ჩანახატი (3 თავი)
მესამე თავი ემოციებისგან დამძიმებულებმა უსიტყვოდ იმგზავრეს. ჯერ თათია მიიყვანეს სახლში, ერთი კი სთხოვა გოგონამ, იქნებ ამოხვიდეთო, მაგრამ როცა ბიჭებმა უარი უთხრეს თავი აღარ გამოუდია მიპატიჟებაზე. ორივეს თბილად მოეხვია და სადარბაზოში შევიდა. აკას აშკარად მარტო ყოფნა სჭირდებოდა: - არ გინდა სახლამდე გაყვანა, ფეხით გავლა მირჩევნია. - დარწმუნებული ხარ?! - ეჭვით ახედა მეგობარმა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ავტომობილიდან გადმოვიდა. ყველაზე ნაკლებად სახლში მისვლა სურდა. ფეხით მიუყვებოდა ქუჩას. სირბილით ჩაირბინა მეტრო სადგურ „ღრმაღელეს“ კიბეები. ესიამოვნა სიგრილე. იქვე ჩამოჯდა მოსაცდელში, რაღაც პერიოდი მგზავრებს აკვირდებოდა, შემდეგ მოსწყინდა და ერთ-ერთ მატარებელში შევიდა. ალბათ, საათზე მეტ ხანს დაჰყვებოდა უმისამართოდ. თვალებ დახუჭული, მობუზული იჯდა, უბრალოდ ფიქრობდა. ტკიოდა, შიგნიდან რაღაც აწუხებდა, კონკრეტულ სახელს კი ვერ არქმევდა. არის მომენტები როცა გინდა სიგიჟე ჩაიდინო, საკუთარ თავს გაექცე. დაივიწყო ვინ ხარ. ალბათ, აკასაც ეს ემოცია დაეუფლა. თვალები გაახილა, გარშემო მიმოიხედა, ვაგონში ხალხი ხალვათად იდგა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მხოლოდ მას უმზერდნენ. გაღიზიანდა, თვალები რისხვით აევსო. ინსტიქტურად წინ მჯდომ გოგონას მიაჩერდა, უცნობი უხერხულად შეიშმუშნა. ვაჟის მწველი მზერისგან თავის არიდების მიზნით აქეთ-იქით დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. ქალიშვილის რეაქციამ აშკარად გაართო. უცებ ისეთი სიმსუბუქე იგრძნო, ალბათ არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, ისტერიული სიცილი წასკდა. რომ გეკითხათ რა აცინებდა, კონკრეტულ მიზეზს ვერც იტყოდა. უბრალოდ ხარხარებდა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. გოგონას თვალებში შიში ჯერ გაოცებამ, ხოლო შემდეგ ირონიამ შეცვალა. უცებ მოსხიპა სიცილი აკამ, არ ესიამოვნა მისი ირონიული მზერა. თუმცა მაინც სულელივით ეღიმებოდა. წინ მჯდომმა ქალიშვილმა ჩანთიდან პატარა უბის წიგნაკი ამოიღო და დიდრონი მწვანე თვალებით რაღაცას კითხულობდა. ვაჟმა ოდნავ წამოწია თავი, დააინტერესდა რას უკირკიტებდა ასეთი ინტერესით, თუმცა უშედეგოდ. ვერაფერი დაინახა. მატარებელი „გადასასვლელ ხაზზე“ გაჩერდა, ვაგონი მგზავრებისგან იცლებოდა, ვაჟს ჩასვლა არც კი უფიქრია. ისევ მყარად იჯდა სავარძელზე. - არ მოდიხარ?! - გამოხედა უცნობმა გოგონამ. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. ქალმა მხრები აიჩეჩა და უდარდელი სახით, ამაყად თავაწეული გავიდა მატარებლიდან. - წინ იყურე, ასე აპრეხილი ცხვირით ვინმეს არ დაეჯახო! - ირონიულად გასძახა ვაჟმა. გოგონამ წაუყრუა, უაზრო რეპლიკა პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. - რას ერჩოდი ამ ქალს? - კითხა საკუთარმა მემ. - აგრესიისგან დაცლა მსურდა. - გასცა პასუხი. - მხოლოდ დაცლა, თუ... - კითხვა არ დაასრულა პირველმა მემ. გოგონას უხერხულობისგან აპილპილებული სახე წარმოუდგა თვალწინ და გაეღიმა. კიდევ დიდ ხანს იჯდა ვაჟი მატარებელში, დაჰყვებოდა სხვადასხვა სადგურზე და აკვირდებოდა მგზავრებს. სახლში გვიან ღამით საკმაოდ დაღლილი დაბრუნდა. სამზარეულოში მოკამათე დედ-მამას ცალი თვალით გახედა და საძინებელში შეიკეტა. დილით ქეთას ხმამ გააღვიძა: - მაგარი ამბავი მაქვს - ფეხებთან დაუსკუპდა - ზღვაზე მივდივართ! - კარგი?! - ირონია ვერ დამალა აკამ. - როდის? - ხვალ. დედამ კარგად იმუშავა, მამას ფული დასცინცლა. მისი დაქალოჩკაც წამოვლენ!. -თვალი ჩაუკრა მან. - რაღა გვიჭირს. ისე აზრი ჩემთვისაც რომ ეკითხათ, არა? რა ჯანდაბა მინდა ალაჩკასა და მის დაქალთან? - აბუზღუნდა ვაჟი. - გეხვეწები, უარი არ თქვა!- თვალები ცრემლებით აევსო ქეთას - დარჩენის უფლებას მაინც არ მოგვცემს, თან აუცილებლად წაგვიყვანს. ხომ იცი, ერთმანეთის დანახვაზეც გადაირევიან, ვის ღა ვეხსომებით, ვიქნებით ჩვენს გემოზე. კარგად გავერთობით. გთხოვ! - ყელი გამოუწია დამ თხოვნის ნიშნად. უარს როგორ ეტყოდა?! გულში ჩაიკრა გოგო. მთელი დღე აჟიტირებული, გახარებული დარბოდა დედა. ყველაფერი რაც გართობასა და დასვენებასთან ასოცირდებოდა აბედნიერებდა ქალს. მოსწონდა აკას დედის გაბრწყინებული სახის ყურება. მეორე დილას გამთენიისას ჩაბარგდნენ, მამა ჩვეულებისამებრ თბილისში დარჩა. ზოგჯერ ალბათ კარგია ცოტა „გიჟი“ დედის ყოლა. ვაჟი ქალს მშობლად ვერც არიქვამდა. თავქარიანი, გარდატეხის ასაკში ჩარჩენილ მოზარდს უფრო მოგაგონებდათ. თითქოს როლები გაცვალეს, აკა - მამა იყო, დედა კი ჭირვეული ქალიშვილი. - ცოტა ფრთხილად რომ იარო არ შეგიძლია? - უკმაყოფილო ხმით გასძახა ვაჟმა ქალს, რომელიც მთელი არსებით ყვებოდა ბოლო ხმაზე აწეულ მუსიკას. მისი სიტყვები თითქოს არც კი გაუგიაო, სიჩქარეს უფრო უმატა. - დედა! - გაღიზიანებულმა უფრო ხმამაღლა დაუძახა. თუმცა ისევ უშედეგოდ. ღილაკს ხელი დააჭირა და აღმუვლებული მაგნიტოფონი გამორთო. - როგორი უჟმური ხარ, რა გჭირს?! - უსიამოვნოდ გამოხედა ქალმა. - ნელა იარე მეთქი! - მშვიდად გაუმეორა ვაჟმა. - აუფ, დაწყნარდა ყურები! - კმაყოფილი იკრიჭებოდა ქეთაც. - შეუძლებელია ჩემი შვილები ასეთი უჟმურები იყოთ! - ხმადაბლა ჩაილაპარაკა ალამ, თუმცა მაინც დაემორჩილა და ნელ-ნელა სიჩქარეც დააგდო. შუა დღისთვის უკვე ბათუმში იყვნენ, დაქალი სასტუმროში დახვდა, ქალები ერთად მოთავსდნენ, ხოლო აკა ცალკე, ერთ კაციან ნომერში მოეწყო, უცერემონიოდ შეუხტნენ ოთახში და ყველა კუთხე-კუნჭული გადაქექეს. ქეთას პროგნოზი გამართლდა, გასართობი ადგილების საკმაოდ დიდი ნუსხა ჰქონდათ შედგენილი. გრაფიკი მკაცრად გაწერილი: - დილით, თერთმეტ საათამდე პლიაჟი, შუა დღეს სპა-სალონები, საღამოს სეირნობა, ღამით დროს ტარება დისკოტეკა ან ბარი, გააჩნია განწყობას. - ახალგაზრდა თაობა რით დაკავდებით? - კითხვით შეხედა დედის სილიკონებითა და ბოტოქსებით დაბერილმა მეგობარმა. - მოვიფიქრებთ, რამეს... - უპასუხა ქეთამ. - ისე, ალაჩკა, შენი ვაჟი საკმაოდ „სიმპატიური“ დამდგარა! - თვალი ჩაუკრა ქალმა. არ ესიამოვნა მისი რეპლიკა აკას. იყო ამ ქალში რაღაც ავხორცული და ისე შეუბღვირა დედამ სიცილი ვერ შეიკავა. - მომეჩვენა, თუ გაბამს? - ჰკითხა დამ, როგორც კი ქალები ნომრიდან გალაგდნენ. - რა ღა მიჭის, შინაბერების გამრთობ ფინიად ღა მალდა ყოფნა. - ღრენით ჩაილაპარაკა ვაჟმა. - გავალ მეც, ბარემ ამოვბარგდები და დაბლა დაგელოდები, საღამოს გავისეირნოთ! - შესცინა ქეთამ და ნომრიდან კუსკუსით გაჰყვა ქალებს. ლოგინზე მოწყვეტით დავარდა აკა და ფიქრებში ჩაიძირა. ვიკას მომცინარი, გაბრწყინებული სახე წარმოუდგა თვალწინ, გულში უსიამოვნოდ გაჰკრა. მისდა უნებურად მეტროში ნანახი უცნობი გოგონას ოდნავ ცინიკური ღიმილიც აღიდგინა. თითქოს ერთმანეთს ადარებდა. ვერ მიხვდა, რატომ მაგრამ აშკარად იგრძნო, რომ უცნობის მწვანე თვალების გახსენება უცნაურ სიმშვიდეს ჰგვრიდა. მობილურის ზარმა გამოაფხიზლა, დედა იყო: - ერთ საათში რესტორანში დაგელოდებით!. - მხიარულად ჩასძახა და გაუთიშა. სახე სწრაფად მოისრისა და შხაპის მისაღებად აბაზანაში შევარდა. ესიამოვნა ამ სიცხეში გრილი დგუში. ნამიან ტანზე პირსახოცი მოიხვია და ნომერში გავიდა. - აი, ეს მესმის! - ლოგინზე წამოგორებული, გამჭვირვალე, შიფონის შავ პენუარში გამოწყობილი დედის მეგობარი წუწკი მზერით მისჩერებოდა შიშველ სხეუზე. - აქ რას აკეთებ?! - ცივი ხმით ჰკითხა ვაჟმა. - ვიფიქრე, პატარა ბიჭს გართობა გენდომებოდა! - თვალები ვნებითა და სურვილით ავსებოდა ქალს. აშკარად ზედმეტად აღაგზნებდა ვაჟის ახალგაზრდა, ნავარჯიშევი სხეული. - მასხარა თუ დამჭირდება, ცირკში წავალ! - კბილებში ღრენით გამოსცრა. ქალი ლოგინიდან წამოდგა, ვერ დაუკარგავდი, ნამდვილად მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა. - დავიჯერო, არ გიზიდავ? - თვალები დაუწვრილდა, საჩვენებელი თითი ვნებიანად დაუსვა ვაჟის დაჭიმულ პრესს. აშკარად იგრძნო როგორ დაუარა ბიჭს ჟრუანტელმა და ირონიულად გაიღიმა. - ცოლად მოყვანას ხომ არ გთხოვ. შენს ადგილზე ყოფნას ბევრი ინატრებდა. ქალთან ყოფილხარ? ერთი წუთით თითქოს თავი დაკარგა აკამ, მკერდზე მიიკრა და დაბერილ, ვნებიან ტუჩებზე დაეკონა. მსუბუქი ბიძგით ლოგინზე დააწვინა, სწრაფად მოექცა ზემოდან, ნაზად, ფრთხილად ეხებოდა ბაგეებზე, თანდათან, ნელ-ნელა იცვლიდა ადგილს, ვნებიანად კბენდა ყურის ბიბილოზე, უკოცნიდა ყელს, უსრესდა ურცხვად მოშიშვლებულ მკერდს, ბარძაყებს. დაუოკებელი ვნებისგან თვალები მილულა ქალმა, სიამოვნებისგან კვნესა აღმოხდა, როგორც კი ბიჭმა საცვალი მოაშორა სხეულს, სწორედ ამ დროს ვაჟის კმაყოფილი ჩაცინებაც მისწვდა სმენას. მოულოდნელობისგან თვალები ჭყიტა. ზიზღით სავსე, ცივი თვალებით დასცქეროდა აკა. - რატომ გაჩერდი?! - დაბნეული, გაფართოებული თვალებით უმზერდა ქალი. - როგორც ხედავ გამოცდილება არ მაკლია. - კბილებში გამოსცრა ვაჟმა. - თუმცა უკანასკნელი ქალიც რომ იყო, დედაჩემის დაქალთან არასოდეს ვიცხოვრებ! - კბილებში გამოსცრა, სწრაფად წამოდგა, იქვე დაგდებული სპორტული ჩანთა აიღო და ჩასაცმელად ისევ აბაზანაში შევიდა. ნელა, აშკარად წელმოწყვეტილივით წამოიზლაზნა ქალი, საკუთარი გამოსახულება ყურადღებით შეათვალიერა სარკეში, თმები გასჩეჩოდა, ტუჩები სასსიებოდა. მწარედ ანანებდა ამ ლაწირაკს დღევანდელ საქციელს, მერე და როგორ ანანებდა. თვალები სიბრაზისგან უელავდა, გულში ემუქრებოდა ვაჟს. საკმაოდ ბოღმა ხასიათის პატრონი, ასე იოლად არ ჰპატიობდა შეურაწყოფას, ემოციებს არ გამოხატავდა, ამაყი სახით გაისწორა თითქმის შემოძარცვული პენუარი, იქვე მიგდებული თხელი ხალათიც შემოიცვა და კარის ბრახუნით დატოვა ნომერი. მათ შორის მომხდარ ინციდენტს არც ერთი არ იმჩნევდნენ. სრული იგნორი, თითქოს არც კი არსებობდნენ. ვაჟს აშკარად არ ჰქონდა სურვილი, ქეთას ამ არანორმალურ, აღვირახსნილ ქალთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. დედას და მის მეგობარს ახლოსაც არ ეკარებოდნენ. ვერაფრით ხვდებოდა რა საერთო ჰქონდა ალას ამ ამზრზენ არსებასთან. ამ დღემდე ქალის მიმართ ზიზღი არასოდეს უგრძვნია, ეხლა კი ემოციების დაფარვა უჭირდა. მაქსიმალურად ცდილობდა ქეთა გაერიდებინა და სხვადასხვა სახის გასართობებს თავად იგონებდა, იახტით სეირნობიდან დაწყებული, ღამის კლუბებში სიარულით დამთავრებული. ბარში ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას დედას და მის მეგობარსაც გადაეყარნენ. საკუთარი ღირსებები აშკარად იცოდა ქალმა და არც გამოჩენას ერიდებოდა. მოკლე ლურჯი კაბა მადის აღმძვრელად ეკვროდა ხელოვნურად დაბერილი მკერდზე. წვრილი წელი. გრძელი ქერა თმა, წითელი პომადა. ალბათ ნასვამიც იყო, ან კარგად თამაშობდა მთვრალის როლს. ხმამაღალი, გამომწვევი სიცილით იპყრობდა საზოგადების ყურადღებას. არც დედა ჰგავდა მაინც და მაინც ფხიზელს. - ამათი მარტო დატოვება არ ივარგებს! - ჩუმად უჩურჩულა ქეთამ. სხვა გზა არ ჰქონდათ, ასე აშკარად ვერ დააიგნორებდნენ. ბღვერით ჩამოჯდა აკა მათ მაგიდასთან. -ოჰ, თურმე ვინ დაგვაფასა! - ირონიულად აღნიშნა ქალმა - ალაჩკა, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენს ვაჟთან რომ ვიცეკვო? - რა სისულელეა... - სასმლისგან დაბოხებული ხმით დაეთანხმა დედა. - მე აღარ მეკიხები?! - კბილების ღრჭიალით კითხა ვაჟმა. - ძალიან გთხოვ ქალიშვილი გოგოსავით ნუ მეპრანჭები. ცეკვას გთხოვ, სხვას ხომ არაფერს? - გაღიზიანდა ის. - თუ არ გინდა, აგერ იმ ბიძასთან ვიცეკვებ! - თითი გამომწვევად გაიშვირა ქალმა ბართან ჩამომჯდარი ღიპიანი მამაკაცისკენ, რომელიც კარგა ხანია აკვირდებოდა მის მოშიშვლებულ ფეხებს. - წამოდი, წამოდი... - უხალისოდ წამოდგა აკა. არ ვიცი ამას ცეკვა რამდენად ერქვა, ქალი მთელი სხეულით აკვროდა ვაჟს. აშკარად აღიზიანებდა თითოეული მოქმედებით, თითოეული ჟესტით. მის ცხელ ტუჩებს გრძნობდა ყელზე. მიუხედავად ქალის ასაკისა, უცხო რომ ყოფილიყო მასთან დაწოლაზე ერთი წუთითაც არ იტყოდა უარს, მაგრამ... დაჰყურებდა სურვილით ატაცებულ ქალს და საკუთარ თავს მერამდენედ ეუბნებოდა: - როგორიც არ უნდა იყოს, დედაშენის დაქალია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.