შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოლივია"...ნაწილი მეორე


6-01-2016, 22:20
ავტორი miachka1
ნანახია 1 498

ზოგადად იცი რატომ არის ჩემნაირი გოგონების ისტორიები ასეთი უფერული?იმიტომ,რომ ცხოვრებისგან განაცრისფერებული,სიტყვები უფრო აუბრალოებს,ერთ ჩვეულებრივ ისტორიად აქცევს და როგორი ლამაზი სიტყვებითაც არუნდა მოყვე,პასუხად მხოლოდ ერთს მიიღებ "ქვეყნად უამრავი გოგონა ყოფილა შენსავით,მაგრამ თავი შრომით და კარგი საქმით დაუმკვიდრებიათ" "სილამაზე გააუბრალოე და ამით ის მტავარი იარაღი დაკარგე რაც ასე გჭირდებოდა გამარჯვებისთვის" ასეთ ფრაზებს მხოლოდ ერთი რამის ტქმა სურთ "არასწორი იყავი და ამიტომაც შეეგუე ახლა ასეთ ცხოვრებას"...ჰო,არც მიკვირს და არც შებრალებას ველოდები უკვე ყველაფერი თავისით მოვა ან წავა და რაც იყო,უბრალოდ იყო როგორც ცხოვრების ძალიან ცუდი შავი ლაქა პირველი სიყვარულისა...დემეტრე იყო ბიჭი,რომლისაც დიდს და პატარას ერთნაირად შურდა,რომელიც ყოველი გოგონას ოცნება იყო და რომელიც უბრალოდ კარგად იყენებდა მის სტატუსს საზოგადოებაში,სადაც მასზე უკეთესი მქონდე მატეერიის მქონე არავინ იყო.სიყვარულიც ისევე მოვიდა,როგორც ჩვეულებრივ ხდება ასეთ დროს კარგი ვიზუალის ხილვა და "ცუდი ბიჭის"სახელი,რომელიც დერეფანში ჩავლისას არავის უყურებდა და მუდმივად დაყვებოდნენ უკან ის უბრალო ბიჭები,რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ მასთან საძმაკაცოდ,ხოდა რაცარუნდა ლამაზი იყო,ასეთი ბიჭები ყველაზე მიუწვდომელსაც არაფრად თვლიან და ორწამიანი დამონებაც გოგოსი ყოველგვარ "მუღამს" უკარგავთ და აბა მე ჩემი ვიზუალით რა უნდა მექნა,როცა თავდავიწყებით შეყვარებული და გამოუცდელი ჩრდილში მდგარი გაუფერულებული ვიყავი,უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ურთიერთობა ისე დაიწყო და დამთავრდა,რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი.პირველად ზუსტად წამის მეასედში აღმოვჩნდი მის ძლიერ მკლავში,მკერდზე მიხუტებული,10 წუთში მის მანქანაში მისი კოცნით გაბრუებული, კაბა დაჭმუჭნული მისი ველური მოუთოკავი საქციელების მიზეზი და რამდენიმე საათში ერთ მიგდებულ კაფეში ნარკოტიკებით გაბრუებული ამაზრზენი ხალხის გარემოცვაში სადაც ვიღაც ცხოველის ხელში ისე ჩამაგდო როგორც ძველი უკვე ხმარებისგან გაცრეცილი ხელთათმანი,რომელიც არავის აღარ ჭირდება,რადგან კარადაში კიდევ უამრავია...ის,რომ 15 წლის ვიყავი და ასეთ ნივთიერებებთან შეხება არასოდეს მქონდა ამან თავისი ქნა და მცირე დოზაც საკმარისი,აღმოჩნდა,რომ გონება დამეკარგა სავარაუდოდ ამიტომაც აღმოვჩნდი ჯერ ვიღაც ლურჯთმიანი ბიჭის ოთახში,შემდეგ კი კაბა შემოხეული ქუჩის კუთხეში მიგდებული ერთადერთი პლიუსით გონების დაკარგვის წყალობით ჯერ ისევ ქალიშვილი.
იმის თქმა ნამდვილად გამიჭირდება რამდენი ხანი "ვეგდე" ასე ნახევრად კაბა შემოხეული და ტალახში ამოგლაგნილი,გონებით სადღაც შორს,ძალიან შორს ვიყავი.თვალები ნელა წამოვზიდება მაღლა,როცა ჩემკენ მომავალი მუტანტი შევნიშნე,ჰო,იმსიმაღლე იყო სხვას ვერაფერს ვუწოდებდი...
-კარგად ხართ?მგონი დახმარება გჭირდებათ
სხეულის სიმძიმეს და საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი,ჩემ გარშემო ყველაფერი თან ტრიალებდა თან გაქვავებული იყო.სივრცეში ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და ამის ფონზე იმის გაცნობიერება მინდოდა თუ არა ვინმეს დახმარება არც ისე მარტივი იყო
-არა.
ვუპასუხე უკმეხად და დავამატე,რომ საკუთარ თავს თვითონ მივხედავდი
-ჰო,კარგი, სურათი სახეზეა,როგორც არ გჭირდება დახმარება
თითქოს გაბრაზებული,თქვენობიდან შენობითზე საკმაოდ სასაცილოდაც გადავიდა,ბავშვივით გაბუტულივით გატრიალდა და მანქანისაკენ გაემართა
-არა,ერთი წუთით...არ დამტოვო
იმ სიგრძე ფეხები ქონდა,მგონი ორი ნაბიჯით მივიდა მანქანამდე,მეგონა ჩემი ლუღლუღი ვერც კი გაიგო და უიმედობისგან კიდევ უფრო მისუსტებულმა თავი მივაყრდენი კედელს ძლიერად ,როცა ჩემთან დახრილი ეს კეხიან ცხვირა ბიჭი დავინახე,ხელები ისე შემომხვია თითქოს გოგოს პირველად ეხებოდა,ერთი წუთით გულში გამეცინა კიდეც,მაგრამ როცა ხელში ამიყვანა და მისი გულის გამალებით ფეთქვა გავიგონე ბავშვივით მოვიკუნტე და შევიგრძენი მისი ძლიერი ხელების სიმხურვალე.თითქოს ერთი მოძრაობით მანქანის კარი თან გააღო და თან შიგ ჩამსვა,მზრუნველი მამასავით ღვედიც შემიკრა და ფრთხილად მომიხურა კარი,ამავე წამიერი მოძრაობით,საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა...განათებულ ქალაქს ნახევრად ვხედავდი ფანჯრიდან და პირველად დამეუფლა გრძნობა,რომ აქაურობა ლამაზი იყო,ისეთი ლამაზი რომ მომინდა ყველაფერს შევხებოდა,მოვფერებოდი...ძლიერი მკლავების გარეგანმა სითბომ და ამ ზრდილობიანმა ფორმამ თითქოს ის სირცხვილიც და ზიზღიც ერთდროულად დამავიწყა
-კაბა ძაღლებმა შემოგახიეს არა?
-ჰო,როცა ფუნთუშას წართმევა სცადეს
-რა ფუნთუშა გქონდა ასეთი
ჩაილუღლუღა და თვალი მორიდებით,თითქოს უმნიშვნელოდ ჩემი მოშიშვლებული მკერდისკენ გამოაპარა და მხოლოდ ახლა დავაკვირდი,რომ კაბა მკერდთან მთლიანად დაფლეთილი იყო,მორიდებით შევიშმუნდე,მკერდის დაფარვა ვცადე,მაგრამ ხელი საშინლად დაბუჟებული მქონდა და ნახევრად ვერც კი ვგრძნობდი,არ ვიცი,იქნებ მიხვდა კიდეც ჩემს ამ "სიმორცხვეს"და მაშინვე მისამართი მკითხა,ეს იყო ბოლო კითხვა,რადგან შემდეგი 15-20 წუთი საშინელ დუმილში გავატარე
-აქ ცხოვრობ?
-ჰო,ნახვამდის
-მოიცა
მოსაცმელი გაიხადა და მომაცვა,თან იმის შიშით,თვალი ისევ მკერდზე არ გაქცეოდა თვალები მაღლა აზიდა და შემდეგ მანქანიდან გადავიდა,კარი გამიღო და მანქანიდან მგონი გადმომიტანა
-თავად წავალ
ნაბიჯის გადადგმისთანავე მივხდი შეცდომას,რადგან ფეხი ამერია და მიწისკენ წასულმა თავი ისევ მის მკლავებში ამოვყავი,თუმცა ამჯერად ხელში აღარ ავუყვანივარ უბრალოდ ნელი ნაბიჯებით კარამდე მიმაცილა,შემდეგ კი ბნელ ეზოში გაუჩინარდა.



№1  offline წევრი Evelina

ჰმ.. საინტერესოა ძალიან... იმედია უფრო დიდ თავებს დადებ, ან უფრო მალ-მალე. იოლად იკითხება, თუმცა საკმაოდ ლამაზად წერ!

 


№2  offline წევრი miachka1

Evelina
ჰმ.. საინტერესოა ძალიან... იმედია უფრო დიდ თავებს დადებ, ან უფრო მალ-მალე. იოლად იკითხება, თუმცა საკმაოდ ლამაზად წერ!

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent