-მოურჯულებელო, მაინც მოგარჯულებ! 13 - დასასრული
საავადმყოფოში განადგურებული შევვარდი! ახლა მხოლოდ ერთი მინდოდა-ანდრეას ნახვა! დერეფანში არავინ იდგა,თითქოს ჩემს ჯინზე ყველა გამქრალიყო! კარებს ვუყურებდი და აი ვიპოვე რასაც ვეძებდი! კარი დაუკითხავად შევაღე! -უკაცრავად,თქვენ ბრძანდებით ექიმი?-ისეთი სულელური კითხვა დავსვი, შემი უაზრობის მე შემრცხვა! მაგრამ ახლა საეთოდ არაფერი მადარდებდა, განსაკუთრებით ეთიკის წესები! -დიხ, რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?-მითხრა და ხელით სკამისკენ მიმითითა! მეც ჩამოვჯექი. ერთიანად ვკანკალებდი და სახეზე ფერი არ მედო! -აქ დაახლოებით 2 საათის წინ მოიყვანეს პაციენტი, ავარიაში,...-საუბაი მიჭირდა და თვალებზე მომდგარ ცრემლებს მთელი ძალით ვაკავებდი. -დიახ, დიახ-საუბარში დამეხმარა ექიმი, როცა შემატყო რომ ხმას ვერ ვიღებდი!-მაგრამ სამწუხაროდ მოყვანისთანავე გარდაიცვალა. სიტყვებით ვერ გამოვთქვამ,რა დიდი ტკივილი ვიგრძენი,ამ სიტყვების გაგონებისას. ,,ის მოკვდა,,-მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში, გულმა თითქოს ფეთქვა შეწყვიტა, ვერც ვსუნთქავდი. სულიერი ტკივილი- ყველაზე დიდი ტკივილი,რომელიც შინაგანად განადგურებს, ნელ-ნელა გიკლავს ტვინის თითოეულ უჯრედს და შენ გრძნობ რომ ვერ აზროვნებ, ან უბრალოდ არ გინდა არაფრის გააზრება! არ გინდა არაფრის დაჯერება. უბრალოდ გინდა მასთან! ფეხზე წამოვდექი,თუმცა ძალა საერთოდ არ შემწევდა.ინტიქტურად გადავდგი ნაბიჯი წინ და წავბორძიკდი. ვიგრძენი ვიღაცის შეხება და თითქოს ვიღაცის ხმაც ჩამესმოდა ყურში მაგრამ,ვერაფერს ვერ ვგრძნობდი! მტკიოდა. გული და სული მტკიოდა. ის არ მყავდა გვერდით, ის არ არსებობდა. არ სუნთქავდა. მისი სითბო ვეღარ გამათბობდა, მისი ირონია აღარ გამაღიზიანებდა, მისი ცხელი ტუჩები აღარასოდეს შემეხებოდა. ის მოკვდა! ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი იყო! ჩემი სიჯიუთის და ფუჭი სიამაყის! ნუთუ ძნელია საყვარელ ადამიანს აპატიო? გადადგა ის საბედისწერო ნაბიჯი, ნაბიჯი რომელიც გაცილებს ბედნიერებასთან! არა! ადამიანის ბუნება მეტად დაუნდობელია,მას ურჩევნია ერთი ნაბიჯი გადადგას უკან,დაკარგოს ყველაფერი,დაიტანჯოს,მაგრამ მაინც არ მოიხრიან ქედს სიამაყის წინაშე! ნუთუ ასეთუ ძვირფასია ეს გრძნობა ადამიანისთვის? ნუთუ სიყვარულზე ძლიერია? ალბად ასეა,რადგან ადამიანთა უმრავლესობა ასე იქცევა. ახლა მივხდი რა უაზრო ყოფილა ამ ნაბიჯის გადადგმა. უფალი გვპატიობს.,ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლიე ეს გავაკეთოთ? ზოგი იტყვის რომ ერთიდაიგივე შეცდომის დაშვების მეშინიაო! რა ცხოვრებაა,შეცდომების,ტკივილის და ცრემლების გარეშე? ოთახიდან გამოვედი და იქვე კარებთან დავდექი. გაქანება არ შემემძლო! კივილი და წივილი მინდოდაა, მინდოდა გამეთავისუფლებინა ის ტკივილი,რომელსაც გული ინახავდა! ცრემლები არ შემშრობია სახეზე! უკვე გონებას ვკარგავდი! ნელ-ნელა ძირში თვალებიც მებინდებოდა,მხოლოდ ირიბად ვხედავდი,ჩემსკებ მომავალ ადამიანის სილუეტს. თავს ძალას ვატანდი,რომ თვალები არ დამეხუჭა,მაგრამ არ შემეძლო! -ანდრეა......-ძლივს ამოვულუღლუღე და გონებაც დავკარგე! -მძულს საკუთარი თავი, შენ ხომ ჩემს გამო მოვვდი! ჩემს გამო დაგკარგე! მაპატიე ანდრეა!-ვტიროდი და ანდრეას ხელზე ვეკიდებოდი რომ არ წასულიყო,მაგრამ ვგრძნობდი რომ ძალინ ცივი იყო და ნელ-ნელა მშორდებოდა!-ანდრეა გთხოვ,არ დამტოვო! -პატარავ მიყვახარ-თბილად გამიღიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მომშორდა. -ანდრეა გთხოვ მაპატიე! ყველაფერი ჩემი ბრალია!-ისევ ვექაჩემოდი ხელზე არ ვუშვებდი! -შენ უბრალოდ ამაყი ხარ! -გაისმა შორიდან მისი ხმა და გაქრა. -ანდრეაააა......ბოლო ხმაზე ვიყვირე!-ანდრეაააააა-ახლა უკვე რეალობაში ვყვიროდი. საწოლიდან გიჟივით წამოვვარდი! დაფეთებული თვალებით ერთ წერტილს მივაშტერდი! ერთიანად ვკანკალებდი და სუნთვაც მიჭირდა! -ანდრეა, მაპატიე!-ჩუმად ჩავიჩურჩულე და ხელები სახეზე ავიფარე! -რა გაპატიო პატარავ?-მომესმა ძალინ თბილი და ესოდენ ნაცნობი ხმა. არა არ შეიძლება მეშლებოდეს! მის ხმას მილიონში გამოვარჩევ! ხელები ნელ-ნელა ჩამოვიწიე სახიდან და გაოცებისგან სამის გონება დავკარგე! -ანდრეა...-ძლევსგასაგონად წავილუღლუღე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ვგრძნობდი, მე მას ვგრძნობდი. მის სითბოს, მის გულისცემას და მის მხურვალე ტუჩებს! ის ჩემთანაა, ის ჩემია! იქნება მელანდება,იქნებ ყველაფერი ლამაზე სიზმარია. მეშნია. ისევ ვტირი,მაგრამ ამჯერად არ ვიცი ეს ცრემლები რომელი გვძნობისგანაა გამოწვეული! -კარგი დაწყნარდი...-ისევ გაისმა მისი თბილი ხმა, სახით მომიშორა და თვალებში ჩამაცქერდა, სახეზე კი ღიმილი დასთამაშებდა! -ანდრეა, შენ ..... მე.... შენ...-აზრებს ვერ ვალაგებდი, სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა მეთქვა,ვერ ვხდებოდი საიდან დამეწყო და რით დამემთავრებინა, ბოლოს ყველაფერითავის ადგილზე დალაგდა. მხოლოდ ერთ სიტყვაში მოიყარა თავი ყველაფერმა.-მიყვარხარ-ვუთხარი და მთელი არსებით დავეწაფე მის ცრელ ბაგეებს! შევამჩნიე,რომ ჩაეღიმა. -შენ ცოცხალი ხარ....-ვუთხარი როცა მის ბაგეებს მოვწყდი-მე მითხრეს რომ შენ...-არ მინდოდა იმ საშინელი სიტყვის წარმოთქმა. -რომ მოვკდი არა?-ჩემი სათქმელი დაამთავრა-ხო, ჩემთან ერთადკიდევ მოიყვანეს ერთი ადამიანი, სამწუხაროდ მას ვერ გაუმართლა. ალბად იმ ბიჭში ავერიე ექიმს.-მითხრა და გამიღიმა! -ანდრეა მაპატიე, შენ რომ რამე მოგსვლოდა, მე.... -გაგიჟდი?-გაბრაზებამ წამოუარა სახეზე,-შენ რა შუაში ხარ? მეორედ ეგ სისულელე არ თქვა! მე არაფერი მომივა,მე ხომ შენი სიყვარული მიცავს! -ანდრეა, შევიცვლები, გპირდები, შევიცვლები!- ისევ ავტირდი,მაგრამ ახლა ზუზტად ვიცოდი რომ ეს ბედნიერების ცრემლები იყო! -შენ უკვე შეიცვალე რია.-მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა,ხელები მოვხვიე და მისი გულის რიტმულ ფეთქვას ვუსმენდი,როცა მხარში ჩამავლო ხელები და მომიშორა რამდენიმე სანტიმეტრით!-ჰეი, პატარავ, მე შენ მოგარჯულე! მის სიტყვებზე გულიანად გამეცინა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცხვირზე წავეთამაშე! -ხო შენ ეს შეძელი! მიყვარხარ!-ვუთხარი და ტუჩებზე დამეწაფა, რითაც მაგრძნობინა ,,მეცო,,. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.