შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკვდავების წამლისთვის (სრულად)


9-01-2016, 11:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 195

მე მეცნიერი ვარ,შეუდარებელი მეცნიერი და თანაც ქალი...მე მსოფლიო გარდავქმენი.ვიყავი და ვერავისთან ვაწყობდი ურთიერთობას..მუდამ მეგონა,რომ სიყვარული იყო რაღაც აღმაფრენის მომტანი და საოცარი ძალა,მაგრამ დრო საპირისპიროს მიმტკიცებდა..მტკიოდა,მიყვარდა...ვტიროდი და ისევ მიყვარდა..მუდამ მინდოდა,რომ რაღაც ახალი მეპოვნა,ახალი გრძნობა მსურდა,ახალი ემოცია და ახალი თავგადასავალი,მიყვარდა მოგზაურობა და სიგიჟეების კეთება.
მუდამ უკმაყოფილო და დაცლილი ვიყავი..როცა ვინმე მიყვარდა,ყველაფერს მე ვიღებდი და სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებდი,მხოლოდ და მხოლოდ ვიფიტებოდი..სუსტი ვიყავი,სუსტი და უსუსური ქალი,ვითარცა ბავშვი..
მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეუცვალა...მშობლებმა სახლიდან გამომაგდეს იმიტომ,რომ ორსულად ვიყავი და არც ვიცოდი ვინ იყო ბავშვის მამა..სიმართლე ვთქვა,ჩემი სუსტი გული გაანადგურა სიყვარულის დაკარგვამ,მახსოვს იმ ბიჭმა როგორ მიმატოვა..შემდეგ კი შეხვედრები დავიწყე,ყოველ მეორე დღეს ახალ ბიჭს ვიცნობდი ბარში,მასთან ერთად ვსვამდი და მერე...ხომ ხვდებით...
ვაღიარებ,რომ ეს ყველაზე კარგი დეპრესანტი იყო...მაგრამ ამასაც ჰქონდა უკუჩვენებეა...და მე ორსულად დავრჩი...ბავშვს არ ვკლავდი და ჩემებმაც გაიგეს..გამომაგდეს,მახსოვს როგორ ვიდექი უმწეო 24 წლის გოგონა თავშიშველი ღია ცის ქვეშ,ვიდექი და წვიმაში ცას ვუყურებდი..სასწაულს ველოდებოდი..
ჩემს ოპტიმისტ გულს ჯერ კიდევ სჯეროდა სასწაულების.
ჰო,ბავშვი გავაჩინე,მერე გავაშვილე და მერე...უბრალოდ გავქრი,ბავშვში დიდი თანხა მომცეს,ამ ფულით ამერიკაში წავედი და სახლიც ვიქირავე...თავიდან უდარდელად ვცხოვრობდი,ცრემლებითა და უაზრო სიცილით ვატარებდი დღეებს...ჩემი ყოველი წამი დებილური იყო,არავინ მყავდა..თბილისელ მეგობრებსაც აღარ ვახსოვდი,ყველას დავევიწყებინა..სხვა რა გზა მქონდა...
უაზროდ ვირთობდი ხოლმე თავს...
მაგრამ ერთ დღეს სიზმარი ვნახე...ვნახე,რომ ძლიერი ვიყავი..
რამდენიმე კვირა სულ ერთსა და იმავეს ვანხულობდი..ვნახულობდი,რომ რაღაც გადატრიალებას ვახდენდი..ამან ბრძოლისკენ მიბიძგა..და 24 წლის გენეტიკოსმა მოქმედება დავიწყე..
დღედაღამ ფიქრში ვიყავი,ვსწავლობდი ათას რამეს..დაზუსტებით არ ვიცოდი რას ვაკეთებდი,მაგრამ მაინც ვიცოდი..
ადრეულ ასაკში მეგონა,რომ სიყვარული საოცარი რამ იყო..მერე კი მივხვდი,დრომ მიჩვენა,რომ ის მხოლოდ ილუზია ყოფილა,ამ ცხოვრების შელამაზების ილუზია..ადამიანები მის ქვეშ ვიმალებოდით,რათა სამყარო სხვანაირადდაგვენახვა..ეს ჩვენთვის იყო ძლიერი ნარკოტიკი,ნარკოტიკი,რომელიც ბევრ რამეს გვავიწყებდა...
იცით,რას მივხვდი? ამ ცხოვრების მთავარი აზრი წარმატება და ახლის შეცნობა ყოფილა..არც მეგობრობა ყოფილა ნამდვილი,არც სიყვარული,არც სექსი და არც არაფერი...ამ ცხოვრებაში მთავარი საკუთარი საქმის პოვნაა,დანარჩენი კი უკვე დამანგრეველი ნარკოტიკია,რომელიც შიგნიდან გჭამს და თან გატკბობს...სხვა რაა სიყვარული თუ არა მაზოხიზმი..ვიღაც გიყვარს და მისთვის იწვი,სამაგიეროდ იღებ რამეს ან კიდევ არ იღებ..ან რა არის სექსი? რაღაც აბსურდი,როცა იქმნი იმის ილუზიას,რომ შენი პარტნიორი შენზე გიჟება...როცა გაქვს ისეთი შეგრძნება,რომ ვიღაც ცხელი ტუჩებით მთელ სხეულს გიკოცნით.
კარგით რა.
ეს ყველაფერი ისეთი სისულელეა..უკვე იმდენმა წერა სიყვარული,ვნებაო...რომ ყელში ამომივიდა...ამ ბოლო დროს და უკვე დიდი ხანია,რაც ეს თემა მომბეზრდა...მხოლოდ გულის ტკენა და მერე წიკვინი...არა,ეს ჩემი საქმე არაა...
გულნატკენი დედაბერიაო,ალბათ,იფიქრებს ვინმე იმ სამყაროდან,ინ წარსულიდან,რომელშიც სიყვარულის მონა ვიყავი...ჰო,იფიქრებს და მას არც ვამტყუვნებს..მეც მასე ვიფიქრებდი,მეც მასეთი ვიყავი იმ საშინელ და სასტიკ სამყაროში...მეც მიყვარდა,მეც მტკიოდა და მეც ვტიროდი....არა,ეს სასაცილოა...როგორ მეტირებოდა დრამებზე და როგორ მეცინებოდა კომედიებზე..მაშინ ვერ ვსწვდებოდი სამყაროს არსს...ეს არის სამყარო,სადაც მხოლოდ საკუთარი თავი გადარდებს,სადაც ცხოვრება მუდამ გრძელდება,თუ გაქვს თავი მხრებზე...დიახ,ეს ასეაა და ამაშია ის იდუმალი საიდუმლოება,რომელიც თითოეულ ადამიანის გულს ასე თი ისე იზიდავს...
მუდამ მარტოსული ვიყავი იქ,იმ ნაგავ სამყაროში მანამ,სანამ საკუთარი საქმე არ ვიპოვე და ბოლომდე არშევითვისე..ახლა მე ისტორია ვარ,დიახ,ისტორია...ქალი,რომელიც 30 წლის ასაკში უკვე მსოფლიო დონის მეცნიერი გახდა...
მე გენეტიკოსი ვარ,მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი თუ რატომ ხდებიან მამაკაცებზე დამოკიდებულნი ქალები..არა,ვიცი,მაგრამ ჯერ კიდევ ვიკავებ თავს ამის აღიარებისაგან,ალბათ,იმიტომ,რომ არ მინდა გული ჩავუკლა ისეთ ქალებს,როგორიც ერთ დროს მეც ვიყავი..ქალი მამაკაცს მხოლოდ მისი განსხვავებული აგებულებისა და ფიზიკურობის გამო ეკედლება,მასში ხედავს ძლიერ არსებას,სინამდვილეში კი ასე არაა...კაცი უბრალოდ კაცია,ჩვეულებრივი ადამიანი,რომელიც გარეგნულად ქალზე ძლიერია...
დღეს 2115 წელია...სასაცილოა,რომ 100 წლის წინ ახალი დამთავრებული მქონდა სკოლა..სასაცილოა,რომ ადრე მეგონა,რომ მალე დავასრულებდი ცხოვრებას..მაგრამ ახლა მე ისევ ისეთივე ვარ და კიდევ უფრო ლამაზი..მე სრულვყავი ადამიანიდან დამბერებელი უჯრედების გამოდევნა,დღეს ცხოვრება უფრო ხანგრძლივია...მეცნიერება ისევ წინ მიიწევს...
თინეიჯერობაში ვფიქრობდი,რომ დიდ ხანს ცხოვრება ადამიანებში სიცოცხლის სურვილს გააქრობდა,მაგრამ ასე არ ყოფილა...პირიქით,ახლა უფრო ძლიერად მწყურია ის...ცხოვრება ლამაზია მაშინ,როცა ყველას თანაბრად ასხივებ,არ უნდა მიეჯაჭვო ერთ მამაკაცს..უნდა უყურო მათ და დატკბე,უნდა იპოვო თითოეულ მათგანში ის,რაც მოგწონს..ერთი მაღალი იქნება,ათლეტური,მიმზიდველი..მეორე ჭკვიანი და გონიერი..მესამეხელოვანი,მეოთხე უძლიერესი მეცნიერი...და ყველაფერი ასე ხდება,უბრალოდ უნდა იცხოვრო და ისიამოვნო..არ ღირს გულის ტკენა,არ ღირს რამის გაიდეალება...
მაინც შევეგუებით და აზრი?!
ალბათ,ბევრი შვილი ჰყავსო-იფიქრებს ვინმე...არა,ერთიც არ მყავს..თუ არ ჩავთვლით იმ პატარას,რომელიც გავაშვილე და საუკუნეა არ მინახავს...გგონით მენატრება? არა,რა სისულელეა..არ მენატრება..მე დაბადებიდანვე ვიცოდი,რომ სხვა არ მჭირდებოდა,ადამიანებს გასართობ საგნებადაღვიქვამდი,მაგრამ საპირისპირო სქესი კი მაფიქრება..ახლა?! ახლა ბედნიერი ვარ,ბედნიერი ვარ,რომ უკვე 118 წლის ქალი გამოვიყურე ისე,რომ იმ წინა საუკუნის 18 წლის გოგონასაც კი შეშურდება....არ გეგონოთ,რომ ჯანმრთელი არ ვარ,დიახ,ვარ და მე მიხარია,რომ ვარსებობ...

-ანია,როგორ ხარ?-გამიღიმა მაღალმა და სათვალიანმა.ისიც მეცნიერია და ჩემთან მუშაობს.ერთი სიტყვით,ჩემი თანაშემწეა.
-შესანიშნავად..-გავუღიმე.
-ხომ არ გვევახშმა?
-რა თქმა უნდა..
მასთან უკვე რამდენჯერმე ვივახშმე,მაგრამ არ გეგოონოთ,რომ გამომშვიდობებისას ვაკოცეთ ან სექსი გვქონდა რესტორნის ტუალეტში..სულაც არა,ჩვენ მეცნიერებაზე ვისაუბრეთ და შემდეგ ერთმანეთს გაღიმებულები დავშორდით,მამაკაცთან საქმის დაჭერა უფრო სასიამოვნოა,ამდენი ხნის ცხოვრების შემდეგ მასთან საუბარი სხვაგვარ სიამოვნებას მანიჭებს..ამას ჯერ კიდევ ვერ ვხსნი,მაგრამ არც იმას ვუარყოფ,რომ ფიზიკურ სიამოვნებაზეც არ ამბობს ჩემი 118 წლის სხეული უარს.
აი,დევიდი მართლაც მიზიდავს,მასთან საუბარი არც გამომდის,რესტორნებსა და ბარებში როდი დავდივართ,სახლის ზრურბს არასდროს ვშორდებით..მას ერთი პატარა ოთახი აქვს,მაგრამ ეს შესანიშნავად გვყოფნის...ამოიღებს ხოლმე პულტს და სენსორით გააჩენს ლამაზ საწოლს,შემდეგ შამპანურებსამოაცურებს პატარა ეკრანიდან და იწყება ჩვენი ნეტარება..
აი,ესაა ცხოვრება..ამ ეპოქაში პლატონური ცხოვრება ამართლებს...პლატონური გრძნობებით ვკავდებით,მაგრამ იმასაც ავღნიშნავ,რომ ემოციურად არავიზე ვარ მიჯაჭვული...უკვე გააზრებული მაქვს,რომ ცხოვრება გრძელდება..არავის ვიყვარებ...პრინციპში,არც მიყვარდება..აი,ცხოვრება და მისი აზრი...
დროის სვლის აღარ მეშინია..აღარ ვამბობ,რომ ის მეფობს..
ამქვეყნადმეცნიერება მეფობს,სხვა ყველაფერი აბსურდია....

ხალხი მშვენივრად ცხოვრობს...უკვირთ,რომ თითქმის უკვდავნი არიაან და ეს უხარიათ....კაცები ცოლებს იცვლიან,ქალები თავისუფალნი და გაწონასწორებულნი არიან..გული არავის სტკივა...
ჭამა-სმა გაადვილდა,სენსორიან ტეელფონებს ყველაფრისთვის ვიყენებთ..მისგან ამოგვაქვს შეკვეთილი კერძი..დიასახლისი გაქრა,გაქრა მოახლე...მენაგვე და ბანკირი აღარ არსებობს,გამყიდველი წარსულს ჩაბარდა..დღეს ტექნიკა მართავს სამყაროს..მხოლოდ ძლიერები სჭირდება ქვეყანას..მე ვმუშაობ და ჩემნაირე მუშაობენ...უკვე ჩვეულებრივი პროგრამისტი აფსურსია,მის დანიშნულებას ერთი პატარა აპარატი ასრუელბს...
ცხოვრებაში პირველად ვამბობ,რომ ბედნიერი ვარ,თუმცა კმაყოფილი არ ვარ...არც არასდროს ვიქნები...
ყველაფერი ისეთი ლამაზი და სასიამოვნო აქ...არ მჯერა,რომ აქ ვცხოვრობ.არ მჯერა,რომ ამაში დიდი წვლილი მე შევიტანე..

-ანია..
-ჰო,ჯენი...
-დღეს ჩემი დაბადების დღეა და მოხვალ..
-არ ვიცი..მარტო ვერ წამოვალ და თუ ნორმალური კაცი ამოვიყვანე კი..-ტელეფონზე ვანიშნე.
-შესძლებ..-თვალი ჩამიკრა.

ჰო,სენსორით ვირჩევ ხოლმე მამაკაცს,ის თუ თანახმაა,ეკრანიდან გადმოდის და პაემანზე მომყვება..ეს ისეთი იოლი და ისეთი სახალისოა..
-ჯორჯ,წვეულებაზე მოდიხარ.
-კარგი,ანია...-გაიღიმა მაღალმა და საშინლად სიმპათიურმა მამაკაცმა.
-კაბის არჩევაში უნდა დამეხმარო..-ტელეფონი ცხვირწინ მივუტანე და ავკისკისდი.
-ეს მოგიხდება?-მკითხა დაბნეულმა.
-კი,მგონი..-გამეცინა.
-აბა,მოისინჯე..
-ახლავე..-სენსორს შევეხე და კაბა სხეულთან მივიტანე...მაშინვე გამოვიცვალე და შემდეგ სარკის წინ ავისვეტე..გამოცვალე რომ ადვილია,ადრე კი ჩაცმა-გახდა ტვინს მიჭამდა.

-პერფექტ..-გამიღიმა ჯენიმ.
-სხვნაირად ვერც იქნებოდა,ნახე ჩემი მწყვილე..-ვანიშნე დევიდზე.
-კანფეტ.
-ასეთები ყრია..-ყურში ჩავჩურჩულე და დევინი საცეკვაოდ წავიყვანე.
-არის შენში რაღაც..
-ვერ მცნობ..რამდენის ხარ?
-აბა,არ გცნობ...ვინ ვერ გცნობ რო შენ..
-რამდენის ხარ?
-დამცინებ,რომ გითხრა.
-კარგი რა,მიდი..
-25-ის.
-118 წლის ვარ,ძმა...-თვალი ჩავუკარი.
-ცხოვრება როგორი იყო მაშინ?-მკითხა ინტერესით.
-უაზრო და მოსაბეზრებელი..ქორწილი,შვილები,ჩხუბი...სახლი,სამსახური...ახლა კი სამოთხეა..-კმაყოფილი გამომეტყველებით ჩავილაპარაკე.
-ტკივილიც ჰო?-შემომხედა დამფრთხალი სახით.
-ჰო,ტკივილით..-გავუღიმე და უფრო ძლიერად მივეკარი.
-თბილი ხარ...
-ვერ მთაფლავ..შენნაირ ლაწირაკთან არ დავწვები..
-იტყუები..
-ვნახოთ..

-დევიდ,გაიღვიძე,ლაწირაკო..
-კარგი,ანია..მაგრამ არ გამაგდებ..
-რატომ?
-მომეჯაჭვე.
-ღადაობ? 100 წლის წინ რომ მენახე კი,მაგრამ ახლა არავის ვეჯაჭვები,არავინაა ჩემი ნარკოტიკი და იცი რა? არავიზე ვარ დამოკიდებული..
-გარდა საკუთარი თავისა-შემისწორ და ჩაიღიმა.
-მადლობა თქვი,რომ გუშინ არ გაგაგდე..
-კარგი რა..ხომ მოგეწონა?
-ახლა წადი..-კარებისკენ ვანიშნე და სენსორით გამოვიცვალე.
-კარგი,ჰო..წავედი,შენნაირ ქალს ვერაფრით გავაკვირვებ..
-აი,ასე...სწრაფად...პერანგს ვერ გესვრი..-თვალი ჩავუკარი და საწოლი გავაქრე.

-აი,ასე მიდის ცხოვრება..ცხოვრებას არც დასასრული აქვს და არც დასაწყისი....“ჰეფი ენდი“ და სევდა ჯერ არ ჩანს...ჩემი ცხოვრებაც ასე მიდის...მეცნიერება ისევ მიიწევს წინ,ისევ იცვლის სამყარო სახეს..ისევ მიხარია,ისევ მსიამოვნებს,მაგრამ არ მტკივა...

2130
ვცდებოდი...უკვე ვგრძნობ,რომ მომბეზრდა...თითქოს ყოველგვარი რესურსი ამოვწურე...აღარც გართობა მიზიდავს და არც არაფერი..მეცნიერებაც რუტინულად მიდის...რაღაც მაკლია..თითქოს ეს ძალიან შორსა..მაგრამ არ ვიცი სად...
დღეს უკვდავების წამალზე ვმუშაობთ...არა,მაინც კარგია...
გართობა და მსგავსი ამოვიღე უკვე...მხოლოდ მეცნიერებაღა მიზიდავს...

-ახალი ეპოქა...
-თითქმის უკვდავება არ კმარა...-ვიღიმი.
-არ კმარა...დღეს ჩვენ უკვდავების წამალზე ვისაუბრებთ.
-ოც წელიწადში უკვდავნი ვიქნებით...
-მეცნიერება ღმერთია!-ვიღიმი და კმაყოფილი სახით ვიკავებ ჩემს ადგილს..
„უკვდავების წამლისთვის ღირდა,ეს ყველაფერი ღირდა“-თავში მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებს.



№1 სტუმარი Nia

Davicke da nervi ar meko ... Adre gacilebit uket cerdi

 


№2  offline მოდერი sopiko

სულ ერთ თემაზე წერ... უიმედო ადამიანები... მერე უყვარდებათ... მერე ბედნიერები არიან... ახალი სხივი უნდა შეიტანო შენ შემოქმედებაში!

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Nia
Davicke da nervi ar meko ... Adre gacilebit uket cerdi

sopiko
სულ ერთ თემაზე წერ... უიმედო ადამიანები... მერე უყვარდებათ... მერე ბედნიერები არიან... ახალი სხივი უნდა შეიტანო შენ შემოქმედებაში!

ფანტასტიკა იყო ეს და არაიგივე თემა

და სულ მასე არ ვწერ..არასწორად ამბობ

 


№4 სტუმარი კატუსა

სასიამოვნო იყო, წავიკითხე და არ მომბერზრდა, შესანიშნავად წერ, კარგია ასეთი ფანტაზიის უნარი, ნამდვილად რომ კალმისთვის ხარ სექმნილი, მჯობნის მჯობნი რათქმაუნდა არ დაილევა თუმცა სასიამოვნო იყო <3

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

კატუსა
სასიამოვნო იყო, წავიკითხე და არ მომბერზრდა, შესანიშნავად წერ, კარგია ასეთი ფანტაზიის უნარი, ნამდვილად რომ კალმისთვის ხარ სექმნილი, მჯობნის მჯობნი რათქმაუნდა არ დაილევა თუმცა სასიამოვნო იყო <3

ნიას ეტყობა ფანტაზტიკა არ მოსწონს,წერა რა შუაშია.
მადლობ.. love

 


№6  offline წევრი katoo

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძაან მაგარი გოგო ხარ, ძაან მაგარი ისტორიებით love

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

katoo
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძაან მაგარი გოგო ხარ, ძაან მაგარი ისტორიებით love

მადლობ.. love

 


№8 სტუმარი კრიტიკოსი

პუნქტუაცია გააუპატიურე.ფანტასტიკა კი არა ერთი სასაცილო, კომედიური, დებილობა ნაჯღაბნი იყო. არც თავი ჰქონდა ნორმალური და არც ბოლო.
როგორც მე ვიცი სკოლის მოსწავლე ხარ
და შენი ნამუშევარი შენ ასაკს არ შეესაბამებოდა.
შენი პიროვნება დაკარგული გქონდა, რაც ძალიან ცუდია.
შენი ასაკის ადამიანი პირად ვნებებს(ალერსს ვგულისხმობ) და სექსზე ასე ადვილად არ უნდა წერდეს.
თან სულ კაცები.
ბანალურობაც იგრძნობოდა საკმაოდ ნამუშევარში.
ამ ნამუშევარს 10 ბალიანი სისტემიდან 3ქულით შევაფასებდი. მხოლოდ და მხოლოდ გამართული სიტყვების გამო!

რაც შეეხება ნიას. ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს ნამუშევრის ჟანრი, მაგრამ წერის სტილსა და საერთოდ სტილს არ შეეხოს, ისე გამოთქვას საკუთარი აზრი. მე მიყვარს ფანტასტიკა, მაგრამ ამის გამო ნამუშევარს ვერ შევეხე, თუ?.. არასწორად არავინ ფიქრობს. ყველგან იმალება სიმართლის წვეთი. მათ არ მოეწონათ და აზრი გამოთქვეს, შენ შეგეძლო მხოლოდ მადლობა გადაგეხადა და დაკვირვებოდი/გაგეთვალისწინებინა მათი არგუმენტი.ჩემი გადმოსახედიდან შენ აზროვნებ 'არასწორად'!

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

კრიტიკოსი
პუნქტუაცია გააუპატიურე.ფანტასტიკა კი არა ერთი სასაცილო, კომედიური, დებილობა ნაჯღაბნი იყო. არც თავი ჰქონდა ნორმალური და არც ბოლო.
როგორც მე ვიცი სკოლის მოსწავლე ხარ
და შენი ნამუშევარი შენ ასაკს არ შეესაბამებოდა.
შენი პიროვნება დაკარგული გქონდა, რაც ძალიან ცუდია.
შენი ასაკის ადამიანი პირად ვნებებს(ალერსს ვგულისხმობ) და სექსზე ასე ადვილად არ უნდა წერდეს.
თან სულ კაცები.
ბანალურობაც იგრძნობოდა საკმაოდ ნამუშევარში.
ამ ნამუშევარს 10 ბალიანი სისტემიდან 3ქულით შევაფასებდი. მხოლოდ და მხოლოდ გამართული სიტყვების გამო!

რაც შეეხება ნიას. ადამიანს შეიძლება არ მოეწონოს ნამუშევრის ჟანრი, მაგრამ წერის სტილსა და საერთოდ სტილს არ შეეხოს, ისე გამოთქვას საკუთარი აზრი. მე მიყვარს ფანტასტიკა, მაგრამ ამის გამო ნამუშევარს ვერ შევეხე, თუ?.. არასწორად არავინ ფიქრობს. ყველგან იმალება სიმართლის წვეთი. მათ არ მოეწონათ და აზრი გამოთქვეს, შენ შეგეძლო მხოლოდ მადლობა გადაგეხადა და დაკვირვებოდი/გაგეთვალისწინებინა მათი არგუმენტი.ჩემი გადმოსახედიდან შენ აზროვნებ 'არასწორად'!

კაი,მადლობ..არ ჩამქოლო..შეიძლება არუნდა წავჭიდებოდიამას და ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა..
ნიას კი შეეძლო უფრო დაწვრილებით დაეწერა.

რა ვიცი მევერ ვატყობ,რომ პუნქტუაცია გავაუპატიურე,თუ წერტილებს გულისხმობ არ ვიცი.

კაი მადლობა.
და ჩემს ლოგიკას ნუ ეხები!
ძალიან დამაინტერესე,მაგრამ სტუმარი ხარ და ვერ გავეცნობი შენს ნაწერებს.

 


№10  offline მოდერი Kira

ვაიმე ფანტასტიკაზე ხო საერთიდ ვგიჯდები. სასიამოვნოდ ჩავიკითხე მთელი მოთხრობა და კმაყოფილი ვარ.. კარგი ფანტაზიის უნარი გაქ love love რავქნა ვერ მოვითმინე კომენტარებს რო შევხედე და მაინც მივაწერ აქ, ხალხო თუარ მოგწონთ ვინმე იარაღით გადგათ თავზე და წაკითხვას გაძალებენ?? ან იმ პუნქტუაციაზე. ერთი თქვენი გასწორებული ნაწერი დამანახეთ!!!! და მერე მიეცით სხვას მითითებები!!! მე ძალიან მომეწონა love და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მსგავსი ჯანრის ისტორიებს.
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

Kira
ვაიმე ფანტასტიკაზე ხო საერთიდ ვგიჯდები. სასიამოვნოდ ჩავიკითხე მთელი მოთხრობა და კმაყოფილი ვარ.. კარგი ფანტაზიის უნარი გაქ love love რავქნა ვერ მოვითმინე კომენტარებს რო შევხედე და მაინც მივაწერ აქ, ხალხო თუარ მოგწონთ ვინმე იარაღით გადგათ თავზე და წაკითხვას გაძალებენ?? ან იმ პუნქტუაციაზე. ერთი თქვენი გასწორებული ნაწერი დამანახეთ!!!! და მერე მიეცით სხვას მითითებები!!! მე ძალიან მომეწონა love და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მსგავსი ჯანრის ისტორიებს.

მადლობ..ვერც მე ვნახე საგანგაშო პუნქტუაციური შეცდომები და რა ვიცი.ალბათ,დიდი სათვალეები უკეთია ზოგს :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent