შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“რა მოხდება, თუ…” (1 ნაწილი)


29-12-2015, 19:10
ავტორი მოლურჯო
ნანახია 2 004

პროლოგი

ზოგჯერ ადამიანებს იმდენად ძლიერად უყვარდებათ ერთმანეთი, ჰგონიათ, რომ შეუძლებელია ასე, ან ამაზე ძლიერად შეიყვაროს სხვამ სხვა. უყურებ და უბრალოდ გეღიმება. ხვდები რომ ბედნიერი ხარ და მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი რაზეც ფიქრობ ის არის, თუ როგორ გაგიმართლა, რომ იმ საბედისწერო დღეს შეხვდი…

საოცარი გრძნობაა სიყვარული. გგონია, რომ რაღაც არაამპლანეტურს განიცდი. დილით იღვიძებ და პირველი რაც გახსენდება, ისაა რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს… დგები, თავს იწესრიგებ, საუზმობ, სახეზე კი ისევ ის გუშინდელი ღიმილი შეგრჩენია, თვალები ისე გაგბრწყინებია, საერთოდ უცხო ადამიანიც კი შეამჩნევს, რომ ყურებამდე ხარ შეყვარებული.

თავი 1

– მეგი, მთელი დილაა გირეკავ, უკვე მოსვლასაც ვაპირებდი მეგონა გაიგუდე.

– მეძინა სალი და ნუ ცდილობ შვებულების ჩაშხამებას… გამეცინა და მაცივარი გამოვაღე შესათვალიერებლად.

– კაი ნუ ჭირვეულობ, ხო იცი საღამოს გოგოები ჩემთან ვიკრიბებით და 7ზე აქ როარ იყო იცოდე სახლში დაგადგები და ჩემი ხელით წამოგიყვან.

– მოვალ, მოვალ… რამე წამოგიღო?

– არა, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ შამპანურს თუ წამოიღებ კარგი გოგო იქნები.

– რა შამპანური აგიტყდა ხოარ თხოვდები რაიყო. -სალიმ სიცილი ატეხა და ძალაუნებურად მეც გამეცინა. ბავშვობიდან გვეცინებოდა ერთმანეთის ყველაზე სულელურ ხუმრობებზეც კი. სალი ჩემი საუკეთესო დაქალია, 5 წლიდან ვიცნობ და ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის დროსაც ერთმანეთის გვერდით არ ვმდგარვართ.

– ჰო კაი კაი წამოვიღებ. -დავაყოლე მე. – წავედი მოვწესრიგდები ჯერ ისევ საღამურში ვარ.

– ხო, მიდი და შამპანური არ დაგავიწყდეს.

ყავა ჩემი დილის განუყოფელი ნაწილია, ჩემს ქუჩაზე კი არ არსებობდა კაფე, სადაც ყავა არ მქონდა დალეული. ასე რომ გადავწყვიტე რამე უცხო კაფეში მესაუზმა. ჩავედი ქვემოთ, ჩავჯექი ჩემ შავ ტოიოტაში და და ჯერ საბურთალოს არ ვიყავი გაცდენილი, დავინახე ახლად გახსნილი კაფე. მანქანა გავაჩერე, გადავედი, ავიღე ერთი კრუასანი და კაპუჩინო დიდი ჭიკით და დავჯექი. ჯიბიდან ყურსასმენებს ვიღებდი, როდესაც კაფეში ვიღაც ტიპი შემოვარდა, მოლარე გარეთ გაათრია და მანამ ურტყა სანამ არ გათიშა. მერე მანქანში ჩაჯდა და წავიდა.

მე შემეშინდა, ყველა გარეთ გაცვივდა, შოკირებული ვიყავი. ყავა და კრუასანი მაგიდაზე დავტოვე გარეთ გავედი, იმ მოლარე ბიჭის გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა. ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა. მე კიდე შეშინებული მანქანაში ჩავჯექი და ეგრევე სალისთან ავედი.

სალი სახლში არ იყო. დედამისი დამხვდა და იქიდან გამომდინარე რომ იცოდა ყავისადმი ჩემი დიდი სიყვარულის შესახებ, საფრანგეთიდან ჩამოტანილი ხსნადი ყავა გამიკეთა.

– მადლობა, ელენე დეიდა.

– კარგი მეგი რაა, არ გრცხვენია? თბილად გამიღიმა და იქვე ჩამოჯდა.

– სალი მალე მოვა ? -ვკითხე და ტელეფონი ამოვიღე რომ დამერეკა.

– კი წეღან დავურეკე და 5 წუთში ვიქნებიო. მაღაზიაშია… რამე მოხდა ? შეშინებული ხმა გაქვს…

– არა არაფერი უბრალოდ რომ მოვდიოდი, ჩემს წინ ვიღაცამ გიჟივით გაიარა მანქანით და… -ელენე დეიდამ თავი გააქნია და მერე შემომხედა.

– მამაშენი როგორაა? მკითხა ჩუმად.

– გუშინ ველაპარაკე და კარგადაა, მაგას რა უჭირს ესპანეთში ხან ნოუ კამპზე ესწრება თამაშებს, ხან ბერნაბეუზე. ელენეს გაეცინა. ამ დროს სალი მოვიდა, ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემიყვანა.

– რა იყო კაცი მოკალი? რა სახე გაქვს. ან რა ესემესებს მწერ. -წინ დამიდგა და სერიოზული სახით დამიწყო ყურება. მე თვალები გადავატრიალე.

– ხო კაცი მოვკალი… რამდენიმე წამით გავჩუმდი. – ისეთი არაფერი, კაფეში ვიჯექი, უცებ ვიღაც ტიპი შემოვარდა და მოლარე კინაღამ ცემაში მოკლა.

– და შენ რატომ ხარ შოკურ მდგომარეობაში ამიხსნი?

– აუ სალი გეყო ღადაობა. დაგეხმარები ამ საღამოსთვის და ერთად დავხვდეთ გოგოებს. -ამ დროს ელენე დეიდას ხმა გავიგეთ წავედი გოგოებო აბა თქვენ იცითო…

– დავრჩით მარტოო… -სალიმ ცეკვა დაიწყო.

დედაჩემი და სალის დედაც ბავშვობიდან მეგობრობდნენ. თუმცა შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა და დედაჩემი ქართველ თავზეხელაღებულ მძღოლებს შეეწირა. როდესაც 13 წლის ვიყავი, არავიაში მოხვდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამაზე ფიქრიც კი ბოლოს მიღებს. ამიტომ გადავწყვიტე სამედიცინოზე სწავლა, 2 წელიწადში მეც ესპანეთში წავალ და იქ დავამთავრებ სასწავლებელს. მერე არვიცი როგორ მოვიქცევი. მიყვარს ეს ქალაქი, მიუხედავად აქ გადატანილი ბევრი ტკივილისა.

ფიქრებში გართული სალიმ გამომაფხიზლა :

– ჰეი რა გჭირს კიდე იმ მოლარე ბიჭზე ფიქრობ? რაიყო ხოარ შეგიყვარდა. -გაეცინა სალის.

– ხო სალ, ყურებამდე ვარ შეყვარებული. -სამზარეულოში გავედი და ყავის დალევა გავაგრძელე,რომელიც უკვე გაციებულიყო. მერე სალის სახლის დალაგებაში დავეხმარე, ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ჯერ 7 საათი არ იყო გამხდარი, როდესაც ანა და თიკა უკვე სალისთან იყვნენ. სასმელები და ტკბილეულობა ამოიტანეს. მე დიდად დალევა არასდროს მიყვარდა, თუმცა ჩვენს შეკრებებზე ცოტ-ცოტას ყველანი ვსვამდით ხოლმე. სალის 2 სართულიანი კერძო სახლი ჰქონდა, თავისი ვერანდითა და პატარა ლამაზი ეზოთი. თიკა გერმანიაში მიდიოდა მაგისტრატურაზე ჩასაბარებლად, და ასე ვთქვათ ‘აღნიშვნას’ ვაპირებდით ამ ამბის, თუმცა სევდიანი საღამო უფრო გამოგვივიდა ვიდრე მხიარული. ეს გოგოებს ვუთხარი მაშინ ასე , თუმცა მაგ საღამომ ჩემი ცხოვრება მთლიანად თავდაყირა დააყენა.

თავიდან ბევრი ვიცეკვეთ, მერე დავლიეთ და როგორც ყოველთვის სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექით. ასეთ ხასიათზე მხოლოდ ჩვენ ოთხს გვყავდა ერთმანეთი ნანახი. მე, სალიმ , ანამ და თიკამ ერთი სკოლა დავამთავრეთ. თიკა ჩვენზე 2 წლით დიდია და არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რთული მომენტი, რომ მისგან კომპეტენტური და სასარგებლო რჩევა არ მიმეღო. მოკლედ ღამის პირველი საათი იყო დაწყებული მეორე სართულზე ვიყავით დივანზე ვისხედით ფეხებ აწყობილები და ვსაუბრობდით. მე ავდექი წითელი ღვინო დავისხი და აივანზე გავედი. მაისის შუა რიცხვები იყო. არც ციოდა, არც ცხელოდა. მაგრამ იმ საღამოს განსაკუთრებულად სასიამოვნო სიო უბერავდა. ცა ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი და ბნელ ღამეს სავსე მთვარე ანათებდა. ვიცი ეს ყველაფერი რამდენად ბანალურად ჟღერს , მაგრამ ყველაფერი ზუსტად ასე იყო. მე კიდე ვიდექი აივანზე და ამ სიოთი ვტკბებოდი , წითელი ღვინო კი უფრო და უფრო მეკიდებოდა. უცბად ხმაური გავიგე და ქვემოთ ჩავიხედე, დავინახე როგორ ძვრებოდა გალავანზე ვიღაც შავებში ჩაცმული ტიპი. ეგრევე სახლში შევვარდი გოგოები ჩემზე ნასვამები იყვნენ , ასე რომ მათთვის არაფერი მითქვამს. ჩავედი პირველ სართულზე , პირველი რაც ხელში მომხვდა იყო ქოლგა, რომელიც გასასვლელ კარებთან იდო. ავიღე , კარები ნელა გავაღე და ეზოში გავედი დავინახე ის შავებში ჩაცმული ბიჭი ხესთან იდგა და თითქოს ვიღაცას უთვალთვალებდა, ან იმალებოდა, მაშინ დანამდვილებით ვერ მივხვდი. უკნიდან მივეპარე და ქოლგა მთელი ძალით მოვუქნიე. თავში მოხვდა. ბიჭი გაოგნებული სახით მოტრიალდა

-რას აკეთებ გაგიჟდი?

-მე გავგიჟდი? უცხოს სახლში შენ იპარები და კიდე მე გავგიჟდი?

-კაი რაიყო 2 წუთში წავალ მაცადე. ნუ ღელავ არც ქურდი ვარ და არც ყაჩაღს ვგავარ მემგონი. -მე ცოტა დავმშვიდდი და მის გვერდით დავდექი და იქით დავიწყე ყურება საითაც ის იყურებოდა.

-თუ ქურდი არ ხარ აბა ვინ ხარ? -სახეზე შევხედე და არ ვიცი საიდან, მაგრამ ვიცოდი რო უეჭველი სადღაც მყავდა ნანახი.

-ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ცოტახანი ჩუმად იყავი. -ხელი ხელზე მომკიდა და თავისკენ მიმწია, რომ გარეთ მყოფ ხალხს არ დავენახე. ასე ვიდექით სადღაც 2 წუთი. გაიარეს თუ არა მე კითხვა არ დავაყოვნე :

-ახლა ამიხსნი რა ხდება? -მერე ხელზე დავხედე რომ მეთქვა გამიშვითქო, მაგრამ ხელი საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა. სისხლიანი. მერე რამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით და ის მომიტრიალდა.

-ვიცი, ის ბიჭი ხარ კაფიდან. მოლარე რომ გათშვამდე ცემე. -შუბლი შემეჭმუხნა და ხელი გავაშვებინე.

-ხო ეგ ვარ, ოღონდ ყველაფერი ისე არ არის როგორც ახლა წარმოგიდგენია და სხვათაშორის ჩემთან ვალში ხარ.

-შენთან ვალში რატომ უნდა ვიყო ვითომ, არც კი გიცნობ.

-ქოლგა ისე მწარედ მომხვდა თავში მგონი გამიტეხე.

-მართლა ? -შეწუხებულმა ვკითხე მე და თავზე თვალიერება დავუწყე , თუმცა ვერაფერს ვხედავდი რადგან ჩემზე ბევრად მაღალი იყო სადღაც 1.90მდე მეკიდე ფეხსაცმლის გარეშე 1.74 ვიყავი.

-კაი ნუ ნერვიულობ, ვიხუმრე. -გაეღიმა უცნობს. – მისმინე, შენი შეშინება არ მინდოდა და ახლა უნდა წავიდე. -გალავნიდან ყურება დაიწო.

-შენ ყველა დაპირებას ასე ასრულებ? -ვკითხე მე

-ნუღელავ ყველაფერს აგიხსნი , მაგრამ ახლა არა.

-და რატომ ვითომ. -თმა უკან გადავიყარე და მასთან მივედი. -ჩემი დაქალის ეზოში შემოჭრილი უცხო ტიპი უნდა გავუშვა , თან ახსნა- განმარტების გარეშე?

-არ ვარ ვალდებული მთვრალ გოგოს რამე ავუხსნა. თან ყველაფერი ჩახლართლია. მითხარი რომელ სკოლაში სწავლობ ხვალ მოგაკითხავ და სადმე დავსხდეთ.

-აუ ეს ნახე რააა… ჯერ ერთი მთვრალი არვარ , მერე მეორე სკოლა 2 წლის წინ დავამთავრე და მერე მესამე შენთან ერთად არსად დაჯდომას არ ვაპირებ.

უცნობს გაეცინა…

-შენ რომ ბრაზდები ცალწარბს სულ ასე წევ?

მე მივხვდი რომ წარბი მართლა აწეული მქონდა. გვერდზე გავიხედე და მერე ისევ თვალებში შევხედე.

-არა. -ვუპასუხე მოკლედ და კონკრეტულად

-იცი ? მართალი ხარ. რატომ უნდა შეხვდე ვიღაც უცხოს , რომელიც სხვის ეზოში შეიპარა.

-ხო ზუსტად. და თან მოლარე ცემა. -დავამატე მე.

-არა, ეგ სხვა საკითხია. კარგი წავედი და ადი სახლში გრილა და თან მთვრალი ხარ, თან ფეხშიშველი… -ეს მითხრა გალავანზე აძვრა და გაუჩინარდა.



დილით თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. ავდექი, შხაპი მივიღე. მერე გუშინდელი ამბავი გამახსენდა. რამდენიმე წუთით მეგონა რომ დამესიზმრა , მაგრამ მერე ეზოში ჩავედი და შუაზე გადამტვრეული ქოლგა ვნახე. -ღმერთო ჩემო, ნუთუ მართლა ასე მწარედ ჩავარტყი… მერე სახლში ავედი, ჩავიცვი და გადავწყიტე ფეხით წავსულიყავი იქვე ყავის დასალევად. კაფესთან მივედი , თუმცა კარები დაკეტილი იყო. მერე გამახსენდა რომ ჯერ დილის 9ის ნახევარია და მინის კედელს მივეყრდენი თავით. გუშინდელის კარგად გახსენებას ვცდილობდი.

-ძაან ადრე ხოარ მოგივიდა მოსვლა? -ნაცნობი ხმით მკითხა უცნობმა ბიჭმა. მე მივტრიალდი გაკვირვებული.

-შენ რაარი სულ ასე მოულოდნელად ჩნდები ყველგან? – შევუბრუნე კითხვა გაღიმებულმა.

-არა, უბრალოდ ყავისთვის მოვედი. -მიპასუხა მან. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კაფის კარი გააღო, მერე ხელი კარებისკენ გაიშვირა, არვიცი ასე რატომ მოიქცა, მაგრამ თბილისში არც ისე ბევრი ბიჭი იყო, ვინც გოგოს პირველი ატარებდა კარში. ეს ფაქტი მესიამოვნა და კაფეში კმაყოფილი სახით შევედი.

-აქაც დაუკითხავად შემოდიხარ თუ შენი კაფეა? -მივუტრიალდი მე.

-არა, არც დაუკითხავად შემოვდივარ, და არც შემი კაფე არ არის.

მე დავინები და ბართან მივედი.

-იცი ყავის გაკეთება ? -მკითხა მან

-არა არ ვიცი. დიდად ყავის მოყვარული არ ვარ უბრალოდ გამოფხიზლება მჭირდება. -მოვატყუე, ოღონდ რატომ მეთვითონაც არვიცი.

მას გაეცინა და ყავის აპარატთან მივიდა.

-ახლა მე გაგასინჯებ ჩემს საყვარელ ყავას და მითხარი როგორი გემოვნება მაქვს.

მეც დავთანხმდი … ვუყურებდი , როგორ აკეთებდა ყავას. კაპუჩინო ორნახევარი კოვზი შაქრით, ზუსტად ისე როგორც მე მიყვარს. ჭიქა მომაწოდა მეც ისე დავაგემოვნე ვითომ პირველად ვსვამდი. მერე ვკითხე :

-მეხუმრები ხო

-რატომ? -მკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა.

-მოგატყუე, როცა გითხარი ყავა არ მიყვარსთქო. ყავის გიჟი ვარ და ეს ჩემი საყვარელი ყავაა.

უცნობს გაეცინა, ყავა მოსვა და მითხრა :

-ეს შენი კი არა ჩემი საყვარელი ყავაა.

-შენ ყველაფერზე ასე სულელივით იცინი? -გამეცინა მეც

-არა, შენზე მეცინება. -სახე დაასერიოზულა და თვალებში შემომხედა.

-მეშინია შენი. -მეც სერიოზულად ვუთხარი, თან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მწვანე თვალები ჰქონდა. ძალიან თბილი , იმდენად თბილი, რომ ვგრძნობდი როგორ გამოდიოდა მისი თვალებიდან რაღაც უხილავი, სხეულის გარშემო მეხვეოდა და მათბობდა. მას არაფერი უპასუხია. ასე ვისხედით ჩუმად და ყავას ვსვამდით.

-თოკა მქვია. -იატაკს მზერა მოვაშორე და შევხედე.

-მე მეგი. -რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ვიპასუხე.

-ლამაზი სახელია. -შემომხედა თვალებში, სახეზე ღიმილის ნარჩენიც აღარ ჰქონდა.

-სულ ასეთი ბანალური ხარ? -ვკითხე მე.

-ბანალური რატომ?

-ბიჭების შეუცვლელი ფრაზა “ლამაზი სახელია”…

-ასეთი სახელით არასდროს არავის ვიცნობდი და უბრალოდ მომწონს ესაა და ეს. -ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ისე ვლაპარაკობდით. მთელ კაფეში მხოლოდ მე და ის. გარეთ მანქანებიც კი ათასში ერთხელ გაივლიდნენ. არ ვიცოდი ვინ იყო, იმ ბიჭს რატომ სცემა, ან ჩემი დაქალის ეზოში რატომ შემოიპარა და ვიღაცებს რატომ უთვალთვალებდა, მაგრამ მასთან ისე მშვიდად ვგრძნობდი თავს , მეგონა საკუთარ სახლში ვიყავი.

-იმ ბიჭს ვინც მე ვცემე გიორგი ჰქვია. ეს კაფე ჩემი ძმაკაცისაა. მის დას კი ანანო ჰქვია. გიორგი თავს მაგარ ბიჭად ასაღებს და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამის ხალხისთვის დაჯერებას გოგოებთან უზრდელობით ცდილობს.

-შეგიძლია აღარ გააგრძელო.მესმის… -ჩუმად ვუთხარი და თავი დაბლა დავხარე. არვიცი რატომ მაგრამ აღარ შემეძლო თვალებში შემეხედა. იმიტომ არა რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი…უბრალოდ არვიცი…

-რაც შეეხება უცხო ეზოში შეჭრას. წუხელ სახლში ვბრუნდებოდი და მივხვდი როგორ მომყვებოდა უკან რამდენიმე ბიჭი. ისიც ვიცოდი რა მელოდა როგორც კი ჩემს სადარბაზოს მივუახლოვდებოდი. არ გეგონოს რო რამეს გავურბივარ…

-ვიცი რო არ გაურბიხარ. უსამართლობაა, როცა რამდენიმე ადამიანი ერთს ურტყამს. მეც ეგრე მოვიქცეოდი შენს ადგილას. -გავაწყვეტინე მე…

მას ისევ გაეღიმა…მეც გამეღიმა… მერე ცოტახანი ასე ვისხედით… ჩუმად, მომღიმრები. უფროსწორედ ის ბართან იდგა, ყავას სვამდა და დროდადრო გამომხედავდა ხოლმე.

-თავი როგორ გაქვს? -დავარღვიე სიჩუმე მე.

-მემგონი კარგად. -ისევ გამიღიმა და ხელი თავისკენ წაიღო… მე ფეხზე წამოვდექი, ჭიქა ბარზე დავდე და თოკასთან მივედი…

-დაჯექი. -თვალებით სკამისკენ ვანიშნე. ისიც დამემორჩილა. თმა გადავუწიე და აშკარად გატეხილი ჰქონდა.

-გუშინ დაიმუშავე ჭრილობა? თმა გავუსწორე.

-რა იყო ნანობ? -ამომხედა და სიცილი დაიწყო.

-დავუშვათ ვნანობ, მერე?

-არაფერი მეგ. ადგა, ყავა აიღო და ბარს მიეყუდა , თან თვალებში მიყურებდა. უცებ დავიბენი. ძაან ახლოს ვიყავი მასთან, თვალები მის მხურვალე გამოხედვას მოვაშორე და აფორიაქებულმა ვუთხარი :

-უნდა წავიდე.

-ერთი კითხვა მაქვს შენთან. შეიძლება? -მისი თვალისმომჭრელი ღიმილით მკითხა.

-გისმენ. -ისევ მას შევხედე…

-რძიანი შოკოლადი უფრო გიყვარს თუ თხილით და ქიშმიშით.

-აუ თოკა მოეშვი ჩემი აზრების წაკითხვას. -სიცილი ამიტყდა . ერთად ვიცინოდით.

-მეც ორივე მიყვარს. კაი ეხლა შეგიძლია წახვიდე. -მე ხმის ამოუღებლად, გაბრწყინებული სახით, მანქანის გასაღები ავიღე და კარებისკენ წავედი, მერე გავჩერდი.

-ყავისთვის მადლობა…

-არაფრის. -მომაძახა მან და მეც გავედი…

იმ დღემ როგორ ჩაიარა რომ მოვყვე რეალისტი ადამიანი დამცინებს.ხო … მასზე ვფიქრობდი… არ ვიცნობდი მას, მაგრამ მჯეროდა იმის რაც მითხრა. შეუძლებელი იყო მისი თვალების პატრონს მოვეტყუებინე.

იმ საღამოს სალიმ დამირეკა , რას შვები გამო ჩემთანო. იმედი მქონდა, რომ მასთან თოკას ისევ შევხვდებოდი, ამიტომ უარი არ მითქვამს. ზოგადად მომზადებას საშუალოდ ნახევარ საათს ვანდომებ ხოლმე, მაგრამ მაგ საღამოს დაახლოებით 2 საათი ვემზადებოდი და სადღაც 10 საათისთვის როგორც იქნა მივბობღდი სალისთან. მეორე საღამოს თიკა უნდა გაგვეცილებინა აეროპორტში, მაგაზე ვილაპარაკეთ. მინდოდა სალისთვის იმაზე მომეყოლა, როგორ შემოიპარა მის ეზოში ის დარტყმული, თავს ვალდებულადაც კი ვთვლიდი, მაგრამ არაფერი მითქვამს. ან რა აზრი ჰქონდა. მოკლედ თოკა იმ საღამოს არ გამოჩენილა.


ferrerotako - ავტორი



№1 სტუმარი ემა

იჟდები ამ ისტორიაზე
მითუმეტეს თაკოზე
იმედია სხვა ნკითხველსაც მოეწონება და დააინტერესდება

 


№2  offline წევრი მოლურჯო

Veronika
Vgijdebi am istoriaze <3

ქართული ასოებით წერე კომენტარები ძალიან გთხოვ
--------------------
მარიამი

 


№3 სტუმარი მარეე:)

ეს საიტი სერიოზულ დეფიციტს განიცდის ნორმალური ისტორიებისას:დდ მშრალი იყო ძალიან...

კარგი იყო ძალიან.

 


№4  offline წევრი მოლურჯო

მარეე:)
ეს საიტი სერიოზულ დეფიციტს განიცდის ნორმალური ისტორიებისას:დდ მშრალი იყო ძალიან...

კარგი იყო ძალიან.

წყნარად :) რას გადამეკიდე
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent