შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საოცარ წამს [სრულად]


25-12-2015, 18:15
ავტორი მარრიამი
ნანახია 13 075

- აუ არ მინდა რა _ წუწუნებდა და უკმაყოფილო მზერით შესცქეროდა დედას.
- ეკატერინე გეყოს ბავშვობა _ სიმკაცრე-ნარევი ტონით ჩაილაპარაკა ქალმა.
- აი რა გავაკეთო იქ, ამიხსენი რა?
- გა-ერ-თე! მერამდენედ გითხრა.
- მაგარი გართობა იქნება ხუთ უცნობ ადამიანთან ერთად ყოფნა.
- გაიცნობ, ხომ გინდოდა ახალ წელს სადმე საზამთრო კურორტზე, ჰოდა მესტიაში გიშვებ, კიდევ უკმაყოფილო ხარ.
- მინდოდა, მაგრამ მინდოდა ან ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და არა ვიღაც უცხოებთან.
- ოდესმე რომ დაინტერესებულიყავი შენი მშობლების მეგობრებით, იმ ბავშვებსაც გაიცნობდი. ახალ წელს მარტო ხომ არ დაგტოვებ?
- რატომ მარტო დე? _ დატკბა უცებ _ ჩემი მეგობრები აქ არიან, მათთან ერთად შევხვდები ახალ წელს.
- ხომ შეგიძლია რომ შენც შემისრულო ერთი თხოვნა დედი? სულ რაღაც ერთი კვირა, მეტი ხომ არაა, მერე ძველით ახალი წელი ერთად აღვნიშნოთ და შენი მეგობრების დაპატიჟე.
- მპირდები რომ ძველით ახალ წელს არსად წახვალთ?
- გპირდები _ თბილად გაუღიმა ქალმა.
- კარგი, მაგრამ არც ერთი ახალი წელი ჩემ გარეშე არ გაგიტარებიათ, ახლა რამ მოგიარათ?
- ბავშვებს უნდოდათ ცალკე აღნიშვნა და ჩვენც სხვანაირად დავგეგმეთ.
- ანუ ისინი ერთმანეთს იცნობენ, ყველა და მე? აუ დეე _ ისევ დაიწყო წუწუნი.
- გაიცნობ დედიკო, გაიცნობ _ გაუღიმა და ჩანთა ლოგინზე დადო _ მიდი, ჩაალაგე ბარგი.
- მხოლოდ ამ ერთხელ, მხოლოდ თქვენი ხათრით _ ბუტბუტებდა და საჭირო ტანსაცმელს თუ ნივთებს აწყობდა.
- ნოე და კაკი გამოგივლიან ნახევარ საათში და მზად დახვდი.
- აუ ღამე უნდა ვიმგზავროთ? კარგი რა დეე.
- გოგო, ყველაფერზე ნუ წუწუნებ, ნუ გადამრიე, გაემზადე.
- ვემზადები ჰო _ ჩაიბურტყუნა და ოთახის კარები მიხურა.

15 წუთში მზად იყო. არც თუ კმაყოფილი გამომეტყველებით იჯდა გამათბობელთან და ელოდა ბიჭებს, რომლებიც სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი და ისიც საკმაოდ ადრე.

- დედი მოვიდნენ და გელოდებიან.
- მივდივარ, კარგად _ გადაკოცნა და სახლიდან გავიდა.

პირველ სართულზე ჩასულს სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი შეეგება, თბილად მიესალმა, ჩანთა გამოართვა და საბარგულში ჩადო. წინა სავარძელიც ვიღაცას ჰქონდა დაკავებული, ამიტომ ეკატერინე უკან ჩაჯდა.
- გამარჯობა _ თავაზიანად მიესალმა წინ მჯდომს.
- გამარჯობა _ წესიერად არც შეუხედავს ისე მიესალმა.
- გაიცანით უკვე? _ საჭესთან დაჯდა ნოე.
- უფრო მივესალმეთ.
- კარგი, ეს კაკია, ეს ეკატერინე, მე ნოე, იმედი მაქვს გავუგებთ _ უღიმოდა გოგონას.
- იმედია _ არც თუ უსიამოვნო იყო ნაცნობობა.
- დანარჩენებიც გზაში არიან, ჩვენზე წინ არიან უფრო სწორად.

თავს უხერხულად გრძნობდა ბიჭებთან ერთად, ჯერ უცხოები იყვნენ, მერე მისთვის უინტერესო თემაზე საუბრობდნენ, წინა წლის ამბებს განიხილავდნენ, ეს ყველაფერი უცხო იყო ეკატერინესთვის, არც დასახელებულ პირებს იცნობდა. საბოლოოდ კი უბრალოდ ჩაეძინა. კარგად მოკალათებულიყო უკანა სავარძელზე და მშვიდად სუნთქავდა.

- ნეტავ რისთვის მოდის გამაგებინა.
- კაკი გეყოფა, მთელი დღეა უკმაყოფილო ხარ მისი წამოსვლით.
- აქამდე რომ არ გვკადრულობდა იმიტომ, რითი ვართ მაგაზე ნაკლები ვითომ.
- ნაკლები რა შუაშია, ადამიანს ჰყავს განსხვავებული სამეგობრო წრე და არ უნდოდა ამ დღესასწაულების ჩვენთან ერთად გატარება.
- მეც მაგას ვამბობ, როცა ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, სულ თავიდან, ისიც ხომ იყო, ხომ გაგვიცნო, მერე უბრალოდ აღარ მოისურვა ჩვენთან ურთიერთობა და ახლა უცებ ჩვენთან ერთად უნდა ახალი წლის აღნიშვნა.
- რატომ ხარ ასე განწყობილი მის მიმართ, ხომ შეგიძლია უბრალოდ გაუღიმო და გაუგო, აქამდე არ უნდოდა, ახლა უნდა, რა მოხდება რომ თავიდან გავიცნოთ.
- შენ თუ გინდა გაიცანი და სხვებსაც გააცანი, მე არ მინდა.
- კაკი ნერვებს მიშლი.
- მორჩა ნოე, თქვენ თუ გინდათ თბილად მოეპყარით, ცივი ნიავი არ მიაკაროთ, დაუმეგობრდით, მე ამ ყველაფერში არ ჩავერთვები.
- კარგი _ თავი გადააქნია ნოემ და ჩაიცინა.

***
- რომელი საათია? _ ნამძინარევი ხმით იკითხა გოგომ.
- ორი ხდება კატო.
- ეკატერინე დამიძახე ნოე _ უღიმოდა _ მალე ჩავალთ?
- კიდევ ერთი საათი.
- შენნაირ გოგონებს მოსწონთ შემოკლებული სახელები, კატო, კაწია, კაწკა _ გაწელილად წარმოთქვა კაკიმ.
- ჩემნაირებს ანუ? _ პასუხი ვერ მიიღო _ მე არ მომწონს _ ჩაიბურტყუნა და ფანჯარაში გაიხედა.
აშკარად გრძნობდა კაკი აღფრთოვანებული რომ არ იყო მისი გაცნობით. მთელი საათი დუმილში გაატარეს, არც ერთი საუბრობდა, მანქანაში კი "let it snow"-ს ჰანგები სასიამოვნოდ ჟღერდა.
- აი მოვედით _ მანქანიდან გადავიდნენ. ეზოში სამი ახალგაზრდა იყო, სიცივისგან მობუზულები იდგნენ. _ ბავშვებო ეს ეკატერინეა, ესენი მირანდა, ნინი და გურამი არიან.
- სასიამოვნოა ეკატერინე _ წკრიალა ხმით წარმოთქვა ნინიმ.
- ჩემთვისაც _ უბრალო ღიმილით შემოიფარგლა.
- საკითხავია ეგ _ ჩაიფრუტუნა და გვერდი აუარა.
- შევიდეთ, ცივა _ გაუღიმა მირანდამ და სახლისკენ წავიდა.
- მე მეგონა თოვლი დამხვდებოდა _ იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა.
- ყველას უკვირს ეკო ეგ, მაგრამ ამ დღეებში ელოდებიან _ გვერდით მიჰყვებოდა ნინი.
- დღეს დავისვენოთ და ხვალ მოვრთოთ სახლი, თქვენ გელოდებოდით _ უღიმოდა გურამი.
როგორც ჩანს ყველას მოწონდა ახალი მეგობრის პერსპექტივა, გარდა კაკისა. პირველი შთაბეჭდილება ეკატერინეზეც ნამდვილად კარგი მოახდინეს, სასიამოვნო ბავშვები იყვნენ, გულწრფელი ღიმილით.
- ეკატერინე ოთახი მზადაა შენთვის.
- მადლობა მირანდა, მიმასწავლი?
- რა თქმა უნდა, აი ის პირველივე კარი, ყველა პირველ სართულზე დავნაწილდით, თბილა აქ.
- თქვენ?
- მე და ნინი ერთ ოთახში ვართ, ბიჭებიც ერთ ოთახში.
- და მე რატომ გამამწესეთ მარტო? _ გაეცინა.
- რა ვიცი, ვიფიქრეთ რომ, რადგან არ გვიცნობდი, შეიძლება ჩვენთან ძილი სულაც არ მოგენდომებინა _ უხერხულად უხსნიდა ნინი.
- გეგონათ რომ ერთი ქედმაღალი გოგო ვარ და სულაც არ გხიბლავდათ ჩემთან ერთად დასვენების პერსპექტივა _ სიცილით ლაპარაკობდა _ არაუშავს, გავიცნობთ ერთმანეთს. ძილინების ბავშვებო, ძალიან დავიღალე.
- ძილინების ეკატერინე.

ოთახში შევიდა და ტანსაცმლითვე გადაწვა ლოგინზე. მართალი იყო დედა, საოცრად სასიამოვნო სიტუაცია დახვდა, ვისთან ერთადაც არ უნდა ყოფილიყო, მაინც გადასარევი იქნებოდა აქ ყოფნა. ზამთრის სუსხი გარეთ, ბუხრის სითბო სახლში, და მაინც ბევრად უფრო ბედნიერი იქნებოდა თავის მეგობრებთან ერთად რომ ყოფილიყო. თუმცა ერთ კვირაში შეეჩვეოდა კიდეც ალბათ. ფიქრებში წასულს თვალები ებლიტებოდა, მიხვდა და ადგა, სწრაფად მოწესრიგდა, ცივ ლოგინში შეწვა. ნელ-ნელა სითბო შეეპარა და როგორც კი სხეულმა სითბო იგრძნო, მოითენთა, თვალები დაეხუჭა და ჩაეძინა.
დილით ოთახიდან რომ გავიდა, ყველას ეღვიძა, ზოგი ყავას სვამდა, ზოგი ჩაის, ზოგიც ცხელ შოკოლადს.

- დილამშვიდობის _ ღიმილით ჩაილაპარაკა.
- დილამშვიდობის ეკატერინე, ყავას დალევ თუ ჩაის? მოგიმზადებ.
- ყავას თუ შეიძლება, მადლობა.
- გოგოებთან ძილს არ კადრულობ? ან შენი მოახლეები გგონია? აქ თვითმომსახურებაა ძვირფასო ეკატერინე, თუ რამე გინდა თვითონ უნდა მოიმზადო.
- მარცხენა ფეხზე ადექი? _ გაკვირვებით იკითხა. ნოემ ჩაიფხუკუნა.
- მე უბრალოდ აქაური წესები გაგაცანი.
- რომ ჩამოვედით ოთახი გამზადებული დამახვედრეს გოგონებმა, შესაბამისად იქ დავიძინე, სადაც მიმიჩინეს ადგილი, ყავას რაც შეეხება ნინიმ შემომთავაზა და ცუდს ვერაფერს ვხედაც იმაში, რომ დავთანხმდი, ხვალ მე გავაკეთებ ყველასთვის, ზეგ მირანდა, რა პრობლემაა?
- ის პრობლემაა რომ არ მიყვარს ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ.
- გასაგებია, მასეთები ბევრს არ უყვარს, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები. მესმის რომ არ მოგეწონე, უცხო ვარ და თვლი რომ მყუდროება დაგირღვიეთ, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის და ერთი კვირა გამიძელი როგორმე _ ბუხართან პუფში ჩაეშვა და მადლიერი მზერით გამოართვა ნინის ფინჯანი.
- დღეს სახლი უნდა მოვრთოთ, ყველამ ერთად _ გამაფრთხილებლად გადახედა ბიჭებს ნინიმ.
- ჰო ყველამ ერთად ნინიკო _ გაუცინა ნოემ.
- ქალბატონი ეკატერინე თანახმაა?
- როგორმე მივხედავ საკუთარ თავს, თქვენი ჩაკითხვების და კომენტარების გარეშე _ უკვე აღიზიანებდა კაკის დამოკიდებულება. _ დავლიოთ ყველამ და მოვრთოთ _ გადახედა გოგონამ.
- კარგი, საკმაოდ დიდი ნაძვის ხე გვაქვს.
- ძალიან კარგი, ანუ დიდ ხანს გავერთობით.
ნაძვის ხე ააწყვეს, ერთი კუთხე მთლიანად დაუთმეს.
- აბა, დავიწყოთ სათამაშოების ჩამოკიდვა?
- მოდი წელს პირველი სათამაშო ეკომ ჩამოკიდოს.
- არ მესმის რატომ ვანიჭებთ ამხელა პრივილეგიებს.
- კაკი გეყოფა, ეკო წელს პირველად რთავს ნაძვის ხეს ჩვენთან ერთად და იმიტომ.
- პირველი კაკიმ ჩამოკიდოს, არაა პრობლემა.
- მიდი ეკო, მიდი. _ ღიმილით ჩამოკიდა, თუმცა არ გამოპარვია კაკის გაბრაზებული გამომეტყველება, მაინც ვერ გაიგო რას ერჩოდა ეს ბიჭი.
- მე და ჩემი მეგობრებიც სულ ერთად ვრთავთ ხოლმე, ყველას სახლში, თითო დღეს თითო ნაძვის ხეს.
- იმიტომ არ გვკადრულობდი ალბათ.
- კაკი რა გინდა? ვერ გავიგე რატომ იღრინები.
- შეეშვი ეკო _ გაუღიმა ნინიმ.
- რამდენჯერ ნინი? ჯერ მხოლოდ ნახევარი დღეა აქ ვარ და უკვე აღარ შემიძლია მისი კომენტარებით.
- თუ არ მოგწონს არავინ გეხვეწება აქ ყოფნას.
- ბავშვივით იქცევი, ეგოისტი ბავშვივით, რომელსაც ყურადღება მოაკლდა. თუ ხელს გიშლი, მოდი საერთოდ ნუ შემიმჩნევ, მორთე ნაძვის ხე, გაერთე, იმხიარულე და მე უბრალოდ დამაიგნორე რა.
- თვალებში ცუდად მხვდები და ვერ გაიგნორებ.
- უჩინმაჩინი ვერ გავხდები, ბოდიში. ვარსკვლავი სად არის? _ დანარჩენებს მიუბრუნდა.
- აი მე მაქვს _ გაუწოდა მირანდამ. კაკი კი ოთახიდან გავიდა.
- მიდით, გაუკეთეთ ვარსკვლავიც და ავანთოთ ნათურები.
- გურამ დამეხმარეთ _ ბიჭებმა ასწიეს, ნინიმ ვარსკვლავი დაამაგრა, ნათურებიც აანთეს და ფერად-ფერადად აბრდღვიალდა ნაძვის ხე.
- წვიმები და წებოვანი ლენტი მინდა და ფანჯრებზე ფიფქებს გავაკეთებ _ ცდილობდა დახმარებოდა გოგონებს და მათიანად ეგრძნობინებინა თავი.
- აი წვიმები აგერ დევს და წებოვანი სამზარეულოში ნახე, მესამე უჯრაში _ აუხსნა ნინიმ.
- ახლავე _ სამზარეულოსკენ წავიდა.
ოთახს მხიარულებით ავსებდა „all I want for Christmas“-ის ჰანგები. სამზარეულოში დახვდა კაკი, არაფერი უთქვამს, უკმაყოფილო მზერით შეათვალიერა და ჩაი მოსვა. წებოვანი ლენტი აიღო გოგონამ და გამობრუნდა, მაგრამ კარებთან მისული ისევ უკან შებრუნდა.
- კაკი _ დაბალ ხმაზე დაიწყო. _ არ მინდა ჩემ გამო შენს მეგობრებთან ყოფნას გამოაკლდე, ნაძვის ხე შენ გარეშე მოვრთეთ, იქნებ სახლის მორთვისას მაინც შემოგვიერთდე.
- რატომ გაქვს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა? რატომ გგონია რომ შენ გამო არ ვარ იქ?
- არ მგონია, დარწმუნებული ვარ კაკი, იმიტომ რომ შენ ჩემი იქ ყოფნა არ გსიამოვნებს, მაგრამ ამაში დამნაშავე არც შენ ხარ, არც ბავშვები და თუ სიმართლე გინდა არც მე.
- არა? აბა ვინ?
- ჩემს გეგმებში სულაც არ შედიოდა თქვენთან ერთად ახალი წლის გატარება, ჩემი მშობლების დაჟინებული თხოვნის თუ მოთხოვნის ბრალია.
- არც უარყოფ, რომ ჩვენთან ყოფნა არ გინდოდა.
- არ ვუარყოფ, მე არ გიცნობდით, რატომ უნდა მდომოდა უცხო ადამიანებთან ერთად ახალი წლის აღნიშნვა?
- რამე შეიცვალა?
- შეიცვალა, დავინახე რომ ძალიან მხიარულები და თბილები არიან, ისეთები ერთ ნახვაში რომ მოიგებენ ადამიანის გულს, მაგრამ ჩვენ რაც შეგვეხება, ალბათ გაგვიჭირდება ურთიერთობა.
- რომელ ურთიერთობაზეა საუბარი? _ ჩაეცინა.
- ადამიანურ, ცივილურ ურთიერთობაზე, ასე რომ არ ვიყოთ, ჩემთან ერთად ოთახშიც რომ არ ჩერდები. მოკლედ დაფიქრდი და შემოგვიერთდი, ბავშვები გელოდებიან _ გაუღიმა და წავიდა.

თვითონაც არ იცოდა საიდან იპოვა ამხელა ძალა საკუთარ თავში, არ ეგონა თუ მშვიდად ლაპარაკს შეძლებდა კაკისთან, არადა სიამოვნებით დათხრიდა თვალებს, ასეთი მზერით რომ ათვალიერებდნენ. საკუთარი თავით კმაყოფილი დაბრუნდა ბავშვებთან და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, რამდენიმე წუთში კაკიც შეუერთდა.თავისთვის ჩაეღიმა ეკატერინეს.

- ნინი, ნახე აი ეს წვიმა იქ ზემოთ მოუხდება ძალიან, მაგრამ მე ვერ მივწვდები.
- მე მითუმეტეს _ გაეცინა _ მოიცა, კაკიი მოდი ერთი წუთით.
- რა ხდება?
- იქ ჩამოკიდე რა _ უღიმოდა ნინი. წვიმა გამოართვა და ჩამოკიდა.
- აქეთ მხარეს ზედმეტად არის ჩამოწეული _ დაიწუწუნა ეკატერინემ.
- ასე კარგია? _ უკმაყოფილოდ ჩაეკითხა და შესწორებული აჩვენა.
- კი, ასე უკეთესია.
- არ იფიქრო რომ დამოკიდებულება შევიცვალე _ მაშინვე შეუღრინა, როგორც კი გოგონას ღიმილიანი სახე შენიშნა.
- არ მიფიქრია, უბრალოდ ნამუშევრით ვარ კმაყოფილი.
ისე უცებ მოვიდა საღამო, ვერც კი შენიშნეს. მთლიანად იყვნენ ჩართულები მორთვის პროცესში, სახლიდან ცხვირსაც არ გაყოფდნენ, ბუხრისთვის შეშის შემოსატანად რომ არ გასულიყო ნოე და სახლში დაბრუნებულს ფრიად სასიამოვნო ამბავი არ ეხარებინა.
- ბავშვებო თოოვს _ ყვირილით შემოიჭრა ნოე.
- მართლა? _ ფანჯარას მივარდა ნინი.
- მართლა მართლა _ გაუცინა.
- რა მაგარია, ახალ წელს თოვლი ყველაზე დიდი საჩუქარია _ გარეთ გავიდა ეკატერინე.
- არ გაცივდე, ჩაიცვი _ მიაძახა მირანდამ.
- მირო დედაჩემს მახსენებ _ გაიცინა და ფიფქებს ხელები შეუშვირა.
- შემოდი დააცადე დადოს მაინც.
- შემარგეთ თოვლი რა იქნება _ ბუზღუნით შევიდა სახლში.
- ზუსტად ახალი წლისთვის კარგად დადებს და მერე გავერთოთ რა პრობლემა.
- “ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან,
გამოდით გამოდით, ახალი წელია" - აღიღინდა ნინი.
- მოიცა, გიტარას გამოვიტან და კაკი დაუკრავს.
- არ დავუკრავ, მეზარება.
- კაკიი, კარგი რა, მიდი _ ოთახიდან გიტარა გამოიტანა ნოემ.
- არ ვარ ხასიათზე.
- ჩემთან ერთად არ იმღერებს _ ჩაიცინა ეკატერინემ.
თუმცა მეორე წამს უკვე სიმღერის ხმა ისმოდა.
- მე გაშლას დავიწყებ გოგოებო _ წამოდგა, იქვე მიფენილი სუფრა გადააფარა პატარა მაგიდას და თეფშები გამოიტანა. ნელ-ნელა უხმაუროდ შლიდა, ბოლოს ხელსახოცები დაკეცა ლამაზად და შემოუწყო თეფშებს. გოგოებიც შეუერთდნენ და მალე შეივსო მთელი მაგიდა სხვადასხვა გემრიელობით.
- მოდიით _ ამღერებულ ბიჭებს დაუძახა ეკატერინემ.
- მოვდივართ..
სულ მალე დადგებოდა 12 საათი, თოვლს უკვე გადაეთეთრებინა არე-მარე.
- ახალი წელიც მოვიდეს და გავდივართ გარეთ _ თავს ძლივს იკავებდა ნინი.
- ჰო აი 10 წუთიც და გავიდეთ ცქნაფო _ თბილად გაუღიმა ნოემ.
- ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი მაგარი ახალი წელი თუ მელოდა.
- რას იფიქრებდი, ფაქტობრივად იძულებით წამოგიყვანეთ. _ ჩაილაპარაკა კაკიმ.
- კაკი ძალიან გთხოვ, ამ ახალ წელს მაინც შეიკავე თავი უარყოფითი ემოციების ფრქვევისგან, უბრალოდ გაერთე და გაიღიმე რა _ უდარდელად აიქნია ხელი ეკატერინემ.
- რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის _ გაეცინა გურამს.
- ბედნიერებისთვის კი არა დათრობისთვის გურო _ გაიცინა კაკიმაც.
- რადგან ამის სიცილი ვნახე რაღა მომკლავს.
- პირდაპირ გამაჟრიალა ბედნიერებისგან, ისე გამიხარდა შენი უკვდავობა.
- გეყოფათ ხალხო, ნუ დაჭამეთ ერთმანეთი _ შეუბღვირა ნოემ.
- მწარე ხორცს არ ვჭამ მე _ ჩაიფრუტუნა.
- შეიძლება გავიგო რა დაგიშავე?
- არაფერი დაგიშავებია, მაგრამ უკვე გითხარი არ მიყვარს შენნაირი გოგოები, ამდენი ხნის განმავლობაში უკადრისობდი ჩვენთან ყოფნას, არასდროს გამოყოლიხარ მშობლებს, ხან რას იმიზეზებდი ხან რას, არასდროს გისურვია ჩვენთან ერთად ყოფნა, რამდენჯერ ვცადეთ, რამდენჯერ გვინდოდა, რამდენჯერ დაგპატიჟეთ, მაგრამ სულ უარს ვიღებდით, აი ამიტომ არ მომწონხარ, აი ამიტომ ვერ გიღებ, არ ვარ სხვებივით დიდსულოვანი და ვერ გპატიობ.
- გასაგებია, ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი წყენა ჩაგყოლია გულში, რაც უფრო მეტს ჩაიმარხავ გულში და რაც უფრო მეტი გეწყინება, მალე დაბერდები და გული გაგისკდება.
- შენც თავი არ მოიკლა ჩემზე დარდით.
- მე უბრალოდ გაგაფრთხილე. მოდით ჩვენს გულებს გაუმარჯოს, ნაწყენსაც, გახარებულსაც, გაბრაზებულსაც _ თვალებში უყურებდა კაკის, ჭიქაც ისე გამოცალა თვალი არ მოუშორებია.
- გაუმარჯოს _ ჭიქა ასწია კაკიმაც _ ისეთ გულებსაც გაუმარჯოს ახლა ჩვენთან ყოფნა რომ არ უნდა, გული სხვებისკენ მიუწევს, მაგრამ ვერ მიდის და იძულებულია აქ იყოს, ხელოვნურად გვიღიმოს და ჩვენთან ერთად იმხირულოს, იმ გულსაც, რომელიც ოცნებობს აქედან წასვლაზე..
- ზუსტად ასეა, ახლა ისე მინდა აქედან წასვლა, წასვლა და ჩემს მეგობრებთან ყოფნა, იმათთან ვინც არასდროს მეტყვის იმავეს, იმათთან, ვისაც არასდროს შეეპარება ეჭვი ჩემს გულწრფელობაში და იმათთან, ვინც ისეთ ეკტერინეს ხედავს როგორიც ვარ, არ ცდილობს რაღაცების ქექვას და ხელოვნურების დანახვას. მაგრამ მარტო არ მინდა წასვლა, ყველასთან ერთად წავიდოდი, დიდი სიამოვნებით გავაცნობდი ჩემს მეგობრებს ნინის, მირანდას, ნოეს, გურამს, მაგრამ შენ არა! შენ ყველაზე ცუდი ხარ, ყველაზე უარესი ვიდრე ჩემი წარმოდგენები იმის შესახებ, რა შეიძლება დამხვედროდა აქ! დიდი მადლობა ბედნიერი ახალი წლისთვის, მადლობა რომ თორმეტი საათისთვის ასეთი არჩვეულებრივი საჩუქარი გამიკეთე და ახალი წელი ასეთი სიტყვებით მომილოცე, ვერც ვინატრებდი უკეთესს _ ძლივს ჩაამთავრა სათქმელი და გარეთ გავარდა..
- ძალიან ცუდი ბიჭი ხარ კაკი, რა გააკეთე ახა? ამ ახალი წლის ღამეს გული ატკინე გოგოს, ახლა როგორც გინდა დაამშვიდე! _ გაბრაზებული უმზერდა ნინი.
- გადაუვლის და შემოვა, სად წავა.
- კაკი, გადი და დაელაპარაკე, როდის დაიგროვე ამდენი ბოღმა მის მიმართ არ მესმის.
- არსებული წლების მანძილზე მირო.
- ჰოდა ხომ ამოანთხიე, ხომ უთხარი რაც გინდოდა, ახლა მიდი და დაამშვიდე, უნდა ხვდებოდა ამხელა ბიჭი რომ არასწორად მოიქეცი.
- კარგით, მაცადეთ, დამშვიდდება და დაველაპარაკები მერე.
- შენც ხომ იცი რომ ახლა ცუდად ხარ? _ მხარზე ხელი დაარტყა ნოემ.
- დაველაპარაკები ჰო _ გადახედა და წამოდგა. შუა ეზოში იდგა, თავი მაღლა აეწია და ცას შეჰყურებდა. _ შეგცივდება _ ზურგიდან მიუახლოვდა.
- არამგონია ჩემზე ღელავდე...
- არ იტირო რა.
- რატომ ქალის ცრემლებს ვერ იტან? _ ირონიით ჩაიცინა.
- არ მინდა ჩემ გამო იტირო, კარგი, მაპატიე.
- გაპატიო, კარგი გაპატიე, მაგრამ რა, რა შეიცვლება? ის სიტყვები დამავიწყდება ?
- პატიებას იმიტომ გთხოვ რომ დაგავიწყდეს.
- ასეთი გულმავიწყი არ ვარ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ.
- ცივი წყალი შველისო ამბობენ და იქნებ თოვლმა გიშველოს, თან რამდენია, ვიგუნდაოთ არ გინდა?
- დამცინი კიდეც?
- არ დაგცინი, ქურთუკს გამოგიტან, ბავშვებს დავუძახებ და ვიგუნდაოთ, ჰო და კიდევ, ახალ წელს გილოცავ ეკატერინე _ მის ყურთან დაიჩურჩულა..
- ასე ორიგინალურად ჯერ არავის მოულოცავს _ ჩაიფრუტუნა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა. _ მადლობა დე, მეც გილოცავთ, კი ძალიან კარგად ვერთობი, სხვებსაც მიულოცე, კი მოთოვა დღეს და ვიგუნდავებთ სავარაუდოდ, მეც მიყვარხარ, კარგად. _ გათიშული არ ჰქონდა, ისევ ამღერდა. _ გილოცავ _ მხიარულად ჩასძახა.
- მეც გილოცავ კატერინა. აბა როგორ დროს ატარებ?
- კარგს, მაგრამ თქვენთან მაინც სულ სხვაა რა.
- სანტამ რა უნდა გაჩუქოს იცი უკვე?
- გააჩნია რომელმა სანტამ _ ჩაიცინა.
- მე სანტამ.
- არ ვიცი..
- ჰოდა ჭიშკართან მიდი..
- არაა, აქ არის?
- კიი, მიდი მალე.
- მივქრი _ ჭიშკარი გააღო.
- ჩვენ ვართ შენი საჩუქარი _ უცინოდნენ კოტე და თამო.
- არ არსებობს, რა გიჟები ხართ, არანორმალურებო _ გახარებული ეხუტებოდა ორივეს _ როგორ გამახარეთ.. შემოდიით, შემოდით _ სხვებიც გამოსულიყვნენ სახლიდან. _ მოკლედ, გაიცანით, ჩემი მეგობრები კოტე და თამო, ესენი ნინი, მირანდა, ნოე, გურამი და კაკი.
- სასიამოვნოა, მობრძანდით.
- ჩვენთვისაც, გილოცავთ გილოცავთ.
- მობრძანდით სახლში.
- რა სახლში ხალხო არ ვგუნდაობთ?
- კარგი ვიგუნდაოთ _ მხრები აიჩეჩა ლუკამ და პირველი გუნდაც მოხვდა ეკატერინეს.

იქამდე იგუნდავეს და ირბინეს, სანამ ქანცი არ გაუწყდათ. უკვე აღარც ერთს შეეძლო ფეხის განძრევა, მიყოლებით შელაგდნენ სახლში და ჩამოსხდნენ, ზოგი დივანზე, ზოგი სავარძელში, ზოგიც პუფში. ისეთი აღფრთოვანებული იყო მეგობრების ჩამოსვლით. კოტეს გვერდით იჯდა, ბედნიერი მიხუტებოდა, მისი გაყინული ხელები თავის ხელებში მოექცია ბიჭს და უთბობდა. ღიმილიანი სახით უყურებდა მოლაქლაქე გოგონებს, კარგად გაუგეს ნინიმ და თამომ.
- რამ მოგაფიქრათ აქ ჩამოსვლა?
- დედაშენმა _ გაუცინა.
- მართლა? არა რა, ვგიჟდები დედაჩემზე..
- ჰო, ყველანი ხომ ვერ წამოვიდოდით და ჩვენ ორნი ჩამოვედით.
- ძალიან მაგარი საახალწლო საჩუქარი გამოგივიდათ.
- ეკატერინე დაანებე ახლა ამ ბიჭს თავი და აცადე ან ჭამა, ან დალევა.
- ეს ბიჭი სასმელად ან საჭმელად კი არ ჩამოსულა აქ _ გაეკრიჭა ნოეს და ხელები გაინთავისუფლა.
- სიყვარულის სადღეგრძელოს შევსვამ თქვენი ნებართვით _ ჭიქა აიღო კაკიმ. _ ჰოდა, აგერ შეყვარებული წყვილი სახეზე გვყავს. _ კოტეს გაეცინა, ეკატერინე გადაბჟირდა.
- გაუმარჯოს სიყვარულს, მეგობრულ სიყვარულს _ გაუღიმა კაკის.
- ეკატერინე ძალიან ბედნიერია, ზუსტად ვსაუბრობდით თქვენზე, როგორ უნდოდა თქვენთან ყოფნა, მეგობრობას გაუმარჯოს. _ უღიმოდა ნოე.
- ჰო, ჩვენი მეგობრობა საკმაოდ ძლიერია, ისეთი რომელსაც ალბათ ყველა ინატრებდა, ნუ თამო და ეკატერინე რომ საერთოდ განსხვვავებული თემაა, ეგ კიდევ ცალკეა _ გაეცინა _ იმედი მაქვს ჩვენც დავმეგობრდებით.
ისე დაათენდათ ვერც გაიგეს, დილის 6-ზე დაწვნენ, არც ლოგინების გაშლის თავი ჰქონდათ, არც ადგილების დანაწილების, ვისთვისაც სად აღმოჩნდა კომფორტული, ყველა იქ მიწვა და დაიძინა. დილით სუფრა ისევ განაახლეს, საუზმე უფრო გამოუვიდათ, შემდეგ კი ისევ ეზოში გაეშურნენ. ისევ კისკისით თამაშობდნენ, გუნდაობნენ, ეკატერინეს გასროლილი გუნდა მოხვდა კაკის, გაკვირვებულმა გამოხედა, გოგონამ უბრალოდ მხრები აიჩეჩა, მართლა არ იყო მისთვის გამიზნული.

- გადაგიარა წყენამ? _ ახლოს მისვლისთანავე ჰკითხა.
- შემთხვევით მოგხვდა.
- შენც შემთხვევიით მოგხვდა _ გუცინა და ესროლა.
თავი გადააქნია გოგონამ და სხვებს შეუერთდა. იმდენად პოზიტიური დღე გამოვიდა, უკეთესს ვერც ინატრებდა.
მეორე დღეს კოტე და თამო წავიდნენ. ეკატერინეს ბედნიერბაც ცოტათი ჩაცხრა, დააკლდნენ მეგობრები, თუმცა დანარჩენებთანაც არ უჩიოდა გართობას, რაც მთავრია კაკიც ნაკლებდ იკბინებოდა და შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს. ორში გვიან გაეღვიძა. საბანში გახვეულიყო და სულაც არ ჩქარობდა ადგომას. კიდევ დიდ ხანს ინებივრებდა, კარებზე კაკუნი რომ არ გაეგონა. ჩვეული ღიმილით შეაბიჯა ნინიმ და ლოგინზე ჩამოუჯდა.
- დილა მშვიდობის მძინარე მზეთუნახავო, ბოდიშს მოგახსენებ რომ პრინცის ნაცვლად მე მომიხდა თქვენი გაღვიძება _ გაიცინა.
- დილა მშვიდობის. პრინცზე უკეთესი ხარ _ თვითონაც გაეცინა.
- ადე, ადე და გამო, ბედობაა დღეს და ლოგინში წოლას ხომ არ დაიბედებ.
- ამაზე უკეთესი რა უნდა დავიბედო ერთი _ ჩაიბურტყუნა.
- მიდი ადექი, გემრიელი ყავა გელოდება.
- იცი როგორ უნდა მომქრთამო, კარგი, ჰო, ვდგები.. _ სწრაფად მოემზადა, თავისი სქელი მოსაცმელი მოიცვა და გავიდა. _ გამარჯობა _ ღიმილით მიესალმა ყველას.
- ოჰ, ვიკადრეთ გაღვიძება?
- ოჰ, შენ ისევ მარცხენა ფეხზე ადექი?
- ბედობაა ხალხო, მორჩით კინკლაობას.
- არა ვიღაცებს თუ ჩემთან კინკლაობის დაბედება უნდათ მე რა შუაში ვარ _ მხრები აიჩეჩა და ყავის ფინჯანს დასწვდა.
- საერთოდ რატომ უნდა დაგიბედო?
- რა ვიცი აბა მეც ეგ კითხვა მაწუხებს, მაგრამ ფაქტია დამიბედე უკვე _ თვალი ჩაუკრა და ბუხრის წინ პუფში ჩაეშვა.
- პირდაპირ მაოცებს ამ ხალხის წარმოდგენა საკუთარ თავზე.
- აბა რა გეგმები გვაქვს დღეს? _ ყურადღება აღარც მიაქცია კაკის კომენტარს და დანარჩენებს გადახედა.
- აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?
- რა ვიცი აბა ან ისევ უნდა დავლიოთ, ან მშვიდად ვისხდეთ.
- რატომ მშვიდად? ავდგეთ და ვიგუნდაოთ.
- მე გავცივდები ასე _ დაიწუწუნა ეკატერინემ.
- ასეთი სუსტი ხარ გოგო? _ გაუცინა გურომ.
- ძალიან სუსტი.
- ენა კი გაქვს მაგარი და.
- ნეტავ ყველამ თავის გრძელ ენას მიხედოს რა, უჰ, შევწუხდი უკვე _ უკმაყოფილოდ დაიბუზღუნა და მზერა მოაშორა.
- მოთბეს ცოტა და გავიდეთ, არაფერი მოგივა.
- კარგი, კარგი გავიდეთ..

ბედობას ისეთი ბედნიერება დაიბედეს, უკეთესს რომ ვერ ისურვებდნენ. მთელი დღე კისკისით იკლებდნენ ეზოს. თოვლში ანგელოზებიც გააკეთეს, მერე უზარმაზარი თოვლის პაპა. საბოლოოდ კი სველები და გაყინულები შევიდნენ სახლში. ყველანი ბუხარს შემოუსხდნენ გარშემო. ცეცხლისთვის ხელები მიეშვირათ და ნელ-ნელა თბებოდნენ. ჩუმად ისხდნენ, აღარც ლაპარაკის თავი ჰქონდათ. მოკეცილ ფეხებზე შემოიხვია ხელები ეკატერინემ, ნიკაპით მუხლებს დაეყრდნო და ცეცხლს მიაშტერდა. სიცხისგან ლოყები აუწითლდა, თვალებში ბუხრიდან არეკლილი ცეცხლი გიზგიზებდა.
- აი ახლა სიმღერა დაგვამშვენებდა.
- იმღერეთ მერე ვისაც შეგიძლიათ _ არც გაუხედავს ისე ჩაილაპარაკა.
- so this is christmas,
and what have you done?
another year over,
a new one just begun,
and so this is christmas,
i hope you have fun,
a very merry Christmas
and a happy new year,
let’s hope it’s a good one
without any fear" - წამოიწყო მირანდამ და ყველა აიყოლია.
- so this is christmas - სიმღერა რომ დაასრულეს, დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა ეკატერინემ.
- რატომ მოიწყინე ეკუნა? _ მხარი მიკრა ნინიმ.
- არ მოვიწყინე, უბრალოდ გარემოა რაღაც ისეთი, ბუხარი, სიმღერა, თოვლი..
- გარემოა ისეთი რომ თავის მეგობრებთან უნდა _ არ დაასრულებინა კაკიმ.
- რატომ ვერ იოკებ ემოციებს და ვერ აჩერებ ენას? _ გაბრაზებულმა შეუბღვირა.
- ოჰ, დავმუნჯდე კიდეც?
- დამუნჯება არავის უთხოვია,ილაპარაკე რამდენიც გინდა, უბრალოდ ნაკლები ისისინე.

ისე უცებ გავიდა სამი დღე, ისეე შეეჩვია ყველას, მცირე დროში მოასწრო ყველას შეყვარება. შობის ღამე უნდა დამდგარიყო. ახალ წელზე მეტად შობის დღესასწაული უყვარდა ეკატერინეს. ახალი წლის ჯადოსნურობის არა, მაგრა შობის ღამის ჯადოსნურობის კი სჯეროდა. ქალაქში ყოველთვის საოცარი შეგრძნება ეუფლებოდა, ფანჯრებში ანთებულ სანთლებს რომ შესცქეროდა.

- დღეს საშობაო კვერი გამოვაცხოთ _ გადახედა გოგონებს.
- გამოვაცხოთ, ძალიან კარგი.
- სანთელი ავანთოთ და მერე ღამისთევაზე მინდა წასვლა, თუ წამოხვალთ.
- აბა რას ვიზამთ, ჩვენ სულ დავდივართ.
- ძალიან კარგი.

ზუსტად თორმეტ საათზე სანთელიც აანთეს, საშობაო კვერიც გამოაცხეს და ტაძრისკენ გაუყვნენ გზას. თავდახრილმა შეაბიჯა ეკლესიაში, პირჯვარი გადაისახა, სიმშვიდის შეგრძნებამ მოიცვა მისი სხეული. ხელში სანთლით და განათებული თვალებით საოცარი სანახავი იყო ეკატერინე. თავსაფარი მოძვრა, ფრთხილად მოაფარა უკან მდგომმა.

- მადლობა _ დაიჩურჩულა.
- არაფრის _ ღიმილით უპასუხა კაკიმ.

დილის ხუთ საათზე დაბრუნდნენ სახლში. ყველას ეძინებოდა. შობის დღეც ყველაზე მშვიდი აღმოჩნდა, აღარავის ჰქონდა გართობის სურვილი, მოთენთილები იყვნენ. აღარც ეკატერინეს და კაკის უკამათიათ. რვაში დილით კი ქალაქში დაბრუნდნენ.

- მომენატრებით _ გულწრფელად, სევდიანად გაუღიმა ყველას.

მერე? მერე იყო ბავშვების მონატრება, შეხვედრები, ოდნავ დამთბარი ურთიერთობა კაკისთან და უეცრად, ერთწლიანი გაცვლითი პროგრამა.

- მოიცა, როგორ თუ უნდა წახვიდე? _ ხელებს იქნევდა ნოე.
- აი ასე, უნდა წავიდე ერთი წლით.
- წადი ეკატერინე, წადი _ მშვიდად ჩაილაპარაკა კაკიმ.
- ჰო, უნდა წავიდე..

არ გასულა ეს ერთი წელი სწრაფად, პირიქით, ზედმეტად გაიწელა. სიამოვნებით დატოვებდა ყველაფერს და წავიდოდა, ისე მოენატრა ოჯახი, მეგობრები, უკვე თავისიანად ქცეული ხუთეული. მათ გარეშე გატარებული ახალი წელი და უჩვეულოდ ცუდი განწყობა შობის ღამეს.

- შობას გილოცავ ეკატერინე _ უცნაურად აფრთხიალებული გული და ბედნიერების ღიმილი.
- მეც გილოცავ _ ჩუმი პასუხი და შორიდან ნაგრძნობი სითბო.

ისე მოხდა, რომ სწორედ ახალი წლის წინა დღეს უნდა დაბრუნებულიყო. უჩვეულოდ აღტაცებული ელოდა ფრენას. თვითმფრინავის დაშვებითანავე იგრძნო სიმშვიდე. მომლოდინე თვალების დანახვა ყველაზე დიდი ბედნიერება აღმოაჩინა.

- ჩემო პატარა, როგორ მომენატრე დედი _ გულში იკრავდა ქალი.
- მეც მომენატრეთ _ მამას ჩაეხუტა.
- ჩემი კატერინა _ ხელები შემოჰხვია კოტემ.
- როგორ მომენატრე _ აცრემლებული თვალებით ეჩურჩულებოდა.

იმდენ ვინმეს ჩაეხუტა, იმდენი სითბო იგრძნო, ერთი კი უბრალოდ იდგა და თავის რიგს ელოდა. მორცხვად დაუდგა წინ და გაუღიმა. ღიმილს მოჰყვა ჩახუტება და

- მომენატრე..

კვლავ ერთად აღნიშნული ახალი წელი, კვლავ მესტია, კვლავ კამათი, კვლავ ბედნიერება, გუნდაობა, გართობა, დალევა..

- კაკი დამანებე თავი _ გაბრაზებული უბღვერდა.
- რა ვთქვი ახლა ისეთი.
- რა თქვი და ისევ ძველებურად გაუბერე.
- სიმართლე მწარეა ძვირფასო _ თვალი ჩაუკრა.
- ჰოდა გყავდეს ეგ შენი სიმართლე _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და ბუხართან მოკალათდა. _ კიდევ, ის წვიმები სულ შენი ჩამოსაკიდია და მიხედე საქმეს გირჩევნია.

ისევ საოცარი ემოციით მოსული შობა, ისევ ნაზად გასწორებული თავსაფარი და
- მიყვარხარ...

________
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს.. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, თქვენი ოცნებების ახდენას და მიზნების მიღწევას..
რა გამოვიდა შემიფასეთ, ველი კრიტიკას და თქვენს აზრებს.. ძალიან მიყვარხართ და მომენატრეთ შოკოლადებო..



№1  offline წევრი sofo-sandro

love მაგარი იყო მეც გილოცავ
--------------------
-კარგია თუ იცი რა უნდა თქვა, მაგრამ უკეთესია თუ ისიც იცი, როდის თქვა და სად !!!

 


№2  offline წევრი nini :)

რა კარგი იყოოოოოოო

 


№3  offline წევრი tskvito

ძალიან თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო მარიამ love

 


№4 სტუმარი სტუმარი მ

მარიამ შენთვის მითქვამს, რომ ვგიჟდები შენზე?

ხოდა ახლა გეუბნები, რომ ვგიჟდები შენზეეეეე love

 


№5  offline წევრი Xati Zaalishvili

Gilocavvtt shobass visiamovnee <3 ♡♡ momewona dzaaliann :-*

 


№6  offline წევრი Ilona Severe Kirkitadze

ძალიან კარგი წასაკითხი, სასიამოვნო, მაგრამ რომ გაგეგრძელებინა კარგი იქნებოდა love

 


№7  offline მოდერი მარრიამი

sofo-sandro
love მაგარი იყო მეც გილოცავ

მადლობა <3
nini :)
რა კარგი იყოოოოოოო

მადლობაა <3
tskvito
ძალიან თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო მარიამ love

ძალიან დიდი მადლობა <3
სტუმარი მ
მარიამ შენთვის მითქვამს, რომ ვგიჟდები შენზე?

ხოდა ახლა გეუბნები, რომ ვგიჟდები შენზეეეეე love

ვაიმეე მეც ვგიჟდები თქვენზე <3
Xati Zaalishvili
Gilocavvtt shobass visiamovnee <3 ♡♡ momewona dzaaliann :-*

მადლობა <3
Ilona Severe Kirkitadze
ძალიან კარგი წასაკითხი, სასიამოვნო, მაგრამ რომ გაგეგრძელებინა კარგი იქნებოდა love

მადლობა <3 გასაგრძელებლად არ მემეტება :დ

 


№8  offline წევრი სპენსერი

აუ როგორ გამახარე ნეტა იცოდე ჩემო ფიფქიაა ^.^

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

მეც გილოცავ ჩემი ლამაზოოო. <3
პაწუკა და საახალწლო განწყობისთვის მშვენიერი ისტორია იყო. ^^
შენი გასაკეთებელი ნამდვილად გააკეთე ხუთიანზე!!
ძალიან კარგი ხარ <3

 


№10  offline მოდერი მარრიამი

სპენსერი
აუ როგორ გამახარე ნეტა იცოდე ჩემო ფიფქიაა ^.^

ვაიმე რა საყვარელი ხარ <3
lullaby
მეც გილოცავ ჩემი ლამაზოოო. <3
პაწუკა და საახალწლო განწყობისთვის მშვენიერი ისტორია იყო. ^^
შენი გასაკეთებელი ნამდვილად გააკეთე ხუთიანზე!!
ძალიან კარგი ხარ <3

მიხარია ^^ ვეცადე მეწილადებინა ჩემი განწყობა :დ მიყვარხარ მე შენ <3

 


№11  offline წევრი yvavi

თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო <3 <3 love

 


№12  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან თბილი იყო. ცოტა სიმწარე კი გაერია, კაკის სახით, მაგრამ ძალიან მალე დაამთავრეეე. ველოდებოდი, ნელ-ნელა მის დათბობას და ასე ნათქვამ "მიყვარხარს" მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ვერ გავიაზრე ბოლომდე.
თუმცა კითხვით ვისიამოვნეეე თან ძალიან.
ტკბილი ისტორია იყო მაინც.. არც ეკატერინე უთმობდა, არც კაკი ^_^ მმმ :**
love love
ერთგან, ერთი მომენტი იყო... ერთი სიტყვა "ჩამოკიდვა" ცუდად მომხვდა თვალში...
და კიდევ ერთი ლაფსუსი შევნიშნე, ასე რომ ვთქვათ. ნახსენები გაქვს სახელი "ლუკა".. არადა მგონი არცერთი არ იყო მანდ ლუკა და დამაბნია :D
ისტორია ტკბილი იყო... შენსავით :*
ბოლოს დაგვიტკბე მაინც <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№13  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე რა საყვარლობა იყოო ტკბილი და თბილიი მეც გავთბ ისეთები იყნენ ❤️

 


№14  offline მოდერი მარრიამი

yvavi
თბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო <3 <3 love

მადლობა <3
uchveulo
ვაიმეე რა საყვარლობა იყოო ტკბილი და თბილიი მეც გავთბ ისეთები იყნენ ❤️

ძაალიან დიდი მადლობა <3
ერკე
ძალიან თბილი იყო. ცოტა სიმწარე კი გაერია, კაკის სახით, მაგრამ ძალიან მალე დაამთავრეეე. ველოდებოდი, ნელ-ნელა მის დათბობას და ასე ნათქვამ "მიყვარხარს" მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ვერ გავიაზრე ბოლომდე.
თუმცა კითხვით ვისიამოვნეეე თან ძალიან.
ტკბილი ისტორია იყო მაინც.. არც ეკატერინე უთმობდა, არც კაკი ^_^ მმმ :**
love love
ერთგან, ერთი მომენტი იყო... ერთი სიტყვა "ჩამოკიდვა" ცუდად მომხვდა თვალში...
და კიდევ ერთი ლაფსუსი შევნიშნე, ასე რომ ვთქვათ. ნახსენები გაქვს სახელი "ლუკა".. არადა მგონი არცერთი არ იყო მანდ ლუკა და დამაბნია :D
ისტორია ტკბილი იყო... შენსავით :*
ბოლოს დაგვიტკბე მაინც <3

ერკე მადლობა <3 მაგ სიტყვის სწორ ფორმასაც თუ მეტყვი უფრო გამახარებ ^^ 2-ჯერ გადავხედე სანამ დავდებდი და ლუკა ვერ შევნიშნე :დ სულ ეგ მჭირს, ახალ ისტორიაში ძველი პერსონაჟების სახელები შშემთხვევით "მეწერებიან" :დ მადლობა <3

 


№15  offline ადმინი უნდა ვწერო

სასტიკი შეცდომებიც იყო,მაგრამ არ დავასახელებ..რომ გადახედავ მიხვდები ..ისტორიას შეეხება,საოცარი განწყობის მატარებელი იყო...შენი სტილითა და სითბოთი გაფორმებული...ლოდინად ღირდა..კაკის პერსონაჟი მომეწონა,ძალიან მესაყვარლა...ეკატერინეც ძალიან კარგი ვინმე იყო...მოკლედ,ერთი ტკბილი ისტორია გამოგივიდა...საახალწლო განწყობის მატარებელი და ხალისიანი <3

 


№16  offline ახალბედა მწერალი lullaby

ნამდვილად გამოგივიდა <3 მეც მიყვარხარ ჩემო თბილოო <3

 


№17  offline წევრი კოტი

ჩემი თბილი გოგოოო როგორ მომენატრე რომ იცოდეე :* მიყვარრხააარ მოდუ წავიდეთ ჩვებც მესტიაში ეგება მეც შევხვდე ჩემს კაკის
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№18  offline მოდერი მარრიამი

უნდა ვწერო
სასტიკი შეცდომებიც იყო,მაგრამ არ დავასახელებ..რომ გადახედავ მიხვდები ..ისტორიას შეეხება,საოცარი განწყობის მატარებელი იყო...შენი სტილითა და სითბოთი გაფორმებული...ლოდინად ღირდა..კაკის პერსონაჟი მომეწონა,ძალიან მესაყვარლა...ეკატერინეც ძალიან კარგი ვინმე იყო...მოკლედ,ერთი ტკბილი ისტორია გამოგივიდა...საახალწლო განწყობის მატარებელი და ხალისიანი <3

უუღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3 თუ შეგიძლია მომწერე შეცდომების შესახებ, მადლობელი დაგრჩები <3
კოტი
ჩემი თბილი გოგოოო როგორ მომენატრე რომ იცოდეე :* მიყვარრხააარ მოდუ წავიდეთ ჩვებც მესტიაში ეგება მეც შევხვდე ჩემს კაკის

მეც ძალიან მომენატრე ( <3

 


№19  offline წევრი Paaw

რა სასიამოვნო წასაკითხი იყო ^_^ ძალიან მომეწონაა <3

 


№20  offline მოდერი მარრიამი

Paaw
რა სასიამოვნო წასაკითხი იყო ^_^ ძალიან მომეწონაა <3

უღრმესი მადლობა <3

 


№21  offline წევრი tamtu

Dzalian pacuka ikooo magram dzalian tbili da tkbilii. Ai shensavit shokoladoooo.dzalian gamatbo am istoriam da shen xo saertod umagresi adamiani xar. Ai gemrieli xar gemrieli istoriebit. ♡♥♡♥♡♥

 


№22  offline მოდერი მარრიამი

tamtu
Dzalian pacuka ikooo magram dzalian tbili da tkbilii. Ai shensavit shokoladoooo.dzalian gamatbo am istoriam da shen xo saertod umagresi adamiani xar. Ai gemrieli xar gemrieli istoriebit. ♡♥♡♥♡♥

თქვენ ხართ შოკოლადი, უტკბილესი <3 უღრმესი მადლობა <3

 


№23  offline მოდერი naattii

რატო აქამდე არ წამიკითხაავს ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent