შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 2)


7-01-2016, 19:42
ავტორი ninas gogo
ნანახია 2 298

რალამაზი დღეააა, რა ნათელი მზეააა, იმიტომ რომ დღეს მარის დაბადების დღეაააა. მარიამი თავის საწოლზე იწვა , ძალიან უჭირს თვალების გახელვა, და რაღაც ხმების გარჩევა რომელიც თავიდან ბუნდოვნად და არეულად ჩაესმოდა ეხლა კი ახლოს მოდიოდა ბგერები რომლებიც დაბადების დღის მილოცვის შინაარსის ტექსტს შეიცავდა. ბოლოს როგორც იქნა თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა. მათ წინ მომღიმარი ანასტასია და ნიკა დაინახა. როგორც კი დაახტნენ თავზე მაშინ გაიზრა რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო.
-გილოცააააავთ ჩემო გოგოოო(ანასტასია)
- მარუს გილოცავ ჩემო ცხოვრება(ნიკა)
მარიამი გაღიმებული იყო და უყურებდა ამ ორ ადამიანს. ბედნიერებისგან ცრემლები სდიოდა, მან ღმერთმა ისინი აჩუქა, ამ ორის გამო შეუძლია თავი გაწიროს. სწორედ ეს ადამიანები დაუდგნენ გვერდში როცა რთული მომენტი ჰქონდა.
-ჰეეე გოგო ადექიი(ანასტასია)
-ვაიმეე სულ დავიბეენი, მადლობა დიდი მადლობა ჩემო სიყვარულეეეებო!!! მარიამი ადგა და ორივეს ძალიან მაგრად ჩაეხუტა, ლამის ძვლები ჩაუმტვრია
-კაი ტოო გავიგუდეე(ნიკა)
სამივე იდგნენ და იცინოდნენ.
-მიდი ჩემო ლამაზო საღამოს წვეულება გველოდება, მე დავურეკავ ყველას, დღეს ყველაზე ლამაზი გოგო უნდა იყო, ანასტასიამ მარიამს გადაარჩუჩულა და დაამატა: რა იცი იქნებ შენი ბედიც იყოს იქ ვინმე და თვალი ჩაუკრა, ადგილს მოსწყდა რამე არ მომხვდესო.
მარიამმა თვალები დაუბრიალა და შენ მერე მოგხედავო უპასუხა.
ნიკა კი იდგა და ამათ ბავშვურ საქციელებზე იცინოდა. ნუ კაი სიმართლე ვთქვათ განსაკუთრებით ანასტასიას უყურებდა და სურვილი კლავდა რომ ამ ლამაზ, პატარა, სიფრიფანა გოგოს მოხვეოდა. ესეთი რამ ბაბნიკებს იშვიათად ემართება მითუმეტეს როგორიც ნიკა ბოკუჩავაა, მისთვის ეს ახალი და უჩვეულოა. მარიამმა ორივე თავიანთ სახლებში გაუშვა უნდა მოვემზადოო და საღამოს შეგხვდებითო. მარიამი სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო, ჰიგიენური პროცედურები ჩაიტარა და პირსახოცშემოხვეული მთელ სახლში დატანტალებდა და მღეროდა. სამზარეულოში შედიოდა როდესაც კედელზე დაკიდებულ სურათს მოჰკრა თვალი, ცრემლებმა დენა დაიწყეს მაგრამ გონებამ გაუელვა რომ უნდა გაჩერებულიყო :" იყავი კეთილი და ძლიერი" იმეორებდა, თითებით შეიმშრალა და სამზარეულოშიც გავიდა. ტელეფონი მოიმარჯვა შეკვეთები გააკეთა და ყველაფერი მოაგვარა და ისღა დარჩენოდა კაბა აერჩია. არჩევანი ძალიან ლამაზ შავი სადა კაბაზე შეაჩერა, შავი ფეხსაცმელები მაღალი ქუსლით, ზურმუხტისფერი ყელსაბამის და საყურეების შეხამებით. ანასტასია სარკის წინ იდგა და არჩევდა, ვერ გადაეწყიტა რომელი კაბა ჩაეცვია, ბოლოს კი ძლივს აირჩია იასამნისფერი კაბა, იგივე ფერის ბეჭედი, საყურეები შეიხამა და მაჯაზე საათი გაიკეთა. ფეხზე კი დაბალი კლასიკური შავი მაღალყელიანი ფეხსაცმელი. მარიამს არასწორი საათი უთხრეს რადგან გვიან მისულიყო, ამ დროს კი მას ყველა ერთად სიურპრიზს უკეთებდა. როგორც იქნა დროც მოვიდა, მარიამი გაემზადა და სახლიდან გადიოდა როცა ტასომ დაურეკა :
-საად ხარ ? გამოხვედი?(ანასტასია)
-კი გოგო, აი ამ წამს დავკეტე კარები და კიბეებზე ჩავდივარ(მარიამი)
-კაიი ჩემოპრინცესა შეხვედრამდე მეც ეხლა გამოვედი.
ანასტასიამ როცა საუბარი დაასრულა ბავშვებს დაუძახა რომ ყველანი ადგილზე ყოფილიყვნენ. უკვე დრო იყო.მოუთმენლად ელოდნენ იუბილარის გამოჩენას. და აი ისიც. მარიამი გადმოვიდა მანქანიდან ირგლივ ვერაფერს ხედავდა სიბნელის გარდა. შენობაში შევიდა, არც არავინ და ძალიან მალე განათება ჩაირთო. შეშინებული მარიამი ირგლივ იყურებოდა, აზრზე ვერ მოსულიყო რა ხდებოდა როცა მის წინ კედელზე კადრების მონაცვლეობა დაინახა. ვიდეო იყო სადაც ყველა ერთად ულოცავდა, მისი ბავშვობის ფოტოები , ამ დროს ყველა ერთად გამოდიოდა და მარიამს უმღერებდნენ. მარიამი მათ უყურებდა, ცდილობდა ბედნიერებისგან არ ეტირა, მაკიაჟი არ გაფუჭებოდა, ანასტასია წინ გამოვიდა და განაცხადა რომ ეხლა იქნებოდა ყველაზე მნიშნელოვანი მომენტი -მარიამ მე შენ მიყვარხარ და ეხლა ამ სცენაზე ერთი ადამიანი გამოვა სპეციალურად შენთვის. ყველა დაბნეული იყურებოდა. არ იცოდნენ ამის შესახებ არაფერი. მარიამი მათი შემხვედვარე გაოცდა, კანკალმა აიტანა მისი სხეული. სცენაზე მაღალი, წაბლისფერთმიანი, ლამაზი ქალი გამოდის რომელიც მარიამს გავს ძალიან. ყველა მას უყურებდა, მარიამს არ სჯეროდა რომ ეს მის თვალწინ ხდებოდა და გაისმა ამ ქალის სასიამოვნო ხმაც:
-დაბადების დღეს გილოცავ დე.
მარიამი ტიროდა, ემოიცებს ვერ თოკავდა, მირბოდა და მთელი ძალით ჩაეხუტა საყვარელ დედიკოს. დედას რომელიც ამ ხნის მანძილზე წასული იყო გერმანიაში სამკურნალოდ, რომელიც ერთადერთი შვილისთვის იბრძოდა რომ კიდევ დიდხანს ყოფილიყო მასთან.
დედას რომელმაც ყველაფერი გააკეთა რომ მარიანს უმამობა არ ეგრძნო. ეხუტებოდა მარიამი მონატრებულ დედას. ორივე ქვითინებდა და იკლავდნენ მონატრების გრძნობას. უკვე მათ ვერავინ და ვეღარაფერი დააშორებს. ანასტასია მათი შემხედვარე ატირდა, უნდოდა ეხლა მისი დედიკოც მასთან ყოფილიყო და ჩახუტებოდა. ძალიან მოუნდა დედას ხმა გაეგო და დაურეკა :
-დეედიკო რასშვები?
-რავი ჩემო პატარა ვმუშაობ შენ?
- მარიამის დაბადების დღეზე ვარ და უცბად მომინდა დაგლაპარაკებოდი, მენატრები დეე
- მეც ჩემო სიცოცხლე, მეც როგორრ. მიულოცე მარიამს ჩემგან და აკოცე ბევრი. ჭკვიანად იყავით.
-კაიი დე მიდი, დაგირეკავ მერე
ნიკა ანასტასიას უსმენდა რომელიც ღიღინებდა და ბედნიერი იყო. წვეულება დაიწყო. ყველა ერთობოდა. მარიამისთვის ეს საუკეთესო დაბადების დღე იყო რაც კი ოდესმე ჰქონია. ანასტასიას ჰაერზე გასვლა მოუნდა და გარეთ გავიდა. დაინახა მთვრალი კაცი რომელიც მისკენ მოდიოდა, გვერდზე აუარა და უკან შებრუნება გადაწყვიტა. ამ დროს მკლავზე მტკივნეული შეხება იყო, გრძნობდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სუნს.
-გამიშვით!!
- მოდი ჩემო ლამაზო, არაფერს გატკენ, პირიქით გესიამოვნება
-ხელი არ მახლო ხელი გაწიეეეე
-მოდი ჩემთან
კაცმა გოგონა სხეულთან აიკრო, ხელები კაბის ქვეშ შეუცურა, ტუჩები მის მკერდს მიაწება.
-გთხოვთ მიშვეეელეეეთ. დამეხმარეთთთ. ანასტასია ბოლო ხმაზე ყვიროდა. თვალები დახუჭა, ამ დროს იგრძნო როგორ მოშორდა მის ტანზე მიკრული ბინძური სხეული, ესმოდა გინების და დარტყმის ხმა. კედელთან ჩაკეცილიყო ტიროდა.
-შეე ყ... რას ბედააავ? აგინებდა და მწარედ ურტყამდა, როდესაც მიხვდა რომ გაითიშა და ცემას აზრი აღარ ქონდა მოშორდა. გოგონასთან მივარდა და მოეხვია. ანასტასიამ იგრძნო, თბილი სხეული, ტანში ჟრუანტელს გგრივდა, თავს დაცულად გრძნობდა.
-არ იტირო ვსო, ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი დამთავრდა,შენთან ვიქნები სულ. ბიჭი აცრემლებულ გოგონას თვალებზე კოცნიდა და ამშვიდებდა. ამ დროს გაიგონა როცა ანასტასიას ეძახოდნენ. და გოგონას მიუბრუნდა.
-მომისმინე, შენი მეგობრები გეძებენ, მე შენთან ვარ იცოდე, არსად წახვიდე აქ იყავი მათ მოსვლას დაელოდე.
ბიჭი ანერვიულებული იყო, არუნდოდა დაეტოვებინა გოგონა, მაგრამ არც ის უნდოდა დაენახა მათ ის, გაიქცა და მანქანებს ამოეფარა.
ნიკა წვეულებაზე კარგ დროს ატარებდა, პარალელურად ანასტასიას აყოლებდა თვალს, სასმლის აღება უნდოდა და გასვლა მოუწია როდესაც ჰორიზონტზე ანასტასია ვერსად შენიშნა ანერვიულდა, ყველგან დაეძებდა, ბოლოს გარეთ გავიდა. უძახოდა ანასტასიას და ბოლოს კი იპოვა კედელთან ჩაკეცილი, განადგურებული, მის წინ დაგდებულ ნაცემ კაცს, მიხვდა რაც მოხდა, მაგრამ გაუკვირდა სად იყო გადამარჩენელი მაგრამ ამის ფიქრის თავი არ ჰქონდა
და გრძნობდა როგორ ეჭიმებოდა ძარღვები, ანასტასიათან მივარდა და ჩაეხუტა, არ უნდოდა გოგონასთვის ზედმეტი კითხვების დასმა, ისედაც იცოდა რა მდგომარეობაში იყო. ხელი აიყვანა მანქანაში ჩასვა და მისი სახლისკენ აიღო გეზი. ნიკა მანქანიდან გადმოვიდა, გოგონა ხელში აიყვანა, გასაღები ჩანთაში მოუძებნა, კარები გააღო და სახლში შეიყვანა. ანასტასია უგუნო მდგომარეობაში იყო ვერაფერს აზროვნებდა, თვალების გახელვის ეშინოდა ბოლოს კი ნიკას აფორიაქებული, ხმა ჩაესმოდა რამაც იძულებული გახადა გაეხილებიდა. დაინახა რომ თავის ოთახში იყო, ნიკა კი ხელებზე ეფერებოდა, სირცხვილისგან გაწილთდა როდესაც ნიკას ხედავდა. ნიკამ ეს შეამჩნია და უთხრა რო არ ენერვიულა და სააბაზანოში შესვლა შესთავაზა. ანასტასიამ მადლობა თვალებით გადაუხადა და სააბაზანოში შევიდა. ყველა ადგილის იხეხავდა მთელი ძალით სადაც ისკაცი ეხებოდა და ყველა ადგილს საგულდაგულოდ იწმენდდა და ჭუჭყს იშორებდა. ფიქრობდა მის გადამრჩენელზე, თითქოს ეცნობოდა, სადღაც გაეგო მისი ხმა, ყველა მისი შეხება. თავის დროზე რომ არ მოსულიყოო ცხოვრება დაენგრე ოდაფიქრობდა და ამ ფიქრზე ცრემლები წამოუვიდა. სააბაზანოდან გამოვიდა პირსახოცი ქონდა შემოხვეული. ნიკა დივანზე იჯდა და ანასტასიას უყურებდა, არაფერს გრძნობდა, მიუხედავად იმისა რომ ანასტასიას ძალიან ლამაზი ფეხები და მკერდი კარგად ჩანდა. ვერ გრძნობდა ლტოლვას. ეს იყო რაღაც სხვა. ვერ ხვდებოდა, უბრალოდ თითქოს, მისი იყო, მისი დაიკო იყო, უყურებდა მის ლამაზ სახეს. ცხვირით და ტუჩებით თითქოს ჰგავდა კიდეც. მაგრამ ეს უაზროა და შეყვიტა ფიქრი. ანასტასიას მიუახლოვდა რომელიც თვალს ვერ უსწორებდა, ჩაეხუტა, ანასტასიამ სიმშვიდე იგრძნო მისმკლავებში, უფრო მაგრად ჩაეხუტა და ქვითინი დაიწყო.
-ის რომ არ მოსულიყო ნიიიკ, არვიციიი რამოხდებოდა
-ჩუ ,პატარა დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის. ვსოარ გვინდა ამაზე ლაპარაკი დაწექი დაიძინე.
ანასტასია ცალკე ოთახში გავიდა, პენუარი გადაიცვა, გამოვიდა და თავის საწოლში დაწვა. ნიკა მას მიუწვა, მოეხვია და თავზე აკოცა. და ერთმანეთზე ჩახუტებულებმა დაიძინეს.



№1 სტუმარი Xatia

Sainteresoa gaagrdzele ra..... Male dade axali tavebi gtxov.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent