შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიფქის ეფექტი [თავი 1]


22-12-2015, 18:04
ავტორი sopiko
ნანახია 3 299

ტაქსს ხელი დაუქნია და სირბილით გაექანა მისკენ. აქეთ–იქით დაბნეული იყურებოდა, თან რძისფერ ჩანთაში საფულეს ეძებდა. ქერა თმა ზურგზე დაეყარა და ზამთრის ყინვისგან დასაცავად, პალტოში რაც შეეძლო იფუთებოდა.
–სადგურამდე რომ მიმიყვანოთ, რამდენი იქნება საჭირო?–ჰკითხა ხანშიშესულ მძღოლს და კიდევ ერთხელ მიმოიხედა, თითქოს ვიღაცას ეძებსო.
–ათი ლარი!–შეუბღვირა მან.
დარიას ცოტა არ იყოს ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა ხელი ჩაიქნია და კაცის მოთაფვლა სცადა.
–კარგით, რა! გთხვოვთ, დამეხმარეთ! არ გეცოდებით ამ სიცივეში ასე რომ ვდგავარ?–ატიკტიკდა საყვარლად და თითები ერთმანეთში ახლართა.
–რამდენად გინდა?–უმალ მოლბა მძღოლი.
–ხუთი?–შეევაჭრა ეშმაკურად.
–ხუთი არა, ის! ხუთ ლარად ამ მაღაზიაშიც კი ვერ გაგიყვან!–ულაზათოდ იხუმრა და წასვლა დააპირა.
–კარგი, კარგი! შვიდი?–ისევ თავისას აგრძელებდა და ტუჩები უთრთოდა.
–ჯანდაბას, დაჯექი!
გახარებული დარია გულში ყირამალა დადგა და რამდენიმე ბრუნი გააკეთა. სინამდვილეში შერცხვა და მოკრძალებულად მოიქცა. დიდი და საშუალო ზომის ჩემოდნები საბარგულში დადო, უკანა სავარძელზე კომფურტულად მოთავსდა და კარები მოხურა.
–სწრაფად რა!–მბრძანებლობაც კი დაიწყო და სარკეს თვალი აარიდა, მძღოლის შეკრული შუბლი რომ არ დაენახა.
დღეს მისთვის ბიძაშვილს, მიშიკოს უნდა გამოევლო, მან კი დაიგვიანა და ყველაფერი ამის შემდეგ აირია. ცხრა საათზე მატარებლის სადგურზე უნდა იყოს და თხუთმეტ წუთში ვაითუ ვერ მოასწროს. მერე რა უნდა ქნას? ხვალამდე მოუწევს ლოდინი და ვინ იცის მერე რა იქნება... მისი ოცნებებების ასრულების ხანა მაშინ დაიწყო, როცა მშობლემა ამერიკიდან ფული გამოუგზავნეს მანქანის საყიდლად, მან კი აგარაკი იყიდა ბაკურიანში, რათა მშვიდი , წყნარი, თავისებური არდადეგები მოეწყო. არც მეგობრებისთვის უთქვამს რამე. ასე ხომ სხვა დროსაც დაუსვენია. წელს უნდა საკუთარ თავთან მარტო დარჩეს და სიგიჟეებს უმკურნალოს. უნდა რა, ცხოვრებაში ასე ვერაფერს მიაღწია და ახალი წელს ახალი შემართებით და მიზნებით უნდა შეხვდეს. ახლა კი ვინ არის? მუშაობს კონსულტანტად და ამ სამუშაომ ძალიან მოაბეზრა თავი. ასე რომ უნდა შეიცვალოს! მიშიკომ კი მიუხედავად იმისა, რომ დარიას პრობლემების შესახებ იცის, უპასუხისმგებლობა გამოიჩინა და ''სატაქსოდ'' გაუხადა საქმე.
აფრენო, ხშირად უთქვამთ ახლობლებს. დედა და მამაც წასვლამდე სულ ამას ეჩიჩინებოდნენ, Skype-–ში ლაპარაკის დროს კი ეს სადღა ახსოვთ. სულ იმას ამბობენ მოგვენატრე, მოგვენატრეო და მალე ჩამოსვლის პირობას აძლევენ. როდის მოვა ეს ''მალე'' კი არავინ იცის... დარიაც ელოდება!
–მოვედით!–მოესმა ფიქრებში გართულს მძღოლის ხმა, ანგარიში გაასწორა და მანქანიდან გადავიდა.
მატარებელს წუთი–წუთზე მიუსწრო. კიდევ კარგი ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა. გამცილებელმა მის კუპესთან მიაცილა და თავის გზას დაადგა.
დარიამ კუპეში შეაბიჯა და ადგილზე გაშეშდა. თვალები რასაც ჰქვია შუბლზე აუვიდა. ფანჯარასთან, სკამზე ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა. შავთვალება, წაბლისფერთმიანი, სწორი, ნატიფი ცხვირით... მოკლედ საშინლად, ვიმეორებ, საშინლად სიმპათიური იყო, რადგან აქამდე ყველას თვითონ რომ ხიბლავდა ქალბატონი დარია, თავად დარჩა პირდაფჩენილი. უცნობს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ალბათ არც შეუნიშნავს, თავი საპირისპირო მხარეს მიებრუნებინა და პროფილზე კარგად დაკვირვების საშუალებას აძლევდა კარებთან მდგომს.
–ჰმ!–ჩაახველა დარიამ და ადგილზე აწრიალდა. მამაკაცმა იკადრა და პირქუშად შეათვალიერა.
–ეს კუპე ორადგილიანია და როგორც ვიცი მეორე ადგილი არავის დაუჯავშნავს!–აღნიშნა სასხვათაშორისოდ და ისევ სხვა მხარეს გაიხედა.–შეგიძლიათ წახვიდეთ!
მისმა გარეგნობამ ხომ ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა დარიაზე, მაგრამ უჟმურმა გამოხედავამ და მოკლე–მოკლე ფრაზებმა ქარიშხალივით გადაუარა ყველაფერს. მისთთვის უჩვეულო იყო თუ ასე როგორ უნდა გებატონა სრულიად უცხო ადამიანზე და თანაც პირდაპირ მიგეხალა, აქდან წადიო!
''მგონი ამას ზრდილობის არაფერი გაეგება!''–გაიფიქრა და წელში გასწორდა.
–უი, უკაცრავად!–თავი გადააქნია და უკან გატრიალდა. მოულოდნელად შებარბაცდა და საფეთქელზე თითი მიიჭირა. სკამზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა.
მამაკაცი ოდნავ შეინძრა, მერე გულგრილად შეათვალიერა დამორცხვებული გოგონა და ოდნავ მოზრდილ წვერზე ხელი მოისვა.
''იქნებ შემეკითხოს, თუ რა დამემართა!''–გაოცებულმა ჰკითხა მეორე მეს.
''არ შეგეკითხება!''–იმედი გაუცრუა მანაც კი და დარიამ გადაწყვიტა თავად ამოეღო ხმა.
–თავბრუ დამეხვა...–ამოილუღლუღა საცოდავად და გულში ჩაიღიმა, ეს ტყუილი ნამდვილად გაჭრიდა და უცნობიც გალღვებოდა.
–რამდენიმე წუთში უკეთ იქნები!–ცივად მიუგო მამაკაცმა. მიხვდა რომ გოგონა ცრუობდა, თუმცა არ შეიმჩნია. რაღაც სისულელეების მტკიცებას ნამდვილად ვერ დაიწყებდა, ამაზე ღელვაც არ ღირდა. მობეზრდებოდა ''მოძალადე'' ქალიშვილს ეს უაზრო თამაში და წავიდოდა.

...............................................................
ჩემო ძვირფასებო!
ეს არის ჩემი პირველი საახალწლო ''რომანი'' და არ ვიცი როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე! სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად ვღელავ...
შეფასებებს ისე ველოდები, როგორც არასდროს!
ჩემი მხრიდან გპირდებით რომ შეგიქმნით საახალწლო განწყობას და განსხვავებული შემართებით, იმედებით და სურვილებით შეხვდებით ახალ წელს!
ამ ისტორიის ბოლო თავი დაიდება 31 დეკემბერს, ახალი 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე!
თქვენი სოფო...
პ.ს. მარიამ, შენი ფოტო რომ გამოვიყენე, იმედი მაქვს რამე პრობლემა არ იქნება...



№1  offline წევრი kaxelii

ძალიან პატარა იყო ამიტომ ვერ გეტყვი კარგიათქო. მომდევნოს ველოდები, იმედია დიდი იქნება და მომეწონება.

 


№2  offline მოდერი sopiko

nino k.d.
ძალიან პატარა იყო ამიტომ ვერ გეტყვი კარგიათქო. მომდევნოს ველოდები, იმედია დიდი იქნება და მომეწონება.

მაინც გმადლობ ♥ პატარა ნამდვილად არ ყოფილა...

 


№3 სტუმარი mariami

Dzalian momewona momewona da gaagrdzele.

 


№4  offline წევრი marimari123

გააგრძელეეე
<3 მალ-მალე დადე ხოლმე რააა *-*

 


№5  offline მოდერი sopiko

mariami
Dzalian momewona momewona da gaagrdzele.

marimari123
გააგრძელეეე
<3 მალ-მალე დადე ხოლმე რააა *-*

მადლობები მარიამებო ♥ ყოველდღე ვდებ, ერთი და იგივე ზომის თავებს, თუ რამემ არ შემიშალა ხელი...

 


№6  offline წევრი teddy))

Oooho, mec momewona chveni aizbergi! (aizbergi me shevarqvi, misi uemocio saxe da sityva dzunwoba) dade xval ar malodino, ar myofnis ara! Dzalian kargi xaar :*

 


№7  offline მოდერი sopiko

teddy))
Oooho, mec momewona chveni aizbergi! (aizbergi me shevarqvi, misi uemocio saxe da sityva dzunwoba) dade xval ar malodino, ar myofnis ara! Dzalian kargi xaar :*

გმადლობ^^ აისბერგი მომეწონა :-D

 


№8  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

ცოტა უკმაყოფილოდ დავრჩი.ცუდი არ იყო.დაველოდები გაგრძელებას ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება.აბა შენ იცი.<3 წარმატებები
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№9  offline მოდერი sopiko

teofine15
ცოტა უკმაყოფილოდ დავრჩი.ცუდი არ იყო.დაველოდები გაგრძელებას ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება.აბა შენ იცი.<3 წარმატებები

გმადლობ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent