შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეკვლე (სრულად)


31-12-2015, 05:41
ავტორი 13.
ნანახია 10 432

ალბათ 10 თვე მისრულდებოდა, რაც დამაწინაურეს და ბანკის სათაო ოფისში გადამიყვანეს შედარებით მაღალ თანამდებობაზე სამუშაოდ. ფილიალში 4-5 კაცის გარდა თითქმის არავის ვიცნობდი, ოფისების დებილ თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლი. საბუთები ყოველთვის თავზე მეყარა, ტელეფონზე ზარი ზარს მოსდევდა და Email_ზე საჩივარი საჩივარს. ალბათ, ახლა, ამ ამბის გაანალიზებისას უნდა ვთქვა მადლობა, რომ სახლში ოჯახის წევრები არ მელოდებიან და არავინ წუხს, რომ მთელ ენერგიას ყოველთვის ვტოვებ სამსახურში და სახლში დასაძინებლად მოვდივარ. მიზნის ასასრულებლად ყველაფერს ვცდილობ. იმედი მაქვს, რომ წლების მანძილზე ნასწავლი წყალში არ ჩამივარდება, ჩემი მიზანდასახულობა გაამართლებს და ბანკის მმართველობასაც გამოვკრავ ოდესმე ხელს.
წლის დასასრულამდე 2 კვირა იყო დარჩენილი. გამაფრთხილეს, მაგრამ ისეთს არ ველოდი. ხალხმა ბანკში სიარულს უმატა, ბანკირებმა შეცდომებს და მე და ჩემმა უფროსმა, რატი თვილდანმა, უკვე აღარ ვიცოდით, რომელი ხიდიდან გადავმხტარიყავით. მასაც გაუმართლა, რომ ჩემსავით, 2-3 მეგობრის გარდა არავინ ჰყავს. ვიცი, რომ ეს ცუდია და ასეთი გულქვა ვარ, მაგრამ საბედნიეროდ, არ მახსოვს მშობლები და მათი სიყვარული და ამ ფაქტს ვაბრალებ, რომ ვერ ვგრძნობ, როგორ მაკლია ისინი. არ ვიტყუები, მართლა ვიცი, რომ საშინლად ცივი ადამიანი ვარ! თუ შეიძლება, რომ ადამიანი მეწოდოს.
ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს თანამშრომლებს მასხარაობაში უხდიან ფულს, მე და რატის - მონობაში. არა, ვიტყუები, ჩვენ გარდა კიდევ რამდენიმე თავს არ ზოგავს სამუშაოდ. მაგრამ, მხოლოდ, რადმენიმე.
ერთ დილას, სამსახურში ახალი მისული ვიყავი, რომ სულ გადამიყვანეს ჭკუიდან. ერთი ქერა მოვიდა, ჰო, მგონი, ნატატა ერქვა. იმის გამბედაობა არ ჰყოფნიდა, რომ თავად შესულიყო უფროსთან და მე დამავალა რატისთვის მეთხოვა, რომ ახალი ნაძვის ხისთვის გამოეყო ფული. შარშანდელი ნაძვის ხე დაძველდა და ახალი გვინდა უფრო დიდი, სათაო ოფისს ბანძი არ ეკადრებაო. პირი ღია დამრჩა.
-რა ნაძვის ხე, ტო. შარშან იმხელა ვიყიდეთ, ჭერს აწვდა, აგერ შენც ხედავ, უკვე. 2 კაცის მეტს მაშინ არავის გვინახავს, როგორ გაბანძდა? ახალი დიზანი შემოვიდა ნაძვის ხის? - ბრაზმორეული გადაწვა სკამის სარურგეზე და კალმისტარი წარბებთნ ერთად აათამაშა. მერამდენედ ვამბობ, არ ვიცი მაგრამ ვიცი ის, რომ ეს კაცი საშინლად სექსუალურია! - ჰო, შავია, ალბათ, მოდაში. - პასტა კბილებს შორის მოიქცია, სწრაფად გასწორდა სკამზე, პერანგი გაისწორა და ისევ მარჯვენა ხელში მოიქცია კალამი. ნერვებს მშლიდა მისი ტანის რხევა. რატომ არ შეეძლო, რომ გაჩერებულიყო და ისე ესაუბრა? - რაც გაგეხარდება, ის უთხარი. თუ გინდა, დალანძღე. არ მაინტერესებს. ძველი ნაძვის ხეც მშვენივრად დგას და სამაგისოდ არავის სცალია. მადლობა თქვან, სანტას თამაშზე რომ არ ვთქვი უარი.
-არის, უფროსო! - ვუპასუხე სიცილით და კარში სანახევროდ გასული მოვბრუნდი. - საბუთებზე ხელია მოსაწერი, არ დაგავიწყდეს.
7 საათი იყო დაწყებული. 15 წუთში თანამშრომლების გვარებით სავსე ყუთს დადგამდნენ ოთახის ცენტრში და თამაშს დაიწყებდნენ. არ ვიცოდი, ვინ შემხვდებოდა მე. არაფერი, გარდა იმისა, რომ ჩემთვისაც იმავე ადამიანს უნდა გაეკეთებინა საახალწლო საჩუქარი.
დარწმუნებული ვარ, რომ ხელფასის ოდენობის მიუხედავად, ბევრს არ ეხამუშება უბრალო თანამშრომლისთვის ერთი, თუნდაც პატარა საჩუქრის ყიდვა. იქ დედა, მამა, მეუღლე, შვილი ან შვილები, მეგობრები; ცალკე ახალი წლის სუფრა და ის საჩუქარიც დანაკლისია. მესმის. მართლა მესმის მათი, მაგრამ ეს ის ერთ-ერთი იყო იმ მცირეოდენი ჩამონათვალიდან, რაც მე მაბედნიერებდა. საკუთარ თავს იმაზე მეტს ვუკეთებდი, ვიდრე ნორმაა. მაგრამ მაკლდა ის, რომ სხვას ვერ ვახარებდი ჩემი საჩუქრებით. რამოდენიმე ადამიანით კი ვერ ვკმაყოფილდებოდი.
როგორც ჩანდა, დროულად გავედი კაბინეტიდან, მაგრამ უცნაური იყო, ისიც ვერ შევამჩნიე როგორ დატოვა რატიმ თავისი პოსტი, თანამშრომლებს შეერია. სიტუაციის ნახვისას გავიფიქრე, რა იქნებოდა, რომ მე და რატის ერთმანეთის პარტნიორობა შეგვხვედროდა?
-მგონი, ყველა აქ ვართ. ტრადიციულად, პირველ ბარათს თვილდანი იღებს! - არ ვიცი ვინ დაიყვირა, მაგრამ რატი ყუთთან მივიდა, ბარათი ამოიღო და ღიმილით ამოიკითხა სახელი და გვარი.
-კატო შოშიაშვილი. - მოიცადეთ! რა თქვა მან?
არა, დარწმუებული ვიყავი, რომ მარტო მე ვმუშაობდი ოფისში კატო და თან შოშიაშვილი. არ მომწონდა, იმ ბოლო დროს ხშირად სრულდებოდა ჩემი უბრალო, წამის მესედში ნაოცნებარი მოქმედებები. მაგრამ, მთავარია გაგვიხარდეს და ჯანდაბას ჩემი ფიქრები! ყოფილიყო ეს, თუნდაც ჩემი უფროსი. უკვე ინტერესით ვკვდებოდი, რა საჩუქარს გამიკეთებდა და რისი ყიდვა მომაფიქრდებოდა მე.
8 საათს გადასცდა და სამუშაოს ჯერ ბოლო არ უჩანდა. საშინლად მშიოდა, არადა აქაურობას ვერ დავტოვებდი, მეორე დღეს კიდევ უარესი დაემატებოდა. ჯანდაბა! ვერაფრით შევიგნე, რომ შესვენების დრო ჭამისთვისაა გამოყოფილი, მე კიდევ არასდროს ვიყენებდი ამ დროს საჭმელად. ზოგადად, მხოლოდ ყავას ვსვამ_ხოლმე მთელი დღის მანძილზე ოფისში. ღმერთო, კუჭი როგორ მეწვოდა!
-ბიგ მაკი? - მოიცადეთ! მგონი მომესმა! ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა, სანამ თავი ავწიე და გაკვირვებულს ოთახის ცენტრში მდგარი თვილდანი მომხვდა თვალში, ხელში McDonald’s_ის პარკით.
-ჩემი სანტა მოვიდა! - ჩავილუღლუღე ღიმილით და საბუთები კომპიუტერის კლავიატურაზე დავყარე. - მე კიდევ მეგონა სახლში წახვედი.
-მეც მაქვს სამუშაო და სხვათაშორის მეც მაწუხებს შიმშილის გრძნობა. - ჩაიცინა და ცარიელ კედელთან ჩასწიალდა და იატაკზე მოთავსდა. - საბუთები არ აყარო, აქ დაჯექი, ვჭამოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.
მეც მორჩილივით მივყევი მითითებას და იატაკზე მის გვერდით დავჯექი.
პარკიდან ბიგ მაკი მომაწოდა კეტჩუპთან ერთად და კოკა კოლა მოაყოლა. პირველი ლუკმა ჩავყლაპე და ვიგრძენი, რა ბედნიერებაა ჭამდე საყვარელ ბურგერს როცა შიმშილით კვდები და რატის მადლობა მოვუხარდე.
-აუ, არ არსებობს! ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებ.
-ასე ძალიან თუ გშიოდა, თავს რატომ იკლავ შიმშილით?
-იმიტომ, რომ ოფისს თუ დავტოვებ, უკან აღარ მოვბრუნდები, დამიჯერე. თუ მოვბრუნდი, აქ დავიძინებ და რაღატომღაც არ მხიბლავს ეს ფაქტი. თუ არ დავბრუნდი, მეორე დღეს მოვკვდები. რა ჯობია მუშაობამ მომკლას თუ შიმშილობამ?
-მუშაობამ. რა ჯობია ჭამას! - ბურგერით გაივსო პირი და თავი ძვლივს შეიკავა სიცილისგან.
-როგორ ფიქრობ, კიდევ ბევრნი არიან ჩვენნაირი უფროს-ხელქვეითი?
-რას გულისხმობ?
-ანუ ასე მეგობრულად რომ ვართ ერთმანეთთან, ყველანაირი ოფიციალურობის და მორიდებულობის გარეშე. - პასუხი არ დაუბრუნებია და გავაგრძელე, - არ მახსოვს ოდესმე თქვენობით მომემართოს შენთვის. ისიც კი არ მინახავს, ჩემ გარდა ვინმეს შენობით გაებედოს შენთან ლაპარაკი. და ახლა, უკვე ღამის 9 საათია, ოფისის იატაკზე ვზივარ შენთან, ჩემ სანტასთან ერთად და ვჭამ ბურგერს. უცნაურად არ ჟღერს?
-ჟღერს, მაგრამ არ მეჩვენება ასე.
-რატომ?
-უფროსების ნაწილს თავში აქვს ავარდნილი სტატუსი და სამსახური თუ გინდა თქვენობით უნდა ელაპარაკო. ზოგისგან მართლა არაა სწორი შენობით ლაპარაკი. ნაწილს თანამშრომლები ვერ ცნობენ და ჰგონიათ დიდ შეცდომას დაუშვებენ თუ რამეს მეგობრულად გვეტყვიან. ზოგისთვის უფროსი ადამიანი არაა. შენ გამონაკლისი ხარ. 2 წელია იმ კაბინეტში ვზივარ და პირველი ხარ, ვინც უნებურად, ყველაზე კარგად გამიცნო. თავისით, ზემეტი კითხვების გარეშე. და მიხვდი, რომ შენობით ლაპარაკზე არ ვიღრინები.
-ხო. თანამშრომლები ამბობენ რომ რაღაცნაირი ხარ, უცნაური. მართლა რაღაცნაირი ხარ, მაგრამ არა ისეთი როგორც ისინი ამბობენ.
/ვაიმე, ბევრს ვლაპარაკობ! მომაკეტინეთ ვინმემ./
-და როგორი რაღაცნაირი? კარგი თუ ცუდი? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
ძნელია უყურო ჩემს უფროსს, რომელსაც ოდნავ მოშვებული თმა ასჩეჩვია, იატაკზე ფეხები აქვს გაშლილი და ნახევრად მიწოლილია კედელზე, და შენ შოკი არ მიიღო.
/ოოო, ღმერთო! ახლა ცუდს ჩავიდენ!/
-კარგი. - ვუთხარი ღიმილით. ისიც ასე მიყურებდა, ღიმილნარევი უცნაური თვალებით. ასე ვიჯექით ცოტახანს, ხმა არ ამოგვიღია. მერე წამოვდექი და მაგიდას დავუბრუნდი. - მუშაობის დროა, ადექი. ასე თუ გავაგრძელეთ, თავზე დაგვათენდება.
11 საათისთვის დავბრუნდი სახლში. წუთი-წუთზე თავი გამისკდებოდა. ცხელი აბაზანის შემდეგ, საჭმლით ამოვივსე კუჭის ცარიელი ადგილი, მერე ვგრძნობდი, თბილი ფუმფულა პლედის შეხებას. კიდევ ჩემი ბალიშის, რომელსაც საოცარი სურნელი ასდიოდა, თავის მტკივნეულ ნაწილს აწვებოდა და, თითქოს წამალივით ტკივილს მიყუჩებდა. თითქოს სიბნელე იავნანას მიმღეროდა და უკვე აღარაფერი მახსოვს. გათიშულს მეძინა.
თითქმის ასე გავიდა კიდევ რამოდენიმე დღე, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩემი სიმპათიები რატისადმი ნელ-ნელა უფრო ადვილი შესამჩნევი იყო. მაშინაც დავიციცებდი, რომ რატი ამას ამჩნევდა. ვიცოდი, მაგრამ მეტს ვეღარ ვჩერდებოდი. უნდა მებრძოლა ბედნიერებისთვის, რომელიც კარიერასაც მერჩივნა. ახალ წლამდე 6 დღე იყო დარჩენილი. ღმერთო, როგორ ველოდი დასვენების 60 საათს! ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, რას ვაჩუქებდი რატის. არც მას შეუწუხებია თავი. შაბათი იყო. მუშაობას 4_ზე ვრჩებოდი, მერე მაღაზიებში გავივლიდი და საუქრებს ვიყიდდი. რესტორნისთვისაც შესარჩევი მქონდა კაბა. ვერაფერს დავიწუწუნებ, მშვენიერი არჩევანი იყო.
ძალიან მიყვარს საყიდლებზე სიარული. ყოველთვის ყურსასმენებს ვიკეთებდი და შემეძლო ასე მთელი დღე მებოდიალა მაღაზიიდან მაღაზიაში და გამესინჯა უამრავი ტანსაცმელი.
ტასიკოს, როგორც ყოველთვის, PUPA_ს კოსმეტიკა გამოვუზიდე. ალბათ, არასდროს გასულა საკუთარი თავისთვის კოსომეტიკური საშუალებების საყიდლად. მის ქმარს GUCCI_ს სუნამო. ვიცოდი, რომ გიჟდებოდა.
მთელი ცენტრალი შემოვიარე. მგონი ყველა მაღაზია დავათვალიერე, სადაც შემეძლო საჩუქრის არჩევა რატისთვის, მაგრამ ვერაფერი ვნახე ჩემი მოსაწონი. მერე კაბა ვიყიდე. უკვე აღარ ვიცოდი, მერამდენე კაბა უნდა დამეკიდა კარადაში და ღმერთმა იცოდა, ჩავიცვამდი თუ არა საერთოდ, მაგრამ მაინც, მჭირდებოდა. მერე კაცის სექციაში ნაქსოვი ჟაკეტი ვიყიდე, თითქოს დროის გასაყვანად, მაგრამ უეჭველი ვიცი, რომ ხშირად მომიწევს მისი ჩაცმა. ძალიან მიყვარს ნაქსოვი ჟაკეტები, ბიჭის განსაკუთრებით. მერე კიდევ ბევრი ვიბოდიალე, ცოტა საახალწლო მოსართავებიც შევიძინე და მერე მივხვდი, რომ ზედმეტად ბევრი პარკი მეჭირა ხელში. ჩანთიდან მანქანის გასაღები ამოვიღე და ავტოსადგომისკენ წავედი. მანქანის უკანა კარი გამოვაღე და პარკები სავარძელზე დავ ყარე, მერე ისევ დავხურე კარი და უკან შევბრუნდი.
არ ვიცოდი, რა მჭირდა. იქამდე, არასდროს მიჭირდა საჩუქრების არჩევა. არასდროს ვდარდობდი, რომ ვინმეს ჩემი საჩუქარი არ მოეწონებოდა, მაგრამ იმ წუთს სხვა სადარდებელი არ მქონდა და ახლა ვიცი რატომაც. კიდევ, ჯანდაბა! საათებს ვუყურებდი და გამახსენდა, რომ ყოველთვის უკეთია რატის სხვადასხვა საათი. მახსოვს, რომ ROLLEX_ის საათს ვარჩევ და ვყიდულობ. შესანშნავია! შეგიძლიათ გაბრაზდეთ ჩემზე, მაგრამ როგორც ახლა, არც მაშინ არ დამენანებოდა 280 ლარი რატისთვის არჩეულ საათში.
სახლში ასული თავს ვიწესრიგებ, ბუხარში ცეცხლს ვანთებ, ყავას ვისხავ და ბუხრის წინ, ფუმფულა სავარძელში კომფორტულად ვეწყობი. ვინ იცის, რამდენჯერ გადამიხდია მშობლებისთვის მადლობა, რომ კორპუსის ბინაში ბუხარი გააკეთეს. ჩემით, არასდროს მომივიდოდა თავში აზრად, რომ რემონტის დროს სახლის ინტერიერისთვის ბუხარი შემემატებინა.
აიპოდი დინამიკებზე შევაერთე, სიმღერები ჩავრთე და სინათლე ჩავაქრე. ისევ ჩემ საყვარელ სავარძელს დავუბრუნდი, ფეხები ბუხრის წინ შემოვარწყვე და სიმღერას ავყვევი. მალევე მომბეზრდა. სიმღერები გამოვრთე და შეშის ტკაცუნს ვუსმენდი. მერე ცრემლები გადმომცვივდა და ამის გააზრებაზე, მაშინაც მეცინებოდა, ახლა გახსენებაზე ვხარხარებ. არ გაგიკვირდეთ, ასე იცოდა მარტოობამ. და ეს ყველაფერი მომწონდა. არა, არ მომწონდა. ვგრძნობდი, მაკლდა რაღაც. მერე რატი გამახსენდა და ისევ გავიფიქრე, თუ რა იქნებოდა მაშინ ჩემთან ერთად რომ ყოფილიყო? ხომ შეიძლებოდა, რომ მოსულიყო, ჩემ ვერდით მოკალათებულიყო, ჩამეხუტებოდა და ჩემთან ერთად ესმინა შეშის ტკაცუნსისთვის? ტანზე ბურძგლებმა დამაყარა და ამაკანლკალა. ღმერთო, რა მჭირდა რატომ ვერ ვხვდებოდი?
კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. ძილ-ბურანში მყოფი მივედი, კარს გავაღე და გამოვფხიზლდი.
-შეიძლება? - თქვა ჩემმა დაუპატიჟებელმა და სასურველმა სტუმარმა. ზღურბლის მეორე მხარეს მდგარი მიღიმოდა და მე ხმას ვერ ვიღებდი. ჩაძინებამდე ხომ მასზე ვფიქრობდი. რატომ არ მიშველეთ, რომ ვითხოვდი დახმარებას? - თუ გინდა წავალ და გააგრძელე ძილი.
-არა, შემოდი. დილას კარგად გამოვიძინებ. - ვინმეს აეხსმა მაინც, რას ვბლუკუნებდი. რატის აგეცინა და სახლში შემოვიდა. მისაღებისკენ მივუთითე. შემოსასვლელში შუქს ჩავაქრე და მისაღებში ვანთებდი. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
-არ გინდა, არ აანთო. ბუხრის სინათლეც საკმარისია. უბრალოდ ჭიქები მოიტანე. დავლიოთ და წავალ.
ღამის პირველი საათი იყო. ოთახს მხოლოდ ბუხარი ანათებდა და შეშის ხმა ისმოდა. ხალიჩაზე ვაქრობიჯექი ჩემა უფროსთან ერთად და ნახევრადმშრალ, წითელ ღვინოს ვსვამდი. არცერთი ვიღებდით ხმას. როგორც დამპირდა, უბრალოდ ვსვამდით. მერე მხედველობა დამიქვაქრობეითდა და კადრები მეწელებოდა. ცოტა დავთვერი. ცეცხლის ფონზე ვუყურებდი ჩემი უფროსის სილუეტს და სავარაუდოდ, ის ჩემი სახის ნაკვთებს სწავლობდა. ალბათ, 3 საათი სრულდებოდა, უსიტყვოდ რომ ადგა ფეხზე და გასასვლელისკენ გავიდა. მეც უკან მივყევი. სინათლის ანთებას ვცდილობდი, მაგრამ ხელი დამიკავა და გავჩერდი. მისი სუნთქვა მესმოდა ახლოდან. რაღაც ცხელი მიბერავდა და მერე, ყურთან, კანი საშინლად მეწვოდა. მაჟრიალებდა და კარის დახურვის ხმა ჩამესმა. ძალიან მინდოდა, რომ უკან გავყოლოდი და დარჩენა მეთხოვა, მაგრამ, ღმერთო, როგორ მეწვოდა კოცნის კვალი! თვალებიდან ცრემლები მდიოდა. ბედნიერების ცრემლები.
კვირა დღე იყო. იმ დროისთვის საუკეთესო დილა იყო ჩემ ცხოვრებაში. წუხანდელს ვიხსენებდი და მინდოდა, კიდევ განმეორებულიყო. ვგრძნობდი, ცოტა უნდა მომეთმინა კიდევ.
შებინდებამდე ხან სახლს ვალაგებდი, ხან საჭმელს ვამზადებდი და თავს ვიწესრიგებდი. ზოგჯერ უბრალოდ ერთ ადგილზე ვჩერდებოდი და დინამიკებში აჟღერებულ სიმღერას ვყვებოდი.
უკვე შებინდებული იყო. საკუჭნაოდან ნაძვის ხე გამოვიტანე და წყობას ვცდილობდი. კარზე ისევ ზარის ხმა გაისმა. ისევ რატი მიღიმოდა ზღურბლის მეორე მხრიდან. ამჯერად სახლში შემოსულმა მაკოცა კისერზე და ქურთუკი გაიხადა.
-იმედი მაქვს, რომ წინააღმდეგი არ ხარ, ნაძვის ხე რომ ერთად ავაწყოთ. - მისაღებში შესული მობრუნდა 180 გრადუსით და თვალები დაიწვრილა.
-არა, რა ქვა უნდა. - ვუთხარი ხმამაღლა, ყურებამდე გაღიმებულმა და ვეცადე დაბალ ხმაზე დამემატებინა - პირიქით. - იმედი მქონდა, რომ პასუხს არ გამცემდა, მაგრამ...
-პირიქით, რა?
-ნასიამოვნებიც დავრჩები. - ვუპასუხე პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე და სარკეში ჩახედვის გარეშე დავიფიცებდი, რომ ჭარხალივით გავწითლდი.
აღარაფერი უთქვამს. სამზარეულოში გავედი ყავის დასასხმელად და უკან რომ დავბრუნდი, ის უკვე ნაძვის ხის ტოტებს შლიდა. სიმღერები ჩავრთე საშუალო ხმაზე და რატის შევუერთდი. თვალს არ მაშორებდა. ალბათ, რა ააწყო, ისიც არ იცოდა. შიგადაშიგ პატარა მაგიდისკენ იხრებოდა, ყავას სვამდა და ქვემოდან მიყურებდა. ვიცოდი, რომ მალე მის სექსუალურობას ვეღარ შევებრძოლებოდი. და არ ვიცოდი ეს მინდოდა თუ არა.
ნათურები ტანზე დაიხვია და ცეკვის იმიტაცია გააკეთა. მე წვიმები მოვიხვიე და რამოდენიმე სრული ბრუნი გავაკეთე. თითქოს რატის ვყვებოდი, მაგრამ სიცილით ვკვდებოდი და ბოლოს იატაკზე დავჯექი, ჩემი უფროსიც ჩემ გვერდით მოთავსდა, ყურზე სათამაშო ბურთი ჩამომკიდა და თვალებში მიყურებდა. აღარ მეცინებოდა. პულსი ამიჩქარდა და გახშირებულ სუნთქვას ვეღარ ვარეგულირებდი. ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, რომ ის დღე კოცნით დაეგვირგვინებინა? ყოველთვის ასე იცის, უნდა აწვალოს ადამიანი და, როცა არ ელი, მაშინ უნდა მოვიდეს! ვერ ვიტან ჩემ უფროსს!
ნაძვის ხის მორთვა ისე დავამთავრეთ, რომ ზედმეტი არაფერი უთქვამს და არც თვალს არ მაშორებდა. უკვე ბნელოდა. საძინებლიდან საათი გამოვიტანე და მისაღებში ჩსინათლე ავაქრე. ბუხრის წინ, ფუმფულა ხალიჩაზე მივუჯექი გვერდით, საათი გავუწოდე და ნაძვის ხის აციმციმებულ ნათურებს დაჟინებით დავუწყე ყურება.
-ვაღიარებ, ნაღდად არ მეგონა, თუ ჩემ საათებსაც დაუკვირდებოდი. - ჩაეცინა და სავარაუდოდ 90 გრადუსით მოაბრუნა თავი ჩემკენ.
-ჰო, ასეთი დაკვირვებული გოგო ვარ. - ჩამეღიმა.
-ჩემი საჩუქარი ცოტა დაიგვიანებს. ზოგადად, არაპუნქტუალურობა აქვს ჩვევად.
-მართლა? რა არის ასეთი? - ინტერესით გავხედე ჩემ უფროსს.
-დაიგვიანებს ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე დღეში შენით ნახავ.
-ხო, მაგრამ მინდა ვიცოდე რა არის.
-თინეიჯერივით წუწუნებ, კატო!
-I’m sorry, I’m sorry. - დავიფიცებ, სუფთა ამერიკული ინტონაციით ვთქვი და თავი ძვლივს შევიკავე, რომ არ გამცინებოდა.
-რა ცანცარა ხარ. არადა სამსახურში სულ სერიოზული ხარ. მგონი შევცდი.
-რაში შეცდი?
-იმაში, რომ ცანცარა ყოფილხარ. მე სერიოზული მეგონე.
-სერიოზული შენ არ ხარ და ჩემი რატომ გიკვირს? - ჩამეცინა და, როცა მივხვდი, პასუხის გაცემას არ აპირებდა, აკეცილი ფეხები, ბუხრის წინ შემოვაწყვე და გადავიჯვარედინე. ვუყურებდი ჩემ შიშველ ტერფებს, ერთმანეთზე ვათამაშებდი და ვერთობოდი, ჩემთვის. იქნებ, რატისაც მოექცია ყურადღება, ცოტა ზედმეტად.
-ტყუილად მიწვევ, ქალბატონო ეკატერინე.
-საბუთებში მაინც არ ჩაგიხედავს, ვინ გადმოგიყვანეს ოფისში არ დაინტერესებულხარ? კატო მქვია, კატო. - მთავარი სიტყვა ბანზე ავუგდე და ჩემი გავაგრძელე.
-მონათლული ხარ, ეკატერინე! - კბილებში გამოსცრა მთელი სიბრაზით. მე ისევ ჩემსას ვაგრძელებდი. უცხო იყო მისგან ჩემი ნათლობის სახელის წარმოთქმა. უცნაური გრძნობა მქონდა და წარმოვიდგინე, როგორ მომიახლოვდა და მაკოცა. ფეხის მოძრაობას არ ვწყვეტდი. ხერხემალი გავასწორე მაისურო ოდნავ ამეწია და წვრილ ზოლად ჩანდა ჩემი მუცელი. ლამის წამების თვლა დავიწყე. - ოოხ, ეკატერინე! მოსაკლავი მყავხარ!
ვიგრძენი, როგორ შემეხო მაისურის შიგნიდან მისი ხელი შიშველ მუცელზე. ნელა გაასრიალა და წელამდე ჩავიდა. ბუსუსებმა დამაყარა ტანზე. ფრთხილად წამოვიწიე და მის კალთაზე მოვკალათდი. ჩემს წელზე დაასრიალებდა ხელებს, კისერში მკოცნიდა. მაისური გამხადა, ორი თითი ჩაასრიალა ჩემი ტუჩებიდან შარვლის ელვამდე, მაგრამ ტუჩებს ზედმეტად არ შეხებია. მერე წელზე ხელები მაგრად მომხვია და წამოიწია.
-ამდენი ხანია მიყურებ და ითმენ. ელოდები, როდის მოვალ. რაღა ახლა აგევსო მოთმინების ფიალა? ცოტაც, კიდევ... ჩემს თავს გაფიცებ, ეკატერინე.
მერე ადგა. მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, ქურთუკი ხელზე გადაიკიდა და წავიდა. ასე დამტოვა, მაისურის გარეშე, პირდაღებული, არეული და გაშტერებული. დედას ვფიცავარ, მეგონა, რომ ყველაფერი მომეჩვენა და მაისურიც ჩემი ფანტაზიის ნაწილი იყო. აბაზანაც არ მიმიღია, ასე, ზედა საცვალითა და სპორტული შარვლით დავწექი ლოგინში დასაძინებლად.
მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა. მგონი, არც გამომირთავს, ისე ავიღე პირსახოცი და აბაზანაში ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. სველი თმა გავიშრე, სამზარეულოში გავედი ყავა დავისხი და ჭიქით ხელში დავდექი დიდი კარადის წინ. ისევ იგივე კითხვა მაწუხებდა : „რა ჩავიცვა?“
ორშაბათი იყო, 28 დეკემბერი. ღმერთო, კიდევ სამჯერ უნდა წავსულიყავი სამსახურში და მეოთხე დღეს, 31 დეკემბერს, მარტოობის ბედნიერება მელოდა!
ალბათ, ფიქრობთ, რომ სამსახურში წასვლაზე ფეხს ვითრევდი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩემი უფროსის ნახვა მომიწევდა და თავს ვერ შევიკავებდი. მინდა გითხრათ, რომ მთელი სამუშაო მან ძილსი განმავლობაში, წინა საღამოს მყოფი კატოსი არაფერი მეტყობოდა. - როგორ? - ახლაც არ ვიცი. არ ვიცი, როგორ არ ვეძებდი რატის საქმიან საუბარში რაიმე ზედმეტი დამენახა ან საკუთარი ტკივილი დამეფარა. წარბის შეუხევლად დავტოვე ზუსტად 6 საათზე ოფისი, მანქანაში ჩავჯექი და სახლში წამოვედი. კარის დახურვისთანავე ვიგრძენი, როგორ მტკიოდა. ძალიან მტკიოდა, მაგრამ საკუთარ თავს არ მივეცი იმის საშუალება, რომ მეტირა. ზედმეტად ამაყი ვიყავი ცრემლებისთვის.
მაკიაჟი მოვიშორე და უბრალოდ, სახის დამატენიანებელი კრემი წავისვი. მოზრდის ხელჩანთაში ერთი ხელი ტანსაცმელი ჩავყარე, მაქანის გასაღები ავიღე და სახლი დავტოვე. ვიცოდი, რომ იმ საღამოსაც მოვიდოდა რატი და არ შემეძლო, რომ კარი არ გამეღო. გულწრფელად ვიტყვი, არ მინდოდა, რომ კარი გამეღო.
ტასიკოს კორპუსთან გავაჩერე მანქანა, ძრავი გამოვრთე და მობილურზე მისი ნომერი ავკრიფე. მაშინვე გაისმა ყურმილში მისი წკრიალა ხმა.
-ტასიკო, სახლში ხარ?
-კი. უნდა გამახარო და მესტუმრო, ხო?
-თუ გცალიათ ოჯახს. და თუ ამაღამ სახლიდან არ გამომაგდებთ. - ჩამეცინა.
-გაგიჟდი? ოღონდ აქ მოდი, გნახო და წლის ბოლომდე დარჩი თუ გინდა!
-ჰო, უკვე 3 დღე დარჩა წლის ბოლომდე, აფერისტო!
-ბევრს ლაპარაკობ, კატუსი. - ჩაეცინა და მესმოდა, სანდროს ლაპარაკი, ცოლს ყუმილის გათიშვას სთხოვდა, უფრო მალე მოვა და დამასვენებთო, ამბობდა. - წავედი ახლა და გელოდები.
პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი, რომ გათიშა. უკანა სავარძლიდან ჩანთა ავიღე, სადარბაზოში შევედი და 2 სართული უცბად ავირბინე. კარი დაუკაკუნებლად შევაღე და მისაღებში გავედი, ცოლ-ქმარს გავუღიმე.
-წეღან, ნამუსმა შემაწუხა და ზრდილობას რა ვუთხარი, რომ დავრეკე. - სავარძელზე დავებერტყე.
-ცუდი ნათლია რომ იქნები, იცი? - ტუჩები დაბრიცა ტასომ და ღიპუცაზე ხელი გადაისვა.
-ნათლია რომ ვიქნები, კარგიც ვიქნები. - ენა გამოვუყავი და სანდროს გავხედე. - რას შვები, სიძე?
-აი რას, - მზერა ტასოს ღიპზე გადაიტანა და ჩაიცინა.
-იდიოტო! - ჩავისისინე და ისევ ტასიკოს ავხედე. - აუ, ყავას დავისხავ, ხო?
-იყავი, დაგისხავ, ოღონდ შენ ნუ იწუწუნებ ახლა. - ახვანცალდა გოგო და ფეხზე წამოდგა.
მთელი კვირა იყო გასული, რაც ტასიკო არ მენახა. არაფერი ჯობია მის ყავას! საოცარი ხელები აქვს ამ გოგოს! საჩუქრები მათთვის არ მიმიცია. დარწმნებული ვიყავი, რომ 31 დეკემბრის ღამეს ვნახავდი.
იმ ღამით მართლა მათთან დავრჩი. დილით ტასიკო არ გაგვიღვიძებია. საუზმე მოვამხადე და სანდროსთან ერთად მივირთვი. რაღც ჩვეულოა სამუშაო დღეებში დილა ჭამით რომ იწყება. ჭურჭელი დავრეცხე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ავიბარგე.
სხვანაირი ენერგიით სავსე შევედი ოფისში. Mail_ები შევამოწმე და საჩქარო საქმეების მოგვარება დავიწყე. კარების ხმაზე ავწიე თავი და რატის წავაწყდი. არ ვიცი ცუდად იყო, ცუდი ამბავი გაიგო, თუ ცუდი სიზმარი ნახა, მაგრამ აშკარად არ ტოვებდა ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას. თავი დამიკრა მოსალმების ნიშნად, ჩემი კაბინეტი გაიარა და თავისაში მიიკარგა. ალბათ, ნახევარი საათი მოვუნდი აუცილებელი პასუხების დაგზავნას. კაფეტერიაში ჩავედი, 2 ნახევრადტკბილი ყავა ავიღე და უკან დავბრუნდი. ერთი ჭიქა ჩემს კომპიუტერთან დავდგი, მეორე რატის შევუტანე ოთახში. სკამზე ჯდომის ნაცვლად სანახევროდ იწვა და თვალები დახუჭული ჰქონდა. ცოტაღა მაკლდა გაგიჟებამდე, ამდენი სამუშაო ჰქონდა და ის უდარდელად ისვენებდა. მაგიდას მოვუარე და რატისთან ახლოს მივედი და ჭიქა მაგიდაზე დავაჭედე. მეგონა დენდარტყმულივით წამოწევდა თავს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, წარბი არ შეურხევია. ნელა გაახილა თვალები, თითქოს ვიღაც საპირისპიროდ ექაჩებოდა. დასისხლიანებული თვალებით ამომხედა და, არ ვიცი, როგორ შევიკავე თავი კივილისგან. სულ დავივიწყე მისი ხასიათიც, ისიც, რომ საშინლად მიზიდავდა და მასთან მინდოდა. არ ვიცი, როგორ. მხოლოდ ის, ვიცი, რომ სანამ ჩემ სავარძელს არ დავუბრუნდი, მანამდე ვერ გავიაზრე, უეცრად ერთგულ მეგობრად რომ გადავიქეცი და ჩემ უფროსს მხარში ამოვუდექი. არასდროს მინახავს მთელი 10 თვის მანძილზე ასეთ მდგომარეობაში მყოფი. ძალიან აინტერესებდა, რა მოხდა წინა ღამით, მაგრამ უნებურად უსიტყვოდ გავუგე და არაფერი მიკითხავს. მის მუხლზე ჩამოვჯექი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა. სასმელის სუნი მეცა, მაგრამ მაინც არაფერი მითქვამს. ასე ვიჯექი ცოტახანს. მერე დაბალ ხმაზე ავლაპარაკდი.
-ყავა გიშველის. ცოტას მაინც. გამოფხიზლდები, სუ თუ არაფერი. - თავი დამიქნია, - რამე თუ დაგჭირდა, დამიძახე, აუცილებლად. კარგი? - ისევ იგივე. კისერში ვაკოცე ფეხზე წამოვდექი და კაბინეტი დავტოვე.
არ დაუძახია ჩემთვის დასახმარებლად. ცოტა იმუშავა, ძალიან ცოტა. მხოლოდ რამოდენიმე ჭიქა ყავა დალია, მაგრამ მაინც იცევ ისე იყო. გვაინობამდე მომიწია მუშაობა. 12_ის ახევარი იყო კომპიუტერი რომ გამოვრთე. რატისთან შევედი, მაგიდაზე ხელები ეწყო და თავი ჰქონდა ჩამოდებული. ახლოს მივედი, ოდნავ შევარხიე და თავზე ვაკოცე. არაფერი მითქვამს. ისიც უხმოდ წამოდგა ფეხზე, მანტო მივაწოდე, ხელზე გადაიკიდა და გამომყვა.
ავტოფარეხში გავედით. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და მომაწოდა. გამოვართვი და ხმაამუღებლად დავჯექი მისი მანქანის საჭესთან. ჩემთან ავედით. საჭმელი გავაცხელე დ მაგიდა გავშალე. ორი დამშეული მგელი ჭამდა ჩემ სახლში საჭმელს. მიყვარს ეს მომენტი, მშიერი რომ ვბრუნდები სახლში და ცხელ საჭმელს რომ ვჭამ. ჭურჭელი ნიშარაში ჩავლაგე და საძინებელში გავედი, რატის საწოლი გავუშალე და მისაღებში დავბრუნდი.
-იმ ოთახში შეგიძლია დაიძინო. ღამე რამე რომ დაგჭირდეს, გვერდით ოთახში ვიქნები და გამაღვიძე. - თავი დამიქნია და სევდიანი თვალებით გამომხედა.
-ძალიან გაწუხებ, ხო?
-არა. ნუ იფიქრებ მაგაზე, უკეთესი არ დაგემართება. გამომართვი, - პირსახოცი და ხალათი გადავუგდე. - სააბაზანო იი სადაცაა. ტანსაცმელს გაგირეცხავ, სასმელის სუნად ყარს და დავწვები მეც.
ფეხზე წამოდგა, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა და ხალათის კაპიუშონი თავზე ჩამოიცვა. ჩემთან მოვიდა, თავზე მაკოცა და სააბაზანოში გავიდა. სამზარეულო მივალაგე, ჭურჭელი დავრეცხე და ხელებს ვიმშრალებდი რატი რომ გამოვიდა სააბაზანოდან. წითელი ხალათი, მე რომ მუხლს მიფარავდა მას საკლაოდ მაღლა ჰქონდა. კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული თავზე და ფეხშველა დატანტალებდა. მოვიდა და ჩამეხუტა.
-ამხელა კაცს ალუბლის სუნი უნდა აგდიოდეს? - გამეცინა.
-სასმელის სუნი შენ არ მოგწონს და ალუბლის მაინც აიტანე ხვალამდე. - შეყოყმანდა და მაინც, თავზე მაკოცა.
-შენი საკუთარი ჯობია მაგ ალუბალს!
-მაგას რა ჯობია, კატუსი? - მომშორდა და სამზარეულოს კარებთან იყო უკვე მისული რომ შემობრუნდა. - ტკბილი ძილი.
იყო რაღაც, რაც სჯობდა. მაგრამ რათ მინდოდა? მაინც სხვა ოთახში ეძინა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემთან არ მოვიდოდა. სოფიალურ სელს თვალი გადავავლე, თავი მოვიწესრიგე, რატის ტანსაცმელი გამათბობელთან დავფინე და დასაძნებლად დავწექი.
დღემდე არ ვიცი რა მოხდა 28 დეკემბრის საღამოს.
დილით რატი უკვე წასული დამხვდა და მისაღებში სათადარიგო გასაღებებს ერთი ცალი აკლდა. მეგონა სამსახურში ვნახავდი, მაგრამ მთელლი დღის მანძილზე არ გამოჩენილა. მობილურზე ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე ისევ დავრეკე, მაგრამ 60 წამის შემდეგ ავტომატურად გაითიშა. ვნერვიულობდი. მეშინოდა, რამე არ დამართნოდა და მოკითხვა დაგვიანებული არ ყოფილიყო, მაგრამ ჩემსას რატის საქმეც დაემატა და კაბინეიდან ფეხი ვერ გავდგი. ყავაც თანამშრომელმა შემომიტანა და ვერ წარმოიდგენს, როგორი მადლიერი ვარ. 12 საათი ხდებოდა, მუშაობას რომ მოვრჩი და ღმერთო, არ მჯეროდა, 60 საათი სამსახურის გარეშე! და მერე, 14 იანვრიდან კიდევ შვებულება მელოდა, ორკვირიანი. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, მეგონა! მაგრამ, რატი. ისევ დავრეკე და ისევ არ გამაგონა. ასე ძალიან, არასდროს მდომებია მისი მისამართის ცოდნა. რა იქნებოდა, ჩემთან რომ დამხვედროდა? მაგრამ არა, კატუსი. ყველა ფიქრი ხომ ვერ აგხდება ყოველთვის? ღრმად ჩავისუნთქე და McDonald’s_სთან შევუხვიე. ყოველი შემთხვევისთვის, მენიუ 2 კაცზე ავიღე და დიდი პარკით ავედი სახლში. მაინც მჯეროდა, რომ დამხვდებოდა. მაგრამ ბოლო იმედიც გაქრა, როცა ჩაბნელებულ მისაღებში გავედი. დიდი ხნის მანძილზე ველოდებოდი, მაგრამ არ გამოჩნდა. დივანზე მეძინა იმ საღამოს.
მეორე დღეს, კიდევ ვურეკავდი, ჯერ დაკავება იყო, მერე სუ გამორთული იყო და ავტომოპასუხე ჭყიპინებდა. როგორც უმეტეს შემთხვევაში, არ იმ საახალწლოდ მქონდა მაცივარი გამოტენილი. მარტო ქათამი მოვხარშე, ბაჟე გავაკეთე და ერთი ნამცხვარი გამოვაცხე. ეს სამი რამ იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ახალი წელი მიყვარდა. მზარეულობას რომ მოვრჩი, დრო კიდევ ბევრი იყო დარჩენილი 12_მდე. ჯერ კიდევ ნათელი დღე იყო. მობილურს დავხედე, არცერთი შეტყბინება არ იყო რატისგან. მანქანის გასაღები და საფულე ავიღე და მოლში წავედი. ყურსასმენები გავიკეთე და ისე შევედი შენობაში. ბევრი ვიარე მაღაზიებში, მაგრამ ყიდვით ცოტა რამ. ისიც მხოლოდ ჩემი მომავალი ნათლულისთვის.
შენობა რომ დავტოვე, უკვე სამაოდ ბნელოდა. რუსთაველზე გავედი. McDonald’s_ში ვანილის შეიკი ავიღე და ქუჩას ფეხით დავუყევი. დიახ! მე გიჟი ვარ. 31 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე მივსეირნობდი და გაყინულ შეიკს ვსვამდი. ვგრძნობდი, როგორ ჩადიოდა საყლაპავ მილიდან კუჭში ცივი სითხე. მერე განათებულ ქუჩას ვუყურებდი. რუსთაველი არის ქუჩა, რომელიც ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ ახალი წელია. ყოველთვის სიხარულით ვივსები და არც იმ წლის ბოლოს ყოფლა გამონაკლისი.
11_ის წუთები იყო, როცა სახლში ავედი. ცხელი შხაპი მივიღე, თმები გავიშრე და პატარას ტანსაცმელი სასაჩუქრე პარკებში ჩავალაგე. სამზარეულოში გავედი, ყავა დავისხი. ნახევარი საათი იყო დარჩენილი ახალ წლამდე. მობილური ავიღე, რატის ნომერი ავკრიფე და დავრეკე, ისევ გამორთული იყო. იმ დონეზე მქონდა ნერვები, რომ დარწმუნებული ვიყავი, როცა დავინახავდი ძალიან გავამწარებდი. ყავაც არ დამილევია ბოლომდე. მაცივრიდან ღვინის ბოთლი ავიღე, ნაძვის ხის ნათურები დენზე შევაერთე და სინათლეები ჩავაქრე. საათისთვის აღარ დამიხედავს. არც რატისთან მიცდია დარეკვა. იატაკზე ვიჯექი, ბუხარში ცეცხლს ვუყურებდი და ბოთლით ვსვამდი ღვინოს. თითქმის დაცლილი მქონდა მთელი ბოთლი, ფანჯარაში რომ დავინახე პირველი ფეიერვერკი როგორ გაიშალა. ბოთლი იატაკზე დავდე და სწრაფად წამოვდექი. თაბრუ დამეხვა, დავმთვრალვარ, თურმე. ბარბაცით გავედი აივანზე და უკვე აჭრელებულ ცას ვუყურებდი. მხოლოდ საჩუქრები არ ყოვილა ახალი წელს, თურმე. მყვარებია ფეიერვერკების ყურება. მთვრალი ვიცინოდი, მთვრალივით და ვერ ვჩერდებოდი. არ ვიცი, რატომ. შეიძლება იმის ნიშანი იყო, რომ ახალ წელთან ერთად ახალი ცხოვრება იწყებოდა.
ფეიერვერკების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. უფრო მეტი ფერი ერეოდა ერთმანეთს და უფრო მეტად ვიცინოდი.
მერე ფერები შემცირდა. ნელ-ნელა ცა უფრო მეტად იკვეთებოდა და მხოლოდ ვიღიმოდი.
მერე ის კინკილა ფერებიც გაქრა, ქალაქი ჩაწყნარდა. მე მეტკინა, ძალიან მეტკინა და მუშტი მთელი ძალით მივარტყი კედელს.
ხომ ვამბობდი, ვერ ვიტან ახალ წელს_თქო?
სახლში შევედი, ვიფიქრე კიდევ დალევდი და სულ გავითიშებოდი. პირველი ბოთლი ბოლომდე ჩავცალე და მეორის ასაღებად უნდა გავსულიყავი, კარების ხმა რომ გავიგე. გაღებას ცდილობდა ვიღაც. არ ვყოფილვარ ისეთი მთვრალი, რომ ეს ხმა გამეტარებინა, მაგრამ ისეთი ნამდვილად ვიყავი, რომ გამეხსენებინა წინა დღით გამქრალი სათადარიგო გასაღები. გგონიათ, სამზარეულოდან დანა გამოვიტანე? საცემად მოვემზადე, დავიმალე ან პატრულში დავრეკე? ცარიელი ბოთლი იატაკზე დავტოვე და შემოსასვლელი კარების წინ, კედელს მივეყრდენი. მეგონა, საახალწლო სანახაობის მთავარ გმირს ვნახავდი, მანიაკის როლში ჩემს მეკვლეს. ვერავინ წარმოიდგენს, რა დონეზე არ მანტერესებდა ეს სიტუაცია და ახლა მეც ვბრაზდები ჩემ თავზე.
სინათლე ისევ არ მქონდა ანთებული. სახლში შემოსული ადამიანის, მხოლოდ სილუეტი შევამჩნიე სადარბაზოდან გამომავალ სინათლეზე და ისიც რამოდენიმე წამში გაქრა.
-დაგვიანებული საჩუქარი მოვედი მეკვლედ, კატუსი. - ღმერთო, მე ხომ არ მიფიქრია, რომ ჩემთან ყოფილიყო? მხოლოდ მინდოდა მცოდნოდა, რომ კარგად იყო. მისი ჩემთან ყოფნა, ხომ არ ყოფილა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. ის რეალური იყო. იმდენად რეალური, რამდენადაც ცაა უსასრულო.
-მოხვედი თუ მომიტანე?
-საუქარი მოვედი. ვიფიქრე შენს საჩუქარზე, მაგრამ არც ისე ბევრი. ხოდა, გადავწყვიტე, რომ შენთვის ჩემი თავი მეჩუქებინა და საკუთარისთვის შენი. - ვერ გავიგე როგორ მომიახლოვდა, მარჯვენა ხელზე რომ მომკიდა თავისი, ეს ვიცი. სანამ აზრზე მოვიდოდი და ხმას ამოვიღებდი, მანამდე ბეჭედი გამოკეთა ხელზე და არ ვიცი, როგორ აღვიქვი მომხდარი.
-ეს თხოვნაა ხელის?
-არა, მოთხოვნაა.
-მაცდურად ჟღერს. - გამეღიმა. ვიცი, რომ ვერ შეამჩნია ჩემი ღიმილი.
წელზე შემიცურა გაყინული ხელები და დამცხა. მისი თმები ავათამაშე და ამდენი ხნის ნანატრი ტუჩებით მაკოცა! გეფიცებით, არ მახსოვს რა დამემართა იმ წუთს. საერთოდ არ მახსოვს, დილამდე რამე ვუთხარი თუ არა სხვა. კოცნამ გამაბრუა და მომწყვიტა რეალობიდან. მხოლოდ სურათებია ჩემ მეხსიერებაში შემორჩენილი. მახსოვს იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი, რატისა და კედელს შორის მოქცეული საკუთარი თავი, იატაკზე ჩემს სხეულს ჩაბღაუღებული ჩემი უფროსი და მახსოვს, როგორი სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ის ღამე. მისი ცხელი, მფეთქავი ტუჩებიც მახსოვს, რომელიც უკვე მთელი წელია არ მშორდება.
მეორე დილას ტასიკოს და სანდროს დავადექით თავზე. მეკვლე აღმოვჩნდი მათი. საჩუქრები დავურიგე და ჩემი უფროსი გავაცანი, როგორც ჩემი ქმარი. სანდრო გაბრაზდა, ჩემმა მეკვლებ ტყუილებით დაიწყო წელი ჩელსავე სახლშიო. ტასიკო ყურებამდე იღიმებოდა და რომ ჩამიხუტა, ლამის საკუთარი შვილი დაავიწყდა და გაჭყლიტა.
იმავე დღის საღამოს რატის ძმაკცებთან გავედით, წინასწარ მომზადებულან თურმე ბიჭები. რატის მონაყოლიდან მიცნობდნენ კარგად, თურმე და კაი ძმაკაცივიტ გადამეხვივნენ მეც. სახლებიც არ უთქვამთ, ეგონათ, რომ მეც ასე კარგად ვიცნობდი სამივეს და მერე ბევრი ვიცინეთ.
არასდროს დამავიწყდება 3 იანვარი. რესტორანში ვიკრიბებოდით მთელი ფილიალი. უფროსთან ერთად მე რო გამოვცხადდი არავის გაჰკვირვებია, მაგრამ როცა პირველი სადღერგრძელო დაილია და ერთმანთს საახალწლო სურვილები ვუსურვეთ, რატის სურვილზე ყველა გაქვავდა. ჩაგვეცინა ორივეს, ვაკოცე და მერე ისევ სუფრას გადავხედე. ალბათ, რამდენს უნდოდა რესტორნიდან გაქცევა და ხიდიდან გადახტომა, ვინ იცის.
ხელი მალევე მოვაწერეთ. ჯვარი არ დაგვიწერია. ჯერ ახალი წლები, მერე მარხვა და, როცა ეს ყველაფერი დამთარვრდა, მე და ჩემს მეუღლეს უკვე დამთავრებული გვქონდა საახალწლო შვებულება და ჯვრისწერისთვის არ გვეცალა.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ყველაზე დიდი ბედნიერება, 2015 წლის პირველ საათს მეწვია. ახლა 2015 წლის უკანასკნელი დღეა და იმ ბედნიერებას, სხვამ აჯობა! უკვე ვეღარ ვითმენ და მკლავს დარჩენილი ის წუთები, რაც ახალ წელს გვაშორებს. დარწმუნებული ვარ, ვერ მოვითმენ და პირველ ფეიერვერკამდე ვაჩუქებ რატის ჩვენი შვილის პირველ, ექოსკოპიის სურათს.

_______
დამდეგს გილოცავთ.



№1  offline წევრი Firefly

უუუმაგრესი იყო love
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი tako

ძალიან მაგარიი იყო.ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.მომეწონა.მრავალს დაესწარი

 


№3  offline წევრი maridb

მეე ძალიან მომეწონაააა<3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4  offline წევრი Xati Zaalishvili

Dzaaliann kargii iyoo <3 arachvrulrbrivi saaxalwlo sachuqari <3 ♡♡

 


№5  offline წევრი კოტი

შენ ხარ იდიოტი;დ დავტკბი დაი მართლა ოღონდ უაზროდ ვიღიმოდი დ. ისე ვკითხულობდი ისტორიას❤️❤️ იმედი მაქვს კიდევ გამახარებ და იმ ისტორიებს დადებ რომლებსაც მე ველი :*** ახალი წლოს ხათრით მაინც მიყვარხარ
--------------------
ცაში ანგელოზი მათ მომავალს წერდა

 


№6  offline წევრი ROLIKA

ძალიან თბილი, ტკბილი და გემრიელი ისტორია❤ ძალიან მომეწონაა❤

 


№7  offline წევრი keta♥

ვაიმეეეეეე:) love love

 


№8  offline წევრი nini :)

მმმმ..... რა კარგიი იყოოოოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent