იყავი ბედნიერი - 1
^^^ ძალიან გთხოვთ კითხვას , რომ მორჩებით ქვემოთ ჩემი წარწერა წაიკითხოთ . იმედია მოგეწონებათ , ისიამოვნეთ ! ცხოვრებაში ერთხელ მოდიანო ამბობენ . მეორე ვერსიით თურმე მეორედაც მოდიან (რეინკარნაცია) მაგრამ მე აშკარად არც პირველ შემთხვევაში გამმართლებია და არც მეორეში გამიმართლებს დარწმუნებული ვარ , რომ რამე იყოს ბედი მაქვს , რომ იტყვიან ძაღლის . არა განა ცუდად ვცხოვრობ ან უბედური ვარ , არა არა რა სისულელეა ( ირონია , რომ არ არსებობდეს) ... უბრალოდ ... უბრალოდ არ მიმართლებს იმ საქმეში , რომლის გამოც თავი გავიგიჟე თინეიჯერობის პერიოდში , ქვას ვურტყი კინაღამ თავი მინდა , მიყვარს და მორჩათქო , რას გახდებოდნენ ჩემი მშობლები ? ვერც ვერაფერს ... ბევრი ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ მაინც გავთხოვდი . გავთოხოვდი ადამიანზე , რომელიც მთელ სამყაროს მერჩივნა , გავთხვდი ადამიანზე , რომლის ერთი გაღიმებაც კი ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის . ქორწილამდე გამოკვლევები ჩავიტარეთ , ეს ისე უბრალოდ რატიმ აიტეხა თუ რამე ერთად გადავლახავთ ყველაფერსო. ვერ გადავლახეთ ... დღემდე არ ვიცი რა ხდება , რატომ მაგრამ 3წელია გათხოვილი ვარ და დღემდე არ მეკარება ჩემი ქმარი ზედმეტად. დღემდე არ ვიცი იმის მიზეზი რატომ იქცება ასე ... როგორ შეუძლია იყოს ასეთი სუფთა და ამავროულად ბინძური , ასეთი თბილი და ხშირ შემთხვევაში ცივი . დღემდე ვეჭვობ , რომ ამ ყველაფრის მიზეზი ისევდაისევ გამოკვლევების პასუხია . ერთ ღამეს , როცა ... მიჭირს გადმოცემა იმ ყველაფრის რასაც იმ დღის მერე ვგრძნობ ... ზუსტად 4 წლის შემდეგ ... ერთ ღამეს როცა სახლში მოვიდა მეგონა ისევ აგრესიული ტონით შემოვარდებოდა სახლში ნასვამი , უკაცრავად შესწორებას შევიტან მისი ძმაკაცები შემოიტანდნენ ... და ბოდიშს მის მაგივრად მომიხდიდნენ ... ასე არ მომხდარა , ზომიერად ნასვამი შემოვიდა დინჯი ნაბიჯებითა და ჩემი საყვარელი ღიმილით სახლში და ჩემს გერდით დაჯდა . ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თავი მკერდზე მომადო . - ჩემი ცხოვრების აზრი ხარ - ჩუმად მიჩურჩულა და სახეზე თითებით მომეფერა - შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია გესმის ? ვგრძნობ , რომ თანდათან გკარგავ და ... - საყვარლად და ბავშვურად ამოისუნთქა და თმაში ხელი შეიცურა ნერვიულად . - რატი - თბილად გავუღიმე და სიტყვის გაგრძელების უფლება აღარ მივეცი - სულ , რომ მოვკვდე !შენ მე ვერასდროს დამკარგავ გესმის ?! ვერასდროს ! რადგან შენი ღიმილის გარეშე არც ერთი დღის გატარება არ მინდა , არ ვიცი რა გჭირს , გიცნობ და ვიცი ჩაცივება არ გიყვარს , ვიცი უარესად გატკენ , რომ გკითხო რა ხდება შენს თავს ... ამიტომ ვარ ამდენი წელი ჩუმად ... იცი ? სულ სულ არაფერი მინდა , უბრალოდ შენთან ყოფნის გარდა ხო ? გამიღიმე ისე როგორც მე მიყვარს ! - ვუბრძანე და ჯერ მისი ღიმილი დავინახე , ხოლო შემდეგ მისი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე , ამდენი ხნის შემდეგ . - არ შემიძლია პატარა ... არ შემიძლია გატკინო გესმის ? ვიცი მერე უფრო გეტკინება ასე , რომ მოვიქცე . - რატი ვის არ ტკენია ქალიშვილობის დაკარგვა ? - თავი გავისულელე , ვითომ ვერ მივხვდი , რომ სხვა რაღაცაზე თქვა და ჩემსავე უხამს რეპლიკაზე ავწითლდი . რატის სახეზე მწვანე ფერი დაედო და სულ რამდენიმე წამში ისე ახარხარდა როგორც ქორწილამდე ხარხარებდა , მთელი გრძნობით და გულით . თვალებში ცრემლები ჩამიდგა ... ვგრძნობდი , რომ გული მტკიოდა , ცუდი წინათგრძნობა მქონდა და თავბრუ მეხვეოდა . რატი ღიმილით დამიჯდა გვერდით და თავი ჩემს მუხლებში ჩადო , მე კი ჩემი თითები მის თმაში ავხლართე და თვალებდახუჭულმა გადავდე საზურგეზე თავი. შუა ღამეს გამეღვიძა შუქი ანთებული დამრჩენოდა , ფეხზე ადგომა მინდოდა და საწოლში გადაწოლა მაგრამ რატი არც ირხეოდა . - საყვარელო გაიღვიძე ... საწოლში დავწვეთ - ხელით შევანჯღრიე მაგრამ ძვრა არ ჰქონდა - რატი ნუ მეთამაშები - ნერვიულად გავიცინე და თავი მის გილმკერდზე მოვათავსე ჩაკეცილმა - გაიღვიძე ჩემო სიცოცხლე გთხოვ - ცრემლები წამომივიდა და უნებურად ამომიტივტოვდა თავში საღამოს ნაგრძნობი ცუდი წინათგრძნობა. უნებურად დავუგდე ყური გულის რითმას და ვერაფერიც ვერ გავიგე. პანიკაში ჩავარდნილმა მხოლოდ რეზისთან დარეკვა მოვახერხე , რომელიც ჩემი ქმრის ძმაკაცია. მერე უბრალოდ პანაშვიდი , დაკრძალვა და შავი ფერი მახსოვს , მეტი არაფერი ... ნეტავ სიზმარი იყოსთქო ,ყოველ ღამით ვიღვიძებდი ამის მოლოდინში მაგრამ ... მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი. ხომ გითხარით ცუდი ბედი მაქვსთქო ? არ მომიტყუებიხართ . კიდევ კარგი უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა თორემ მერე მშობლების დარიგების თავიც კი აღარ მქონდა. ვფქრობდი და ვრწმუნდებოდი როგორი სწორი გადაწყვეტილება მიმიღია თავის დროზე რატის , რომ გავყევი ცოლად . ადამიანი, რომელმაც იცოდა , რომ უნაყოფოსთა ერთად სიმსივნით ... დაავადებულიც იყო , თითს არ მაკარებდა ... მხოლოდ ჩემთან ყოფნით ტკბებოდა და ჩუმად ებრძვოდა ყველაფერს , ნერვიულობას სასმელში ახრჩობდა და ამან მოუღკ საბოლოოს ბოლო. გარესამყაროსთან სრულიად შეწყვწტილი მქონდა კავშირი. არავის დანაზვა არ ნინდოდა , მთელ ბრაზს ცხოვრებაზე და მინატრებას ჩემი საყვარელ კაცის ვარჯისში ვახრჩობდი. დილით ადრე ვდგებოდი , უკვე მეოთხე წელი იყო რაც ეს ტრადიციათ მექცა. ცრემლები ოთხი წელი იყო რაც არ წამომსვლოდა. სულ , რო. გავგიჟე ულიყავი ტკივკლისგან მაინც არ მომდიოდა. ფიქრები მჭამდა , მეკითხა ... ვნანობდი ... გამერკვია ! სტკენოდა ... უფრო რაღა ეტკინებოდა... შევძლებდით ერთად ყ ელაფერს შევძლებდით ... მაგრამ მაინც ასე მოხდა , ასე დასრულდა და ესეც ჩემი უბადრუკი ბედის ბრალია ! რეზი და გეგა არასდროს მარტო არ მტოვებდნენ . ყოველთვის ჩემთან იყვნენ . ერთხელ ისიც კი მითხრეს ... ° რატიმ დაიბარა , თუ შეუყვარდება მხარში დაუდექითო ° არ იყო ეგოისტი , ყოველთვის სხვაზე ფიქრობდა ჩემი რატი . მაგრამ ცხობრება მაინც დაუნდობლად მოექცა ... ° ღმერთს კარგი თავისთვისაც უნდაო ° ამბობენ ... არც ცდებიან . რატი ყველაზე თბილი , სუფთა და კეთილი იყო ვინც კი ოდესმე გაუჩენია ღმერთს ქვეყანაზე ... და ის დღეს ანგელოზია , ფრთები აქვს და ყოველ ღამით ჩემთან მოფრინავს სიზმარში და მიმეორებს . ° იყავი ბედნიდნიერი ... მე შენთან ვარ ! ° არაფერი ყოფილა ტკიბილზე უფრო ძნელად დასამარცხებელი სენი... სულიერ , შინაგან ტყუილზე ! °°° ღამით სიზმარი ვნახე , როგორც ყოველთვის რატი მესაუბრებოდა და ისე იღიმოდა , როგორც მაშინ ჩემთვის თავის შეყვარებას , რომ ცდილობდა. მეუბნებოდა : ° თათა გულს მტკენ ! ასე ნუ იქცევი ... მიეცი თავს ბედნიერების შანსი , შენ ამას იმსახურებ-ო ° მოწყენმა წამოვყავი თავი და აზუზუნებული მობილური ავიღე. - რძალო კაფეში იჯექი 15 წუთში კარგი ? - მომესმა რეზის ხმა და გამეღიმა მის ნათქვამ °რძალოზე° - აუ რეზი ... - აუ რეზი და უი რეზი არ მიიღება , ვთქვი და მორჩა ! - მ მკაცრ ხმაზე მივხვდი , რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ აწრაფად შევედი სააბაზანოში , წყალი გადავივლე და გარდერობში შევძვერი. შავი უბრეტელო მთლიანი გრძელი კოჭამდე კაბა გამოვიღე , რომელიც რატის ნაჩუქარი იყო. მენჯის ძვლიდან კოჭამდე პრარეზით ( ჩახსნილით ) ... ფეხზე შავი , თხელი სანდლები ამოვიცვი და გრძელი თმა გავიშალე , რომ ამოღებულ ზურგზე ვიგრძენი თმით მომეღუტუნა. გამეღიმა ... ეს კაბა ძალიან უყვარდა რატის ... მაკიაჟი არ გამიკეთებია , მომწონდა ჩემი თეთრი ფერის სახე და როგორც რატი იტყოდა პატარა ცხვირის წითელი წვერი , გოჭს მეძახდა ... ღია ფერია ტუჩსაცხი გადავისვი და მზის შავი სათვალე დავიკოსე. სახლიდან გავედი და ერთი აღმართის ჩაის შემდეგ მარცხნივ შევუხვიე. გეგასკენ და რეზისმენ წავედი , რომლებმაც ხელი დამიქნიეს , გაბუღიმე და მათ წინ დავსკუპდი , სათვალე მოვიხსენი და ფრჩხილები მაგისაზე ავაკაკუნე. - რა სხვანაირი ხარ - გამეკრიჭა გეგა - ხდება რამე ? - არ ვიცი ... ამ ბოლო დროს ხშირად მეჩხუბება სიზმარში რატი ... მიეცი თავს ბედნიერების უფლებაო ... დღეს სხვანაირ ხასიათზე გავიღვიძე ... - აი ხომ ხედავ ?! ჩვენც მაგას არ გეუბნებით ? აბა მთელი ცხოვრება მარტოობას აპირებ სახლში გამოკეტილი ?! - ისევ რეზიმ ითავა რატის სიტყვების გამოერება - ასე დაიბარა არ მიაცეთ მარტოობის უფლებაო! - არ ვიცი ... - თავი ოდნავ გავატრიალე მოწყენილმა და უნებურად შევეჩეხე ორ მუქ შავ თვალს , რომლებმაც ისე გამიტაცეს ვერც კი მოვზომე , რომ მამაკაცა ვიყურებდი ასე მიშტერებული - გაუსაძლისად მენატრება გესმით ? გაუსაძლისად ! - თავი მაგიდაზე დავდე და მოწყურებულმა ავწიე სახე - მთაწმინდაზე ავიდეთ რა ამ დღეებში გთხოვთ ... - იქ უფრო დაიგრუზები თათ - გეგამ თავზე აკოცა და მის ხელს დახედა - იცი შენ ამით - არა თითზე წამოცმულ ნიშნობის ბეჭედზე და კალიცოზე მიანიშნა - მამრებს, რომ აფრთხობ ? - წარბები შეუკრა და ახარხარებულ გეგას გაუცინა მუხლების თამაშით . - გავედით კუსკუს და გაერთე შენ - რეზიმ იქით მაგიდასთან მეგობრებთან მჯდომი შავი თვალების პატრონისკენ მინანიშნა . - დავაი რა - წარბები შეკრა და მობუზული მიეყრდნო კედელს ... რას მომიყვანეს თუ უნდა წასულიყვნენ ... ოფიციანტ ხელი დავუქნიე და ვანიშნე მოსულიყო . - ერთი ალუბლის შოკოლადიანი ტორტის ნაჭერი და ფირთოხლის წვენი - მობილური იქვე დავდე და მოწყენილმა თავი მაგიდაზე ° დავაგდე ° - კარგად ხარ ? - მომესმა პატარა ბავშვის ხმა და თავი ავწიე . ჩემს წინ პატარა ვაჟკაცი იდგა , რომელიც წარბებს ხან კრავდა ,ხანაც ხსნიდა. გულში სითბკ ჩამეღვარა. რა იქნებოდა ასეთი მეც დამრჩენოდა რატისგან ... ბავშვს ტკივილიანი ღიმილით გავუღიმე და კალთაში ჩავისვი. - კარგად ვარ ... მადლობა - ლოყაზე ვაკოცე და თმაზე წავეთამაშე . - რა გქვია ? - თათა შენ ? - რატი - მოსმენილმა სახეზე ღიმილი შემახმო . უაზროდ დავბრიცე ტუჩები სატირლად მაგრამ ვერ ვიტირე ... - რატი - ჩვენსკენ ახალგაზრდა გოგო წამოვიდა , რომელიც თეორიულად მისი დედა უნდა ყოფილიყო მაგრამ ... პრაქტიკულად საერთოდ არაფერჯ ეტყობოდა დიდი ასაკის , იმდენად ლამაზი იყო. - დე მოდი შენც - ხელი სკამზე დაატყაპუნა , გოგონას უკან მისნაირად თუ უფრო ლამაზი ორი გოგო მოჰყვა და სამივე ჩენთან ჩამოჯდა . რატიმ გაიცინა და ამდენ გოგოში რა მინდაო , ადგა და მამიკოსთან მიირბინა იმ მაგიდასთან იჯდა ის შავ თვალებიანი. - კარგად ხარ ? - დიახ - მორცხვად ჩავხარე თავი და თვალები ისევ მისკენ გამექცა , შავი თვალები ისევ მე მიმზერდნენ. - სიმპატიურია არა ? - გამიღიმა ერთ-ერთმა გოგონამ და ვიგრძენი , როგორ დავიბენი და წამოვწითლდი სახეზე. - ვინ ? - თავი გავისულელე და ფრჩხილები ნერვიულად ავაკაკუნე მაგიდაზე. - ნიკა - გამიღიმა და ეშმაკურად აათამაშა წარბები. - იცი ... - ენა დამება და მობილურს მივაკდი , ეკრანზე გეგას გაკრეჭილი ფოტო მეყენა და უნებურად გამეღიმა , გადამრჩინა ! - ხო გეგა - ვუპასუხე და გოგონებს გავუღიმე . - ხდება რამე ახალი ? - გადაიხარხარა და როგორც ჩანს რეზის გადაუჩურჩულა რაღაც. - დავაი რა - გამეცინა და გავთამამდი. - ჩემი დაიკო ... მიყვარხარ ! - მეც რეზიკუნა - გავიკრიჭე და მობილური მივაგდე მაგიდაზე გათიშული. - შენი შეყვარებულია ? - დაბნეულმა მკითხა ერთ-ერთმა. - არა ქმრის ძმაკაცი - თავი ჩავხარე და ვიგრძენი ტირილი მინდოდა. არ შემეძლო ... - ქმარი გყავს ? - გაიოცა მეორემ. - მყავდა - ჩაწითლებული თვალებით ავწიე თავი და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე. - თუ გინდა ნუ იტყვი - გამიღიმა და ხელზე მომეფერა. - გარდამეცვალა ... 4 წლის წინ - ტკივილიანი ღიმილით გავუღიმე და საზურგეზე გადავწექი. ჩემს გვედით მჯდომმა მაგრად ჩამიხუტა და ზლუქუნი ატეხა. მის სითბოზე და სისაყვარლეზე გამეღიმა და მეც მაგრად მოვხვიე ხელები. ის სითბო ვიგრძენი , რომელიც აქამდე მაკლდა , რომელიც აქამდე მჭირდებოდა , რომელიც სიცოცხლეს გამიფერადებდა და რომელიც სტიმულს მომცემდა ცხოვრება გამეგრძელებინა. - ვწუხვარ - ოდნავ მომშორდა და ლოყაზე მაკოცა. - ახლა ისე გამიხარდა შენი ჩახუტება . თავი ლამის სხვა ორიენტაციის მეგონოს - გადავიკისკისე პირველად ამ 4 წლის მანძილზე რწფელად და მთელი გრძნობით. - იცი რა ? წამოდი ჩვენს მაგიდასთან ! ჩვენებს გაგაცნობ დარწმუნებული ვარ მოგეწონება - გამიღიმა - უი მე ასია - გამეკრიჭა და გოგონებს გახედა - ესენი ჩემი დაქალები , ანა და მარიამი არიან , რატი მარიამის შვილია - მითხრა და მათთან ერთად მათი მაგიდისკენ წამიყვანა - სასიამოვნოა თათა. ნივთები ავიღე და მიმტანს ვანიშნე შეკვეთა იქ მოეტანა , ცოტათი უხეხულად ვგრძნობდი თავს , მოსალოდნელი შეხვედრა მანერვიულებდა , როგორც გავიგე ნიკასთან . - ფიფლ - ანა დასკუპდა , სავარაუდოდ ქმრის გვერდით და მაგრად აკოცა ლოყაზე . - ეს თათაა , ჩვენი ახალი მეგობარი - წარბები აათამაშა გოგონამ - ეს კი მიშოა , ჩემი ქმარი , ეს კაკია ... მარიამის ქმარი და რატის მამიკო ... ეს აკოა , ჩემი ძმა და ჩემი დაქალის ქმარი - გამეკრიჭა ბედნიერი - ეს კი , მუდამ მარტო მოსიარულე , ქალების მუსუსი , მზერით მკვლელი ნიკაა , სტაჟიანი მასხარა და ყველასთვის სასურველი სასიძო - შავთვალებას მზერა გავუსწორე და თვალებით გავუღიმე. გაცნობის ცერემონიალი , რომ დაასრულა ანამ მაგიდასთან დავჯექი და ფორთოხლის წვენს დავავლე ხელი , ნელნელა ვსვამდი და მათ საუბარს ვუსმენდი. ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდათ , რომ ერთმანეთი გასაგიჟებლად უყვარდათ. - თათა , შენ არ გყავს ვინმე ? - სრულიად მოულოდნელად დასვა კითხვა მიშომ და ნიკას ღიმილით გახედა. სასულეში გადასასვლელი წვენი , ისე გადამცდა კინაღამ დავიხრჩვი. გაუბედურებულმა და თვალებჩაწითლებულმა შევხედე მიშოს და შემდეგ ანას , რომელიც ხელზე უხერხული ღიმილით დაექაჩა. ყველა მე მიყურებდა , ისე თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ვყოფილიყავი. ვიგრძენი უხერხულობისგან როგორ დამცხა და წვენი ძლივს გადავუშვი სასულეში. აწითლებულმა დავდგი ჭიქა ადგილზე და მაგიდაზე ისევ ნერვიულად ავაკაკუნე ფრჩხილები , ჩემი ნერვიულობის ნიშნებია. - აღარ - ძლივს ამოვღერღე ერთი სიტყვა. - შენ თუ ასე ნერვიულობ ყველაფერზე , კიდევ დიდხანს გაუძლიათ შენთვის - ირონიული ტონით გამომაჯავრა ნიკამ და მის სიტყვებზე ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული. მისმა ბოხმა ხმამ გამიტაცა , თან მომინდა პირდაპირ შუბლში მესროლა ჭიქა , რომელსაც სიბრაზისგან მთელი ძალით ვუჭერდი ხელს. - მე გავალ , სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა - ფეხზე წამოვდექი ჩანთას და მობილურს დავავლე ხელი და სასწრაფოდ გამოვვარდი იქიდან. დავინახე როგორ გამომეკიდა ანა და მარიამი. - გარდაცვლილი ყავს ქმარი - თვალები უბრიალა ნიკას ასიმ. - რა ? - მასაც გადასცდა წვენი და ფეხზე წამოიჭრა - ვერ მითხარი გოგო აქამდე მერე ? - საყვარლად ააპაჭუნა თვალები და კაფიდან გავარდა ... გ ა ე კ ი დ ა ... ^^^ მოკლედ ... გამარჯობა ხალხო ! ახლა რა მინდა გითხრათ , პირველად მოვირგე ასეთი ისტორია შინააროსიბრივად , რამე ახალი მინდოდა მეცადა. ძალიან მეშინია განვითარებული მოვლენები ცოტა სხვანაირად არ მიიღოთ და ამიტომ ყველა სიტყვას წინასწარ ათასჯერ ვზომავ. დასრულებულიც კი მაქვს ისტორია ... რა თქმა უნდა ჰეფი ენდი აქვს ! ამაში ეჭვი არც არის შესატანი , მაგრამ მაინც მინდა გამიზიაროთ თქვენი აზრი ... არა ორი სიტყვით "კარგია გააგრძელე" ... უბრალოდ გთხოვთ , რომ ცოტა ვრცლად. მოკლედ ხვალ ისევ დაიდება შემდეგი თავი. მიყვარხართ ... ხო მოცულობას რა თქმა უნდა გავზრდი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.