შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შემიყვარე... თავი (2) ნაწილი (2)


9-01-2016, 20:35
ავტორი Anye-Any
ნანახია 3 086

კლინიკაში ვიყავი გადასხმა ვიკეთებდი,უკვე მერამდენ სისტემა იყო ვეღარც ვითვლიდი,სივრცეს მიშტერებული ვიწექი და ვფიქრობდი,ვფიქრობდი და ისევ ვფიქრობდი,ოღონდ ჩემს ფიქრებს ადრესატი არ ყავდა,თუმცა მოგატყუებთ რომ გითხრათ დანელიაზე არ ვფიქრობდითქო.მხოლოდ ზიზღი და შურისძიების მძაფრი შეგრძნება მქონდა,ეთხელ ხმამაღლა დავიწყე ბღავილი და ჩემს თავს ველაპარაკებოდი გაგამწარებ დანელია არ შეგარჩენთქო.ვიცი რომ შურისძიება ყველაზე ცუდი რამაა,თუმცა მეგონა ჩემს მოუსვენრობას ბოლოს მოუღებდა.საღამომდე ვიყავი კლინიკაში,მერე მამამ მომაკითხა და სახლში წამიყვანა.მეორე დილით ისე ცუდად ვიყავი ნინომ სასწრაფო გამოიძახა და სისტემა სახლში დამიდგეს,არ ველოდი არავის,თუმცა ლანა და სალომე მესტუმრნენ სრულიად მოულოდნელად,ელდა მეცა მათი გაოცებული და შეშინებული თვალები რომ დავინახე
-რა გჭირს?-გაოგნებულმა მკითხა ლანამ და ჩემს დალურკებულ ვენას დახედა
-არაფერი,გადასხმას ვიკეთებ უბრალოდ
-გვეღადავები? შენს ვენას 1 გადასხმის არაფერი ეტყობა-ემომიტია სალომემ.
სხვა გზა რომ აღარ დამიტოვეს გოგონებს ყველაფერი მოვყევი,ოღონდ ვთხოვე არავისთვის ეთქვათ
-როგორ დაგვიმალე?
-კარგი რა ლანა,ისეთი არაფერია
-რას ქვია ისეთი არაფერია გოგო?!-ლამის თვალები გადმოსცვივდა
-ოოო,კარგი რა ლანა ნუ იცი ხოლმე
-იმ ს*რის გამო ხო?! აუ პროსტა მაგას რას ვუზამ რა
-კარგი გოგო გაჩუმდი ახლა,ის რა შუაშია?-გამეცინა
მოკლედ ლანა ძლივს დავაწყნარე.ცოტახანს გაჩერდენ და დამპირდნენ რომ არავის არაფერს ეტყოდნენ. ცოტა მოვმჯობინდი და უნივერსიტეტშიც წავედი. სახეგაბადრული შევედი აუდიტორიაში,ყველანი იქ იყვნენ,მხოლოდ დანელია აკლდა
-ვა ნიაკოც მოვიდა-მომეხვია გიგა
-გოგო, ბაკურიანში გვინდა წასვლა და რას იზამ წამოხვალ?-მკითხა სალომემ
-კი,წამოვალ
-აუ იმენა ძმა ხარ რა,ოღონდ ისიც მოდის-ტუჩი მოიკვნიტა გიგამ
-მერე რა?-მხრები ავიჩეჩე და გამეცინა
-ვა,ვა საღოლ-ტაში შემოკრა ლადომ ამაზე ყველას გაგვეცინა
-როდის მივდივართ?-ღიმილით გადავხედე ბავშვებს
-კვირას დილით
-ანუ ზეგ?
-კი,3 დღით მივდივართ
მოკლედ ნინოს შევუთანხმდი,თავიდან გაგიჟდა მკურნალობ და სად გაგიშვაო,მაგრამ დავპირდი რომ წამლებს წავიღებდი და ყველაფერს ზედმიწევნით შევასრულებდი. საჭირო ნივთები ჩავალაგე და მოვემზადე წასავლელად. ლადოს მინივენით მივდიოდით ისევ.ძველი დრო გამახენდა თუმცა ვერაფერი ვიგრძენი,მხოლოდ ზიზღი. თავი გავაქნიე უსიამოვნო ფიქრების გასაფანტად და დაბლა ჩავედი,მანქანაი მხოლოდ გიგა ლადო და ალეკო ისხდნენ
-სადარიან გოგონები?
-დიღომში გველოდებიან,ჩაჯექი
გიგას გვერდით დავიკავე ადგილი,არც კი შემიხედავს დანელიასთვის,თვითონ გამომხედა,სახეზე სინანული შევნიშნე,მოიცა მომევენა თუ მართლა რაღაც მსგავსი დავინახე?თავი მაღლა ავწიე და გავაქნიე.მალე გოგონებიც შემოგვიერთდნენ,გზა საშინლად გაიწელა,ელენე მთელი გზა ტიტინებდა,ყველა ლაპარაკობდა დანელია გარდა
-ეე ბიჭო ჩაგეძინა-ხელი დაკრა მხარზე გიგამ აკოს
-რა გინდა შეჩ*მა! დამაძინე ვაა
-აუ ეს იმენა ბუა რა,სუ როგორ უნდა გეძინებოდეს
-პახმელიაზეა-სიცილით გადმოგვხედა ლადომ
ყურსასმენები გავკეთე და თოვლიან გზას ვადევნებდი თვალს,საერთოდ არ მაინტერესებდა რა ხდებოდა ან რას ლაპარაკობდნენ,ეძინა თუ არა დანელიას საერთოდ არაფერი. როგორ იქნა ჩვენს კოტეჯამდეც მივაღწიეთ,ულამაზესი იყო გადათეთრებული ბაკურიანი,ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და კოტეჯში შევედით,ორი დიდი საძინებელი იყო ორსართულიანი საწოლებით.გადავნაწილდით და მისაღებში გამოვედით,ნინომ დამირეკა წამლის დალევის დროა არ დაგავიწყდესო.სამზარეულოში გავედი წყალი დავისხი და ოთახში შევედი,წამლები ზედმიწევნით დავლიე და ბავშვებთან გამოვედი,ერთ-ერთმა წამალმა გულის რევა იცოდა და თან დალევიდან 30 წუთში უნდა მეჭამა.ეს რა შარი ავიკიდე! ყველა ტიტინებდა,არც თხილამურებზე დგომა ვიცოდი და ვერც სკეიდზე ვდგებოდი,ამიტომაც გადავწყვიტე ჩემთის მშვიდად ბუხრის წინ წიგნის წაკითხვა. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე" ამოვიღე ჩანთიდან და ბუხრი წინ მოვკალათდი.
-არ წამოხვალ ნია?-მკითხა ლადომ
-არა,ძაან ცივა გარეთ,აქ ყოფნა მირჩევნია-ღიილით ვუპასუხე
აღარც დაუძალებია სალომემ ხომიცოდა რაც მჭირდა და არც დაუძალებია მეტად."მარტო გონება არ არის მთავარი, ადამიანს გრძნობებიც უნდა ამოძრავებდეს, ხოლო გრძნობებისათვის სულ ერთია, ვინ არის მართალი."ამ ფრაზის წაკითხვისას გამეღიმა,მე ახლა მხოლოდ გონება მმართავდა ადა არა გული. სიყვარულს ყველაფერი ეპატიებაო კიდევ წერს რემარკი,თუმცა სიყვარული სწორედ იმიტომაა სიყვარული რომ არაფერი შექმნას საპატიებელი,არ უნდა გახდეს საპატიებელი,უნდა გაფერადებდეს და ფრთებს გასხამდეს,თუმცა ჩემს შემთხვევაში სიყვარულმა სრულიად საპირისპირო რამ მომიტანა ფრთები დამაჭრა და სული დამიცარიელა,შავთეთრი გახადა ჩემი ცხოვრება,გამომფიტა და ყველაფრის სურვილი წამართვა,ორჯერ დამცინა სიყვარულმა და ორივეჯერ დამიმორჩილა. მალე კარის ხმა გავიგონე,ვიღაც მოვიდა,აშკარად დანელია იყო,უხმოდ შემოვიდა და ჩემს გვერდით სავარძელზე დაჯდა,კითხვა მშვიდად განვაგრძე
–რას კითხულობ?–მეგონა მომესმა,ყურთასმენა დამეხშო
წიგნი გადავაბრუნე და ყდა ვანახე,ისე რომ არც შემიხედავს
-შეგიძლია დამელაპარაკო?
-გისმენ-გაღიმებული მივტრიალდი მისკენ
-ასე როდემდე უნდა გააგრძელო?
-როგორ ასე?-ვერ მივხვდი რა იგულისხმა
-უცნობივით რო ამივლი და ჩამივლი,ტეხავს პროსტა რა
-რავი ეგ არ მადარდებს მე-მხრები ავიჩეჩე
-არგინდა რა,ნუ მესწერვები,ასე ნუ მელაპარაკები
-და ვაბშე რო გელაპარაკები არ გიკვირს?
-აღარ უნდა დაივიწყო რაც მოხდა?
-
-ასე უნდა მელაპარაკო ახლა?
-თუ არ მოგწონს ნუ დამელაპარაკები საერთოდ
-იცი როგორ მიყვარხარ და მომენატრე?
-კაი-სრულიად უემოციოდ ვუპასუხე
-მარტო კაი?
-აბა რა გინდა რო გიპასუხო?
-ნია,ცვეტში მაგრად მიყვარხარ,არეული ვიყავი და მაგიტომაც მოვიქეცი ასე და ბოდიში რა,თუ ოდნავ გრძნობა მაინც გაქვს ვცადოთ ისევ
-კარგი რა,აღარ მოგბეზრდა?-მობეზრებული სახით გადავხედე
-არ მომბეზრდება არასოდეს შენი სიყვარული
-კარგი რა,მართლა გეყოს უკვე,საკმარისია-ფეხზე წამოვდექი და ოტახში შესვლა დავაპირე რომ წამომეწია
-ნია მოიცა,ხომ შეგვიძლია ვიმეგობროთ მაინც?
-ჰო კაი
ხელი გამომიწოდა მეც ჩამოვართვი და ისე მაგრად მომეხვია წამებში და ყელში ისე მაგრად მაკოცა ვერც გავაცნობიერე.წამებში გამოვეცალე და უხმოდ დავტოვე სასტუმრო ოთახი. საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი,ვიცოდი ისევ იგივე მიზნით გააკეთა ეს,ახლა კი ნამდვილად ვეღარ გამაბრიყვებდა,ახლა ტავისუფლად შემეძლო მეძია შური,თუმცა არც ეს იდეა მხიბლავდა დიდად,მეზარებოდასავით. წამლები დავლიე და წამოვწექი,მალე ბავშვებიც დაბრუნდნენ,სალომემ საჭმელი მოამზადა და სუფრას მივუსხედით
-გაერთეთ?-ვკითხე ბავშვებს ღიმილით
-აუ ძაან,მაგარი ბანძები ხართ შენ და დანელია რო არ წამოხვედით-გამოგვაჯავრა ლადომ
-ყინავს ძაან და ვერ ვიტან სიცივეს-თავი ვიმართლე და დანელიას ხსენება არ შევიმჩნიე.
-ალექს ბიჭო რა ბუსავით ჩუმად ზიხარ,თქვი რამე
-რა ვთქვა შეჩ*მა?
-რავი ტო,აბა ესე ჩუმად რა პონტში ზიხარ?
-ეეე ატრ*კებ ეხლა
-ამას რა ეტაკა?-გადმომხედა სალომემ
-მე რავიცი-მხრები ავიჩეჩე და ჭამა განვაგრძე
როგორც მივხვდი ყველამ იცოდა რაც მითხრა ალეკომ,ყველამიყურებდა და მაკვირდებოდა,ხან მე შემომხედავდნენ ხან კიდევ აკოს. სალომემ თვალით მანიშნა წამოდი ოთახშიო,ელენე და თეონაც გამოგვყვნენ კუდში
-რა იყო?-დაბნეულმა გავხედე გოგონებს
-რაო რა გითხრა?-დაევებულებმა გადმომხედეს
-იბოდიალა როგორც ადრე ისე
-მერე გოგო?-თვალები გაუფართოვდათ
-რა მერე? არც არაფერი
-არ გიყვარს?
-კარგი რა,რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი?-გამეცინა
-კი თუ არა?
-არა და საერთოდაც ასეთი ადამიანი როგორ უნდა გიყვარდე? ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ არცერთი-სასტიკად გავაფრთხილე გოგონები და ოთახი დავტოვე
მშვიდად ვიჯექი ბუხრის წინ,ბიჭებიც მე მიყურებდნენ,სიმართლე გითხრათ კმაყოფილება ვერ ვიგრძენი.
მგონი სრულიად უგრძნობი გავხდი,თუმცა ფაქტი ის იყო რომ დანელია ზუსტად ისევე მიყვარდა როგორც ადრე,მიყვარდა მაგრამ ამავდროულად მძულდა კიდეც,აბა როგორ გინდა ამხელა სიყვარული ასე უცებ გააქრო? ყველაფერი გაკეთა იმისთვის,რომ ემში სიყვარული ჩაეკლა,თუმცა მაინც ვერ მოახერხა,ვფიქრობ სოწრედ ეს არის ნამდვილი სიყვარული,მაგრამ არ ვაპირებდი მისთვის ამის თქმას და არც მასთან დაბრუნებას. უნდა გამოვტყდე იმაშიც რომ მაინც რაღაც ვიგრძენი გულში,თუმცა რაც მან გამიკეთა ის ჯაბნიდა საერთოდ ველაფერს,თანაც ვეღარც ვენდობოდი,ვიცი რომ სულელი ვიყავი იმის გაფიქრებაც კი არუნდა დამეშვა რომ ოდესმე შევძლებდით ისევ ერთად ყოფნას. სისულელეა ამაზე ფიქრიც კი,მძულდა ჩემი თავი იმის გამო, რომ ასეთი სუსტი ვიყავი და მის სიყვარულს ვერ მოვერიე. გარეთ გავედი სუფთა ჰაერზე გიგაც გამომყვა
-რა ხდება ნია?
-რაზე მეკითხები?
-რაო იმ დებილმა?
-რავი იბოდიალა როგორც იცის ხოლმე
-ისევ მიყვარხარო?
-ჰო,გიგა შემომხედე აბა,გვირილას ვგავარ?-მის წინ სიცილით დავტრიალდი
-არა რატო?
-აბა ეს მიყვარხარ არ მიყვარხარ რა პონტია?-ჩემს ნათქვამზე თვითონვე გამეცინა
-მაგარი დებილია შენ თავს ვფიცავარ,რას აპირებ?
-არც არაფერს,ვიმეგობროთმეთქი,თუმცა ულერთია ჩემთვის
-მე ვერაფერს გეტყვი,გაოგნებული ვარ,ასეთ რამეს პირველად ვხედავ
-დაიკიდე რა-მხარზე სიცილით დავკარი ხელი
სალომე მეუბნებოდა ცოტა აწვალე და მერე შეურიგდიო,თეონამ კინაღამ სცემა იგივე რეაქცია ჰქონდა ელენესაც,ახლა ყველა ჩვენს ამბავს განიხილავდა.
-ნია-ალეკოს ხმა ისევ
-რა
-იმ სენდვიჩებს გაიკეთებ მაშინ რომ მიკეთებდი?
-ვაიმე,აი ზუსტად მაგაზე ვოცნებობდი ახლა-გავეკრიჭე
-ასე როდემდე უნდა მესწერვო?
-წადი რა მოკვდი, ვაბშე ვისთან ხარ!
-ვისთან და შენთან-გამეკრიჭა
თავი გავაქნიე და დავაიგნორე
-მეგობრებს ასე ექცევი?
-აუ დანელია დაახვიე რა-ყელში ამომივიდა და თავი ვეღარ მოვთოკე,კიდევ კარგი იქ არავინ იყო თორემ სირხვილით მოვკვდებოდი,მეთქი ახლა მაგრად შემომარტყამსტქო თუმცა მსგავსი არაფერი უქნია
-მართალი ხარ,უარესსაც ვისახურებ შენგან
-კიდე კაი მიხვდი,და ნურა მელაპარაკები რაა ამდენს ტვინს ბურღავ უკვე,უთავმოყვარეო ხარ!-კბილებში გამოვცარი და შიგნით შევედი
გული ამოვარდნას მქონდა,გონება ერთს მეუბნებოდა გული მეორეს,თუმცა სულ გონების კარნახით ვმოქმედებდი,არ ვაპატიებ! არ ვაპატიებ! არ ვაპატიებ! საკუტარ თავს ვუმეორებდი და თან ცრემლები მახრჩობდა.გიგა შემოვიდა და ნამტირალევი რომ დამინახა მაშინვე მკითხა რა დაგემართაო
-დავიღალე გიგა,დავიღალე! მეტი აღარ შემიძლია! სათამაშოდ ვიქეცი უკვე მის ხელში! დავიღალე ძლიერი გოგოს როლის თამაშით,ისე მტკივა გული ლამის შუაზე გამეგლიჯოს-მის ყელში თავჩარგული ვძლუქუნებდი დანელია რომ შემოვიდა ოთახში.სწრაფად შევიმშრალე ცრემლები და ვეცადე არ დაენახა ჩემი სახე
-რა იყო აკო?-კითხა გიგამ
-რა ჭირს ამას? ტიხარ?-ჩემსკენ წამოვიდა
-რა შენი საქმეა რა მჭირს და საერთოდაც არ მომეკარო!-დავუღრიალე,ხმა ვეღარ გავაკონტროლე
-ასე ნუ მელაპარაკები გთხოვ
-გაეთრიე აქედან! წადი დროზე!
-კაი გადი ბიჭო,უარესად ნუ აღიზინებ მიდი რა
უხმოდ გავიდა ოთახიდან.
-დამშვიდდი,ვსიო წავიდა
-მეზიზღება,ხმას რო იღებს ისიც კი მაღიზიანებს! არაკაცია!
-ხანდახან ისე უყურებ მეშინია გული არ აგერიოს-ორივეს გაგვეცინა



№1 სტუმარი eka_eka

Dzlieri unda iyo bolomde magram isic ver gavarkvie ra unda am danelias tumca erts mivxvdi rom gigas da ladosnair megobrevs eg ar imsaxurebs ubralod "arakacobas awveba" :))))))

 


№2  offline წევრი cancara

აი მაგაარი გოგოა არ უნდა გამოიჩინოს და ძლიერი უნდა იყო კაი მომწონს მალე დადე დიდი თავებით მიყვარხარ love

 


№3  offline წევრი Firefly

მომწონს როდის დედებ შემდეგს?
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent