შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის კოცნა ყველაზე ეფექტურია (სრულად)


31-12-2015, 00:42
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 588

შანსი არ არის,რომ არ გქონდეს საახალწლო განწყობა,ოდნავ მაინც გექნება რაღაცის მოლოდინი..მეც მეგონა,რომ უაგნწყობოდ ვიყავი,მაგრამ იმ დღეს,როცა ჩემმა პატარა დამ ხელი ჩამავლო და ფანჯარასთან მიმიყვნაა,თოვლი მოდის ელენეო,სულ ავირ-დავირიე..პატარა ბავშვივით გამიხარდა ეს ამბავი.
-ელენე..ნახე რა ლამაზად ცვივა ფიფქები..-იღიმოდა ოთხი წლის ქრისტინე და ფეხებს აბაკუნებდა.
-ჩემი სიცოცხლე..-მივიკარი მკერდზე და გავუღიმე.
-გოგო,შენ იღიმი სასწაული.
-ჰო იცი,რომ ვერ ვიყავი ხასიათზე.
-იქნებ სტყუის..-დედაჩემს სიცილი აუტყდა და მანიშნა რასაც გულისხმობდა.
-რა მოიცდის ხვალამდე.
-კარგი ჰო..გაასეირნებ შენი პატარა და..-ღიმილით მითხრა მაკამ.
-კარგი-ხელში ავიტაცე ქრისტინე და კარებისკენ წავედი.
-გოგო,ბავშვს ნორმალურად ჩააცვი არ გამიციო.
-აბა რა..შტერი არ ვარ..-ქურთულში ჩავაყოფინე ხელები და თავზე ქუდი დავამხე ჩემს დას.
-ელო,საჩუქარი ჰო უნდა მაჩუქო..
-ჯერ მხოლოდ 29-ა..-გავუღიმე და თავზე ვაკოცე.
-ჩემი დიდი დაიკო..
-ჩუ ახლა..-შევუბდღვირე და შემდეგ ჩვეულად გავიღიმე.
-სასრიალოზე წავიდეთ ჰო?
-ოღონდ დიდ ხანს არ დავრჩებით,ცოტა ხნის წინ მაღალი სიცხეები გქონდა..არ დაგავიწყდეს..-დედის მზრუნველობით ვუთხარი და თავზე ქუდი ჩამოვაფხატე.
-ის ბიჭი არ არის შენ რომ მოგწონდა?-ხელი გაიშვირა ზურგით მდგომისკენ.
-ჩუ გოგო..-ხელი მივაფარე პირზე.
-არ გინდა დავპატიჟოთ..იქნებ მასაც აჩუქო რამე.
-ქრისტ,იცოდე,არც შენ გაჩუქებ არაფერს..-დავემუქრე დას.
-კარგი,ჰო..-ჩამოხტა დაბლა და სასრიალოებისკენ წავიდა.
-აქ ვიჯდექი..-გავძახე ჩემს დას,რომელსაც ჩემი ხმა სულ არ ესმოდა.
ვუყურებდი თოვას და ბავშვობა მახსენდებოდა...დედას მეც მოვყავდი ხოლმე ამ ადგილას,მეც ვუერთდებოდი ხოლმე საერთო ჟრიამულს..მახსოვს,რომ ეს საოცარ სიხარულსა და ბედნიერებას მგვრიდა..
მაგრამ ახლა შევიცვალე...ნაკლებად მახარებს რამე..ალბათ,ასაკის ბრალია..
ფიქრებში ვიყავი,როცა გვერდიდან ნაცნობი ხმა მომესმა...
-შეიძლება დავჯდე?
-ჰო...-დაბნეულმა ვუპასუხე და ნაცნობი ბიჭი დავლანდე.
-როგორ ხარ?-ვიგრძენი როგორ მომაშტერდა.
-არამშავს..შენ?-მორიდებით შევათვალიერე.
-მეც...ეს შენი დაა? ძალიან საყვარელია..-გახედა ქრისტინეს და მერე ისევ ჩემკენ წამოიღო თვალები.
-ნამდვილად..
-დაბნეული ჩანხარ?-ინტერესით შემომხედა.
-არა..უბრალოდ ასეთი დაძაბული ვარ,როცა სათამაშოდ გამომყავს ქრისტინე..-ვიცრუე..არადა მისი სიახლოვე მაბნევდა...ის დიდი ხნის მანძილზე მომწონდა,თუმცა მან მხოლოდ იმ დღეს შემამჩნია.
-სხვა რამეც უნდა იყოს..
-საიდან მიცნობ?-მხრები ავიჩეჩე და ბიჭს ინტერესით აღსავსე მზერა მივაპყარი.
-შენს უბანში ვცხოვრობ..გუშინ გავიგე,რომ და გყავდა.
-მეტი არაფერი?-ცივად ვკითხე.გულის სიღრმეში მეწყინა,რომ მხოლოდ ახლა შემამჩნია.
-კიდევ რაღაც-რაღაცები...მე-3 კურსზე ხარ...და შენი სახელია ელენე...ელოც მოგწონს..
-აჰა.სასიამოვნოა-ირონიულად შევხედე.
-რამე გეწყინა?-ამომხედა და უფრო ახლოს მოიწია.
-არაფერი..ახლა უნდა წავიდეთ...-ქრისტინეეეე...-დავუძახე ჩემს დას.
-შენ ის არ ხარ?-ახედა მაღალ ბიჭს და სიცილი აუტყდა..-რამხელა ხარ..
-შენ კი პაწუკა ხარ..-ბავშვს თავზე გადაუსვა ხელი.
-შენ იცნობ ჩემს დაიკუნას?-ახედა ბიჭს.
-ჰო,დღეს გამოველაპარაკე,მაგრამ არ მოვწონვარ,მგონი..
-წაევდით,წავედით..-ხელში ავიყვანე ჩემი და და სწრაფი ნაბიჯით მოვშორდი ბიჭს.ვიცოდი,რომ ქრისტინე შემარცხვენდა.
-მეტჯერ აღარ იტლიკინო..-დავარიგე ქრისტინე.
-რა იყო? მართლა საყვარელია..
-ჩუ...შენ ნუ ერევი..
-საჩუქარი..-ისევ დაიწყო ტიტინი.
-ერთი უნდა გაგაჩუქო მაგ საყვარელ ბიჭთან.

იმ საღამოს ქრისტინეს დაკვეთით ნაძვის ხე ამოიტანეს.ვემუქრებოდი,დაგკიდებ-მეთქი,ის კი კისკისებდა და კისკისებდა...მეც კი მომიყვანა მისმა ხალისმა ხასიათზე.
-რა ხდება,გოგონებო?-შემოვიდა მამაჩემი.
-დაბრუნდი?-მისკენ წავიდა ქრისტინე.
-ჰო-ლოყაზე აკოცა პატარას და ოთახიდან გავიდა.
-დამეხმარე-გავსძახე ჩემს დას და სათამაშოები ამოვალაგე.

-თოვლი დადებს?-მკითხა ქრისტინემ.
-არ ვიცი..-გავუცინე და ქურთუკს დავავლე ხელი.
-სად მიდიხარ?
-ნინისთან..მომენატრა.დღეს არ მოვალ და ხვალ საჩუქრებითურთ დაგიბრუნდები..
-როდის უნდა მანახო?
-ახალ წელს.
-აუცილებელია.
-ჰო..-თავზე გადავუსვი ხელი და კარები გავიხურე.ჩემი პატარა მანქანა დავქოქე და ნინის სახლისკენ ავიღე გეზი.ის ჩემგან მხოლოდ რამდენიმე მილით იყო დაშორებული.
ნინი გათხოვილია და პაწუკა სანდრო ჰყავს.ის სამი წლისაა და ჩემი და ხშირად ჩაგრავს ხოლმე.იმ დღესაც ის გამომეგება და კისერზე შემახტა.
-რა მომიტანე?
-ჩურჩხელები გამოგიგზავნა ჩემმა დამ..-მივაწოდე გაზეთში შეხვეული და ნინისკენ წავედი.
-შემჭამა რა..-წუწუნებდა.
-რას შვრები?-მოვიკითხე და მის დივანზე დავეშვი.
-რა ვიცი..ამ ბავშვსვუკეთებ რაღაცას.
-გოგო კონცერტი მაქვს ახალი წლის ღამეს და ვღელავ.
-ყავა გინდა?
-არა,რა ყავა..-ამოვიოხრე და თავი ბალიშზე დავდე.
-რა გჭირს..ისევ დასაკლები გაქვს?
-ჰო...მაგის დედაც...კილო-ნახევარი მაქვს და დავიკლებ.
-ჰო და მე მოვალ კონცერტზე..
-აუ,ის ტიპი შემხდა..და ქრისტინე თან მყავდა,კინაღამ გამთქვა.
-ჰჰაჰაჰა..მართლა?
-კი.
-არ გინდა დაპატიჟო...არ იცის,რმ ლათინის მოცეკვავე ხარ?
-ერთი მაგისი..-ბალიში მივიკარი გულზე და საათს ავხედე-დღეს აქ ვრჩები,დილას კი საჩუქრებზე უნდა გავიდე.
-ვის ჩუქნი?
-ვის არაა..მაგრამ მთავარია,ჩემი დისთვის ვნახო რამე კარგი.
-მეც წამოვალ.
-შენთან მინდა..-კალთაში ჩამიგორდა სანდრო.
-რა თბილი ბავშვია..-თვალი ჩავუკარი ნინის.
-ოჰ...სხვისი ბავშვი კარგია..-ირონიულად ჩაიღიმა.

ის ბიჭი ნიკა იყო...ძალიან საყვარელია მართლაც..ქერაზე მუქი თმა და მწვანე თვალები აქვს,ოღონდ ისეთი მწვანე სხვა ფერში რომ აგერევა.მაღალია და ძალიან ათლეტული...ერთი სიტყვით, ქრისტინეს გულიც კი მოიგო.
რამდენი ხანია,რაც ბუყურებდი და მომწონდა,მაგრამ ის ვერ მამჩნევდა...უცბათ გამოჰყო ფეხი და ამანერვიულა,ასე ნამდვილად არ შეიძლება.
ნორმალურად არ მძინებია,საწოლიდან ავდექი თუ არა თმა დავივარცხნე და მოვწესრიგდი.
-რას მიირთმევ?-ნინი უკვე ამდგარი ყოფილიყო.
-ლიმნიანი წყალი მარტო-გავუღიმე და უკან გავყევი.
-ბავშვი ძლივს დავაძინე გუშინ..შენ და გყავს და რა გენაღვლება,შვილი სულ სხვა რამეა.

სავაჭრო ცენტრში ქრისტინეს საყვარელი ჩანთა ვუყიდე..ერთი აიკვიატა ადრე და მერე ვეღარ მოიშორა,მაკასთვის სუნამო შევიძინე,მამაჩემს პერანგი ვუყიდე,ნინის კოსმეტიკის ნაკრები,ხოლო სანდროს უშველებელი სიდიდის თოფი.
-მოეწონება არა?-ვკითხე ნინის.
-რა თქმა უნდა..-მიპასუხა ღიმილით.
-კი..ადრე მეც მიყვარდა..-მომესმა უცნობი და თანაც ნაცნობი ხმა.
-ვინ არის?-გამომხედა ნინიმ დაჭყეტილი თვალებით.
შევტრიალდი უკან და ხელში ნიკა შემრჩა.
-საჩუქრებზე ხარ?-ვკითხე და უკან დავიხიე.მგონი,მაშინებდა მისი მზერა.
-ჰო...დამეხმარები არჩევაში?
-ჰმ..ვერა..გვაგვიანდება..მისატანი გვაქვს..-ენის ბორძიკით დავიწყე.
-არა,მე წავიღებ..-ჩამჩრა ნინი და თვალი ჩამიკრა.
-არა..მე...
-ჰო,გაიგე...-ღიმილით შემომხედა ნიკამ და ცელოფნები გამომართვა,ნინის მიაწოდა და შემდეგ ისევ დამაშორა თბილი ხელები.ასე არასდროს მისიამოვნია სხვისი ხელის შეხებით.
-აბა რა ხდება? რა უნდა იყიდო?
-დედაჩემს უნდა ვუყიდო რაღაც მალამოები ..ჩამაწერინა და ვერ ვერკვევი.
-კარგი,მაგას მალე მოვრჩებით-კმაყოფილად ჩავილაპარაკე.
-ნუთუ ასე გიშლი ნერვებს?
-სულაც არა-გავაქნიე თავი..-აბა,მე რის მე ვარ,რომ გავტყდე.
-დარწმუნებული ხარ?-ისევ შემომხედა ირონიით.
-კი...-გვერდით გავყევი.

-მორჩა...მაგრამ ახლა უნდა დაგპატიჟო ყავაზე.
-არ ვსვამ..არ მინდა ყავა..
-დარწმუნებული ხარ.
-კი.
-მაშინ სადმე გავიაროთ..ბუნების წიაღში.
-რა გინდა?
-რას მიყურებ კატასავით.
-კარგი ერთი-დავუბდღვირე ნიკას.
-ჩუმად..-ხელი ისევ მომკიდა.ამჯერად მხარზე შემახო და მაშინვე გამაშეშა..ისევ მომწონდა მისი სიახლოვე,მსიამონებდა მასთან საუბარი..მაგრამ მაინც ვიწეოდი უკან.ალბათ,ქალული თავმოყვარეობის ბრალი იყო.თუმცა ზოგჯერ მისი გადახაზვა და სურვილების შესრულებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს ურიგო.
-კარგი..-ბოლოს დავთანხმდი.
-მომიყვები შენზე რამეს...-დაიწყო და სკამზე ჩამოჯდა.
-არ მივდივართ?
-დროს არ დავკარგავ-გადაჭრით მიპასუხა.
-მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ..-გვერდით მივუჯექი და ცას ავხედე.
-ქრისტინე..ლათინს ცეკვავ,გავიგე.
-საიდან?
-სოციალური ქსელიდან.
-მართლა? ჰო,მოცეკვავე ვარ და კიდევ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ვსწავლობ,უცხო ენებს.
-საინტერესოა..მე პროგრამისტი ვარ..ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში ვმუშაობ,არ გეცოდინება..და კიდევ კინ-ბოქსით ვარ გადაცებული,ჰობის დონეზე..
-თავის ქება გყვარებია..
-არა,მე უბრალოდ გეცნობი და შენც მომეცი საშუალება,რომ გაგიცნო..
-მყავს დედა,მამა და საყვარელი და..ვცხოვრობ შენთან ახლოს და მივდევ რუტინას...-ლექსივით ჩავარაკრაკე.
-კარგი..ვსო...დანარჩენს დროდადრო გავიგებ.
-ასე სჯობს..-გამეღიმა და დაბლა დავიხედე.

-სად იყავი ამდენ ხანს?-მკითხა მაკამ.
-რა იყო?
-დახმარება არ მაწყენდა.
-ახლა დაგეხმარებოდი,თუმცა წასასვლელი ვარ.რეპეტიცია მაქვს..
-ახლა გაგახსენდა?
-ჰო-ჩანთა დავაგდე და გამოსაცვლელად შევვარდი.

-როგორ მიდის საქმეები?-გადავკოცნე ვერიკო და მარიკა.
-დაგაგვიანდა..
-ჰო,ახალი წლის ბრალია..-გამეღიმე და სცენაზე ავედი.
-შენი მეწყვილე აგვიანებს-დანანებით თქვა მარიკამ.
-რა?
-აი,მეც მოვედი..-ამ დროს კოტეც შემოვიდა.
-მადლობა,ღმერთს-გადავკოცნე გახარებულმა და ცეკვა დავიწყე.

ღამის სამ საათზე გავთავისუფლდი..ისე ბნელობა და ისე გრილოდა,რომ მესიამოვნა ზამთრის ჰაერიც კი..დაძაბულობა მომხსნა გარეთ გამოსვლამ და სუფთა ჰაერმა.მანქანა დავქოქე და სახლისკენ წავედი.ალბათ,დედაჩემი გაგიჟდებოდა,სალხში არასდროს ხარო,მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი ასეთია და ვერაფერს გავაწყობ.
-მოხვედი?-ანერვიულებული დამხვდა დედა.
-კიდე,დე..-გადავკოცნე აფერისტულად და ჩემს ოთახში გავედი.
არ მეძინებოდა,ტანზე გავიხადა და საწოლზე მივწექი,ტელეფონი ავიღე და ფეისბუქში შევძვერი.ასეთი ჩვევა მაქვს,დაწოლისას სულ ტელეფონს ვაცხრები.ალბათ,ამიტომ არის,რომ საუკუნეა,რაც ვეღარ ვხედავ წესიერად და ლინზებს ვხმარობ.მაშინაც განთვისუფლებული მქონდა თვალები.
-მომენატრე...-წავიკითხე ნიკას მონაწერი და სიცილი ამიტყდა.გაწითლება სმაილი უყვარს-მეთქი გავიფიქრე და მართალიც ავღმოჩნდა.სამ მასეთ სმაილს მიგზავნიდა.
-ოჰო...ახლა მოვედი..-მივწერე სმაილის გარეშე.
-გელოდებოდი...
-მართლა?
-კიდევ უნდა მეკამათო?
-არა..-მივწერე და სიცილის სმაილიც მივაყოლე..-შენ გაწითლება სმაილი გიყვარს არა.
-კი,ნამდვილად...არ მეძინება.
-არც მე..
-გინდა სუფთა გაერი დავაგემოვნოთ.
-შესანიშნავი იდეაა,ოღონდ აივნიდან მომიწევს გადმოსვლა,კარების ხმაზე დედა გამოფხიზლდება.
მანქანა დაუქოქავს და მაშინვე ჩემთან მოსულა...დიახ,ის დამეხმარა აივნიდან გადმოძრომაში.
-აი,ასე..ფრთხილად..-მისი ხელის შეხება მაკრთობდა,მაჟრიალებდა მთელ სხეულში,ასეთ რამეს პირველად ვგრძნობდი..-ფეხი გადმოსწიე და მორჩა..-ბოლოს ხელში ამიყვანა და მკერდზე ავეკარი შეშეინებული.
-უმწეო რა საყვარელი ხარ..-იღიმოდა და თეთრ კბილებს აჩინდა..დავაკვირდი მათ და გამეღიმა.
-ჰო,ბრეკეტებს მარტო გოგონები არ ატარებდით..-ნიშნის მოგებით მითხრა და ხელი გამიშვა.
-ჩაწიკწიკებული გაქვს..-ავღნიშნე ღიმილით.
-მადლობ...შენ კი საოცარი თვალები!
მთელი ღამე პარკში გავატარეთ,ვარსკვლავებს ვუყურებდით და ერთმანეთს ათას რამეს ვუყვებოდით.

-ახალი წელი რატომ მახარებს,იცი?-ვკითხე დილას.
-რატომ?
-იმიტომ,რომ მახსნებეს იმას,რომ ძველი წელი წარსულში დარჩა...და კიდევ უფრო იმიტომ,რომ მახსენებს იმას,რომ ცხოვრების ბნელი ნაწილი უკან რჩება...არ უნდა გავეკიდოთ მას!
-მართალი ხარ...-ხელი მომკიდა და ფეხზე წამომაყენა.
-ვაიმე,სახლში უნდა ავიდე,ისევ აივნიდან.რომელი საათია?
-ცხრა.
-კიდევ კარგი უფრო გვიანი არაა,ჩემთან სძინავთ ამ დროს.
-ვიჩქაროთ..-ხელი ჩამკიდა.

-საღამოს რეპეტიცია მაქვს..
-საჩუქარს როდის მოგვცემ?-დამაცხრა ქრისტინე.
-როცა მოვალ...მძინარეს დაგიდებ ისე,როგორც სანტა.
-ოჰო...მაგისი არ მჯერა..

ღიმილით ჩავიარე კიბები.ნინი უნდა მენახა..მეღიმებოდა იმიტომ,რომ ჩემს დასაც კი არ სჯეროდა სანტასი..მე კი რაღაც ამაღლებული გრძნობა დამეუფლა ამ 31-ში...მეგონა,რომ რაღაც უნდა მომხდარიყო...თუმცა ამას არ ვაქცევდი ყურადღებას,მხოლოდ სისულელედ აღვიქვამდი.
-როგორ ხარ?-შემომეგებდა ნინი.
-ინდაური გავაკეთე..უფრო სწორედ დედას დავეხმარეთ მე და ქრისტინე...კიდევ ნიგოზი დავჭერით.
-რა დიასახლისი..
-არც ისე...-სიცილით ვუთხარი.
-საღამოს რეპეტიაცია გაქვს?
-ჰო და მერე ამოგივლი..კონცერტის მერე..
-ჰო,მე ვერ წამოვალ ჰო იცი ...და ბოდიში..მეგობრები მოდიან და ნათესავები.
-მესმის,სიხარული...

-ღელავ?-მკითხა კოტემ.
-რაღაცნაირად..შენ?
-რავი,არც ისე..-თქვა ღიმილით და ცეკვა განაგრძო.
-როგორ ფიქრობ,კარგი კონცერტი იქნება?
-ვფიქრობ,კი...
რამდენიმე საათი რეპეტიაციაში გავატარეთ,მერე მარიკამ ყავა ამოიტანა და დავლიეთ,მთელი ღამის უძინარი ვიყავი და ნამდვილად მჭირდებოდა.

რამდენიმე ცეკვა შევასრულე..უფრო სწორედ ყველაზე მეტი,მონდომებული ვარ და ამას არავინ მიკარგავს..მაყურებლისკენ არ ვიხედებოდი..არ მინდოდა,რომ ყურადღება გამფანტვოდა.
ბოლოს,როცა ყვავილები და ტაში დაიწყო,მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე,,,
-ეს ელენეს...-მომესმა ჩემი სახელი და პატარა ბიჭს გავხედე,რომელსაც დიდი თაიგული მოჰქონდა.
-მადლობა..-გამოვართვი გაშტერებულმა..ძალიან მაინტერესებდა ვისგან იყო.

სცენიდან ჩამოვედი...ხალხს შევხვდი,მოვიკითხე,მომიკითხეს..მივულოცეთ ერთმანეთს....
-ჯერ კიდევ დარჩა 20 წუთი ..-აღნიშნა კოტემ-ჩვენ მივდივართ აღსანიშნავად და წამოხვალ ჰო?
-რა თქმა უნდა..-თავი დავუქნიე და გამოსახვლელში შევედი.

შუა მხიარულებაში ვიყავით,როცა ვიღაცამ მითხრა,რომ ნიკა მეძახდა.მის სახელზე ავკანკალდი.გამიხარდა,საოცრად გამიხარდა..მოულოდნელმა სიხარულმა ამაფორიაქა,კარებისკენ წავედი..გარეთ ის მელოდებოდა...
-გილოცავ....-ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-მე,მეც გილოცავ...მადლობა თაიგულისთვის..
-არაფრის..
-ჩემი სასწაული ხარ...-მითხრა პაუზის შემდეგ და გულზე მიმიკრა.
-რა?
-სასწაული ხარ...და შენთვის კიდევ რაღაც მაქვს.
-იცი,რა არის ყველაზე ეფექტური?-მკითხა დუმილის შემდეგ.
-რა?-ავხედე გაფართოებული თვალებით.
-ახალი წლის კოცნა ყველაზე ეფექტურია...-თქვა და სკოცნელად გამოიწია.
___
წინასწარ გილოცავთ ახალ,2016 წელს..



№1 სტუმარი saklfha

კაიიიყო <3 მარა ცოტა პატარა :D

 


№2  offline წევრი maridb

მაგარია ძალიანნნნ
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

saklfha
კაიიიყო <3 მარა ცოტა პატარა :D

maridb
მაგარია ძალიანნნნ

<3

 


№4  offline წევრი milangirl

მიყვარს ასეთი ისტორიები საახალწლო განწყობას მიქმნის. ისე არ მაქვს და იქნებ ასე მაინც მეშველოს wink შენ სულ სხვადასხვა სტილის ისტორიებს დებ და ძალიან მომწონს ეს

 


№5  offline წევრი მოლურჯო

ჩემო თბილო♥
როგორ მომეწონა მაგრამ მაინც არ მეყო belay პატარა იყო ჩემთვის
--------------------
მარიამი

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

milangirl
მიყვარს ასეთი ისტორიები საახალწლო განწყობას მიქმნის. ისე არ მაქვს და იქნებ ასე მაინც მეშველოს wink შენ სულ სხვადასხვა სტილის ისტორიებს დებ და ძალიან მომწონს ეს

გიჟი - ♥♥♥
ჩემო თბილო♥
როგორ მომეწონა მაგრამ მაინც არ მეყო belay პატარა იყო ჩემთვის

მადლობთ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyo magram patara... mec ar maq saaxalwlo ganwyoba tan saertod araa

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

uchveulo
kargi iyo magram patara... mec ar maq saaxalwlo ganwyoba tan saertod araa

არც მე მაქვს..

 


№9  offline წევრი Ninuca)

ძალიან მაგარი არიის :* მომეწონა ძალიან

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

Ninuca)
ძალიან მაგარი არიის :* მომეწონა ძალიან

love

 


№11  offline წევრი salomee

ტკბილი! და ახალი წლის განწყობაზე მომყვანი ისტორიაა:) ❤️

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

salomee
ტკბილი! და ახალი წლის განწყობაზე მომყვანი ისტორიაა:) ❤️

love

 


№13  offline წევრი Annee

ერთი ამოსუნთქვა ისტორია ^^ კარგი იყი

 


№14  offline ადმინი უნდა ვწერო

Annee
ერთი ამოსუნთქვა ისტორია ^^ კარგი იყი

<3

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოოოოოოო... როგორი კარგი ისტორია იყო. თბილი, ტკბილი და საოცარი.
არაფერი არ დამკლებია მე ^_^ ყველაფერი თავის ადგილზე იყო და ძალიან მომეწონა <3
თითოეული სიტყვა, როგორ მოზომილად გეწერა, ოღონდ მაინც ასე მალეე როგორ აკოცა :დ იქნებ არ უნდა გოგოს :დდდ ჰი ჰი.. წესიერად არც იცნობდა (ბოროტი ჩაქირქილება).. ჰო ჰო მესმის, მაგრამ ისტორიას ამ მხრივ ცოტა დამაჯერებლობა აკლდა, თორე ისე როგორ არ ხდება ასეც, ალბათ ხდება :დ არ ვიცი wink სუპერი იყო!
ძალიან მომეწონა მარიამ. საღოოოოოლ დშნმმმმმმმმმმ ^_^
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№16  offline ადმინი უნდა ვწერო

ერკე
ოოოოოოო... როგორი კარგი ისტორია იყო. თბილი, ტკბილი და საოცარი.
არაფერი არ დამკლებია მე ^_^ ყველაფერი თავის ადგილზე იყო და ძალიან მომეწონა <3
თითოეული სიტყვა, როგორ მოზომილად გეწერა, ოღონდ მაინც ასე მალეე როგორ აკოცა :დ იქნებ არ უნდა გოგოს :დდდ ჰი ჰი.. წესიერად არც იცნობდა (ბოროტი ჩაქირქილება).. ჰო ჰო მესმის, მაგრამ ისტორიას ამ მხრივ ცოტა დამაჯერებლობა აკლდა, თორე ისე როგორ არ ხდება ასეც, ალბათ ხდება :დ არ ვიცი wink სუპერი იყო!
ძალიან მომეწონა მარიამ. საღოოოოოლ დშნმმმმმმმმმმ ^_^

მადლობბა...ზოგჯერ ხდება..ყველაფერი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent