ისევ შემიყვარე... თავი (4) ნაწილი (2)
-როცა გეკითხები უნდა მიპასუხო ნია!-ხელი მაჯაში ჩამავლო-ოთახში შემიყვანა და წამლები გამოიღო ტუმბოდან,ყველა წაიკითხა და გაოცებულმა შემომხედა -ანემია გჭირს? -არაფერიც არ მჭირს და შენ არავინ გეკითხება,ნუ ერევი ჩემს საქმეში!-კბილებში გამოვცარი -ნია არ გესმის ხო? მიყვარხარ ეს დედაფეთებული!-თვალები აემღვრა -როგორ ბედავ და სიყვარულზე მელაპარაკები?! ცემს საუკეთესო დაქალს რომელიც შესაძლოა ჩვენი მეჯვარე ყოფილიყო სიყარული აუხსენი და ნია ენს გამო დავშორდიო და მერე გაგეღადავეო უთხარი,ამის მერე მოდიხარ და ბედავ რომ საერთოდ რამე გრძნობაზე მელაპარაკო?!-ხმის გაკონტროლება ვეღარ შევძელი და ამდენი ხნის დაგროვილი პირში მივახალე -რადროს ლანაა გოგო,ან ეგ ვაბშე როგორ დაიჯერე? ხო იცი რო ვეხუმრე? -მაგას არაქვს მნიშვნელობა,შენ მეც გადამიარე და ლანასაც,რა გეგონა ჩემი დაქალი მიღალატებდა? არც ამაში გაგიმართლა შე საცოდაო! -მასე ნუ მელაპარაკები ნია,ვიცი არაკაცურად მოვიქეცი,მაგრამ დამიჯერე ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს -ამას არ აქვს მიზეზი, შენ გამანადგურე,ბოლო მომიღე და ახლა მოდიხარ და მეუბნები რომ გიყვარვარ? ფეხებზე მკ*დია შენი დამპალი სიყვარული! ხელი გამიშვი და არასოდეს გაბედო მოკარება-მკლავი გამოვგლიჯე და გარეთ გამოვედი ახლა სულ არ მედარდებოდა სიცივე,არც ქურთუი მეცვა,იმდენად ვიყავი ემოციებში,რომ თავის დამშვიდება მიჭირდა,ერთიანად ვკანკალებდი,სიცივის გამო არა უბრალოდ იმის გამო რომ ვუთხარი გამანადგურეთქო,გამანადგურა აბა რა ქნა ადამიანს აღარ ვგავარ,მისი დანახვაც კი ნერვებს მიშლის,არაკაცია,ვირთხა! ამას არასდეს ვაპატიებ,საერთოდ რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი,სიყვარულიდან სიძულვილადე მართალც რომ ერთი ნაბიჯი ყოფილა! -ნია,შემოდი გაიყინები-სალომემ ქურთუკი გამომიტანა -არა,ვერ შემოვალ,ახლა რომ შემოვიდე და ისევ ის დავინახო შეიძლება თავი ვეღარ შევიკავო და რამე ვესროლო -კარგი დამშვიდდი,მიდი ჩაიცვი ხომ იცი არ შეიძლება შენთვის ასეთ სიცივეში დგომა -შენ შედი,გაცივდები -არა,მარტო არ დაგტოვებ-ჯიუტად გამიყარა ხელკავი და ჩემს გვერდით იდგა იმ ყინვაში -უბრალოდ ეცადე არ შეიმჩნიო,ხომ ხედავ თვითონ ნერვებს აკონტროლებს და შენ წყობიდან გამოყავხარ -რომ მოკვდეს ცრემლი არ გადმომვარდება თვალებიდან! იმ დონემდე გამამწარა არც დავიტირებ! -კაი ნუ ამბობ გოგო მასე -არ მაინტერესებს ჭირსაც წაუღია! სალომე კანკალებდა,ეტყობოდა რომ ძალიან ციოდა,მერე გიგა გამოვიდა მას გოგონებიც მოყვნენ,შენ თუ არ შემოხვალ ჩვენც აქ დავდგებით ამ ყინვაშიო,ხვა რა გზა მქონდა არ მინდოდა ჩემს გამო გარეთ გაყინულიყვნენ და კოტეჯში დავბრუნდით. დანელია იჯდა წარბშეუხრელად,ეტყობოდა რომ სინდისმა გაიღვიძა მასში,თუმცა მას საერთოდ თუ გააჩნდა სინდიდი ამაშიც კი ეჭვი მეპარებოდა,აქ გაჩერებაც აღარ შემეძლო,თუმცა ბავშვებს ვერ გავუტეხე და დავრჩი,კიდევ 1 დღე უნდა ამეტანა ეს არსება. სალომემ სუფრა გაშალა,თუმცა მადა არ მქონდა მაგრამ იძულებული ვიყავი წამლის დალევამდე რამე მეჭამა.დანელია ჩუმად იჯდა ხმას არ იღებდა,შიგადაშიგ მაკვირდებოდა,აინტრესებდა დავწყნარდი თუ ისევ გაცხარებული ვიყავი.გადავწყვიტე სრულიად დამეიგნორებინა მისი ყოველი სიტყვა და საქციელი,ასე მას უფრო გავამწარებდი,მეც სორედ ეს დავისახე მიზნად,ფეხებზე მ*კიდა შურისძიება და სამაგიეროს გადახდა დამამშვიდებდა თუ გამაგიჟებდა,ახლა ისეთ დონეზე ვიყავი მისი გამწარების მეტი არაფერი მინდოდა. სიყვარული? აერთოდ ეს გრძნობა თუ გამაჩნდა სრულიად გადამავიწყდა,გადავწყვიტე უფრო მშვიდად მოვქცეულიყავი მასთან,მართლა აღარ მადარდებდა უკვე რას იფიქრებდა და რას არა,აღარ ინდოდა ქაჯივით მოვქცეოდი ასე ისევ იფიქრებდა რომ გამანდგურა,ტაქტიკა შევცვალე და მშვიდი ურთიერთობის ჩამოყალიბება გადავწყვიტე მასთან. ეს ყველაფერი ღამე მოვიფიქრე,დილით სრულიად მშვიდად გავედი მისაღებში,იქ არ დამხვდა ეტყობა ჯერ კიდევ ეძინა,რომ გამოვიდა მომესალმა -გამარჯობა ნია -გაგიმარჯოს აკო-სრულიად მშვიდად ვუპასუხე დაეჭვებულმა და დაბნეულმა გამომხედა,არ ელოდა ასეთ მშვიდ რეაქციას -როგორ ხარ?-მაგიდის მეორე მხარეს დაჯდა,პირდაპირ ჩემს წინ -კარგად,შენ?-ისევ იგივე რეაქცია -რავი მეც,წამლები დალიე? -კი-სიმშვიდეს და ღიმილს არ ვკარგავდი -კარგია,ისევ ბრაზობ? -არა,არ ვბრაზობ სრულიად მშვიდად ვარ -ხოდა ძალიან კარგი-გაეცინა ეტყობა გაუხარდა მეტად აღარ გამიცია ხმა, ყველანაირად ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა. -როდის ამთავრებ მკურნალობას?-ისევ მისი ხმა გაიმა ჩემი მიმართულებით -კიდევ 10 დღე და მოვრჩები -იმედია ყველაფერი კარგად იქნება-გამიღიმა თავი დავუქნიე,ხო აბა რა მეთქი,ძან გედარდება ეგ შენთქო,თუმცა მხოლოდ გულში გავიფიქრე და გავუღიმე საპასუხოდ.ყველა გაოცებული დარჩა ჩემი ასეთი ჰუმანური და მშვიდი ქცევით,ზოგს გაუხარდა ზოგი კი დაეჭვებული მიყურებდა,ნუ გიგას და ლადოს გაუხარდათ,გოგონებმა კი გაკვერვებული სახით გამომხედეს. შუადღეს საგუნდაოდ წავედით,გავეხვიე ჩემს საზამთრო ტანსაცმელში და სპეციალური სათვალეც გავიკეთე -იმდენი მაცვია მეშინია არ წავიქცე-სიცილით გვითხრა სალომემ -ვაიმე მეც,თან ეს დუტი იმსისქეა-ავყევი მეც დანელიამ გუნდა მესროლა ზურგში -გეტკინა?-ღიმილით მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა -არა-მეც ასევე ღიმილით ვუპასუხე -წამოდი დავსხდეთ უხმოდ გავყევი და პუფებში ჩავსხედით -ხო არ გცივა? -ცოტა -კანკალებ ძაან -არაუშავს -გინდა გათხოვო დუტი? -არა იყოს არ მინდა-ღიმილით ვუპასუხე -ისე ძაან მომენატრე,ოღონდ ეხლა არ გაგიჟდე როგორც იცი ხოლმე-გაეცინა -არა,რატო უნდა გავგიჟდე-მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე -შენ ვაბშე არა ხო? -ნწ არა-უარის ნიშნად თავი გავაქნიე -ისევ ისეთი უდრეკი და სწევაჩკა ხარ პაწუკა-თვალი ჩამიკრა -ხო რას იზამ ცხოვრება ბევრ რამეს გასწავლის -ისევ ბრაზობ? -კარგი რა აკო,რაღაზე უნდა ვბრაზობდე,ხომ შევთანხმდით რომ ვიმეგობრებთ და ეს წარსულის გახსენებები აღარ გვინდა,უკვე საკმარისად გადავუარეთ ერთმანეთს და გავარასხოდეთ,ვსიო ბარი ბარში ვართ-გამეღიმა -კი მეგობრები ვართ,ძმაკაცები არა,გაითვალისწინე -როგორც გინდა,ჩემთვის სულ ერთია-ხელთათმანები მოვიხსენი,უარესად მიყინავდა გათოშილ თითებს -მომეცი გაგითბობ-ხელები მომკიდა ხელზე -არ მინდა-სწრაფად გამოვგლიჯე და გავეკრიჭე ამასობაში ბავშვებიც მოვიდნენ და გაყინულები დავბრუნდით კოტეჯში,სააბაზანოში შევედი,ცხელმა წყალმა შვება მომგვარა გაყინულ სხეულზე.სალომემ საჭმელი მოამზადა და სუფრას მივუსხედით,თიტქოს ყველაფერი კარგად იყო,დანელია ხშირად მიყურებდა და თვალს მიკრავდა,ეგონა ალბათ შანსი მომეცაო თუმცა მან არ იცოდა რას ვფირობდი მე სინამდვილეში.მის ყოველ გამოხედვას მეც ღიმილით ვპასუხობდი,რამაც უფრო გაათამამა და ჩემს გვერდით გადმოჯდა. -ჰე,აბა ამსაღმოს რა ვქნათ?-ხელები ღიმილით გაასავსავა დანელიამ -ტანგო ვიცეკვოთ-სიცილით უპასუხა თეონამ -ამან იუმორი ისევ მშიერი დატოვა?-არ ჩამორჩა დანელიაც -აუ შენ ხო იმენა გამძღარი გყავს სულ ამაზე ყველას გულიანად გაგვეცინა.უცებ საშინელი გულის რევის შეგრძნება დამეუფლა,ალბათ ისევ ნაღვლის ბრალი იყო,სწრაფად გავვარდი საპირფარეშოში,მაგრამ მხოლოდ შეგრძნება იყო და მეტი არაფერი,უეჭველი ელენეს შემწვარი კვერცის გამო. -აუ მოდით რა ამსაღამოს დავლიოთ,თან ბოლო ღამეა ჩვენი აქ ყოფნით დილით ისევ თბილისში ვბრუნდებით-აზრი გამოთქვა ლადომ -ეე,მაგარი აზრია,დალევთ გოგონებო?-იცოდა რომ მე ვერ დავლევდი წამლების გამო და გადმომხედა-ნია ვერ დალევს-ისევ განაგრძო -არაუშავს თქვენ უფრო მეტი დაგრჩებათ-გამეცინა და მაგიდის ალაგება დავიწყე -მოიცა არ აალაგო,წამო ლადო აეგდე ბარში ჩავიდეთ არაყი დავითრიოთ მალევე დაბრუნდნენ არყებით ხელში,ვიცოდი დანელიად დამპალი სიმთვრალის შესახებ,ასე რომ კიდევ ერთი მორიგი იერიშისთვის დავიწყე მომზადება,ცოტახანში შეზარხოშდნენ კიდეც,უკვე თვალები აემღვრა ალეკოს. __________________________ პატარა თავია,მაპატიეთ მეტის დადება ვერ მოვახერხე,მაინტერესებს თქვენი აზრი. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.