შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 17


24-12-2015, 01:33
ავტორი mako-makako
ნანახია 2 603

ლევანმა ბექასთან საუბარი დაამთავრა და მაშინვე საძინებლისკენ წავიდა სადაც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი ელოდებოდა.კარები შეაღო და დაინახა ნია როგორ იხდიდა მაისურს და როგორ ღირიებდა თავისტვის დაბალ ხმაზე.არ უნდოდა ზედგენიძეს შესვლა და გოგონასტვის მყუდროების დარღვევა ამიტომ კარები ოდნავ მოხურა და ღია ადგილიდან დაუწყო ყურბა.ხვდებოდა რომ ეს ყველაზე უღირსი სქციელი იყო,მაგრამ ისიც იცოდა რომ ვერ გაბედავდა მისტვის ზედმეტის კადრებას.მისი ლამაზი სხეული ატყვევებდა და გონებას ურევდა მამაკაცს.მისი ნარნარა ხმა ბულბულის გალობას წააგავდა და საოცარ გარემოს ქმნიდა ერთიანობაში ს ყველაფერი.ნიამ მაისური გაიხადა და მოკლე პენუარი გადაიცვა,შარვალიც გვერდით მდგას სკამზე გადაკიდა და ის ის იყო საწოლში დაწოლას აპირებდა რომ ლევანმაც შემოარო კარი და ნიამ შიშისაგან ერთი შეჰკივლა კიდეც.
-ვაიმე დედაა.-როცა დაინახა იქ მხოლოდ ლევანი იყო ცოტა დამშვიდდა და საყვედურნარევი ხმიტ და გაბუტული ტუჩებით უთხრა.-გული გამიხეთქე ლევან,არ მეგონა თუ შენ იყავი.უკვე დაწოლას ვაპირებდი.ძალიან დავიღალე და დაძინება მინდოდა.-ნიამ გადასაფარებელი გადაწია და შიგნით შეძვრა.
-ბოდიში.არ მეგონა თუ ასე შეგაშინებდი.მეც დასაძინებლად შემოვედი ყველა დაწვა და ვიფიქრე მეც დავიძინებდი ცოტას.-უთხრა ლევანმა და საწოლზე ნიას გვერდით მოიკალათა.
-ძილინებისა ლევან.-ნია მისკენ გაიწია და ლევანის მკერდზე მოათავსა თავი. თვალებში ჩახედა და ისე დაემსვიდობა.ლევანი ნაზად დასწვდა მის გემრიელ ბაგეებს და კოცნაში აიყოლია.კოცნიდნენ მთელი სიყვარულიტ და განცდით,მაგრამ ეს მხოლოდ გულღია კოცნა იყო და ამაში ფარული არაფერი იმალებოდა.არსად ეჩქარებოდათ გვრიტებს და ამიტომ ყოველი წუთით ცდილობდნენ ტკბობას რასაც კი ცოხვრებაა აჩუქებდათ.
-ბოდიში ნია.გთხოვ მაპატიე დღევანდელი ჩემი საქციელი.-გოგოს ბაგეებს მოსწყდა ლევანი და ისე უთხრა.
-რისთვის მიხდი ბოდიშს ლევან?-გაიკვირვა გოგონამ,რადგან მართლა ვერ ხვდებოდა რა ჰქონდა ბიჭს მასთან საბოდიშო.დღეს ხომ მშვენიერი დრო გაატარეს ყველამ ერთად.
-იმ კოცნისთვის გიხდი ბოდიშს,ყველას წინაშე რომ მოგპარე.უბრალოდ ისეთი საყვარელი და საოცრად ლამაზი იყავი თავი ვეღარ შევიკავე და გაკოცე.ალბათ ეს ყველაფერი ნასვამი რომ ვიყავი მაგის ბრალი იყო.ბოდიში კარგი ჩემო ლამაზო გოგო.-ყველაფერი აუხსნა მამაკაცმა ქალს და თვალებში ჩააშტერდა.
-არაფერია აქ ლევან საბოდიშო.შენ მაკოცე მერე რა მოხდა.კი მართალია პირველად მაკოცე ესე სახალხოდ და შემრცხვა კიდეც მაგრამ არა საბოდიშო არაფერი გაქვს. პირიქით მიხარია რომ ჩემგან გასხვავებით გრძნობების გამოხატვის არ გერიდება.-დაამშვიდა ნიამ ზედგენიძე და მხურვალედ აკოცა ტუჩებში.
-შენ ჩემი საოცრება ხარ,ჩემი ლამაზი და ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ. მიყვარხარ ნია და მთელი ცხოვრება ასე გაგიჟებით მეყვარები.-უთხრა ლევანმა როდესაც ნიას ბაგეებს ძლივს მოსწყდა და სიყვარულით სავსე მზერით ჩააშტერდა მის ლამაზ თვალებს.
-მეც ძალიან მიყვახარ ჩემო სიყვარულო და მთელი ცხოვრება ასე მეყვარები.სულ მუდამ ჩემი იქნები.-არც ნიამ დაიშურა თბილი სიტყვები თავისი საყვარელი ადამიანის მიმაღთ და გულში ისე მაგრად ჩაეკრა გეგონებოდათ ვინმე აპირებდა მისთვის ლევანის წართმევას. მაგრამ რას ვიზამთ,ეს მესაკუთრეობის ჟინი ხომ ყველა ადამიანს ახასიათებს და არც ნია იყო მათგან გამონაკლისი.თუ მისი იყო ბოლომდე მისი უნდა ყოფილიყო და ამას თითოეულ ჩახუტებასა თუ სიტყვაში ამჟღავნებდა.მისი უჩვეულო ხასიათი ლევანს ძალიან ბედნიერს ხდიდა.რადგა იცოდა რომ ნიას სიგიჟემდე უყვარდა ისევე როგორც მას უყვარდა ნია და ეს ყოველივე მათ ყველაზე ბედნიერებს ხდიდათ.ლევანმა ლოგინზე გადააწვინა ნია. ვნებიანად აკოცა ჯერ ტუჩებზე,მერე მხურვალე კოცნა დაუტოვა შულზე და ნიას თავი მის გულზე დაადებინა,რომ ადვილად ჩახუტებოდა მის საყვარელ არსებას.ორივე ხელი მჭიდროდ შემხვია წელზე და ასე დღით და ნიათი კმაყოფილი გადაეშვა ძილის სამყაროში.
...
ბექაზე ჩახუტებულს ისე ჩამეძინა ნამდვილად ვერ მივხვდი როდის გათენდა. არ მეგონა ასე გათიშულს თუ შემეძლო ძილი,მაგრამ როდესაც ბექა ჩემთან ასე ახლოს იყო მაშინ ჩემი გულიც და გონებაც ისე მშვიდად იყვნენ რომ ფიქრები ავტომმატურად ტოვებდნენ ჩემს გონებას და სასიამოვნო სამყაროში გადამიშვებდნენ მთელი სხეულით და მეც ამ სიამოვნებით ვტკბებოდი იქამდე სადამდეც ეს ყველაფერი გრძელდებოდა.დილით რაღაც ხმაურზე გამეღვიძა. თვალები ნელა გავახილე,რადგან მეგონა გირები მეკიდა ზედ.ასე ცუდად ნაბახუსევზე არასოდეს ვყოფილვარ.სულ ბექას ალერსის ბრალია,მაშინვე ვიპივე გამოსავალი და ჩემთვის გამეღიმა.როდესაც ჩემი ბიჭის სახეს გადავხედე ისე გემრიელად და მშვიდად ეძინა,რომ არ მეკოცნა ალბათ სული დამელეოდა იქვე.ნელა დავუძვერი ხელებიდან და ოდნავ გადავბრუნდი მისკენ.ტუჩები მის ლამაზ ტუჩებს მივადე და მხურვალე კოცნა დავუტოვე წამსვე.მაშინვე იგრძნო მაგრამ არ შეიმჩნია ბიჭმა.მეტი უნდოდა და გარინდული ელოდებოდა ჩემს შემდეგ მოქმედებას.ისევ ვაპირებდი კოცნას მაგრამ გარედან ისეთი ყვირილის ხმა შემომესმა რომ ინსტიქტურად ლოგინიდან წამოვხტი და ბექას დავუწყე ჯაჯგური.
-ადექი ბექა რა გთხოვ,გაიღვიძე მალე.გარეთ ვიღაც ყვირის.მიდი ნახე რა ვინ არის.- ვთხოვე შეშინებული ხმით.ბექაც მაშინვე ფეხზე წამოვარდა და შარვლის ჩაცმა დაიწყო,,ვერ ვხვდებოდით ვინ უნდა ყოფილიყო ასე გამწარებული რომ ყვიროდა და რა უნდა მომხდარიყო ასე ადრიანად.
-კარგი ნუ ნერვიულობ ცხოვრება,გავალ და ვნახავ რა ხდება შენ იქამდე ჩაიცვი და გამოდი.-დამშიდება დამიწყო გასვიანმა როდესაც ჩემი შეშინებული სახე დაინახა. თბილად მაკოცა თავზე და უცებ გაირბინა გარეთ იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა იქ.
ბექა..
დილით ჩემი ლამაზი გოგოს კოცნამ გამაღვიძა.ისე მსიამოვნებდა მისი ალერსი და იმდენი ხანი მაკლდა ეს სითბო,რომ გაღვიძება არ მინდოდა.მინდოდა სულ ასეყოფილიყო ჩვენი ცხოვრება.არასოდეს მომბეზრდებდა ანასთან ყოფნა და მისი კანის სურნელის შეგრძნება.მისი ბაგეების დაგემოვნება და მისი მხიარული სახის დანახვა.მიყვარდა ეს არსება სიცოცხლეზე მეტად და მინდოდა რომ ჩემს გვერდით მუდამ ბედნიერი ყოფილიყო.გარინდული ველოდებიდი ანას შემდეგ მოქმედებას და ადგილიდან არ ვიძვროდი.უცებ ანამ მიყვირა რომ ამვდგარიყავი და გავსულიყავი გარეთ,რადგან ვიღაცის განწირული ყვირილი ისმოდა და ვერ გაგვერკვია ვინ იყო.ლოგინიდან მაშინვე წამოვხტი და შარვალი ამოვიცვი.ნიას თავზე ვაკოცე და მაშინვე დერეფანში გამოვვარდი.ხმა ლექსოს ოთახიდან ისმოდა. გამიკვირდა ნეტა რა დაემართა მეთქი,მაგრამ როდესაც ლექსოს ოთახში შევედი და იქაური სურათი დავინახე,მეგობრის ტკივილიანი სახის დანახვისას თვალები სევდით ამევსო და ვერ ვხვდებოდი ეს რისი ბრალი იყო.საწოლზე იჯდა შამანაური და რაღაც ფარატინა ქაღაალდს ისე ებღაუჭებოდა რომ გეგონებოდათ,მთელი მისი სიცოცხლე მხოლოდ ამაზე იყო დამოკიდებული.იმ წუთას სახეწაშლილი ლევანიც შემოვარდა ოთახში და ლექსოს ასეთ მდგომარეობაში დანახვისას მე შემომხედა და კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.არ ვიცოდი რა მეპასუხა ლევანისთვის,რადგან სიტუაცია მე თვითონ არ ვიცოდი და მისთვის რა უნდა მეთქვა?
-ლექსო ძმაო რა მოხდა?რა დაგემართა?გაგვეცი რა ძმურად ხმა რა ამბავია.-ვცდილობდი რამე გამეგო მაგრამ ლექსო მხოლოდ ქაღალდს მაგრად უჭერდა ხელებს და ერთი და იგივეს იმეორებდა მარტო.
-ჩემი ბრალია,ხომ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,ის ისეთი არაა როგორიც სხვები,ის ისეთი სათუთია,ნაზი.მას სულ სხვანაირი მოფრთხილება და მზრუნველობა სჭირდებოდა მე კი ვერ გავიფრთხილდა და სამუდამოდ დავკარგე.ვიცი რომ აღარასოდეს დაბრუნდება,მე ეს ვიცი და ამის გაფიქრებაზე გული მეკუმშება.მე მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ.მოვკვდები.-ამას ამბობდა და თან თვალებიდან მდუღარე ცრემლები სცვიოდა.ლექსო მაშუინაც კი არ მინახავს ასეთი განადგურებული როდესაც მამა გარდაეცვალა.მაშინ ტირილითაც ვერ იტირა. ყველაფერს გულში იკლავდა,მაგრამ ეხლა ჩვენს წინაშე სულ სხვა ლექსო იდგა, სულიერად განადგურებული,ოცნებებ დანგრეული და წაშლილი ლექსო.ვინც იცნობდა ის ამ მდგომარეობაში არასოდეს არავის ჰყავდა ნანახი და ვერ ვხვდებოდით რა იყო მისი ასეთ მგომარეობაში ყოფნის მიზეზი.
-რა მოხდა გაგვაგებინე ძმაო,რა ამბავია თქვი რა ძმურად.-ეხლა ლევანი ცდილობდა მისგან რაიმეს გაგებას,მაგრამ შამანაური მხოლოდ ფურცელს დაჰყურებდა და ცრემლები თავისით მოსდიოდა ნაკადულივითამ დროს კარებში სახეწაშლილი ანა და ნია შემოვადნენ.არცერთს არ ედოთ ფერი სახეზე და გახშირებულად სუნთქავდნენ,თითქოს იმდენი ირბინეს რომ სულ ძლივს ითქვამენო.
-რა მოხდა ანა რა გჭირს?-ეხლა ანას გავხედე და მზერა მის სახეზე გადავიტანე.
-თეკო...თეკო წასულა.-ძლივს გადააბა ეს ორი სიტყვა ერთმანეთს და სუნთქვის დარეგულირება ისევ სცადა.
-სად წავიდა?-გაოცებული მზერა მივაპყარით მე და ლევანმა ჯერ გოგოებს და მერე ლექსოს.ეხლა კი მივხვდით შამანაურის გულის ტკივილს.მაგრამ თეკოს წასვლის მიზეზს ვერ ვხვდებოდით.მათ ხომ ასე უყვარდათ ერთმანეთი,ნეტავ ისეთი რა მოხდა რომ ასე ადგა და წავიდა თაკო.რომ არავის არაფერი არ უთხრა და ჩუმად გაიპარა.
-არ ვიცით.მთელი სახლი გადავატრიალეტ მის ძებნაში.მაგრამ არსად არაა და არც მიზეზი ვიცით წასვლის.ვრეკავთ და გამორთული აქვს ტელეფონი.-ეხლა ნიამ გაგვცა ორივეს პასუხი და გაოცებული მზერა ლექსოს წაშლილ სახეზე გადაიტანა. ძმაკაცს ახლოს მივუჯექი და მხარზეხელი გადავხვიე.ეხლა ყველაზე კარგად მე ვხვდებოდი რა იყო იმის განცდა რომ მიგატოვეს.რა ხდებოდა მის სულსა და გულში ჩემზე უკეთ მას ვერავინ გაუგებდა.გული მიკვდებოდა ჩემის ძმაკაცის შემხედვარე და ნერვები იმაზე მეშლებოდა რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო რომ ეს ტკივვილი რამენაირად შემემსუბუქებინა ან საერთოდ თავიდან ამეცილებინა მისთვის.
-რა მოხდა ლექსო ძმურად გაგვაგებინე რა გთხოვ.-უკვე აღარ შემეძლო გაურკვევლობაში ყოფნა და ლექსოს ფრთხილად ვკითხე თეკოს წასვლის მიზეზი. მან მხოლოდ ჩამქრალი მზერით გამოხედა და ხელში ფურცელი მომაწოდა.ასე ემოციებისგან დაცლილი და სახე წაშლილი წამოდგა საწოლიდან.შარვალი შეისსწორა და ოთახიდან გავიდა,ისე რომ სიტყვაც კი არ უთქვამს არავისთვის. არ ვიცოდი წერილი უნდა წაგვეკითხა თუ არა,ინტუიციით ყველა ვგრძნობდით რომ აქ რაღაც სერიოზული იყო რადგან თეკო ასე ადგა და წავიდა.მიზეზი რომ არ ჰქონოდა ის არასოდეს ამ ნაბიჯს არ გადადგამდა.ბოლოს როგორც იქნა ფურცელი გავშალა და ამოვიკითხე ის ყველაფერი რამაც ლექსოს ასე მოუკლა გული და ოცნებები დაუმსხვრია.გაოგნებული დავყურებდი ფარატინა ფურცელს და ხმას ვერ ვიღებდი.გონს იმან მომიყვანა როცა დავინახე ანამ როგორ გამომართვა წერილი ხელიდან და ეხლა ყველა ერთად კითხულობდა იმ ყველაფერს რაც ლექსოს და თეკოს დასორების მიზეზად იქცა.ყველა გაანადგურა ამ წერილის წაკითხვამ.ყველა გულში ალბათ თან კიცხავდა თეკოს და თან ესმოდათ მისიც მაგრამ მხოლოდ ერთი არ გვესმოდა არავის ასე აუხსნელად რატომ წავიდა,ჯერ დალაარაკებოდა შამანაურს და მერე გადაეწყვიტა ყველაფერი.მაგრამ მისიც უნდა გაგვეგო გოგო იყო და რცხვენოდა მისი საქციელის,მერე რა რომ ეს სიყვარულით გააკეთა,მაინც ვერ პატობდა თავს და ეს უფრო დაღუპავდა მათ სიყვარულს.ანას გადავხედე ისე ცუდად გამოიყურებოდა რომ ერთი მომენტი გავიფიქრე ცუდად არ გამიხდეს მეთქი და გვერდით ამოვუდექი რომ გამემხნევებინა.ყველანი მისაღებ ოთახში ჩავედით და იქ ისეთი სურათი დაგვხვდა რომ ვერავინ ვერ წარმოვიდგენდით ლექსოს თუ ასეთს ოდესმე ვნახავდით.ჩვენს გუშინდელ ჯერ კიდევ აულაგებელ სუფრასთნ იჯდა,დოქით ღვინო გვერდით მოედგა,ცალი ხელით მაგრად დაეჭირა და პირდაპირ დოქიდან იყუდებდა.ამოუსუნთქავად სვამდა,ალბათ ერთ მოყუდებაზე სამი ოთხი ჭიქის ხელას ისე უშვებდა მუცელში თითქოს წყალი სწყუროდა და წყურვილს იკმაყოფლებდა.გაოგნებულები შევცქეროდით ჯერ ძმაკაცს და მერე ერთმანეთს.არ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა.ბოლოს ისევ ანა მოეგო გონს და ლექსოს გვერდით მიუჯდა.დასალევად აწეული დოქი ისევ მაგიდაზე დაადებინა,თავი მაღლა ააწევინა და ისე უთხრა.
...
ბექა ოთახიდან რომ გავიდა ავდექი და მაშინვე მოვწესრიგდი.ტანსაცმელი ნაჩქარევად ჩავიცვი და დერეფანსი უკან მივყევი ჩემს ბიჭს.ხმა იმ ოთახიდან გამოდიოდა სადაც ლექსო და ნიას ეძინათ.კარებში ლევანი და ბექა დავინახე.ლექსო საქოლზე იჯდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა.მხოლოდ ის გავიონე რომ სამუდამოდ წავიდაო.მაშინვე თეკო ამომიტივტივდა თავში და გულში გუმჩხვლიტა.მივხვდი რომ რაღაც მოხდა და ეს თეკოს ეხებოდა.მაშინვე ქვემოტ ჩავირბინე და მის ძებნას შევუდექი.მალე ნიამაცჩამოირბინა ჩემთან,როგორც ეტყობა ისიც მიხვდა ყველაფერს და ერთად დავიწყეთ დაქალის მოძებნა,მაგრამ ამაოდ ის არსად არ იყო.ბოლოს ისევ ოთახში ავედით და ველოდებოდით როდის გვეტყოდა ლექსო თეკოს წასვლის მიზეზს,მაგრამ ის ისეტი სასოწარკვეტილი და განადგურებული იყო რომ ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდა იჯდა და მხოლოდ ტიროდა.აი ისე როგორც ქალები ტირიან გულამამოჯდარი და პატარა ბავშვები, ზუსტად ასე ტიროდა ლექსო.არასოდეს არ მენახა მამაკაცი ასეთი განადგურებული ეს სიტუაცია ჩემთვის პირველი იყო და გული მტკიოდა ლექსოს შემხედვარე.ბექა და ლევანი ამაოდ ცდილობდნენ სიმარლის გაგებას.ბოლოს ლექსომ ბექას წერილი ხელში მისცა და თვითონ ოთახიდან გავიდა.წერილი იყო.თეკოს დაწერილი. როდესაც ყველამ წავიკითხეთ.გაოცება გამოგვეხატა სახეზე.მითუმეტეს მე და ნიას. თეკო სულ სხვანაირი ადამიანი იყო.ყველაფერს წონიდა და ისე აკეთებდა, დაუფიქრებლად ნაბიჯს არ გადასდგამდა არასოდეს მაგრამ ეხლა პატარა ბავშვივით იქცეოდა და ეს მის საქციელს არ შეესაბამებოდა.ყველაზე კარგად მე და ნია ვიცნობდით და ისიც გესმოდა ეხლა რა მაგრად უჭირდა მას.რადგან ამხელა ნაბიჯი გადადგა და მერე მიატოვა.არ იყო ამ ყველაფრის გაკეთება მითვის ადვილი მაგრამ მართალი იყო ერთ რამეში,მას დრო სჭირდებოდა და ეს დრო ლექსოს უნდა მიეცა მისთვის,მას ეხლა მარტო ყოფნა და ფიქრი სჭირდებოდა.ნია ასეთი იყო როდესაც რაიმე ნაბიჯს დგამდა ყოველთვის იკეტებოდა და ფიქრობდა,ჩვენც არასოდეს არ ვუშლიდით ხელს და ველოდით როდის დაგვიბრუნდებოდა კარგი გადაწყვეტილება მიღებული ისევ.ყველანი დაბლა ჩავედით და რა დავინახეთ. ლექსო განადგურებილი იჯდა სუფრასთან და დოქიდან სვამდა პირდაპირ ღვინოს. ვიცოდი რომ ის ძალიან იტანჯებოდა და ათასი უპასუხო კითხვა აწუხებდა მის გულს,გონებას.მინდოდა როგორმე ნაწილობრივ მაინც გამეცა მისი კითხვებისთვის პასუხები და დარდი შემემსუბუქებინა.მართალია თეკოს არუნების გარდა მას ტკივილს ვერავინ ვერ გაუნელებდა მაგრამ იქნებ ცოტათი მაინც დამემშვიდებინა. ამიტომ გვერდიტ მივიჯექი და ტუჩებთან მიტანილი დოქი ისევ უკან დავაბრუნებინე მაგიდაზე.დამემორჩილა წინააღმდეგობა არ გაუწევია რადგა ეტყობოდა რომ უკვე საკმაოდ ჰქონდა დალეული და მოკიდებოდა კიდეც სიმტვრალე მის ამღვრეულ და სევდიან თვალებს.
-თვალებში შემომხედე ლექსო და ისე მომისმინე.-ისეთი მკარი ხმით ვუთხარი რომ მეც გამომიყვანა ფიქრებიდან.ლექსომ უღონოდ ასწია თავი მაღლა დათვალებში შემომხედა.ისეთი სევდიანი და არაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა რომ მაშინვეგული მეტკინა მისი შემხედვარე.
-ვიცი ეხლა როგორ გტკივა და სევდა ისადგურებს შენს გულში.მაგრამ თეკოს არ მეწონებოდა ეხლა ამ მდგომარეობაში რომ გხედავდეს.ვიცი რომ არასწორად მოიქცა როდესაც ისე წავიდა რომ არაფერი არ აგიხსნა თუ ამ ფარატინა ფურცელს არ ჩავთვლით,მაგრამ მასაც ხომ უნდა გაუგო არ ნანობს არაფერს უბრალოდ უნდა რომ დაფიქრდეს და ყველაფერი გაანალიზოს.ყველაფერი აწონ დაწონოს და ისევ მოვა შენთან.-ისე ველაპარაკებოდი ამ ყველაფერს რომ თვალს არ ვაცილებდი მის სევდიან თვალებს.
-შენ არ იცი ანა ეხლა ჩემს გულში რა ხდება.მე ყველა ოცნება დამემსხვრა მისი წასვლით.ვიცოდი რომ ეს ყველაფერს გააფუჭებდა,გეფიცები ვცდილობდი რომ თავი შემეკავებინა მაგრამ არ გამომივიდა,მიყვარს სიგიჟემდე მიყვარს და ვერ გადავიტან რომ მიმატოვოს.მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემთან იყო,მხოლოდ თვალებში ჩამხედოს და მითხრას რომ ჩემთანაა და მე თუ უნდა სიცოცხლესაც კი დავთმობ,ოღონდ ის ისევ დაბრუნდეს და აღარასოდეს მიმატოვოს.ოღონდ ვიცოდე რომ თეკო ისევ ჩემთანაა.-მეუბნებოდა ლექსო ჩავარდნილი ხმით და ცრემლებს ძლივს იკავებდა.ვიცოდი რომ ჩემი დაქალიც ასეთი განადგურებული იყო,მაგრამ ვერაფრით შევძლებდით მის დახმარებას,უბრალოდ არავის გაგვიკარებდა ახლოს მას მხოლოდ სიმარტოვე და ფიქრი სჭირდებოდა ამიტომ ყველანაირად უნდა მეცადა რომ ლექსო დამემშვიდებინა.
-ვიცი ლექსო მართლა მესმის შენი მაგრამ თეკოსაც უნდა გაუგო,გთხოვ გაუგე. მას ჩემზე და ნიაზე კარგად არავინ იცნობდ და ისიც კარგად ვიცით რა ხდება მის გულში.უბრალოდ თეკო ასეთი ტიპის ადამიანია რომ როდესაც სერიოზულ გადაწყვეტილებას ეხება საქმე მაშინ განმარტოება და ფიქრი სჭირდება რომ ყველაფერი კარგად გაანალიზოს და საბოლოო დასკვნამდე მივიდეს.მას ძალიან უყვარხარ და არ აპირებს შენს მიტოვებას.რადგან ვერც ის ვერ გადაიტანს შენგან სიშორეს.როდესაც ჯერ კიდევ არ გქონდა მისთვის სიყვარული ახსნილი მაშინაც კი ყოველტვის შენს სიახლოვეს ცდილობდა ყოფნას და ეს ყველაზე მეტად სიამოვნებდა.ოცნებობდა იმ დღეზე როდესაც შენთან ერთად იქნებოდა და შენი სიყვარულით დატკბებოდა,ამიტომ ეხლა ესე ადვილად ვერ მიგატოვებს.უბრალოდ ვერ შეძლებს ამ ყველაფერს.მხოლოდ დრო მიეცი და ნახავ ის თვითონ მოვა შენთან და მერე ბედნიერები იქნებით სამუდამოდ.-ლექსოს ხელზე ხელი დავადე და იმედიანი თვალები შევანათე.მინდოდა მისი გამხნევება და ისიც ვიცოდი რომ მას თეკო ვერასოდეს ვერ მიატოვებდა,რადგან საკუთარ თავზე მეტად უყვარდა ეს ბიჭი.
-მადლობა ანა ამ სიტყვებისთვის.არასოდეს დაგივიწყებ როგორ მედექი ჩმთვის ყველაზე მძიმე წუთებში გვერდით და როგორ მამხნევებდი.-მხოლოდ ეს მითხრა და ოდნავ სევდიანად გამიღიმა.
-მეგობრებიც ხომ იმისთვის არსებობენ რომ ერთმანეთს დავეხმაროთ?-ვუთხარო ოდნავ გამხიარულებულმა და ყველას გადავხედე.აქამდე ყველანი მხოლოდ მე მისმენდნენ და ისიც კი გადაავაიწყდათ რომ დამჯდარიყვნენ მაინც.მათი შემხედვარე ოდნავ გამეღიმა და ყველას ერთიანად შემოვუძახე.
-აბა ეხლ ავალაგოთ აქაურობა და გავწიოთ თბილისისკენ,ამდენი ზარმაცობა არ ვარგა.თან რამდენი დღეა უკვე უნივერსიტეტს ვაცდენ?-ეშმაკურად შევხედე ბექას და შეუმჩნევლად ჩავუკარი თვალი.მაშინვე ყველა დაფაცურდა და საქმეს შევუდექით.ნახევარ საათში ყველაფერი თავის ადგილზე იყ მილაგებული და უკვე თბილისისკენ ვაპირებდით წასვლას როდესაც ლექსოს ტელეფონზე უცხო ნომერი შემოვიდა.ლექსომ მასინვე უპასუხა.
-გისმენთ...



№1  offline წევრი nestanuka13

მომწონს საყვარელი ისტორიაა

 


№2  offline წევრი mako-makako

nestanuka13
მომწონს საყვარელი ისტორიაა

მადლობა ჩემო კარგო.იმედია ბოლომდე მოგეწონება
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი darina

sevdiani tavi ki iyo, cota cremlebic vagvargvare, kargi iyo sayvedursac ver geubnebi dagvianebistvis.

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა კარგი იყო.თეკოზე მეტად ლექსო მეცოდება... ისე გადმოეცი ლექსოს განცდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.კარგი გოგო ხარ.

 


№5 სტუმარი nina

მაკო საოცრება ხარ,ძალიან მაგარია,ძალიან მომწონს.მოუთმენლად ველოდი ამ თავს და,რომ ვნახე ლამის მეცხრე ცაზე დავიწყე ფრენა.ძალიან მაგარი ადამიანი ხარ,ძალიან შემაყვარე შენი თავიც და პერსონაჟებიც

 


№6  offline წევრი mako-makako

darina
sevdiani tavi ki iyo, cota cremlebic vagvargvare, kargi iyo sayvedursac ver geubnebi dagvianebistvis.

მადლობა ჩემო კარგო შენი ემოციების გაზიარებისთვის და იმისთვის რომ ასე ძალიან მოეწონა love

Lanas Statusebi
ვაიმე რა კარგი იყო.თეკოზე მეტად ლექსო მეცოდება... ისე გადმოეცი ლექსოს განცდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.კარგი გოგო ხარ.

მადლობა ლანა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი ერთგული მკითხველი ხარ და ასე გულთან ახლოს მიგაქვს და მოგწონს ჩემი გმირები. love

nina
მაკო საოცრება ხარ,ძალიან მაგარია,ძალიან მომწონს.მოუთმენლად ველოდი ამ თავს და,რომ ვნახე ლამის მეცხრე ცაზე დავიწყე ფრენა.ძალიან მაგარი ადამიანი ხარ,ძალიან შემაყვარე შენი თავიც და პერსონაჟებიც

შენც ძალიან შემაყვარე თავი და ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ და ასე მოუთმენლად რომ მელოდები ყოველ დღე.იმედია იმედებს არ გაგიცრუებ love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7 სტუმარი nina

მეც დარწმუნებული ვარ,პირიქით,ყოველდღე უფრო იმატებს ჩემში ემოციები.დასასრულიც მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ. როგორ მოარჯულა მაინც ანი,მომწონს ეს გმირი ალბათ იმიტომ რომ მგავს და მესმის მისი wink

 


№8  offline წევრი mako-makako

nina
მეც დარწმუნებული ვარ,პირიქით,ყოველდღე უფრო იმატებს ჩემში ემოციები.დასასრულიც მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ. როგორ მოარჯულა მაინც ანი,მომწონს ეს გმირი ალბათ იმიტომ რომ მგავს და მესმის მისი wink

მადლობა ასეტი თბილი სიტვებისთვი ნინა მომწონს როდესაც მკითხველი თავის თავს აიგივებს ისტორიის გმირთან და აღმოჩენებს აკეთებს love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№9 სტუმარი nina

mako-makako
nina
მეც დარწმუნებული ვარ,პირიქით,ყოველდღე უფრო იმატებს ჩემში ემოციები.დასასრულიც მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ. როგორ მოარჯულა მაინც ანი,მომწონს ეს გმირი ალბათ იმიტომ რომ მგავს და მესმის მისი wink

მადლობა ასეტი თბილი სიტვებისთვი ნინა მომწონს როდესაც მკითხველი თავის თავს აიგივებს ისტორიის გმირთან და აღმოჩენებს აკეთებს love


მეც ჯიუტი ვარ მაგრამ რა ვქნა wink love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent