვა ქალს ეფლირტავება და აბავს. წარმოუდგენელია...

ლანამ რა დააშავა, რადგან მთავარი გმირი არ არის, ამიტო? წარმოიდინეთ ის რომ მთავარი გმირი იყოს და ნიკა სხვას ეკურკურებოდეს, მაშინ ხო გაჩეჩავდით?

რატომღაც მოველოდი, რომ შემდეგ თავებში ნიკას დაშვებულ შეცდომას გამოასწორებინებდი, ან რამე გამართლებას მოუძებნიდი, მაგრამ როგორც ვხედავ სულ უფრო მეტად ურევეს ეს ბიჭი...

ამას მუსუსი და მექალთანეც აღარ ქვია, ერთი "გარყვნილი" ტიპია. დარწმუნებუი ვარ, სიყვარულიც არ შეუძლია...

მაპატიეთ....

ლორე, შენ მაინც ჩემი ჩოკლიტი ხარ love

 


№9  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ჩემი გემრიელობა რატომ.იცი ასეთ დროს გაწყვეტა შე ინტრიგანო.მალე ახალი თავი თორემ :-( <3 თორემ :-D:-D
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№10  offline წევრი Salo me

ლანა და კახა როდის მოშორდებიან აქედან? უკვე ნერვებს მიშლიან ;-)
--------------------
Sally

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდები მაგრამ პირველად ვერ ვიტან შენს მთავარ გმირს არ მომწონს როგორც კაცი და როგორც ექიმი მეზიღება ყველა კაცი ვისაც გვერდით ქალი ჰყავს მხოლოდ ხორციელი სიამოვნების დასაკმაყოფილებლად და პარალელურ რეჟიმში სხვას ეჩალიჩება მანამ სანამ ის არ დაიკავებს მის საწოლში ადგილს am არ ვიცი რა გეგმები გაქ და როგორ გაგრძელდება ეს ისტორია მაგრამ ნიკა არ მევასება მაგას კახა მირჩევნია რომელსაც მართლა მოსწონს ჩემი გოგო და როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ცდილობს ურთიერთობის დამყარებას ასე პირდაპირ შეყვარება რეალურად არ მჯერა და ეს ბიჭი სწორედ რეალურს აწვება ჩემი აზრით feel ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე და მიუხედავად იმისა რომ არ მევასება ნიკოლოზი ველოდები შემდეგ თავს რადგან ვიცი უინტერესო არასდროს გახდება შენი ისტორია

 


№12 სტუმარი black

We love you lore.. love vabshe yvelas❤❤

 


№13  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაუ... დაიწყო უკვე აფორიაქებები და ამბები? საინტერესოა, ყველაზე მეტად ნიკას პერსონაჟმა დამაინტერესა, რატომ სწერს მას ამას, როცა ლანა ჰყავს გვერდით. ტიპიური მამაკაცი თუა არ ვიცი, მაგრამ წინასწარ ვერ შევურაცხყოფ... ცოლი არ არის ჯერ ეს ლანა მისი, მაგრამ მაინც ხომ უყვარს და ასე ღალატი გამოუვა ნელ-ნელა.. არა, რაღაც არ მომწონს ამ ექიმში, რაღაც აქვს თითქოს ჩაფიქრებული, იქნებ მანიაკია?
ან რავიცი რავიცი. მთვრალი ბოდავს, იქნებ ეთამაშება და მერე სადმე შეიტყუებს, დააბამს და აწამებს, ან რომ დააბამს ისიამოვნებს :D
უჰ, რა აზრებით ვიჩითები მე ყოველთვის. მაგრამ არ გაგიკვირდეს, ვიცი ხოლმე, ჩემ სფეროს ეხება და ამიტომ. ამოუცნობია ნიკა... ორაზროვან შთაბეჭდილებას მიტოვებს, თან ცუდს თან კარგს, თითქოს ნიღაბს ეფარება და არ ამჟღავნებს მის ნამდვილ სახეს, რაც ორმაგად ნერვებმომშლელია, ცალკე ჩვენი ელენესი, ცალკე კი ჩემთვის.
მშვენიენალურიაააააააააააააააააააა
უაღრესად მომწონს და გაგრძელების წაკითხვის სურვილს მიჩენს. აი ეს პლიუსი აქვს შენ ისტორიებს ყოველთვის love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№14  offline მოდერი giorgi63

მომეწონა მესიჯობა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent