შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას უყვარს მხოლოდ ის (სრულად)


6-01-2016, 18:28
ავტორი ROLIKA
ნანახია 5 805

მოგესალმებით <3 აბა როგორ ხართ?? <33 კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალწელს <33 და ასევე წინასწარ გილოცავთ შობოს ბრწყინვალე დღესასწაულს <333 მიყვარხართ ყველა, ვიმედოვნებ ისიამოვნებთ ამ პატარა ისტორიით <33 შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით ❤


-Hallo, wenn Sie mir, ob die Flüge nach Georgien zu erzählen?(გამარჯობათ, თუ შეიძლება მითხრათ როდის არის ფრენა საქართველოს მიმართულებით?)
-Ja natürlich, berilin-Tbilisi Flug 17.45 Uhr(დიახ რა თქმა უნდა, ბერილინ-თბილისი მიმართულებით ფრენა არის 17:45 საათზე)
-vielen dank(მადლობა)
-irgend ertwas(არაფრის)-ღიმილით გაეცალა ანინე კონსულტანტს და დაიკავა სავარძელი.
როგორ მოენატრა ოჯახი, მეგობრები, მათ გარეშე ერთ წამსაც კი არ ჩერდებოდა, მაგრამ ახლა კარიერისთვის მნიშვნელოვანი იყო, ექიმობა სურდა წარჩინებით სწავლობდა ჯავახიშვილში, მაგრამ გერმანიიდან მოწვევა მოუვიდა, მთელი 5 წელი ცხოვრობდა ბერლინში, ძლიერი ონკოლოგი გახდა, ყველაზე მეტად სურდა ეს პროფესია აერჩია, ბავშვები უყვარდა და მათი გადარჩენა სურდა, იცოდა რაც ელოდა, მაგრამ არ შეუშინდა, ახლა ბრუნდება საქართველოში და ერთ-ერთ კლინიკაში იწყებს მუშაობას, ძალიან ბევრი მოწვევა ქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ერჩივნა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო, ჯერჯერობით წარმატებით ასრულებდა მის საქმეს, დიდი დაბრკოლებები გადაულახავს მას და მის პაციენტებს, არ შეშინებულა და ძლიერად იდგა ყოველთვის..

* * *
თვითმფრინავში იჯდა და გაფაციცებით ელოდა როდის დაეშვებოდნენ საქართველოს მიწა-წყალზე.
-შეიკარით უსაფრთხოების ღვედები, ვახორციელებთ დაშვებას-გაისმა ბორტგამცილებლის ხმა.

და აი, დადგა საყვარელ მიწაზე ფეხი, ოჰ როგორ სურდა მალე ეხილა მეგობრები და ოჯახის წევრები
-ანინე-გაისმა წკრიალა გოგონას ხმა
-მარია-სიხარულით გაიქცა პატარა დაიკოსკენ გოგონა, მაგრად ჩაეხუტა მამასა და დედას
-კრასოტკა-მოესმა ბოხი, სასიამოვნო ბარიტონი
-ლუკინიო-სიხარულით გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა ბავშვობის მეგობარს
-ქაჯო როგორ მომენატრე-მთელი ძალით იკრავდა მეგობარს
-მეც დამიტოვე-მოესმა ელენეს(დაქალის ხმა)
-ვაიმე კუსა-მივარდა და გულში ჩაიკრა მეგობარი, სამივე ჩახუტებული იდგა, ლუკამ ხელი მოხვია ორივე ქალბატონს და ხელში აყვანა სცადა, თუმცა მაშინვე ძირს მოადინეს ზღართანი, სიცილი აუტყდა ყველას. რესტორანში წავიდნენ, კარგად მოილხინეს, გაერთნენ, დაღლილები კი ლუკასთან სახლში წავიდნენ. მეგობრებმა ფართი მოუწყვეს ანინეს, უამრავი ადამიანი იყო ლუკას სახლში, ძველი კლასელები და უნივერსიტეტის მეგობრები ყველა იქ იყო.
გართობა მთელი 1 კვირა გრძელდებოდა გინდ ოჯახში და გინდ მეგობრების სასტავში.

დილით ბედნიერმა გაიღვიძა ანინემ, მერე გაახსენდა, რომ საავადმყოფოში იყო წასასვლელი, დღეს ხომ მისი პირველი დღე იყო სამსახურისა.
-სად მიდიხარ დედი?-გაუღიმა მაკამ შვილს
-სამსახურში მივდივარ დე-ყავა მოსვა და გვერდით მიუჯდა დას
-უკვე გადიხარ?-გაუხარდა მამას
-კი მა, მანქანას მათხოვებ? ჩემი 2 კვირაში ჩამოვა
-რა პრობლემაა, კომპიუტერის მაგიდაზე დევს აიღე
-მიყვარხარ თამაზ, კაიც წავედი-გადაკოცნა ყველა და სახლიდან ღიმილით გამოვიდა.

* * *
კლინიკასთან გააჩერა, საბუთები ჩანთიდან ამოიღო, მანქანის კარები ჩაკეტა და საავადმყოფოში შეაბიჯა. პატარა ბავშვები დარბოდნენ აქეთ-იქეთ, ღიმილით დააჯილდოვა ბავშვები და დირექტორის კაბინეტისკენ აიღო გეზი, კარებზე ფრთხილად დააკაკუნა
-მობრძანდით-გაისმა ხმა
-შეიძლება?-ფრთხილად შეიხედა შიგნით
-დიახ, მობრძანდით-წამოდგა შუახნის მამაკაცი
-მე ანინე თევდორაძე გახლავართ, მოწვევა მივიღე თქვენი კლინიკიდან
-ანინე, მობრძანდით, ძალიან გამიხარდა თქვენი ხილვა, მადლობთ, რომ დაგვთანხმდით
-პირიქით, მუშაობა როდის დავიწყო?
-ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა, ჩემს მდივანს დავუძახებ და თქვენს ოთახს გაჩვენებთ, როგორც ვიცით დღეს ახალი პაციენტი მოგვივიდა, ახლა თავის ტვინზე იღებს სურათს, მოდი შენ აიყვანე ეს ბავშვი, აი გაეცანი სივს-ხელში მიაწოდა და მანანას დაუძახა
-დიახ ბატონო გიორგი-ღიმილით შევიდა კაბინეტში საშუალო სიმაღლის გოგონა
-ანინე ჩვენი ახალი გინეკოლოგი არის, წაიყვანე ოთახში და დააკვალიანე
-კარგით, წამომყევით-გაუღიმა გოგონას და კარებისკენ გაუძღვა

-აი ეს არის ქალბატონო ანინე თქვენი ოთახი
-მოდი პირველ რიგში მანანა არავითარი ქალბატონო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის თუ რამე დამჭირდება შეგატყობინებ
-კარგი, ნახვამდის ანინე-კარები გაიხურა და გავიდა.

-კარგი, გავეცნოთ ჩვენს პირველ პაციენტს ახალ სამსახურში, მარიამ დონღვანი, 6 წლის, დედა-არ ყავს, მამა-დემეტრე დონღვანი 32 წლის, ადვოკატი. დაავადება-თავის ტვინის კიბო, II სტადია.
ამის განკურნება შესაძლებელია, ახლა ჩავალ ტომოგრაფიას ვნახავ და შემდეგ პატარას მოვინახულებ.

კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და პალატაში შევიდა, დაინახა როგორ ეხუტებოდა პატარა გოგონას მამაკაცი
-ჩუ ჩემო პაწია, ნუ ტირი მა, ჰო გითხარი დედას ეწყინება
-მა, ჰო არ მოვკვდები?
-ჩუ ჩემო ლამაზო, არ მოკვდები, შენ სულ ჩემთან იქნები
-უკაცრავად-საუბარი ანინემ გააწყვეტინა მამა-შვილს-შეიძლება?-ღიმილით დაუქნია ხელი მარიამს
-დიახ რა თქმა უნდა-გაუღიმა მამაკაცმა და ბავშვს მოშორდა
-გამარჯობა მარიამ, მე შენი ექიმი ვარ, ანინე მქვია
-ანინე, რა ლამაზი სახელია-თვალები ააფახულა მარიამმა
-და შენ რომ ულამაზესი ხარ იცი? ძალიან ლამაზი თვალები გაქვს პატარა პრინცესა-გვერდით დაუჯდა და თმები ფრთხილად გადაუწია
-მადლობა
-ახლა მითხარი რამდენი წლის ხარ?
-6 წლის
-ვაუ, რა დიდი გოგო ყოფილხარ
-ჰო, მე იცი ბარბის თოჯინები მყავს და მამამ მითხრა ბარბის სახლს გიყიდიო
-ვაუ, რა მაგარია-გახედა მამას ღიმილით, მამაკაცი თვალს არ აშორებდა ექიმსა და პაციენტს
-ანინე შენ დედასავით ლამაზი ხარ-ჩაეხუტა ბარბის მარიამი, ექიმი შეცბა, მძიმედ გადაყლაპა ყელში მომდგარი ბურთი და მამაკაცს გახედა, თავი ძირს დაეხარა და თვალებს იატაკს არ აშორებდა
-მარიამ მოდი ახლა მე ნემსს გაგიკეთებ და ტკბილად დაგეძინება, მერე მე და შენ ვითამაშოთ და თან დავიწყოთ მკურნალობა, თამაში ჰო გიყვარს?
-კი, ბარბები ვითამაშოთ?
-უკეთეს თამაშს გასწავლი, კი ბარბებიც ვითამაშოთ, მაგრამ ახლა ნემსი უნდა გავიკეთოთ
-ნემსის მეშინია-ცრემლები წამოუვიდა
-ჩუ ლამაზო-ჩაეხუტა მარიამს და ცრემლები ფრთხილად მოწმინდა-არ იტირო, ვერაფერს გაიგებ, გპირდები
-ჩემს თოჯინას ტკივა ნემსს რკმ ვუკეთებ და ტირის-ტუჩები დაბრიცა სატირლად
-შენი თოჯინა პატარაა და იმიტო ეშინია, შენ ჰო დიდი გოგოხარ
-კი
-ჰოდა მოდი გავიკეთოთ-ნემსი გაუკეთა და მამაკაცს ანიშნა კაბინეტში წამომყევითო.

* * *
-იცით არცერთ ექიმს არ მიეკარა, ძალიან გამიკვირდა ასე რომ მიგიღოთ, მაგრამ აშკარაა რომ ელისაბედს მიგამგვანათ,იცით ისიც ლეიკემიით დაიღუპა და არ მინდა, რომ ჩემი ერთადერთი შვილიც ასე ტკივილში დავკარგო
-მერწმუნეთ ყველაფერს გავაკეთებ პატარა პრინცესას გადასარჩენად, თქვენც ხელი უნდა შეგვიწყოთ
-რა თქმა უნდა ყველაფერს ვიზამ რასაც იტყვით ექიმო
-ძალიან კარგი, ახლა ხვალამდე არ გაიღვიძებს, შეგიძლიათ წაბრძანდეთ და ხვალ 12 საათისთვის მოხვიდეთ
-კარგით ექიმო, აი ეს ჩემი ნომერი და თუ რამე დამიკავშირდით
-კარგით-გაუღიმა და მამაკაცი გააცილა

* * *
-ანინე მარიამმა გაიღვიძა
-რომელია?
-11
-ჰო კარგ დროს გაუღვიძებია, წავედი ახლა უნდა ვეთამაშო-გაიცინა და პალატისკენ წავიდა.

-აბა ჩემი პრინცესა როგორ არის?
-ანინე მოვიდა-სირბილით გაიქცა და მოეხვია გოგონას
-მოდი ახლა მე და შენ გამოვჭრათ ფიფქები და სათამაშოები გინდა?
-კი-სიხარულით ცეკვა დაიწყო, ფიფქებს ჭრიდნენ, თან სიმღერები ჰქონდათ ჩართული, კარებთან სხვა ბავშვებიც შეკრებილიყვნენ
-მოდით ბავშვებო შემოგვიერთდით-დაუქნია ხელი ბავშვებს და ისინიც სიხარულით შეუერთდნენ მათ. პატარები თან ცეკვავდნენ და ფურცლებს აკრავდნენ კედლებზე, წვიმებს ესროდნენ ერთმანეთს და დარბოდნენ
-ანინე გვეცეკვე მოდი-ჩაჰკიდა ხელი მარიამმა და ეცეკვებოდა, კარებთან გაღიმებული დემეტრე აყოლებდა თვალს მოცეკვავე ექიმსა და შვილს.
-მამა მოვიდა-სიხარულით გაიქცა და ჩაეხუტა დემეტრეს მარიამი
-როგორ ერთობით?-გადახედა ექიმს დემეტრემ
-კარგად-გაიცინა ანინემ და სიმღერა გამორთო-აბა ბავშვებო დაიშალეთ თქვენს ოთახებში, მერე შევიკრიბოთ-გაიცინა ანინემ და ბავშვები ოთახიდან გაუშვა.

-ახლა მარიამ შენ უნდა დაიკავო საწოლში ადგილი
-კარგი-სიხარულით გაიქცა და ჩაიხუტა ბარბის თოჯინა საწოლში მყოფმა
-მოდი, ახლა ჩვენ საჭმელი ვჭამოთ და მერე ეს წამლები უნდა დავლიოთ

წამლები მიიღო გოგონამ, შემდეგ ტომოგრაფია გადაიღეს თავზე, დაღლილი იყო პატარა ძალიან, ბევრიც იტირა, დემეტრე მუდამ მათთან იყო და გოგონას ამხნევებდა, გადასხმები გაუკეთეს გოგონას და საღამოს ტკბილად დაეძინა. მთელი ერთი თვე წამლების საშუალებით ცდილობდნენ გაესუფთავებინათ ტვინში დალექილი მეტასტაზები, რომლებიც ზემოდან მოქცეულიყვნენ ბავშვის ნერვულ კვანძებზე. წამლებმა გარკვეულ ნაწილზე მეტასტაზებისა მოახდინა ზემოქმედება.ყოველდღიურად სხვადასხვა თამაშებსა და გასართობებს იგონებდნენ მარიამი და ანინე, შეჯიბრებებს აწყობდნენ, ამ ბრძოლებში თამამდ იყვნენ ჩართულები დემეტრე და ანინე, მამაკაცი გრძნობდა, რომ ანინეს განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავის ცხოვრებაში, მაგრამ ეშინოდა ამის აღიარების, თავს კარგად გრძნობდნენ ერთად, ხედავდა, რომ მარიამმა მიიღო ანინე როგორც ნამდვილი მეგობარი,იცოდა, რომ ელისაბედის ადგილს ვერავინ დაიკავებდა, მაგრამ ანინეს განსაკუთრებულად უყურებდა, დიდ დროს მარიამთან და ანინესთან ატარებდა, ბევრი გადაუდებელი შეხვედრა გადადო მათ გამო. რამდენჯერ დაპატიჟა ანინე და მარიამი ონკოლოგიურის კაფეში ნაყინზე, ბევრიც იმხიარულეს, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა ბავშვს თავის ტვინზე, სისხლის საშუალებით ახდენდნენ ბაქტერიები სხვადასხვა ორგანიზმში შეღწევას.

-მეშინია ანინე ექიმო-ამოისლუკუნა მარიამმა
-ჩემო პატარა მენდე, ვერაფერს იგრძნობ-ნემსი გაუკეთა, გოგონა კი მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.

გარეთ, საოპერაციოსთან ნერვიულად ისხდნენ დემეტრე, ნანა ბებო და ალექსანდრე ბაბუ. მთელი 3 საათის განმავლობაში ნერვიულად დადიოდა დემეტრე და ადგილს ვერ პოულობდა. ანერვიულებული გამოვიდა საოპერაციოდან ანინე, პირბადე მოიხსნა და დემეტრეს მაგრად ჩაეხუტა
-ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ამოვაჭერით-ღიმილით თქვა გოგონამ
-მადლობა ანინე, შენ გადაგვარჩინე, ჩვენი ანგელოზი ხარ-მაგრად ეხუტებოდა დემეტრე გოგონას, ყოველივეს კარგად ხედავდნენ ნანა და ალექსანდრე და ეღიმებოდათ, მათი ვაჟი ისევ იღიმოდა, აღარ იყო ჩაკეტილი საკუთარ თავში, აი თურმე მიზეზი ამ ყოველივესი.
-ანინე, გაიცანი დედაჩემი და მამაჩემი-წარუდგინა მათი თავი ანინეს
-სასიამოვნოა-მიესალმნენ ერთმანეთს
-კარგი დემეტრე, ჩემი გასვლის დროა მეჩქარება, ბავშვი დაახლოებით 1 საათში გადავა პალატაში, ძილით კი მთელი დღე შესაძლოა ეძინოს, დიდი დოზა მივეცით, არ შეგეშინდეთ, მე საღამოს დავბრუნდები, თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკავენ, არ შეგეშინდეთ-დააკვალიანა დემეტრე და საავადმყოფო დატოვა. მამაკაცი ღიმილით უყურებდა მიმავალ ანინეს
-შენ ის გიყვარს-გაუღიმა ნანამ და კაფისკენ წავიდა
-რა? სისულელეა
-კი, ეს ასეა, შენ ელისაბედზეც კი არ დაგმართნია იგივე-გაუღიმა ალექსანდრემ და ცოლს გაყვა უკან.

* * *
-სად ხართ?-ჩასძახა ტელეფონში ლუკას
-კაფეში ვართ
-კაი მოვალ მეც მანდ
-მიდი


-აბა რას შვებით?-გაუღიმა მეგობრებს და ოფიციანტს ფორთოხლის წვენი შეუკვეთა
-როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
-ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ ახლა უნდა შევუმოწმოთ ყველაფერი სხვაგან არ განუვითარდეს, თორემ დავიღუპებით, არ აქვს იმდენი ვიტამინი და ძალა, რომ შეებრძოლოს, პატარაა, მამამისი მეცოდება
-რაო რა ჰქვია?-წარბები აათამაშა ელენემ
-დემეტრე
-რამდენისაა?
-32
-უჰ დიდია, მაგრამ არაუშავს, 8 წლით უფროსია შენზე-დაამატა ლუკამ
-მეკაიფებით? რა გინდათ?-გაიოცა ანინემ და წვენი მოსვა
-შენი შესაფერისია, ვერ ხედავ? სულ მათთან ატარებ დროს, ბავშვიც კიდე მიგეჩვია, არ არის გასაკვირი თუ დემეტრეს შეუყვარდები, გაწონასწორებულია და გაცილებით მეტი იცის
-სისულელეს როშავთ
-მოგწონს შენ დემეტრე-დაადასტურა ელენემ
-ასეც რომ იყოს ანინეს დემეტრე არ შეხედავს როგორც ქალს, ის ექიმია და თან 24 წლის
-მერე რა?-გაიოცა ელენემ
-მოიცა, მოიცა რა თქვა? ასეც რომ იყოსო?-სიტყვაზე გამოიჭირა ლუკამ ანინე
-იეეს, მოწონს, უჰუ-ცეკვა დაიწყო ელენემ
-სისულელეს როშავთ, წავედი-კურტკა მოიცვა და კაფე დატოვა, მთელი გზა ფიქრობდა მეგობრების ნათქვამზე, იქნებ მართლაც მოსწონს? და საკუთარ თავს არ უტყდება? ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა

-გისმენ ეკა
-...
-უკვე?-გაიოცა
-...
-რას ამბობს?
..
-ახლავე მოვდივარ

* * *
-რა ხდება?-სწრაფად შევიდა პალატაში, ყველა გაოცებული იდგა ყველა და ხმას ვერცერთი იღებდა
-გამაგებინეთ რა ხდება?-გადახედა მედდებს, ისინიც ვერაფერს ამბობდნენ, ბავშვი სახეზე წამოწითლდა, გულის ცემა აუჩქარდა
-ჩქარა პულსი გაუწუთში-დაუძახა ეკას-სიცხე აქვს, დამამშვიდებელი და სიცხის დამწევი გაუკეთეთ
-მას..უყვარს.. მხოლოდ ის-ამოიკრუსუნა ბავშვმა
-რა თქვა?
-მთელი დღეა ამას იმეორებს რაც საოპერაციოდან გამოვიდა-ცრემლები მოადგა თვალზე დემეტრეს
-რას, რას ამბობს?
-მას უყვარს მხოლოდ ის-ამ სიტყვებს იმეორებს ყოველ 15 წუთში
-კი მაგრამ ვიზე ამბობს?-გაოცდა ანინე-რა დროს ესაა, ახლავე მოიტანეთ რაც გითხარით-გადახედა მედდებს. ბავშვი ცუდად გახდა, სუნთქა უჭირდა, გალურჯდა სახეზე, ექიმმა ყველა გარეთ გაუშვა. 1 საათის განმავლობაში არავინ გამოსულა პალატიდან, სწრაფად გადაიყვანეს ბავშვი საოპერაციოში, ისევ ბოდავდა იმავე სიტყვებს იმეორებდა..

2 საათში საოპერაციოდან გაფოთრებული ანინე გამოვიდა
-ბავშვი..-სიტყვებს თავს ვერ აბამდა
-ანინე არ გამაგიჟო-დემეტრე ადამიანს აღარ გავდა
-ბავშვი..ის..ის კომაშია-ცრემლები წამოუვიდა ანინეს და ცხარედ ატირდა-მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მეტასტაზები გაწოვას იწყებენ, ვერ ვხვდები რატომ მოხდა ეს-მამაკაცი გაშეშებული იდგა, სიტყვას ვერ ამბობდა, ადამიანს არ გავდა-მაპატიე დემეტრე, არ ვიცი რატომ მოხდა ეს-ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა სახეზე, მამაკაცი მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა
-ვიცი, ვიცი, ნუ ტირი
-ტვინში აღარ აქვს ლეიკემია, რომ ამოვჭერით აღარ დარჩა, მაგრამ სისხლში ისევ არის, მილებით თუ მივაწოდებთ საკვებს და წამლებს მაშინ მეტასტაზებს გაიწოვს
-ძალიან კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ ოღონდ ბავშვი გადარჩეს, ჩემი პაწია
-ახლა წაბრძანდით დაისვენეთ, მე გვერდიდან არ მოვშორდები ბავშვს-მიუბრუნდა ნანას და ალექსანდრეს
-მართალია ანინე დედა, მამა წადით
-შენც წადი
-არა, ვიქნები, გთხოვ
-კარგი-გაუღიმა ანინემ და პალატაში შეუშვა, თვითონ კი კაბინეტში გავიდა

* * *
-მამი, რატო შეგვაშინე ასე? იცი როგორ ვინერვიულეთ? ნეტა გენახა ანინე როგორი განადგურებული იყო ჩემო პრინცესა, ჰო იცი შენს გარდა არავინ მყავს, გთხოვ ნუ დამტოვებ, იცოდე აქ გელოდებით, მე, ბებო, ბაბუ და ანინე, გვიყვარხსრ ჩემო პაწია. იცი? მე მივხვდი რასაც ამბობდი, მას უყვარს ის, ვიცი რასაც ამბობდი ამით მამი,ჩემზე თქვი მამი, ვიცი ეს, აქამდე ვხვდებოდი, მაგრამ არ ვაღიარებდი, ახლა ვაღიარებ, მიყვარს მა, მართლა მიყვარს, შენი იმედი მაქვს მა, შენ უნდა დამეხმარო, მე მართლა მიყვარს ანინე, ის ისე კარგად გაქცეოდა, შენც მარტივად გაუგე, შენი ბედნიერებისთვის ყველაფერზე ვარ წამსვლელი მარიამ, ჩემო მარია, ჩემო დედოფალო-დემეტრეს გოგონასთვის ხელები ჩაეკიდა და გულამოსკვნილი ტიროდა, კარებთან კი ანინე იდგა, რომელსაც პირზე ხელები აეფარა და მთელი ძალით ტიროდა, ჩუმად მიხურა კარები და გავიდა პალატიდან, კაბინეტში შევიდა და ტირილი დაიწყო, რატომ ტიროდა? ალბათ გულიდან წამოსულმა სიტყვებმა აატირეს, ან მამის საცოდაობამ აატირა, ან შეიძლება კიდევ ისიც ატირებს, რომ დემეტრე იმავეს გრძნობს გოგონას მიმართ. როცა დაწყნარდა პალატაში შევიდა, დემეტრეს ჩასძინებოდა, ფრთხილად მიაფარა პლედი და მეორე სავარძელში ჩაჯდა..თვითონაც მიელულა თვალები,იგრძნო სახეზე შეხება, თვალები სწრაფად ჭყიტა, მაშინვე დემეტრეს მწვანეთვალებს გადააწყდა
-მაპატიე ანინე, არ უნდა გამეღვიძებინე, უბრალოდ, ბოდიში თავი ვერ შევიკავე და
-არაუშას,მესმის-გაუღიმა და თავად აკოცა ლოყაზე მამაკაცს, დემეტრე შეცბა, პატარა ბავშვივით გაწითლდა,ანინეს გაეცინა, დემეტრესაც გაეცინა, სწრაფად წამოდგა და მარიამს მიუჯდა გვერდით
-იცი დემეტრე, სჯობს წახვიდე, დაისვენო, ხვალ დილით მოდი, დამიჯერე ახლა ასე აჯობებს
-კარგი-დასთანხმდა მამაკაცი ანინეს და სახლში წავიდა

შუადღეს ვარდებით დაადგა თავზე ანინეს, წითელი ვარდები მარიამის ლარნაკში ჩააწყო, ლურჯი ვარდები კი ანინეს მიართვა
-ძალიან დიდი მადლობა დემეტრე-გაუცინა ანინემ-თუ იცი ცისფერი რისი სიმბოლოა?
-დიახ ცისფერი უმანკო, ძლიერი და ზეციური სიყვარულის სიმბოლოა
-მართალია-გაიცინა ანინემ
-მარიამი როგორ არის?
-არ გავუწვალებივარ, მარტივად მიიღო საჭმელი და წამლები მილებით
-ძალიან კარგი, ყოჩაღ მამი, არ გააწვალო ანინე ექიმი-აკოცა შვილს ლოყაზე-ეჰ, როდის გაახელ პაწაწუნა თვალებს ჰა? მიდი ამოიღე ხმა
-მეც იგივეს ვნატრობ, ძალიან შემაყვარა მარიამმა თავი, უიმისოდ ერთ წამს ვერ გავჩერდები ალბათ, აუცილებლად შემეხმიანეთ და მნახეთ ხოლმე-გაუღიმა დემეტრეს
-აუცილებლად, მარიამიც ძალიან შეგეჩვია და მეც-მორიდებით გახედა ანინეს
-კარგი მე უნდა გავიდე სხვა პაციენტებს უნდა დავხედო და შემოვივლი მერე
-კარგი

* * *
მეორე დღეს მარიამის ოთახი მთლიანად ვარდებით იყო მორთული, ირგვლივ სულ ბუშტები იყო.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ მარიამოს დაბადების დღეა-მღეროდა ყველა ერთად
-მარიამ გილოცავ დაბადების დღეს-დემეტრემ დიდი ბარბის სახლი დადგა საწოლის გვერდით
-ეს შენ ჩემგან-ფერიას კაბა დაუდო ბებომ და ბაბუმ
-მარიამს ეს საჩუქარი ჩემგან, პაწია გამოჯანმრთელებას გისურვებ-შუბლზე აკოცა და ყუთი გვერდით დაუდო, შიგნით საკერავი მანქანა იდო-გამოადგება, შეუკერავს თოჯინებს კაბებს-გაიცინა ანინემ..
ლუკამ და ელენემ მოაკითხეს ანინეს, მაგრად ჩაეხუტა მეგობრებს გოგონა და დემეტრეც გააცნო, ყველა ონკოლოგიურის კაფეში ისხდა, ტორტს მიირთმევდნენ და იცინოდნენ, მარიამს გამოჯანმრთელება უსურვეს და დალოცეს.
დემეტრეს დაურეკეს და სადღაც წავიდა, ანინე კი მარიამთან შევიდა, ბავშვს თვალს არ აშორებდა
-მარიამ იცი რას მივხვდი? მამაშენი მიყვარს, ვიცი ელისაბედის ადგილს არასდროს დავიკავებ, ის ერთადერთი და განუმეორებელია, მაგრამ დემეტრე მიყვარს, იმედია არ გეწყინება-გოგონას აკოცა
-მეც მიყვარს ანინე-მოესმა ზურგს უკან ბოხი ხმა, მაშინვე ამოიცნო მასში დემეტრე, მიბრუნდა, დაინახა მამაკაცი მთვრალი იყო, გოგონასკენ ნელა დაიძრა
-დემეტრე
-ანინე გთხოვ
-კი მაგრამ გაჩერდი
-ანინე მიყვარხარ, მართლა, მთელი გულით, ვგიჟდები შენზე, შენ და მარიამი ისდ უგებთ ერთმანეთს, მე მინდა ის ბედნიერი იყოს
-ვიცი დემეტრე და ვხვდები ამას, მაგრამ
-გთხოვ ნურაფერს მეტყვი-მიუახლოვდა და ფრთხილად შეეხო გოგონას ტუჩებს, ლენა აკოცა ჯერ ერთ, მერე მეორე ტუჩზე
-მას უყვარს მხოლოდ ის-გაისმა წკრიალა ხმა ოთახში-სწრაფად მოშორდნენ ერთანეთს, დაინახეს გაღიმებული გოგონა
-მარიამ-ორივემ ერთად შესძახეს და სიხარულით ჩაიკრეს გულში ერთურთი.
-კარგი, ცუღლუტო, როგორ გვანერვიულე, მოდი ახლა გაგსინჯო
-მამა, ანინე ჩემი ახალი დედა ჰო? ჩვენთან ჰო წამოვა?-ექიმი სახეზე წამოწითლდა
-თუ ანინეს სურს წამოვიდეს, ჩვენი სახლის კარი მუდამ ღია იქნება მისთვის-ჩაიხუტა გოგონა დემეტრემ
-ჰმმ, დავფიქრდები-სახეზე მიიდო ხელი, თითქოს ჩაფიქრდა, მერე გადახედა მამა-შვილს და გაიცინა-რათ უნდა ამას ფიქრი, რა თქმა უნდა მოვდივარ-გაიცინა და მაგრად ჩაეხუტა მათ.

* * *
-ცოლ-ქმრად გაცხადებთ-გაუღიმა მამაომ მათ, პატარა მარიამი დედოფალას კაბაში დარბოდა და ყვავილებს ჰაერში სროულობდა
-მე მიყვარს ჩემი მამიკო და ახალი დედიკო-გაიძახდა და დარბოდა გარეთ-მის ნათქამზე დემეტრეს გაეცინა და ანინეს ტუჩებს გემრიელად დაეწაფა

* * *
საავადმყოფოში მიაკითხეს მარიამმა და დემეტრემ
-ჩემი დედიკო როგორაა?-გაიქცა და ჩაეხუტა ანინეს მარიამი
-ჩემი კუდრაჭა გოგო მოვიდა-აიხუტა და ქმარს მაგრად ჩაეხუტა
-აბა, მალე გათავისუფლდები ექიმო?
-დიახ, მთელი 1 წელი ვთავისუფლდები
-რა?-შეიცხადა დემტრემ
-წამოვედი ცოტახნით, მინდა ოჯახს დავუთმო დრო-გაიცინა ანინემ
-ოჰ, მეთქი რამე ხდებათქო, გამისკდა გული

-ოჰ, ნუ დარბიხართ, დემეტრე რამ გაგაგიჟა
-დე კაი რა-გაიცინა მარიამმა
-ნუ მაწვალებთ, არ შეიძლება ჩემი გაწვალება-დატუქსა მამა-შვილი
-რა?-თვალები დაპრაწა დემეტრემ
-ჰო, დიახაც
-აი თურმე რატომ წამოდი სამსახურიდან, მოდი აქ-გაიწცა და ჩაეხუტა ცოლს-ჩემი ცხოვრება, როგორ მიყვარხარ ჩემო გამაბედნიერებელო, მამი-დაიხარა და მუცელს აკოცა,-მარიამ, შვილო პატარა დაიკო ან ძამიკო გეყოლება
-ვაიმე რა მაგარია-გაიქცა და ჩაეხუტა მუცელს
-ჩემი სიყვარულები-მაგრად მოეხვია ქმარ-შვილს ანინე..

დასასრული!!!

აბა ჩემო ტკბილებოო <33 როგორ მოგეწონათ ეს პატარა ისტორია? ^^ ვიმედოვნებ ისიამოვნეთ ❤ დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <33 აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ^^ დიდი სიყვარულით როლიკა ❤



№1 სტუმარი Xatia

Martla vipiqre rom sheileba mariami ver gadarcheniliyo mara sagol dzalian visiamovne istoriit. Dzalian lamazi da tbili istoriaa.

 


№2  offline წევრი Smiling girl

au rakargiiyo iseti tbilii. gulshi chamwvdobi da tkbiloo <3 dzalian dzalian kargiaiyooo nu rogorx yoveltviss

 


№3  offline წევრი Ninuca)

ვაიმე რა კარგი იყო..ძაან მომეწონა

 


№4  offline წევრი ROLIKA

Dzaliaan did madlobaa tkbilebo <3 dzaliaan gamaxareettt <3 <3 miybarxart

 


№5  offline წევრი tinatini

საყვარლობა იყოო, გამითბო გული. ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent