შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (5 თავი)


24-12-2015, 09:19
ავტორი murachashvili
ნანახია 3 221

მეხუთე თავი
აკასთვის ძნელი აღმოჩნდა მომხდარის გადახარშვა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ მშობლებს ერთმანეთთან სიყვარული არ აკავშირებდათ, თუმცა დედის ასეთ მწვავე რეაქციას არ ელოდა. ქალი გამწარებული, განადგურებული აქეთ - იქით ბოლთის ცემით აწყდებოდა. რა იყო ეს?! სიყვარული თუ შელახული თავმოყვარეობა?! ალბათ, უფრო მეორე. მაგრამ აშკარად არანაკლებ მტკივნეული. კარგა ხნის შეჩვეულის, საკუთრად დაგულებულის დათმობა იოლი არ იყო.
როგორ შეუყვარდა ასე სწრაფად? ასე გაუაზრებლად? თვალწინ დაუდგა მუდამ მშვიდი მამა პატარა ბიჭივით აცუნდრუკებული, ამსუბუქებული, ქალის ირონიით სავსე თვალები, კმაყოფილი და ნიშნის მოგებით სავსე. რა უნდოდა? რას ერჩოდა?
- ჩემი ბრალია... - უკვე მერამდენედ იმეორებდა. - უარყოფა არ მაპატია, შური იძია...
- ქალი კი არა, ქაჯია! - ცოფებს ყრიდა ქეთაც - აზრობ რა ქნა? დაქალის ქმარი, თუმცა რა მიკვირს...
შინ გაჩერება აღარ შეეძლო, ჰაერზე უნდა გასულიყო, სიტუაციის გააზრება სჭირდებოდა, ემოციებისგან გაგრილება. სახლის კარები გამოიხურა და გარეთ გავარდა.
- გამოგელევა ფული და მომადგები! - თითქოს ამ წუთებშიც ეუბნებოდა მამა.
- არც კი ვიფიქრებ, ვერ მნახავს განადგურებულს, მუხლებზე დამდგარს. მათხოვრობამაც რომ მომიწიოს, მასთან არ მივალ, აღარაფერს ვთხოვ, ამ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, იმ ქალს ვერ გავახარებს! - საკუთარ თავს ხელების ქნევით ელაპარაკებოდა.
ბნელ ქუჩაზე ფეხით მიდიოდა, ჩვეულებისამებრ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ბეჭებში უდნავ მოხრილი და ისევ ფიქრობდა. გული ბოღმით ჰქონდა სავსე.
- ფეხზე დავდგები, დედასაც ვუპატრონებ და დასაც, მასთან შესახვეწი რა მაქვს?! ინანებს, აუცილებლად ინანებს, ფორთხვით მოვა პატიებისთვის... - ჯიუტად იმეორებდა ის.
ოდნავ ჟინჟლავდა, ესიამოვნა გახურებულს ცივი წვეთები. თუმცა წვიმა თანდათან მატულობდა.
თავი ისევ მეტროს შეაფარა. უცნაურია, ამ ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებელად არასოდეს ითვლებოდა, თუმცა ამ ბოლო დროს, აშკარად თავშესაფრად იყენებდა. თითქოს იოლი იყო ხალხში დაკარგვა, ემოციებისგან განთავისუფლება. ცივი, გაყინული მზერით მისჩერებოდა მგზავრებს. პროტესტის საშინელი გრძნობა სპობდა. უნდოდა ეყვირა, ხმამაღლა ეღრიალა. ტუჩს ტუჩზე, კბილს კბილზე აჭერდა, რომ დაგროვილი ტკივილი შეეკავებინა.
სურვილი ჰქონდა რამე არაადეკვატური, მისი ბუნებისგან საპირისპირო ჩაედინა, ვინმესთვის ეტკინა. თვითგვემა დიდად არ ხიბლავდა, უცებ ალბათ ცხოვრებაში ყველაზე სულელური გადაწყვეტიება მიიღო. ფრთხილად წამოდგა და მატარებლის კარებთან, გასასვლელად მომზადებლ ასაკიან ქალს დაუდგა გვერდით. აშკარად დაუდევრად მოგდებული, სანახევროდ გახსნილი ჩანთისკენ გაექცა თვალი, აქეთ იქით ფრთხილად მიიხედა, მოხერხებულად ჩაყო ხელი ჩანთაში და რამდენიმე წამში ქალის საფულე მის ჯიბეში აღმოჩნდა.
წარმოიდგინა ქალის დაბნეული, შეშინებული, დაპანიკებული სახე როცა ჩანთაში ჩაიხედავდა და საფულეს ვერ იპოვიდა. სირცხვილის ნაცვლას რატომღაც უჩვეულო კმაყოფილება, ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. რა უხაროდა ვერ მიხვდა, ფრთხილად მოძრაობდა, გაჩერებებზე მატარებლებს იცვლიდა.
ალბათ, მეხუთე ან მეექვსე მგზავრს მაინც აცლიდა საფულეს, როცა მწველმა მზერამ შეაწუხა. ინსტიქტურად გაიხედა და შეცბა. გაფითრებული, აშკარად გაბრაზებული მწვანე თვალებით მისჩერებოდა უცნობი გოგონა მეტროდან. წარბი არ შეუხრია, თვალი თვალში გაუყარა და დაასრულა წამოწყებული საქმე.
- დაუბრუნე! - მართალია ხმა არ გაუგია, მაგრამ ტუჩების მოძრაობით მიხვდა ნათქვამს.
ბრძანების შესრულება ცხადია არც კი უფიქრია, უტიფრად აესვეტა წინ მჯდომ ქალს, თვალი თვალში მუქარითა და ბღვერით გაუყარა, არც გოგონა ჩამორჩა, წარბი არ შეუხრია ისე ჰკითხა: - ვერ გაიგე რაც გითხარი?!
- გავიგე.
- მერე?!
- რა მერე? ვერ ხედავ? - ხელში შეათამაშა ამოცლილი საფულე.
მგზავრები მატარებლიდან გავიდნენ. ვაჟიც სწრაფად მოკალათდა გოგონას გვერდით განთავისუფლებულ ადგილზე. ხედავდა როგორ ცახცახებდა სიბრაზისგან უცნობი გოგო და ეს უჩვეულოდ ართობდა.
- უსინდისო ხარ, თავხედი... - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- მორჩი რა დემაგოგობას. ასე თუ შეგტკიოდა გული, გეყვირა, გენიშნებინა...
ყურადღებით აკვირდებდა მის ცივ თვალებს,
- ღირსი კი იყავი... - კბილებში გამოსცრა მან. - არ შეგეცოდა მაინც, იქნებ ამის მეტი არც ჰქონდა არაფერი?!
- შენ თუ შეგეცოდა, რატომ არ დაეხმარე? აგეტეხა განგაში. დაგეძახა პოლიციისთვის .... - ირონიულად დასცქეროდა ქალს - თუ შეგეშინდა და ვერ გაბედე?!.
- საცოდავი არსება ხარ. - ისეთი ზიზღით უთხრა ეს სიტყვები, რომ იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში.
ვაჟი აპილპილდა. ირონია განრისხებამ შეცვალა: - თავი ვინ გგონია? როგორ ბედავ ასეთ საუბარს?!
გოგონამ პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. დაძაბულნი მტრულად უმზერდნენ ერთმანეთს, შესაძლებლობა, რომ ჰქონოდა ალბათ მზერით გაბურღავდა ქალი. ვაჟმა თავი ძლივს შეიკავა, რომ გულში მთელი დღის დაგროვილი ბოღმა მასზე არ გადმოენთხია. გოგონას იმედგაცრულებულ თვალებს ვეღარ გაუძლო, თავი შესძულდა, მატარებელი გაჩერდა თუ არა, სწრაფად წამოხტა და გარეთ გავარდა. .
- ვინ არის ეს გოგო? რატომ აძლევს უფლებას ჭკუა არიგოს?
ნებისმიერი მისთვის თავის არიდებას ეცდებოდა, გვერდზე გაიხედავდნენ. უმეტესად ხომ ასე ხდება?! წესით ასე უნდა მოქცეულიყო ქალიც. ამის ნაცვლად კი თვალების ბრიალით ეკამათებოდა და ისედაც გაღიზიანებულს, უფრო მეტად უშლიდა ნერვებს.
ვინმეს რომ ეთქვა, ერთ დღეს გაჭირვებული მგზავრების ძარცვით დაკავდებიო სასაცილოდ არ ეყოფოდა. ეხლა რა მოუვიდა? რატომ დასთმო მისი პრინციპები?
ნაძარცვისთვის ხელი არ დაუკარებია, კუთხეში შეუმჩნევლად მიყარა და იქვე მდგომ პოლიციის თანამშრომელს დაუძახა:
- ჩემი ძმა... აქ ვიღაცას საფულეები დაუყრია!.
პოლიციელი ჩქარი ნაბიჯით გაემართა მითითებული ადგილისკენ, სწრაფად წამოკრიფა დაყრილი ნივთები და ვაჟისკენ შემობრუნდა, თუმცა იქ აღარავინ იდგა.

უჩვეულოდ გახალისებული და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში აკა. გოგონას გაწიწმატებული და გაბრაზებული თვალები ედგა წინ და სულელური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

ვაჟა - ფშაველადან გაგარინისკენ ფეხით მიუყვებოდა ჩვენთვის უცნობი მწვანე თვალება ქალიც. უკვე მერამდენედ ლანძღავდა ვაჟს:
- თავხედი, უსინდისო.... არადა თითქოს ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, თურმე ორპირი, ფარისეველია....
ვერაფრით ხვდებოდა სრულიად უცნობი ადამიანი რატომ მოქმედებდა ასე, რა მისი საქმე იყო ვინ იქურდებდა, ვინ იდარდებდა, მაგრამ.... გული არ უთმენდა.
პირველივე ნახვისთანავე არ მოეწონა ვაჟი, რატომღაც იფიქრა, არაფხიზელი იქნებოდა, ზედმეტად ნასვამი ან თუნდაც ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. თუმცა როცა მისი დაბღვერილი თვალებით მიაჩერდა, ტანში გასცრა. ისე უმზერდა მამაკაცი, თავიდან შეშინდა.
- იქნებ მანიაკია?!
მაგრამ როცა მის თაფლისფერ თვალებს დააკვირდა, უცნაური ნაღველი შენიშნა. ისე ეტკინა, ისე შეძრა ამ მზერამ, უნებურად მისი დახმარების სურვილიც კი გაუჩნდა.
ეხამუშა, ასეთი შეგრძნება აქამდე არ ჰქონია, უხერხულობის დასაფარად თავი დახარა, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, უბის წიგნაკს უკირკიტებდა.
დღეს კი რა მოხდა?! სევდიანი ბიჭი ჯიბგირი აღმოჩნდა. თან როგორი უტიფარია?! თავხედი. ალბათ დღევანდელმა დღემ იმოქმედა, აქეთ - იქით მიმოიხედა, რატომღაც შეშინდა, არ ესიამოვნა ბნელი ქუჩის დანახვა, მობილურზე დარეკა:
- გეხვეწები არქივთან შემხდი რა...- ვირაცას სთხოვა მეტიჩარა, წკრიალა ხმით.
- ვაუ, თეკლაკო, აქ რას აკეთებ?! - მისკენ ჩქარი ნაბიჯით მომავალი სამიოდე ვაჟი შენიშნა, უცებ დაავიწყდა აბეზარი თანამგზავრიც და შიშიც.
შავგვრემანმა, ყურებამდე გაკრეჭილმა მაღალმა, ასე ოცდახუთ წლამდე ბიჭმა სწრაფად აიტაცა ხელში.
- მიგვიშვი ეხლა ჩვენც.- მსუბუქად უსაყვედურეს დანარჩენებმაც, სათითაოდ ჩაეხუტნენ და გადაკოცნეს ბიჭებმა.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, ღამით მარტო ნუ დადიხარ! ან რას დაიჩემე ეს ფეხით სიარული, დაჯექი რა მანქანაზე და იარე რამდენიც გინდა! - საყვედურობდა შავგვრემანი.
- გტაკებს ვინმე ხელს და .... - აჰყვა მეორე, შედარებით მწითური ვაჟიც.
- თქვენი შემხედვარე, ვინ რას გაბედავს... - ეცინებოდა თეკლეს.
- შენი ამბავი რომ ვიცით, რომც გაბედოს იქეთ ვგეყოლება ის საცოდავი გადასარჩენი.... - ახარხარდა მესამე.
- რას ამბობ, ასე ვინ დავღუპოთ ?! - ხუმრობაში აჰყვა შავგვრემანიც.
- საძაგელი ბიჭები ხართ, არადა მე მაინც ყველაზე მეტად მიყვარხართ. - სამივეს მოეხვია გოგონა.
- ჩვენი პრინცესა.... - ისევ ხელში აიტაცა შავგვრემანმა.
- დამსვი, სირცხილია... - კისკისებდა ის.
- რაა, გოგო სირცხვილი? ჩემს დას როცა მინდა მაშინ ჩავეხუტები. - შეუბღვირა ვაჟმა.
მწითურსა და მეორე ბიჭბს შუაში ჩაუდგა, ხელკავი გამოსდო: - ოთო, ნიკა, რომ იცოდეთ როგორ მომენატრეთ. აბა მომიყევით უბნის ჭორები. - სიცილით გასცა ბრძანება.
- შენი ძმა შეყვარებულია. - ეშმაკურად გაუცინა მწითურმა ოთომ.
- არა?! - აშკარად გაუკვირდა გოგოს. - ვინ არის ის უბედური?
- გრძელი ენა გაქვს. - შეუღრინა გოგამ მეგობარს.
- საინტერესოა როდემდე აპირებდი დამალვას. - იხტიბარი არ გაიტეხა მწითურმა. - თეკლეს გარეშე მაინც ვერაფერს მოახერხებ.
- აბა, მომიყვებით რა ხდება?! - ეშმაკურად აუციმციმდა თვალები.
- რა მოხდა და.... - ის ის იყო, ნიკამაც ამოიღო ხმა, გოგა საბოლოოდ გაბრაზდა:
- სიტყვა ვერ მითქვამს თქვენი შიშით. ჩემი ძმაკაცები ხართ თუ ამის? დაინახავთ თუ არა, პატარა ბავშვებივით იქცევით, ენას პირში ვერ იჩერებთ!
- კარგი, შე ჩემა, რა გჭირს? არ გვეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი. თეკლე უცხო ხომ არაა? - გაოცებულმა შეხედა ნიკამ.
- უცხო რომ არაა, ზუსტად ეგაა პრობლემა. თქვენსავითაა ესეც, გაიქცევა და მიურბენინებს მის დაქალს ახალ ამბავს.
- რაო, რაო რა თქვი?! - ყურები ცქვიტა გოგომ. - ვინ დაქალს მივურბენინებ? ჩემი მეგობარი მოგწონს? რომელი?
გოგამ დაბნეულმა გადახედა ბიჭებს, თითქოს ხსნას მათგან ელოდა. მისი დამფრთხალი სახის დანახვაზე სიცილი ვერ შეიკავეს და ახარხარდნენ.
- ჩვენზე ამბობ ენას პირში ვერ იჩერებთო და შენით დაფქვი?!...
გოგა ჯიუტად დუმდა, თუმცა თეკლეს მისი პასუხი არც ჭირდებოდა, გამორიცხვის მეთოდით ხმამაღლა მსჯელობდა:
- ესე იგი თამუნა ამ ბედოვლათს მოსწონს. - მწითურ ოთოს დაადო ხელი. - ლიკა - შენ. - სიცილით გახედა ნიკას. - ერთი თათია ღა დამრჩა. თათულიკა მოგწონს?! - გაოცებულმა გახედა ძმას. - ნამუსი არ გაქვთ?! ეს რა ქცევაა? დაქალი არ დამიტოვეთ თავისუფალი... - აშკარად კმაყოფილი, ვითომ საყვედურობდა ძმას.
- ჩვენი ბრალი არაა, ზედმეტად კარგი მეგობრები რომ გყავს. - თითქოს თავი იმართლა გოგამ. - დედას არაფერი უთხრა იცოდე, ისედაც სულ მაგ გოგოს ქებაშია, მეტი არც უნდა, ჩემზე ადრე აუხსნის სიყვარულს.
დედის გახსენებაზე სიცილი წასკდა თათიას. როგორი იყო დედა?! მხიარული, გიჟი, მოსიყვარულე, ცოტა ექსცენტრიული. მეოცნებე. მათი ჭკუის. მის მეგობრებს ზედმეტადაც კი უყვარდათ ქალბატონი ეკა. ოღონდ ერთი ნაკლი ჰქონდა, პროფესიით დიპლომატი ქალბატონი ოჯახში იშვიათად იყო. ზოგჯერ ეჭვიანობდა კიდეც თეკლე იმდენად უყვარდათ მის მეგობრებს მისი მშობლები. როგორი იყო მამა?! ოოო, მამა გოგონას სუსტი წერტილი გახლდათ. ბატონი მირიანი. ფაქტიურად გოგას ასაკით უფროსი ვარიანტი. უზომოდ სიმპატიური, ძალიან თბილი მამაკაცი. ანებივრებდა ნაბოლარა ქალიშვილს. ყველა სურვილს უსრულებდა. მამაც თითქმის ოცდაოთ საათიანი რეჟიმით მუშაობდა, იშვიათად იყო ოჯახში, მაგრამ როცა იყო....
ხშირად რეკავდნენ გოგას და თეკლეს მეგობრები, როგორც კი მირიანისა და ეკას შინ ყოფნის ამბავს იგებდნენ მთელი სამეგობრო მათთან ჩდებოდა და იწყებოდა გართობისა და სიცილის ისტერიკა. დაუსრულებელი მხიარულება...
სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო ამ დღესაც. მშობლები შინ ელოდნენ თემუნასა და ლიკასთან ერთად. ბიჭებიც ჩვეულებისამებრ მათთან მოდიოდნენ. საკმაოდ გვიან დაიშალნენ სტუმრები. დედ-მამა თავის სამსახურებრივ კურიოზებს იხსენებდნენ, იმ საღამოს იმდენი იცინეს, რომ თეკლეს დაავიწყდა კიდევაც მეტროში მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი.
მეორე დილით თათიას მესიჯი დახვდა: - გეხვეწები დღეს გამოდი რა ჩემთან. - წერდა გოგო.
- მშვიდობა გაქვს? - სწრაფად გადარეკა მეგობართან.
- კი, კი... - მხიარულად იცინოდა ის - ჩემებმა მოსკოვიდან ახალი სათამაშო გამომიგზავნეს და უნდა გაჩვენო.- თათიას ძალიან უყვარდა ფაიფურის თოჯინები, მისი სისუსტის შესახებ ყველამ იცოდა, ამიტომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საჩუქრად სწორედ ფაიფურის თოჯინებს იღებდა.
- როგორი გიჟი ხარ თათულიკა... - აკისკისდა გოგო - დედაა ჩამოსული, ცოტას მოვისიყვარულებ და გამოვალ....
- მომიკითხე ეკა დეიდა, მეც გამოვალ ამ დღეებში, ოღონდ დღეს შენ გელოდები, არ დამაღალატო იცოდე....
- კარგი, კარგი. გამოვალ აბა რას ვიზავ... - სიცილით დაკიდა მან.
- მე არ მიკითხა? - კარებში გოგას გაბურძგნილი თავიც გამოჩნდა.
- მოგიკითხა, აბა რა. მაგრად აკოცე ჩემს მაგივრადო.... - დაეჯღანა გოგო.
- დამაცადე ცოტა და ეგ დროც მოვა.... - თვალი ჩაუკრა ვაჟმა და სწრაფად გავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი მ

ამას არ ველოდი...

კარგი იყო, მართლა...

Dzalian kargi xar.miyvarxar:-:-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

აი მე ხომ ვგიჟდები შენზე მაგარი ხარ და მომწონს ეს იატორია .

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

[quote=სტუმარი მ]ამას არ ველოდი...

კარგი იყო, მართლა...

Dzalian kargi xar.miyvarxar:-:-*[/quote]
[quote=lalita]აი მე ხომ ვგიჟდები შენზე მაგარი ხარ და მომწონს ეს იატორია .

მეც მიყვარხართ და ვგიჟდები თქვენზე love დიდი მადლობა

 


№4  offline წევრი Gerko

აუ ძაან მაგარია,ველოდებიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent