შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ღამის კოშმარი (სრულად)


29-12-2015, 12:47
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 772

კოშმარი ნახა ისევ,ისევ შეშინებული წამოვარდა საწოლიდან.გაღვიძებულს აფეთქების ხმა მოესმა...ბავშვები საახალწლო მაიმუნობებს აფეთქებდნენ..ძალით გაიღიმა,გაახსენდა,რომ 30 დეკემბერი თენდებოდა...
„ანუ მალე იქნება ახალი წელი“-გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა.როგორ მობეზრდა ცხოვრება,დაიტანჯა,ყოველთვის რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდა,ვერასდროს იყო თავისუფალი,მუდამ თვლიდა,რომ ცხოვრებაზე საშინელება არაფერი არ არის.
გვერდით მის ძმას ეძინა,მასზე უფროსა და მამამისის კუდს.დაჯღანულმა გამოაღო ფანჯარა და ისევ წამოწვა.გული ეწვოდა,არ უნდოდა,რომ ისევ გათენებულიყო ახალი წელი..არ უნდოდა,რომ ისევ გახსენებოდა დროის ხანგრძლივობა..არ უნდოდა ცხოვრება,უნდოდა,ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო.
მისთვის აღარაფერის ჰქონდა აზრი,სძულდა საკუთარი საძაგლული არსებობა.მთელი 16 წელი იბრძოდა,იბრძოდა და არ ჩერდებოდა..ეს ბრძოლა მატებდა ძალას და კიდევ უფრო უბიძგებდა ბრძოლისკენ...ცხოვრების არასდროს შეშინებოდა,არასდროს უფიქრია დანებებაზე,მუდამ მიიწევდა წინ.
-ქალო,მალე ჩაი დამისხი..-მოესმა მამამისის ხმა.გოგი ხმამაღლა ეძახდა მეუღლეს.
-ახლავე..რომ მაცადო რამის გაკეთება არა?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ქალი.
-ქალო,მალე...ბიოლოგიურ საათს ნუ მირღვევ,სანატორიუმში ამ დროს უკვე ნაჭამი მქონდა.
-ახლავე..-მოესმა დედამისის ხმა და გული ჩაწყდა..არა,დედაც არ ეცოდებოდა,ისიც სასტიკი იყო შვილის მიმართ..მუდამ ცივად ექცეოდა,მუდან ჯიბრით და ზიზღით ელაპარაკებოდა..
-მოდი,დაგავე, ანა..-დაუყვირა თამუნამ,რომელიც ჩაის უსხამდა მეუღლეს.
-ახლავე..რომ მაცადო არა..
-ყვეალს ცდა როგორ გიდნათ,თქვენი..მოდი,თორემ ყურებს დაგაჭრი.
-ყურებს...სულ მუქარა..-გოგის ხმამ შეაძრწუნა გოგონა,აკანკალებული წავიდა სააბაზანოსკენ,სადაც ცოცხი და აქანდაზი ეგულებოდა.
-დაგვა მაინც იცოდა..სულ გაააუქნარე ეს გოგო,შენც არაფერს აკეთებ..-გოგიმ ხმას აუწია და სასწორი ჩართო..საჭმელს წონიდა,არ მოვტყუვდე და ცოლმე ცოტა არ მაჭამოსო.
-ორი გრამი დამაკლდა,ქალო..-დაუძახა ცოლს და სახე შეიკრა.
-ახალი წელია ხვალ..დღეს მაინც მოიქეცი წესიერად..-ქალმა ირონიულად მიმართა და ქვაბი მიაწოდა.
-ჰაჰაჰა...დედაჩემო,შენც მისნაირი ხარ..-გოგონამ ვეღარ მოითმინდა.
-რა გინდა ქამარი გამოვიძრო?-გოგიმ მკაცრად გამოხედა შვილს.
-არა,არა...-ჩაილაპარაკა ანამ უმწეოდ.
-ოუ,რომელი საათია?-გიორგი გამოემართა სამზარეულოსკენ.
-შენს ძმას მიხედე,ანა..-გოგის არც კი შეუხედავს ანასთვის,ისე მიმართა.
-ჩაი დამისხი და რამე-რუმე..აბა,ხიზილალასა და თევზს შენ ვერ შემომტავაზებ,პატარა?
გული ეტკინა,როგორ უყურებდნენ მშობლები..დედამაც კი ზურგი აქცია..ყოველ დღე ეშინოდა,ისე ტკიოდა,რომ გული ნაფლეთებად ექცეოდა..ვერ იტანდა ამ არსებობას,რომლის მოსპობაც კი არ შეეძლო.
16 წლის გოგოს ცხოვრებისგან არანაირი სიამოვნება ვერ მიეღო..მთელი ცხოვრება საკუთარი ოჯახის ხიშპში გაატარა..სანამ ბაბუა-ბებია გარდაეცვლებოდა,კიდევ უარესი ხდებოდა მის სახლში,შემდეგ მამამ მოუმატა მუქარასა და ყვირილს..უმიზეზოდ ესროდა ბატინკსა და ჩექმებს..ახსოვს ერთხელ დედამაც კი ესროლა ქოშები,შენს ძმას დროზე დაულაგე საწოლიო.მაშინც პატარა იყო,ბავშვი იყო..ალბათ,ათი წლისაც არ იქნებოდა..გუშინდელი დღესავით ახსოვს როგორ ჩაულურჯდა თვალი,საშინლად ჰქონდა ჩასიებული...ახსოვს,სკოლაში ბავშვები დასცინოდნენ..მასწავლებლები კი ეკითხებოდნენ,საიდანო..გოგონა ატყებდა მათ..ყველას ეუბნებოდა,რომ წაიქცა.
მძიმე ბავშვობა ჰქონდა..ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვერავისთან ამყარებდა კონტაქტს,ჩაკეტილი იყო და თანატოლებს მუდამ საზღვრებს უვლებდა..წარმოსახვით შორს იყო მათგან და რეალობაშიც ასე ხდებოდა....
სწავლა ბავშვობიდან უყვარდა,უცხო ენებისადმი ჰქონდა მიდრეკილება და მუდამ ამ მიმართულებით აპირებდა სწავლის გაგრძელებას.ძალიან უნდოდა,რომ უნივერსიტეტში მოხვედრილიყო,ესწავლა ისე,როგორც მის თანატოლებს..ამაზე ფიქორბდა ყოველ ღამე თვალცრემლიანი ანა.
-რა იყო ? მალე...-გიორგიმ თმაზე მოწიწკა,შეჩვეული იყო ამას და რეაქციაც არ ჰქონია..
-ჰო,ჰო..მალე..-ჩაიბუტბუტა საწყლად.
-დღეს ვაშლი უნდა მოვიმარაგო და ხორცი..კიდევ პურის ფქვილი..-გოგიმ ახედა შვილს და ისევ თეფშში ჩარგო თავი.
-შენ გამოაცხობ დღეს,მე არ მაქვს მაგის თავი..ძილი დამალდა,დღეს მხოლოდ 10 საათი მედო ბალიშზე თავი-თამუნამ შეუბდღვირა ანას და ქმარს გვერდით მიუჯდა.
-წამოხვალ და დაგვეხმარები საჭმლის მოთრევაში...-გოგიმ ირონიულად ჩაიცინა.
-ჰო,ჰო..-გოგონა თავის ოთახში გავიდა და სარკეში ჩაიხედა...არ იყო განსაკუთრებული გარეგნობის,მაგრამ არც მახინჯი ერთქმოდა..საკმაოდ კარგი ნაკვთები ჰქონდა...ალბათ,ბევრსაც მოეწონებოდა,ასე რომ არ ეცხოვდა..
გამოიცვალა,ჩაიცვა ტანსაცმელი,რომელიც საუკუნის წინ უყიდეს ...კარებთან მივიდა და ლოდინი დაიწყო.
-აი,ასე..-ჩაიცინა გოგიმ.
ისევ ააკიდინეს ზურგზე თხუთმეტი კილო ვაშლი ამ ერთი ციდა გოგონას.ისევ გალანძღეს და ხალხში ისევ უთავაზე წკიპურტი...ჩუმად და მორჩილად მიდიოდა წინ,არაფრის გაკეთება არ შეეძლო..მხოლოდ გულში ლანძღავდა და წყევლიდა გოგის..საერთოდ ყველას,ვინც აუბედურებდა..მიდიოდა წინ და სახე ჩამოსტიროდა.
-მეორე წრეზეც წამოხვალ..-სახლში შესვლისას დაუყვავა მამამისმა.
***
საღამოს გიორგი სახლში ბედნიერი დაბრუნდა...დის ოთახში შევარდა და სიცილი ატეხა.
-რა იყო,გიორგი?-ფეხზე წამოვარდა ანა.
-ახალი ნაძვის ხე გავჩიტე...-ღიმილით თქვა და დას ანიშნა ადექიო.
-საიდან?
-იმ ნაშამ მომცა,ახალი უნდა ვიყიდოო..
ვინ ნაშაო,აღარ უკითხავს გოგონას,გავიდა ლოჯში გავიდა და ნაძვის ხის ასაწყობად გაემზადა.
-გოგო,დამეხმარე აწყობაში..
-რამხელაა..არ ეყოფა ჩვენი სათამაშოები.
-მალე რა..-დაუბღვირა გოგონა.
-კარგი..
ააწყო ნაძვის ხე და შემდეგ ძმას მიაჩერდა.ის გოგონაზე მაღალი იყო რამდენიმე სანტიმენტრით ანუ საკმაოდ მაღალი.
-სათამაშოები დაკიდე დაკუთხეში დადგი..-განკარგულებას იძლეოდა გიორგი.
-კარგი..-ძლივს მოერია ნაძვის ხეს,ძლივს დადგა კუთხეში და ისევ გიორგის დაელოდა.
-აი,სათამაშოები..-თავზე დაადგა გიორგი.
-კარგი..
ნაძვის ხე მორთო,მაგრამ სჯობდა,არ მოერთო..პატარა სათამაშოები სულ არ უხდებოდა აშოტილ ხეს..თანაც მხოლოდ მეოთხედს ყოფნიდა ეს საცოდაოები...გული დაწყდა ანას..გაახსენდა ის ნაძვის ხე,რომელიც მოთხრობაში მისმა პირველმა დამრიგებელმა შექმნა..ის მირბოდა სახლიდან და ცვიოდა სათამაშოები..სწორედ ეს მოაგონა ამ აშოტილმა ხემ.
„სჯობდა,სულ არ დაგვედგა..“-გაიფიქრა მზარედ..
ეს ნაძვის ხე სიღარიბისა და უბედურების სიმბოლო იყო გოგონას თვალში...კიდევ ეს გვინდაო-გაიფიქრა ..ისევ გავიდა თავის ოთახში და თავი ბალიშში ჩარგო...არდადეგებიც არ უყვარდა ანას,სკოლის დროს ოჯახს მაინც ვერ ხედავდა დღის პირველ ნახევარში..ესეც შვება იყო მისთვის..
-ქალო,დაითვლე რამდენს ხარჯავ...ნეტავ იცოდე რამე..-დაუყვირა ცოლს გოგიმ..ის ყველაფერს რიცხვებით საზღვრავდა,მათემატიკოსი იყო,ცრუ მათემატიკოსი..რაღაც სულელურ ინსტიტუტში იჯდა ხოლმე და მეეზოვეზე ნაკლებს იღებდა..არაფერს აკეთებდა „სამსახურში“.
ალბათ,პორნოებში დაძვრებაო-ფიქრობდა ანა.ვერ იტანდა მამამისს.მისი ერთი გამოხედვაც კი ზიზღს გვრიდა.
***
-ახალგაზრდა არ ვარ...-დაიწყო წუწუნი მამამისმა 31-ში..დილიდან ყვიროდა,ბღაოდა..
-ვიცი..ეგ ახალი ამბავია განა...
-65-ის ვარ..ნუ მიშლით ნერვებს,თორემ მომეხაზება..
-ოჰ,ისევ დაიწყე..
-ნუ ჭრი იმ ტოტს,რომელზეც ზიხარ...შენი..-დაუყვირა ქალს და თავში ბალიში ესროლდა.მას ოდნავ მაინც უფრთხილდებოდა,არ უნდოდა,რომ რამე დამართნოდა..აბა,ანას დარეცხილი ჭურჭელი ხომ არ მოსწონდა,სულ რაღაცას უგონებდა საბრალო გოგონას.
-ინდაური მინდა ამის დედა..რა ღირს ნეტა..ქალო,ფული მოხვაჭე და სადგურში დაახვიე,შენი დედა...
-შენ დედას გარეშე არ შეგიძლია.
-აუ 20 ლარი მჭირდება..იქ ქალი რომაა არ მიკლებს...არადა მაგრად დამევასა..-გიორგი შევიდა ოთახში და დას ზიზღით ახედა.
-კარგი ჰო..-საფულე გაუწოდა გოგიმ შვილს.
-შენ კი,გოგონა..წახვალ სადგურში და დედაშენს ინდაურს მოატნინებ...გოზინაყი არ გვინდა,დიდი ინდაური იყიდე...გოზინაყიან თეფშს მეზობელი მომცემს.
-აჰა,საღომ,მამა..-გიორგიმ მხარზე ხელი დაკრა მამამისს ისევე,როგორც ამას ბავშვობაში შვრებოდა.
***
-რა ღირს? დიდი მინდა..-მარტო წავიდა ანა საყიდლად,დედა არ გამოჯყვა,მანიკიური უნდა გავიკეთოო.
-კილო ათი ლარი..ავწონი..-წითურმა კაცმა ცელოფნიანი ინდაური აიღო.
-40 და 90..-ეს ათი თეთრი რა იყოო,გაიფიქრა ანამ.
-დავურეკავ..-ამოიღო წინა საუკუნის გადმონაშთი ტელეფონი და დედამისის ნომერი აკრიფა.
-იყიდე..კი,მალე..-მოესმა თამუნას ხმა.
***
იყიდა და სახლში დაბრუნდა...ვერ დააკლებინეო,შარი მოსდო გოგიმ.
-მე ვარ ვაჭარი ..კარგი,კარგი..-გაეცინა თამუნას.
ანას გული ისევ ეტკინა,ისევ გავიდა თავის ოთახში და ისევ ატირდა...ვერ იტანდა ამ დღეს,დღეს,როცა ყველაფერი თვითონ უნდა გაეკეთებინა..მერე უნდა მოესმინა მთვრალი მამამისის გინება..ვერ იტანდა ანა ახალ წელს..
დაიტანჯა...გაამზადა ინდაური და სხვა რამეები...დაჯდა სკამზე და საათს ახედა..მალე მოვიდოდა მამამისი და თავის ძმაკაცებსაც ამოიყვნადა.
***
-რა ლამაზი დღეა...-მღეროდა გოგი.
-ძალიან...-უღიმოდა თამუნა,რომელიც კაბაში გამოწკეპილიყო და სქელ წარბებს ახამხამებდა.
ანა ისევ თავის ოთახში იყო და ისვე იმ დანჯღრეულ ნაძვის ხეზე ფიქრობდა..არა,თვითონ ნაძვის ხე არ იყო ცუდი,მაგრამ მისი გაწყობა გულს უკლავდა..გოგონა ამას სიმბოლურად უყურებდა და გული ეწვოდა.
-მოდი,სუფრა გააწყვე..-გიორგის ხმა მოესმა.გავიდა გარეთ და გიორგის გვერდით გოგონა დაინახა.
-ეს ჩემი გოგოა..-გაეღიმე გიორგის.
სუფრა გააწყო განაწყენებულმა..უკვირდა,რატომ მოიყვნეს ამდენი ხალხიო..განა თვითონ რა ჰქონდა,რომ სხვებისთვის ეწილადათ...არც არაფერი..
***
-ჰაჰაჰჰაჰა მაგარია..-ესმოდა ოთახიდან ხმები.
-უნდა ავაფეთქოთ...გამოიტანე,ანა..-დაუძახა გოგიმ.
-ახლავე...-გოგონას გული დაეწვა მათ დანახვაზე..მამამისი ვიღაც ქალს ლოშნიდა და ამ დროს დედამისი იღიმოდა.
***
იმ ახალ წელს პიკს მიაღწია მისმა უბედურების აღქმამ..საშინლად ეწვოდა გული..გრძნობდა,რომ იქ გაძლება აღარ შეეძლო,თუმცა წასასვლელიც არსაც ჰქონდა...იმ დღეს სასოწარკევთის აგონიაში მყოფმა მთელი ოჯახი ამოხოცა..იმ დღეს ის ოჯახის მკველი გახდა...
ეს გააკეთე თუ არა,გაგიჟდა...კიოდა,წიოდა და ხმამაღლა ტიროდა...ხუთი საათი იქნებოდა,როცა მეზობლები ფანჯრიდან შემოვიდნენ...ისინი გააგიჟა სამზარეულოს დანით დაჩეხილმა სხეულებმა..ანის ისინი აეკუწა...
გოგონა გაქცევას არ ცდილობდა.არც მოტყუების თავი ჰქონდა..უბრალოდ იდგა და გაშტრებული უყურებდა მეზობლების ქმედებებს..
-რა მოხდა,ანა?-ჰკითხა პირველი სართული მეზობელმა.
-მე მკველელი ვარ..-ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღმოხდა გოგონას.



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

saertod ar momewona ra iyoo es :X bodishi imedia ar gaminawyendebi

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

uchveulo
saertod ar momewona ra iyoo es :X bodishi imedia ar gaminawyendebi

ნუ მოგეწონა,რატო უნდა გაგინაწყენდე.

 


№3  offline წევრი brooklynbaby

მკვლელი მკვლელად არ იბადება, მას ჩვენ ვქმნით!! მე მომეწონა..

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

brooklynbaby
მკვლელი მკვლელად არ იბადება, მას ჩვენ ვქმნით!! მე მომეწონა..

არ იბადება,რასაკვრიველია.

 


№5  offline წევრი Caramel)

ოოო, მონეწონა.. ვისურვე რომ გოგი თვითონ მომეკლა :)) ოღონდ უფრო საშინლად. რაც შეეხება ანას, ანას შეეძლო გაქცეულიყო სახლიდან, და უცებ გზაში შეხვედროდა სიმპატიურ ბიჭს, რომელიც მას ცხოვრებას გაულამაზებდა.. მე ასე დავამთავრებდი..

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Caramel)
ოოო, მონეწონა.. ვისურვე რომ გოგი თვითონ მომეკლა :)) ოღონდ უფრო საშინლად. რაც შეეხება ანას, ანას შეეძლო გაქცეულიყო სახლიდან, და უცებ გზაში შეხვედროდა სიმპატიურ ბიჭს, რომელიც მას ცხოვრებას გაულამაზებდა.. მე ასე დავამთავრებდი..

ჰო,შენ ეგრე დაამთავრებდი.

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

უჰ, ანას ადგილას წარმოვიდგინე თავი და აზრმა გამიარა რომ სადღაც არსებობენ ,, მენატონე ბატონები" დედები, მამები, ძმები, დები. ... ბავშვებს ფსიქიკას უმახინჯებენ ანადგურებენ და ბავშვობას ართმევენ. რეალური დასასრული იყო.

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
უჰ, ანას ადგილას წარმოვიდგინე თავი და აზრმა გამიარა რომ სადღაც არსებობენ ,, მენატონე ბატონები" დედები, მამები, ძმები, დები. ... ბავშვებს ფსიქიკას უმახინჯებენ ანადგურებენ და ბავშვობას ართმევენ. რეალური დასასრული იყო.

ნამდვილად <3

 


№9  offline წევრი ROLIKA

ოო...დავითრგუნე ცოტათი..მაგრამ კარგი იყოო... <3 რეალობაა თითქმის აღწერილი... <3 მაგრამ მთავარია რომ კარგი სტილი გაქვს წერის :* და მე ეს მომწონს❤

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

ROLIKA
ოო...დავითრგუნე ცოტათი..მაგრამ კარგი იყოო... <3 რეალობაა თითქმის აღწერილი... <3 მაგრამ მთავარია რომ კარგი სტილი გაქვს წერის :* და მე ეს მომწონს❤

ჩემი გოგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent