შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეხსიერების მუდმივობა [სრულად 4]


7-01-2016, 23:11
ავტორი PARVENU
ნანახია 18 621

როცა ადამიანი ზღვარზეა ის აკეთებს იმას, რაც წარმოუდგენელი იქნებოდა მანამდე. სანდრომ თუ რამ ძალა გააჩნდა, თუკი რამ კიდევ შეეძლო, ყველაფერი მოიკრიბა და ზურასკენ წავიდა. არაადამიანურად გამწარებული იყო და არაადამიანურ ძალას გრძნობდა, დაკავება სცადეს, მაგრამ ვერ გააჩერეს, სწრაფად მივიდა ზურასთან, ტკივილი უფრო მეტ ძალას აძლევდა, ორივე ხელი გადაუგრიხა და მერე იყო არაადამიანური ღრიალი... გადატეხვის ხმა... თავი მთელი ძალით ჩაარტყა და დაკრუნჩხულივით დაეცა ზურა, ერეკლესკენ რო გაიხედა, გული ლამის გაუსკდა, გაუჩერებლად ურტყავდნენ უკვე გონება დაკარგულს, მანქანის ბორბლების ხმა გაიგონა, ვაჩე სწრაფად გადმოხტა მანქანიდან ბარბარესთან მივარდა.
-წაიყვანე, ძლივს უთხრა სანდრომ და ბარბარეს ანიშნა გაყოლოდნენ,
-სანდრო უშენოდ არა, მკლავზე ჩაებღაუჭა ბარბარე.
-ვერ დავტოვებ, ეს თქვა სწრაფად გამოაცალა ხელი და ერეკლესკენ წავიდა, დიდ ხანს ვეღარ იდგა ფეხზე, მალე ისიც ძირს დავარდა მხოლოდ ის მოახერხა რომ ერეკლეს გადაფარებოდა, მასაც გამეტებით ურტყავდნენ.
-ბარბარე წამოდით, ებღაუჭებოდა ვაჩე, მაგრამ არაფერი ესმოდა კუდიანს, მარტო სანდროს ხედავდა, მარტო სანდროს ყვიროდა და მარტო მისკენ მიიწევდა, ამ დროს აღარაფრის ეშინოდა, უნდოდა კიდევაც რომ როგორმე ეს დარტყმები მასთან ერთად გაენაწილებინა, ოღონდ მას შემსუბუქებოდა, ანი დავარდნილი იყო და ძალაგამოცლილი ტიროდა, ერეკლეს სახელს ჩურჩულებდა.
-ბარბარე უნდა წავიდეთ.
-დამანებე თავი ვაჩე, დამანებე, საერთოდ დამანებე თავი, აკანკალებული ხმა ჰქონდა კუდიანს. ახლა მარტო იმაზე ფიქრობდა რომ როგორმე სწრაფად მოესწრო ბექას, მანქანიდან დაურეკა და ყველაფერი უთხრა.
ჯაბა ჯერ მანქანა არ იყო გაჩერებული უკვე კარს აღებდა და გადმოდიოდა, იმან რაც დაინახა წამით გააშეშა, მერე ისე აბობოქრდა ნერვები რომ გააფთრებული დაეტაკა ყველას ვინც ხელში მოხვდა, შეეძლო შუაზე გაეხლიჩა. თორნიკე და ბექა გადმოხტნენ მანქანიდან, ერეკლე ძლივს გამოათრია ბექამ, სახე შეშლილი ჰქონდა, არაადამიანურად ურტყამდა ყველას, ვინც მიეკარებოდა.
-თორნიკე, სანდრო, მკლავში ხელი წაავლო ბარბარემ და გზის მეორე მხარისკენ აჩვენა სადაც სანდრო გადაეთრიათ. ტკივილი, ტკივილი, ძალიან დიდი ტკივილი იგრძნო თორნიკემ არაადამიანურად ღრიალებდა, სანდრო იყო გონებაზე, უბრალოდ ვერ ინძრეოდა. ძლივს წამოაყენა ფეხზე.
-როგორ ხარ სანდრო?
-გული მერევა, ვერ სწორდებოდა ოშხარელი დაკუნტული იყო. ყველაფერი ჩამშვიდდა, მაგრამ ზურა მაინც ღრიალებდა.
-რა უქენი ასეთი, ტო? გაოგნებული იყო ბექა და ხელებგადატეხილ ზურას დასცქეროდა. სანდრომ ძლივს გადმოიღო მანქანიდან რაღაც და ბექას მიაჩეჩა,
-ჯანდაბა ვერ მოვზომე, მიეცი გამაყუჩებელია ხელში ჩაუყარა ოშხარელმა, ეს ხმა აგიჟებდა, გაქცევა უნდოდა. ყურეებზე ხელი ედო და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.-გააჩუმე როგორმე, თორემ შევიშლები, სანდრო მანქანას უშენდა ხელებს. ტკივილი და თავბრუსხვევა აგიჟებდა. ბარბარე ახლოს მივიდა.
-რატომ არ გაყევი?
-არ ვიცი. კარგად ხარ სანდრო? სასწრაფო მალე მოვა.
-შენ როგორ ხარ, ბარბარე? თვალებში შეხედა და ბარბარემ იმხელა შიში და სინაზე ამოიკითხა მის თვალებში რომ თავი დახარა, მეტს ვერ უძლებდა. იგრძნო რომ სანდროს უფრო შეეშინდა ზურას ქცევის დროს, ვიდრე თვითონ.
-სანდრო, საავადმყოფოში მიგვყავს ერეკლე და შენც წამოდი. ანი ერეკლეს სისხლიან სახეს ეფერებოდა.
-მე კარგად ვარ, არ მინდა. იცრუა, რომ მარტო წასულიყო, ხვდებოდა რომ რაღაც არ ჰქონდა რიგზე.
-რა კარგად ხარ, ფერი არ გადევს.
-ბექა გაფიცებ ამ სიბნელეში რა დაინახე ფერი მადევს თუ არა? გაეცინა სანდროს და უფრო ატკივდა კუჭი.
-სანდრო ჯობია საავადმყოფოში წავიდეთ, მხარზე ხელი დაადო ბარბარემ და ხელი მოუჭირა.
-სისხლიანი ვარ, მალევე გამოაცალა თითები ოშხარელმა, იდგა ვაჩე და უყურებდა ამ ორს და თუ რამ იმედი ისევ არსებობდა მისთვის, იმ დღეს სამუდამოდ ჩაქრა. ბარბარესთან სიახლოვეს გაურბოდა ოშხარელი, მისი შეხება ყველაზე მეტად სიამოვნებდა და ტკენდა, ტკენდა იმიტომ რო იცოდა ამ სიახლოვის წარმავლობა, მათ შორის შეიძლება ჩამდგარიყო ყველაზე ძლიერი გრძნობა სიყვარული, მაგრამ მეხსიერებას დიდი კედელი ჰქონდა აღმართული და თუ ამ კედელს ვერ გადაახტებოდა ალექსანდრე, მაშინ ერჩივნა რომ არც მასზე ასვლა ეცადა, რადგან გაცილებით მტკივნეული იქნებოდა ორივესთვის იქიდან ჩამოვარდნა.
-ბექა, შენ წადი სანამ პატრული მოვა რა.
-რატო ვითომ, გაიჭიმა ბექა.
-ხო იცი მაინც იჩხუბე და პრობლემები რო არ შეგექმნას სამსახურში, ისე ჯაბა რად გინდოდა რო წამოიყვანე? ხო იცი რო ისედაც პრობლემები აქვს. ბარბარე გაოგნებული იყო დაკუნტული ალექსანდრე როგორ ნერვიულობდა ყველაზე და ცდილობდა მათთვის პრობლემების აცილებას.
-სანდრიკუნა შენ დაწყნარდი, რამეს მოვახერხებ, რა რატო წამოვიყვანე 2 წელი ხმას არ გამცემდა რო არ მეთქვა, ხომ იცი რა ხასიათი აქვს.
-აუ რა სანდრიკუნა ტო, დამანებე თავი.
...................
-აუ ჩემ ექიმთან არ მინდა რა ბექა, უთხარი სხვაგან გავესინჯები.
-რატო ვითომ, გაუმკაცრდა ხმა ბექულიუსს. სანდროს ტკივილი უძლიერდებოდა და ამიტომ ვეღარც შეეწინააღმდეგა. ერეკლეს მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ სტაბილური, ტვინის შერყევა ჰქონდა, დაზიანებები და დაჟეჟილობა, ანიმ ამოისუნთქა, როცა ექიმმა უთხრა რომ სასიცოცხლოდ საშიში არ იყო. სანდროს უფრო დიდ ხანს სინჯავდნენ, პალატაში ექიმები დიდი სიხშირით დადიოდნენ, ბექა ყველას თავს აყოლებდა და მერე დაიღალა, მოცელილივით დაეშვა სკამზე, ბარბარეს ფეხზე გაეხადა და ისე იდგა შეშინებული მოლოდინით. რისი ეშინოდა ასე ძალიან თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რატომ განიცდიდა ყველაფერს ვერც ეს გაეგო და სრული აურზაური გონებაში და სულში არც ერთ კითხვაზე იძლეოდა პასუხს.
-ახლობელი თუ არის ოშხარელის? თუ შეიძლება გამომყვეს. ბარბარე გაუბედავად მივიდა ექიმთან და მარტო იმის თქმა მოახერხა რო მეუღლე იყო.
-ქალბატონო, ალბათ იცით მისი მდგომარეობა.
-დაახლოებით, მთელი ტკივილი ამოაყოლა ამ სიტყვას.
-მისთვის დაუშვებელი იყო ასეთი ფიზიკური დატვირთვა თანაც ასე გამეტებით მუცელში... ექიმმა თავი გადააქნია.
-იცოდა?
-რა თქმა უნდა იცოდა, ყოველ მოსვლაზე ამას ვაფრთხილებდი, ექიმი გაცეცხლებული იყო, ახლა შინაგანი სისხლდენაა და სასწრაფოდ საოპერაციოა, ნებართვა გვჭირდება თქვენგან. კუჭი შეიძლება გაუსკდეს.
-ექიმო.... როგორც საჭირო იქნება,ისე მოიქეცით.
-არ ვიცი ამ ბიჭს რა ჭირს, მაგრამ არაფერს ექვემდებარება, არიან ადამიანები რომლებიც როცა რაღაცას განიცდიან კუჭი სტკივდებათ, სანდროც ასეა, მაგრამ ასეთ დარტყმას მის ორგანიზმს რა აყენებს, მართლა ვერ ვხვდები, ბარბარეს ცრემლები წამოუვიდა, ლამის ხმამაღლა იტირა, -სინდისი, რაღაც გაჰკიოდა ამ სიტყვას.
ცრემლები, გაუჩერებელი ტკივილი, შიში, მოლოდინი, ფიქრი და გაუცნობიერი გრძნობები, ძლივს შევიდა სანდროს პალატაში ფეხშიშველი, ბევრს ეცადა ცრემლების დაფარვას, მაგრამ მის ამ მდგომარეობაში დანახვაზე ყველაფერი ატკივდა.
-სანდრო ექიმმა ყველაფერი მითხრა.
-შენ რატომ ელაპარაკე?
-შენი ცოლი ვარ და ნებართვა უნდა აეღო.
-ჩვენ არ ვართ ტრადიციული ოჯახი და არც შენგან იყო ნებართვა საჭირო.
-როცა გინდა ტრადიციული ოჯახი ვართ, როცა გინდა არა, ვეღარ მოითმინა ბარბარემ და ხმამაღლა უთხრა.
-მთავარია შენ რა გინდა. მაშინვე ინანა ამის თქმა ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ბარბარსგან შორს ყოფნა, ოპერაცია ანერვიულებდა და ყველაზე მეტს ბარბარეზე და დედამისზე ნერვიულობდა. ბარბარე არ აყვა, გრძნობდა სანდროს გაღიზიანების მიზეზს, საოპერაციოში გაყვანამდე ხელი შუბლზე დაადო, სიგიჯემდე ესიამოვნა მისი გრილი, ფაფუკი, აკანკალებული ხელი, თმა გადაუწია და შუბლზე დაუფიქრებლად აკოცა. ეგონა რომ შუბლი ეწვოდა ამ შეგრძნებით ჩაეძინა საოპერაციო მაგიდაზე. ყველაფერზე ფიქრი და არაფერი კონკრეტული, მხოლოდ მეხსიერების მუდმოვობა.
რუსუდანი თითქოს ამ ერთმა ამბავმა დააბერა, მოკუნტული იჯდა მოსაცდელში და შვილის ამბავს სიკვდილმისჯილივით ელოდებოდა, ბარბარე ახლოს მივიდა, წყალი მიუტანა, რუსუდანი მოეხვია, უხმოდ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის, იმასაც კი გრძნობდა ბარბარე, რაშიც თვითონ არ უტყდებოდა თავს. დიდ ხანს გაგრძელდა ოპერაცია, ბიჭები გიჟებს გავდნენ, ვერც ერთი ჩერდებოდა ერთ ადგილას.
ბარბარე გარეთ გალასლასდა და ისე გაუაზრებლად წავიდა ეკლესიისკენ როგორც 3 წლის წინ, მაშინაც ასე გრ ძობდა თავს, მაშინაც ვერ გრძნობდა სხეულს. როცა ტაძარში შევიდა თითქოს მხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მოეხსნა, სანთლის დანთებაც ვერ მოახერხა ძალას ვერ გრძნობდა სხეულში, ტაძრის კედელს მიეყრნო და გაუაზრებლად დაიწყო ლოცვა ალექსანდრესთვის, ვერასოდეს წარმოიდგენდა რომ ოდესმე ამ ტაძარში სადაც 3 წლის წინ მივიდა ბოლოს, ჯალათისგან გამწარებული და განადგურებული... მაშინ ცხოვრება მხოლოდ ტვირთად მიაჩნდა, რომლის მოშორებასაც ითხოვდა იმ დღეს, ეგონა ვეღარასოდეს გაიღიმებდა, ვეღარასოდეს შეძლებდა ცხოვრებას. ახლა კი იდგა, შინაგანად განადგურებული და თავისი ჯალათის კარგად ყოფნას სთხოვდა უფალს. ეს ცხოვრება რომ მართლა საოცარია, უჩვეულო, პარადოქსებით დახუნძლული და ადამიანისთვის მუდამ გამოუცნობი.
გაღიმებული სახეები, გადატანილი ოპერაცია, სახლი, საწოლი, წოლილი რეჟიმი, მომაბეზრებელი გაუნძრევლობა, 3 დან 5 მდე აუტანელი ტანჯვა, ამას დამატებული ოთახის ჩაგუდული ჰაერი... გარეთ გასვლა ახლა სამოთხე იყო, მაგრამ ვერ დგებოდა, გასული ერთი თვე და ამ დროით შემცირებული 2 წელი, ყოველდღე მოხეული კალენდარი და შემცირებული ფურცლები. დრო სულს ღაფავდა და გაურკვევლად მძიმდებოდა მდგომარეობა.
არავინ ეუბნებოდა, ყველა ჩუმად ჩურჩულებდა, რუსუდანმაც ვერ გადააფიქრებინა... ბარბარე კარგად ხვდებოდა შედეგებს, ნიკამ პროცენტი საგრძნობლად დაწია ბანკში, განხორციელებული ცვლილებებით გაკოტრებისკენ მიექანებოდა. ვერაფრით გაბედა ბარბარემ ამის თქმა სანდროსთვის, ნერვიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ გრძნობდა რომ ახალი ტალღა იწყებოდა გაუსაძლისი მდგომარეობის. მამამისი ყველაფერს აკეთებდა რომ უფრო დაემძიმებინა შვილის მდგომარეობა. თითქოს ამით ცდილობდა ცოდვის გამოსყიდვას.
ბარბარემ ვერაფრით დაიძინა,წიგნი რამდენჯერმე გადაშალა და არაფერმა უშველა, ეზოში ისევ ლანდს მოკრა თვალი, ერთი თვეა არ დაუნახავს, ალექსანდრე ადგომა არ შეიძლებოდა,ახლა უფრო სწრაფად მოძრაობდა, დაუფიქრებლად მოიცვა პლედი და გარეთ გავიდა.
-გონიოს სასტუმროც გაყიდე, არ აქვს მნიშვნელობა მთავარია სწრაფად, გია სიას გამოგიგზავნი რა რის მერე უნდა გაყიდო. სანდრო სიგარეტს ეწეოდა და გაუჩერებლად დადიოდა ტელეფონზე ლაპარაკისას.
-სანდრო!
-რა მოხდა ბარბარე, აქ რა გინდა? სანდრო არ მოელოდა კუდიანს, პლედით.
-როგორ ადექი ან როგორ ეწევი? თავისდაუნებურად კატეგორიული იყო ბარბარე.
-კარგად ვარ, სჯობს შეხვიდე, აგრილდა, ამ დროს რატომ გღვიძავს?
-სანდრო მამაშენმა..
-ვიცი, ვიცი რაც გააკეთა, გუშინ გავიგე.
-ძალიან ვწუხვარ.
-არაუშავს ბარბარე, ჯობს ახლა შეხვიდე, გაცივდები.
-სანდრო გელაპარაკები და რა დროს ეგ არის? თავი ბავშვი მგონია.
-აქ და ამ დროს რო არ ვილაპარაკოთ რამე დაშავდება?
-ასე როგორ შეიცვალე? გამაგებინე საერთოდ ვერ გცნობ. ბარბარე ახლოს მივიდა, სიგარეტი ხელიდან გამოართვა და გადააგდო.
-რატომ ეწევი? ახლახან გაიკეთე ურთულესი ოპერაცია.
-აღარ ვეწევი მორჩა, შევიდეთ.
-სანდრო ასე მგონია რამე დაგიშავე ისე მექცევი, რატომ ხარ ასე გამაგებინე?
-არ გვინდა ბარბარე, კარგად იცი რო დაშავებით მარტო მე დაგიშავე.
-რატო ვერ ამოიგდე თავიდან? ხო გითხარი გაპატიე მეთქი, ისიც ხო იცი რო სიმართლე ვთქვი? რატო არ შეგიძლია ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელო? მეგობრებთან იარო ვინმე გაიცნო, იქნებ...
-ვინ უნდა გავიცნო? გამაგებინე ვინ უნდა გავიცნო? მეკაიფები? მართლა ვერაფერს ხვდები, თუ უბრალოდ თავს იბრმავებ? მაინცდამაინც ყოველ დღე იდიოტივით უნდა ვიმეორო რომ მიყვარხარ? მარტო სიტყვით უნდა მიხვდე ამას? მარტო დამარცვლით, მაშინ, როცა ამ სიტყვას ფასი არ აქვს, როცა შეგიძლია რომ ერთი გამოხედვით ყველაფერი გაიგო.
-სანდრო ეგ ვერაფერს შეცვლის.
-ხო ვიცი, ეგ ვიცი და ამიტომ შევიცვალე, ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება. შენთან ვერასდროს ვიქნები, ვიცი რო ისე გავიცანით ერთმანეთი რომ ყველაფერი დასამარდა, როგორც არ უნდა მიყვარდე მეხსიერების მუდმივობას ვერ გადავახტებით, ვერ დავივიწყებთ და სხვანაირად არ მინდა, არც შემიძლია. ის ფაქტი, რომ ისეთი სულ გემახსოვრები, ყველაზე დიდი ძალაა რაც ჩემშია, რომელსაც ვერასოდეს ვაჯობებ. იმიტომ რო არ მინდა, არ მინდა გესმის შენთან ყოფნა არ მინდა, მაგრამ არც სხვა რამ შემიძლია, გინდოდა პასუხი და მიიღე. სანდრო მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, ნერვები ისედაც აღარ ყოფნიდა, ტელეფონი ისევ ურეკავდა, მთელი თანხა რაც ჰქონდა შვეიცარიიდან მამამისის ბანკში გადაარიცხინა, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი, გაკოტრება გარდაუვალი იყო და ახლა იმაზე იბრძოდა ოშხარელი რომ ციხეშიც არ აღმოჩენილიყო მამამისი. ბარბარეს ცრემლები მოდიოდა, გრნძობდა რასაც ამბობდა ალექსანდრე, გრძნობდა და ამის გამო ტკიოდა ყველაფერი, სანდროს ბუნება იმდენად იყო მიჯაჭული სისუფთავეს, თავისებურს, უჩვეულოს, რომ ამ ცოდვით ვერ იცხოვრებდა მასთან.
-სანდრო ასე ვერაფერს გახდები, თუ მამაშენს არ დაელაპარაკები რომ ეს პროცესი შეაჩეროს, სხვა შემთხვევაში შენც გაკოტრდები და წყალში გადაყრილი იქნება ყველა მცდელობა.
-აზრი არ აქვს, არ მომისმენს, ჩემ გამო გააკეთა ეს, მე უნდა დამაჭიროს წიხლი, რომ თავი უფრო დამნაშავედ ვიგრძნო, სანდრო კიბეებზე იყო ჩამომჯდარი და ხელები თავზე შემოეწყო. -მისი მესმის, მაგრამ ვერ ვუგებ.
-რომ ცადო? სხვანაირად შენც ხომ ხვდები რომ აზრი არ აქვს, ამდენ ანაბარს, ამდენ სესხს უბრალოდ ვერ დაფარავთ.
-რა ვქნა ასეთ დროს იმაზე ვიფიქრო რომ როგორმე გამართლებულად მოვიქცე, თუ ისე როგორც სწორად მიმაჩნია? ჩემმა ფიქრმა შეიძლება მამაჩემი ციხეში მოახვედროს, როცა ამდენი გამწარებული უჩივლებს,ამიტო ამ დროს უბრალოდ ვერ მოვიქცევი ისე რომ ფიქრით სწორ ნაბიჯებზე ვიფიქრო. გავაკეთებ იმას რაც დღეს სწორად მიმაჩნია მე და არა დანარჩენ სამყაროს,ერთი ის ვიცი რო ამის გამო სინდისი არ შემაწუხებს, დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღია ეს ჩემი მაქსიმუმი იქნება. უსმენდა ბარბარე და გრძნობდა რო სანდროს ჰქონდა თავისი, ლოგიკა, უცნაური, გამოუცნობი, მაგრამ იყო რაღაც რაც მასში აღმაფრთოვანებელს გულისხმობდა, პირველ რიგში ეს იყო თავგანწივა, ნებისმიერ საქმეში ალექსანდრე მიდოდა ბოლომდე, უშიშრად, უკანმოუხედავად და ყველგან ამიტო. მართალი იყო პირველ რიგში თავის თავთან.ის რაც სისულელედ მიაჩნდა მანამდე ბარბარეს, ახლა ყველაზე სწორი ლოგიკა იყო. ლოგიკა, რომელიც ლოგიკის კანონებს კი არა სანდროს მიერ ჩამოყალიბებულ, განვითარებულ და შექმნილ კანონზომიერებას ექვემდებარებოდა.
სანდრომ ოთახამდე მიაცილა ბარბარე. დიდ ხანს უყურეს ერთმანეთს უბრალოდ, ხმის ამოუღებლად, სანდრო ფეხზე ძლივს იდგა, კედელს იყო მიყრდნობილი და თვალს ვერ აშორებდა კუდიანს, ბარბარე მორიდებით იდგა, პატარა ბავშვივით დარცხვენილი, ორივეს გაეღიმა. სანდრო მიუახლოვდ ადა შუბლზე აკოცა, უჩვეულო შეგრძნებები ახრჩობდა ბარბარეს, ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
-მშვიდი ძილი.
-შენც ბარბარე. ბარბარე მანამ ვერ შევიდა ოთახში სანამ სანდრო თვალს არ მოშორდა, თავისი სურვილები თვითონვე აშინებდა და ძალას აცლიდა, ებრძოდა 3 წლის წინანდელს, ებრძოდა გრძნობებს, ეშინოდა იმის რასაც გრძნობდა.
.........
ყველაფერი გაიყიდა, ყველაფერი გადარიცხა, ისიც კი რაც არ ეთმობოდა ,ღირებულების გამო კი არა ამ ნივთებთან დაკავშირებული გრძნობების გამო... ყველაზე ბოლოს როიალი, თეთრი როიალი, რასაც ყველაზე ხშირად შეხებია უტას თითები, ნივთებზე მიჯაჭულები ვხდებით, როცა ისინი ჩვენ ადამიანებს გვახსენებენ.უტაც, მისი ხსოვნაც, მისი ნივთებიც ეჩემებოდა ალექსანდრეს და მათი გაყიდვა იყო ყველაზე მძიმე. მხოლოდ ამ როიალს შეეძლო ის მუსიკა დაეკრა, რასაც უტას მუსიკას არქმევდა ოშხარელი, მხოლოდ მისი დანახვის დროს, დაკვრის გარეშეც ესმოდა ეს ხმა. 4 წლის შემდეგ პირველად იჯდა როიალთან, პირველად გაბედა, შეხებოდა კლავიშებს. თითები თავისით უკრავდა რაღაცას, რაღაცას ძალიან მძიმეს, სევდიანს მოსასმენად... თვითონ არ ესმოდა არაფრის ხმა, ყველამ იმ ოთახში მოიყარა თავი, ბარბარეს გიო ეჭირა, ისიც კი უჩვეულო სიჩუმით უსმენდა, 4 წელი ამ როიალს ხმა არ ამოუღია, რუსუდანი განადგურებული იყო, ძლივს მიუახლოვდა ალექსანდრეს.
-გამოსყიდვის უფლებით ვყიდი. რაღაც საშინლად სევდიანი ხმა ამოყვა ამ სიტყვებს.
-მთავარი ისაა რომ ყიდი. ჩუმი, დაფარული საყვედური და არაადამიანურად ნატკენი დედის გული.
*****
ძნელია როცა სიღარიბეს მთელი ძალით შეასკდები, თვითონ ფაქტი ოშხარელისთვის ბევრ რამეს არ ნიშნავდა, ბაბუამისმა მოახერხა და ჩამოუყალიბა ის ხასიათი, რაც გაჭირვებასაც დადებითი კუთხით დაანახებდა, მაგრამ ასე ცუდად ვერ წარმოიდგენდა რო შეიძლება ყოფილიყო, სახლში მისვლა სიკვდილი იყო, ყველაფერზე უარის თქმა, გაყიდული მანქანა, თამუნას გაბრაზებული სახის დანახვა, უკვე გაუბედავად ეკითხებოდა ქეთოს ტელეფონზე რა წამოეეღო, ხშირად არ ურეკავდა რო ტყუილად არ დაპირებოდა თუ ფული არ ექნებოდა. დათვლილი ხურდები და ღიმილი, რაც იტევს ამ ცხოვრების ამაოებას. დაყადაღებული ნივთები და გააფთრებული სახეები.
-სანდრო რა უნამუსობაა სარეცხი მანქანაც კი დააყადაღეს, რა უნდა ვქნათ? აწუწუნდა ამდენი ხნის დუმილის შემდეგ თამუნა.
-ის რასაც სხვები აკეთებიბენ ასეთ დროს, ანუ ხელით უნდა გარეცხო. შეეცადა რო ნაკლებად აგრესიული პასუხი გამოსვლოდა. ახლა სახლის პრობლემაც დაუდგა ვერ გადაწყვიტა წყნეთის სახლი გაეყიდა თუ თბილისის, ყველა მოგონება მაინც წყნეთთან იყო, მაგრამ გზის ფულიც უნდა გაეთვალისწინებინა და ამაზე სიმწრით გაეცინა. რუსუდანი ხმას არ იღებდა, არც ჩამოდიოდა დაბლა, ამით ყველაზე მეტად ტანჯავდა ალექსანდრეს, დუმილი იყო ყველაზე მძიმე პასუხი. ჩუმი საყვედური და დამძიმებული სინდისი.
-შენი ბრალია ყველაფერი, დღეს ბავშვებმა კამფეტი მომთხოვეს და ამისთვისაც არ მქონდა ფული, შენ გაყიდე ყველაფერი და ჩემი შვილები დატოვე ყველაფრის გარეშე. ალექსანდრეს ნერვები ახრჩობდა, მაგრამ ჩუმად იყო და პატარა ბავშვივით ისმენდა საყვედურებს.
-რა მომავალი ექნებათ მათ, გამაგებინე? უტას რა პასუხს გასცემ ეს როგორ გაუკეთე მის შვილებს?
-და რა გაუკეთა? ასეთი შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სანდრო რა შუაში თუ ფულით გაჯერებული მომავალი არ ექნებათ ბავშვებს? ვერაფრით მოითმინა ბარბარემ.
-შენ ნუ ერევი, წამოწითლდა თამუნა.
-მაშინ შენც ნუ საყვედურობ ჩემ ქმარს შენი შვილების მომავალზე, შენც ხარ პასუხისმგებელი მათზე და პირველ რიგში მათ აღზრდაზე და არა ფულით უზრუნველყოფაზე. სანდრო ვერაფერს ამბობდა საშჳნლად ეცინებოდა ბარბარეს სიკაპასეზე ესეც რო ბავშვურად გამოდიოდა.
-სულელურად მოიქცა, ყველაფერი მიაყიდა და ასე დაგვტოვა, არც უფიქრია ოჯახზე. რუსუდანი ხმაურზე ჩამოვიდა კიბეებზე.
-თამუნა ჩამომიყალიბე ერთი გარკვევით რა გინდა? ძლივს ითმენდა სანდრო.
-ის რო ყოველდღე უნდა ვიზრუნოთ იმაზე რას შევჭამთ, შეიძლება აღარც ამის ფული გვქონდეს და მშივრები დავიხოცოთ, ჩემ შვილებს უზუნველყოფილი მომავალი წაართვი მარტო შენი პრინციპების გამო, ახლა ყოველ ოთახში უნდა ვირბინო და სინათლე უნდა ვაქრო რო 2 ლარით ზედმეტი არ მოვიდეს, ავტობუსით უნდა ვიჯაყჯაყო და ჩემი შვილები ყველაზე გაუბედურებულ სკოლაში უნდა ვატარო დახეული ტანსაცმელით.
-ხმას დაუწიე, როცა მელაპარაკები, იმ ცხოვრებას რასაც შენ აღწერ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღე გადის. მაგრამ რადგან აქამდე სხვანაირად ვცხოვრობდი ახლა გესირცხვილება შენ დაქალებტან 1 ლარზე წუწუნი, ბოდიში თუ მანქანა ვერ მოგემსახურება, ბოდიში თუ წელიწადში 2 ჯერ მსოფლიო კურორტებს თავზე ვერ დაიმხობ, ბოდიში რო თვლა გაგახსენდა ფულის. მაგრამ ეს ცხოვრებაა, მე ვერაფრის გამო ვერ ვივლიდი ბოლო მოდელის მანქანით, სახლების გასაღებს ჯიბეში ვერ ვაჩხაკუნბედი, როცა მამაჩემი შეიძება ციხეში ყოფილიყო. ამიტო შენი სიტყვები ძალიან არ მხვდება გულზე, მაგრამ შენი ტონი აუტანელია. ეს ოჯახია და ოჯახში, როგორც ბაბუაჩემი ამბობდა, როცა გაჭირებაა ყველას უნდა უჭირდეს დიდსაც და პატარასაც, ყველამ უნდა გაიგოს მდგომარეობა და საყვედურის ნაცვლად იმედით უნდა ავსებდეს ერთმანეთს. სანდრო უკვე ყვიროდა და მაგიდაზე ხელს ურტყავდა.
-არავის არ გაგაბედინებთ ხმის აწევას, მე ფულის გამო არ ვითხოვდი თგვენგან პატივისცემას, თუ კიდევ ხმას აუწევ ჩემთან აქედან მიბრძანდები, ბავშვებიანა. მაინც ვერ შეძლო ხმის დამორჩილება, როცა ქეთო და გიო ახსენა.
-თამუნა მართალია, დაიწყო რუსუდანმა და მალევე გაჩერდა. გამომცდელი მზერა გადამალა.
-მართალია რა თქმა უნდა, ახლა ხო ხელით მოგიწევს რეცხვა, ახლახო სახლი შენ უნდა ალაგო, სანდროს გაეცინა, -ჯანდაბა რეებზე მალაპარაკებთ, რატო მაწვრილმანებთ? ამ სისულელეებს როგორ ვერ ვიტან, ყველაზე მეტად ეს მძულს, არ მაინტერესებს თქვენ ან იქნებით ნამდვილი ოჯახი ან საერთოდ არ იქნებით და დედა შენც მოგიწევს წაბრძანება თუ კიდევ გაიჟღერებს ასეთი ტონი. მარტო არ ვაპირებ ამის გადალახვას, თქვენთან ერთად, ასეთ დროს დასაყრდენს ადამიანი ოჯახში ეძებს თქვენ კი სიმტკიცის ნატამალი არ გაგაჩნიათ ისე დაიშალეთ როგორც მონგრეული ღობე.რუსუდანმა ძლივს შეიკავა ღიმილი, თითქოს რაღაცაში საბოლოოდ დარწმუნდა და ოთახისკენ წავიდა. უკმაყოფილო თამუნა ეზოში გავიდა. ბარბარე თვალს არ აშორებდა ალექსანდრეს. სუნთქვა გახშირებული ჰქონდა, ნერვები დასკდომას, ამდენი ხანი არ ულაპარაკიათ ამ მდგომარეობაზე, ხმას არც ერთი იღებდა. ბარბარემ დაიწყო.
-ალექსანდრე მე...
-ეს შენც გეხება, მტკიცედ გაიმეორა სანდრომ და გამობრუნება დააპირა, როცა ბარბარეს ხელი მაჯაში იგრძო.
-მე არ მომიცია უფლება და არც მიზეზი ასე დამლაპარაკებოდი. გაბრაზებული ჩანდა ბარბარე, ვერ მიხვდა როგორ გაუბედა და ასე ლაპარაკი და თამუნასთან შედარება.
-წასვლაზე გეუბნები, ნებისმიერ დროს შეგიძლია.
-ჯერ არ გასულა დრო, გაუაზრებლად უპასუხა ბარბარემ.
-არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია წახვიდე. მტკიცე და შეუვალი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს.
-როცა გემი იძირება პირველი ვირთხები გარბიან და მართლა ვერ შევეგუები იმას რო დარჩენილი 5 თვე იმიტო დავარღვიო რო შენი ქონებრივი მდგომარეობა გაუარესდა. ეს არც აქამდე ცვლიდა რამეს და არც მერე შეცვლის. სანდროს ისე გულიანად გაეცინა რო თავი ვერ შეიკავა.
-რა გაცინებს? ვერაფერი გაიგო ბარბარემ.
-დაფარულად მაგრამ მაინც უწოდე ვირთხები დედამთილს და რძალს.
-ნუ ბოდიალობ.სანდრო მალე დასერიოზულდა და მოღუშული წავიდა ოთახისკენ. თავდაუზოგავად მუშაობდა, იურიდიული ფირმიდან ბევრი თანამშრომელი გაუშვა, ხელფასებს ვერ უხდიდა.თვითონ აკეთებდა თითქმის ყველაფერს, არაადამიანურად მუშაობდა რო ელემენტარული ჰქონოდათ, ყველაფერი ეკაწრებოდა რო წარმოიდგენდა შეიძლებოდა ქეთოს რამე ეთხოვა და ვერ შეესრულებინა, ელემენტალური არ ჰქონოდა, ეს ფიქრი აგიჟებდა, ტვინს უხვრეტდა იმის წარმოდგენა რო მისი მშობლებს შეიძებოდა ამ ასაკში ასე გაჭირვებით ეცხოვრათ. ეს ყველაფერი მის ხასიათზე, ნერვებზე, სხეულზე მძიმედ აისახა, თითქმის არაფერს ჭამდა, ცოტა ეძჳნა, თვალები ჩაღამებოდა. ბარბარე ძალიან ნერვიულობდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა ასე ძალიან ყველაფერს რატო განიცდიდა. სახლში საჭმელს არავინ აკეტებდა ყველა თავისტვის რაღაცას მოიმზადებდა, რუსუდანი შეგნებულად აკეთებდა ამას, თვითონაც ვეღარ ჭამდა სანდროზე ნერვიულობისას, მაგრამ არაფერს აგრძობინებდა. ალექსანდრეს სპეციფიკური კვება სჭირდებოდა, მძიმე საჭმელებს ვერ ჭამდა, ვერც ცომეულს ამიტო ერჩივნა არაფერი ეჭამა, თავდაუზოგავად მუშაობდა, გრძნობდა რო შემოსავალი არ იყო საკმარისი ამხელა სახლის მოსავლელად, ყველა ხარჯის დასაფარად.ხმამაღლა ამის თქმას სიკვდილი ერჩივნა, მთელი ეს დარდი სულს აწვებოდა და სახეზე საშინელი ტანჯვა ჰქონდა გამოსახული. ბარბარეს საერთოდ არ ნახულობდა სულ გაურბოდა. კუდიანი ვეღარ ითმენდა ამ მდგომარეობას.
-სანდრო სოკოს ფლავი გავაკეთე შენ რო გიყვარს, მოდი მარტო მეზარება. ცდილობდა ყოველგვარი უხერხულობა მოეშორებინა.
-მადლობა არ მინდა, მოსული არ იყო ალექსანდრე ოთახში შედიოდა და იქაც მუშაობდა.
-სანდრო, დააკაკუნა და ისე შევიდა კუდიანი მის ოთახშჳ თეფშჳთ ხელში. ალექსანდრე საწოლზე იწვა, ლეპტოპით ხელშჳ და უამრავი საბუთები იყო გარშემო. ფეხის თითებს სასაცილოდ ამოძრავებდა.
-ბარბარე მადლობა, მაგრამ არ მინდა.
-რა გჭირს სანდრო? ასე რატო ხარ? ვის არ გაჭირებია, ასე მძიმედ რატო აღიქვავ ამას, სიმართლე გითხრა ვერ ვიფიქრებდი რო შენ ამხელა ყურადრებას აქცევდი ამას.
-მე არა, ჩემზე არ ვარ ასე, ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა ალექსანდრეს.
-აბა? რა ხდება სანდრო?
-მინდა რო წახვიდე, ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე. არ მინდა ის რაც ჩემ სახლში მოხდება ამას უყურო, არ მინდა რო ასე გაჭირებით იცხოვრო. ხო კიდე მამაშენმა ჩემ ფირმას რაღაც თანხა გადმოურიცხა.
-მერე რა მოხდა.
-ბარბარე უთხარი რო მეორედ ეს არ გააკეთოს უკან გადავურიცხე, არ მინდა რო ასე კიდე მოიქცეს, მე მესმის მისი შენ ჩემი ცოლი გონიხარ და ცდილობს ჩემ დახმარებას, მაგრამ მე არ მინდა აგესმის.
-კარგი ამაზე აღარ ვიდაოთ, ვეტყვი ალექსანდრე. ჩემ წასვლას რაც შეეხება, ბარბარე ახლოს მივიდა თეფში მაგიდაზე დადო, სანდროს სახე ხელებში მოიქცია,-მთელი ამდენი ხანი კლდესავით მედექი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რო არსებობდა ადამიანი ვისაც ამის გაძლება შეეძლო,ყოველჯერზე ვფიქრობდი რო გატყდებოდი, ჩანჩქერში გადახტომიდან მოყოლებული, სანდროს ამის გახსენებაზე ყველაფერი ჩაეწვა, -არც კი ვიცი რამდენი რამ მოხდა, ვცდილობდი როგორმე გამეტეხე, ჩემი ფანტაზია რასაც მიწვდა ყველაფერი გავაკეტე რო თავიდან მომეშრებინე, ვერაფერი მოგიხერხე ალექსანდრე, და გთხოვ ნუ მაფიქრებინებ რო შენი სიმტკიცე ამ ქონებაზე იდგა, სასტუმროებზე და რესტორნებზე. ყოველი განსაცდელი ახალი საშუალებაა ფეხზე წამოდგომის და იმ გრძნობის განცდის რო ადამიანი ხარ მთელი არსებით, მძჳმე ტვირტის ტარების დროსაა ცხოვრება ნამდვილი.
-მარტო ის ვიცი რო მე მარტო არ ვარ და ამიტო იმოქმედა ამან ჩემზე, ამდენი ადამიანი ჩემი პასუხისმგებლობაა, მამაჩემი მთელი ბავშვობა იტანჯებოდა იმისგან რო არ ჰქონდა რაღაც ყოველთვის არ ჰქონდა და აკლდა, თავდაუზოგავად მუშაობდა რო ჩვენც არ გვეგრძნო ეს, არასოდეს რაც თავი მახსოვს არაფერი გვაკლდა, ამას ყველაფრის ფასად აკეთებდა მამაცემი, ღამე შუქი ყოველთვის ენთო მის ოტახში, პატარა რო ვიყავი ვერ ვხვდებოდი მეგონა სიბნელეშჳ დაძინების ეშინოდა და ამიტო ენთო, მაშჳნ ყველაზე მამაცი მეგონა თავი შემეძლო სიბნლეშჳ ძილი ვკანკალებდი მაგრამ მაინც, არ ვტყდებოდი, ალექსანდრეს თვალები აემღვრა. მამამ ყველაფერი გააკეთა რო თავი დაეღწია სიღარიბისთვის და ახლა სიბერეში შეიძლება რო ისევ იქ დაბრუნდეს, ზუსტად ვიცი რო დედა და მამა რო რიგში დავინახო, როგორ ელოდებიან პენსიას, როგორ უნდათ რაღაც და ვერ ყიდულობენ ვიცი ყველა ძარღვი ერთიანად გამისკდება, ყველა კაპილარი და ნერვი გამიშიშვლდება.
-პრობლემა არაა სიღარიბე სანდრო, პრობლემა ისაა რო მისგან თავისდახწევას არ ცდილობდე. უამრავი ადამიანია ამ მდგომარეობაში, აქ უჩვეულო არაფერია, უნდა ვეცადოთ რო ამ ყველაფერს თავი არ დავუხაროთ, ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ და ყველაფერი გამოვა, შჳნაგანი კმაყოფილება აუცილებლად მოვა. "ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშჳა თუ როგორ ადიხარ მწვერვალზე" სანდროს ყურადრება გაექცა თუ როგორ იხმარა ბარბარემ მრავლობითის აღმნიშვნელი ნაცვალსახელი "ჩვენ" ახლა იგრძო რო მარტო ის უნდოდა რომ ეს "ჩვენ" არასოდეს ყოფილიყო "მე"არასოდეს დაშლილიყო და მტელი ცხოვრება ამ სიტყვისთვის ერსება.
-მადლობა ბარბარე. თავი დახარა სანდრომ.
-ძალიან მინდა რო ეს შეჭამო, ვეცადე ცხარე არ გამოსულიყო კუჭისთვის რო საზიანო არ იყოს.
-შენთვის?
-მე შევჭამე უკვე, გაუღიმა ბარბარემ.
-აბა მეზარება მარტოო?
-მეგონა არც მისმენდი, გაეღიმა ბარბარეს.
-მე შენ ყოველ სიტყვას ვინახავ, ბარბარეს პირი გაუშრა სანდროს მზერა რო დაიჭირა, თვალს არ აშჴრებდა ოშხარელი, უფრო ვერ ახერხებდა ამას.
-არ გიჭამია, მზერა გამომცდელი გაუხდა სანდროს და ეღიმებოდა, ბარბარემ პატარა ბავშვივით გაწითლდა ტყუილშჳ რო გამოიჭერენ.ეშჳნოდა თავისი ტავის, ტავისი გრძობების, სამსახურში ვერ ჩერდებოდა სულ სანდროზე ფიქრობდა, რას აკეტებდა როგორ იყო, თუ ადრე მივიდოდა ფანჯარას ვერ შორდებოდა სულ გზას უყურებდა მოუთმენლად ელოდებოდა და ამის გააზრებაზე ცრემლები ახრჩობდა, ცუდად იყო მის გარეშე და მისითაც, სულ ნერვიულობდა. ბავშვებტან ყოფნით ცოტა უკეთესად იყო, მაგრამ სულ ალექსანდრე ედგა თვალწინ. სახლში მისვლისას დაინახა როგორ გამოვიდნენ სახლიდან გიო და ბარბარე, მოკლე ღია ჯინსის ქვედაბოლო ეცვა და ღია ფერის მაისური, ასეთი უბრალო და ასეთი თვალისმომჭრელი, სანდრო თვალს ვერ აშჴრებდა როგორ გამოეგება ორივე, ოჯახის განცდამ ყველაფერი ჩაწყვიტა, ახლა დაფიქრდა რო შეიძლებოდა ყოველ დღე ასე ყოფილიყო, ბარბარე სახლშჳ დახვედროდა მათ შვილებთან ერთად, უცბად შეეშინდა რო ამხელა სიხარულს ვერ დაიტევდა და ოცნებას გამოეთხოვა.
-რაო ნაგაზი როგორ ხარ? გიო საყვარლად იცინოდა და თვალებს აცეცებდა რა გაეფუჭებინა. -როგორ ხარ ბარბარე?
-მადლობა კარგად შენ?
-მეც. გაიღიმა და სახლშჳ შევიდა, ცრემლები აღრჩობდა როგორ უნდოდა რო მოხვეოდა, უბრალოდ გადაეკოცნა ან ცოტა დიდ ხანს მაინც გაჩერებულიყო მათთან, მაგრამ ასე შჴრს ალექანდრე არასოდეს ყოფილა. ეს სურვილები ბარბარეს სიამაყეს ფეხით ტელავდა და ამის ეშჳნოდა, ამას გაურბოდა, მაგრამ არაფერი შეეძლო, იგრძო რო ეს ყველაფერი უკვე მის შჳგნით იყო. როგორ უნდოდა რო შესულიყო მასთან რამეშჳ მიხმარებოდა, თუმცა კარი ჩაკეტილი იყო იმ დღის მერე, ყოველ ღამე ტიროდა, ტიროდა რო მასთან არ შეეძო და არც მის გარეშე, დილით დერეფანში ხვდებოდა რო ენახა, სანდრო მიესალმებოდა და გადიოდა, ზოგჯერ ამასაც არ აკეთებდა, ერთი თვე ასე გავიდა, თითზე ჩამოსათვლელი სიტყვები ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. "გამარჯობა, გაგიმარჯოს, როგორ ხარ?" ამას მათი ლექსიკონი არ სცილდებოდა.
-სანდრო, ვერ მოითმინა ბარბარემ.
-ხო ბარბარე, თან მაისურს ისწორებდა და კიბეებზე ჩადიოდა.
-ერეკლეს რატო არ ნახულობ? ან ბიჭებს, მომენატრნენ, ბექას უთხარი მოვიდნონ. სანდრომ იგრძო რო დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ნათქვამი სიტყვები იყო, არ უნდოდა შეემჩნია რო ასე ნერვიულობდა და სხვანაირადაც არ შეეძლო.
-ტელეფონით ვუკავშირდები ხოლმე.თითქმის გასული იიყო და ისე უთხრა.
-სანდრო გთხოვ ასე რატო იქცევი, ხმა აუკანკალდა ბარბარეს.
-როგორ ბარბარე?
-აი სულ არ მელაპარაკები, სულ ტავს მარიდებ.
-რა გავაკეთო? რაზე გელაპარაკო?
-არ ვიცი, წიგნებზე, ფილმებზე, ფეხბურთზე.
-ფეხბურთზე? გაეცინა სანდროს.
-არ გიყვარს? არაუშავს სხვა რამეზე.....
-მე როგორ არ მიყვარს, ვერაფრით შეიკავა სიცილი, მაგრამ შენ ასეთი გარკვეული ხარ?
-ვერ წარმოიდგენ ისე. პატარა ბავშვივით გაიჭიმა ბარბარე.
-აჰააა, ბოლო 4 წლის გამარჯვებული მითხარი ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერ ეს და მერე სხვა კითხვებიტაც შეგამოწმებ. ბარბარე მოიღუშა, ცდილობდა გაეღიმა რო არაფერი შემჩნეოდა, სანდრო ჯერ ვერ მიხვდა რა დაემართა კუდიანს, მერე რო გაანალიზა უახლოესი წლების მდგომარეობა შეაჟრჟოლა, ბოლო 4 წელი თითქმის ბარბარე ოტახიდან არ გამოსულა. სანდროც მოიღუშა.
-მე რო ბოლოს ვუყურე მანჩესტერმა მოიგო, თუმცა ჩელსის ვგულშემატკივრობდი და ტერის პენალზე მეგონა ცუდად გავხდებოდი ტრიბუნები ლამის დაინგრა, ცადა ბარბარემ უხერხული მდგომარეობის განტვირთვა, არ უნდოდა კიდევ უფრო დამნაშავედ ეგრძნო თავი სანდროს.
-იყავი მაგ თამაშზე? მოსკოვში?
-კი, მე და მამა, ძალიან ბევრი ვიწვალეთ რუსეთშჳ ჩასვლაზე, ზუსტად იმ წელს ომიც დაიწყო.
-მეც, აი ვერ წარმოიდგენ რამდენი ვიწვალეთ, ბექა შოკში იყო რო ვერ წავსულიყავით, ჩელსიზე აბოდებს და რო წააგო დეპრესია ჰქონდა საშჳნელი წარმოიდგინე მთელი 2 დღე არ გაუცინია, მაგისთვისს ეგ რეკორდია. ბარბარე იცინოდა.
-წარმომიდგენია რა დრეში იქნებოდა, მეც ისე ცუდად ვიყავი. სანდრო დასერიოზულდა, ბარბარესთან ახლოს მივიდა, ხელი წელზე მოხვია, თმა გადაუწია, ბარბარეს ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, თვალს ვერ აჴშრებდა მის სახეს.
-რა იქნებოდა ადრე გამეცანი, თუნდაც იქ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ჩაწყვეტილი ხმა ჰქონდა სანდროს.
-იქ მხოლოდ თუ დავინახავდით ერთმანეთს,...
-საკმარისი იქნებოდა ეგ ჩემთვის რო ჩემი ცხოვრება სხვანაირი ყოფილიყო.
-სანდრო რატო შეიცვალე? სულ არ ჩამოდიხარ დაბლა, სულ ოთახშჳ ხარ, ადრე სადაც გავიხედავდი შენ იყავი.
-არ გვინდა მაგაზე ლაპარაკი.
-მითხარი რატო ხარ ასე? სანდრო გრძობდა რო აზრი არ ჰქონდა ტავის არიდებას.
-არ მინდა შეგიყვარდე, ამიტო მირჩევნია შენგან ჴშრს ვიყო. ბარბარე გაქვავდა, ვერაფრის თქმა მოახერხა.
-არ მინდა იმას გრძობდე რასაც მე, რაც უფრო იშვიატად ვნახავთ ერთმანეთს უკეთესი იქნება, ეს იყო სანდროს დიდი ხნის ნაფიქრი, გაანალიზებული და გამჯდარი აზრი რო ბარბარესთის თავი არ შეეყვარებინა, მას მერე რაც ამ გრძობამ თავისი თავი ბოლომდე დაავიწყა ბარბარეს თვალით დაიწყო ყველაფრის ყურება და კუდიანის სიკეთეზე გრძობდა რო ყოველ დღე უფრო უყვარდა და ყოველ დრე უფრო იკეტებოდა თავის თავში. ბარბარე ვერაფრის თქმას ახერხებდა, იგრძო რო სახეზე გაწითლდა. მანქანის ხმაზე ორივემ გაიხედა, ნიკა იყო, სახე წაშლილი და გამწარებული ჰქონდა.
-აუჰ ქარიშხალი მიახლოვდება, სიმწრით გაეღიმა სანდროს. სახლშჳ რო შევიდნენ რუსუდანი და ნიკა კამათობდნენ, ნიკამ არც ბარბარეს და არც სანდროს არ შეხედა ზედ, ისევ გააგრძელეს კამათი. სანდრომ ჩაახველა.
-გამარჯობა მამა. ნიკამ ყურადრება არ მიაქცია რუსუდანს გაცხარებული ეკამათებოდა, სანდროს დიდი ფიქრი არ დაჭირებია რო მიმხვდარიყო რო მასზე კამათობდნენ, რუსუდანი ვერასოდეს იტანდა ნიკა რო სანდროს ადანაშაულებდა უტას სიკვდილში, მაგრამ ამას ალექსანდრესტან არასოდეს იმჩნევდა, ოჯახშჳ ყოველთვის ერთი პოზიცია ეჭირათ მშობლებს ბავშვებთან, იცოდნენ რო თუ სხვადასხვა აზრზე იქნებოდნენ ეს ბავშვების თვალშჳ მათ პოზიციას შეარყევდა, ერთმანეთში აგვარებდნენ აჯერებდნენ საწინააღმდეგო მოსაზრებებს და საბოლოოდ ბავშვებტან ერთ აზრზე იდგნენ. როცა ამ დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და რუსუდანს არ შეეძლო ქმარს დაყოლოდა, გაშჴრება ამჯობინა ქედის მოხრას და განსხვავებული აზრი კანონიერი განქორწინებით გაამყარა.
-იქნებ მორჩეთ ახლა ჩემზე კამათს? აღარაა დრო? ამოხეთქა ალექსანდრეს.
-შენ საერთოდ ხმას ნუ ირებ, გამოსცრა ნიკას.
-ვერ გავიგე?
-რა ვერ გაიგე, გამაგებინე რა? ღრიალებდა ნიკა, შენ გამო ყველაფერი დავკარგე შვილი, ოჯახი, საქმე, ცხოვრება ყველაფერი, გამაუბედურე ალექსანდრე, მტელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე, ნეტა საერთოდ არ გამჩნოდი, იმ დღეს ვწყევლი როცა შენი დაბადება ყველაფერზე მეტად გამიხარდა, შენ მე ყველაფერი წამართვი, ახლაც ყველლაფერი გაკეთე რო გაგემწარებინე.
-მე რა გავაკეთე? შენ არ დაფიქრდი რას აკეთებდი.
-მე დავფიქრდი, ყველაფერი გავაანალიზე, მინდოდა რო აღარაფერი მქონოდა, არაფერი მაინტერესებდა, ციხეში ყოფნა ჩემთვის შვება იყო, მაგრამ ესეც არ დამაცადე, ისე მოიქეცი რო დამნაშავე მე ვყოფილიყავი, ყველაფერი გაყიდე, შენ უაზრო პრინციპებს არ ურალატე და ახლა სინდისიც ამიმხედრე.
-მამა ჯობია დამშვიდდე, რაც გავაკეთე ჩემი ნებით გავაკეთე არც მადლობა მჭირდება და არც ბოდიშს მოგიხდი, ისე მოვიქეცი როგორც გამისწორდებოდა და ამის გამო მე ვაგებ პასუხს შენ შეგიძია მოასვენო შენი სინდისი ან დასასვენებლად გაუშვა.
-ნუ თავხედობ! სულ ასეთი ხარ, თავზეხელაღებული, შენ საყვედურს არ მიირებ, სულ შენ ხარ მართალი, არავის არაფერს უთმენ, ეს გასწავლა მამაჩემმა და იმისნაირი ხარ.იმასაც ფეხზე ეკიდა რო გვიჭირდა, ფულს აპნევდა და მერე იმაზე არ ფიქრობდა რო ოჯახი გაჭირებაშჳ იყო. მე ამას ვებრძოდი მთელი ცხოვრება რო ეს არ განგეცადა, მაგრამ.....
-მესამე პირების ჩართვა საუბარში გარწმუნებ სავალალო შედეგით დასრულდება. ნიკა გააცოფდა გადაირია ალექსანდრეს შეპასუხებაზე.
-შენი არსებობის მრცხვენია, მარტო იმიტო არ გკლავ რო მე არ მინდა მკვლელი მერქვას, მე არ მინდა რო ეს ცოდვა მთელ ოჯახზე გადავიდეს, თუმცა შენ ამაზე არ ფიქრობ მთელი ოჯახი მომაკვდინებელ ცოდვაში გაგვრიე, დაგვამძიმე, არ იკმარე უტა, ვიღაც გოგოც გააუბედურე. რო მცოდნოდა რაც იქნებოდი დედის მუცელშჳ ჩაგკლავდი, რუსუდანმა ვერ მოითმინა და შეკივლა, მაშჳნვე პირზე ხელი აიფარა, ეგონა გული გაუსკდებოდა ამ სიტყვებზე, არა იმდენად მის არსზე, უფრო სანდროსეულ აღქმაზე ამ სიტყვების, ფეხზე ძლივს იდგა ოშხარელი, მამის სიტყვებმა დაამსხვრია, დაანგრია და დაშალა, არც ერთი სახსარი არ ემორჩილებოდა, სხეული მოუდუნდა, კედელს მიეყრდნო, ტავს ძლივს იკავებდა რო არ დაცემულიყო.
-გაჩუმდი... მხოლოდ ეს ამოილუღლუღა და სახეში მუშტი იგრძნო, სახე მაგიდას ჩამოარტყა, ბარბარე მასტან უნდა მისულიყო თვალცრემლიანი როცა რუსუდანმა დაიჭირა, ამ ქალის სუსტმა მაგრამ მტკიცე შეხებამ გააქვავა. ახლა რო სანდროს მამისთვის დაერტყა ბარბარე გრძობდა რო ამას ვერ მოინელებდა სანდრო, შინაგანი გაანადგურებდა. აქამდე არასოდეს უნახავს რო ვინმესთვის რამე მოეთმინოს. ალექსანდრეს ეგონა კაპილარები დაუსკდებოდა, სიმწრისგან მთელი სხეული აუკანკალდა, ნერვები გაუშიშვლდა.
-შენ არ არჩენ ხო არავის არაფერს, ნიკა არ ჩერდებოდა. რაო ხო შეგიძია მომერიიო? მოკრივეობა ხო მაგიტო გადაწყვიტე რო ყველა გეცემა? არავისთვის არაფერი მოგეთმინა, ამას არ გასწავლიდა მამაჩემი? ისიც შენნაირი იყო. ნიკა ყველაზე მწარე ადგილებს ეხებოდა და ლურსმნებს აჭედებდა, თითქოს ჭრილობაზე მარილს აყრიდა გამწარებული, მთელი სხეული უკანკალებდა, ეეგონა ყველაფერი ერთმანეთში გადაეხლართა. მამამისისკენ წავიდა. არაადამიანური თვალები ჰქონდა ისეთი რო თეთრი აღარაფერი ჰქონდა სულ ჩასისხლიანებული. საჩვენებელი თითი სახესთან მიუტანა , უკანკალებდა.
-ამ სამყაროში ერთადერთი კაცი ხარ ვისაც არ ვუპასუხებ,მაგრამ თუ ამ პრივილეგიას ისევ გამოიყენებ ერთმანეთს სამუდამოდ დავკარგავთ. ხმა იყო დანაწევრებული, დამსხვრეული, გატეხილი და მაინც ამაყი. სიტყვები ერთმანეთს ძლივს გადააბა ტკივილისგან.
-ერთადერთი ხარ დედამიწის ზურგზე ვისაც ბაბუაჩემის ასე ხსენებას მოვუთმენ. ეს მასწავლა მან, იმდენად ღრმად რო ასე გამწარებულსაც არ შემიძლია ამის დარღვევა, თუ დაგამშვიდებს გეტყვი რო დამანაწევრე, მაინც გამტეხე.
სანდრო გიჟივით წავიდა, რაც ხელშჳ მოხვდა ყველაფერი დალეწა, თავს ვერ აკონტროლებდა რაც მამამის ვერ უთხრა ნივთებზე გადაიტანა, ღრიალებდა, გაოგნებული ნიკა ცრემლებს ძლივს იკავებდა, კარი ლამის ჩამოაგდო ისე გაიჯახუნა, არაფერი ესმოდა ვერაფერს გრძობდა, თითქოს გაშჳშვლებული ნერვები ცეცხლზე ეშაშხებოდა, რო არ ეღრიალა გაგიჟდებოდა, ბარბარე გაეკიდა, ვერ აჩერებდა.
-სანდრო, სანდრო დამიცადე. წინ დაუდგა ბარბარე სირბილისგან ძლივს სუნთქავდა, გრძობდა რო რასაც ელაპარაკებოდა არაფერი ესმოდა ოშხარელს, რეაქცია არაფერზე ჰქონდა, სხეული უკანკალებდა, ცრემლები ნიაღვარივით მოდიოდა, თვალები სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა. გაყინული იყო მთელი სხეული, ფერი დაკარგული ჰქონდა. ვერაფერს აგებინებდა, ალექსანდრე ისე უყურებდა რო ისიც იფიქრა რო ვერ ცნობდა.
-ალექსანდრე, მომისმინე გთხოვ, თავი ხელებშჳ მოიქცია და თვალებშჳ ჩააცქერდა, მანამ არ დაიწყო სანამ არ მიხვდა რო ამის დამახსოვრება შეეძლო ალექსანდრესს.
-სანდრო სადაც გინდა წადი, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ გახსოვდეს რო მე გელოდები, გესმის მე გელოდები!!!! მანამ არ მოხვალ ვერ დავიძჳნებ, სანდრო სწრაფად წავიდა, განადგურებული, მისი შეჩერება შეუძებელი იყო, ბარბარეს მუხლები მოეკვთა და ატირდა, სახლში რო შევიდა ეგონა რო ვინმეს დაკრძალვაზე იყო, ნიკა ცრემლების დამალვას აღარც ცდილობდა ისე ახრჩობდა ყველაფერი. რუსუდანი გაუნძრევლად იდგა ცრემლ გამშრალი მის თვალებში მხოლოდ ერთი რამის ამოკითხვა შეიძლებოდა რო მეორე შვილის დაკარგვას ვერ გადაიტანდა,კონსტანტინე გაქვავებული იდგა დიდ ხანს ფიქრობდა როგორ დაეწყო, თუმცა იცოდა რო აუცილებლად უნდა დაეწყო.
-უტა ალექსანდრეს გამო არ მოუკლევთ. ამ სიტყვებმა თითქოოს ყველა და ყველაფერი გაბზარა, რუსუდანს სახე ეცვალა, უნდოდა ბავშვი გაეჩერებინა, მაგრამ იგრძო რო აზრი არ ჰქონდა, ნიკას თითქოს მიწა ეცლებოდა, კედელს ძლივს ჩაებღაუჭა რო არ წაქცეულიყო
-რას ამბობ კონსტანტინე? - ძლივს ამოილუღლუღა ნიკამ.
-ამის თქმა არ მინდოდა, არც არასოდეს ვიტყოდი, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ რომ გავჩუმდე. თხუთმეტი წლის კოსტანტინე დაბრძენებული კაცივით ლაპარაკობდა და რუსუდანს თვალს აშორებდა.
....................
წარმოუდგენელი ტკივილით უწევდა ცხოვრება მთელი 4 წელი, უნდოდა ეს პერიოდი გულიდან და სულიდან ამოეგლიჯა, ყველაფერი დაევიწყებინა. იმ დროს დაბრუნებოდა, როცა ყოველ დილით უტას უშლიდა ნერვებს, საშინლად მასხარაობდნენ, უტა ვითომ სერიოზული იყო, სინამდვილეში ყველაზე მეტს აქეზებდა სანდროს ყველა და ყველაფერი გადაერია, მშობლებს აგიჟებდნენ, როცა პატარა კონსტანტინეს ჰაერში აფრენდნენ, ხელიდან ხელში ახტუნავებდნენ, საცოდავი კოსტალა ხმასაც ვერ იღებდა უფროს ძმებთან უნდოდა, მაგრამ სულ თავბრუ ეხვეოდა, ახლაც კი გაეცინა ამის გახსენებაზე. გიჟივით ატარებდა ჯაბას მანქანას, აღარც ახსოვდა როგორ წამოვიდა სოფლის გზაზე, სპიდომეტრს აღარც უყურებდა, მხოლოდ ხედავდა როგორი საშინელი სისწრაფით ირეოდა ხეები ერთმანეთში. ახლა რომ ეს ყველაფერი არ ეთქვა, ახლა რომ არ ეღრიალა და არ ელაპარაკა მოკვდებოდა, გრძობდა რომ გული გაუსკდებოდა, კუჭის ტკივილი იმდენად ჩვევად ექცა რომ ყურადღებას აღარ აქცევდა. ამ ცოდვის მერე ვერაფრით გაბედა მის საფლავზე მისვლა, იცოდა რო ის არ აპატიებდა, არასოდეს აპატიებდა ბაბუა ამას, როგორ ტკიოდა ამის გამო, ადამიანს იმედი გაუცრუა, რამხელა ენერგია, სიყვარული, ძალა ჩაადო ბაბუამისმა მის აღზრდაში, ყველა დეტალში ამ კაცის სული იყო ჩაქსოვილი, ყოველ დილით, თითქმის შუაღამისას წამოახტუნებდა ფეხზე სამუშაოდ გაყავდა, მთელი დღე ისე ამუშავებდა რომ წყალსაც არ ალევინებდა ალექსანდრეს. მერე მიუტანდა და გვერდით მომუშავე მეზობლისთვის რომ არ შეეთავაზებინა ბაბუამისის მთელი რისხვა დაატყდებოდა. ქანცგაწყვეტილსაც არ ინდობდა მუდამ რაღაცას ავალებდა, გამწარებული ალექსანდრე მშობლებთან ჩიოდა, გახარებული ჩახტებოდა მამამისის მანქანაში და შუა გზიდან რატომღაც ცრემლები მოდიოდა რომ უკან დაებრუნებინათ, ნიკა და რუსუდანი იცინოდნენ მის საქციელზე. ალექსანდრე კი არ ცხრებოდა, საბოლოოდ მაინც უკან აბრუნებდნენ, თუმცა ბაბუა ასეთი საქციელისთვის ხმას არ სცემდა, ეს აიძულებდა სანდროს ორმაგად ემუშავა, რომ ყურადრება დაემსახურებინა. როგორც მიწის კვალში ყრიდა მოსავლის მარცვლებს, ისე ბაბუამისი დებდა მასში ხასიათის კონტურებს. როცა მძიმე დღის შემდეგ თავზე ხელს გადაუსვამდა სანდროს ეგონა რომ დენმა დაარტყა და მერე სითბოდ ჩაიღვარა კაპილარებში, ეს იყო ბაბუას ყველაზე თბილი მოფერება, რომლის დასამსახურებლადაც აღარაფერს ერიდებოდა ალექსანდრე, ნელ-ნელა ეს კაცი იქცა იდეად ალექსანდრეში, ამ იდეისთვის შეეძლო მთელი ცხოვრება ებრძოლა. ებრძოლა რომ მას დამგვანებოდა. ასე მკაცრად და ზომიერად იყო შერწყმული ბაბუამისში ლმობიერება და სიმკაცრე, სიუხეშე და სინაზე, თინა ბებო სულ ცდილობდა ჩუმად გაენებივრებინა შვილიშვილი, ამას ბაბუა არ იმჩნევდა, თუმცა იცოდა ალექსანდრემ რომ მისთის რაიმეს გამოპარება შეუძლებელი იყო. როცა წლები გავიდა და ალექსანდრე ქალაქში წაიყვანეს ყოველ ღამე სოფელი ესიზმრებოდა, ზაფხულობით ბაბუას ასწრებდა ადგომას და სამუშაოდ უფრო ადრე მიდიოდა, ბაბუა მხოლოდ ძლივსშესამჩნევად ჩაიცინებდა ოფლში გაღვითქულ შვილიშვილს რომ დაინახავდა. ამ ღიმილში იდო ამ ცხოვრების აზრი ალექსანდრესთვის, ბაბუა ცხოვრებას ჰგავდა, უნდა გებრძოლა რომ მისი ღიმილი დაგემსახურებინა, წლებთან ერთად დამეგობრდნენ და ამ მეგობრობიდან იცოდა სანდრომ რომ სხვა გზაზე არ უნდა გადაეხვია, ეს მტკიცედ იცოდა და როცა ამ ჩარჩოს გასცდა სული ჩამოეშალა, ყველაფერი დაიმსხვრა მასში, საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგა და აქედან სიძულვილი დაიწყო საკუთარი "მე-ს" მიმართ. ამისთვის არ იყო მზად ოშხარელი, ბაბუამ ყველაფერზე შეგუება ასწავლა გარდა სინდისის და ახლა უიარაღო იდგა გაშიშვლებული ამ გრძობის წინაშე, რომელიც ახრჩობდა. ყველაზე სუსტი მის წინაშე იყო, იმდენად შეეჩვია სულის სისუფთავეს რომ დაბინძურებამ შუაზე გადატეხა.
- ამოსულმა ბალახმა, მოუვლელმა საფლავმა, ეკალბარდებმა მთელი სხეული ჩაუწვა, მიტოვებულს ჰგავდა ბაბუას საფლავი, ახლა გრძნობდა გულის ხმას, პირველად მოვიდა აქ ასე დამძიმებული ცოდვით და უფრო დამძიმდა, ბალახებს ხელით გლეჯდა გამწარებული, ეკლებით სულ დაიკაწრა, მიწასაც ფხოტნიდა ისე იყო, ისე რცხვენოდა, ღრიალებდა, გრძნობდა უპატიებლობას და ტკიოდა ყველაფერი ეწვოდა.
-ბაბუ მაპატიე, მაპატიეე, ღრიალებდა ალექსანდრე, თითქოს ვულკანმა ამოხეთქა. -ყველაფერი მაპატიე, როგორ გიღალატე, როგორ გატკენდი გულს ეს რომ გაგეგო, როგორ მრცხვენია რომ იცოდე, ვინმემ რომ იცოდეს როგორ ვარ მგონია დავიშლები, ასე სიცოცხლე არ მინდა, ვიცი მოვკვდები, ვერ გავძლებ, გავგიჟდები, ამით ცხოვრებას ვერ შევძლებ, ვერ ავიტან. მაპატიე რომ მამაჩემს ეს ვათქმევინე, მაპატიე რომ შენზე ეს სიტყვები მოვითმინე, მაგრამ შენს გამო, შენს და ჩემს გამო, ვიცი რატომაც არ გქონდა ბევრი ფული, ვიცი რომ შენი გული ფულს და ამდენ გაჭირებულს ვერ იტევდა, მაპატიე რო მამაჩემმა ამის თქმა გამიბედა, როგორ მრცხვენია შენი. ალექსანდრე გაუჩერებლად რრიალებდა.
................
-იმ დღეს როცა უტა მოკლეს სახლში მოვდიოდით, საჭესთან უტა იჯდა, სანდრომ რამდენჯერმე უთხრა რომ ჩქარა ევლო, უკან მანქანა მოგვყვებოდა, უტამ არ აუჩქარა, ვერ დაიჯერა რომ შეიძებოდა ვინმე გამოგვკიდებინა, სანდრო უყვიროდა რომ სწრაფად ევლო, საბოლოოდ არ მახსოვს როგორ, მაგრამ იძულებულები გახდნენ გადასულიყვნენ, ამის მერე ვერ ატარებს სანდრო ნელა მანქანას, ჯერ მხოლოდ სანდრო გადავიდა, ორივე გაგვაფრთხილა არ გადავსულიყავით, მე დაბლა ჩამმალეს, უტა არ გაჩერებულა მანქანაში მაშინვე გადაჰყვა. ხმამაღლა ყვიროდნენ, შენ გახსენებდნენ მამა, გაგინებდნენ, სანდრომ ვერაფრით მოითმინა და ჩხუბი დაიწყო, ამას არ ელოდნენ იარაღი ამოიღეს, უნდოდათ რო ყველაფერი გადაეღოთ მერე შენთვის გამოეგზავნათ, ხმები მესმოდა რომ ორი შვილის სიკვდილი გაგანადგურებდა, სანდროს ვერ აჩერებდნენ ყველას ურტყამდა, ღრიალებდა რომ შენ შეურაცხყოფას არავის მოუთმენდა, უტაც ვერ აწყნარებდა, გადაღებას არ აცდიდა, ამის გამო დანა გამოუსვევს, ღვიძლში დაჭრეს, მაინც არ გაჩერებულა, თუმცა ხმა შეუსუსტდა. მერე მეც მიპოვეს, იცინოდნენ რომ სამივეს დახოცვაზე ვერც იოცნებებდნენ, კონსტანტინე ცრემლებს ვერ იკავებდა, უტამ ჩემკენ გამოიწია რო ხელი გაეშვებინა, მაშინ იმასაც დანა დაარტყეს, მერე გაიგეს რო პოლიცია მოდიოდა დაიბნენ ერთმანეთს ასკდებოდნენ. მხოლოდ ის მესმოდა როგორ ემუდარებოდა უტა ალექსანდრეს როგორმე წავეყვანე, თქვენთვის უკეთესი იქნებოდა ერთი შვილის დაკარგვა ვიდრე სამივესი, სანდრო ვერაფრით გააჩერა არ ტოვებდა უტას, უტა ბოლოს ევედრებოდა რომ როგორმე გადავერჩინე ერთ-ერთმა მოასწრო და უტას შუბლში ესროლა. კონსტანტინემ ვეღარ გააგრძელა, აეტირა, ოთახში ჰაერსაც კი ვერავინ სუნთქავდა.
-მე სანდრომ გამომიყვანა, მხოლოდ თქვენთვის, მარტო თქვენთვის გააკეთა ეს მალე პოლიციის ხმაც გავიგონეთ, სისხლისგან თითქმის დაცლილი იყო, დანარცენი თქვენც იცით.
-ეეესს როგორრ აქამდე არრრ მითთთხარი? ნიკას ეს ხმა იყო არაადამიანურად განადგურებული, დანაწევრებული.
-სანდრომ გამაფრთხილა, არ ვიცი რომ გაიგებს რას იზამს, მაგრამ მე ვერ გავჩუმდებოდი, რუსუდანის უმეტყვლო სახეზე ნიკა მიხვდა რომ ყველაფერი იცოდა.
-დედას ვუთხარი მარტო, ვერ მოვითმინე, ხმა აუკანკალდა კოსტას, სანდრომ ესეც არ იცის, თორემ მომკლავდა. მაშინ 11 წლის იყო და ამხელა დარდის შენახვა მარტოს არ შეეძლო.
-არ გვინდა ამაზე კიდევ ლაპარაკი. უბრალოდ უფრო სწორი იყო შენ ეს არ გაგეგო, ამიტომ არაფერი ვთქვი.
-უფრო სწორი? დღეს? მე ხომ..... ჩაიკეცა ნიკა და სახეზე არაფერი აღარ ეწერა, გულზე ხელი მიიდო, ძივს ამოისუნთქა, მარტო იმაზე ფიქრობდა რომ როგორმე გაეძლო რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა სანდროსთვის ისე არ წასულიყო, პატიება ერთხელ მაინც ეთხოვა. რუსუდანი მაშინვე მასთან მივიდა, ბარბარე გრძობდა ყოველ მოძრაობაში, როგორ უყვარდა ამ ქალს თავისი ქმარი და მომდგარ ცრემლებს ვერაფრით აკავებდა, გრძობდა რომ სიყვარულით ყველაფრის პატიება შეიძლებოდა და ახლა ამ წამს რუსუდანმა დაუფიქრებლად აპატია ყველაფერი, შვილის სიკვდილი და მეორე შვილის ასე გამწარება, ერთი მიზეზით უყვარდა, უყვარდა და ამიტომ იცნობდა, იცნობდა და იცოდა ახლა ნიკა რასაც გრძობდა, იცოდა და მასავით სტკიოდა.
..........
არაფერზე ფიქრის საშინელი განცდა, ცარიელი გონება და გადატვირთული სული, ფიქრის სიცარიელე და მაინც უამრავი აზრის ნიაღვარი, როგორ უნდოდა ეს ყვლაფერი დასრულებულიყო, ამ ტანჯვას ბოლო მოღებოდა, ტკივილის გაუყუჩებლობა და ვერ გადალახული სინდისი, ამას შეწირული ჯანმრთელობა და გაუსაძლისი მდგომარეობა. პედალს ბოლომდე მიჭერილი ფეხი და სიკვდილის დაუოკებელი სურვილი, საკუთარი სხეულიდან გაქცევის განცდა და აუტანელ რეალობაში ჩაქსოვილი საკუთარი თავის ღალატი. ატეხილი გრძობები, დაულაგებელი აზრები და ერთადერთი ფრაზა რაც თავში ჰქონდა დაურღვევლად "სანდრო სადაც გინდა წადი, რაც გინდა გააკეთე, მაგრამ გახსოვდეს რო მე გელოდები, გესმის მე გელოდები!!!" მხოლოდ ამ აზრით მივიდა სახლამდე, ამ ფრაზამ აიძულა კიდევ შეხვედროდა მამამის, უკვე თავისი თავის აღარ ეშინოდა ხმის ამოღების თავი არ ჰქონდა ისე იყო დაცლილი ყველაფრისგან, ფეხებს ძლივს ადგამდა, ძალა საერთოდ არ ჰქონდა ახლა ჭიქასაც ვერ დაიჭერდა ისე იყო, ბარბარე გარეთ იჯდა სიბნელეში კიბეებთან. აღარ შეეძო სახლში ყოფნა, იმათი საცოდაობის ყურება, თვალები სულ ეზოსკენ ჰქონდა რომ იქნებ სანდრო დაენახა, ცრემლები ახრჩობდა საკუთარ თავს რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა, მარტო მასზე ფიქრობდა და წამოსული გრძობები აგიჟებდა. ფეხზე ძლივს მდგარი სილუეტი დაინახა, ფეხებს ნორმალურად რომ ვერ ადგამდა, გული შეეკუმშა, მთელ სხეულზე წყალი გადაესხა, ჩაეწვა და ჩაითუთქა,მთვრალი ალექსანდრეს წარმოდგენაზე მიხვდა რო ამ შიშის,, ამ ბარიერის გადალახვა ძალიან ძნელი იქნებოდა, ამის შიშით ვერ იცხოვრებდა ყველაზე მეტად ის ტკენდა რომ ვერც ამის გარეშე შეეძლო.
-სანდრო, მისკენ წავიდა როცა მიხვდა რო ალექსანდრემ ვერ დაინახა, ეშინოდა რომ მთვრალი არ ყოფილიყო, მაგრამ მაინც მიდიოდა მისკენ, მისი სახის დანახვაზე მიხვდა რომ შეიძლება ასეც ერჩივნა, ფხიზელი ვერ იდგა ფეხზე ამ ყველაფრისგან და ისეთი ტკივილი ჩანდა რომ ბარბარე გაუაზრებლად მოეხვია.
-კარგად ხარ? სანდრომ მხოლოდ თავი დაუქნია, ხელები სუსტად მოხვია, ძალა საერთოდ არ ჰქონდა. ფეხზე ძლივსღა იდგა იქვე ჩამოჯდა, თავბრუ ეხვეოდა და ყველაფერი წყვდიადიც კი მოძრაობდა, ბარბარემ შუქი აანთო ეზოში, სანდროს ხელების დანახვაზე ყველაფერი ჩაეწვა, სულ დაკაწრული იყო სისხლი წვეთ-წვეთად მოდიოდა, ნიკა და რუსუდანი გარეთ გამოვიდნენ.
-სანდრო, ძლივს თქვა ნიკამ და ახლოს მივიდა შვილთან, ალექსანდრეს რეაქცია არ ჰქონდა. -როგორ არ მითხარი? აქამდე როგორ დამიმალე? სანდროს თვალები აენთო, გაცოფდა.
-კონსტანტინე! ცადა დაეყვირა, მაგრამ ღრიალისგან ხმა საერთოდ არ ჰქონდა, ჩახლეჩილი და ჩაკარგული.
-სწორად მოიქცა ალექსანდრე, აქამდე როგორ არ...
-საერთოდ არ მინდა რამეზე ლაპარაკი, ალექსანდრეს ხმა თითქმის არ ჰქონდა და ძლივსგასაგონად თქვა.
-აუცილებლად ვილაპარაკებთ, ოღონდ ახლა არა, ნიკამ თავი და ხმა ძლივს შეიკავა და სახლში შევიდა. რუსუდანი სიამაყით, ძლივს რო იკითხებოდა მის თვალებში დასცქეროდა ალექსანდრეს, ახლოს მივიდა თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა, სახეზე მიდებულ რუსუდანის ხელზე ოდნავ შეარხია ტუჩები სანდრომ. უხმოდ ისხდნენ მთელი საათი ბარბარე და ალექსანდრე გვერდიგვერდ. ვერც ერთი ამბობდა რამეს.
-შედი გაცივდები, ძივს გადააბა ოშხარელმა ეს სიტყვები, ბარბარეს ხმა არ გაუცია. თავი კალთაში ჩაუდო სანდრომ და ტკივილმა და დაღლილობამ პატარა ბავშვივით ჩააძინა. მხოლოდ იმას გრძნობდა, როგორ დაცურავდა მის თმებში ბარბარეს თითები. დიდ ხანს დაჰყურებდა, ცდილობდა არ გარხეულიყო რომ არ გამოეფხიზლებინა, მის სახეს აკვირდებოდა და მთვარის შუქზე, საოცრად ნატიფ ნაკვთებზე დიდ დაღს ხედავდა სინდის რო დაემჩნია, მის ყურებაში ვერც კი გაიგო როგორ გავიდა დრო. მოულოდნელად გაეღვიძა ალექსანდრეს, შეაკანკალა, საშინლად აფორიაქებული იყო.
-რა მოხდა სანდრო? ბარბარე გახურებულ სახეზე ხელებს უსვამდა.
-რაა? არაფერი? აქ რატომ ხარ შედი სახლში ბარბარე.
-სანდრო სიცხე გაქვს. ბარბარემ საათს დახედა და მიხვდა ასე მოულოდნელად რატომ გაეღვიძა, ახლა სუნთქვა გახშირებული ჰქონდა სანდროს, ეზოში დადიოდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, კუდიანი უკან დაყვებოდა, ვერაფრით დაითანხმა შინ შესვლაზე. წამალი გამოუტანა, დაალევინა, მაგრამ გული აერია, ასეთ დროს წყალსაც ვერ სვამდა, არაფერი გადადიოდა ღამის ამ მონაკვეთში. მთელი ორი საათი ასე გაგრძელდა, ნელ-ნელა სანდრო მოეშვა, დაღლილი სხეული ძლივს აიტანა კიბეებზე და ოთახში ძლივს მიწვა საწოლზე, ბარბარე არ შორდებოდა, ვერ ახერხებდა ამას, ფეხზე გახადა, დააფარა, წამალი ისევ დაალევინა და გვერდზე მიუჯდა. სანდროს მკვდარივით ეძინა შუადღემდე, ბარბარემ ვერაფრით დაიძინა, სამსახურში ისე წავიდა რომ არ იცოდა სანდრო როგორ იყო, მთელი დღე მასზე ფიქრობდა, რომ დაბრუნდა ისევ ეძინა ოშხარელს, მის ოთახში რომ შევიდა მაშინ იფშვნეტდა თვალებს, ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა და გაოცებული დაჰყურებდა თვითონაც.
-როგორ ხარ სანდრო? გაუღიმა ბარბარემ.
-კარგად, შენ? უკეთესად ჩანდა ოშხარელი.
-მეც ისე როგორც შენ, სიცხე ისევ გაქვს ალექსანდრე?
-არა, მადლობა გუშინდელისთვის, რა მაინტერესებს იცი ბუნდოვნად მახსოვს, კონსტანტინემ რა თქვა?
-ყველაფერი რაც იმ დღეს მოხდა, ბარბარემ თავი დახარა.
-მივახრჩობ მაგ უბედურს, ჩაიბურტყუნა.
-სანდრო მერე ვილაპარაკოთ, რაღაც უნდა გითხრა.
-კარგი ახლა წყალს გადავივლებ და მერე ვილაპარაკოთ,რა ტყიურივით ვარ, ხელებს უყურებდა და ვერ იჯერებდა. გამოვიდა თუ არა კონსტანტინესტან შებრახუნდა, კოსტა უკვე ელოდებოდა.
-იცი შენ საქციელს რა ქვია? ადამიანს რომელსაც ენაზე კბილის დაჭერა არ შეუძლია იცი რას ეძახიან? სანდროს ხმა ჩახლეჩილი იყო, მაგრამ მაინც ჩანდა გაბრაზებული ტონი.
-რა მნიშვნელობა აქვს რა ქვიათ, მთავარია მე ვგრძ ობ თუ არა ასეთად თავს, სანდრო გახევდა. კოსტასგან არ მოელოდა. მისი ცვლილება აშკარა იყო და ღრმად გულში გაუხარდა.
-რა?
-მეტს ვერ მოვითმენდი, აღარ შემეძლო, ბოდიში სანდრო რო ვერ შევინახე, მაგრამ ასე უფრო სწორად მიმაჩნდა და ახლა შეგიძლია რაც გინდა მითხრა, მე მაინც ვთხლი რო მართალი ვარ.
-მართალი ხარ? ვისთან ხარ მართალი კონსტანტინე, მამასთვის იცი ეს რა იქნება? არ გიფიქრია?
-მე შენზეც ვიფიქრე.
-რატო მერე? მე სულ არ მანაღვლებდა თუ მადანაშაულებდა, ეს არ მამძიმებდა იმიტო რომ ვიცოდი მე არაფერ შუაიჳ ვიყავი, ასე მამაც უკეთესად იყო და მეც. ახლა?
-მე ვიყავი ცუდად მე, მაიძულებ რო მოვიტყუო დამანებე თავი, დამანებე რააა, მამამ უამრავი შეცდომა დაუშვა შენთან და ამიტომ ვუთხარი იმედია დრო ეყოფა გამოსასწორებლად. სანდრო მიხვდა რა მძიმე იყო ამდენი ხანი ამის ატანა კოსტასთვის. საწოლზე ჩამოუჯდა და ახლოს მიიყვანა, მერე თმა გადაუწია და ჩაიხუტა.
-შენ ხარ ჩემი ძმა. ყველანაირი გაგებით კოსტალა. კიბეებზე სიცილით ჩამოდიოდნენ, სანდროს ბარბარე უნდა ენახა დაბლა იყო სამზარეულოში.
-იცი სანდრო ჩემი გუნდის სპონსორმა რო დაფინანსება შეგვიწყვიტა? გამომცდელად კითხა კოსტამ.
-დეგენერატი, ჩაიდუდღუნა ალექსანდრემ.
-შემთხვევით შენ ხო არ აფინანსებდი ჩემ დამფინანსებელს, გაეცინა კონსტანტინეს. ბარბარემაც ვერ შეიკავა სიცილი სანდროს გაბრაზებულ სახეს რო შეხედა.
-აუ რა იდიოტია ტო, დეგენერატი 1 თვე ვერ გაქაჩა, არადა მართლა მეგობრად ვთხლიდი, სანდროს სულ გაუფუჭდა ხასიათი. ბარბარე და კონსტანტინე ფხუკუნობდნენ.
-რა გაცინებთ ერთი? შენ მეტი რა გინდა ახლა სულ აღარ ითამაშებ სიზარმაცის ხორცშესხმავ.
-როგორ გეკადრება. პირიქით უნდა ვახვეწნინო რომ ოდესმე ჩემი გუნდის დაფინანსების უფლება მოიპოვოს, აი ნახავ შეგეხვეწება რომ ჩემი თამაშის ბილეთი გაუჩალიჩო ამერიკის საკალათბურთო ლიგაში რო ვიქნები და შენ რა თქმა უნდა უარს აჯახებ.
-ვააა ამბიცია ულევი გაქვს კოსტალა, იმედია მე მაინც მაღირსებ ბილეთს ან თქვენი ნახვისთვის უამრავი პროცედურა არ დამჭირდება.
-როგორ გეკადრება. უბრალოდ წინასწარ შემითანხმდები რომ მნახო.
-როგორ მეკადრება და ძვლებს დაგიმტვრევ ეგრე რომ ოდესმე გააკეთო.
-რომ გითხრა გამიკვირდება მოგატყუებ. სანდრომ ხელი წამოარტყა კოსტალას. ბარბარეს ანიშნა რო შეეძლო მასთან ლაპარაკი.
-სანდრო, დაიწყო ბარბარემ მინდა რომ ერთად გავხსნათ კაფე ან პატარა რესტორანი, ან რა ვიცი რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ.
-გამოვალ ამ მდგომარეობიდან, აუცილებლად, აშკარად უკეთესად იყო ალექსანდრე, ისე კაფე სჯობს, რესტორნისთვის ჯერ არ გვექნება საშუალება, მერე შეიძლება მაგაზეც ვიფიქროთ. ბარბარეს გაეღიმა.
-ეკონომისტი უკვე გყავს.
-აჰააა, ანუ არ ვეძებო სხვა? გაეღიმა სანდროს.
-არა არ უნდა ეძებო სხვა, მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა ბარბარემ ასეთსავე კითხვას.
-სახელი რა დავარქვათ?
-არ ვიცი მოვიფიქროთ, მე რაღაცებს გავამზადებ, საჭირო ხარჯებს, აღრიცხვებს, შენ დასარეგისტრირებელი დოკუმენტები მოამზადე, ყველაფერი ზუსტად უნდა გავწეროთ, რომ გაუთვალისწინებელი ხარჯები მაქსიმალურად შევამციროთ. სანდრო სხვა მხარეს იყურებოდა და უბრალოდ იღიმოდა. სახე მაშინ შეეცვალა, როცა პოლიციის მანქნაა დაინახა, გამორკვევა ვერ მოასწრო, როცა უკვე ხელებს უგრეხდნენ.
-ერთი წამი, რა ხდება?
-თქვენ უფლება გაქვთ გამოიყენოთ....
-ჯანდაბა ვიცი რისი უფლებაც მაქვს, დაიყვირა სანდრომ, დაკავების ორდერი მაჩვენეთ და რაში მედება ბრალი. რაღაც ფურცელი აუფრიალდა თვალწინ
-საქართველოს სისხლის სამართლის 137 მუხლით, სანდროს მუხლები მოეკვეთა მაშინვე ბარბარეს გახედა,-ბრალი გედებათ გაუპატიურებაში. ბარბარეს სახეზე წაკითხულმა მთელი დედამიწა ამოუყირავა, ყველაფერი ჩამოუშალა და მორჩილად ჩაჯდა მანქანაში. იცოდა რომ იმსახურებდა, იცოდა რომ ეკუთვნოდა, მაგრამ არ მოელოდა, არ ეგონა და ახლა ტკიოდა ტკიოდა ის რომ თავს ოცნების უფლება მისცა, რომ შეეძლო ამ ყვლაფერს გადახტომოდა, სინამდვილეში კი მხოლოდ ახტომას ცდილობდა, რომელიც თავიდანვე დასაღუპად იყო განწირული.
***
გაუგონარი ტკივილი და აუტანელი განცდა, ოთახში არ ახსოვს როგორ ავარდა, მთელი სხეული ტკიოდა, ძლივს მიასწრო ბალიშამდე რო ხმამაღლა არ ეტირა, მასაც თავზე ჩამოექცა ყველაფერი, ისიც ახლა საშჳნლად იყო და უფრო უარესადაც, როგორ უნდოდა ხმამაღლა ეტირა, ამ ყველაფერმა განვლილმა 4 წელმა ყველაფერი გაუნადგურა, ყველა ოცნება, გაუგონარი ტანჯვა აჩვენა, ცოცხლა დამარხა და ახლა ყველაზე ცუდად იყო. რუსუდანი ოთახში შემოვარდა.
-ბარბარე რა მოხდა? ხმა ძლივს დაიმორჩილა ქალმა.
-სანდრო დაიჭირეს, გაუპატიურებისთვის, ძლივს ამოისლუკუნა ბარბარემ.
-შენ? ბარბარე ეს შენ გააკეთე? მითხარი გთხოვ არ გაგამტყუვნებ, შენ ამის უფლება გქონდა და შეიძლება ასე უკეთესიც იყო. ბარბარეს გაუკვირდა რო იცოდა რუსუდანმა.
-არა მე არა, ამას როგორ ვიზავდი? რუსუდანს ცხელი წყალი გადაესხა, მთელი სხეული აეწვა, ახლა ისიც იმას ფიქრობდა რასაც ბარბარე.სხვასაც იგივე თუ გაუკეთა, ეს ფიქრი ტანჯავდა ორივეს, ვერც ერთი ხმას ვერ იღებდა. ახლა დუმილი ამბობდა ყველაზე მეტს. ოთახში ბოლტას სცემდა, ლოცულობდა, ეშინოდა, ფიქრობდა, გული ელეოდა., აზრები უწყდებოდა, საგნები მოძრაობდა, ყველაფერი ეწვოდა. კაკუნმა გამოაფხიზლა, ბექამ შემოყო ტავი ოთახში. სახე სულ წაშლილი ჰქონდა.
-შეიძლება ბარბარე?
-კი ბექა შემოდი, ბარბარე მისგან ელოდა რამის თქმას და თვალებშჳ შეშჳნებული უყურებდა.
-ბარბარე ვიცი რო არ მაქ უფლება შენ ამაზე გელაპარაკო, სანდროც ალბათ არ მაპატიებს, მაგრამ ჩემი მეგობარია იცი როგორ მიყვარს,ვიცნობ და ამიტო ყველაფერს უფრო რთულად აღვიქვავ.
-ბექა ნახეე?
-ვიყავი მაგრამ არ მელაპარაკა, არაფერი უთქვამს. ბარბარე შენი ჩვენება აუცილებელი იქნება.
-ჩემი? რატო? დაიბნა ბარბარე.
-რას ჰქვია რატო ბარბარე? ბექა უფრო დაიბნა. შენ ხარ დაზარალებული.
-რა? ვინ უჩივლა ბექა? ჯანდაბა, ბარბარე საწოლზე დაეშვა, ვერაფერს ამბობდა, ცრემლები ახრჩობდა.
-თამუნამ.
-როგორ გაბედა? რა უფლება ჰქონდა?ან საიდან გაიგო? ბარბარეს თავში ეს კითხვები ერთმანეთს ასკდებოდა.
-ალბათ გაიგონა არ ვიცი, სანდროს გამოუშვებენ, არ აქვთ დაკავების საფუძველი, მაგრამ გამოძიება გაგრძელდება თუ შენ არ....
-კარგი ბექა წავიდეთ, არ დაასრულებინა ბოლომდე ბარბარემ ფეხზე წამოდგა. ბექამ იცოდა რო ეს რაც ახლა ბარბარეს უთხრა სანდროს რო გაეგო გაგიჟდებოდა, ფაქტობრივად თხოვა რო მოეტყუებინა, მისი ჯალათი რო ციხიდან გამოსულიყო. სანდრო დაკითხვაზე ყავდათ, როცა თორნიკე და ბარბარე შევიდნენ, თორნიკე ადვოკატი იყო, ბარბარე მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო. სანდრო ხმას არ იღებდა არაფერზე, გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა გაურკვეველი აზრით, მხოლოდ ის უნდოდა რო ციხეში ჩამჯდარიყო, რამენაირად ეგო პასუხი იქნებ ეს გაუჩერებელი შჳნაგანი ხმა გაეჩერებინა, ცოტათი შეემსუბუქებინა. გამომძჳებელმა მთელი ყურადრება ბარბარეზე გადაიტანა, სანდრო არ შემობრუნებულა ხმა გაიგონა მხოლოდ და ეს საკმარისი იყო რო გული შეკუმშვოდა. ვერ გებულობდა ნორმალურად რაზე ლაპარაკობდნენ, ბარბარე პასუხიბდა, მაგრამ არაფერი ესმოდა ოშხარელს, რამდენჯერმე მოკრა ყური ფრაზებს.
-თქვენ უარყოფთ რომ სქესობრივი აქტი მოხდა თქვენ შორის?!
-არა, არ ვუარყობ.
-მაშინ ბრალს დებთ ალექსანდრე ოშხარელს...
-არ ვუარყოფ რო მოხდა, მაგრამ ჩემი ნებით, ოდნავადაც არ აკანკალებია ხმა ბარბარეს ამის თქმის დროს, სანდროს უფრო და უფრო ესხმებოდა ცხელი წყალი. ამის მოტმენა არ შეეძლო, ახლა მისი სასჯელისგან გათავისუფლება იყო ყველაზე დიდი ტანჯვა მისთვის, ვერ მოითმინა, ვერ გაძლო რო ბარბარე იძულებული იყო მოეტყუა, ეს სიტყვები ეთქვა, მას მერე რა მდგომარეობაშიც ახსოვდა ოშხარელს.
-უკაცრავად მაგრამ მე არ მესმის რატომ ამბობს ამას ქალბატონი ბარბარე...... სანდრო სიმართლის თქმას აპირებდა როცა ბარბარეს სიტყვებმა მთლიანად გაბზარა, დაამსხვრია და ორგანოები შეუკუმშა.
-მე მიყვარს ჩემი ქმარი და არ მესმის რატომ ან ვის გამო გახდა ეს თემა სამართალდამცავების განხილვის საგანი, მე პირადად არ განმიცხადებია საჩივარი. სანდრო შეკრთა, ჯერ იმ სიტყვამ „მიყვარს“ როლმელიც ექოსავით ჩაესმა რამდენჯერმე, თავბრუ დაახვია და აქედან იმან გამოარკვია რო ბარბარეს არ უჩივლია.
-უკაცრავად ვინ შემოიტანა საჩივარი? ახლაღა დაინტერესდა მხოლოდ ამ ფაქტით.
-თამარ ოშხარელმა, რადგან არ არსებობს საფუძველი გამოძიება შეწყდება და თქვენ გათავისუფლდებით. არ ახსოვს იქიდან როგორ გამოვიდა, როცა ბორკილებს ხსნიდნენ ჯაბას სახის დანახვაზე გაეცინა, თვალს არ აშჴრებდა ჯიშკარიანი სმართალდამცავებს, ოდნავ რო ეუხეშად მზად იყო ცოცხლად გაებრდღვნა ყველა, ამიტომ ბექას ყავდა ჩაბღუჯული სვანი ძმაკაცი. სამივემ იცოდა რო სანდრო დამანშავე იყო, ბექამ და ერეკლემ სანდროსგან, თორნიკეს დიდი ფიქრი არ დაჭირვებია რო მიმხვდარიყო, მარტო ჯაბა იყო ისე რო ვერც დააჯერებდი ამას, სულ იგინებოდა როგორ გაუბედეს მის ძმაკაცს ამის დაბრალება და ახლა გაირკვა სიმართლე, ამიტო გახარებული და გაბადრული უყურებდა სანდროს, ეს ყველაზე მეტად ტკენდა გულს ოშხარელს, ამხელა ნდობა და მაინც გაცრუებული იმედი, ჯაბას სიალალე და სისუფთავე ტკენდა ყველაფერს.
-ხვალე მოვალთ სანდრიკო უნდა გნახოთ, ბექა ისევ გამასხარავდა რო ყველაფერი მშვიდად დაიგულა.
-კარგი, მადლობა ბიჭებო. სანდრო საშინლად სევდიანი იყო, ერეკლეს მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა. სილურჯეები გადასვლოდა, მაგრამ იმ ჩხუბის შემდეგ საშინლად მორიდებული იყო, სანდროსი რცხვენოდა რო აანალიზებდა მის საქციელს რა შეიძლება მოყოლოდა.
-როგორ გაგიხარდა ჩვენ რო მოვდივართ, ასეც არ შეიძლება სანდრიკო გული არ გაგისკდესი სიხარულისგან.
-ნუ ჩერჩეტობ ბექა რა. ძლივს შესამჩნევად გაეღიმა სანდროს. შესულები არ იყვნენ სახლში, სანდრომ ხელი ძიერად მოკიდა მაჯაში და ოთახში აიყვანა.
-ანუ შენ არ გიჩივლია?
-პასუხი ისედაც იცი და რატო მეკითხები. ან ის რას ნიშნავდა როცა გინდოდა ყველაფერი გეთქვა, მე არ მეკითხები? ან ამ სიტოაციაშ შენ ოჯახზე არ ფიქრობ? შენ რო ახლა ციხეში იჯდე რა უნდა ქნან? სანდრო გრძNობდა რო ბარბარე ცდილობდა მისი „მიყვარხარს“ გადაფარვას, ახლა არაფერი უპასუხა ამაზე.
-მაშინ ის სახე რას ნიშნავდა?
-რა სახე სანდრო? ბარბარე გაწითლდა.
-აი ის გამოხედვა, დღეს დილით პოლიცია რო მოვიდა, ამიხსენი.
-არ მესმის რაზე ლაპარაკობ სანდრო?
-კარგად გესმის ყველაფერი გესმის, მეგონა რო იმიტო გქონდა ისეთი სახე შენ გააკეთე ეს, ვერ წარმოიდგენ როგორ მერჩივნა ეს ვარიანტი იმას რასაც ახლა ვფიქრობ.
-არ გინდა..
-რა არ მინდა? დაიღრიალა ალექსანდრემ, ის არ მინდა რო გეგონა სხვაც გავაუპატიურე? პირველი აზრი ხო ეს გაგიჩნდა? მე შენ მართლა ვინ გგონივარ? რადგან ეს ერთხელ გავაკეთე გგონია რო, სამყაროს დანარჩენი უბედურებაც ჩემი ბრალია?
-მე ეგ არ მიგულისხმია.
-შენ არა მაგრამ შენმა მეხსიერებამ? შენმა სულმა, შენმა გონებამ მე დაუფიქრებლად შემრაცხა მოძალადედ, ამას ვერ გავექცევით, აი ამის მეშინოდა, არ ვიცი როგორი კაცები იყვნენ შენ გარშემო მტელი ცხოვრება, როგორია მამაშენი, ან შენი ბიძაშვილები, მეგობრები, ვაჩე მაგრამ მე ამის ატანა არ შემიძლია, ჯანდაბა ამის დედაც, მაგიდაა ააყირავა წყობიდან გამოსულმა.- შენ მე ვინმეშჳ ხო არ გეშლები? არაფერი გამოვა, ასე არ შემიძლია, ჯანდაბა რამ შემაყვარა შენი თავი რატო არ დავეტიე ჩემს ადგილას, რატო ავიტკიე თავი, ახლა უბრალოდ არ ვიცი ამ შეგრძნებამ შეიძლება გამაგიჟოს, მე უნდა მენდობოდე გესმის, უნდა მენდობოდე და უნდა მეყრდნობოდე, რო ხედავდე კაცს ვკლავ, შენი თვალით რო ხედავდე, მანამ დაიჯერებ რო დამნაშავე ვარ მე უნდა მკითხო და ნანახის მიუხედავად ის უნდა დიჯერო რასაც მე გეტყვი, ესაა ნდობა და არა გულისტკივილი იმის გამო რო არ გინდა ვინმე ცუდად იყოს. მე რო გეუბნები მიყვარხარ მეთქი შიგ იგულისხმება ყველაფერი, სიყვარული მხოლოდ ერძთმანეთის დანახვაზე გულის აჩქარებაა არაა რადგან ეს შეიძლება გავიდეს მაგრამ ერთგულება, ნდობა, პატივისცემა ამათ გარეშე ეს გრძნობა სიძულვილს უფრო ჰგავს. მე უნდა ვიყო შენი დასაყრდენი, ყველა შემთხვევაში ყველა სიტოაციაში უნდა იცოდე როგორ მოვიქცევი, და მეც როცა შენკენ გამოვიხედავ უნდა შემეძლოს დაგეყრდნო, შენ თვალებს დავეყრდნო რომელიც დამანახებს რო ჩემი გჯერა და ჩემტვის ეს ყველაფერი იქნება, დანარჩენის აზრი ფეხებზე მ.კიდია, რადგან შენ ხარ ჩემი სამყარო და შენი უნდობლობა დამშილის. არაფერიი გამოგვივა, მე ამას ვერ შევეგუები, თუ ჩვენი ურთიერთობა ვერასდროს მიაღწევს იდეალურს, მაშინ არც იარსებებს, თუ ოდნავი ხინჯი მაინც ექნება, მირჩევნია რო საერთოდ არ გხედავდე, ან ამას მივაღწევთ ან ერთმანეთის ტანჯვას სამუდამოდ გავაგრძელებთ სანამ ეს ყველაფერი არ შემიწირავს. ამ მეხსიერებას ვერასოდეს მოვუხერხებ რამეს, შენში ყოველტვის მოძალადე ვიქნები და ამას არ შევეგუები, ამას შევაკვდები იცოდე, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი ამას ვერ გავექცევით მე კი არ მოვითმენ, ვერ მოვითმენ, მე ასეთი ვარ ვეღარაფერი შემცვლის, ვერ ავიტან შენს უნდობლობას, გამორიცხულია ბარბარე, გამორიცხული. ჩახლეჩილი ხმით ღრიალებდა ალექსანდრე, ოთახშჳ ვერავინ გაბედა შესვლა, თითქმის ყველაფერი დალეწა, ბარბარე გაუნძრევლად იდგა და ცრემლები მოდიოდა.
-შენ? შენთვითონ მენდობი? შენ მეუბნები რო გიყვარვარ, მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ ეს ხელს არ გიშლის რო არ მენდო პირველი ის დაიჯერე რო შემეძლო შენთვის მეჩივლა. შენი სახე რო დაგენახა ახლა თავს უფლებას არ მისცემდი იმაზე გელაპარაკა რაც მეთვითონაც კარგად ვიცი. სანდროს მუხლები მოეკვეთა, სიმართლეს მთელი ძალით შეასკდა და ახლა ძვლები თითქოს გადაუტეხეს, თავზე შემოდებული ხელებით ოთახშჳ ბოლტას სცემდა, გრძნობდა როგორ იყო გაწოლილი მეხსიერების მუდმივობა ბარბარესკენ მიმავალ გზაზე.ფიქრობდა იმაზე რო უფროდაუფრო შეუძლებლად მიაჩნდა ბარბარესთან ყოფნა და უფრო და უფრო უყვარდებოდა, ეს ტანჯვას გაუსაძლის ხდიდა. თვალები წყლით აევსო, ბარბარესთან მივიდა, მხრებხე ხელი ჩამოუსვა, თითები ხელებში მოიქცია და აკოცა ხელისგულებზე.
-მაპატიე გთხოვ. უხმოდ მოსდიოდათ ორივეს ცრემლები, ერთმანეთზე მჭიდროდ იყვნენ მიხუტებულები, მაგრამ მაინც შორი იყო ერთმანეთის გულები, გონება ჯალათივით ადგათ თავზე და ერთად ყოფნის თვეებს თვლიდა.
-თმა უკვე გაგეზარდა, გაეღიმა სანდროს, უკვე თავისუფლად გეკვრება, უკან გადაუწია და მის თვალებს დააცქერდა, ტავის თავს ხედავდა მის თვალებში, თვალებზე კოცნიდა, ცრემლებს უმშრალებდა, მხურვალე ბაგეები მტელ სახეზე დაცურავდა, გადაადგილება და განძრევა არ შეეძლო, ტანით მიიკრო და მის გადაწულ კისერს დაწვდა მკერდამდე ასე ჩავიდა, ნაზად დააწვინა საწოლზე.
-არ გვინდა გთხოვ, ძლივს ამოილუღლუღა და სანდროს ჩაეხუტა. ასე ჩახუტებულს მშვიდად ჩაეძინა, ისე დაღამდა არც ერთი განძრეულა, ღამე საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, სანდროს ისედაც არ ეძინა ყოველ წამს იმახსოვრებდა კუდიანთან ყოფნის, პატარა ბავშვივით შეიშმუშნა ბარბარე, ღამე რო გაანალიზა სანდროსთან იყო მიკრული მაშჳნვე გვერძე გაიწია, სანდროს თვალები დახუჭული ჰქონდა, იმხელა გრუხუნი იყო ბარბარე შეხტა და მტელი ძალით მიეხუტა ალექსანდრეს, რომელსაც სახე ღიმილმა გაუპო.დილით უჩვეულოდ სასიამოვნოდ გაეღვიძა, დიდი ხანია უცხო იყო მისთვის ეს განცდა, შუბლი ეგონა ეჩხვლიტებოდა, სასაცილოდ ეღატუნებოდა, სანდროს წვერი იყო რო ერჭობოდა, სიცილი ლამის აუვარდა, მაგრამ ოშხარელს ეძინა და თავი შეიკავვა, მხოლოდ დილით ახერხებდა ნორმალურად ჩაძინებას და არ უნდოდა ძილი დაეფრთხო. თამუნას ხმამ გამოაფხიზლა სანდრო. მაგრამ თვალი არ გაახილა მასტან ლაპარაკი არ უნდოდა არც ბარბარეს უთქვამს რამე, თამუნას ოთახში ჩაი შემოქონდა და ჩახუტებულები რო დაინახა სახეზე ყველა ემოცია შეახმა და ლანგრიანა ოთახიდან გავიდა.
–შენთან მოქონდა ჩაი, ვერ მოითმინა ბარბარემ!
–მერე ისევ წაიღო, გაეცინა სანდროს, ბარბარე მოიღუშა.
–კაცი რო ცოლთან ჩახუტებულია ის ჩაის ღირსი არაა, ბარბარეს ეჭვიანობამ ხასიათი გამოუკეთა ოშხარელს.
–ხო იმან სულ ყავა უნდა სვას თანაც უშაქრო თითს სასაცილოდ ატრიალებდა სანდროს სახეზე კუდიანი და ორივე სიცილს ვერ იკავებდა.
ბარბარემ ტავი ვერ შეიკავა თამუნასთან შევიდა ოტახში,მარტო იმიტო არ უყვირა რო ქეთო ყავდა მიხუტებული და ტიროდა, იმხელა ტკივილი ამოიკითხა მის თვალებშ რო ხმა ვეღარ გაიღო, თამუნა თავისით გამოვიდა ოთახიდან სალაარაკოდ.
–არ მესმის ტამუნა ეს რატო გააკეთე?
–სწორად მიმაჩნდა.
–რატო? ეს ყველაფერი მე გადავიტანე და არა შენ, მე არ მიჩივლია და ასე უხეშად რატო ერევი ჩემ ცხოვრებაშ, მამაჩემმა რო ეს გაიგოს მოკვდება, რატო არ მკითხე.
–მე ეს სანდროსთვის გავაკეთე, შენ თუ ვერ ხვდები გეტყვი რო ასე დიდ ხანს ვერ გაძლებს, მარტივად გეტყვი რო მოკვდება, ნელ–ნელა ვერ გრძნობ რო ორგანიზმი ეშლება? შენ აქამდე არ იცნობდი და არ იცი როგორი იყო, ამიტო საგანგაშსაც ვერაფერს ხედავ, მაგრამ რეალურად ისეა შეცვლილი რო მართლა მეშინია.
–მეორედ არ გაბედო ასე ჩაერიო ჩვენ ცხოვრებაში, ცრემლები და გაუჩერებელი ტკივილი ჩადგა კუდიანის თვალებში.
ჩუმად, შეუთანხმებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათი ურთიერთობა გააუმჯობესა, სანდროც არ ერიდებოდა მასთან სიახლოვეს, მოსვლისას ოთახში არ შერბოდა, უკვე შეეძოთ იმაზეც ეცინათ რო რაღაცის საყიდელი ფული არ დარჩათ, სამაგიეროდ ეზოში ხშირად ანთებდნენ კოცონს, ბავშვები ირგვლივ დარბოდნენ, რუსუდანის ხასიათიც გაუმჯობესდა. ორივემ თავიანთთვის გადაწყვიტა რო დარჩენილი 4 თვე სხვანაირი ყოფილიყო დროის ამოწურვის სიახლოვე სხვანაირად მოქცევას აიძულებდათ. ხშირად სანდროს ეშნოდა ბარბარეს ქცევის იმდენად ბუნებრივი და თავისუფალი იყო ურთიერთობაშ რო ეჭვი ეპარებოდა რო რაიმეს გრძნობდა მის მიმართ, მეგობრისას უფრო ჰგავდა მისი გამოხედვა, მზრუნველობა. ამაზე აღარ ფიქრობდა, დრო იყო აქ ყველაფრის განმსაზღვრელი. კოცონის ირგვლივ ადგენდნენ იდეებს როგორ მოეწყოთ კაფე, ყველა დეტალს ითვალისწინებდნენ, კამათობდნენ უამრავს, ის რაც სანდროს უნდოდა ბარბარეს აზრით ხარჯებს ფუჭად გაბერავდა.
–ბარბარე კარგი რა ასე ერთი ჩვეულებრივი მოსაბეზრებელი კაფე გამოვა სადაც მეც კი არ მენდომება შესვლა.
–სანდრო მაგ საბუთებს გადახედე, მენიუზე შეგიძლია შეიტანო შესწორებები მხოლოდ 2 პროდუქტში მაქსიმუმ, ბარბარე არაფერს აცლიდა ისეტი მტკიცე და მკაცრი იყო რო სანდროს ეცინებოდა. ჯობს ჩვეულებრივი იყოს და მერე "გარდაქმნა" ვიდრე საოცრების კეთების დროს არაფერი შეგრჩეს.
–ოხ ეს ეკონომისტები რა მშრალები ხართ.
–ბოდიში იურისტებივიტ ვერ ვცურავთ კრეატიულობის ოკეანეში, რეალიზმთან ძალიან ახლოს ვართ.გაეღიმა კუდიანს.
–სამაგიეროდ იუმორში არაგიშავთ.
–ისე რა კრეატიულობაზე ვლაპარაკობ ერთი სახელი ვერ მოიფიქრე, გაეცინა ბარბარეს.
–როგორ ვერ მოვიფიქრე, გაიჭიმა ალექსანდრე.
–მერე არ უნდა გეთქვა, რა მოიფიქრე?
–სანბარე. თვითონაც გაუკვირდა იმ წამს მოფიქრებული ასე რო მოეწონა.
–რა?
–კარგი არ დაიწყო პირველი რატო შენი სახელის დასაწყისი უბრალოდ ასე ჩაჯდა თორემ მე თავგადაკლული მომხრე ვარ გენდერული თანასწორობის კონსტიტუციაში მხოლოდ, ოჯახს გარეთ, სიცილი ვეღარ შეიკავა ოშხარელმა, ბარბარემ მხარზე წაარტყა ხელი.
–კარგია მომეწონა, გაეღიმა ბარბარეს.
–სანდრო რა მაინტერესებს ის ფული რითაც შენობის ხარჯებს ვისტუმრებთ საიდან მოიტანე? გამომცდელად შეხედა ბარბარემ. დიდი ხანია ამის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა.
–არ მესმის რატო მეკითხები, ძლივს გადაყლაპა ნერწყვი ოშხარელმა.
–რა არ გესმის? ახლა აშკარად არ გქონდა ამხელა თანხა. ვერ იტყუებოდა სანდრო, ვერც სიმართლეს ამბობდა, ბარბარეც არ ეშვებოდა.
–მარტო იმის თქმა შემიძლია რო მე არ მრცხვენია ამ ფულის გამო, ჩემ თავთან, შეუმჩნევლად დააყოლა. მალევე ადგა ფეხზე ოშხარელი აშკარად შეეტყო ხასიათის გაუარესება.
***
ბარბარე აღარ ჩააცივდა, მიხვდა რო ალექსანდრეს ნათქვამი შეეძლო გაუაზრებლად, შეფასებიის გარეშე დაეჯერებინა, ამხელა ნდობა ჩამოუყალიბდა კაცის მიმართ ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ვინც ყველაზე საშინლად მიაჩნდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა რო რაღაც არ იყო ისე მარტივად როგორც ჩანდა.
თავის ოთახში შესვლა არ უნდოდა, არც ეძჳნებოდა, ტკივილი თავს არ ანებებდა, მაგრამ მაინც უფრო უკეთესად იყო. თითქოს გაჭირებამ ამ ცხოვრებასთან უფრო დააახლოვა, ახლა ფეხით ხშირად უწევდა სიარული და დაღლის მიუხედავად პატარა მწვანე ბალახსაც სხვანაირად აღიქვამდა, წვიმის მოსვლა შვება იყო და შიგ მოყოლა პატარა ბავშვივით უხაროდა ოშხარელს, როგორ სველდებოდა მთლიანად თითქოს წვიმა თავგამოდებით ცდილობდა მისი ცოდვებისგან გაწმენდას, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, ცოდვა შიგინით იყო, გონებაშჳ, მეხსიერებაში მტკიცედ ამოტვიფრული და ჩაბეჭდილი. რამდენჯერ მონდომებია მინდვრის ყვავილის მოწყვეტა და ბარბარესთვის მიცემა, რამდენჯერ გადაუფიქრია და გაუაზრებია რეალობა.
-ცანდლო, გიოს უთხარი მირტკავს, გამოიქცა ქეთო სამზარეულოდან და იქიდან შემართული ნაგაზი გამოეკიდა. გიორგის დანახვაზე ხარხარი აუტყდა, სასაცილოდ მოდევდა ტლიკინა დას, პატარა საქმის კაცი იყო უხმოდ აგვარებდა საქმეს.
-მერე შენც დაარტყი, მეტი ვერაფერი მოიფიქრა ოშხარელმა და ვერც კი გაიაზრა როგორ უბიძგა პატარებს ჩხუბისკენ.
-უფლო ძლიელია. დაიწუწუნა პატარამ.
-ნუ ინაზები ქეთევან 3 წლიტ პატარა როგორ უნდა გიბრიყვებდეს, სანდრო გამხიარულდა. გიორგიმ შეშჳნებულმა შეხედა იცოდა ბიძამისთან თანდასწრებით ქეთევანი ხელშეუხებელი იყო ამიტო შემართული ნაგაზი ცოტა მოეშვა და გაიღიმა.
-პატარა ნაგაზი შენ არ იცი რო გოგოს არ უნდა დაარტყა? მოუღატუნა სანდრომ. პირიქით რო ხედავდე შენ დას ვინმე რამეს ეუბნება უნდა აიღო ეს მუშტი ნახე, თან ხელით მუშტი შეაკვრევინა და უნდა დაარტყა, ცხვირი ყველაზე მგრძნობიარეა ამიტო აქ თუ დაარტყავ რამდენიმე წამს მოიგებ, აი მიდი დამარტყი, ხო ეგრე წამოიღე, გიორგიმ იმხელა დაარტყა რო სული გაუმწარდა სანდროს, კარებთან მდგარმა ბარბარემ სიცილი ვერ შეიკავა,
-რა გინდოდა რას ასწავლიდი, ოშხარელმა ხმა ვერ ამიიღო ცხვირი ეწოდა.
-აუ ეს ნაგაზი კი არა დათვია, რამხელა ჩამარტყა,, გიორგი ჩუმად იცინოდა და მორიდებისგან ბარბარეს ეფარებოდა.
-გიო მართლა გეუბნები ქეთოს ასე არ დაარტყა თორე ვეღარც ავაწყობთ.
-ქო ცანდრო ქო გეუბნები ძლიელია მეთქი, აქამდე ველეოდი აქლა აგალ მითმობს. უფრო მოისაწყლა თავი პატარა კუდიანმა.
დილით სახლი ეგონა მოძრაობდა, ხმაური პიკს აღწევდა, სწრაფად ჩაიცვა და დაბლა ჩაირბინა, ბიჭები იყვნენ მოსულები და ყველაფერი თავდაყირა იყო, ლევანი გერმანიიდან ჩამოვიდა და ახლა ბექა მონდომებიტ აცნობდა ბარბარეს და ენას არ აჩერებდა, ლევანიც ისეთი მასხარა იყო რო ყველაფერი აითვისა, სახლი ლამის გადადგეს, არც უკიტხავთ ვის ეძჳნა ვის არა ასე გაუფრთხილებლად დაადგნენ თავზე. ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლებული სანდრო კიბეებზე იდგა თმაგაბურძგნული და ცდილობდა რამე ახსნა მოეძებნა რა ხდებოდა.
-ისადა ბექა ხო არ გამაღვიძე?
-მე რას მეკითხები სანდრიკო აბა რა ვიცი, ჩაიფხუკუნა ბექამ.
-ლექსო ჩამოდი სურპრიზი გვაქ, მაგიდის ქვეშ შეტენილი ლევანი ვეღარ ძლებდა უკვე, ჯაბამ ერთი ხელისმოსმით შეჩურთა კარების ხმა რო გაიგო.
-სურპრიზი თუ სურპრიზები? 4 სურპრიზი დამახტა ტავზე, სანდროს ეციებოდა.
-აიტ, 4 არა და საქმეც მაგაშჳა ხუთი არავის დააცადა ენაგრძელმა ბექამ სიტყვის თქმა და საზეიმოდ გამოაცხადა ლევანის ჩამობრძანება.
-ჰა ახლა გამოდი, ფეხი მიკრა ჯაბამ.
-რას გამჭედე ტო, ვეღარ გამოვდივარ მაცადე. გამეცალე რა, ჯაბა ისე ცდილობდა მის დაფარვას რო არ აცდიდა გამოსხვალს.
-ლევანი ჩამოვიდა? კიბები ისე სწრაფად ჩაირბინა თვალი ძლივს მოკრეს. როგორც იქნა დაკუნტული ლევანი გამოვიდა მაგიდიდან.
-ვააა ლევან როგორ ხარ? არ უნდა გეთქვა ტო? დაგხვდებოდით. გუგლსაც გამოაპარე შენი ჩამოსვლა? გაეცინა სანდროს და გადაეხვია.
-მაგაზე უარესი მე ვარ ხო იცი, ენა გამოუყო ლევანმა ბექას.
-როგორ გეკადრება, უბრალოდ სურპრიზი არ ჩაგიშასლეთ, ჩაიქირქილა ბექულიუსმა. ლევანი და ბექა ერტად აუტანლები იყვნენ, ორ ხმაშჳ ლაპარაკობდნენ, არაფერს აცდიდნენ ერთმანეთს, ბექა ყვებოდა რას აკეთებდა ლევანი გერმანიაში, ამაზე ლევანი ირეოდა,შენ უფრო იცი თუ მეო, ბექა ამაზე მაფიოზივით ჩაიცინებდა, რა თქმა უნდა, მე უკეთესად ვიციო. ბიჭებს ყველაფერი მოეტანათ რაც შეიძებოდა, პროდუქტები, სასმელები, რო უხერხულობაში არ ჩაეგდოთ,ამაზე სანდროს გაეღიმა.
-არ იყო საჭირო, ცოტა ეუხერხულა ალექსანდრეს. ბექა ვის დააცდიდა უხერხულობას თავში იმხელა წამოარტყა.
-ნუ ბჟუტურებ თორემ დაგჭრი. ასე იცოდა ხოლმე სასაცილოდ მუქარა ბექამ
მაგიდა უცბად გაშალეს, ალბათ იმიტო რო მხიარულობის გარდა იმ დროს ადგილი არაფრის იყო, სანდრო ლევანს ვერ შორდებოდა, ხან თავში წამოარტყავდა ხან ხელს დაარტყავდა, ასე იცოდა ყოველთვის სითბოს გამოხატვა ძმაკაცებთან ერიდებოდა სხვანაირად. ლევანიც იცინოდა და თვალებს ატრიალებდა რა გაეფუჭებინა და რაზე ემასხარავა.
-მოვიფიქრე, დაიწყო ყვირილი.
-რა მოიფიქრე? კითხა ერეკლემ მოჩვენებითი სერიოზულობით.
-ახლა ვთამაშობთ, ანუ კენჭს ვყრით და ვისაც ვინ ამოუვა იმაზე უნდა თქვას ისეთი ფაქტი რაც არავინ იცის, დიდი ხანია არ გვითამაშია. ფურცლები სწრაფად დაკუჭა ბექამ არც უკითხავთ ორ მასხარას უნდოდათ თუ არა დანარჩენებს და სასწრაფოდ დაარიგა. ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა სანდროს გარდა, ყველა მიხვდა რო ჯაბა შეხვდა.
-დაგასწარით ბოლო მე ვამბობ თორემ ყველაფერი ჩაიშლება, ჯაბა რო გამომეკიდება და რა ამბავს მოაწყობს, თქვა ოშხარელმა.
-რა გინდა ვერ შეედავები, სერიოზულად თქვა ბექამ, ჩემ მტერს ამის გაბრაზება, სვანურად თან.
-ჰა დაიწყე ლევან.
-კარგი ანუ ბექაზე ვამბობ, ესე იგი ახლა რაც შემიძლია გითხრათ ამ მასხარაზე, რაც თქვენ არ გეცოდინებათ, რადგან ჩემი კავშირები უფრო ღრმაა და აღარ დავიწყებ თავის ქებას ისედაც მაღიარებთ არის ის რო ბექულიუსი შეყვარებულია. კრესლოზე გადაწოლილ ბექას კოკა-კოლა გადაცდა, ისეთი ხმაური ატყდა ბავშვები გაოცებულები იყურებოდნენ.
-შე დებილო არ უნდა გეთქვა, რაა? ბექა შენ? როდის ტო? ვინაა? აუ კარგი რა რას მუდოობ? დეგენერატი ხარ, გერმანიიდან უნდა გაიგონ და აქვე ვიყავით, ეს ხმები ესმოდა და ასეთი ტავდაჭერილი ბექა არავის უნახავს.
-ხო კიდე გვანცა ქვია და ჩვენი ბექულიუსი იტანჯება იმას არ უყვარს.
-სადააა ეგრე იმას არ უყვარს, ეგ რა პონტია ერთი, დაიწყო ერეკლემ, ჩვენი ბექა ჩვენი სიამაყე, ჩვენი მასხარა, გამორიცხულია ვინმეს არ უყვარდეს, ხვალვე გადავდგებით ამ საქმეზე და ნახავ.
-ჯერ უნდა ვისწავლოო ასეთი რამეებისთვის არ მცალიაო, ასე გამომიცხადა, დარდით ჩაიდუდღუნა ბექამ.
-უნივერსტეტი რო იხსნება ბექას სახლში იცით ეგ ამბავიი? რას ჰქვია სწავლა და რამე მოიცა შენი ჭირიმე ამ საქმეს ისე მოვაგვარებთ ბექუნა რო ის გოგო გამოგეკიდება შენ ჩვენ დაგვიჯერე, სერიოზულად ლაპარაკობდა თორნიკე და ალექსანდრეს თვალს უკრავდა. ერეკლემ ლევნანზე თქვა რო ცხვირის ოპერაცია გაიკეტა ამაზე ყველა გადაირია ლევანი სულ თავისი ცხვირით ამაყობდა და სულ ტავის ქებაში იყო ახლა ყველა იცინოდა და უბრაზდებოდა.
-რაო სწორუპოვარი ცხვირი კუზანოოვის დამსახურებაა? ჩაიკეცა ბექა.
ასეტი ბევრი რამე თქვეს და მტელი სახლი ტავზე დაიმხეს, სანდროს ჯერი რო დადგა ფეხზე წამოდგა.
-ბარბარე გთხოვ ეგ კარი ღია იყოს, რა ვიცი მაინც, ისეთი რამის თქმას ვაპირებ, მგონია სისხლს აიღებს ჯიშკარიანი, ბავშვები გადამალეთ.
-ჰაა ახლა თქვი და დაამთავრე ეგეთიც არ ვარ ნუ აზვიადებ.
-ხოო, ესე იგი, სანდრომ მაისური გაისწორა, ყველა იცნობთ ჯაბას, ისიც იცით რო სხვანაირია, განსხვავებული და ზოგჯერ საოცარი, ამაზე გაეცინა, ანუ ახლა რისი თქმა მინდა, არ მინდოდა რო ეს ასეთ სიტოაციაშჳ მეთქვა, მაგრამ უნდა მეთქვა აუცილებლად..
-აუ სანდრო რას ამბობ ასეთს? აცქმუტუნდა ჯიშკარიანი.
-დაამთავრებინე ახლა, ბექა მოუთმენლობამ შეიპყრო.
-ხო, ჯაბას ხასიათი იცით და ბლა ბლა ბლააა, ჯანდაბა მე კართან დავდგები, თორემ გამბრდღვნის, კკარგია რო შენზე სწრაფი ვარ ჯიშკარიანი თორემ ალბათ შუაზე გადამტეხავ.
-აუ რას ამბობ ესეთს ახლა კარგი რაა, წამოიმართა ჯაბა.
-დაეტიე ერთ ადგილზე, ლევანმა ძლივს დასვა.
-ჯაბას უყვარს ბექას და ლიკა, სანდრო ადგილიდან მოწყდა, ჯაბას ეგონა სვანეთის მტელი მტები მხრებზე ელაგა ვერ ინძრეოდა, რამდენიმე წამს ასე თავზარდაცემული იყო და ისეთი სისწრაფით და რისხვიტ გაეკიდა ოშხარელს ბარბარეს ფერები გადაუვიდა.
-მოგკლავ, გეფიცები ყველაფერს, დაგმარხავ, ღრიალებდა ჯაბა.
-სანდრო ხეზე იყო ამძვრალი და ენას უყოფდა.
-კარგი ახლა ჯაბუნა დამშვიდდი, ნუ ბრაზუნობ რა, ასეთ რეაქციასაც არ ელოდა ალექსანდრე. ხეზე ასვლას ცდილობდა ჯიშკარიანი და რისხვას თვალებიდან ყრიდა. ლევანი და ერეკლე ძლივს აკავებდნენ. ბარბარეს სერიოზულად შეეშჳნდა. ჯაბა ღრიალს არ წყვეტდა იქვე ნაჯახს მოკრა თვალი და მთელი ძალით გაუქანა ხეს. მთელი ძალით ურტყვდა ვერავინ ეკარებოდა.
-აუ ჯიშკარიანი მანდ არ ჩამომიყვანო იმუქრებოდა სანდრო და სულ უფრო მაღლა მიიწევდა. სიცილს ვერაფრით იკავებდა.
-შენ თუ შუაზე არ გადაგტეხო ნახავ. მეგონა შენი ნდობა შეიძლებოდა, უნამუსო ხარ.
-ჯაბბა გაჩერდი ახლა, მტელი სერიოზულობით უთხრა ბექამ. ჯაბა გაშეშდა.
-მოიცადე ანუ ჩემი და გიყვარს და ისევ სანდროს ემუქრები? მე თავზე მახტები, საერთოდ არ მცემ პატივს? სანდროს რო არ ეთქვა ასე უტიფრად უნდა მომქცეოდი? ჯაბა აიტუზა, დაპატარავდა მტასავით კაცი.
-ბოდიშჳ რა ბექა. გეფიცები...
-რას მეფიცები? გამაგებინე რას მეფიცები? ამას კადრულობ და მეფიცები? კიდევ რამდენ ხანს უნდა დაგემალა? როგორ გაბედე ძმად გთვლიდი და მეგონა ჩემ დას მხოლოდ ძმასავით უყურებდი, შენ კიდე გარყვნილი ტიპი ხარ. ჯაბას თვალები აემღვრა.
-სანდროს ბოდიშჳ მოუხადე, მას რო არ ეთქვა შენ ამას არასოდეს გააკეთებდი და ასე თავზე გადამახტებოდი. სანდრო ხიდან ჩამოხტა, ჯაბამ ხელი ჩამოართვა, მოუბოდიშა, სანდრო გადაეხვია ვერაფრით იკავებდა ემოციებს.
-ჩემი დებილი, ასეთი როგორ ხარ ჯაბა, გეტყოდი მერვე საოცრება ხარ-თქო, მაგრამ პირველი ხარ. ბექას სერიოზული სახე დაეჯღანა, ვეღარაფრით ითმენდა სიცილს და ბოლოს მაინც აფხუკუნდა.
ჯაბა გაოცებული იყურებოდა. ვერაფერს მიხვდა, ბექამ სანდროს თვალი ცაუკრა და ჯაბასთან მივიდა.
-აი რა ხარ ასეთი? რა დებილი ხარ ტო, რომელი საუკუნეა რა ჩემი ძმაკაცის და მე ვინ მკითხავს, არა ახლა ისეც არ გაიგო, მაგრამ ყველგან სვანეთი კი არაა. შენ თუ ჩემი და გიყვარს ასე დებილივით უნდა იყო? არ უნდა უთხრა? ჯაბა გაურკვევლობის ბურუსშჳ იყო მთლიანად.
-იცოდი?
-გუგლი ტყუილად კი არაა, მაშინვე ვუთხარი ჯაბა, აბა შენ მაგას ვერ მოახერხებდი და დარჩებოდი ისე, სანდრო ლოყებს სასაცილოდ უწვალებდა თვალებგაბრწყინებულ ჯაბას.
-ჩემი და მეცოდება ამის ხელში, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი იქნება, სანდროს ჩაჩურჩულა სიცილით ბექამ. ალექსანდრე მაშინვე ბარბარესთან მივიდა, შეშჳნებული რო იყურებოდა.
-მაპატიე რო შეგაშინე, მიეჩვევი, ეს სულ ასეა, ხელი გადახვია კუდიანს და მიიხუტა,
-მეგონა იმ ნაჯახს ჩაგარტყავდა, მაშჳნ რო წინ მდგარიყავი და არ გაქცეულიყავი მართლა მოგკლავდა.
-ხო და იმიტო გავიქეცი, მთლად ეგეთიც არაა, გამორიცხულია რამე დაგიშავოს, უბრალოდ ემოციებს თავისებურად გამოხატავს.უნდოდა სახლამდე მიმავალი გზა არასოდეს დამტავრებულიყო, მაგრამ რეალობის სიმწარეს მთელი არსებით გრძნობდა.
წარმოუდგენლად დატვირთული 4 თვე, ემოციები რომლის გააზრებასაც ვერ ასწრებ იმ მომენტში, როცა ვერ იაზრებ, როგორ შეიძლება იქცეს ადამიანი შენი ემოციური მეხსიერების განუყოფელ ნაწილად. განუსაზღვრელი მუშაობა, დაქანცული გრაფიკი და მაინც ულევი ენერგია, არ იღლებოდნენ, ერთმანეთის ყოფნა იყო ყველაზე მეტი ძალა, ეს ყველაფერი საოცრად ჩუმად ხდებოდა, შორიდან კარგ მეგობრებს ჰგავდნენ, ბარბარეს ვერ ამჩნევდა სხვა გრძნობას, ეს გულს საშინლად ტკენდა. ერთად დაწყებული ცხოვრება ტავიდან და პირველი მოგების სიხარული, საოცარი განცდა მოქონდა იმ ტანხას რასაც მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვებდნენ, ბარბარე სამსახურის შემდეგ პირდაპირ კაფეშ მიდიოდა არანაირ საქმეს ერიდებოდა, რეცხავდა, ალაგება, წმენდდა, სანდრო ცდილობდა არაფერი გაეკეტებინა მისთვის, მაგრამ ჯიუტი თავადისქალი არ ემორჩილებოდა არც ერთ მითიტებას. საღამოს ერთად ალაგებდნენ, უყურებდა ბარბარე როგორ რეცხავდა სანდრო ჭურჭელს და ცრემლებს ძლივს იკავებდა, თვითონაც არ იცოდა რისი იყო ეს ცრემლები, გარდასულ დრეთა მშვენიერების განცდის, სიყვარულის, მეგობრობის, თუ მწარე რეალობის. უყურებდა და გრძნობდა როგორ შეიძლება კაცმა დარეცხოს ჭურჭელი ასე ქედმაღლურად, ჩუმი სიამაყით, რომელიც მხოლოდ იმას მეტყველებს რო ეს არის ყველაზე მეტად გამართლებული, ნაზად და ძლიერად, თვითონ სანდრო იყო ახლა მისთვის ერთი დიდი ამოუხსნელი განზომილება. ყველაფრით დატვირთული თვეები ბიჭების მხიარულება ადამიანის გამარჯვება მატერიალურზე, შეუცვლელი ურთიერთობები და ჩუმი დარდი იმისა რო სხვა დროს და სხვა ადგილას არ შეხვდა მას. ახლა თითქოს ომი იყო ბარბარეს გონებაში, ვერაფერს ალაგებდა, მხოლოდ დიდ გულისტკივილს გრძ ობდა წარსულის გამო, რომელიც აწმყოს მშვენიერებას შავი ბურუსივით დაყვებოდა.
–აუ სანდრო ესე იგი მინდა შემწვარი კართოფილი, პიცა, ანანასის წვენი, მხოლოდ შენ თუ მომიტან, სასაცილოდ ააწკაპუნა ხელები ბექამ.
–მე მოგიტან, წამოდგა ბარბარე.
–არ მოუტანო სითავხედის ემბლემა ხარ, გაეცინა სანდროს და რაც თხოოვა ხელს გამოაყოლა. იცინოდნენ ყველაფერზე, ბექა გვერდიდან არ შრდებოდა ალექსანდრეს, იხსენებდა უამრავ სისულელეებს თანაც ყვებოდა ზე გაზვიადების კონტექსტში, ამაზე სანდრო ძლივს ჩერდებოდა გაგლეჯვა უნდოდა, მაგრამ უკვე იმუნიტეტი ჰქონდა ბექას ხუმრობებზე გამომუშავებელი. კაფეშ რამდენიმე ნასვამი შემოვიდა, ბარბარს თვალს არ აშრებდნენ, რაღაცის შეკვეთა უნდოდათ ბარბარე მათკენ წავიდა, როცა მაჯაშ ხელი იგრძნო.
–შენ იყავი მე მივუტან, გაუღიმა ალექსანდრემ ტუჩებით და თვალებში ცამდგარი რისხვა ვერ დაიმორჩილა. ბექა დაიძაბა, მაგრამ ბარბარესთან არაფერი შეიმჩნია.
–ვაა ოფიციანტ, ახარხარდა ორივე, სანდრომ კისერი ისე გადაწია რამდენჯერმე დაუტკაცუნდა, ნერვიულობისას ასე იცოდა, არაფერი შემიმჩნია და სერიოზული სახით შეეცადა რა უნდოდათ ჩაეწერა. ბიჭები არ წყნარდებოდნენ და გარეთ გაყოლა მოთხოვეს. ახლა ოშხარელისთვის ეს შვება იყო, წინსაფარი მოიხსნა და გაყვა.
-ბიჭებო თუ დახმარება დაგჭირდათ მე აქ არ ვარ, გაეცინა ბექას, სად მაქ ოშხარელის თავი თვალებიდან არ ამომდის ზურას რა უქნა სისასტიკე პირდაპირ... სანდრომ ხელი წამოარტყა და გაეცინა, თვალით ანიშნა რო არ გამოსულიყო და ბარბარესთვისაც არ მიეცა ამის უფლება. მალევე დაბრუნდა ოშხარელი არაფერი ეტყობოდა, კიდე იხუმრეს ბევრი და სახლისკენ წავიდნენ.
მთელი რამე ვერაფრით იძინებდა, დრო იწურებოდა და გულიც ეწურებოდა, უნდა დალაპარაკებოდა რამეზე უნდა ელაპარაკათ, მისი ოტახისკენ გაუაზრებლად წავიდა, დაუკაკუნებლად შეაღო და ადგილზე გაშეშდა.
-სანდრო ეს რა არის? გამაგებინე?
-არ გინდა ბარბარე სანდრო მაისურს დაწვდა, აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და მარტო პირასოხოცი ჰქონდა შემოხვეული.
-რა არ მინდა? ესაა ფულს რითიც ვშოულობ არ მრცხვენიაო?
-გთხოვ ა რ გ ი ნ დ ა დამარცვლა ოშხარელმა. გთხოვ. სხეულზე არსებულმა დალურჯებებმა მთლიანად გაბზარა, იმის წარმოდგენამ რო სანდრო ისევ კრივს დაუბრუნდა გაუაზრებლად აუვსო თვალები ცრემლით.
-ნუთუ არ გრცხვენია.
-ჩემი თავის არ მრცხვენია ბარბარე, დედასი კი საშჳნლად, გთხოვ ეს არ გაიგოს, დავიფიცე მასტან რო ამას არ გავაკეთებდი.
-მერე? ფიცის გატეხვაც დაიწყე?
-სხვა გზა არ მქონდა, ამჯერად ამას ჩემი სიამოვნებისთვის არ ვაკეთებ, რა ვქნა არ შემიძლია რო უმოქმედოთ ვიყო, არ მინდა რო რამეს დავმორჩილდე მით უმეტეს სიღარიბეს და აქედან თავის დასღწევად ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ გთხოვ ყველაფერს გაფიცებ დედაჩემმა ეს არ გაიგოს. სახეზე მძიმედ დაშვებული ხელი იგრძნო და აეწვა. რო გამოერკვა ბარბარე ოთახშჳ აღარ იყო.
-კარი გამიღე გთხოვ. პასუხი არ მიუღია.
-კარი გამიღე თორე შემოვამტვრევ, იგრძნო რო შემოომტვრევის ხმა ყველას გააღვიძებდა ამიტო კარის გასაღებად წალასლასდა.
-რატო გამარტყი? კითხა და ინანა მისი თვალები რო დაინახა, მარტო იმიტო იდგა ჩუმად კუდიანი რო იცოდა ხმა აუკანკალდებოდა. ასე იდგნენ რამდენიმე წუთი სანამ ბარბარემ საუბრის დაწყება არ მოახერხა, სანდრო არ აჩქარებდა, ბარბარე ძალას იკრებდა რო როგორმე არ შემჩნეოდა როგორ უნდოდა ხმამაღლა ეტირა. მოკვდებოდა და ასე წამოსულ ცრემლს არ დაანახებდა, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა უფრო უჭირდა თავის შეკავება.
-მიკვირს ალექსანდრე რო ყველაფერს აკეთებ სიღარიბისგან თავის დასახწევად და შენი მესმის, რადგან ამას შენი ოჯახისთვის აკეთებ, მაგრამ წარმოდგენა არ გაქ ამით როგორ ატკენ ისევ იმათ გულს.
-ვიცი ბარბარე, მაგრამ ეს დროებითია.
-ჩათვალე რო მეორედაც გაგარტყი. მშვიდად შეხედა თვალებში, ვერაფერი წაიკითხა ოშხარელმა.
-არც კი ფიქრობ იმაზე რო ...... ბარბარემ სიტყვა გაწყვიტა და აღარ გააგრძელა.
-რაზე ბარბარე? რამე დარჩა რაზეც არ ვფიქრობ? ლამისაა თავი გამისკდეს იმდენი რამ მიტრიალებს.
-შეიძლება იმაზე უარეს მდგომარეობაშჳ ჩამაგდო ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამ სიტყვებს ამოაყოლა უკანასკნელი ძალა რო მტკიცედ ეთქვა. არასოდეს არაფერს უმოქმედია ასე ალექსანდრეზე, არასოდეს არ მოქცეულა ასე სიტყვების ზეგავლენის ქვეშ, შეძრა მთლიანად ამ სიტყვების მიღმა არსებულმა სინამდვილემ, ყველაზე უბრალოდ და ყველაზე ღრმად ნათქვამმა „მიყვარხარ“. ამას ვერ იფიქრებდა რო ოდესმე დადგებოდა დრო როცა ის კუდიანი ვინც სახეს უმოწყალოდ კაწრავდა, ვინც ყელზე დანას ადებდა, ჩანჩქერიდან, ფანჯრიდან ხტებოდა, ვენებს იჭრიდა ასე უბრალოდ ეტყოდა რო უყვარს. ახლა იგრძნო რამდენს აშავებდა მის წინაშე.
-გეფიცები რო აღარასოდეს გავაკეთებ ამას. ეს უთხრა და ოტახიდან გამოვიდა. გადაკეტილი კარები და ცრემლებით მთლიანად დასველებული ბალიში, მტელი ღამე ტიროდა, დილით შეეშჳნდა ისე ჰქონდა დასიებული თვალები, გვიან გავიდა ოთახიდან. მაკიაჟმა ცოტა დაუფარა, მაგრამ მხოლოდ სხვებისთვის ალექსანდრემ ყველაფერი იგრძ ო, ყველაფერი გაიგო და უფრო ეტკინა.
ბოლო ფურცელი, აკანკალებული ხელი, და გაჩხერილი ბურთი ყელში, ქაღალდის ჩამოხევის ხმა და სამუდამოდ დასრულებული ჯოჯოხეთი. ეჭვი იმისა რო ჯოჯოხეთს ასეთი განცდით არ ტოვებენ და მხიარულების მორგებული ნიღაბი. ჩალაგებული ბარგი, გამზადებული ნივთები, გათენებული ღამე და გაურკვეველი გრძნობა. ორივეს ემოდა რო დამთავრდა, საბოლოოდ, შეიძლება ერთმანეთისთვის დაიბადნენ, მაგრამ მათმა გაცნობამ ბედისწერის ყველა ძალა მეხსიერებაში ჩაკარგა. არც შეიძებოდა სხვანაირად, არ მოხდებოდა, რასაც ვერ გადაახტები იმას არც უნდა შეეჭიდო. ბუნებრივი მისალმება დილით, ბავშვების სკოლაშჳ გაცილება.
-ბაბალე ლო მოვალ ქო გავიდეთ ცაცეირნოდ?
-ხო ქეთო. აკანკალებული ხმა და არეული თვალები. პატარა ლოყაზე ნაზი კოცნა,კიბეებზე ძლივს ჩამმოტანილი ბარგი.
-მოგეხმარები, არაფერი იყო ისე მძიმე, როგორც კუდიანის ბარგი, ვერ ძრავდა თუ არ შეეძლო......
-მე გაგიყვან იქიდან ფეხით წამოვალ. წამებს ჩაჭიდებული ჯალათი და ვერ შეწინააღმდეგებული გრძნობა. ეგონა ნელა ტარება არ შეეძლო, მაგრამ გრ ძობდა რო ჩქარა ვეღარ ატარებდა, რაც უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავდა მისას მით მეტ ხანს ეყოფოდა, მაგრამ გრძნობდა რო გვერძე იჯდა და არაფერი ყოფნიდა. სხეულს ნაწილები აკლდებოდა და არაფერი იქნებოდა ისე როგორც ადრე...........
გადატანილი ბარგი „აგატანინებ“ და კიდევ გამოძარცული რამდენიმე წამი. „მადლობა“, ჩაწყვეტილი გული, ამ სიტყვამ აგრძნობინა რო ერთმანეთისთვის, მხოლოდ ბარბარე და სანდრო იყვნენ. „არაფრის“. კარებთან დაყოვნებული კიდევ რამდენიმე წამი, აკანკალებული ხმა და ამიტომ დუმილით საუბარი. გულში ნათქვამი „მშვიდობით“ ძლივს შესამჩნევი შეხება შუბლზე, დახუჭული თვალები,კოსმოსური სისწრაფით გასული წამები და ფრთხილად დახურული კარი. გულებს შორის გაწოლილი მეხსიერების მუდმივობა და ცოდვით უფრო დამძიმებული სული.
***
ავტორი: Sarah
ბავშვებო ბოლო თავი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ისედაც ძაან გალოდინეთ და ვეღარ დავაკოპირე. ხვალ ბოლოს ავტვირთავ და მერე სარას სხვა ისტორიას დავდებ. აი, ძალიან, ძალიან მიხარია რო კითხულობთ და მოგწონთ. ბევრს ნიშნავს ეს ისტორია ჩემთვის.



№1  offline წევრი sofi_rio

ძალიან დიდი ემოციას იწვევს ეს ისტორია ჩემთვის და ყოველთვის ვიტყვი რომ ამ ისტორიამ ჩემში გარდატეხა გამოიწვია და სარას სხვა ისტორიებსაც თუ დადებ ძალიან გამახარებ ამასთანავე ძალიან მწყდება გული , რომ საიტზე მის სიახლეებს ვერ ვნახულობთ (რადგანაც წაშლილია) და ძალიან კარგი იქნებათუ შენი დახმარებით წავიკითხავთ მათ <3 მადლობა დიდი

 


№2  offline წევრი cremliani111

ძალიან ძალიან ძალიან

 


№3 სტუმარი ემი

რას მერჩი, რას მატირებ ყოველ ღამე...

ცუდად ვარ...

მადლობა, კიდევ ერთხელ, შენ, საშუალება რომ მომეცი ამ ისტორიის წაკითხვის..

გელოდები ხვალ მოუთმენლად...

პ.ს. სურათის ლინკი არ შეგეშალოს, თორე ინფაქტი გარანტირებული მაქ...

 


№4  offline წევრი Marryam

მადლობა, რომ ზრუნავ ჩვენთვის ვისაც ეს ისტორია არ გვქონდა წაკითხული და ასეთ ბედნიერებას გვანიჭებ...^^ ძალიან გთხოვ მაგ გოგონას სხვა ისტორიებიც დადე...სასურველია ყველა :დ იმიტომ, რომ მე პირადად არცერთი მათგანი არ მაქვს წაკითხული და ეხლა ვფიქრობ ეს როგორ დამემართა ...ეხლა კი დავიწყე კითხვა..იმედი მაქვს ძალიან მძიმე არ იქნება და დაძინების საშუალება მომეცემა დღეს :დ

 


№5 სტუმარი Ggg

Saidan akobireb?

 


№6 სტუმარი teo...

Siamovnebit wavikitxavda sxvaistoriebsac .dzalian ganvicdi sandros dabarbares urtiertobas.orive sashinladcxela mecodeba da cremlebi maxrhobs.imeds vitoveb rom ertad darhebian .siyvaruls yvelaferi shemizlia..

 


№7  offline მოდერი ნეფო1999

ვიღაცების დაუწყებელ ურთიერთობას მახსენებს რაღაც კომტექსტში ამ ორის ურთიერთობა. ხო კიდევ მალე რა გთხოვ.
P.s ამოუშლელად დამაჩნდი გულზე.

 


№8 სტუმარი proudly

https://mobile.facebook.com/WorldWeLoveYou/posts/565808456794871. ai shemdegi tavii.otxi tavi dagrchebat amis garda wasakitxi.isiamovnet bavshveboo.udzlieresi istoriaa.

 


№9 სტუმარი teo...

Gtxov ra amaxam Dade shemdegi.vkvdebi ise mainteresebs.

 


№10 სტუმარი ემი

ელოო, ხომ ველოდოთ დღეს? love

 


№11 სტუმარი Ele

შოკში ვარ ასეთი ჯერ არ წამიკითხია დადე სხვა მოთხრობებიც

 


№12 სტუმარი Mr. Roland

კარგი ამბავი !!!!!!!!!
ყოფილხართ სჭირდება ფინანსთა დაიწყოს ბიზნესი, მოაგვაროს ვალები ან გადაიხადოთ გადასახადები და თქვენთვის ეს რთული მისაღებად სახსრების რთული დაკრედიტების პროცესი ბანკებსა და სხვა კრედიტორების. მაშინ აქ არის თქვენი შანსი, მე ვარ ბატონი. როლანდ ცნობილი კრედიტორების რომლებიც სფეროში დაკრედიტების წლების განმავლობაში, და მე გაკეთებული სთავაზობს სესხების სწრაფი და მარტივი დაბალი კურსი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გთხოვთ დამიკავშირდეს ფოსტით at [email protected]

 


№13  offline წევრი ანუკიანკა

საოცრებააა❤️❤️

 


№14  offline წევრი sandlena

ძალიან მომეწონააა

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

Ამდენი რეალური ტკივილის გადმოცემა როგორ შეეძლო ავტორს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent