შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხსიერების მუდმივობა [სრულად 3]


6-01-2016, 14:11
ავტორი PARVENU
ნანახია 18 783

-რო გაიზრდები დაიჭერ, სანდრომ ბავშვს აკოცა და ბარბარეს კარი გაუღო, მუდარა იდგა მის თვალებში,მთელი გზა ტიროდა, სანდროს წარბიც არ შეუხრია,
-სად მივდივართ?
-გონიოში, მშრალად უპასუხა.
-რატო?
-ხო გითხარი უკვე.
-ალექსანდრე! ბარბარეს ხმა აკანკალებოდა.
-რა?. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, რამდენიმე საათი იმგზავრეს და ბარბარე ვერაფრით დამშვიდდა..სასტუმროსთან რო გააჩერა მანქანა ეს ერთი სიკვდილი იყო ბარბარესთვის.
-გაემზადე და წყალშჳ ცავიდეთ, სანდრო უკვე შორტებით იყო და კარზე დაუკაკუნა.ბარბარეს არაფერი შეუცვლია კოჭებამდე იყო დაფარული.
-კუდიანო ვერ ხვდები რო შენი ჩაცმულობიტ უფრო იქცევ ყურადრებას? გაეღიმა სანდროს
-ვერ ვხედავ.
-აქ არავის აცვია, მარტო შენ ხარ შეფუთნული ამ სიცხეში, ხალხიც შენ გაქცევს ყურადრებას.
-მე არ მინდა აქ ყოფნა.
-იცი ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ცოლს შევეხვეწებოდი რო თავისუფლად ჩაეცვა, სულ მაგაზე მქონდა პრობლემა, მოკლე კაბას ვერ ვიტანდი, ვერც ამოღებულს გაეცინა სანდროს. ახლა კი ოღონდ შენ ეგ გაიხადე და გპირდები ხმას არ ამოვიღებ. შენ აბაზანაშიც ტანსაცმლით ხო არ შედიხარ? სიცილი ძლივს შეიკავა სანდრომ.
-ნეტა რას ელი რო გიპასუხებ?
-არაფერს უბრალოდ მომინდა მეთქვა, ზღვაზეც კი ვერ გაგახდევინე. სანდრო დიდ ხანს იყო წყალში, ვერაფრით შეიტყუა კუდიანი. მერე ამოვიდა ბარბარეს უცინოდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა.
-მე წასვლა მინდა.
-გავშრები და წავიდეთ სანდრო წამოწვა მზეზე და თვალები დახუჭა. ბარბარეს რამდენჯერმე გაექცა თვალი მისკენ, მშვიდად იწვა, უამრავი ნაიარევი ჰქონდა, ყველაზე დიდზე ღვიძლთან გრძელი დაძარღვული თითები ედო. დაისი იმდენად მშვენიერი იყო რო ბარბარე თვალს ვერ წყვეტდა, მზე უზარმაზარ ლურჯ სითხეში იკარგებოდა და განწირულ, საოცრად ოქროსფერ სიწითლეშჳ გადასულ სხივებს ხარბად ასხივებდა დედამიწას. ორივე იჯდა გვერდიგვერდ და უყურებდა მზის ჩასვლას.
-უნდა წავიდეთ ბარბარე, ხმა შეცვლილი ჰქონდა სანდროს. მზე გააცილეს და თანდატან ისევე როგორც დედამიწას მათ სულსაც წყვდიადი უახლოვდებოდა. სასტუმროში შევიდნენ, ბარბარე ანერვიულდა.
-ბატონო ალექსანდრე რამდენიმე ფეხბურთელი ისვენებს სასტუმროში ხომ არ...
-განსაკუთრებული მომსახურება შესთავაზეთ გია და არაფერი გადაახდევინოთ, სწრაფად უპასუხა სანდრომ და ბარბარე ნომრისკენ წაიყვანა. ნომერშჳ ძლივს ავიდა, ფეხები არ ემორჩილებოდა არ უნდოდა დაეჯერებინა, სანდრომ კარი ჩაკეტა.
-დალევ რამეს? შამპანურისკკენ ხელი წაიღო.
-არ მინდა, გთხოვ არც შენ დალიო, სანდრომ ღიმილი ძლივს შეიკავა ბარბარეს ბავშვურობაზე.
-მე ცუდი სიმთვრალე არასოდეს მქონია.
-მე მაინც ნუღა მეუბნები მაგას, ბარბარე გაუჩერებლად ტიროდა.
-ბარბარე მე დაჭრის მერე ვეღარ ვსვავ, ღვიძლი დამიზიანდა, ალბათ იცი რო ეს ორგანო არის მფილტრავი, ყოველი ერთი ჭიქიდან ტვინში მხოლოდ 5 პროცენტი ალკოჰოლი მიდის ამ ორგანოს წყალობით, მე კი ისე მაქვს დაზიანებული რო დიდი პროცენტი ხვდება ტვინში, იმ დრეს ბევრი არ მქონდა დალეული დაახლოებით 4 ჭიქა, მაგრამ ეს საკმარისი იყო იყო იმისთვის რომ გადავმწვარიყავი, უტას წლისთავი იყო, არ ვიცი რამ მაიძულა დამელია. ბარბარე უფრო და უფრო ტიროდა.
-გთხოვ, მეორედ ამას ნუ მაიძულებ, გევედრები. სანდრო უახლოვდებოდა, ლოყაზეე აკოცა, მერე კისერზე, ბარბარე საშინლად დაძაბული იყო. სანდროს ტუჩები ყურთან აცურდა.
-როცა რაღაცას ბოლოჯერ აკეთებ არ აქვს მნიშვნელობა რა არის მთელი არსებით უნდა მიეცე, მოეშვი ბარბარე, მისი ხავერდოვანი, ინტონაციურად მდიდარი ხმა ვნების ბურუსშჳ იყო გახვეული. ბარბარეს არაფრის თავი ქონდ აარც წინააღმდეგობის გაწევის, ვერ ხვდებოდა რამ დააბა ასე რო ხმასაც ვერ იღებდა.
-შუქი ჩააქრე, მარტო ამის თქმა მოახერხა. სანდრომ ფეხით შუქი ჩააქრო და ფრთხილად დააწვინა კუდიანი საწოლზე, ბოლოჯერ მოკრა თვალი ბარბარემ სანდროს დაბინდულ მზერას, მის ღრმა დალურჯ თვალებს, ყოველი შეხება მისი გულის მძვინვარე მღელვარებას აძლიერებდა.
-სანდრო გთხოვ, მავედრებელი ხმა გაისმა, გეხვეწები ამას ნუ გამიკეთებ, მეორედ ამას ნუ...... სიტყვა ვერ გააგრძელა სანდროს მხურვალე ბაგეები მისას დაწვდა და ყველა სიტყვა რაც გონებაში დალაგებული ჰქონდა კონტექსტიდან ამოვარდა, სადღაც ჰაერში აორთქლდა, ხმას ვეღარ იღებდა, მხოლოდ იმას ცდილობდა ტუჩები როგორმე აერიდებინა, სანდრო ყველა კაპრიზზე მიყვებოდა, ყველა მის ჩუმ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, მაგრამ მაინც იმორჩილებდა, ბარბარე შემაძრწუნებელ მოლოდინს მოეცვა, ყველა ის განცდა აღუდგა, რომელიც არ დავიწყებია, მაგრამ ახლა მთელი სიცხადით გრძ ობდა თითქოს ორ სამყაროშჳ იყო წარსულში სადაც ჯალათი აწამებდა და აწმყო რომელშიც ყოველი შეხება, ყოველი კოცნა ნაზი იყო და მხურვალე, ვერასოდეს იფიქრებდა თუ ასეთი რამ შეიძლებოდა, თუ კოცნას შეეძო საშჳნელი ტკივილი არ მოეტანა მისთვის, ვერც იგრძ ო როგორ შემოეძარცვა მის სულს და სხეულს შავი სამოსი, ვნება ბობოქარი ქარიშხალივით შეიჭრა მის კაპილარებში, მაგრმა ახლა უფრო ტკიოდა სული, გრძნობდა რომ ალექსანდრე მხოლოდ მისი სხეულის კი არა სული დაუფლებას ცდილობდა და ვერაფერს აკეთებდა. საწინააღმდეგო შეგრძნებები სადღაც უმაღლეს წერტილში გადაიკვეთნენ, საპირისპირო გრძ ობები ერწყმოდნენ ერთმანეთს, ერთ ღამეშჳ შესაძლებელია ქალის სულში სიძულვილი სიყვარულმა შეცვალოს, ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაბედა ბარბარეს სხეულმა, ვერც სულმა შეძლო რაიმეს თქმა, იმ ღამეს ფარულ განცდებში დაინთა ყველა საიდუმლო, ყველა მოძრაობა აზრის და სულის, მაგრამ გაუჩერებელი ცრემლი, ახსენებდა ორივეს თუ რა მძიმე ცოდვა იყო მათ შორის გადაულახავ კედლად აღმართული, ცოდვას ფესვები ღრმად ჰქონდა გადგმული ორივეს სულში და შავ სევდადს გაუჩერებლად კვებავდა, ღირსების შებღალვას ვერ პატიობდა და სინდის მოსვენებას არ აძლევდა.
მძიმედ სუნთქავდა გაუცხოებული სულები, ალექსანდრე აზრებს ვერ აგროვებდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა და ახლა გამძვინვარებულ სინდისთან ერთად ამ რაღაც „უჩვეულო“ გრძნობასაც უნდა შებრძჴლებოდა.
-ბარბარე! ხმის გაგონებაზე კუდიანი შეიშმუშნა და ერთიანად დაპატარავდა.-მე როცა დრო ამოიწურება ვეღარაფერს გაიძულებ, მაგრამ მინდოდა რომ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, რა გზითაც წახვალ შემდეგ ცხოვრებაში გცოდნოდა, რომ ესეც არსებბობს, მარტო ის ზიზღღი არ გქონოდა რაც იმ ღამეს მე დაგიტოვე, ვიცი ამით ჩემი სული უფრო დავამძჳმე, მაგრამ იქნებ შენ შეგიმსუბუქო ამით ტკივილი.
-ვერ ვხვდები ასეთი როგორ ხარ. ბარბარე თავის თავზე უფრო ბრაზდებოდა, ახლა გრძობდა რო თვითონვე მისცა ამის უფლება, ხვდებოდა რო ძიერი წინააღმდეგობის დროს სანდრო გაჩერდებოდა, მაგრამ თითი არ გაანძრია ამისთის. იქნებ ეს ძალის მოსაკრებად ჭირდებოდა, რო უფრო გაეძლიერებინა განელებული სიძჲლვილი? იქნებ ელოდა რო ამის შემდეგ უფრო მეტად შეძულდებოდა ალექსანდრე?
-ასე ჩემგან პატიებას ვერასოდეს მიიღებ!
-არ მინდა, აღარ მინდა, თუ გინდა ნურასოდეს მაპატიებ, მაგრამ შენ გახდი ისეთი როგორიც ადრე, დავინახო რო ისევ სიცოცხლე გიხარია, ეს ჩემთვის საკმარისი იქნება.
-შენ გგონია ამით სიცოცხლის წყურვილი დამიბრუნდებოდა?
-შეგეძლო გაგეჩერებინე! არაფერი უპასუხა,ბარბარე გრძნობდ აუცნაურ ძვრებს სულში, თითქოს ბოროტებამ მთელი მისი გული მოიცვა, ბრაზმა და შურისძიებამ გაახელა, არაფერია იმაზე საშჳჳშ ვიდრე სიძულვილნარევი სიყვარული. ფეხზე ადგა და აბაზანაში შევიდა.
......
სახლშჳ მეორე დღესვე დაბრუნდნენ, სანდრო საშჳნლად მორიდებული გახდა, თვალებშიც ვერ უყურებდა ნორმალურად. ბარბარე უცნაურად მშვიდად იყო, თითქოს მის სულს რაღაც ძალიან შავი უახლოვდებოდა, ოთახში აირბინა, მთელი დილა სარკესტან იდგა და თავის თავს აკვირდებოდა, მერე საფულეს ხელი დაავლო და გერეთ გავიდა.
-ბარბარე სად მიდიხარ? მოესმა სანდროს ხმა. ეს ბიჭი სულ სახლშჳ არ არის, მაგრამ მაინც სულ აქაა, გულში გამოსცრა ბარბარეს.
-რამე გჭირდება? უხეშად უპასუხა, სანდრომ მაშჳნვე შენიშნა უცნაური ცვლილება.
-სად მიდიხარ?
-მეგობარი უნდა ვნახო, ამ დროის განმავლობაში ვისუნთქებ, შეიძლება დამახველოს კიდევაც, გამეღიმოს ან შეწუხებული სახე მქონდეს, ზუუსტად არ ვიცი, ყველაფერი უნდა გითხრა?
-ხო კარგად ხარ? გულწრფელი შჳშჳთ კითხა სანდრომ.
-მანქანის გასაღები მომეცი და უკეთესად ვიქნები.
-რომელი მანქანის?
-რომელიც არ გჭირდება. სანდრო საშჳნლად დაიბნა, თავისი ძალიან სწრაფი იყო, დედამისის მანქანის კარი გაუღო.
-თუ გინდა მე გაგიყვან?
-არ შეგაწუხებ.
-თუ მანქანა გჭირდება ხვალე ასარჩევად წავიდეთ.
-არ მინდა მყავს და წამოვიყვან.
-არაფერს წამოიყვან! თუ გჭირდება ხვალე ავარჩიოთ.
-ძალიან კარგი, ბარბარემ ცხვირწინ მიუხურა კარი. გაოგნებული ალექსანდრე დიდ ხანს იდგა ერთ ადგილზე.
-რა მეშველება?! გაოგნებული ოდნავ იუმორით იმეორებდა გულში.
............
ბარბარემ თავის მეგობარს დაურეკა, რამდენი ხანია არ უნახავს, სულ ერთად იყვნენ, საოცრად ყავდა მონატრებული, მაგრამ ყველას და ყველაფერს გაურბოდა ახლა კი მისი ნახვა საშინლად უნდოდა.
-ბარბარე როგორ ხარ? სიხარულით დაიყვირა ანიმ და მეგობარს გადაეხვია.
-კარგად ანანო შენ? ანი ათვალიერებდა ასე ჩაცმულ ბარბარეს და თვალებს არ უჯერებდა.
-მეც ვარ, შენი საქმეები როგორაა?
-არ ვიცი ანი, არ ვიცი. ბარბარე მოშვებული დაეშვა სკამზე.
-იმ ამბის მერე როგორ ხარ? ანი ერთადერთი იყო ვინც ეს იცოდა, მან წაიყვანა ბარბარე საავადმყოფოში. ბარბარე ანის ვერაფერს დაუმალავდა, არც შეეძო ეს ყველაფერი რაც ამ წლების განმავლობაშჳ დაატყდა არ ეთქვა, უკვე გრძ ობდა რო ნაგროვები ტკივილისგან ჭკუიდან იშლებოდა.
-ის გავიგე ვინცაა. ძლივს თქვა ბარბარემ, გრძობდა როგორ ჭირდებოდა მთელი ამდენი ხნის დარდის გამოშვება.
-ვინ? ის ნაძჳრალა? ძლივს გადაყლაპა ნერწყვი ანანომ.
-ხო ანი, ის.
-ვინაა? გამოცრა სიმწრისგან ანის.
-ჩემი ქმარი.
-ესე ნუ ხუმრობ ბარბარე.
-არ ვხუმრობ, მართლა ისაა. დიდ ხანს ილაპარაკეს, ანი საშინლად გაცოფდა, მაშჳნვე უთხრა რო ეჩივლა.
-არა ანი არ მინდა რო ეს ამბავი ყველამ გაიგოს, ხო იცი მამამ რო გაიგოს არ მინდა... ცრემლები წამოუვიდა კუდიანს.
-მასეთს სხვანაირად უნდა გაუშრო სისხლი, ანი ისეთი გამწარებული იყო, ალექსანდრე რო ენახა შუაზე გახლიჩავდა.
-როგორ?
-უნდა დაამცირო როგორც კაცი, მან ხო იგივე გააკეთა.
-ანი მე ესე არ შემიძლია. კიდევ უფრო აუცრემლიანდა თვალები.
-იმან ხო შეძლო, ბარბარე როგორ შეგიძია კიდევ მასზე იფიქრო. ახლა წავალთ, ამ რაღაც საშინელებას გაიხდი, ტანსაცმელს ავარჩევთ, სალონში წავალთ, მაგ საშინელ ლინზებს მოიხსნი, სახეზე რა გისვია?
-ახლა არა ანი, ხვალე მოვალ, ბარათს გამოვართმევ ვაჟბატონს და მერე წავიდეთ, შენ მანამდე ჩამწერე ყველგან. ბარბარეს ერთი სული ჰქონდა სანდრო გაემწარებინა, ყველაფერს გააკეთებდა რო ფულზე დაეწუწუნა ოშხარელს.
***
-მანქანა, ბარათი ულიმიტო და ოთახის გარემონტება მჭირდება. სანდრო კიდევ ვერ მოსულიყო გონს. ბარბარემ ყველაზე ძვირიან მანქნას დაადო ხელი, ისე რო წარბიც არ შეუხრია, მერე ოთახის დიზაინი აარჩია და სასწრაფოთ მოითხოვა გარემონტება, მანამდე ოთახი შეაცვლევინა, სანდროსი უფრო დიდი იყო და იქ გადავიდა.
-ოთახი ჩემი არ მომწონს, ამიტო შენსაში გადავალ.
-ეგ დიდი ხნის წინ უნდა გექნა. ბარბარემ რისხვით შეხედა.
-შენ გარეშე, სადაც გინდა იქ გადადი, მე ამ ოთახში ვრჩები და ყველაფერს შეცვლიან, არ მინდა რო რამე შენ თავს მახსენებდეს.
-კედლები რო შველოდეს ადამიანის დავიწყებას მონატრება აღარ იარსებებდა.
-რაღაც ძალიან უაზროდ ლაპარაკობ ალექსანდრე, არეულად, ჯობს შენი ნივთები სწრაფად მოაშორო აქედან. ალექსანდრე გაბრაზდა.
-შენ თუ გგონია რო რამით გამამწარებ ოთახიდან რო მიშვებ ძალიან ცდები, სიმართლე გითხრა სულ არ აქვს მნიშვნელობა რომელ ოთახში დავიძჳნებ, ამიტო ჩემ ნერვების მოშლას მოეშვი.
-ძალიან კარგი თუ არ გაწუხებს, ახლა ნივთები გაიტანე. სახლშჳ გაჩერება აღარ უნდოდა, ყველაფერი ნერვებს უშლიდა ბარბარეს ეს დამოკიდებულება აცოფებდა მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა. გრძნობდა რო ესეც აუცილებელი იყო უნდა გამოეშვა ბარბარეს ის ტკივილი და ბრაზი რაც ამდენი ხხნის განმავლობაშ დაუგროვდა, თუმცა გული საშნლად ტკიოდა მის ასეთ დამოკიდებულებაზე, თვითონაც უკვირდა ასე რო განიცდიდა ამას.
-კოსტა ადექი წავიდეთ.
-სად სანდრო? წამოხტა კონსტანტინე.
-ერთი უნდა ვნახო როგორ თამაშობ კალათბურთს, კონსტანტინე მოწყვეტილი დაეშვა სკამზე, არ გაუხარდა ეს ამბავი ჭირივით ეზიზღებოდა ვარჯიში, მაგრამ ალექსანდრე მონსტრივით ადგა თავზე. ბევრი იცინეს, კოსტალა თავის თავს დაცინოდა ისე სასაცილოდ ტამაშჴბდა, ისეთი ზარმაცი იყო ბურთის გაკიდებაც არ უნდოდა, სანდროს ნერვები აწყდებოდა და მთელი ხმით უყვიროდა გამოცოცხლებულიყო, თან სიცილს ვერ იკავებდა ისე სასაცილოდ დარბოდა კონსტანტინე.
-შენ გიჩვენებ სეირს კონსტანტინე, დამაცადე, ჩაიბურტყუნა გულშჳ ალექსანდრემ და საჩვენებელი თითი დაუქნია. სახლშჳ რო დაბრუნდნენ ორივე ერთად ლაპარაკობდა, ერთმანეთს არ აცდიდნენ, წყნარი სახლი უცბად გამოცოცხლდა.
-იცოდე ვარჯიში რო გააცდინო ვერ გადამირჩები.
-აუ არ მინდა რა ეს დეგენერატული სირბილი.
-ჯერ არავინ გკითხავს რა გინდა, ამისთის პატარა ხარ 16 წლიდან შენ გადაწყვეტ, მაგრამ მანამდე ივარჯიშებ. გაუსაჩივრებელ ტონში უთხრა სანდრომ და კიბეებზე ადიოდა ბარბარე რო დაინახა.
-სახლში გამიყვანე ნივთები უნდა წამოვიღო! სანდრო ჯერ ეიფორიაში მყოფი გაოცებისგან ყველაფერზე ემორჩილებოდა, მერე იგრძნო რო ბარბარეს მოთხოვნილებები უფრო და უფრო იზრდებოდა ფინანსების კუთხით პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ შეურაცხმყოფელი ბრძანებები აგიჟებდა. უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და ბარბარეს სახლიკენ წავიდნენ. სახლში არავინ იყო, ილია ევროპაშჳ იყო წასული, ბარბარემ კაბინეტშჳ შეიყვანა თვითონ თავის ოთახშჳ ავიდა და სამკაულების და ნივთების ჩალაგება დაიწყო. სანდრო დიდ ხანს იჯდა ასე, მერე დისკს მოკრა თვალი, ინსტიქტურად ჩართო.
-ბარბი, ერთი ორი სამი, შეუბერე, მომღიმარმა, გამხდარმა, ღია წაბლისფერი ოდნავ კონიაკისფერშიი გადასული ფერის თმის გოგონამ მხიარულად შეუბერა სული მის 22 წლის დაბადების დღის ტორტს, უზარმაზარი ტორტი რამდენიმე ოფიციანტს ეჭირა და სკამზე შემომდგარი აქრობდა სანთლებს.
-ბარბი რა ჩაიფიქრე? ილიაც გამოჩნდა კადრში.
-არ შეიძება ხმამაღლა თქმა, მამას მოეხვია გოგონა, სანდრო ვერაფრით იჯერებდა რო ეს შეიძლება ბარბარე ყოფილიყო, ეგონა ახლა გამოეღვიძებოდა, გრძელი თმა მხრებზე ჰქონდა გადმოყრილი და ბზინავდა.
-ეს გამონაკლისია, უფრო აგისრულდება, შეეხვეწა ილია.
-ზოგადად ცხოვრებისეული სურვილი ჩავუთქვი და არა ამ წლის.
-მიდი თქვი, ყველა ყვიროდა.
-მინდა რო ძალიან ბევრი შვილი მყავდეს, ფეხზე მდგარ ალექსანდრეს საყრდენი გამოეცალა და სავარძელშჳ ჩაეშვა. -მინდა რო ჩემი შვილები ბედნიერად ცხოვრობდნენ ძლიერ საქართველოში, მინდა რო ისე ვიცხოვრო მამა რო ჩემით ამაყობდე. ილია თავის შვილს მოეხვია, ბარბარე ისეთი ბედნიერი ჩანდა და ულამაზესი იყო, ალექსანდრე მოწოლილ ცრემლებს ვერ იკავებდა, ატეხილი გრძნობები და აზრები ერთად იყრიდნენ თავს და აზრის გამოტანა ჯერ არ შეეძლო ოშხარელს, მხოლოტ ხორხზე მიხეეთქილ მწველ ბურთს გრძნობდა.
-ახლა უნდა ვიცეკვოთ, მე მივდივარ ბარბარე ხელს არ შეგიშლით ახალგაზრდებს, მაგრამ შენთან ცეკვის გარეშე არ წავალ.
-მა იყავი რა ხელს შეგვიშლი კარგი რა, ეხვეწებოდა ბარბარე.
-არა წავალ, მაგრამ მთელი ვიდეო მექნება იცოდე და თვალი ჩაუკრა. -ლაზური მინდა შენთან ვიცეკვო.
-აუ ლაზური არა სხვა ყველაფერი მამა. ბარბარე ბედნიერებისგან ასხივებდა, მხიარული და ლაღი იყო და ამის ყურება უფრო უმძიმებდა მდგომარეობას ოშხარელს.
-რატო?
-ვაჩეს პირობა მივეცი რო მარტო მასტან ვიცეკვებდი, ილიას შეეტყო როგორ აეჭვიანდა და გაეცინა.
-მე არ მაქ პრობლემა ხელი გადახვია ვაჩემ ბარბარეს, ამ მომენტზე ეგონა სანდროს სხეული გაუხლიჩეს იქ რო ყოფილიყო შეეძო ხელი მოეტეხა. აჭარული იცეკვეს, სანდრო გაოგნებული უყურებდა, ასეთი მოხდენნილი ტანი, როგორ შეიძლებოდა ასე შემზარავი ყოფილიყო შავ ძაძებში, მეტი ვეღარ გაუძო, გარეთ გავარდა, კუჭი საშინლად ეწვოდა, დაკუნტული იყო. ცრემლები აღრჩობდა.
-ეს რა ვუქენი? ღმერთო ეს რა ვუქენი? ტვინს უხვრეტდა ეს განცდა, როგორც მისი სხეულია შეცვლილი, ისე რო მისი სული იყოს... ამის წარმოდგენაზე ოშხარელი გაიბზარა, მთელი სიცხადით შეასკდა თავის ცოდვას და ორგანიზმი დაეშალა, აკანკალდა, უნდოდა ეღრიალა ბოლო ხმაზე.
-გამოვედი! ბარბარე დიდ ხანს იდგა ასე, სანდრო ვერ ამჩნევდა ისე იყო ჩაფიქრებული.
-ჰეი, რა გჭირს, უხეშად უთხრა. ახლაღა მიაქცია ყურადრება ალექსანდრემ დაჯდომა დააპირა საჭესტან, მაგრამ ტკივილი არ ეშვებოდა.
-შენ დაჯექი, თვითონ უკან გადავიდა და წამოწვა, ბარბარეს ერთხელაც არ უკითხავს როგორ იყო, თუმცა აშკარად დაეტყო რო ანერვიულდა ასეთ მდგომარეობაშ ტკივილისგან არასოდეს უნახავს.სანდროს ცრემლების შეკავება სიცოცხლის ფასად უჯდებოდა, ამის გააზრება, ნათლად ნახვა რაც მას გაუკეთა ანგრევდა.
ბარბარე უხმოდ ჩაჯდა ახალ მანქნააშჳ და უკითხავად წავიდა.
-სად დადის ეს გოგო? თავში ეს აზრი უტრიალებდა და რაღაც გულს უღრღნიდა. -არა სანდრო შენ უკან არ გაყვები, არა! ამ აზრს ჩაებღაუჭა და ძლივს გამორთო დაქოქილი მანქანა.- ჯანდაბა ესღა მაკლდა, არ გადის რატო არ გადის, გადის უფრო ნერვები მეშლება, თავის თავს ებურტყუნებოდა ალექსანდრე.
ოთახში ავიდა, წიგნები გადმოყარა, გადმოყრილ წიგნებზე უფრო მოეშალა ნერვები, ტელეფონი ხელიდან არ გაუშვია, ყოველ ორ წუთში ამოწმებდა. რამდენიმე საათში დაბლა ჩავიდა.
-ნანი, გეხვეწები იქნებ ბარბარე მოიკითხო? დაეჯღანა სანდრო.
-შენ რატო არ მოიითხავ? ეჭვნარევი სიცილით გახედა ნანიმ.
-აუ შენგან გაუხარდება, მეტი ვერაფერი მოიფიქრა და გაეცინა.
ნანი დიდ ხანს ელაპარაკა ბარბარეს, სანდროს ძარღვები დაეჭიმა იმის ცდაში რო რამე გაეგო.
-რაო? მოუთმენლად კითხა ნანის.
-მეგობართან ვარო, არ დამელოდოთ გვიან მოვალო. სანდროს ეგონა რო თავში რაღაც ძლიერად მოხვდა, სუნთქვა გაუხშირდა, პირი გაუშრა.
-ბექა, სად ხარ?
-მეც კარგად ვარ, ნუ იცი ხოლმე ასე საფუძვლიანად მოკითხვები, აფხუკუნდა ბექულიუსი.
-აუ მოიცა რა, მომისმინე ბარბარეს ჯგუფელების მისამართები დაადგინე სწრაფად და გამომიგზავნე.
-აუ ახლა სამსახურში რო არ ვარ. მოიცა ვინმეს ვთხოვ, რამე მოხდა?
-არა ისეთი არაფერი სწრაფად ოღონდ, მომწერე.
......
-ბექა ეს პირველი მისამართი შენი არაა?
-ხო ჩემია.
-მერე რატო გამოაგზავნე?
-დაბლა გელოდები გამოპრანჭული ვარ გოგოები უნდა ვნახო, იმედია ლამაზი ჯგუფელები ყავდა, ბექამ ხელები აათამაშა.
-ნუ მასხარაობ ახლა.
-არ მალოდინო სანდრიკო.
-ვერ გამასწრებ იცოდე, სიცილი ვერ შეიკავა ტელეფონში.
.....
-ჯერ რო სივის მიხედვით წავიდეთ მისამარტებზე არა? აი ეს გოგო სურათზე ნორმალური ჩანს. ამასტან წაავიდეთ რა დაეჯღანა ბექა.
-ვინაა?
-ლიკა ქვია,ისაკაძე.
-მისამართებით მივყვეთ ახლა ბექა რა დროს ეგენია. მთელი დრე მოვუნდებით ეგრე.
-ამასთან ჯერ.
-აუ ეგ გათხოვილია.
-ბექა კარგი რა ახლა არა ეგეთები.
-აუ შენ ეჭვიანობ თუ მე ვარ მიხვედრილობაში მინუსებში?
-ნუ ბოდიალობ რაღაცას. ბევრგან იყვნენ, ვერსად ნახეს, ბექა მოწიწებით აკაკუნებდა კარზე თითქოს გაზის თაობაზე იყო და სიცილისგან იგუდებოდა. რაღაც ფურცელი ეჭირა თითქოს მონაცემებს იწერდა, სანდროს სახეზე უფრო ეცინებოდა, ვერაფრით დამშვიდდა ოშხარელი ლამის ტანსაცმლიდან ამოვარდა ნერვიულობისგან.
-დამშვიდდი სანდრო, ისეთი ახე გაქ მგონია ეჭვიანობისგან გასკდები, აფხუკუნდა ბექა.
-აუ გადი რა, რა ვერ გაარკვიე ამხელა პოლიციელმა კაცმა, დაიწყო ალექსანდრემ ბექას შეგულიანება. მობილურით იქნებ დაადგინო სადაა?
-აუ შენ დაიწყე უკვე ეგეთები დამშვიდებული ვიყავი. ბექამ თავზე შემოიდო ხელები.როგორც იქნა დაადგინეს ბევრი კამათის მერე ბარბარე სად იყო.
-ეს რა არის?
-დარბაზია, ცეკვის, სანდრომ იგრძ ო როგორ აეწვა შუბლი, ახლა რო ვაჩესთან ერტად დაენახა ცუდად გახდებოდა, თვითონაც უკვირდა ასე რამ შეცვალა, მაგრამ გრძნობდა რო თითქოს მის სულს ჯავშანი ვირაცამ შემოაცალა.
-ჰეი სანდრიკ რას მიაშტერდი მაგ გოგოს, არ დაგავიწყდეს რო ცოლიანი ხარ, ჩაიქირქილა ბექამ, მაგრამ სანდრო არ გარხეულა, უყურებდა ახლად გამოსულ გოგოს მეგობართან ერთად რო იყო, მხიარულად იცინოდნენ რაღაცაზე, სანდროს სუნთქვაც დაავიწყდა იმდენად იყო გაოცებული.
-აუ ლექსო რა გჭირს ტო? ბექა აცქმუტუნდა.
-ბარბარეა, ძლივს თქვა ალექსანდრემ.
-შენ ხო არ გააფრინე? ახარხარდა ბექა. მარტო მაშჳნ გაჩუმდა და სახე დაუსერიოზულდა ის გოგო რო ნაცნობ მანქანაში ჩაჯდა.
-ახლა გავრეკავ, ეს გოგო ბარბარე იყო? ბეგა გაოცებული იყო.
-ის იყო. თვალებდახუჭულმა სანდრომ ამოილუღლუღა.
-რა ლამააზი ყოფილა, გაოცებისგან ენაჩავარდნილმა ძლივს თქვა, ხუმრობის თავიც აღარ ჰქონდა. უკვე გვიანი იყო ბარბარე რო სახლშჳ მივიდა, ამიტო არავის დაუნახავს, სანდრო ბექასთან იყო შუაღამემდე და ხმას ნორმალურასდ ვერც ერთი იღებდა.
-ლექსო რაღაც ეჭვები მაქვს და თუ ეს მართალია......
-მართალია! გააწყვეტინა სანდრომ, ბექა მას მერე რაც ვენებგადაწჭრილი ბარბარე მიიყვანეს მასთან რაღაცას ეჭვობდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, სანდროს დაკაწრული სახეც რო ნახა მაშინაც ხმა არ ამოუღია.
-რა იცი მე რას ვფიქრობ რო მეუბნები მართალიაო? ასეთი სერიოზული ბექა აღარც ახსოვდა სანდროს.
-წარმოიდგინე ყველაზე ცუდი და ჩათვალე რო მართალია.
-შენ ხო არ გააფრინე, წამოხტა ბექა, რა გაუკეთე? გამაგებინე რა გაუკეტე იმ გოგოს? უკვე უყვიროდა. შენ ეს არ შეგეძლო, გამორიცხულია, ბექა მოწყვეტილი დაეშვა სავარძელზე. აუ სანდრო.
–მთვრალი ვიყავი, უტას წლისთავიდან. ბექა ფეხზე წამოხტა, სხეული უკანკალებდა, აზრებს ვერ ალაგებდა.
–აუ სანდრო, ცრემლები ახრჩობდა ყველაზე დიდ მასხარას. –არ ვიცი რა გითხრა, ამდენი ხანი ამას როგორ არ მეუბნებოდი, ამით როგორ ცხოვრობ ისე რო არავის ეუბნები? მე ხო შენი მეგობარი ვარ? მე ხო შენ გიცნობ და ვაიმე, სანდრო აუ რო წარმომიდგენია როგორ ხარ, ბექას ხმა გაუწყდა, არ უნდოდა ატირებულიყო ამიტო გაჩუმდა. სანდრო ადგა ბექას თავზე აკოცა
-კარგად ბექა. უთხრა და გამოვიდა. სახლში მისვლა ვერ გაეგო უნდოდა თუ არა, არეული დადიოდა, ღამის ხუთზე ძლივს მივიდა სახლში, ისე იყო ამდენი ემოციისგან დაღლილი მანქანა გარაჟშიც ვერ შეაყენა, ეზოშჳ ჩამოჯდა, მერე დიდ ხანს იარა, მანამ იყო გარეთ სანამ ღრუბლებმა გაუფერულება არ იწყეს წყვდიადისგან, დილისთვის შევიდა სახლში, ოთახშჳ ალასლასდა, ვერც წყალმა უშველა, მოთენთილი იყო სხეული, მაგრამ გული მაინც ძლიერად ძგერდა, საოცრად საშინელი კონტრასტი იყო ეს განცდა, როცა სხეული და სული ერთმანეთს არ ეტანხმება ეს ჩვეულებრივი განცდა იყო ოშხარელისთვის, მაგრამ ახლა სხეულის ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდა. მთლიანი სხეული გამოფითული და დაქანცული ჰქონდა, ეგონა რო ფეხზე ჩაეძინებოდა, მაგრამ გული ისე ძლიერად ძგერდა რო ძილსაც კი ვერ ახერხებდა. სამზარეულოშჳ ნანის ყველაფერი აურია, ვითომ რაღაცის კეთება დაიწყო ალექსანდრემ მალევე მიატოვა ათქვეფილი კვერცხი და ამოყვანილი კრემი. მაგიდაზე ჩამოუჯდა ნანის და რაღაცეებს ემაიმუნებოდა, საჭმლის კეთების დროს ხან მწვანილს დაუმალავდა ხან რას.
-სანდრო აქ დავდე ხახვი და ხო არ მოგიკრავს თვალი?
-უი არა თვალი არა, შეწუხდა სანდრო, ხელი მოვკარი გულში გაეცინა.
-შე მაიმუნო შენ დამალავდი, მომეცი ჩქარა, გაეცინა ნანის.
-დეტექტივი ნანი ფორმაშია, გაეცინა სანდროს.
-ავაზაკი სანდროც, ნანი სულ ასე ეძახდა ბავშვობაშჳ ძალიან ცელქ ალექსანდრეს, თითქოს ყველაფერმა ფერები აღიდგინა, თითქოს ისევ ბავშვი იყო, სულ რო უღატუნებდა აღმზრდელს და მერე მთელ სახლჳშ დარბოდნენ.
-დაგეწევი და არ ვიცი რას გიზავ, გაეკიდა ნანი.
-ჩემი სუყველაზე გამხდარი, და სამზარეულოდან გაიქცა, გააბრაზა სანდრომ ბავშვობაშჳ სულ ასე უძახდა პუტკუნა აღმზრდელს. მთელ სახლში გიჯებივიტ დარბოდნენ, ნანი რო ვერ ეწეოდა დივნის ბალიშებს სროდა, ქეთო ხმაურზე გამოვარდა, სიცილი ატეხა, თვითონაც სანდროს სროდა და ეღრიჯებოდა.
-შე პატარა, შენ რაღა გინდა, სანდრო სიცილს ვერ იკავებდა ამ სასაცილო წერტილის დანახვაზე, მოკლე ჯინსის ქვედაბოლო რო ეცვა და პატარა საყვარელი ფეხები რო გაუჩერებლად დახტუნაობდა.
მოულოდნელად სანდრო გაქვავდა, კიბეებზე მზერა მიეყინა და ნანის ნასროლმა ბალიშმა ძლივს გამოაფხიზლა.ჯერ გამხდარი, გრძელი ჩამოქნილი ფეხები დაინახა, საოცრად მსუბუქად რო მოაბიჯებდა კიბეებზე, თავისი მუსიკა რო მოყვებოდა და ამ მუსიკაზე სანდროს რო გული ეკუმშებოდა, მომდგარი ჯინსი უფრო კვეთდა ფეხების სინატიფეს, თვალები შიშჳთ მიიწევდა ზევით, ქანდაკებასავით ჩამოსხმულმა მხრებმა მზერა მიაყინა, ძაძებისგან გათავისუფლებული სხეული თითქოს ანათებდა, ან სანდროსთვის იყო ასე თვალს ვერ აჴშრებდა, რამდნეიმე წამმა საათივით გაიარა მის თვალიერებაში, შავმა სამოსმა გაიყოლა შემზარავი შთაბეჭდილება და ახლა უცქერდა მის მაღალ და გრძელ კისერს სიამაყის საოცარ განცდის უნარს რო აგრძ აბინებდა, განიერი სამოსის სიუხეშეში დაკარგული მშვენიერება ახლა კიბეებზე ისე მოაბიჯებდა რო მის ჯალათს ზედ არ უყურედა, აწეული მკერდი დაფარული იყო ატმისფერი სამოსით, მაგრამ სანდროს თვალმა მოასწორო, იგრძნო მისი მშვენიერების სიმძაფრე და ყველაზე მძიმე მომენტის დადგომა საგანგაშჴ ზარებს რეკდა მის სულში, სახეზე შეხედვა ყველაზე ძნელი იყო, სახის ფერმა და კანის ბავშვურობამ გული აუჩქარა, ტუჩების სისავსე და სინატიფე თავბრუს ახვევდა და მის ღრმა ლურჯ თვალებშჳ დანახულმა სიცარიელემ ოთახის ყველა კუთხიდან გამოუშვა აჯანყებული, გააფთრებული სინდისი სანდროს სულს რო დაგლეჯით ემუქრებოდა თითქოს ვეფხვივით შემართული ეს განცდა კედლებზე ჯაჭვებით მიებათ, მაგრამ ერთი წამიც არ დასჭირდა ისე მოსწყდა ყოველი კუთხიდან გააფთრებული ცხოველი და სანდროს სხეულში შეიჭრა, სახე ზე საშჳნელი ტანჯვა, სულში მოძრაობის მთელი ღრიანცელი დიდ სევდად გამოესახა და აღფრთოვანების გამოხატვის უნარი წაართვა. თოჯინას გავდა, ისეთს რო ეშჳნია აარაფერი ატკინო იმდენად ნაზია და ამავე დროს მიუწვდენელი, ახლა სანდრომ ეს მიუწვდომლობა მთელი არსით გაისიგრძეგანა და თავისდაუნებურად სული შეეკუმშა. ყველა გაოცებული უყურებდა, ბარბარეს ღაწვები აეფაკლა, მორიდებისგან, მხრები აეწურა, თვალებს ვერავის უსწორებდა და დაბლა დახრილი ჰქონდა, მაგრამ იმ მხარეს საიტაც სანდრო იდგა ეგონა რო მზერა წვავდა. მომხიბლველმა კუდიანმა ქეთოს დაუძახა, რო შეატყო რო მისვლას არ აპირებდა, აქამდე სულ კისერზე ეკიდებოდა. ბავშვს შეეტყო რო ვერ იცნო სანამ ხმა არ გაიგონა, მერე სანდროს გაოცებულმა შეხედა და ბარბარესკენ გაიქცა.
-ბაბალე ლა ლამაზი ხარ, ქეთო სახეზე და თმაზე უსვამდა პატარა საყვარელ თითებს.
–ვაიმე ქეთო არც კი მახსოვს ეს ბოლოს როდის მითხრეს, გულწრფელი ემოცია ამოაყოლა ამ ნათქვამს კუდიანმა და სანდროს მზერა უფრო გამძაფრებით იგრძNო. ალექსანდრე ცდილობდა როგორმე თვალი მოეშრებინა, მაგრამ სხეული არაფერს ეკითხებოდა. ნანი გაოცებული უყურებდა ამ ცვლილებას, სანდროს უკვე ნანახი ყავდა თორემ რაღაცას აუცილებლად წამოროშავდა, ახლაც ძივს აკავებდა ენას, მარტო ის იცოდა რო კბილები ერთმანეთს ძლიერად უნდა დაეჭირა. ნანიმ ვერ მოითმინა და ინერციით გადაეხვია ბარბარეს, ამ ქალის გულწრფელობამ ძლივს შეაკავა კუდიანის ცრემლები. ახლა ალექსანდრე ხედავდა რო მხოლოდ მისთვის იყო ბარბარეს თვალები ცივი და მიუწვდომელი, მარტო მას აგრძNობინებდა ამ სიცივეს. ბარბარე მისალმების მერე გარეთ გავიდა და მანქნაშჳ ჯდებოდა.
-ბარბარე სად მიდიხარ?
-სამსახურში, არც შეუხედავს ისე უპასუხა.
-უჩვეულოდ იქცევი.
-გეჩვენება, კარი ცხვირ წინ მიუჯახუნა და სწრაფად წავიდა. ეს უკვე საშინლად არ ესიამოვნა ალექსანდრეს, სწრაფად ჩაჯდა მანქანაშჳ და გაეკიდა, ბარბარემ რო შეამჩნია სიჩქარეს მოუმატა, მაგრამ მიხვდა რო აზრი აქ ჰქონდა. მამამისის კომპანიასთან ერტად მივიდნენ.
-რა გინდა ალექსანდრე?
-სამსახურში მოვედი, რამე პრობლემაა?
-უკვე აღარ მუშაობ აქ.
-ეგ ფორმალურად ისე გაფორმებული ვარ თანამშრომლად.
-რამდენიმე წუთში აღარ იქნები.
-გოგო შენ ასე როდიდან მელაპარაკები?
-მე არ გელაპარაკები, უბრალოდ იძულებული ვარ პასუხი გავცე შენ შეკითხვებს, უფრო სწორად დაკითხვებს. სანდრო გრძ ობდა რო ვერაფერს ეტყოდა, ვერც ვეერაფერს მოთხოვდა.
-გიჩივლებ უსაფუძვლოდ გათავისუფლების გამო სამსახურიდან! თვითონვე გაეცინა ამაზე.
-აბა შენ იცი. ბარბარე შენობაჳშ შევიდა და გაღიმებული სანდრო დატოვა. „მემგონი ზედმეტად გამოცოცხლდა, სიტყვას არ მარჩენს“ გულშჳ ეცინებოდა, მაგრამ რობაქიძჳს დამოუკიდებლობა და სახლიდან უკითხავად სიარული საშინლად ანერვიულებდა.
ყველა გაოგნებული უყურებდა ბარბარეს, ზოგმა ვერ იცნო, ზოგი დაეჭვდა, ვინც იცნო ის გაოცებისგან პირდაღებული უყურებდა, ბარბარემ ყველა მოიკითხა და კაბინეტჳშ შევიდა, მაშჳნვე უჩვეულოდ იგრძნო თავი, ამ კაბინეტმა ისევ ალექსანდრე გაახსენა, პირველი ნახვა, კაბინეტშ გაცოფებული რო შეუვარდა, მაშნ კუდიანი გარეთ არც იყურებოდა თავის სამყაროშ ცხოვრობდა ჩაკეტილი. კაბინეტს თვალი მოავლო და გაახსენდა როგორ გაარემონტა, რა ომი ჰქონდათ დასაწყისში, დახეული წინდების, ბექას ხელისქნევის და კოცნის გამოგზავნაზე სანდროს არატრასდიციული ორიენტაციის პირად შერაცხვაზე , გულიანად გაეცინა. აქ გატარებული წუთები ისე სასიამოვნოდ გაახსენდა რო შეეშინდა, შეეშჳნდა იმის რასთანაც მისი გონება მიდიოდა. მიუხედავად იმისა რო ყველაფერი მის ჯალათთან იყო დაკავშირებული ამ კაბინეტმა უფრო სასიამოვნო შეგრძნებები გაუცოცხლა ვიდრე ცუდი. ახლა უყურებდა კაბინეტს და უყურებდა თავის თავს და ყველაზე აშკარა რაც იყო, იყო ის რომ ორივე შეიცვალა ალექსანდრეს გამოჩენის შემდეგ. მაინც მოახერხა დიდი ბრძოლის ფასად, მაგრამ მაინც ყველაზე თავხედმა ჯალათმა მიეღწია მიზნისთვის, მაშნ როცა ბარბარეს ამ კაბინეტიდან, შავი სამოსიდან გამოყვანა შეუძლებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა თავზეხელაღებულმა ალექსანდრემ შესაძლებელი გახადა.
მთელი გზა ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე რო მიზანს მიაღწია, მაგრამ ოდნავ არ ჰქონდა კმაყოფილების განცდა, ოდნავ არ ჩამშვიდდა სინდისი, გარეგნულად შეცვლილი ბარბარე მხოლოდ ვიზუალი იყო, ვიდეოში ნანახის აჩრდილი, იმ ხალისის ოდნავი ნიშანკვალიც არ ჰქონდა ახლანდელ კუდიანს და სანდრო მიხვდა რო საქმე არც შავ სამოსშ და არც გაურომონტებელ ოთახშ იყო, ბარბარეს სულსაც ისე ჭირდებოდა მკურნალობა როგორც მისას დრო კი დრო საოცარი სისწრაფით მიდიოდა და ამის ამოწურვოს შემდეგ ოშხარელი გრძNობდა რო ან შეძლებდა დაებრუნებინა ის ღიმილი ბარბარესთვის ან სამუდამო აყეფებული სინდისის დაუნდობელ მარწუხებშ უნდა გაეტარებინა უბადრუკად დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ მისი სული ვერც იმაზე სცემდა პასუხს შეძლებდა კი ბარბარესგან პატიების მიღების შემთხვევაშ საკუთარი ტავის პატიებას. ყელშ გაჩხერილი ბურთი და გონებაში შავ ზოლად გაკლაკნილი მეხსიერების მუდმივობა საკუთარი ბედის სიჯალათესა და შუბლის ძარღვის გაუმთელობეში არწმუნებდა ოშხარელს.

***
რამდენიმე დღე ასე გავიდა, ბარბარე ბედნიერი ახევდა კალენდარს განვლილ დღეებს და დარჩენილი 9 თვის გასვლა პატარა ბავშვივით ახარებდა. რუსუდანი რძალთან უფრო თავდაჭერილი გახდა, თითქოს არც დაუნახავს მისი ცვლილება, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ძირითადად გარეთ იყო სახლიდან დაქალებთან ერთად, სანდროსაც არ ეკითხებოდა დაწვრილებით არაფერს. თამუნა გაოგნებული იყო, მაგრამ ბარბარე ყურადღებას არ აქცევდა არ უნდოდა მასთან უთანხმოება მოსვლოდა უფრო მეტად ქეთოს და გიოს გამო.ამ ბავშვებს ისე მიეჩვია რო უკვე ეშინოდა, ამ მიჯაჭულობის, გიორგი ხელახლა უნდა შეეჩვია, ვერაფრით იცნო და მის დანახვაზე შეშინებული იყურებოდა. ქეთოსგან განსხვავებით ჩაკეტილი იყო, მაგრამ თუ მოგეჩვეოდა ტკიპასავით მოკრობა იცოდა. ბარბარემ ძლივს გაახსენა თავი, სერიოზულად ნერვიულობდა პატარა ნაგაზი რო არ ეკარებოდა. სანდრო სულ უფრო მოწყენილი ხდებოდა, თითქოს ის ძალა რაც გააჩნდა, რაც ბარბარეს აიძულებდა დამორჩილებოდა რაღაც გრძნობამ შთანთქა, საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა ასე უუნარო არასოდეს ყოფილაა. ბარბარეს სიუხეშეს ვერ იტანდა ვერც რამეს ეუბნებოდა ამიტო სულ თავს არიდებდა, შვილის ასეთი დათრგუნული ხასიათი რუსუდანს ანერვიულებდა, სანდროს ოდნავადაც ვერ ცნობდა, ისე იყო შეცვლილი საერთოსაც ვერ პოულობდა ადრინდელსა და ახალ სანდროს შორის. ძნელი არ იყო შემჩნევა იმ მიზეზების რაც ოშხარელს აიძულებდა მოღუშული ყოფილიყო. დარჩენილი დრო ელვის სისწრაფით იწურებოდა.
ყოველ ღამე ხედავდა კუდიანი 3 დან 5 საათამდე ზუსტად ერთსადა იმავე დროს როგორ დადიოდა აჩრდილივით მთელ ეზოში ალექსანდრეს მოჩვენებად ქცეული სხეული, ერთ ადგილზე გაჩერება რო არ შეეძლო. არ ჰქონდა მნიშვნელობა ამინდს, ტემპერატურას, დღეს, ყოველთვის, ყოველ ჯერზე ამ დროს გადახედვის დროს ხხედავდა მის სილუეტს. არც ბარბარეს შეეძლო ამ დროს დაძინება, მასაც 3 დან 5 მდე ეღვიძა, ეს იყო ის დრო, როცა იმ ღამეს მათ შრის უზარმაზარი კედელი აღიმართა. მთელი ამ წლების განმავლობაშ სწორედ ამ დროის შუალედშ ალექსანდრეს გამეხებული სინდისი მთელი ძალით ჯიჯგნიდა მის სულს ისე როგორც მან აწამა ბარბარეს სული და სხეული 3 წლის განმავლობაშ არ ყოფილა ღამე, როცა შეძლებდა ამ შეგრძნებას დამალვოდა, ეს იყო დათქმული სტუმარი, რომელიც ოშხარელის სულს ჯალათივით აწამებდა და მხოლოდ 5 ის მერე იწყებდა გადავლასს, მაგრამ ყოველთვის იმ შეგნებით რომ მომდევნო დღეს აუცილებლად დაბრუნდებოდა.
–სანდრო გადაიღე რატო არ ჭამ? ვეღარ მოითმინა ერთ დღეს რუსუდანმა.
–მძიმე საჭმელებია, ვერ შევჭამ არ დამაძნებს.
–ბარბარემ გააკეთა ყველაფერი არ აწყენინო, გულუბრყვილოდ თქვა ნანიმ, სანდრო კი მიხვდა რო ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა ბარბარე.
–იყოს კვერცხს მოვიხარშავ, ადგომა დააპირა, როცა ბარბარეს ხმა მოესმა.
–საყვარელო რას ამბობ ყველაფერი უნდა გასინჯო და თეფშზე გადაღება დაიწყო. სანდრო ხმას არ იღებდა, მტელი თეფშ გაუვსო ბარბარემ და ღმილით აგრძნობინა რო სამაგიერო იყო ყველა იძლებული ლუკმისთვის და ახლა უარს ვერ იტყოდა. სანდრომ ჭამა დაიჭყო. უამრავჯერ ღეჭავდა ერთ ლუკმას, ბარბარე თვალს არ აშორებდა და უღიმოდა. იცოდა ოშხარელმა რო ღამე კუჭი კედლებზე გაიყვანდა, მაგრამ არ შეეძო რამე ეთქვა, ცდილობდა ნელა ეჭამა, მაგრამ ბარბარე უმატებდა. სუფრაზე დაძაბული სიტოაცია იყო, ქეთოს და გიოს წამოძახილი თუ აცოცხლებდა გარშემომყოფთ.
–იყოს ბარბარე მეტს მართლა ვერ შევჭამ, სანდრო უკვე ცუდად ხდებოდა.
–კარგი როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რო ამის მერე შენ კვებას პირადად გავაკონტროლებ.
–ცანდროს კვებას რამდენი ადამიანი აკონტროლებს ბაბალე, ექიმი, შენ, პატარა ქეთომ სიცილით თქვა.
–შენ კი ყველაფერს აკონტროლებ ქეთევან, გაეცინა სანდროს.
–სანდროს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მემგონი ცოლმა არ უნდა შეუწყოს ხელი მის გაუარესებას, ვეღარ მოითმინა თამუნამ. ბარბარემ გაოცებულმა შეხედა.
–ზოგიერთები კი საერთოდ არ უნდა ჩაერიონ ამ საკითხში.
–როგორ მიბედავ ასე უხეშობას?!
–არ გეუხეშები უბრალოდ გაგრძნობინებ რო რაღაც შენ არ გეხება. ბარბარემ სალათა გადმოიღო და ღიმილით უპასუხა, თუმცა აშკარად ძალიან გაბრაზდა და წამოწითლდა, თამუნა ვერაფრით მალავდა სანდროს მიმართ რო გულგრილი არ იყო. თამუნას უნდა ეპასუხა როცა სანდრომ დაიწყო.
–ჯერ ერთი ჩემი ჯანმრთელობისპრობლემა არ არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს აქ განსახილველი და მეორეც თვითონ როგორმე გადავწყვეტ რა ვჭამო, ყველაზე მეტად ამ თემაზე ლაპარაკს ვერ ვიტან და ნუ დაწვრილმანდებით ასე.
–შენი ცოლი..
–ჩემ ცოლს სახელი აქვს თამარ და ძალიან გთხოვ სახელით მიმართო და არ გინდათ ახლა, სანდრომ შესამჩნევად აუწია ხმას და აგრძNობინა რო გაჩუმებულიყო. რუსუდანი ჩაფიქრებული იყო, ხმას არ იღებდა და ვერც მის სახეზე ამოიკითხა რამე სანუგეშ ალექსანდრემ. ბარბარე სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. ალექსანდრეს არაფერს ეკითხებოდა ისე გადიოდა სახლიდან ანასთან ყოფნა ცოტას შველოდა, მაგრამ გული ისე უმძიმდებოდა ასეთი საქციელით რო ეგონა გადაადგილება უჭირდა. იმ დღეს მთელი ღამე გარეთ იყო სანდრო, არ ძნებია, კუჭი ეგონა გაუსკდებოდა, ვერც ბარბარემ დაიძინა, საღამურებით გარეთ გავიდა, სანდრო არ გარხეულა, არც ხმა გაუგონია არც ვინმეს მოახლოება, იმდენაად მძმე იყო ბრძოლა მის სულშ რო გარშემო ვერაფერს აღიქვავდა. ბარბარემ მხარზე ხელი დაადო სანდრო მაშნ გამოერკვა, საშინლად არ ელოდა, ღამის პერანგით გამოსულ ბარბარეს, მთვარის შუქზე ნაკვთები რო იდუმალი შუქით ჰქონდა მოცული, ღიმილი დაკრთოდა მის ბაგეებზე.
–აქ რა გინდა? არაფერი უპასუხა კუდიანმა, უფრო ახლოს მიიწია მასთან, სანდროს უკან წასვლა უნდოდა, მაგრამ აუზის პირას იდგა, ბარბარე კი სულ უფრო უახლოვდებოდა.
–ბარბარე! სანდრო გრძნობდა როგორ გამალებით მოძრაობდა სისხლი კაპილარებში კიდევ უფრო დიდი ემოცია ალბათ გახეთქავდა, გრძელი თითები მის კისერს ააყოლა თავი უფრო ახლოს მიჰქონდა კუდიანს. თუ ნებისყოფის ნატამალი გააჩნდა ოშხარელს იმ მომენტშ დაიმსხვრა, ხელი წელზე შემოხვია, მეორე თმაშ შეუცურა და მის მთვარის შუქზე მოლიცლიცე ბაგეებს ხარბად დაეწაფა, ამ დროს თითქოს წამი გაჩერდა, თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა, სუნთქვაც შეწყდა, ოდნავ წინააღმდეგობას არ ღებულობდა კუდიანისგან, პირიქით პირველად გრძნობდა მისგან ქალურ სიკეკლუცეს, მაცდუნებელ ძალას, სისხლი, ემოცია, ფიქრი, განცდა ყველაფერი ერთად მოაწვა გონება ვერ აანალიზებდა ასე სწრაფად არსებულ მდგომარეობას ერთადერთი რაც შეიძლებოდა ამ მდგომარეობის დროს ეთქვა ეს იყო, ყურში ჩუმად ნათქვამი „მიყვარხარ“. კუდიანის სიცილმა გამოაფხიზლა, უკვე საკმაოდ შორს იდგა ბარბარე და სანდროს უღიმოდა, ამ ღიმილმა ყველაფერი ჩაწვა ოშხარელს როცა მისი აზრი გაანალიზა.
–შენ სიყვარულიც შეგიძლია? ალბათ კი, ოღონდ შენებური, ჯალათობრივი, ცხოველური. სანდროს თავბრუ ეხვეოდა ბარბარეს საქციელის გაანალიზებაზე.
–არ გინდა სახლში შედი.
–რატო არა? გგონია ის რაც გამიკეთე ასე უბრალოდ უნდა გადავყლაპო, საკუთარი თავის წამებით? არაადამიანური ტანჯვით? შეურაცხყოფით? იმით რო საკუთარ ტავს ვერ ვცნობ. გგონია ამის პატიება ასე ადვილად შემიძლია, გგონია რომ 3 წელი საკმარისი იქნებოდა, ერთი სული მავს დრო როდის ამოიწურება რო აქედან წავიდე, მაგრამ ისე ვერ მოვისვენებ თუ შენ არ დაიტანჯები, თუ მართლა გიყვარვარ სატანჯავად ისიც გეყოფა რო ჩემთვის ყოველთის ცხოველი იქნები, ყველთვის შენ დანახვაზე ის მთვრალი მახსენტება უტიფრად რო თამაშბდა ჩემი სხეულით, შენი შეხების დროს მახსენდება როგორ მეხებოდა შენი ამაზრზენი თითები იმ ღამეს. გეტყვი რო ასეთ დროს სიყვარული გამორიცხულია. ოდესმე შეიძლება გაპატიო, შენ გამო კი არა ჩემი სულის გამო, მაგრამ არც იფიქრო რო ოდესმე შენ მიმართ ამ შეგრძნებებს დავძლევ, ძალიანაც რო მინდოდეს ის ღამე ჩემშ ყველა ღამეზე ძლიერია. გაოგნებული ოშხარელი უყურებდა მის კუდიანს და მისი ყოველი სიტყვა ლურსმანი იყო მის სულზე მიჭედებული.
–მე შენგან ყველაფერის ღირსი ვარ, მაგრამ არ გინდა შენ თავს ნუ გაუკეთებ ამას, საკმარისად გიცნობ იმისთვის რო წარმოვიდგინო ამ სიტყვების შემდეგ რა დღეშ იქნება შენი სული, ამიტომ არ ვიცი ოდნავ თუ დაგამშვიდებს ასეთ დროს ჩემი სიტყვები, მე მართლა ყველაფრის ღირსი ვარ შენგან და ყველა ქცევის შემდეგ შენ ყოველთის მართალი იქნები ჩემთან. რაც შეეძლება ჩემს „მიყვარხარს“ ეს მე მეკუთვნის ჩემი განცდაა და არც იფიქრო რო რადგან ეს გითხარი, რადგან ამას შენ მიმართ მართლა ვგრძნობ ამით რამენაირად ვმცირდები. პირიქით როგორიც არ უნდა იყოს სიყვარული მისთვის მადლობა გვაქვს სათქმელი, რადგან ამ დროს გრძნობ რო ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობ და თუ ჩემმა სულმა შეძლო შენი შეყვარება ასეთ დროსაც, მაშნ მე შენთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ბარბარემ იგრძნო როგორ გატეხა ალექსანდრე, იმ კაცის აჩრდილიც აღარ იყო ვინც თავდაუზოგავად უტიფრად აიძულებდა ყოფილიყო მისი ცოლი, აიძლებდა ეცხოვრა მასთან ერთად.
–გამიხარდება თუ დაიტანჯები იმის ნახევრად მაინც რაც მე.
–ბარბარე შედი გაცივდები. ისეთი მკაცრი ხამ ჰქონდა ოშხარელს რო ბარბარეს სუნთქვა შეეყინა.
„შურისძიება პირველ რიგშ მსხვერპლშეწირვაა და ეს მსხვერპლი, საკუთარი თავია“ სულ იმას გაურბოდა ვინმეს უბედურების მიზეზი არ ყოფილიყო, ერჩივნა თვითონ ყოფილიყო ცუდად ვიდრე სხვა მის გამო, ბავშვობიდან ჩამოყალიბებული, უფრო კი თანდაყოლილი თვისების ღალატი მტელი სიმძაფრით ანგრევდა მის სიფრიფანა სხეულს, ამდენი ტანჯვისგან, სიგამხდრისგან დაუძლურებული იყო, მისი ტარება უჭირდა დამძიმებულ სულს ძლივს ათრევდა. კიბეებზე ასვლისას დაფიქრდა მის სიტყვაზე, „მიყვარხარ“ პირველად უთხრა ალექსანდრემ, ამ სიტყვამ თავიდან ბოლომდე დაუარა და ძლივს მიაღწია საწოლამდე.
დილით შემოვიდა სახლში, თვალები დასიებული ჰქონდა, ბარბარე საშნლად დარცხვენილი იყო, მეორე დღეს დაბლა ადრე ცავიდა, სანდრომ ისე ჩაურა თითქოს არც დაუნახავს, წყალი გადაივლო და პირდაპირ სამსახურშ წასვლას აპირებდა ქეთო რო გაეტირა.
–ქეთო რა გჭირს? ხმა აუკანკალდა ალექსანდრეს.
–ალ მინდა ცკოლაში ცანდრო შენთან წამოვალ, გეფიცები ქმას არ ამოვიღებ, მალტო დავქატავ ან ლამეს დავწერ შენ მაგიდაზე. ქეთო ტირილს იწყებდა.
–კარგი მაგრამ რატო არ გინდა სკოლა?
–ალ მინდა გექვეწები ცენთან წამოვალ.
–არსადაც არ წახვალ. ჩქარა ხელები დაიბანე და სკოლაშ წაგიყვან, დაიყვირა თამუნამ.
–ხმას დაუწიე ბავშვთან! სანდრო ვერაფრით ეგუებოდა ამ ტონს.
–შენ ვინ გკითხავს ალექსანდრე, ჩემი შვილია და მინდა ხმამაღლა დაველაარაკები მინდა არა, მგონი უაზროდ ერევი იქ სადაც არ გეკითხებიან. სანდრომ იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი საფეთქლებში. ქეთო სანდროს ეკვროდა, ამიტო ხმას ვერ აუწია.
–ქეთო მიდი ნანისთან ჩაი დალიე და მე წაგიყვან დღეს სადაც შენ გინდა. ბაშვი რო ოთახიდან გავიდა დაიწყო.
–შენ მე თვალშ ხო არ გეპატარავები ხმას რო უწევ? შენ მე ვინმეშ ხო არ გეშლები როგორც გინდა ისე რო დამელაპარაკები? მაგიდას მტელი ძალით დაარტყა ხელი ის ერო თამუნა შეხტა.–რა გამიხურე ჩემი შვილიას ძახილით ისედაც ვიცი, მაგრამ არ გაბედო მისთვის ხმის აწევა დაუმსახურებლად, მხოლოდ იმიტო რო ნერვები არ გყოფნის რომ რაღაც აუხსნა, ქეეთევანი არ არის ისეთი რო რამე ვერ შეაგნებინო თუ გარკვევით აუხსნი. რატო არ უნდა სკოლაში?
–იმიტო რო გუშნ მაგის გამო დამიბარეს, ძალიან უცელქია, გაკვეთილი არ მოუსმენია და მასწავლებელს უამრავი შენიშვნა მიუცია. სანდრო სიცილით ლამის ჩაბჟირდა, ბარბარესაც გაეცინა.
–რა? იცელქა? არ გადამრიო ახლა, რო არ ეცელქა ეგ უფრო გამაკვირვებდა, იცელქებს აბა რას იზავს მაგის ასაკშ მასწავლებლებს ერთ სიტყვას არ ვუგონებდი, ნუ არც მერე, სანდროს გაეცინა,– მაგრამ ამ ასაკზე ვამბობ ახლა, მაგის გამო არ ეჩხუბო. ბარბარე ქეთოსთან შევიდა, მაცივრის უკან იყო ამოფარებული და სასიკვდილო განაჩენივით ელოდებოდა პასუხს. ბარბარეს გაეცინა ისე სასაცილოდ იყო დაზაფრული პატარა.
–მოდი ჩაი დალიე ქეთო, რასთან გირჩევნია? ნანი სამზარეულოშ არ იყო და ამიტო ბავშს არ ჰქონდა პირი გამოტენილი რაღაცებით სულ რაღაცაას აჭმევდა.
–თაფლი და კალაქი, გამოიტუზა ქეთო მაგიდასთან.
–ბაბალე შენთან ერთად ლო წამოვიდე? სკამზე ჩამოსკუპდა ქეთო და გამოსავალს ეძებდა სკოლაშ არ წასვლის.
–როგორც გინდა პატარა, ბარბარეს გაეცინა ასე რო ნერვიულობდა ქეთო.
–მასწავლებელი ლო გავაბლაზე ძალიან ცუდი ვალ? იმ დლოს ტამაშ მინდოდა და ლა მექნა.
–მთავარია ძალიან არ გააბრაზო ცოტა არა უშავს.
–მალთლა ლა ლამაზი ხალ ბაბალე, ადლე აცეთი ლატო არ იკავი? ქეთო კუდიანს მოეხვია.
სანდრო ამ დროს შემოვიდა, ბარბარე ისეთი თბილი იყო ბავშვის მიმართ, მაშნვე დაბადებისდღის სურვილი გაახსენდა „მინდა რო ბევრი შვილი მყავდეს“ ხმმამ სიმტკიცე დაკარგა და ამიტო ქეთოს ხელით ანიშნა რო გარეთ დაელოდებოდა. ქეთო სიხარფულით გაიქცა ალექსანდრესკენ და მანქანაში ჩახტა. ალექსანდრეს ჯაბას მდგომარეობა აწუხებდა დიდი ხანი იყო არ გამოჩენილა, არც ტელეფონს პასუხობდა, გუგლმაც არაფერი იცოდა.
–ბარბარე როგორ ხარ?
–კარგად ანანო შენ? ხმა დასევდიანებული ჰქონდა ბარბარეს.
–მეც კარგად, დღეს ერეკლე ჩამოდის გერმანიიდან უნდა დავხვდე აუცილებლად,მამაშენტან ერთად მოდის და არ გინდა ერთად წავიდეთ აეროპორტში?
–კი ანი, მამას უნდა დავხვედროდი ისედაც, უხალისოდ უთხრა ბარბარემ და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
…….
-ქორწილი როდის გაქვთ ანი?
–ერთ თვეში, რაღაც საქმეებს მოაგვარებს ერეკლე გერმანიაში და საბოლოოდ წამოვალთ აქეთკენ.
–მიხარია ანი ასეთი ბედნიერი რო ხარ, ბარბარემ ღიმილით გადახედა.
–ძალიან ერეკლე გამორჩეულია მართალია, ზოგჯერ უცნაურად ფიცხია, მაგრამ საბოლოოდ საოცრებაა.
–სიფიცხეს ნუ მაქსენებ ალექსანდრე მაგის ეტალონია, გაეცინა ბარბარეს და გაახსენდა როგორ გამოვიდა წყობიდან შეხვედრის პირველივე დრეს.
–შენი ქმარი სხვა რამის ეტალონი უფროა, გამოსცრა ანის. ბარბარე შეიშმუშნა, არ ესიამოვნა ალექსანდრეს ასე მოხსენიება, თითქოს მხოლოდ მას შეეეძო მასზე გაბრაზება სხვა ყველა ვინც ოდნავ ცუდს ამბობდა აღიზიანებდა. ანის არაფერი უპასუხა, მაგრამ ხასიათის შეცვლა აშკარად დაეტყო, ანიმ შენიშნა თუმცა გაოცება აღარ შეიმჩნია.
აეროპორტში ბექას, თორნიკეს და ჯაბას მოკრა თვალი, ბექა მაშინვე მათკენ წამოვიდა სიცილით თან ჯაბას რაღაცას ეუბნებოდა.
–გამარჯობა ბარბარე როგორ ხარ?
–კარგად ბიჭებო თქვენ?
–ჩვენც ვართ ასე სანდროსგან დავიწყებულები, დაიწუწუნა ბექამ, იმედია დღეს მაინც მოვა აქ ძმაკაცი ცამოდის ჩვენი., თქვენ ერეკლეს საცოლე ხო არ ხართ, ბექამ თვალი მოჭუტა რო სახე აღედგინა და ისე სასაცილოდ გამოუვიდა რო გაეცინათ.
–კი, თქვენ საიდან იცით, ანი დაიბნა.
–ბექა მართლა გუგლი ხარ, თორნიკე აფხუკუნდა.
–გუგლი კი არა, უბრალოდ თანამედროვე საშუალებებს მაქსიმალურად ვიყენებ, შენ და ოშხარელი არ აღიარებთ სოციალურ ქსელებს, მე კი სურათი იქ ვნახე.
–სად შეგვიძლია ჩვენ,
–ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ალბად ერეკლეს ელოდებით, ჩვენც დასახვედრად ვართ მოსულები.
–მეგონა სურპრიზის მოწყობას აპირებდა მეგობრებისთუის და არავინ იცოდა.
–ალბათ აპირებდა, მაგრამ ბექა გუგლია საიდან გაიგო არ ვიცი დრეს წამოგვყარა ფეხზე, სასწრაფოდ უნდა დავხვდეთო, იცინოდა თორნიკე, –ადამიანს სურპრიზის გაკეტებას არ აცდი, ფეხი ვერ დაუდგავს საქართველოშ შენი შიშთ.
–ნუ იცი ხოლმე მწარედ თქმა, შაქარი დაიყარე ან თაფლიანი წყალი დალიე ხოლმე დილით, იქნებ როგორმე გაგანეიტრალოს, ბექა თორნიკეს ნერვებს უშლიდა ამ დროს ტელეფონმა დაურეკა.
–ხო ლექსო სად ხარ აქამდე ჩამოვიდა თითქმის, ასე თუ იზავ ალბათ მის გაცილებას მოუსწრებ.–რა ექიმთან? ექიმთან რა გინდა, ბექამ ტონი რაც შეიძება შეშფოტებული გახადა შეამჩნია ბარბარეს ფერები რო გადაუვიდა.
–ოპერაცია? რა ოპერაცია რას ამბობ ასე სერიოზულია?
–ბექა ხო არ გააფრინე ვინ თქვა ოპერაცია? გაოცებული იყო ალექსანდრე.
–აუ რას მეუბნები, ლექსო კარგი რა, როდის იკეთებ?
–სიცხე დილით გაიზომე? თუ ჩაგწერო ექიმთან.
–კარგი არ ინერვიულო შენებს უკვე უთხარი?
–აუ ბექა რო მოვალ იცოდე შუაზე გადაგხსნი, ნუ მასხარაობ.
–კარგი მიდი გელოდებით მალე თორემ დაბრუნდა უკვე ერეკლე უკან. ბექა ცდილობდა როგორმე არ გაცინებოდა, ბარბარეს შეატყო როგორ ანერვილდა, მაგრამ არაფერი უკითხავს.
–რა ჭირს ტო, ძლივს ამოიღო ხმა ჩაფიქრებულმა ჯაბამ, მთელი დრე ხმა არ ამოუღია. ბექამ ისეთი თვალებით შეხედა რო ვეღარ გაბედა კითხვის გაგრძელება, თუმცა რა მიზეზით ვერ მიხვდა.
–მე როგორც გავიგე შეიძება ოპერაცია დაჭირდეს, მალე მოვა. სწრაფად თქვა ბექამ რო ამააზე აღარ ელაპარაკათ.ერეკლე და ილია ერთად ჩამოვიდნენ, ილია ბარბარეს დანახვაზე ლამის გადაირია, ისევ ისეთი იყო, პირველად ნახა გახდილ ძაძებში, ცრემლებს ვერ იკავებდა, ბარბარე უხმოდ მოეხვია და დიდ ხანს იყო მასზე ჩახუტებული, ცრემლებს მამის მხრენში მალავდა, არეულ შეგრძნებებს ვერაფერს შველოდა. ერეკლემ ანის ნახვის მერე დაინახა ბიჭები სულ გადაირია, ისეტი ყვირილი ატეხეს, ყველა ერთად ლაპარაკობდა.
–აქ რა ჯანდაბა გინდათ ტო? თან ემოციისგან ჰაერი არ ყოფნიდა.
–შენ გელოდებით, გადაეხვია ბექა.
–სანდრინიო სადაა? იკითხა ერეკლემ ბიჭები რო შეათვალიერა.
–მოვა მალე მემგონი, რაღაც საქმე ჰქონდა, თორნიკემ ხელი გადახვია ძმაკაცს, ერეკლე ვერც ერთს ელეოდა ხან რომელს წამოარტყავდა თავზე ხან რომელს, ტან ანიზე იყო ჩაბღაუჭებული, ყველას ერთად ელაპარაკებოდა. სანდრო სწრაფად შემოვიდა აერროპორტში, თან ქეთო ეჭირა ხელში, ერეკლემ რო დაინახა ყვირილი დაიწყო.
–ჰეი სანდრინიო აქ ვართ.
–ვაა ერეკლე როგორ ხარ ტო? ალექსანდრე ისეთი გახარებული იყო ძმაკაცის ნახვით სიცილს ვერ იკავებდა. როგორ მომენატრე შე არაადამიანო, მოღალატე, რო დაეკარგე სამშობლოს.
–ხო და აქედან ყველანი მივდივართ ლექსოსთან რესტორანში, დაიწყო ბექამ. სანდრომ ახლაღა შეამჩნია ბარბარე და ილია, ილია ისე თბილად გადაეხვია სანდროს სინდიდი უფრო გაუხელდა მის ასეთ საქციელზე, ის ტავისებურად მადლობას ეუბნებოდა ბარბარეს მდგომარეობის გამო, მაგრამ ეს მადლობა გავარვარებულ შანთს გავდა.
–სანდრინიო ეს არის ჩემი ანი, ერთ თვეში ვქორწინდებით, ბექას მოუსწრია უკვე გაცნობა დაიწყო ერეკლემ. ანი ეს ალექსანდრეა ბარბარეს მეუღლე, ამის მერე ანის არაფერი გაუგონია სახე ისე შეეცვალა რო სანდრომ ყველაფერი წაიკითხა, არ ეგონა ასე თუ ეტკინებოდა, ზიზღი დასთამაშებდა ამღვრეულ გაცოფებულ თვალებში ანის.
–არ მეგონა ასეთი მეგობრები თუ გყავდა, ანის ეს სიუხეშე ერეკლეს საშინლად მოხვდა გულზე და გაოცებულმა შეხედა. სანდროს თვალები ერთიანად ჩაქრა, ჩაიფერფლა. ერეკლეს სხეული დაეძაბა, ეკლებმა დააყარა, ბრაზი ყელშ გაეჩხირა და თვალები რისხვით აენთო.
***
–ანი რა ხდება? იკითხა ერეკლემ ნერვიულად.
–არაფერი, საერთოდ არაფერი, უბრალოდ არ მეგონა ალექსანდრე თუ ასეთი ახლო მეგობარი იქნებოდა შენი, ბარბარეს ქეთო ძლივს ეჭირა ხელში, ისე შეეცოდა ალექსანდრე ტირილი ლამის დაიწყო.
–და რა არის აქ მოულოდნელი? ერეკლეს ტონის სიმძაფრე იგრძნო ანიმ, მაგრამ თვალებიდან არ გამოდიოდა ბარბარე იმ ღამეს სისხლში რო ცურავდა, მისი უმეტყველო თვალები, ნაჯიჯგნი სხეული და არაფერზე ფიქრობდა არც ერეკლეზე არც მის მეგობრებზე, მხოლოდ ამ ცხოველის განადგურება უნდოდა.
–ხო წავიდეთ დღეს ლექსოს რესტორანში, სიტყვა ჩააკკვეხა ბექამ რო როგორმე სიტუაცია განეტვირთა, იქნებ მოახერხო ალექსანდრე დარეკო და მაგიდა დაჯავშნო. ალექსანდრე გაქვავებული იდგა, ბექას ძლიერმა ხელმა მხარზე გამოაცოცხლა.
–კი ახლავე, ჩახლეჩილი ხმით უპასუხა.
–მე არ მინდა წამოსვლა და შენი არ ვიცი ერეკლე, მით უმეტეს შენი მეგობრის რესტორანში. ბიჭები აიწურნენ, ხმას ვერც ერთი იღებდა.
–როგორც გინდათ, მოიფიქრეთ და მითხარით.მაგრამ მე უნდა წავიდე ახლა მეჩქარება, სანდრომ ქეთო ხელშ აიყვანა.
–მოიცადე ალექსანდრე მეც მოვდივარ, ჯაბამ ხელი გადახვია მეგობარს უკან აღარც მიუხედავს, არც ის დაუნახავთ როგორ შეუმჩნევლად გაყვნენ ბექა და თორნიკე, სიტყვის უთქმელად, დაფიქრების გარეშე წავიდნენ მათკენ. ერეკლეს მთელი სხეული დაეძაბა, ძივს მოახერხა დაძახება.
–სანდრო, ერთი წამი რა. ალექსანდრე ძლივს შემოტრიალდა.
–აუ ბიჭერბო გთხოვთ რა, ერეკლეს ეტყობოდა რა მძიმედ განიცადა მათი წასვლა.
–თქვენ დაბრუნდით რა, ძლივს თქვა სანდრომ, მე მართლა საქმე მაქ, ქეთო სახლშ უნდა მივიყვანო.
–მაშნ მეც თქვენტან ერთად წამოვალ, არც შეუხედავს ანისთვის ისე უთხრა, სანდროს ძალიან შერცხვა არ უნდოდა მის გამო ყველა წმაოსულიყო. ბექას ისეთი შეკრული წარბები ჰქონდა ანის თვალებით აგრძნობინებდა როგორ იყო გაბრაზებული. ჯაბა ზედ არ უყურებდა არავის, თორნიკე ცდილობდა არაფერი ეთქვა თორემ ვინმე შემოელანძღებოდა.
–ჯაბა გთხოვ დარჩით რა ერეკლესთან ტეხავს, გეხვეწები, ჩუმად ჩაჩურჩულა ალექსანდრემ. ჯაბასთვის სიტყვა „გთვოვს“ მერე არაფერი აღარ არსებობდა, შეეძლო ყველაზე დიდი სისიულელე გაეკეთებინა ამის მერე, ყველაფერს აკეთებდა რო თხოვნა შეესრულებინა ძმაკაცების, ამიტო ერეკლესკენ წავიდა, ბექას და თორნიკეს თვალით ანიშნა უკან დაბრუნებუკლიყვნენ.
–ბაბალე შენ ალ მოდიქალ? სანდრომ და ქეთომ ერთად გახედეს კუდიანს.
–კი ქეთო მოვდივარ. ანი გაშრა, თვალები რისხვით აევსო,
–ბარბარე შენთან საქმე რო მქონდა?
–ხვალე ანი, ძლივს უპასუხა ისე რო ხმა არ აკანკალებოდა კუდიანს. ილიას მოეხვია და უკან გაყვნენ სანდროს და ქეთოს.
–ბარბარე შენ თუ გინდა დარჩი, რო გავიდნენ მაშინ უთხრა სანდრომ.
–არა იყოს.
–ანისთან სირცხვილია, ერეკლე ძალიან გაბრაზდება, ჯობია მასტან დარჩე, მარტო არ დატოვო. ბარბარე მიხვდა რო მართალი იყო ალექსანდრე, ამიტო უხმოდ მიბრუნდა მათთან მამას დაემშვიდობა, ქეთოს გაუღიმა და სანდროს თვალი ვერ გაუსწორა. ერეკლე გაცოფებული იყო ანის ზედ არ უყურებდა,, ანის ცრემლები მოდიოდა.
–ერეკლე ჩემი ბრალია, მე ვიყავი სანდროზე რაღაც სისულელეზე გაბრაზებული ვეღარ მოვითმინე და ანის ვუთხარი და ამიტო თავი ვეღარ შეიკავა, ცადა ბარბარემ ერეკლეს დამშვიდება.
–რაც არ უნდა იყოს შენ არ გაქ უფლება ჩემ ძმაკაცს ეუხეშო გესმის? დაიმახსოვბრე რო ეს ჩემი ცხოვრებაა და ამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი მათ უჭირავთ,
–კარგი ერთი ნუ გაგვაწითლე, თავზე ხელი წამოარტყა ბექამ, ნუ იცი ეს დაძაბვა ტო, მოეშვი რა დღეს საღამოს ვაჯაზებთ ხო იცი, ბექა ყველანაირად ცდილობდა მხიარულად გამოსვლოდა, მაგრამმ მაინც უჩვეულო ტკივილი ამოჰქონდა მის სიტყვებს.
სახლშ ძლივს მიატანა, მაშინვე ოთახში ავიდა, ფანჯარაზე ჩამოჯდა, რამდენიმე საათი ასე იყო, მერე რუსუდანი შმეოვიდა მის ოთახში.
–რაო სანდრო, რამ გაგაწვალა ესე? გაეღიმა რუსუდანს. შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.
–არაფერი რუსო.სანდრომ გაუღიმა.
–მარი და მისი ქმარი ახლა საქორწილო მოგზაურობაში არიან, მემგონი რო მართლა ძალიან კარგი ბიჭია, მარი ბედნიერი იქნება.
–ხო იმედია, სანდრომ ხმადაბლა თქვა ისე რო სახის გამომეტყველებაზე არაფერი შეცვლია, არც მარის ხსენებას გამოუწვევია მისთვის რაიმე უჩვეულო განცდა, ეს რუსუდანმა შეატყო სპეციალურადაც უხსენა, გაეღიმა, მიხვდა რო ყველაფერის მიზეზი კუდიანი იყო.
–ალექსანდრე არ მეგონა ასე თუ შეეძო ვინმეს შენი მოდრეკა, მე პირადად ვერაფრით მოვახერხე, ამის გამო გულში ბაბუაშენს ვლანძღავდი ასეთი რო გაგზარდა.
–გააჩნია მოდრეკას რას ეძახი.
–იმას რო შეუძლია რაღაც გაიძლოს, შენ კი ხმას ვერ გასცემ, მასთან სიმტკიცეს კარგავ.
–მეშინია, მისი სული უფრო არ დავამძიმო, არაფერი გააკეთოს ისეთი რასაც მერე ინანებს და ცუდად იქნება.
–ნუ მაცინებ ალექსანდრე, შენ გგონია რო ბარბარეს ეგ შეუძლია? ყოველი ადამიანი ჭურჭელს გავს სადაც წყალი ასხია, ეს წყალი ხასიათია, სული, შინაგანი სამყარო, ცხოვრებისეული სირთულოები ამ ჭურჭელს ამოძრავებს, შიგ არსებული წყალი ბობოქრობს, ჯებირების გადალახვას ლამობს, მაგრამ ყოველი ადამიანი ამ ჩარჩოს ვერ გადავა, წყალი იმოძრავებს და შემდეგ ისევ დადგება. ასეა ბარბარეს თავის დრეში ვერ გააკეთებს იმას რაც მის სულს არ შეუძლია. ამიტო მისი შურისძიება ძალიან ბუნებრივი და უუნარო იქნება. უნდა დაელოდო, უნდა მოითმინო, უნდა გამოაშვებინო ის რაც გულს უღრნის, უნდა ისწავლო დათმობა, თავშეკავება, მოთმინება და მორჩილება.
–ეს შინაგანად მანადგურებს.
–ალექსანდრე ეს ცხოვრებაა, ცხოვრება რომელიც ზოგჯერ განადგურებს და ზოგჯერ თავზე ხელს გისმევს, ყოველი ქცევისთვის პასუხს ვაგებთ, თუ არ ვაგეთ ეს არასრულფასოვნება შეგვჭამს, შენ უნდა აიტანო, უნდა დაიტანჯო, უნდა დაეხმარო შენზე გადატეხოს ჯოხი, უხმოდ უნდა შეგეძლოს ამის მოთმენა რადგან იმსახურებ. მისგან ყველაფერს იმსახურებ. მის ადგილზე სანდრო არ ვიცი რას ვიზავდი, წარმოდგენაც არ მინდა, ის კი ასე ვერ იქცევა, იმდენად ფაქიზია შურისძიებაც არ იცის, მალე იგრძნობს რო მისი შესაძლებლობები ამ მძიმე ტვიტს ვერ გაწვდება, ამიტო შენ მხოლოდ მოთმინება გმართებს.
–რამე რო ისეთი გააკეთოს რასაც საკუთარ თავს ვერ აპატიებს დედა ვიცი რო საბოლოოდ განადგურდება, არ მინდა თვალში მოვეჩხირო, მაგრამ ისეც ვერ ვაკეთებ, ახლა სულ მასთან მინდა ვიყო, პატარა ბიჭივით კუდში ვდიო, მეგონა ამ ასაკიდან გამოვედი. მისგან ყველაფერი მწყინს, ადრე რაც უნდოდა ის ეთქვა, ახლა ყველაფერი ეკალივით მხვდება, ერთ ზედმეტ სიტყვასაც ვერ ვიტან.
–ვაიმე სანდრო, რუსუდანი შვილს მოეხვია, – რა სასაცილოდ ლაპარაკობ რო იცოდე, როგორ განვიცდი შენ ამბავს.
–ვიცი დედა დაგტანჯე, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ჩემშია, როგორც შენ ამბობ ადამიანის სული იმ ჭურჭელს ვერ გადავა, იმას ვერ გააკეტებს რაც მის სულს არ შეუძია, ეს იმას ნიშნავს რო მე შემეძლო, ჩემშ იყო ესეთი რამე.
–ალექსანდრე შენ მთვრალი იყავი, ხმას აუწია რუსუდანმა.
–მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რაც შენში არ არის იმას არც მთვრალი გააკეთებ და არც ფხიზელი დედა, ეგ საერთოდ არ მამართლებს, ესე იგი იყო, ესე იგი იდო ჩემში. ეს შემეძლო და გავაკეთე.
–ალექსანდრე არ მისცე უფლება ამ ცოდვას შინაგანად მოგინგრიოს აზროვნება. ძალა გამოგაცალოს, პირიქით უნდა იბრძოლო.
–როგორ დედა რას ვებრძოლო? ჩემ გონებას? მის გონებას, ამ მეხსიერებას? ყოველ შაბათს ეკლესიაში მისვლისას მამაოს ნახვა მისი გულგრილობა მაგიჟებს, თითქოს ვერ მამაჩნებს, ცარიელ ადგილსა და საკუთარ თავს შორის განსხვავებას ვერ ვხდედავ.
–ასეა საჭირო ალექსანდრე, ასე, ამ ცხოვრებაში იოლად არაფერია, თუ არ დაიტანჯე სულს ვერ გადაარჩენ.
–რა მოხდებოდა უტას ადგილას მე ვყოფილიყავი, სულ ამაზე ვფიქრობ, სულ ამაზე მწყდება გული, მაშინ დაჭრის მერე მეც მასთან ერთად მოვკვდი.
–მაგას როგორ მეუბნები, ხმა გაუწყდა რუსუდანს, ახლაღა გაანალიზა სანდრომ რომ ამ სიტყვების დროს მარტრო არ იყო.
–მაპატიე დე, თმაზე ხელი მოუსვა და მიიხუტა დედამისი, ახლაც მისი შემზარავი კივილი ესმოდა, როცა უტა მკვდარი დაინახა, ახლაც ისე უნდოდა მიწა გასკდომოდა როგორც მაშინ.
-მარტო ის მინდა სანდრო რო კარგად იყო. ყველა თავსდატეხილ პრობლემას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვავდე და ცხოვრება გიხაროდეს ტავისი სირთულეებით და სიხარულით.
–ხო დედა ეგრე იქნება, შენ არ გინდა ამაზე ფიქრი მე კარგად ვიქნები.
ბარბარე ვერაფრით ჩერდებოდა ერთ ადგილზე, ანი ატყობდა როგორ ნერვიულობდა, ტირილამდე იყო მისული.
–ბარბარე რა გჭირს?
–ანი ასე რატო მოიქეცი უხეშად?
–ბარბარე ნუ გადამრიე, რა სიუხეშეზე მეუბნები, ისე ვარ მასზე გაბრაზებული ცოცხლად მინდოდა გამეგლიჯა, შენ თუ დაგავიწყდა შენი თავი იმ მდგომარეობაში მე მახსოვს, ყოველდრე თვალწინ მიდგას შენი გაუბედურებული თვალები, ყველაფერი იმ კაცის ბრალია, იმისი არაადამიანური ბუნების.
–როგორ შემიძლია ეგ დამავიწყდეს, მაგრამ ანი ისინი მისი მეგობრები არიან, ვერ წარმოიდგენ როგორი ურთიერთობა აქვთ, ახლა ასეთი დამცირება მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, დღეს რო მათთან ერთად არ არის მე ხო ვიცი როგორ ტკივა,
–ბარბარე შენ ნორმალური ხარ? მის შინაგან ტკივილზე როდიდან ფიქრობ? ან როგორ არის ერეკლე მისი მეგობარი მიკვირს, მასეთთან ურთიერთობა როგორ აქვს.
–ანი რას ამბობ სანდრო სხვანაირია, თავის მეგობრებზე გიჟდება, ახლა ძალიან ცუდად იქნება..
–გოგო გადამრევ ლამისაა ერეკლეს უარი ვუთხრა ცოლობაზე როგორ შეუძლია მასტან ურთიერთობა შენ კიდე.
–უნდა წავიდე ანი, ძალიან გთხოვ დღეს სანდროს არაფერი აგრძნობინო, გეხვეწები, ჩემი გულისთვის. ბარბარეს ცრემლები აღრჩობდა ანი გაოგნებული იყო მისი რეაქციით.
სახლშ მისვლა საშინლად ერიდებოდა, რცხვენოდა, განიცდიდა, რო მივიდა სანდროს მანქანა უკვე ეყენა, გაუხარდა სახლშ რო იყო, პირდაპირ მისი ოთახისკენ წავიდა. ფრთხილა დდააკაკუნა, სანდრო საწოლზე იწვა გრძელი ფეხები კედელზე ჰქონდა აწყობილი თავთან გიო იჯდა და თმაზე ეთამაშებოდა.
–თმას ნუ მაწიწკნი ნაგაზო ეცინებოდა სანდროს, ბავშვი აშკარად კარგად ერთობოდა თმის ქაჩვით. ბარბარეს დანახვაზე სახე შეეცვალა.
–შეიძლება გელაპარაკო?
–კი როგორ არა, მითხარი რა მოხდა.
–გარეთ რო გავიდეთ სანდრო, თან ბავშვია აქ.
–კარგი რა გიოა მაინც ვერაფერს გაიგებს, ბარბარეს სახეს რო შეხედა, წამოდგა, ჩუსტები ძივს იპოვა საწოლის ქვეშ ჰქონდა მიყრილი, ბავშვი ნანის ჩაუყვანა. ბარბარე ნერვიულობდა, ეზოში უხმოდ გავიდნენ.
–ალექსანდრე მე, არც კი ვიცი როგორ დავიწყო, ბარბარეს სირცხვილისგან ღაწვები შეეფაკლა, ამაზე სანდროს გაეღიმა, პატარა ბავშვივით იდგა დარცხვენილი.
–არაფერი გაქ სანერვიულო.
–არა დამამთავრებინე, იმ ღამეს მე, იცი ყურადღება არ მიაქციო ჩემ სიტყვებს, მეც არ ვიცი რა სისულელეებს ვბოდავდი, არ მინდა რო რამე მნიშვნელობა მიანიჭო ჩემ სიტყვებს, არც მე მივაქცევ შენსას,
–ჩემს მიყვარხარს?
–სანდრო! უფრო გაწითლდა ბარბარე, მე არ მინდა რო დაიტანჯო იმის გამო რო მე დავიტანჯე, იმ ღამეს არ ვიყავი კარგად ამიტო ვთქვი ის სისულელეები.
–ბარბარე ვიცი.
–რაც შეეხება ანის, ის ერთადერთია ვინც ეს ამბავი იცოდა, მან წამიყვანა საავადმყოფოში, ამის გაგონებაზე ალექსანდრეს მუხლები მოეკვეთა ძივს შეინარჩუნა თავი წონასწორობა რო არ დაეკარგა. –ამიტო იცის მან, მეტმა არავინ.
–ბარბარე არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ მონასტრიდან რო წამოგიყვანე გითხარი რო შეგიძია ვისაც გინდა იმას უთხრა პოლიციის ჩათვლით.
–სანდრო რატო არ მაცდი,ხმა აუკანკალდა ბარბარეს. –დღეს ძალიან შემრცხვა ამის გამო რო უხეშად მოგექცა ბიჭებთან, არ მინდოდა ასე გამოსულიყო.
–კარგი ბარბარე შენ არ ინერვიულო როგორმე გადავიტან.
–ვიცი შენი მეგობრები შენთვის რას ნიშნავს მათტან ასეთი დამოკიდებულება…..
–ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩემი და სხვების მოქცევა ჩემ მიმართ არ შეცვლის ჩვენ დამოკიდებულებას, ამიტო ანის საქციელი დამიჯერე არანაირ გავლენას არ მოახდენს, არც მაგაზე ნერვიულობა ღირს, ისინი არიან ადამიანები რომლებიც მიცნობენ, მაგრამ მაინც ჩემი მეგობრები არიან.
–დღეს ერეკლესთან იკრიბებიან. სანდრომ არაფერი უპასუხა.
–შენ არ წახვალ ალექსანდრე?
–არ უთქვამთ, ძლივს ამოილუღლუღა.
–იმიტო რო ტელეფონი გათიშული გაქ.
–კარგი ბარბარე ერეკლეს სხვა დროს აუცილებლად ვნახავ, ახლა შევალ ძალიან მეძნება.
–სანდრო ძალიან მინდა რო წახვიდე, უფრო სწორად წავიდეთ.
-მე ესე არ შემიძლია.
–სანდრო არ მინდა რო იმის გამო რო თავი ვერ შევიკავე და მეგობარს ვუთხარი ეს ამბავი შენ ამდენი წლის უნახავ მეგობართან არ წახვიდე, ამ დრეს გამოაკლდე და ეს ყველაფერი ჩემ გამო იყოს. უბრალოდ ამის თავი არ მაქ ახლა, მართლა არ შემიძლია.
–მე ვერც კი ვიფიქრებდი რო არავისთვის გქონდა ნათქვამი, უბრალოდ ეს შეუძებელია, ამას ადამიანი მარტო ვერ ზიდავ, ამიტო არც არაფერი გამკვირვებია და მითუმეტეს არ მწყენია.
–ის ხო გეწყინება რო ახლა მათთან ერთად არ იყო?
–ასე გადარდებს მე რა მეწყინება?
–კი ძალიან მადარდებს, ჩემ გამო რაც ხდება ყველაფერი მადარდებს, იცი რას მივხვდი ამას რო თავი დავაღწიო ბრაზი და ბოღმა უნდა დავივიწყო, შენი ტანჯვა სულს უფრო დამიმძიმებს, იმ ღამის მერე ვხვდები რო სულ უფრო ცუდად ვარ,ამიტო გეფიცები, გეფიცები რო ყოველ დღე იმის ცდაში ვიქნები როგორმე გაპატიო, მართლა გაპატიო ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ბარბარეს ხმა უკანკალებდა და ვერც მიხვდა როგორ დაიწყო ამ ლაპარაკში ტირილი, როგორ აევსო ჯერ ლურჯი თვალები ცრემლებით და მერე როგორ ღაპაღუპით მოდიოდა. სანდროსთვის ეს ყველაზე მტკივნეული იყო, მისი ტირილის ტანჯვის ყურება. მიხვდა რო ბარბარეს სულს ჭირდებოდა ახლა მისი წასვლა ბიჭებთან, სხვანაირად მისი სინდისი მოსვენებას არ აძლევდა.
–კარგი წავიდეთ, ნაძალადევად გაიცინა, არ უნდოდა რამე შეემჩნია, საშინლად დათრგუნული და დაღლილი რო იყო. გულამომჯდარი იყო ბარბარე, ცრემლები რაპაღუპით მოდიოდა, იდგა აუზთან და ახსენდებოდა როგორ დაივიწყა ყველაფერი შურისძიების გამო, სინდისი ახრჩობდა და ცრემლებად იღვრებოდა, პატარა ბავშვივით ტიროდა.
–ბარბარე ახლა გაჩერდი გთხოვ რა გატირებს?
–მაპატიე გეხვეწები იმ ღამეს გთხოვ. ბარბარემ პირველად ითამაშა ვიღაცის გრძნობებით და ეს განცდა მოსვენებას არ აძლევდა.
–გეხვეწები, ძალიან გთხოვ სიტყვა პატიებას ნუ ახსენებ, მე შენ რა უნდა გაპატიო, რა უნდა გამიკეთო რო შენ გჭირდებოდეს ჩემთან პატიება, მაგაზე არ ინერვიულო, პირიქით ცოტა გულზეც მომეშვა შენი საქციელი, მე დაუსჯელობა უფრო მტანჯავს.
–კარგი ალექსანდრე ანის ვუთხარი ისე მძაფრად არ შეიმჩნევს შენ იქ ყოფნას, მაგრამ შეიძება ცოტა შეეტყოს, ჩემი საუკეთესო მეგობარია და ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი.
–კარგი გავარკვევ რომელზე იკრიბებიან და წავიდეთ, შენ ნუ იტირებ მაგის გამო ბარბარე, ჩათვალე არ გითქვამს მე მართლა კარგად ვარ. ბარბარე ოთახში ავიდა, წყალი გადაივლო, ნამტირალევი თვალები ძლივს დაიფარა მსუბუქი მაკიაჟით, სადად ჩაიცვა თეთრი ზედა და ლურჯი გრძელი ქვედაბოლო. სანდროს მესიჯიც მოუვიდა რო ნახევარ საათში გავიდოდნენ. თავი ძლივს დაამშვიდა, ლოცვა დაიწყო და ცრემლები უფრო და უფრო მოდიოდა, ხელახლა მოუწია მაკიაჟის გაკეთება რო როგორმე ეს უკითხავად წამაოსული ცრემლები დაეფარა.
–ქურთუკი ჩაიცვი გაცივდები დაბანილი ხარ.
–აუ ნანი გეხვეწები რა ქურთუკი მცხელა. სანდრო გასაქცევად იყო შემართული ნანი კი გასაკიდებლად.
–ნუ გადამრიე ახლა ჩაიცვი, ეგრე არ დამიჯერერ ბავშვობაში და გახსოვს ძლივს გადაგარჩინეს გაცოფებული იყო ნანი.
–ხო კარგი, მიხვდა რო აზრი არ ჰქონდა ალექსანდრე და ქურთუკი გამოართვა, ნანიმ კიბეზე მომავალი ბარბარე დაინახა თბილად გაუღიმა, ახლა მისი უკვე წამოზრდილი თმა დაინახა ოდნავ სველი იყო ამაზე სულ გადაირია, სანდრომ თვალით ანიშნა რო აზრი არ ჰქონდა შეკამათებას და ზემოდ ავიდა და რაღაც მოიცვა. დაბლა სიცილით ჩამოვიდა დედა გაახსენდა, სულ ასე ექცეოდა საოცარი სითბო იგრძნო. სანდრო დაბლა ელოდებოდა, გარეთ გამოდიოდნენ ნანის ხმა რო დაეწიათ სამზარეულოდან.
–სანდრო ქურთუკი მიგაქ?
–კი კაპიშონითურთ, სწრაფად უთხრა ალექსანდრემ და მაისურისამარა სწრაფად გაიქცა მანქანისკენ.
......
ერეკლესთან ყველა დაძაბული იყო ბიჭები ხმას არ იღებდნენ, ბექაც კი უხასიათოდ იყო, რაღაც დისკს დაჩერებოდა ყველა და ნაძალადევი შეკითხვების გარდა არაფერი იყო. ყველა კარზე ზარმა გამოაფხიზლა, ერეკლეს საშინლად გაუხარდა სანდროს და ბარბარეს დანახვა, ჯაბა სწრაფად გაჩნდა კართან, სანდროს გადაეხვია.
–აუ ძმა ხარ რო მოხვედი, ჩუმად უთხრა. სანდროს უამრავი პარკი ეჭირა ხელში.
–ოღონდაც ეს რა არის? გაეცინა ერეკლეს.
–რესტორანში გავიარე და რაც გამომატანეს ყველაფერი წამოვიღე.
–ეჰ სანდრინიო არ იცვლები, მოეხვია ერეკლე, შენ სტუმრად სულ შენი პარკებით უნდა იარო?
–ნუ იცი ხოლმე, გაეცინა სანდროს, ბექა პარკებს დაწვდა და უკვე ამოლაგება დაიწყო, ანი სამზარეულოშ იყო დაღაცებს ამზადებდა, ბარბარე მისახმარებლად წავიდა. ისეთი ხმაური გამოდიოდა ოთახიდან თითქოს ასი კაცი იყო, სასწაულად ხორხოცობდნენ, ანიმ და ბარბარემ მალე გაშალეს მაგიდა.
–ეს რა ტორტივით ჩაგიდიათ შუაში ეს დისკი რა არის? იკითხა სანდრო და დაწვდა.
–ლევანმა გამომატანა, დაიწყო ერეკლემ.– ჩვენი სურათები და ვიდეოებია, რაღაც სერიოზულ სტუდიაში დაამონტაჟებინა დოკუმენტური ფილმივით გააკეთა. სერიოზუულად ჩალიჩობდა.
–რაა? გამორიცხულია, აუ დავიღუპეთ. ბექა სულს ძლივს ითქვამდა. არ ჩართოთ ძალიან გთხოვთ თორემ თავს მოვიკლავ.
–არავითარ შემთხვევაში, ჩავრთავ ძალიან მაინტერესებს ორი დრეა ცდუნებას ვუძლებ თქვენტან ერთად უნდა მეყურებინა.
–ისე მარტო რო ვუყუროთ არაა? ცალ–ცალკე, რავიცი ლევანი ყველაფერს იღებდა, ძლივს თქვა ალექსანდრემ.
–აუ მოიცა რა ვიცინებთ, აი საშნლად მაინტერესებს კბილები უკაწკაწებდა ერეკლეს.
–ისადა ერეკლე ლევანმა იცოდა საცოლესტან ერთად რო უნდა უყურო? ბექამ შეაპარა.
–აუ ეგ არ ვიცი, მოვკლავ ახლა მაგას მე რამე ისეთი თუ იყო. სერიოზულად დაფიქრდა ერეკლე.
–გელოდები ერეკლე აუცილებლად უნდა ვუყურო, დივანზე ჩამოჯდა ანი და პულტი მოიმარჯვა. ერეკლე ისეთი თავდაჯერებული აღარ ჩანდა და შიშთ ჩართო.
–იცოდეთ ჩემზე რო იცინოთ დაგხოცავთ, დაიწყო ჯაბამ.
–პირდაპირ რო დაგვხოცო მანამ ჩავრთავთ,?აზრი არ აქვს მაინც გაგვეცინება, თორნიკემ ისე უპასუხა თვალი არ მოუშორებია ტელევიზორისთვის.
..............................
გამარჯობა, ჩემი ხმა ალბათ იცანით, ბოლო ბოლო ყელშ გაქვთ ამოსული, ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ვიდეოს გაკეთებაზე და ბოლოს რო ვუყურე უდიდესი სიამოვნება მივიღე, ალბათ იმიტო რო აქ თქვენ ხართ ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებმაც ჩემი სტუდენტობა და შემდგომი ცხოვრება დაუვიწყებელ თავგადასავლად მიქცია, ვიცი თქვენც ასე ხართ, ვიცი რო ძალიან გიყვარვართ, სიცლის ძლივს იკავებდა ლევანი ვიდეოში, უნივერსტეტში უხალისოდ მივედი, გამოგიტყდებიტ და არ მინდოდა, ამიტო არც პირველ ლექციაზე შევსულვარ, მეორე კორპუსის ცნობილ „ბირჟაზე“ ვიდექი და რა თქმა უნდა არც ერთი თქვენგანი არ იყო ლექციაზე, ყველაზე პირველი ბექა გავიცანი, ვიცი რო არ გიკვირთ (თან ბექას პირველი კურსის სურათები იყო ვიდეოზე, ვერავინ ჩერდებოდა ადგილზე ლამის ჩაბჟირდნენ, ხუჭუჭა ბექა აღარავის ახსოვდა, მაშინ ოდნავ მოზრდილი ჰქონდა ახლა ბოლომდე გადაღებული, ბექას წყალი გადაცდა თავის თავს რო მოკრა თვალი) როგორ შეიძლება ბექა არ გამეცნო პირველი, დამინახა თუ არა მაშინვე მაჯახა კურსელები ვიქნებით და მაგთის ოფისში მაქ საქმე უნდა გამომყვეო, მეც ვიფიქრე რო ცოტა ვერ იყო, მერეე დავრწმუნდი რო ასეც იყო და ინერციით გავყევი. თორნიკე ბექამ გამაცნო უკვე მოესწრო მასთან დაახლოება, ტავიდანვე დამჭრა ტავისი ბასრი ენით, ვიფიქრე რო ასეთ მწარე ადამიანტან მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ მას მერე უამრავი წელი გავიდა და არ ვიცი მარტო მე თუ თქვენც ასე ხართ და მისი მწარე სიტყვა მალამოსავით მედება ალბათ იმიტო რო ყოველთვის სიმართლეს ამბობს შეულამაზებლად და ჩვენც მივეჩვიეთ სინამდვილის სწორად აღქმას. ერეკლე „ბირჟაზე“ გავიცანი რატომღაც გადაბმულად ორივე ყველა ლექციაზე გარეთ ვიყავით, ყველაზე ყუმი არსება მეგონა და ყველაზე მეტად შევცდი, ეს ბიჭი ყველაზე გადარეული იყო როცა ურთიერთობაში შემოდიოდა, აუღებელი და გაუჩერებელი. ეს მაშნ მივხვდი როცა მასთან ერთად პირველად შევედი ლექციაზე, თავი 5 კლასშ მეგონა თვითფრინავის სროლა გვაკლდა და ეგ იყო. (ბიჭები თვალს ვერ აშორებდნენ მათ სურათებს, სიცილი, ყვირილი, ერთმანეთს ცვლიდა)
ხო რაც შეეხება ალექსანდრეს, ლექსოს, სანდროს, სანდრინიოს და იმედია არ გამიბრაზდები და ბექა სანდრიკოსაც გეძახდა ის მხოლოდ ერთი თვის მერე გავიცანი. ეს ვიდეო ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება და უმთავრესი მიზეზი ისაა რო აქ უტას კადრებია, ამიტო საოცრად ვუფრთხილდებოდი ყველა ფოტოს, ვიდეოს სადაც ის იყო, ვიცი ჩვენთვის ამ ვიდეოს ყოველთვის ექნება ამის გამო დიდი ნაღველი, ისევე როგორც ჩვენ ცხოვრებას, მაგრამ ამ დროს სულ მარკესის სიტყვები მახსენდება „ნუ ტირი იმიტომ რო ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო“ უტა და ალექსანდრე ესენი არიან ყველაზე მსგავსი ძმები ალბათ ფიზიკურად და ყველაზე განსხვავებული შინაგანად, უტა მოწესრიგებული, საოცრად სერიოზული, ზომიერად მხიარული და ძალიან კეთილი იყო (საოცარი სიჩუმე იყო ამ კადრებზე, ყველა ძივს იკავებდა ცრემლებს, სანდრო და უტა ხელიხელგადახვეულები იდგნენ, საოცრად გავდნენ ერთმანეთს, რა თქმა უნდა უტა სერიოზული იდგა სანდრო კი სიცილს ძლივს იკავებდა, პირველი კურსის შემდეგ ძალიან შცვლილი იყო ფიზიკურად, თმა ბოლომდე ჰქონდა გადაღებული სურათებში, უფრო სუსტი იყო და თვალებში შემორჩენილი ჰქონდა ბავშვური სიცელქე ახლა რო უცნაურ ნაღველად და დარდად რო გადაქცეულიყო.) აი რაც შეეხება სანდრინიოს ეს სხვა ფენომენია, არანორმალურად გიჟი, არანორმალურად უსერიოზულო, თავდაუზოგავი, მტკიცე, ერთგული, ნუ ყველაფერს რასაც მასზე ვიტყვი დაამატეთ არანორმალურად, რადგან ამ ბიჭს ჩარჩო არ აქვს ყველაფერშ არანორმალურია, ნეტავ ოდესმე თუ დაჭკვიანდება. შეუძლია ყველაფერზე წყობიდან გამოვიდეს, არავის მოუთმინოს ოდნავ ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ ისე საოცცრად აქვს დაჭერილი ის ზღვარი რო ვინმეს ჩაგვრაში არ გადავიდეს ყოველთვის მართალი გამოდის, ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის. ალექსანდრე ჩემი პირველი „უნივერსტეტული“ ჩხუბის დროს გავიცანი, რა თქმა უნდა სხვადასხვა მხარეს ვიყავით და ერთმანეთს არაფერი დავაკელით, ჩხუბი რაზე იყო ეს ცალკე ტემაა უფრო „სვანური“ მაგრამ მაშნ მივხვდი რო შეიძება ღირსეული მოწინააღმდეგე შეიძლება შენი საუკეთესო მეგობარი გახდეს, ბექა შუაში იდგა და ყველაზე მეტი მოხვდა. არ გაგიკვირდებათ და ბექა უკვე იცნობდა ალექსანდრეს კლასელები იყვნენ ბოლო ორი წელი, თქვენი ბოლო ზარის კასეტა ცალკე თემაა, ლექსო ნუ ბრაზდები ბექამ გამომიგზავნა და სად როდის დაგხვდებათ ეკ კადრები არავინ იცის. სანდრომ ბექას მთელი ძალით დაარტყა ხელი ბეჭებზე, იმან ძლივს ამოისუნთქა მაგრამ არაფერი შეუმჩნევია თვითონაც უკვირდა როგორ გაბედა იმ კასეტის მიცემა, ახლა გაახსენდა რო მთვრალი იყო და ლევანმა გვერდდეები გამოაჭამა.–ჩხუბი კი ჯაბას გამო იყო, ვერაფრით აიტანა ანეგდოტისს მოსმენა სვანებზე 10 კაცს ჩხუბი ისე დაუწყო არც დაფიქრებულა, ალექსანდრე ისე დაუდგა გვერდით თურმე მერე გავიგეთ რო არ იცნობდა, ამიტო ორმა კაცმა ათი კაცი სერიოზულად დაგვალურჯა, თან ჯაბა თუ გაბრაზებულია მტრისას ვერ გაეკარები, სანდროს თუ გადაეკეტა იქ დამთავრებულია. ამ ჩხუბზე ბევრი ვიცინეთ (დალურჯებული ბიჭების სურათებზე ბექა სასტიკად დაიჯღანა) ერთმანეთს ბოდიშებს ვუხდიდით ჩხუბის მიზეზი რო გავიგეთ, ჯაბას ვერაფრით გავაგებინეთ რო არ შეიძლებოდა ამაზე გაბრაზება, თანდატან კი აღმოვაჩინეთ რო ჯაბა იყო ძალიან, ძალიან დიდი ჯუჯღუნა, ბრაზიანი განძი, რომლის გული ისეთი დიდია რო მთელ დედამიწას დაიტევს, მაგრამ ყველა უნამუსოს სასტიკად გაუსწორდება. მოკლედ ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ახლა შეგიძიათ მიადევნოთ თვალი იმ ვიდეოებს რომლებიც დიდი მოთმინების და გამძლეობის შედეგად დავაგროვე. სულ იმაზე მეჩხუბებოდით რო სურათი არ გადამეღო, მე კი ვთხლი რო ცხოვრებას ამით წამებს ვპარავ, ყოველთვის ის განცდა ბრუნდება სურათის ნახვისას რაც გადაღებისას მქონდა, ამიტო ვიცი რო ის ბედნიერი წლები სულ ჩემ ემოციურ მეხსიერებაშ იქნება.
ვიდეობზე ბიჭები ერთმანეთს ასკდებოდნენ, ჯაბაზე საერთოდ, ბექამ სპეციალურად ჩაიცვა ვარდისფერი შარვალი ტავიდან ახალგაცნობილები იყვნენ, მერე ყველა შემოეცალა გარშემო და ხათრი ვერ გაუტეხა და ჯაბას მოუწია მისი გაცილება, ამ დროს ჯაბას სახეზე ბექა ძირს ხოხავდა. გერმანიაშ სასწაულები ხდებოდა ერთ ოთახში ცხოვრობდნენ ამდენი და იქ ჩაწერილი ვიდეოები საგიჟეთი იყო, სანდრო ისეთი გადარეული იყო თავზე იმხობდა ყველაფერს, სწავლის პროცესი იყო სასწაული ბექა სულ ბუტ–ბუტობდა, ამაზე ერეკლე ცოფდებოდა, მერე იწყებოდა ჩხუბი, მერე ძლივს აშველებდნენ მაგრამ პუტპუტს ვერაფრით გადააჩვიეს ბექა. ალექსანდრე ბალიშით ადგა თავზე და ისე კითხულობდა. სამაგიეროდ დილით ყველა შეღებილი იღვიძებდა, ბექაც კი და მერე ვერ იგებდნენ ვინ გააკეთა.
პირველი გამოცდები და ბიჭების სახეები, ყველა თვალებჩაღამებული იყო.
–ვა სანდრინიო რა გჭირს?
–ლევან კამერა გაწიე რა, ცოტა ხანი დამაცადე, ალექსანდრე წიგნში იყო ჩამძვრალი.
–ოო ნუ შკოლნიკობ ახლა გაგვიცინე.
–ახლა დამაცადე თორემ რო გამოვალ არ ვიცი რას გიზავ. ბექა ჯაბა და თორნიკეც წიგნებით იდგნენ ხელში, ერეკლე თვალს აპარებდა.
–ისტორიული მომენტი, სასწაული ესენი წიგნებით დგანან მეორე კორპუსის წინ. სანდრო წვერი მაინც გაგეპარსა რა გჭირს?
–სად ჰქონდა მაგის დრო, გაეცინა უტას, ორი დღეა არ ამდგარა.
–აუ ჩვენც, ეს რა იყო ამდენი რა დეგენერატია როგორ შეიტანა, წაკითხვა ძლივს მოვასწარით, დაიწყო ბექამ წუწუნი.
–რას მოასწრებდით ეგ 6 თვეზეა გათვლილი 2 დღეზე კი არა.
–ნუ ხარ მწარე უტა.
–არაუშავს მიიღებ 4 იანს ალბათ დაგიწერს. დაამშვიდა უტამ
–რა ოთხიანს, ოთხი რო დამიწეროს ვერ გამასწრებს 2 დღეა არ ავმდგარვარ, სავარძლის ფორმა მაქვს მიღებული.
–ბიჭო რა 2 დღე, 6 თვე უნდა გემეცადინა. ლექციებს დასწრებოდი, მოინდომა 2 დღეში 5.
–მოიცა რა აბა რას დაგვიწერს, აწუწუნდა ბექა, ამდენი ვიწვალე, ამდენი თაფლიანი წყალი ცხოვრებაში არ დამილევია, ზედ ყავას ვაყოლებდი. მოზღვავებული ენერგია სად წამეღო არ ვიცოდი.
–ჩვენ ნერვებზე ბექა, ჩვენ ნერვებზე უნდა დაგეხარჯა შენი ენერგია, უკბინა სიცილით თორნიკემ.
–საოცრებები ხართ, 2 დრეში 5 გინდათ.
–აუ უტააა ნუ გვთრგუნავ. მორჩა პირველი და ბოლოა ჩვენ რო ლექციებს არ ვესწრებით. სანდრომ ხელი გადახვია უტას.
– იმედია გახსოვთ რო ჩვენი ეს შეთანხმება არცერთი გამოცდის წინ შესრულებულა და ყოველთვის ამაზე წუწუნი გვიწევდა თუმცა ჩვენი ჩათვლის წიგნაკებში ფრიადი ყოველთვის ჭარბობდა, თუმცა ბევრი ნერვების ფასად გვიჯდებოდა. ახლა აღარ შეგაწყენთ თავს, იცით რო ბევრი ვიდეო მაქვს თქვენი, მაგრამ ვინცობაა სხვებთან ერთად უყურებდეთ აქ არ იქნებაა, მაგრამ ჩემ გაბრაზებას არ გირჩევთ. წარმოუდგენელი იყო ის ვიდეო სოფელში სანდროსთან გადაღებული არ ჩამერთო. ნუ ეს პერიოდი სასწაული იყო, თავიდან რო გავიგეთ სოფელშ მივდიოდით ბექას ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, მთელი ზაფხული კლუბიდან ვერ ვაგდებდით და ახლა სოფელშ უნდა გაეტარებინა თანაც ევროპის ჩემპიონატი იყო იმ წელს, ჯერ გაარკვია ტელევიზია თუ არსებობდა და მერე დაგვთანხმდა წამოსვლაზე. ყველაზე მაგარი დრო გავატარეთ, ალექსანდრე ბაბუა ისეთი იყო გადაგვრია, ამდენი საინტერესო რამე ერთად არასოდეს მომისმენია ყოველ საღამოს დილამდე ქეიფი, ამას ერთადერთი პრობლემა ის ჰქონდა რო სანდრინიო დალევის მერე პირს რო გაარებდა აღარ ჩერდებოდა, სულ მღეროდა, მაშინ ვთქვი რო გამიმართლა რო კარგი ხმა აქვს თორემ რა გვეშველებოდა, უბრალოდ არ ჩერდება.
-თუ ასე ტურფა იყავი, რად ვერ......
-გიღებ სანდრო და მერე არ დაიწყო, შენი ტურფა არ ვარ რო იცოდე რაა....
–გაწიე ლევან კამერა ნერვებს ნუ მიშლი, იცინოდა სანდრო და ფანდურს უმიზნებდა კამერას.
–უტა იმღერებს ახლა, მიდი უტა რაჭული დაიწყე. სანდრმ ფანდური მოიმარჯვა, მღეროდნენ მთელი ენერგიით, დაძარღვული კისერი წარმოუდგენელ ძალას ასხივებდა, სიამაყით აღვსილი თვალები, გაუჩერებელი მხიარულება, ქართული სუფრის ყველა ტრადიციული სილამაზე, მეგობრობის ულამაზესი წუთები და ბექას გაუჩერებელი მოძრაობები, მღეროდა, ცეკვავდა. ყველა განსხვავებული იყო, მაგრამ ისე ერთად შეკრულები რო ერთ დღესაც ვერ ძელბდნენ უერთმენათოდ. -ბექა ძლივს წამოვათრიეთ სოფლიდან იძახდა უნდა დავრჩეო, ეს მთელი კონცერტი იყო.
–სსულ მინდოდა ალექსანდრე კალათბურთელი ყოფილიყო, დაიწყო უტამ.
–მოიცა რა რა კალათბურთი.
–აუ გაჩერდი ახლა, კარგად ტამაშობდი, მაგრამ აიტეხე კრივი დ აახლა ხან რა გაქვს გატეხილი ხან რა.
–კოსტალა იქნება კალათბურთელი, ლევან მოაშორე კამერა, ლევანს რა თქმა უნდ აარ ესმოდა.
–ნუ მაცინებ ლექსო კონსტანტინესნაირი ზარმაცი?
–ჯერ პატარაა რა გაარკვიე ზარმაცია თუ არა.
–არ ვიცი მაგრამ ყველაფერი ეზარება.
–აი ნახავ უტა, კოსტალა ძალიან ცნობილი კალათბურთელი იქნება დამაცადე, ალექსანდრე თითს სასაცილოდ იქნევდა, მთვრალი იყო და ყველაფერზე ეცინებოდა, არა ბაბუ?
–ხო აბა რა, სანდრო შენ თუ მაგ საქმეზე გადადექი სხვა გზა არ ექნება ბავშვს.
–არ გჯერა უტა? მერე არ დაიწყო თამაშს ბილეთი მაუჩქეთ, იქნებ მიშოვოთ და მსგავსი რაღაცები.
–ალექსანდრე რა გიჟ ხარ, უტამ თავზე ხელი წაავლო შეანჯღრია და მერე თავზე აკოცა. –მჯერა კი არა ვგრძნობ, მაგრამ ამ წარმოდგენაში რატომრაც ჩემ ტავს ვერ ვხედავ, თუმცა ვგრძნობ ამ ყველაფერს და ვერ წამოიდგენ როგორ მიხარია.
–რას დაინახავ შენ ყველგან აგვიანებ, ვითომ მოწესრიგებული ხარ, მაგრამ ყველგან აგვიანებ, ალბად იმ თამაშზეც დააგვიანებ კოსტალა რო ფინალში გადამწყვეტ ბურთს ჩააგდებს.
–ლექსო, რამე რო მომივიდეს ძალიან ქთხოვ ქეთოს მიხედე, გიოსაც, მაგრამ ხო იცი ბიჭები უფრო ადვილად გადაიტანენ ყველაფერს, მაგრამ ქეთო გოგოა არ მინდა ვინმემ ადვილად დაჩაგროს, ხო იცი რა დამყოლი ხასიათი აქვს, გიო უფრო ძიერი იქნება.
–უტა ხო კარგად ხარ?, რეებს მეუბნები, ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია, ცადა ალექსანდრემ მისი სიტყვებისთის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ აშკარად დაითრგუნა.
,ვიდეო იმ დრეს გადაღებული საერთო სურათით დამტავრდა, ბექა თინა ბებოს იყო გადახვეული და მის მოტანილ რაჭულ ლობიანებს ენაალესილი დაყურებდა, სანდრო და უტა ბაბუა ალექსანდრესთან ლაპარაკიოს დროს რაღაცაზე იცინოდნენ, ერეკლე და თორნიკე რაღაცაზე კამათობდნენ, ჯაბა ნახევრად ჩანდა გვიან მიხვრა რო სურათს იღებდნენ, მეზობელი იღებდა ფოტოს ლევანი კი ყურებამდე გაღიმებული იდგა.
რამდენიმე წამი ყველანი ჩუმად ისხდნენ, ბარბარე გაოცებული იყო, ალექსანდრე და უტა საოცრად გავდნენ ერთმანეთს, ისეთი ბედნიერი ვიდეო იყო და ამავე დროს სევდიანი, სანდრო ცრემლებს ძლივს იკავებდა, ახლა საშინლად მოენატრა ყველაფერი რაც იქ იყო, უტას ნახვის სურვილი ყელშ გაეჩხირა, ყველა და ყველაფერი რაც უყვარდა იქ იყო იმ ყუთში და დროში ძალიან შორს, არც ბაბუა არც უტა, არც მაშნდელი სუფთა სინდისი, ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე სიგარეტის კოლოფითან ერთი ამოიღო.
–ლექსო შენთვის არ შეიძება, სანდროს გაეღიმა ცხვირზე ხელი წამოკრა ჯაბას და სიგარეტიანა გავიდა აივანზე. ხმას ვერავინ იღებდა უტას კადრებმა და იმ წლების გახსენებამ ყველა დაასევდიანა.
–უტას რა დაემართა? იკითხა ანამ
–მოკლეს 4 წლის წინ, მაშინ სანდროც მასთან ერთად იყო, კონსტნტინეც, სანდრო დაჭრეს, ძლივს გადარჩა, მას მერე ჩვენთვისაც ყველაფერი აირია, ხმა გაუწყდა ერეკლეს. ბაბუა ალექსანდრემ ვერ გადაიტანა მალევე დაიღუპა, თინა ბებოს გონება აერია, სანდროს მშბლებზე აღარაფერს ვამბობ, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ ამ ტკივილმა ერთმანეთისთვის გააუცხოვა. მამამისი სანდროს ადამაშაულებს ამ ამბავში დედა ამას ვერ პატიობს და ამიტო დაშორდნენ.
–სანდრო რა შუაშია, იკითხა ბარბარემ.
–ჩვენ არალეგალური კრივით ვიყავით დაკავებულები, ამით ვერთობოდით ერთგვარი ადრენალინი იყო, რაღაც პრობლემები გვქონდა მერე სხვებთან და როგორც ჩანს ისინი იყვნენ ვინც უტა მოკლა. არ დაუჭერიათ რუსეთში გაიქცნენ, სანდროს არც უძებნია, ეს ძალიან გვიკვირდა, მაგრმა არაფერს ამბობდა, უბრალოდ ყველაფერს თავი დაანება, ბიზნესი დაიწყო და სულ შეიცვალა. მამამისი ამას ვერ პატიობს, აშკარად არაფერს ეუბნება ვერ უბედავს, მაგრამ ურთიერთობა მთლიანად გაუფუჭდათ.
-სანდრო როგორ გამახარე რო მოხვედი, გვერძე მუჯდა ჯაბა. ხო იცი რო შენ ყოველთვის ჩვენი ნაწილი იქნები. უტა ყოველთვის ჩვენი ტკივილი იქნება, ვერ წარმოიდგენ როგორ განვიცდი.
–ვიცი ჯაბა, მიხარია რო ხარ, და ხარ ასეთი, უცნაურად საოცარი.
ბიწებმა მოილხინეს, სანდროც კარგ ხასიათზე დადგა, მაგრამ ყოველთვის ეტყობოდა რო რაღაც გულს უღრნიდა, ბექამ ბარბარეც კი გაამხიარულა, მოსვენება არ მისცა, რაღაც სისულელეებზე აცინა, ერეკლეს ამბები რო მოყვა ანი ცუდად ლამის გახდა სიცილით, თან ისე სასაცილოდ ყვებოდა. ყველა სვავდა სანდროს გარდა, ერერკლემ რამდენჯერმე თხოვა, ბარბარეს ფერები გადაუვიდა, მაგრამ ბექამ მაშინვე ჩუმად ფეხი დაადგა და გააჩუმა ერეკლე.
ერეკლემ აშკარად შეატყო სანდროს რო რარაც საშინლად აწუხებდა, ამიტო ბიჭები რო წავიდნენ ანიშნა რო თვითონ დარჩენილიყო, თან ბარბარე ანის ეხმარებოდა.
–ლექსო წამო რა კაბინეტში.
–მივეხმაროთ რა, არ უნდოდა ერეკლესთან მარტო დარჩენა ოშხარელს.
–იყოს არ გვინდა მოხმარება, შეეცადა ტავაზიანი ყოფილიყო ანი.
სანდრო და ერეკლე კაბინეტშ შევიდნენ, ანი აცქმუტუნდა.
–ბარბარე ერეკლეს ოთახიდან თითქმის ყველაფერი ისმის რა ხდება კაბინეტში.
–რას ამბობ ანი, გამორიცხულია.
–ოოო კარგი რა ძალიან მაინტერესებს რაზე ლაპარაკობენ.
–ჩვენ არ გვეხება, არ შეიძლება ანი ხო იცი. აუ კარგი რაა წამო, ანიმ ბარბარე ოთახში შეარბენინა.
–სანდრო კარგად ხარ? დაიწყო ერეკლემ.
–კი ჩვეულებრივად.
–ეგ მეც ვიცი რო არაჩვეულებრივად არ ხარ. ამას ეძახი კარგად ყოფნას, რავიცი რო არ გიცნობდე დავიჯერებდი.
–ერე არ გინდა რა ჯობს გავიდეთ.
–ლექსო იქნებ მნმითხრა რა გჭირს? უტას გამო?
–არა უტას გამო არა, ეგ სხვა თემაა სხვა განზომილება, სხვაგან არის ეგ ჩემში.
–აბა? ბარბარესთანაა პრობლემა, არ გიყვარს? მე ხო ვიცი მარი როგორ გიყვარდა, ერთმანეთი როგორ გიყვარდათ ძალიან გამიკვირდა რო სხვა მოიყვანე ცოლად.
–არა არც მარია პრობლემა.
–სანდრო რა გამომძიებელივით მაკითხინებ თავს. მითხარი ხო იცი არ მოგეშვები.
–ერეკლე არ მინდა რა ლაპარაკი.
–გავაგრძელო მაში დაკითხვა? მამაშენი?
–ერეკლე მე გოგო გავაუპატიურე, ეს ნათქვამი უფრო ამოხეთქვას ჰგავდა ვიდრე რამის თქმას, სიტყვას რომელსაც ამოაყოლა რაღაცხ არაადამიანურად ნატანჯი ხმა. ერერკლე ხმას არ იღებდა, ბარბარე გრძნობდა რო ფეხით სწრაფად დადიოდა, ბოლთას სცემდა.
–ს ააანდროოოო, შეენ? რაა? შენნნ? ერეკლეს ხმა დამსხვრეული იყო, გატეხილი და გგაუბედურებული.
–ერეკლე წავალ რა.
–მოიცადე, სანდრო, შეენ? შენ ამას ვერ იზავდი, მატყუებ ხო? არა სანდრო ვერ დავიჯერებ.
–ერეკლე მომისმინე, ალბათ გესმის რო ასეთ რამეზე ვერ ვიხუმრებ, არ მინდა ამის გახსენება და ჯობს წავიდე.
–შენ რო ვინმეს დაინახავდი ქალს უხეშად ელაპარაკებოდა, დაუფიქრებლად შეგეძლო დაგელურჯებინა, ეს იმდენად იყო შენში გამჯდარი რო ინსტიქტურად აკეთებდი და სანდრო ახლა როო წარმომიდგენია რა დრეში ხარ...... ხმა გაუწყდა ერეკლეს და ცოტაც და იტირებდა. ვაიმე სანდრო იმ გოგოზე ცუდად შენ იქნები, მე რო გიცნობ, თავზე ხელები ჰქონდა შემოდებული ერეკკლეს და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. იმ გოგოზე მეტად შენ დაიტანჯებოდი.
–მაგას როგორ მეუბნები,ერეკლე.
–როდის მოხდა?
–3 წლის წინ უტას წლისთავზე რო დავლიე. ერეკლე ძლივს დაჯდა და ისევ წამოხტა.
–ვაიმე, სანდრო, აუ ჩემი ბრალია მე დაგაძალე, რასაც ქვია პირში ცაგასხი, აუ სანდრო როგორ არ გინდოდა.
–ერეკლე რას ამბობ ეგ მეორედ არ თქვა, ამაში მარტო მე, გესმის მარტო მე ვარ დასვრილი, ჩემი ცოდვაა, მარტო ჩემი. გესმის მეორედ რო ეს მითხრა ისე გავალ აქედან საერთოდ აღარ გნახავ.
–მაგ დღეს ხო სახლში მიგიყვანეთ, გადამწვარი იყავი.
–ხო, სახლში მიმიყვანეთ, მაგრმა რაც მახსოვს ის არის რო არ მინდოდა იქ შესვლა, მაგ დრეს დილით თამუნა უტას ცოლი შემოვიდა ჩემტან ოტახში და ისეთი რაღაცები მითხრა მინსდოდა მოვმკლვდარიყავი, უტასი მრცხვენოდა მინდოდა მიწა გამსკდომოდა, მეგონა ვღალატობდი მარტო იმიტო რო ვარსებობდი, თამუნამ მითხრა რო ვუყვარვარ და რარაც მსგავსი სისულელეები, მეგონა გავაფრენდი, სახლშ ამიტო არ შევედი იმ დღეს.
–ეგ როგორ გაგიბედა, არა სიმართლეც რო იყოს როგორ გაგიბედა მაგის თქმა, განრისხდა ერეკლე.
–მაგაზე ბევრი ვიფიქრე და თამუნა მეცოდება, ხო იცი უტა როგორ უყვარდა რაღაც არანორმალურად, ყველაფერს თავი დაანება კარიერა მიატოვა უტას გამო, იცოდა როგორ უნდოდა ბევრი შვილი, უტას სიკვდილის შემდეგ რო არ გაგიჟდა მიკვირს, მე და უტა ძალიან ვგავდით და რაღაცნაირად მასთან მაიგივებს ამიტო მიოთხრა ასეთი სისულეები, თვითონაც რო დაფიქრდეს რას მეუბნება და უტას რეაქცია წარმოიდგინოს ალბათ გაგიჟდება. არ მახსოვს წყნეთიდან თბილისის ცენტრში როგორ მოვხვდი, არც სხვა რამ მახსოვს, გონს რო მოვედი სისხლიანი ვიყავი, ვერ წარმოიდგენ ამის გააზრების დროს რა ვიგრძენი, მეგონა გული გამისკდებოდა და ეს ისე მინდოდა ვერ წარმოიდგენ, ერთხელ მოვკარი თვალი მის სახეს, გონება დაკარგული ჰქონდა და იქიდან გამოვედი, ერეკლე გესმის გამოვედი, არც ვიცოდი მკვდარი იყო თუ ცოცხალი, მაგრამ წამოვედი, საავადმყოფოშც არ წამოყვანია, სანდროს ხმას უკვე ეტყობოდა რო ტიროდა, პირველად იხსენებდა ამ დღეს ასე, სულ ამას გაურბოდა.
–სანდრო თუ გინდა
–ერეკლე დამამთავრებინე თორემ სხვა დროს უბრალოდ ვერ მოვყვები, იმ დღეს უკანასკნელი ნაძრალასავით გამოვიქეცი, მაგრამ არ იფიქრო რო რამის მეშნოდა, პირიქით მაშნ მინდოდა რო ვინმეს ვეწამებინე, სამუდამოდ ამოველპე ციხეში ან ყველაზე უკეთესი მოვეკალი, მაგრამ შიგნით რაღაცამ რო ტრიალი დაიწყო, მეგონა ყველა ორგანო ბურღმა გამიხვრიტა და ცაითრია, ამ დროს ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, არაფერი მაინტერესებდა მარტო ის მინდოდა რო რამენაირად მოვმკვდარიყავი, საშნლად წვიმდა, ამდენი სიარულით ფეხები აღარ მემორჩილებოდა და გზაზე დავწექი იმის მოლოდინით რო რაღაც აუცილებლად გადამივლიდა, ამით დამშვიდებულმა თვალები დავხუჭე, გონზე რო მოვედი და ისევ ცოცხალი ვიყავი მაშნ კიდე მოვკვდი, არ ვიცი დედაჩემმა როგორ მიპოვა, მაგრამ მარტო იმან გაიგო ეს ყველაფერი ენას ვერ ვიმორჩილებოდი, ყველაფერს ვყვებოდი, ახლა საშინლად ვნანობ ვგრძნობ როგორ ვანადგურებ ამით რუსუდანს, არ იმჩნევს მაგრამ ეტყობა. იმ დღეს თუ რაიმეს გამო საკუთარ თავს პატივს ვცემდი ყველაფერი სამუდამოდ გაქრა. იმას რასაც მტელი ცხოვრება ვაგროვებდი ჩემში და რაღაც ღირებულებას ვარქმევდი ერთიანად გადავახტი თავზე და ამან შემიწირა.
–სანდრო შენ ეს როგორ უნდა დაგმართნოდა, ერეკლეს ხმა ანის გულს უკლავდა, ბარბარე ცრემლებს ვერ აკავებდა, მარტო იმას ცდილობდა რო ხმამაღლა არ ეტირა.
–იმის გააზრება რო ეს შემეძლო, ეს გავაკეთე, არ ვიცი ერეკლე ცხოვრებაში პირველად გამიხარდა ბაბუაჩემი რო ცოცხხალი აღარ იყო, რა უნდა მეთქვა, თვალებში როგორ უნდა ცამეხედა, მთელი ცხოვრება იმას მეუბნებოდა როგორ უნდა გავფრთხილებოდი ქალს, იმას მასწავლიდა რო დედამიწის ზურგზე არავისთვის მომეთმინა რამე ქალის გარდა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო არასოდეს ხელი არ უნდა ამეწია, თუ ამას გავაკეთებდი ეს ნიშნავდა რო როგორც კაცი მოვკვდებვოდი, მე კი ძალა ვიხმარე გესმის. საერთოდ ყველაფერს გადავახტი, ამის ატანა უბრალოდ ძალიან რთულია მაგიჟებს.
–სანდრო რაღაცას გკითხავ, ვფიქრობ რო გიცნობ და ამიტო გეკითხები, ის გოგო ბარბარეა? ანის და ბარბარეს სუნთქვა შეეკრათ.
–ხო ბარბარეა, დედაჩემმა გერმანიაში გამიშვა სულ ძალით, ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა სერიოზული, უკვე ჰალუცინაციები მეწყებოდა და სულ რაღაცები მელანდებოდა, მანამდე ის მოვახერხე რო სახელი და გვარი დამედგინა. 2 წელი ვიყავი იქ, ამ პრობლემებზე ვიმკურნალე, მაგრამ სინდის რო მკურნალობა შველოდეს, სანდროს ხმა აუკანკალდა, გადავწყვიტე რადაც არ უდა დამჯდომოდა ეს ქალი ბედნიერი გამეხადა, მე მზად ვიყავი მტელი ცხოვრება მარტო ამიტო მეცხოვრა. ვერ წარმოიდგენ რო ჩამოვედი რა დამხვდა, როცა ის პირველად ვნახე ვიგრძენი რო იმ დღეს ორივე მოვკვდით, სულ შავებში იყო, ოთახიდან არ გამოდიოდა, ნუ ერეჯკლე ვერ აღვწერ მის თვალებს, მის ცხოვრებაა ამ ორი წლის განმავლობაში. არ ვიცი რა ძალა მქონდა ასეთი რო ეს შევძელი, მაგრამ ცოლად მოვიყვანე, ყველაფერი კარგად იყო, მდგომარეობიდან ვხედავდი როგორ გამოდიოდა, იმასაც ვგრძNობდი რო გრძNობები მეცვლებოდა, მისი სულის ყურება დავიწყე და ეს უფრო მტანჯავდა ცემი საქციელის გამო.
–უთხარი?
–ხო, მინდოდა შევყვარებოდი, ასე უფრო მაპატიებდა, მაგრამ არ შემეძო მასთან ვყოფილიყავი ჯერ და მერე მეთქვა, ამიტო როცა მივხვდი რო მზად იყო მაშნვე ვუთხარი.
–გადაირეოდა
–ვერ აღგიწერ ის დღე ჩემთვის რა იყო 3 ჯერ ცადა ტავის მოკვვლა, ჩანჩქერში გადახტა, არ ვიცი როგორ ამოვიყვანე ერეკლე, ან რა ძალა მქონდა იმ მომენტში, მაგრამ ერთი ვიცოდი რო მის გარეშე ვერ ამოვიდოდი, მაგრამ იმის გახსენება რო დედას და მამას იგივე უნდა გადაეტანაც რაც უტას დროს მთელ სხეულს მიწვავდა, უტას კუბოსთან დავიფიცე რო ვიცოცხლებდი თუნდაც ცემ ცხოვრებას უბრალო არსებობა რქმეოდა, მშბლების გამო უნდა მესუნთქა, უბრალოდ არ შემეძო მათთვის შვილი მომეკლა. მონასტრიდან ძალიათ წამოვიყვანე, მაშინ არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ერთი რამ მინდოდა და ამ მიზანს ნათლად ვხედავდი, ბარბარე უნდა გამომეყვანა ამ დგომარეობიდან.
–ახლა საგრძNობლად შეცვლილია.
–ხო შეიცვალა, მაგრამ მაინც ისეთია, მეშნოდაარ გაბოროტებულიყო, შურისძებიტ არ დაბრმავებულიყო, მაგრამ ისეთა რო ეგეც არ შეუძლია, იცი ჩემ მდგომარეობაშ მისი შურისძიება უნდა გამხარებოდა რაღაც შვებას მაინც ვნახავდი მაგრამ კიდე უფრო დავმძმდი რო გავიაზრე რო შეიძებოდა სინდის ისიც გაენადგურებინა, დღეს ისე მომიხადა ბოდიში რო გეფიცები პატარა ბავშვს ჰგავდა, სუფთა და თავი ურჩხული მეგონა, მეგონა რა ისედაც ვარ.
–სანდრო შენ რა გიყვარს? ერეკლე მასთან მიწია. და თვალებში შეხედა. ახლა მართლა დაავიწყდათ სუნთქვა გოგოებს.
–არა, არ ვიცი, ალბათ, ზღვარზე ვარ მგონი, რამდენიმე წამიანი ინტერვალით მიაყოლა სანდრომ და ერეკლეს გაეღიმა.
–მაგას ზღვარი არ აქვს, ან გიყვარს ან არა.
–არა ერეკლე, ზღვარზე ვარ მართლა როცა ვხედავ მგონია მიყვარს როცა არა მაშინ ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, მაგრამ ერთი რამ ვიცი რო შემიყვარდეს მოვკვდები.
–რატო სანდრო?
–ტავიდან მეგონა რო უკეთესი იქნებოდა ერთმანეთი შეგვყვარებოდა,მაგრამ ახლა ვიცი რო მოვკვდები, უბრალოდ ვერ გადავიტან, ახლა უკვე მარტო სინდისი აღარ მაწუხებს მის მაგივრადაც განვიცდი, საკუთარი თავი უფრო მძულდება. როცა ვინმე მიყვარს შეიძლება მას რო ვინმემ რამე აწყენინოს დაუფიქრებლად მოვკლა, და რო შემიყვარდეს საკუთარი თავი მოვკლა?
–სანდრო იქნებ მასაც შეუყვარდე.
–ერეკლე რას ამბობ, ნუ მაცინებ, როგორ უნდა შევუყვარდე, გაფიცებ მე როგორ უნდა შევუყვარდე, ცხოველი ვარ, კაცს ვისაც ტავისი ტავი არ უყვარს სხვა როგორ შეიყვარებს. მასთან ერთად ცხოვრებას ვერ შევძლებ რო მიყვარდეს, ყველაფერი მწყინს, ადრე თავზე რო დაემხო ყველაფერი რეაქცია არ მქონდა. ამ მეხსიერების მუდმივობას ვერაფერს მოვუხერხებ მე კი არ შემიძია მისგან ავიტანო ცემ შეხებაზე როგორ კრთება, როგორ ახსენდება ის დღე, ასე მართლა არ შემიძლია. ერთი სული მაქვს როდის გავა ის დრო რო აღარ ვხედავდე. ვერასოდეს ვიქნები ქალთან რომელიც მიყვარს და რომელსაც ჩემ შეხებაზე შიშ ექნება, ვერასოდეს ვიცხოვრებ მასტან როცა ვიგრძნობ რო არ მენდობა,ასე არ შემიძლია. ჯობდა რო ყვეაფერი ისე დამეტოვებინა, უბრალოდ ჩავბარებოდი პოლიციას, მერე იქნებ ოდესმე ღმერთსაც ეპატიებინა
–ხო იცი რო უპატიებელი არაფერია სანდრო, ღმერთი ჭეშმარიტ მონანულს შეუნდობს.
–არა ერეკლე ასე ადვილია ლაპარაკი, ასე ყველაფერი მარტივია,მაგრამ როცა ამხელა ცოდვა აწევს შენ მხრებს, შენ მეხსიერებას მერე ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება. მინდა რო ეს დრო მალე ამოიწუროს უკვე ვეღარ ვუძლებ.
–რა დრო?
–2 წელი ვაიძლებდი მართო ჩემთან ყოფნას, მას მერე გავუშვებდი, მართლა არ შემიძლია მასთან ერთად ცხოვრება, მის მაგივრადაც განვიცდი, ჩემი გაწყვეტილი შუბლი მოსვენებას არ მაძლევს და არ ვიცი ასე დიდ ხანს თუ გავძლებ. 8 თვე დარჩა.
–მერე რას აპირებ სანდრო?
–მერე ჩავბარდები, ვერასოდეს ვიფიქრებდი რო 137 მუხლის ამსრულებელი ვიქნებოდი.
–გაგიჟდი სანდრო?
–შენ გაგიჟება მაშნ ნახე ეს რო არ გავაკეთო, ჩემი მამაო ზედ არ მიყურებს მას მერე რაც აღსარებაში ვუთხარი.
–აუ სანდრო რას ამბობ, გგონია ბარბარეს სულს ამით რამეს შეუმსუბუქებ შენ რო პოლიციაში გავარდები?
–ამას ბარბარესთვის არ გავაკეთებ, ჩემი თავისთვის, ყველანაირად უნდა ვაგო პასუხი, ღმერთთანაც, საკუთარ თავთანაც, კანონტანაც, ბარბარესთანაც. არ ვიცი რამდენ ადამიანტან, ბაბუა არ მაპატიებდა. ამას როგორ იფიქრებდა რო ასე მოვიქცეოდი.
–რა გავაკეთო რო ოდნავ მაინც დაგეხმარო სანდრო? გეხვეწები მითხარი.
–რო ხარ მეხმარები უკვე ერეკლე.
–ანიმ ეს იცოდა და მაგიტო ჰქონდ აის რეაქცია?
–ხო იცოდა.
–მაინც არ უნდა მოქცეულიყო ასე, ეგ შენი ცოდვაა, შენი პრობლემა და სხვა არ უნდა ჩაერიოს.
–ერეკლე რას ამბობ, ოდნავ რო ვინმეს ხმამაღლა ეთქვა რომელიმე ჩვენგანისთვის თვალებს ვთხრიდით ერთმანეთისთვის და ანი ბარბარეს მეგობარია, გამიკვირდა უფრო რო არ მიმალანძღა, ან რა ვიცი თავში რო არაფერი ჩამარტყა.-კარგი ერეკლე შენც დაგამძიმე, არ იფიქრო მაგაზე, რამეს ვუზავ ჩემ ცხოვრებას.
–მართლა ყველაფერშ არანორმალური ხარ სინანულშიც, სიყვარულშიც რა ვიცი ყველაფერში, შენ ეს როგორ უუნდა დაგმართნოდა.
–კარგი გავიდეთ, სირცხვილია მივეხმაროთ. ბაბუა არასოდეს აალაგებინებდა ბებოს მაგიდას მარტოს.
–რამხელა კვალი აქვს მაგ კაცს შენში, ძალიან გავხარ, მეორე ალექსანდრე ოშხარელი ხარ ნამდვილი.
–ის ამას არასოდეს გააკეთებდა,მანამდე ბევრი მიკლია. ჯობდა სოფელშ დავრჩენილიყავი სამუდამოდ, მებარა, მეთოხნა, არ ვიცი ყველაფერი, მაგრამ ჩემ მშბლებს ამას გააგებინებდი რას ჰქვია ჩვენმა შვილმა არ ისწავლოსო. მე კი ჩემი სული და გული იქ დავტოვე. ბარბარე და ანი უხმოდ დაბრუნდნენ სამზარეულოში ბიჭებმა კიდე ილაპარაკეს მერე მალევე გამოვიდნენ, ანი ხმას ვერ იღებდა დამუნჯებული იყო იმით რაც გაიგონა, ეს იყო რაღაც გაუგონარი სინანულიმოძალადის, უბრალოდ მარტივად ტრაგედია სადაც ყველა მსხვერპლია, მაგრამ მაინც უზარმაზარი კედელი აქ აღმართული მეხსიერებას. ბარბარე ვეღარ გაჩერდა და აბაზანაშ შევიდა თვალები სულ დაუსივდა ტირილისგან, ტკივილისგან, რო გამოვიდა ბიჭები იყვნენ სამზარეულოში სანდრო რეცხავდა ერეკლე ამშრალებდა, უხმოდ იდგნენ, უხმოდ ესმოდა ერეკლეს ყველაფერი და სახეზე ამდარდის ღრიანცელი მძიმე დაღად ესახებოდა, ნაღვლიან ღიმილში ჩაგროვილი ტკივილი ცდილობდა როგორმე მოეშრებინა მეგობრისთის იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე მისი ატანა შეეძო, მაგრამ არაფერი შეეძლო. ანი ოთახშ ტიროდა, ტიროდა ბარბარეს გამოც და ახლა სანდროს გამოც, ერეკლე ეცოდებოდა, იგრNძო როგორ უყვარდა სანდრო, როგრი ახლო იყვნენ ერთმანეთისთვის, ტიროდა უბრალოდ თანაადამიანის ტკივილს.
დუმილი, ტკივილი, კიბეები, მანქანა, გზა, სიჩუმე, არანაირი სიტყვები, სახლი, ეზო, მხოლოდ ნაღვლიანი გაღიმება მადლობაზე, როცა სანდრომ კარი გაუღო და გზა დაუთმო მის კუდიანს.
–მშვიდი ძილი ალექსანდრე.
–მადლობა შენც.
ისევ ბორიალი ეზოშ, ისევ გაუჩერებელი წვა, ისევ ფიქრი იმაზე რო ყველაფერს უღალატა, ის რო ეს შეეძო, დარდი იმაზე რო ბარბარეს ცხოვრება დაუნგრია, ტანჯვა იმის გამო რო ბარბარე იტანჯებოდა და 6 ამდე წაუსვლელი ქენჯნა, ერთი საათით გაზრდილი ტანჯვა და უჩვეულოდ მოტეხილი სხეული, მზერა, გაფერმკრთალებული კანი. ამღვრეული თვალები.
–ცანდლო ქო ალ გაგაგვიძე?
–არა ქეთო, ძლივს გამოერკვა სანდრო ძილიდან.
–ალ უნდა წამო? ცულ აგალ წამ და მე ლო მაძალებენ ეცე იგი ცაწიროა და ცენც ქო გინდა? სანდროს გაეცინა ამ წერტილის მზრუნველობაზე.
–ჯერ ადრეა ჩამოვალ.
–კაქი გელოდები, ცენთან ერთად უნდა ვწამო.
–ჯერ მოდი ჩამეხუტე რა. ქეთო ძლივს აიჩხლართა საწოლზე ჩუსტები დაბლა დაყარა და კისერზე შემოეხვია.
–უფრო მაგრად ქეთო.
–გაგწკლიტო?
–ქო მიდი გამწკლკიტე, ენა მოუჩლიქა სანდრომ. დაბლა ჩამოვიდნენ ქეთო კიბეებზე მოხტუნაობდა.
-შე პატარა ცოტა ნელა.
-ბაბალე ლოგოლ ხალ? ალ გინდა ჩვენ უნდა ვწამოთ ჩვენთან ერთად იკო?
-ხო ქეთო მინდა, მაგრამ ჯერ სანდროს დაველაპარაკები და მალე მოვალთ.
-სანდრო შეიძლება გელაპარაკო?
-კი ახლავე, სანდრომ ქეთო სამზარეულოში შეიყვანა და გამოვიდა.
-ცუდად გამოიყურები ალექსანდრე, ბარბარეს შეწუხებული სახე ჰქონდა, როცა მისი თვალები დაინახა, ჩაღამებული, გაფერმკრთალებული კანი, და ნატანჯი ნაძალადევი ღიმილი.
-ხო ცოტა ძილი დამაკლდა ეტყობა.
-ცოტა არა გუშჳნ მთელი ღამე არ შემოსულხარ.
-ესე იგი შენც გეღვიძა.
-თავს ასე რატო იტანჯავ ალექსანდრე? მე ხო პირობა მოგეცი რო ყველაფერს გავაკეთებდი რო მეპატიებინა, სულ უფრო ვგრძ ობ რო ამას შევძლებ.
-არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, უბრალოდ კუჭმა შემაწუხა და ჰაერზე გამოვედი, მადლობა რო ცდილობ. ისეთი თავდაჭერილი იყო სანდრო ბარბარეს უკვირდა.
-ჩემი ჯგუფელები აპირებენ ბანკეტის აღნიშვნას,მინდა რო შენ ჩემთან ერთად წამოხვიდე, თუ გცალია. სანდროს ეგონა მოესმა, ჯერ სიტყვები ეგონა აერია მაგრამ ტემბრი ისეთი უჩვეულო ჰქონდა ბარბარეს, ასე არასოდეს დალაპარაკებია.
-გცალია სანდრო?
-კი ბარბარე, მეცლება, შენ თუ ეგრე გირჩევნია, ისე თუ გინდა არ მეწყინება, წამოგიყვან ან მძღოლს გამოგიგზავნი, ბარბარემ ძლივს შეიკავა ღიმილი. ყოველ დღე რარაც მოულოდნელს ხედავდა ალექსანდრეში, დეტალებში მჟღავნდებოდა მისი სიფაქიზე გარეგნულად სიუხეშეში დაფარული.
-ესე მირჩევნია, საღამოს გეტყვი დეტალებს სანდრო. ალექსანდრეს სახემალევე შეეცვალა, უჩვეულოდ გამოუცოცხლდა თვალები, დილით მიღებული გადაწყვეტილება რო ბარბარესგან თავი რაც შეიძება შჴრს დაეჭირა სადღაც შეჩურთა, გრძ ობდა რო ყოველ ნახვაზე უყვარდებოდა, ყოველ გაფიქრებაზე მისი სახელის და ეს კიბოს მეტასტაზებივით მოედო მის სხეულს სულს, ყოველდღე გრძობდა რო „უყვარდა გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად“ იცოდა რო ეს გაანადგურებდა, მაგრამ ინერციით წავიდა ამ მორევისკენ.
-ქეთო გველოდება წავიდეთ სანდრო, ბარბარე სახლისკენ შებრუნდა. სანდრომ მებაღეს რაღაც ანიშნა და მალევე დაეწია კუდიანს.
-ბარბარე... ხელი მკლავზე მოკიდა, რაღაცის თქმა უნდოდა, ბარბარე წამით შეხტა ლამის დაიკივლა, ძლივს შეაკავა წამოსული ხმა. სანდროს ეგონა რო ყველაფერიჩამოინგრა, სამყაროს ღერძჳ გამოეცალა, ახლა უფრო ცუდად იყო ვიდრე დილით, ვიდრე მთელი ღამე, ბარბარემ გაუღიმა რო არაფერი შეემჩნია, მაგრამ სანდროსთვის ეს უკვე საკმარისი იყო თვალები რო ჩაქრობოდა, სახე რო ისევ გაფერმკრთალებულიყო და კუჭს რო ისევ შეეხსენებინა თავი. მთელი დილა აღარაფერი გაუგია, ქეთო და ბარბარე რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, წმაით იფიქრა ხო არ დაყრუვდა არაფრის გაგება არ შეეძლო ისე იყო გაბრუებული.
.......
–ბაარბარე მთელი ღამე არ მძნებია, სანდროზე ვფიქრობდი.
–მეც ანი. არ ვიცი ასეთ მდგომარეობაშ რა გავაკეთო?
–ისე შემეცოდა ყველაფერი ჩამეწვა.რა მძიმეა ასეთი რამის მოსმენა, რა რთული ყოფილა მისი თვალით შეხედვა.
–იცი ამდენი ხანია ვუყურებ და გეფიცები მასეთი არავინ მინახავს, შნაგანად ძალიან ღრმაა, ამ წლების განმავლობაძშ ერთ დღეს არ ძნებია ნორმალურად, არ ვიცი იმასაც ვფიქრობ რო რამე მოუვა, გეფიცები ბრაზს აღარ ვგრნობ და ვხვდები რო მისი პატიება შემიძია და უფრო მეტიც ძალიან მინდა, მინდა რო ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს, მეც შევძლებ ამას ჩემი ცხოვრება დავიბრუნო, ძველებურად ვიცხოვრო,უჩვეულო გრძNობაა როცა ხედავ როგორ იტანჯება ის ვინც ამხელა ტკივილი მოგაყენა.
–ბარბარე მას პატიება არ ეყოფა, უყვარხარ და ეს უფრო გაანადგურებს.
–რა გავაკეთო? არ ვიცი რამ შეაყვარა ჩემი თავი ცუდის მეტი არაფერი მითქვამს, ოდნავადაც არ მიცდია.
–ბარბარე იმას ვისაც შენი სულის დანახვა შეუძია მიზეზი არ ჭირდება რო შეგიყვაროს, ეს თავისთავად ხდება, ნუთუ საერთოდ არაფერს გრძნობ მის მიმართ?
–ანი შენ როგორ ფიქრობ? შემიძია მის მიმართ რამე გრძNობა მქონდეს? ზოგადად არავის მიმართ, არც ერთი კაცის მიმართ, მით უმეტეს მის, ამ შემთხვევამ ყველას მიმართ რაღაც უჩვეულო შიშჳ და ზიზღი გამიჩინა, ახლა ვგრძ ობ რო ეს ზიზღი დავძლიე, მაგრამ უნდობლობას, უარყოფით განცდას ვერაფერს ვუხერხებ.
–არ ვიცი ბარბარე მე პირადად გამოსავალს ვერ ვხედავ. რო შეგიყვარდეს უფრო დიდი კედელი იქნება თქვენ შორის. ალექსანდრე იდეალისტია, ვერ შეეგუება იმას რო შენ ეგ ყოველთვის გემახსოვრება, უბრალოდ ეს ისე ნათლად ამოვიკითხე მისი საუბრიდან რო შემეშჳნდა, ვერც ერთი აიტანთ რო თქვენ ურთიერთობას ეს ცოდვა ყოველთვის ექნება, ამას ვერც შენ და მითუმეტეს ვერც ის დაივიწყებს. ახლა უკვე უყვარხარ და შენი გაშვებაც და შენი დატოვებაც ერთნაირად გაანადგურებს.ერეკლე ისე ცუდადაა მეტი რო არ შეიძება, არ ლაპარაკობს არ ჭამს, ერთი სიტყვით დეპრესია აქვს საშნელი. ბარბარე სამსახურიდან რო მივიდა სახლში უცხო მანქანა დახვდა. კაბინეტიდან ყვირილი გამოდიოდა.
–მამა რატო არ გესმის?
–სანდრო რას მთხოვ გაგიჟდი?
–რაც გინდა ის იფიქრე, უბრალოდ რამდნეიმე ხნით რო გადაავადო.
–ალექსანდრე მარტო შენი მეგობრისთის ამას ვერ გავაკეთებ, მაშნ ყველას უნდა გადავუვადოო სესხი და ეს ჩემ ბანკს გააკოტრებს.
–ჯანდაბა, რა გაუგებარი ხარ. დაანებე რა თავი ამ დედაატირებულ რეპუტაციას, პრესტიჟს, ფულზე ფიქრს, ერთხელ მაინც გააკეთე ის რაც სამართლიანია და არა სწორი.
–სანდრო ამაზე ნუ ვიკამათებთ.
–რას ნიშნავს ნუ ვიკამათებთ, ჯაბას ბაბუას სახლს უყიდი მაღაზია დაეწვა და სესხს ამ ეტაპზე ვერ იხდიან და გინდა რო გავჩუმდე? ცოტა რო გადაუვადო.
–სანდრო თუ ასე შეგტკივა გული შენ გადაუხადე, მაგის პრობლემმა არ გაქ და არც ფულის ყადრი იცი, ყოველთვის დაუთვლელად ყრი.
–რას მეუბნები? მაგას შენ მიხვდი და მე ვარა? შენთვის რამის თხოვნას სიკვდილი მერჩივნა მაგრამ მაინც გთხოვ, იმმიტო რო სხვა გზა არ მაქ, ჯაბას არ იცნობ, ჯაბა გამორიცხულია ჩემგან ერთ თეთრს არ აიღებს თორემ ამაზე არც ვილაპარაკებდი, ის სულ სხვანაირია, არ იცნობ არავინ იცნობს, სანდრო ემოციებისგან ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა -არ იცი როგორ ინერვიულებს ბაბუამისი, შეიძება რამე მოუვიდეს ნერვიულობაზე შაქრიანი კაცია და თუ მე ჯაბა დავკარგე გავგიჟდები გესმის? ხვდები?
–ყველა არანორმალურს შენ როგორ უნდა გადაეკიდო? რა გავაკეთო მარტო იმას როგორ გადავუვადო? ან მეგობრისგან რატო არ უნდა აიღოს ვერ ვხვდები?
–ხო გეუბნები არ იცნობ, სხვა ფსიქოლოგიაა, სხვა განზომილებაა ჯაბა, ისიც რო გაიგოს რო ამას ვაკეთებ და შენ გთხოვ ეწყინება, რა ვქანა ასეთია და მე ასეთზე ვგიჟდები, მის დაკარგვას ცხოვრება დავკარგო მირჩევნია, შენთვის არაფერი მითხოვნია და ახლა გთხოვ ხო იცი ეს რას ნიშნავს ჩემთვის?
–მაპატიე სანდრო, მაგრამ ამდენ სესხს ვერ გადავავადებ კიდე რაღაც დეტალებია და მარტო ჯაბას ვერ გადავუწევ.
–აუ რა სწორხაზოვანი ტიპი ხარ, აი მარტო ერთი მიმართულებით იყურები, ერთ წერტილს უყურებ და სხვა ყველაფერი ფეხზე გკიდია, გეუბნები შეიძება რამე მოუვიდესთქო ბაბუამის, შენ მაინც შენსას მიერეკები ტო, ჩემი არ გესმის, ოდნავ მაინც არ ცდილობ გამიგო.
–მე არაფერს ვაშავებ.
–პრობლემაც ეგაა არც არაფერს აკეთებ, თორემ სამყაროს 80 პროცენტი შენნაირად მარტო ტავისი თავისთვის ცხოვრობს თუ მეტი არა. არ მინდა მამა სინდისმა შეგაწუხოს, დამიჯერე რო ამ გრძნობაზე ცუდი არაფერია.
–ხო შენ ეგ გრძნობა კარგად გეცოდინება.
–არც იფიქრო რო უტას გამო დამთრგუნავ. ცემზე არ მოქმედებს ეგ სიტყვები. მე სხვა რამეს ვგულისხმობ. სანდრომ ყველაფერი მოუყვა, ბარბარე გაშრა, ალექსანდრე სულ უფრო ვეღარ იტევდა ამ ტკივილს და ყველას ეუბნებოდა, ნიკა გაგიჟდა.
–შენ, შენ? ამხელა ცოდვა როგორ დაიდე, მთელ ოჯახს, მტელ გვარს მოუწევს ამის გამო პასუხის გება, უბედურება არ გველევა, ამ ცოდვის გამო არავინ იცის რა მოგვივა, ყველა გაგვსვარე ამაშჳ, ღმერთის არ გეშჳნია? ნიკა უყვიროდა მთელ ხმაზე, -შენ მე ყველაფერს მართმევ, ყველაფერს, მამა არ ინდობდა შვილს ზნეობრივად გატეხვაში.
–მომისმინე, შენ ჩემი ცოდვები არ გეხება, მით უმეტეს გვარს და ოჯახს, ეს ჩემია მე ვაგებ პასუხს და თუ თამნაგრძNობა არ შეგიძია საერთოდ ნუ ამოიღებ ხმას.
–რა თავხედიც გაგაზარდა მამაჩემმა ის დარჩი, საყვედურის მოსმენაც არ შეგიძია და ხვდები სადამდე მიხვედი, ქალზე ძალა იხმარე, შენ კაცი ხარ? ამას კაცი ჰქვია? არაკაცი ხარ, უკანასკნელი ნაძჳრალა, ყველაზე წყალწაღებულიც კი არ იკადრებდა ამას, შენ ვის რა უნდა უთხრა? ვის რა უნდა მოთხოვო? შენ სიტყვას არაფრის ფასი აღარ აქვს, კაცი აღარ ხარ. ნიკა ბოლომდე ადგავდა ფეხს იქ სადაც იცოდა ყველაზე მეტად ეტკინებოდა.
–გაჩუმდი მამა, შენ არ გეხება ეგ.
–ვერ წარმოიდგენ შენ გამო როგორ მრცხვენია. სანდრო აიწურა.
–ხოო? როგორც გინდა, ვერ დამამცირებ, არ მოგცემ უფლებას. მე ვაგებ პასუხს, არაფერს გავურბივარ, მთელ სიცოცხლეს ამას შევწირავ ან მოვკვდები, შევაკვდები გესმის, უბრალოდ ამით ვერ ვიცხოვრებ ეს განცდა დამშლის, მაგრამ არავის გესმის არავის მივცემ უფლებას ამის გამო ზემოდან მიოყუროს ან დამამციროს გესმის. შენც კი არ მოგითმენ ნიკოლოზ და წყობიდან ნუ გამომიყვან. სანდრო თითქმის ღრიალებდა.
–შენ რო გელაპარაკები მგონია მამაჩემი დგას ჩემ წინ.
–ვერ წარმოიდგენ რა სიამაყით ვივსები მაგას რო მეუბნები.გამოსცრა ოშხარელს.
–მე უფრო სხვა კონტექსტში ვგულისხმობ.
–არ გაბედო და ბაბუაჩემზე ხმა არ დაძრა, არ გაბედო გესმის, ხელი მთელი ძალით დაარტყა მაგიდას. ნიკა კაბინეტიდან გამოვარდა, რუსუდანმა ვერ გააკავა გარეთ გავარდა.ალექსანდრე მაგიდასთან იყო ცაკეცილი,ცრემლები უკითხავად მოდიოდა. ბარბარე გაუაზრებლად შევიდა მასთან მუხლებზე დადგა და მოეხვია, ტირილით ტკივილით მთელი ძალით მოეხვია, სუნთქვა შეეკრა სანდროს სხეულის შეხებაზე, გრძ ობდა სისხლი როგორ ადუღებული იყო, ძარღვები დასკდომას დასკდომას, გული ამოვარდნას, სანდრო გაშრა, ვერ გამოერკვა რა ხდებოდა, მისმა შეხებამ მთელ სხეულშ დაუარა.
–ბარბარე,
–სანდრო არ გინდა ყველას ნუ ეუბნები ამას, ვიცი გაწვალებს ვიცი ძნელია ამით ცხოვრება, მაგრამ ეს არავის ეხება, მხოლოდ მე და შენ, თავს ნუ იტანჯავ გთხოვ.
სანდრო გამოეცალა, ბარბარემ, იგრძნო რო სანდრო ისევ ფიქრობდა ხო არ ეთამაშებოდა.
–ბარბარე, მე, არ მინდა ასე მხედავდე ჯობია გახვიდე,
–სანდრო გეფიცები, გეფიცები რო გაპატიე, ოდნავ აღარ ვგრძნობ ბრაზს და ამით ბედნიერი ვარ, თავისუფლად ვარ, უჩვეულო სიმსუბუქეს ვგრძნობ ამ პატიების გამო, მთელი ამ ხნის განმავლობაშ ასე კარგად არ ვყოფილვარ. ბარბარე ტირილით უყვებოდა ამას გული ამოვარდნას ჰქონდა.
–მიხარია თუ კარგად ხარ ბარბარე, ვერ წარმოიდგენ ისე.
სანდრომ ამ წამს გულწრფელი პატიება მიიღო, მაგრამ ოდნავ არ შემსუბუქებულა მისი სინდისი, მხოლოდ ბედნიერებას გრძNობდა იმის გამო რო ბარბარე კარგად იყო.
–მე კარგად ვიქნები, ამაზე არ ინერვიულო.
–ხო, მაგრამ ისე ვეღარასდროს იქნები, ის დღე რო არა, ბარბარე, ამას არაფერი შეცვლია ამას პატიება ვერ ცაანაცვლებს, იმ წლებს როგორც შენ ცხოვრობდი, როგორც შენ იტანჯებოდი, მე ვერ ავანაზრაურებ, მპატიებ იმიტო რო შენ ხარ ძლიერი, შენ ხარ სუფთა და არ შეგიძია ამით ცხოვრება მე კი უფრო დიდ ნაძჳრალად ვრჩები.
–იცი რას ვფიქრობ, შენ ისე როგორც ვაჩე მოიქცა არასოდეს მოიქცეოდი, ვიცი რო ძნელი იყო მისთვისაც, მაგრამ არც სათანადოთ არ ვყვარებივარ რო დამხმარებოდა ან ცემ გვერდით ყოფილიყო, შეეშინდა ჩემი ცვლილების შეეშნდა და ვიცი რო ასეთ კაცთან ვერასოდეს ვიქნებოდი, აუცილებლად გამოაჟღავნებდა ამ დეტალს ადრე თუ გვიან, ამიტო შეიძება ოდესმე მადლობა გითხრა რო ახლა მისი ცოლი რო არ ვარ სანდრო, გთხოვ მე არ მინდა რო ასე იტანჯებოდე, უფრო ცუდად ვარ.
სანდროს სახე საშნლად მოეღუშა, ბარბარე ვერაფერს მიხვდა, ეს ყველაფერი ახლა მიტო უთხრა რო ეგონა დამშვიდდებოდა.
–სანდრო რატო გაქ ეგეთი სახე?
–შენ ის ვერ დაივიწყე რო შენ გვერდით არ იყო, ამის შეეშინდა და იმას დაივიწყებ რაც მე გაგიკეთე?! ეს უფრო თავის თავს უთხრა და ყველაფერი იქ დაასამარა.
ბარბარე გაშრა, არ ელოდა ამას. სანდრო სულ უფრო მძიმდებოდა, სახეზე ყველაფერი ეტყობოდა, მართლა შეეშინდა ბარბარეს არაფერი მოსვლოდა, არ წამდა არ ეძინა, სულ ნერვიულობდა
–შენ მთვრალი იყავი ის ფხიზელი.
–ეგ რო რამეს ცვლიდეს ბარბარე, ეგ რო რამეს ცვლიდეს.
–ჩემთვის ბევრ რამეს ცვლის
–ჩემთვის არაფერს, საერთოდ არაფერს.
ბარბარე მიუახლოვდა, სახე ხელებშ მოიქცია, სანდრომ ფრთხილად მოიშრა მისი ხელები.
–შენ თვითონ არ მპატიობ.
–რას?
–მაშინ აუზთან, ახლაც იმიტო ერიდები ჩემტან სიახლოვეს, აღარ მენდობი.
–ეგ არაფერ შუაშა, აღარც მასხოვს ბარბარე. მე შენ გიცნობ და მაგას არც ვიფიქრებდი.
–აბა რატო ხარ ასე?
–იმიტო რო რო შეგეხო და შენ შეკრთე ვერ გადავიტან, სულ ასე იქნება, სულ. სადრაც გონებაში, მეხსიერებაში ყოველთვის იქნება ეს განცდა რო ჩემ შეხებაზე თავიდან უსიამოვნო შეგრძნება გექნება, მე კი ამას ვერ ავიტან, უბრალოდ არ შემიძია, იმაზე მეტად მიყვარხარ ამის ატანა რო შევძლო. ბარბარემ იგრძ ო რო დილანდელი შემთხვევა ვერ დაივიწყა ალექსანდრემ.
–სანდრო მე ეგ შეიძლება ნებისმიერის შეხებაზე დამემართოს, უკვე ინსტიქტია, არ დავფიქრებულვარ, რა ვქნა, ვეცდები რო ესეც დავძლიო. შენ არაფერ შუაშჳ ხარ, ნებისმიერზე ეგრე ვიქნები.
–ხო და არ მინდა ჩემი შეხება შენთვის სხვებისავით იყოს, არ მინდა რასაც სხვების დროს განიცდი ის იგრძნო ჩემ დროსაც, არ მინდა შენთვის სხვა ვიყო. სანდრო უცბად გაჩერდა, მიხვდა რო ამდენი არ უნდა ეთქვა.
-მაპატიე ვბოდავ მგონი, კაბინეტიდან გავიდა
-სანდრო მოიცადე
-ახლა არა დედა რა, მიაძახა და გარეთ გავარდა.
***
-გთხოვთ მაგდენს ნუ მისმევთ, ანი ხომ იცი როგორ არ მიყვარს.
-ბარბარე, მომისმინე, კარგი მაკიაჟი ნიშნავს, როცა ბევრი გისვია და ცოტა გეტყობა, ანუ ბუნებრივი ხარ, ცოტას თუ დაგვაცდი დამიჯერე არ იქნები გადატვირთული.
-იმედია ანი, მაგრამ ასე მგონია ყველაფერი სახეზე მისვია. ჩავიხედავ გთხოვ.
-არა ცოტა ხანი ბარბი თავი გამიჩერე, თხოვა ვიზაჟისტმა. ბარბარე ვეღარ ჩერდებოდა, ეგოონა დაბმული ყავდათ და ერთი სული ჰქონდა როდის ადგებოდა. ანი უკვე გამზადებული იყო და ელოდებოდა.
-შეგიძლია ადგე, მართლა ბარბი ხარ, ნამდვილი თოჯინა, ვერ დაფარა სვეტამ აღფრთოვანება, ანი ტიროდა ბარბარეს დანახვაზე. ყველა ემოცია ერთიანად შემოეხვა, ძველი ბარბარე იყო ისეთი რომელსაც ვერასდროს იფიქრებდა რომ დაბრუნდებოდა მისი გაუბედურებული სხეულის და სულის დანახვის დროს, ახლა ხედავდა თითქოს მკვდარი გაცოცხლდა, მხოლოდ მისი სილამაზე არ ატირებდა, უჩვეულო სითბო, სიკეთე და სიძლიერე იყო ამ ფაქიზი არსების თვალებში. უბედურებას რომ მისი სულიერი სინაზისთვის, სილამაზისთვის რომ ვერაფერი დაეკლო.
-ანი გაგიფუჭდება მაკიაჟი რა გატირებს? ბარბარეს ეღიმებოდა.
-ბარბარე ისევ ისეთი ხარ, როგორ მომენატრე, ანი თავს ვერ იკავებდა, ცრემლები აღრჩობდა.
...................
-სანდრო გეხვეწები მაისური გაიხადე ეგრე ნუ წახვალ.
-აუ ბექა შენ დამშვიდდი, რა მოხდა მიხდება, ნუ მაიძჲლებ რა ამ პერანგს და ჰალსტუხს მგუდავს.
-კარგი რა არავის აინტერესებს შენი პიერ კარდენის მაისური, რაღაც საოცარი თანხა რო გადაიხადე, უბრალოდ ცოტა ხანი პერანგი რომ ჩაიცვა რა მოხდება?
-ბექა რა მეტიჩარა კუწურიესავით იქცევი, ნეტა მეც არ ჩამეცვა წუწუნებდა ერეკლე.
-თქვენ ორნი როგორ ვერ ხართ, გაეცინა თორნიკეს. კიბეებთან რომ ანი ნამტირალევი დაინახა ერეკლე ცუდად ლამის გახდა.
-რამე მოხდა ანი? აუკანკალდა ხმა ერეკლეს.
-არაფერი უბრალოდ ბარბარეს თვალი ვერ მოვწყვიტე, ისეთივეა როგორც ადრე, როგორ მომნატრებია, ანი ერეკლეს ჩაეხუტა და ისევ ტიროდა.
კიბეზე მდგარ ბარბარეს სიმორცხვისგან სიწითლეს მაკიაჟი უფარავდა, თუმცა დახრილი თვალებით ყველაფრის ამოკითხვა შეიძებოდა, ულამაზესი თვლებით გაწყობილი ლაჟვარდისფერი კაბა ეცვა, მუხლზე ოდნავ ზემოთ, მისი თეთრი, ჩამოსხმული ფეხები ისე მსუბუქად და გაუბედავად მოაბიჯებდა რო მარტო ამ მოძრაობაში შეიძლეებოდა მისი სულის სილამაზის ამოკითხვა, ძოწისფერი ტუჩები, ნუშის ფორმის თვალები, გრძელი წამწამები და პატარა ბავშვივით დამალული მზერა, ყველა უყურებდა და ვერავინ აშორებდა თვალს რუსუდანმაც ვერ შეძლო ეს, იმას რომ რეალურად საოცრად ლამაზი იყო ემატებოდა მისი ადრინდელი გარეგნობის ცოდნა და ეს ცვლილება გულგრილს არავის ტოვებდა, სანდროს მზერა მის სხეულზე, სახეზე მონუსხულივით დარბოდა, მსუბუქად აწეული თმა და კოსა ხაზს უსვავდა კისრის სილამაზეს და შიგ დაბუდებულ სიამაყეს, დახვეწილი მოძრაობა ოდნავ რომ არ გადადის სიკეკლუცეში უბრალოდ ატყვევებდა სანდროს. არაფერი არ აგრძნობინებდა ქალურ გამომწვეობას ბარბარეს მოძრაობის, ჩაცმულობის, მაგრამ იმდენად მოინუსხა ამ ბუნებრიობით რომ საკუთარ თავს რამდენჯერმე გაუმეორა რომ თვალი მოეშორებინა. ხედავდა ბარბარეს და მის გვერდით ხედავდა შავ ძაძებში ჩაკარგულ, გამოფიტულ, გამწარებულ და ნატანჯ ქალს, ხედავდა ამ ორს და იმდენად აძრწუნებდა მისი ცოდვა, რაც ამ ორ ქალში განსხვავების მიზეზს წარმოადგენდა რომ მუცელში, რაღაც გაუჩერებლად უტრიალებდა.
-აუ ჯაბა რა გადამასხი? ძლივს გამოერკვა სანდრო.
-სვანური კოქტეილი ალბათ, გაეცინა ბექას და აღფრთოვანდა ჯაბას მახვილგონიერებით.
-სანდრო გამოცვლას მოასწრებ აირბინე მიდი, გაუღიმა თორნიკემ და თვალებით უკბინა. სანდრო ძლივს გაანძრიეს ადგილიდან, მიწეპებულივით იყო და ბარბარეს თვალს არ აშორებდა. რუსუდანს ცრემლები მოდიოდა და ამის დანახვა სანდროსთვის საოცრება იყო, ეს ქალი ყოველთვის ერიდებოდა ემოციის გამომჟღავნბას განსაკუთრებით უტას მერე და ახლა ცრემლები თავისით მოდიოდა.
-დაგენიძლავები ჯაბამ მართლა შემთხვევით გადამასხა, გაეცინა სანდროს.
-კარგი ახლა, მასეთიც არაა. კიბეებზე ასვლისას ფხუკუნობდნენ.
-მიდი კითხე გაფიცებ.
-ლექსო მაგ ენას მოგაჭრი იცოდე, უკნიდან ხელი წამოარტყა ჯაბამ. -ამჯერად მართლა ძალით გადაგასხი.
-კარგი ჯაბუნა, წყალს გადავივლებ და გამოვალ, თქვენ გამიმზადეთ.
-აუ წყლის დროა? ახლა არ გამოეხწიე მანდედან? აწუწუნდა თორნიკე.
-ნეტა თქვენ სად გეჩქარებათ? მე და ერეკლე მივდივართ.რაღაც მურაბა თუ ჯანდაბა გადამასხა და ტკბილიანი ვარ, 2 წამში გამოვალ.
-გვნახა აქ მოცლილები, ჩვენ სადმე წავალთ ისე კი არ ვიქნებით, გაიჭიმა ბექა.
.....................
სანდრო ვერ ხვდებოდა რას გრძ ობდა უბრალოდ იცოდა რო უჩვეულოდ იყო, ბარბარესთან ყოფნა რარაც არაადამიანურად უნდოდა და ამავე დროს მისგან შორს ყოფნა უფრო ამშვიდებდა. მალევე გამოვიდა და დაბლა ჩავიდა. ერეკლე სასაცილო რაღაცებს ყვებოდა, ბარბარე ქეთოს ეთამაშებოდა, ის კაბას მთელი მონდომებით ათვალიერებდა, თმები შეისწავლა როგორ ჰქონდა გაკეთებული, ყველაფერი აინტერესებდა პატარა ქალს და ბარბარეს კალთიდან არ გადმოსულა სანამ სანდრომ არ აიყვანა ხელშჳ და არ აკოცა.
-შე პატალა ლოგოლ მომენატლე.
-აუ ლატო მაბლაზებ ცანდრო, ქო იცი ლო ცქვანაირად ველ ვლაპალაკობ.
-ქო და იმიტო ქალ ეგლე საკვალელი.
-მალე მოდი ცანდლო, დაგელოდები რაგაც უნდა გეთამაცო აქალია.
-ოჰ, პატარა წერტილი მითითებებს არ ეშვება.
.......
სანდრომ მანქანის კარი გაუღო და ძლივს მიოთმინა რო ხელი არ მიეშველებინა, ბარბარემ თვითონ მოკიდა ხელი და გაუღიმა.
-არ ვიცი დღეს თუ ცოცხალი გადავრჩი, ანიმ მაიძულა ამ სიმაღლეების ჩაცმა ისე ვარ გადაჩვეული მგონია რო წავიქცევი. სანდროს გაეცინა.

-რა გაცინებს? მართლა ვერ დავდივარ. სანდრომ ხელი ისე დაიჭირა რო ბარბარეს მკლავი გაეყარა, დანარჩენი არაფერი ხდებოდა ქვეყანაზე, მხოლოდ მისი სუნთქვა, ფეხსაცმლის ხმა და მისი „წყლის“ სურნელი. სანდრომ იცოდა რო ვაჩეც იქნებოდა, ამაზე არ ულაპარაკიათ, თუმცა ორივემ იცოდა რო არც იყო საჭირო რამის თქმა. ბარბარესთვის ეს სირთულე აღარ იყო, მის დანახვას ოდნავი ცვლილებაც აღარ გამოუწვევია, თითქოს ადრე არსებული პეპლები მის მუცელში სადრაც გაქრნენ, აორთქლდნენ და ეს კაცი მის ცნობიერებაში საბოლოოდ გაფერმკრთალდა. სანდროს იგივე რეაქცია არ ჰქონია, არც კი ელოდა რო ასე მოაწვებოდა სისხლი საფეთქლებზე, სუნთქვა გაუხშირდა იმის დანახვაზე როგორ უყურებდა ვაჩე ბარბარეს, ახლა მზად იყო ამ კაცისთვის თვალები მარტო იმიტო დაეთხარა რო ბარბარეს დანახვა შეეძლო. ძლივს იკავებდა თავს, მაგრამ მკაცრად გადაწყვეტილი შინაგანი აზრი აიძულებდა რო უბრალოდ ხმა არ ამოეღო. ბარბარე ბედნიერი ჩანდა, მხიარული აი ისეთი, როცა ადამიანის მთავარი პრობლემა მხოლოდ ფეხსაცმლის ქუსლია. ანი და ბარბარე მეგობრებთან ერთად უამრავ რამეს იხსენებდნენ, იცინოდნენ, მხიარულობდნენ, სანდროს მზერა სადღაც ჰაერში იყო, მაგრამ სმენა მისკენ, არ უნდოდა რამე შეემჩნია ამიტო სხვაგან იყურებოდა, მაგრამ ფიქრი და აზრი მასზე იყო ჩაბღაუჭებული, სანამ რესტორანში შემომავალი რამდენიმე კაცი არ დალანდა, სახე ეცვალა, ფერი დაკარგა და მაშჳნვე ერეკლე მოძებნა თვალებით, ის ფეხზე დგებოდა და მათკენ მიდიოდა, ანი რაღაცას ემუდარებოდა, მაგრამ არაფერი ესმოდა. ბარბარესაც სახე შეეცვალა. სანდრო ფეხზე წამოხტა და ერეკლესთან მივიდა, ბუნებრივად რო გამოსულიყო რაღაცას აჩვენებდა, ერეკლე არ წყნარდებოდა ანის ფერები გადადიოდა, მალე რამდენიმე კაცი მათ მეწყვილეებთან ერთად სუფრას მოუახლოვდა, ერეკლე ერთ ერთ მათგანს თვალს არ აშჴრებდა. მათი ჯგუფელის მეუღლე იყო და ალექსანდრეს გვერძე დასხდნენ.
-მოვკლავ სანდრო, გამეცალე.
-ახლა არა გაჩერდი ცოტა ხანი ერეკლე, სულ ცოტა ხანი. სანდრომ ანის ანიშნა რო არაფრით მიეცა უფლება ამდგარიყო, თვითონ ადგილზე დაბრუნდა, ბარბარე შიშჳსგან კანკალებდა რომ სანდროს არაფერი ეთქვა მათთვის, სოფო მოიკითხა, მაგრამ მისი ქმრის გამო დაძაბულობა აშკარად შეეტყო.
-ვააა ალექსანდრე როგორ ხარ ძმაო?
-კარგად ზურა შენ? ძმაო ყურში ისე ცუდად მოხვდა, რომ თავი ძლივს შეიკავა რო არ ეუხეშა. ხელი მტკიცედ ჩამოართვა და ბარბარეს გვერდით მიუჯდა, ცდილობდა მასთან საუბარს რო ზურა არ გამოლაპარაკებოდა, ერეკლეს მზერა ბარბარეს აშინებდა, თვალს არ აშჴრებდა ზურას და სასმელს გაუჩერებლად სვავდა. სანდრო მზერით ანიშნებდა რო გაჩერებულიყო, არაფერი ესმოდა.
-ალექსანდრე რა ხდება შენკენ? როგორ ხართ? რამდენი ხანია არ შეგხვედრივართ.
-ძველებურად ზურა, სანდრო გულგრილად პასუხობდა, მაგრამ ყოველ დალაპარაკებაზე გრძ ობდა როგორ იწვოდა ერეკლეს მზერით.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდით, გააგრძელა ზურამ.
-აუ არც მე და სიმართლე გითხრა არ გამხარებია, თავი ვეღარ შეიკავა სანდრომ გრძ ობდა, რო ერეკლე მალე იფეთქებდა, -იქნებ ზურა მალე წახვიდეთ, ბოდიშჳ ამას რო გეუბნები, მაგრამ ერეკლეც აქაა და....
-არ იცვლებით, ისევ ისეთები ხართ, გაეცინა ზურას და თითქოს არც გაუგია.
-თუ გინდა გარეთ ვილაპარაკოდ და იქ გავარკვიოთ სხვა რაღაცები, სანდრო უკვე აიჭრა, მაგრამ ყველაზე მეტად ერეკლე ანერვიულებდა და ცდილობდა როგორმე ზურა უმტკივნეულოდ მოეშორებინა. ერეკლე ფეხზე წამოხტა და მათკენ წამოვიდა.
-გარეთ გამოეთრიე ჩქარა, ხელი კოსტუმში წაავლო. ყველამ მათკენ გამოიხედა, ანა სირცხვილისგან და შიშჳსგან აიწურა, ბარბარემ დაინახა როგორ აიღო დანა ზურამ მაგიდიდან და ჯიბეშჳ ჩაიცურა.
-არ გინდა ერეკლე, ახლა არა, სანდრო ძლივს აკავებდა.
-სადაც გინდა, გამოსცრა ზურას და კარისკენ გაყვა გამწარებულ ერეკლეს, ბარბარეს შიშით გული უსკდებოდა, როცა დაინახა როგორ ჩაუყო სანდრომ ჯიბეშჳ ხელი ზურას და დანა ამოაცალა.
-არც შენ იცვლები ზურაბ. უთხრა და დანა მაგიდაზე დააგდო. ანი ფეხზე წამოდგა და უკან გაყვა, ბარბარემაც ვეღარ შეიკავა თავი. ჰალსტუხი მოიხსნა და ცაიბუტბუტა “მართლა მგუდავს, კი არ ვიგონებ“ და ბექაზე გაეცინა.
-შე ახვარო აქ როგორ გაბედე მოსვლა, ერეკლეს ღრიალი ესმოდათ სანამ გარეთ გავიდოდნენ.
-ენაა დაიმოკლე, და გაიაზრე ვის ეტყლიპინები. ერეკლე სანდრომაც ვერ დააკავა ისე მივარდა და სახეზე გამეტებით ურტყავდა, ანიმ კივილი ძლივს შეიკავა.
-მორჩი ერეკლე, ძლივს გამოგლიჯა ხელიდან სანდრომ ზურა.
-დამაცადე, შენ მე არ მიცნობ, საერთოდ ამოგატრიალებ გესმის? ცხოვრებას გაგინადგურებ, იცოდე ვის უნდა დაარტყა ეგ ნავარჯიშები მუშტი. ზურა იფურთხებოდა.
-ოეეეე შენ რაღაც ძალიან ატლიკინებულხარ და ხო არ გინდა ეგ ენაა დაგიმოკლო? ახლა სანდრო გახდა დასაჭერი. ზურა მიხვდა რო უნდა გაჩერებულიყო, ყოველთვის გაურბოდა მათთან ერთად ჩხუბს, ცალ-ცალკე კი იშვიათობა იყო მათი ნახვა. მანქანისკენ წავიდა სოფოს დაუძახა და რესტორანს მოშორდა. ერეკლე უიმედოდ ეძებდა ანის თვალებს, ზედაც აარ უყურებდა.
-არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ კიდე რო დავინახო მოვკლავ მართლა გეუბნები, ერეკლე თავს ვერ იკავებდა.
-მესმის ერკლე მაგრამ ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს.
-მაგან, მაგ ახვარმა რაც ჩემ დას გაუკეთა უბრალოდ ცოცხლად გავგლეჯ კიდე რო შემხვდეს, თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა ერეკლეს.
თვალში რო აღარ ეჩხირებოდა ცოტა დამშვიდდა, ანის ბოდიშებს უხდიდა, იმდენი ქნა სანამ არ გააცინა რაღაცაზე, დიდ ხანს გაბუტული ანი ვერ ძლებდა ერეკლე ისე სასაცილოდ ცდილობდა მის შერიგებას.
-სანდრო ერეკლე ასე რატო იყო? ბარბარემ ვეღარ მოითმინა.
-ძველი ამბავია, მაგასთან სულ უსიამოვნება გვქონდა ხოლმე, ისეთი არაფერი გადაუარა. ვაჩე თვალს არ აშორებდა ბარბარეს და ამაზე სანდროს ეგონა ძარღვები გაუსკდებოდა მერე რო ვერაფერს ამბობდა სიცხე უწევდა და ერეკლეს უბრალოდ მის სახეზე ეცინებოდა, ამაზე სანდრო ირეოდა კარგად ხვდებოდა რაზეც იცინოდა.
-ბარბარე შეიძება შენთან ერთად ვიცეკვო? სანდროს ეგონა დაუბნელდა, არ გარხეულა, ბარბარეს სახე შეეცვალა, არ უნდოდა სანდროს გაბრაზება, მაგრამ არც ის რომ მისგან ნებართვა აეღო ამით რაღაცას აღიარებდა.
-ვაჩე ახლა არ შემიძია, თან აღარც მახსოვს დიდი ხანია არ მიცეკვია, ქუსლებზეც ძლივს ვდგავარ. ბარბარემ თუ კი რამ შეიძლებოდა ყველაფერი მოიგონა რო უარი ზრდილობიანად გამოსვლოდა, მაგრამ მეგობრები ეხვეწებოდნენ რო ეცეკვათ, სულ ყველგან სადაც არ უნდა წასულიყვნენ აუცილებლად ცეკვავდნენ ლაზურს, ამიტო მეგობრები ითხოვდნენ ამ ცეკვას. სანდრო იმას ითმენდა რო ვაჩე წერილებს უგზავნიდა ბარბარეს, ამასაც იმიტო რო კუდიანი არ პასუხობდა, ამ ბიჭის სითავხედეზე უკვე ნერვები ასკდებოდა, მაგრამ ჯერ ისევ გაუნძრევლად იჯდა. თავი რო შეაბრუნა ბარბარე დაინახა, როგორ საოცრად, მსუბუქად და დახვეწილად ცეკვავდა, მოძრაობები იმდენად ბუნებრივი და ჰაეროვანი იყო, რომ წამით ისიც დაავიწყდა მის გვერდით ვაჩე რო იყო, მხოლოდ მის ქანდაკებასავით ჩამოსხმულ მხრებს, მაღალ მოღერებულ კისერს, წვრილ წელს და თეთრ ნატიფ წვივებს ხედავდა, გრძელი თითები თითქოს ჰაერში დაცურავდა და ალექსანდრე სასმელის გარეშე თვრებოდა, ძალა ეცლებოდა, ნებისყოფა უტყდებოდა და ატეხილი გრძნობები გონებაში ღრიანცელს აჩენდა, სახეზე კი მხოლოდ ერთი რამ ეწერა რასაც სულ გაურბოდა, მაგრამ მაინც ვერ გაექცა.
ვეღარ მოითმინა და ერეკლეს ანიშნა მასაც ეცეკვა, ერეკლე სიცილით იგუდებოდა მის სახეზე, ისე სასაცილოდ ჩაუდგა შუაში მოცეკვავეებს, რომ ხალხმა ტაშჳ დაუკრა, ყველაფერი დადგმულ სანახაობას ყგავდა, რომელსაც სანდრო დირიჟორობდა და სანდროვე უყურებდა ყველაზე დაძაბულად. ბარბარეს არ აჯენდნენ, ყველა მონატრებული მეგობარი მასთან ცეკვავდა, ვაჩე სულ ირგვლივ ტრიალებდა და შანს არ უშვებდა მას არ შეხებოდა, როცა წყნარი ცეკვა დაიწყო მაშინ სანდროს გულშჳ ქარიშხალი აბობოქრდა, მხოლოდ იმას მოკრა თვალი, როგორ მოხვია წელზე ხელი ვაჩემ და დანარჩენს ყველაფერს ბინდი გადაეკრა.
-სანდრო ის კი არაა მნიშნელოვანი რომ მან ვაჩესთან არ იცეკვოს, მთავარია რო შენთან იცეკვოს, ერეკლეს ამ ხმამ ოდნავ შეანელა დაძრული ვულკანი, სანდრო მტკიცე ნაბიჯით წავიდა მათკენ, ბარბარემ მისი სახე რო დაინახა, მაშჳნვე დაღლა მოიმიზეზა და სუფრისკენ წამოვიდა, სანდროს არც შეუხედავს, როცა გვერძე უნდა ჩაევლო მისთვის, ისე მოკიდა მტკიცედ ხელი წელზე და ახლოს მიიკრა, თითქოს ორივეს სუნთქვა დაავიწყდა, მაგრამ სანდროს მზერა ისევ არ ეკუთვნოდა კუდიანს, არ უყურებდა, მაგრამ ორივე გრძ ობდა რო ასე ახლოს არასოდეს ყოფილან ერთმანეთთან, ფიზიკური სიახლოვის დროსაც ყველაზე შორს იყვნენ ერთმანეთისგან. ბარბარემ გაუბედავად დაადო ხელები მხრებზე, ეგონა რო მიწას არ ეხებოდა, თითქოს სადღაც ძალიან ჴშრს დაცურავდნენ, სხეულს ვერც ერთი გრძნობდა იმხელა იყო ემოციის გავლენა, ახლა სანდროს მხოლოდ ის უნდოდა რო მუსიკა რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელებულიყო, წელიდან ხელი ზემოდ ააცურა და კიდევ უფრო ახლოს მივიდა კუდიანთან, თავი საგრძნობლად დასწია რო მის ყურთან ახლოს ყოფილიყო, ვერც კი გაანალიზა ბარბარემ როგორ გაექცა თითები მისი კისრისკენ. ყურში მოესმა სანდროს უჩვეულოდ გამთბარი ხმა, ხმადაბლა და მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ტემბრი.
-„რაც უფრო მეტად მეყვარები გეტყვი მით ნაკლებს
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში,
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებთ
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში“ სულ სხვა რამის თქმას აპირებდა ოშხარელი, როცაა გაანალიზა რო შექსპირის სიტყვები უკითხავად წამოვიდა მისი გონებიდან, თითქოს არაფერი ემორჩილებოდა, მის შიგნით უამრავი „მე“ იყო და საერთო მხოლოდ ის ჰქონდათ, რო ყველას უყვარდა კუდიანი.
გაურკვევლობის ბურუსი ეხვია კუდიანს, ვერაფერს ალაგებდა გონებაში, ერთ აზრზე არც ერთი გრძ ობა არ იდგა, აურზაური და ქაოსი იყო მთლიანად მასში და მხოლოოდ დუმილს შეეძლო სათანადოდ გამოეხატა მისი განცდები. მაგიდასთან დასაჯდომად მიდიოდნენ, როცა ვაჩე უკან დაეწიათ.
-ბარბარე შეიძლება გელაპარაკო? აქ უკვე მცდელობაც არ ჰქონია ოშხარელს რო თავი გაეკონტროლებინა. ჩაახველა და ვაჩეს მიუტრიალდა.
-ჯერ ჩემთან ილაპარაკებ, ახლავე და მერე გადაწყვეტ კიდე გინდა თუ არა ჩემ ცოლთან საუბარი.
-სანდრო გთხოვ არ გინდა, ბარბარემ ხელი მოუჭირა.
-უბრალოდ ვილაპარაკებთ, შენ აქ დარჩი. სანდროს არ უნდოდა რო ბარბარე კიდე ენერვიულა, სულ იმას ხედავდა როგორ ჩხუბობდა ალექსანდრე და ხვდებოდა რო ეს მისთვის დამღლელი იქნებოდა, ამიტო მოთმინების ნაგლეჯები მოიკრიბა და მშივდად გაიყვანა ვაჩე გარეთ. ბარბარე კარებთან იდგა გასვლას ვერ ბედავდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა.
-ვაჩე გამაგებინე რა გინდა?
-მე ბარბარე მიყვარს.
-მომისმინე, იმას რასაც შენ აკეთებ იცი რაც ქვია, ბარბარე ჩემი ცოლია და მოგიწევს ამ ფაქტს პატივი სცე თუ გინდა რო ცხოვრებაში გცენ პატივი, ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რო ასეთ რამეს მოვითმენდი, როცა ჩემ ცოლს წერილებს უგზავნი აივნიდან, ეს ყველაფერი მოვიმინე და მარტო ბარბარეს გამო. იმასაც გეტყვი რო ახლა ჩემი მოთმინების ზღვარზე ვდგავარ, არ გაგაბედინებ იმას რო თავზე გადამახტე, ჩემ ცოლს რაღაც უაზრო იმპულსები უგზავნო და მსგავსი სასიყვარულო გამოხედვის დროს შეიძლება შენი მხედველობა დაკარგო.
-ვიცი ალექსანდრე შენთან ვტყუი, მაგრამ მე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
-მომისმინე ის ვინც ჩემთან ტყუის და ამას აღიარებს შემიძლია უპრობლემოდ ყოველგვარი ბოღმის გარეშე გავუშვა, მაგრამ საკმარისია რო ისევ ისეთი ქცევა გააგრძელოს რო უბრალოდ ვერ გადამირჩება, ჩემ ცოლს რო კიდევ გაუგზავნო წერილები ან მასთან დაახლოება ცადო პასუხს ჩემ ქცევაზე არ ვაგებ და იცი რო მართალი ვიქნები, თუ რომეობა გინდა სხვა ჯულიეტა მოძებნე, თორემ რომეოს დასასრული სანატრელი გაგიხდება.
-შეგიძლია მომკლა ამაზე უარეს ვერაფერს დამმართებ.
-ბატონო? შენ გგონია რო სიკვდილს გაკმარებ თუ მაგ უაზრო ტონს და სიფათს არ მოიშორებ?! რა ჩვარივით იქცევი ტო, სხვის ცოლს თავი დაანებე ეს უბრალო დაუწერელი კანონია და არ გირჩევ ამის ჩემთან დარღვევას, სანდრო ღრიალებდა, ბარბარემ ვეღარ მოითმინა და გარეთ გავიდა, არ ეგონა რო სანდრომ იცოდა ვაჩე რო ჩუმად უგზავნიდა წერილებს, მებაღეს ან ვინმე სხვას ატანდა ხოლმე, ბრაზდებოდა მაგრამ არავისთვის უთქვამს. სანდრო მუშტებს უშენდა, ბარბარე ახლოს მივიდა, ძლივს გამოერკკვა ალექსანდრე.
-გთხოვ თავი დაანებე სანდრო გეხვეწები. აცრემლებული ჰქონდა თვალები კუდიანს.
სანდრო შენობაში შევიდა. მძიმედ სუნთქავდა.
-სხვათა შორის შენ ასეთი რამე უნდა მითხრა ხოლმე.
-რაზე მეუბნები?
-წერილებზე, გელოდებოდი როდის მეტყოდი, მაგრამ შენ არც აპირებდი, იცი რო ამის არ ცოდნა და პასუხის არ მოთხოვნა ჩემი შეურაცხყოფაა? მე ვჩანვარ ახლა ისეთი როგორადაც ყოფნას არ შევეგუები, სანდრო ერიდებოდა ბარბარესთან გინებას და ბილწსიტყვაობას, თავს ძივს იკავებდა.-ორივე თავზე მახტებოდით, ის ვაჟბატონი თითქოს არც ვარსებობდე ისე იქცევა, რა უნამუსოცაა ახლაც ეტყობა, კაცმა რო ის არ იცის რო სხვის ცოლს არ უნდა გაეკაროს იმას რა უნდა მოთხოვო, რა ენაზე უნდა ელაპარაკო?!
-შენთვის რატო უნდა მეთქვა, ვინ ხარ ჩემთვის, ქმარი? მხოლოდ ქაღალდზე, სანდრო ძალიან გთხოვ პატიებას და სხვა რამეს ერთმანეთში ნუ აურევ, მე ჯერ ერთი არ მიპასუხია ვაჩესთვის და რომც მეპასუხა შენ არ გეხება, მე და შენ არ ვართ ტრადიციული ოჯახი, მალე დროც გავა და ერთმანეთისთვის უბრალო ნაცნობები ვიქნებით, ამიტომ ძალიან ნუ გწყინს და ამიტო არც ისეთი დამოკიდებულება გვექნება ერთმანეთთან რაც სხვა დროს სხვა სიტოაციაშჳ შეიძლება გვქონოდა. სანდროს არაადამიანურად ეწყინა, მაგრამ ამან უფრო სიმტკიცე შემატა.
-რა? შენ გგონია მე არ მეხება? შენ გგონია ისე იცხოვრებ დარჩენილი თვეევი, როგორც შენ გინდა? ძალიან შემცდარხარ ამას რო ფიქრობ, შენ ჩემი ცოლი ხარ ახლა და ამ წუთს და ის მოიქცევი, როგორც გათხოვილ ქალს შეეფერება, მე არავის არ დავისვავ თავზე არც შენ და მითუმეტეს იმ კაცს, ამიტო რამე რო იქნება ასეთი შენს ცხოვრებაში დარჩენილი თვეების განმავლობაში მოგიწევვს მითხრა, თორემ მერე ჩემი რეაქციის არ გაგიკვირდეს. სხვა სიტოაციაში სხვანაირად მოვიქცეოდი შენ მიმართ, ცოლს ამას არ მოვუთმენ რო რაღაცები მიმალოს და ვიღაცებისგან შეუმჩნეველ დაბრკოლებად ვიქცე, კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა და ისე მოვიქცევი, როგორც წსორად მიმაჩნია და მერე ვაჩეს ხელიდან ვეღარავინ გამომგლეჯს. არავის გავაბედინებ ჩემ ღირსებაზე ტანტალს, არც იმ დეგენერატს და არც შენ რაც არ უნდა მემართოს შენი, კარგად დაიმახსოვრე ბარბარე ჩემი ლაპარაკი, შეიძლება მომავალში გამოგადგეს.
იყო ბევრი სანდრო და ამ სანდროს ახლა ასე მტკიცედ ორ ელეპარაკებოდა არფერი ჰქონდა საერთო იმ კაცთან ვინც ყოველ ღამე ასე იტანჯებოდა სინდისისგან, ეს ყველაფერი კი მარტო იმაზე მოწმობდა რო ამ კაცს შეეძლო პატიების თხოვნა, მუხლიჩოქა დადგომა, მაგრამ მაინც ყველაფერს ამაყად და ქედმაღლურად აკეთებდა, არც ერთ ბოდიშში, არც ერთ პატიების თხოვნაში იგი ღირსებას არ კარგავდა და უფრო მეტიც სწორედ ამ ღირსებისთვის, საკუთარ სინდისთან მართლად ყოფნისთვის ითხოვდა პატიებას ყველაფრის ფასად გარდა ღირსებისა.
ახლა ბარბარეს არ ჰქონდა კამათის ტავი, თანაც მაშინ, როცა ხვდებოდა რო ალექსანდრე იყო მართალი, ვაჩეზე აცრუებული გული აღარ აძლევდა ძალას მისთვის წინააღმდეგობა გაეწია, თანდატან უფრო იჩრდილებოდა ვაჩეს სახე.
..........
-ერეკლე ჩემთან წამოდით, კარგი იქნება მერე ბიჭებსაც დავურეკოთ. დაეჯღანა სანდრო.
-ანი რა ვქნათ? გაუღიმა ერეკლემ, სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა და სანდროს და ანიზე იყო ჩამოკიდებული.
-როგორც შენ გინდა ერეკლე.
-იყოს სანდრინიო სხვა დროს, უფრო უკეთეს მდგომარეობაშჳ რო ვიქნები მაშინ. სანდროს გაეცინა.
-კარგი გაგიყვანთ.
-სანდრო ცოტა ნელა, ძლივს თქვა ანიმ, სანდრო სარკეებს თვალს არ აშორებდა და თითქოს ვერ გაიგო ნათქვამი.
-რა გჭირს სანდრინიო, კი გიჟივით დაგყავს, მაგრამ არც ასე. ერეკლემაც იგრძნო რო რაღაც არ იყო კარგად.
-არაფერია, ეს ამოილუღლუღა სანდრომ და შეეცადა რო მისი ნერვიულობა და სარკეში ყურება ერეკლეს არ შეემჩნია.
-რა ხდება? ერეკლემ მაინც შეამჩნია უკან მომავალი მანქანა.- გააჩერე.
-გააფრინე ერეკლე.
-გააჩერე! დაიღრიალა უკვე წყობიდან გამოსულმა. -მაგ ნაბი.ვარს ერთხელ და სამუდამოდ კისერს მოვატეხ.
-გაჩუმდი ტო რას ბოდავ?
-გააჩერე მეთქი, რო გეუბნები სანდრო, დაიყვირა ერეკლემ, -რამ გამოგაშტერა, ნუთუ გეშინია? ბიჭო მოგვდევენ და როდის იყო გავქცეულიყავით? რამ დაგალენჩა?
-ერეეკლე ახლა წყობიდან არ გამომიყვანო თორემ სახეს აგახევ რო გამოფხიზლდები და ახლა უბრალოდ მოკეტე რა.
-გააჩერე ტო, ერეკლე ღრიალებდა,- შენი დისთვის რო ეს გაეკეთებინა მითხარი რას იზავდი? გამაგებინე? ოდნავ არ შეგიძლია გამიგო? ანი ვერ აკავებდა, სანდროს ხელს უშლიდა ტარებაში.
-ერეკლე გთხოვ გაჩერდი, მესმის შენი, არც იმას გაიძულებ რო რაც სწორად მიგაჩნია არ გააკეთო, მაგრამ ახლა არ ვიცით რამდენი არიან.
-რაა? როდისაქეთია უყურებ მაგას ტო? მარტო გამიჩერე მე მივხედავ მაგათ.
-ერეკლე დამამთავრებინე, ახლა არა გესმის, ახლა არა, მარტო არ ვართ, ძმის სულს გეფიცები რო, როცა სახლში დავტოვებთ, სადაც გინდა როცა გინდა, როგორც გინდა ერეკლე იქ ვნახოთ ეს ახვარი, მაგრამ არ გინდა მარტო არ ვართ და არც ვიცით ისინი რამდენი არიან. სანდრო ახლა მარტო იმაზე ფიქრობდა რო მანქანაში ბარბარე და ანი ისხდნენ.
-ჩამომსვი, ჩამომსვი, ჩქარა. ერეკლე უკონტროლო იყო.
-ერეკლე გთხოვ გაჩერდი, ანი ვერ აწყნარებდა.
-ანი შენ სანდრო მიგიყვანს სახლში.- გააჩერე ალექსანდრე თორემ გადავხტები. სანდრომ მაშინვე ჩაკეტა კარები. ანიც ვეღარ აკავებდა, რამდენჯერმე გაუკრა ხელი საჭეს, ბოლოს იმდენი ქნა რო ხეს შეასკდნენ, სანდრომ დამუხრუჭება მოასწრო, მაგრამ უკან უკვე გაჩერდა 2 მანქანა და 10 კაცამდე გადმოვიდა. სანდროს ეგონა რო ნერვიულობისგან ტვინშჳ სისხლი ჩაექცეოდა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან , ერეკლე უკვე გადასული იყო, ბარბარე ანის ძლივს ამშვიდებდა.
-არ გადმოხვიდეთ, რაც არ უნდა მოხდეს! სანდრომ მტკიცედ თქვა და რო გადავიდა მანქანა ჩაკეტა. ერეკლე დაუფიქრებლად მიდიოდა მათკენ და იგინებოდა, სანდრო ძლივს აკავებდა, ცხოვრებაში რაც არ გაუკეთებია, ბოდიშებს იხდიდა, ცდილობდა მათი უხეში ტონი ხუმრობაშჳ გაეტარებინა, ახლა ყველა ტრადიციაზე, ხასიათზე და სიამაყეზე მაღლა ის ფაქტი იდგა რო მანქანაში ბარბარე იჯდა. ანიმ იკივლა როცა ერეკლემ ჩხუბი დაიწყო, საშჳნელი ღრიალი ისმოდა, ორივე გაუჩერებლად ურტყავდა ამდენ ხალხს, თითქოს ის წლები დაბრუნდა კრივზე გამუდმებული ვარჯიში, გადატყავებული თითები და ერთად დგომის საოცარი განცდა.
-ოშხარელს მუცელში ურტყით, ეს გაიგონა ბარბარემ და იგრძნო როგორ ჩაეწვა ყველაფერი. მუცელში ერთმა დარტყმამაც კი საგრძნობლად მოტეხა ოშხარელი, ყველა მხრიდან გრძნობდა მუშტებს და წიხლებს მუცელში, მანქანის ფარების განათების შუქზე შემზარავად ჩანდა სახეშჳ დარტყმის შედეგად წამოსული სისხლი შხეფებად რო ეცემოდა მიწას. ფანჯრის ჩამტვრევის ხმამ გამოაფხიზლა ალექსანდრე, მაშჳნვე იქით გაიხედა, ორ კაცს მოყავდათ ბარბარე და ანა.
-თქვენი თოჯინები ყველაზე კარგი საჩუქარი იქნებოდა. ჩაიცინა ზურამ. სანდროს ეგონა რო თვალებიდან სიმწრისგან სისხლი მოდიოდა, ყველა ძარღვი გასკდომას ლამობდა და არაადამიანურ ტკივილს გრძნობდა, ბარბარეს სახის დანახვაზე, წამში გააზრებულ შედეგზე ორგანოები თითქოს უსკდებოდა და ეშლებოდა.
-თითი რო დააკარო გეფიცები რო მოგამტვრევ, სიმწრით გამოსცრა ოშხარელს, ერეკლე თითქმის უგონოდ იყო ცემისგან, ზურამ ბარბარეს ხელი წელზე მოხვია და ახლოს მიიზიდა, მის კისერს დაწვდა, ასე არაფერი განუცდია ოშხარელს, ასე არაფერს მოუცვია მისი არსება, როგორც ამ განცდას, ბარბარეს ყვირილმა, იმ ხმამ თითქოს გული მთელი ძალით ამოგლიჯა.

ავტორი:Sarah



№1  offline წევრი Marryam

რადგან გვეღირსა აღარ ვჩივარ არაფერს ახლა :დდ ახლა წავიკითხავ :დ

 


№2 სტუმარი teo...

Vaime es ra iyo.nutu igive situaciashi havardeba barbare ..xmerto sandros raeshveleba? Sulmoutqmelad velodebi shemdegs ar daagviano ra gtxov

 


№3  offline წევრი Firefly

ძააალიან მაგარია მალე დადე შემდეგიიი
--------------------
M.T

 


№4  offline მოდერი ნეფო1999

მინიმიმ შემომაკვდე!

 


№5 სტუმარი elene:))

ეხლა არ თქვა ბოლო თავიაო გავჭედავ მალე დადე შემდეგიი !

 


№6  offline წევრი Marryam

ღმერთო ჩემო, ძალიან ემოციურია :`( გული დამიმძიმდა...:`( ფსიქოლოგიურად მთრგუნავს :(( სულმოუთქმელად ველოდები მეოთხეს და სავარაუდო ბედნიერებას... სხვანაირად უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ ...

 


№7  offline წევრი sofi_rio

ამ მოთხრობამ მასწავლა ადამიანობა! ყველაზე დამამახსოვრებელია ეს მოთხრობა და ძალიან გული დამწყდა რომ გავიგე წაშლილი იყო ! და ძალიან გამიხარდა რომ დებ და გვახსენებ ! მადლობა დიიდი <3333

 


№8 სტუმარი darina

fsiqologiurad damangreveli tavi iyo, geficebit amdeni jer araferze mitiria, saertod emociuri sul ar var magram sandro erekles rim uyveboda mis gancdebze wremlebis tba davayene, ai orives tkivils ganvicdi sakutarivit, sulis shemdzvreli tavi iyo.

 


№9  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime ra kargi iyoooo male dade ra shemdegiii

 


№10 სტუმარი stumari

რაც ამ საიტზე ისტორიები წამიკითხავს, მათ შორის ყველაზე ღრმა შინაარსისაა და ფსიქოლოგიურად ყველაზე ემოციურია, საკმაოდ განსხვავდება აზრობრივად სხვა ისტორიებისაგან. ძალიან კარგია, ველოდები შემდეგ თავს, როგორ განვითარდება მოვლენები.
მაგარია...

 


№11  offline წევრი nata

ეს მოთხრობა წაკითხული მაქვს ამ საიტზე,გამიხარდა რომ კიდევ ერთხელ მომეცა შანსი წამეკითხა.

 


№12 სტუმარი სტუმარი მ

ელოო, დღესაც ხო დადებ ახალ თავს...

გასკდა გული...

 


№13 სტუმარი guest

sheni yvela istoria momwons dzaan tan. magram es sul sxva doneaa adre maqvs wakitxuli da zustad am istoriit gavecani am saits. dzaan magari xar

 


№14 სტუმარი Ello

Aucileblad avtvirtav dges bavshvebo albat bolos da saras sxva istoriasac davamateb. Mitxaria rom chem garda kidev gamouchnda am istorias tayvanismcemlebi^_^

 


№15 სტუმარი ემი

ჩვენ გვიხარია, რომ შენ გაგახსენდა ეს ისტორია და მოგვეცი საშუალება, ვისაც არ გვქონდა წაკითხული, წაგვეკითხა...

გუშინ იმხელა ემოცია მივიღე, რომ ღამე არ დამეძინა და სულ ამ ისტორიის გმირები მედგა თვალწინ....

იმედს ვიტოვებ, რომ "ჰეპი ენდი" აქვს, თორე თუ ცუდად დამთავრდა, ძნელად გადავიტან ალბათ და ვინანებ, რომ წავიკითხე...

მადლობა შენ კიდევ ერთხელ...

 


№16 სტუმარი Qristi

ველოდებიი სულმოუთქმელად წავიკითხე

 


№17 სტუმარი ემი

მოდერ დადე რააა, გთხოოოვთ...

ვიცით, რომ გუშინ ძალიან იწვალეთ რომ შეფერხების მიუხედავად, გამოჩენილიყო საიტზე...

ეხლაც გთხოვთ, რააა უმორჩილესად...

 


№18  offline წევრი Marryam

ვიფიქრე დამხვდება ახალი თავი თქო :((

 


№19 სტუმარი teo...

Gtxov ra male Dade shemdegi tavi .dxes ukve meramdened shemovdivar davezeb .gtxov ra.aseti emociuri jer arcerti arwamikitxavs.bevric vitireeee

 


№20 სტუმარი ემი

რამდენი რაღაც დაიდო, ეს რატო არი იდება?

ელოო. ხო ატვირთე შენ?

 


№21 სტუმარი ემი

[quote=ello1997]კი ბავშვებო ავტვირთე უკვე. სურათის ლინკი მაქ არასწორად მითითებული და ეგ აფერხებს დადებას.[/quo

მადლობაა

დაველოდებით

 


№22  offline მოდერი tsn

როგორ ველოდები გაგრძელებას..

 


№23  offline წევრი ანუკიანკა

საოცარი თავი იყო. ასეთი მაგარი მოთხრობა ამ საიტზე ჯერ არ წამიკითხია❤️ისეთი ემოციურია ყველაფერი.

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

ასე არაფრის კითხვა არ გამჭირვებია

 


№25 სტუმარი სტუმარი ციცი

სად მოვძებნო ამ მოთხრობის გაგრძელება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent