შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბატონო გამომძიებელო (სრულად)


24-12-2015, 19:19
ავტორი lukreisha
ნანახია 6 615

დაკითხვა პირველი

-ზუსტად მომიყევით რა მოხვდა-ხელში კალამი და ფურცელი მოიმარჯვა რამოდენიმე წამის წინ ჩემდამი გამომძიებლად წარდგენილმა, ბატონმა ნიკოლოზმა.
-ილანძღებოდა, ბილწისტყვაობდა, იგინებოდა, ბოლოს გამარტყა.
-უფრო ვრცლად არ შეგიძლიათ?
-სახლში ვიყავი-ამ ისტორიით უკვე უთვალავჯერ მოყოლით პოლიციის თანამშრომლებისადმი, მანამ სანამ გამომძიებელი წარსდგებოდა ჩემს წინაშე, დაღლილმა ამოვისუნთქე და განვაგრძე.- საათი დაახლოვებით 7 საათი იქნებოდა. შვიდიდან რვის ნახევრამდე, ასე, სახლში ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა, როგორც ყოველთვის, ყოველდღე სვავს და ასე მოდის. არ მახსოვს ერთხელ ფხიზელი მოსულიყოს. გონება დაბინდული ჰქონდა. რას ამბობდა და რას აკეთებდა ვერ ხვდებოდა და ვერ ზომავდა, ესეც როგორც ყოველ ნასვამ დგომარეობაში მყოფი, ანუ როგორც ყოველდღე. არაფერი კონკრეტული არ მომხვდარა, რასაც შეიძლებოდა ჩხუბი გამოეწვია, უბრალოდ ასე ვთქვათ გოდენაბადაბინდული და "აღრენილი" იყო, უაზროდ ბლადაბლუდობდა და მიზეს ეძებდა, ესეც როგორც ყოველ ნასვამი მდგომარეობის დროს, ანუ ყოველდღე. ტელევიზორი ჩართო და სულ ბოლომდე, ბოლო ხმაზე აუწია. მთავრობას ლანძღავდა, ბილწისტყვაობდა, მერე აგინებდა. მე კი კარგად მხედავთ რა დღეშიც ვარ, სიცხე 39 მაქვს, საწოლიდან ვერ ვდგებოდი საერთოდ. რამოდენიმე დღეა ვწევარ. სარულის კი არა ელემენტარულად ადგომის თავიც კი არ მქონდა რომ ფეხზე დავმდგარიყავი. ძალა საერთოდ არ მაქვს. წყალი მწყუროდა საშინლად, წყურვილი მკლავდა და ამის გამო ძლივს ძლიობით ავდექი, რომ სამზარეულობდე მივსულიყავი. თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი, საუბარიც კი მიჭრდა, თავი ძალიან მტკიოდა, თითქოს საფეთქლებში და შუბლში რაღაც მირტყავდა და მისი ეს ყველაფერი უარესად მხდიდა. ვთხოვე ცოტა დაეწია ტელევიზორისთვის...-ამ დროს კი გამომძიებელმა გამაწყვეტინა.
-სთხოვეთ, უთხარით თუ მოსთხოვეთ, თუ შეიძლება ზუსტად რომ მითხრათ.
-ვუთხარი.
-დიახ, შემდეგ?
-შემდეგ უკვე მთავრობის სანაცვლოდ ჩემს ლანძღვაზე, ჩემდამი ბილწსიტყვაობაზე და გინებაზე გადმოვიდა და ბოლოს სიტყვიერი შეურაცხოფა ფიზიკური შეურაცხობით დააგვირგვინა.
-უფრო კონკრეტულად?
-დამარტყა.
-ხელი, თუ რაიმე საგანი?
-ჯერ ხელი...

***

იმ დღეს დაკითხვა გვიან ღამით მორჩა. რამოდენიმე დეტალი ჩემზეც მკითხეს.ზუსტი სახელი და გვარი, რომელიც დაბადების მოწმობაში მეწერა, ზუსტი მამის სახელი, რომელიც პირადობის მოწმობაში ეწერა, ზუსტი მისამართი, სადაც ჩაწერილი ვიყავი, დაბადების თარიღი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება...ხელწერილი დაწერეს და ხელი მომაწერინეს. მეორე დღეს დამიბარეს პოლიციის შენობაში. წინა დღეს ბატონმა გიორიმ დამიბარა დილით დაგირეკავთ, მეთვითონვე გამოგივლით და ადგილზე მიგიყვანთ, საქმე როცა დასრულდება ისევ წაგიყვანთო. რადგანაც ჩემი მობილური იმ დღეს ემსხვერპლა და სახლში მაღვიძარიანი საათიც არ მქონდა გადავწყვიტე იმ ღამით არ დამეძინა, რათა მეორე დღეს არ ჩამძინებოდა და პოლიციის შენობაში არ დამგვიანებოდა. ან კი რა დამაძინებდა. მთელი ღამე ფანჯარასთან ვიჯექი და ვტიროდი. საკუთარ თავში და საკუთარ ცხოვრებაში გაურკვეველობაზე და დაკარგულობაზე ვფიქრობდი. ვაანალიზებდი და თან ვერ ვაანალიზებდი. მიჭირდა. ვერ ვხვდებოდი ბევრ რამეს. რა იყო, რა არის, ან რა იქნება. ჩემი ცხოვრება... ან მე ვინ ვიყავი, ვინ ვარ და ვინ ვიქნები...ჩემს ცხოვრებაში. დაბნეული და შეშინებული ვიყავი. უამრავ გრძნობას მოეყარა ჩემში თავი. უამრავ ყველა ცუდ გრძნობას, რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს. კარგს არაფერს და კარგი არაფერი... ერთი სული მქონდა გათენებულიყო და საქმე გაგრძელებულიყო. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, რომ ის იმ ადგილიდან, სადაც იმ ღამით დროებით წაიყვანეს, დორებითათ არ დარჩენილიყო და სამუდამოდ გადაქცეულიყო. ფანჯარზე მჯდომმა, როგორც კი მზის პირველი სხივი დავინახე მაშინვე დავიწყე მოწესრიგება და მზადება. გამზადებული კი ისევ ფანჯარასთან დავჯექი ბატონი გიორგის მოლოდინში. 10 საათი იყო ფანჯარიდან სახლის წინ გაჩერებული პიკაპი რომ დავინახე და სახლის ტელეფონმაც მაშინვე დარეკა.
-ჩამოვდივარ.
-გამარჯობა, ნუცა. თავს როგორ გრძნობთ?
-არამიშავს, გმადლობთ.
-ჩაჭექი-კარი გამიღო და თვითონაც საჭესკენ წავიდა.
-მერამდენე კლასში ხართ ნუცა?
-მეექვსე.
-იმედი მაქვს კარგად სწავლობ.
-ვცდილობ.

პოლიციის შენობიდან პროკურატურაში, პროლურატურიდან ექპერტიზაზე. ექპერტიზაზე განაცხადეს ერთიშეხედვით არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, არანაირი დაზიანება არ ამჩნევიაო. ალბათ მაგრად უნდა ვყოფილიყავი დაჟეჟილ-დაბეგვილი, რომ ერთიშეხედვით დაზიანება ამღნიშვნოდა.

ლიფტით რომ ჩამოვდიოდით ორივე ჩუმდად ვიყავით, მაგრამ აშკარად ვგრძნობდი, თითქოს ის ჩემზე მეტად სწუხდა. სიბრალულის თვალებით მიყურებდა და თითქოს სწუხდა, რომ ჩემთვის დახმარებ ვერანაირი ხერხით ვერ შესძლო. მე ხმა არ ამომიღია. სახლამდე მიმიყვანა და დავემშვიდობედ ერთმანეთს. იმ საღამოდან ალეკო "დროებითიდან" გამოუშვეს. შემთხვევიდან ზუსტად 24 საათში.

***
ბავშვობა

დედა არ მახსოვს. მამას გარდა არავინ მყოლია, რომელიც მუდამ სვავდა და შემდეგ აფრენები ეწყებოდა. მე მთელი ბავშვობა ხელოვნება მიზიდავდა. კი არ მიზიდავდა ჩემში იყო. სული მქონდა ხელოვნებით გაჟღენთილი და თვითონვე ხელოვანი. ჩემი ერთადერთი ოცნება და ნატვრა იყო ამ გზით გამეკვალა მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრების გზა. ნატვრაც ეს იყო, ოცნებაც, ფიქრებიც და მიზანიც.
***
დაკითხვა მეორე

კარზე კაკუნი რომ გავიგე ძლივსძლიობით წამოვდექი გასაღებად.
-გამარჯობათ ნუცა.
-გაგიმარჯოთ, ბატონო ნიკოლოზ. შემობრძანდით...დაბრძანდით...
-გისმენთ.-ხელში კალამი და ფურცელი მოიმარჯვა ისევ.
-ისევ იგივე.
-უფრო კონკრეტულად?
იმ დღესაც ისევ გვიან მორჩა დაკითხვა, ისევ ხელწერილი, ისევ მომაწერინეს ხელი. პირადი ინფორმაციაც შევახსენე. მერე მეორე დღეს ისევ პოლიციის შენობა, ისევ პროკურატურა, ექპერტიზა და საბოლოოდ ისევ სახლი და "დროებითიდან" გამოშვებული.
შემდეგ იყო დაკითხვა მესამე,
მეოთხე,
მეხუთეც,
შემდეგ უკვე მეც არ მახსოვს, სათვალავიც ამერია. ბოლოს უკვე პირად ინფორმაციას კი არ ვკარნახობდი, ან ვახსენებდი, ზეპირად წერდნენ.
ბევრი ფიქრის შემდეგ ერთდღესაც ყველაფრისგან დაღლილმა გადავწყვიტე გამოსავლის მოძებნა. გამოსავალი ჩემთვის ერთადერთიღა იყო. არ მოთმენა, მისი, უარესად გაღიზიანება, არ დათმობა, შეპასუხება და ყველაფრის გართულება, ყველაფრის იქამდე მიყვანა რომ ერთიშეხედვით დაზიანება ამღნიშვნოდა და ყველაფერი ეს სამუდამოდ დასრულებულიყო. იმ დღეს ბოლო დაკითხვა იყო, ოღონდ არა სახლში, არამედ უვკე საავადმყოფოში. იმ დღეს დასრულდა ყველაფერი და "დროებითი" გახდა სამუდამო!
***

6 წლის შემდეგ

წყნარი საღამო იყო, მშვიდი, ქუშაში სიჩუმე, სიწყნარე, სიცარიელე. იმ საღამოს პირველად მოთოვა ბოლო 6 წლის მანძილზე. პატარა ბავშვივით მიხაროდა. უბანში მშვიდად მივაბიჯებდი, თითქოს ეს ცხოვრება მარადიული ყოფილიყო და არც არასად მიმეჩქარებოდა. ხანდახან ზეცაში ვიხედებოდი და ციდან ჩამოცვენილ ფანტელს სახეს ვუშვერდი, ხან უბრალოდ უმიზეზოდ ვიცინოდი, ხან თვალებს ვხუჭავდი და ისე ვაგრძელებდი გზას. ბავშვივით მიხაროდა თქო. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. სახლში ავდიოდი, ნამტირალევი ხმით ყვირილის ხმა რომ გავიგე. მოპირდაპირე კორპუსში ბავშვზე ძალადობდნენ. ბიჭი ალბათ ასე, 9-10 წლის იქნებოდა. პირველი სართულის ფანჯარასთან ყველაფერი კარგად ჩანდა.

***
დაკითხვა

-გამარჯობათ. თქვენ დარეკეთ 112-ში?-ჩემკენ პოლიციის თანამშრომელი წამოვიდა, მე ისევ უბანში ვიყავი.
-დიახ.
-რა მოხვდა მოგვიყვეით თუ შეიძლება.
მეც მოყოლა დავიწყე. დაახლოვებით ნახევარ საათში გამომძიებელი, ბატონი გიორგი მოვიდა. მასთან ხელახლა ისევ ყველაფრის თავიდან მოყოლა მომიწია. მეორე დღეს პოლიციის შენობაში დამიბარეს. იმ საღამოს ჩემს მობილურზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. მივხვდი პოლიციიდან იქნებოდნენ.
-გისმენთ.
-გამარჯობა, ნუცა, როგორ ბრძანდებით?
-გმადლობთ, კარგად ვარ, ვის ვესაუბრები?
-პოლიციიდან გიკავშირდებით, ბატონი ნიკოლოზი, გახსოვართ?
-არა, არ მახსოვხართ.
-ადრეც ვიყავი თქვენთან მოსული.
-არ მახსოვხართ-ადრე ჩემთან იმდენნი იყვნენ მოსული, რომელი მათგანია რა გავიგო თქო, ვფქირობდი ჩემთვის, რასაც რასაკვირველია არ ვეტყოდი და უბრალოდ მოკლედ მოვუჭერი, რომ არ მახსოვდა.
-კარგით. თქვენი ნახვა მინდა, შესძლებთ ახლა?
-კი.
-სად ბრძანებით მითხარით რომ მოვიდე.
მისამართ ვუკარნახე და 10 წუთში მანდ ვიქნებიო დამიბარა. ათი წუთის ნაცვლად ოცდაათში მოვიდა. მე თითოეული დაგვიანებული წამის არაპუნქტუალურობა მაღიზიანებდა. მობილურის ხმაც გაისმა.
-გისმენთ.
-კორპუსთან ვარ.
-ჩამოვდივარ...
პალტო მოვიცვი და სადარბაზოში გავედი, კორპუსიდან ოდნავ მოშორებით პოლიციის მანქანა დავინახე და იქით წავედი.
-გამარჯობა.
-გაგიმარჯოთ.
-როგორ ბრძანდებით?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდებით?
-გმადლობთ, მეც კარგად ვარ. აი ახლა გიცანით სახეზე რომ დაგინახეთ, წეღან მხოლოდ სახელით ვერ მივხვდი-თბილად გავუღიმე ძველ ნაცნობს.-უკაცრავად, კი მოგიკითხეთ წეღან, მაგრამ ვერ გიცანით.-სიცილით მითხრა, ბატონმა გამომძიებელმა ნიკოლოზმა.
-წეღან თვქენთვითონ არ შემახსენეთ თქვენი თავი?-დავიბენი-ადრეც ვიყავი თქვენთან თუ გახსოვართო.
-თქვენ ნუცა ხართ?
-კი.
აღარფერი უპასუხია.
-აბა რა მოხვდა ნუცა?
მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყვევი. ხვალ დაბარებული ვარ თქვენს შენობაში თქო ისიც მივაყოლე, ვემშვიდობებოდი, სახლში ავდიოდი უკვე როცა უკნიდან მომაძახა.
-შეცვლილხარ...გაზრდილხარ...
გარეთ ისევ თოვდა, 31 დეკემბერი იყო.

***

აივანზე ვიჯექი, მოაჯირზე ფეხებ შემოლაგებული, დამათოვდა. ხელში უზარმაზარი ჯიქა მეჭირა, საიდანაც ცხელი რძიანი ყავის ცხელი ორთქლი და არომატი ამოდიოდა. გავყურებდი გზას და ვფიქრობდი... ბევრი რამ გამახსენა დღვანდელმა საღამომ. ბევრი უსიამოვნო ფაქტი წარსულიდან. თვითონ უსიამოვნება, ბავშვობა გამახსენა. ვფიქრობდი ბატონ ნიკოლოსზე. ამდენი დრო გავიდა. 6 წელი და ამ ექვსი წლის მანძილზე ის სულ არ შეცვლილა, ისევ ისეთია, ზუსტა ისეთი. მე კი ამ დროის მანძილზე როგორ გავიზარდე. როგორ შევიცვალე, ის კი ისევ სულ ზუსტად ისეთი. მაშინ, ექვსი წლის უკან დიდ ძიად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა რაღაც სავსებით აღარ მომჩვენებია ასე, მისი ასაკის ხალხთან ფლირტიც კი მქონია.
როგორი სიმპატიურია...
როგორი მიმზიდველი...
როგორი ღიმილით და თვალებით...
როგორ უხდება ის ფორმა...
როგორ ამკაცრებს, მაგრამ სინამდვილეში საერთოდ რომ არაა მკაცრი, პირიქით.
როგორ უხდებოდა ის ნაჩხვლეტი ლოყაზე რომ უჩნდება ღიმილის დროს...
მაგიჟებს...
და უკან შარვალში ჩადევული იარაღი?-გამეცინა ჩემივე ფიქრებზე და სახლში შევედი.
გვარი აღარ მახსოვდა. იმის იმედათ, რომ სოციალურ ქსელში ნომერი მითითებული ექნებოდა და ასე შევძლებდი მის პოვნას სასწრაფოდ ტელეფონს გადავწვდი და შემოსულ ნომრებში ბოლო დაფიქსირებული ამოვიწერე.
ნიკოლოზ გაჩეჩილაძე...პროფილის ფოტოთი ვიცანი ზუსტად ის იყო.
კმაყოფილებისგან ტაში შემოვკარი
-ესეიგი გაჩეჩილაძე...-ვიღიმოოდი და ჩემთვის ვბუტბუტებდი.
შევედი მის პროფილზე და ღიმილი მაშინვე შემაშრა, როდესაც მის გარეკანზე პატარა, დაახლოვებით 4 წლის ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო დავინახე. გული ამიჩქარდა, მაგრამ ჩემივე თავის გამხნევება დავიწყე ჩემივე ფირებში. იქნებ დიშვილი, ძმშვლი, ბიძაშვლი, ან რავიცი, ვინმეა თქო. გავხსენი მისი ფოტოები და ისევ იგივე ბავშვის უამრავი სხვადასხვა ფოტო...ისედაც აჩქარებულმა გულმა ფეთქვას ორმაგად უმატა. ჩამოვყევი ფოტოებს და ერცერთი ფოტო "ვინმე" ქალთან ერთად. არცერთი... მხოლოდ ის და ბავშვი. აგერ მისი ფოტოელბომიც "ჩემი ოჯახი", სადაც მხოლოდ მისი, ბავშვის და ვინმე ხნიერი ქალბატონის ფოტოებია. თვითოეული ფოტოს კომენტარის კითხვა დაწვრილებით და დაკვირვებით დავიწყე, არცერთზე არ ეწერა "დედა გენაცვალოს", ან "ცოლუკა გენაცვალოს", არცერთი ისეთი კომენტარი არ ყოფილა, რომელიც დამაეჭვებდა, რომ მისი მეუღლის დატოვილი შეიძლებოდა ყოფილიყო მისდამი, ან ბავშვისადმი. შემდეგ ვიდეობის დათვალიერება დავიწყე. რამოდენიმე მათგანი სახლში იყო გადაღებული. სახლში ხომ მაინც უნდა გამოჩენილიყო თუ მეუღლე ჰყავს თქო, მაგრამ არავინ არ სჩანდა. ვიღაც ქალი აკომენტარებდა ბებო გენაცვალოსო. დავათვალიერე. დიმიტრის ბებო აღმოჩნდა, ნიკოლოზის დედა. არ იქ რაიმე საეჭვო. მეგობრები და ინფორმაცია დაფარული ჰქონდა ნიკოლოზს. ბევრი ვიფიქრე გამეგზავნა თუ არა მეგობრობა. საბოლოოდ გავუგზავნე...
ღამის 2 საათი იყო ფეისბუქზე რომ შევიჭყიტე, არ ჰქონდა დადასტურებული და მევ გავაუქმე მეგობრობის თხოვნა, რომელიც გაგზავნილი მქონდა...
მეორე დღეს აღარ წავსულვარ პოლიციის შენობაში დაკითხვაზე, 1 იანვარი იყო...

***

-გამარჯობათ.-მივესალმე შესასვლელში მჯდომ მამაკაცს.
-გაგიმარჯოთ, გისმენთ.
-დაბარებული ვიყავი.
გადარეკა. მეორე სართულზე აბრძანდითო მერე.
ავბრძანდი...
ბატონი ნიკოლოზიც იქ იდგა, გული ამიჩქარდა, გულმა აჩქარებას უმატა როდესაც გამოიხედა და ჩემსკენ წამოვიდა ღიმილით.
-ნუცა, როგორ ბრძანდებით?
-გმადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მეც გმადლობთ-და გაიცინა.
თვალი მის მარცხენა ხელისკენ გავაპარა. ბეჭედი არ ეკეთა.
-მახსოვს ადრე ქერა თმა გქონდათ, შეიღებეთ ალბათ-დაარღვია სიჩუმე და ისევ გაიცინა.
-როგორ კარგად გახსოვთ?
-კი.
-ამიტომ ვეღარ მიცანით გუშინ?
-ხო და თან ეს ბავშვები რომ იზრდებიან, ყალიბდებიან, სულ სხვანაირები რომ მახსოვს და სულ სხვანაირები რომ არიან ვეღარ ვცნობ.
2 იანვარი იყო... მთელი უფალს, სამყაროს, ახალიწლის ჯადოსნურ ღამეებს, პლანეტებს, ყველას და ყველაფერს ვევედრებოდი რომ დამბედებოდა.

***

იმ წელს 18 წლის გავხდი, სკოლაც დავამთავრე. ჩვენი ქალაქი პატარაა, ნიკოლოზს ცოლი არ ჰყოლიაოოო...და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

***
5 წლის შემდეგ

-გაიცანით, ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია, ნუცა.
-გამარჯობათ-პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა სათვალეებს მიღმა მივესალმე უკვე კოლეგებს.
-დღეს რომელი ხართ მორიგე?-იკითხა განყოფილების უფროსმა.
-მე ვარ ბატონო მამუკა-გავიგე წლების გაუგონარი ნიკოლოზის ხმა და გულჩი ჩამეცინა. ის დღეს მორიგე? ასეთი დამთხვევა?
-ხოდა ერთად შეუდგებით საქმეს. ნუცა, გაემზადე.
შენობიდან გავედით და გზა გადავჭერით, პიკაპში ჩავჭექით.
-მე ნიკოლოზი.-გამიღიმა და გამომხედა. ვერ მიცნო.
-სასიამოვნოა.-საპასუხო ღიმილი დავახვედრე და კვლავას სათვალეებს მიღმა გავხედე.
მზე ჩავიდა და მეც სათვალე მოვიხსენი.
-ნუცა?
-ბატონო?
-შენ..თეატრალურზე არ აპირებდი ჩაბარებას?
-ვაპირებდი, ბატონო გამომძიებელო...

***
მას შემდეგ იყო მეორე მორიგეობა ერთად,
მესამე,
და მესამეს შემდეგ პაემანი.
***

სარკიდან ულამაზესი ვინმე მიყურებდა. მაღალი, გამხდარი, ულამაზესი გარუჯული კანის ფერით, ძალიან ლამაზ და ძალიან მოკლე კაბაში გამოწყობილი. გრძელი, სწორი გაშლილი თმით და ლამაზი ღიმილით.
ჩემთვის ვფიქრობდი და გონებაში ვცდილობდი წარმომედგინა მისი სახე, როდესაც დამინახავდა. 12 წლის გაცნობილ პატარა გოგოს, პირველი დაკითხვის შემდეგ არც მეტი არცნაკლები 10 წელი იყო გასული. და პოლიციის ფორმის შემდეგ ამ ფორმაში?
სახლის ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ?
-უკაცრავად რომ ასე გვიან გაწუხებთ, ქალბატონ ნუცას სთხოვეთ თუ შეიძლება.-გადმომძახა ბოხმა ხმამ მობილურს იქით.
-დიახ, გისმენთ, მე ვარ. ვინ ბრძანდებით?
-მალე ჩამოხვალთ? უკაცრავად, გავიყინე.
ფანჯრიდან გადავიხედე, ნიკოლოზი იდგა მანქანაზე მიყუდებული, ჩემი ფანჯრისკენ იყურებოდა და იღიმოდა. ყურმილი დავკიდე და ფანჯრიდან გადავძახე. ჩემი სახლის ნომერი საიდან გაიგე? ჩვენთან ყველაფერი იწერება, ქალბატონო ნუცა, არც ძველ ინფორმაციებს ვაგდებთ, თუნდაც ათი წლის წინანდელებს.
გამეცინა, ფანჯარა მივხურე და დაბლა ჩავედი.
-ძალიან ლამაზი ხარ!
-მადლობ-გული ამიჩქარა მისმა კომპლიმენტმა და მინუს გრადუსებშიც კი გავწითლდი.
-დაბრძანდი-მანქნის კარი გამიღო, ამჯერეად პირველი შემთხვევაა, როდესაც არა პიკაპის, ან ნებისმიერი მათი სამსახურის.
-თბილისში წავიდეთ.
-თბილისში?
-ხო რა?
-წავიდეთ-მხრები ავიჩეჩე. მთელი გზა ვფიქრობდი რისთვის მიმეწერა ეს შეხვედრა. პაემნისთვის, თუ არაფრისთვის. ჩვენ უბრალოდ კარგი თანმშროლური და მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა და იქნებ უბრალოდ ჩვენი კარგი ურთიერთობის ფონზე დამპატიჟა ვახშამზე თქო.

***
რესტორნიდან გვიან, ღამის პირველ საათზე გამოვედით. ორივე ნასვამი ვიყავით.
-მე აქ დავრჩემი.
-აქ სად?
-თბილისში. აქაც მაქვს სახლი.
-რატომ დარჩები?
-ხვალ ზეგ მაინც შაბათ კვირაა და ბარემ დავრჩები.

***

მანქანიდან ისც გადმოვიდა, სახლის კარამდე უნდა მიგაცილოო, არ მინდა ავალ ჩემით, რაღატო შეგაწუხო მეთქი ვუთხარი, არ მეშვებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე, ოღონდ ერთი პირობით, ბინა დამანახე რომელია, რომელ სართულზე, რომ ახვალ და შუქს ანთებულს დავინახებ მშვიდად წავალო.
ავედი თუ არა სახლში საწოლზე ზურგით დავეხეთქე და ემოციების ზღვაში გადავეშვი. ჭერზე მიშტერებული და ფიქრების ზღვაში ვიყავი ჩაძირული. ასე 20-25 წუთის შემდეგ კარზე ზარის ხმა გავიგე, ვინ უნდა იყოს თქო ამ დროს, თან როცა იციან რომ მე აქ არ ვცხოვრობ, შეშინებული წამოვდექი. რა მომაფიქრებდა...
-გთხოვ ნუ გამიმეტებ იმისთვის, რომ ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დავჯდე და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ასეთ მდგომარეობაში გადავაადგილდე, ღმერთა იცის გზაში რა შეიძლება დამემართოს და იმედია არც მანქანაში დასაძინებლად არ გამიმეტებ. კედელს ატუზული სასცილოდ მიყურებდა. გამეცინა და კარი ფართოდ გავუღე.
***
მისი გაყინული დიდი ზომის ბაგენი ნელა და ნაზად შეეხო ჩემს გახურებულ ბაგეებს. მეგონა ესესაა გული საგულედან ამომვარდება თქო. მთელი სხეულით ვთრთოდი. თავდ ძლივს ვიკავებდი, რომ არ შევრცხვენილიყავი და კანკალი არ დამეწყო. ძალიან ნაზად მკოცნიდა. თმაში ხელები ფრთხილად შემიცურა და კოცნა განაგრძო. ტუჩებიდან ყელზე გადავიდა. მაშინ კი უკვე ვეღარ შევიკავე თავი. კანალი თავისითვე ამიტყდა. ყელიდან ყურზე გადავიდა. მთლიანად გავხურდი. სიმხურვალეს ვგრძნობდი მთელს სხეულში. ყურიდან ისევ ყელზე, მკოცნიდა, მკოცნიდა მთელი ვნებით და ნელნელა დაბლა და დაბლა ჩაუყვებოდა, ხელები კი ზელზე ისე მაგრად ჰქონდა შემოხვეული, თითქოსდა სადმე გაქცევას ვაპირებდი. მთელი სხეულით მეკვროდა, მთელი სხეულით ვგრძნობდი. წამიერად მივხვდი როგორ გამიშვა ხელები წელიდან და კაბა მთლიანად ამაძრო.
-რა ქალური ხარ-ვნებით გაჟღენთილი თვალებით შეავლო ჩემს ტანს თვალი, თითქოს ცოტა გაოცებისგანაც კი. მისი ვნებიანი თვალები ხარბად ათვალიერებდა ჩემს სხეულს, რომელსაც კაბის გახდის შემდეგ მხოლოდ წითელი გამომწვევი კორსეტიღა შერჩენოდა.
-აბა რას ელოდი, ისევ 12 წლის გოგონას ბანტებიან ტურსიკ-ლიფჩიკს?
-მაგას არა, მაგრამ არც ასეთ ქალურობას ველოდი. მაგიჟებ! მითხრა და წამიერად თვალებში შემომხედა, შემდეგ კი კორსეტის ერთი "პლეჩი" გადასწია და ჩემს მხარს დაუწყო ალერსით კოცნა, ერთი ხელით ისევ წელზე მეხვედოდა და მისკენ მიზიდავდა, სხეულზე მიკრავდა, მეორე კი თმაში ჰქონდა შეცრულებული.
გავთამამდი. პერანგის ღილების შეხსნა დავუწყე, გავხადე, შემდეგ ქამრის გახსნაზე გადავედი, ბოლოს შარვლის გახდაზე. მეგონა გული საგულედან წამიწაზე ამომვარდებოდა და გამისკდებოდა.
ზურგზე კორსეტის გახსნა დამიწყო და წამიერად ჩემს სხეულს მთლიანად მოაშორა და ხელში ამიტაცა. შემდეგ ისევ ჩემი ბაგეების დაკოცნვაზე გადავიდა და საწოლზე მიმაწვინა. მეფერებოდა და თან მიკოცნიდა მთელს სხეულს. ძალიან ნაზად და ძალიან ვნებიანად. გვიან ღამით დაღლილს ჩამეძნა მის მკერდზე თავდადებულს.

***
დღე მეორე

გამეღვიძა თუ არა თვალები გავახილე და მომხდარის თავიდან გააზრება დავიწყე. უაზროდ მეღიმებოდა და უაზროდ ბედნიერი ვიყავი. ჭერზე მიშტერებულმა მზერა ნელნელა მისკენ გადავიტანე და გულმა ფეთქვას უმატა. გამოეღვიძა. გამიღიმა და ეს ღიმილი იყო მაშინ ჩემთვის ყველაფერი. ყველაზე და ყველაფერზე მეტი. არ მინდოდა სხვა არაფერი. სააბაზანოში შევედი და იქიდან ოჯახურ, უკვე არაქალურ ფორმაში გამოვეცხადე. გაწუწული თმით, რომელიც მაღლა ამეწია და კოსო დამესვა და თეთრი, თხელი, პრიალა და გრძელი ხალათით.
-მოდი.-დამიძახა.
მეც მომღმარი ბედნიერი სახით და ანთებული თვალებით საწოლზე წინ წამოვუსკუპდი.
-ნუც..-გული ამიჩქარდა როცა მისგან პირველად გავიგე ნუცას მაგივრად, ნუც...-შენ გუშინდელ დღემდე ქალიშვილი იყავი.-ამის გაგონებაზე თითქოს დენმა დამარტყა. ნერწყვი ღრმად გადავყლაპე და სახეზე მთლიანად გავფითრდი. შემამცივნა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-გიყვარვარ?-ნელი, დაბალი ხმით მკითხა.
თითქოს ენა ჩამივარდა, მთლიანად გაყინული ვიყავი და პაუზის შემდეგ ვუპასუხე ისეთივე გაყიული სახით, უემოციოდ, გული კი რამის ამომვარდნოდა.
-კი.
ხელები, შემომხვია, მისკენ მიმიზიდა და გულში მაგრად ჩამიკრა. ჩემს თმაში თავი ჩარგო და ცოტახანს ხმა არ ამოუღია, შემდეგ კი სიჩუმე დაარღვია.
-მე შვილი მყავს-არაფერი მიპასუხია-მაგრამ ცოლი არა-განაგრძო მან.-9წლის შვილი მყავს...
-ვიცი, საყვარელი ბიჭია დემეტრე...

***

სანამ ნიკუშა აბაზანაში იყო პიცა შევუკვეთე და გამოვიპრანჭე.
-ნუც, ხალათი, ან პირსახოცი მინდა-გამომძახა აბაზანიდან მისმა ხმამ, რომელიც უზომოდ მიყვარდა და გულს მიჩქარებდა.
-არ მაქვს.-ვიცინოდი ბოლო ხმაზე.
-წეღან სულ დამავიწყდა მეთქვა, შემოსვლამდე.
-არ მაქვს თქო.
-ბაზარი არაა-ამის თქმა და მისი აბაზანიდან სამზარეულოში შიშველი გამოტანტალება ერთი იყო.
-მმმ....ასე მალე აცხობ პიცას?-გაიცინა და დიდი ნაჭერი ჩაკბიჩა.
-იდიოტო სძინებელში საწოლზეა ხალათი-გავაგდე ძალით.
-და შენ რა სექსუალურად გამოწყობილხარ? არდა აღარ ვაპირებდი ჯერ ისედაც ახლად დაქალებულისთვის მეორე დღეს გაგრძელებას, ხელში ამიტაცა და კოცნა დამიწყო.

***

ორშაბათი დილა

-დემეტრე გამოდი სამზარეულოში, შემწვარი კარტოფილია, მამიკოსაც დაუძახე.

***
ბატონო გამომძიებელო (სრულად)



№1  offline წევრი Firefly

კარგი იყო,ძალიან ვისიამოვნე.
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი nini :)

კარგი იყოოოოო winked request love love love

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

ძალიან ბევრი გაკლია, რომ გახდე მწერალი.
გრამატიკულად საერთოდ არ იყო გამართული ნამუშევარი!
შინაარსობრივი იდეა მომეწონა, მაგრამ სისრულეში არ იყო ლამაზად მოყვანილი, ასე ვთქვათ მარილი აკლდა.
არასრული ნამეშავარი იყო!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

cudi ariyo magram uketesic sheidzleboda emocia akldaa rac me yvelaze metad miyvars istoriebshii :))

 


№5  offline წევრი let it be

shinaarsi kargi iyo magram arasrulfasovnad iyo dawerili sxva dros ecade istoriashi meti guli chdo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent