~სხვისი ნაწილი~ “3“
დაბნეული ჩამოვჯექი მაგიდის კიდეზე და ხელებში ჩავრგე თავი,ვფიქრობდი ასე რამ შეცვალა კახა და პასუხიც მქონდა ნინას გარდაცვალებამ,მაგრამ მე რა შუაში ვარ ნეტავ ამის პასუხიც ვიცოდე,ასე ხომ აღარ ვიჯდებოდი. ნინას დაკარგვის მერე მოველოდი კახა შეიცვლებოდა,მაგრამ არა ასე,ურჩხულს არ დაემგვანებოდა,ამის დიდი იმედი მქონდა,ახლა დაბნეული და დამცირებული აქ კიარ უნდა ვიჯდე,მასთან უნდა ვიყო და ვამხნევებდე,მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია,რომ მივუახლოვდე მომკლავს,გული ამტკივდა,როდესაც მისი უმოწყალო ღვარძლიანი სიტყვები გამახსენდა,მისი არაადამიანური ღრიალი ზარს მცემდა. უჯრა დავხურე,რატომღაც წერილებზე გული ძალიან დამწყდა,თითქოს ჩემი განვლილი ცხოვრებიდან ეპიზოდი მოსწყდა,უბრალოდ სხვამ მიისაკუთრა,ერთი თბილი და საინტერესო,ყველაზე საინტერესო ეპიზოდი,ფილმის კადრი,რომელიც ამოჭრეს,ფილმიდან,რადგან ზედმეტად სენტიმენტალური იყო,ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც სენტიმენტალური იყო თავის მხრივ. მყავდა უცნობი თაყვანისმცემელი,რომლისგანაც ვიღებდი საოცარ სითბოს,ახლა კი უეცრად ყინულის მთასავით აღიმართა კახა ჩემს წინ და დამიშალა ეს ყოველივე,რომელი ჭკუადამჯდარი მამაკაცი გააკეთებდა ამას თუკი შენს მიმართ გრძნობები არ გააჩნია და საკმარისად მაქვს საბუთები,რომ კახას ჩემზე როგორც ქალზე არასოდეს უფიქრია და მივაჩნი,ერთ ჩვეულებრივ ადამიანად,რომელიც გადამკვდარია საქმეზე და ცხვირს არ ყოფს იქიდან. -სურვილი აღმიძრა- წამოვხტი და კაბინეტიდან გავვარდი ისე,რომ კარიც არ დავხურე,სწრაფად გავიარე დერევანი და გარეთ გავედი,ეზოში არავინ იყო,მანქანის კარი გავაღე და,როდესაც უნდა ჩავჯდე,მესმის კახას ხმა -უკან დაბრუნდი-თითქმის სასოწარკვეთილი ხმით მიღრიალა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ,ხელი ჩამავლო მკლავში და ისევ უკან ამათრია,მკლავი ჩამიწითლდა და საშინლად ამტკივდა,ცრემლებიც ვეღარ შევიკავე და არც მიცდია შემეკავებინა,მწარედ მოვიქნიე ხელი და კახას სახეზე აესვენა -ღირსი ვარ-მითხრა და კაბინეტში შემაგდო,მერე კარი მთელი ძალით მოხურა და ისევ დავრჩი მარტო,უფრო მეტად შეძრწუნებული,ამას მკლავის ტკივილის დაემატა და უკვე მეგონა ვიღაც მახრჩობდა. -- საღამოხანს ისევ შემოვიდა კახა და მითხრა,რომ შემეძლო წავსულიყავი შინ,არაფერი ვუთხარი,ოდნავ გავიღიმე და ნივთები შევაგროვე,როცა ყველაფერი მზად მქონდა და უნდა გავსულიყავი ხელი დამიჭირა -მე წაგიყვან-მითხრა და ჩანთა გამომართვა,არ შევეწინააღმდეგე ხმა არ ამომიღია,უკან მივყვებოდი დასჯილი ბავშვივით და ბოღმა მახრჩობდა. თავისი მანქანის კარი გააღო და მიმითითა,მეც დავჯექი ღვედი გავიკეთე და დაველოდე მას. რომ დაჯდა კარგახანს მიყურა,მეგონა რამეს მეტყოდა,პატიებას მთხოვდა ამ დღეებში მომხდარის გამო,მაგრამ ხმაც არ ამოუღია უბრალოდ მიყურებდა და მიყურებდა,მისმა მზერამ ძალიან,რომ შემაწუხა გადასვლა დავაპირე,მაგრამ შემაჩერა და ძრავი ჩართო. -- -სახლში იყავი,არსად გახვიდე-როდესაც მივედით,მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა,სახლში ავედი გამოვიცვალე ნივთები მაგიდაზე დავაწყე,აბაზანაში შევედი,ვიფიქრე თბილმა წყალმა მაინც მისველოს მეთქი,ცოტა აზრზე მომიყვანოს,მკლავი ჩალურჯებუი იყო,ხელი,რომ დავადე საშინლად მეტკინა,სიმწრით დავიბანე და გამოვედი მალევე რადგან სული შემეხუთა,სარკეში ცემს თავს,რომ დავაკვირდი შემეცოდა,მკვდრის ფერი მედო,მწვანე თვალები კი დაღლილობისგან უცნაური ფერი გამხდარიყო,ჩემს გამხდარ ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და წაბლისფერი თმა,რომელიც წელამდე ლამის მაქვს მაღლა ავიწიე და ისე შემოვიხვიე პირსახოცი,საშრობი ჩავრთე და აბაზანიდან გამოვედი,ტანსაცმელი,რომ ჩავიცვი ქურაზე ყავა დავდგი და სანამ ადუღდებოდა საქმეს გადავხედე,ნესტოებში მძაფრი სუნი ვიგრძენი,მაგრამ ყურადღება არ მივაქცია,მერე კიდევ უფრო მძაფრი გახდა უკვე თავიც ამტკივდა და ,რომ ვიგრძენი ცუდად ვხდებოდი ქურას შევხედე და არ ენთო,მხოლოდ ამის დანახვაღა შეძლეს ჩემმა თვალებმა და გული წამივიდა. -- გონს,რომ მოვედი წამოდგომა ვცადე,მაგრამ ძალიან სუსტად ვიყავი და ვერ შევძელი,ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კაჭკაჭას დავურეკე,იმედი მქონდა,რომ აიღებდა -რა გინდა?-თავისი ცივი ხმა არსად დაუკარგავს,გავთიშე და თვალები დავხუჭე,ამჯერად უკვე საბოლოოდ. -- -მე გარდავიცვალე-,მაგრამ აზროვნება არ დამიკარგავს მაშ,როგორ ვარ მკვდარი?,ვიგრძენი როგორ მომიკდა ვიღაცამ ხელები,ცივი უხეში და ძლიერი ხელები და გულში ჩამიკრა,თვალების გახელა ისევ არ შემეძლო და ვერ შევხედე მას,მაგრამ მის სუნრნელს მის სითბოს ვგრძნობიდ დ ამესმოდა,როგორ შეშინებული ბავშვივით უცემდა გული. -- -რატომ გააკეთე ეს? -რა? - რატომ სცადე-მე გაოცებულმა ავხედე,სულაც არ ჰგავდა მისი ნათქვამი ხუმრობით ნათქვამს -რა -გაოცებულმა მივუგე და ხელები საბნიდან ამოვყავი -მთელი სახლი გაზის სუნით იყო გაჟღენთილი,მითხარი რატომ ჩემი ბრალია?-სასოწარკვეთილება შეეპარა ხმაში-ჩემი ბრალია მეთქი? -არაფერი არაა შენი ბრალია,საერთოდ რას ლაპარაკობ არ მესმის-საწოლზე ჩამოჯდა და ჩემი ხელში მოიქცია -ამ ბოლო ხანებში შენთან მიმართებაში შევიცვალე და ამას ძალაინ კარგად გრძნობ და ხვდები,აქედან გამომდინარე გამიჩნდა კითხვა ჩემი ბრალია ხო-ისე მკაცრად მკითხა ხელი გავაშვებინე და საბანში ჩავიმალე -გემუდარები თავი დამანებე,შენი სამსახურიდანაც წავალ და საერთოდ გავქრები ისე,რომ თვალით ვეღარ მნახავ-ამოვილუღლუღე საბნის ქვემოდან -მაპატიე-მითხრა საცოდავი,საწყალი კაცის ხმით,რომლისთვისაც ამ ქვეყანაზე ცხოვრება ცხოვრებას აღარ ჰგავს და ჯოჯოხეთადაა ქცეული -რა გაპატიო?-მკაცრი ტონით ვკითხე და მაღლა ამოვძვერი -ყველაფერი-და თვალები აემღვრა,ისეთი სასოწარკვეთილი გახდა,ხელები ძლიერად მომუშტა და ცრემლები წამოცვივდა-მე შენ როგორც უმცროს დას ისე გიყურებ ძალიან მიყვარხარ და მეშინია ვინმემ გული,რომ გატკინოს საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ და ვერც სხვას,ამ ბოლო ხანებში ვიცი ცუდად გექცეოდი და ამიტომ გთხოვ მაპატიო ყველაფერი,ამას ისე გთხოვ როგორც უფროსი ძმა და არა ბავშვობის მეგობარი-გული შემეკუმშა,სუნთქვა შემეკრა,თავი საშინლად ვიგრძენი,კანკალი დამეწყო და ყვირილი მომინდა,კბილებს ერთმანეთს მთელი ძალით დავაჭირე,სხვანაირი ტკივილი მინდოდა მეგრძნო ხორციელი და არა სულიერი,აი ის გულის ტკივილი არ მინდოდა მეგრძნო,ამ სიტყვების მერე მართლა გარდავიცვალე,ვიგრძენი როგორ ჩამოცურდა ლოყაზე ცრემლი და როგორ შემეზო მისი თბილი ხელი სახეზე,ცრემლი მომწმინდა,მე ჯერ კიდევ გაბრუებულმა და გაურკვევლობაში მყოფმა ხელი მაჯაზე მოვკიდე და ჩემსკენ მთელი ძალით დავითრიე,ისე ძლიერად ჩავეხუტე მივხვდი სუნთქვა გაუჭირდა,გულისცემაც მოემატა,რომ მოვცილდი დაბნეულმა შემომხედა და კიდევ ჩამეხუტა,ახლა მან მომიჭირა მთელი ძალით ხელები,ისე,რომ სუნთქვა შემეკრა,თავბრუს ხვევა ვიგრძენი,თავი მკერდზე მივადე და თვალები დავხუჭე -მაპატიე?-მკითხა მან -კი-ვუპასუხე ცრელმნარევი ხმით -ნუტირი,ეს ცრემლები ჩემს გამოა და გული მეწვება,რომ ვხედავ -შენს გამო არაა -ნუ მატყუებ,ამით დარდს ვერ შემიმსუბუქებ უფრო მატკენ -მე უკვე გაპატიე -აბა რატომ ტირი -არ ვიცი-ამოვილუღლუღე და ძლიერად მივეკარი -იმის თუ გეშინია,რომ სამსახურს დაკარგავ ცდები-ხელი დამისვა თმაზე -არა,მაგის არ მეშინია -აბა რისი გეშინია? -არაფრის,არაფრის,ძალიან გთხოვ ამდენ კითხვებს ნუ მისვამ -რა მოხდა გუშინ? -გაზი დამრჩა ჩართული,ს არ ვაპირებდი -მადლობა ღმერთს,გული გამისკდა,სანამ კარი შემოამტვრიეს -რა?-წამოვყე თავი -ჩემს სახლს კარი აღარ აქვს?-ისეთი სახით შემომხედა,გავჩუმდი -კარს ნაღვლობ?,სულზე მოგისწარი-თქვა მან შეშფოთებული და შეძრწუნებული ხმით-თავზარი დამეცა,რომ დაგინახე,კინაღამ იქვე გამისკდა გული -რატომ? -რა ბავშვურ კითხავს მისვამ-გაეცინა კახას -ბავშვური არაა,სრულიად ლოგიკური კითხვაა რატომ? -გააჩნია მაგ „რატომ?_ს“ სად გამოიყენებ -ოჰო’აქ საჭირო იყო,ენის წვერზე რაც მომადგა ის ვთქვი -ახლა რა გადგება ენის წვერზე?-შემომხედა და დაიჭყანა,ამ დროს ოთახში ექთანი შემოვიდა,რომ დაგვინახა გაიღიმა -მშურს თქვენი-უთხრა კახას -რატომ?-კითხა მან -ვხედავ როგორ ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე-„მეუღლეო“,რომ თქვა თვალები შუბლზე ამივიდა და კახასგან გავთავისუფლდი ექთანი,რომ გავიდა,კახამ ახსნა დაიწყო -სხვა ვერაფერი მოვიფიქრე,ბოდიში -რა სხვა ვერაფერი მოიფიქრე -ისე არ მიშვებდნენ -მოიღუშა კაჭკაჭი ბეღურასავით. -- გამოწერის დღიდან რაღაც შეიცვალა,ისევ ისეთი გახდა კახა როგორიც იყო და უბრალოდ ბოროტი ადამიანის ნიღაბს იყო ამოფარებული,შეიძლება ითქვას გაზის ბრალია ის,რომ ის გახდა რაც იყო,თუმცა არ შეცვლილა ერთი რამ მამაკაცის გვერდით,რომ მხედავდა საშინლად ბრაზდებოდა,მე არაფერს მეუბნებოდა,მაგრამ ყველაფერი სახეზე ეტყობოდა. ხვალ კომპანია აწყობს თანამშრომლების წვეულებას,სადაც სხვა კომპანიის თანამშრომლებიც იქნებიან მოწვეული,მე კი წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ჩავიცვა,დიდი ხანია არც მაღლები ჩამიცვამს და არც კაბა,მკაცრი ქალის იმიჯი მქონდა შექმნილი და ალბათ ამიტომ მივედი ოცდარვა წლამდე,ვისთვის მეთხოვა რჩევა,მეგობარი მე არ მყავს და დედა,მერე ჩემი ქვედა მეზობელი გამახსენდა ცისია,მოვწესრიგდი და ჩავედი. -გვანცა?-თქვა გაოცებულმა-ჩემთვისაც მოიცალე?-ის ჩემსავით მარტოხელაა -დახმარება უნდა გთხოვო -შემოდი,მერე კართან,ხოარ ვილაპარაკებთ,რამე სერიოზულია?ცუდად,რომ გახდი მის მერე რამე გჭირს?-დივანზე დავსხედით და ერთ ამოსუნთქვაზე მომაყარა -არა,არაფერი არ მჭირს,უბრალოდ უნდა დამეხმარო კარგად ჩაცმაში -დაიცა,რა ხდება? -წვეულება გვაქვს და მე საიმისო არაფერი მაქვს,იქნებ რაიმე ამარჩევინო საიტზე,მაღაზიებში ბოდიალის დრო არ მაქვს,გამოწერით მინდა -კარგი რა პრობლემაა-ნოუთბუქი აიღო და გვერდზე შევიდა საიდანაც თავად იწერს სასურველ ნივთებს,იმდენი მანახა თვალები ამიჭრელდა,ყველა კაბა ერთმანეთზე უკეთესი იყო,თუმცა ერთზე თვალი განსაკუთრებით დამრჩა,ღია წითელი ტანზე მომდგარი,აქა-იქ თვლებით მორთული -აი ეს იყოს-ვუთხარი და ხელით მივუთითე,მან კმაყოფილმა შემომხედა და ახლა ფეხსაცმლის ძებნა დაიწყო,ყველა საჭირო რამ,რომ გამოვიწერეთ,ცისიამ ყავა გააკეთა,მე კი ვიჯექი და ველოდებოდი ჩემს შეკვეთას-მალე მოიტანენ?-ქალს რომელსაც ცხოვრებაში არ ცმია ასე,ერთი სული მქონდა როდის ჩავიგდებდი ხელში -კი მალე მოიტანენ,მანამდე ყავა დალიე-ჩემსკენ მოაჩოჩა ფინჯანი. -- -იდეალურია-მითხრა მან-აწი სულ კაბები უნდა ჩაიცვა,თორემ ჩემსავით მარტოხელობა არ აგცდება -ისედაც მარტოხელა ვარ-გავიცინე მე -ჯერ გაქვს დრო,მე კი აღარ,ნაოჭებ შეპარული სახე ვიღას უნდა ახლა-მოიღუშა ცისია -ოჰ კაი რაა,ქალი მუდამ ლამაზია, შენც წამოდი წვეულებაზე იქნებ მეორე ნახევარი იქ გელოდება -რაღა დროს ჩემი მეორე ნახევარია,არც მინდა ეს დაწყობილი ცხოვრება ვინმემ ამირიოს -კარგად დააწყე კარგად,არ აგირიოს,მიდი სწრაფად გამოიცვალე,გელოდები,უსენოდ არსად წავალ-ვუთხარი და ოთახში ძალით შევიყვანე -კარგი ჰო-თქვა გაბრაზებული ხმით-რადგან არ მეშვები -როცა ქალს ეძლევა სანსი,სიახლე შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში ან თუნდაც საკუთარ იმიჯში,რატომ უნდა დაიხიოს უკან,ცუდს რას სჩადის თუკი რაიმის რაიმით შეცვლა სურს-ჩემს საუბარს ყურადღებით უსმენდა და თან კარადაში კაბას ეძებდა,მერე შემომხედა -თმა ასე უნდა გქონდეს?,ეს რა მაკიაჟია?-რომ ჩაირთო ვერ გავაჩერე,სწრაფად ჩაიცვა,სავარძელში დამსვა და თმები დამიხვია,თმები ისე ლამაზად გადმოიყარა წინ,ისე შემცვალა ვარცხნილობამ სარკეში,რომ ჩავიხედე მეგონა სხვა პიროვნებას ვუყურებდი,მერე მაკიაჟიც გამიკეთა,იგი ამ საქმის პროფესიონალია-ნამდვილ ანგელოზს გავხარ,მართალია მაკიაჟი არ გჭირდება ისედაც ლამაზი ხარ,მაგრამ პირდაპირ საოცრება ხარ-ემოციებს ვერ მალავდა ცისია -კარგი ნუ გამაწითლე,ჯობია შენს თავს მიხედო ახლა,ჩემზე მეტად მინდა ბრწყინავდე მე შეიძლება ვერც კი შემამჩნიონ-თავი დავხარე და ვეცადე ცრემლი არ წამომსვლოდა,თორემ ჩამომრეცხდა ცისიას ნაწვალებს -ნუ სულელობ,კაცი,რომ შენ არ შემოგხედავს კაცობაზე ხმა არ ამოეღება-მის ნათქვამზე მწარედ ჩავიღიმე,სავარძლიდან წამოვდექი და ადგილი დავუთმე ცისიას -- იმდენი ხალხი იყო სად შევმძვრალიყავი არ ვიცოდი,ამის საშუალებას ცისია არც მაძლევდა,გამუდმებით მაკონტროლებდა -ისე გაიარე,ვითომც ვერ ამჩნევ ვერავის და შენს მეტი არავინაა,ყელი მოიღერე და დაზაფრული ნუ დადიხარ-მკაცრად მითხრა და წელში გამასწორა,დინჯად გავუარე მამაკაცების ჯგუფს,ყველამ გაოცებული სახით შემომხედა,თავს ვიკავებდი,რომ არ გამეცინა,ელეგანტურად მივაბიჯებდი კახასკენ,რომელიც ზედაც არ მიყურებდა,მსვიდად საუბრობდა პარტნიორებთან,მეწყინა,მაგრამ არ შევიმცნია გვერდი ჩავუარე და მამაკაცებთან დავდექი,მისი რეაქციის გასაგებად -მშვენივრად გამოიყურები გვანცა-მომიგო ნიკამ,ჩემმა თანაშემწემ და ხელზე მემთხვია -გმადლობ-ვუთხარი მორიდებით -აქამდე რატომ ვერ ვამჩნევდით,თურმე რა სილამაზე გვყოლია-უთხრა ნიკას ლაშამ და მერე ორივემ მე შემომხედეს,თავი უხერხულად ვიგრძენი და ცისიასთან მივედი,მას უკვე მოეხიბლა მამაკაცი და ერთმანეთში ბაასობდნენ,წამიერად თავი მარტო ვიგრძენი,მაგრამ მალევე მოვიდა კაჭკაჭა ჩემთან -როგორ ხარ?-მკითხა მან -მშვენივრად არ მეტყობა? -რავი-მის ხმაში ვერაფერს ვგრძნობდი,არც კომპლიმენტებით დამასაჩუქრა,როგორც ეს ნიკამ და ლაშამ გააკეთეს,საერთოდ რა დევს ამ კაცში,უკვე ვეღარც გამიგია,საშინლად გავმწარდი,სახე ამეწვა,სემდეგ ცისიას ნათქვამი გამახსენდა და გამეცინა -რა მოხდა?-მკითხა დაბნეული ხმით კახამ-ცუდად გამოვიყურები/? -დიახ-მივუგე ხრიწინით-მაგრამ ვერ ვხვდები,იმ ქალებმა თვალი,რატომ დაგადეს,არ გაშორებენ-კახას ალმური მოედო,შებრუნდა და იმ ქალებსიკენ წავიდა. პ.ს დიდი მადლობა წინა ისტორიის წაკითხვისთვის,ძალიან გამახარეთ და იმის დაწერა დამავიწყდა რომ ცოტაც და ვიტირებდი ბოლო თავს როდესაც ვწერდი,აი ძაან მტკივნეული განცდები დამეუფლა განსაკუთრებით მაშინ,როცა დედამისისთვის უნდა ამეხსნა.მოკლედ ლამის ვიტირე და ისე მიხარია რომ მოგეწონათ რომ რავიცი. იმედია ამ ისტორიასაც დადებითად შემიფასებთ. მიყვარხართ ყველა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.