შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოჯახური იდილია" (სრულად)


9-01-2016, 04:52
ავტორი coco girl
ნანახია 13 988

- ვიისიიაა, ვიიისიიიააა, ქაალიი ლაამაზიი ჰეეე! ლუკასიააა, ლუკასიააა ქალიიი ლამაზიიი ჰეეე! - ზუსტად ეს სიმღერა მაღვიძებს.
- რა უბედურებაა, რა არის ეს, დამაძინე! - ვუკივლე ჩემს დას და თავზე საბანი წავიფარე.
- აეგდე, დღეს შენი ქორწილია, სოფლელ! - ისევ გადამაძრო საბანი.
- ფუ შე იხვნისკარტა ცოტა ხანი დამაძინე, ამაღამ მგონი ვერ მოვახერხებ! - ჩემს დას ჩაეცინა.
- ამაღამ რას მოახერხებ... - ეშმაკურად შემომხედა - იმედია ლოგინშიც ლუკას დედა არ ჩაგიგორდებათ და გეტყვით: "ეს ასე არ გააკეთო, ეს ისე" ...
- ვაი შენი კუბო მენახოს ახლო მომავალში შე გველო! - ვუყვირე და თან ბალიში ვესროლე.
ინა კმაყოფილი იმით რომ დილიდანვე ნერვებზე ამშალა ნელი და გრაციოზული ნაბიჯებით გავიდა.
მეორე ბალიში თავზე დავიფარე და ფიქრებში ჩავიძირე.
- ანისია მინდელო! დღეს შენი ქორწილია! დღეს შენს ლუკა ლორიას მიჰყვები ცოლად! იუჰუუუ!
***
მე ანისია მინდელი ვარ 24 წლის. მაღალი, შავგვრემანი, მწვანე თვალებით, რომლებიც ტირილის დროს უფრო მიმწვანდება.
პროფესიით დიზაინერი ვარ.
ჩემი სახლი სავსეა სხვადასხვა ჯურის ხალხით:
დედა: ეკატერინე მაჩაბელი;
მამა: ავთო მინდელი; და ჩემი გარეწარი და ინა მინდელი, რომელიც ცდილობს რომ გამამწაროს, მაგრამ არაფერი გამოსდის.
ჩემს ოჯახში მალე ახალი წევრი შემოვა. ეს ჩემი ლუკა ლორიაა. (თუ მე შევალ მის ოჯახში?) პროფესიით რაგბისტია და იმხელაა, რომ მხრებამდე ძლივს ვწვდები.
ერთმანეთი რაგბის მატჩზე გავიცანით. მოგეხსენებათ რაგბზე ვგიჟდები, ამიტომ სულ დავდივარ და ჩემს საყვარელ გუნდს ვგულშემატკივრობ.
ერთხელ წავედით მე და ჩემი სასტავი რაგბის საყურებლად და საიდანღაც ახალი გუნდი გაიჩითა. გუნდში დიდი, დაკუნთული დევ-კაცები იყვნენ.
ჩემს მეგობარს - ნიკას სიბრალულით გავხედე, ვაი შე წრიპა გაგსრესენ მეთქი მაგრამ...
ნურას უკაცრავად! კინაღამ კივილისგან ცუდად გავხდი, როცა ნიკამ პირველი ლელო გაიტანა.
მერე ლელოს ლელო მოჰყვა... და ჩვენ გავიმარჯვეთ!!!
თამაშის დასასრულს მოთამაშეებმა ერთმანეთი გადაკოცნეს და დაიშალნენ.
ჩვენი გუნდი ჩვენსკენ წამოვიდა. ნიკას სიხარულით ჩამოვეკიდე ყელზე და იმხელა ხმაზე ვიკივლე (სიხარულისგან), რომ საწყალს ყურის ბარაბანი გავუხეთქე.
ასეთი დადებითი ემოციებით სავსეები რომ გვნახა ერთ-ერთმა ჩვენიანმა რაგბისტმა ლექსი შეთხზა:
„ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო,
ფაროსნების დედაც მო***
როცა არის საქართველო!“
ყველამ სიცილი ატეხა. მხოლოდ მე ვიყავი ჩუმად, რადგან ეს ლექსი... „ფაროსნებმა“ გაიგეს!
ოოო... ახლა აქ რა მოხდებაა...
ერთ-ერთი „ფაროსანი“ წამოვიდა ჩვენსკენ. მას დანარჩენებიც მოჰყვნენ.
- რაო, რაო?! - იკითხა კაპიტანმა გაავებულმა.
ყველამ უცებ შეწყვიტა სიცილი.
- არაფერი! - ვუთხარი მე და ბიჭების წინ დავდექი.
- შენ არ გეუბნები გოგონი, გაიწიე! - შემიღრინა და ხელით უხეშად გადამწია.
ერთი ბოროტი მზერა მივაგებე და ნიკას გავხედე, რომელსაც საფეთქელზე ძარღვები დაბერვოდა.
- რა გინდათ ?! - იკითხა „მორიდებული“ ხმით ნიკამ.
- რაღაცა უხამსი სიტყვა გავიგე და ხომ არ მომესმა - თქო, უნდა გადავამოწმო.
- ჩვენ არ გვითქვია და ვინც თქვა იმას მოჰკითხე! - გავბრაზდი და ვუთხარი.
- გოგონა შენ ნუ ერევი, შენი საქმე არაა.
- მართლა?! მგონი ყურების გამოწმენდა არ გაწყენდათ, რაღაც არ გესმით კარგად! - დავგესლე.
ტიპმა გამომხედა და ადგილზე გამაქვავა. ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. უცებ ნიკა აესვეტა და უთხრა:
- უკაცრავად, თქვენი სახელი?
ტიპმა კუშტად შეხედა.
- ლუკა!
- ჰოდა, ჩემო ლუკა, ჭკვიანად იყავი! - უთხრა ღიმილიანი სახით და უცებ თავისი თავი ლუკას დაარტყა თავში.
გოგონებმა კივილი ატეხეს.
სხვა მორაგბეებიც ერთმანეთს ურტყამდნენ.
გოგონების გარდა არავინ ვიყავით რომ გაგვეშველებინა ესენი.
გავიხედ-გამოვიხედე და ძირს დაგდებული სარწყავი მილი ვნახე.
უცებ მივვარდი, ონკანი მოვუშვი და რაგბისტები მთლიანად დავასველე.
- გოგო, რას შვრები ნორმალური ხარ?! - მიყვირა ვიღაცა რაგბისტმა.
როგორღაც მსაჯებიც მოვიდნენ და „ფაროსნები“ წაიყვანეს.
ლუკამ თითი ჩემსკენ გამოიშვირა და მითხრა:
- ჩვენ დავილაპარაკებთ მერე!
- თუ ოდესმე მნახავ! - დამცინავად ვუთხარი.
- დარწმუნებული იყავი, რომ გნახავ! - მითხრა და წავიდა.
***
საწოლიდან ძლივს წამოვდექი და ჩემს აწეწილ ანარეკლს სარკეში ჩავხედე.
უჰ, ერთი სული მაქვს როდის მოვა სტილისტი... მოვწესრიგდე.
სააბაზანოში შევედი და შხაპის ქვეშ დავდექი.
გავიაზრე... დღეს ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეა...

***
გარეთ წვიმს, მე კი ფანჯარასთან ვზივარ და ცხელ ჩაის ვსვამ.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
„ჩამოდი დროზე, ქვევით გიცდი“ - ეწერა წერილში.
ვინ იყო?! დაბლა ჩავიხედე, მაგრამ იქ არავინ არ იყო.
„ვინ ხარ“?! - მივწერე.
„ჩამოდი დროზე, ფანჯარაში ყურებას აზრი არ აქვს, ვერ დამინახავ, სადარბაზოში ვდგავარ“! - იყო პასუხი.
პირველ სართულზე ჩემს დაქალთან - თამთასთან დავრეკე:
- თამთ, როგორ ხარ?! ძალიან გთხოვ გარეთ გაიხედე სადარბაზოში არის ვინმე?!
- რა ხდება ანის?! - არაა, არავინ არ არის!
- კაი თამთუ მადლობა.
აბა ვინ ჯანდაბა უნდა იყოს და სად ჯანდაბაში უნდა იყოს?!
ისევ მოდის მესიჯი:
„არაა საჭირო დაქალებთან დარეკვა, გამოდი დროზე“!
რაოო?! ბინაში ხო არ შემოიპარა ჩუმად?! შანსი არაა!
ხელში დანა ავიღე და ბინა დავათვალიერე. არავინ იყო.
„გეყოფა ეს ძალიან ზედმეტობები“! - მომწერა.
ქართული არ იცის! წერილში სმაილიც არაა დართული...
ვინ უნდა იყოს?!
ვივარაუდოთ:
ნიკა რომ იყოს მეტყოდა. ნიკა გამოირიცხა.
თამთა ვერ იქნება, რადგან წეღან ველაპარაკე.
დედა და მამა მესიჯებს არ მწერენ, მირეკავენ.
აბა ვინ უნდა იყოს?!
„დროზე გამოდი, თორემ...“ - უკვე მუქარა იგრძნობოდა ტექსტში.
მოიცა... ვის აქვს ჩემს მიმართ აგრესია?!
ჩაის ჭიქას დავწვდი და მოვსვი.
უცებ გონებაში „ფაროსნები“ ამომიტივტივდა. ლუკა გამახსენდა.
ჭიქა ხელიდან გამივრდა და გატყდა.
უცებ კარების ძლიერი გაჯახუნება გავიგე და ჩემს წინ განრისხებული ლუკა დავინახე.
***
ჩემმა ტელეფონმა ერთი ამბავი ატეხა.
ავიღე. ლუკა იყო.
- ლუუ, როგორ ხარ?! - ვკითხე გაბრწყინებულმა.
- ანე, შენ როგორ ხარ?! - მოწყენილი ხმა ჰქონდა.
- ეე, რატო ხარ მოწყენილი?! - ვკითხე შეშფოთებულმა.
(სიჩუმე)
- ლუკა ამოიღე ხმა თორე ცოლად არ გამოგყვები!
- კაი, ოღონდ არ დამცინო, თორე ჩავშლი ქორწილს! - გაეცინა.
- კაი, ხო იცი არ მინდა ქორწილის ჩაშლა! - ღიმილით ვუთხარი.
- მოკლედ... - დაიწყო ყოყმანი - დედაჩემმა შემჭამა.
- რაო?!
- რაო და ეს პერანგი გუშინ დაგიუთოვე და ამას რატო არ იცვამო, ეს ლურჯი პალტო ჩაიცვი ქორწილში, შეგცივდება, და ეგეთები დამიწყო რაა...
ტელეფონი მოვიშორე და სიცილი დავიწყე.
- ანისია გეცინება ხოო! - მითხრა გაბრაზებულმა.
მოვსულიერდი.
- კაი, რაა ლუკა შენ როგორ დაგცინებდი!
- ვაფშე არ გამცე ხმა ქორწილში არ მოვიდვარ, ვისზეც გინდა იმაზე დაქორწინდი! - მითხრა და ტელეფონი გათიშა.
აუ რამდენი ვიცინე! მერე მის ადგილას წარმოვიდგინე ჩემი თავი და დავსერიოზულდი.
დავურეკე.
- ლუკა ლორია ბრძანდებით?! - ვკითხე რაღაცნაირი ხმით.
- ჰმ!
- ააა, გეპატიჟებით ჩემს ქორწილში 9 საათზე!
- აჰა, და პარტნიორი ვინაა?!
- ლუკა ლორიას იცნობთ?! - ვკითხე გაღიმებულმა.
- მე ვარ!
- არა, თქვენ არა, ლუკა რაგბისტია, ძალიან მაგარი ტიპია და რაც მთავარია ბუტია არ არის, აი ვის მივყვები!
- მიყვარხარ! - გაეცინა.
- მეც! - გამეღიმა.
- კაი, დროებით!
- ბაი, ბაიიი!
- იცოდე წესიერად ჩაიცვი ქორწილში! - სიცილით ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე, რადგან არ „გამბუტებოდა“.
აუუუ, როგორი ბედნიერი ვააარ! უბრალოდ სრულ ბედნიერებამდე ერთი რამ მაკლია! დედამთილი!
დედამთილი - თამარ ბურჭულაძე (სასტვაში თამარ მეფე), დაბადებული 1964 წლის 13 აგვისტოს, (დაიბადა ჩემს საწამებლად, ცამეტ რიცხვში) ქალაქ თბილისში, ბურჭულაძეების ერთოთახიან ბინაში , თავად ცოტნე დადიანის უპირობო შთამომავალი. (აქ უკვე დაცინვა უნდა) როგორც თვითონ ამბობს ცოტნე დადიანი იყო მისი ბაბუის,იმის ბაბუის,კიდევ იმის ბაბუის მამის დის შვილის ქმრის ოჯახის მეზობლის შორეული მეგობარი. (ეს ახლა დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
ჩემი სადედამთილოს გამოთვლით, სადაც ცოტნე დადიანს თაფლი წაუსვეს ზუსტად იმ ადგილებში ყიდდნენ მისი წინაპრები ნამდვილ, ნატურალურ თაფლს).
ჰოდა, სულ ფიქრობს, რომ ცოტნე დადიანის გმირობაში მის წინაპრებს წვლილი მიუძღვით... (საწყალი...)
პროფესიით ისტორიკოსია, ამიტომ ადამის და ევას ცხოვრების ყოველი წუთი იცის. ლაპარაკი არაა მზიასა და ზეზვაზე. (ახლო ნათესავები იყვნენ)
ეს მის პიროვნებაზე. რაც შეეხება ჩემი და ლუკას ურთიერთობაზე სასტიკი წინააღმდეგი იყო, რადგან თურმე მოდა არ უყვარს, და არ უნდა ისტორიკოსი ქალის ოჯახში დიზაინერი რძალი. როგორღაც ლუკამ მოახერხა დედამისის დაყოლიება , მაგრამ ახალი პრობლემა წამოიჭრა. თურმე დედამთილზე მაღალი ვყოფილვარ და მის დაჩრდილვას ვაპირებ.
კარგით რაა ხალხო! ჩემი დედამთილი 1 მ და 62 სანტიმეტრზე დიდი არ იქნება.
ნუ მოკლედ, ასეთ წიკებზე თვალი დავხუჭე. მაგრამ კიდევ წამოროშა ერთი სისულელე: ასეთ გოგონებს არამგონია შვილი ეყოლოთ, ან თუ ეყოლებათ ისიც დაავადებულიო.
ეს იყო და ლუკას საბოლოოდ გამოვუცხადე – ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ასე ვერ გავძლებ, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა – მეთქი.
ლუკაც სერიოზულად ეჩხუბა დედამისს და ერთი თვე მეხვეწებოდა, დედამისის საქციელი მეპატიებინა – მისთვის.
ისევ ლუკა, თორემ ახლა ქორწილი კი არა, სამგლოვიარო ცერემონიალი მექნებოდა.
***

– აქ საიდან გაჩნდი? – ვიკივლე და დანას ხელი მაგრად მოვუჭირე.
ლუკამ ჯერ გატეხილ ჭიქას შეხედა, მერე მე.
– მე ხომ გითხარი გიპოვი მეთქი?
გულისცემა გამიხშირდა.
– შენ თუ აქ იმისთვის მოხვედი, რომ სპაიდერმენის როლი შეასრულო და ჩუმად მითვალთვალო... – სიტყვის დამთავრება არ მაცადა.
– მომისმინე გოგონი, თუ ა*რაკებ და გიხარია, ეგ ჩემი პრობლემა არ არის, მე იმისთვის მოვედი, რომ გავარკვიო რატომ ეკვეხები სხვის საქმეში.
ბლააა, ბლაა ბლააააა!
– გოგონებთან ზრდილობა არ გეშლება. – ვთქვი.
– შენნაირი უზრდელი მაინც არ ვარ. – დაიბუბუნა.
– რა ვქნა, ყავაზე დაგპატიჟო? თუ ჩაი მოგართვა?! ალბათ შოკოლადიან ფუნთუშებზეც არ იტყვი უარს. – ირონიულად ვუთხარი.
– შენნაირ მეტიჩარა გოგონებს ვერ ვიტან! აწისთვის იცოდე, კიდევ თუ გადამეღობები გზაზე შუაზე გაგგლეჯ!
– რაო, რაო? შენ თავი შვაინშტაიგერი ხომ არ გგონია? – ვკითხე.
ლუკას თვალები გაუფართოვდა, მერე კი ამრეზით შემომხედა.
– ჯობია ფილმებს კარგად უყურო, შვაინშტაიგერო.
... შვაინშტაიგერი კი არა, შვარცნეგერი... ფუ რა დებილი ვარ!
– იცი რაა, დროზე დაახვიე აქედან, თორემ მერე ნახავ! – უკვე დავემუქრე.
– კიდევ თუ სადმე გნახავ, იცოდე ხელს მოგტეხავ! – მითხრა და გარეთ გავიდა.
ბებია უჭყავის... ხელს მომტეხავს კი არა აქვე დავკლავ ღორივით!
რა უცნაური ადამიანია!

***
– ინგა, ამ კაბაზე ეს ფეხსაცმელი არ წავა, შე ლენჩო! – ვუთხარი ჩემს დას, რომელიც ამაოდ ცდილობდა ლურჯ კაბაზე ყავისფერი „კოვბოის“ ფეხსაცმლის ჩაცმას.
– შე დამპალო ვაშლო, ნუ მეძახი ინგას, ინა მქვია! – თქვა და ფეხსაცმლის ჩემკენ სროლა დააპირა.
სწორედ ამ დროს შემოვიდა ჩემიდედაჩემი. (როგორც ვეძახი).
– ვაა, ანის, ყველანაირ კაბაში ნანახი მყავხარ და საქორწილოში არა. აი თურმე! ყველაზე მეტად გიხდება! – მითხრა დედამ და მომეხვია.
– დეე, არ გვინდა ახლა ასეთები, თვითონაც იცის, რო მახინჯია და არაფერი უხდება. – თქვა ინამ და პომადა გადაითხაპნა ტუჩებზე.
– ჩემო ინგა, ვიცი გშურს, მაგრამ იმედია ჩემი წყალი გადმოგესხმება!
ინა მოიღუშა და ტუჩები დაპრუწა.
– იცი რაა? შენი ჭუჭყიანი წყალი შენთვის დაიტოვე. მე წმინდა წყლის პრინცს ვიშოვი... – თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა.
– მტკვარში ეძებე მაშინ! – დედას გავხედე, რომელიც ინას მრისხანებით უყურებდა, აქაოდა რა დროს შენი პრინციაო.
ინა უცებ მუხლებზე დაეცა და ხელები „ზეცად აღაპყრო“ (როგორც ჩემი სადედამთილო იტყოდა ამ შემთხვევაში).
– ღმერთო! შენ ჩემი ოცნებათა ოცნება ამიხდინე! შენ ჩემი სიცოცხლე გაახანგრძლივე და ჩემი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი თმის შეღებვას გადაარჩინე! ღმერთო, გთხოვ არასოდეს დააბრუნო ანისია მინდელი ამ სახლში, კერძოდ ამ ოთახში! დედამთილის მონა გახადე! დაე, მუდამ იმათ სახლში დარჩეს! – თქვა წამოდგა და თვალი ჩამიკრა.
– დედამთილის მონას დაგანახებ ერთ თვეში რომ მოხვალ ჩვენთან სატანავ! – თვალები დავუბრიალე და უცებ დავხუჭე, რადგან სტილისტმა ფანქარი პირდაპირ თვალში მატაკა.

***
ისეთი ცხელი დილა გათენდა, მზე მზე რომ არ ყოფილიყო, ისიც ზღვაში იბანავებდა.
როგორღაც მეღირსა და ბათუმში წავედი.
ყველაზე მეტად მაშინ ვიბღავლე, როცა ინამ მითხრა ბათუმში მივდივართ მე, შენ, თამთა და კეკეო. (კეკე ჩემი უბესთესი ფრენდია).
– ოღონდ ფული გაქ დასადებიო. – მითხრა. ფრთები უცებ მომეკეცა და ნეხვში ამოსვრილ მინდორზე დავეცი.
მაგრამ უცებ ისევ ავფრინდი და ჩემი დასადები 50 ლარი დავდე. მეგონა ინა საბაჟოში გამატარებდა და გამაკოტრებდა, მაგრამ სასწაული მოხდა და ეს არ მომხდარა!
ხოოდა, როგორღაც ჩავალაგე ჩემი ბარგი და წავედით ბათუმის დასაპყრობად.
გზაში ინას და თამთას ლაპარაკს მოვკარი ყური:
– ვითომ იქნება? – იკითხა თამთამ.
– გოგო, რო არ იყოს მოვკლავ! ცხოვრებაში ხმას არ გავცემ და დავშორდები! – თქვა ინამ.
ეს მეტიჩარა ნახე! შეყვარებული ჰყოლია უკვე!
ჩავახველე და ისე შევტრიალდი მათკენ, რომ ჩემი პროფილი დაენახათ.
ინა უცებ მიხვდა რაღაცას და თემა სხვა რამეზე გადაიტანა.
– თამთა, ხო იცი, როგორ უნდა გადამიღო სურათი ბათუმში რო ჩავალთ? – უთხრა თამთას და მუჯლუგუნი გაჰკრა.
სურათი რა ჯანდ... – სიტყვის თქმა არ აცადა ისევ წამოარტყა თავში ხელი.
– მზე რომ უნდა დამაჭერინო ხელში ის სურათი. – დაბნეულად გაუღიმა.
– აუ გთხოვ რაა, რასაც მერაბი დაგპირდა იმას მე ნუ დამიკავშირებ! გთხოვ! – უთხრა თამთამ და ტელეფონში ჩაძვრა.
ინას ალმური მოედო და დღიური აიფარა სახეზე.
რათქმაუნდა, თამთა ვერაფერს მიხვდა.
მე კი მივხვდი, რომ ჩემს დას სერიოზული ურთიერთობა ჰქონია ვინმე მერაბთან, რომელიც თურმე „მზის ხელში დაჭერას“ შეჰპირდა...

***

– თქვენ სტილისტი ხართ, არა? – ვკითხე სტილისტს, რომელმაც ვერც კი შეამჩნია, რომ ჩემი თვალი ვერ იყო რიგზე.
– დიახ, და თუ შეიძლება ნუ ტირიხართ, მაკიაჟს გამიფუჭებთ! – მითხრა აგდებული ტონით.
– მხედველობასთან პრობლემები ხომ არ გაქვთ? – ვკითხე.
– არა.
– არა, აშკარად შაში–ბეში გაქვთ თვალებში, ასე ვატყობ.
სტილისტმა ტუჩები დაპრუწა.
– მაკიაჟს მიწუნებთ? – დაიწიკვინა.
უცებ მინდოდა გამეწიწკნა და ეს ყავისფრად შეღებილი თავი ამომეგლიჯა, მაგრამ ინამ დამასწრო:
– ეი, ვირთხა! ვერ უყურებ პირდაპირ თვალში ატაკე ფანქარი! შენ რა სტილისტი ხარ! სწორი ხაზი ვერ გაგივლია ფურცელზე და სახეზე კონტურებს გამოიყვან? – აქ შეისვენა – ახლავე მომეცი ფანქარი და მოხიე აქედან სანამ ჩემი ჩუსტებით არ გამოგეკიდე! – მივარდა სტილისტს და ფანქარი გამოგლიჯა.
მე გაკვირვებულ–ნასიამოვნები ვუყურებდი ამ სანახაობას.
ინამ უკან გაიხედა და ნახა, რომ სტილისტი არსად წასვლას არ ჩქარობდა.
– შენ კიდე აქ ხარ? აჰა, ესეიგი გინდა რომ სუნიანი ნასკებით გამოგიტენო ეს დაბოტოქსებული პირი? თუ უნიტაზში გაყურყუმელაო სახით? – თვალები დაუბრიალა.
– ჯერ თანხა მომეცი და მერე წავალ! – არ ჩამორჩა სტილისტი – და შეგიძლია უნიტაზში ბებიაშენი აყვინთაო, სუნი მაინც ექნება უკეთესი.
ახლა უკვე ვსიო! სკამიდან წამოდგომას ვაპირებდი, რომ გემრიელად მიმესვა თავის ადგილას, მაგრამ ინამ თვალი ჩამიკრა, მხრებზე ხელი დამადო და მიბიძგა, რომ დავმჯდარვიყავი. თვითონ კი სტილისტს მიუბრუნდა:
– ესეიგი შენი ფეხით არ მიდიხარ აქედან?
– გადამიხადეთ და წავალ.
ინამ მაღალქუსლიანებზე დაიხედა, მერე კაბა ოდნავ მაღლა აიწია და ჯიქურად შეხედა სტილისტს.
სტილისტმაც თავის მხრივ ცალი წარბი აწია და გამომწვევად შეხედა ინას.
უცებ ინა წელში იხრება და თავით ეტაკება სტილისტს. მხარზე გადაიგდებს და ჩემი ოთახიდან გაჰყავს.

***
– კეკე, გაიგე ინა რას ეჩურჩულებოდა თამთს? – გადავჩურჩულე კეკეს, როცა ინას და თამთას ბოლო–ბოლო ჩაეძინათ.
– ვერა, რა მოხდა? – დაბნეულად მითხრა.
– რა და, თურმე ამ ჩვენს ინას ვინმე მერაბთან პაემანი აქვს ბათუმში. აი მისი აქ წამოსვლის მიზეზი. – ანთებული თვალებით გავხედე.
– მერაბი? – სიცილი ატეხა – რა იყო უკეთესი ვერ ნახა ვერავინ?
– ვნახოთ ერთი ვინაა. – ვუთხარი – იქ ალბათ მარტო წავლენ სადმე და ჩვენც ვუთვალთვალოთ! მოსულა?
– მოსულა! – ჩემს გამოწვდილ ხელს თავისი დაჰკრა კეკემ და ეშმაკურად ჩაიცინა.
არ გასულა დიდი ხანი, რომ ინას მთქნარების ხმა გავიგე და უკან გავხედე.
ზის და ტელეფონზე მესიჯობს. მის მხარზე კი თამთა წევს.
სულ დამავიწყდა იმის თქმა რომ თბილისი–ბათუმის მარშუტკაში ვიჯექით.
ინა და თამთა სულ ბოლოში ოთხიან სკამზე იჯდნენ, რომელზეც ასევე ასე 6 წლის ბიჭი და დედამისიც იყვნენ.
პატარა ბიჭი ფხიზლობდა და თვალებს აქეთ– იქით აცეცებდა.
უცებ საშინელი ხმა გავიგე და ჩვენი მარშუტკაც გაჩერდა.
– რა მოხდა? – იკითხა 6 წლის ბავშვის დედამ.
– საბურავი დაეშვა ქალბატონო! – თქვა მძღოლმა – ახლავე შევაკეთებთ, არ შეგეშინდეთ. – და მანქანიდან ჩავიდა.
ქალიც ჩავიდა დაბლა და ბავშვი მანქანაში დატოვა, რადგან ბიჭი ჩასვლის წინააღმდეგი იყო.
ეს ჩვენი ინა ზის და მესიჯობს.
ამ ბიჭსაც მეტი რა უნდოდა, ინას ტელეფონში იყურებოდა.
ინამ ეს შემაჩნია და უხერხულად შეიშმუშნა.
ბიჭი პირიქით – უფრო ჩაძვრა ტელეფონში.
ამჯერად ინამ ჩაახველა. ბიჭის რეაქცია – 0.
ინამ მოუთმენლად შეხედა ბიჭს, რომელსაც რაღაცის შერცხვა და თავი დახარა.
ჩემი და ბედნიერი სახით ბეჭდავდა რაღაცას – აქაოდა ეს იდიოტი ბავშვი მოვიშორეო.
მაგრამ ნურას უკაცრავად.
მოაშორა თუ არა ინამ თვალი ბიჭს, მაშინვე ტელეფონში დაუწყო ყურება.
– კეკე, უყურე ამას! – ვუჩურჩულე კეკეს და იმათკენ მივახედე.
ინამ ვეღარ მოითმინა, სწვდა ბიჭს ყურში და ძალიან მაგრად გადაუტრიალა.
– ბიჭუნი, შენ არ გასწავლეს სხვის ტელეფონში რომ არ უნდა იყურო? ჰაა? – უფრო გადაუტრიალა – აწი იზამ? – ჰკითხა უკვე მტირალ ბავშვს .
ბავშვმაც აღარ ვიზამო – თავი გააქნია და ინამ ლამის ჩამოგლეჯილ მარცხენა ყურს ხელი გაუშვა.
– რა ხდება დედუნი, რა მოგივიდა? – იყვირა ბიჭის დედამ და უცებ ამოვარდა მანქანაში.
მართალია, ინასთვის უნდა მეჩხუბა, როგორც უფროს დას, მაგრამ იმდენი ვიცინე ჩხუბის თავი აღარ მქონდა.
ინამ ბიჭს თვალები დაუბრიალა და მერე მუშტი აჩვენა – არაფერი უთხრა, თორემ გცემო.
ბიჭი დედას მიეხუტა და იმის მერე ხმა არ ამოუღია.
სული ძლივს მოვითქვით. კეკეს ოფლმაც კი დაასხა.
– რა და გყავს და შენ არ აფასებ! – სიცილით მითხრა.
– პირუტყვია და რა ქნას! – ვუთხარი და ღია ფანჯარაში თავი გავყავი.
სწორედ ამ დროს დიდმა იკარუსმა ჩაგვიქროლა.
მანქანა საქართველოს დროშებით იყო გადაჭედილი.
და ერთ–ერთ ფანჯრიდან ლუკა ლორია იყურებოდა.

***
სიცილით გავვარდი დერეფანში, სადაც აქოშინებული ინა მოდიოდა და უკან დედა მოჰყვებოდა.
– ინა! რა საქციელი იყო ეს?! რას ნიშნავს ეს?! – ყვიროდა დედა.
– დედა გეყო, თორემ შენც იგივეს გიზამ. – უთხრა დედას, ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა.
დედა ოთახში არ შემოსულა.
– რა ქენი, გოგო, გეგონება შვაინშტაიგერი იყო რაა! – გავიცინე.
– შვაინშტაიგერი რა შუაშია? – გაიკვირვა ინამ და ფანქარი გადამისვა ჩამცხრალ თვალზე.
ისევ იგივე შეცდომა! შვაინშტაიგერი კი არა შვრცნეგერი!
– შვარცნეგერი, უკაცრავად – გამეცინა.
– შენმა საქმრომ მასწავლა ეს. – თქვა და სიცილი წასკდა – შენი საქმრო კია ჯიგარი, მარა შენ რა გეშველება, სულ დაჩლუნგდი. – სიბრალულით შემომხედა.
– მერაბიკოს გაფიცებ! – მის სუსტ წერტილში მოვარტყი.
ინამ საჩვენებელი თითი სამჯერ გამწარებით მიირტყა ტუჩებზე – გაჩუმდი არავინ გაიგოსო.

***
არა! ეს შეუძლებელია! ლუკა არ იქნებოდა! რატომ მაინცდამაინც დღეს? ოხ, ბედი რომ არ გექნება ადამიანს!
არა, რატომ ვდარდობ? მე რას მიშლის? მაგრამ რომ მითხრა ხელს მოგტეხავო? ჰაჰ, ერთი გაბედოს და რამე მითხრას! მე არ ვიყო ანისია მინდელი ყოფა თუ არ ვუტირო!
– ჰეე, გოგო, გამოიღვიძე! სად დაფრინავ? – მხარი გამკრა კეკემ.
– აჰ, ჰო... რამე მოხდა? – ვკითხე დაბნეულმა.
– რა და ... – მოყოლა დაიწყო კეკემ, მაგრამ მე ისევ ფიქრებში გადავეშვი.
რას გადავიკიდე ის ბიჭი? რა უნდა ჩემგან? ვეცდები თავი მისგან შორს დავიჭირო.
– ანისია შენ არ მისმენ? – უკვე გაბრაზებული ხმით მითხრა კეკემ.
– არა, მეძინა! – ვუთხარი თავის დასაძვრენად.
– თვალგახელილს ხო? – ტუჩები მოპრუწა – რა გჭირს შენ? რაღაც გაწუხებს!
– აუ კეკე, წეღან იმ რაგბისტებმა ჩაიარეს... – ვუთხარი ხმის კანკალით.
კეკეს სახე მოეღრიცა.
– აი თურმე რა! – ტუჩები მოპრუწა – არ მითხრა რომ იმ ლუკასი გეშინია!
მე შევიშმუშნე.
– არა, რა მეშინია! უბრალოდ არ მინდა რომ შევხვდე და ესაა რაა...
– ხო, და ამიტო გაფითრდი ხო ასე?
კითხვა დავაიგნორე.
საერთოდ რაზე ვიშლი ნერვებს? მეც მაგარი ტიპი ვარ! იმ რეგვენს იქით მოვატეხავ ყველაფერს! ღორი!
ამ ფიქრებში ვიყავი, როცა თამთას და ინას ჩურჩული მომესმა. კეკეს მხარი დავარტყი და ორივემ ყურები ვცქვიტეთ.
– რაო რას გწერს? – ამბობს თამთა აღელვებით.
– აუ, რას და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო! – ინაც ინაზება.
– ოოო, რა იდიოტია, სიცოცხლეზე მეტად სხვა როგორ უნდა გიყვარდეს ვერ ვხვდები! – ჩაიბუზღუნა თამთამ.
ინამ ტუჩები მოპრუწა.
– კიდე მომწერა!.. დღეს ბათუმში საღამოს პირველ საათზე ბულვართან შემხვდიო! ვაიმეე! – ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. გადავწყვიტე ჩავრეულიყავი.
– ინა რა ხდება? – ვკითხე.
– ისაა... თამთამ მიპწკინა! – მოიგონა რაღაც სისულელე.
თამთა წამოენთო:
– აუუუ, როდის გიპწკინე, რას იტყუები! შენ მარტო მერა... – სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, მანქანამ ისევ ძლიერად დაამუხრუჭა და ყველამ წონასწორობა დავკარგეთ.

***
– ლუუ, როგორ ხარ? – ვკითხე ლუკას როცა დავურეკე.
– რავი ანე, შენ? – მკითხა გადაღლილი ხმით.
– რა არი რანაირი ხმა გაქ!
– მაგრად დავიღალე რაა...
– რამ დაგღალა ქონებზე ტანსაცმლის ჩაცმამ თუ რამე ახალი დაბრკოლებაა... – გამეცინა.
– კიდე დამცინი ხო? – ნაწყენი ხმით მითხრა.
– აბა, რამ დაგღალა ერთი მითხარი!
– რამ და რაგბს ვთამაშობდით ბიჭები.
წნევამ დამარტყა.
– შენ ნორმალური ხო ხარ? – ესღა ვთქვი.
– რა გინდა შე ქალო!
– დღეს რა დღეა ხო გახსოვს? – გაბრაზებულმა ტუჩები მოვპრუწე.
– კარგი რაა, ქორწილამდე ნახევარი დღე კიდევ გვაქვს! – თავი იმართლა.
ტელეფონი გავუთიშე.
ნეტა როდემდე ვაპირებთ ამ ბუტიაობებს?
ღმერთო ჩემო! ვის გაუგია ქორწილის დღეს რაგბის თამაში! არა რაა! მოვკლავ ამ ბიჭს მე!
ტელეფონი რეკავს.
– მმმ... – ვუპასუხე.
– კაი, რაა რანაირად იქცევი!
– შენთვითონ როგორ იქცევი! მალე ჯვრისწერა გვაქვს, ხო არ დაგავიწყდა? ქორწილი კია ნახევარი დღის მერე! – მივახალე.
– მიყვარხარ! – მითხრა.
– ოოოო... – გავინაზე.
– უფრო მიყვარხარ!
– უუუუუ...
– ვგიჟდები შენზე!
პასუხი უნდა გამეცა (უფრო სწორად უნდა მეზმუვლა), უცებ სადედამთილოს ხმა მესმის:
„ლუკა, დადე ეს დასაწვავი ტელეფონი და გაემზადე დროზე!“
რაო? მზად არ არის?
– ლუკა ლორია, შენ მზად არ ხარ? – ვკითხე სიბრაზისგან აცახცახებულმა.
– ვაფრენ შენზე! – მითხრა და ტელეფონი გამითიშა.

***
– რა ხდება? – იკივლა ვიღაცა ქალმა, რომელიც ჩემი და კეკეს წინ იჯდა.
– კინაღამ ავარია მოხდა! – იკივლა ხანში შესულმა ქალმა, რომელიც წინ იჯდა.
ჩვენი მძღოლი ფეთიანივით გადავიდა მანქანიდან.
გოგოები დაბლა ჩავედით.
– რა ხდება? – ამის კითხვაღა მოვასწარი.
მერე ყველაფერი აირია. შეხლაშემოხლა დაიწყო.
ჩვენი საწყალი მძღოლი და ორი ტანწერწეტა ბიჭი ამდენი ქონიანის წინააღმდეგ!
– ჩვენი ბრალი არაა! – ყვიროდა ვიღაც რაგბისტი – გამოიხედე ხოლმე თვალებში!
მართალია ჩვენი მძღოლი თავს არ იმართლებდა და დანაშაულს აღიარებდა, მაგრამ იმ საქონლებმა არაფერი არ შეუშვეს უტვინო თავებში.
– რაც მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა! – თავი გამოვიდე – არ ჯობია დავიშალოთ?
და უცებ ის მოხდა, რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა მომხდარიყო.
ლუკამ ჯიქური მზერა მომაპყრო.
ლამის შიშისგან ჩავიკეცე. „თუ კიდევ სადმე შემხვდები ხელს მოგტეხავ“ გონებაში ეს ფრაზა მიტრიალებდა.
უცებ სასწაული ხდება.
ვიღაცა ჩვენს მანქანაში “Happy” - ს რთავს!
და ეს ვიღაცა ვინ არის? რათქმაუნდა.
ჩემი ცანცარა და.

***
საწოლზე ვიწექი და არ მინდოდა მეტირა.
თავი მაღლა ავწიე, გავაქნიე, მაგრამ ჩემს ცრემლს ისე უნდოდა გადმოსვლა, რომ ვერ ვწყენინე და გადმოვუშვი.
საბედნიეროდ სანამ მეორეს გადმოვაგდებდი ინა შემოვიდა და ისტერიკები გამართა.
– რა გჭირს? მაკიაჟს რატომ მიფუჭებ?
მეც სასოწარკვეთილმა მოვუყევი რაც მოხდა.
– ორიგინალური ადამიანია. – ჩაიცინა ინამ. – შენ გაემზადე, თუ რამე და მოვიტაცებთ ლუკას პრობლემა არაა. – უკვე ახარხარდა.
– აუ რა გაცინებს? – ვიღრიალე და თვალებიდან მეწყერი გადმოვუშვი.
– დამშვიდდი შენ კიდე! – ჩამეხუტა – ის გახსოვს? – მკითა მაცდურად.
– არააა! – ვღრიალებდი , – რაა?
– შენმა საქმრომ მე რო მომტეხა ხელი შენს მაგიერ! – ტუჩები დაპრუწა.
კიი, როგორ არ მახსოვდა...

***

– აბააა წავიდა! ტანცუემ ვსეე! – ყვირის ინა და ხელებს აქეთ – იქით იქნევს.
რათქმაუნდა. ვინ იქნებოდა, თუ არა ინა! ბუნების შეცდომა!
ყველა გაშეშებული დგას.
უცებ თამთა ისეთ მოძრაობებს აკეთებს, სიცილი მიტყდება, მაგრამ ვხვდები, რომ სასაცილოდ არ მაქვს საქმე და ვჩერდები.
– წავიდაააა! ჰეფიიი, ბიქოზ ამ ჰეფიიი... – ყვირის ინა და თან იტყლარწება. კეკე იცინის.
„ფაროსნებს“ ერთი ვიღაც გამოეყო. ვერ დავინახე, რადგან კეკე სიცილისგან ძირს დავარდა და იმის ასაყენებლად ჩავიმუხლე.
ვუყურებ ინას და ვხედავ, რომ მანქანაში აღარ ზის, მუსიკა ითიშება და „მარშუტკიდან“ ლუკა ლორია ხტება.
– ვინ ხარ, შენი დედაც! – ყვირის გამწარებული ინა და ხელს იზილავს.
ლუკა ზიზღით უყურებს. სადისტია!
ინასკენ გავიქეცით.
– რა გიქნა?
– ხელი გადამიტრიალა და მაგრად მტკივა! – წამოიყვირა ინამ.
ბოროტი მზერით შევხედე ლუკას.
– შენ საქონელი ხარ თუ ვინ ხარ? – ვუკივლე – ცხვირმოუხოცავი იდიოტი! რეგვენო!
მეგონა ცა ჩამოიქცეოდა, მაგრამ მანქანაში ავიდა და იმის მერე კრგა ხანი არც მინახავს.

***
ჩემი ტელეფონი რეკავს.
– რაღა გინდა? – ვუთხარი ლუკას და ტუჩები მოვპრუწე.
– კაი, რა იყო რას იბუტები! ბოლო–ბოლო ცხოვრებაში პირველად ვითამაშე რაგბი გაპრანჭულმა, არ შეიძლება?
– რა თქვი? შენ რა ... – ხმა ჩამიწყდა.
– ხო, ხო, შარვალ–„კოსწუმით“ ვთამაშობდი!
ტელეფონი გავთიშე.
ცოტა ხანში მესიჯი მომდის:
„უკვე გამოვედით, მალე ჩემი ცოლი იქნები!“

***
ინას ბევრი ვეჩიჩინე, ექიმთან წავიდეთ–მეთქი, მაგრამ არაო.
სასტუმროში დავბინავდით. არსად არ გავსულვართ, რადგან იმ დღეს ყველაფრის ხალისი დაგვეკარგა.
– ძილინებისა! – ინამ ჩემს და კეკეს ოთახში შემოიხედა.
– ტკბილი ძილი. – უთხრა კეკემ.
– ხელი გტიკივა?
ინამ ჩაიცინა.
– არაა. ჰეე აბა! – საღი ხელი აგვიწია და გავიდა.
კეკეს მუჯლუგუნი გავკარი.
– რა ხდება?
– წავედით, იმ ვიღაც მერაბს თუ ზურაბს ხვდება.
უცებ გავედით გარეთ.
– აი იქ არის! – დაიყვირა კეკემ.
მივუახლოვდით და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.
ინა და მერაბა ერთმანეთს დორბლავენ.

***
– დროა! – კივილით შემოვიდა ინა და გარეთ გამიყვანა.
ქვევით ჩავედით.
ბევრი ბიჭი იდგა.
ლუკა ვერ დავინახე.
– სიძე მოოოოდიიი! – დაიყვირა ინამ და კარებში ლუკა შემოვიდა.
ისეთი სიმპათიური იყო, ყველა წყენა დამავიწყდა და გამეღიმა.
– როგორია? – მკითხა და ტანსაცმელზე მანიშნა.
– არ ვიცი... ანათებ! – გამეცინა.
– მზად ხარ რო გამომყვე ცოლად? – გაიღიმა.
– მე მზად ვარ, მაგრამ შენ ხარ მზად რომ გამიძლო? – გამეცინა და მოვეხვიე.

***
– ინა! – ვიკივლე და მათკენ წავედი. – აი თურმე რა ხდება!
ისე შეეშინდათ... ნამდვილად არ მელოდნენ.
– საიდან გაიგე? – ხმა ჩაუწყდა.
ხელზე მოვკიდე და წამოვათრიე.
– მტკივა. – ცრემლი ჩამოაგდო.
– ახლა აგტკივდა? აქამდე არ გტკიოდა რაღაც!
შუა ღამისას საავადმყოფოში გავიყვანე. (იქვე იყო).
ხელი მოტეხილი ჰქონდა... იმ იდიოტმა პირობა შეასრულა და ხელი მოტეხა. (ოღონდ მე დამინდო, რატომღაც).
ხელი თაბაშირში შეუხვიეს. თითქმის საავადმყოფოში გავათენეთ.
გადავწყვიტე თბილისში ხვალვე დავბრუნებულიყავით.
ბოღმა მახრჩობდა. მთელი გულით მინდოდა ის უნამუსო ადამიანი გამომელანძღა! რამხელა ბოღმა უნდა ჩაიდო გულში?! არ ვიცი...
გადავწყვიტე მენახა. (ჩემი ბედი რო ვიცი შარში გავეხვეოდი ისევ...) და მივწერე...
http://4love.ge/uploads/posts/2016-01/1452299013_untitled.png
***
ჯვარი დავიწერეთ. ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო! (ლუკაზე მეტად მე მიხაროდა, რადგან კრუელა (დედამთილი) რესტორანში იყო და იქ გველოდებოდა).
– ახლა იცი რას გიზამ? – მეუბნება ლუკა, როცა მანქანაში ვჯდებით.
თავი გავაქნიე.
– მაგრად გაკოცებ! – მითხრა და მართლაც, მაგრად მაკოცა.
რესტორანში შევედით. (ხო იცით ქორწილში რა როგორ ხდება, ამიტომ აღარ აღვწერ.)
ბედნიერების პიკს ვაღწევ და უცებ მესმის დედამთილის ხმა:
– ლუკა, დედა, ბევრი ღვინო არ დალიო, ცუდი მოსანელებელია.
(ცნობისთქვის, კრუელა იქვე დაჯდა, რო გვაკონტროლოს).
გამეცინა.
ლუკამ „ბოღმა“ სახით შემომხედა.
– ანისია, რა გაცინებს? მოგიწევს აწი შენც ჩემთან ერთად უღელის ტარება! – გამიღიმა.
რაც მთავარია დედამთილი იყოს კარგად!

***
მოკლედ ჩემი და ლუკას დაახლოვების შესახებ:
როგორც თვითონ ყვება ხოლმე:
– რაღაცნაირად დავიახლოვე, მერე კაფეში დავპატიჟე, გოგო შევიდა კაფეში, მე არ შევედი კაფეში და დავახლოვდით რაა.
და ყველა დებილივით იცინის.

***
ქართული ვიცეკვეთ.
ახლა ვტკებებით სხვისი ცეკვებით.
– ანე, ნახე იმ გოგოს ხო ხედავ, წითელი კაბა რო აცვია? – მეკითხება ლუკა.
– კი, რა იყო?
– ისე ცეკვავს, გეგონება კენჭის გავლა ჰქონდეს! – მითხრა.
სიცილი დავიწყეთ.
– ლუკა! დედა ნუ იცინი ასე ძალიან! მუცელი გეტკინება! – კრუელაც ჩაერთო.
ამოიკნავლა ამ ჩემმა სატრფომ და გაჩუმდა.
– აბა! პატარძალი ისვრის თაიგულს! შინაბ... – წამოსცდა „დიჯეის“ – გაუთხოვრები შუაში დადექით, გათხოვილები! ოეე, გათხოვილები! ჩემი ცოლი გადი აქედან! მოგხედავ შენ სახლში! აბაა! სააამიი, ოორიი, ეეერთიი!
და თაიგული იცითვის ხელში მოხვდა?
მერაბის.
– ჩემს ნათესავს ვერ მიუგდე? რაღა შენი აირჩიე?! – ბუზღუნებს ლუკა.
– ეე, ჩემი თაიგული იყო და ვისაც მინდა იმას ვესვრი! – ტუჩები მოვპრუწე.
რაც მთავარია დედამთილი იყოს კარგად!

***
– როგორ ხართ აბა? – მოდის ნიკა და მოჰყავს ვიღაც გოგო.
– ნარმალნა ბრატ, პროსტა ეს მუსიკა არ მომწონს. – ვუთხარი და „ჩორნიე გლაზა“–ზე ვანიშნე.
ნიკას გაეცინა. ლუკამ კიდე ინასთან ლაყბობა დაიწყო და მარტო დამტოვა.
– თან იცი რა არი, კრუელას შეკვეთილია ეს უჯიშობა. ლუკას ისე მოეშალა ნერვები ნახე სადამდე წავიდა. – გამეცინა.
ნიკამ თავი მოიქექა.
– კრუელა ვინღაა?
– ის, ქალბატონი, თავში რო ზის, ზიზღით რო უყურებს იმ მოკლეკაბიან გოგოს. – თავი გადავატრიალე.
– ღმერთმა გაძლება მოგცეს, ძმაო... – თქვა და წავიდა.
მთავარია დედამთილი იყოს კარგად!

***
– ცოტაც და დავიშლებით. – თქვა ლუკამ ღიმილით.
– და რა გიხარია მერე? – გველურად გავუღიმე და ტუჩზე ვიკბინე.
საყვარლად გაიცინა.
– მართლა რა გიხარია, შემოვა დედაშენი და... – აღარ დავასრულე.
– რატო ითარსები წინასწარ? გადავიფიქრე ყველაფერი! – წაიბუზღუნა.
– რა ყველაფერი? – სიცილს ძლივს ვიკავებ.
დავინახე რომ ღიმილს მალავდა.
– შვილი მინდოდა და შენ სამუდამოდ გამიქრე ყველანაირი იმედი.
გამეცინა.
– კაი, ხოო გნებდები. – მოვეხვიე.

***
– ახლა ჩევნი დროა, დიდხანს ველოდი! – მღერის ბოლო ხმაზე ლუკა.
ახლა კრუელა დაიყვირებს: 1... 2... 3...
– ლუკა, დედა რა გაყვირებს ხმას გაუფრთხილდი, გაგცვივა.
სიცილი დავიწყე.
– ხმა გაგცვივა? ეს თმაზე არ არის?
– ახლა მოკეტე და მოდი ჩემთან! – წაიბუზღუნა და თავისკენ გამათრია.

***
შუა ამბავში ვართ და კრუელას ხმა გვესმის:
– ლუკა, დედა, დაკავდით უკვე?
არ ვიცი რა გავაკეთო, თან მაგრად გავბრაზდი, თან მაგრად მეცინება.
ლუკას შევხედე. ისეთი სახე აქვს სიმწრისგან ლამის იტიროს.
კარგა ხანი აკაკუნა.
მერე როგორღაც გაქრა.

***
– მოგესალმებით, თქვენო უდიდებულესობავ! – მაღვიძებს ლუკა და კისერში მკოცნის.
– ზდაროვა. – ხელებს ვხვევ.
– წამო დაბლა, მშია.
ავდექით და დაბლა ჩავედით.
– დილამშვიდობისა. – ვთქვი როცა თამარი ვნახე.
– გამარჯობათ. როგორ იმგზავრეთ აბა წუხელ? – გვეკითხება.
ვერაა ეს ქალი ჭკუაზე.
– ვიმგზავრეთ? სად ვიმგზავრეთ? – ვკითხე.
ლუკა უკვე ყავას სვამდა.
– ვნების სამყაროში, შვილო. – თქვა და შემოგვხედა.
ლუკას ყავა გადასცდა და ტანსაცმელზე დაესხა.
გარეთ გავარდა. მეც სიცილით გავყევი.
– ვერ არის ეს ქალი კარგად! – ბუზღუნებდა.
ტანსაცმელი მივაწოდე.
კიდევ კარგა ხანს იბუზღუნა.
მერე ჩამეხუტა და მითხრა:
– ჩვენ აქ გავგიჟდებით.

***
2 თვის შემდეგ.
– შვილო, – დამიწყო ლაპარაკი კრუელამ, როცა ლუკა ვარჯიშზე წავიდა – კარგად გამიგე, შვილიშვილს მინდა მოვესწრო. ეცადეთ რაა!
– კი, მაგრამ, ლუკას არ სიამოვნებს, როცა ასეთ თემებზე ლაპარაკობთ, მოერიდეთ რაა, მასთან ასეთ ლაპარაკს, გაგიჟდება. – ვუთხარი.
– გაგიჟდება? რას მიქვია გაგიჟდება! გაგიჟებით თუ ვინმე გაგიჟდება ისიც მე! – დაიკნავლა, რომ შემცოდებოდა.
ტელეფონმა დაურეკა.
– თამარი გისმენთ. – თქვა მედიდურად.
– ...
– დეედა! ჩემი სიკვდილი! –დაიკივლა – მოვალ ახლავე! – და გათიშა.
– რა მოხდა? – ვკითხე.
– ჩვენი მეზობელი პავლე გარდაიცვალა.
– ვუი, ვიზიარებ! – ვუთხარი და კრუელას სახეზე გულში გემრიელად ვიცინე.
– გავირბენ მე იქით, სახლს მიხედე. – თქვა და გავარდა.
– არის სერ! – ვთქვი და ტელევიზორის ყურება დავიწყე.
საღამოს ლუკაც მოვიდა. ყველაფერი მოვუყევი.
პავლე უოჯახო იყო, არავინ ჰყავდა, მარტო კრუელა ეძმაკაცებოდა.
– წამო გავიდეთ. – მითხრა ლუკამ.
გავედით.
მიცვალებული გაცივებულიც არ იყო და ხვალ მარხავდნენ. კრუელამ ასე გადაწყვიტა.
ჩაცმის დრო რომ დადგა, თამარმა ბიჭები დაარიგა:
– ერთს გთხოვთ: ჰალსტუხი არ გაუკეთოთ, არ უყვარდა საწყალს...
– კუბოში წოლაზე ხო ჭკუა ეკეტებოდა რაა! – წამომცდა.
ლუკამ ჩაიფხუკუნა და სახლში შევარდა. მეც შევყევი.
სახლი დაგვექცა თავზე.
მთავარია კრუელა იყოს კარგად.

***
ერთ მშვენიერ დღეს ლუკა მეუბნება:
– რატომ მგონია, რომ ფეხმძიმედ ხარ?
– იმიტომ, რომ დებილი ხარ!
მერე დაიწყო თავისებურები.
– მიდი, ტესტი იყიდე რაა. – მეხვეწება.
– რად გინდა? – ვეკითხები.
– ოოო, ნუ მაიმუნობ, მიდი რაა.
– შენ იყიდე და მე გავიკეთებ, თუ პირიქით? – გამეცინა.
ლუკა უცებ ადგა და სახლიდან გავარდა.

ცოტა ხანში მოდის და ტესტი მოაქვს.
მეც შევდივარ და ვიკეთებ.
ცოტახანი ვუცდი და შემდეგ ვნახულობ.
ფეხმძიმედ ვარ.

***
ჩვენს ოჯახში დიდი ზეიმია. ლუკა ყვირის კრუელა კივის.
– შეიძლება დღეს ჩემებთან დავრჩე? – ვეკითხები ლუკას.
მოიწყინა, მაგრამ უარი ვერ მითხრა და გაკვირვებულ კრუელას კარი მოვუჯახუნეთ.
***
კარი ინამ გაგვიღო.
– აბა თუ მიხვდები ვინ მოგიყვანე. – ვეუბნები გადაკოცნების მერე.
– რა მიხვედრა უნდა! რათქმაუნდა ლუკა. – იდიოტია ეს გოგო!
თავი გავაქნიე.
ძაღლის, კატის, ძროხის, და კვიცის შემდეგ მობეზრებულმა მუცელზე ხელი დავიდე.
– ფეხმძიმედ ხარ? – თანხმობის მერე კივილი დაიწყო და მერე მთელი სახლი ვზეიმობდით, იმას რომ მალე გავსუქდებოდი.

***
6 თვის შემდეგ.
უკვე დიდი მუცელი მაქვს, მაგრამ არ გავსუქებულვარ.
ყველა თავს მევლება. ლუკაზე ლაპარაკი ზედმეტია.
ახალი წლის დღეებია. ჩემს მეგობარ ქეთას დავურეკე. (რომელიც ლუკას არ ეხატება გულზე)
სავარძელში ვზივართ ორივე. ხმამაღალზე მქონდა ჩართული. (ლუკას თხოვნით)
– ქეთოო, როგორ ხარ? გილოცავ, მრავალს დაესწარი, ჯანმრთელად, ბედნიერად...
– მეც გილოცავ, გოჭო, ბედნიერება არ მოგკლებოდეს...
– სად შეხვდი ახალ წელს? – ვკითხე.
– ხო იცი, დიდად არ მევასება ეს „ნიუ იეარები“ ამიტო საწოლში შევხვდი...
– ხალხი ბევრი იყო? – თქვა ლუკამ.
ტელეფონი გაითიშა. კიდევ კარგი უცებ ხმის დამწევისთვის დამეჭირა.
იმხელა ხმაზე ვიცინოდი, ლამის ჭერი ჩამოვარდა.
ცოტა ხანში ლუკა მეუბნება:
– წამო ან კინოში წავიდეთ ან კაფეში.
– არ მინდა კაფე. – ტუჩებს ვპრუწავ.
– რატომ?
– არ მინდა გამანებე თავი, მერე შენ არ შემოხვალ და დაიწყებ გოგო შევიდა კაფეში მე არ შევედი კაფეშიო! – ვუთხარი.
ლუკა იცინის და ჩუმად მეც მეპარება. (სიცილი გარყვნილებო)!!!
ღამე ძალიან მშივდებოდა.ამიტომ ვდგებოდი ხოლმე.
ერთხელაც ღამით ლუკამ მორიგი შეკითხვა დასვა:
– სად მიდიხარ ამ შუაღამეს?
– ვნახავ შუქი ხო არ დაგვრჩა ჩართული სამზარეულოში.
– ერთი ნაჭერი მეც წამომიღე. – მეუბნებოდა და გულიანად ვიცინოდით.

***
ამ ცხოვრებას პატარა კოტე ლორია რომ მოევლინა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ლუკა იყო, იმიტომ, რომ მე ჯერ კიდევ ნარკოზში ვიყავი.
როცა ტკივილები დამეწყო და კივილი დავიწყე ლუკამ იმარჯვა:
– ჩქარა ჩაჩავაში! – და ჩვენ, ორი რეგვენი სიცილით ვკვდებოდით.
მთელი ჩვენი ნაცნობ–მეგობრები საავადმყოფოში იყვნენ და მგულშემატკივრობდნენ.
რაღაც მიზეზების გამო საკეისრო კვეთა ჩამიტარეს.
ყველაფრისდა მიუხედავად ახლა სამნი ვართ: დედა, მამა, და ის ნანატრი შვილი მამა ქორწილის დღეს რომ ახსენებდა.
ქეიფი გვქონდა.
სადღეგრძელოების მერე მამა ამბობს:
– ინა, იპოვე შენც მეორე ნახევარი რა იყო! აღარ გიშლი ხო ხედავ!
ინა კოკა–კოლას ისხამდა.
– მამა, მეორე ნახევარი კი არა, აგერ კოკა–კოლაც ვერ მიპოვია ისეთი ჩემი სახელი რო ეწეროს!
მერე შემომხედა და ეშმაკურად ჩაიცინა.

***
4 წლის მერე.
მე ისევ ფეხმძიმედ ვარ და შემიძლია გითხრათ, რომ მალე პატარა ელენეს დედა გავხდები.
კოტე უკვე 3 წლისაა და ისეთია აზროვნება აქვს ხანდახან მეშინია ხოლმე.
აი მაგალითად:
ვზივართ სასტუმრო ოთახში და ტელევიზორს ვუყურებთ. კოტე თამაშობს.
უცებ ამოიხედა და გვეუბნება:
– დეე, მაა, ბავშვები იოგოი ჩნდებიან?
თავში ხელი წამოვირტყი.
– შენი გარყვნილია ეს ბავშვი! – ვეუბნები ლუკას – და შენვე აუხსენი.
– მაა, მოდი ჩემთან.
კოტეც მიდის ლუკასთან.
– მამა ბავშვები წეროებს მოჰყავთ.
– აი მჯეია ამისი! – თქვა კოტემ.
– არც კომბოსტოსი გჯერა? – ჰკითხა ლუკამ.
კოტემ თავი გააქნია.
– ოო, რთული სიტუაციაა! – იძახის ლუკა და მე სიცილით ვკვდები.
ოთახში კრუელა შემოდის.
– რა ხდება აბა? – იკითხა.
– კოტეს აინტერესებს ბავშვები როგორ ჩნდებიან. – უთხრა ლუკამ და თავი მოიფხანა.
– რათქმაუნდა სექსით! – თქვა და წვენი დაისხა.
ორივემ წამოვიყვირეთ.
– რაიყო, ტყუილს ვამბობ რამეს? – თქვა და დალევა გააგრძელა.
– დედა, ეს რო მდომოდა მეც ვეტყოდი.
– რა, ბავშვის გრცხვნოდა მერე? – თვალები გადაატრიალა.
აი ამის მერე ამას პედაგოგო ჰქვია! ტფუი!
– მაა, სექ... – უცებ კოტეს ლუკამ პირზე ხელი ააფარა.
– წადი და ითამაშე! – მკაცრად უთხრა და გაუშვა.
– მაა, აი გამიბიაჟდე იაა, მაინტეიესებდა დედიკომ ჩემი დაიკო იატო შეჭამა! – თქვა და სათამაშოდ გაიქცა.
სიცილი ავტეხეთ. ჩვენ კი არა კრუელაც კი იცინოდა – გულიანად.

ასეთია ჩვენი ცხოვრება. ზოგს უმართლებს, ზოგს არა. მე პირველ ვარიანტში მოვხვდი. მჯერა, რომ სიცოცხლეს ვიხანგრძლივებთ იმდენს ვიცინით. ლუკა მოკითხვას გითვლის, კოტე კოცნას გიგზავნის, ჩემი გოგო მოუსვენრად წრიალებს მუცელში, აი კრუელა კი მეუბნება ხელი აუწიე ჩემს მაგივრადო. (შენი წარმოსახვსთვის მომინდია)
მე შენ, სრულიად უცხო ადამიანს გაგანდე ჩემი პირადი ცხოვრება. მადლობა, რომ ჩემთვის დრო გამონახე, რადგან ეს მთელი გულით დავწერე. იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ.
პატივისცემით ანისია მინდელი.
09.01.2016 წელი

––––––––––
მოვედი ! გილოცავთ ახალ წელს!
შეაფასეთ და ყველამ დაწერეთ კომენტარები.
თქვენი coco girl



№1  offline წევრი p♥♥h ^^

კარქი გოგო ხარ რას გერჩი?! lol
კაი იყოო ხალისიანად აავდექი საწოლიდან feel
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline წევრი მოიისფრო

მხიარული ისტორია იყო. ბევრიც ვიცინე სადედამთილოზე, მაგრამ დახვეწა აშკარად სჭირდება...

 


№3  offline წევრი Firefly

ბევრი ვიცინე,ძალიან კარგო იყო love
--------------------
M.T

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaih ra kargi iyo ra kargad vixalisee :)))

 


№5  offline მოდერი tsn

,,მთავარია დრდამთილი იყოს კარგად" :-დ კარგი იყო

 


№6  offline წევრი kaxelii

ვუაიმეეე ეს რა იყო მოვკვდი სიცილით რომ წარმოვიდგინე რაღაც მომენტები. ვერ ვიტყვი შეცდომები არ იყო მეთქი მაგრამ მაგრად გავერთე და მადლობა შენ. გოგო შევიდა კაფეში ბლა ბლა ბლა კუბოში წოლაზე ხო გიჟდებოდა დაესეთები ცოტა ბანალური მეჩვენა მაგრამ ეს ძალიან მაგრი იყო დედამთილმა მომკლა wink lol

 


№7 სტუმარი A

ძალიან სახალისო იო მომეწონა

 


№8  offline წევრი ნ ი ნ ა

ძალიან სასაცილო იყო მართლაც და ეს მჭირდებოდა ხასიათის გამოსაკეთებლად.თუმცა ცოტათი დახვეწა ნამდვილად კარგი იყო

 


№9  offline წევრი ninito

Magari cud xasiatze viyavii da es rom wavikitxee aii dzann magra xasiatze davdeqi. Kargii iyoo :D :*

 


№10 სტუმარი likuna

Aiaiai indeni vicine da ise xmamagla chemi dzma gaognebuli gamobida xo ar gaafrinao

 


№11 სტუმარი Nanuki

Muceli mtkiva imdeni vicine am shuagames!! Dzalian momecona bevri bevri aseti istoriebi raa ^__^ <3 magram isrom dagecera rogor dauaxlovdnen luka da anisia ertmanets uketesi ikneboda <3

 


№12  offline წევრი coco girl

მადლობა ყველას <3 ისე გამიხარდაა <3 მადლობა, რომ წაიკითხეთ <3 დახვეწა რათქმაუნდა სჭირდება :D ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ თქვენ კარგ ხასიათზე გაყენებთ ჩემი მოთხრობები <3 მიყვარხართ ყველა <3

 


№13  offline წევრი სპენსერი

მოკლედ..ეს ისტორია რო ვნახე ჯერ სათაურმა დამაინტრიგა მერე ადექი და წავიკითხე..არ ვიცი რა გითხრა ყველაზე პოზიტიური და მხიარული ისტორია იყო! ძალიან მომეწონა არ ვიცი რა ვთქვა! ყველაზე ყველაზე :დდ ისტორია იყო! განსაკუთრებით "სამარშუტო"-ს სცენა მომეწონა და დიჯეიმ საერთოდ არ ვიცი "გამხია" სიცილისგან..საუკეთესო ხარ! ძალიან ძალიან მომეწონა..ამ დედამთილმა კიდე შემჭამა რა..:დდ მოკლედდდ ^_^ ძალიაააან მაგარიიიი ისტორია იყოო! იმრავლონ ასეთმა ისტორებმააა :დდდ ^.^
მთავარია დედამთილი იყოს კარგად! wink

 


№14  offline წევრი salomee

ძააან მომეწონა! ძალიან! იმდენი ვიცინე შენ ვერ წარმოიდგენ. ჩაჩავა იყო სასწაული! :)))))))) წარმატებები!

 


№15 სტუმარი anita

vaime ramdeni vicine dedamtilze movkvdi sicilit.. dzaan pozitiuri iyo raa :D))

 


№16  offline წევრი Nate

ვუაიმე, მომწონს მე ეს ისტორია ძაან! :დ
სადედამთილოზე ვგიჟდებუ;დ იმენო პირია :D
გული დამწყდა, ბოლოს დედამთილის პოზიცია მაინტერესებდა! :დდდდდდდ

 


№17  offline წევრი an ni

ცოტა გვიან წავიკითხე....ასე არაფერზეარ მიცინია:დ ძაან დიდი მადლობა ამისთვის და ჩემი რჩევა იქნება რო იუმორისტული მოთხრობები წერო და ამ სფეროში იყო :*

 


№18  offline წევრი ენნე

ძალიან ძალიან საყვარლობა იყო <3

 


№19 სტუმარი სტუმარიი

რათქმაუნდა ვხვდები, რომ იუმორისტული ტიპის მოთხრობაა, მაგრამ მე რომ რამე არ გავასერიოზულო ისე არ შემიძლია :დ
ვთვლი, რომ უნდა გიყვარდეს ქმარი და არა ქმარი დედიანად. ლუკასნაირ მეორე ნახევარს არანაირად არ ვისურვებდი და არც სხვას ვუსურვებდი. ეგეთები კაცებად არ მიმაჩნია, რადგან გაზრდილებიც დედიკოს პატარა ბიჭებად რჩებიან. არც დედამთილთან ცხოვრება მიმაჩნია სწორად, თუ გადასვლის საშუალება გაქვს. კიბატონო, ეს არის იუმორისტული მოთხრობა, რომელშიც დღევანდელი სამწუხარო რეალობაა ასახული. და იმედია, მალე გამოსწორდება.

 


№20 სტუმარი მადონა ხაჭაპურიძე-კიკვიძე

ტქვენ გაიხარეთ.ძალიან მომეწონა.იმდენი ვიცინე ყბები მეტკინა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent