შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის იარაღი


4-01-2016, 19:02
ავტორი gabun1a
ნანახია 2 082

ეს მე ვარ გიგა 32 წლის, წვერი ახლახანს გავიპარსე და პატარა გაბზარულ სარკეში თმას ვივარცხნი, აქვე ნარაზე ჩემი თანასაკნელი იტალიელი ჯუზეპე წევს, მე ბადრაგს ველოდები რომელმაც ცოტახანში უნდა მომაკითხოს და დამპალი ციხიდან სამუდამოდ გამიშვას, ციხეში 6 წელი 6 დღე და მე 6 საათია რაც ვარ, რაღაც მისტიკური ციფრი მივიღეთ არა? 666,. დამპალი 6 წელი ჩემი ქვეყნისგან შორს გავატარე საფრანგეთის ციხეში, 6 წლის წინ თბილისში თაკო დავტოვე , თაკო ჩემი შეყვარებული იყო, ხო იყო იმიტომ რომ ჩემი დაჭერის შემდეგ აღარ შევხმიანებივარ, არ მინდოდა ენერვიულა და ვიცოდი რომ ამდენი ხნით ვერ დამელოდებოდა ამიტომაც ვარჩიე დუმილი, დუმილი რომელიც 6 წელი გაგრძელდა, თაკო ალბათ ფიქრობს რომ მივატოვე, გავიცანი ვინმე ფრანგი და მასთან ერთად ყოველდღე შანზელიზეზე ვსეირნობ, ეიფელთან ფოტოებს ვიღებთ, მულენ რუჟში ვერთობით და ა.შ. ალბათ როგორ ვძულვარ თაკოს, დერეფანში ფეხის ხმა ისმის აშკარად ბადრაგი ჩვენი საკნისკენ მოდის, აი კარიც გაიღო და ზღურბლთან მსუქანი ულვაშიანი მამაკაცი დგას, თვალებში როგორც ყველას არაადამიანური ზიზღი ეტყობათ, მათ სძულთ ყველა პატიმარი, მათ შორის მეც, ვძულვარ ბადრაგებსაც, ვძულვარ თაკოსაც, ვიღა დამრჩა ვისაც ვუყვარვარ? ალბათ მორწმუნე ადამიანი მეტყოდა, ღმერთს! მაგრამ ვფიქრობ რომ არც მას ვუყვარვარ, როგორც ყველამ ღმერთმაც მიმატოვა, ან იქნებ მე მივატოვე ისინი ყველა ვინ იცის, დღეს ციხეს ვტოვებ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ ვინ იცის იქნებ მოვახერხო ისევ და ყველას შევაყვარო თავი ძველებურად, მე ყველა მიყვარს ჯუზეპეც მიყვარს რომელიც ახლა ფეხზე წამოდგა და გადამეხვია, "მალე გათავისუფლებას გისურვებ, ჩაო ფრატელო" მივუგე მეგობარს და ჩემს ზურგსუკან კარი დაიკეტა იმ დამპალ ოთხ კედელში ჯუზეპე მარტოდმარტო დარჩა, ციხის შენობაც უკან დარჩა, მხარზე ზურგჩანთა მაქვს მოკიდებული და ქუჩას მივუყვები გვერდით ტაქსმა გამიარა მეც სწრაფადვე დავუსტვინე და ტაქსიც გაჩერდა, უკანა სავარძელზე მოვკალათდი, "ბონჟუ მისიე სად წაგიყვანოთ?" არაბული აქცენტით მომმართა ტაქსისტმა უცებ წამით დავიბენი თითქოს დამავიწყდა სად უნდა წავსულიყავი, მერე გონება გამინათდა "მილ დე ფორტზე თუ შეიძლება" მივუგე მძღოლს, პარიზის ქუჩებს თვალს ვერ ვწყვეტდი რამოდენიმე ჩემთვის ნაცნობი ადგილი შეცვლილი დამხვდა, ალბათ ჩემი თბილისიც როგორი შეცვლილი იქნება, მანქანა დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდა იქვე სადარბაზოს კართან ფრედი და ჟერარდი საუბრობდნენ, მძღოლს ვთხოვე შეეჩერებინა და ცოტახნით დამლოდებოდა, მანქანიდან ჩავედი თუარა ფრედმა შემომხედა ჟერარდმა ფრედის გაოცებულ სახეს შეხედა და უცებ მზერა მე მომაპყრო მერე ორივეს სახეზე ღიმილი დაეფინა

-ვა ჟორჟ, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები მოდი ჩაგეხუტო- ფრედმა გრძელი ხელები ტანზე მომხვია და მთელი ტანით ჰაერში ამწია

-გეყოს დამსვი-ზემოდან გადმოვძახე ფრედს, შემდეგ ჟერარდს გადავეხვიე მან მხარზე ხელი მომითათუნა

-მოგვენატრე ძმაო-მითხრა ჟერარდმა

-მეც მომენათრეთ-ღიმილით ვუპასუხე- ბიჭებო მისმინეთ ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებთ ტაქსის მძღოლი რო გავისტუმრო?

-ბაზარი არაა-ფრედმა ჯიბეზე ხელი ისტაცა მერე ტაქსისკენ გაემართა მძღოლს რაღაც უთხრა და ფული გადასცა , მანქანა ადგილიდან დაიძრა, ფრედი ღიმილით გამოემართა ჩვენსკენ და სადარბაზოსკენ გავემართეთ , ჟერარდმა სახლის კარი გააღო და ჯერ თვითონ შევიდა, მას ფრედი მიჰყვა და მეც მორიდებულად გადავაბიჯე ზღურბლს

-კეთილი იყოს შენი მობრძანება-ორივემ ერთხმად შესძახეს, ჩანთა მოვიხსენი და სკამზე დავდე, ფრედმა ვისკის ბოთლი გადმოიღო ჭიქებში დაასხა, მე და ჟერარდს მაგიდაზე დაგვიდგა შემდეგ ხელი ჰაერში აღმართა და ომახიანად შესძახა

- ჟორჟის გათავისუფლებას გაუმარჯოს!

ჭიქები ერთმანეთს მივაჭახუნეთ და სასმელი გადავკარით მერე ფრედიც მაგიდასთან დაჯდა

-ძალიან გაგვიხარდა ძმაო შენი დაბრუნება, ჩვენი სახლი შენი სახლიცაა ხო იცი

-კი ვიცი ფრედ

-ძალიან კარგი, ისევ ჩვენთან ხარ და ისევ საქმეში ხარ ხო იცი

-არა არა ძმებო, ეგრე არ გამოვა - ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს

-შენ რა საქმიდან გადიხარ? -მკითხა ჟერარდმა, ცოტახანს ხმა არ ამომიღია ხელში ვისკიანი ჭიქა მეჭირა და ვისკის ჭიქაში მოძრაობას ვადევნებდი თვალს მერე მზერა ჟერარდს მივაპყარი

-არ ვიცი, ჩემს სამშობლოში მინდა დაბრუნება

-მართლა? მშვენიერია, წახვალ შენს სამშობლოში მოინახულებ ქვეყანას და მერე ისევ დაბრუნდები არა?- ღიმილით მკითხა ფრედმა

-ჰო ალბათ

-მაგარია, ჩვენც წაგვიყვანე ძმაო, როგორ ერთობიან იქ? ბევრი სტრიპტიზ ბარებია? მოსაწევი? ნარკოტიკი?

-ბევრი ღვინო,ბევრი მუსიკა და ქალები, ღვინო, დუდუკი , ქალები,-მივუგე მათ

-დუდუკი რა არის ძმაო?

-ნაციონალური მუსიკალური ინსტრუმენტია, sex, drugs & rocknroll ის ქართული ვერსიაა რა

-ასწორებს ძმაო მე მინდა შენს ქვეყანაში-წამოიძახა ფრედმა


გაგრძელება იქნება.......



№1  offline მოდერი tsn

საინტერესო ჩანს, მალე გააგრძელე

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

აი გიო გამაოცე,წინა ისტორიის მერე ეს მართლა უკეთესია.დასაწყისი საინტერესოა.ემიგრანტი ქართველი,რომელიც ბევრი მისნაირის მსჩავსად ევროპაში ''კრიმინალურ საქმიანობას'' ეწევა.მომწონს.წარმატებებიი

 


№3  offline წევრი gabun1a

დიდი მადლობა <3 ვეცდები უკეთესი დავწერო იმედია გამომყვებით მე კიდე ვეცდები გასიამოვნოთ :))

 


№4  offline წევრი მოლურჯო

სათაურმა გამაოცა
რაც შეეხება შენს ნაწერს განსხვავებულია მაგრამ ჩემთვის “არასაინტერესო“ belay
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი gabun1a

სევდიანი გიჟი
სათაურმა გამაოცა
რაც შეეხება შენს ნაწერს განსხვავებულია მაგრამ ჩემთვის “არასაინტერესო“ belay


სათაურმა რატომ გაგაოცათ? მაინც გმადლობ რომ წაიკითხედ მიუხედავად იმისა რომ თქვენთვის არასაინტერესოა

 


ძაააააააააააააან მომეწოწა ^^ ველი შემდეგ თავს ^^

 


№7  offline წევრი Smiling girl

საინტერესო შესავალია განსხვავებული და ემოციური <3 ძალიან დავინტერესდი წარმატებები ველი სულმოუთნენლად <3 :)) წარმატებები გიო

 


№8 სტუმარი nia

ოოპააა... ისე გაითქვეს სახელი ევროპასჰი ქურდობით რომ მასზეც კი ეწერებიან თურმე :D მხოლოდ იმიტომ უნდა ცავიკითხო რომ ჩემი ქინძი პაკლო ვაშაყირო :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent