შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყავი ბედნიერი - 4 - დასასრული

28-12-2015, 00:07
ავტორი D-roni
ნანახია 5 616

სახლში ვბრუნდებოდი , ღამით მაღაზიიდან.
ძალიან მშიოდა, თანაც ხვალ გოგონებს ველოდი , ზეგ კი მონასტერში მივდიოდი.
როგორც კი გეგისთან და რეზისთან საუბარს მოვრჩი მობილური ჩავიცურე ჯიბეში და ღიმილით შევედი სადარბაზოში.
ვიგრძენი ზურგს უკან როგორ მომყვებოდნენ.
ნაბიჯების ხმაც მომესმა.
შემდეგ კი გახშირებული სუნთქვა და ადგილზე გავშეშდი.
ნაცნობი სურნელი და ტვინში განგაშისავით ზარების ჩამორეკვის ხმა.
ნერვიულად ავკანკალდი და ღიმილი სახეზე შემახმა.
ვიგრძენი , თეძოებზე როგორ ჩამავლეს ხელი და სადაბრაზოს კედელზე , როგორ მიმაჯახეს.
წელში შეცურებული ხელით სხეულე ამიწეპეს და კისერში შეცურებული ხელით სახე სახესთან გამაჩერებინეს.
ნერვიულად ავაფახუნე წამწამები და სიამვონებისგან თვალები მივლულე.
პარკები ხელიდან ჩამომცურდა და ხელები ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე მონატრებულ სხეულს.
- რ ... -ლაპარაკის დაწყებას ვაპირებდი ბაგეებზე რაღაც ცხელი და ფაფუკის შეხება , რომ ვიგრძენი.
მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი კანის დახორკვლა.
პირველად ! პირველად ამდენი ხნის შემდეგ ვიგრძენი ამხელა სიამოვნება და მივეცი თავს კიდევ ცოტა ხანს ამხელა სიამოვნების მიღების საშალება.
თავი გადავაგდე და რაღაც ბგერები ამოვუშვი გაპობილი ბაგეებიდან.
დანაშაულის გრძნობა კი არა საკუთარი სახელი აღარ მახსოვდა.
მხოლოდ ჩახშული და ხრიწიანი ტემბრით ნათქვამი სიტყვები მოხვდა ჩემს ყურთასმენას და შემდეგ ცივი ჰაერი , რომელსაც ჩემთვის საყვარელი სხეული ფარავდა.
"მომენატრე პატარა"

^^^
საწოლში ვიწექი და თვალებს ვერ ვხუჭავდი , მეხუჭებოდა და სიამოვნებისგან ვკრუსუნებდი.
ბალიშზე მედო თავი და ჭერში ვიყურებოდი.
თითქოს სანამ სახლამდე ამოვედი ის პარკებიც კი ძალიან მჩატეთ მომეჩვენა.
თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი და ზოგჯერ სიამოვნებისგან სულგანტევებული წელს ნეტარედ ვაშრებდი საწოლს,რომელიც ჩემი სიმხურვალისგან გახურებული მეჩვენებოდა.
დაღლილმა მივლულე თვალები და თითქოს სიზმარიც რუტინული გახდა.
სასიამოვნოდ რუტინული .
მთელი ღამე , თალწინ მხოლოდ ერთი სცენა მახსენდებოდა.
და მივხვდი "დღურის წერა" უნდა დავიწყო.

^^^
გოგონები , რომ ამოვიდნენ არაფერი მითქვამს , მხოლოდ მათ ამბებს ვისმენდი და ასიას მუცელს ვეფერებოდი.
გადავწყვიტე მონასტრიდან , რომ ჩამოვიდოდი მერე მეთვა.
1 კვირა ჩემთვის მისწრება იქნებოდა !

^^^
იქ ჩასულს , უზადო სილამაზე დამხვდა.
ცოტა კი მეშინოდა ღამით ასეთ სიწყნარეში ყოფნა , მაგრამ სულელური ფიქრები მთელი ძალით უკუვაგდე.
იმდენად ვიღლებოდი საქმით , იმდენად ვიღებოდი იქაური გრაფიკით მაგრამ იმხელა ბედნიერებას და შვებას მგვრიდა ეს ყველაფერი , ამად ნამდვილად ღირდა.
ვხვდებოდი ... "ღმერთთან სიახლოვე რამხელა ბედნიერებას ნიშნავდა და ვცდილობდი აქ გატარებული ყოველი წამი კარგად ჩამებეჭდა გონებაში , რადგან ამხელა შვებას ვერასდროს ვიგრძნობდი"

თბილისში დაბრუნებულმა მშვიდად შევაღე სახლის კარი და მაშინვე ძველ ოთახში შევედი.
ჩემი და რატის ფოტოები მოვათვალიერე , გავიღიმე და კარი გამოვიხურე.
საგულდაგულოდ ჩავკეტე და გასაღები თაროზე დავდე.
კარი კარგად დავკეტე და სამზარეულოში შევედი , ნანახმა გამაოცა.
გულზე ხელი მივიდე და ღრმად ამოვისუნთქე.
ფანჯრის რაფაზე ნიკა იყო მიყრდნობილი და მშვიდი ღიმილით მიმზერდა.
თვალებმოჭუტულმა გავუსწორე მზერა და კარის სახელურს ჩამოვეკიდე.
სიგარეტს ბოლო და რღმა ნაპასი დაარტყა და ფანჯრიდან ჩამქვრალი გადააგდო.
მის ამ "მამაკაცურ" თვისებაზე თვალები დავჭყიტე და გამეღიმა.
მივხვდი , როგორ მომნატრებია.
მის ტუჩებს გავუსწორე მზერა და ისევ შავ თვალებში ჩავიკარგე.
უსიტყვოდ წამოვიდა ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ , შემეძლო გაქცევა მაგრამ არ გავიქეცი,ვერც გავიქცეოდი ... ერთ ადგილზე გავშეშდი და მის მოქმედებას დაველოდე.
მეგონა ,როგორც მაშინ მეცემოდა და მაკოცებდა მაგრამ ასე არ მომხდარა.
ხელები მაგრად შემომხვია და მძლავრად ჩამიხუტა.
გამეღიმა და მეც იგივე გავაკეთე.
სუსტი ხელები მის განიერ მხრებს მოვხვიე და შედარებით წვრილ წელზე ჩამოვაცურე.
საყვარელი და დასაკუთრებული სურნელი კარგად შევისუნთქე და ღრმად ამოვისუნთქე.
- მომენატრე - ამჯერად მე გავბედე პირველი სიტყვის თქმა და ღიმილით ავხედე მის შეცვლილ სახეს.
დამეფიცება არ ელოდა ! მაგრამ სიამოვნება სახეზე დაეტყო.
ღიმილით მაკოცა , ჯერ შუბლზე შემდეგ ცხვირზე და ერთი ნახტომით გამოტოვებულ ნიკაპზე მომაწება გახურებული ტუჩები.
- მეც ძალიან მომენატრე - ჩახლეჩილი ხმით მითხრა და უფრო მიმიკრა სხეულზე.
- აქ როგორ შემოხვედი ? - ცალი თვალი მოვუჭუტე.
- სანამ ფოტოებს დახედე და მტვერი გადაწმინდე მე სახლში შემოვიპარე და ნახევარი კოლოფი სიგარეტი ჩავცალე .
თავი აწითლებულმა და უხერხულობისგან შეწუხებულმა ჩავხარე .
არ ვიცოდი ამ დროს მისთვის რა მეთქვა.
- იცოდე ახლა რასაც მე ვფიქრობ , იმაზე თუ კიდევ ერთხელ ინღავლებ ძალიან ვიჩხუბებთ ! - გამაფრთხილებლად დამიქნია თითი და დახლს მიეყრნო , ხელები წელზე შემომხვია და სხეულზე ამიწეპა ფეხებგადაჯვარედინებულმა ... - ის შენი წაუშლელი წარსულია ! მე თვითონ არ გაპატიებ ჩემს გამო იმ ფოტოებს თავისი ადგილი ,რომ დაუკარგო , მე თვითონ მაგრად გამიტყდება შენს გულში არსებული მისი ადგილი მე , რომ დამაკავებინო ! ის პირველი სიყვარული იყო გესმის ?! ამაში სასირცხვილო არაფერი არაა დამიჯერე - შუბლზე მაკოცა და ვიგრძენი როგორ ავივსე სიამაყით ... - ის შენთვის სულ სხვა იყო ! მან გასწავლა სიყვარული ! და დამიჯერე ... მის ადგილს ვერავინ დაიკავებს ! მე სხვა ადგილი მიჭირავს შენს ცხოვრებაში , მას კი სხვა , ამაზე აღარ იფიქრო ! მე შენი მომავალი ვარ გესმის ?! ის კი წარსული ! გული დიდია ... ორივეს დაიტევს - ცხვირზე მაკოცა და ტუჩებზე ძალიან ნელა შემეხო - აბა ... ყავას არ დამალევინებ ? - ეშმაკურად ამითამაშა წარბები და სახე უკან გასწია ,დაბღერილი მოვშორდი და ის ის იყო უნდა გავთავისუფლებოდი , რომ წელზე შემოხვეული ხელით თავისკენ დამქაჩა და ისევ ისეთი სინაზით და ამავდროულად ველურულად დამეტაკა ბაგეებზე , როგორც პირველად ! ბევრად სასიამოვნოდაც კი ...
ყავაც მოვუდუღე და ჰორმონებიც !
მერე რა , რომ ჰორმონები გადადუღდა ? არაფერიც !
სხვა დროს ბოლომდე ავადუღებთ !
როცა მზად ვიქნები ... როცა მზად ვიქნები !
ამიტომ მიყვარს მთელი გულით გოგორელიანი !
ჩემი ესმის ... "როცა მზად იქნები"
როცა მზად იქნები !

^^^
- მა ხდება რამე სამსახურზე ?- თვალებაციმციმებული ვუსკუპდები დედას და მამას შუაში.
- რამეს ხომ არ გვიმალავ ქალბატონო ? - ცალი წარბი ასწია ნაღვლიანი ღიმილით დედამ.
რატი ხომ მამას და დედას საყვარელი სიძე იყო.
მეორე შვილი , მეორე ცხოვრების მიზანი , მეორე ბედნიერება , და პირველი დაკარგული სიცოცხლე.
- შეიძლება ასეც ითქვას - მათ წინ დავსკუპდი მინის პატარა მაგიდაზე - ნიკა ქვია ... მამა ასე ნუ მიყურებ , აუცილებლად
გაგაცნობთ , უბრალოდ ასე მალე გასერიოზულება არ მინდა ...

^^^
ფეხების ბაკუნით ველოდებოდი სადარბაზოსთან ნიკას მოსვლას.
მანქანამ დაამუხრუჭა და გახარებული შევხტი წინა კარში.
მაგრად ვაკოცე და მთაწმინდისკენ დავიძარით.
და ესეც ასე ...
გზაში გადაღებული პირველი სელფი !
პირველი , სახსოვარი და რაც მთავარია ჩვენი ... ჩვენი ფოტოსურათი!
- დღეს ასია ექოზე არ უნდა წასულიყო ? - მობილური მუხლებზე დავიდე და მუსიკას ოდნავ ჩავუწიე.
ნიკამ ღიმილით გადმომხედა და საბურთალოს სასაფლოებისკენ გაუხვია.
- აქ რა გვინდა? - ცალი წარბი ავუწიე და უკან გავიხედე , უკანა სავარძლებზე დადებულ თეთრ ტიტებს უნებლიედ ვკიდე თვალები და ისევ გამეღიმა - შენ რა ... რატის სასაფლაოზე მიგყავარ ? - ვკითხე და მის ღიმილზე ისევ გულიანად ამიხურდა გული ... - უკვე მითქვამს , რომ პიკურად მიყვარხარ ?! - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე - ყველაზე საყვარელი , გამგები და თბილი მყავხარ - კისერში ვაკოცე და ოდნავ წავავლე კბილები.
- ნუ ცუღლუტობ , მეც მიყვარხარ - გამიცინა და ოდნავ მოაშორა გზას თვალი , მაგრად მაკოცა და სასაფლოებთან გააჩერა მანქანა.

^^^
კიკეთში ვიყავით ასულები ,მთელი სამეგობრო.
ყველა ერთად ვერთობოდით როცა რაღაც განწირული ღრიალი გავიგე.
ხმაში ნიკას ხმა , რომ ამოვიცანი დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ბავშვებს თვალი შევავლე.
მიშო აკლდათ .
მე და მარიამი გარეთ გავვარდით , უკვე ღვარღვარად მომდიოდა ცრემლები ...
ვერც კი ვგრძნობდი , ვერც კი ვიაზრებდი 5 წლის შემდეგ ! 5 წლის შემდეგ პირველად ვტიროდი , ისიც ვის გამო ?! ჩემი სიყვარულის გამო !
როდესღაც ხომ ყველაფერი უნდა მოხდეს ?!
უნებლიედ ჩამომიგორდა ჯერ ერთი , შემდეგ კი მეორე ცრემლი და სულ ბოლოს მთელი ძალით ავტირდი , კანკალმა ამიტანა.
დავინახე როგორ ხარხარებდნენ მიშო და ნიკა .
უფრო მომეშალა ნერვები , მე აქ მის გამო ვტირი და ესენი თურმე რაღაც სისულელეზე ხარხარებენ და ღრიალებენ.
გაბრაზებული გავვარდი სახლის უკან დიდ ეზოში და მინდორზე ფეხმორთხმით დავჯექი.
სახე ხელებში ჩავმალე და მოხდა ის რისიც მეშინოდა !
გაუჩერებლად ვტიროდი , ამდენი წლის ნაგროვებ სევდასა და ბრაზს ამ ცრემლებს ვატანდი და ვგრძნობდი , როგორ მშორდებოდა გულიდან რაღაც დიდი ლოდი.
ცას ავხედე და თვალები დავხუჭე.
ისევ მომეჩვენა , რომ რატი დავინახე ...
მაგრამ მხოლოდ მომეჩვენა ... ის ისევ იღიმოდა , ბედნიერი იღიმოდა და მეც მეღიმებოდა.
- შენ რა ამდენი წლის შემდეგ ჩემს გამო იტირე ? - ზუგსუკან საყვარელი ხმა გავიგე და ვიგრძენი ყელში გახურებული ტუჩები.
- შენ ... მე ძალიან შემეშინდა - თავი მის მხარს დავადე და მისი ხელები , რომლებიც ჩემს მუცელზე დაცოცავდნენ ხელები გადავუსვი.
- ჩემი ციცქნა ფერია - ლოყაზე მაკოცა და პირველად მომინდა ყველაზე პირადულზე მესუბრა მასთან.
- მინდა რაღაც გითხრა ... - მისკენ შევბრუნდი , ფეხები წელზე შემოვხვიე და სახე სახესთან ძალიან ახლოს მივუტანე.
- რა ? - წარბი ამიწია და ტუჩებზე ძალიან ნელა შემეხო.
-მე ... ისევ ... მოკლედ რა ...
- რა ? - გაეცინა და მხრები აიჩეჩა.
სირცხვილისა და სიამოვნების გრძნობა ერთად იყრიდა ჩემში თავს და გაგიჟებული დავაცოცებდი თითებს მის თქმაში , ის კი კოცნას უფრო ვნებიანს ხდიდა რითაც უფრო მაგიჟებდა და ჯერ არ განციდლი გაძლიერებული გრძნობებით უფრო და უფრო მაგიჟებდა.
- ჯერ ისევ ქალიშვილი ვარ - ვიგრძენი ქვედა ტუჩზე ტკვილი და მივხვდი გაოცებისგან მთელი ძალით დამასო ისედაც დიდ ტუჩებზე კბილები.
- რა თქვი ? - გაოგნებულმა შემომხედა და მენჯის ძვლებზე ხელები მომიჭირა.
- ხო ... რატის და მე ინტიმური ურთიერთობა არ გვქონია , ის მხოლოდ კოცნით კმაყოფილდებოდა , დასაწყისშივე ჩერდებოდა და მეუბნებოდა "არა , ასე არ შემიძლია ვიცი მერე უფრო გაგიძნელდებაო" , ვერასდროს ვხვდებოდი რას გულისხმობდა, მაგრამ ახლა უფრო ვაფასებ მას...
- მეკაიფები? - ვერ იჯერებდა ჩემს სიტყვებს და მენჯებზე , უფრო კარგად მიჭერდა საჩვენებლ და ცერა თითებს.
- არა და ასე ნუ შვები - კისერი გადავაკონწიალე და ქვედა ტუჩზე კბილები დავისე.
- უნა ვშვრაა - გაიციინა და ისეთი გრძნობით წამეტანა ტუჩებზე მეგონა სულს განვუტევებდი სიმოაბნებისგან.
- მგონია ,რომ ... - ავლუღლუღდი და ამოვიკვნესე .
- რომ ? - ირონიულად აწია წარბი და კოცნა უფრო გააძლიერა , ხელები კი ჩემს ფეხებზე გადაიტანა.
- რომ ამხელა სიამოვნებისგან სულს განვუტევებ - კისერი უკან გადავაკონწიალე და უდაოდ დიდ ხმაზე ავკვნესდი.
- ხო არა ? - გამიღიმა ცინიკურად , რამაც ძალიან გამაბრაზა.
მთელი ძალით ვკარი ხელი და მინდორზე გადავწვინე , ზემოდან მოქცეული მისი ტუჩებისკენ დავიხარე და ახლა მე წავეტანე მის ვნებიან და დიდ წითელ ტუჩებს ნეტარედ. - ახლავე მინდა შეგიგრძნო - ხელები ჩემს უკანალზე მოაკალათა და მაგრად მომიჭირა.
- ხო არა ? - ახლა მე გამიხდა ტონი ცინიკური და მისი ტუჩები კისერში , რომ ვიგრძენი ისევ ამოვიკვნესე.
- არ მითხრა არ მინდაო - მისი ტონი არ იცვლებოდა .
- მინდა , თანაც როგორ მინდა - 25 წლის თათას ნიკასთან უნდა !
წარმოვიდგინე ასეთი სტატუსი სოციალურ ქსელში და სიცილი წამსკდა.
-მაგის დროა ? - დამიბღვირა და ფეხზე წამომდგარმა კარგად შემომიჯინა წელზე.
სახლს მოუარა და მეორე კიბით ავიდა მის ოთახში.
"ნაზად მისროლა" საწოლზე და ჩემს მკერდს დაეპატრონა ტუჩებით.
თითები ჩემს თითებში ახლართა და ზემოდან ამაწევინა , შიშველ სხეულზე , შიშველი სხეულით მომექცა ზემოდან და ის ის იყო სიამოვნებისგან სხეული მომიდუნდა ,ტკივილი ვიგრძენი.
არა გაუსაძლისი ტკივილი , გაუსაძლისი სიამოვნება !!!
მისი ხელები ჩემს სხეულზე და "უხერხულ" ორგანოზე სრიალს არ წყვეტდნენ , ჩემი გაპობილი ბაგეები კი ნასროლ ბგერებს ...
გრძნობების ზეიმი მხოლოდ ჩვენ .
მე და ის ...
ჩვენ !
ყველა გაგებით ჩვენ !

ჩემთვის ,რომ გეკითათ ცხოვრებაში რა არის შენთვის ყველაზე ძვირფასიო თამამად გიპასუებდით ...
ჩემი ოჯახი!
ჩემი ქმარი , რომელიც დედაჩემის და მამაჩემის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ჩემი შვილი , რომელიც მამის და დედის ასლია და ჩემი მეორე სიცოცხლის წერტილი , რომელიც მუცელში მიზის.
ადამიანი... ადამიანი , რომელმაც ცხოვრება და სიყვარული მასწავლა.
დათმობა მასწავლა !
ადამიანი ,რომლიც საფლავზეც ყოველ კვირა თუ არა ყოველ ორ კვრიაში ერთხელ , ოჯახი მთელი შემადგენლობით ავდიოდით თეთრი ტიტებით.
ადამიანი , რომელსაც ჩემს გულში უდიდესი ადგილი ეჭირა.
როგორც რატი იტყოდა ° მიეცი თავს სიგიჟის უფლება , გაარღვიე საზღვრები , მოეშვი მიყევი დინებას ... მიეცი თავს ბედნიერების უფლება და აუცილებლად მიგრძნობ თუ მე შენთვის თვით სიყვარული ვარ , მინდა მეორედ მოვიდე შენთან , მიმიღე ! მიიღე სიყვარული, მიეცი გულს უფლება ისევ იფეთქოს ამ გრძნობით და ისევ მოგცეს შანსი , იგრძნო და მიგრძნო! °
როგორც გოგორელიანი იტყოდა " ის წარსულია , მე კი შენი მომავალი"
ეს დასასრული არ არის !
დასასრული ნამდვილ სიყვარულს არასდროს ექნება !
გაიღიმეთ , ცხოვრება მშვენიერია ...
არასდროს დაუშვათ , რომ ყველაფერი დამთავრებულია , ზედმეტია გაცვეთილი ფრაზები.
მე კი მხოლოდ ერთს გირჩევთ , არასდროს დაივიწყოთ ამ ქვეყნიდან წასული და ოდესღაც თქვენთვის უმნისვნელოვანესი ადამიანი ! თქვენს გულში მათთვის გამოყოფილი ადგილი , რომც შემცირდეს არ გააქროთ ... რადგან , ის არ იმსახურებს ამას...
ხოლო ცხოვრების მეგზურად აირჩიეთ ისეთი ადამიანი , რომელიც გაგიგებთ და დაგაფასებთ ...
რადგან სიყვარული ნდობის , გაგების და გვერდით დგომის გარეშე , გაცვეთილი სიტყვა და დაუფასებელი გრძნობაა !

მეც მყავს ბავშვი , სახელად რატი ...
მამის მოთხოვნით , ჩემი ოცნებით ...
ეს არის გრძნობა ... ძლიერი , მყარი და თამამად შემიძლია ვთქვა , რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ერთი რატი , რომელიც სულ იარსებებს ჩემს გონებაში და მეორე , რომელიც სიცოცხლეს გამიხანგრძლივებს და ჩემს მუცელში ჩასახულ პატარას დობას ან ძმობას გაუწევს ...
კაცი , რომელიც მთელი ცხოვრება მეყვარება, ჩემი შვილისთვის მისაბაძი ადამიანი და ვაჟკაცი იქნება...
და ღმერთი ... ღმერთი , რომელმაც დამარწმუნა ...
ჩემი კეთილი ბედის არსებობაში და მომავლის მარადიულ ბედნიერებაში ...

____
როგორც უკვე ვთქვი ეს დასასრული არ არის...
დასასრული ხომ ნამდვილი სიყვარულის არ არსებობს ?
ძალიან მიყვარხართ და გამახარებთ თუ თქვენს აზრს მეტყვით ისტორიასთან დაკავშრებით...
რაც შეეხება დასასრულს ...
იცით გაწელვა არ მიყვარს , მითუმეტეს ასეთი ისტორიის .
პირველად დავწერე ასეთი შინაარსის ისოტორია იმედია მიიღებთ ისეთს როგორიც არის ... შევეცდები დავხვეწო და ახალი რაღაც მოვირგო ...
მიყვარხართ !!!

№1  offline მოდერი sameone crazy girl

I LOVE YOU love love love love love გამაბედნიერა ამ ისტორიამ love

№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძააან ძააან მაგარიაა ვგიჟდები შენზე ავტორ <3

№3  offline წევრი milangirl

ძალიან კარგი იყო, მაგრამ არ ველოდებოდი ჯერ დასასრულს და გამიკვირდა smile მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიიით. ძალიან დიდ სიამუვნებას ვიღებ მათი კითხვით

№4 სტუმარი anastasia

dzalian kargi iko <3 tbili istoriaa

Namdvilad visiamovne am istoriis cakitxvit.kochag arachveulebrivi istoriaa.da mixaria rom kargad gaqvs gadmocemuli is rom axalgazrda qvriv gogos namdvilad aqvs bednierebis ufleba da unda icxovros tavisi tavistvis.sheigrdznos axali siyvaruli ratkmaunda garkveuli clebis mere.cxovreba grdzeldeba es unda gavitavisot kvelam.didi madloba aseti kargi istoriistvis

Komentars vcer da anastasias saxelit ideba.ratoom "tatuka"

№5  offline წევრი Firefly

ყველა თავი ახლა ჩავიკითხე და ბევრიც ვისიამოვნე.ძალიან მიყვარს შენი მოთხრობებიი
--------------------
M.T

№6  offline წევრი Keepcalmtbilisi

Bevri vitire, dzalian bevri:) sascaulia!

№7  offline წევრი lamazmani

დღეს წავიკიღხე დასარული და ძალიან მომეწონა ნიკა ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა თავიდან გული დამწყდა რატიზე მარა ნიკაც ძალიან მაგარია მომეწონა კარგი დასასრული ქონდა თბილი და საყვარელი ველი ახალ ისტორიას მალე დაბრუნდი love love love

№8  offline წევრი meri89

love request love კარგი იყო მომეწონა

№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ამაფორიაქა, ჩემ გულში ადგილი მონახა ამ ისტორიამ და ლამის პატარა ბავშვივით ტირილი დავიწყე. რა იყო ეს ნუცა? მგონი გაგვიმართლა, მეც და შენც, რადგან ამ თემაზე, ასეთ დასასრულზე ბევრი მაქვს სასაუბრო, ამიტომ ცოტა ხნით თავს მოგაბეზრებთ.
პირველ რიგში, რაც ყველაზე ძალიან მინდა გითხრა, ჩემო ნუცა, ის არის, რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. ხომ ვითომ არაფერი, ერთი ჩვეულებრივი ისტორია იყო? მაგრამ ისეთი ტემპით, ისეთი ემოციებით სავსე და სითბოთი, რომ მეც კი გადამრია აქანე, ამხელა კაცი.. ერთი ის იყო, რომ მართლა "ამხელას" ძალიან ხშირად ხმარობდი დასაწყისში, ტავტოლოგია იყო და თან ცოტა ცუდად იკითხებოდა, თუმცა ამას ვჩივი? ვერ აღვწერ რა სიამოვნება მივიღე. თან ის, რომ შენც ამის მომხრე ხარ! უსაზღვრო ბედნიერების და არა მგონია ვინმე, გოგო იმ აზრზე იყოს, რომ ქალი რადგანაც დაქვრივდა, ვსო, მისთვის ცხოვრება დასრულდა, სულ ქვრივი უნდა იყოს, შავები ეცვას, სასაფლაოზე იაროს მარტო და დაიტიროს თავისი საყვარელი ადამიანის ცხედარი... არ ნიშნავს საერთოდ ამას... კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ დაივიწყებს მას, პირველ სიყვარულს თავიდან ვერ ამოიგდებს და არც უნდა ეცადოს მის ამოგდებას, რადგანაც... ყველა ადამიანს რაღაც დანიშნულება აქვს ამ ცხოვრებაში ხომ? ყველა, ვინც არ უნდა იყოს, რაღაცას გასწავლის, თუნდაც უარყოფითს, ან ხალხის უნდობლობას, სიყვარულს, მეგობრობას და ყველაფერს. ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება და აი ამ მოთხრობამ ეს დამანახა, მთელი არსებით შევიგრძენი ის განგება... მისი უზენაესობა და სურვილი იმისა, რომ ასეთი ბიჭი ჰყვარებოდა ისევ თათას, ასეთი ყოფილიყო მისი მომავალი და ისევ ბედნიერებით ყოფილიყო სავსე. ბედნიერების უფლება ყველას აქვს, ამას კი გავიძახი ყოველთვის, ყველგან და ასევე ვიტყვი სადაც საჭიროა. არ აქვს მნიშვნელობა გათხოვილია, ქვრივია, ვინ არის და როგორია ადამიანი, ჩემი აზრით სიყვარულს და მეორე შანსს მაინც ყველა იმსახურებს, რადგან ბედნიერება დაჭაჭანებს აქ, კარდაკარ დაწანწალებს და ადამიანებს ეძებს, ორს... წყვილს, რომელიც ერთმანეთს უნდა შეხვდეს და ბედნიერი იყოს.
იცი კიდევ რა მომწონს? ნიკა მომეწონა ძალიან. როგორ გაუგო თათას, როგორ იგრძნო უსიტყვოდ მისი ყველა ფიქრები. თითქოს მეც ვიგრძენი, მეც კი დავინახე და შევეხე იმ წამს თათას ფიქრებს და ეს საოცრება იყო. რამხელა სიწმინდე იყო მის სულში, მის გრძნოებებში და როგორი ღირსეული ადამიანი შეხვდა ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად.
რატიმ თავისი მისია შეასრულა, ის არ უნდა დავიწყებოდა მართალია, ვერც მე ვივიწყებ იმ ადამიანებს, ვინც რაღაც კვალი დატოვეს ჩემ ცხოვრებაზე, თუნდაც სიძულვილით ან ღალატით, თუნდაც უარყოფითი საქციელით, იმ გულის ტკივილით, რომელიც მერე ამას თან სდევდა. ამან ბევრი მასწავლა, იქამდე მომიყვანა, როგორიც დღეს ვარ და დღესდღეობით ჩემი მიზანსწრაფულობით, ჩემი ამ სიყვარულის ჯადოქრობით, ცოტა ეგოისტურად ჟღერს ალბათ, მაგრამ ვამაყობ.. (რასაკვირველია, ისეთი მომენტებიც მაქვს, დეპრესიული, საშინელ ხასიათზე რომ ვარ და მგონია არავის ვჭირდები...აი ეს ძალიან მტკენს ხოლმე..)
ილიას სიტყვებს გავიხსენებ აქვე (ჰო, მგონი ილიამ თქვა): ქართველი იმით ხარ, რომ გახსოვს შენი ქვეყნის წარსული. რა მოხდება, რომ დაგვავიწყდეს წარსული? ავირევით, მტერი ადვილად დაგვიმორჩილებს და დავიფანტებით სხვადასხვა ქვეყნებში ან ამ ქვეყანაშივე გავიფანტებით. წარსული გვაძლიერებს, რომელიც უნდა დარჩეს წარსულში, მაგრამ საჭიროა რომ გახსოვდეს. წარსულის გარეშე არაფერია ეს ცხოვრება. წარსული რომ არ იცოდე, ჩათვალე არც გიცხოვრია ამ ქვეყნად და ეს ყველაზე მეტად კარგი კი არა, საშინელებაა.
ნუცა, შენზე კი რა ვთქვა, აი, ამდენი მალაპარაკე, ამიშალე ეს საუბრის საღერღელი და ვეღარ გავჩერდი. ისეთი ისტორია იყო, მეც კი მასწავლა რაღაც, სწორედ ის, რომ არ უნდა ვიყოთ ეგოისტები, არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი თავისთვის და უნდა ვიფიქროთ სხვაზეც. ნიკა ფიქრობდა, ნამდვილად ფიქრობდა თათაზე და მის წარსულზე, იცოდა და უგებდა, თვითონვე დაჰყავდა სასაფლაოზე! ვაფასებ ამ ბიჭს...
საოცარი გოგო ხარ ნუცა.. რაღაც იდუმალება შემოიფრქვა ამ ისტორიით ამ საიტზე და მე შენში ვხედავ იმ დიდ რაღაცას, რასაც შენი განვითარების შემთხვევაში უფრო დიდად გადაქცევის პერსპექტივა აქვს.
მიყვარხარ.. მიყვარხარ და ძალიან შემავსო ამ ისტორიამ. წარმომიდგენია, რომ არ დამეწყო კითხვა როგორ ვიქნებოდი. არ დამაფიქრებდა ასე ძალიან ეს თემა, არა კი ვფიქრობდი და მხარს ვუჭერდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად გამიძლიერა ეს გრძნობა და მივხვდი მარტო მე არ ვარ ასეთი. აი, რამდენიც გინდა. ქალს იმის გამო არ მოიყვანს ცოლად, რომ ის ვიღაცასთან იწვა, ან ის ვიღაცის ცოლი იყო წინათ.
ასეთი აზრები უნდა ამოვიგდოთ რა!
მერე რა რომ ქართველები ვართ. არ გვეკადრება? ბედნიერება ადვილად მოსაპოვებელი არ არის, ყველანი ადამიანები ვართ, ყველას გვეშლება. უბრალოდ რაც წარსულია წარსულში უნდა დარჩეს და მომავალი კი ბედნიერებისაა <3
მომხიბლეეეე გენიოსო!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

№10  offline მოდერი D-roni

ერკე

შენ არ იცი რამდენად გამიხარდა შენი ეს სიტყვები ! ალბათ მთელი ცხოვრება მეყოფა ბედნიერებისთვის ! ძალიან მიყვარხარ ეკესიუს love

№11  offline წევრი anashka

აუუ ახალი ისტორიის დადებას აღარ აპირებ?

№12  offline მოდერი D-roni

anashka
აუუ ახალი ისტორიის დადებას აღარ აპირებ?

დაწყებული მაქვს , მინდა ცოტა დიდი გამოვიდეს , რომ თავებად დავდო ...
დავასრულებ ასე 1 კვირაში ალბათ და დავდებ <3

№13 სტუმარი qeti

Ver gamovxat emocias iseti bednieri var sheni istoriebit kvelaze tbili tkbili da pozitiuri adamiani xar ...nuca pozitivi♡♥..madloba eseti tbili da tkbili istoriebistvis

№14  offline წევრი Soft girl

საუკეთესო. ხარ❤️ ეს ისტორია არის მოტივი იმ ადამიანებისთვის ვისაც გონია ცხოვრება სრულდება თუნდაც ძვირფასი ადამიანის დაკარგვით ან თუნდაც ღალატით❤️ წარსული არ დაგვტოვებს,მუდამ შეგვახსენებს თავს მაგრამ მივცეთ შანსი ჩვენს მომავალს რომელიც არ ვიცით რას გვიმზადებს❤️ამ ისტორიამ გამათბო,უდაოდ შენი ყველა ისტორია ასეთი იმედია მომცემია❤️ საუკეთესო ხარ❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent