შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს სიყვარული მართავს (დასარული)


30-12-2015, 15:59
ავტორი Lanaa
ნანახია 2 596

ხუთი თვეც მალევე გავიდა..
გამოცდები ჩავაბარე და ატესტატი უნერვიულოდ ავიღე. ეხლა კი უნივერსიტეტის ჯერიც დადგა, მაგრამ უნივერსიტეტამდე 3თვიანი სრული ბედნიერება მქონდა მონიჭებული. ზაფხულიც თვალისდახამხამებაში მოვიდა,მშობლებიც ჩამოვიდნენ, რასაც დიდი სიხარულით და ეიფორიებით შევხვდი. ეხლა კი მე, ანი,იოანე და დემეტრე ბათუმში მივემგზავრებით.

5საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა სასტუმროში მივედით. ჩვენ ,,შერატონში“ვისვენებდით.. სიმართლე გითხრათ ძალიან მოვიხიბლე ბათუმით.. ზღვა.. ზღვა.. ეს ის იყო რაც ეხლა მჭირდებოდა, ამიტომ მე და ანი ჩასვლისთანავე ზღვისკენ სულმოუთქმელად გავემართეთ. ორივემ ცურვა კარგად ვიცოდით, ამიტომ პირველი დღის 2საათი კარგად შევირგეთ და ნომრებში დავბრუნდით. ბიჭებმა გაგვაფრთხილეს, რომ საღამოსთვის მზად ვყოფილიყავით.. ჩვენც წყალი გადავივლეთ და მოწესრიგებას შევუდექით.

ღია ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ლიზა სარკის წინ იდგა და მაკიაჟს იკეთებდა. ეს საქმიანობაც მალე დაავთავრა და ანისთან ერთად ხელჩაკიდებული ნომრიდან გავიდა...
ბიჭებთან ერთად ბათუმის ლამაზ ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტეთ.. ნაყინებიც ვიყიდეთ და ბულვარი, პარკი, კაფეები, რესტორნები ყველაფერი შემოვიარეთ.. ორი კვირაც ესე გავიდა. ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, რომ არა ერთი შემთხვევა:
მე და ანი ზღვაზე ვიყავით, როდესაც თავზე დევდარიანი დაგვადგა. მომესალმა როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჯერად უფრო თბილად და ინტერესით. მკითხა როდის ვაპირებდი თბილისში დაბრუნებას. მეც ყველა კითხვაზე ამომწურავად გავეცი პასუხი და დევდარიანის ქცევებს გამალებით ვაკვირდებოდი. სიგარეტი რამოდენიმეჯერ მოწია, შემდეგ კი სველ სხეულზე მიმიხუტა, რაც არ მესიამოვნა და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მალევე წამოვედით. საღამოს კი დევდარიანის ზარს ვუპასუხე. მის მიმართ არასდროს არ ვყოფილვარ მტრულად და ცუდად განწყობილი, ამიტომ მის შემოთავაზებასაც დავთანხმდი და საღამოს კაფეში დავსხედით.
-ლიზა როგორი ლამაზი ხარ?!
-მადლობა დემეტრე_ნაზად გავუღიმე და წვენი მოვსვი. დემეტრე კი მაკვირდებოდა და მთელი საღამოს განმავლობაში თვალი არ მოუცილებია. საცეკვაოთაც გამიწვია, ცოტა ვისაუბრეთ, წასვლის წინ კი მითხრა რომ ვუყვარდი, რასაც მისი ჩახუტება მოჰყვა. მეც მორცხვად დავხარე თავი, დავემშვიდობე და სასტუმროში გავიქეცი.
სიმართლე გითხრათ მისმა ესეთმა საქციელმა გამაოცა, მაგრამ მოწონებაც დაიმსახურა. ვიცოდი, რომ ეს მომენტი აუცილებლად დადგებოდა, ჩვენ ხო დაზღვეული არაფრისგან არ ვართ.
ალექსანდრესთან ერცერთი ზარი არ მიმიღია, არცერთი წერილი, არცერთი მიყვარხარ და მენატრები და საერთოდ არაფერი.. დღეები დღეებს მისდევდა, ალექსანდრე კი არსად ჩანდა. ეხლა კი მის ადგილს დემეტრე იკავებდა. ყოველ წამს დემეტრეს ყურადღების ქვეშ ვიყავი, მაგრამ მე ხო ალექსანდრე მიყვარდა? შეუძლებელი იყო ის ესე ადვილად დამევიწყებინა? მას ვკარგავდი? იქნებ უკვე დამკარგა.. იქნებ ამერიკაში სხვა იპოვა, რომელსაც ჩემზე უკეთ უგებს და ბედნიერია... ბევრჯერ მიკითხავს ანდრიასთვის და იოანესთვის მისი ამბავი, მაგრამ ამაოდ... მათგან სულ უარყოფით პასუხს ვგებულობდი, რაც გულს ძალიან მტკენდა.

მალევე მიიწურა სანატრელი ზაფხულიც და ისევ ოცნებად მექცა ზაფხულის დადგომა. უნივერსიტეტისთვის ახალი ნივთების, ტანსაცმელების, ჩანთების და ათასი რაღაცის ყიდვა გადავწყვიტეთ და 1კვირის განმავლობაში თბილისის არცერთი მაღაზია არ გამოგვიტოვებია. დატვირთულნი შევხვდით სწავლის დაწყებას.. რათქმაუნდა საუკეთესო დაქალები ვიყავით.. ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით, ეხლა კი კავკასიის უნივერსიტეტშიც ერთად მოვხვდით და სრული ბედნიერებისთვის მეტი რაღა გვინდოდა.
პირველმა დღემაც კარგად ჩაიარა. ბავშვებიც მალევე გავიცანით და ყველასთან კარგი ურთიერთობა დავიჭირეთ. პირველ დღეს მეორე მიჰყვა, მეორეს მესამე და ესე გადიოდა დრო.. მე კი ველოდებოდი ალექსანდრეს ჩამოსვლას და დემეტრესგან ყოველდღე ახალ-ახალ საჩუქრებს. როგორც თავიდან ვთქვი დემეტრემ დედ-მამის გული ადვილად მოიგო და ოჯახში სიარულსაც მოუხშირა. საწინააღმდეგო რათქმაუნდა არაფერი მქონდა. ყურადღებას თითქმის არ ვაქცევდი, რადგან მთელი ყურადღება სწავლაზე მქონდა გადატანილი.. მასაც რათქმაუნდა ეს არ სწყინდა.. ხანდახან შემომიხედავდა ხოლმე ოთახში და რაღაცეების მომზადებაში მეხმარებოდა. მისგან უსაზღვრო სიყვარულს და სითბოს ვგრძნობდი. ეს ადრეც განმიცდია.. ადრე.. ეს ყველაფერი ადრე იყო. ის სითბო, ის სიყვარული, ის სიხარული წარსულს ჩაბარდა. ეხლა კი ახალი ცხოვრება იწყება ახალი ადამიანებით!!

ალექსანდრეს წასვლიდან 2წელი გავიდა, მე კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივსდევდი.. არაფერი მაწუხებდა. ყველაფერი მქონდა რასაც კი მოვისურვებდი, მაგრამ იყო დრო, როდესაც სანდროსთან გატარებული ყოველი წუთი მახსენდებოდა და ხშირად ვიწყებდი ტირილს, მაგრამ დრო.. დრო გადის და თითქმის ყველაფერი დავიწყებას მიეცემა ხოლმე. როდესაც ვერ იღებ ადამიანისგან იმას, რასაც უწყვეტად გაძლევდა და მის ადგილს სხვა იკავებს რათქმაუნდა რთულია, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ. როდესაც გივიწყებენ, როდესაც მის პირობას აღარც კი ასრულებენ და გტოვებენ.. გტოვებენ ისე, თითქოს არაფერი გაკავშირებდეთ, თითქოს.. ალბათ სათქმელი აღარაფერია..
ანის დამშვიდებასაც ბოლო არ უჩანს... დემეტრესთან ურთიერთობას მაყვედრის. კი მაგრამ რატო? ისიც ხო ადამიანია.. მასაც უყვარს.. მე კი მიმატოვეს და დავრჩი მარტო.. დემეტრესთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. ყველაფერი ისე წავიდა, რო არც მოველოდი.. გამუდმებით მიწევდა ანდრიას, ანის და იოანეს ჩხუბი იმაზე, რომ მე დემეტრესთან არ უნდა ვყოფილიყავი.. ანიც ვეღარ მიგებს, დემეტრე კი უფრო და უფრო დიდ ყურადღებას მანიჭებს.

გავიდა 1წელი...
გავიდა 2წელი...
გავიდა 3წელი... ამ სამი წლის განმავლობაში შევიცვალე? თავში უამრავი კითხვა მომდის, მაგრამ პასუხს ვერ ვღებულობ. სამი წელი გავიდა, მე კი ის აღარც კი მახსოვს.. მთელი ყურადღება დემეტრეზე მაქვს გადატანილი.. დემეტრეზე და ჩვენს ქორწილზე, რომელსაც სულმოუთქმელად ველით და რომელიც ჩვენს ოჯახის წევრებს ესე ძალიან უნდათ. ინივერსიტეტი დაუმთავრებელი მრჩება, მაგრამ არაუშავს.. ეგეც მოიცდის..

ქორწილამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი.. ვერ ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ვერ ვიჯერებ რომ ჩემი ქმარი თვით დემეტრე დევდარიანი იქნებოდა... ეს ხო წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ანი ძალიან გაბრაზებული იყო, ერთადერთი დაქალის ქორწილში როგორ არ უნდა მოსულიყო. ქეციანი ძაღლებივით დავრბოდით იქეთ-აქეთ. ანისაც კაბა უკვე არჩეული ჰქონდა. ქორწილამდე კი დღეებს და წუთებს ვითვლიდით..

ანდრიას ნაამბობი:
როცა არ ველოდებოდით მაშინ გამოჩნდა ალექსანდრე. სრულიად შემთხვევით!! მე და იოანე ლაპარაკში ვიყავით გართული, როდესაც ტელეფონზე უცხო ნომერმა დამირეკა. მივხვდი, რომ აქაური ნომერი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ დაუყუვნებლივ ვუპასუხე:
-გისმენთ
-ბიჭო როგორ ხართ? ალექსანდრე ვარ
-ალექსანდრე ხარ კი არა სად ჩემს*** ხარ?
-ბიჭო ციხიდან გუშინ გამოვედი და ეგრევე საქართველში მოვდივარ. ლიზა სად არის?
-ლიზა სად არის? 1წელი კი არა 3წელი არ ჩამოსულხარ და ეგ შენი ლიზა ზეგ თხოვდება.
-თქვენ *****ხო არ გაქვთ? ვის მიყვება თქვენ ხო არ გარეკეთ ბიჭო?
-დემეტრეს მიყვება, დემეტრეს..
-დღესვე წამოვალ საქართველოში_მითხრა თუ არა ტელეფონი გამითიშა.
-ვინ იყო ბიჭებო?_მხიარულად შემოვიდა სამზარეულოში ანი.
-არავინ_მკვახედ მივუგე და იოანეს მივუბრუნდი. მან მხრები აიჩეჩა და ანისთან ერთად სასეირნოდ წავიდა...

ალექსანდრეს ნაამბობი:
აღარ ვიცოდი რა მექნა.. ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა სხვას მიყვებოდა ცოლად.. რაც კი გამაჩნდა ყველაფერი ჩავალაგე და საქართველოში წამოვედი.. მაგრამ რა მინდოდა საქართველოში? ის თხოვდება.. ის, ვის გამოც მთელ სიცოცხლეს დავთმობ. ვეღარ ვაზროვნებდი. მე მის დაკარგვას ვერ გადავიტანდი. ლიზა ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის გარეშე სიცოცხლეც არ მინდოდა.. თუ ის გვერდით არ მეყოლება ჩემს სიცოცხლეს რა აზრი ექნება?! თვალები დავხუჭე და ფიქრებში გადავეშვი. ვიხსენებდი იმ დროს, როდესაც უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით და ამ ფიქრებში ჩამეძინა.
რამოდენიმე საათში უკვე საქართველოში ვიყავი. ტაქსში ჩავჯექი და ჩემი ძველი ბინისკენ გავემართე. გზაში ანდრიასაც დავურეკე და ვუთხარი ბიჭებთან ერთად ჩემთან გამოსულიყო ისე, რომ არც ანის და არც ლიზას არაფერი გაეგო.
საღამოს სასმელებით დატვირთულნი მოვიდნენ ჩემთან ბიჭები. აღარ ვიცოდი საიდან დამეწყო ან რა უნდა მეთქვა...
-ბიჭო რა უნდა ქნა?_უიმედოდ შემომხედა იოანემ. მეც უიმედოდ გავაქანე თავი და არაყი გადავკარი.
-აუ რა შარში ხარ!!_დაამატა ლუკამ.
-უნდა შეეგუო რა. ლიზას ცხოვრებას ვეღარ დაუნგრევ. ხვალ თხოვდება და შენი აზრით იზავ რამეს?
-დემეტრე ლიზას არ დათმობს
-არც მე დავთმობ ლიზას_მუშტი დავარტყი მაგიდას.
-ბიჭო ეგრე ვერ გაწირავ და ვერ დაუნგრევ ცხოვრებას...
-ცხოვრება მაშინ დაენგრევა, როდესაც დემეტრეს გაყვება ცოლად!! ჯვარს რომელ საათზე იწერენ?
-ორზე,ორზე. რას აპირებ?
-ბიჭო კარგად დაფიქრდი, რამე არ მიქარო_ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი იოანემ.
-ლიზა დემეტრეს არ გაყვება_სწრაფად წამოვდექი, არაყის სავსე ბოთლს ხელი მოვკიდე და სახლიდან გამოვედი.

თავში ბევრი აზრი მიტრიალებდა. გამოსავალს კი მაინც ვერ ვპოულობდი. ლიზას მე ვუყვარდი ამაში 100%ით ვიყავი დარწმუნებული. ჩემს სახლთან მდებარე, კარგად ნაცნობ კაფეს მივაშურე და სასმელი შევუკვეთე. არაყს ვისკი და ლუდიც დავაყოლე და გვერდით მჯდომს მივუბრუნდი.
-ქალბატონო, იცით რა არის სიყვარული?_ჩემს კითხვაზე ნაზად გაიღიმა და მომიბრუნდა:
-რათქმაუნდა და თქვენ რას მეტყოდით ამის შესახებ?
-მე რაღა უნდა გითხრათ, ერთადერთი სიყვარული მითხოვდება ქალბატონო. და გადავწყვიტე ყველაფერი დაწვრილებით მომეყოლა. თვალებგაფართოებული მიყურებდა და დროდადრო სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. როდესაც მოყოლა დავამთავრე მხარზე ხელი მომიჭირა და მითხრა, რომ... ამას მოგვიანებით გაიგებთ.
4 საათი სრულდებოდა, როდესაც ნასვამი, ფეხისბორძიკით დავდიოდი თბილისის ქუჩებში. გეზი კი ლიზას სახლისკენ მქონდა აღებული. რამოდენიმე წუთში მის ფანჯარას შევყურებდი და ვხედავდი, რომ ლიზას არ ეძინა. ჯერ კიდევ ენთო მის საძინებელში შუქი. მეც ძალიან გამიმართლა, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდა ამიტომ რამოდენიმე მოძრაობით უკვე მის აივანზე ვიდექი. არ მინდოდა შემეშინებია. ფრთხილად გადავწიე ფარდა და ზურგით შებრუნებული, თეთრ კაბაში გამოწყობილი ლიზა რომ დავინახე გავშეშდი, კარგა ხანი ვუყურებდი მის ლამაზ სხეულს, თმებს და იმ კაბას, რომელიც ესე ძალიან უხდებოდა. მისი ტკბილი ხმაც მესმოდა. მესმოდა როგორ ღიღინებდა ,,ჩვენს“ საყვარელ სიმღერას. ალბათ კიდევ დიდი ხანი ვიდგებოდი და თვალდაუხამხამებლად ვუყურებდი მას, მაგრამ დრო აღარ ითმენდა...
-გიხდება!_ჩუმად წავილუღლუღე და წინ რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი. ლიზას რეაქციას ვერ ავღწერ. არც კი ვიცი რა სიტყვები ვიხმარო. სახეზე ათასმა ფერმა გადაურბინა, ცრემლიანი თვალებით ამომხედა და წაბორძიკდა. ხელი მალევე მივაშველე და ლოგინზე ჩამოვაჯინე. ის კი მალევე მომშორდა და ფეხზე წამოდგა.
-შე... შეენ? რა გინდა? აქ რატო მოხვედი?
-სტუმრებს ესე ხვდები ლიზა?
-რა გინდა თქო?_მისი საუბარი ყვირილში გადადიოდა.
-შენთან სალაპარაკოდ მოვედი.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს ეხლავე წადი აქედან!
-არსად წასვლას არ ვაპირებ სანამ არ მომისმენ_კედელს მიეყრდნო და თვალები ჩემსკენ გადმოაგორა.
-ხვდები მაინც რას აკეთებ? ხვდები მაინც ვის მიყვები ცოლად? ხვდები მაინც რა შეიძლება მოყვეს შენს ესეთ საქციელს?
-მე შენთან არაფრის გარჩევას არ ვაპირებ. როგორც ყოველთვის წახვედი და არც კი გამიხსენე. თუ ჩემს გამო ჩამოხვედი იმას გეტყვი რომ აზრი არ აქვს. მე დემეტრეს მივყვები ცოლად. ამას კი ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ შეცვლის, იმიტო რო მე მასთან ბედნიერი ვარ. შენ კი.. შენ წახვედი და მომატოვე. სათქმელი აღარაფერია!! ეხლავე წადი!!
-შენს ის არ გიყვარს.. მასთან ვერ იქნები ბედნიერი. ლიზა შენ დემეტრეს არ იცნობ და გთხოვ ამას ნუ გააკეთებ. როცა დრო მოვა ყველაფერს საწვრილებით მოგიყვები, მაგრამ ეხლა დრო ცოტაა.. ლიზა შენ ეს არ უნდა გააკეთო.
-რატო ვერ ვიქნები მასთან ბედნიერი? 3წელი ცოტა დრო არაა სანდრო. მე ის კარგად გავიცანი ეხლა კი გითხარი, რომ ვერაფერს ვერ შეცვლი.
-შენ ის არ გიყვარს!
-მიყვარს სანდრო, მიყვარს!_ამ სიტყვების გაგონებაზე ლიზას მივვარდი და მკლავებში ხელი მაგრად მოვკიდე.
-შენ ის არ გიყვარს ლიზა!!_ცრემლები გაუჩერებლად მოდიოდა, ჩემი ხელებიდან თავი დაიძვრინა და აქვითინებული სარკესთან ჩაიკეცა.
-გახსოვს როგორი ბედნიერები ვიყავით? შენთან გატარებული ყოველი წუთი და წამი მიყვარდა. ყოველი წუთი და წამი უსაზღვრო ბედნირებას მგვრიდა. გახსოვს როგორ ვაწყობდით ერთად მომავლის გეგმებს? გახსოვს ბავშვობიდან როგორ მოვედით აქამდე? ბავშვობიდან ერთად მოვდივართ ლიზა და ეხლაც ერთად ვართ. ჩემთვის ყველაზე კარგი შენთან გატარებული წლებია და მე არ დავუშვებ, ყველაფერი ესე დამთავრდეს.
-რათქმაუნდა და შენ ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაამთავრე. შენ წახვედი... მთელი 3წელი გელოდებოდი. მთელი 3წელი!! ეს იცი რას ნიშნავს? იმას რომ მიყვარდი ყველაზე მეტად ალექსანდრე. ყველაზე მეტად შენ მიყვარდი და არ დავუშვი, რომ ჩვენი ოცნებები ესე უბრალოდ გამექრო, მაგრამ.... გელოდე.. ალბათ უსაზღვროდ. ეს სამი წელი უსასრულო იყო. ხვდები მაინც? არც ერთი მესიჯი, არც ერთი დანარეკი, არც ერთი გახსენება და საერთოდ არაფერი. იცი რა სანდრო? ეს ყველაფერი უკვე დამთავრდა. გთხოვ წადი აქედან. ყველაფერი დამთავრდა.. ყველაფერი. გამოსავალიც აღარ არის მე ვთხოვდები, მაგრამ არა შენ, არამედ სხვას მივყვები ცოლად.
-ვიცი დაგპირდი, რომ მალევე ჩამოვიდოდი, მაგრამ გამიგე ციხიდან გამოვედი თუ არა ეგრევე საქართველოში წამოვედი აქ კი ესეთი ამბავი დამხვდა. დღე არ გავიდოდა შენზე რო არ მეფიქრა, დღე არ გავიდოდა ერთად გატარებული დღეები რომ არ გამხსენებოდა. აი ის დღეები წყნეთში რომ გავატარეთ. შოკოლადით მოთხაპნილი სახეები და ფქვილში ამოსვრილი ლიზა არასდროს არ დამავიწყდება!!! არაფერი არ დამთავრებულა, იმიტომ რომ ყველაფერი ეხლა იწყება დამიჯერე!! აქედან მარტო არსად არ წავალ. ან პირობით ან შენთან ერთად!_ლიზა ერთ წერტილს შეჰყურებდა და ისევ უწყვეტად მოსდიოდა ცრემლები. ფრთხილად წამოვაყენე და გულზე მივიკარი, ნაზად დავეწაფე მის ბაგეებს, მაგრამ მალევე გამშორდა:
-აღარ შემიძლია... გთხოვ ალექსანდრე, წადი!!
-ორ საათზე სკვერის მთავარ შესახვევთან დაგელოდები...
-არა, სიგიჟეა!
-ლიზა დაგაქვრივებ. ახალ ჯვარდაწერილ ქმარს მოგიკლავ და ხელიც არ ამიკანკალდება იცი!
უხმოდ გადაძვრა აივნიდან, არაყის ბოთლს ხელი მოკიდა და მალევე მიეფარა თვალს. რათქმაუნდა არაფერი განსაკუთრებული, მე თავიდანვე სიჩუმე მიყვარდა.

არც კი ვიცოდი რა მექნა. მე ალექსანდრე მიყვარდა ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ ეს საქციელი ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. ხალხი რას იტყოდა? დიახაც! ეს ჩემი ოჯახის შერცხვენაც იყო, მაგრამ ის ეჭვები, რაც დემეტრესთან დაკავშირებით მაწუხებდა რომ გამართლებულიყო? იქნებ მართლაც მხოლოდ ქონება აინტერესებს და იმასაც ვერ ვხდები, რატომ მეუხეშება ესე ძალიან? მხოლოდ იმას ვხვდები, რომ სანდროს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მაგრამ ეს ყველაფერი არარსებულია. ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არსებობს! მაგრამ არსებობს ფრაზა: გამოსავალი ყოველთვის არსებობს! გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება!!

8საათზე ანი შემოვარდა ოთახში და ქორწილის სიმღერა ბოლო ხმაზე ჩამირთო.
-ადექი,ადექი,ადექი დედოფალოოოოო... დღეს შენი ქორწილია!!!
-ანი დამაძინე რა..
-დებილი ხარ? 9ზე სალონში ვართ ჩაწერილი გოგო.
-ვაიმე ქორწილი_ელვადარტყმულივით წამოვვარდი და სააბაზანოში შევვარდი. მალევე მოვწესრიგდი და ჩემი მანქანით გავწიეთ სალონისაკენ.
თმებიც და მაკიაჟიც გავიკეთეთ და სახლში მისულს დედა მოსული დამხვდა.
-ვაიმე ეს ლამაზმანი ვინ არის?
-კარგი ნუ მაწითლებ დედა_გულში ჩამიკრა და მანიშნა ზევით ავსულიყავი. მეც ანისთან ერთად ოთახში ავედი და კაბის ჩაცმას შევუდექი. ანიც მეხმარებოდა და ჩემს ცრემლიან თვალებს რომ შეხედა მასაც აეტირა და ჩემს დამშვიდებას შეუდგა.
-რა გჭირს ჩემო ლამაზო? რა გატირებს?
-არ ვიცი ანი_ნაზად გავუღიმე
-კარგი რა.. ქორწილია და ტირილი არ შეიძლება გამხიარულდი ეხლა გამიცინე!!_მეც უხმოდ გავუცინე და ვანიშნე კაბა შემიკარი თქო. ისიც ნელ-ნელა, აუჩქარებლად მეხმარება კაბის ჩაცმაში და დროდადრო სახეზე შემომხედავს, ალბათ ეშინია ისევ არ ვიტირო და მაკიაჟი არ გამიფუჭდეს.
-ვააიიიმეეეეე... ულამაზესი ხარ ლიზა. მსოფლიოში ულამაზესი პატარძალი ხარ!
-და შენ თუ იცი რო მსოფლიოში ულამაზესი მეჯვარე მყავს?
-თავისთავად ჩემო სიცოცხლე.
-ოხ ოხ შეხედე შეიფერა_ანიმ ღრიალი მორთო და პოზიტიურად დატოვა ჩემი ოთახი, მე კი გამუდმებით ვაკვირდებოდი ჩემს თავს, კაბის ყოველ დეტალს და ვერც კი მივხვდი, როგორ გახდა პირველი საათი. ნერვიულობამ ამიტანა, ხელები მიკანკალებდა, კანში ვერ ვეტეოდი... რაღაც მავიწყდებოდა, მაგრამ რა?
-ლიზა გამიღე_კარებზე დამიკაკუნა დედაჩემმა და შემოსული შოკში ჩავარდა. ტირილიც კი დაიწყო ეს გოგო სხვას როგორ გავატანოო, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მოხდებოდა. მეფერებოდა, მესიყარულებოდა, გასვლის დროს კი მითხრა რომ მალევე ჩავსულიყავი და არ დამეგვიანა.
-დედა მე მარტო წამოვალ.
-რატო შვილო? რამე მოხდა?
-არა დედა არა, უბრალოდ ბოლო წუთებია და ვნერვიულობ. მარტო მინდა დარჩენა არ დავაგვიანებ ნუ გეშინია. მძღოლს ვთხოვ და ჩემი მანქანით წამომიყვანს.
-კარგი როგორც შენ გინდა ჩემო ლამაზო.

სახლი დაცარიელდა. ანიც მათ გაჰყვა. მე კი მძღოლს მთხოვე დამლოდებოდა და დაახლოებით 10წუთი მანქანაში ვიჯექი. ბოლო წუთები იყო, მე კი არაფერი მქონდა გადაწყვეტილი. თვალები დავხუჭე და გავიხსენე ის დრო, რომელიც ესე ძალიან მაბედნიერებდა. ცრემლებმა იწყეს დენა, მაგრამ ტირილისგან თავს ყველანაირად ვიკავებდი.
-ირაკლი, რომელი საათია?
-ორს აკლია ხუთი წუთი. არ დავაგვიანებთ ნუ გეშინია.
-არ მეშინია_ჩუმად ჩავიჩურჩულე და თავი მინას მივადე. სახეზე ღიმილი დამკრავდა და გამალებით ვაკვირდებოდი კაბას.
-მანდ არ წახვიდე!!_ძლივსღა ამოვიკრუსუნე.
-რა მითხარით?_გაკვირვებით შემომხედა, თითქოს ვერ გაუგია რას ვეუბნები.
-სკვერში წამიყვანე.._ისევ გაკვირვებით შემომხედა და საპირისპირო მხარეს შეუხვია. მეც მშვიდად ამოვისუნთქე.
-არავინ არ უნდა გაიგოს!
-რათქმაუნდა ლიზა, ხო იცი როგორც მიყვარხარ. ეს ჩვენს შოროს დარჩება. ვიცოდი,რომ დემეტრე არ გიყვარდა, ის ძალიან გავლენიანი ბიჭია და თვალი შენს ქონებაზე ჰქონდა დადებული ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ.
-მეც,მეც.._ირაკლი მანქანიდან გადავიდა, მეც გადავეხვიე, მადლობა გადავუხადე და საჭესთან დავჯექი. სკვერში მისულს შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ალექსანდრე დამხვდა. მანქანიდან სწრაფად გადმოვედი და მისკენ გავიქეცი. სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
-მიყვარხარ!
-მეც!_ჩემს ბაგეებს დაეწაფა და არაამქვეყნიურ სამყაროში გადავეშვი, მაგრამ ფიქრებიდან საათის ხმამ გამომიყვანა. ორი საათი იყო. ან რა აზრი აქვს დროს, მთავარია, რომ სამყაროს სიყვარული მართავს და სხვა არაფერი!!
-მანქანაში ჩაჯექი მალე_მეც უხმოდ ჩავჯექი და ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე. დედა უკვე რეკავდა.
-გამორთე ტელეფონი!_ალექსანდრეს ხმა ზედმეტად მკაცრი გამხდარიყო. მეც მას დავემორჩილე და ტელეფონი უკან გადავდე.
-სად მივდივართ?
-წყნეთში, ჯვარი უნდა დავიწეროთ, მაგრამ მანამდე ერთი საქმე მაქვს დასამთავრებელი!
-რა საქმე ალექსანდრე?
-მიდი მიდი ჩემო პრინცესა ტელეფონი ამოიღე.
-კი მაგრამ რატო? ხო გამოვრთე?
-ლიზა ტელეფონი ჩართე და ვიდეო გადაიღე_არც კი ვიცოდი რას აკეთებდა. უსიტყვოდ დავემორჩილე და როგროც თვითონ თქვა ეს გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ავტვირთე. ვიდეოში მკვეთრად ჩანდა ჩვენი სახეები და ტანსაცმელი, სადაც ალექსანდრე ამბობდა, რომ თუ კარგად მოიქცეოდნენ შეიძლება ქორწილშიც დაგვეპატიჟებინა.
ალექსანდრეს მანქანა ჩქარა დაყავდა, რაც ძაან მანერვიულებდა, მაგრამ თვალები შუბლზე მაშინ ამივიდა, როდესაც ერთ მოსახვევში მდგარი ანი და ალექსანდრეს ძმაკაცი(ლუკა) დავინახე. ისინი ჩქარა ჩასხდნენ მანქანაში და ღიმილიან სახეებს არ მაშორებდნენ. აზრზე ვერ კი მოვედი..
-სანდრო, ისე გავაკეთე ყველაფერი როგორც მითხარი. მთელი ამბავი ატყდა, მაგრამ დამშივიდდებიან_ანიმ გადაიკისკისა და ხელი ლუკას გაკრა.
-რა ხდება ამიხსნით?
-საერთოდ დაგეგმილი გვქონდა ყველაფერი... ეს ვიდეო,რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთეთ, დადებისთანავე გავუგზავნეთ დემეტრეს. ტიპი იდგა და როგორ გელოდებოდა იცი? დედაშენიც ძაან ნერვიულობდა, მაგრამ გადაუვლით არაუშავს. მგონი მამაშენი რაღაცას ხვდებოდა და დროდადრო იღიმოდა ხოლმე, თვალიც კი ჩამიკრა რამდენჯერმე... ამიტომ იქ მყოფმა ხალხმა, ყველამ იცის, რომ შენ ალექსანდრეს გაყევი და ალექსანდრეს ცოლად მოყავხარ არა ქონების გამო, არამედ იმიტომ, რომ შენ მას უყვარხარ!!!_შოკირებული ვიყავი, ალექსანდრეს ვურტყამდი ეს რა გააკეთე თქო და თან სიცილს ვერ ვიკავებდი, როდესაც წარმოვიდგინე მათი ამაზრზენი სახეები...
-ეხლა სად მივდივართ?_იკითხა ანიმ მხიარულად.
-ქორწილია,ქორწილი_წამოიძახა ალექსანდრემ და სიგნალებით აიკლო იქაურობა.

უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა, გიჟიაო და სწორედ ეს გიჟი შემიყვარდა მე.
3წელი გავიდა ამ ამბის შემდეგ...
დილა კი ,,ჩათე მუტფიმები მალე“-თი იწყება. ერთი ლოგინიდან მეორეში გადმოგორდება 3წლის იოანე და ალექსანდრეს გამალებით ურტყამს თავში პულტს. ის კი იცის რო დედა არ უნდა გააღვიძოს, რადგან მუცელში პატარა პრინცესა ყავს, რომელსაც ძილი ძალიან უყვარს.
-იოანე დამაძინე ბიჭო_ღრიალებს ალექსანდრე
-მაააა მუტფინები_წინ დაუწვა მამას. სანდროც ზანტად დგება და ურთავს მულტფილმებს, სხვა რა გზა აქვს. ისიც მხიარულად შესცქერის ტელევიზორს და ხშირად ყვირის მიდი ბიწო დაარტკი... სანდროც კვდება სიცილით და მეც მხიარულად ვიღვიძებ.
-ბიჭო ბიჭო ნახე დედიკომ გაიღვიძა_დაუძახა სანდრომ იოანეს.
-დედიკო მომენატრე_ღიმილით მორბის იოანე ჩემთან და მუცელზე მკოცნის.
-ნუ კოცნი!! ჩემია_აბუზღუნდა სანდრო
-სენი არაა
-ხო შენი არაა_ენა გამოვუყევი სანდროს და იოანე გვერდზე მივიწვინე.
-კაი იყავით თქვენ ეგრე, წავედი მე ნუტელა ვჭამო_წამოდგა სანდრო და სამზარეულოში გავიდა. მეც წამოვხტი, წამოხტომა არ ერქვა ამას, წამოვდექი ღიპითურთ და სანდროსთან მივედი.
-არც კი გაბედო!!
-კაი რა იყო გიყიდი მერე.. ღორო!!
-ღორი შენ თვითონ ხარ და მომეცი ნუტელა_გაბრაზებულმა ნუტელა გამოვართვი და ჭამა დავიწყე.. მან კი სიცილი ატეხა და აი გაისმა კარებზე კაკუნიც.
-რას შვება ჩემი ღიპუცა?_ისევ პოზივით შემოვიდა გაბერილი ანი, პატარა ელენესთან ერთად.
-ვახ ჩემი გაბერილი ცოლის გაბერილი დაქალიც მოსულა_გადაიხარხარა სანდრომ, რაზეც ანისგან გამოქნეული ბალიში მოხვდა.
-ნახე,ნახე მოქმედებენ უკვე გოგოები_ისევ გადაიხარხარა
-გოგო გაიყვანე ეს აქედან_შემომძახა ანიმ, მეც ყავით ხელში მივედი მასთან, სანდრო სამსახურში გავაცილე და ძლივსღა მოვიშორეთ მოუშორებელი ჭირი.
თითქმის ყოველი დღე ესე იწყება და რაღაცის გატეხვით მთავრდება, რასაც ალექსანდრეს და იოანეს გაუთავებელი ჩხუბი მოჰყვება ხოლმე. და აი ერთ დღესაც....
-სანდრო, გაიღვიძეე
-სანდრო, მუცელი მტკივა..
-რა ხდება ლიზა?
-სანდრო, მუცელი..
და აი დაიბადა ტასოც.. და აი გაიხსნა ფეიევერკები, გაიხსნა შამპანიურიც და ტასოს დაბადებას მთელი ჟრიამულით შეხვდნენ. დედა, მამა, დედამთილ-მამამთილი, ძმაკაცები, დაქალები ყველა მოუთმენლად ელოდებოდა სტასის დაბადებას. მეორე დღეს საავადმყოფოდან გამომწერეს და სახლში მოსულს ყველა იქ დამხვდა. ტუშტებით მორთულ ოთახში სტასი დავაწვინეთ.. სანდრო ყოველ წამს შეუხედავდა ხოლმე და ოთახიდან შემდეგი სიტყვებით გამოდიოდა. ,,ამ ბავშვს შევჭამ“, ,,სტასის ჩავკბიჩავ“ და ა.შ
მოკლედ დაიბადა ჩვენი პრინცესაც და შეიქმნა ერთი ბედნიერი ოჯახი. ხშირად გვესტუმრება ხოლმე გაბერილი ანი, ელენე და იოანე... და აი მართლაც სამყაროსაც სიყვარული მართავს და დროც კი დაინდობს სიყვარულს.
და აი მხოლოდ ერთ რამეს აქვს მნიშვნელობა, ერთადერთს: უნდა შეგეძლოს გაბედვა...



№1 სტუმარი taso

Vaime, dzalian momeshala nervebi, rato mibadze jvriswera sevastopolze -s?? erti Zustad igive dialogi iko "gadmokopirebuli" ubralod saxelebi iko shecvlili. Dzalian cudi((

 


№2  offline წევრი Lanaa

taso
Vaime, dzalian momeshala nervebi, rato mibadze jvriswera sevastopolze -s?? erti Zustad igive dialogi iko "gadmokopirebuli" ubralod saxelebi iko shecvlili. Dzalian cudi((

საერთოდ გეგმში მქონდა ეგეთი დასასრული, იმიტომ რო ჩემი ფავორიტი მოთხრობაა ,,ჯვრისწერა სევასტოპოლზე" და დასასრულიც კარგი და სასიამოვნო აქვს.. ყოველშემთხვევაში ცუდს ვერ ვხედავ ვერაფერს smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent