შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერსად წახვალ (3)


9-01-2016, 00:18
ავტორი neka
ნანახია 3 982

საღამო მშვიდობის ჩემო კარგებო ,როგორც დაგპირდით ვდებ საკმაოდ დიდ თავს , წინასწარ გეტყვით, რომ ბევრი სიახლე გელოდებათ წინ , ალბათ გულთან ახლოს მიიტანთ თითოეული დეტალს, ბევრსაც გაიცინებთ და დადებითად განეწყობით ახალი და მთავარი პერსონაჟის მიმართ.და კიდევ ...თქვენი აზრი ჩემთვის უმთავრესია და ველოდები შეფასებებს ,მინდა თქვენთან უფრო ახლოს ვიყო , ამიტომ დამამატეთ facebook-ზე ,სიყვარულით თქვენი ნეკა ონიანი
აეროპორტიდან დავბრუნდი , სახლში ავედი, უჩვეულო იყო ჩემთვის გარემო , მაგრამ თითქოს ესეც მომწონდა , მიყვარდა ყველა დროსა და ადგილას თავის დამკვიდრება.მაინტერესებდა უნაბში ვინ იჩემებდა პირველობას , ვინ თაობდა , მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა.იმდენ ხანს მეძინა ძლივს გამოვძვერი.გამახსენდა რვაზე მარიშკასთან უნდა წავსულიყავი , ზუსტად შვიდის ნახევარი იყო.მოვწესრიგდი და შევჭამე , მახსოვს შავი შარვალი მეცვა და თეთრი ბრიტელი , თმა გაშლილი და ფეხზე თეთრი ადიდასები , გასაღები ავიღე და ქვემოთ ჩავედი.სადარბაზოსთან ბიჭები იდგნენ , სანამ ჩამოვიდოდი ერთის ხმა განსაკუთრებით მომხვდა ყურში , მომწონდა ბოხი და დასტოინი ხმა , საერთოდ დასტოინი ტიპები მომწონდა , ისეთები ერთს რომ იტყვიან და მერე რომ არ გადააბიჯებენ თავიანთ ნათქვას , თავდაჯერებულებს და ძლიერებს ვაფასებდი , ძლიერებს საკუთარი თავით და არა მამის ფულებით. ჩამოსვლისას ყველას მზერა მომხვვდა ერთის გარდა , რაღაცას უყურებდა ის ერთი , ჩემი არსებობა საერთოდ არ იცოდა
_ ბიჭო საბაურმა მანქანა იყიდა ? ის იყო , ბოხხმიანი , როგორ მაინტერესებდა როგორი იყო , მოტრიალდა და დამინახა , მეც შევხედე , თვალებში წამიერად შემომხედა და მერე თავი გაატრიალა. მეც ასევე , ჩვეულებრივად გავიარე მათ შორის.ვგრძნობდი ზურგს უკან დაჟინებულ მზერას.
გავიხედე და რას ვხედავ.. ჩემ მანქანასთან ვიღაც ტიპი იდგა და ხელში გასაღებს ატრიალებდა , უცხოს რომ შეეხედა მისთვის აშკარად იფიქრებდა რომ მანქანა მისი იყო.ამას ვინ იფიქრებდა ჩემ მუსტანგთან რომ სხვა დამიწყებდა გასაღების ტრიალს.
_ ვაა რა ნაშა გაეძროო. თქვა ვიღაც მეორემ , სულ ოთხნი იყვნენ , მე რისი მართა ვიყავი , ამათთვის რომ ჭკუა არ მესწავლებინა . გასაღები უკანა ჯიბეში ჩავიდე და მივუახლოვდი , ალბათ სადარბაზოსთან მდგომებმა შეამჩნიეს, მაგრამ მეეჭვება მიმხვდარიყვნენ რის გაკეთებას ვაპირებდი.
_ გინდა გაგიყვანო ? გეჩქარება ალბათ შენ. შემომხედა ამაყად
_ აუუ ეს რა მაგარი მანქანაა.. შენია ?
_ ხო ჩემია , ახალია რა , ახლახანს ვიყიდე . ვგრძნობდი წინა სასტავი სადარბაზოდან როგორ გამოდიოდა , ჩემს საუბარს ისმენდნენ და ალბათ წარმოდგენაც ექმნებოდათ ჩემზე.
_ იცი ძაან მეჩქარება , მაგრამ უცხოებს მანქანაში არ ვუჯდები. თავი მოვისაწყე.
_ არადა რამდენს კარგავ რომ იცოდე , რა ვქნა შენი ნებაა. რისი იმედი ჰქონდა ვერაფრით ვხვდებოდი , ისე უარზე მარტივად დამთანხმდა , სხვანაერად ვერც მოიქცეოდა.
_ მაგრამ იციიი?? მართლა ძაან მეჩქარება და გამიყვანე ჯობია , თან ყიდვა მინდა და ძრავასაც შევამოწმებ. გავუღიმე საყვარლად და კმაყოფილი სახით შევხედე.გაშრნენ , გაქვავდნენ , მეც ვერ ვხვდებოდი რას მოიმოქმედებდნენ , მე კიდე გულში ვიცინოდი და აგერ- აგერ გავსკდებოდი , მაგრამ გულში მაინც წინა სასტავზე მეფიქრებოდა , იამაზე თუ რას იფიქრებდნენ ჩემზე , საქმე მალე უნდა დამემთავრებინა.
_ რას აპირებ ? არ მიგყავარ ? შევხედე ვითომ გაკვირვებულმა
_ აუუ ტო საწვავი რომ დამიმთავრდა სულ დამავიწყდა..
_ მაგაზე არ იდარდო , მე ჩავასხამ , შენ ოღონდ მალე წამიყვანე.მანქანისკენ გავიწიე
_ არ გაგიტყდეს რა , ვერ გაგიყვან , მამაჩემი ჩამოვა რა სადაცაა და მაგას მიყავს , ახლა უკვე დაფეთებით მეუბნებოდა
_ კაი გაიწიე , ვუთხარი მე
_ რაა ? გაუკვირდა
_ გაიწიეთქო , შენ არ მიგყავარ და ჩემ თავს მე თვითონ უნდა ვუშველო. გასაღები ამოვაძრე და მანქანის კარი გავაღე .თქვენ რომ მათი სახეები გენახათ..საოცარი იყო , სასწაული.. უკნიდან სიცილი მესმოდა , სიცილი კი არა მგონი სიცილისგან უკვე ჰაერი არ ყოფნიდათ , ერთადერთი ბოხხმიანის სიცილი არ მესმოდა. როგორ მინდოდა უკან შემეხედა , მაგრამ მართა ამას იზამდა ?? ჩავჯექი მანქანაში , სწრაფად მოვატრიალე და ბიჭებს დავუბარე.
_ასეთი ამბიციურობაც არ ვარგა ბიჭებო...ზედმეტი არ მომსვლია , იმიტომ რომ ზღვარი ყოველთვის ვიცოდი სად გადიოდა , ხოდა არასდროს ვაბიჯებდი. ახლა უკვე პირველ სასტავს ვუყურებდი , ვნახე ბოხხმიანი მიყურებდა , მე კიდე წრაფად შავი სათვალეები გავიკეთე და წავედი.
* * * * * * *
თავში ყველაფერი ამერია , რაღაც ხდებოდა , მაგრამ ვიცოდი რო, ეს რაღაც უჩვეულო იყო, ახალი. იმ ბოხხმიანზე მეფიქრებოდა, შავგრემანი იყო, პირზე წვერი ჰქონდა, მაღალი და ძლიერი იყო. მიყვარდა ძლიერი ბიჭები, აი ისეთები მათი იმედი რომ ნებისმიერ სიტუაციაში გაქვს. ყველა სერიოზული და დასტოინი იყო, მაგრამ მას მაინც რაღაც ამოუცნობი ჰქონდა. ღია შარვალი და ლურჯი ზედა ეცვა, ისეთი ტანს რომ ოდნავ გამოკვეთდა. გამიკვირდა, რომ ყურადღება დიდად არ მომაქცია, მაგრამ ეგ არაფერი, თავს არასდროს ვაძლევდი უფლებას მეფიქრა იმაზე, ვინც არანაირ ინიციატივას არ იჩენდა ჩემს მიმართ. რატომღაც მაინც მახსენდებოდა მისი კმაყოფილი მზერა, ალბათ იმიტომ, რომ იმ თავაგდებულ ბიჭებს სირცხვილი ვაგემე. დავასკვენი... ამ ორ სასტავს ერთმანეთი არ მოსწონდათ. მე კიდე ვითომ არაფერი, სათვალეები გავიკეთე და მოვწყდი ადგილს, ეს ჟეშტი ახლა უფრო მომწონდა, ისიც მხიბლავდა, რომ ვიღაც ნაკლებად დაჟინებული თვალებით მიყურებდა. მარიშკასთან არ გავსულვარ, მარტოობა ვარჩიე, ასე მჩვეოდა ხოლმე. წავედი ბარში სადაც არავინ მიცნობდა, ჩემი საყვარელი ნამცხვარი შევუკვეთე და მალევე წამოვედი. ტელეფონმა დამირეკა.
_მართუს გოგო არ მოდიხარ?
_აუ ვერა მარიშ, რაღაც ძაან დავიღალე და უნდა დავიძინო შენს თავს ვფიცავარ , მერე დაგირეკავ
_ კარგი არ გაჭედო შენ და არ ინერვიულო და კიდეე , გიჟივით ნუ დადიხარ რო იცი ხოლმე , მართა გოგო მგონი მაყაშვილი უკვე გეძებს გიჟივით
_ვინ გითხრა ?
_ ნუცამ მითხრა დღეს , ყველგან ეძებსო და უთქვამს აზრი არ აქვს დამალვასო , აუ მეშინია გოგო
_ ეგ მეც ვიცი , რა ვქნა რაც იქნება იქნება და მორჩა , თუ ძაან გამიჭირდა იცი რასაც ვიზამ
_ მაგას გეუბნები რანდენი ხანია , მაგრამ ვერ შეგაგნებინე..
_ და არ იცი ხო რატო ?
_ ვიცი მაგრამ შენ თუ დაიტანჯე რა აზრი აქვს მითხარი , კაი წავედი კოკა მეძახის
_ კარგი მიდი , გაკოცე
_მეც მართუს და ხო იცი როგორ მიყვარხარ. შენი თავი ნანუმ მე ჩამაბარა , ხოდა მე მიჯერებ ყველაფერში იცოდე.
სახლში დავბრუნდი , მანქანა დავაყენე , უბანში არავინ ჩანდა , მეც მშვიდად ავედი და ეგრევე დავიძინე.ყველაფერი ერთად დამესიზმრა , მერე დედაჩემის ზარმაც გამაღვიძა.
_ დეე მართა , დეიდასთან ვარ უკვე , შენ რას შვრები ?
_ რა კარგია ნანუ , ხო კარგად იფრინე ? მე მეძინა და შენმა ზარმა გამარვიძა.
_ კი კარგად ვიფრინე დე , შენ საჭმელი ხო ჭამე ?? არ დაგეზაროს იცოდე
_ კაი ქალო ნუ ღელავ , ყველაფერს მივხედავ მე , ეკას აკოცე ჩემ მაგივრად
_ კი დე , მანაც მოგიკითხა , არ გათამამდეო ახლა
_ დამშვიდდეს რაა , ნერვები არ მომიშალოს. გავიცინეთ სამივემ , მერე ყურმილი დავკიდე და ძილი გავაგრძელე.

* * * * * * *
დილით გამეღვიძა, შაბათი იყო, ვიცოდი დღეს რაღაც მოხდებოდა, გული მიგრძნობდა, ქვევით მარკეტში წასასვლელად გავემზადე. მე და ჩემი ერთი მეზობელი გოგონა ერთდროულად გამოვედით ბინიდან, მე მივესალმე.
_გამარჯობა
_გამარჯობა. შენ ალბათ ახალი მეზობელი ხო?
_კი, მართა მქვია.
_მე ნატა... სასიამოვნოა
_ჩემთვისაც ნატა...
ერთმანეთს კარგად გამოვესაუბრეთ და მარკეტშიაც ერთად წავედით. ნატა სასიამოვნო გოგო ჩანდა. ისიც სტუდენტი იყო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, შევამჩნიე, რომ მეც ძალიან მოვეწონე, მართლა გულით მიხაროდა, რადგან ახლოს მეზობელი მეყოლებოდა, ამიტომ მთლად მარტოც არ ვიქნებოდი. სახლში დამპატიჟა და სადღაც წავიდა, მე მარკეტიდან ვბრუნდებოდი, სადარბაზოს ვუახლოვდებოდი ისე ბიჭებიც შევნიშნე, ისიც იქ იყო, ახლა უკვე კარგადაც მაკვირდებოდა. მზერა ავარიდე ისე მოშორებით მერსედესი შევნიშნე, დიტოსი იყო. ნელა მოდიოდა, სახეზე ფერი მეცვალა, რა მექნა არ ვიცოდი, მაგრამ იმას კარგად ვხვდებოდი, რომ თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი უეჭველი მნახავდა. უნდა ამერჩია ან დიტოს ჯოჯოხეთი ან კიდე ბიჭებთან სირცხვილი. მე მეორე ავირჩიე, ჩემ პარკებთან ერთად იქვე "ტროტუართან" პატარა არხში გადავეშვი, ასე მარტივად და სწრაფად გავქრი..... წარმომიდგენია რა სახეები ექნებოდათ ბიჭებს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნბებს, მგონი დავიმსხვერი, ხელი საშინლად მტკიოდა, ვიგრძენი როგორ ჩამიარა მანქანამ და ახლა უკვე ამოსვლას ვცდილობდი ისე...
_დახმარება ხო არ გინდა?? -ღიმილით მითხრა ბოხხმიანმა, რომელსაც თურმე კახი ერქვა.
_არა მადლობა, ჩემით მოვახერხებ. არადა ვერაფერს ვახერხებდი ჩემით. -ეღიმებოდა კახის, ვინ იცის რას ფიქრობდა.
_რა დაგემართა ასე სწრაფად, ფეხი რას წამოკარი?
_ფეხი არაფერს, დასვენება მომინდა უცებ. -იუმორში გადავიტანე, გაგვეცინა ორივეს, მერე ხელი გამომიწოდა, თავის დაფასებას და პრანჭობას აზრი არ ჰქონდა, მეც ხელი გავუწოდე და მანაც ამომიყვანა. სულ მთლად დასვრილი ვიყავი, შუბლიდან კიდევ სისხლი მსდიოდა.
_აუ რა ცუდ დღეში ხარ, მანქანების ასე საშინლად რატო გეშინია? -მკითხა ირონიით თან ამ დროს მზერას არ მაშორებდა. არაფერი მითქვამს, უბრალოდ შევხედე... -რა სიმპატიური იყო, ღიმილი საოცრად უხდებოდა... სულ სხვანაირი წარმომედგინა, დღეს კიდე სულ სხვანაირი მომეჩვენა.
_დღეს მშიერი უნდა დარჩე.-მითხრა, როცა ჩემს პარკებს დააკვირდა.
_არაუშავს გადავიტან. -ვუთხარი ღიმილნარევი ხმით, სადარბაზომდე ერთად მივედით, დანარჩენი ბიჭები მიღიმოდნენ, მეც რა თქმა უნდა ზრდილობის მიზნით გავუღიმე მათ, აბა რა მეღიმებოდა მე საცოდავს, როცა ყველაფერი თავდაყირა იდგა. მერე.... მერე ასე მოულოდნელად ერთჯერადი სალფეთქით კახიმ სისხლი მომწმინდა შუბლზე, ცოტა მეზედმეტა ეს ქმედება მისგან, მაგრამ არაფერი მითქვამს, მაკვირდებოდა... კარგი შესაძლებლობა მიეცა.
_კარგი მადლობა დიდი, საკმარისია... სახლში მივხედავ. -სისხლის სუნს ვერ ვიტანდი, შემამჩნია, რომ უშნოდ შევიშმუშნე, მგონი მიხვდა...
_ცუდად ხო არ ხარ? ახლა არ თქვა სისხლზე ალერგია მაქვსო. -ამ დროს სახე უფრო ახლოს მოწია ჩემთან, თითქოს უფრო კარგად უნდოდა დამკვირვებოდა.
_დაახლოებით...-ძლივს ამოვილუღლუღე, ლიფტამდე მიმაცილა და უკან მობრუნდა, მერამდენედ ვუთხარი მადლობა არვიცი, არ მახსოვს. საშინელი დილა იყო, დიტომ იცოდა სად მოვეძებნე, მე კიდე სულ კახიზე და ბიჭებზე მეფიქრებოდა , რას წარმოვადგენდი მათ თვალში , ალბათ ერთი თავხედი და თავქარიანი გოგო ვიყავი , სხვებისგან არაფრით გამორჩეული , სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ცოტა აზრზე რომ მოვედი ნატასთან გადავედი, ჩემი შუბლი რომ ნახა, გაუკვირდა, დილით ხომ არაფერი მჭირდა.
_რა დაგემართა მართა? (მოვუყევი ყველაფერი)შენ რა დღეში ყოფილხარ. გულიანად გადაიხარხარა
_ სასაცილოა ნატა ? სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი
_ არაუშავს , კახი კარგი ბიჭია , ვაბშე ეგენი ყველანი ძაან კარგები არაიან . შემომხედა და გაიღიმა
ნატას ძმაკაცები ყოფილან , ხშირი სტუმრები , ყველა დამიხასიათა , სულ ოთხნი კახის ჩათვლით.
_ კახი უცნაური ბიჭია მართა , სხვანაირი , ყველა ხო განსაკუთრებულია , მაგრამ აი კახი ვაბშე სხვაა . შეიძლება გეგონოს რომ ვაზედმეტებ მაგრამ , აი ჩვენი უბნის გოგოები ყველა კახიზე გიჟდება , გოგოები ისე ეხვევიან გარს რომ არ ვიცი .(იცინის)ერთი სიტყვით მაგარი ბაბნიკია და გგონია მალავს? არ მალავს საერთოდ , მაგრამ აი ყველამ იცის , რომ არავინ უყვარს , თვითონაც ამბობს , თუ ვინმე შეუყვარდება არ ვიცი რა იქნება , ალბათ მარტო მისთვის იცოცხლებს ( ყავა გემრიელად მოსვა)გოგოებმაც იციან , რომ კახი მათ სხვანაერად არასოდეს შეხედავს ,მაგრამ ამითაც კმაყოფილები არიან , ოღონდ აქ უბნის გოგოებს არ ვგულისხმობ ,ასეთ რამეს არასოსეს იზამს , ყველაფერი სწორად ესმის და ასეც აკეთებს.აქ კახია მთავარი , კახი და ბიჭები , მათ გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.
ნატა ისეთ რაღაცეებს მეუბნებოდა , რომ ლამის გავგიჟდი , ზუსტად იმ პიროვნებას მიხასიათებდა , როგორზეც ვგიჟდებოდი. დამცხა.. არ ვიცოდი რა მეთქვა. კახის გვარიც ხელს უწყობდა , გვარი მის იდეტობას ხაზს უსვამდა. კახი თავაძე , ყველაფრის თავი და გადამწყვეტი.
_ გაგაცნობ მერე ოთხივეს , მე მათ გარეშე არ ვიცი რა მეშველებოდა , სულ ერთად ვართ. კახი , უტი , დაჩი და გაგი . ამ ოთხს ყველაფერი შეუძლია იცოდე.-გაეცინა ნატას , კმაყოფილება ეტყობოდა. ყავა დავლიეთ და ცოტა კიდე ვილაპარაკეთ. ძალიან შევეწყვე ნატას , თითქოს მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებდი.იცის ასე იყო , მარიშკას მარტივად შეეწყო , სულ ერთად ვიყავით ყველგან . მე მასთან ვრჩებოდი ხშირად , ის კიდე ჩემთან...



№1  offline წევრი Firefly

კარგია მალე დადე შემდეგიიი
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent