შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ბედნიერი - 3


27-12-2015, 00:08
ავტორი D-roni
ნანახია 4 147

ერთი ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და მისაღებში შევედი.
ღიმილი ავიკარი სახეზე და იქვე მიდებულ წყლის ჭიქას დავავლე ხელი.
როგორც კი დავინახე როგორ ლამაზად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა ნიკამ მაშინვე პირი დავმუწე და გამწარებულმა მოვიყუდე ჭიქა.
რომ მივხვდი არაყი აღმოჩნდა სახე საცოდაობისგან მოვმანჭე და თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე.
სითხემ მთელ ორგანიზმში გაიკვლია გზა და წვეთ-წვეთად ჩავიდა მუცლამდე.
მთლიანად ამიხურდა მთელი შიგნეულობა და მწარე გემო ვიგრძენი პირის ღრუში.
სწრაფად გავედი სამზარეულოში და წყალი მოვიყუდე.
ეს მაინც აღმოჩნდა წყალი... გამიმართლა !
- მშვიდობაა ? - სამზარეულოში თავი ანამ და მარიამმა შემოყვეს.
- კი ... წყლის მაგივრად არაყი დამილევია - გავიღიმე და ახლა ამომიტივტივდა თავში აკო და ასია - რა ხდება იმასთან მშვიდობა აქვთ ?
- კი ... დავრეკე და ისეთი ხმით გამაგონა ასიამ , აშკარად ცუდ დროს დავრეკეთ - გადაიკისკისა მარიამმა და უცებ შეხტა როგორც კი ზურგზე გახურებული ხელები იგრძნო.
- არ გინდა ჩვენს გვქონდეს ეგ დრო ? - ყურში ჩასჩურჩულა , მაგრამ როგორც კი დავინახე როგორ აწითლდა სახეზე მარიამი და სიმაოვნებამ გადაჰკრა სახეზე მაშინვე ამიტყდა სიცილი ანასთან ერთად.
- ეგეთები იქით - გავიცინეთ და სამზარეულოდან გავედით.

აშკარად დაძველებულ ჰამაკში დავწექი , ვისარგებლე იმით ,რომ ჯერ წვიმას არ აპირებდა.
სულ ტყუილად გამიხეთქა გული ნიკამ .
ცა სულ მოწმენდილია .
პლედი დავიფარე ფეხებზე და ბალიში კომფორტულად ამოვიდე თავქვეშ.
თვალები დავხუჭე და მოგონებებს გავუღმე.
ისევ რატი გამახსენდა.
გამახსენდა კიკეთში როგორ დამაქროლებდა ხელში აყვანილს ბედნიერი.
ქორწილამდე ...
აქეთ იქით დაქროდა ჩემიანად ხელში და ყვროდა - ჩემი ცოლი გახდები მალეო.
ის გამახენდა როგორი მონდომებით ვჭამდი წითელ ვაშლს და როგორ მოკბიჩა ჩემი ტუჩებიდან ნახევარზე მეტი.
მისი კოცნა გამახსენდა და კინაღამ ჰამაკში ჩავდნი.
თვითონ ის გამახსენდა და ისევ გაუსაძლისი მონატრება დაეფულა ჩემს სულს და გულს.
ვიცოდი მეტჯერ , რომ ვერასდროს ვნახავდი და მთელი ძალით მინდოდა ტირილი.
კარგ დროს გამოვიდა პატარა სარწეველა სკამით ხელში ნიკა და გვერდით დამიჯდა.
წინიდან მიყურებდა და იღიმოდა.
მეც მეღიმებოდა ,მისი ღიმილი მომწონდა , მეღმებოდა იმაზე ,რომ ამხელა კაცი ამ პატარა სარწეველა სკმაში ეკვეხებოდა.
- გატყდება და დაეცემი - ვუთხარი ჩუმი ხმით და ეზოში დადგმულ მხოლოდ ერთ გამანათებელ დიდ ბოძს გავუსწორე თვალი.
შუქმა თვალი მომჭრა და სწრაფად დავხუჭე თვალები.
ისევ რატის ღიმილიანი სახე დამიდგა თვალწინ და მოწყენილმა გავახილე თვალები.
- მასზე ფიქრობ არა ? - მკითხა და ჩემს გაოგნებულ სახეზე უფრო ნაღვლიანად გაეღიმა.
- საიდან მიხვდი ?
- ალბათ კარგად გიცნობ ...
- ფსიქოლოგი ხარ ? - ცალი წარბი ჰაერში ავუწიე.
- არა ბიზნესმენი - გამიცინა და მეც გამეღიმა.
- ანუ აფერისტი - ცალი თვალი მოვჭუტე ღიმილით.
- ნწუ - თავი გამიქნია და ჰამაკს ხელი დაადო - აქ , ამ ჰამაკში დაახლოვდნენ აკო და ასია - ჩემი სახისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ხო ? - გამეღიმა მის ნათქვამზე - ჰამაკი - თავი გადავაქნიე და მივხვდი ,რომ ეს ერთადერთი იყო რაზეც ამ დროს არაფერი მახსენდებოდა რატისთან დაკავიშრებით .
ისევ დავხუჭე თვალები და მივხვდი , რომ რატი საგრძნობლად ბედნიერი ღიმილით მიღიმოდა.
- ხო - მითხრა და გაღიმა - არ გცივა?
- არა - ეშმაკურად გამეღიმა , რადგან მივხვდი ჩემზე ზრუნავდა.
არასწორად მიმაჩნდა ჩემი საქციელი.
ვფიქრობდი სხვა მამაკაცზე , ხო ვიცი მიუხედავად იმისა , რომ ვიცოდი რატის ეს ახარებდა , რატი ამას უბარებდა ძმაკაცებს , მაინც დამნაშავედ ვთვლიდი თავს.
არ მომწონდა ის ფაქტი, რომ სხვა მამაკაცს ვუყურებდი ისე როგორც რატის.
მეშინოდა იმის , რომ შემიყვარდებოდა და ისევ დავკარგავდი.
მეშინოდა იმის , რომ რატიზე მეტად შევიყვარებდი ნუი ეს შესაძლებელი იყო , ნუ თუ ეს შეიძლებოდა ? მეტი სიყვარული ?
იმაზე დიდი სიყვარული ? იმაზე დიდი გრძნო , როგორიც მე და რატის გვაკავშირებდა ?
შეუძლებლად მიმაჩნდა , ვუყურებდი გოგორელიანის ხელს , რომელიც ჩემს ხელს ეხებოდა და სითბო დიდი დოზით მეღვრებოდა სულსა და გულში.
მთელს ორგანიზმში , მთელი სხეული მიხურდებოდა და ეს უფრო მაღიზიანებდა !
მაღიზიანებდა ის ფაქტი,რომ მასთან სიახლოვე მომწონდა და მაგიჟებდა.
თვალები მიმელულა სიამოვნებისგან და გველნაკბენივით ვჭყიტე თვალები , როცა გავაცნობეირე , რომ პირველად 4 წლის შემდეგ რატის ღიმილი გაქრა.
რატიმ გამიღიმა ,ხელი დამიქნია და გაქრა.
სიშავეში გაუჩინარდა და მხოლოდ სამი სიტყვა დამიტოვა.
"იყავი ბედნიერი მასთან "
- მოხდა რამე ? - მკითხა შეშინებულმა და აკანკალებული გულზე მიმიხუტა.
- არ ვიცი - ამოვილუღლუღე და თვალები ისევ დავხუჭე.
ისევ არაფერი , მხოლოდ სიბნელე.
უკუნითი სიბნელე , რომელიც შიშს მგვრიდა.
მეშინოდა , რომ ამ სახითაც კი ვეღარ ვნახავდი მას.
მამშვიდებდა გოგორელიანის მკლავებში მოცუცქნვა და ღერთს მადლობას ვუხდიდი , რომ ასე ხშირად მიმტკიცებდა
"არც ისე უბედური ვარ"
ისევ ავკანკალდი , ისევ დამეხუჭა თვალები და ინსტიქტურად მივენდე დინებას , როგორც ეს "შპარგალკასავით" მიკარნახა რატიმ.
- ვიცი ახლა რასაც გრძნობ - ჩამჩურჩულა ყურში ნიკამ და ოდნავ გამწია უკან , სახე სახესთან გამისწორა და ახლოს მომიტანა , შუბლი შუბლზე მომადო და ტუჩები ცხვირის წვერზე გამისვ გამომისვა. - იცი , რომ ძალიან ლამაზი ხარ ? - თვალებში ჩამაშტერდა - ჯანდაბა ! - ესღა თქვა და სკამიდან წამოდგა , იგივე პოზაში გაშეშებულმა ავეხედე და თვალები ამემღვრა - ჯანდაბა ! არ ვიცი როგორ გელაპარაკო ... ცხოვრებაში პირველად დავიბენი ! არ ვიცი როგორ გელაპარაკო გული , რომ არ გატკინო.
- ნიკა რას ამბ ... - სიტყვა ვერ დავამთავრე უცებ მომვარდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
პირველად ამაღელვა ასე რატის შემდეგ მამაკაცის სიახლოვემ.
პირველად ვიგრძენი დაუკებელი სურვილი მისი შეხების.
- სურვილი მკლავს - გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა და უფრო გამაგიჟა - ძილის დროა - შუბლზე მაკოცა დამშვიდებულმა და ოდნავ დამწია ქვემოთ , ხელში ამიტაცა და რომელიღაც ოთახში შემიყვანა.
- კი მაგრამ ...
- ხვალ ადრე უნდა ავიდეთ კიკეთში , დაიძინე - გამიღიმა და მეც დავნებდი.
უცებ შევხტი ჭექაქუხილის ხმა , რომ მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
- შეგიძლია რეზის და გეგის დაუძახო ? - ვთხოვე შეშინებულმა.
- გეშინია ? - გამიცინა.
- ხო - თვალები დავხარე და პლედზე ფრჩხილებით თამაში დავიწყე.
- თუ გინდა ... - ლაპარაკი დაიწყო მაგრამ თვითონვე გაჩერდა და ორ წამიანი შუალედის შემდეგ განაგრძო - ანდა სისულელეა , ახლავე დავუძახებ.
- ხო ასე ჯობს - ჩავიჩურჩულე და წამში შემომხტარ რეზის და გეგის გავუცინე შეძლებისდაგვარად.
- ნიკამ გეძახითო რა ხდება ? - რეზი მომიჯდა და თმაზე მომეფერა.
- რაო პრინცესა ისევ მოიწყინე? - გეგიმ მიმიხუტა და მეც დამშიდებულმა დავადე გულმკერდზე თავი.
- თავს დამნაშავედ ვგრძნობ - ჩავიჩურჩულე .
- ჯანდაბა , ამის ეშინოდა რატისაც ! - შეიკურთხა რეზიმ და გაოგნებულმა ავხედე.
- რა ? - ვიკითხე შეშინებულმა.
- რატი სანამ გარდაცივლებოდა , ჩვენ გვეუბნებოდა "მეშინია თათამ ჩემს გამო ცხოვრებაზე ხელი არ აიღოსო , მეშინია სიყვარულზე უარი არ თქვასო ! და თუ თქვენ როდესღაც მისგან "მეშინიას" მოსმენთ და გეცოდინებათ მისი არჩევანი , თუ დარწმუნებულები იქნებით მის უსაფრთხოებაში , ხელი შეუწყვეთო " - გეგიმ სიტყვა - სიტყვით ჩამოარაკრაკა ჩემი გარდაცვლილი ქმრის სიტყვები და მეც უხმოდ ავკანკალდი , ასე ვიცოდი როცა ვნერვიულობდი.
-მენატრება ! საშინლად მენატრება ! ვგრძნობ მეტს ვერ ვუძლებ მასთან მინდა ! მეორეს მხრივ კი ... უკვე ვიბნევი ... აქამდე არასდროს მიგრძვნია ისეთი რაღაც რასაც მასთან სიახლოვეს ვგრძნობ ... თითქოს ჩემს გულს ვიღაც დრამად იყენებს და ჯოხებს მთელი ძალით ურტყავს ... თითქოს საერთოდ არ არის ეს მტკივნეული ... ის , რომ მიახლოვდება ისე ვიბნევი ...
- ვითარც ბრიჯი არა ? - გაეღიმა რეზის და გეგიც აკაკანდა.
- დავაი ბიჭო რა - დავუბღვირე და გეგის კისერში თავი ჩავრგე - რატის სუნი აგდის.
- მისნაირი სუნამო მასხია - გამიღიმა და მეც უფრო დიდი მონდომებით დავყნოსე.
არა ! მას მაინც უფრო განსხვავებული , თავისებური სურნელი ჰქონდა.
ნეტავ ნიკას როგორი სურნელი აქვს ?
ჯანდაბა თათა ! რეებზე ფიქრობ !


^^^


ორი კვირა იყო გასული წყნეთიდან ჩამოსვლიდან.
ორი კვირა იყო გასული , რაც ნიკა არ მინახავს.
ორი კვირა იყო გასული , რაც რატი გაქრა ჩემი სიზმრების სამყაროდან , რაც თვალდახუჭული მის მაგივრად სიბნელეს ვუცქერ.
თითქოს სიმშვიდემ მომიცვა.
თითქოს ყველაფერი ჩეულ კალაპოტში ჩადგა.
ყოველ დღე ვნახულობდი ბავშვებს , მაგრამ ნიკაზე არავინ სიტყვას არ ძრავდა.
რეზი და გეგიც დუმდნენ , მიუხედავად იმისა ,რომ მთელ დღეს ბიჭებთან ერთად ატარებდნენ მაინც დუმდნენ.
კითხვისაც კი მეშინოდა.
ალბათ არ უნდოდა ქვრივ ქალთან ურთიერთობა , ალბათ ეს იყო ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი ფაქტიმისთვის.
მე კი ? მე კი რაზე ვფიქრობდი.
ვცდილობდი მისიდან ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა მაგრამ არც ეს გამომდიოდა.
დღე რატიზე ფიქრით კი არა ნიკას მონატრებით იწყებოდა.
ღამეც მასზე ფიქრებში იწურებოდა.
სურათები ,რომლებიც რატისთან ერთად მქონდა შენახული , უბრალოდ ავიღე და ყველა ერთ ოთახში შევაწყვე ...
ყველა ლამაზად გამოვფინე კედლებზე .
რეზის და გეგის მკაცრი მოთხოვნით ...
მინდოდა ისევ ის ლაღი თათა ვყოფილიყავი ,როგორიც ქორწინებმადე ვიყავი , როგორიც რატისთან ერთად ყოფნის დროს ვიყავი.
მინდოდა თამამად მოვქცეულიყავი ისე როგორც მესიავმოვნებოდა.
მინდოდა აღარ მეფიქრა "რას იტყვის ხალხი ... მე ხომ ქვრივი ვარ"
რეზის და გეგის ნათქვამის არ იყოს "არ გავკ*რი ხალხს ? როცა თვით რატი ოცნებობდა შენს ბედნიერებაზე და იმაზე , რომ კიდევ შეგყვარებოდა?"
ხალხს თუ რამის თქმა უნდა , მაინც იტყვის.
რომც არ მივცე მიზეზი მაინც იტყვის !
ადამიანს , რომელსაც თავისი აქვს განსახილველი მაინც სხვის ცხოვრებაში ჩაყოფს ცხვირს და მე ? მე ვზივარ სახლში და ვგრძნობ როგორ ვაბრაზებ ამით რატის , გოგონებს , ბიჭებს და საერთოდ ჩემს თავს დაღს ვასმევ.
არ კმარა დეპრესია ?!
არ კმარა შეზღუდვა?!
არ კმარა საკუთარ თავზე ფიქრის ნაცვლად სხვაზე ფიქრი ?!
კმარა , ნამდვილად კმარა.
პირველ რიგში დედათა მონასტრეში წასვლა არ მაწყენდა.
ასეც მოვიქცევი , სულიერად უნდა დავმშვიდდე !


ჰმ ... რაღაც კომენტარებს ვერ ვხედავ !
ვინც მიწერს ძალიან დიდი მადლობა საყვარლებო ...
ძალიან მიყვარხართ და იმედია მოგეწონებათ ...
ნიკას პერსონაჟი არ ვიცი ამ თავში თქვენთვის როგორი იქნება მაგრამ ზუსტად ვიცი შემდეგ თავში როგორიც იქნება იამაყებთ !
მიყვარხართ და ველი კომენტარებს და თქვენს აზრს <3



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiif pirveli vaar istoria kargia momwons male dade raa

 


№2  offline წევრი ♡EPICLOVE♡

dzalian monewonaa yochaag au es rati ro dzaliaan dzaliaan mecodeba ravqna me auuuuuuu dzaan sayvareliaaaaa mkvdaria da mainc zrunaavs nu nikac xo dzaan dzAan sayvarelia da es gogoc momwons dzaliaan nu exa shenc da es istoriaaac miyvaars
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№3 სტუმარი babi

shen motxrobebze zofadad chkua meketeba seriozulad mara ai e s su sxvaa dzalian momwons yvelabpersonaji. azriani istoriaa da dAlian momwons.imedia malmale dadeb xolme.warmatebebii❤❤❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან განსხვავებულია. ოხ ეს თათა, როგორ გადარია ამ ბიჭმა, რა იყო ეს ^_^
ორი კვირა... რატომ არ ნახულობს ვითომ... ჰმ. ეს განშორება კლამს მოკლედ რა.
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, მე მიყვარს უკვე ეს ისტორია, იმიტომ რომ აქამდე ქვრივ ქალზე, მეორე შანსის მიცემაზე არაფერი წამიკითხავს, აქამდე ტკივილი არ გადაქცეულა ამ საიტზე ისევ ბედნიერებად.. ან იყო, მაგრამ ეს სულ სხვაა ამინც love
შენი წერის სტილი მომწონს.
რაღაცნაირად წერ.
მართლა სულში რომ ჩაგწვდება ისე.
ოღონდ პირის ღრუშიო ეგ ცოტა არ მომეწონა.. არაყზე რომ თქვი :დ
დანარჩენი ყველაფერი შეუდარებელი იყოოო
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5  offline მოდერი D-roni

babi
shen motxrobebze zofadad chkua meketeba seriozulad mara ai e s su sxvaa dzalian momwons yvelabpersonaji. azriani istoriaa da dAlian momwons.imedia malmale dadeb xolme.warmatebebii❤❤❤


ძალიან ძალიან დიდი მადლობა ! იცი როგორ მიხარია როცა ვგრძნობ , რომ ყველასთან სწორად მიმაქვს ჩემი სათქმელი ? ძალიან მახარებ შენც და შენნაირი საყვარელი , გულრწფელი და შეგნებული ადამიანები ! love

ერკე
ძალიან განსხვავებულია. ოხ ეს თათა, როგორ გადარია ამ ბიჭმა, რა იყო ეს ^_^
ორი კვირა... რატომ არ ნახულობს ვითომ... ჰმ. ეს განშორება კლამს მოკლედ რა.
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, მე მიყვარს უკვე ეს ისტორია, იმიტომ რომ აქამდე ქვრივ ქალზე, მეორე შანსის მიცემაზე არაფერი წამიკითხავს, აქამდე ტკივილი არ გადაქცეულა ამ საიტზე ისევ ბედნიერებად.. ან იყო, მაგრამ ეს სულ სხვაა ამინც love
შენი წერის სტილი მომწონს.
რაღაცნაირად წერ.
მართლა სულში რომ ჩაგწვდება ისე.
ოღონდ პირის ღრუშიო ეგ ცოტა არ მომეწონა.. არაყზე რომ თქვი :დ
დანარჩენი ყველაფერი შეუდარებელი იყოოო




აი , აი ძალიან დიდი მადლობა ერკესიუს !!! იცი როგორ გამიხარდი ?!
ძალიან ბევრს ნიშნავს ავტორისთვის ის , რომ ეუბნებიან : ესეთი არსად წამიკითხავსო ...
ვაიმე აი ბედნიერებისგან მალე გავიბერები ! love

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

D-roni
babi
shen motxrobebze zofadad chkua meketeba seriozulad mara ai e s su sxvaa dzalian momwons yvelabpersonaji. azriani istoriaa da dAlian momwons.imedia malmale dadeb xolme.warmatebebii❤❤❤


ძალიან ძალიან დიდი მადლობა ! იცი როგორ მიხარია როცა ვგრძნობ , რომ ყველასთან სწორად მიმაქვს ჩემი სათქმელი ? ძალიან მახარებ შენც და შენნაირი საყვარელი , გულრწფელი და შეგნებული ადამიანები ! love

ერკე
ძალიან განსხვავებულია. ოხ ეს თათა, როგორ გადარია ამ ბიჭმა, რა იყო ეს ^_^
ორი კვირა... რატომ არ ნახულობს ვითომ... ჰმ. ეს განშორება კლამს მოკლედ რა.
ძალიან ყოჩაღი გოგო ხარ, მე მიყვარს უკვე ეს ისტორია, იმიტომ რომ აქამდე ქვრივ ქალზე, მეორე შანსის მიცემაზე არაფერი წამიკითხავს, აქამდე ტკივილი არ გადაქცეულა ამ საიტზე ისევ ბედნიერებად.. ან იყო, მაგრამ ეს სულ სხვაა ამინც love
შენი წერის სტილი მომწონს.
რაღაცნაირად წერ.
მართლა სულში რომ ჩაგწვდება ისე.
ოღონდ პირის ღრუშიო ეგ ცოტა არ მომეწონა.. არაყზე რომ თქვი :დ
დანარჩენი ყველაფერი შეუდარებელი იყოოო




აი , აი ძალიან დიდი მადლობა ერკესიუს !!! იცი როგორ გამიხარდი ?!
ძალიან ბევრს ნიშნავს ავტორისთვის ის , რომ ეუბნებიან : ესეთი არსად წამიკითხავსო ...
ვაიმე აი ბედნიერებისგან მალე გავიბერები ! love

ჭკვიანი გოგო ხარ ძალიან love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent