შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხსიერების მუდმივობა [სრულად 2]


5-01-2016, 12:30
ავტორი PARVENU
ნანახია 18 246

–მასხარა ხარ ბექა რა.
–რამე ახალი უთხარით მაგას, თქვა თორნიკემ, –ეგ ისედაც იცის.
–შვილო იქნებ ქათამი დაკლა, დაიწყო აფუსფუსებულმა თინა ბებომ.
–აუ ბე დაჯექი გეხვეწები რა ქვეყანა რაღაც ჩამოვიტანეთ, არაფერი დაკლათ რა.
–რომელი დავკლა თინა ბებო?, უკვე კარებთან იდგა ბექა და კბილებს აკაწკაწებდა.
–აუ დაჯექი ბექა რა, დაუძახა სანდრომ.
–დამაცადე მშია, ხელები დაიკაპიწა ბექა და საჩვენებელი თითი ისე დაიჭირა თითქოს თოფი იყოს, გარეთ გავიდა და ქათამს ეძებდა.
–ახლა ეს არ გამაგიჟოთ ქათამს უსატკავებს?, გაეცინა თრნიკეს.
–ბექა მოდი რა დაანებე თავი, აუ როგორ ვერ ვიტან რა რამეს რო კლავენ, გაბრაზდა ალექსანდრე და გარეთ გავიდა ბექასთან, ეზოშ ნამდვილი კონცერტი იყო, ბექა ციბრუტივით დადევდა ქათამს, ყველა სიცილით იგუდებოდა ბექას დანახვაზე.
–ვაიმე რა საყვარელი ბავშვია გოჩიკო, აქებდა და ადიდებდა თინა ბებო ბექას, ძველი მეზობელ გოჩიკოშ რო არეოდა და ახლა 40 წლის რო იყო აწ ხსენებული გოჩიკო.
–თინა შენ უფრო მართალი ხარ ეს ახლა მართლა სკოლის მოსწავლესავით იქცევა და ხვალე სკოლაში გავაგზავნოთ, გაეცინა სანდროს.
–ჯაბა რატო ხარ ასე მოწყენილი? შეეკითხა სანდრო ხმას რო არ იღებდა ჯაბა.
–აღფრთოვანების ობიექტი აღარ ყავს. მოახსენა თორნიკემ.
–უი სად დაკარგე? ხელი გადახვია სანდრომ.
–რა დაკარგა ტო გოგოს „პრავების“ კაჩავი დაუწყო, რატო არ მირეკავო, და ხო იცი როგორც იცის ისე გაუჭედა.
–ოო ეგრეც არ იყო, გაბრაზდა ჯაბა.
–ხო ეგრეც არ იქნება თორნიკე რა, უბრალოდ სვანურად მოთხოვა გოგოს „აეხსნა“ უკაცრავად „გაეიასნებინა“ რატო არ ურეკავდა, სანდრომ ძლივს დაამთავრა ისე ეცინებოდა.
–თქვენ გაჩვენებთ სეირს, გამწარდა ჯაბა, ქათმის მოჭრილ თავს ხელი დაავლო და სანდროს გაეკიდა.
–არ გაბედო იცოდე, უყვიროდა სანდრო და თან გარბოდა, –იცოდე ერთი წვეთი რო შემეხოს მოგკლავ, ჯაბა გამწარებული მიდევდა, ყველა ხეს დააარტყეს კრუგი.
–ბექა მომაშორე ეს სადისტი, უთხარი, უღრიალა სანდრომ.
–იყოს თავი არ გვჭირდება მთავარია ხორცი გვექნება, უდარდელად თქვა ბექამ.
–ჯაბა მოგკლავ იცოდე რო მომეკარო, ისე სასაცილოდ დარბოდნენ და ყვიროდნენ სიცილს ვერავინ იკავებდა, თინა ბებოს ახლა უკვე მართლა ეგონა რო სკოლიდან მოვიდნენ სანდროს მეგობრები. ძლივს მოიშორა გამძვინვარებული ჯაბა, ბექა ბარბარეს რაღაცაზე ეჭორავებოდა და უკვე მოესწრო მისი გამხიარულება, თან ქათამს პუტავდა, სანდრო უკნიდან მოეხვია ბარბარეს, ძლივს სუნთქავდა იმდენი ირბინეს.
–აუ დამღალა რა, როგორ მომნატრებია ჯიშკარიანი.
–რო შეგვატოვე ამდენი ხანი, სულ გადაგვრია, გაეცინა ბექას და ფუსფუსი გააგრძელა თინა ბებოსთან ერთად.
–ბარბარე წამოდი ოთახს გაჩვენებ, და სახლს დაგათვალიერებინებ, ხელი მოხვია სანდრომ.
–მივეხმარები ჯერ სანდრო.
–არ უნდა ბექას ისეთი კულინარია რო თითებს ჩაიკვნეთ, ოღონდ სიმწრისგან, სანაცვლოდ ტილო მოხვდა თავში სანდროს, და სიცილით ავიდნენ ზემოდ.
–აი ეს შენი ოთახია, როგორც მოგესურვება ისე მოეწყე, ფანჯარა გამოაღო სანდრომ ჰაერის შემოსასვლელად, ბარბარეს გაუკვირდა სოფლის სახლი შიგნიდან ისე თანამედროვედ იყო მოწყობილი, ვერც იფიქრებდი რო სოფელშ იყავი, გარედან ძველი იერსახე შეენარჩნებინა შიგნიდან სულ ახალი იყო.
–შენ?
–ჩემი ოთახიც გაჩვენო? გაუღიმა სანდრომ აგრძNობინა რო არც დღეს უნდა შეშნებოდა, ერთ ოთახშ დაწოლას არ მოთხოვდა, მიუხედავად იმისა რო ბევრი სტუმარი იყო სახლში და ბევრი უხერხულობა შეიქმნებოდა ამის გამო.
–მაჩვენე, ბარბარე მხარზე მიეხუტა სანდროს. ამ სახლში მარტო სანდროს ოთახი იყო ძველებურად მოწყობილი, პრუჟნებიანი საწოლი იდგა, შეშის ღუმელი, ხის გასალაქი ფანჯრები, ძველი რამდენიმე წიგნი და ძველებური სავარძელი, ფანდურსაც მოკრა თვალი ბარბარემ. სანდრომ ამოიკითხა გაოცება ბარბარეს სახეზე.
–ძალიან ბევრი ბრძოლა დამჭირდა რო მამაჩემს ეს ოთახი არ გაერემონტებინა და ძველი სახე ქონოდა ბაბუაჩემის დროინდელი .
–სანდრო აქ ხშირად იყავი ხოლმე? ბარბარემ ხელი ჩამოუსვა ძველ კედლებს.
–აქ ვსწავლობდი სკოლაში, სანდრო რაღაცებს უყვებოდა და კიბეებზე ჩადიოდნენ, –ყველაზე მეტად მშობლებთან ყოფნას ვერ ვიტანდი, სანდროს ისე სასაცილოდ გამოუვიდა ბარბარეს გაეცინა.
–ხო აბა რასაც შენ ცელქობდი, მშობლები ამის უფლებას ნაკლებად აძლევენ, აქ განებივრებდნენ .
–ხო მაგრად, სკოლაში თითქმის არ დავდიოდი, ბაბუაჩემი რასაც იტყოდა მამაჩემი ვერ ეწინააღმდეგებოდა.
–აუ რა როჟა იყო ალექსანდრე ბაბუა ბარბარე უნდა გენახა, დაიწყო ბექამ.
–სანდროს ემგვანებოდა, გაეღიმა ბარბარეს, ისეთი სხვანაირი ღიმილი დაინახა სანდრომ რო ფეხი ვერ გადაადგა, ახლა დაფიქრდა როგორ უხდებოდა ღიმილი კუდიანს, მსხვილი ოდნავ წინ წმაოწეული კბილები მზის შუქზე უბრწყინავდა და სახის ფერი ეცვლებოდა, სანდრო მიხვდა რო ეს მარტო მას არ შეუმჩნევია, ბიჭებმაც დაინახეს ბარბარეს სხვანაირი გამოხედვა, ღიმილი, სახის განსხვავებული ფერი. დიდ ხანს ილაპარაკეს, იღლაბუცეს, ბარბარეც კი აიყოლიეს და სასაცილო ისტორიები მოა....ს.
ჯაბა აღფრთოვანებული იყო ბარბარეთი, ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ადამიანი სასაცილოს ყვებოდა და იქ სვანებზე ანეგდოტი არ იყო გარეული. სანდრომ ძალიან მოიწყინა, უყურებდა ბარბარეს და გრძNობდა რომ რაღაცები იცვლებოდა მის გარეგნობაში, სხვანაირად აღქმა დაიწყო სანდრომ კუდიანის, რამდენჯერმე ლამაზადაც კი მოეჩვენა.
–ჯანდაბა, ჯანდაბა, რა გჭირს სანდრო, თავის თავს უმეორებდა, იმას რასაც ის აკეთებდა სიყვარული დაასამარებდა ან რამე თბილი გრძNობის გაჩენა ბარბარესადმი, მხოლოდ ცივი გონებით თუ შეძლებდა მიზნის მიღწევას.
–წავეედით ახლა ჩვენ წამოხტა ბექა.
–მოიცა სად წახვედით?
–მართლა ასე უნამუსოები კი არ ვართ, თაფლობის თვეს დაგაცდით სანდრო და მერე ვეღარ მოგვიშორებ.
–ახლა ღამე როა? თან კარგი გზები არაა, თქვა ბარბარემ.
–დარჩით ახლა რა, გაუცინა სანდრომ.
–არა წავალთ.
–მოიცა ბარბარე ახლა ბექას უნდა შეწვეხვეწოთ რო დარჩი და უშენოდ ვერ გავძლებთ , შენი ფანი ვარ, ფრთხილად იყავი, ამიტო იდებს თავს თორემ ისედაც დასარჩენად წამოვიდა.
–ოო რა იყო ახლა ეგ, რადგან ბარბარემ თქვა დარჩითო ვრჩებით, ბექა დივანზე მიგორდა, ცოტა ბევრის ჭამა მომიწიაო.
სანდრომ ბარბარე საძნებლამდე მიაცილა, გამობრუნებას აპირებდა როცა ბარბარემ დაუძახა.
–შეიძლება შენთან დავწვე? იგრძნო სანდრომ როგორ შეწყვიტა სისხლმა მოძრაობა, ეგონა მოესმა.
–აქ მარტო ოთახშ ვერ დავრჩები, პატარა ბავშვივით იყო ატუზული ბარბარე.
–კი როგორ არა, თუ გინდა მე შემოვალ ამ ოთახში უკეთ მოწყობილია?
–არა, არა პირიქით იქ მირჩევნია,
–კარგი როგორც გინდა. ბარბარემ მშვიდად გადაიფარა საბანი და დაიძინა, აი სანდრომ კი თვალი ვერ მოხუჭა, გული მთელი ღამე გამალებით უცემდა, ვერაფრით მოისვენა, კუჭი და ღვიძი ატკივდა,, უამრავი წამალი და გამაყუჩებელი დალია, არაფერი შველოდა, ეკლებზე იჯდა, აყეფებული სინდისი და გამწყდარი ძარღვი მოსვენებას არ აძლევდა, გული ეკუმშებოდა, ეგონა ძვალი ებურღებოდა სიმწრისგან. დილით მოახერხა ჩაძინება, თავი უსკდებოდა, როცა ბარბარემ გაიღვიძა სასაცილოდ ეძინა სანდროს, თვალებზე ხელი ქონდა აფარებული, ეტყობოდა მზე აწუხებდა, გრძელი ფეხები სასაცილოდ ქონდა, ბარბარე ახლოს მივიდა, სახეზე აკვირდებოდა, საოცრად მოუნდა კიდევ ერთხელ გაეგო მისი ტუჩების გემო, ქვედა ტუჩზე ზედა სასაცილოდ იყო გადმოსული. ხელი მოუსვა სახეზე და საკოცნელად დაიწია როცა სანდრო წამოხტა და ზემოდან მოექცა ბარბარეს, სახე არეული ქონდა რამდენიმე წამი ვერ გაიაზრა რა ხდებოდა.
–ბარბარე, ბოდიში, ბოდიშ, არ ვიცი რა დამემართა, სწრაფად მოშორდა კუდიანს და სუნთქვას ძივს ირეგულირებდა. ბარბარე მიხვდა რო ეს იყო დაცვითი ინსტიქტი, მძიმე სულიერი სტრესის მერე რო აქბთ ადამიანებს.
–სანდრო ბოდიში.
–კარგი რა ბარბარე პირიქით ბოდიში, ძილში რო მაღვიძლებენ სულ ასე ვარ. ბარბარემ თავზე ხელი მოუსვა და ფეხზე წამოდგა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, ჯერ არავინ იყო ამდგარი, მაცივარშ უამრავი პრიპასი იყო სანდროს ჩამოტანილი, 2 წელია არაფერი გაუკეთებია, ახლა გონების დაძაბვა უხდებოდა რო გაეხსენებინა იდეალი როგორ კეთდებოდა, კვერცხი ათქვიფა, დანარჩენი საჭირო საგნები მოიმარაგა და სიამოვნებით დაიწყო ნამცხვრის კეთება, ბექა თითქმის მძინარე ჩამოვიდა ნამცხვრის სუნზე, რა თქმა უნდა სიცილით „გამოტლანკა“ ჯამები და რამდენიმე სასაცილო ისტორიაც მოუყვა სანდროზე, მალე თინა ბებოც ადგა, ისეთი საყვარელი ქალი იყო ბარბარეს სულ უნდოდა მოხვეოდა, თან ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა სტალინზე და ძველ დროზე, შვილიშვილებზე, ცელქ ბავშვებზე ნერვიულობდა. სანდრო ძლივს ადგა და დაბლა ჩამოვიდა, თმა აბურდული ქონდა და თვალებს იფშვნეტდა.
–სანდრო მოდი შვილო დაუძახა თინა ბებომ, უტასაც უთხარი შემოვიდეს უკვე გვიანია. სანდროს ლურჯი თვალები მომენტალურად აივსო ცრემლით, ბექასაც ხასიათ გაუფუჭდა, ბარბარე ვერაფერს მიხვდა, თინა ბებო კი გარეთ იდგა და უტას ეძახდა. სანდროს ყურზე ქონდა ხელები აფარებული და ისე ადიოდა ზემოთ. ბარბარე მაშნვე გაყვა. სანდრო საწოლზე იწვა და ცრემლებიმოდიოდა და ყურშ ჩადიოდა.
–სანდრო რა მოხდა, საწოლზე ჩამოუჯდა ბარბარე.
–არაფერი ისეთი.
–უტა ვინ არის?
–ჩემი ძმა იყო, დაიღუპა, ბებო მას მერე კიდევ უფრო ცუდადაა მეხსიერებაზე დაეტყო.
–ბოდიშ არ მინდოდა გამეხსენებინა, ბარბარემ თავი დახარა.
–არა რას ამბობ პირიქით შენ უნდა იცოდე,ჩემი ცოლი ხარ, მყავს 2 ძმიშვილი ქეთო და გიო, ძალიან საყვარლები არიან, აუცილებლად გაგაცნობ.კიდევ ერთი ძმა კონსტანტინე, 13 წლის აუტანელია წინასწარ გაფრთხილებ, გაუღიმა ალექსანდრემ, ბარბარემ ცრემლი მოწმინდა ყურშ რო ჩადიოდა.
–იცი ნამცხვარი გამოგიცხე, არ წამოხვალ დაბლა? თუ გინდა აქ ამოგიტან? სანდროს გაეღიმა.
–მე ჩამოვალ, ვნახავ როგორ აკეთებ.
–ძალიან მკაცრიც ნუ იქნები, გაითვალისწინე რო 2 წელია არ გამიკეთებია.
–ნუ ცდილობ პოზიცია შემირბილო.
ბექას უკვე დაგემოვნებულიც ქონდა და კარგად შეჭმულიც, ჯაბა სიხარულით დახტოდა იდეალი ყველაზე მეტად უყვარდა ახლა ამ ნამცხვარზე აღფრთოვანდა. ბიჭები მალე წავიდნენ, სუფრა ერთად აალაგეს ბარბარემ და სანდრომ, თინა ბებო ისევ უტას ელოდა, ამის დანახვაზე სანდროს სახე ეღრუბლებოდა. გულიკო დეიდას თხოვა ბებიისთვის მიეხედა, ბარბარეს ხელი ჩაკიდა და სასეირნოდ გაიყვანა.
–სად მივდივართ სანდრო?
–სადაც ყველაზე მატად მიყვარს ყოფნა. სანდროს ბარბარეს ხელი ეკიდა და ისე ჩადიოდნენ დაბლა.
–ფრთხილად არ დაგიცურდეს, ხმაური ისმოდა წყლის ხეთქების დაგუდული ხმა, დაბლა რო ჩავიდნენ ულამაზესი სანახაობა იყო, ჩანჩქერის ხმა და სილამაზე ერთდროულად ატყვევებდა მნახველს.
–არ იბანავებ? კითხა სანდრომ, ბარბარე შეიშმუშნა, მესამედი მკლავის სახელოებისჩამოწევა დაიწყო, სანდროს გაეღიმა.
–მე რო ვიბანაო შენ წინააღმდეგი ხო არ იქნები?
–არა რატო ბარბარემ თავი დახარა. სანდრომ ზედა გაიხადა და თავით გადახტა, რამდენიმე წამს არ ამოუჰია თავი, ბარბარე უკვე ანერვიულდა და კიდესთან დადგა, საშინელი კანკალი აუვარდა, სანდროს რო თვალი ვერ მოკრა. კარგად შორს ამოყო სანდრომ თავი, უღიმოდა და ეპატიჟებოდა. ბარბარე ხესთან იჯდა, მუხლებზე გრძელი კაბა ჰქონდა ჩამოფარებული და უყურებდა როგორ ბანაობდა სანდრო, საოცრად სუფთა ჰაერი იყო, ულამაზესი ბუნება. სანდრო გალურჯებული ამოვიდა, ძალიან ცივი წყალი იყო, პირსახოცი სწრაფად მოიფარა, ბარბარეს კალთაშ თავი ჩაუდო და დაეძინა, კუდიანი ვერ ინძრეოდა, ეშნოდა არ გაეღვიძებინა. ახლა აქ სამუდამოდ დარჩებოდა ალექსანდრესთან ერთად, ამ აზრმა შეაკრთო, იმის გაფიქრება რო ალექსანდრეს გარეშე ეს უბრალოდ წყლის მოვარდნილი ნაკადი იქნებოდა და მეტი არაფერი გული შეეკუმშა. ნუთუ ამ ყველაფერს ასეთ საოცარ გარემოდ ალექსანდრეს მშვიდი სუნთქვა და მისი ყოფნა აქცევდა.
სახლში მხიარულად მივიდნენ, ამდენი ერთად ბარბარეს არ უცინია 2 წლის განმავლობაში, ახლა ნელ ნელა იხსენებდა როგორ უყვარდა სიცილი, ბედნიერება უყვარდა, ცხოვრება უყვარდა, სანდრო? ამაზე ფიქრი არ უნდოდა, ჯერ კიდევ ვაჩეს სახე ქონდა თვალებში, მაგრამ უზომო პატივისცემა ქონდა ალექსანდრესი.
ალექსანდრეე რაღაცაზე გაბრაზებული ტელეფონზე გამწარებული ლაპარაკობდა და სადღაც გავარდა, უკვე შებინდებული იყო, ბარბარე ანერვიულდა, თავიდან თავს აჯერებდა რო მარტო ყოფნის ეშინოდა, მაგრამ ყოველ კარის ხმაზე გარეთ სიბნელეში გარბოდა რო ეგონა სანდრო იყო მოსული, ღამის სამი საათი იყო და ჯერრ არ იყო მოსული, ბარბარე ბოლთას სცემდა. ღამის 5 საათი იყო სახლში ტალახში ამოვლებული რო დაბრუნდა, ფრთხილად ცდილობდა შესვლას აბაზანაში რო არავინ გაეღვიძებინა, როცა სახლის კარებთან გულამომჯდარი ბარბარე დახვდა, სანდრომ ვერაფრის თქმა მოასწრო ბარბარემ საოცარი სისწრაფით შემოაჭდო ხელები კისერზე და ჩაეხუტა.
–სულ ტალახიანი ვარ ბარბარე, გაუღიმა სანდრომ, ბარბარემ მაშნვე შეათვალიერა სისხლი არ მოდიოდა,ამით დამშვიდდა. აბაზანიდან რო გამოვიდა ბარბარეს უკვე ჩაეთვლიმა, მაგრამ მაშნვე გამოეღვიძა, მიუხედავად სანდროს მცდელობისა არ ეხმაურა. სანდრომ ხელები მოხვია და გულზე მიიხუტა.
–მაპატიე გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, სანდროს ხმა საოცრად შეცვლილი იყო.
–არაუშავს სანდრო, არ შემშინებია, შენზე ვნერვიულობდი, მითხარი ხოლმე რომ კარგად ხარ. სანდრო გაუაზრებლად დაწვდა ბარბარეს ტუჩებს და მხოლოდმაშნ გამოერკვა როცა იგრძნო ბარბარეს ტუჩების თრთოლა. ხმა არ ამოუღია, არც ბარბარე განმძრეულა მასზე იყო ჩახუტებული და გული უფრო და უფრო გამალებით უძგერდა, ბარბარემ თავი აწია და ისევ შეეგება სანდროს ბაგეები, თმაშ ხელი შეუცურა და უფრო მიიკრო, სანდრო ზემოდან მოექცა, ძალიან ფრთხილად კოცნიდა კისერზე სახეზე, ბარბარე გრძნობდა ზღვარს იმ უხეშ, ამაზრზენ შეხებასა და ნაზ ალერსში და წინააღმდეგობას ვერ უწევდა, არც უნდოდა, სანდრომ ღილები ჩაუხსნა და რამდენიმე წამს უყურა მთვარის შუქზე ბარბარეს ნორჩ მკერდს, სულ ის განცდა ქონდა რომ მისი ეს ნაწილიც გარეგნობასავით შემზარავი იქნებოდა, ძლივს ებრძოდა უკითხავად მოწოლილ ვნებას, გრძნობდა რო ბარბარე მზად იყო და ზუსტად ამ დროს უნდა გაჩერებულიყო.
–სანდრო რა მოხდა? გაოცებულმა კითხა ბარბარემ როცა იგრძNო როგორ გაუცივდა ალექსანდრეს გაცხელებული სხეული და გაშეშდა.
–მაპატიე გთხოვ. ბარბარემ ღილები შეიკრა და სანდროს სახეს მიაცქერდა, მთვარის შუქს უფრო მეტად დაეგრძელებინამისი ჩამოქნილი ნაკვთები და სახეზე წარუშლელი, დღისთვის უცნობი დაღი აჩნდა.
–ბარბარე, ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს ამის თქმა, არ ვიცი სანდრომ შქი აანთო და ბარბარეს თვალებშ ჩააცქერდა.
–რა მოხდა სანდრო? ხმა აუკანკალდა ბარბარეს.
–მე ვიყავი ბარბარე. სანდროს ხმა ჩაუწყდა და ეს სიტყვები უფრო ხრიალით თქვა.
–რაზე ამბობ? გული ამოვარდნას ქონდა ბარბარეს.
–მაპატიე გთხოვ, მაპატიე რო მე დაგინგრიე ცხოვრება.
–არა სანდრო, მთელი სხეული აუკანკალდა ბარბარეს, –არაა, ოღონდ შენ არა სანდრო, მატყუებ, ბარბარეს მკერდისმიერმა ნაღველშ და სასოწარკვეთილებაში ამოვლებულმა ხმამ გაბზარა ალექსანდრე თხემიდან ტერფამდე. –არ მჯერა გესმის.
–გითხრა იმ ღამეს რა გეცვა? თუ გითხრა რა როგორ მოხდა რო დამიჯერო.
წარმოუდგენელი კივილი ისმოდა სოფელში, წარმოუდგენელი ტკივილი ადიოდა ამ ხმას, შავებში ჩაცმული გაურკვეველი მიმართულებით მირბოდა, მთელი სახე დაკაწრული ქონდა, გრძელი შემზარავი შავი თმა უფრო მეტ სიმძიმეს აძლევდა ამ სურათს. კივილი კი არ ჩერდებოდა და გავარვარებული დანასავით ეყრებოდა ალექსანდრეს ქალის განწირული ხმა.

***
გაურკვეველი მიმართულებით მირბოდა, არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ არაადამიანურ ტკივილს გრძნობდა, იმაზე მეტს ვიდრე ეს 2 წლის წინ იყო, ყველა მოგონება, რაც ამ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული სადღაც გამოკეტა, ახლა ყველეფერი ერთიანად დაიძრა მისკენ და საშნელ სიმძაფრეს აძლევდა ის რომ ეს სანდრო იყო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ისევ ეხებოდა, ისევ კოცნიდა იმ სხეულს რომელსაც 2 წლის წინ უმოწყალოდ გამოუტანა განაჩენი და სამუდამო დაღი დაასვა, არაადამიანურად ჯიჯგნა.
ფეხები გზად დავარდნილი ტოტებით სულ დაეკაწრა, დამსკდარი ხორციდან სისხლი მოდიოდა, იმ ადგილისკენ მიიწევდა სადაც ხმა, ჩანჩქწერის გამეხებული თქრიალი მოისმოდა, გზაში რამდენჯერმე დაეცა, ხელის გულები გადაუტყავდა, ზოგჯერ, როცა სიარული არ შეეძლო მიფორთხავდა, ფრჩხილებით კაწრავდა მიწას, ფხოტნიდა და სიმწრის კივილი ამოდიოდა მთელი სხეულიდან, არაადამიანური ტკივილი რო ამოყვება და მაინც რომ უფრო მეტი შიგნით რჩება, აკანკალებულ ხელებს აცახცახებულ მხრებზე ისვამდა მთელი სხეული ძულდა, ცდილობდა მისი შეხება მოეშრებინა, სახე სულ დაკაწრული ჰქონდა სიმწრისგან, გაუჩერებლად მიაპობდა ტყის სიჩუმეს, მდუმარებას და ამ მდუმარებაში შემზარავ რეალობას.
მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინა, ბავშვობამ, უდარდელმა მოგონებებმა ისე ჩაუარეს თითქოს მას არც არასოდეს ეკუთვნოდა, უბედურების მეტი არაფერი არ მიქონდა და ისე გადახტებოდდა იმ ჩანჩქერში უკან არ მოიხედავდა, ეს განცდა თუ აძლებინებდა იმ გზაზე, სადაც ახლა ფეხშშველი და მუხლებგადატყავებული მირბოდა. წამით შედგა ქარაფის თავზე, მამის სახე დაუდგა, როგორ ეტკინა ყველაფერი, იმ წამს მის მაგივრადაც განიცადა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, მაგრამ მაინც მსუბუქად, დაუფიქრებლად გადაეშვა მთელი სხეულით , წყვდიადით მოცულ გარემოში მარტო წყლის გამეხებული ხმა ისმოდა და კუდიანის თეთრი ფეხისგულები ჩანდა რო ეშვებოდა გააფთრებულ წყალში.
კივილი წყალმა შთანთქა, ჩანჩქერის შხუილში ოდნავ შესამჩნევად გაისმა წყალში ჩავარდნის ხმა, მთელი სხეული გაყინულმა წყალმა მოიცვა, სუნთქვა შეეკრა და მინებდა წყლის სტიქიას.
ალექსანდრე გაგიჟებული მოდევდა, მზე ოდნავ ამოწვერილიყო და მიწა ოდნავ სველი, მზის მსუბუქი სხივებით დაკაწრული იყო, კივილის შეწყვეტაზე გული შეეკუმშა, დაუფიქრებლად გადახტა და გახელებული ეძებდა, ვერაფერს ხედავდა, მარტო გავეშებულ სინდისზე ფიქრობდა და ეს საოცარ ძალას აძლევდა ეძებნა მისი მსხვერპლი, ცხოვრება რო ჯოჯოხეთად უქცია და იმ დღეს უფრო მეტი ტკივილი მიაყენა ვიდრე მთელი ამ ხნის განმავლობაში განიცადა ბარბარეს დანაწევრებულმა, ნაწამებმა სულმა, უზარმაზარ მდგარ წყალშi შეუძლებელი იყო მისი პოვნა, სიბნელე იყო ვერაფერს ხედავდა, მაგრამ არ ჩერდებოდა, უკვე სუნთქვა ეკვროდა, გული უწუხდებოდა, გაყინული წყალი ადუღებულ სისხლთან საშნელ კონტრასტს ქმნიდა და სხეულის ყველა კუნთი მუშაობდა, გულშ ლოცულობდა, რომ იქნებ ხელით ეგრძნო მისი სხეული, არაფერი ისე არ განუცდია ოშხარელს, როგორც ის რამდენიმე წუთი ბარბარეს ძებნაში რო გაატარა, გრძნობდა რო ან ბარბარესთან ერთად ამოვიდოდა ან არ ამოვიდოდა, მაშნვე ფიქრი მშობლებისკენ გაექცა, გაახსენდა უტას სიკვდილი როგორ განიცადეს და კიდე უფრო გახელებით ეძებდა, უკვე ღრიალებდა, სული ეწვოდა, ძaლა მაშინ დაუბრუნდა რო იგრძნო გაყინული სხეული ეჭირა ხელში, დაისის შუქზე ჩანდა კუდიანის ლურჯი სახე, აღრიალებული ალექსანდრე არ ეშვებოდა, ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა, გრძNობდა რო მხოლოდ განწირულის სულისკვეთება იყო მისი საქციელი, მაგრამ ვერაფრით ნებდებოდა, არ აძლევდა განვლილი ცხოვრება საშუალებას გაჩერებულიყო, გულმკერდი ლამის ჩაუნგრია ისეთი ძალით ცდილობდა მის მობრუნებას, როცა ხველების ხმა გაიგონა და კუდიანმა თვალები გაახილა, მაშინღა იგრძნო როგორ მოეთენთა სხეუული, განძრევა აღარ შეეძლო და იქვე მოცელილივით დაეცა მიწაზე.
კუდიანი არ ინძრეოდა, ვერაფერს ხვდებოდა, ვერ ასწრებდა მისი გონება ამ ყველაფრის გააზრებას, ამან ალექსანდრეს ამოსუნთქვის საშალება მისცა, სხეული არ ემორჩილებოდა, ვერ ინძრეოდა ისე დაღალა და ქანცი გაწყვიტა ამ განცდამ, მთელი ორგანიზმი რამდენიმე წუთში დაუნგრია და ახლა ღვიძის ტკივილსაც ვერ გრძნობდა, უბრალოდ ხვდებოდა რო რარაც უსაშველოდ ტკიოდა. ბარბარეს გონზე მოსვლა ერთი სიკვდილი იყო მისთვის, ვერ გაბედა თვალებში შეეხედა, უღონოდ მიიწევდა ბარბარე წყლისკენ, მიწაზე მიღოღავდა, როცა სანდრომ ხელი დატაცა და სახლისკენ წამოიყვანა, შეხებაზე არაადამიანური ტკივილი იგრძNო ბარბარემ, მის ხელებში ფართხალებდა, კიოდა, სულის სიმწარემ განუსაზღვრელი ფიზიკური ენერგია მისცა და მთელი გზა გააფთრებით ებრძოდა მის შეხებას, სანდრო უხმმოდ, ქანდაკებასავით იდგა, მთელი სახე ჩამოკაწრა ბარბარემ თავის ჯალათს, არაფერი არ მოქმედებდა სანდროზე, სახლშ მიიყვანა მანქანის კარი გაუღო და იქ მოათავსა გააფთრებული ბარბარე, სწრაფად აიღო საჭირო ნივთები და მანქანაშ ჩაჯდა, ბარბარე არაფერს აცდიდა, ვერ აკავებდა, უკვე ეშინოდა არ გაგიჟებულიყო.
–ეშმაკი ხარ, შენ ეშმაკი ხარ, ხო? ხო შენ ხარ, სატანა, ჯოჯოხეთი, ცეცხლი, სატანა, ამ სიტყვებს აკანკალებული ბარბარე უცნაური ხმით იძახდა და უცნაური რეაქციები ჰქონდა, სანდროს არ აძლევდა საშუალებას მანქნა ემართა, კიოდა რო უნდა მომკვდარიყო, სანდრომ საბარგულში იძულებით ჩასვა და საშინელი სისწრაფით წავიდა ქალაქისკენ, ნახევარ საათში შეამოწმა ბარბარე, ეშნოდა არაფერი მოსვლოდა უჰაერობისგან. საბარგულს რო თავი ახადა ეგონა გული გაუსკდებოდა, ჩანჩქერიდან წამოღებული წვეტიანი ქვით ბარბარესს ვენები გადაეჭრა და ახლა სისხლის ტბა იდგა მანქანაში. სასწრაფოდ წინ გადმოიყვანა, სიდენიაზე დააწვინა, გაგიჟებული რეკავდა, ახლა საავადმყოფოშ ვერ მიიყვანდა გამოძიება დაიწყებოდა, მარტო იმაზე ფიქრობდა როგორმე სწრაფად ჩასულიყო თბილისში.
–ვა ლექსო როგორ ხარ? მოესმა ბექას ნამძინარევი ხმა.
–შენი და სახლშია? სწრაფად და ხმამაღლა კითხა სანდრომ.
–რა მოხდა ტო? ბექას ხმა შეეცვალა.
–ბექა მალე მოვალ ამის დედაც, ხმა უწყდებოდა სანდროს.
–დაჭრილი ხარ სანდრო? მე მოვალ ტო სადაც ხარ ჩემ დასთან ერთად.
–არა მე არა, ბარბარემ გადაიჭრა ვენები, ახლა შევუხვიე რო სისხლი ოდნავ შემეჩერებინა, მაგრამ ექიმი ჭირდება, ისე ქენ ი რო მარტო იყოთ რა.
–კარგი ალექსანდრე არ ინერვიულო, დაბლა გარაჟში დაგხვდებით, მანქანით პირდაპირ იქ შემოდი, ბექას აკანკალებული ხელიდან ლამის ტელეფონი გაუვარდა.
სანდრომ უგონო ბარბარე გადმოიყვანა მანქნაიდან და გამზადებულ მაგიდაზე დააწვინა.
–ლიკა როგორ იქნება? ხმა გაბზარული ჰქონდა სანდროს.
–არ ვიცი უნდა ვნახო, სავაადმყოფოშ ჯობდა მიგეყვანა.
–არა ახლა საავადმყოფოში ვეერ მივიყვანდი, გამოძიებას დაიწყებენ.
–რატო ტო, დაიყვირა ბექამ, დაიწყონ გამოძიება, არ ისჯება.
–აუ ბექა გთხოვ რო არაფერი მკითხო, ახლა არ მაქვს უბრალოდ რამის თავი. ბექა თავზეხელებშეწყობილი დადიოდა, სანდრო გაუნძრევლად იდგა და გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა, გრძNობდა რო ეს იმაზე უფრო ძნელი იქნებოდა ვიდრე ოდესმე იფიქრებდა. კარებზე მეზობელმა დააკაკუნა, მაშინ გამოფხიზლდნენ.
–ბექა არავის უთხრა რა რო აქ ვართ.
–აუ სულელს ვგავარ? ამაზე ოდნავ გაეღიმა ბექას.
–ხო გია ძია, გარაჟს კართან აიტუზა ბექა, რამდენიმე წუთი ელეპარაკა მეზობელს, ძლივს მოიშრა, მუდამ ენაწყლიანი ბექა ახლა ხო და არათ შემოიფარგლებოდა.
–სანდრო, ახლა გამოჯანმრთელება ჭირდება, ორგანიზმი ძალიან დასუსტებული აქვს, გადასხმა უნდა გავუკეთოთ, უკეთესია.
–სახლში წავიყვან, იქ რო წამოხვიდე ლიკა და თან მეტყვი რა როგორ უნდა გავუკეთო, თან გადასხმასაც გაუკეთებ.
–კარგი სანდრო, ლიკა ასეთ რამეს შეჩვეული იყო ბიჭებისგან, ხან რომელს დააწვენდნენ გარაჟიში ხან ვის, პატარა ლაზარეთს ეძახდა ბექა, მანქანებზე მეტად დაჭრილები შედიანო. ჯაბა ცოცხალი თავით არ წვებოდა ხოლმე, მრცხვენიაო, ჩემი ძმაკაცის დააო, ამაზე ყველა იგუდებოდა, ბოლოს გაკოჭავდნენ და ისე უტარებდნენ „სასწრაფო დახმარებას“ გიჟდებოდა ლიკა ისე მოწონდა, მაგრამ ცოცხალი თავით არაფერს ეუბნებოდა, ერთხელ მთვრალს სანდროსთან წამოცდა რო მოწონდა, კითხვაზე რატო არ ეუბნებოდა, ეს კოპებს შეყრიდა.
–რას ამბობ ძმაო, ჩემი ძმის დაა.
–ნახევარი საქართველო შენი ძმაა, მეორე ნახევარი შენი ნაცემები ახლა და დარჩი უცოლო, დაცინოდა სანდრო.
–არა ბექას პონტში ძალიან მიტყდება. სანდროს რამდენჯერ უცინია, ჯაბას გაწითლებულ ყურებზე, ლიკა რო ჭრილობას უმუშავებდა.
ბარბარე დიდ ხანს იყო უგონოდ, დამამშვიდებლებს უკეთებდნენ, სანდრო გვერდიდან არ შრდებოდა მის მსხვერპლს, მის სუნთქვას აკვირდებოდა ეშინოდა უცბად არ შეეწყვიტა, ოდნავ რო დაეგვიანებინა ამოსუნთქვა მაშნვე ფეხზე წამოხტებოდა და სახეზე აშტერდებოდა. ილიასთან ზღაპრების მოყოლა ჭირდებოდა რატო არ პასუხობდა თავისი შვილი, ილია ცოტა მშვიდად იყო რადგან ბარბარეს მხიარული ხმა ესმოდა მანამ ამ ამბავს გაიგებდა, ამიტო ახალდაქორწინებულების ცხოვრებაში ძალიან არ ერეოდა.
ბარბარემ ძლივს გაახილა თვალები, სანდროს სილუეტი დაინახა, იქვე სკამზე ჩაძინებოდა საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა. ხმაურზე გამოეღვიძა, ბარბარეს ურეაქციო სახემ ლამის გააგიჟა, თითქოს ამ ქვეყნად არ იყო, არაფერზე რეაგირებდა, ახლა გაახსენდა ილიას სიტყვები, ამ ამბის მერე ბარბარე საერთოდ არ ინძრეოდაო.
–ბარბარე გთხოვ მომისმინე, უბრალოდ მომისმინე.
–ეშმაკი, სატანა, გაიმეორა ბარბარემ, მომკალი, მომკალი.
–ახლა ჩვენ ამაზე ვერ ვილაპარაკებთ საამისოდ არც ერთი ვართ მზად, უბრალოდ მინდა იცოდე რო........ ხმა გაუწყდა, მეც ძალიან ცუდად ვარ. ბარბარეს განრისხებული თვალები ნაპერწკლებს ისროდა
–ცუდად ხარ? დაიყვირა, შენ? შე ცხოველო, შე ნადირო, არაადამანი ხარ, შენ წარმოდგენა არ გაქ ეს რას ნიშნავს, შენ მე მომკალი თანმაც ისე რო უფრო დავტანჯულიყავი, ყოველდღე მეგრძნო ის რაც შენ მაგრძნობინე ერთ დრეს, სადისტო, ნადირო, ბარბარე კიოდა, გადასხმა ხელიდან მოიძრო.
–გაეთრიე, გაეთრიე, სატანა ხარ, სატანა, კანკალებდა ბარბარე, სანდროს იქ ყოფმა საშინლად მოქმედებდა, ოთახიდან გავიდა კარებთან ბოლთას სცემდა, მაშნ გაახსენდა რო ფანჯარა ღია იყო, მუხლები მოეკვეთა გიჟივით შევარდა ოთახშ დაინახა, როგორ აფრიალდა შავი ფერი ჰაერში, ფანჯარას მივარდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ბეტონზე შავებით შემოსილი სხეული იყო გართხმული.
სანამ ორი სართული ჩაირბინა სხეულის ორგანოების წვა იგრძნო, ეგოონა მუცელში დრელი გაუჩერებლად უტრიალებდა, სხეულს ვერ გრძნობდა, ნერვიულობისგან გონება ეთიშებოდა, მაგრამ არ ასვენებდა დაუოკებელი წყურვილი ამ ცოდვისგან გათავისუფლების, შუბლის ძარღვის გამთელების, თუმცა ბებოს მოყოლილში ეს შეუძლებელი იყო, ახლა ყველაფერმა აზრი დაკარგა, გრძნობდა რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, შეუძლებელია პატიება მიიღო ადამიანისგან, რომელსაც ცხოვრება დაუნგრიე, მიწასთან გაასწორე და მოკალი, როგორც ადამიანი ისე მოკალი. ხელშ აიტაცა უგონო სხეული, მისი სუნთქვა ეს ერთადერთი იყო რის გამოც სანდროს გული ძგერას განაგრძობდა, მოტეხილობები ჰქონდა, თითები დამსხვრეული, რამდენიმე თვე ასე თითქმის უგონოდ დამამშვიდებლებით გათიშული ყავდა, სანდრო ამ პერიოდმა საოცრად გატეხა, ჭაღარა შეეპარა მის წაბლისფერ თმას, აღარაფერი აინტერესებდა, მარტო მას უთენებდა და უღამებდა. აღარც ბიჭრბი ახსოვდა, აღარც ოჯახი, აღარც ბიზნესი, ინერციით მიექანებოდა და ყოველი დაღამება, კედლებიდან გამოსული სინდისის სუნი, შემოხვევა ყელზე, სხეულზე, სუნთქვის სირთულე ნაადრევად აბერებდა ალექსანდრეს.
6 თვე იყო გასული და ბარბარეს ხმა არ ჰქონდა ამოღებული, ერთხელაც სახლშ დაბრუნებისას სახლში არავინ დახვდა, ტვინშ სისხლი ლამის ჩაექცა, აკანკალდა, თავში საშინელი აზრები მოდიოდა, ისე იყო დაღლილი ნირმლურად ვეღარ დადიოდა, ბარბარეს ოთახში უცნაური სუნამოს სუნი იგრძნო, საიდანღაც რო ეცნობოდა, ტვინს იჭ....ტდა ამის გახსენებაზე, ბოლოს ნინოს სახე დაუდგა თალწინ და გიჟვით გავარდა მისი სახლისკენ.
–გამოდი ჩქარა, კარი ლამის ჩამოიღო, აბრახუნებდა გაუჩერებლად.
–ბატონო ალექსანდრე, ძლივს ამოიღო ხმა ნინომ.
–სადაა?
–ვინ?
–ვინ კი არა, სადაა ბარბარე? დაიღრიალა სანდრომ. ნინო აკანკალდა.
–არ ვი იიციი, ენა დაება.
–ახლა მომისმინე, იცოდე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგევ, მთელ კორპუსს თავზე დავიხვევ, გიჩივლებ ჩემი ცოლის წაყვანისთვის, ასანდრო ღრიალებდა
–გთხოვთ ბატონო ალექსანდრე,.
–სად არისს? არ გესმის რას მაღრიალებ, მითხარი ჩქარა, ხელები მხრებზე მოკიდა და შეანჯღრია.
–მონასტერში. იქიდან აღარასოდეს წამოვა. სანდრო გაშრა
–რომელში?
–იტრიის დედათა მონასტერში მთხოვა და წავიყვანე,
–მაგასაც ვნახავ, ჩემი ნებართვის გარეშე სად წავა, სანდროს ხმას ძველებული სიმტკიცე დაბრუნებოდა, ახლა ასე რბილად აღარ იბრძოლებდა მიზნისკენ, ახლა გაცოფებულ ნადირს გავდა მიზნის მისაღწევად რო ყველაფერს აკეთებდა, მანქნაში სწრაფად ჩაჯდა და საშინელი სისწრაფით წავიდა კუდიანისკენ.
ირგვლივ საოცარი სიმშვიდე იყო, ლამაზი ყვავილები სათუთად მოვლილი , შავი კაბები, უამრავი შავი ფერი, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შევიდა, სანთელი დაანთო, შემწეობა თხოვა რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო, ტაძარში შესვლისას გრძნობდა რომ მთელი სხეული ეწვოდა სირცხვილისგან, უზარმაზარი ცოდვისგან. სანდრომ ბარბარეს ნახვა მოთხოვა მონასტრის წინამძღოლს. ბარბარე ყველას ნახვაზე უარს ამბობდა იყო მიყუშული ერთ კუთზეში, მუხლები ხელებით ჰქონდა ჩაბღუჯული ისე იყო მოკუნტული, კრიალოსანი ეჭირა და ტუჩებით რაღაცას ბუტბუტებდა, თვალები ერთი წერტილზე ყქონდა გაშეშებული და გააფთრებით უყურებდა. მხოლოდ მაშინ შეუშვეს, როცა სანდრომ უთხრა რო მეუღლე იყო. მისი ხმის გაგონებაზე ბარბარე შეხტა.
–ეშმაკი, ეშმაკი, სატანა, შენ ხარ, შენ იყავი, ეშმაკი.
შეცვლილი ხმა, კივილით გაუხეშებული ტემბრი, ცრემლად დაცლილი თვალები, გამშრალი, დამსკდარი ტუჩები, ჩაშავებული თვალები, აღარ უჩანდა შავი შემზარავი თმა, ახლა თავშალი ეკეთა, სულ შავებით იყო კუდიანი შემოსილი, სახის ფერსაც კი სილურჯე და სიშავე დაკრავდა, გრძელი თითებით კრიალოსანს ატრიალებდა და ისევ აგრძელებდა ბუტბუტს.
–უნდა წაგიყვანო, ამის თქმა მოახერხა, სანდრომ. ბარბარე მოიღუშა, ერთიანად დაპატარავდა, აკანკალდა.
–არ მინდა, არ მინდა, არსად წასვლა, ჩემთვის ვიქნები, ხმას არ ამოვიღებ, გეფიცები არავის არაფერს ვეტყვი, ჩურჩულებდა ბარბარე და ირგვლივ იხედებვოდა ხომ არავინ იყო ოთახში.
–შეგიძლია ვისაც გინდა იმას უთხრა. ახლა უნდა წამოხვიდე.
–გთვოვ, მონაზვნად აღვიკვეცები, ძალიან მინდა, მარტო ლოცვა მშველის, მარტო ლოცვის დროს არ ვგრძნობ შენ შეხებას, უმწეობას, გევედრები, გეხვეწები, შემიბრალე, ბარბარე ფეხებთან დაუვარდა სანდროს, ეხვეწებოდა, მთელი არსებით თხოვდა თავი დაენებებინა.
–არ გინდა ბარბარე, ვერაფერს შეცვლი. ალექსანდრეს მტკიცე ხმა გაისმა.
–ჩემი ნებაა, მე აქ მინდა, შენთან თავს მოვიკლავ. ვერ ამიკრძალავ აქ ყოფნას.
–აგიკრძალავ, მე შენი ქმარი ვარ, ჩემი ნებართვის გარეშე არავინ მოგცემს უფლებას აღიკვეცო. ბარბარე გაშრა,
–შენ ყველაფერი გათვალე, გათვალე, იცოდი, დაგეგმე, გინდა საბოლოოდ გამანადგურო, რატო მაწამებ, ეშმაკი, სატანა, ისევ ამას იმეორებდა.
–მხოლოდ 2 წელი მომეცი, ჩემთან იყავი ეს დრო, როგორც გინდა თუ გინდა ოთახიდან არ გამოხვიდე, თუ გინდა იქ ილოცე, იქ მოაწყე მონასტერი, მაგრამ ჩემ გვერდით გესმის.
–რას მერჩი, რატო მაწამებ, ძალაგამოცლილი დავარდა იატაკზე ბარბარე. სანდრომ ხელშ აიყვანა, ეგონა არაამქვეყნიური არსება ეჭირა, იმდენად განხსვავდებოდა ბარბარეს ნაკვთები ადამიანისგან, სახეზე იმხალა დაღი ჰქონდა რო თვალებდახუჭულიც შემაძრწუნებელი იყო, სულიერი დარდი თითქოს სახეზე გამოსახვოდა.
ბარბარესთვის სიკვდილი იყო თვალი რო გაახილა და ისევ სანდროს სახლი დაინახა, ოთახიდან რო გამოვიდა დივანზე სანდროს ეძინა, კედელს აეკრა, კანკალებდა, ეშინოდა არ გაეღვიძა, სანდრომ თვალი გაახილა და დაინახა კედელთან აკრული შეშინებული, აცახცახებული ბარბარე, თავი ცხოველად იგრძნო, თუმცა ცხოველებისაც არ ეშინიათ ასე, თვალზე ცრემლი რო არ შეემჩნია თავი გადაატრიალა.
ბარბარე კარებთან მივიდა, სანდრო წამოხტა და სახლში შემოიყვანა.
–დამღალე ბარბარე დამღალე, ხო იცი რო ვერ წახვალ არ შეგიძია გაჩერდე.
–არ მინდა აქ ყოფნა, გევედრები გამიშვი.
–არა! ჩქარა შედი ოთახში, სანდრო უკვე ხმას ვერ აკონტროლებდა, ისე იყო გადამწვარი ამ ყველაფრით.
–რა გინდა? ცხოველო რა გინდა? უკიოდა ბარბარე, თან სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული.
–ნუ მიყვირი!
–ჯოჯოხეთში ვარ არც თავის მოკვლის საშუალებას მაძლევ, მეტი აღარ შემიძლია მინდა რო მოვკვდე. ასეთი რა დაგიშავე, ასე რო მაწამებ?
–ყველა მოვკვდებით დამიჯერე, ეგ ერთადერთი ოცნებაა, რაც აუცილებლად აგისრულდება, მთავარია სიკვდილამდე რა მოხდება.
–მეტი არ შემიძლია, ასეთი რა დავაშავე, შენ რო გადაგეყარე.
–ბარბარე იმ დღეს მთვრალი ვიყავი.
–გაჩუმდი, გაჩუმდი დაიკივლა ბარბარემ, მაგას ისედაც მივხვდი. რა ვქნა ისევ რო დათვრე? ვაიმეე არ მინდა აქ, ვაიმე, გევედრები, გემუდარები, სასოწარკვეთილი ხმა შუაზე უპობდა ყველა ორგანოს ოშხარელს.
–მაგის არ შეგეშინდეს, ბარბარე იქნებ ვილაპარაკოთ.
–არ მინდა გთხოვ არ მინდა, დამანებე თავი, ბარბარე ოთახისკენ წალასლასდა. მაჯაში ხელი იგრძნო და აკივლდა, სანდროს ხელი არ გაუშვია.
–რისი გეშნია? გეშინია რო შენი ჯალათი ისაეთი არ აღმოჩნდება როგორიც გეგონა? აღმოაჩენ რო მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ? გეშინია რო შეიძლება ასეთი ადამიანი შეგიყვარდეს?
–შენ როგორ უნდა შემიყვარდე შე ნადირო, ბარბარემ მთელი ძალით გასცხო, იმდენი ურტყა სანამ ხელი არ დაეღალა, სანდრო არ განძრეულა, ახლა ხედავდა რო ბარბარეს გულის მობრუნება შეუძლებელი იყო.
–შენ მაგისთვის მომიყვანე ცოლად? გინდოდა შემყვარებოდი? ცხოველი ხარ ნამდვილი ცხოველი, ჩემი სხეულით ხო ითამაშე ახლა სულითაც გინდოდა ხო, შენი სისხლისმსმელი პანტაზია სხეულით ვერ დაიკმაყოფილე.
–ხო მაგისთვის მოგიყვანე. სანდრო გრძ ობდა რო ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ეს იყო ნერვული შოკი, ამდენი დაძაბულობის, ტკივილისგან ბარბარეს გაძლება ძალიან უჭირდა, ხედავდა როგორ ტანჯავდა, აწამებდა.ბარბარემ მთელი ძალით ჩამოკაწრა სახე, ფრჩხილებში სანდროს კანი ჰქონდა, ოთახში შეათრია და კარი გამოუკეტა, სახე სულ ეწვოდა.
–მართლა კუდიანი ხარ! დაუღრიალა გარედან. ბარბარეს ოთახში ყველა ფანჯარა ამოქოლილი იყო, არაფერი იდო ისეთი რაც სისულელეს ჩაადენინებდა, კედლებზეც რბილი რაღაცები იყო გაკრული რო თავი არ ერტყა, საწოლიც გასაბერი იდო.
უკვე მეტი აღარ შეეძლო გარეთ გამოვარდა, სუნთქვა უჭირდა, ახლა მხოლოდ ჯაბას სისულელეების მოსმენა უნდოდა, მასთან ყოფნა რაღაც უჩვეულოდ ათბობდა, ბავშვობა ახსენდებოდა, ჯაბას სიალალეზე 3 ივეს ჭკუა ეკეტებოდათ, მისი საქციელის გამო ძმაკაცების რცხვენოდა, ვერაფერს ეუბნებოდა და ვერც ისე ძლებდა.
–ვა ლექსო როგორ ხარ? გაუნათდა სახე ჯაბას, მის სახლთან მისული სანდრო რო დაინახა.
–დაბალ გაზზე ჯაბა, დაბალ გაზზე.
–რა გჭრს სახეზე? ახლაღა გაახსენდა სანდროს ჩამოკაწრული რო იყო.
–ძარღვები გამისკდა.
–რა ძარღვები ტო? მანდ რა ძარღვები გაგიწყდა ნუ გადამრიე.. აი ზუსტად ეს ჭირდებოდა ალექსანდრეს, ასეთი კითხვები, ჯაბას ბავშვურობა.
–კატამ დამკაწრა, ჯაბა. გამორიცხული იყო ჯაბას ეჭვი შეეტანა იმაში რასაც ეუბნებოდნენ, შეიძლება მთლად სწორად არ მოჩვენებოდა, მაგრამ არ აკადრებდს არც ერთ ძმაკაცს რო ეჭვი შეეტანა მათში, ამიტო იფიქრა რო მართლა კატა იყო დამნაშავე.
–აუ ლექსო, ნახე ვიდეოები რო გამოგიგზავნე?
–რა ვიდეოები?
–აუ დრიფტზე და რბოლაზე როა, გადავირიე, მთელი დრეები მაგას ვუყურებ.
–რამდენწუთიანია ჯაბა? ხათრი არ გაუტეხა სანდრომ.
–20 ძირითადად, ბევრი გამოგიგზავნე.
–მოიცა თუ ძმა ხარ, გაეცინა სანდროს.
–აუ კარგი რა.
–შენ აღფრთოვანების ობიექტი გამოგელია რო მაგას უყურებ?
–ხო იცი რო არასოდეს გამომელევა, ახლა მაგით ვარ აღფრთოვანებული.
–ჩემით როდის უნდა აღფრთოვანდეთ, მოესმათ უკან ბექას ხმა.
–როცა ენის გამოყოფფას მოეშვები, რა არის რას გადმოგიგდია, ისედაც ვიცით რო დიდი გაქ, მიაყარა ჯაბამ.
–ვა ნახე რა იხუმრა ჯაბუნამ, გადაიიხარხარა ბექამ, მეგონა სვანებს ანეგდოტების ობიექტად ყოფნა შეეძლოთ მარტო.
–ქართველებს რა გეშველებოდათ იუმორი თქვენთვის ალბათ უცხო ხილი იქნებოდა ჩვენ რომ არა, ჩაიდუდღუნა ჯაბამ. სანდრომ ხელი გადახვია და ლოყაზე უჩქმიტა.
-ჩვენ რა გვეშველებოდა შენ რო არ გვყავდე, თორემ ქართველები მოვძებნიდით რამეს სასაცილოს, ნაღვლიანად, რაღაც უჩვეულო ტკივილით სანდრომ.
-მე რო არ გყავდეთ? პატარა ბავშვივით გაიბუტა ბექა.
-აუ რა მაგარი იქნებოდა არა? სიცილი ძლივს შეიკავა თორნიკემ სანაცვლოდ ბექამ თავში წამოარტყა.
-ნუ ხარ შენ მწარე, ენაზე შაქარი მაინც დაიყარე და ისე მოდი ხოლმე ჩვენთან.
-წიწაკას არ უხდება მერე შაქარი, გაეცინა ჯაბას.
–სად იფხოწიალე ლექსო? კითხა თორნიკემ ჩამოკაწრული სახე რო დაუნახა.
–კატამ უქნა, დაასწრო ჯაბამ.
–მოიცა შენი ჭირიმე რა კატამ, გაეცინა თორნიკეს.
–არ გვინდა მაგაზე, თქვა სანდრომ და ბექას თვალებს წააწყდა წყრომით რო უყურებდა.
–არც ერთმა არ გაახუროთ ახლა თორემ წავედი მე, ბექას სიტყვა შეახმა სანდროს ეს სიტყვები რო გაიგო.
სანდროს ხმა აღარ ამოუღია, ბიჭები ლაპარაკობდნენ, მაგრამ ჩანდა რო ისინიც უხალისოდ იყვნენ ამის გამო. სახლში მისვლა ერთი სიკვდილი იყო, ბარბარე ოთახში ჩაკეტილი იყო და არ ნერვიულობდა რო გაიქცეოდა, მივიდა თუ არა კარი შეუღო, კუთხეში იყო მიყუჟული და ლოცულობდა.
–კარი ღია იქნება. ბარბარეს ყურადღება არ მიუქცევია, თითქოს ვერც ამჩნევდა, სულ ლოცულობდა.
მომდევნო ერთი წელი ბარბარე თითქმის არ გამოსულა ოთახიდან,მხოლოდ აბაზანაში, საჭმელი სანდროს მიჰქონდა. არც ლაპარაკობდა, მამამის ტელეფონზე მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ეტყოდა და მორცა, მეტი არ მოძრაობდა მისი ბაგეები ლოცვის გარდა. უკვე ალექსანდრე ფიქრობდა რო ყველაფერი სისულელე იყო, მიცემული პირობის ერთი წელიწადი მდუმარებაში გაილია და სავარაუდოდ მეორეც ასე მიყვებოდა, განუწყვეტელი ლოცვა, წყალი და პატარა ნატეხი, ამაზე იყო ბარბარე მთელი ერთი წელი, საშინლად დასუსტდა, უფრო მეტად მოექუშტა სახე, ნაწამებ შუა ხნის ქალს გავდა 26 წლის გოგო. სანდროს გული ელეოდა ამ ტანჯვით, იქნებ მართლა გაეშვა? იქნებ არ მოეთხოვა ამდენი მისგან? ვერაფრით ვერ გადაახტა თავის თავს და ვერ მიცა ბარბარეს უფლება წასულიყო. ყოველი დაღამება ალექსანდრეს მთლიანად ჭამდა და აგიჟებდა.
კარს აღარ კეტავდა, აზრი არ ჰქონდა მაინც არ გამოდიოდა, ალექსანდრეს დივანზე ეძინა ხოლმე, კარებთან, ბარბარე რო არ გაპარულიყო და მისი სხვა ოთახში გასვლა ეკონტროლებინა.
ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან, თვალები უელავდა, რაღაც მტკიცე გადაწყვეტილება ჰქონდა მრისხანე თვალებში, სამზარეულოშ შევიდა, უხმაუროდ გამოაღო უჯრა და დიდ დანას დაწვდა მისი გრძელი თითები, შავებში ჩაცმული კუდიანი, დანით უახლოვდებოდა ალექსანდრეს, ახლა მხოლოდ მის შეხებას გრძნობდა, მის ცხოველური კოცნა ახსოვდა, მისი დორბლები ჰქონდა სახეზე, დასისხლიანებული სხეული ახსოვდა, შემოხეული ტანსაცმელი, დამცირებული, გადავლილი სული, ახლაც გრძნობდა მის უხეშ წვერს სახეს რო უკაწრავდა, ახლაც ის სუნი ჰქონდა მთელ ტანზე რაც მთვრალ ალექსანდრეს ადიოდა. ახლაც ისე უხურდა ტანი, როგორც მაშინ სიმწრისგან, ახლაც ისე კარგავდა იმედს სიცოცხლის გაგრძელების, როგორც მაშნ, ახლაც ვაჩეს თვალები ედგა, როცა მაშინ სხვა რო ეუფლებოდა. ხელი ოდნავადაც არ უკანკალებდა, მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა რო გათავისუფლდებოდა მისი ჯალათისგან, ერთით ნაკლები ეშმაკი ეყოლებოდა სამყაროს, ძილშ ღრმად წასულ სანდროს ხელში ვიღაც ქალის ფოტო ეჭირა, ცნობისმოყვარეობამ სძლია და სურათს დახედა. სანდრო მოხვეული იყო უკნიდან იმ გოგოზე, ლამაზი სათნო სახე რო ჰქონდა, ასეთი ბედნიერი ალექსანდრეს თვალები არასოდეს უნახავს ბარბარეს, მალევე მოაშორა თვალი სურათს და ორივე ხელი შემოაჭდო ალექსანდრეს ყელთან მიტანილ დანას.

***
დანის ცივი ტარის შეხებაზე სანდრო წამოხტა, დანა სადღაც მოისროლა და ბარბარე კედელს შეანარცხა, ისე ძლიერად მოუვიდა რო ძლივს ამოისუნთქა იატაკზე დავარდნილმა.
–ბარბარე ბოდიში, სანდრო ძივს გამოერკვა, ახლოს მივიდა და წამოაყენა, ახლაღა გაიაზრა რო მისი მოკვლა სცადა. ბრაზმა ლამის დაახრჩო.
–თვითმკვლელობა გადავიფიქრეთ და ახლა სხვას ვკლავთ? დაიღრიალა. შენ ხო არ გააფრინე, გინდა მკვლელი იყო, გინდა კიდევ უფრო დაგიმძიმდეს მდგომარეობა?
–შენი მოკვლა სამყაროს ხსნაა, ამოილუღლუღა კუდიანმა.
–როგორც ჩანს ნორმალური ლაპარაკი შენთან არ ჭრის, ამდენი ხანი გავიდა და ერთხელ არ მომეცი საშალება დაგლაპარაკებოდი, ყველაფერი შეიცვლება დღეიდან იმას მიიღებ რასაც იმსახურებ.
–რას ვიმსახურებ მითხარი რას? დაიყვირა კუდიანმა.
–დედამთილთან ცხოვრებას, შენთან მარტო სახლში არ გავჩერდები, შენ გგონია ჩემი სიცოცხლე ფეხზე მ.კიდია? გგონია მინდა ჩემმა მშობლებმა ის განიცადონ რაც უტას დროს? სანდრო წყობიდან იყო გამოსული, თვალწინ უტას შავი კუბო ედგა, ზედ გადამხობილი დედამისი, გაწეწილი თმა და შემზარრავი კივილი ახლაც რო აჟრჟლებდა, გატეხილი მამა, მისი თვალები ჩამქრალ ცეცხლს გავდა და მხოლოდ ნაცარს რომ დაინახავდი, მას მერე სანდრომ ძალიან ბევრ რამეზე თქვა უუარი, რომ მშობლებს მეორე შვილი არ დაეკარგათ, ძველი ცხოვრება დაივიწყა, მხოლოდ მათ გამო.ახლა კი ბარბარე ისე ამწარებდა მის ახლობლებს რომ სისხლი გაეყინა, თავის თავზე იმდენად არ ფიქრობდა, როგორც გიოზე და ქეთოზე. სანდროს ყვირილზე ეგონა ნივთები მოძრაობდა ისე გააფთრებით ღრიალებდა. –მოკიდე შენ ნივთებს ხელი და წამოხვალ ჩემთან ერთად.
–არსად წწამოვალ ცხოველო.
–მაგასაც ნახავ, ვინც ჯიბრში ჩამიდგა არავის გაუხარია, ხმას დაუწიე მე რო მელაპარაკები გესმის, აღარაფერს მოგითმენ, არ მისმენ ხო? ახლა რომც მეხვეწო არაფერს აგიხსნი. ჩაალაგე ბარგი მივდივართ.
–არა!
–ბატონო? მე არ მიკითხავს, გითხარი ჩაალაგე! სწრაფად თორემ ისე წაგიყვან არაფერს წამოიღებ. ბარბარე სისუსტისგან ძლივს დადიოდა, უკვე აღარაფრის თავი არ ჰქონდა არც ბრძოლის არც წინააღმდეგობისგაწევის, მანქანაში იდო და ვერც ხვდებოდა რა სწრაფად მიდიოდნენ წყნეთისკენ.
ნაგროვები ემოცია, აუტანელი სინდისის ქენჯნა, საკუთარი თავის სიძულვილი და უფრო მეტად გაწამებული ბარბარე, ეს იყო შედეგი მისი გეგმისა, ან რა უნდა ეთქვა სახლში, ან როგორ უნდა აეხსნა ეს ყველასთვის რომ საკუთარ ცოლს ძულდა, ყველაფერი დალაგდება, მარტო ეს სიტყვები უტრიალებდა თავში და წყვდიადით იფარებოდა ეს განცდაც.
„როცა არ იცი საით წახვიდე ნაბიჯი გადადგი წინ“ სანდროს სული ახლა წინ გადასადგმელ ნაბიჯს ეძებდა, რაღაც უნდა შეეცვალა, იქნებ ეიძულებინა არბარეს მოესმინა, მაგრამ ეს რას შეცვლიდა? ფაქტი ხო ერთ იყო? მოძალადე ხარ სანდრო? ეს ხმა აუტანლად გაკიოდა მთელ სხეულში. იქნებ ახლა პედალს ბოლომდე მიჭერილი ფეხი იყოს გამოსავალი? იქნებ სიკვდილმა შეცვალოს ამ დღეების ერთფეროვანი სისასტიკე, იქნებ მზე ისევ ამოვიდეს მათ სულებში, იქნებ უფალმა მაინც უთხრას ბარბარეს როგორ ნანობს სანდრო, „ნეტავ შეეძლოს ჩემი სულის ღამე დანახვა“, როგორ აწვალებს გავეშებული სინდისი, რაც დრო გადის ეს აუტანელი შნაგანი ხმა უფრო მეტ ძალას იკრებს და ძვლებშ ამტვრევს ალექსანდრეს. იქნებ არ უნდა ეთქვა რომ ის იყო, ბარბარე ხო გამოდიოდა მდგომარეობიდან, ხომ შეიძლებოდა ერთმანეთი შეყვარებოდათ და ორივეს თავთავიანთი ტვირთი ჩუმად ეტარებინათ, სანდროს მოძალადის, ბარბარეს მსხვერპლის. არა, გამორიცხული იყო სანდროს სული ამას ვერ აიტანდა, იქნებ სწორედ თავის გასათავისუფლებლად უთხრა სიმართლე, იქნებ მარტო თავის თავზე ფიქრობდა? იქნებ ბარბარეს იყენებდა მისი სულის დასამშვიდებლად, სინდის დიდი ლუკმა მიუგდო. ამის გააზრებამ შეაკანკალა. არა, სანდრო ასეთი არ იყო, ან ახლა არ შეეძლო ღრმად ჩაძიებოდა მის ფსიქოლოგიურ ძვრებს, არაცნობიერს, ტვინის ხვეულებში გამომწყვდეულ და მტვერ დადებულ აზრებს.
–ბარბარე, ფრთხილად გააღვიძა სანდრომ და გაუღიმა.
–რა, რა ხდება? შეაკანკალა კუდიანს.
–დედამთილი უნდა გაგაცნო, შენით გადმოხვალ თუ ხელშაყვანილმა შეგიყვანოო?
–არ მინდა მისი ნახვა.
–რა ხართ ეს ქალები, რატო ვერავინ იტანთ დედამთილებს? ვერ შეგპირდები რო გადასარევად მიგიღებს. ცოტა უჩვეულოთ თანამედროვე ქალია, მაგრამ დამიჯერე სულ სხვანაირია, ერთი სიტყვით „დამუღამება“ უნდა, მე პირადად ვერ დავუმუღამე ჯერ, ამიტომ ცუდი უჩვეულო ურთიერთობა გვაქ.
–ხო და არ მინდა, დამასვენე, ნუ მტანჯავ ცხოველო.
–ეგრე ნუ მეძახი, ნუ კარგი ხალხში მოერიდე ისე მარტოს რაც გინდა მითხარი, ახლა ამ სახლშ უამრავი ადამიანი დადის და ესენი ჩვენ ლექსიკონს კარგად ვერ გაიგებენ კუდიანო. ბარბარემ რო თვალი მოავლო სახლს გაოგნდა, უზარმაზარი იყო, დიდი თვალუწვდენელი ბაღით, ულამაზესი შადრევანი იდგა ეზოს შუაგულში და ვიღაცებს მოკრა თვალი აუზშ რო თამაშბდნენ.
ბარბარეს დანახვაზე ყველას სახე ეცვალა, რუსუდანმა ლამის გონება დაკარგა ისე შეზარა რძალმა,სანდროს გაქვავებულმა მზერამ თითქოს ფეხებშ ყავარჯნები შეუყენა და ნაძალადევად გაიღიმა, თამუნას კი სახე გაუნათდა ცალკე სანდროს დანახვით ცალკე ბარბარეს „შემზარაობით“
–გაიცანით ჩემი მეუღლე ბარბარე რობაქიძე, ბარბარე ეს დედაჩემია ხათუნა, ეს კი თამუნა უტას მეუღლე. ზედ არავისთვის შეუხედავს კუდიანს, კრიალოსანს დაცქეროდა.
–გამარჯობა ბარბარე, მხიარულად შესცინა თამუნამ რო გაანალიზა რო მის სილამაზესთან ეს „მათხოჯი“ ოდნავადაც ვერ მიდიოდა.
–გაგიმარჯოთ, ამოიკნავლა ბარბარემ.
–შენ ნივთებს შემოვიტან და მალე მოვალ ოთახს გაჩვენებ. სანდროს ლამის გაეტირა, ახლა გაანალიზა რომ ერთადერთი ახლობელი ამ სახლშჳ ისევ მისი ჯალათი ალექსანდრე თჲ იქნებოდა. აუტანელი სიჩუმე ჩამოწვა, ბარბარე არავისთან კონტაქტობდა, კრიალოსანი ეჭირა ხელშ მხოლოდ და იმას მარცვლავდა. სანდრომ ოთახშ აიყვანა და იქიდან არ გამოსულა კუდიანი.
-ეს რას ნიშნავს? უჩვეულოდ მკაცრად უთხრა რუსუდანმა შვილს.
-ეს ნიშნავს, რომ მე და ჩემი ცოლი დღეიდან აქ ვიცხოვრებთ, და მოვითხოვ რომ მას რომ ხედავ ეგეთი შეშფოთებული სახე არ გქონდეს. ახლა რუსუდანმა ფერი დაკარგა, გაანალიზა რატო მოიყვანა მისმა შვილმა ეს ქალი ცოლად, ტირილი ძლივს შეიკავა და გაიღიმა, ასე იქცეოდა როცა ძალიან ცუდად იყო, არავის აჩვენბდა მის დარდს, თუმცა ყველა მაინც გრძნობდა მისგან მომავალ უზარმაზარ სევდას.
–ბავშვები სად არიან? მოუთმენლობა დაეტყო სანდროს ხმაზე.
–აუზზე, გაუღიმა თამუნამ. სანდროს მეტი არაფერი უთქვამს ბავშვებისკენ გაიქცა, ეზო წამში ახმაურდა, ყვირილი, სიცილი, კივილი, ერთად ისმოდა, ბარბარემ შიშთ გადაიხედა ფანჯრიდან დაინახა როგორ ეკონწიალებოდა ორი პატარა ბავშვი ალექსანდრეს, მესამე ასე 13 წლის ბიჭი შეზლონგზე იწვა სათვალეებით და არ ინძრეოდა.
–კონსტანტინე! თითქმის დაიღრიალა სანდრომ. ბიჭმა ყურსასმენები მოისხნა და სანდროს ჩაეხუტა. მთელი შუა დღე არ შემოსულა სანდრო სახლში, ბავშვებს უკან დადევდა, ასე 6 წლის გოგო კისრიდან არ შორდებოდა, ბარბარე მიხვდა რო ეს ქეთო იქნებოდა.
სწრაფად მოშორდა კუდიანი ფანჯარას, კუთხეში მიჯდა და ლოცვა განაგრძო, ისევ ხმები არ ასვენებდა, ეს მხიარულება, სიცილი, ბავშვების შეძახილები, არ აცდიდნენ ყოფილიყო თავის ნაჭუჭში, ყურებზე ხელი ჰქონდა მიდებული, ვერასოდეს ჩერდებოდა სახლში, როცა კარგი ამინდი იყო, სიმსუბუქისგან ეგონა რო აფრინდებოდა როცა გარეთ ბავშვებთან გარბოდა, ყველაზე ცელქი იყო, ბიჭები სულ „კაპარჩხინას“ ეძახდნენ, სულ ხეებზე იყო ამძვრალი და ამის გამოო მუხლები სულ გადატყავებული ჰქონდა. ფეხბურთის დროს კარშჳ ჩადგომას არ კადრულობდა, წინ უნდოდა ყოფილიყო, ახლა ეს ხმები ამ სიმებს ეხებოდა რაც არარსებულ წარსულად შერაცხა.
ვახშმის დროს შემოვიდნენ ყველანი სახლში, სანდრო არავის დალაპარაკებია მარტო ბავშვებს ეთამაშებოდა მხიარულად, რუსუდანს ეტყობოდა რო თვალები ნამტირალეევი ჰქონდა, ამის დანახვაზე სანდრო ჩაქრა, მაგრამ მალევე გაუმკაცრდა მზერა. სუფრასთან დასხდნენ, ბავშვები ისეთი მიქანცულები იყვნენ არაფრის თავი არ ჰქონდათ.
-ნანი ჩემ ცოლს დაუძახე ვახშმად ჩამოვიდეს, შესცინა თვალებშჳ სანდრომ თავის გამზრდელს. სანამ ბარბარე არ ჩამოვიდოდა, სანდრომ აგრძნობინა რო ჭამა არ უნდა დაეწყოთ.
-შვილო ასე თქვა ცოტა თავი მტკივა უჩემოდ მიირთვანო, სანდრომ ამ ჭკვიანი ქალის შერბილებულ ნათქვამში ბარბარეს გამწარებული ნათქვამი დაინახა.
-მაგასაც ვნახავ, ჩაიბურტყუნა და კიბეებზე სწრაფად აირბინა. ბარბარე საწოლზე იწვა მოკუნტული და ცრემლები მდინარესავით მოდიოდა, ამის ნახვამ ყველაფერი ჩაწყვიტა სანდროს.
-დაბლა ჩამოდი გელოდებით ყველანი.
-დამანებე თავი.
-გინდა ძალით ჩაგიყვანო?
-შენ არ გაგიჭირდება ჩემთვის რაიმეს იძულება.
-ნუ ცდილობ რომ უფრო და უფრო დამტანჯო გესმის, დაიყვირა სანდრომ. ბარბარე მიხვდა რო აზრი არ ჰქონდა და დაბლა ჩაყვა, ძლივს დადიოდა ისე იყო დაუძლურებული, ბავშვები გაოცებულები უყურებდნენ, გიომ ტირილი დაიწყო მის დანახვაზე და დედას მიეკრა, შეშინებული თვალებით აპარებდა თვალს ბარბარესკენ. ლამის ხმამაღლა იტირა ბარბარემ ამის დანახვაზე, უნდოდა ბავშვისთვის გაეღიმა, მაგრამ ვერ მოახერხა.
-ეს თეფშჳ ვისია? მკაცრად იკითხა სანდრომ. -ვინმეს ველოდებით? ყველამ გაოცებით შეხედა. შემზარავი დუმილი ჩამოწვა. ყველა დაიზაფრა.
-სანდრო! თქვა რუსუდანმა.
-ვისია ეს თეფში დედა?! კარგად ესმოდა რო უტას ადგილი იყო და მისი თეფში მთელი 4 წლის განმავლობაში ყოვველთვის იდგმებოდა სუფრაზე.
-ხომ იცი რომ უტასია, გაიღიმა რუსუდანმა, არ უყვარდა თავისი ტკივილის აშკარად გამოხატვა და ამას მოჩვენებითი სიხალისით მალავდა.
-დედა უტა მოვა? მშვიდად იკითხა სანდრომ და თვალები გაუსწორა.
-ალექსანდრე! თითქმის დაიყვირა რუსუდანმა.
-გამეცი პასუხი უტა მოვა? ხმას აუწია სანდრომ.
-როგორ ბედავ!
-უტა მოვა?! დაიღრიალა ალექსანდრემ და მუშტი დაარტყა მაგიდას. თეფშები და ჩანგლები შემზარავად ახმაურდა მაგიდაზე, ყველა შეხტა ამ ხმაზე.
-არა, ვერა ვერ მოვა, ვეღარასოდეს, აკანკალებული ხმით დაიყვირა რუსუდანმა.. ყველა გასუსული იყო და დედა შვილს უყურებდა.
-მაშჳნ თეფშჳ აიღეთ. თქვა სანდრომ და სალათა გადაიღო ძალიან ბუნებრივად. ნანი თაფშჳს ასაღებად გადაიხარა, როცა რუსუდანმა დაიყვირა.
-ხელი არ ახლო! ალექსანდრე, როგორ ბედავ ამის თქმას?! როგორ მიბედავ?!
-აიღე! შეუვალი იყო სანდროს ხმა. რუსუდანი თეფშს ჩააფრინდა და არავის აძლევდა უფლებას აეღოთ.
-ბავშვები აიყვანე ნანი ზემოთ, ქეთოს და გიოს თავით ანიშნა რო გაყოლოდნენ და გაუღიმა. ვერავინ შეეწინააღმდეგა.მაშჳნ სანდრო წამოდგა, თეფში ხელიდან გამოგლიჯა და კედელს ღრიალით შეანარცხა.
-დაასვენე, დაასვენე ტო, რა შეჭამეთ, მერე სკამიც მიაყოლა, გაუჩერებლად ღრიალებდა, ყველაფრისგან იცლებოდა, ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას.
-რო ვამბობ რო უნდა აიღონ, ესე იგი ასეა, გესმის დედა?! უტა აღარ მოვა და არც ჩვენი თეფში ჭჳრდება, არაფერში ჭჳრდება, რა აზრი აქვს ასე ყოფნას, ასე ლლოდინს როცა იცი რო არ დაბრუნდება, ხმაში ოდნავ შეეპარა ხრინწი, მალევე მოაშორა ეს სისუსტის საზომი ხმას და გააგრძელა.-ეს უაზრო ავადმყოფობაა, გგონია ამით რამეს ეხმარები? შენ სულს იმშვიდებ და იმისაზე არ ფიქრობ? ამ ყველაფერმა ვულკანივით ამოხეთქა ალექსანდრეს გულიდან მერე სანდრომ მშვიდად ჭამა გააგრძელა, არავის გადაუღია რამე მაგრამ ვერც განძრევას ბედავდნენ.
ბარბარეს ვერაფერი გაეგო ამ სახლში რა ხდებოდა, ყველა რაღაც გაუყუჩებელ ტკივილს ატარებდა, არავინ ლაპარაკობდა ამაზე და ახლა ალექსანდრემ აიძულა რომ გრძნობები და განცდები გარეთ გამოეტანათ, ეღიარებინათ რომ უტა დაიღუპა, უტა აღარ არის, უტა მოკლეს!
უტა მოკლეს! უტა მოკლეს! ეს ხმა ისევ ექოსავით ჩაესმოდა, ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ყველა ამას კიოდა, ყველა ამას ჩურჩულებდა.
-ბარბარე გადაიღე რამე!
-არ მინდა, უპასუხა სანდროს. ამას არ გაუჩერეებია ალექსანდრე სალათა და სოკოს ფლავი გადაუღო. ბარბარეს არ უნდოდა რომ ყურადრება მიექცია, ამიტომ ორი ლუკმა ძლივს გადაყლაპა და უკვე გულისრევა იგრძნო იმდენად იყო გადაჩვეული ჭამას და ყოველდღიურ პურის ნატეხტან ეს გადაჭარბებული მრავალფეროოვნება იყო.
ისევ ოთახში ალასლასდა, დერეფანში შეშინებული ბავშვის თვალებს მოჰკრა თვალი.
-კუდიანი, აცრემლებული ბავშვი ძლივს იძახდა.
-ქეთევან! მოესმათ ალექსანდრეს ძლიერი ხმა. ბავშვი ბიძამის ფეხებზე მიეკრო.
-ქეთევან ეს ბარბარეა გემის! როცა დაძახება დაგჭირდება ასე უნდა მიმართჴ. ქეთომ თავი დაუქნია და იძუელბით გაუღიმა შავებში ჩაცმულს, ბარბარე ატირებული შევარდა ოთახშჳ, რა უქნა თავის თავს? ასე როდის დააგლახავა? ასე როგორ დამაახინჯა? ადრე მარტო ის ესმოდა როგორი ლამაზი იყო, ახლა ყველას ეშინოდა მისი, ბავშვები არ უღიმოდნენ, მათაც აშჳნებდა, მათთვისაც შემზარავი იყო მისი ნახვა, სარკესთან მივიდა და თავისმა სილუეტმა შეზარა, ვერ იცნო, ეს არ იყო ბარბარე, ეს სულ სხვა ადამიანი იყო, ხელები ზემოდ აწია, რო შეემოწმებინა ნამდვილად საკუთარ თავს თჲ ხედავდა, სიმართლემ გული საშჳნლად ატკინა, ძველი სილამაზის ნასახიც არ ჰქონდა, ახლა იდგა დაუძლურებული დედაბერივით, ჩამქრალი, ბნელი თვალებით და გლოვობდა თავისი თავის „კუდიანობას“. ხელებს დახედა, ისევ გრძელი იყო, ძველი სინატიფე და სიფაფუკ დაეკარგა, ახლა დედაბერის გამხმარ, დაძარღვულ ხელებს ხედავდა, ცეკვაც აღარ შეეძლო, უძლურებისგან, უხასიათჴბისგან მაჯაშიც ვერ ატრიელებდა, ახლა საკუთარი ცეკვა დაუდგა თალწინ, როგორ მსუბუქად გრძ ობდა თავს, საკუთარ მოძრაობებს ხედავდა დიდ სცენაზე, ტაშის გამაყრუებელი ხმა ესმოდა, აღფრთოვანებული საკუთარი თავი გაახსენდა ამ სანახაობით, როგორ უხრიდნენ თავს ქართულ ცეკვას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მთელი გულით ტიროდა ყველაფერს იმას რაც დაკარგა.ატირებული დაემხო საწოლს და ყველაფერი საშინლად ტკიოოდა.
დილით ძლივს გაახილა თვალი, ამდენი ხანი არ ძინებია ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ ემოციებისგან ისე იყო დაღლილი და გულნატკენი რომ ვერც შენიშნა როგორ გაეპარა დრო. თვალი რო დაინახა პატარა ბავშვის სილუეტი დაინახა, საწოლთან იდგა, სათამაშოს ტანსაცმელს უცვლიდა და ეტიტინებოდა ჩუმად, პაატარა მოკლე, კოპწია კაბა ეცვა,
-გამარჯობა, ბარბარემ ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
-გაგიმარჯოს, მხიარულა დუპასუხა პატარამ, -გუშინდელის გამო ბოდიში უნდა მოგიხადო, ბარბარე გაშრა
-არაა საჭირო.
-ძიამ მითხრა ლო ცაქელით უნდა მომემართა და იციც მითხრა ლო შენთვის ბოდიში უნდა მომექადა, ბავშვი ენას არ აჩერებდა და ოდნავ ჩლიფინებდა.
-არ მწყენია, მოიტყუა ბარბარემ, ბიძაშენისგან შეჩვეული ვარ ამ სიტყვას, ახლა ოდნავ გაეღიმა ბარბარეს.
-შენ ბაბალე გქვია ხო?
-არა ბარბარე.
-ბაბბბალე, ბოდიშჳ ვერ ვამბობ, ცახელები მიწირს, ძიასაც ცულ ცანდროს ვეძაქი და მერე დამცინის.
-არაუშავს შენ შეგიძლია ბაბალე დამიძახო. სანდრო ბარბარეს ოთახიდან ხმის გაგონებაზე მაშჳნვე იქით წავიდა.
-ცანდრო, დაუძახა პატარამ და მისკენ გაემართა.
-მე ლო მითხარი კუდიანი არ დაუძახოო, შენ რატო უძახი ხოლმე? ბავშვმა დოინჯი შემოიდო და პირდაპირ აეტუზა ბიძამის, სანდრო სიცილით დასცქეროდა ამ პატარა ქალს, ისეთი განსხვავება იყო სიმაღლეში ბარბარეს გაეღიმა.
-ეგ ვინ გითხრა შე პატარა?
-ბაბალემ.
-ვინ? სანდროს სიცილი აუტყდა.
-ნუ დამცინი, ძია.
-სახელი დამიძახე მიდი, გთხოვ, სანდრომ თვალები ეშმაკურად აათამაშა
-ოოო, კარგი რა ხო იცი ვერ ვამბობ ცანდრო. ბარბარეს გაეცინა, ისეთი ცქრიალა ხმა ჰქონდა, მსუბუქი, ბავშვური სანდრომ მაშჳნვე შეხედა, მისმა ფაქიზმა სმენამ ამოიცნო მუსიკალურად ჟღერადი ხმა.ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გაიცინა კუდიანმა, გული აუფართხალდა ალექსანდრეს. ბარბარე მალევე მოიღუშა. ვერაფრით აპატია თავს ესეთი სისუსტე, სანდრო მთელი დრე გასული იყო, ბიზნესს უფრო მეტ დროს უთმობდა თითქოს შეეჩვია ამ “უჩვეულო“ცხოვრებას. ვახშამზე დაბრუნდა, რუსუდანი ხმას არ იღებდა ეტყობოდა რო ძალიან გაბრაზებული იყო გუშჳნდელის გამო, სანდრომ სწაფად აკოცა შუბლზე და მალევე მოშორდა, ასე ბავშვობაში იცოდა, ღიმილი ვერ შეიკავა დედამ ცელქი სანდრო დაუდგა თვალწინ.
-შენი ცოლი არაფერს ჭამს, დაიწყო რუსუდანმა.
-ჩემ ცოლს ბარბარე ჰქვია, შეგიძლია შვილოც დაუძახო, შენი დისკრეციაა, მაგრამ ნორმალურად მოიხსენიე. სანდრო ზემოდ ავიდა, ბარბარე არაფრით მოყვებოდა, განრისხებულმა სანდრომ ძალით ჩამოიყვანა და სკამზე დაასკუპა.
-ცხოველო, ვერ მოითმინა ბარბარემ. ყველა გაოცებული უყურებდა, მხოლოდ კონსტანტინეს არ ესმოდა არაფერი აიპადში იყო შემძვრალი და რაღაცას უსმენდა. სანდროს სახე აუწითლდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, ხელი მოუჭირა ისე რო არავის დაენახა, ბარბარემ ლამის იკივლა ტკივილისგან.
-ბიზონი, ატიტინდა ქეთო, ყველამ პატარას შეხედა, -ცანდრო ცხოველია, ბიზონი, მე კოალა ვარ, გიო ნაგაზი, ბაბალე შენ ცაიდან იცოდი ჩვენ ცქოველები რო გვერქვა? პატარამ ჩანგალი აათამაშა და საქმიანი ქალივით დასვა კითხვა.
-გაჩუმდი ქეთევან დაუყვირა თამუნამ, არ ესიამოვნა შექმნილი ვითარება უნებურად რო განტვირთა მისმა შვილმა.
-ნუ უყვირი! სანდროს არ შეუხედავს ისე უთხრა ხმამაღლა და ნერვიულად. ბარბარეს თვალს არ აშორებდა.
-ჩემი შვილია!
-უდაო ფაქტებზე ნუ ვდაობთ! ნუ უყვირი ბავშვს, ისედაც ესმის, ყრუ არ არის. ბარბარეს პირი არაფრისთვის დაუკარებია, იგრძნო რომ თამუნა სანდროს მიმართ გულგრილი არ იყო. გულში იფიქრა რო ეს შეიძლება გამხდარიყო მიზეზი სანდრო რატო არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.
-გადაიღე? ყველა კუნთი დაძაბა ალექსანდრემ რო მშვიდად გამოსვლოდა.
-არ მინდა!
-როგორ გიყვარს რო მახვეწნინებ. სანდრომ ბარბარეს სკამს ხელი მოკიდა და ერთი ხელისმოსმით მოიქცია ფეხებშუა, -გამიღე პირი! სანდრომ სოუსში პური ჩაუფშვნა და კოვზი პირთან მიუტანა ბარბარემ არაფრით გააღო პირი, მთლიანად ჩამოეწუწა,
-გააღე! დაიღრიალა სანდრომ
-ნუ უყვირი, გამოესარჩლა თამუნა.
-ნუ ერევი! ბარბარე სიმწრისგან ტიროდა, ტუჩებზე მთელი ძალით აჭერდა კოვზს ალექსანდრე და ყველაფერი სახეზე ეწუწებოდა, რო ვერაფრით გააღებინა პირი სანდრომ ბარბარე სკამიანა აწია და ძირს დაანარცხა, ყველა გაოცებული უყურბდა.ბარბარე ოთახისკენ გაიქცა.
-გამიღე! სანდრო არ დალოდებია არაფერს კარები შეუნგრია.
-დამანებე თავი, გთხოვ!
-გინდა რო მოკვდე? უფრო რო დამტანჯო? ხედავ რო სინდისი მაწუხებს და უფრო მეტად მტანჯავ.
-შენ სინდისი სად გაქვს ნადირო!.
-გააღე პირი თორემ ყბას მოგტეხავ! დაიღრიალა ალექსანდრემ.
-სულ რაღაცას მაიძულებ, სულ მტანჯავ, ამოიკნავლა ბარბარემ, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, პატარა ბავშვივით უღებდა პირს ალექსანდრეს და ცრემლები მდინარესავით მოდიოდა.
-ცოტა ნელა ეგრე სწრაფად ვერ ვჭამ, ჩაიბურტყუნა ბარბარემ. სანდროს გაეღიმა.
-კარგი, როგორც შენ გინდა, ნელა მიჰქონდა კოვზი ბარბარეს ტუჩებთან, ბატარა ბავშვივით აჭმევდა, ჩამოწუწულს წმენდა და ყოველი ლუკმა ალექსანდრეს საოცარი სიხარულით ავსებდა, ბარბარე კი ტირილს არ წყვეტდა.
-როგორია გემრიელია?
-ეგ მანამ უნდა გეკითხა სანამ ნახევარ თეფშს შემაწმევდი.
-მე ცრემლიან სოუსზე გეკითხები, არ უნდა მორჩე ტირილს? სანდრო ცდილობდა რო არ შეემჩნია როგორ მძიმედ მოქმედებდა მასზე ქალის ტირილი. ბარბარეს ხმა არ ამოუღია.
-შეგიძლია აუზში ჩახვიდე, ეზოში გაისეირნო, ბავშვებს ეთამაშო, წიგნები წაიკითხო, პიანინოზე დაუკრა, არ ვიცი ამ სახლში რაც მოგესურვება, თავი უხერხულად არ იგრძნო, არავის მისცე უფლება რო რამე აგიკრძალოს, ეს შენი სახლია, შენ ხარ მისი დიასახლისი, ეს გახსოვდეს. სანდრომ თავზე აკოცა და ოთახიდან გავიდა ბარბარე შეკრთა არ ელოდა.
-კარს ახლავე გავაკეთებინებ და შემოტეხილ კარს დახედა სანდრომ. დაბლა რო დაბრუნდა გამეხებული რუსუდანი დახვდა.
-გამაგებინე ეს რას ნიშნავს? გამაგებინე ეს ურთიერთობა რას გავს? საკუთარი ცოლი ცხოველს გეძახის, არ ჭამს მერე აიძჲლებ და ჭურჭლით მიდევ, ამას ხედავდი ჩენ ოჯახში? ეს გასწავლეთ მე და მამაშენმა?
-შენ და მამაჩემმა მასწავლეთ რო, როცა პრობლემა შეგექმნებათ უნდა დავშორდეთ, მე და ბარბარე ამას არ ვაკეთებთ ხო ხედავ, ერთმანეთს არ ვეყრებით. რუსუდანმა სილა გასცხო შვილს.
-უტას სიკვდილი როგორ ფიქრობ პრობლემაა მხოლოდ? ამან ყველაფერი თავზე დაგვამხო, ყველაფერი გაანადგურა.
-იმიტო რო შენ მიეცი ნება შეეჭამე ამ ტკივილს, გარეგნულად აარაფერი გეტყობა მხიარული ხარ, მრავალფეროვნად, მოდას აყოლილად იცმევ, მაგრამ მე ხო გიცნობ დედა? მე ხო ვიცი რო მამას შენ აიძულე წასულიყო, იმანაც ვერ გაუძლო შენ სიკაპასეს და წავიდა, უტას სიკვდილს უნდა დაეახლოვებინეთ მაგრამ დაგაშორათ, ხან რომელი შემომმხედავდით როგორც დამნაშავეს ხან რომელი, მერე ერთმანეთს საყვედურობდით ამის გამო, ამან დაანგრია ყველაფერი ჩვენ ოჯახში და არა უტას სიკვდილმა, რომელსაც პირიქით უნდა დავეახლოვებინეთ.
-რა თავხედი ხარ სანდრო, უტა ასე არასოდეს დამელაპარაკებოდა, კონსტანტინესაც შენნაირს გახდი, ყველაფერს თავზე დამამხობ.
-რაც გინდა ის მითხარი, ვისაც გინდა შემადარე.
-შენ ცოლს უთხარი ნორმალურად ჩაიცვას, რა არის ძონძებით რო აჩონჩხილა, ვინმე რო მოვიდეს სირცხვილია რო ნახოს, ნუთუ ვერ ხვდები როგორ ჯობიხარ, ყველა მაგაზე ილაპარაკებს.
-შენ ხო იცი რო სულ ფეხზე მ.კიდია რას იტყვის ხალხი რუსუდან. მე ერთხელ უკვე გაგაფრთხილე, ეს მეორეა, მესამედ თუ ჩემ ცოლს ბარბარეს არ დაუძახებ და თბილად არ მოიხსენიებ ჩათვალე რო ქოხშჳ მოგიწევს ცხოვრება, ყველანაირ დაფინანსებას შეგიწყვიტავ და შენ და შენი გატუტუცებული რძალი უარესი ძონძებით ივლით თუ ჩემ ცოლს პატივს არ სცემ. მე არც მამა ვარ და არც უტა შენ ჭკუაზე რო ვიარო.
ბარბარე უფრო და უფრო მეტს ტიროდა, ახლა უკვე ბრძოლა უხდებოდა ძველ და ახლა ცხოვრებაში, ნეტა როგორი იქნებოდა ახლა ბარბარე? ვაჩეს რო გაყოლოდა ახლა უკვე შვილიც ეყოლებოდათ, რამდენს ოცნებობდა, როგორ უყვარდა, რამდენი გადაიტანეს ერთად რომ დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ერთ დღეს მთვრალმა ალექსანდრემ ყველაფერი ჩაამწარა. ამის გახსენებაზე ისევ გაქრა ბარბარეს წარმოსახვიდან ალექსანდრეს ღიმილი, კბილები მიჯრით მიწყობილი არ ჰქონდა, ორი კბილი წინ ჰქონდა წამოწეული და ღიმილის დროს საოცრად ბუნებრივ და მიმზიდველს ხდიდა, ახლა მისი თვალებიც ეშმაკისას ჰგავდა, მისი მტკიცე ხასიათჳც ჯალათისა იყო. ეზოშჳ თუ სეირნობდა ხოლმე, დღეებს თითებზე ითვლიდა, „ახლა უკვე იმაზე ნაკლები დარჩა ვიდრე გავიდა,“ ეს სიხარულით ავსებდა კუდიანს, რამდენიმე თვე და თავისუფალი იქნებოდა ჯალათისგან. სეირნობა შველოდა, ბაღში სადაც არავინ იყო წიგნებს კითხულობდა, საოცარი ჰაერი იყო, აუზიდანაც მოჰქონდა სუსტ ნიავს წყლის სუნი, როგორ უყვარდა ბარბარეს წყლის სურნელი, დედას ახსენებდა, დედასტან ჩახუტებისას გრძნობდა ამ სურნელს, სისუფთავის და წყლის სურნელს.
-ბარბარე! ბიზნესმენთა შეხვედრაა და უნდა წამოხვიდე ჩემთან ერთად, ზეგ სალონიდან სტილისტები მოვლენ თმას გაგიკეთებენ, მოგაწესრიგებენ, მიაყარა სასნდრომ რო კუდიანს სიტყვის თქმა არ დაცდოდა.
-ეშმაკების შეკრებაზე უფროა შენი ადგილი, იქ კი სიამოვნებით წამოგყვებოდი.შენ შენ თავს მიხედე და მისი გალამაზება ცადე. ჩაილაპარაკა ბარბარემ. სანდროს გააეცინა.
-მე სიმპატიურობის ნაკლებობას არ ვუჩივი, უფრო სწორად ქალები არ უჩივიან ჩემ ირგვლივ, ბარბარეს თვალები უფრო და უფრო მრისხანებდნენ.
-როგორ მეცოდება ყველა ქალი შენ ირგვლივ, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე.
-არც შენ იცი ჩემო ეჭვიანო კუდიანო. სანდროს გაეღიმა, როცა დაინახა როგორ გაკრთა მის თვალებში ეჭვიანობის სხივი. ახლაღა გაანალიზა რო კუდიანს დაამატა „ჩემო“ ნუთუ ასე ახლოს მიიღო უკვე რო ინსტიქტურად, ყოველგვარი გააზრებულობისა და გათვლიოს გარეშე დაამატა ეს ნაცვალსახელი. ბაბარემაც იგრძ ო ეს სიტყვა და არაფერი შეიმჩნია.
-ეჭვიანობენ იმაზე ვინც უყვართ, სიძულვილზე ეჭვიანობა ჯერ არ მსმენია, ნეტავ ვინმე შემეცლებოდეს შენს თავში ჯალათო.
-ფრთხილად იყავი მერე ეგ სიტყვები არ ინანო. ბარბარე სწრაფად ადგა, მიხვდა როგორ შეიტყუა მისმა ჯალათმა ლაპარაკში, არ ჰქონდა მნიშვნელობა კარგზე ლაპარაკობდნენ თუ ცუდზე, მასთან ლაპარაკი ყველა შემთხვევაშჳ საზიანო იყო. ბარბარე ოთახში ავიდა, მაკრატელი ამოიღო და ძალიან გრძელი შავი, საღებავის გადასვლის გამო უკვე წაბლისფერი უჩვეულოდ რაღაც კონიაკისფერშჳ რო გადასულიყო თმა ბოლომდე შეიჭრა, მერე სანდროს ოთახში შევიდა საპარსი იპოვა და სულ ბოლომდე გადაიღო, კარებთან ალექსანდრე შეეფეთა, მისმა თვალებმა ვერაფერი დამალეს, გაოცება, გაოგნება, შეშფოთება ბრაზი, ყველაფერი ერთად იყო.
-შენმა სტილისტებმა შენ დაგიყენონ თმა ეგ უთხარი, მე საამისო აღარ მაქვს, მიაძახა და ოთახში გავიდა.
-შემომხედე. მემგონი ასე უფრო გიხდება, სანდრომ სასაცილოდ მოკიდა ხელი გამოწეულ, ლამაზი ფორმის თავის ქალაზე და ხელი აატარა.
-სკოლაში ასეთი თავი მქონდა და ზღარბს მეძახდნენ, თმა იკბინება შენიც, ძალიან სწორია, ახლა ძალიან წყდებოდა მის თმებზე გული, ისეთი სრიალა და ნაზი იყო, მართალია შემზარავი ფერის, მაგრამ მაინც ნაზი. არ შეიმჩნია ოშხარელმა ეს დანაკლისი.
-შენი პრობლემაა, არც სტილისტები მოვლენ, არც არავინ, შენ შგრცხვება ასე კაცივით რო იქნები, თორემ მე არაფერი მიჭირს არავის ყურადღების ნაკლებობას განვიცდი.
-ეჭვიც არ მეპარება, ჯერ ეტყობა არ იციან რა შეგიძლია.
-კუდიანო რას იზავ, ჩემი ტყვე ხარ სანამ ორი წელი არ ამოიწურება. „მაგრამ რას იზავ ჩემო ძვირფასო, ეჭვიანობამ ხელი დაგრია, ვერ შემიყვარე, მაგრამ შენს თვალებს ეჭვიანობის დაღი ასვია“ ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯი ამ წამს მომაფიქრდა, გაიცინა სანდრომ და ოთახში შებრახუნდა. ბარბარე მიყინული იყო ერთ ადგილს და ვერ ინძრეოდა „თავხედი“ ეს გაიფიქრა და ოთახში შევიდა.
-კონსტანტინე! შენ საერთოდ არ ლაპარაკობ ტო? გაუბრაზდა ალექსანდრე თავის ძმას, თან ბარბარეს საჭმელს უღებდა, შეწინააღმდეგებას დიდი ხანია მიხვდა ბარბარე რო აზრი არ ჰქონდა და თვალებით ემუდარებოდა რო ცოტა ნაკლები გადაეღო.
-რამე მითხარი? მოიძრო ყურსასმენები კონსტანტინემ.
-შენ ხო აქ ხარ? ჩვენთან? თუ გარეკე? ალექსანდრე ხელს სასაცილოდ უქნევდა.-დადე რა ეგ ოხერი რაღაც და დაილაპარაკე.
-არ მცალია სანდრო მოიცა რა, უფრო მეტად მიაცქერდა აიპადს კონსტანტინე.
-შემომხედე, შენ ხო ნორმალური ხარ? რო გელაპარაკები მიყურე, თორემ მაგას შუაზე გადაგიმტვრევ.
-არა უშავს მამა მიყიდის. სითავხედეზე სანდროს ტვინი აეწვა.
-დაანებე ბავშვს თავი, დაიცვა რუსუდანმა თავისი შვილი.
-თქვენ „გაანებივრეთ“ ხო? ოღონდაც გარეთ არ გავიდეს, არავის ეჩხუბოს, ვინმემ სახე ოდნავ არ დაულაქაოს მზად ხართ ბავშვი ინტერნეტის ზომბად აქციოთ, საერთოდ რო ეს ამ ქვეყნად არ არის თუ ხვდებით? უტას სიკვდილის შმდეგ სანდრო კარგად აანალიზებდა რომ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ კოსტას ქუჩას ჩამოცილებას,ამის გამო ნათქვამი არ ჰქონდა რამე უკვე ხელშჳ ეჭირა და ახლა შედეგად „გამოდებილებული“ შერჩათ.
-კონსტანტინე დადე მაგიდაზე შენი აღჭურვილობა! თითები მაგიდაზე დააკაკუნა სანდრომ.
-როგორღა ვიკონთაქტო, ძლივს და შეშფოთებით წარმოთქვა კოსტამ.-აიფონის და აიპადის გარეშე?
-აიდარდი, თუ შენ ვერ იკონტაქტებ. სანდრომ მის ნივთებს ხელი დაავლო და გასვლა დააპირა როცა კონსტანტინეს ხმა მოესმა, ბარბარე გაოცებული უყურებდა ორივეს.
-მამას ვეტყვი! კოსტას ხმაში მუქარა გაისმა.
-ხო სულ დამავიწყდა, ფარნიან ნოკიას გამოვატან ვინმეს და კიდევ მამა კი არა მამაზეციერი ვერ გამომგლიჯავს ხელიდან შენს თავს კიდე თუ შემეკამათები, კონსტანტინე მოიღუშა, ხმას აღარ იღებდა. რუსუდანი თვალებით საყყვედურობდა სანდროს. ალექსანდრემ ვეღარ მოითმინა და დაიყვირა
-ხო ხედავ როგორ დაალენჩე ეს ბავშვი?! სიტყვაც კი არ შემომიბრუნა მე კი მეგონა თვალებს დამთხრიდა, გამოშტერდა ხო ხედავთ ამდენი კომპიუტერით, ამან ცხოვრება არ იცის აზრზე არაა, თავის უფლებებს უაზრო პოსტებში გამოხატავს და რეალურად ერთი აკანკალებული და ჩლუნგი ტიპია.
-კონსტანტინე! ვინმეს რო შენ ასაკში ასე დაეყვირა ჩემთვის მინიმუმ თვალებს ჩავულურჯებდი, შენ კიდე მორჩილად მიიტუზე მანდ და არც კი მეკამათები რო გემუქრები! სანდრო უყვიროდა თავის ძმას.
-ალექსანდრე ყველა შენნაირი გაბედული არ არის, ირონია ჩააქსოვა ბარბარემ ამ სიტყვებშჳ და შეეცადა საცოდავად მიტუზული კონსტანრინეს დაცვას.
-ხო ხედავ ქალების დასაცავი გახდი ამხელა კაცი, ნასიამოვნებმა გაიცინა სანდრომ, ბარბარეს ჩართულობამ გაახალისა.კონსტანტინეს თვალები გამოცოცხლდა, თითქოს სანდროს სიტყვებმა გაათავისუფლა იმისგან რასაც მშობლები უქმნიდნენ, მათ გამოკეეტეს ამ სამყაროში, აიძულებდნენ გარეთ ყოფნას სახლში ტელევიზორის ყურებას, კომპიუტერზე თამაშს, არადა კოსტალა სანდროს პატარა ასლი იყო, მშობლებს ეს აფორიაქებდათ და ყველაფერს აკეთებდნენ რო მეამბოხე პატარა ჩაეხშოთ, ახლა კი თითქოს ყველა ფილტვი გაეხსნა კოსტალას, სანდრომ თვალი ჩაუკრა.
-კალათბურთზე რას შვები? ხვალე მე წაგყვები და ვნახავ ერთი როგორ თამაშობ! რუსუდანს რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ გაბედა.
-სანდრო, შენი ძმაკაცები მოვიდნენ დაუძახა ნანიმ. ალექსანდრეს სახე გაუხალისდა. ჯაბა პირველი შემოვიდა, აწითლებული იყო, ერიდებოდა შემოსვლა.
-ჯაბუნა მოდი, დაუძახა სანდრომ მხიარულად, ამ დაძახებაზე ჯაბა გაშეშდა.
-მიდი მიდი, რას დგახარ, უკნიდან ხელი მოკიდა თორნიკემ, რუსუდანს ძალიან გაუხარდა ამ გიჟების ნახვა.
-ბექულიუსი სად არის?
-არ შემოგვყვა აუზში ჩახტა პირდაპირ. მოახსენა ჯაბამ და თორნიკეს ჩმეტა იგრძნო.ბიჭებმა ბარბარე მოიკითხეს, ბარბარემაც ძალიან თბილად მიიღო, ძალიან კარგად ახსოვდა ყოველთვის ეს ბიჭები.
-კალათბურთის სათამაშოდ მივდივართ ლექსო ხო წამოხვალ? დაიწყო ჯაბამ, ბიჭებმა ტელევიზორთან გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს მასხარაობა, სანდრომ ბარბარეს მაჯაშჳ ხელი მოკიდა და თავის გვერძე დააჯინა.
-გააჩნია, ბარბარე უნდა შეაბათ საყურებლად რო წამოვიდეს. ბარბარემ მრისხანედ გადახედა.
-მოვა ბექა და ხო იცი, შენ ძაღლსაც კუდის ქიცინით წამოიყვანს თუ მოინდომა.
-თან ბექა ლიკას წამოიყვანს, სანდრომ სასხვათაშორისოდ თქვა, მაგრამ ჯაბას გასაგონად, ჯაბას წყალი ლამის გადაცდა ისე დაიბნა.
-აუ რაღააც ფეხი მაწუხებს და ისე რო გადავდოთ თამაში, ძლივს ამოილუღლუღა ჯაბამ.
-ნუ ინაზები ახლა, როდის იყო ჯიშკარიანი ფეხის ტკივილის გამო თამაშს აცდენდა, სისხლის ბოლო წვეთამდე ძმაო, მხარზე ხელი დასცხო თორნიკემ და აგრძ ობინა რო გაჩუმებულიყო. ძლივს ბარბარეს რამეზე ითანხმებდნენ და ჯაბა ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო რა ხდებოდა.
-სანდრო შვილო, ბექა აუზიდან არ ამოდის და ისეთ კოქტეილებს ითხოვს სულ რო არ გამიგონია და სინიორიტას მეძახის, საცოდავად აიტუზა ნანი სანდროსთან. ბიჭები წამოცვივდნენ სამივე უთქმელად სამზარეულოშჳ შევარდა, თუ რამე იპოვეს ყველაფერი ათქვიფეს, სანდრო ბარბარეს გვერდიდან არ იშჴრებდა.
-ჯაბა კართოფილი გათალე სწრაფად, ჯაბამ ლამის თითებიი გადაიაჭრა, ბლენდერში ჩაყარეს კვერცხის ნაჭუჭები, კარტოფილის კანი, ბადრიჯანი ჩააჭრეს, ბარბარე გაგიჟებული უყურებდა ასე შეთანხმებულად როგორ მოქმედებდნენ.
-ფერისთვის ანანასის წვენი, გემოსთვის სვანური მარილი, სანდრომ კოქტეილს ბოლო ინგრედიენტი ჩააყარა და კოქტეილი ჭიქაში ჩამოასხა.
-ყინული არ დაგრჩეთ, ტორნიკემ მაცივარი გამოაღო და კუბიკები ჩაყარეს.
-ნანი, ამაზე გიჟდება ბექა, გერმანიაშჳ ამის მეტს არ სვავდა, ძალიან გაუხარდება გაუტანე. ნანიმ მხიარულად გამოართვა და ბექასკენ წავიდა, ბიჭები ერთმანეთს ასკდებოდნენ, ქეთოც სამზარეულოშჳ შემოიპარა, სანდროს მიეტუზა.
-ლას აკეთებთ ცანდრო?
-ოოოოო, ჩვენ ისეთი კოქტეილი გავაკეთეთ ბექა ძალიან სწრაფად ამოვარდება აუზიდან.
-მეც მინდა ექ კოქტეილი.
-კარგი, ოღონდ ჯაბა ძიამ გააკეთა და ისე დალიე არ ათქმევინო რო არ მოგეწონა, გული ეტკინება, სანდრომ რძე ჩამოუსხა და საძულველი სასმელი უთქმელად დალია ბავშვმა.
-ბაბალე შენ არ სვავ კოქტეილს? ძალიან გამხდალი ხარ.
-ხო ხედავ ბავშვიც გატყობს რო ძალიან გამხდარი ხარ, სანდრომ თვალები აათამაშა
-არა მადლობა ქეთო, სხვა რამეს დავლევ. ამ დროს ბექა შემოვარდა სამზარეულოში.
-აუ ვინ გააკეთა რა გემრიელი იყო გადავირიე. კიდე არ გაქვთ?
-აუ მართლა გემრიელი იყო? ჯაბა დასალევად დაწვდა ჭიქას, ყველამ სიცილი ატეხა.
-მიხვედრილობაში შენ ძაან, გაბრაზებით შეხედა ბექამ.
-აუ ვიხუმრე რაიყოთ, მართლა ასეთი მიუხვედრელი კი არ ვარ გაიბუტა ჯაბა.
-თქვენ დამაცადეთ, ნახავთ რა შეუძლია ბექულიუსს, ხელები აათამაშა ბექამ, აწი ყველგან დაგხვდებათ ჩემი დაგებული მახე.
-ოჰო, დაიმუქრა ბიჭი, ბხუკუნი აუტყდა თორნიკეს.
-მაგასაც ვნახავ, ბექამ ბარბარე მოიკითხა, იმდენი ლაქლაქი დაიწყო ბიჭები სამზარეულოდან გავიდნენ ამის თავი არ ჰქონდათ, იმდენი ხანი არ მოისვენა ბექამ სანამ საერთო ნაცნობები არ გამოძებნა კუდიანთან, მართალია ბარბარე სამი კურსით დაბლა სწავლობდა თანაც ეკონომიურზე, მაგრამ მაინც ენა არ დაასვენა ბექამ, სულ გამოიძია ვინ იყვნენ ბარბარეს ჯგუფში, მერე დაწერილ ფურცელზე ჩუმად მიაწოდა სანდროს, ალექსანდრემ თვალი ჩაუკრა.
-ყოჩაღი ბიჭი ხარ, ცოტა ხნის მერე ჩუმად ჩასჩურჩულა და მხარზე ხელი დაარტყა სანდრომ. ბექამ მაფიოზივით ჩაიცინა „ეგღა მაკდა, ეგ ვეღარ გამეგოო“ ეს ამოიკითხა მის მზერაში სანდრომ და გაეცინა.
თამუნა ბავშვებს ძირითადად არ აქცევდა ყურადღებას, სულ ტეელეფონზე ლაპარაკობდა ან დაქალები ყავდა სტუმრად ყველანი ამრეზით უყურებდნენ ბარბარეს, ბავშვებს ნანი უვლიდა, მაგრამ ისეთი მოძრავები იყვნენ ხანშიშესული ქალი ვერ აქცევდა ბოლომდე ყურადღებას, თამუნას არაფერი ენაღვლებოდა, ბარბარე შეშინებული უყურებდა ფანჯრიდან ბავშვებს აუზთან რო თამაშობდნენ, კრუგს არტყავდნენ, გული შეუწუხდა შეიძლებოდა რომელიმე ჩავარდნილიყო, სათამაშო ლამის გაგლიჯეს ბიომ და ქეთომ ამ ჯიკაობაში ქეთოს ფეხი დაუცდა დ ააუზში ჩავარდა, ბარბარე სწრაფად გაიქცა ეზოში, რო მივიდა სანდროს ეჭირა უკვე ქეთო და ატირებულს ძლივს ამშვიდებდა, ქეთო გულამოსკვნილი ტიროდა ისე შეეშინდა, ძლივს უყვებოდა სანდროს რო ვეღარ სუნთქავდა და კისერზე ეკვროდა, სანდრო ისეთი გაბრაზებული იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, არც არავის გამოუკითხავს ბავშვისთვის ბარბარეს გარდა,ამაზე სულ გადაირია.
-ქეთო ბაბალესთან ხო მიხვალ? ქეთომ თავი დაუქნია და მისკენ გადაიხარა. რამდენი ხანია ბარბარე არავის ჩახუტეებია, ამ სითბომ უცხო სისხლივით დაუარა მთელ სხეულში, აკანკალებულ ქეთოს თავზე ხელს უსვავდა და ამშვიდებდა. სულ სველი სანდრო თამუნასკენ წავიდა გაცოფებული და მისი ღრიალი დაბლაც კი ისმოდა, ბარბარე ცდილობდა ბავშვებს არ გაეგონათ, გიოს არც ესმოდა ჯერ პატარა იყო, ქეთო კი ყვირილზე უფრო ეკვროდა კუდიანს.
-შენ ხო არ გააფრინე? ბავშვებს საერთჴდ არ აქცევ ყურადღებას? ჯერ პატარები არიან, აუზთან ვინ მიუშვა 3 და 6 ელის ბავშვი? სახლში ლამის ყველაფერი დალეწა ალექსანდრემ.რამე რო მოსვლოდა, გამაგებინე რამე რო მოსვლოდა რა უნდა გვექნა? მარტო შენი დაქალები გახსოვს, ფეხზე გკიდია ყველაფერი. თამუნა გარეთ გამოიქცა რო გაიგო ქეთოს ამბავი, ბავშვი ბარბარეს ბრაზით გამოგლიჯა ხელიდან და მოეხვია. ქეთო ტირილს უმატებდა.
-ხო ხედავ კიდე ტირის.
-აბა რა იქნება ამ მახინჯს ეჭირა ხელში. სანდროს ეგონა ტვინსშჳ სისხლი ჩაექცა, ბრაზმა სახე სულ აუწითლა.

***
თავი ძლივს შეიკავა ალექსანდრემ ბავშვების გამო ხმას არ აუწევია, მაგრამ გასაგებად უთხრა
- კიდე რომ ასეთი რამ გავიგონო საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, მოვითხოვ ჩემ ცოლს პატივი სცე, გაანალიზო რო ახლა ის ჩემი ცოლია და ის უფლებები აქვს რაც მე. სხვა შემთხვევაში მოგიწევს ამ სახლიდან წასვლა,გამოცსრა ოშხარელს, ბარბარე ცრემლებს ვერ იკავებდა. თამუნამ ჩაიცინა ამ მუქარაზე.
-ბავშვებს ვერ შეელევი! ირონიით თქვა.
-გინდა გამომცადო?! კიდე ერთი სიტყვა და ისე წახვალთ აქედან ნივთებსაც ვერ წაიღებ. საშინლად გაუჭირდა ალექსანდრეს ამის თქმა ამას ბარბარეც გრძნობდა, ძლივს მნოახერხა ხმისთვის სიმყარის შენარჩუნება. თამუნა გაშრა და სახლშჳ შევიდა, რაც არ უნდა იყოს იცნობდა მაზლს და იცოდა მისი ხასიათი, მოკვდებოდა და ნათქვამს შეასრულებდა, მასთან სიჯიუტით აზრი არ ჰქონდა ვერაფერს მიაღწევდი.სანდრომ ბარბარეს ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა.
-გამაგებინე რატო არაფერს ეუბნები? რატო არ იცავ თავს? ეგ ქალი შენ ფრჩხილადაც არ ღირს, როგორ აბედინებ ამდენს, მე რატო მიწევს რო მოვიგერიო შენზე თავდასხმა? კაცი რო იყოს სხვაა, არააფრის თქმას დაგაცდიდი ისე გავუერთიანებდი სახეს, მაგრამ ყველაზე მეტად ქალების საქმეში ცხვირის ჩაყოფას ვერ ვიტან, მაგრამ შენ ამის საშუალებას არ მაძლევ რო განზე ვიდგე. არ გთხოვ ვინმეს დაუმსახურებლად რამე აკადრო, მაგრამ შეურაცხყოფა არავის მოუთმინო გესმის. ბოლო წინადადებაზე სანდრო გაქვავდა, „შეურაცხყოფა არავის მოუთინო“ თვითონ ისეთი მიაყენა რო ბარბარე მოსიარულე მკვდრად აქცია ახლა კი ასწავლიდა, როგორ არ უნდა მოეთმინა ეს. ბარბარე მუდამ ყველასთან ხალისიანი და თბილი იყო, მაგრამ თუ ვინმე რამეს აწყენინებდა ცოფდებოდა და არავის არაფერს არჩენდა ახლა კი ყველაფერი სულ ერთი იყო მისთვის.
-შენ მასწავლე როგორ ჩავყლაპო შეურაცხყოფა.
-ბარბარე გთხოვ, ხო ხედავ რო არ ვარ ისეთი როგორიც წარმოგედგინე, ვიცი უხეში და თავშეუკავებელი ვარ, მაგრამ მოძალადე არა, სანდრომ ამ სიტყვაზე ნერწყვი ძივს გადაყლაპა. იმ დღეს ბევრი რამ მოხდა, არაფერი მახსოვს, მოგატყუე სოფელში რომ გითხარი რო შემეძლო მეთქვა რა გეცვა, რა როგორ მოხდა, საერთოდ არაფერი მახსოვს, მხოლოდ გამოფხიზლებისას გავაანალიზე რაც გაგიკეთე, მხოლოდ ერთხელ შემოგხედე სახეზე და მეტი ვერ გავბედე, ისიც კი არ მახსოვს როგორი იყავი.
-არ მინდა გეხვეწები ამაზე ლაპარაკი.
-რატო? რატო არ გინდა რო ეს ყველაფერი დაივიწყო, ადამიანების ნდობა ისევ ისწავლო? ძველი ცხოვრება დაიბრუნო.
-ძველ ცხოვრებაში შენი ადგილი არ იყო. შენ ჩემი სული ჩაკალი.
-რობაქიძის ‘ჩაკლული სული“ მრავალმნიშვნელოვნად თქვა სანდრომ და გაიღიმა.
-ხუმრობასაც არ იშლი.
-არა უბრალოდ გამახსენდა გრიგოლ რობაქიძე.
-ჩვენი საუბარი ძალიან ახლო იყო სტალინის რეჟიმის დროინდელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებთან და ალბათ იმიტო, ირონიით უპასუხა ბარბარემ და გასვლა დააპირა. სანდრომ ხელი მოკიდა.
-მე ხო დაგპირდი, 2 წლის მერე შენ ჩამგან თავისუფალი იქნები, მინდა რო ყველაფერზე კარგად დაფიქრდე, ყველა ჩემ ნაბიჯს ჩაუკვირდე და იქნებ ახსნა რაიმეზე იპოვო, იქნებ ცადო რო ამისგან გათავისუფლდე, დაანებე ყველაფერს თავი, შავები გააქრე შენი ცხოვრებიდან არაფერი გაქ საგლოვი, შენ არაფერი ბრალი არ გაქ, ეს მე უნდა ვიდარდო, მე უნდა დავიტანჯო ამხელა ცოდვის გამო, მე არ უნდა მეძჳნოს სინდისისგან, შენ თავისუფალი ხარ, ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერებაა სუფთა სინდისი, ამის დაფასება უნდა შეგეძოს. თვალებში შეხედა სანდრომ.მერე გაუღიმა, უი თავშალი გიყიდე, დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ და თუ უხერხულად იგრძ თავს თმის გამო ის გაიკეთე, სანდრომ ოთახშჳ შეიყვანა ბარბარე და ულამაზესი თვლებით გაწყობილი თავშალი აჩვენა.
-ვერ გავბედე სხვა ფერი მეყიდა ამიტო შავი გამოვაგზავნინე. შენი ნებაა გინდა გაიკეთე გინდა არა, მაგრამ ჩემთან ერთად წამოხვალ. ბარბარე უფრო უხერხულად გრძნობდა თავს თავშლით რო მიდიოდა, ძალიან რცხვენოდა ასე „ჩადრით“ წასვლა მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.
სანდრო დაბლა ელოდებოდა, ბარბარე მალე გამოვიდა, თავშალი ეკეთა და შავები ეცვა, მანქანის კარი გაუღო ბარბარეს, სანდროს ჰალსტუხი ისევ გულს უწუხებდა, მანამ მივიდნენ უკვე მოხსნილი ჰქონდა, ამაზე ბარბარეს გაეღიმა და თავი დახარა. აწურული იყო ბარბარე, ეგონა ყველა მას შეხედავდა ასე უხცოდ რო მივიდა, ახლა ნანობდა თმა რო შეიჭრა, მაგრამ მოკვდებოდა და ალექსანდრეს არ აგრძ ობინებდა, როცა სასტუმროს რესტორანში შევიდნენ ბარბარე გაქვავდა, ყველა ქალი თავშლით იყო, ოფიციანტებიც კი.
-ძალიან გამიხარდა თავშალი რომ გაიკეთე, თორემ ამ ხალხისთვის რა პასუხი უნდა გამეცა არც კი ვიცოდი.
-ეს რა არის?
-დრეს კოდი შევაცვლევინე და ახლა მარტო მე არ ვარ არაბი შეიხივით ჩადრიანი ქალის ქმარი, გაეცინა სანდროს და ხელი მოკიდა ბარბარეს. ყველა ღიმილით შეხვდა, ბარბარეს ოდნავადაც არ უგრძვნია უხერხულობა, სანდრო ყველას თბილად შეხვდა, იყო ბევრი ბიზნესპარტნიორი, უბრალოდ ნაცნობებიც, რომლებთანაც სამომავლოდ დაამყარებდა ურთიერთობას ალექსანდრე, ყველა საქმიანად საუბრობდა ამავე დროს დიალოგები მსუბუქი და სახალისო იყო, . სანდრომ ყველას გააცნო ბარბარე, მერე მისი ხელი აიღო და აივანზე გაიყვანა, კუდიანის თავშალი ფრიალებდა ქარის მოძრაობდაზე და სანდროს სახეზე ელამუნებოდა. ისევ ის „წყლის“ სურნელი მისწვდა და უჩვეულოდ აფორიაქებული გადაყურებდა ძველ თბილისს.
-მინდა ვიღაც გაჩვენო, უკნიდან მოეხვია სანდრო, ბარბარე შეკრთა და მალევე მოშორდა.
-ნუ მეხები!
-ნუ მეკაპასები რობაქიძე, გაეღიმა სანდროს. ბარბარემ ილიას სილუეტი დაინახა აივანზე რო გადიოდა, გული ეგონა ამოუვარდებოდა მამის დანახვაზე. ან ხმამაღლა უნდა ეტირა ან უნდა ჩახუტებოდა, ბარბარე გაუაზრებლად მიუახლოვდა ატირებული მამას და მთელი ძალით მოეხვია, ვერც კი იფიქრებდა რომ აქ ნახავდა მამამის, სანდრო არ აძლევდაუფლებას ვინმე ენახხა, მხოლოდ ტელეფონით ელაპარაკებოდა,ახლა სიხარულით გული ამოუჯდა.
-როგორ ხარ ბარბარე? ილია ცრემლს ძლივს იკავებდა.
-კარგად მამა, კარგად, ახლა მართლა უჩვეულოდ კარგად იყო ბარბარე.
-სანდრომ მითხრა რო აქ იქნებოდი თავის სასტუმროში.
-ეს სანდროსია?
-ხო არ იცოდი? ბარბარე ახლა აკვირდებოდა სასტუმროს უჩვეულოდ ჭარბობდა ქართული ელემენტები, დროშის ფერებში იყო გადაწყვეტილი ექსტერიერი, შიგნით ერთმანეთს ერწყმოდა თანამედროვე და ძველი ტრადიციული კულტურა. ბევრი ილაპარაკეს, ბარბარეს არაფერი უთქვამს სანდროზე მამამის არასოდეს ეტყოდა ამას არ უნდოდა კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიეყენებინა, თავისდაუნებურად ილიამ შენიშნა რომ ბარბარეს მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, ამან საშინლად გაახარა. კიბეებზე ჩამოსვლისას ბარბარემ დაინახა რო სანდრო ღვინის ჭიქით იდგა და რაღაცაზე მხიარულად ლაპარაკობდა, მთელ სხეულშჳ გააცხელა, ეგონა თავბრუ ეხვეოდა, ყველაფერი ტრიალებდა, შიშჳსგან ფეხები აუკანკალდა, სანდრომ თვალი მოკრა მის კუდიანს და მაშინვე მის ჩამოსაყვანად ავიდა კიბეებზე, ბარბარე შიშჳსგან კანკალებდა, უნდა ეკივლა, როცა სანდროს მშვიდი ხმა გაიგონა.
-თუ დაიღალე მითხარი და წავიდეთ. ბარბარე მოეშვა ფხიზელი ხმა რო გაიგონა.
-ნუ შეგეშჳნდება-მეთქი, ხო გითხარი ბარბარე, მე არ ვსვავ, სანდრომ ხელი გაუწოდა კიბეებზე ჩამოაცილა, მისმა მახვილმა თვალმა ჯვალოს ნაჭერშიც შენიშნა რობაქიძის დახვეწილი მოძრაობა, თუმცა ფართო ტანისამოსმა მალე დაფარა სხეულის კონტურები.
-არ დავღლილვარ, გაუღიმა კუდიანმა, არ უნდოდა ადრე წაეყვანა და საქმე გაეფუჭებინა ბარბარეს. სანდრომ მის გვერდით დააჯინა, ყველა მხიარულობდა, საუბრობდნენ თითქმის ყველაფერზე, საგადასახადო კოდექსიდან დაწყებული წიგნის ფესტივალით დამთავრებული, თითქმის ყველა სფეროიოს შეეხნენ, სპორტზე საუბრისას ბარბარეს მოუსვენრობა დაეტყო ყოველთვის თავგადაკლული მაყურებელი იყო, ხშირად ესწრებოდა თამაშებს, ილია გულს არასოდეს წყვეტდა და აქეთ იქით დაყვებოდა ჩემპიონთა ლიგის, შიდაჩემპიონატის თამაშებზე და ყველაფერზე რასაც მისი ერთადერთი განებივრებული ბარბარე მოინდომებდა. სანდრო იქაც არ ეშვებოდა და სიცილით უღებდა საჭმელს.
-აღარ გინდა გთხოვ. ყურში ჩაჩურჩულა ბარბარემ.
-მაცადე მე ვიცი რამდენი უნდა გადმოგიღო, ხო იცი რო ბოლომდე უნდა შეჭამო, აქ უხერხულია ჩემი ხელით რო გაჭამო, მაგრამ თუ არ დამემორჩილები, მაგასაც არ ვითაკილებ.
-ეჭვიც არ მეპარება ტირანო.
-ეგრე არ შეიძლება, რა ახალ-ახლალ სახელებს მარქმევ, ცოტა ფანტაზიას უნდა მოვუხმო, მარტო კუდიანი არაა საკმარისი. ორივეს გაეცინა.
-შენთვითონ არაფერს იღებ მე კი მთელი თეფში გამივსე, გეხვეწები გაჩერდი.
-მე შენ გელოდები როდის გადმომიღებ კუდიანო.
-მოგიწევს სამუდამოდ მელოდო.
-დაგელოდები! სანდრომ მზერა არ მოაშჴრა, აკვირდებოდა მის ნატიფ და სავსე ტუჩებს რაღაც უჩეულო რო ესვა და მთლიანად გამქრალი იყო ტუჩის კონტური.
-რატომ გქონდა თმა შეღებილი ისე საზარლად? მოულოდნელად კიითხა სანდრომ, იმ მიზნით რომ იმის ახსნა გაეგო რატო ესვა სახეზე ეს რაღაც საშინელება და თვალებიც არაბუნებრივი ფერის რატო ჰქონდა.
-რაღაც უაზრო კითხვებს მისვავ.
-ხო სულ ვიცოდი რო ჩემგან ცუდი ჟურნალისტი დადგებოდა, ცადა სიტოაციის განტვირთვა ალექსანდრემ.
-ბატონო ალექსანდრე რაღაც პრობლემაა და შეგიძიათ წამობრძანდეთ? ყურშჳ ფრთხილად უთხრა ოფიციანტმა.
-ახლავე თემო, სანდრო ადგა, ბარბარეს უთხრა რო მალე დაბრუნდებოდა. ბარბარეს თავშლით ყველა მოიხიბლა, ეკითხებოდნენ სად იშჴვა, ბარბარე მორცხვად პასუხობდა რო ქმარმა სურპრიზი მოუწყო და ზუსტად არ იცოდა საიდან ჩამოატანინა. ბარბარე ისე გაერთო საუბარში ვერც შენიშნა რო სანდრო დიდი ხანი იყო გასული, ფეხზე წამოდგა მის საძებნელად, სცენისკენ რო გაიხედა ეგონა თვალთ დაუბნელდა, თავი ძლივს შეიმაგრა რო არ დაცემულიყო, ალექსანდრე ვაჩეს ელაპარაკებოდა მხიარულად და რაღაცას ანიშნებდა. ვაჩემ ჯერ ვერ იცნო, მერე თვალები აემღვრა. ბარბარე ნაბიჯს ვერ დგავდა ერთ ადგილზე იყო მიყინული და ვაჩეს თვალს ვერ აშორებდა.
-მოდი ბარბარე დაუძახა სანდრომ. ვაჩეს თვალები აემღვრა, გაოგნებული იყო იმით რაც ნახა, როგორ იცნო თვითონაც უკვირდა, ყველაფერმა თვალწინ გაურბინა, ბარბარეს სილამაზემ, ერთად ცეკვამ, მხიარულებამ, მისმა გულწრფელობამ, სიალალემ. ვაჩე ტიროდა, ცრემლებს ვერ იკავებდა, სანდრო გაქვავდა, ვერ მიხვდა რა ხდებოდა.
-ბარბარე, ძლივს თქვა ვაჩემ, ხმა გაუწყდა.
-გამარჯობა! ბარბარემ თავდახრილმა თქვა ცრემლები რო არ შემჩნეოდა.

***
-წავიდეთ სანდრო! ძლივს თქვა კუდიანმა. სანდროს ბერი არ უფიქრია მალევე მიხვდა რაც ხდებოდა და ესიამოვნა.
-კარგი როგორც გინდა, მაგრამ ახლა ვაჩემ და მისმა მეგობრებმა უნდა იცეკვონ. სრულიად შემთხვევით ალექსანდეემ ის ანსაბლი მოიწვია სადაც ბარბარე და ვაჩე ერთად ცეკვავდნენ, ახლა უნდოდა სანდროს რო ბარბარე დარჩენილიყო, მათი ურთიერთობა უფრო გაღრმავებულიყო, ვაჩეს დალაპარაკებოდა, იქნებ მას მაინც მოეხერხებინა ბარბარეს მდგომარეობიდან გამოყვანა.
-შეიძლება გელაპარაკო? ძლივს გადააბა სიტყვები ვაჩემ. ბარბარე იმდენად გაბრაზდა სანდროს გულგრილობაზე რო ვაჩეს დათანხმდა გვერძე ელაპარაკათ. ახლა თავშჳ არაფერი მოდიოდა რა უნდა ეთქვა მისთის, ასე უცხოდ ვააჩესთან არასდროს ყოფილა, უბრალოდ მოიკითხავს და მალე გამობრუნდება. ვაჩემ კარები გაუღო და გარეთ გავიდნენ, სანდროს გულში პირველად ამდენი ხნის განმავლობაშჳ იმედი გაიკლაკნა და აზრი მარის დაუკავშირა, აქამდე არ აძლევდა თავს უფლებას მასზე ეფიქრა, მხოლოდ ძალიან მძჳმე წუთებშჳ მონატრებისგან რო არ გაგიჟებულიყო სურათს ეფერებოდა, ახლა მისი სახე წინ ედგა, და უჩვეულო პეპლები დაფრინავდნენ სანდროს მუცელში. ბარბარე მხრებაწურული იყო, საშჳნლად ერიდებოდა რამის თქმა, ვაჩე თვალს არ აშჴრებდა.
-მიყვარხარ ბარბარე! ამის გაგონებაზე მუხლები ლამის მოეკვეთა, ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
-რამდენი გეძებე, ვერაფრით დაგივიწყე ჩემო სიცოცხლე, ბარბარე გაოგნებული უყურებდა.
-მე გათხოვილი ვარ, მტკიცედ გაისმა მისი ხმა.
-ხო ვიცი რო ისევ გიყვარვარ, შეუძლებელია ამ ყველაფრის გაქრობა ბარბარე, მე ვერ მოვერიე ამ გრძ ობას, ვერც შენ დაივიწყებდი, არაფერი მაინტერესებს, უშენოდ ვკვდები, როგორ მენატრები რო იცოდე, სულ შენი ხმა მესმის სულ შენ გხედავ. ბარბარემ ლამის ხმამაღლა იტირა,
-დამანებე თავი ვაჩე, არ აქვს აზრი რას მეტყვი, ყველაფერი ორი წლის წინ მორჩა.
-ნუთუ პატიება არ შეგიძლია.
-შენ ისე მოიქეცი ვაჩე, როგორც მოიქცეოდა უმრავლესობა, ამიტო არაფერშჳ გადანაშაულებ, მაგრამ ჩემში შენ ისეთი ვეღარასოდეს იქნები, ამიტომ მირჩევნია საერთოდ არ იყო.
-ბარბარე რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად, ამასაც გადავლახავთ.
-მე სანდროს ცოლი ვარ!
-აშკარაა რო ერთმანეთი არ გიყვართ, არ ვიცი რატო ხართ ახლა ერთად მაგრამ ეს აშკარად იგრძ ობა.
-შენ არ გეკითხება ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობა, მოვალე ხარ ფაქტს სცე პატივი.
-ბარბარე სანდროს მე დაველაპარაკები თუ შენ........
-უკან ვერაფერს დააბრუნებ ვაჩე, ან დააბრუნებ დამახინჯებულად და ეს შემდეგ მთელ ცხოვრება დაამახინჯებს.
-ბარბარე გეხვეწები.
-გთხოვ ვაჩე დამანებე თავი. ბარბარე ვერ უძლებდა ვაჩეს მზერას, მის ხმას, სიტყვებს, ახლა თითქოს ძველი დრო დაბრუნდა. ბარბარე შენობისკენ წავიდა. ყველაფერი ეწვოდა სიმწრისგან. გაღიმებული სანდრო მაგიდასთან იჯდა და მხიარულად საუბრობდა.
-წავიდეთ დავიღალე! სანდროს სახე ეცვალა ნამტირალევი ბარბარეს დანახვაზე.
-რამე ხო არ გაწყენინა? ფეხზე წამოხტა ალექსანდრე.
-არა, კარგად ვარ წავიდეთ, ბარბარე თბილად დაემშვიდობა სტუმრებს და მანქანაში უკან ჩაჯდა. მთელი გზა ტიროდა, ახლა სანდრო ნანობდა რო დაალაპარაკა, ბარბარეზე ცუდად იმოქმედა ამან. იმასაც გრძნობდა რომ ისევ ვაჩე უყვარდა, ახლა ამას უნდა ჩაჭიდებოდა, იქნებ ურთიერთობა დაელაგებინათ, ოთხივესთვის ასე უკეთესი იქნებოდა, სანდროც მარის დაელაპარაკებბოდა ბოდიშს მოუხდიდა ყველაფრისთვის. ალექსანდრეს ოცნება ისე შემოეპარა რო პატარა ბიჭივით ფრენა დაიწყო, თავის თავზე გაეცინა.
-მადლობა „ჩადრისთვის“ და მამას ნახვისთვის.
-მადლობაზე ჩვენ შევთანხმდით მემგონი, სანდრომ წარბები აწკიპა.
-არ გინდა ახლა, ჩვენ ეგ ურთიერთობა არ გვაქვს. მკაცრად უპასუხა ბარბარემ და ოთახში შევიდა.
.......
-გამორიცხულია სანდროს ეს მახინჯი უყვარდეს, ხედავ მაინც რა აცვია? ნამდვილი ეშმაკია, კუდიანი, ნეტა თუ ვინმე დადის ამ ფორმით ამ საუკუნეში.
-აბა რატო მოიყვანდა ცოლად?
-არ ვიცი სანდროსას რას გაიგებ, ხო იცი რა ეჭვიანია, ყველა გოგო გაწამებული ყავდა ასეთ ხასიათჳს გამო. ამაზე კი საეჭვიანო თავის დღეში არ ექნება, გადაიკისკისა თამუნამ თავის დაქალებთან საუბრისას, კარებთან მდგარ ბარბარეს ეგონა რო მიწა გაიხსნა, ამ სიცილმა სულ მთლიანად გახლიჩა შჲაზე, ნერვები ისე მოეშალა რო აკანკალდა, ასეთი თავხედი როგორ იყო ეს ქალი. გულში რაღაც მწარედ ჩაწყდა, თუ ასეთი ეჭვიანი იყო წინა დღეს ოდნავ ვერ შეატყო ბარბარემ, რომ გაბრაზდა ვაჩეს რო დაელაპარაკა.
-სანდროს მგონია, რომ ისევ მარი უყვარს, იმ დღეს დავინახე მის სურათს ეფერებოდა, ალექსანდრე ისეთი კონსერვატორია ბუნებით ასე ადვილად ვერ დაივიწყებდა თავისი ცხოვრების სიყვარულს. მალე ამას მოიშორებს, მარი არ აპატიებს რო მიატოვა და მარტო დარჩება სანდრიკო.
-ღმერთო რა საშინელი აზრები გაქ თამუნა, მისი დაქალიც კი გაოცებული იყო. ბარბარეს აღარ უტირია, ასეთ დროს ადრე რასაც გააკეთებდა ზუსტად იმის გაკეთება მოუნდა. „ჭორიკნებთან“ შევიდა სახეზე არაფერი ეტყობოდა რო რამე გაიგო, გაღიმებული ჩამოუჯდა მის დაქალებს, ფორთოხლის წვენი აიღო და დაიწყო.
-იცით ადრე, აღარ მახსოვს სად (ახსოვდა, მაგრამ მეტი ემოციისთვის თქვა) წავიკითხე რომ „ჯობს შენზე ცუდი ილაპარაკონ, ვიდრე საერთოდ არ ილაპარაკონ“ მიხარია თუ ასეთ ამინდში, როცა შეგიძლიათ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ ჩემით დაინტერესდით, რა მაცვია, რატო მაცვია, როგორ გამოვიყურები, სანდრო რას ფიქრობს ჩემზე და ასე შემდეგ. თქვენ „ძვირფას“ დროს ჩემზე ხარჯავთ, ეს კი იმაზე მიუთითებს რომ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ცხოვრება უფრო საინტერესოა ვიდრე თქვენი, მე არავის ცხოვრებით არ ვარ დაინტერესებული და არავიზე ვჭორაობ.
-როგორ ბედავ შე მახინჯო! თამუნამ თავი ვერ შეიკავა. ბარბარე მშვიდად, გაღიმებული ადგა და ფორთოხლისწვენი პირდაპირ სახეშჳ შეასხა.
-ხმას დაუწიე, რო მელაპარაკები! გამოსვლისას სანდრო კარებთან დახვდა, ბარბარეს თვალი ჩაუკრა გაუღიმა და უხმოდ გატრიალდა.
თამუნა ცოფებს ყრიდა, მგრამ ხმას ვერ იღებდა, დრო გადიოდა, ბარბარეს რამდენჯერმე დაუნახავს ჩაფიქრებული ალექსანდრე სურათით ხელში, მისდა გასაოცრად რაღაც უხერხული შეგრძნება დაეუფლა, ნუთუ მართლა ეჭვიანობ? არა გამორიცხულია, თავის თავს ეტყოდა და ამ ფიქრებს თავიდან გამოდევნიდა. რაც არ უნდა იყოს ქალი იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძ ობდა. ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში მიდიოდა, სანდრო გვიან მოდიოდა, ბარბარე ბაღში სეირნობდა, ბავშვებთან ერთობოდა, კონსტანტინე სულ უფრო ემსგავსებოდა სანდროს ერთი ის იყო რო ზარმაცი იყო და კალათბურთზე სიარული არ უყვარდა, თამუნა ხმას ვერ იღებდა მას მერე რაც ბარბარემ თავისი ადგილი მიუჩინა, რუსუდანი უფრო და უფრო იხიბლებოდა რძლით, პროფესიით ფსიქოლოგი იყო და იმაზე ადრე შეეძლო ადამიანის სულის, ხასიათის დანახვა ვიდრე სხვებს. ალექსანდრე უფრო ჩაკეეტილი გახდა, ღამე ეზოში დადიოდა, ვერაფრით იძინებდა, მხოლოდ ბავშვებთან იყო სხვანაირი ამის დანახვაზე ბარბარეს გული ეკუმშებოდა, როგორ უვლიდა ქეთოს და გიოს, როცა სახში იყო თვითონ აჭმევდა, კოვზით დადევდა ცელქ ბავშვებს, ყველანაირ თამაშს ეთამაშებოდა, კონსტანტინეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, ახალ გუნდში გადავიდა კოსტალა, სპონსორიც ყავდა ამ გუნდს და უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. 2 თვე ძალიან სწრაფად გავიდა ბარბარესთვის, სასიამოვნოდაც კი, რუსუდანს ელაპარაკებოდსა ხშირად, აშკარად გრძ ობდა რო ამ ქალს „დაუმუღამა“, როგორც სანდრომ უთხრა, ნანისთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საჭმელებსაც ამზადებდა, უამრავი რამ ისწავლა. თითებზე ითვლიდა დარჩენილ დღეებს, როგორც ციხიდან გამოსასვლელი პატიმარი, ყოველი მოგლეჯილი ფურცელი კალენდრიდან დიდი ბედნიერება იყო. თმაც ცოტა ჩამოეზარდა, აღარ იღებავდა. ახალი ბობოქარი ტალღა მაშინ დაატყდათ, როცა კარზე ზარი გაისმა, თამუნას სახე გაუნათდა, ეს მარი იყო სანდროს შეყვარებული, გვერძე ცხოვრობდა მეზობლად და ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო. ისე მოიკითხა თამუნამ რო ბარბარე გაოცებული უყურებდა, მარი რო დაინახა გაოცდა სურათზე კარგად არ ჩანდა რა ლამაზი იყო, ბარარემაც კი თვალი ვერ მოწყვიტა.
-თამუნა გამარჯობა, ალექსანდრე სახლშია? მარის ხმას ეტყობოდა, როგორ სიყვარულით ახსენებდა ამ სახელს, აქ მოსასვლელად სიამაყის მთელი ჯებირები გადააულახავს. ბარბარემ დაინახა როგორ აეკრო კიბეზე მდგარი ალექსანდრე კედელს, ჯერ გაოცებუული სახე ქონდა მერე იმხელა ტკივილი ამოიკითხა ბარბარემ რო გული დაეწვა, მიხვდა რომ მის გამო არ ჩამოდიოდა სანდრო, მის გამო გაწყვიტა მასთან ურთიერთობა და იმასაც ხედავდა რო სიგიჟემდე უყვარდა მარი.
-თამუნა სანდროს გადაეცი, არ ვიცი როგორ გითხრა, ან უნდა ვამბობდე თუ არა ამას, მაგრამ 1 კვირაში ვთხოვდები, სანდროს ეგონა რო სისხლი გაეყინა, ვეღარ სუნთქავდა, გული შეეკუმშა, -მაგრამ მისი ერთი სიტყვა და... მარიმ ცრემლები ვერ შეიიკავა, სანდრო გრძ ობდა რა რთული იყო მისთვის ამის თქმა, იმ სიამაყის დაძლევა, -თუ სანდრო მეტყვის რომ ისევ ვუყვარვარ, გეფიცები ყველაფერს ჩავშლი, მარის მდინარესავით მოდიოდა ცრემლები, ალექსანდრე ოთახშჳ დაკუნტული შევიდა, არაადამიანურ ტკივილს გრძ ობდა, არაადამიანურად უყვარდა, როგორ მიატოვა, ერთ ჩვეულებრივ დღეს ბარბარეს ცოლად მოყვანა რო გადაწყვიტა მარის პირდაპირ უთხრა რო შორდებოდა, ახლაც არ ამოდის მისი ბავშვური თვალები გონებიდან, ახლაც გული ისევე უცემს მის დანახვაზე როგორც ადრე. მთელი დღე არ ჩამოსულა, როცა ვახშმის დრო იყო რუსუდანმა მოიკითხა.
-ძალიან მაღალი სიცხე აქვს, განერვიულებულმა ნანიმ დაიწყო, -უამრავი წამალი დავალევინე არაფერი შველის, რუსუდანი მაშინვე შვილის ოთახისკენ წავიდა, ნერვიულობაზე სანდროს სიცხე მისცა, ოფლში იწურებოდა, სხეული უკანკალებდა იმის წარმოდგენაზე რო ერთ კვირაში მარის ვიღაც შეეხებოდა, სხვისი ცოლი გახდებოდა, ყველაფერი ეწვოდა, თვალები დაებინდა. რუსუდანმა რო ხელი დაადო გული შეუქანდა.
-იწვის. სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეს, სანდრო ხმას არ იღებდა, სახე ისეთი ნატანჯი ქონდა რუსუდანი ტირილისგან დაიცალა. ახლა მას ესმოდა ყველაფერი, იგი გრძნობდა იმ ტკივილს, რასაც მისი ალექსანდრე.
-ჯაბას დაურეკე დე რა, ძლივს ამოღერღა ალექსანდრემ. მთელი ერთი კვირა ჯაბა იყო სანდროსთან, ჯაბა მეთვალყურეობდა ბარბარეს, ოჯახს, სანდრო მხოლოდ მას და ისიც ძალიან ცოტსა ეუბნებოდა რა ცუდად იყო, ვერ დგებოდა საწოლიდან, გარეთ ვერ გადიოდა, ერტხელაც რო მარისთვის თვალი მოეკრა გაგიჟდებოდა, სურვილს ვერაფერს მოუხერხებდა, ნებისყოფას ჯალათივით აწამებდა, სურვილს შთანთქავდა და ეს კლავდა. ბარბარე უყურებდა მის ტანჯვას და უფრო იტანჯებოდა ხვდებოდა რო ის იყო მიზეზი ყველაფრის, მაგრამ ბოლომდე აინტერესებდა მისი საქციელი. ერთი კვირა სიცხე ვერაფრით დაუგდეს, წამლებმა ღვიძი უფრო გაუღიზიანა, კუჭი აგიჟებდა, მაგრამ სულიერ ტკივილთან შედარებით ამის ატანა შესაძლებელი იყო. საღამოზე რუსუდანი შევიდა სანდროსთან.
-დე როგორ ხარ? ხმა უკანკალებდა რუსუდანს. სანდრომ ვერაფერი უპასუხა, ცრემლები ყელში გაეჩხირა, მეორე დღეს ქორწილი იყო და სანდრო მკვდარივით იყო.
-უნდა გელაპარაკო, ვეღარ ვითმენ ასე რო გიყურებ. მე ხო ვიცი შენს თავს რაც ხდება.
-დედა გთხოვ, არ გინდა.
-ალექსანდრე შენ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღე და იქ დამთავრდა ყველაფერი, მე არ გეთანხმებოდი, მაგრამ ახლა უკან დახევა დაცემის ტოლფასია, ის რომ ასეთი რამ შეგემთხვა დ ამოძალადედ იქეცი შენმა სულმა ვერ აიტანა, ამიტომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ყველაზე რთული, ყველაზე ეკლიანი, პატიების მიღება. მე შეენი მჯერა და ვიცი, რომ ამ გზას არ გადაუხვევ თუნდაც სიცოცხლის ფასად. იმ დღეს დაკარგე მარი როცა ბარბარეს ცოლად მოყვანა გადაწყვიტე.
-დედა ვიცი და ამიტომაც ვარ ასე. სიცხისგან გათანგულს თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა, ოფლი მთელ სხეულზე ასხავდა, შუბლი ეწვოდა, პირი გაუშრა და აეწვა.-ვერ მაპატიებს, უპატიებელი რამ ჩავიდინე და ყველაფერი ჩემი ილუზია იყო, მეგონა რო ამ ცოდვისგან გათავისუფლება შესაძლებლობელი იყო.
-გგონია რო პატიების მიღება შეუძლებელია?
-ხო, მე მეტი არ შემიძლია, მეტი რა გავაკეთო, არ უნდა რომ მობრუნდეს, უნდა იტანჯებოდეს, არაფერი აინტერესებს, ვერ წარმოიდგენ რამხელა ნებისყოფა დამჭირდა რო არ გავგიჟებულიყავი, ერთი წელი ვყარაულობდი თავი არ მოეკლა, ყოველ დღე მელანდებოდა რო რაღაცას ჩადიოდა, ამან გამომფიტა, მაგრამ იმ განცდამ რო მარის სამუდამოდ ვკარგავ დედა.... ძლივს ამოისუნთქა,- სადღაც მეგონა, რო შეიძლებოდა ყველაფერი დალაგებულიყო.
-ალექსანდრე მარიზე ფიქრი იმ მდგომარეობაშჳ სადაც შენ ხარ გეკრძალება, შეუვალი იყო რუსუდანი.
-ვიცი, არის გზა დედა რო ამისგან გავთავისუფლდე? ან საკმარისი იქნება ბარბარეს პატიება ჩემი გამძვინვარებული სინდისისთვის? აღარ ვიცი, მამა ალექსანდრე თითქოს ვერ მამჩნევს, ვერ მხედავს, მას მერე რაც აღსარებაში ვუთხარი, არც ერთი საყვედური ასე არ გამანადგურებდა, თავს არარაობად ვგრძ ობ როცა ასე მექცევა.
- ალექსანდრე მე ქალი ვარ და გეტყვი ეს არის ყველაზე მძიმე რამ, რაც კაცმა შეიძება ქალს გაუკეთოს, ამაზე მძიმეს რო მოინდომო როგორც ქალს ვერ გაუკეთებ, ამ დროს მის სულს და სხეულს ერთიანად უვლი ფეხებით და ასეთი შეურაცხყოფა წარმოუდგენელია. გეტყვი იმასაც რომ პატიება შეუძლებელია თუ არ გიყვარს, რაღაც არაამქვეყნიურად, რაღაც განსხვავებული სიყვარულით, აი ისეთი სიყვერულით კითხვისნიშნის ქვეშ რო დგას მართლა არსებობს თუ არა, თუ ბარბარეს არ შეუყვარდი ვერ გაპატიებს, მაგრამ თავს ვერ შეაყვარებ თუ შენ არ იგრძნობ მის მიმართ სიყვარულს.
-დედა თავი ვაიძულო? ხო იცი რო ეს შეუძლებელია.
-ალექსანდრე შეუძლებელი ისაა რო ასეთი სული არ შეგიყვარდეს, მთავარია ის დაინახო, როგორ გაგიმართლა რო იცოდე ანგელოზი გყავს ცოლად, სანდრო ადამიანების წაკითხვა უნდა შეგეძლოს და თუ ბარბარეს წაიკითხავ გამორიცხულია გულგრილი დარჩე. სანდრო გაოგნებული უყურებდა დედამისს.
-დედა ვერ წარმოიდგენ როგორ მაოცებ. სანდრომ იცოდა დედამისის ასეთი ცვალებადი ხასიათჳ ასეთ მომენტებს „გამონათებებს“ უძახდა.
-დედა არაფერი ხდება შემთხვევით, არც ერთი განსაცდელი არ მოდის უბრალოდ, მით უმეტეს ასეთი, თუ მოინდომებ ამ ცოდვას დიდ სიყვარულად აქცევ და სულს გადაარჩენ, ან მოგიწევს ყოველთვის გაურბოდე სინდის, იცოდე რო ყველა ქალი მისი გვერძე მდგომი კაცის ანარეკლია, ბარბარე ისეთი იქნება, როგორც შენთან იგრძნობს თავს, ყველაფერი უნდა აუხსნა, უნდა უთხრა რას განიცდი, შენ მოვალე ხარ სანდრო შენი თავი აწამო, თუნდაც სიკვდილამდე, ყველაფრის ფასად, განუცდელის განცდის ფასად, მას ისეთი რამ გაუკეთე.
-ვიცი დედა, ვიცი, მაგრამ ეს არ იქნება გამოსავალი, შეიძება ამით იმხელა უფსკრული გავაჩინო რაც ორივეს უფრო გაგვანადგურებს, შეიძლება გვიყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ ერთად ყოფნა არ შეგვეძოს, რადგან დიდი ცოდვა დგას ჩვენ შორის, შეიძლება მაპატიოს, მაგრამ დავიწყებას ვერ მოვთხოვ და გგონია მე შევძლებ დავიწყებას? ყველაზე მეტად მეხსიერების მუდმივობა მაშინებს, ვერ დაივიწყებს, ვერც მე დავივიწყებ და ამ დროს მისი სიყვარული გამანადგურებს. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედო, მას უნდა დავეხმარო ამის გადალახვაში თუნდაც მე უფრო და უფრო ჩავიფლა ტალახში.
-მე შენი იმედი მაქვს, ვიცი რომ სწორი გზით ივლი ამ ცხოვრებაში, შენებური გზით, მაგრამ სწორით. შეგიძია იგლოვო დაკარგული სიყვარული, მაგრამ მალევე უნდა მოეგო გონს. ნუთუ ის ვერ მოახერხე ამდენი ხანი რომ ის შავები გაახდევინო? მე შენ უფრო ძლიერად გთვლი. გაეღიმა რუსუდანს.
-ნუ მაქეზებ რუსუდან, დედამ გახურეებულ შუბლზე აკოცა და გავიდა, სანდროს ფიქრის თავი არ ჰქონდა მაშინვე ჩაეძინა, ღამე გაეღვიძა, ბორგავდა, ბოდავდა, სიცხე უფრო და უფრო უწევდა, მთელი სხეული ეწვოდა, გაუაზრებლად ძლივს წამოდგა ფეხზე აბაზანაში შევიდა, ცივი წყალი მოუშვა, როგორ უნდოდა ეღრიალა, ცრემლები ახრჩობდა, ხორხი ეწვოდა, ტანსაცმლიანა იდგა ცივი წყლის ქვეშ, ვერაფერს გრძნობდა, მუხლებში ძალა დაკარგა ძირს ჩაიკეცა, ბარბარე მტელი ერთი კვირა ნერვიულობდა, ელოდებოდა სანდროს გადაწყვეტილებას, რო მიხვდა რო არ წავიდოდა მის ოთახში შევიდა, გაქვავდა ამ სანახაობის ნახვაზე, ასე ნატანჯი სახე ცხოვრებაში არ უნახავს, თვალებდახუჭული წარბშეკრული იჯდა ძირს ალექსანდრე, ცივი წყალი ესხმებოდა ვერაფერს გრძნობდა, ბარბარე ძლივს უახლოვდებოდა, იგრძნო რო ტიროდა ალექსანდრე, შუბლი შეჭმუხნილი ჰქონდა.
-ალექსანდრე! სანდრო მაშჳნვე გამოერკვა, ეგონა ელანდებოდა კუდიანი.
-გაგიჟდი? მოკვდები, ჯერ ისედაც ავად ხარ, ბარბარემ წყალი გამორთო.
-გეხვეწები ბარბარე ახლა არ გინდა, პირველად ევედრებოდა სანდროს თვალები რაღაცას.
-ალექსანდრე, თუ გიყვარს ვერ ვხვდები აბაზანაში წყლის ქვეშ ჯდომას რა აზრი აქ? წადი და ეს უთხარი, ნუ დაკარგავ, მერე მთელი ცხოვრება ეს უნდა ინანო, ბარბარე ამას ეუბნებოდა და თან მკავზე ეჭიდებოდა, რომ როგორმე გამოეყვანა.
-რა?
-მე არ შეგიქმნი პრობლემას, სიმართლე გითხრა ყველაზე ნაკლებად ის მინდა ჩემ გამო ვინმე იტანჯებოდეს, არ მიინდა რომ ცხოვრება იმის გამო დაინგრიო რო მე ახლა შენი ცოლი ვარ.
-მე ხო დაგინგრიე, ამოილუღლუღა ალექსანდრემ.
-ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ეგ მინდა შენთვის. სანდრო ვერ მოძრაოდა ისე გაოგნდა კუდიანის სიტყვებით.
-მაპატიე, მთელი ტკივილი ამოყოლა ალექსანდრემ ამ სიტყვას, ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, ისეთი დაღლილი და ნატანჯი სახე რომ ბარბარემ მაშინვე უპასუხა.
-კარგი, გაპატიე. ეს არ იყო ის სიტყვები ოშხარელის სულს რო დაამშვიდებდა, პირიქით უფრო ააფორიაქა, ახლა უფრო გრძ ობდა სინდისის ქენჯნას, ადგან ახლა ყველაზე მეტად ხედავდა რო ბარბარე ამას არ იმსახურებდა და არც ეს იყო პატიება.
-წადი ალექსანდრე, რაც გინდა იმისთვის უნდა იბრძოლო, მერე გვიან იქნება, ერთხელ ვცხოვრობთ, სიყვარულიც ერთხელ მოდის და ამას უნდა გაუფრთხილდე, იმ გოგოსაც უყვარხარ, გეფიცები რო მე კარგად ვიქნები, სისულელეს არ გავაკეთებ არც არასოდეს გავაკეთებდი, უბრალოდ იმ დღეს თავს ვერ ვაკონტროლებდი, ძალიან მრცხვენია იმის გამო, მამასი მრცხვენია, შენიც. სანდროს კუდიანის სიტყვები ეკლებივით ეყრებოდა, მთელ სულს უკაწრავდა. ბარბარემ თვითონ გააცილა გარეთ, გაუღიმა და სახლში შემობრუნდა, კიბეებამდე ძლივს აახწია რო ხმამაღლა არ ეტირა, რაც არ უნდა იყოს ის ქალი იყო და ამან ყველაზე მეტი დარტყმა მის ქალურ თავმოყვარეობას მიაყენა, ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ შეიძლებოდა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, შეიძებოდა სიამაყე ასე გაეთელა. „კარგად ვიქნები“ ეს სიტყვები ძლივს მოძებნა, მერე დაავიწყდა ისევ თავს აზრებს ვერ უყრიდა. დილით რუსუდანის კივილმა გააღვიძა.
-ალექსანდრე! გამეხებული იყო დედა.
-რა მოხდა? ბარბარე შეშნებული გავარდა.
-სად არის ჩემი შვილი? ბარბარეს გულშჳ რაღაც ჩაწყდა, სადღაც ძალიან ღრმად, მიუვალ დარბაზებში, გულის და გონების გამომწყვდეული აზრი ჰქონდა რო სანდრო დაბრუნდებოდა, ახლა კი ამ აზრმა აზრი დაკარგა. ბარბარემ არაფერი უპასუხა, არ უნდოდა მოეტყუა, არც ის უნდოდა ეთქვა რომ თვითონ გაუშვა. რუსუდანი მთელი დილა გაოგნებული იჯდა, გლოვობდა მის შვილს, რადგან იცოდა რო უფრო მეტად დაიტანჯებოდა თუ ქორწილს ჩაშლიდა, გლოვობდა მის სისუსტეს, ეგონა იცნობდა სანდროს, მაგრამ შეცდა, ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის თვლიდა რომ სანდროს საოცრად ძლიერი ხასითი ჰქონდა და ამით ჩუმად ამაყობდა, ახლა ყველაფერი ჩამოეშალა.
შუადღისას ხმაური მოესმათ, ბექას ხმა მაშინვე იცნობოდა, ბიჭები ხარხარბდნენ, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცდიდნენ, რაღაცაზე კამათობდნენ, რუსუდანი წამოხტა და სანდროს დანახვამ კაპილარებში თბილი და საამო გრძ ობამ დაუარა. ალექსანდრე მხიარული ჩანდა, ენას არ აჩერებდა, თორნიკეს გამალებით ეკამათებოდა, ბექა მაინც ლაპარაკობდა არავინ უსმენდა, მაგრამ ამას მიჩვეულები იყვნენ, ბარბარე გაშრა სანდროს დანახვაზე, ალექსანდრემ გაუღიმა და მაგიდასთან დაჯდა.
-ესე იგი, ხელები აათამაშა ბექამ, გვინდა შემწვარი ქათამი, ხინკალი, სოსისი, დესერტად ნამცხვარი და კოკა-კოლა. ძალიან მოგვშივდა, მთელი დრეა აწყვეტილები ვთამაშობთ კალათბურთს. რუსუდანი სანდროს მოეხვია და თავზე აკოცა, ალექსანდრემ მხოლოდ გაუღიმა.
-ბარბარე მოდი ჩვენტან დაჯექი, ხელი გაუწოდა სანდრომ ბარბარე ინსტიქტურად მიყვა.
-როგორ ხარ ბარბარე? მიეტუზა ბექა, იცი შენი ქმარი რო დეგენერატია, რამ დაგვანიძლავა ისე ეცინებოდა ბექას, მე და თორნიკეს გვიწევს შუა რუსთაველზე ვიცეკვოთ.
-სამაგიეროა წითელი ჯინსისთვის, სანდროს გაეცინა.
-აუ შენი წითელი იყო? აბა მე ვარდისფერი რატო ჩამაცვეს, გაბრაზდა ჯაბა.
-ჯაბა ისე თამაშობდა რო არ ვიცი, ოღონდაც ცეკვა არ წაეგო, თავი მოიკლა, შუაზე გაგვწყვიტა, იცინოდა თორნიკე.
-გააჩნია რა უნდა იცეკვოთ, ბარბარემ მხიარულად კითხა. ბექას ფერები გადაუვიდა.
-თავისუფალი, ძლივს ამოილიღლუღა.
-თავისუფალი სტრიპტიზის ელემენტებით, დააყოლა სანდრომ.
-რა ძალა მადგა ერთი, ამოიკვნესა ბექამ, რაღაც ამ ბოლო დროს ფორმაშჳ არ ვარ, მაგრამ ვიმახსოვრებ.
-იმახსოვრე, იმახსოვრე ფრთხილად იყავი არ გადაიწვე ერთხელაც ეგ თავი გეტყვის memory full-ს გაბრაზებული იყო თორნიკე ბექაზე,-რო ცანცარობდი მთელი თამაშჳ რა გეგონა, ვერ ხედავდი ჯაბა რა მობილიზებული იყო, თავქუდმოგლეჯილი დარბოდა.
-იმიტო რო თავს მოიკლავდა ცეკვას რო მოეწია, ხო იცი როგორია. ხელი ჩაიქნია ბექამ, ახლა მართლა ფიქრობდა რა ჯანდაბა უნდა ექნა. სანდრო მხიარული ჩანდა, ძალიან ბევრი იფიქრა მთელი ღამე, ქორწილი არ ჩაშალა ახლა მხოლოდ ბარბარეზე უნდა ეფიქრა, მისთვის უნდა ეცხოვრა, მისით უნდა ესუნთქა. ახლა მისი ხელი ეჭირა და არ უშვებდა, ბარბარე ვერ ეწინააღმდეგებოდა. ბიჭები რო წავიდნენ ბარბარე ცოტა ხანი ბავშვებს ეთამაშა. ქეთო სულ კუდში დადევდა გარეთ მარტო აღარ უშვებდნენ და ბარბარეს მიეტუზეოდა გარეთ გასაყვანად. კუდიანი უარს ვერ ეუბნებოდა და ასე დაასეირნებდნენ ესთმანეთს, სანდრო სიცილით ამბობდა „საკითხავია ვინ ვის ასეირნებსო“ უყურებდა ალექსანდრე თავის კუდიანს და უჩვეულოდ თბებოდა მისით. რამდენი ხანი იფიქრა იმ ღამეს კუდიანმა რო ქორწილის ღამეს გაუშვა მის სულზე, რამდენჯერ გაოცდა ამის გააზრებაზე, ახლა გრძნობდა რო რაღაც უნდა გაეკეთებინა, რაღაც გარდამტეხი ამ ურთიერთობაში. საღამოს ბარბარეს ოთახშჳ შევიდა, კუდიანი წიგნს კითხულობდა.
-ბარბარე მოემზადე მივდივართ. უჩვეულოდ მკაცრი იყო სანდროს ხმა.
-სად?
-სასტუმროში.
-რატო?
-თუ გინდა ჩემგან ოდესმე გათავისუფლდე ეს უნდა გააკეთო. ბარბარეს არაბუნებრივად შავი თვალები აემღვრა.
-რა უნდა გავაკეთო? ხო დამპირდი? ნიკაპი აუკანკალდა.
-ჩემთან უნდა დაწვე! მეხის გავარდნასავით გაისმა სანდროს სიტყვები.
-მეხუმრები?
-ასეთი სახე მაქვსხოლმე ხუმრობის დროს? ალექსანდრე შეუვალი იყო.
-გეხვეწები, დამანებე თავი, გთხოვ, ბარბარე სასოწარკვეთისგან ტიროდა.
-ნახევარსაათში ჩამოდი დაბლა გელოდები, შიგნით რაც გინდა ჩაიცვი მაგ მხრივ არ ვარ პრეტენზიული, ოდნავ გაუკრთა ღიმილი ალექსანდრეს. ბარბარე გაოგნებული იდგა, ყურებს არ უჯერებდა, ბოლომდე არ ჯეროდა სანდრომ რაც უთხრა, წყალი გადაივლო, არც კი დახედა რა ჩაიცვა და დაბლა ჩავიდა, გაბრუებული იყო. სანდრო მხიარულად ეთამაშებოდა ქეთოს, „ალბათ უნდა რო შემაშინოს“ ეს აზრი აეკვიატა ბარბარეს და ცოტა დამშვიდდა.
-ბაბალე მალე მოქვალ? აეტუზა ქეთო, გარეთ თამაში უნდოდა.
-რა ქეთო? რა მითხარი? ვერაფერი გაიგონა ისე იყო გაბრუებული.
-არა მალე ვერ მოვა, გასცა პასუხი ალექსანდრემ. -შენ არ იცელქო ბებოს გვერდიდან არ მოშორდე თორემ ხო იცი ჩიტი ამბავს მომიტანს.
-ნეტა ეგ ჩიტი დამაწერინა, ჩაიბურტყუნა ქეთომ.
------
ავტორი: Sarah



№1 სტუმარი სტუმარი

ვაიმე დადეთ რა ძალიან ძალიან ძალიან გთხოვთ დარჩენილი ნაწილებიც მალე, ისტორია კი არა ბრილიანტის საბადოა, გავგიჟდი!!!!

 


№2 სტუმარი darina

Ar vici ra vtqva emociebis zgvashi var chafluli iseti magaria adre maqvs wakitxuli magram ar maxsovs, gagrdzeleba minda.

 


№3  offline მოდერი tsn

შემდეგი თავიც მაკე ატვირთე რა

 


№4  offline წევრი ტასიკო

ეს ისტირია წავიკითხე პირველად ამ სიტზე და ძალიან ბევრი ვიტირეე ,მის მერე ვეძებდი და ეხლა რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიხარდა, ელო შენ როდის უნდა დაიწყო ახალი ისტორიააა?

 


№5  offline წევრი Nikalaevnaa:D

უმაგრესიიყოოოოო

 


№6  offline წევრი BiLii

sityvebi armyofnis im emociis gamosaxatavad rac am istoriis wakitxvisas meufleba ,, suli amatkina ai isetia ... :3

 


№7  offline წევრი PARVENU

სიახლეების ატვირთვა შეჩერებული იყო და ვერ დავამატე ახალი თავი. მეშევეცდები მალევე დავიწყო ჩემის დაწერა, მაგრამ ცოტა ხანი დასჭირდება)♥♥♥♥
--------------------
Parvenu

 


№8 სტუმარი სტუმარი

ხო შეიძება ეხლა დადება, შემდეგი თავი დადე რა მალეე

აუუუუ

 


№9  offline მოდერი ნეფო1999

ello1997
სიახლეების ატვირთვა შეჩერებული იყო და ვერ დავამატე ახალი თავი. მეშევეცდები მალევე დავიწყო ჩემის დაწერა, მაგრამ ცოტა ხანი დასჭირდება)♥♥♥♥


გამძვრა სული! ესს ესსს როგორ შეიძლება. რაღა მაგ დროს შეჩერდაა (თან მეც ოთხი საათი ყოველწამს ვამოწმებდი ხომარ ჩაირთოთქო) გავსკდები მალე ინტერესით. მე მითხრაა სად წყვიტავო და თვითიონ რა გააკეთა. ნახე შენ რაგიქნაა რაა belay am ჰმ! უკმაყოფილო მე!

 


№10 სტუმარი ემი

უუუ, დღეს ხომ დადებ?

 


№11 სტუმარი ემი

მადლობაა ..... სულუ გაძვრა, როდის გამოჩნდება აქ.... .

 


№12 სტუმარი mari

Dzaan magariaaa male dade ra. Magaruaa

 


№13  offline წევრი tiko-gio

tu atvirtulia administracia chvens nervebze adi-chadis??????

tu atvirtulia administracia chvens nervebze adi-chadis??

 


№14  offline წევრი Marryam

აუუ რაშვებიანნნნ````` შემოვედი მეთქი დადებული იქნება თქო :`(

 


№15 სტუმარი teo

yovel wuts vamowmeb rasjirs raaa

dz momwons es istoria. komentars pirvelad vwer.bevri wamikitxavs, magram ase arcerts davlodebivar, ichqaret dadeba txovnaa chemi.

 


№16 სტუმარი teo...

Pirvelad wavikitxe da suli daguli shemizra isetia,vervnaxulob shemdeg tavs da rodis gamohndeba aq.gtxovt ra male atvirtet xolme.cudad var.....

 


№17 სტუმარი nini

Vaime gavgijdebiii eseni ertad ro ar darchnenn tavsmoviklavv :D dade ra male shemdegi tore guli gamiskdeba exlaaa aii dzaan magari gogo xarr usazgvrod saintereso istoriaa:*

 


№18 სტუმარი სტუმარი მ

ეტყობა აღარ აპირებს მოდერაცია დადებას...

გაგვიბრაზდა ალბათ... ოღონდ რაზე, ვერ ვხვდები...

 


№19  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ამ ისტორიას როდის გააგრძელებ?მე არმქონდა წაკითხული და ძაან მომეწონაა <3

 


№20 სტუმარი სტუმარი Nako

Saertod ar momewona imdenad zedapiruli da suleluri scenari iko rom meti ar sheidzleba. Sityvebi ar myofnis an ra unda vtqva

 


№21  offline აქტიური მკითხველი terooo

Ხნდახან მგონია რომ ბარბარეს საკმარისად არ აქვს ძალა სანდროს შეებრძოლოს... ვიხი რომ არ ავს მაგრამ მაინც... თავადაც მოსწონს სანდროს სიახლოვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent