შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლევან ხაჩიშვილი (20)


27-12-2015, 17:30
ავტორი ninnii
ნანახია 3 629

-თათა, გაიღვიძე ექიმი მოდის.-ვაღვიძებდი ლევანის დას.
-ჰაა,სად?-დაბნეულმა წამოიძახა და თვალები გაახილა.
-რა ხდება.-მოვარდნენ ბიჭებიც.
-ექიმოო გვითხარით რაა,თორე გავგიჟდებით.-ვუთხარი ექიმს მე.
-როგორაა ჩემი ძმა?-კითხა ექიმს თათამ.
-დაწყნარდით,რა კარგია რომ ლევანს ასეთი მეგობრები...-დაგვაინტრიგა ექიმმა.
-მეგობრები რაა?-წამოვიყვირე მე და ცრემლები წამომივიდა.
-ექიმო გვითხარით.-თვალებში უყურებდა აბუ ექიმს.
-რა კარგია რომ ლევან ასეთი მეგობრები ყავს!-ამაყად თქვა ექიმმა.
ამაზე კი ყველამ ყვირილი დავიწყეთ.ლევანი გადარჩა,ის ცოცხალია.რათქმაუნდა მას არ შეეძლო ჩვენი დატოვება.
-დიახ,ის გადარჩა.ახლა სანერვიულო თითქმის აღარაფერია.-გვილოცავდა ექიმი.
-მადლობაა ექიმო,ძალიან დიდი მადლობა.ლევანის ნახვას როდის შევძლებთ?-ვკითხე ექიმს მე.
-რას ამბობთ ეს ხომ ჩემი მოვალეობაა.იცით ჯერ 2 საათი ვერ შეძლებთ საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მოსვენება ჭირდება.-გვითხრა ექიმმა.
-ანუ ვსო,ყველაფერი კარგადაა ხო?-კითხა ექიმს თათამ.
-ნუ იმედს ვერ მოგცემთ რომ ყველაფერი მაგრამ საშიში არაფერია.-დაგვამშვიდა ექიმმა.
-კარგი ექიმო ჩვენც დაგღალეთ ამდენი კითხვებით,შენც მოსვენება გჭირდება.-უთხრა ექიმს გიომ.
-კარგი,მეც წავალ და დავისვენებ თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ მითხრათ.-გვითხრა ექიმმა.
-ხედავ?ყველაფერი კარგადაა.ეხლა რა განერვიულებს?!-მამშვიდებდა თათა.
-აი ჩვენც მოვედით.რა ხდება რა გახარებულები ხართ?-საავადმყოფოში შემოვიდნენ სალი ლიზა ნინი ნატა და მარიშა.პასუხი არავინ გასცა და ისევ გაიმეორეს შეკითხვა.
-რა ხდება გვეტყვით.-თან გადაგვკოცნეს ყველა.
-ლევანი გადარჩაააა.-წამოვიყვირე მე.
-რაა?რამაგარია.-წამოიყვირეს გოგოებმაც.
-სასტავ ერთი იდეა მაქვს.-თქვა აბუმ.
-რა იდეა?-კითხა აბუს თათამ.
-რა და არ ავღნიშნოთ ეს ყველაფერი?-გვკითხა აბუმ და ჩვენს რეაქციას ელოდებოდა.
-კი აბა რა უნდა ვქნათ .-უთხრა გუგამ.
-აუ მაგარი იდეაა.(თათა)
-აუ ჰოო.(სალი)
-მერე ლევანი?(მარიშა)
-რა ლევანი?-გაგვეცინა ყველას.
-ლევანი აქ დავტოვოთ?-გაეცინა მარიშასაც.ჩვენ ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილს ვიკავებდით საავადმყოფოში ვიყავით ბოლო-ბოლო.ბოლოს ისევ მე გავეცი მარიშას პასუხი.
-შენ უთხარი ექიმს და იქნება გამოუშვან ლევანიც.-დიდი ხნის შეკავებული მაინც გამეცინა და ამყვა ყველა.
-ოო მიდით რაა.-გაეცინა მარიშასაც.
-კაი წავედით რა.-თქვა გიომ.
-ლევანი არ ვნახოთ შეჩ*ემა?-კითხა გუგამ.
-აუ ხო,საათ ნახევარი დარჩა და ბარემ დაველოდოთ რა.-ვთქვი მე.
-კაი თქვენ დაელოდეთ,მე და გუგა წავალთ რესტორანში მაგიდას შევანახიებთ თან რაღაცეებს შევუკვეთავთ და მოვალთ.-თქვა გიომ და გუგას თვალებით ანიშნა გავედითო.
-კაი მიდით.-უთხრა აბუმ ბიჭებს.
-აუ ექიმს უნდა ვკითხო ჩემი ადგილი არ აქვთ?-გაეცინა სალის.
-რა გჭირს?-გამეცინა მე.
-მემგონი გავცივდი.-გაეცინა სალომესაც.
-შენთვის ექნებათ აუცილებლად.-უთხრა აბუმ.
-აფცხიკ.-დააცემინა სალომემ.
-მილიონი.-უთხრა აბუმ და გაეცინა.
-პაპალამ.-გაეცინა სალისაც.
ეს საათნახევარი სულ სიცილ-კისკისში გავიდა.რათქმაუნდა გვიხაროდა ყველას ლევანის მდგომარეობა,მაგრამ ბოლოს მოიყვანეს ძალიან ცუდად მყოფი ადამიანი.
მის სიცოცხლეს უკვე აზრი აღარ ქონდა.მართალია აზრი ყველაფერს აქვს,მაგრამ ის ისე იტანჯებოდა,რომ სიკვდილი ერჩივნა ასეთ სიცოცხლეს.ბოლო ხმაზე ყვიროდა,ჩვენ ყველამ ძალიან განვიცადეთ მისი მდგომარეობა.გაგვახსენდა გუშინდელი ამბავი და ღმერთს მადლობას ვუხდიდით,იმისთვის რომ ლევანი ჩვენთან დატოვა,ის ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა არის წასაყვანად,მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა.ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა იმ ხალხის რომლებმაც იცოდნენ,რომ სამწუხაროდ ის ვეღარ იცოცხლებდა.გუშინ ჩვენც ხომ ამ დგომარეობაში ვიყავით,მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.ამბობდნენ რომ მან რაღაც ისეთი ჩაიდინა რომ ძმაკაცმა ვერ აპატია და დაჭრა საფეთქელთან.რა უნდა ჩაედინა ასეთი?რომ ძმაკაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა?ყველას ძალიან გვიკვირდა.ბოლოს კი იმ ბიჭის ექიმი მოვიდა ჩვენთან.
-ნინი ბერიძე რომელი ხართ?-იკითხა ექიმმა და ჩვენს პასუხს ელოდებოდა.
-რა ხდება?-სერიოზული სახით კითხა აბუმ.
-უბრალოდ გვაინტერესებს.-გვითხრა ექიმმა.
-მე ვარ.-ვთქვი მე.
-ლაშა ყიფიანს იცნობთ?-მკითხა ექიმმა.
-მაგის დედა შევ*ცი.-თქვა აბუმ.
-ანუ იცნობთ.ეხლა მოიყვანეს სასწრაფოთი,თქვენს ნახვას ითხოვს.-მითხრა ექიმმა.
-გამორიცხულია.-თქვა აბუმ.
-ძალიან ცუდათ არის,მის გადარჩენას ვერ შევძლებთ და ეს ერთი თხოვნა მაინც უნდა შევუსრულოთ.-გვითხრა ექიმმა.
-რა მოუვიდა?-ვთქვი მე და ცრემლებს ვიკავებდი.
-გუშინ ვიღაც გოგოს გამო ერთი ბიჭი სასიკვდილოდ გაუმეტებია,და მისმა ძმაკაცმა ეს ვერ მოუთმინა და დაჭრა.(ექიმი)
-ძმაკაცი რა შუაშია?(მე)
-მის ძმაკაცს ის გოგო უყვარდა ბავშვობაში და ეხლაც უყვარს ვისი შეყვარებულიც ლაშამ სასიკვდილოდ გაიმეტა და ვერ აპატია ეს ყვაელაფერი მას.ამბობდა რომ თუ ჩემთან არ იქნება მინდა რომ ბედნიერად იყოსო,ლაშასთან ერთად ის კარგად არ იქნებაო,ამიტომაც გავაკეთე ეს ყველაფერიო.
-ძმაკაცი გაწირა გოგოს გამო?-ვთქვი მე.
-დიახ,რას ვიზამ სამწუხაროდ ასეა.(ექიმი)
-ნინი ვინაა ის ბიჭი?-მკითხა აბუმ.
-კაკი გუდიაშვილი.-ვუპასუხე მე აბუს და ცრემლები წამომივიდა.
-ორი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე.(მე)
-თქვენ ხართ,ის გოგო?-გაუკვირდა ექიმს.
-კი მე ვარ.-ვთქვი მე.
-შეხვალთ თუ არა?(ექიმი)
-აბუუ.-შევხედე აბუს მე.
-კი შევა ოღონდ მეც შევყვები.-თქვა აბუმ.
-კარგით ოღონდ მხოლოდ გოგომ ილაპარაკოს,თქვენ არ ანერვიულოთ ძალიან გთხოვთ.-გვითხრა ექიმმა.
-კაი.-თქვა აბუმ.
გავყევით ექიმს,ძალიან ბევრი ვიარეთ ლაშა სპეციალურად ისეთ პალატაში ყავდათ სადაც ბევრი პაციენტი არ იქნებოდა თორე მის ყვირილს ავადმყოფი კი არა ჯანმრთელი ადამიანიც ვერ გაუძლებდა.მე კი ორი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე,დაჟე სამის რადგანაც კაკი რას იზამს არავინ არ ვიცით.ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის მაგრამ უკვე ამ საქმეს არაფერი აღარ ეშველება.როდესაც შევაღე პალატის კარი ძალიან განვიცადე ლაშა ასეთ მდგომარეობაშიარასდროს არ მყავდა ნანახი.როდესაც დამინახა გაჩუმდა და მიყურებდა მაგრამ როდესაც აბუც დაინახა ისევ გააგრძელა.
-ამას აქ რა უნდა?-ყვიროდა ლაშა.
-ლაშა დაწყნარდი.-ვუთხარი ლაშას და ვუყურებდი მის ფეხებდა და ხელებს,რომლებიც საწოლზე იყო მიბმული.
-როგორ დავწყნარდე ძმაკაცმა გამისტუმრა.-ყვიროდა ლაშა.
-ღირსი იყავი და მაგიტო.-უყვირა აბუმაც და ამით მიახვედრა ლაშა რომ ჩვენ მისი ყვირილის არ გვეშინოდა.
-ლაშა დაწყნარდი და მომისმინე.რატო ჩაიდინე ეს?ხო იცოდი რომ ამ ყველაფერს მე არ გაპატიებდი.მე შენთან ვმეგობრობდი,ჩემი ყველაზე მაგარი ძმაკაცი იყავი ერთ დროს მაგრამ რა გამიკეთე.არ მოველოდი მართლა.(მე)
-ნინი ძალიან გთხოვ მაპატიე,მართლა არ მინოდა.ლევანს რომ ნახავ იმასაც მოუხადე ბოდიში ჩემგან.-გვითხრა ლაშამ და მართლა ნანობდა მის საქციელს.
-შენ თვითონ მოუხადე.-ვუთხარი მე.
-არა მე ვერ მოვუხდი,წუთები დამრჩა მარტო,მემგონი ერთი საათიც არა.ასე რომ შენ მოუხადე და თუ კაკის ნახავ იმასაც უთხარი რომ ძალიან შევცდი.ვიცოდი რომ არ მაპატიებდა.სიცოცხლეზე მეტად უყვარდი,მაგრამ იცოდა რომ შენ ლევანისთან გინოდა ამიტომ ყოველთვის შორიდან გაკონტროლებდა და ახლოს არ გეკარებოდა.(ლაშა)
ამ ყველაფრის გაგებაზე მე ჩავიკეცე და ისე ვუყებდი ლაშას.
-დატოვეთ პალატა თუ შეიძლება.-შემოვიდა ექიმი.
-დიახ ეხლავე.-უთხრა აბუმ.
-ნინი და ერთს გთხოვ არასდროს აღარ იტირო.ვიცი გძულვარ მარა ჩემს დასაფლავებაზე პირველი მიწა შენ დამაყარე,ძალიან გთხოვ ჩემი ბოლო სათხოვარია.-ტიროდა ლაშა.
-ნინი გავედით.-მითხრა აბუმ და ხელში ამიყვანა და ისე გავედით პალატიდან.ლაშა კი ყვიროდა არა არ გაიყვანოთო,მაგრამ ახლა ყველასთვის ასე ჯობდა.
აბა როგორია?ძალიან გთხოვთ იაქტიურეთ და გამოხატეთ თქვენი აზრი.გავაგრძელო?მაგრამ მემგონი აღარავინ აღარ კითხულობთ.მადლობა ყველას



№1 სტუმარი ანაბელი

gaagrdzele ra gtxov.<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent