შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 21


28-12-2015, 00:06
ავტორი mako-makako
ნანახია 2 708

თავი მალე მოვიწესრიგე და სახლიდან გამოვედი.მანქანის გასაღები ხელში შევათამაშე და ის იყო სადარბაზოდან უნდა გავსულიყავი რომ ვიღაცამ ხელები თვალებზე ამაფარა და მისი ცხელი სუნთქვა კისერში ვიგრძენი.სულ გამაცია, ერთიანად დამაყარა ეკლებმა მთელს ტანზე და ოდნავ შემეშინდა კიდეც.
-დილამშვიდობისა საყვარელო?-მომესმა ამარზენი ხმა ყურთან ახლოს და ლამის გული გამისკდა იქვე.
-ირაკლი.-ჩემთვის გავიფიქრე რადგან ამის ხმამაღლა თქმის საკმაოდ მეშინოდა.
-რაო ვერ მიცანი ლამაზო?-ისევ ის საზიზღარი ხმა მელაპარაკებოდა და უკვე გულის რევის შეგრძნება მიორმაგდებოდა მისი მოსმენისას.
-რა გინდა ჩემგან?-მხნეობა მოვიკრიბე და რაც შემეძლო უხეშად ვკითხე.
-შენგან არაფერი ლამაზო.თუ ჭკვიანად იქნები და გააკეთებ იმას რაც მე მინდა არ შეგეხები თუ არა და ძვირად დაგიჯდება ყველაფერი.-მითხრა ამ არაკაცმა და სახე უფრო ახლოს მომიტანა.
-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ მე და საერთოდ ხელი გამიშვი.-ვუთხარი უკვე საკმაოდ ნერვებ მოშლილმა და მისი ხელებიდან თავის დაღწევა ვცადე მაგრამ ამაოდ,ისე ძლიერად ვყავდი შევოჭილი რომ ადგილიდან ვერ გავინძერი.
-ტყუილად ნუ ფართხალებ,კიდევ გიმეორებ თუ ჭკვიანად არ იქნები განანებ.- კბილებში გამოსცრა და მის ხმაზე შიშმა უარესად ამიტანა.
-რა გინდა ჩემგან?-ვკითხე შიშნარევი ხმით.
-ასე არ ჯობია.ჭკვიანი გოგო ყოფილხარ.ეხლავე გეტყვი შენგან რაც მინდა. ხვალ 12 საათზე თეკოს მოიყვან ჩემთან შესახვედრად თბილისის ზღვაზე.იცოდე თუ არ მოიყვან შენ თავს დააბრალე რაც მოგივა.-სათქმელი დაასრულა და ისე უცებ გაქრა თვალიც კი ვერ მივადევნე.შიშისგან ადგილზე გავიყინე და ვერ ვინძრეოდი. არ ვიცი ამ მდგომარეობაში რამდენი ხანი ვიყავი მაგრამ ბოლოს როგორც იქნა გონზე მოვედი და აწკრიალებულ ტელეფონს დავაკვირდი.რომელიც რეკვას არა და არ წყვეტდა.ბექა მირეკავდა.
-სად ხარ ცხოვრება?რამდენი ხანია ვრეკავ და არ მპასუხობ.-ხმას ვერ ვიღებდი. ისე ვიყავი შეშინებული რომ მეგონა ირაკლი ისევ ჩემს სიახლოვეს იყო და რამეს დამიშავებდა.
-ანა,ანა,ანა, მოხდა რამე?ხმა გამეცი ცხოვრება რა ხდება სად ხარ?-ბექა ძალიან ანერვიულდა როდესაც მის ძახილზე რეაქცია არ მქონდა.
-გისმენ ბექა.-როგორც იქნა ხმა ამოვიღე და ეს ორი სიტყვა ძლივს გადავაბი ერთმანეთს.
-სად ხარ ანა მითხარი ეხლავე მოგაკითხავ.-ნერვიულობა ეტყობოდა ხმაში გასვიანს.
-ჩემს სახლთან.-მხოლოდ ეს ვუთხარი და მეტი არაფერი მახსოვს.გონება დავკარგე და ტელეფონი ხელიდან გამივარდა.არ ვიცი ვინ მნახა ამ მდგომარეობაში მაგრამ როდესაც გონს მოვედი,მხოლოდ თეთრად შეღებილ კედლებს და ჭერს ვხედავდი. ნელნელა გავაცნობიერე რომ საავადმყოფოში ვიყავი და თავზე თეთრხალათიანი ლამაზი ექიმი დამდგომოდა.
-თავს როგორ გრძნობ ჩემო კარგო?-მითხრა საკმაოდ თბილი ხმით.
-კარგად.უბრალოდ ცოტა თავი მტკივა.-ვუთხარი და ხელები საფეთქლებზე დავიდე.ვცდილობდი ყველა მომენტი თავიდან აღმედგინა გონებაში და გამეგო აქ როგორ მოვხვდი.
-ალბათ გაინტერესებს აქ საიდან მოხვდი არა?-თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობდა ეს ლამაზი ქალი.
-დიახ.-ნელა ამოვიჩურჩულე და სმენა გავაორმაგე პასუხის მოსასმენად.
-თქვენმა შეყვარებულმა მოგიყვანათ აქ.გარეთ გელოდებათ.სანამ უგონოდ იყავით ძალიან ნერვიულბდა.გავალ ვეტყვი რომ გონს მოხვედით.-მითხრა ჩემმა ექიმმა და ხელზე ხელი მსუბუქად შემახო.
-ბატონო ბექა გოგონა გონს მოვიდა შეგიძლიათ შემოხვიდეთ.-კარებიდანვე გასძახა ბექას და თვითონც უკან დარუნდა გასვიანთან ერთად.
-როგორ ხარ ჩემო ცხოვრება?რამე ხომ არ გტკივა?რა მოხდა გონება რატომ დაკარგე?-კითხვები დამაყარა ჩემმა ბიჭმა და ხელები ნევიულად აათამაშა. როგორ უნერვიულია ჩემს ლამაზ ბიჭს,ფერი აღარ ედო სახეზე.
-არაფერი არ მტკივა ცხოვრება უკეთ ვარ უკვე.-ვიცრუე ექიმის დასანახად,არადა ერთი სული მქონდა როდის გავიდდა რომ ბექასთვის ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა ირაკლის შესახებ.
-ექიმო რისი ბრალია ეს ყოველივე?-ეხლა ექიმს მიუბრუნდა გასვიანი.
-ეტყობა მძიმე სტრესი გადაიტანა არ რაღაცაზე ძალიან ინერვიულა.ამის მერე თავს გაუფრთხილდება და უფრო გრთხილად იქნება ასე არაა კალბატონო ანა?- ეხლა მე გადმომხედა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-დიახ ასეა.-მხოლოდ ეს ვუთხარი რადგან მინდოდა მალე გასულიყო რომ თავისუფლად საუბარი შემძლებოდა ჩემს ბიჭთან.
-კარგით მაშინ მ ეხლა გავალ და თქვენ პაციენტი არ ანერვიულოთ. დროებით და დიდხანსაც ნუ გაჩერდებით მისთვის ეხლა დასვენება ყველაზე კარგი წამალია. -დაგვარიგა და დაგვემშვიდობა ექიმი.
ბექა ჩემს საწოლს მოუახლოვდა შუბლზე ნაზად მაკოცა და თვალებში შემომხედა. ისეთი ნატანჯი თვალები ჰქონდა აშკარად ეტყობოდა რომ ბევრი ინერვიულა და ამას სათანადო კვალი დაეტოვებინა მის ლამაზ სახეზე.სახე ახლოს მივუტანე და ამით ვაგრძნობინე რომ მისი კოცნა ეხლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა,მანაც თითქოს ბიძგი სჭირდებოდაო ისე დამეწაფა ბაგეებზე და მხურვალე კოცნით გამითბო გული და გაყინული სხეული.დიდხანს ვტკბებოდი მისი ამბორით და უფრო არ მინდოდა რომ ჩემს ბაგეებს მოშორებოდა.ერთი ღრმად ამოვისუნთქე და შეშინებული თვალები ბექას შევნათე.
-რა მოხდა ცხოვრება აღარ მეტყვი?-მკითხა ძალიან მზრუნველი ხმით.
-ირაკლი ვნახე დღეს ჩემს სახლთან.-ვუთხარი ძალიან შესინებულმა.
-რამე ხომ არ დაგიშავა იმ არაკაცმა?-ისეთი ხმით წარმოსთქვა ბექამ შემეშინდა ალბათ იქ რომ ირაკლი ყოფილიყო ადგილზევე მოკლავდა.
-არა არაფერი დაუშავაბია უბრალოდ ძალინ შემეშინდა.-ეს ვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა თვალებიდან.ეხლაც ყურში ჩამესმოდა მისი ამაზრზენი ხმა და სულ მაკანკალებდა.
-ნუ გეშინია ჩემო პატარავ.ამიერიდან მარტოს აღარასოდეს დაგტოვებ.სუ შენთან ერთად ვიქნები და ის ვეღარასოდეს შეგასინებს.-თმებზე ნაზად მეფერებოდა გასვიანი და გულში მაგრად მიკრავდა.დროდადრო თავზე მაკოცებდა და ღრმას ამოიოხრავდა ხოლმე.
-მას რაღაც უნდოდა.-ცოტა ხნის პაუზის შემდეგ განვაგრძე საუბარი.
-შენგან რა უნდოდა?-გაკვირვება ვერ დამალა ბექამ.
-სადარბაზოდან როცა გამოვდიოდი ვიღაცამ თვალებზე ხელი ამაფარა და უცებ შემეშინდა,რადგან ვიგრძენი რომ ვიღაც უცნობი იყო.უცებ მისი საშინელი ხმა ჩამესმა ყურებში და მივხვდი რომ ეს ირაკლის ხმა იყო.ძალიან შემეშინდა მეგონა რამეს დამიშავებდა მაგრამ მას ჩემგან მხოლოდ რაღაც სჭირდება და ეს რაღაც თეკო.მითხრა რომ ხვალ 12 საათზე თეკო თბილისის ზღვაზე უნდა ავუყვანო მარტო და თუ არ შევასრულებ რაც დაგემართება შენს თავს დააბრალეო.-ამ სიტყვების თქმა დავასრულე და პალატის კარები მთელი ძალით შემოანგრიეს და ქარიშხალივით შემოვარდნენ შიგნით.მაშინვე ლექსოს, თეკოს, ლევანისა და ნიას გაფითრებული სახეები დავინახე.მერე ცოტა ხანი მხოლოდ მათი ხმა მესმოდა ისიც ძალიან შორიდან.ბოლოს მხოლოდ მათი გაცრეცილი და ნისლში გახვეული სახეები დამამახსოვრდა.ოდნავი ჩხვლეტა ვიგრძენი კუნთში და მაშინვე გადავეშვი სადღაც სიმშვიდეში.
....
დილით როდესაც გაიღვიძა და საყვარელი ქალი მის მკლავებში მოქცეული დაინახა მასზე ბედნიერი ქვეყნად არავინ და არაფერი არსებობდა.უყურებდა და გრძნობდა რომ ეს პატარა გოგო აჯადოვებდა მისი სილამაზით,სათნებით და სიყვარულით. პირველ რიგში კი იმით რომ მისი უსაზღვროდ სჯეროდა და ენდობოდა.ეს ყველაზე მთავარი იყო ცხოვრებაში,როდესაც შენი საყვარელი ადამიანი მთლიანად არის მინდობილი შენზე და სჯერა შენი.მეტი ბედნიერება ვერ წარმოედგინა ლექსოს.უნდოდა რომ მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო.უნდოდა ყოველ დილით მის გვერდით გაღვიძებოდა და ღმერთისთვის მადლობა ეთქვა რომ ასეთი სიყვარული აჩუქა და ეს საოცარი არსება,რომელსაც მშვიდად ეძინა მის ძლიერ მკლავებში.ოდნავ გვერდი იცვალა თეკოსკენ და მისი ნაკვთების შესწავლას შეუდგა. შავი კუპრივით სწორი თმა სახეზე გადმოჰყროდა.პატარა ლამაზი ცხვირი და ვარდისფერი ტუჩები საყვარლად გაებურცა ძილის დროს.ლოყები ოდნავ შესწითლებოდა აი ისე შექების დროს რომ უწითლდება ან რომ შერცხვება ხოლმე. შავი ლამაზი თვალები დაეხუჭა და ყველაზე მშვიდი ძილით ეძინა მის ლამაზ არსებას.ისეთი საოცარი სანახავი იყო რომ უნდოდა ის გაბურცული ტუჩები სულ ეკოცნა და არ ამოესუნთქებინა ერთი წუთითაც კი.უცებ მისი ტელეფონის ხმა გაისმა.სადღაც ზირიდან ისმოდა.ეხლა გაახსენდა რომ შარვლის ჯიბეში ჰქონდა და მის ასაღებად ადგომა იყო საჭირო.ფრთხილად გამოაცალა თეკოს მარჯვენა მკლავი და ოდნავ გადაიხარა ლოგინიდან.მალევე მოძებნა ტელეფონი და უპასუხა.
-ლექსო ძმაო სად ხარ?-მოესმა ბექას ანერვიულებული ხმა.
-თეკოსთან ძმა.მოხდა რამე?-ლექსოც ანერვიულდა გასვიანის ხმის გაგონებისას.
-თქვენ რა შერიგდით?-აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს ძმაკაცისგან.
-ხო გუშინ შევრიგდით,ამას მერე გეტყვი ეხლა ის მითხარი შენ რა ხმა გაქვს ხდება რამე?-თემ ისევ ბექას ხმაზე გადაიტანა შამანაურმა.
-ხო,ხო მართალი ხარ ეგ მერე იყოს,ანას დავურეკე და ძალიან შემაშინა ისეთი ხმა ჰქონდა,მითხრა სადარბაზოსთან ვარო.ათ წუთში მასთან მივედი და დავინახე სასწრაფოში როგორ სვამდნენ გონება დაკარგულს.ძალიან შემეშინდა ეხლა უკან მივყვები მანქანით და მიდი რა ძმურად თეკოსაც უთხარი და გამოდით რა.არ ვიცი რა დაემართა ძალაინ ვნერვიულობ.-ხმა უკანკალებდა უკვე გასვიანს და საჭეს მთელი ძალით აფრინდებოდა.თითქოს მთელი ნერვიულობა მასზე გადაჰქონდა.
-კაი ძმაო შენ არ ინერვიულო.ნახევარ საათში მანდ ვართ.ლევანსაც დავურკავ და მოვალთ.-უთხრა ლექსომ და ლოგინზე წამოჯდა.
-ხო ლექსოსაც უთხარი და გელოდებით.დროებით ძმაო.-დაემშვიდობა ბექა და ტელეფონი გათიშა.ლექსო ოდნავ გადაიხარა თეკოსკენ და მოშიშვლებულ მხარზე ნაზად რამდენჯერმე აკოცა.იქამდე სამან გოგონამ თვალები არ გაახილა და არ გაუღიმა.
-დილამშვიდობისა,შენ რა ძილისგუდა მყოლიხარ?-ლექსომაც გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-დილამშვიდობისა.როგორ გეძინა?ჰკითხა მორცხვალ თეკომ და თვალები საყვარლად დაახამხამა.
-მე არაჩვეულებრივად.მინდა რომ ყოველ ღამე შენთან ერთად დავიძინო და ყოველ დილით შენს გვერდით გამეღვიძოს.-მთელის სინაზით და სიყვრულით წარმოსთქვა შამანაურმა ეს სიტყვები.
-მეც მხოლოდ ეს მინდა.-დაიმორცხვა გიორგაძემ და თავუი ლექსოს მკერდში ჩამალა.ლექსომ ხელები მაგრად მოხვია და გულში ძლიერად ჩაიკრა. მერე თვალებში შეხედა და ისე უთხრა რომ არ უნდოდა გოგო შეეშინებინა.
-ეხლა ბექამ დამირეკა თეკ და მითხრა ანა ცუდად გახდა და საავადმყოფოში მიმყავსო.მალე მოდით თქვენცო.
-რაა?რა დაემართა ჩემს გოგოს?ეხლა როგორაა?ხომ კარგად იქნება?-კითხვები დააყარა გიორგაძემ ვაჟს და ცრემლებს მუჭებით იწმენდდა.
-არ ვიცი გონება დაუკარგავს და ეხლა სასწრაფოთი გდაჰყავთ საავადმყოფოში. მოვემზადოთ და ჩვენ წავიდეთ.-უთხრა ლექსომ და ცრემლიანი თვალები დაუკოცნა.
-კარგი მე ათ წუთსი მზად ვიქნები და გავიდეთ.-ფეხზე წამოხტა თეკო,ზეწარი შემოიფარა და სააბაზანოში გაუჩინარდა.ლექსო მაშინვე წამოხტა ფეხზე, ტანსაცმელი სასწრაფოდ გადაიცვა და ტელეფონს დასწვდა.ლევანის ნომერი აკრიფა და რამდენიმე ზარის მერე მისი ხმაც გაისმა მეორე მხრიდან.
-ლექსოს გაუმარჯოს.-აშკარად ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო ლევანი.
-გაუმარჯოს ლევან.სად ხარ?-ჰკითხა მაშინვე ძმაკაცმა.
-სახლში.რა ხდება გინდოდა რაამე?-კითხვა დაუბრუნა ზედგენიძემ.
-ბექამ დამირეკა ტო და მითხრა ანა ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადამყავსო. მე და თეკო უკვე მალე გავალთ, ნიასაც უთხარი და თქვენც გამოდით კაი ძმა.- საუბარი დაამთავრა შამანაურმა და ძმაკაცის პასუხს დაელოდა.
-რაა?აანა ცუდად გახდა.დილით ველაპარაკე და კარგად იყო მერე რა მოუვიდა?- აშკარად დაბნეული იყო ლევანი.
-არ ვიცი ძმაო მეც ეხლა მითხრა ბექამ და შენც მაშინვე გადმოგირეკე.-უპასუხა შამანაურმა.
-ხო,კაი ძმა.ნიას გავუვლი და საავადმყოფოში შევხვდებით ერთმანეთს. შეხვედრამდე და თუ რამე გაიგე გამაგებინე.-დაემშვიდობა ძმაკაცს ზედგენიძე და სახლიდან გიჟივით გამოვარდა.თეკო მართლაც ათ წუთში გამოვიდა სააბაზანოდან შხაპი მიეღო და უკვე მოწესრიგებული ლექსოს წინაშე იდგა.ბიჭმა მანქანის გასაღები აიღო,რომელიც გუშინ საღამოს ლევანმა მიუყვანა თეკოს სახლთან,რა იცი რაში დაგწირდესო და იქ დაუტოვა.სადარბაზოს კიბეები ჩქარა ჩაირბინეს და საავადმყოფოსკენ აიღეს გეზი.როდესაც იქ მივიდნენ ლევანი და ნია უკვე კიბეებზე ადიოდნენ.მალევე დაეწივნენ მათ და დერეფანს გაუყვნენ.პალატის კარი შეაღეს და ანას სიტყვები ყველამ ერთდროულად გაიგონა.მხოლოდ მათ დანახვაზე ანას გაფითრებული სახე დაინახეს და გოგონამ კვლავ დაკარგა გონება.ექიმი მაშინვე შემოვიდა და დამამშვიდებელი გაუკეთა.პალატა ყველას დაატოვებინეს და დერეფანში მოცდა ურჩიეს.რადგან პაციენტი ისევ ძლიერი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა,მას მხოლოდ დასვენება და სიმშვიდე სჭირდებოდა.
ბექა...
დილით როცა გამეღვიძა გამახსენდა რომ დღეს ანა უნივერსიტეტში მიდიოდა და მასინვე გადაავურეკე.დიდხანს გადიოდა ზარი მაგრამ არავინ მპასუხობდა.ცოტა არ იყოს შემეშინდა.დავიჯერო ანას ისე ღრმად ეძინა რომ ტელეფონის ხმა არ ესმოდა? რამდენიმე ზარის მერე ანას შეშინებული ხმა გავიგონე.ძლივს მელაპარაკებოდა. ბოლოს ის ვკითხე თუ სად იყო რომ მისთვის მიმეკითხა და წამომეყვანა. სადარბაზოსთან მხოლოდ ეს მითხრა და ტელეფონის დავარდნის ხმა გავიგონე. ბევრი ვეძახე მაგრამ პასუხი აღარავინ გამცა.სასწრაფოდ ჩავიცვი ტანზე და ანას სახლისკენ წავედი.როდსაც მანქანა ეზოში შევაყენე სასწრაფო იყო მოსული და ვიღაცა საკაცით გადაჰყავდათ.მაშინვე მანქანასთან მივარდი და გონება დაკარგული ჩემი გოგო დავინახე.გული იქვე თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა.არ ვიცოდი რა სჭირდა არც არავინ იცოდა.მივედი თუ არა ყველას ვკითხე
-ანას რა დაემართა იცის ვინმემ?ან ვინ ნახა ამ მდგომარეობაში?-კითხვაზე პასუხი არავინ იცოდა და ყველა მხრებს იჩეჩავდა,მხოლოდ ერთი მეზობელი კაცი გამომელაპარაკა.
-შვილო,სახლიდან გამოვედი სამსახურში მივდიოდი და სადარბაზოდან გამოსვლის დროს დავინახე ახალგაზრდა გოგონა უგონო მდგომარეობაში.ახლოს მივედი პულსი გავუსინჯე და მივხვდი რომ ცოცხალი იყო.მერე სახეზე დავაკვირდი და ბექაურების გოგო,ანა ვიცანი.მაშინვე სასწრაფოს გამოვუძახე.ჩემი ბიჭი ავგზავნე მათთან და არავინ გაუღო კარი.როგორც ეტყობოდა მშობლები სამსახურში იყვნენ და არაფერი იცოდნენ ანაზე.ამიტომ მე ვაპირებდი გაყოლას საავადმყოფოშიო.მაგრამ რადგან შენ მოხვედი ალბათ იცნობ კიდეც ანას არა?- მკითხა დაეჭვებით მამაკაცმა.
-დიახ ვიცნობ.მე ზედგენიზე ილოს დის შვილი ვარ.ვმეგობრობთ მე და ანა. ტელეფონზე ველაპარაკებოდი როდესაც ასე დაემართა შემეშინდა და მაშინვე აქეთ გამოვიქეცი.-დავაკმაყოფილე მისი ცნობისმოვარეობა.
-ჩვენი ილოსი?ძალიან კარგი მაშინ შვილო შენთვის ჩამიბარებია ეს გოგონა და გაჰყევი საავადმყოფოშიც.-მამა-შვილურად დამადო მხარზე ხელი მამაკაცმა და თავისი გზით წავიდა.
სასწრაფოს ექიმებმა ანა საკაცით სასწრაფო მანქანაში შეიყვანეს და კარები მაშინვე დახურეს.მეც უკან გავყევი ჩემი მანქანით და მთელი გზა იმას ვლოცულობდი რომ ჩემს გოგოს არაფერი მოსვლოდა.თორემ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი. მოვკვდებოდი მას რომ რამე დამართნოდა.გზაში ლექსოს დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი,თეკოსთან იყო,გამიხარდა მათი შერიგების ამბავი.ვუთხარი რომ საავადმყოფოში მოსულიყვნენ ყველანი.ლევანს და ნიასაც დაურეკავდა და მალე მოვიდოდნე.მარტო მართლა ვერ გავძლედი მეშინოდა იმ ფიქრების რაც თავში მიტრიალებდა.არ მინდოდა გონებაში ოდნავ მაინც გამევლო ის რომ შეიძლებოდა ანა დამეკარგა.მე ხომ არ ვიცოდი მას რა სჭირდა.საავადმყოფოს ეზოსი გიჟივით შევედი.მანქანა იქვე სადგომზე დავაყენე და კიბეები ჩქარა ავირბინე.ანა უკვე პალატაში მოეთავსებინათ და გადასხმას უკეთებდნენ.ექიმიც მასთან ერთად იყო.არ მიშვებდნენ შიგნით იქამდე სანამ ის გონს არ მოვიდოდა.გიჟივით დავაბიჯებდი დერეასი და ერთი სული მქონდა ექიმის ხმა გამეგონა რომ ანა გონს მოვიდა.იქვე სკამზე ჩამოვჯექი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული.ვლოცულობდი რომ ანა მაე კარგად ყოფილიყო.ალბათ შეისმინა ჩემი ლოცვა ღმერთმა და ექიმის ხმაც გავიგონე.
-ბატონო ბექა გოგონა გონს მოვიდა შეგიძლიათ შემოხვიდეთ.-მითხრა ექიმმა და ისევ პალატაში შებრუნდა.მაშინვე ფეხზე წამოვხტი და გახარებული გავემართე პალატისკენ.როცა შევედი თვალში ანას გაფითრებული და ოდნავ ჩაშავებული თვალები მომხვდა თვალში.გვერდით მივიჯექი და ვკითხე როგორ იყო.მითხრა კარგადო მაგრამ მივხვდი რომ ცრუოდა,რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ექიმი ხელს გვიშლიდა. ეხლა ექიმს მივუბრუნდი,მაინტრესებდა რისი ბრალი იყო გონების დაკარგვა.სტრესის ან ნერვიულობის მხოლოდ ეს მითხრა და პაციენტის დასვენება მომთხოვა,თვითონ კი პალატიდან გავიდა.ანამ მომიყვა რაც დილით დაემრთა და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი,ხომ ვიცოდი ირაკლი შორი ახლოს რომ დადიოდა და როგორ ვერ დავიცავი ჩემი ცხოვრება.ნერვები მეშლებოდა და ანაზე ძალიან ვნერვიულობდი.მითუმეტეს იმაზე რაც ბოლოს მითხრა.ამ დროს ბავშვები გაფართოებული თვალებით შემოცვივდნენ პალატაში და ყველას ნერვიულობა ეწერა სახეზე.ანამ მატ დანახვაზე ისევ დაკარგა გონება.ექთანმა დამამშვიდებებლი გაუკეთა და პალატა დაგვატოვებინა.დერეფანში წინ და უკან დავდიოდი დამუშტებს კედლებს ვუშენდი.მოვკლავდი ირაკლის ჩემს გოგოს რამე რომ დამართნოდა.ყველანი ჩუმად ვიყავით.ყველა საკუთარ თავში ეძებდა ყველაფრის პასუხებს და ხმას არავინ იღებდა.
-გამარჯობათ ბავშვებო აქ რას აკეთებთ.?-დაგვიძახა ძალიან ნაცნობმა ხმამ,მაგრამ ვერ მივხვდი ვინ იყო იქამდე სანამ მისკენ არ შევბრუნდი.
-გამარჯობა მზია დეიდა.როგორ ხართ?-ლევანი ძალაინ დააბნია ანას დედის გამოჩენამ.არც ჩვენ ვიყავით უკეთეს მდგომარეობაში.
-მე კარგად ლევან.თქვენ როგორ ხართ?ან აქ რას აკეთებთ?-გვკითხა და თვალი ყველას მოგვავლო.ხმა ვერავინ ამოვიღეთ,რაღაცას მიხვდა და საცოდავ ქალს ნერვიულობისგან თვალები გაუფართოვდა.
-ანა,ანა სად არის?-ძლივს წარმოსთქვა ეს ორიოდე სიტყვა და ყველას სათითაოდ დაგვიწყო ყურება.
-არ ინერვიულოთ რა მზია დეიდა,ანა კარგადაა უბრალოდ გონება დაკარგად და აქ მოვიყვანეთ.-დამშვიდება დაუწყო თეკომ და ახლოს მივიდა ქალთან.ფრთხილად ჩამოსვა სკამზე და თვალებში შეხედა.
-რას ქვია გონება დაკარგა.ეხლა სადაა?როგორაა?-კითხვები დააყარა გოგონას ქალბატონმა მზიამ.
-აი.ამ პალატაშია.ეხლა ისვენებს.როგორც ეტყობა დილით არაფერი ჭამა და გონება მაგიტომ დაარგა.-სიტუაციის გამოსწორება სცადა ნიამ დაისიც ახლოს მივიდა ქალთან.
-რამდენჯრ გავაფრთხილე რომ უჭმელი არ გახვიდე გარეთ თქო.გუშინაც არაფერი უჭამია და აი შედეგიც.-ცოტა დამშვიდდა ქალბატონი მზია ვითომ მიზეზის გაგების შემდეგ.
-დიახ მართალი ხართ.ძალიან ჯიუტია ეს გოგო.-ღიმილით ჩაურთო ლევანმა და მე გადმომხედა.არ გვინდოდა ანას დედას ნამდვილი მიზეზი გაეგო,მშობელი იყო და ვიცოდიტ რომ ძალიან ინერვიულებდა ამიტომ ყველაფრის დამალვა ვამჯობინეთ. ქალბატონ მზიას ლევანის ნათქვამზე ოდნავ გაეღიმა,ნელა წამოდგა ფეხზე და ანას პალატისკენ წავიდა.

___________
იმედია მოგეწნებათ ჩემო თბილებო და საყვარლებო.მიყვარხართ ყველა ♥



№1  offline წევრი Lana Tomlinson

კარგია რომ რაღაც ცუდი მოხდა :დდხო სიმართლეს ვამბობ.ვერ ვიტან ისტორიებში სულ ბედნიერება რომაა. ცოტა ტკივილიც და ტანჯვაც უნდა იყოს ჩემი აზრით. კარგი ხარ მაკო. <3

 


№2  offline წევრი mako-makako

Lanas Statusebi
კარგია რომ რაღაც ცუდი მოხდა :დდხო სიმართლეს ვამბობ.ვერ ვიტან ისტორიებში სულ ბედნიერება რომაა. ცოტა ტკივილიც და ტანჯვაც უნდა იყოს ჩემი აზრით. კარგი ხარ მაკო. <3

მადლობა ლან შენი სიტყვებუისთვის მიყვარს როდესაც ცუდზც და კარგზეც ამახვიილებენ ყურადღებას რადგან ეს ორი ერთმანეთისგან განუყოფელია.ეხლა უფრო დაიძაბება სიტუაცია. wink
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი darina

Rogori mgrdznobiarea chemi bichi, miyvars beqas grdznobebs rom gadmoscem, bichebi mainc ragacnairad sxvanairad mgrdzobiareni arian, kargia rom daidzaba situacia, bichebi axla ufro daicaven taviant gogoebs,

 


№4  offline წევრი mako-makako

darina
Rogori mgrdznobiarea chemi bichi, miyvars beqas grdznobebs rom gadmoscem, bichebi mainc ragacnairad sxvanairad mgrdzobiareni arian, kargia rom daidzaba situacia, bichebi axla ufro daicaven taviant gogoebs,

მართალი ხარ დარინა მე ძალიან მსიამოვნებს როდესაც ბიჭების გრძნობებს გადმოვცემ ესე მგონია რომ მე ამ ყველაფერს მათი თვალებით ვუყურებ და ყველაფერს ვგრძნობ.ხოოო ეხლა სერიოზულად დაიძაბება ყველაფერი და ალბათ მალეც დავასრულებ
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი nina

ძალიან მაგარი ხარ, ამის დაწერა არასდროს არ მომბეზრდება.მათი ემოციები ჩემზეც გადმოდის.მაგარი ხარ.კარგი თავი იყო.ემოციებით სავსე love

 


№6  offline წევრი mako-makako

nina
ძალიან მაგარი ხარ, ამის დაწერა არასდროს არ მომბეზრდება.მათი ემოციები ჩემზეც გადმოდის.მაგარი ხარ.კარგი თავი იყო.ემოციებით სავსე love


ძალიან დიდი მადლობა ნინ ასეთი თბილი სიტყვებისთვის.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ რომ სულ ჩემთან ხარ და ამხელა სიამოვნებას იღებ ჩემი ნაწერის წაკითხხის დროს.მალე მოგაწვდი ახალ თავებსაც ოღონდ ამ ახალ წლებმა ჩაიაროს თორემ ისე გადაღლილი ვარ რომ მუზები სულ გამექცნენ თავიდან.ძალებს აღვიდგენ და ახალი შემართებით შევუდგები წერას. love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7 სტუმარი nina

mako-makako
nina
ძალიან მაგარი ხარ, ამის დაწერა არასდროს არ მომბეზრდება.მათი ემოციები ჩემზეც გადმოდის.მაგარი ხარ.კარგი თავი იყო.ემოციებით სავსე love


ძალიან დიდი მადლობა ნინ ასეთი თბილი სიტყვებისთვის.შენც ძალიან კარგი გოგო ხარ რომ სულ ჩემთან ხარ და ამხელა სიამოვნებას იღებ ჩემი ნაწერის წაკითხხის დროს.მალე მოგაწვდი ახალ თავებსაც ოღონდ ამ ახალ წლებმა ჩაიაროს თორემ ისე გადაღლილი ვარ რომ მუზები სულ გამექცნენ თავიდან.ძალებს აღვიდგენ და ახალი შემართებით შევუდგები წერას. love


მესმის შენი,ახლა ყველა ასეა smile ეს ისტორია თავისი გმირებით გახდა ჩემი ნაწილი და რომ დაამთავრებ არ ვიცი რა მეშველება feel

 


№8 სტუმარი Qristine

Velodebii shemdeg tavs :) :) :) :)

 


№9  offline წევრი mako-makako

Deprecated: Methods with the same name as their class will not be constructors in a future version of PHP; ParseFilter has a deprecated constructor in /home/lovege/public_html/engine/classes/parse.class.php on line 22
Qristine
Velodebii shemdeg tavs :) :) :) :)

დავდე უკვე შემდეგი თავი
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent