შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, ლეო, სალომე და შენ


3-01-2016, 02:48
ავტორი Anya
ნანახია 1 818

***
ჩემი უძვირფასესი ადამიანი,
ჩემი სალომე,
ასე დავარქვი როცა გავიცანი,
როცა სკოლაში შევედი,
გვერდი-გვერდ მერხებზე დაგვსვეს,
და მაშინ გავიცანი,
მას მერე ერთად ვართ,
და არც ვაპირებთ ამის შეცვლას,
მას ჩემი დავარქვი,
ასე ვარ ხოლმე,
ვიცი რომ ეს ეგოიზმია,
მაგრამ ყველაფერს რაც მიყვარს, ვარქმევ ჩემს,
მართლა ეგოისტი ვარ,
მაგრამ რას იზავ,
სულ ჩემთანაა,
და მეც სულ მასთან ვარ.
მოკლედ...
ძალიან მიყვარს,
შეუძლებელია ის არ გიყვარდეს,
სალომე.

***
14 წლის რომ გავხდი მამაჩემმა ლეკვი მაჩუქა,
ჭკუაზე არ ვიყავი,
არ ვიშორებდი,
მასთან ერთად ვჭამდი,
მეძინა,
ფილმებსაც ერთად ვუყურებდით,
ლეონარდო დავარქვი,
სალომემ კი ლეოთ შეუმოკლა,
და შერჩა ლეო.
ერთად ვასეირნებდით ხოლმე ლეოს მე და სალომე,
რაღაცაზე გიჟივით როცა ვიცინოდით ყოველთვის ამოგვხედავდა ხოლმე,
მზერით: ‘ესენი ხო არ აფრენენ?!’
და ახლაც ესეა,
სულ ჩემთანაა ლეო,
და სალომეც.
ლეო და სალომე,
ლეო, სალომე და მე,
მე ქეთა,
მე ქეთა ჩადუნელი,
მინდა იცოდეთ,
უზომოდ მიყვარხართ აბსოლიტურად ყველა,
მაგრამ შენ უფრო…

***

ამიკო ნემსაძე და დაჩი გეგენავა ჩვენი ბავშვობის მეგობრები არიან, შემდეგ გავიცანით რუსკა არჩვაძე და გელა ხარაიშვილი.
ამიკო და დაჩი ჩვენი არიან, რუსკა ჩვენზე ერთი წლით დიდია, გელა ორით.
ამიკო ყოველთვის უფრო წყნარი იყო ხოლმე, დაჩი სულ მაწვალებდა, მაგრამ სალომეს არა, ყველას სალომეს გარდა.
სალომე სულ სხვანაირი იყო,
ყოველთვის,
ჩუმი,
მშვიდი,
წყნარი,
ყოველთვის ყველაზე მეტად უხაროდა,
ყველაზე მეტად ეშინოდა,
წყინდა,
უყვარდა,
ზრუნავდა,
მოკლედ სულ ემოციებში იყო,
ახლაც ასეთია,
შეუძლებელია მას რამე უბრალოდ გაეხარდეს,
მას ბრალიანად უხარია,
თუ რამე უხარია უხარია ძალიან,
თუ სწყინს, ძალიან სწყინს,
მაგრამ ადვილად არა.
მაგიტომაც ვთქვი შეუძლებელია ის არ გიყვარდეს თქო,
ან უბრალოდ არ მოგწონდეს მაინც,
მაგიტომ თვით დაჩიც კი არ წიწკნიდა მეორე კლასში თმას.
ამიკოს ამირანას ეძახდა ხოლმე,
თვითონ ამიკო ვერ იტანს ამ სახელს,
უფრო სწორედ არ უყვარს როდესაც ასე ეძახიან,
სულ ღიზიანდებოდა ხოლმე,
ახლაც ასეა,
შემიძლია დავიფიცო რომ არაფერი შეცვლილა.
მეც როცა მინდა გავაბრაზო ამირანას ვეძახი.
რუსკა და გელა ამიკომ გაგვაცნო,
ჩვენ მერვეში ვიყავით,
რუსკა მეცხრეში, გელა მეათეში,
მალე დავმეგობრდით.
და ასეა,
ძალიან მიყვარნან,
და ვიცი მათაც ვუყვარვარ.
და ვართ ასე.
და იმედია ახლა კითხულობ და იღიმი.
ხოხო, შენ,
არ ვიცი ახლა ვინ კითხულობს ამას,
მარიამი, ელენე, ნინი, კესო, ლელა, თიკო თუ ანი,
მაგრამ უბრალოდ გაიღიმე,
მეც ვიღიმი,
გაიღიმე როცა ეს მართლა გინდა,
ან როცა საერთოდ არ გინდა,
როცა გიხარია, როცა გტკივა, გენატრება, გიყვარს...
სიძულვილი?
გულშიც არ გაივლო,
შეიყვარე,
მთელი გულით,
ისე როგორც მე ვქენი,
ეს რჩევაა,
ჩემგან,
ნუ ეს თავადაც იცი.

***
ძალიან მიყვარს ახალი წელი,
შეიძლება უმიზეზოდაც,
არ ვთვლი რომ რაიმე განსაკუთრებულია,
მაგრამ მაინც მიყვარს,
ამიტომ ვცდილობ ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანო და ახალი წელს სრულიად განახლებულად შევხვდე,
და ამიტომაც,
ავდექი და ახალი წლის წინა დღეს ჩემი უგრძელესი თმა მოვიჭერი,
დედაჩემმა რომ დამინახა თვალები ჭყიტა,
ბებიაჩემს ლარნაკი დაუვარდა, რომელსაც წმენდდა,
მამაჩემს ბორჯომი გადასცდა,
მაგრამ მაინც შეეგუვნენ,
სხვა რა გზა ქონდათ,
ჩემი კარეთი დანახვა რატომღაც ჩემი ოჯახისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა,
ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,
მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე,
დამემტკიცებინა ჩემი თავისთვის,
წელს შევიცვლები,
უკეთესობისკენ,
არ ვიცი ეს მიშველის თუ არა,
მაგრამ რას ვკარგავ,
რა ვიცი, მგონი უკვე დავკარგე,
თმა...
სასაცილოა,
მაგრამ ახლა შენ სულ არ გცალია ჩემი თმისთვის არა???...
არც მე,
და არც მოგაცდენ,
სულ თავიდან დავიწყო?
მაგრამ ახლა ისედაც ახალი წელია,
რაც იმას ნიშნავს რომ ყველაფერი ისედაც თავიდან იწყება,
მაგრამ განსხვავებულად,
და ამ განსხვავებას ჩვენ ვქმნით,
რადგან შევეცადოთ არ დავუშვათ იგივე შეცდომები,
მაგრამ ვუშვებთ ახლებს...
თქვენც მოგბეზრდათ ამდენი ‘მაგრამ’ არა??
არაუშავს,
გაიღიმეთ,
ახალი წელია.

***

- ვაიმე ქეთაა, ადექი დროზე პირველია, - ოთახში გიჟივით შემოვარდა სალომე.
- ვაიმე უკვეე?, - ძლივს ავიღე ჩემი გაბურძგნული თავი ბალიშიდან და მობილურზე საათს დავხედე, ათს უკლდა ოცდახუთი. - ჯერ თერთმეტიც არაა, - ვთქვი და თავი ისევ ბალიშზე დავდე.
- საათზე არ გეუბნები, რიცხვზე ვამბობ, პირველი იანვარია.
- ჰო მერე რაა?
- რა და შენ საწოლწი გორაობას როდემდე აპირებ? ადე დროზე. - მითხრა სალომ.
- იქამდე სანამ თოვლის ბაბუა ჩემ სურვილს არ აასრულებს, თოვლი მინდა. - ვთქვი და ბალიში თავზე დავიმხე
სალომემ თვალები გადაატრიალა და ამოიოხრა.
- შენი საწოლში წოლით თოვლი არ მოვა, ადე დროზე.
- და შენ ყაზბეგში არ მიდიხარ?
- არა წელს შენთან ვრჩები, -მითხრა და გამეკრიჭა.
- თავი მისკდება.
- რატო, უჩემოდ დალიე?
- არ დამილევია. - ვთქვი დაბეჯითებით.
- აბაა?
- გავათენე.
- ჰოო გეტყობა.
- რვაზე დავწექი.
- საღოლ მაგრა გაგითენებია.
- და შენ რას აკეთებდი?
- რა და დაჩის და გელას უაზრო სადღეგრძელოებს ვუსმენდი, გაიგუდებოდი ეგ რო გენახა, უნდა წამოსულიყავი.
- აუ, მომბეზრდა ყოველ წელს ერთი და იგივე.
- კაი ერთი.
- აბიტურიენტობა ბოლოს მომიღებს. - ვთქვი და ბალიშზე მოწყვეტით დავემხე.
- რა შუაშია აი ახლა ეგ?
- უძილობაზე გამახსენდა. - ვთქვი საცოდავად.
- ცოტაც მოითმინე.
- ვითმენ, -თავი მოვისაწ.....
- ხოო ვხედავ, - მითხრა ირონიით.
- არ გინდა შენც პიჟამოებს მოგცემ და მომიწექი, - თავი წამოვყე გაკრეჭილმა.
- აუ არა გოზინაყი მინდა, - თქვა და ოთახიდან გავარდა.
- არ გადაგცდეს.
ისევ გავაგრძელე ძილი.
სალომეს აღარ გავუღვიძებივარ, არც ლეო არ დამახტა თავზე ძილში.
რომ გავიღვიძე საღამოს ექვსი იყო.
ისევ თავი მისკდებოდა.
რაღაც ფილმი ჩავრთე და ვუყურე.
დებილობა იყო.
მერე როგორც იქნა ჩემი ოთახიდან გასვლა ვიკადრე.
სახლში მხოლოდ მანანა იყო, ბებიაჩემი.
ანუ მანანიკო,
როგორც მე ვეძახი.
იჯდა და ინდურ სერიალს უყურებდა.
თან ილანძღებოდა და ხელში სათვალეს ნერვიულად ათამაშებდა.
- ოხხ, გარეწარი გოგო, ასეთ სიბოროტეს როგორ აკეთებს.
არ მესმის ამ ქალის, არ მოსწონს და მაინც უყურებს, მაგრამ რას გაიგებ,
ისე იყო ინდურ სერიალში ჩამძვრალი მე ვერც კი შემამჩნია,
მე მხოლოდ გამეცინა,
წყალი დავისხი და გავედი ჩემს ბუნაგში,
მეორე დილამდე აღარც გამოვსულვარ,
მაგრამ მეორე დღეს კი არ გამოვედი გამომაგდეს,
ლეომ და სალომემ.
ესეც ჩემი პირველი ნოემბერი...

-----

ვაიმე არ ვიცი ვინმე თუ წაიკითხავს, მე თვითონ არ მომწონს, და ვიცი რომ ჯერ საინტერესოც არაა, გამაკრიტიკეთ ოღონდ ძაან მიწასთან არ გამასწოროთ :DD მოკლედ პირველად დავწერე მსგავსი რამ და სხვისი აზრი მაინტერესებს, იმედია ისიამოვნბთ, და ახალ წელს გილოცავთ. :DD



№1 სტუმარი Natia

Gagrdzelebas velodebi male Dade <3

 


№2  offline წევრი Salo me

სათაურის გამო წავიკითხე და რა გითხრა პირველის კვალობაზე ცუდი არაა. იყო ბევრი შეცდომაც მაგრამ ისიც უნდა ვთქვა რომ განსხვავებულად წერ და ეგ მომწონს. ახლა მთავარია როგორ გააგრძელებ. წარმატებებს გისურვებ. ჩამაფიქრა... მწც მინდა ამ წელა ბევრი რამის შეცვლა...
--------------------
Sally

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent