მარადისობის კანონი.(სრულად)
&&& -დამპირდი რომ სამუდამოა ეს ყველაფერი. -სამუდამო არაფერია,ნინა,როდესმე ყველაფერი სრულდება. &&& ღამით ხშირად უყვარდა სეირნობა და არა ერთ ხიფათს გადაწყდომია ამ წლების განმავლობაში. სულ მისით იხსნიდა თავს. ახლა კი ვიღაც დაეხმარა,სწორედ ამან აღაშფოთა და ამით განეწყო მადლიერების ნაცვლად სიუხეშით იმის მიმართ ვინც გადაარჩინა. -მადლობის გადახდა ნამდვილად არ მსურდა,მაგრამ სიუხეშე მეტისმეტია,იმის ნაცვლად რომ მადლობა გადამიხადო გადარჩენისთვის მირტყამ,უკაცრავად,მაგრამ სიკვდილი გსურდა? - მე არ მითხოვია შენთვის დახმარება -უკაცრავად,მისის სიუხეშევ,ის შენს მოკვლას აპირებდა -არა,ის არ აპირებდა ჩემს მოკვლას -ჰო,აბა რა,დანაც იმიტომ მოგიქნია რომ ჩემსგან დაეცავი -დანა არც ჰქონია ხელში. -ღმერთო ჩემო,რატომ არიან შენსნაირები ამ ქვეყნად.-მამაკაცი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა გატუტუცებულ გოგონას. &&& -კაკი ჩამოვიდა -ღადაობ? -არა,ეგრევე გადააწყდა ხიფათს,წარბიაქ გახეთქილი და ხელის არეშია დაჭრილი. -ეგ ბიჭი არ არის დაწყობილი,სულ რამდენიმე საათია რაც ჩამოვიდა და უკვე ივაჟკაცა -ოო,თიკო,არ იცნობდე რა. -კი,მაგრამ ვისთან იჩხუბა -არ იცის -რატომ იჩხუბა? -ესეც არ იცის. -ვისგამო იჩხუბა? -მითუმეტეს არ იცის. -გადამრევს ეგ ბიჭი რაა. -ნატაშკამ გაიგო -რა გაიგო? -რომ ჩამოვიდა. -რაო რას ამბობს? -არაფერს,მაინც დავიბრუნებო. -კაკიმ რომ უკვე ყველაფერი იცის? -არაო,არ მომიცილებია ბავშვიო,მითუმეტეს იმიტომ რომ კაკი ამერიკაში წავიდაო -არა ბიჭო,თავს დამესხეს,გამქურდეს და სტრესის გამო მომშორდაო? -თავს არ დამესხესო,უბრალოდ ვინერვიულე რომ წავიდა,მე არ ვიცოდი ფეხმძიმედ რომ ვიყავი და მომცილდა ნაყოფიო. -კაკი ის ბიჭია მაგას რომ დაიჯერებს? -როგორც ჩანს დაიჯერა -ღადაობ? -უკან შეიხედე.-უკან კაკი და ნატაშკა ისხდნენ,ნატაშკა ტიროდა,კაკი კი ამშვიდებდა. -გადამრევს ეგ ბიჭი,ახლა მივალ და თმებით ვითრევ მაგ ნაგავ გოგოს,კაკის კიდევ ერთს გავულაწუნებ რომ ჭკუაზე მოვიდეს -ხო არ გაგიჟდი,დააცადე,თორემ აქეთ გითრევს ნატაშკა. -ვიკივლებ,იაფასიანი დრამა. &&& კაკი და ნატაშკა თითქმის სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და გასაკვირი არც იყო მათი ახლო ურთიერთობა,ნუ ყოველ შემთხვევაში,ნატაშკას არ უკვირდა და სიამაყით ყვებოდა ინტიმური ურთიერთობების შესახებ,რის გამოც ბევრჯერ გოგოებს უკამათნიათ მასთან. -ნატაშკა,ურთიერთობა გაქვს მესმის,მაგრამ ამის საჯაროდ წარმოჩენა რას გგმატებს,ან რას გაკლებს,დააჭირე ენას კბილი. -რატომ,საამაყო არ არის? ასეთი ურთიერთობა იშვიათია. -მერე მითუმეტეს,დააჭირე ენას კბილი და უფრო დიდხანს შეინარჩუნებ ურთიერთობას. არა,ნატაშკას და კაკის მტრები არ ჰყავდათ,ნატაშკა თვითონ იყო მტერი მათი ურთიერთობის,სულ წუწუნებდა,ჯუჯღუნებდა,ჭირვეულობდა,თან ყოველ წამსა და ყოველ წუთს. კაკიც ვაჟკაცურად უთმენდა,საყვარელი გოგო იყო და უყვარდა,თორემ წუწუნსა და ჯიჯღინს ვინ მოგითმენს დღეს. ფეხბურთელი იყო/არის კაკი, მოუწია ამერიკაში წასვლა რამდენიმე თვით,ამბობენ წასვლის წინ იჩხუბესო,ალბათ ნატაშკამ გადაწყვიტა წავა და დამტოვებსო,არ ენდობოდა კაკის,არადა მიზეზი არც ჰქონდა,უბრალოდ იდიოტი იყო. უთმინა, უთმინა კაკიმ და მობეზრდა, მაინც წავიდა კაკი. არ იცოდა ნატაშკამ ფეხმძიმედ რომ იყო,თორემ არ გაუშვებდა,ამას გამოიყენებდა მიზეზად და მასთან დაიტოვებდა, როდესაც გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო ბავშვი მოიშორა. იაფასიან დრამასაც კი არ ვუწოდებდი,ეს უფრო მარაზმია,როგორ შეიძლება მამაკაცის გამო შვილი მოკლა,ის ანგელოზი,რომელიც ასე ილტვოდა ამქვეყნიური ტანჯვისათვის. &&& -გამარჯობა გოგონებო-მიესალმა ნინა თიკუნა და ლიკუნას. -მოდი,ნინა,მოდი,რა ალეწილი სახე გაქვს? -მე დაღლილი ვარ და დაღლილი სახე მაქვს,მაგრამ თქვენ ნამდვილად ალეწილი სახე გაქვთ,რამე მოხდა? -ქარიშხალი. -ტორნადო. -რა მოხდა? -ჩემი ძმა ჩამოვიდა და მის კახპა ყოფილს ელაპარაკება.-დარდიანად ჩაიქნია თავი ლიკუნამ -გოგო უნდა გიხაროდეს რო ჩამოვიდა,შენ კიდევ რანაირი სახე გაქვს,გეგონება სამძიმარზე ხარ. -დიახადაც ვარ! გავწეწავ გეფიცებით,ახლა ავდგები და ვცემ იმ ნაგავს! როგორ ბედავს,ან ჩემი ძმა რამ გამოაშტერა.. -ლიკუნა დაწყნარდი,სად არის შენი ძმა?-ინტერესით იკითხა ნინამ -შენს უკან ზის-ნინამ შეიხედა უკან და ინფარქტი მიიღო,მთელი ნახევარი სიცოცხლე მოაკლდა,სუნთქვა შეეკვრა და ახლა მიხვდა რა ხიფათს გადაეყარა... -აჰჰ..ჰჰ..ოო..-აზმუილდა ნინა და ახლა გოგოებზე უფრო მეტად აელეწა სახე. &&& -დღეს ჩემთან უნდა დარჩე,უნდა გადამარჩინო-ემუდარებოდა ლიკუნა ნინას. -რა ხდება? -ნატაშკას დავარტყი,იმან კიდევ სკანდალები მოაწყო,მე კიდევ ჩემი ძმა მომკლავს. -მოიცა,ნატაშკა ვინაა? -დარჩი და მოგიყვები რააა. -ვერა,ლიკუ,ხომ იცი....-გაიწელა ნინა,საშინლად არ უნდოდა დღეს ლიკუნას სახლში დარჩენა,მითუმეტეს კაკიზე ასე საშინლად რომ იყო განწყობილი,იცოდა რაღაც მოხდებოდა. -კარგი რა,სულ რჩებოდი და დღეს რა იყო,გთხოვ-გაიწელა ლიკა-ხომ ვიცნობ ჩემს ძმას ვიჩხუბებთ და მე ისევ ვცემ ნატაშკას. -გოგო,ვის სცემ,ქაჯი ხომ არ ხარ?-გულწრფელად გაიკვირვა ნინამ -შენ გცემ ახლა ჩემთან თუ არ წამოხვალ! -გნებდები!-ხელი აიქნია ნინამ. &&& -მეორეჯერ შეუყვარდა კაკის,მაგრამ მარადისობის კანონში ვერაფრით დარწმუნდა. -ამიტომ დატოვა? -ჰო,მხოლოდ ამიტომ. -ალბათ დამცირებად ჩათვალა. -არ იცოდა? -რა? -ნატაშკაზე. -არა,ყველას აუკრძალა კაკიმ ამ თემაზე საუბარი,დახურა იმ დღესვე. -არადა კაკის მართლა უყვარდა. -ვერც ერთს გაამტყუნებ. -ჰო,კაკის მამობა უნდოდა. -ჰო,ჩემს ძმას გოგონა უნდოდა. -ახლა სად არი? -ამერიკაში. -არ ჩამოდის? -ალბათ. &&& -მთვარეული ხარ?-ჭიქა გაუვარდა ნინას ხელიდან,როდესაც ზურგს უკან კაკის ხმა გაიგო,გაეღიმა კაკის. -არა,უბრალოდ არ მეძინებოდა,შენ კი შემაშინე-უკან შეტრიალდა და წელს ზევით შიშველი კაკი რომ დაინახა გაუხარდა ჭიქა აქამდე რომ გაუვარდა,თორემ ახლა ხელში შემოეფშვნებოდა,მერე დინჯად დაიწყო ნამსხვრევების აკრეფვა. -კაკი-კითხვისნიშნიანი მზერა მიაპყრო გოგონამ,მამაკაცმა ღიმილით გაუმეორა-კაკი მქვია. -აჰ,ჰო,ვიცი-გაუღიმა,მამაკაცს გაუკვირდა ნინას გულწრფელობა,მაგრამ მისმა ღიმილმა კიდევ უფრო გააკვირვა. -მე მეგონა ღიმილი არ იცოდი,ნინა.-ისევ გაუღიმა მამაკაცმა,სამაგიეროდ ნინამ შეკრა წარბები და იქაურობას ჩუმად გაეცალა,ლიკუნას გვერდით დაიკავა ადგილი და მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. გგონიათ შიშველ კაკიზე ფიქრობდა?! არამც და არამც! ისევ ჩაესმოდა კაკის ნათქვამი „ნინა“ ყურებში და რაღაც არაამქვეყნიური სითბო ეღვრებოდა გულში,ასე თბილად არავის მიუმართავს მისთვის. არა, მიმართეს, მამუკამ მიმართა თავისი ცხოვრების უკანასკნელ დღეს: „თავს გაუფრთხილდი,მიყვარხარ ნინა!“-მამისგან დარჩენილი უკანასკნელი სიტყვები. მამის გახსენებაზე ცრემლებმა ნაკადულის სახით დაიწყეს დინება ნინას სახეზე და მანამ არ შეწყდა,სანამ გოგონას არ ჩაეძინა... &&& -შენ? -ჰო,მე. -შენ აქ რას აკეთებ,კაკი? -არაფერს,ნინა,ჩემი ოფისია. -ჰო,მაგრამ ლიკუნას არ უთქვამს რომ შენს ოფისში ვიწყებდი მუშაობას. -კონტრაქტზე უნდა გადაგეხედა,ნინა,სანამ ხელს მოაწერდი. -კაკი ზამთარაძე არსად ეწერა. -ჰო,მართალი ხარ,კაკი არ ეწერებოდა,აკაკი იყო-ჩაეღიმა მამაკაცს. -არც აკაკი!-კუშტად შეუკრა წარბები -შენს უფროს როგორ ესაუბრები!-მკაცრად მიმართა გოგონას -გნებდებით!-ხელები აიქნია გოგონამ და როდესაც კაკის გამარჯვებულ ღიმილს მოჰკრა თვალი,თან დაურთო-მხოლოდ აქ! მხოლოდ სამსახურში!-წაისისინა და თავის კაბინეტს მიაშურა. მერე ტელეფონი აიღო და მთელი ნახევარი საათი ლანძღა დაქალი. &&& -ნინა,ყავა შემომიტანე. ... -ნინა,საბუთები. ... -ნინა,ნამცხვარი. ... -ნინა, ტელეფონი. ... -ნინა,ანგარიში. ... ასე აწვალებდა და აწამებდა კაკი ნინას,უხაროდა მის კაბინეტში რომ შედიოდა და რაც კი მოსამიზეზებლად შეეძლო ეთქვა ყველაფერს აბარებდა. &&& -ნინა.... -მორჩა!მორჩა!მორჩა! მე მოსამსახურე კი არა პიარ-მენეჯერ ვარ! -მე რიგითი თანამშრომელი კი არა უფროსი ვარ! -მერე ეს იმის უფლებას არ გაძლევს რომ მოსამსახურის მსგავსად მოგექცე! -გიტყდება?-ირონიულად ახედა კაკიმ -არ მიტყდება,უბრალოდ რაც მევალება ის დამავალეთ და არა სხვისი საქმე! -ნორმალურად მელაპარაკე! -მივდივარ! -კონტრაქტი? -ფეხებზე,შენი კონტრაქტი! -აქ მოდი-უბრძანა კაკიმ. -არ მოვალ-გასვლა დააპირა გოგონამ,როდესაც მამაკაცმა კარი ჩაუკეტა,ლამის ცრემლებად დაიღვარა გოგონა,როდესაც მასთან,სულ რამდენიმე სანტიმეტრით დაცილებული -შენ არ უნდა იმუშავო ჩემს ოფისში! შენ ჩემს სახლში უნდა აკეთებდე ყავას,საჭმელს,უნდა დადიოდე წუწუნით გაბერილი. -კაკი,შემეშვი-დაიბნა გოგონა -გინდა? -მინდა. მეტი აღარაფერი უთქვამთ,ნინა სწრაფად გაეცალა იქაურობას,თან გონებაში ხარშავდა იმას რაც მამაკაცმა უთხრა. &&& ნინა მარტო ცხოვრობდა,მას შემდეგ რაც მამა გარდაეცვალა ადგა და ცალკე იყიდა ბინა,დედინაცვალთან არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა,მაგრამ იქ გაჩერების მიზეზს ვერ ხედავდა,ხვდებოდა რომ დრო იყო ახალი ცხოვრება დაეწყო. სადმე სხვაგან. ბათუმისგან მოშორებით. თბილისში. &&& -გილოცავ ნინა.-ყვავილებით ხელში დაადგა სახლში ნინას კაკი და გაოცებული დარჩა ნინას ქმედებაზე. ჯერ აცრემლიანებული გოგონა რომ დაინახა შოკი მიიღო,მერე ყვავილები ნაფლეთებად რომ აქცია,და მერე გოგონამ რომ დაარტყა სულ გადაირია,ნინას სიტყვებზე კიდევ თმები ყალყზე დაუდგა. -არასდროს დამენახო,ნაგავი ხარ,მძულხარ,გაეთრიე. იქვე ჩაიკეცა ნინა და ისევ განაგრძო ტირილი. რამდენიმე წუთი კაკი გაშეშებული იდგა,მერე მასთან ჩაიმუხლა და ატირებული გოგონა გულში ჩაიკრა,უძლურად უშინებდა აქოშინებული კაკის მკერდს,და კიდევ უფრო უმატებდა ტირილს,ბოლოს,როგორც იქნა ჩაეჯინა,დივანზე ჩამოაწვინა გოგონა და თვითონ წინ და უკან დადიოდა,მერე ლიკუნამაც მოუსწრო და ყველაფერი აუხსნა. ნინას დაბადებას არ მოჰყოლია შუშხუნები. არც შამპანიური. არც სიხარული, არც ბედნიერება. ნინას დაბადებას უბედურება მოჰყვა. ნინა დაიბადა, ლიზა,ნინას დედა კი გარდაიცვალა. ნინას დედა მშობიარობას გადაჰყვა,ერთადერთი შვილის დაბადებას. სანამ ნინა ხუთი წლის გახდებოდა ყველა დაბადების დღეს აღნიშნავდნენ ოჯახში. მაგრამ მამუკა არასდროს რჩებოდა შვილთან,ის ყოველთვის ქრებოდა ამ დღეს. მერე გაიგო ამ ტრაგედიის შესახებ და დაბადების დღის მოლოცვისა და გადახდის აკრძალვა დაიწყო! ჩაჰკიდებდა მამას ხელს და მიდიოდნენ დედის სასაფლაოზე. ისხდნენ და ტიროდნენ, მერე ერთმანეთს ამშვიდებდნენ და გათენებისას ბრუნდებოდნენ სახლში. იმ დღეს არავინ იღიმოდა. ყველა მითვის იყო, ჩუმად, ხმასაც არავინ იღებდა.ბევრჯერ მოსვლია ამის გამო თანაკლასელებთან ჩხუბი,მერე მიხვდა არავის ბრალი რომ არ იყო და 25 მარტს არსად ჩნდებოდა. საღამოს სასაფლაოზე ადიოდნენ და მერე სახლში იკეტებოდა,სძულდა ნინას თავისი დაბადების დღე და თავისი თავი. ტრადიცია დედის საფლავზე ასვლისა მანამ გრძელდებოდა,სანამ მამუკაც არ გაჰყვა ცოლის კვალს. მამუკას სიგიჟემდე უყვარდა ლიზა,ახალი დაქორწინებულები იყვნენ და მას მერე მამუკას ქალისთვის არ შეუხედავს,უბრალოდ ნინამ დაიჟინა რომ მამუკა არ იყო ლიზას სიკვდილში დამნაშავე და ის იმსახურებდა ბედნიერებას,იმსახურებდა იმ გზის პოვნას,რომელიც ლიზასთან არ დაცალდა და მან მისცა მამას იმის უფლება რომ სხვისთვის შეეხედა,უფლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,უბრალოდ ამით მან გაამხნევა და უბიძგა მამუკას ბედნიერების ხელახლა პოვნაში,თუმცა ეს ბედნიერებაც დიდხანს არ გაგრძელდა და მამუკა თავის ნამდვილ სიყვარულთან წავიდა,და ნინას აზრით სწორედ ამით დაადგა იგი ბედნიერების გზას. მას მერე რაც მამუკა დაიღუპა ნინა თავის დაბადების დღეზე სულ ლიკუნასთან იყო,თან მაიას ესაუბრებოდა ტელეფონით,მამამისის მეორე ცოლს, უაღრესად პატიოსანი ქალი იყო მაია,გულკეთილი,სულგრძელი,ყველა ეპითეტი რაც კი სიკეთეს უკავშირდება ყველა მასზე იყო შექმნილი,საკუთარი შვილივით უყვარდა მაიას ნინა,და გული დაწყდა რომ მასთან არ დარჩა,მაგრამ პატივს სცემდა ნინას გადაწყვეტილებას. ყოველ 25 მარტს ურეკავდა ნინას და ესაუბრებოდა დაუღალავად. ამხნევებდა. ზოგჯერ მასთან ერთადაც კი ტიროდა. &&& -ნინა,ჯანდაბა,ნუ გამოგყავარ მოთმინებიდან. -კაკი ვინ ხარ? რა გინდა? მერე რა რომ ლიკუნას ძმა ხარ,ჩემი არავინ ხარ, და ვისთანაც მინდა იმასთან ვიცეკვებ -ნინა,ნუ მაყვირებ,დაუბრუნდი ადგილს! -არა,კაკი,არ დავბრუნდები და ნუ ყვირი,არ მეშინია შენი! შენ არანაირი უფლება არ გაქვს ჩემზე! -ნინა,დაწყნარდი-მეთქი! -არა,კაკი,არ დავწყნარდები!-კაკიმ იპოვნა გოგოს გაჩუმების გზა,კაკიმ სიყვარულის ასახსნელი გზაც იპოვა ამ ყველაფერთან ერთად,ისე რომ ბანალური არ ყოფილიყო,მისმა ტუჩებმა სწრაფად იპოვნეს,გოგონას მეწამულივით წითელი ტუჩები და გააერთიანეს, კაკიმ დაადუმა გოგონა და მისი გული აალაპარაკა,თავისასთან ერთად. ამ კოცნაში ჩააქსოვა ის დიდი სიყვარული,რომელიც ამ პატარა ,გატუტუცებული გოგოს მიმართ გრძნობდა. &&& -მიყვარახარ,ნინა. -მიყვარხარ,კაკი. ეს იყო რაღაც არა ამ ქვეყნიური ურთიერთობა. ნინა და კაკი,ეს იყო რაღაც საოცრება. ბედნიერი იყო ყველა. ლიკუნა. ნინა. კაკი. ყველას უყვარდა ეს ორი ერთად,მაგრამ არა ცალ-ცალკე. არ იყო ბევრი სიტყვები,მითუმეტეს ბევრი ბანალური რომანტიკა. არ იყო ბევრი თანამედროვეობა,იყო რაღაც არისტოკრატია,ტრადიციები,ადათები. არიყო ბევრი ხვევნა-კოცნა. არ იყო საწოლი, თუ იყო ყელამდე ჩაფუთულები. არ ეგონა არც კაკის და არც ლიკუნას,კაკი ვინმეს შეყვარებას ასე თუ შეძლებდა,მაგრამ სასაულებიც ხდებაო,ხომ ამბობენ. ჰო. მოხდა სასწაულიც. &&& -კაკი,ნატაშკა გიყვარდა? -მიყვარდა.-არ იცრუა კაკიმ,ნინას ეტკინა,მაგრამ თან გაუხარდა,გაუხარდა რომ არ ატყუებდა კაკი და სხვებისგან განსხვავებით ეყო ძალა რომ სიმართლე ეღიარებინა. -მაშ რატომ დაშორდი?-პირველად ჩაეძია ნინა კაკის და ინანა,როდესაც მამაკაცის ირონიული მზერა იგრძნო,ჰო,არ იცოდა კაკიმ რომ ნინას არასდროს არავისთვის უკითხავს კაკისა და ნატაშკას ურთიერთობის შესახებ. &&& -ნინა,საავადმყოფოდან ფეხი არ გადმოდგა იცოდე. -აუ,კაკი,მინდა რომ შენს თამაშს დავესწრო. -ნინა,გაიგე რომ შენი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე ეს თამაში,იცოდე არ ვითამაშებ თუ არ დარჩები საავადმოფოში,ნინა ორმოცი გრადუსი გაქვს სიცხე,ფილტვების ანთება გაქვს და ამ თავსხმა წვიმაში სად უნდა წამოხვიდე! -კარგი ხოო..-გაბუტულმა გადმობრუცა ტუჩები და სატირლად მოემზადა -იქ რომ ვიყო იმ ტუჩებს სულ კოცნით დაგიღლიდი,როგორ მადისაღმძვრელად გაქვს გადმობურცვული-გაეღიმა ნინას,უდიდესი სითბო ჩაეღვარა გულში,უხაროდა თავისი რჩეული ასე კარგად რომ იცნობდა მას და მის ინსტიქტებს,მის ყველა ჩვევას. -ყველაფერს მირჩევნიხარ,ვიცი რომ მოიგებ -მხოლოდ შენთვის,თავს გაუფრთხილდი.-ყურმილი გაუთიშა კაკიმ, საშინლად ტკიოდა ყველაფერი,დაუძლურებული იყო,ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს ადგომა,მაგრმა მაინც ადგა,მაინც ჩაიცვა,ტაქსი გამოიძახა და დინამოსკენ მიმავალ გზას დაადგა,არ აპირებდა საყვარელი მამაკაცის ბედნიერი წუთების ხილვის გამოტოვებას. ძლივს გაიარა ხალხის ნაკადი,მთლიანად გაიწუწა,მაგრამ თავისას მაინც მიაღწია,კაკისთან შევიდა გასახდელში და კისერზე ჩამოეკიდა. -შენ!-კბილების ჭრიალით იჩურჩულა კაკიმ,როდესაც სველი,თვალებჩაწითლებული ნინა დაინახა -მე არ ვაპირებდი შენზე წარმატებების თქმის გარეშე სიკვდილს. -ხმა არ ამოიღო!მეორედ არ გაიმერო ეგ და თამაშის შემდეგ მოგივლი,ახლა კი ის უნდა გავაკეთო რაც დაგპირდი-ნინას ტუჩებს დაეკონა და თანაგუნდელების ოვაციაც დაიმსახურა,მერე ყველა გარეთ გაუშვა,ნინას თავისი სპორტულები და თავისი ქურთუკი მოაცვა და განსაკუთრებულ ადგილას მოუძებნა ადგილი,ლიკუნასაც დაურეკა და გვერდით დაუსვა -იცოდე ვინმე რამეს თუ ეტყვის მოკალი,ჩემს თავზე ვიღებ,ეს მე უნდა მოვკლა ამაღამ-ცოტაოდენი გაბრაზებით დაავალა თავის დას და შემდეგ თვითონ გასასვლელად მოემზადა. &&& -როდის ჩამოდიხარ კაკი?-აცრემლიანებული თვალებით ეკითხებოდა უამრავი კილომტრით დაშორებულ მამაკცს. -ახალი წლის იქეთ,ნინა,რა დარჩა,სულ რაღაც ოთხი დღე,გპირდები ხუთში შენთან ვიქნები. -მაშინ წინასწარ გილოცავ ახალ წელს,ალბათ მერე ვეღარ დაგიკავშირდები,ზარები გადაიტვირთება. -ირწმუნე რომ საოცრებებიც ხდება ნინა. -შენი გაცნობის დღიდან მწამს,ამის კაკი. -მიყვარხარ. -მეც მიყვარახრ.-ცრემლებ ყელში მობჯენილმა გაუთიშა ტელეფონი და უხალისოდ დაეხეთქა საწოლზე,საერთოდ არ უნდოდა არავის დანახვა,მაგრამ ლიკუნას დაპირდა რომ მასთან შეხვდებოდა ახალ წელს,მეგობარს კი ვერ აწყენინებდა. ადგა და ტაქსი გამოიძახა. მოუსვენრად იყო ტაქსიშიც. ცქმუტავდა,ტუჩებს აწვალებდა,როგორც იქნა მიაღწია ტაქსმა ლიკუნას ბინამდე,ანგარიში გაუსწორა და ფეხაკრეფით აირბინა კიბეები. კარი ზუსტად 12 საათზე გაიღო და ცრემლები წასკდა მონატრებულმა კაკიმ რომ ჩაიკრა მკლავებში. ეს იყო ბედნიერი 2012 წლის დასასრული დაკიდევ უფრო ბედნიერი 2013 წლის დასაწყისი. ის საღამო მისთვის ტკბილ ხალხთან გაატარა. უზომოდ ბედნიერი იყო,კაკიც გვერდით ჰყავდა და ლიკუნაც. &&& -ნინა,ნუ ტირი,არ გიხდება ცრემლები. -მატყუებ,ყველა მეუბნება რომ ცრემლები მიხდება-სლუკუნებდა ნინა -არა,ნინა,ცრემლები არავის უხდება,ვინც მაგას გეუბნება ჩათვალე რომ გატყუებს,ან არ უყვარხარ,შეუძლებელია,ვინმემ გაუძლოს საყვარელი ადამიანის ცრემლებს,მითუმეტეს მაშინ,როდესაც ქალი ტირის და უთხრა რომ ცრემლები უხდება,მარაზმია,ნინა,ეგ,მე ჯერ ქალი არ მინახავს,რომელიც ტირილის დროს ლამაზი იყოს,ქალს ღიმილზე მეტად არაფერი უხდება,ნინა,დაიმახსოვრე.-ნაზად მოწმინდა კაკიმ ცრემლები და სათითაოდ დაუკოცნა ჯერ ერთი,შემდეგ მეორე თვალი. &&& -ნინა,ბედნიერებაა,როდესაც შენნაირ დას შეიძენს ადამიანი. -არა,ლიკუნა,ბედნიერებაა,როდესაც შენნაირი ადამიანი გასწავლის რა არის ნამდვილი მეგობრობა,რომელიც ყველანაირ ჩარჩოს ცდება. &&& -უფრო მოკლე კაბა ვერ აარჩიე? -გინდა მითხრა რომ არ მიხდება?-გამომწვევად დატრიალდა ნინა -ეგ არ მითქვამს,მასე შეგიძლია მხოლოდ ჩემთვის გამოეწყო,ახლა კი ათასი თვალი გიყურებს. -მე მხოლოდ შენთვის გამოვეწყვე,სიყვარულოოო-გაიწელა ნინა და თან აკისკისდა.ეს კისკისი იყო რაც განსაკუთრებულს ხდიდა ნინას და ეს კისკისი იყო,რომელიც თავის სიცოცხლეზე მეტად შეიყვარა კაკიმ. -ნინა,მიწვევ და არ მინდა აქ მოხდეს ყველაერი ეს-ეშმაკობაში აჰყვა კაკიც -კაკიი!-ჭარხალივით წამოწითლდა ნინა,კაკი უფრო გამხიარულდა და ხელი, ფეხებზე აუსრიალა გოგონას,ნინა შეიშმუშნა-კაკი,მაგიდასთან ზიხარ,ათასი თვალი გიყურებს-გაიბრძოლა ნინამ -მიყურონ,შენ მხოლოდ მე მეკუთვნი-მარცხენა ფეხზე მოუჭირა კაკიმ,ნინას ხველება აუტყდა,კაკიმ კიდევ უფრო შეიყვარა ნინა,გულში ჩაიკრა და საფეთქელთან აკოცა. &&& -კაკი,შეეშვი.-განწირული ხმით ყვიროდა ნინა -არა,ნინა,უნდა მოვკლა,ვასწავლი როგორ უნდა გოგოს პატივისცემა,მითუმეტეს შენი,ვერავინ გაბედავს და ვერავინ შეგეხება ჩემს გარდა. -კაკი საკმარისად მოხვდა,ღვთის გულისთვის,შეეშვი,არ მოკლა.-ხელი მოკიდა მოქნეულ მუჭზე და დენდარტყმულივით გაჩერდა კაკი,მარჯვენა ხელზე სულ დამსკდარი ჰქონდა კანი,სისხლი სდიოდა,გულში ჩაიკრა ნინა და სათითაოდ დაუკოცნა თვალები. -არასდროს იტირო,ვერ ავიტან შენს თვალებზე ცრემლებს. &&& -მეშინია,ცურვა არ ვიცი,ლიკუნა უთხარი რააა-ეხვეწებოდა დაქალს,რომ თავისი ძმა გადაერწმუნებინა. -მე უძლური ვარ,ნინა.-ისევ გიორგის მკლავბს მიუბრუნდა ლიკუნა,ახლა გიორგის შეხედა შრეკის თვალებით,გიორგიმ წამებში იუარა -აბა მე რა შემიძლია?-მხრები აიწურა გიორგიმ და როდესაც მიხვდა მისი საშველი არ იყო გასაქცევად მოემზადა,მაგრამ გვაინი იყო,კაკის უკვე ხელში ჰყავდა ატაცებული,მერე მიხვდა რომ საშიში არაფერი იყო,მაშინ,როდესაც კაკისთან იყო,იცოდა,ყველაფერს გააკეთებდა კაკი მის გადასარჩენად და თვითონ არასდროს ჩააგდებდა საფრთხეში,იცოდა რომ კაკი ის ერთადერთი იყო,ვისაც ცურვის არმცოდნე,შუა ზღვაში დაუფიქრებლად ანდობდა სიცოცხლეს,ნაზად მოხვია ხელები და შუბლზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა,ფეხები წელზე მოხვია და თვალებგანაბული აკვირდებოდა საყვარელი მამაკაცის ნაკვთებს. -ასეთი სახე რატომ გაქვს? -ასეთი როგორი? -აი,ახლა რომ გაქვს.-ჩაეძია კაკი -ეს ბედნიერი სახეა,კაკი,ეს სახე ნიშნავს იმას რომ ბედნიერი ვარ,შენ რომ მყავხარ-კიდევ უფრო გაინაბა და სწრაფად მოძებნა მამაკაცმა გზა ნინას ტუჩებამდე. &&& მთელი ზაფხული ნინას ძველ სახლში,მაიასთან გაატარეს,მაიას ერთი შვილი ჰყავდა, დათო,პირველი ქმრისგან. დათო არ იყო ნინას ძმა,მაგრამ ნინას გაცნობის დღიდანვე დად მიიღო, და გულწრფელი ძმობა გაუწია მას,მართალია დათოც წინააღმდეგი იყო ლიზას წასვლის,მაგრამ მან დას თავისუფალი არჩევანი აჩუქა და მის გადაწყვეტილებას მიენდო. -ღამ-ღამობით სიარული ჩვევად გაქვს?-უკნიდან მიეპარა კაკი ისევ,მაგრამ ამჯერად ნინას არ გავარდნია ჭიქა ხელებიდან,უფრო სწორედ არც ეჭირა. -ჰო,სულ დავდივარ. -ის დღე გახსოვს?რომ გადაგარჩინე,შენ კიდევ რომ დამარტყი-ლოყაზე მოისვა კაკიმ ხელი -ჰო,მახსოვს,მახსოვს-ღიმილით ჩაილაპარაკა ნინამ და ფიქრებში გადაეშვა,გონებაში სცადა დიდი ხნის გასული დღის გახსენება. -რატომ დამარტყი? -მაშინ თავი უძლურად მაგრძნობინე,აქამდეც ბევრ ხიფათს გადავმწყდარვარ ღამით სიარულის გამო,მაგრამ ყოველთვის ჩემით ვშველიდი თავს,არასდროს დამხმარებია ვინმე,მაგრამ იმ დღეს შენ მართლა გადამარჩინე,და ვიგრძენი როგორი უსუსური ვიყავი,ვიგრძენი რომ არავინ მყავდა რომ დამიცავდა. არც დედა,არც მამა,არც და,არც ძმა და ჩემი თავი შემძულდა,მაშინ სიძულვილით აღვივსე შენ მიმართადაც,მაგრამ სიძულვილიდან სიყვარულამდე...-არ დაასრულებინა კაკიმ -ერთი ნაბიჯიაო...იცი,იმ დღიდან დავიწყე შენზე ზრუნვა,და ყოველ საღამოს შენს უკან დავდიოდი.ყოველთვის თორმეტზე გამოდიოდი სახლიდან და ფეხით დაუყვებოდი ბილიკს მტკვრის სანაპიროზე,სახლში კი ყოველთვის სამზე ბრუნდებოდი,არც იქით და არც აქეთ.-მამაკაცს მოეხვია ნინა,უნდოდა დრო შეჩერებულიყო,უნდოდა აქ დარჩენილიყვნენ ორივენი სამუდამოდ,არ უნდოდა თბილისში,არც სხვებთან უნდოდა,უნდოდა ყოფილიყო მხოლოდ კაკი და მხოლოდ ნინა! &&& არასდროს უკამათიათ ნინას და კაკის,და სწორედ ეს აშინებდა ნინას. სიჩუმის ეშინოდა ნინას,იცოდა ბედნიერებას უდავოდ რომ სდევდა თან უბედურება და ეშინოდა,არ დაეკარგა კაკი. ან არ შემცდარიყო. ეშინოდა ბოროტებას არ დაევლო მათთვის ბრჭყალები. ეშინოდა და ჩვილი ბავშვივით უფრთხილდებოდა კაკის. მაგრამ მოხდა ის,რაც ალბათ უნდა მომხდარიყო. დარაბებს მიღმა აღარ იყო გაზაფხული. აღარ ამოსულა მზე. აღარ გამთბარა იქაურობა. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაინგრა. &&& -კაკი დამპირდი რომ სამუდამოა ეს ყველაფერი-უთხრა,როდესაც მამაკაცის გავარვარებულ ტუჩებს მოწყდა. -სამუდამო არაფერია,ნინა,როდესმე ყველაფერი სრულდება.-საშინლად მოხვდა გულზე ეს სიტყვები ნინას,არასდროს უთქვამს მსგავსი რამ კაკის,მაგრამა რც ნინას უკითხავს ასეთი არასდროს. ეწყინა და წამებში დაეფშვნა ნინას გული. -მაშ,რა გამოდის,თუ სამუდამო არაფერია არც ჩვენი სიყვარული ყოფილა სამუდამო-ცრემლები წამოუვიდა ნინას,მაგრამ კაკის არ შეუმჩნევია,მაშინ ხომ გადაუღებლად წვიმდა.-იცი რა კაკი? მართალი ხარ,ახლა მივხვდი,მართლაც რომ არაფერია სამუდამო,არც სიყვარული,არც სიცოცხლე,არც მე და არც შენ,მითუმეტეს არც ჩვენ,მივდვარ კაკი,გთხოვ,არასდროს მომძებნო. -კი,მაგრამ ნინა... -არა კაკი,არასდროს მომძებნო,ვერ მიპოვნი,ვერ მიპოვნი და არ გამომეკიდო,ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდებოდა კაკი,მე კიდევ ვარჩიე დღეს დასრულებულიყო,უბრალოდ მინდა გახსოვდეს,რომ როდესმე მარადისობის კანონს თუ ირწმუნებ,ჩემი სიყვარული გაიხსენე,შენთვის მარტივი იქნება კიდევ ერთხელ სიყვარულის პოვნა,არც პირველი ვყოფილვარ შენთვის,ჩემამდე ნატაშკა იყო და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი იქნებოდა,და არც გამიკვირდება და არც გაგკიცხავ ჩემს შემდეგ თუ იქნა,პირიქით გამიხარდება-მარჯვენა ხელი მოუსვა ლოყაზე-ოღონდ ეცადე,ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ,ეცადე ასე არასდროს უთხრა,არასდროს უთხრა მსგავსი რამ რაც მე მითხარი,ის გასტეხს და გაანადგურებს მას,ნაკუწებად აქცევს და ვერც შენ და ვერც ვერავინ შეძლებს მის აღდგენას,თუ შეიყვარებ არ უთხრა.-თითქოს გულს ყურძნის მტევნის მსგავსად უწურავდნენ ნინას,ვიღაც ცდილობდა მთელი ძალით დაეწურა ნინას გული და არც უკანასკნელი სისხლის წვეთი ჩაეტოვებია შიდ,უკანასკნელი ძალები მოიკრიფა ნინამ და ტკივილით გაუღიმა კაკის. -მე გიშვებ,ნინა,რადგან ჩემზე მეტი მიზეზი იმისთვის რომ მარადისობის კანონი უარყოს არავის აქვს,აქვთ მხოლოდ ჩემნაირებს,რომლებიც ძალიან მცირენი არიან და მინდა უფალმა აშოროს ყველას. მე ვერ დაგაძალებ ვერაფერს,შენ იცოდი ეს ყველაფერი,გულის სიღრმეში გქონდა გააზრებული,მაგრამ მაინც უარყოფდი,ეცადე არ მიაკარო მაგ გულწრფელ თვალებს ვინმე მატყუარა, და არ დაუჯერო არავის რომ ცრემლები გიხდება,ახლაც გიყურებ და ვრწმუნდები ცრემლები არ არის შენთვის და არც ერთი ქალისთვის შექმნილი.წვიმის წვეთები ვერ დაგიმალავს ცრემლებს,ნინა,მე ვერ მომატყუებ,გაიღიმე,ყველაზე მეტად ღიმილი გიხდება.-უკნასკნელად გაუღიმა კაკიმ და უკანასკნელი წვეთი სისხლიც ამოაცალა გულიდან. დიდხანს უყურა მიმავალ კაკის. გადაუღებლად წვიმდა, ერთიანად გაწუწული იყო ნინა,ფეხზე იდგა,მანამ სანამ ბოლომდე არ შთანთქა სიბნელემ მიმავალი მამაკაცის სილუეტი,მერე წაიქცა და გონება დაეკარგა. იმ ღამითვე წავიდა კაკი,კონტრაქტი განაახლა,ლიკუნას დაემშვიდობა და გადაფრინდა ისევ ამერიკაში. ამერიკის ქუჩებში იპოვა ხსნა კაკიმ. არ დავიწყებია ნინა,არა! ყოველთვის თვალწინ ედგა ნინას ცრემლიანი თვალები და თავის თავზე ჯავრობდა, არა, ნატაშკაზე ჯავრობდა,ასე რომ უარყოფინა მარადისობის კანონი. მას ხომ შეეძლო ყოფილიყო მამა. ნატაშკამ კი შვილი მოუკლა. მას ეგონა უყვარდა ნატაშკას,მაგრამ ნატაშკას არ ჰყვარებია თურმე,არადა პირიქით,უმტკიცებდა რომ მარადიული იყო მათი სიყვარული. მას მერე აღარ სწამს კაკის მარადისობის. იმ ღამით წაქცეული ნინა ისევ ლიკუნამ იპოვა,როდესაც კაკი წავიდა,მიხვდა ნინას გაუჭირდებოდა და ნინასთან გაიქცა,სადარბაზოსთან ჩაკეცილი იპოვა. სასწრაფოს სირენის ხმამ დაარღვია წვიმის წვეთების ჰარმონია, სასწრაფოთი გააქანეს ნინა საავადმყოფოში,მთელი ორი დღე ეძინა გადამბმულად,ფილტვების ანთება,თვალების ანთება,ეს სიფრიფანა გოგო მთლად დასუსტდა,ლანდი გასდიოდა,ვერ ჭამდა,ვერ სვამდა,ჯერ იმიტომ რომ ყელი სტკიოდა,მერედა იმიტომ რომ გაიგო,კაკი წავიდა. ლიკუნა არ სცილდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში ნინას,მისი ხელი ეჭირა და ღამითაც არ მიდიოდა სახლში,დათოც ჩამოვიდა და მაიაც,ორივემ სთხოვეს,მაგრამ ვერაფრით მოაცვლევინეს ფეხი. ეს თემა იმ ღამითვე დაიხურა ნინასთვის,როდესაც კაკი წავიდა,არავისთან დასცდენია სიტყვა,არც ლიკუნასთვის უთქვამს არაფერი. &&& ჩვეულ რიტმში ჩადგა ყველაფერი,ნინამ მუშაობა დაიწყო. გაიცნო მეგობრები,მაგრამ ლიკუნა ყოველთვის პირველი იყო მისთვის,არა იმიტომ რომ კაკის და იყო,მან თავიდან ლიკუნა გაიცნო,როგორც ნამდვილი ადამიანი,და ასეთივე დაიტოვა მისთვის. ორი წელი გავიდა მას შემდეგ. ორი წელი. არც ერთჯერ უნახავს კაკი, მერე გაიგო რომ ამერიკაში წავიდა,გაეღიმა,იცოდა წავიდოდა,გუმანით ხვდებოდა,რომელიღაც აუცილებლად უნდა წასულიყო,რადგან შეუძლებელი იყო მათი ერთ ქალაქში გაჩერება,ნინაც აპირებდა,მაგრამ კაკიმ დაასწრო,კაკი აღმოჩნდა მასზე ძლიერი. ცრემლები სდიოდა ნინას. ლიკუნა კი,რა თქმა უნდა,მასთან იყო. -ნი,არასდროს გითქვამს,რატომ იჩხუბეთ შენ და კაკიმ...-ძლივს გაბედა ლიკუნამ კითხვა,ცხოვრებაში პირველად გადაწყვიტა გულიდან ამოეშვა კაკი და ლიკუნასთვის მოეყოლა ყველაფერი,მართლა მოუყვა ყველაფერი,ლიკუნას კი ფერი შეეცვალა,მიხვდა რატომ უარყოფდა ასე გამეტებით კაკი მარადისობის კანონს,მიხვდა ვინ იყო მიზეზი და ცრემლები წასკდა. -ნი,კაკი ის ბიჭია,რომელსაც მამობა წაართვეს,ნინა,კაკი მამა იქნებოდა,რომ არა ნატაშკა,რომელმაც კაკის შვილი მოიშორა,ის ნატაშკა,რომელიც მარადიულ სიყვარულს პირდებოდა,სწორედ ამიტომ უარყოფს კაკი მარადისობას,სწორედ ამიტომ არ სჯერა მარადისობის კანონის.-ყველაფერი ამოუტივტივდა ნინას თავში და კიდევ უფრო აბღავლდა. შეძულდა ყველა და ყველაფერი. ნატაშკას მოკვლა უნდოდა,ცხოვრებაში პირველად უნდოდა მოეკლა ვიღაც. -მოვკლავ,გეფიცები,ჩემი ხელით მოვკლავ,როგორ,როგორ გაბედა,როგორ მოიცილა.როგორ ატკინა კაკის გული-ტიროდა და მოთქვამდა,გამეტებით ფხაჭნიდა იატაკს,ყველა ფრჩხილი ძირში წატყდა და სისხლი წამოუვიდა,ამშვიდებდა ლიკუნა,მაგრამ ხვდებოდა,ახლა ვერაფერი დაამშვიდებდა მას. ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა. ბურანში გახვეულ გოგონას ყურთან ჩურჩულებდა ლიკუნა: -შენი გულისთვის,გპირდები,თქვენი სიყვარულისთვის ვიძიებ შურს,მიყვარხარ,ნინა! &&& იმ დღეს ნინას დაბადების დღე შემოდიოდა,ნინა ელოდებოდა ლიკუნას,უნდა მოსულიყო,მაგრამ არ გამოჩნდა ლიკუნა,ურეკავდა,მაგრმა არ პასუხობდა,იფიქრა დაავიწყდაო და დივანზე ჩასთვლიმა. ორი სრულდებოდა,როდესაც კარზე ბრახუნი ატყდა,ვიღაც ბღაოდა და გაუჩერებლივ აბრახუნებდა კარებს,შიშით გააღო ნინამ კარები და როდესაც ზღრუბლს იქეთ ატირებული თიკუნა დაინახა გაიწია,რომ შემოეშვა,გულმა რეჩხი უყო: -ლიკუნას ესროლეს,კვდება...-ბღავილით შემოვარდა ნინასთან თიკუნა და იქვე ჩაიმუხლა. ყველაფერი დატრიალდა,როდესაც ნინამ გაიგო. მუხლებში,ძვლები თითქოს სითხედ გადაიქცა და ნელ-ნელა ჩამოღვრა დაიწყო, ვიღაცამ ძლიერად მოუჭირა გულზე ხელი და ეცადა საბოლოოდ გაეჩერებინა, უჭერდა და უჭერდა, მარცხენა მხარეს,გულის არეში კი ტკივილები უფრო და უფრო იზრდებდოა. ლიკუნა ხომ უბოროტო იყო. ლიკუნა ხომ ის გოგო იყო,რომელიც მთელი ხუთი წელი მხარში ედგა ნინას და ის გრძნობა აგემა,რომელსაც დის სიყვარული ერქვა. დის მხარში დგომა. საერთოდ ლიკუნამ ასწავლა ნინას რა იყო დობა. გული წაუვიდა ნინას. ვერ გაუძლო. გულმა რამდენიმე წუთი ფეთქვაც შეწყვიტა, გონებამიბნედილსაც სდიოდა ცრემლები,რთული იყო იმის გადახარშვა რომ უწყინარ ლიკუნა შეეძლო სუნთქვა შეეწყვიტა,რომ შეიძლებოდა ვეღარასდროს მისი ხმა,მისი ხავერდოვანი,ნაზი ხმა,რომელიც ასე უყვარდა ნინას. ახსენდებოდა იმ დღეები,რომელიც ერთად გაატარეს და გონებადაკარგულს ცრემლები სდიოდა. ახსენდებოდა,როგორ გაიცნეს ერთმანეთი,როგორ ეხმარებოდა მამის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი იარების მოშუშებაში და აღარ უნდოდა გამოღვიძება თუ არ გამოიღვიძებდა ლიკუნა . როდესაც გამოეღვიძა საავადმყოფოში იყო სიკვდილი მოუნდა,როდესაც უგონოდ მყოფი ლიკუნა წარმოიდგინა,რომელიც აპარატზე იყო შეერთებული და შეიძლება მომკვდარიყო, უნდოდა მიწა გამსკდარიყო და შიდ ჩაეტანა. ბოლო ხმაზე იღრიალა,უნდოდა მთელი ბოღმა ამოენთხია,იმ დონემდე იღრიალა რომ იოგები დაუზიანდა და რომელიღაც გასკდა კიდევაც,სისხლი წამოუვიდა,მაგრამ ნინა მაინც აგრძელებდა კივილს,ოთახში კაკი და თიკუნა შემოვარდა ყვირილის ხმაზე,ვერც კაკის დანახვამ ვერ გააჩერა ნინა და ვერაფერმა,კიოდა განწირული ხმით,აზანზარებდა ბინას, ჭაღს, ნინას კივილის ხმა არხევდა მთებს. ამსხვრევდა მინებს... ვერც მაშინ გაჩერდა,როდესაც კაკიმ,განადგურებულმა კაკიმ გულში ჩაიკრა,ეცადა დაემშვიდებინა,მაგრამ ვერაფრით გააჩერეს,ბოლოს ისევ გული წაუვიდა. გაგიჟებულები იყვნენ ექიმები, -ასე რა განიცადა,მთელი ხმის იოგები დაუზიანდა და შესაძლოა ვერასდროს აღიდგინოს ხმა,მისთვის არც სტრესი და არც საუბარი არ შეიძლება,აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე ოპერაცია,ისევ საეჭვოა თუ ამოიღო,როდესმე ხმა. -ექიმო,გონს როდის მოვა?-ნერვიულად გაიხახუნა კეფაზე ხელი -არ ვიცი ,ბატონო აკაკი,წესით ამაღამ უნდა გაიღვიძოს. -ექიმო,ხომ არაფერი დაემართება? -არ ვიცით,ბატონო აკაკი,არ ვიცით. მძინარე ნინას მიუახლოვდა კაკი,და ლოყაზე ჩამოუსვა ხელი, არ შეცვლილა ნინა, ისევ ის სევდიანი თვალები ჰქონდა, რომელიც ორი წლის წინ. საღამოს გამოეღვიძა ნინას,და როდესაც ვერ დაილაპარაკა წინანდელი დღე აღიდგინა გონებაში და ცრემლები წასკდა,პალატაში არავინ იყო.ფრთხილად წამოდგა,ნელა გაიარა ოთახი და დერეფანში გავიდა,შორი-ახლოს კაკი გამოჩნდა,მას მიუახლოვდა და თვალებით ანიშნა ლიკუნას პალატამდე მიეყვანა. მხრების ქვეშ ამოუდო ხელი,შუბლზე აკოცა,მის ხელს დააყრდნო და ლიკუნას პალატაში შეიყვანა,როდესაც აპარატზე შეერთებული მეგობარი დაინახა,მთელი ძალი და ღონით მოუჭირა კაკის ხელები,თვალები დახუჭა და ცრემლების ნაკადი ისევ გადმოსცვივდა. მერე ლიკუნას მიუახლოვდა და ხელზე მოკიდა ხელი, დალაპარაკება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა,საშინლად ასტკივდა ყელი,კაკიმ წარბები შეკრა და საჩვენებელი თითი დაუქნია. -არ ილაპარაკო,არ შეიძლება,კიდევ უფრო დაიზიანებ ხმის იოგებს,ხვალ ოპერაციას გაგიკეთებენ,ლიკუნა კარგად იქნება გპირები,არასდროს დავტოვებ მარტო,შენ წამოდი და დაისვენე.-ნაძალევად გაუღიმა კაკიმ და ნინაც დაემორჩილა,ოღონდ ჯერ შუბლზე აკოცა ლიკუნას. მაინც გამოიპარა პალატიდან ნინა და ლიკუნას ოთახში შეიპარა,სავარძელი მიაჩოჩა და ლიკუნას საწოლთან მოთავდა,მისი ხელი თავის ხელში მოაქცია და ლიკუნას საწოლს ჩამოადო თავი, ასე უფრო მშვიდად ეძინა ნინას,ლიკუნასთან ერთად. საღამოდ ნინას მონახულება გადაწყვიტა კაკიმ,მაგრამ პალატაში რომ არ დაინახა მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა,ღრიალებდა და ემუქრებოდა ყველას რომ მოკლავდა თუ ნინას რამე დაემართებოდა,ბოლოს ლიკუნასთან იპოვნეს ნინა,კაკის გული გაუჩერდა ერთად რომ დაინახა ორივე,ორივე საშინელ მდგომარეობაში იყო,ლიკუნა კვდებოდა,ნინას კი შეეძლო ვერასდროს ელაპარაკნა. ვერაფრით გააშვებინეს ნინას ლიკუნაზე ხელი,ბოლოს კაკიმ შეუშვირა თავისი ხელი და ნინამაც ინსტიქტურად მას მოუჭირა,მერე ხელში აიყვანა და გაყვანა დააპირა,როდესაც ექიმმა გააჩერა: -ეტყობა ნინას ძალიან უყვარს თქვენი და,თქვენ კი ნინა.-მერე თავით ანიშნა შეგიძლია წახვიდეო და ლიკუნას მიუბრუნდა. მეორე დღეს გაუკთეს ერთი ოპერაცია ნინას,მაგრამ შედეგი არ გამოიღო. პირველს მეორე მოჰყვა,ესეც უშედეგოდ და უკანასკნელი იმედი ბოლო ოპერაცია რჩებოდა, ნინა შეეჩვია თავის ბედს და მხოლოდ ლიკუნაზე ფიქრობდა,რომელიც ისევ უგონოდ იყო,კაკი კაცს აღარ გავდა,უკვე ერთი კვირა გავიდა,და არანაირი სიახლე არ იყო არც ერთისგან, არ იცოდა რომელზე ედარდა,ნინაზე თუ ლიკუნაზე. ბოლოს ოპერაციის დღე იყო. შეიძლებოდა ამ ოპერაციას გადაჰყოლოდა კიდევაც ნინა,მაგრამ ხელი მაინც მოაწერა,მოითხოვა რომ კაკი შემოსულიყო ოთახში,ოპერაციამე რამდენიმე წამით ადრე,სანამ ნარკოზს გაუკეთებდნენ,სახვევები მოხსნეს და საოპერაციოდ გაამზადეს ნინა,როდესაც საოპერაციო ოთახში კაკი შემოვიდა,ექიმს ხელით ანიშნა ნინამ კალამზე და ფურცელზე და მანაც არ დააყოვნა: „ბევრს ვერაფერს ვიტყვი,შეიძლება ვეღარასდროს გაიგონო ჩემი ხმა,მაგრამ არ ვაპატიებ ჩემს თავს რომ ეს არ გითხრა“-დაუწერა კაკის ნინამ და თვალებში ჩახედა,ხელი ნაზად გაუსვა კაკის ლოყას და თავს ძალა დაატანა ორიოდე სიტყვის სათქმელად -მიყვარხარ კაკი-ჩურჩულით,სიმწრით,მაგრამ მაინც გასაგონად თქვა ნინამ ეს სიტყვები და ყველა ატირდა იმ ოთახში,კაკის გარდა. -მეც მიყვარხარ,ნინა.-ნინას ექიმმა ნემსი გაუკეთა და გადაფრინდა ვარდისფერ სამყაროში,თვალების დახუჭვამდე კაკის ხედავდა ახლა სიკვდილისაც აღარ ეშინოდა. &&& მოუსვენრად დადიოდა იქეთ-აქეთ კაკი,ვერ ისვენებდა,ან კიდევ რა დაასვენებდა. ბოლოს,როდესაც ექიმმა ამცნო ოპერაციის წარმატებით დასრულება და ყველა იოგის აღდგენა შვებით ამოისუნთქა. ახლა მხოლოდ ნინას გამოღვიძებაღა იყო დარჩენილი,რომ ბოლომდე შეემოწმებინათ იგი. როგორც იქნა გაიღვიძა ნინამ,ოთახში ექიმი და კაკი დახვდნენ: -გამარჯობა,ნინა,ახლა ეცადე რაიმე მითხრა-იმედით უყურებდნენ ექიმი და კაკი,ნინას კაკის თვალებში დანახული იმედი მთელს სხეულში ჩაეღვარა და ირწმუნა,რომ რაღაცას იტყოდა,და ეს სიტყვა უნდოდა ლიკუნა ყოფილიყო,მაგრამ როდესაც პირი აამოძრავა და ხმა არ გაისმა,ყველას წაეშალა სახიდან ფერი,გაგიჟდა ექიმი,კაკის ფერი კიარა თვალებიც დაეკარგა,სახე აელეწა,ნინა მიხვა რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო და ახლა ცრემლებით ვერაფერს იზამდა და ამიტომ კაკის გაუღიმა და თავი დაუკრა,ამით ამცნო რომ არაფერი იყო. კალამი და ფურცელი აიღო და წერას შეუდგა: „არაფერია,კაკი,ყველაფერი წარმავალია გახსოვდეს,ყველაფერი გაივლის და დროთა განმავლობაში მიეცება დავიწყებას“-მერე აჩვენა და ისევ ისე გაუღიმა,როგორც ორი წლის წინათ,მერე კვლავ წერას შეუდგა: „ლიკუნასთან წამიყვანეთ“... &&& იმ საზრელი ამბის შემდეგ ორი კვირის თავზე ექიმებს ყველანაირი იმედი გადაეწურათ,მაგრამ ნინას კვლავ გააჩნდა იმედი რომ ლიკუნა გამოიღვიძებდა, ექიმებმა მისცეს უკანასკნელი დღე ლიკუნას და ხვალ დაპირდნენ კაკის რომ აპარატს გამოურთავდნენ. -მაპატიეთ ბატონო კაკი,მაგრამ იმედები ბოლომდე იწურება. ხვალ ამ დროზე გამოვრთავთ აპარატს. ექიმი გაეცალა იქაურობას და ნინამ ეს რომ გაიგო სწრაფად შევარდა ლიკუნას პალატაში და ცრემლად დაიღვარა,მერე საკუთარ თავს შესძახა რომ ჯერ ისევ არსებობდა შანსი,გაახსენდა რომ ლიკუნას ესმოდა მიუხედავად იმისა რომ იგი კომაში იყო,ამიტომ საკუთარ თავს ძალა დაატანა და ლიკუნასთან ჩაიმუხლა: -ლ..იი..კ...უუ...-წარმოთქვა რამდენიმე ასო,და საკუთარი თავისაც გაუკვირდა,მერე კვლავ დაატანა საკუთარ თავს ძალა და გააგრძელა-შენ მაი..ნც.. ირ...წმუ..ნე მარა...დ..ის..ოო..ბის.. კან..ონ...ი, ჩვ...ენ ხომ მარა...დ..იული... მე..გობრო..ბა.. გვა...კა..ვშირე...ბს...-ატირდა ნინა და ნინას თვალიდან ჩამოგორებული ცრემლი ლიკუნას თვალს დაეცა...ატირდა კარებთან მდგომი კაკიც,რომელმაც ეს ყველაფერი გაიგონა,აატირა ნინას სიძლიერემ,გამბედაობამ და ლიკუნას უსუსურობამ,ნინას მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა: -ჩემი ძლიერი ქალი ხარ,ნინა..-მერე ნინამ ლიკუნას შეხედა და როდესაც ლიკუნამ თვალები დაახამხამა ,გაახილა და შემდეგ გაუღიმა ნინას,ნინამ მოულოდნელობისაგან კლავ დაიყვირა -კაკიი,შეხედე-კაკიმ ჯერ გაოცებით შეხედა ნინას,რომელსაც ძველი ხმა დაბრუნებოდა, შემდეგ მის ხელს გააყოლა მზერა,რომელსაც ლიკუნას ხელი ჩაბღაუჭებოდა და ბოლოს ლიკუნას ღიმილზე შეაჩერა მზერა,რომელიც ბედნიერებას აფრქვევდა,კაკიმ სასწრაფოდ დაუძახა ექიმს... ექიმმა გასინჯა ლიკუნაც,გასინჯა ნინაც. -ბატონო აკაკი,თქვენ ნამდვილად იღბლიანი ბრძანდებით,გყავთ ასეთი ძლიერი და და ასეთი ძლიერი ცხოვრების მეგზური,გილოცავთ საფრთხემ ორივე შემთხვევაში ჩაიარა.-მეორედ ატირდა დღეს კაკი,ოღონდ ამჯერად ბედნიერებისგან. ორივე გამოწერეს საავადმყოფოდან და ორივე თავისთან დაიტოვა კაკიმ,ორივეს უვლიდა. &&& ერთ საღამოს ისევ შეამჩნია წამლის შესატანად შესულმა კაკიმ,რომ ნინა არ იწვა ლოგინში,მაგრამ იქვე,აივნის კარი დალანდა ღიად. აივანზე მდგომი სპილოებიან პიჟამოებში მდგარი გოგონა რომ დაინახა მშვიდად ამოისუნთქა. -მთვარეული ხარ?-მიმართა ზურგით მდგარ გოგონას და მინიმუმამდე შეამცირა მათ შორის მანძილი -ჰო,მთვარეული ვარ.-არც განძრეულა ისე უპასუხა მამაკაცს -ნინა,მადლობა-მხოლოდ ახლა შემობრუნდა ნინა მამაკაცისკენ -რისთვის მიხდი მადლობას?-გულწრფელად გაუკვირდა -რომ მარადისობის კანონში დამარწმუნე-ნინას გაეღიმა,მამაკაცმა ისევ იპოვა გზა მათი გულების ასალაპარაკებლად და ასე მონატრებულ ტუჩებს კვლავ დაეწაფა. -დამპირდი რომ სამუდამოა ეს ყველაფერი-კვლავ გაუმეორა წლების წინ ნათქვამი ფრაზა და თვალდახუჭული დაელოდა პასუხს -გპირდები-დაუფიქრებლად დაპირდა მამაკაცი და კვლავ დაუბრუნდა თავის სანატრელ ტუჩებს. გიყვარდეთ, გწამდეთ, იწრმუნეთ მარადისობის კანონი. სიყვარულით,ნინუცი. როგორც იქნა ვიპოვე დრო და დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. თქვენ მაბედნიერებთ. მიყვარხართ და მომენატრეთ. ცოტაოდენი მაგია და სასწაულებიც ხდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.