შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერი (2)


8-01-2016, 17:18
ავტორი nini namicheishvili
ნანახია 1 583

საჭიროდ არ მიმაჩნია დაწვრილებით მოგითხროთ თუ რას ინახვავდნენ ასე გულმოდგინედ ნინას დღიურის ფურცლები და მოგიყვებით მხოლოდ იმას ,რის ნებასაც დამთავრდა ნინა მართლაც რომ არსებულიყო ამქვეყნად.მთელი განვლილი ცხოვრება სწავლას შესწირა და შედეგიც ქონდა.იმდენად წარმატებული მოსწავლე იყო რომ მეშვიდე კლასიდან მეათე კლასში გადაიყვანეს და სკოლა თექვსმეტი წლისამ დაასრულა .მერე კი უნივერსიტეტშიც თავისუფლად მოეწყო.რვაწლიანი სწავლის შემდეგ კი პროკურორად მოგვევლინა და სწორედ მაშინ პირველი სასამართლო პროცესისი შემდეგ მალევა დასრულდა მისი ბედნიერი ცხოვრება.მისი წაყლობით იყო რომ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა .განაჩენის გამოტანის დღიდანვე დაიწყო მუქარა ნინას ოჯახზე ,მაგრამ ამას ყურადღებას როდი აქცევდა ნინა .მაშინ არ იყო მშიშარა .საიმაყემ და თავდაჯერებულობამ კი შეცდომებიც დააშვებინა.ერთხელ საკმაოდ უცნაურ ,ნაცრისფერ დღეს ნინას სახლის კარის ქვემოდან ქაღალდი შემოცურდა რომლიდანაც ნინამ შეიტყო,რომ მამა ეძახდა ქვევით,სიურპრიზის სანახავად.ქვევით ჩასულ ნინას კი საზარელი სანახაობა დახვდა...... მამამისი მანქანაში წინა სავარძელზე გადაწოლილიყო და სისხლისგან იცლებოდა.იმ დღიდან.....ნინა აღარ იყო პროკურორი ..იმდღიდან სახლიდან წამოვიდა და ორი წელი არ შეუდგამს ფეხი...ეგოსიტი იყო ,დიახ ,ვერ მოახერხა დახმარება გაეწია დედამისისთვის და ენუგეშებინა.მთელი ცხოვრება ოცნებობდა მხატვარი გამხდარიყო,მაგრამ ოდესღაც,შორეულ წარსულში სწორედ მამამ თხოვა უარი ეთქვა ოცნებაზე და .....ახლა მხოლოდ იქ მეოზობლის სახლში იყო მისი ოცნების გამოფენა და მალე ისიც დაინგრეოდა.წარსულში ნაცნობი ,ალბათ ახლა სრულიად გადასხვაფერებული ზურა მთლიანად დაანგრევდა და ნაგავში მოისვრიდა მის ნახატებს .უფრო მის ოცნებას პატარა,მყუდრო სახელოსნოზე და ნაცრისფერ კედლებზე გაკრულ ნახატებზე. თვალებდახუჭული მიწოლილიყო საწოლზე და რატომღაც ზურაზე ფიქრობდა.გაიხსენა ბოლოს როდის ნახა..ხო..წვეულებაზე ,ნინას წარმატების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე .პატარა იყო მაშინ,ზურაც პატარა იყო .ორი წლით უფროსი და ორი თავით მაღალი ნინაზე.მართალია ნაცნობები იყვნენ მაგრამ ის სულ უცხოსავით იქცეოდა.არ ახსოვს ნინას როდესმე ზურას გაეღიმოს და მისთვის როგორ ხარო მაინც ეთქვას.უცნაურია,მაგრამ ახლა ის უცნობი გამომძიებელიც გახსენდა ნინას მამამისის საქმეს დღემდე რომ იძიებს თანაც სად.საზღვარგარეთ .დიახ მამამისისი მკვლელმა მოახერხა და საზგვარი გადალახა.კარის ჭრიალმა გამოაფხიზლა ნინა ამ ერთგვარი ბურანიდან ,თუ მოგონებათა ქარიშხალიდან. -შეიძლება ? რაღაც მინდა გკითხო-თქვა ნანიმ.გოგონამ უხომდ დაუქნია თავი. -იცი შვილო.-თქვა ნანიმ და სახეზე ყოყმანი დაეტყო-მინდა სვანეთში წავიდეთ.რას იტყვი?სახლი დიდი ხანია მიტოვებული გვაქვს და თან-ნანი ისევ შეყოყმანდა. -და თან ?მოიცა არ თქვა მე გეტყვი.ზურა რომ ჩამოვა და ყველაფერს დამინგრევს ამას ვერ ვნახავ ,რადგან სვანეთში ვიქნებით.
-ხო.ეგეც არის .თუმცა თუ არ გინდა მაშინ არ დაგაძალებ.
-მინდა უბრალოდ ერთს გთხოვ შენი მანქანით წავიდეთ კარგი ?
-კარგი.რა პრობლემაა -თქვა ნანიმ-არ შეცვლილხარ.-ჩუმი ხმით გააგრძელა სათქმელი.
-არც შენ-ნინამ დედისკენ გაიწია და მოეხვია.ნანი ჯერ გაშეშდა .მერე მაგრად ჩაებღაუჭა შვილს და დიდი ხნის ნანატრი სურნელი შეისუნთქა.
**********************************************
სვანეთი,რა საოცარი სილამაზეა.რა საოცარი ფერთა გამაა..აქ ვერსად ვნახე ნაცრისფერი .ვერსად ვნახე ეს უსიცოცხლო და უჟმური ფერი.-უკვე სვანეთში იყო ნინა და აივანზე ,რბილ სავარძელში მოწყობილი ნაცრისფერ დღიურში წერდა ყველაფერს.უცნაურია,ეზიზღებოდა ეს ფერი მაგრამ მაინც ამას ეტანებოდა.ჩამოსვლის დღეს ისე იყო დაღლილი ვერფაერი გააკეთა ახლა კი წერა დაამთავრა და ირგვლივ მიმოიხედა.სახლში მარტო იყო დედამისის საყიდლებზე წავიდა მესტიაში.გადაწყვიტა გაესეირნა.იქნებ სადმე ცხენს წავაწყდეო-ფიქრობდა გულში .-უცნაურია,რატომ ამეკვიატა წარსულზე ფიქრები?ადრე სულ მეშინოდა წარსულის მაგრამ ახლა აღარ...თითქოს რაღაც შეცვალა სვანეთმა ჩემში.-მიდიოდა და ყველფერი ახსენდებოდა-გამომძიებელი,ზურა,შერცეული საქმრო-ყველაფერი თავში უტრიალებდა.
ხო მართლა არფერი გვითქვამს მის საქმროზე.ესეც წარსულის ამბავია .ადრე მამამ საქმროც შეურჩია .სრულიად უცნობი და უცხო,მაგრამ როგორც ეუბნებოდნენ იცნობდა მას ნანახიც კი ჰყავდა. ნეტავ რამ გამახსენა-გაიფიქრა და მხოლოდ ახლა ინება გარემო დაეთვალიერებინა.სრულიად უცხო ადგილზე აღმოჩნდა,ირგვლივ მართალია სახლები იდგა ,თუმცა არფარით იყო ნაცნობი მისთვის ეს ადგილი.უეცრად ერთერთ ეზოში ხეზე მიბმულ ცხენს მოჰკრა თვალი და დარდიც მაშინვე გადაეყარა გულიდან.ქურდულად შეიპარა და ცხენის საბელი ხეს მოაშორა.არც უნაგირი ჰქონდა ცხენს და არც რაიმე სახვა საშუალება რომ ჯირითი შესაძლებელი ყოფილიყო,ფაფარიც კი იმდენად მოკლე იყო ,ხელს ძლივს წაავლებდა კაცი რომ თავი შეემაგრებინა.
ნინაში ნამდვილმა ბავშვმა გაიღვიძა,მაინც შემოახტა ცხენს და საცდელად ფეხი წაკრა.ცხენი სწრაფად მოწყდა ადგილს.....სამი უაზრო წრის შემდეგ ცხენი პირდაპირ სახლის აივანზე შევარდა.ახლაღა ინებეს სახლის პატრონებმა გარეთ გამოვარდნა.
-მიშველეთ-სუსტი ხმით დაიყვირა ნინამ და ირგვლივ მიმოიხედა რომ ვინმესთვის დახმარებას ეთხოვნა.ცხენმა გვერდით ჩაუქროლა ერთ მამაკაცს.ნინამაც დრო იხელთა და ცხენიდან გადმოხტა.ეგონა დაიჭერდნენ მაგრამ შეცდა ზევიდან დაეცა მამაკაცს.
-რას აკეთებ ?-იყვირა უცნობმა და ფართხალი დაიწყო ,როგორმე რომ გადეგდო ნინა.
-იდიოტო-აყვირდა გოგონა და თან მამაკაცის სახის ძებნა დაიწყო ,რაც არ იყო ადვილი რადგან გოგონას გრძელი თმა სახეზე ჩამოფარებოდა მამაკაცს.როგორც იქნა იპოვა მისი სახე .წამით გააშეშა მამაკაცის ნაცრისფერმა თვალებმა მაგრამ მაინც ვერ მოახდინა დიდი შთაბეჭდილება და მამაკაცის სახეზე ნინას ხუთივე თითი ზუსტად აისახა.
-შეშლილო-იყვირა უცნობმა,წამოვარდა და ნინაც წამოაყენა.
-ჩემს ეზოში უკითხავად შემოვარდი,ჩემს ცხენს დაერია და ახლა მეც მირტყამ !ვინ ხარ?-მამაკაცის მკაცრმა ხმამა ნინა შეაკრთო...უცნაურად ელავდნენ მამაკაცის ნაცრიფერი თვალები.
-ვიღაც გიჟია-თქვა უცნობის გვერდით მდგომმა მამაკაცმა და ნინას მაჯაში წაეტანა რომ გარეთ გაეყვანა.ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა ნინამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა,მიუხედავად იმისა რომ მაჯა ძალიან ეტკინა.
-გაუშვი!-უცნობიც და ნინაც შემოატრიალა ამ უცნაურმა ყვირილმა.ის ყვიროდა და გაცეცხლებული მოიწევდა მათკენ.
-ვერ ხვდები რომ სტკივა?!-იყვირა მან და ხელი გააშვებინა.
-სახლში შემოდი-უთხრა ამჯერად უფრო მორბილებული ხმით.ნინა იმდენად იყო დაბნეული და შეშინებული რომ უკანმოუხედავად გაიქცა.
-შეაშინე -იყვირა ნაცრისფერთვალებამ და გაეკიდა.
-ეი!მოიცა საით?მაქეთ ხრამია გადავრდები
ნინა ამ სიტყვებზე შეჩერდა და აქოშინებულ უცნობს გახედა.
-აი ,ასე ადამიანურად ვილაპარაკოთ.სად მირბიხარ?მიამიტი ყოფილხარ .რა უნდა აქ ხრამს -ტქვა უცნობმაა და გადაიხარხარა.
-ძალიან სასაცილოა-თქვა ირონული მანჭვით ნინამ.
-აი ლაპარაკიც შეგძლებია.სვანი ხარ ?
-არა.მეგრელი-სასაცილო მანჭვით უთხრა ნინამ რაზეც ორივემ გაიღიმა.
-ქალაუ გეკითხები სვანი ხარ?-დაბოხებული ხმით გაიმეორა უცნობმა.
-სვანი ვარ.სვანი.ნინა მქვია.შენ?
-მეე...-უცნობი ჩაფიქრდა-მე ლომია მქვია.
-კარგი სახელია.-თქვა ნინამ.მართლაც მოეწონა ეს სახელი და თან მისი ნაცრისფერი თვალებიც ,როგორი უცხო იყო.
-ახალი ჩამოსული ხარ?
-კი.შენ აქ ცხოვრობ?
-მეე -უცნობი კვლავ შეფიქრიანდა -კი აქ ვცხოვრობ,
-ბედნიერი ყოფილხარ-უთხრა ნინამ და მთებს გადახედა.
-გატყობ,გიყვარს აქაურობა-უთხრა უცნობმა ,რომელიც საეჭვოდ არ აცილებდა თვალს ნინას სახეს.
-მიყვარს...ხო,მართლა ბოდიში ჩემი საქციელისთვის.
-არაუშავს .ის ცხენია გაუხედნავია.
-რაა მართლა ? როგორ ვერ მივხვდიი.სულელი ვარ-თქვა ნინამ და თავში წაირტყა ხელი.უცნობს გაღიმა მის ბავშვურ საქციელზე.
-სულელი არა ბავშვი ხარ
-ახლა გავბრაზდები-თქვა ნინამ და წარბები შეიჭმუხნა.
-გინდა ხვალ გამოგივლი და ცხენებით გავისეირნოთ -შესთავაზა უცნობმა .სხვა შემთხვევაში არ დათანხმდებოდა,მაგრამ როცა საქმე ცხენებს ეხებოდა..
-კარგი,მაგრამ როგორ გამომივლი?ჩემი სახლი ხომ არ იცი სად არის ?
-არ ვიცი მაგრამ ახლა მიგაცილებ და გავიგებ.
-მე გზა არ ვიცი-თქვა ნინამ და თავი დახარა.
-აბა აქ როგორ მოხვედი?
-ფიქრებში ვიყავი გართული.
ჰაერი კიდევ ერთხელ გააპო ხმამაღალმა სიცილმა.
_______________________________________________________________ ცოტა არეული თავი გამომივიდა.მაგრამ მაინც დავდე <3 ძალიან მაინტერესებს ყველას აზრი არ აქვს მნიშვნელობა დადებითი იქნება თუ უარყოფითი. მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ჩემი ლომიააა დავინახეეე :D :D love
ოო, საინტერესოა და თან მართლა სულ არ ჰგავს ჩემსას ^_^
ეს სრულიად განსხვავებული წარმომიდგენია... ვნახოთ როგორი იქნება დაველოდები :D <3
კარგად წერ... ნელ-ნელა ვგრძნობ როგორ იხვეწები და ეს მომწონს.
რა სწრაფად თან ^_^
ძალიან კარგი გოგო ხარ <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

მადლობა,მადლობა,მადლობაა <3 love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent