შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბათ დასამახსოვრებელი (სრულად)


29-12-2015, 02:09
ავტორი bloody
ნანახია 7 145

- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
- მომენატრები ხომ იცი?
- ვიცი...არ წახვიდე...უბრალოდ დარჩი, ჩემთან დარჩი, სამუდამოდ.
- ხომ იცი, რომ უნდა წავიდე? ხომ იცი რომ მიჭირს აქედან წასვლა? გთხოვ გამიგე და გამიშვი.
- ხომ იცი, რომ თუ წახვალ, ყველაფერი აზრს დაკარგავს?
- ასე ნუ მეუბნები გთხოვ...
- მიყვარხარ სესილი, მაგრამ 4 წელი საკმაოდ ბევრია განშორებისთვის...
- გთხოვ...შემპირდი, რომ დამელოდები...
- შენც ხომ იცი, რას მთხოვ, ხომ იცი ვინ ვიყავი უშენოდ და ვინ ვარ შენთან ერთად...ხომ იცი გამიჭირდება, უბრალოდ მოვკვდები...მე მხოლოდ ფიტული ვიქნები უშენოდ, რომელსაც ჰაერი არ ეყოფა და სუნთქვა გაუჭირდება...არ წახვიდე სესო...დარჩი...
- გამიშვი გთხოვ...ასე ნუ მომექცევი, იცი რომ მიყვარხარ, იცი რომ არაფერი არ შეიცვლება...უბრალოდ დრო უფრო გაზრდის ჩვენს გრძნობებს...
- გჯერა ამის? იქნებ შეიცვალოს და ერთ დღეს, როდესაც მე და შენ ერთმანეთს შევხვდებით, ვიქნებით უბრალოდ ნაცნობები. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი შორეულ წარსულში უყვარდათ...ან იქნებ, ერთმანეთს იყვნენ მიჩვეულნი...არ მინდა შენი დათმობა სესო...
- მენდე გთხოვ...ჩვენი სიყვარული ყვეალფერს გაუძლებს, ყველა ტკივილს და დიდ განშორებას გაუძლებს...ირწმუნე ამ გრძნობის, ბოლომდე მიენდე შენს გულს, მიეცი მას უფლება, რომ იბრძოლოს, ჩვენი გრძნობისთვის იბრძოლოს...მიყვარხარ ლევან! უსაზღვროდ მიყვარხარ! შენ ხარ ჩემი ბედნიერება! ჩემი ცხოვრების აზრი, უშენოდ არაფერი ვარ!...მენდე ლევან, მენდე...იცოდე რომ 4 წლის შემდეგაც, ისევ ისე გვეყვარება როგორც ახლა, არა უფრო მეტადაც ვიდრე ახლა...ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, ყველაფერს გავუმკლავდებით...მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ...
- უშენოდ ალბათ მოვკვდები, მაგრამ იცოდე, იცოდე რომ ყოველთვის ვიბრძოლებ შენთვის, ჩვენთვის, ჩვენი სიყვარულსთვის...ახლა კი წადი...წადი და მიხედე შენს მომავალს, იმ მომავალს რომელიც ასე გინდა...წადი და იცოდე, არსად არავის არ ეყვარები ისე, როგორც მე მიყვარხარ!...არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კილომეტრი დაგვაშორებს ერთმანეთს, იცოდე თუ გაგიჭირდა, გეტკინა, მოგენატრა, იცოდე რომ, აქ საქართველოში, არსებობს ერთი უბრალო ბიჭი, რომელიც შენს გამო ყველას და ყველაფერს წინ დაუდგება, შენს გამო სუნთქვას შეწყვეტს და არ მოგცემს, დაცემის და ტირილის საშუალებას!
აცრემლებული გოგონა, ძლიერად ეხუტება საყვარელ ადამიანს. უჭირს განშორება. უჭირს, მაგრამ უწევს...უწევს მომავლისთვის...ვერ თმობს სიყვარულს, არ უნდა წასვლა, მაგრამ იცის რომ ახლა, სწორ ნაბიჯს დგამს...იცის რომ ეს დღე სანანებელი არ ექნება...იცის რომ ეს დღე მისი ცხოვრების საწყისია, იცის რომ ბედნიერება ახლა ელოდება. იცის, რომ მათი სიყვარული ასე მარტივად არ გაქრება. ჰო ეშინია, ეშინია ყველაფრის, ეშინია სიშორის, მაგრამ გული ამშვიდებს. გრძნობს და ხედავს მოომავალს, ლევანთან ერთად. იცის რომ წლების მერე, უფრო ეყვარებათ ერთმანეთი. რომ მათი გრძნობა უფრო გაიზრდება. დაიმედებული შორდება ბიჭის ძლიერ მკლავებს, მის შავ თვალებს აკვირდება, ნაზად ეხება ბიჭის მსხვილ ტუჩებს, ბოლოჯერ ამბოსბს სიტყვას „მიყვარხარ“ და უკანმოუხედავად ტოვებს მას. ბიჭი კი დგას, უყურებს მიმავალ საყვარელ არსებას, ქალს რომლის გარეშეც სიცოცხლე არ წარმოუდგენია. მისი შავი თალებიდან, მხურვალე ცრემლი ლოყას ეცემა. უჭირს განშორება, არ უნდა გაუშვას, ვერ თმობს, ვერ ელევა, გულს მასთან უნდა ყოფნა, გონება კი იაზრებს წასვლის მიზეზს. ხვდება რომ ახლა ეს აუცილებელია, მათთვის, მათი ურთიერთობისთვის. იმისთვის, რომ ბოლო ბედნიერებით იყოს სავსე.
. . .
ყვალაფერს თავისი დასაწყისი აქვს. ყველაფერი იწყება, მერე გრძელდება, არსებობს კულმინაცია, რასაც საკმაოდ დიდი გზის გავლა სჭირდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ, ისინი უცნობები იყვნენ, მათ არ იცოდნენ რა იყო სიყვარული. ორივეს თავისი ცხოვრება ჰქონდა. გოგონა სკოლის მოსწავლე იყო, ბიჭი კი, აი ბიჭი კი უბრალოდ არსებობდა...ცხოვრობდა ქუჩის წესებით, არ გააჩნდა გრძნობები, არ აინტერესებდა გარშემო არავინ. ბედმა კი ეს ორი დააკავშირა, მათი გულები ერთმანეთს დაუკავშრა და მიაჯაჭვა მათი სიცოცხლე ერთმანეთს.
დილით მაღვიძარას ხმამ გააღვიძა. ნელა წაიღო ხელი მაღვიძარისკენ, თვალები ძვლივს დააშორა ერთმანეთს. თავი ძვლივს აწია ბალიშდან, ოთახს მოავლო თვალი, საათს დააკვირდა და სახე მობრიცა. წამოდგა, სააბაზანოში შებანცალდა, თავი მოიწესრიგა. ტანზე პირსახოც შემოხვეული გამობრუნდა აბაზანიდან. სარკის წინ დადგა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. „ ლამაზი დილა, ბედნიერი დღე და ჩემი ბავშვები“. იმეორებდა გაღმებული, სარკის წინ მდგომი. სწრაფად მივარდა კარადასთან, ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო, როგორც იქნა იპოვა სასურველი სამოსი და შეუდგა მათ მორგებას. ნახევარ საათში მოემზადა. ოქროსფერი წელამდე თმა გაიშალა, ჩანთა ზურგზე მოიგდო და ოთახი დატოვა.
- მმ...რა სუნებია ნატაშკა...
- ოხ გაუღვიძია მძინარე მზეთუნახავს...
- კარგი რა...ერთი ის მითხარი შენ გოგონი, რა სუნები დაატრიალე ამ დილაუთენია?
- რა სუნები დავატრიალე...ყიყლიყო შევწი, თორე სხვა რა შემიძლია...
- მმ...ხომ არ მოვიწამლები?
- ჯერ ვერ გაგიმეტებ...
- აბა გამოუშვი, შენი შედევრი...
ნატაშკა სესილის ბიძაშვილია, ისინი ერთად ცხოვრობენ. სესილის მშობლები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასულები. ნატაშკას კი არავინ ყავს სესილის გარდა. გოგონებს ერთმანეთი უზომოდ უყვართ. მიუხედავად ასაკის სხვაობისა, ისინი საუკეთესო მეგობრები არიან. ერთმანეთის გარეშე არსად დადიან, სადაც ნატაშკაა, სესილიც იქაა. ასევე სადაც სესილია იქაა ნატაშკაც.
- მმ...ვგიჟდები შენზე რა ნატაშ...
- გაგანატაშებ ახლა...იდიოტო...
- კარგი ჰო რა იყო... წავედი თორე პირველივე დღეს სკოლაში დამაგვიანდება...
- მე წაგიყვან მოიცა...
სახლი დატოვეს, მანქანაში მოთავსდნენ და სკოლის გზას დაადგნენ. სესილიმ მანქანის მინა ბოლომდე ჩამოუშვა და ნახევარი ტანით გაძვრა. თვალები დახუჩა და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. „ სუფთა ჰაერი საოცრებაა“. გაიფიქრა გოგონამ. თალებდახუჭლი ისუნთქავდა ხარბად ჰაერს. მისთვის ყოველი დღე ასე იწყებოდა. დილით ადგომა, ნატაშკასთან ერთად ყოფნა, მანქანა, სუფთა ჰაერი და ბედნიერი დღე. თუმცა ამ დროს მან არ იცოდა ნამდვილი ბედნიერების ფასი. მანქანა შუქნიშანზე გაჩერდა. გოგონა კი ისევ თვალდახუჭული, ხარბად ისუნთქავდა ჰაერს.
- თვალი მაინც გაახილე ბავშვი...
მოესმა უცნობის ხმა. „ნეტა ვიცოდე რა ჯანდაბა უნდა“. ნელა გაახილა თვალები და მის პირისპირ მყოფ შავ თვალებს გაუსწორა მზერა. ასე შეხვდნენ პირველად მათი თვალები ერთმანეთს. უყურებდნენ და იძირებოდნენ სადღაც, იქ სადაც ვერ იპოვი გზას უბედურებისკენ. იქ სადაც მხოლოდ სიყვარულია, წრფელი და სუფთა. მაგრამ მოუწიათ რეალობაში დაბრუნება. მანქანა დაიძრა და მათი თვალები ერთმანეთს მოშორდა.
- ბავშვი... გაიმეორა ბიჭმა და მიმავალ მანქანას გააყოლა მზერა. მერე კი დაძრა თავისი, შავი BMW-ს მოტოციკლი და ადგილიდან მოწყდა.
მანქანა სკოლის შენობასთან გაჩერდა. სესილი ნატაშკას დაემშვიდობა და მეგობრების შესაგებად წავიდა. სკოლის კარებთან მისულს ნაცნობი ხმა მოესმა.
- სესილი....მოიცადე...
- ლიკუ...ჩემი ლიკუ, როგორ მომენატრე...
- მეც როგორ მომენატრე, ჩემო ლამაზო, შენ ხომ არ იცი.
გოგონები ერთმანეთს ჩაეხუტნენ, დიდხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები. როგორც იქნა მოშორდნენ ერთმანეთს. სკოლაშ შევიდნენ. ყველა მეგობარი, ნაცნობი და უცნობი მოიკითხეს და შეუდგნენ სკოლის ცხოვრებას.
დღეები სწრაფად გადიოდა. სკოლის დაწყებიდან უკვე ორი თვე იყო გასული. სესილი კი ჩვეულებრივად მიყვებოდა ცხოვრებას.
- ხვალ ნინის დაბადების დღეა...წავიდეთ?
- რატომაც არა ლიკუ...წავიდეთ...გავერთობით...
- რატომღაც არ მინდა...
- იქნებ ვიცი რატომაც...
- ჰოო...მგონი ისიც იქ იქნება...
- სწორედაც, რომ უნდა წამოხვიდე. არ უნდა აჩვენო შენი სუსტი მხარე ლიკუ...
- კარგი ჰო წამოვალ...
- აი ასე ჩემო გოგო....
სახლში დაბრუნებულმა, სიხარულით ამცნო, ნატაშკას, დაბადების დღის ამბავი. დილით სამივე მაღაზიებში დადიოდნენ, შესაფერისი კაბების საყიდლად. საღამოს კი სამივე გამოწყობილი იყო. სამივე საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა. ნატაშკას შავი, მუხლს ზემოთ, წელზე მომდგარი კაბა ეცვა. შავი თმები აწეული ქონდა, სადა მაკიაჟი ესვა. ლიკუს კი, ლურჯი მოკლე კაბა ეცვა, წელში გამოყვანილი და დაბლა გაშლილი, ფეზე ამავე ფერის მაღლები ეცვა. კაბის ფერი, ზუსტად ჯდებოდა, მისი თვალების ფერში. აი სესილი კი, საკმაოდ სადად გამოიყურებოდა. მოკლე ნაცრისფერი კაბა ეცვა, ფეხზე ნაცრისფერი ბალეტკები, ოქროსფერი თმა ბოლოებში დახვეული ქონდა. მაკიაჟი არ ესვა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამივე ულამაზესი იყო.
- აბა ბავშვებო, შემომხედეთ. მე ხომ იცით, რომ უკვე დაკავებული ვარ. ასე რომ არანაირი ფლირტი. არანაირი სასმელი და არანაირი გამოწვევა. მე ყველაფერი მეკრძალება.
- ვაიმე ნატაშკა, რაღა დარჩა, ერთი ეგ ჩაცმა არ გეკრძალება ხო მგონი?
- არა ლიკუ ეგეც ეკრძალება, უბრალოდ ბექას არ უნახავს თორემ...
- მორჩით ახლა. აბა შემომხედეთ. არა რა მე როგორ უნდა დაგიცვათ არ ვიცი...იმედია რომელიმეს არ მომტაცებს ვინმე იდიოტი...
- არ ინერვიულო ნატუშ, ჩვენ ვერავინ შეგვეხება. აუღებელი ციხე სიმაგრეები ვართ.
- ჰო აბა რა...აუღებელი ციხე სიმაგრეები...
სიცილით დატოვეს სახლი. მალე კი რესტორნის წინ იდგნენ და ერთმანეთს უღიმოდნენ. რესტორანში შესულებმა ყველას ყურადრება მიიქციეს. მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა თავისთის და ღვინოს სვამდა. ნინის მიულოცეს და ბავშებთან ერთად მხიარულებას შეუდგნენ. აქ კი ისევ შეეჩეხნენ მათი თვალები ერთმანეთს. ისევ ჩაიძირნენ და დაიკარგნენ. ეს მათი მეორე შეხვედრა იყო. მუსიკის ხმამ დაარღვია მათი იდილია. გოგონა საცეკვაოდ გაიწვიეს, ბიჭი კი აკვირდებოდა მის სხეულს, მის თეთრ კანს. „ თოვლივით თეთრია“. წამოდგა და გოგონასკენ დაიძრა.
- შეიძლება?
- რათქმაუნდა...
ხელი წელზე მოხვია, გაუღიმა და ტანი ააყოლა მუსიკას. ეს მათი პირველი ცეკვა იყო. პირველი ჟრუანტელი, ბუსუსები და მუცლის არეში მოძრავი ცხოველები.
- ბავში...ლამაზი თვალები გაქვს...
- მადლობ...
- არასდროს დახუჭო...არ გიხდება...
- გავითვალისწინებ...
პირველი საუბარი, პირველი სირცხვილი და პირველი ჩაღიმება. მუსიკა დასრულდა და უხმოდ დაშორდნენ ერთმანეთს. სესილი უჩვეულოდ გრძნობდა თავს, მთელი სხეული უცახცახებდა, მუცელშ კი ისევ დარბოდნენ ცხოველები. „ რა მჭირს“. წასვლისას ნინის დაემშვიდობნენ.
- სესილი...დღეს ნაყოფიერი დღე გქონდა...
- რა?...გაიოცა გოგონამ...
- მართლა ნაყოფიერი დღე გქონდა რა, გეფიცები ერთად რომ დაგინახეთ, ეგრევე გავიფიქრე მაგარი წყვილი იქნებათქო...
- რას ბოდავ ლიკუ?
- რას ვბოდავ კი არა, იცი ვის ეცეკვე?
- ვის ვეცეკვე ასეთს?
- აუ რა დებილი ხარ გოგო...ნინის ძმას...
- მერე...
- რა მერე...მთელი ჩვენი სკოლის გოგოები ზედ ეკრობიან, სკოლას რომ შევეშვათ მთელი ქალთა რაზმი ყავს...
- გგონია ვიცი რომლეზე მეუბნები? სულ სამ ადამიანს ვეცეკვე და მათგან მხოლოდ გიოს ვიცნობ...
- აუ არა რა ეს მართლა მაგარი დებილია ლიკუ...კაი მოდი გაგახსენებთ...ესეიგი საკმად სიმპატიური...მმმ...საკმაოდ მაღალი...და ულამაზესი შავი თალები...
შავი თალები, ჰო აი ის შავი თვალები, ასე რომ იპყრობს და ასე რომ აგიჟებს. მხოლოდ ორჯერ ნახა, მხოლოდ ორჯერ და მისი შავი თალები მიისაკუთრა. არ დაკვირვებია არაფერს, მხოლოდ თვალებს, მხოლოდ თვალებით დაიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. ისევ გააჟრჟოლა, უკვე მეორედ. ისევ დაიწყეს სირბილი ცხოველებმა...
დღებიი გადიოდა, სესილი კი შავ თვალებს ვერ ივიწყებდა. ნინისგან და ლიკუსგან ბევრი რამ გაიგო მასზე. „მიშო არაბული“. მხოლოდ ამას იმეორებდა მარტო დარჩენილი. იცოდა რომ განსხვავებულს გრძნობდა. იცოდა რომ შორს იყო, მაგრამ მაინც ყველაზე ახლოს იყო. უჩვეულოდ გრძნობდა თავს. მესამედ ნახა, სკოლის ეზოში, ნინის ელოდებოდა. ისევ გადაიკარგნენ სადღაც, ისევ ვერ წყვეტდნენ მათი თვალები ერთმანეთში ჩაძირვას. მაგრამ რეალობაში დაბრუნება, მალევე უწევდათ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა. ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ერთმანეთშ ხვდებოდნენ, ისევ იძირებოდნენ და ისევ უჩვეულო გრძნობას განიცდიდნენ. მალე, საახალწლო არდადაგები, ეწყებოდათ სკოლაში.
- იცით შემოთავაზება მაქვს...
- რა შემოთავაზება ნინ?
- მოდი საახალწლოდ, ჩემთან წავიდეთ აგარაკზე. რას იტყვით?
- აუ მაგარია...წავიდეთ რა ბავშვებო...
- თან ჩემი ძმა და მისი მეგობრებიც იქნებიან...გავერთობით...
- კარგი აზრია...ჰა რას იტყვით წავიდეთ გოგოებო?
- იცით...ალბათ მე დავრჩები...
- ლიკუ კარგი რა...
- ლიკუ თუ არ წამოვა, მაშნ მეც დავრჩები.
- სესილი მეგონა შენ მაინც დაითანხმებდი...შენ კიდე რას ამბობ...
- აუ კარგით რა გოგოებო...წავიდეთ, წელს სკოლას ვამთავრებთ, მერე ყველა ჩვენს გზაზე წავალთ და ვინ იცის როდის შევიკრიბებით ისევ ერთად.
- ლანა მართალია...წავიდეთ და გავერთოთ ბოლომდე. მიდი რა ლიკუ წამო, ხო იცი სესილი შენ გარეშე არ წამოვა.
- კარგი ჰო, დამიყოლიეთ, წამოვალ.
- სესილი შენ?
- რა კითხვაა გოგო, მე მოვდივარ და ზნაჩიტ სესილიც მოდის...
- აბა რაააა...
- მოკლედ სესილი, დაავლე ნატაშკას ხელი და ზეგ დავაწვეთ...
- შევთანხმდით...
ასე გადაწყდა ახალი წლის, წყნეთში გატარება. ნინი სახლში გიჟივით შევარდა. ბოლო ხმაზე ყვიროდა ძმის სახელს. მაგრამ მიშო სახლშ არ დახვდა, როგორც ყოველთვის ბარში იყო, ბიჭებთან ერთად სვავდა.
- ბიჭო მისკდება თავი ტო...
- ამის დედას შ***ი რა ხოდზე ვიყავი გუშნ, დღეს კიდე არაფრის ტრ**ი არ მაქვს.
- როდის გქონდა რამის ტრ**ი შე***მა...
- არაბული ჩაკვდი...
- დემე შენ რა გჭირს ტო?
- აუ მაცადეთ ბლიად, აქ მაინც დავიძინო...
- აუ ეს მაგარი სი**ია რა...
- გეგა გააჩუმე ეგ ენა, გასკდა თავი...
- მოიცა რა შე**მა, აუ მიშო ტო, როდის ვახვევთ აქედან?
- ხვალ.
- ხვალამდე უნდა მოვიხოდო ტო...
- გაჩუმდი ამის დედას შე**ი, ჩაიგდე ენა რა...
- აუ ეს იმენა უჟმური სი**ა...
ამ დროს გაისმა, არაბულის მობილურის ხმა. შეწუხებულმა ამოიღო ტელეფონი, არც დაუხედავს ისე უპასუხა.
- გისმენთ...
...........
- რა გაღრიალებს გოგო, ჩუმათ ილაპარაკე...
...........
- ხვალ მივდივართ...
...........
- ძალიან კარგი, წამოდით.
...........
- აფერისტი ხარ რა...ვთიშავ ახლა...
- რა ხდება ტო?
- შენმა ტომ ხო მოტ***ა ტვინი რა...
- თბილისელი ტოა ეს...
- ეეე სი**ებო. ჰა ახლა თქვი რა ხდება, მოვკვდი კაცი ინტერესით ტო...
- მოიშრე ეგ ტო ამის დედაც. რა ხდება და ნინი და მაგის სადაქალო მოდიან აგარაკზე, ჩვენთან ერთად.
- ვა ავრორა... ისვრის იმენა საკაიფოდ ტო...
- არ მიქარო ბლიად, ბავშვები არიან...
- დევდარიანო შენ ნამეტანი დასტოინი კაცი ხარ...
- შემომაკვდები ერთხელაც იქნება...
- მერე იყოს, ახლა მოთხოვნილების დაკმაყოფილება მაცადე...წავედი წავეთამაშო იმ ქერას...არ მოიწყინოთ გვრიტებო...
- ეს მართლა შემომაკვდება...
მეორე დღეს მომზადებული გოგოები, ბიჭებს ელოდებოდნენ. ნინი, ლანა, მარი და სალომე, მიშოს და დემეს უნდა წაეყვანათ. ხოლო ლიკუ და სესილი ნატაშკის მანქანით მიდიოდნენ.
- არა რა ეს ჩემი ძმა ვერაა კარგად...
- აუ მეკეტება შენ ძმაზე რა....ძაან სიმპათიურია
- იქ არ დაუწყო ახლა ფლირტი, ბავშვები არ მოწონს მაგას და არ შემიცდინო ეს ამხელა კაცი...
- შეგიცდინო? კარგი რა, ვინ მომცა მე მაგის ბედი...
- აუ ეს ნამეტანი ატეხილია შენ ძმაზე ნი...
- ვუშველოთ რამე, თორე იქ რომ რამე მოუნდეს, მერე ჩვენ ყურებშ საცობების გარჭობა მოგვიწევს...
- აუ რა იდიოტები ხართ რა...
ამ დროს გამოჩნდა ბიჭების მანქანები. სამი სიმპათიური ბიჭის დანახვაზე, გოგონებმა ხმაურით გადაყლაპეს ნერწყვი. აი სესილი კი, ისევ შავ თვალებში ჩაიძირა. მიშომ კი ამჯერად, ხარბად აათვალიერა გოგონა. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ყურადღება დაზე გადაიტანა.
- სად ხართ აქამდე იდიოტება, ამდენ ხანს რომ გვალოდინებთ...
- აუ ნი, ცოტა ჩუმათ რა, თავი გვაქვს გახეთქვაზე ტო...
- თქვენ ხო სულ თავი გისკდებათ, რას სვავთ ამდენს რა...
- კაი გვეყო, ვინ ვისთან ჯდება აბა დროზე და გავგაზოთ.
გოგოები მანქანაში განაწილდნენ და გაუყვნენ წყნეთის გზას. ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად მიდოდა, ემზადებოდნენ ახალიწლის შესახვედრად. გოგოებმა მისაღები მორთეს, საჭმელები გააკეთეს. ბიჭბი კი იჯდნენ და სვავდნენ. მიშ თვალს არ აშორებდა, მოფუსფუსე სესილის. რაც ბიჭებს არ გმოპარვიათ.
- რას მიაშტერდი შეჩ***ა?
- რას მივაშტერდი?
- თავს ნუ ისულელებ, რაც მოვედით სულ სესილის უყურებ...
- გეგა შემეშვი...
- არა ისე მართლა კაი ნაშაა...
- ჩაიჯ***ი შე სი****ო
- კაი ხო რა იყო, არ გეცილები...ისე კაი დაქალი ყოლია ის , რა ქვია ტო, აუ ჩემი, ააა ჰოოო ლიკუ...
- რამე არ მიქარო ბიჭო...ნინის მეგობრები არიან და დასტოინად მოიქეცი...
- აუ რა შემ***ით ამ დასტოინობით ტო...
- შენ ხო ვერ შეგაგნებინეთ ვერაფერი...
ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა. ყველანი მისაღებში ისხდნენ. სესილი უცნაურად გრძნობდა თავს, გრძნობდა მწველ მზერას და უხერხულად იშმუშნებოდა. ბოდიში მოიხადა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა. ორი სავსე ჭიქა გამოცალა, შემოტრიალდა და შიშისგან ჭიქა გაუვარდა. მის წინ მიშო იდგა და უღიმოდა. პირველად იგრძნო დაძაბულობა, პირველად იგრძნო ჩხვლეტა გულში. უყურებდა გოგონას, ისევ იძირებოდა მის თვალებში, უჩვეულო გრძნობა ეუფლებოდა. უბრალოდ იდგნენ და უყურებდნენ ერთმანეთს. იმდენად ჩაიძირნენ ერთმანეთის თვალებში, რომ ვერცერთმა ვერ გაიაზრა, როგორ შემცირდა მათ შორის მანძილი. დაპროგრამებულივით წაიღო ხელი გოგონას ლოყისკენ, შეეხო მის ცხელ და ნაზ კანს. მეორე ხელი წელზე მოკიდა და მათ შორის არსებული მანძლი შეამცირა. პირველად შეეხო მათი ბაგეები ერთმანეთს, პირველი კოცნა სესილისთვის, პირველი ბუსუსები მიშოს ტანზე. ვერ ელეოდა გოგს ტკბილ ტუჩებს, მაგრამ ჰაერის უკმარისობის გამო მოწყდა. ისევ ჩახედა თვალებში. მათი თვალები ამბობდნენ სათქმელს, ეს იყო მათი, პირველად, უხმოდ ნათქვამი „მიყვარხარ“. ეს იყო მათი ახალი წლის საჩუქარი. ამის შემდეგ იყო, ბედნიერება...უსაზღვრო სიყვარული, ბევრი ოცნება, ჩხუბი და შერიგებები. მათი ურთიერთობა არ გავდა, ჩვეულებრივი შეყვარებულების ურთიერთობას, არცერთს არ ჭირდებოდა თქმა, თუ რას გრძნობდნენ. ყველაფერს თვალები ამბობდნენ.
მათ ურთიერთობაში არ იყო ბზარი, მათი გრძნობა დღითი დღე უფრო და უფრო იზრდებოდა. ასე გადიოდა დრო, მაგრამ ყველა ურთიერთობას აქვს თავისი შუალედი, არც ისე დიდი. ყველა ურთიერთობას ჭირდება გამოცდა. მათ ურთიერთობას კი დრო ჭირდებოდა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა, სესილიმ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საქართველო, მეგობრები და საყვარელი ადამიანი. გადაწყვიტა მშობლებთან წასვლა და სწავლის გაგრძელება. იცოდა რაც მოყვებოდა მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც არ შეცვალა, ზედმეტად ჯიუტი იყო ამისთვის. მიშომ რომ გაიგო გაგიჟდა, გაცოფდა. პირველად დაუყვია სესილის, პირველად დაინახა სესილიმ, გაგიჟებული მიშო. არ უშვებდა, არ უნდოდა წასულიყო, ვერ დათმობდა, ვერ იარსებებდა სესილის გარეშე. „ თუ წახვალ, სამუდამოდ დამკარგავო“, არც ამ სიტყვებმა შეაცვლევინეს აზრი. ჯიუტად იმეორებდა უნდა წავიდე, ბავშობის ოცნება უნდა ავისრულოო. ყველა გაგიჟდა, გაოცდა, არ მოელოდნენ სესილისგან. სესილი კი მაინც ჯიუტად იმეორებდა, ვერ გადამათქმევინებთო. რას გრძნობდა მიშო? არაფერს, მხოლოდ სიცარიელეს. იცოდა სესილის თუ გაუშვებდა, თავის სულს სამუდამოდ დაკარგავდა. რა იყო მიშო სესილის გარეშე? არავინ, უბრალოდ მოკვდავი. სესილი მისი სიცოცხლის არსი იყო, ჰაერი, რომელიც არსებობისთვის ჭირდებოდა. ბევრი ეხვეწა, ემუდარა, ეჩხუბა, აგრამ ვერაფრით გადააფიქრებინა. იცოდა როგორი ჯიუტი იყო სესილი, მაგრამ მაინც არ მოეშვა, ბოლომდე იბრძოლა. „ არ გაგაცილებ, ჩემს უნახავს გაგიშვებო“, არც ამან იმოქმედა. წასვლამდე სამი დღე რჩებოდა, მიშომ კი საბოლოოდ წამოუყენა პირობა, თუ წახვალ, სამუდამოდ დამკარგავო. მაგრამ სესილიმ მაინც არ გადათქვა, მაინც წავალ და ავისრულებ ჩემს პირველ ოცნებასო. ამის მერე მიშო აღარ უნახავს. იცოდა სესილიმ, რომ მართლა დაკარგავდა, იცოდა რომ მიშო თავის სიტყვას შეასრულებდა, მაგრამ მაინც წავიდა. მიშმ ვერ მოითმინა, გულმა ვერ გაუძლო და აეროპორტში მივიდა. ბოლოჯერ ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მიატოვა, ჰო უბრალოდ წავიდა, დატოვა სიყვარული, ყველა ოცნება. იდგა მიშო და უყურებდა როგორ გაუჩინარდა სესილი, ცრემლები მთლიან სახეს უსველებდა. მხარზე შეხება იგრძნო. ახლა ყველაზე მეტად ჭირდებოდა, დემეტრე და გეგა. მათკენ მიბრუნდა და მეგობრებს გადაეხვია.
. . .
იჯდა თვითმფრინავში, გული გამალებით უცემდა, ცრემლები სახეს უსველებდა, კანკალებდა, სუნთქვა უჭირდა. რატომ არის ასეთი ჯიუტი, ხომ შეუძლია უბრალოდ საქართველოში ესწავლა და ყოფილიყო მიშოსთან ერთად. გრძნობდა როგორ ეკუმშებოდა გული, არ უნდოდა წასვლა, ვერ გაძლებდა, იცოდა მიშოს გარეშე ვერ იარსებებდა, მაგრამ სიამაყე და სიჯიუტე დარჩენაში ხელს უშლიდა. არ ფიქრობდა, რა მოუვიდოდა მიშოს, როგორ იცხოვრებდა მიშო მის გარეშე. ნუთუ შეუძლია იყოს ასეთი ეგოისტი? ნუთუ არ უყვარდა მიშო? ნუთუ მისი სიყვარული, სიყალბე იყო? რატომ არ იბრძვის სიყვარულისთვის? ხომ იცის, რომ მიშოს სიტყვები გამართლდება და და იქნებიან ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი შორეულ წარსულში უყვარდათ, ან უბრალოდ შეჩვეულნი იყვნენ ერთმანეთს.
სახედასიებული შეეგება მშობლებს, გულში ჩაიკრა მონატრებული დედ-მამა. პარიზის ქუჩებს ნაღვლიანი აყოლებდა თვალს. ახლა იწყებოდა მისთვის, ყველაზე რთული და მტკივნეული ცხოვრება. უხმოდ შეაბიჟა ახალ სახლში, ასევე უხმოდ შევიდა თავის ახალ ოთახში, ჩემოდნები მიყარა და საწოლზე დაწვა. ჭერს მიაშტერდა, დიდხანს უყურა, ნელ-ნელა იწყო ცრემლმა დენა, მთლიანი სახე დაუსველდა. ენატრებოდა, უკვე სიგიჟემდე ენატრებოდა თავისი მიშო. მიშო კი ამ დროს, ბარში იჯდა და სვავდა. დარდს სასმელში აქრობდა, მაგრამ განა შეეძლო მონატრების გაქრობა? გეგა და დემეტრე უხმოდ ისხდნენ მეგობრის გვერდით, ორივე განიცდიდა მეგობრის ტკივილს. იცოდნენ როგორ უჭირდა ახლა მიშოს, იცოდნენ და ვერ ეხმარებოდნენ. ბრაზი ახრჩობდათ, ვერ ეგუებოდნენ სესილის გადაწყვეტილებას, ვერ გებულობდნენ როგორ აირჩია საფრანგეთი, როგორ მიატოვა მიშო. დღეები სრაფად გადიოდა, მიშო სასმელს და ქალებს არ შორდებოდა, ცდილობდა სესილისგან მიყენებული ჭრილობების მოშუშებას. სესილი კი პარიზის ქუჩებში დახეტიალობდა, იქ ებრძოდა მოგონებებს. სესილის წასვლიდან უკვე ორი თვე გავიდა. მიშო კი ისევ სასმელს და ქალებს ატანდა დარდს. ელოდებოდა, ყოველდღე ელოდებოდა სესილის ზარს, მაგრამ გოგონა არ ურეკავდა. სესილი კი მიეჩვია პარიზს, სწავლაც დაიწყო, ახალი მეგობრებიც შეიძინა. თუმცა მარტო დარჩენილი, ყოველთვის მიშოზე ფიქრობდა. ვერ ბედავდა, რომ დაერეკა. ეშინოდა მიშოს ხმის გაგონების. ვერ გაუძლებდა, იცოდა და არ ურეკავდა. ასე გავიდა კიდევ სამი თვე. ამ დროის განმავლობაში კი, მიშო შეეგუა ბედს. სასმელს აღარ ეკარებოდა, მაგრამ ქალებს ყოველდღე იცვლიდა. გეგა და დემეტრე კი მეგობარს, გვერდიდან არ შორდებოდნენ. ახლა აღარც სესილს ზარს ელოდა, აღარც ოტხ წელიწადს. მამამისის კომპანიაში დაიწყო მუშაობა, გენერალური დირექტორი გახდა. ახლა მთელი საქართველო იცნპბდა ბიზნესმენ მიშო არაბულს. ახლა აღარ იყო ის უბრალო მექალთანე. დრო მართლაც რომ სრაფად გავიდა. უკვე ერთი წელია რაც პარიზშია. უკვე შეეგუა აქაურობას, მეგობრები შეიძინა, ცხოვრება თავიდან დაიწყო. თვითონაც შეიცვალა. პარიზულ ცხოვრებას მიეჩვია. კლუბები, დალევა, სიგარეტი. მისი თვალები, მიშოს რომ ასე უყვარდა, ისიც კი შეიცვალა. აღარ იყო ისეთი წმინდა, სპეტაკი, როგორიც მაშინ იქ მიშოსთან. მიშო კი საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი გახდა.
ორი წელი გავიდა. სესილი წარმატებული სტუდენტი იყო. ერთ დღეს ბიბლიოთეკაში, ყური მოკრა გოგოების საუბარს. ცნობილი და ყველაზე სიმპათიური ქართველი ბიზნესმენი, მიშო არაბულია საფრანგეთში ჩამოსულიო. გაიყინა, გაქვავდა, ცრემლება დაიწყო სახის დაველება, იგრძნო ტკივილი და მონატრება. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, პირველად მოუნდა ყოფილიყო მიშოსთან ერთად. უყვარდა ისევ უყვარდა. მთელი არსებით, მთელი გრძნობით. მისი გრძნობა ყოველ დრე იზრდებოდა, მაგრამ გულშივე მჭიდროდ ინახავდა. აცახცახებულმა დატოვა ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტიდან პირდაპირ ბარში წავიდა. ტეკილა შეუკვეთა და სმა დაიწყო. იხსენებდა სკოლის ბოლო წელს, ბედნიერ ახალწელს, მეგობრებს. ისენებდა ძველ სესილის, გოგოს რომელსაც არ შეეძლო სმა, სიგარეტის მოწევა. ახლა საკმაოდ შეიცვალა. ახლა აღარაა ის სესილი, მიშოს რომ უყვარდა. ის აღარაა მიშოს ღირსი. მთელი ბოთლი ტეკილა გამოცალა. ფიქრების განსადევნად თავი გააქნია, მისი ნაცრისფერი თვალები, შავ თვალებს წააწყდა. ის იყო, მისი კუპრივით შავი თვალები, ყველაზე საყვარელი თვალები. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ის თვალები მას აღარ უყურებდნენ. როგორ უნდოდა მისულიყო, როგორ უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, დაეძახა მიშოსთვის, მოცვეოდა და ეთქვა რომ სიგიჟემდე უყვარდა. მაგრამ ისევ სიამაყე, ისევ ეს წყეული სიამაყის გრძნობა, ცრემლი მოიწმინდა და ბარი უხმოდა დატოვა. ორი წლის განმავლობაში ეს იყო მათი პირველი შეხვედრა. მიშო? ის აქ მხოლოდ საქმისთვის იყო ჩამოსული, მაგრამ გული გრძნობდა, იცოდა რომ აუცილებლად ნახავდა. გული ხომ არასდროს ცდება, დაინახა...ჰოო...ორი წლის მერე დაინახა ის სასურველი არსება. გოგონა რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში დაქალებულა. ახლა აღარ იყო ის პატარა სესილი, ის იყო ჩამოყალიბებული ქალი, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა. სუნთქვა შეეკვრა, გულიც კი გაუჩერდა მისი დანახვისას. გრძნობა არ შეცვლილა, პირიქით უფრო გაძილიერდა. ორი, ერთმანეთზე, თავდავიჭყებით შეყვარებული ადამიანები, იყვნენ მიშო და სესილი. მაგრამ ვერცერთმა ვერ გაბედა, გადაედგა პირველი ნაბიჯი და გულში ჩაეკრა მონატრებული სიყვარული. იქნებიან კი როდესმე ბედნიერნი? მე მჯერა რომ იქნებიან.
ცხოვრება გრძელდება, ზამთარს, გაზაფხული მოსდევს, გაზაფხულს ზაფხული, ზაფხულს შემოდგომა, შემოდგომას კი ისევ ზამთარი. გრძნობა კი უფრო ძლიერდება, ორივეს მონატრება ახრჩობს, ორივე ებრძვის ტკივილს. ორივემ აიწყო ცხოვრება, მაგრამ გული ორივეს სიცარიელით აქვთ სავსე. ორივეს ტკივა, ორივეს უჭირს, ორივეს კლავს უჰაერობა. ორივე იბრძვის ბედნიერებისთვის, ორივეს უნდა ერთად ყოფნა, მაგრამ დრო, ჰოო ზუსტადაც რომ დრო არ უწყობთ ხელს. ოთხი ტანჯული წელი გავიდა. დგება დრო სამშობლოში დაბრუნებისა. სწავლის დამთავრებდა სესილის ორი თვე დარჩა. გადაწყვიტა წინასწარ აიღოს ბილეთი. მშობლების სურვილის მიუხედავად, მტკიცედ გადაწყვიტა დაბრუნება. ჰო მეტს ვეღარ მოითმენს, მეტს ვეღარ დაელოდება. უნდა დაბრუნდეს, მიშოსთან უნდა დაბრუნდეს, მგრამ მიიღებს მიშო ასე მარტივად? ოთხი წლის განმავლობაში ხომ, არცერთხელ მოუკითხავს. ვერც მაშინ გაბედამისვლა, როცა საფრანგეთში ნახა. ნერვიულობა მატულობს. დრო სულ მალე ამოიწურება. რა მოხდება როცა დაბრუნდება? როგორ მიიღებენ მეგობრები? როგორ მიიღებს მიშო? ნეტა ისევ უყვარს? ნეტა ისევ ფიქრობს მასზე? ეშინია, ჰო ეშინია. არ უნდა მიშოს სიტყვები გამართლდეს. არ უნდა იყვნენ უბრალოდ ნაცნობები. უბრალოდ მიჩვეულნი ერთმანეთზე. იცის რომ დამნაშავეა, დრომ ბევრი რამ ასწავლა. იცის როგორ ატკინა მიშოს, მაგრამ შეძლებს მიშო მის პატიებას? და აი დგას საფრანგეთის აეროპორტში, ახსენდება ჩამოსვლის დღე, იხსენებს ყველა განშორებას. პირველად მონატრებული მშობლების ჩახუტებას. თვალები ისევ ცრემლით ევსება, მშობლებს ემშვიდობება. თვითმფრინავში ჯდება და ელოდება როდის დაჯდება საქართველოში.
მონატრებია, აქაურობა მონატრებია. სამშობლოს ჰაერი, მეგობრები და რაც მთავარია მიშო მოენატრა. ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში. ათვალიერებდა მონატრებულ თბილის, იხსენებდა როგორ სეირნობდნენ ის და მიშო თბილისის ქუჩებში. იხსენებდა ლიკუს და ნატაშკას. და აი ისიც, ტაქსი ნაცნობ სახლთან ჩერდება. პულსი მატულობს, ნერვიულობა პიკს აღწევს. სახლის კართან დგას და ელოდება როდის გაიღება. ფეხის ხმა ესმის, წამებში კარები იღება, ცრემლები იწყებენ დენას, მონატრებული მეგობრები ერთმანეთს ეხუტებიან.
- სესო, ჩემო სესო...არ მჯერა ღმერთო არ მჯერა...ჩემი ლამაზი სესო...
- ნატაშკა, როგორ მომენატრე...
- შემოდი სესო აქ რას დგახარ, დროზე შემოდი...ღმერთო ვერ ვიჯერებ...
- უსაშველოდ მომენატრე...
- მეც ჩემო გოგო...მეც ძალიან მომენატრე...
ხმაურზე ოთახში პატარა გოგონა შემოვარდა, ლურჯი თვალები მიანათა სესილი და დედას გაოცებულმა კითხა.
- ეჩ ვინ ალიშ?
- ეს სესილია დე...შენი დეიდა სესილი...
- მელე მე ლო პილველად ვქედავ?
- იმიტომ, რომ დღეს ჩამოვიდა დე...
- ჩად იკო?
- საფრანგეთში დე...მშობლებთან...
- რა ლამაზი ბავშვია ნატაშკა...
- ჰოო...მასაც სესილი ქვია, შენსავით.
- მაპატიე რა...ვიცი ცუდად მოვიქეცი, მთელი ოთხი წელი არ გეხმიანებოდი, მაგრამ არ შემეძლო. მეშინოდა გესმის, მეშინოდა რომ მიშოს მიხსენებდი, მე კი ვიცი თავს ვერ შევიკავებდი და დავბრუნდებოდი. უნდა გამეძლო გესმის? უნდა გამეძლო.
- ჩემო გოგო, მესმის. ხომ იცი შენი ყოველთვის მესმოდა. მართალია არ მოგიწონე გადაწყვეტილება მაგრამ, შენ ოცნების ასრულების შანსი გქონდა.
- მიყვარხარ ნატაშკა...
- მეც ჩემო გოგო...
ყველაფერი ლაგდებოდა, ლიკუც შემოირიგა, ნინიც კი შემოირიგა. მაგრამ პრობლემა მიშო იყო. ეშინოდა, მიშოს რეაქციის ეშინოდა. არ უნდოდა, ვერ აიტანდა მიშს სიძულვილს. ნინისგან იცოდა, რომ საქართველოში არ იყო. სამი თვე არ იქნებოდა, საქმეზე იყო გერმანიაში წასული. ახლა მხოლოდ უნდა დალოდებოდა და მერე გადაედგა პირველი ნაბიჯი. ყველაფერი მწობრში ჩადგა, ისევ ის სესილი გახდა, რომელიც ყველას უყვარდა. მეგობრებთან ერთად მხიარულობდა, ერთობოდა, შოპინგობდა. ერთ დღესაც, როდესაც ნატაშჰკა, სესილი და ლიკუ მაგაზიებში დადიოდნენ, დემეტრე და გეგა შეხვდათ.
- აი ამას ქვია ავრორამ ისროლაო ტო...
- აუ ეს ისევ ავრორას ახსენებს? დაბღვერილმა კითხა დემეტრეს ლიკუმ?
- რა არ გევასება ეს ავრორა ტო?
- არც შენ მევასები გეგა.
- მე ხო...სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც სესილი დაინახა. გაოცებულმა შეხედა მის პირდაპირ მდგარ სესილის. - ნუთუ შენ ხარ?
- როგორ ხართ ბიჭებო?
- როდის ჩამოხვედი სესილი?
- ორი კვირაა დემე...
- არ გელოდი...გაოცებული ლაპარაკობდა გეგა.
- რატო არ ელოდი ერთი? სულ იქ ხო არ იქნებოდა იდიოტო...
- ლიკუ დამიწყნარდი ბავშვი...
- მართლა იდიოტი ხარ რა...
- ხომ იცი როგორ შემიძლია შენი დაწყნარება? ეშმაკურად გაუღიმა დაბღვერილ გოგოს და თვალი ჩაუკრა.
აწითლებულმა ლიკუმ თავი დახარა. სესილიმ და ნატაშკამ ერთმანეთს შეხედეს და სიცილი დაიწყეს, მათ გეგა და დემეტრეც აყვნენ. მხოლოდ ლიკუ იდგა აწითლებული და აღარ იცოდა სად წასულიყო. კაფეში დასხდნენ, გაიხსენეს ძველი დრო, ბევრი ილაპარაკეს. ბიჭები ისევ ისეთები იყვნენ, არ შეცვლილან. თუ არ ჩავთვლით გეგას, რომელიც თვალებით ჭამდა ლიკუს. დემეტრემ ვეღარ მოითმინა და პირდაპირ მიშოზე გადავიდა.
- მიშო წასულია...
- ჰო ვიცი.
- იცი საკმაოდ შეიცვალა. შენი წასვლის მერე, ბევრი რამ შეცვალა.
- ჰოო...მსმენია
- აპირებ მის ნახვას?
- მეშინია.
- ჯობს ნახო, დაელაპარაკო და გაარკვიოთ.
- დემე მართალია. უნდა დაელაპარაკო, გაერკვეთ და იქნებ...
- არამგონია მაპატიოს.
- უყვარხარ, იმაზე მეტადაც ვიდრე უყვარდი. გელოდებოდა. თქვენი მომავლისთვის იბრძოდა. გაპატიებს.
- იმედია. იმედია მაპატიებს. მაგრამ ხომ ვიცნობ, ვიცი როგორ ეტკინა, როგორ გაუჭირდებოდა...მე კი...მე უბრალოდი, მივატოვე. ეგოისტი ვარ, მასზე არ ვიფიქრე.
- გულს მიენდე. ის გიკარნახებს როგორ უნდა მოიქცე.
გული? გული ხომ განადგურებული ქონდა. მართალია ეგოისტია, მაგრამ თავიც ხომ არ დაინდო? უყვარდა, მაგრამ 17 წლის ასაკში სწავლა არჩია. ვერ გაბედა, მიშოსთან დარჩენა. ახლა, ახლა გაბედავს, აუცილაბლად გაბედავს, არ დაკარგავს. აღარასდროს არ გაუშვებს ხელს. ახლა მხოლოდ მიშ იქნება, სხვა არავინ და არაფერი. არც მაშინ იყო სხვა არავინ და არაფფერი, მაგრამ როგორ არა სწავლა...აი რა დააყენა მიშოზე წინ. იცის რომ დაიბრუნებს. წამს სიყვარულის, ენდობა მიშოს, ენდობა მის გულს, გრძნობებს. უკვე ორი თვეა რაც დაბრუნდა, მხოლოდ ახლა მიხვდა რა ეკლდა, მთელი ამ დროის განმავლობაში. მეგობრები, სამშობლო და პირველი სიცოცხლე, მიშო, მისი ბედნიერება. ლიკუ გიჟივით შევარდა ოთახსი, გოგოებს ხელი მოკიდა და მაღაზიაში გააქანა. ნინის დაბადების დღეა და კაბები გვინდაო. მთელი დღე იარეს, როგორც იქნა იყიდეს სასურველი კაბები. გამოეწყვნენ. ისევ ულამაზესები იყვნენ. ნატაშკას გრძელი, წელში გამოყვანილი, მუქი მწვანე კაბა ეცვა, ამავე ფერი მაღლები, შავი თმა გაეშალა და წელზე ჩამოეყარა, ოდნავ მსუბუქი მაკიაჟი ნათლად გამოხატავდა მის ნაკვთებს. ლიკუ კი, შავ, მთლიან, კლასიკურ შარვალში იყო გამაოწყობილი. ფეხზე შავი მაღლები ეცვა. თმა მაღლა აეწია და მწვანე თვალებზე შავი ლაინერი გადაესვა. სესილის კი, ტანზემომდგარი, მოკლე, წითელი კაბა ეცვა. შავი მაღლები, მკვეთრი მაკიაჟი და დახვეული თმები.
- დეჟავუს განცდა მაქვს რა...სიცილით უთხრა გოგოებს ნატაშკამ...განსხვავება მცოლოდ დროა...
- გეთანხმებით...ახლა კი წავედით, თორე ვაგვიანებთ.
კლუბში შესულებმა, ისევ მიიქციეს ყველას ყურადღება. მხოლოდ ერთი ადამიანი იდგა ბართან, რომელსაც არც კი შეუხედავს გოგონებისთვის. სესილის გულმა გაოთხმაგებულად დაიწყო ძგერა, მის მხედველობას არ გამოპარვია, ბართან მჯდომი პიროვნება. ფეხის კანკალით მივიდა ნინისთან, გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა. თვალებს კი არ აშორებდა ბარს.
- ის არის...ჩურჩულით უთხრა ნინიმ.
იცოდა რომ, ერთ დღეს მოუწევდა მისი ნახვა და ლაპარაკი, მაგრამ არ ელოდა ეს დღე თუ ახლა იქნებოდა. ეგონა რომ ჯერ არ ჩამოვიდოდა, მაგრამ ისევ შეცდა. რა იქნება როცა დამინახავს? ღმერთო დამეხმარე. იმეორებდა და ხელებს ერთმანეთზე ისვამდა. მიშოს ხელში, ვისკის ჭიქა ეჭირა. ყურადღებას არ აქცევდა, მხიარულ გარემოს. ფიქრობდა, იხსენებდა და ენატრებოდა. გულის გაოთხმაგებული ძგერა იგრძნო, მიხვდა, ის იყო. დრო დადგა, დამთავრებულიყო ისტორია. ჭიქას მთელი ძალით მოუჭრა ხელი, ნელა შებრუნდა უკან და...აი ისევ შეეჩეხნენ თვალები ერთმანეთს. ისევ ჩაიძირნენ ერთმანეთში. ორივემ იგრძნო უსაშველო მონატრება. გოგონა ისევ საცეკვაოდ გაიწვიეს.
- ბავში...გაზრდილა...დაქალებულა.
ჭიქა ბოლომდე გამოცალა და გოგონასკენ დაიძრა.
- შეიძლება?
- რათქმაუნდა...
გაღიმებული მიაცქერდა ანერვიულებულ სესილის, ხელი წელზე მოკიდა და მუსიკას აყვა. უხმოდ იცეკვეს, უხმოდ დაშორდნენ და დაიკავეს თავიანთი ადგილები. ლიკუ გაბრაზებული უყურებდა გეგას. გეგა კი სპეციალურად ეცეკვებოდა ვიღაც ქერას. დემეტრე ნინის არ შორდებოდა, დაცვასავით დაყვებოდა უკან.
- დამღალე დემე...
-რითი?
- რა გინდა?
- ხომ იცი?
- არაფერი არ ვიცი...
- მიყვარხარ...გაუღმა და გოგონას შუბლზე აკოცა.
- დემე...მე...შენ...მეც მიყვარხარ!
აცრემლებული ჩაეხუტა დემეტრეს, ასეთი სითბო და სიმხურვალე არასდროს უგვრძნია. ბიჭმა მთელი ძალით მოხვია ხელები, გოგონას სიფრიფანა სხეულს და გულზე მიიკრა. გეგა არ წყვეტდა ლიკუს გაბრაზებას. ბოლოს ლიკუმ ვეღარ მოითმინა და აცრემლებული გავარდა აივანზე. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ცოტახანს გაჩერდა, დაწყნარდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.
- სად მიდიხარ?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ გეგა?
- იგივეს რასაც შენ პატარავ...
- შემეშვი...
- როდისმე შემიწუხებიხარ?
- გეგა...
- რატომ ტიროდი?
- უბრალოდ.
- უბრალოდ არ ტირიან.
- მე ვტირი...
- ჩვენც გვჭირდება ოთხი წელი?
- არა...
- მაშინ რატომ არ ტყდები?
- ზედმეტად ამაყი ვარ.
- როგორც სესილი?
- უფრო მეტად...
- ჰო მართალია, სესილი აღიარებს რომ უყვარს. შენ კიდე...
- მიყვარხარ გეგა.
- ვიცი...
- იდიოტი ხარ...
- რომელიც გიყვარს...
- თუ რომელსაც ვუყვარვარ?
- ორივე...გაცინა და გოგონას თვალი ჩაუკრა.
სესილი ბართან იჯდა, თავი დახრილი ქონდა, არ იცოდა როგორ დალაპარაკებოდა მიშოს. როგორ ტანჯავდა ეს ყველაფერი. უნდოდა დაესრულებინა. თავი ნელა ასწია ზევით, შეკრთა როდესაც მის წინ მდგარი მიშო დაინახა. ბიჭმა გაუღმა, ხელი მოკიდა და კლუბიდან გაიყვანა. მანქანაში ჩასვა, თვითონაც ჩაჯდა და უხმოდა დაძრა მანქანა. მანქანა მთაწმინდაზე გააჩერა. უხმოდა გადავიდა და მანქანას მოუარა. სესილის კარები გაუღო და ანიშნა გადმოსულიყო. სესილიც უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან. ცოტახანს ჩუმათ იდგნენ და უყურებდნენ ღამის თბილისს. სიჩუმე მიშმ დაარღვია.
- იბრძოლე?
- ბოლომდე...
- გწამს? ენდობი?
- მწამს, ვენდობი.
- გრძნობა შეიცვალა?
- კი...გაძლიერდა...იმაზე მეტად ვიდრე მაშინ.
- ისევ წახვალ?
- არასდროს...
- არ გაგიშვებ...არასდროს აღარ გაგიშვებ სესო.
ბიჭი გოგოსკენ მოტრიალდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მონატრებულ ტუჩებს შეეხო. ეს იყო პირველი და უკანასკნელი მონატრებული კოცნა.
- იცი? ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უსაზღვროთ უყვართ, ერთმანეთი სწამთ, ერთმანეთს ენდობიან. ჩვენი სიყვარული კი, არის ძალა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ გაანადგურებს, ვერავინ ვერ დაამარცხებს და წინ ვერ აღუდგება. ჩვენი გრძნობა ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს, ყოველ საათში იზრდება და საზღვრებს ცდება. შენ ხარ სესო ჩემი ცხოვრების დასაწყისი და დასასრული. შენით იწყება, ყველა ფიქრი, ყველა ოცნება, ყოველი სუნთქვა და ყოველი დილა. შენით დამთავრდება ჩემი ცხოვრება. არ არსებობს ქვეყნად არაფერი, არა არსებობს ბედნიერება, სიხარული, სილამაზე, შენს გარეშე. არ ვარსებობ მე მიშო არაბული სესილი მაჭავარიანის გარეშე....მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. უზასღვროდ, უსაშველოდ და სამუდამოდ, სიკვდილის მერეც მეყვარები სესო....



№1 სტუმარი Nan o

Arvici, saocreba myavxar, sheudarebeli, dzalian momewona,cremlic momadga tvalebze, misho da sesili ar vici saocrebebi arian. . . Wakitxulis emociebi mteli dgis ganmavlobashi gamyveba:-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

sayvarloba iyoo ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent