შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა,რომელიც შენკენ მოდის (თავი 1)


9-01-2016, 18:22
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 347

როგორც იქნა დასრულდა დღესასწაულები.ნამდვილად არ მიყვარს,თუმცა ჩემ პატარა დას ჯერ კიდევ არ ეწყება სკოლა.განა ეს სამართალია? როგორ არ მიყვარს,როცა შუა დღემდე კოტრიალობს საწოლში,შემდეგ კი ნერვებს მიშლის.
როგორც ყოველთვის,დილას ჩემი ტელეფონის მაღვიძარა მაღვიძებს.გამოვრთავ ხოლმე და მეორე გვერდზე გადავტრიალდები,თუ ძალიან მეძინება,მაგრამ წინა ღამით საკმაოდ კარგად გამოვიძინე,ამიტომ ადგომაც არ გამჭირვებია.
დილა ყოველთვის უხალისო და მუქია ზამთარში.ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენება.საინტერესოა როგორ ჩადის მზე და როგორ ამოდის,ეს ბავშვობისას სულ მაინტერესებდა,ჩემს ყურადღებას სულ იპყრობდა ეს ცვალებადობის ფაქტი და ვაღიარებ,რომ მაინც და მაინც არც ახლა მესმის.
როგორც უმრავლესობას,არც მე მიყვარს დილას საუზმობა,არც ის დღე ყოფილა გამონაკლისი,პირდაპირ სამეცადინოს მივუჯექი,ინგლისური უნდა მომემზადებინა.დილას ტვინი მართლაც კარგად მუშაობს.ეს არ ვიცი მითია თუ სიმართლე,მაგრამ საკუთარ თავს ასე ვაძლევ ხოლმე მოტივაციას.ცხოვრება ხომ ამ უკანასკნელის გარეშე უბრალოდ მდურე რამ იქნებოდა.

-ადექი უკვე?-თავზე დამადგა ჩემი დაქალი,რომელიც ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვნახე,სოფელში იყო წასული და ისიც კი არ მითხრა როდის ჩამოვიდოდა.
-ჰო,ავდექი და ვმეცადინეობ-არც ავმდგარვარ ისე ვუპასუხა.
-კარგი და უბრალოდ მომენატრე.
-ნუ ხარ ასეთი სენტიმენტალური.ჰო გნახე იმ დღეს?-მხრები ავიჩეჩე.
-მას შემდეგ საუკუნე გავიდა.
-არა მგონია,მაგრამ ყავას დედაჩემი მოგიდუღებს,თუ გინდა..
-მიხვედრილო...არ ადგები და არ მაკოცებ.
-კარგი,ჰო..-ღიმილით ავდექი და ლოყა მივუშვირე.

პარასკევი დღე იყო და მეგონა საღამოს სერიალს „გრეის ანატომიას“ ვუყურებდი „ლაივში“,მაგრამ დედაჩემმა დამირეკა და შემახსენა,რომ მის ლექციას უნდა დავსწრებოდი ექვს საათზე.
-რა? გაგიჟდი? რა მინდა.. სალომე წაიყვანე...
-კარგი რა.საინტერესო თემაა.
-არ მაინტერესებს შენი მათემატიკა რა..-ხმას ავუწიე და საათს შევხედე,უკვე ხუთი ხდებოდა.
-მოხვალ,არ გამამეორებინო.
-ჩემს გემოვნებაში რომ ჯდებიან ეგეთი ბიჭი ან ბიჭები თუ გყავს,არაა ბაზარი.
-ნუ დაიწყე რა!
-კაი რა...ამოვიდა ყელში,რუსუდან..
-არ გინდა,თიკო...ასეთი ოფიციალურიც ნუ იქნები!-კატეგორიული ტონით თქვა დედაჩემმა.
-კარგი წამოვალ.
-ექვსს წუთები რომ დააკლდება აქ იყავი.
გარდერობი ისევ ავრიე,არადა დედაჩემმა დამილაგა ახალ წელს.ყველაზე მეტად ამის გაკეთებას ვერ ვიტან და კიდევ წიგნების მიალგებას,თუმცა ახლა რაღაცნაირად ვახერხებ,უფრო კომფორტული მაგიდა მიყიდეს და ეს საქმეც ასე თუ ისე მოგვარდა.
ჩემი უჯრიდან გადმოვყარე ტანსაცმელი და რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი,მაინც და მაინც პრანჟია გოგო არ ვარ,მაგრამ ბიჭურსაც ვერავინ დამარქმევს.სიმართლე ვთქვა,საქმიანად გამოვეწყვე და კარები გავაღე.საშინელებაა,როცა ზამთარია და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ,თუმცა ზაფხულშიც არაა სახარბიელო,ზამთარში შესაშური გათბობა მაინც აქვთ.

-სად ხარ?
-საავადმყოფოსთან ვარ..ავტობუსი ნელია და რას მირეკავ ყოველ წამს.
-რა კიდევ ...
-ჰო,მაშინ მიყიდე მანქანა ..-წავიწუწუნე და გვერდით მჯდარმა ქალმაც გადმომხედა.
-მალე რა.ვთიშავ.
-გათიშე..-სულ ვკამათობთ ხოლმე მე და დედაჩემი.ბოლოს დედათი როდის მივმართე ისიც კი არ მახსოვს.

როგორც იქნა,ვაკის პარკთან გამიჩერეს..დედაჩემის უნივერსიტეტში ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს..ახლა უფრო მახინჯი მომეჩვენა „ილიაუნის“ შენობა.ასეთ დიდ მოღვაწესა და მწერალს არ შეეფერება-მეთქი -გავიფიქრე..ისე რომ გაერემონტებინათ ცუდი არ იქნებოდა,მაგრამ შიგნით კი დაუდგამთ უშველებელი ნაძვის ხე.

-წამო აქეთ..-რუსიკო წინ წამიძღვა.
-აუ,საიდ?-ისევ წავიწუწუნე.
-ნუ ხარ წუწუნა.
-აქ ტარდება? აქ ხომ არავინაა ჩვენს გარდა?-გადავხედე პატარა ოთახს,რომლის თითქმის ნახევარ კედელს უშველებელი დაფა იკავებდა.
-არა..ეს ჩემი კაბინეტია.
-ოჰ,მოუწყვია ქალს..-ჩამოვჯექი დივანზე და ორ კაბინეტის სკამს შურით გადავხედე.
-რა იყო მოგინდა?
-არა,არ მომინდა...ახლა წავიდეთ..
-ჯერ უნდა ვჭამო..სოკო მეკუთვნის ახლა,მაგრამ არ მაქვს და ამიტომ სამ ვაშლს დავჯერდები.
-აუ...-ტელეფონი ამოვიღე და ინტერნეტი დავიჭირე..-ინტერნეტი მაინც გქონიათ.
-აბა..აბა...ეს უფრო ნელია და დაბლოკი ისე სწრაფია რო..
არაფერი მიპასუხია,შევიჭყიტე „ფეისბუქში“ და უაზროდ მივაშტერდი ტელეფონის ეკრანს.ცოტა ხანში დედაჩემაც დაასრულა „ლანჩი“ და გარეთ გამომიყვანა.ორი სართული ჩავიარეთ.რამდენიმე სტუდენტი მიმოდიოდა,ერთი მაღალი ბიჭი მომხვდა თვალში,მაღლები არ გადაშენებულან-მეთქი-გავიფიქრე.არ ვარ მაღალი გოგო,დედაჩემი ამბობს,მაღალი ხარო,მაგრამ ეგ მასთან შედარებით,თორემ მე ასე სულაც არ ვთვლი..ჰო,თუმცა ბიჭი მაღალი თუ არაა,ზედ არ ვუყურებ...

-აუდიტორია ვერ მოგვცეს და აქ გვაქვს..-შემიყვანა ოთახში,სადაც ნაფოტები ეყარა.
-არქიტექტორებისაა...-განმიმარტა და ქურთუკი გაიხადა.
ორი სტუდენტი გავიდა,სხვაგან ვიმუშავებთო..მე და რუსუდანი მარტო დავრჩით.
-ცხელა..-მანტო გავიხადე და სკამზე ჩამოვჯექი..-აქ აღარ იჭერს ინტერნეტი.
-არც უნდა იჭერდეს..-თავისი პლანშეტი დადო მაგიდაზე და დიდეკრანს მიაშტერდა...-უნდა შევაერთო.
-თანამედროვე დედიკო...ისე ამ ნაგავში როგორ უნდა ჩაატარო ლექცია....
-რომელი საათია?-საათს დახედა და თან მე მომაშტერდა.
-მეგონა რამე საჯარო იყო,ვიდეოკამერით რომ მოსულხარ..როგორც ჩანს,ჩვეულებრივი ლექციაა.რას მომიყვანე?!-წარბები მაღლა ავსწიე და გაბრაზებული სახით შევხედე დედაჩემს.
-აუ,გეყო რა...

წუთები გადიოდა და არავინ მოდიოდა,ნახევარ საათში ავიშალოთო-რუსიკომ,მაგრამ კარები გავაღე თუ არა ვიღაც მეტრა-სამოციანი გოგო შეგვეფეთა,ლოყები აწითლებოდა და ჩანთის ზონარს აწვალებდა.
-მოხვედი?-შეხედა დედაჩემმა გოგოს.მივხდი,რომ მისი სტუდენტი იყო,რომელმაც დაურეკა მომხსენებელს და გაიგო,რომ ნახევარ საათში ისიც მოვიდოდა.
-მე წავიდე?-ჩუმად ვკითხე რუსიკოს და,რა თქმა უნდა,უარი მივიღე.დავჯექი და ტელეფონში დავიწყე ქექიალი,ასევე დროს ვუყურებდი და ვუყურებდი...ზუსტად ნახევარ საათში კარი შეიღო და ვიღაც შემოვიდა კიდეც.
-რატომ დააგვიანე?-დედაჩემმა ხმა გაიმკაცრა.უკან გავიხედე და უცნობი ოდნავ დავლანდე.
-სამსახურიდან არ გამომიშვეს.
-ჩემი გოგო მოვიყვანე,მინდოდა მოესმინა..და რამდენ ხანს ალოდინე.
-ასე კარგად არ ვარ მომზადებული..
-არაუშავს,არც მან იცის,მეთორმეტე კლასელია..-დედაჩემმა მაგიდაზე ანიშნა,დაჯექიო.
ბიჭმა ისევ წუწუნი დაიწყო..არც შავგვრემანი იყო და არც ქერა..დაბნეული იყო და განადგურებული ვარო-იმეორებდა..ეტყობოდა,რომ საშინლად იყო დაღლილი.დედაჩემმა ჩაწერა დაიწყო და უთხრა,რომ დაეწყო,ისიც დასთანხმდა,თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა.დაბალი ხმით საუბრობდა..ჰო,თემა იყო ფაზის სიმრავლეზე..ათიოდე წუთში ამის ახსნა დაიწყო..თუმცა მე უკვე ვიცოდი,დედაჩემს ოერჯე ჰქონდა ეს ახსნილი,ამიტომ დარწმუნებული ვიყავი,რომ განსაკუთრებულ ვერაფერს მოვისმენდი.
ადამიანთა სიმაღლე ახსენა.ზოგი მეტრა-ოცხმოთზე მაღლა თვლის მაღლადო,ზოგი ორ მეტზე მაღლაო..კინაღამ ჩავერთე,მე მეტრა-ოცხმოთდახუთზე მაღლა ვთვლი-მეთქი...შემდეგ მისმა სიმაღლემაც დამაინტერესა,თუმცა მაინც და მაინც კარგად ვერ დავლანდე..ვიფიქრე,ლექციის ბოლოს ფეხზე რომ ავდგები,შემდეგ უკეთ გავარკვევ,ჩემს სიმაღლესთან შედარებით-მეთქი.
ბიჭს,როგორც გაირკვა,გუგა ერქვა...და გუგა საშინლად საუბრობდა,დაღლილისა და მოთენთილი ადამიანის ხმა ჰქონდა...ადამიანს ჩაეძინებოდა კიდეც,მაგრამ მე არ მეძინებოდა,ასე თუ ისე,ბევრი შტერი მასწავლებლისთვის მქონდა მოსმენილი და ეს ჩემთვის ძნელი არც კი იყო..
ბოლოს,როგორც იქნა,დაასრულა და ჩემი ფიქრებიც გაჩერდა..
-ცხოვრებაში არაფერია ზუსტი..-დედაჩემმა თქვა და პლანშეტრს მიუახლოვდა-ცუდი არ იყო,მაგრამ ყველაფერი არ აგიხსნია..იმაზე,რაც შენთვის ადვილი იყო,არ გაგიმახვილებია ყურადღება..
-ჰო,არ ვიყავი კარგად მომზადებული..განადგურებული ვარ..
მეტი სიტყვა არ იცის-მეთქი გავიფიქრე...და შემდეგ ისიც ვაღიარე,რომ რამდენიმე წამს რაღაც-რაღაცები გავიფიქრე გუგაზე,თუმცა ამისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია,ფიქრები თავისიც მიდი-მოდის და მას,როგორც ყოველთვის,დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
რამდენიმეჯერ შემომხედა კიდეც,მაგრამ შემდეგ თვალი ამარიდა გუგამ..მაგრამ ეს არაფერი,მე თითქმის ყველაზე ასე ვფიქრობ...ეგოისტიც ვარ ხოლმე და მინდა ყველა ბიჭმა მიყუროს,იმისდა მიუხედავად,მომწონს ის თუ არა..
გუგას საკონტაქტო ინფორმაცია სტუდენტმა გოგომ დაუწერა დედაჩემს..“ფეისბუქიც“ მივაწერეო-ეს გავიგე თუ არა,გავიფიქრე,რომ უნდა დამემატებინა,მაგრამ ესეც არაფერი..მე ხომ უბრალოდ სულელური აზრები მაქვს ხოლმე,ფაზის ადამიანი ვარ და მუდამ ფაზის სიმრავლეებში ვფიქრობ...მათემატიკურადაც ავხსენი ჩემი მდგომარეობა...მათემატიკაც არ ყოფილა ზუსტი მეცნიერება,აბა რა...ზუსტი ხომ არაფერია...
-ჩვენ წავალთ-ნანიმ თუ ნონამ,სტუდენტმა გოგომ,თქვა და ფეხზე ადგა,გუგაც მიჰყვა,მეც ფეხზე ვიდექი,მაგრამ თვალით მაინც ვერ გავზომე მისი სიმაღლე..თუმცა ერთი რამ დავასკვენი,ის მაღალი არ უნდა ყოფილიყო.
გამოვტყდები,რომ საკუთარი კრიტერიუმები მაქვს,რომლებითაც ბიჭებს ვაფასებ..სიმაღლესთან ერთად მომწონს ნავარჯიშები,ფიტნეს-ბიჭები,ასევე წარმატებულები,განათლებულები,ზრდილობიანები...და ამასთან ერთად ჩემს ხასიათებში უნდა ჯდებოდეს...ეს იდეალური მაკეტი არ არის,რა თქმა უნდა,მაგრამ ისეთი ბიჭის პოვნა,რომელსაც ეს ყველაფერი ერთად აქვს,მერწმუნეთ,ძნელია,ძალიან ძნელი...
-წავედით..-დედაჩემმა ნივთები ჩაალაგა და კარები მიხურა.
-ასე მეც ვიბლუყუნებდი..-ნიშნის მოგებითვუთხარი.
-იბლუყუნე მერე..-ირონიითვე მიპასუხა.
-პრობლემა არაა..
-ისე ეს გამოგადგება ენაცმეცნიერებაში,ერთი სტატია უნდა დავწეროთ.
-შენ არა,მე..-ისევ ირონიით აღსავსე მზერა ვესროლე.

სახლში 240 ნომერი სამარშრუტო ტაქსით მივედით..ცხრა იქნებოდა,როცა ლეპტოპთან მოვკალათდი და გრეის ანატომია ჩავრთე...სევდიანი მომენტები მშვენივრად დააგვირგვინა რიჩარდისა და ეივრის დედის მომენტმა..პირველად ვნახე ფილმში,რომ ქალმა მსგავსი რამ გაუკეთე კაცს..ჩემი ქმარი გინდა იყო, რიჩართ ვებერო...ამაზე სიცილით გავსკდი..იმდენი ვიცინე,რომ შესაშურ ხასიათზეც კი დავდექი.
შემდეგ საშხაპეში შევედი და საყვარელი გელით დავტკბი.გარეთ გამოსულს მინდოდა,რომ გუგა მეპოვნა,მაგრამ დედჩემის მეგობრებში ვერ ვნახე...ასე მალე ვერ შევიდოდა-მეთქი-გავიფიქრე და საწოლში მოვთავსდი..დეას,ჩემს დაქალს,მივწერე და შემდეგ ფილმის ძებნა დავიწყე.მინდოდა რამე მენახა,თუ,რა თქმა უნდა,არ ჩამეძინებოდა.
ფილმი „ტყუილის გამოგონება“ ჩავრთე და საკმადო ვიცინე..

შაბათ დილას ფიტნეს კლუბში წავედი,დილას მქონდა ვარჯიში..იქაც თვალებით ვეძებდი გუგას.ვიცოდი,რომ იქ არ იქნებოდა,მაგრამ მაინც..დედაჩემმა თქვა, რაღაც ძალოსნურ სპორტში ჩემპიონი გახდა,ფიზიკურად ძალიან ძლიერიაო,მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავდა,რომ ის ზუსტად იმ დარბაზში ვარჯიშობდა,სადაც მე...

ზოგჯერ კარგია,როცა ყველას თანაბრად ასხივებს..მზეც ხომ თანაბრად გვათბობს,მაგრამ ზოგჯერ რაღაც იცვლება,გიჩნდება რაღაც ახლის შეცნობის სურვილი...უცნობი სურვილი,ფაზის სურვილი..ადამიანის სურვილებიც ხომ ფაზისა..და საერთოდ ადამიანი ფაზია...
„ნაუშნიკებით“ გავუდექი სახლისკენ მიმავალ გზას,ავტობუსში ჩავჯექი და უკანა ადგილი დავიკავე...თვალები ისევ რაღაც ფაზის არსებას ეძებდა...და რა იყო ის ან ვინ იყო...



№1  offline წევრი katoo

მართლაც რომ უნდა წერო!! შეუდარებელი ხარ

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

katoo
მართლაც რომ უნდა წერო!! შეუდარებელი ხარ

მადლობ.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent