შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ვეტერინარი - 3


11-01-2016, 14:47
ავტორი D-roni
ნანახია 6 810

მგონი არ მოგწონთ ...
რაღაც ვერ ვხედავ თქვენს კომენტარებს .
ძალიან დიდი მადლობა იმათ ვინც მომყვებით და თქვენი თბილი კომენტარებით მახარებთ .
ბავშვებო მე "სტატუსის" გამო არ მინდა თქვენი კომენატარები .
მე სტიმული და მხარდაჭერის დანახვა მჭირდება , მეტი არაფერი .
დიდი მადლობა , მიყვარხართ ! იმედია მოგეწონებათ .

ასევე ჩუმად მივედით ჩემს სახლამდეც , ჩუმად გადავყლაპე ნეწყვი და ლოყებ აწითლებული მივბრუნდი ივასკენ.
მამაკაცმა მანქანა გაააჩერა და ძრავა გამორთო , მანქანიდან გადმოვიდა და ჩემს მხარეს , კართან მოვიდა .
ნელა გამოაღო და მანიშნა გადმოდიო .
მის ხელს დავეყრდენი და ფრთხილად გადმოვედი მანქანიდან.
ვიგრძენი მისი ძლიერი ხელი როგორ აცურდა ჩემს იდაყვზე და როგორ ამიკრა სხეულზე.
გული მომენტალურად ამიჩქარდა და ცოცხლაც მივეფერფლე კარს.
ფეხები ამიკანკალდა , თითები ამითრთოლდა და ვიგრძენი როგორ ძლიერად წამოვხურდი სახეზე.
ემოციების დაფარვა მიჭირდა , გული იმდენად ჩქარა ცემდა მეგონა ამომივრდებოდა , თავისუფალი ხელის მასთან მიტანა მინდოდა მაგრამ ავალიანს იმ დონეზე ვყავდი სხეულზე აკრული ეჭვი მეპარებოდა ეს შემეძლო.
ამტკივდა , ძალიან ამტკივდა მფეთქავი პატარა ორგანო და ვიგრძენი კისერზე არსებული ყველა ნერვი სიმივით დამეჭირა.
ავალიანის გახურებული ხელი ვიგრძენი გაყინულ კისერში და მივხვდი ახლა იქ მყოფ "სიმებზე" აპირებდა დაკვრას.
წინასწარ გამოვიგლოვე საკუთარი თავი.
თანდათან ხელები მომიდუნდა , მისი მხრებიდან მტევნები ჩამოვასრიალე და მომენტალურად მოვწყდი გარესამყაროს.
მხოლოდ მის უჩვეულოდ ლამაზ თვლებს ვუყურებდი , რომელიც ხან სარკესავით გამჭირვალე იყო , ხანაც ღამესავით შავი და იდუმალი.
ყველაფერი ერთმანეთში ამერია , მაგიჯებდა მისი თვალები მაგიჟებდა !
კანკალით ვიდექი და მის თვალებს ვუყურებდა , მზერა ვერ გადამქონდა.
ყველაფერს მივცემდი ახლა მის თვალებში , რომ ფიზიკურადაც ჩავკარგულიყავი.
ცივი ნიავი და სიგრილე ჩემამდე მხოლოდ ცხელი აირივით აღწევდა და ყველა იმ ადგილს მიწვავდა რასაც ავალიანი ეხებოდა მთელს ჩემს სხუელზე.
გაჩენის დღიდან არ მიგრძვნია ასეთი სითბო , მხოლოდ ვგრძნობდი როგორ მინდოდა ახლა სახლში ჩემს რბილ საწოლში ვწოლილიყავი და ამდენი ფიქრისგან კი არ გამსკდომოდა თავი , არამედ დამღლელი დღის გამო.

- ღამე მშვიდობისა კობიაშვილი - ვიგრძენი ცივ შუბლზე გახურებული ტუჩები და წამით გამაცახცახა.
მისი ცხელი სუნთქვა , ჩახშული ტონი , სამი სიტყვა და ორმაგად აძგერებული გულს დამატებული სული და გონება.
ფრთხილად განთავისუფლებული სხეული და საწოლში სულელივით გაკრეჭილი ჩაწოლა გამაგრილებელი აბაზანის შემდეგ.
ახლაც ცხვირი მეწვის მისი სურნელის შეგრძნების და გახსენების თანავე.
თითქოს ისევ აქაა , თითქოს ისევ წინ მიდგას და ისევ ისე თბილად ვყავარ აკრული თავის გახურებულ , მმმ სხეულზე.
თავს დადანაშაულება დაკავებულ კაცზე ფიქრების გამო და თვალიდან უაზროდ გადმოგორებული პატარა ცრემლი.
დამწყდარი თითოეული ნერვი და ძლივს ჩაძინებული ფიქრები.
ამხედრებული გული და გონება , აჯანყებული სინდისი და ისევდაისევ ერთი აზრი ... "ის ისაა"


^^^


თითქოს ახლა გავიგე რაღაც გამაწრუებელი ხმა საწოლთან მდგარი ტუმბოდან მომავალ ვიბრაციას , რომ ერთვოდა თან.
გაბრაზებულმა დავჭყიტე თვალები და შევეცადე მხედველობა დამეძაბა.
თვალებზე გადაფარებული ბინდი ნელნელა მოვიშორე და ნინას სწრაფად ვუპასუხე.
- მშვიდობაა თუ დაიწყო ომი ? - აგრესიული ტონით დავიწყე საუბარი.
- ლიზა - ყურთასმენას გაოგნებული ხმა მოსწვდა და მივხვდი რაღაც სასიახურულო უნდა ეთქვა ჩემს დაქალს ჩემთვის.
- ჰა ახლა იტყვი ? - თვალები საბოლოოდ დავჭყიტე და საკუთარი თავი გამოვიგლოვე , ვიცოდი ძილი დღეს ღამემდე აღარ მეწვეოდა.
- გთხოვ გამო ჩემთან რაა - ასეთი აღტაცებული და გაოგნებული ხმა ორი კვირის წინ ჰქონდა როცა დამირეკა , მასთან მისვლა მთხოვა და ზოგადად მომიყვა როგორი იყო მისი პირველი ღამე.
დავასკვენი , რომ ამისთვის "ლაწირაკი ვარ"
- მშვიდობა გაქვს ? - ვკითხე და ფეხზე წამოვდექი.
- შეგიძლია მოსვლა ?
- შენ , რომ მოხვიდე ? - ბოლო იმედს ჩავებღაუჭე.
- ჩემთვის დატვირთვა არ შეიძლება - მტკიცეთ განაცხადა ჩემმა დაქალმა , მის ნათქვამზე წამით დიდი სარკის წინ შევდექი და აბურდულ თმაზე გადავიტანე ყურადღება - ხო , რომ წამოხვალ იოგურტი წამოაყოლე , მარწყვის და ბანანის ნუ ანანასისაც რა იცი როდის რა მომინდება ? - მკითხა და მობილური კისკისით გამითიშა.
გგაოცებულმა დავხედე მობილურს და ასევე გაოცებული გულის ფანცქალით შევედი წყლის გადასავლებლად.


^^^



- გამიღე კარი ქალო - მივაძახე მობილურით დაქალს და მეორე სართულზე ფეხით ავედი.
სახლში შესულმა კივილი ვერ შევიკავე და ჩემი დაქალი მაგრად ჩავიხუტე , ცრემლები მომადგა თვალებზე თმაზე ვაკოცე და მის უკან გავაპარე მზერა.
ორ კაციან სავარძელში ივა და დათა ისხდნენ.
წამით გამოვშტერდი მაგრამ ამბავი , რომ გავიაზრე ...
ნათლია ვხდებოდი !
მეცხრე ცას ვეწიე და ფეხით კარი მივკეტე , საკეტი გადავატრიალე და აღტკინებულმა პარკები ძირს დავყარე.
- მითხარი , რომ არ მეკაიფები - თვალი მოვჭუტე გაკრეჭილმა.
- არა ! თან დათამ მითხრა რაც გინდა ის დაარქვი პირველ მერცხალსო და შენი აზრით რას დავარქმევ ? - ასევე გაკეჭილმა მკითხა და მერდღვნა.
- ვაიმე ჩემი პატარა კუ - მუცლისკენ დავიხარე და მაგრად მოვხვიე ხელები - ჩემი ცხოვრება , ჩემი სიცოცხლე - ვჩურჩულებდი ხმამაღლა და ემოციებს ვერ ვიკავებდი - ვიტირებ - ავბღავლდი და დაქალს მაგრას ჩავეხუტე - ვერ ვიჯერებ - ცრემლები მოვიშორე და შევეცადე გამეაზრებინა.- კაცი მქვიაო შენ უნდა თქვა სიძე- მთელი ძალით შევაფრინდი და ჩავეხუტე საყვარელ დათუჩას.
- ცოლის დადნაფიცო ცოტა ნელა თორე დამრჩა საცოლე-შვილი უპატრონოდ - სახეზე წამოწითლებულმა ამოიფხუკუნა და ბღვერით გავუშვი ხელი.
- უმადური რო იქნები ადამიანი , მასხარა ბავშვიც ვერ დაგაჭკვიანებს შენ - შევუბღვირე და გადავიკისკისე - გამარჯობა ივუკა - მივესალმე ავალიანს და მერე გავიაზრე სვანის გაოგნებული სახე რამაც გამოიწვია.
ტუჩზე ნერვიულად ვიკბინე და უკან ბღვერით გადავხედე ნინას და დათას ერთმანეთის კისერში ცხვირჩამძვრალები , რომ ცდილობდნენ ხარხარის შეკავებას.
- რა მიწოდე ? - ცალი წარბი ირონიულად აწკიპა ჰაერში "ივუკამ" და მივხდი , რომ მისი წარბების ფორცმც კი შიგნეულად ჩემს "აკუნცხულებას" იწვევდა.
- ივუკა - ტუჩზე ნერვიულად გადავიტარე ჯერ კბილები და შემდეგ ენა - ხო რა - ნერვიული სიცილით დავკარი კაი ძმაკაცივით ხელი მხარზე სვანს და უკან გავატრიალე თავი , დაქალს ტუჩების მოძრაობით ვთხოვე შველა.
- ივა ყურადღებას ნუ მიაქცევ ეგ აკუნცხულებულია ეხა - ახარხარდა ნინა და განზე გადგა - ორსულად ვარ - ტუჩები დაბრიცა და კოცნა გამომიგზავნა.
- აკუნცხულებული თუა არ მივაქცევ - ისეთი სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა ავალიანმა ლამის დავიჯერე , რომ სიტყვის მნიშვნელობას ჩაწვდა.
ეს სიტყვა ჩემი მოფიქრებულია , ეს პირველად სწორად ვერ ვთქვი და ასეთი ვერსიით შემოგვრჩა მე და ნინას.
აკუნჩხულებული იგივე - ატეხილია .
ალბათ მიხვდით რა დამემართა , როცა ავალიანის შესაძლო მიხვედრილობაზე დავფიქრდი.
სახეზე "აპერიცებული" მივუახლოვდი ნინას და მუელზე ძალით გაკრეჭილმა მოვუსვი ხელები.
- ლიზაზუ მადედან , რომ გამოძვრები დედიკოს სახეს ავუკუნჩხლებ - დაქალს გავუღიმე გევლურად.
- ეჰ შენ კაცი გინდა - თავი გადააქნია და მუცელზე ხელი მიიდო.
ნერვიული სახით გადავხედე გადაფითებულმა სერიოზულად მჯდომ ივას და აფხუკუნებულ დათას.
"არ აყვე , არ აყვე"
ვიმეორებდი და ზუსტად ვიცოდი რა თამაშს მეთამაშებოდა ნინა.
- დიდი ხანია იგემე და ახლა ჩემზე გადმოხვედი ? - წარბი ავუწეი და ჩანთა იქვე მივაგდე.
ჯინსის დაგლეჯილ ისედაც მოკლე შორტებზე ხელები დავისვი და მოკლე გაშლილი ლურჯ/ნაცრისფერი ტოპი გავისწორე.
სავარძელში ჩავეშვი ზუსტად ივას წინ და თეთრი ადიდასის კედიანი ფეხი ჰაერში ავათამაშე.
"აპერიცებული" დაქალი გვერდით მომიჯდა და საგრძნობლად მაგრად მიჩქმიტა ხელზე .
- რა იყო ის მაინც ვიცი , რომ მაი საქმე იმეეების გარეშე არ კეთდება - ირონიულად ავუთამაშე წარბები და პარკიდან იოგურტი ამოვაძრე ერთჯერად კოვზთან ერთად.- ალუბლის ჩემთვის წამოვიღე - დავაყოლე და გემრიელად გავიქანე ყბაში იოგურტი.
- არაფერი გეშველება შენ ! გადაყვები ამ ძაღლებზე და ცხოველებზე დარდს და დამრჩები შინაბერა ! - დასკვნა სწრაფად დადო ნინამ და მუცელზე ხელი დაიდო - ჩემს შვილს მაინც არ დაანთლო შენი გველობა და შინაბერობა - ბოლოს მაინც აფხუკუნდა.
- მადლობა თქვი ღამე საწოლში შუაში , რომ არ გიწვებით - წარბი ავუწიე ცინიკურად .
- აუ ეს ახალგაზრდა და თავისუფალი რა არის და შინაბერა რა იქნება - თავში ხელი იმხელაზე იტაკა დათამ მაინც გამეცინა მის ტკვივილისგან დამანჭულ სახეზე.
შაბათი

- ხოდა მიფრთხილდი სიძევ - დავემუქრე და თვალი ჩავუკარი.
- მამა დარჩენილხარ უდა-ძომოთ დარჩენილხარ , ბიჭი მაინც იყავი გვარი შენ გამიგრძელე - გულუბრყვილოდ ლაპაარაკობდა და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა.
გვარის გაგრძელება ...
მეტისმეტათ რთული და ტკივილიანი თემაა ჩემთვის.
მამაჩემი ყოველთვის სიხარულით ეხუტებოდა ჩემს 5 წლის ძმას , ეუბნებოდა შენ გააგრძელებ გვარს და მიხედავ შენს ბატ დასო.
ამაზე სულ ვბრაზობდი ... ეცოცხლა ! მოეხედა ...
6 წლის ხდებოდა , როცა ლეიკემია დაუდგინეს , ექიმებმა არასწორად უმკურნალეს და ...
ცრემლები დაუდევრად წამომივიდა თვალებიდან და ტუჩზე კბილები დავისე , რომ თავი შემეკავებინა.
თავიდან ვერც ერთმა შენიშნა , შემდეგ ნინა მომიტრიალდა თვალებში ცრემლებ ჩამდგარი და ხელი ხელზე მომიჭირა.
დათამ გაოგნებულმა გადმომხედა და დაბნეულმა თვალების ცეცება დაიწყო "რამე ცუდად ხომ არ ვქვიო"
ივასაც დაეტყო სახეზე გაკვირვება და ოდნავ წამოწია სავარძლიდან.
ფეხზე წამოვდექი ძალით გაღიმებული სახით და აივნისკენ წავედი.
სიგრილეში გავედი და სახე ნიავს მივუშვირე.
მთელი ძალით ავტირდი და უკან შევბრუნდი , გალესილ კედელს თავი მივადე . ხელების მასზე შენა დავიწყე და ჩუმად მოთქმა მანამ განვაგრძე სანამ ძლიერი სხეული არ ვიგრძენი , როგორ ამეკრო ზუგზე , ხელები მუცელზე მომხვია და ცხვირი კისერზე გამიხახუნა.
ტირილით მოვბრუნდი უკან და ხელები ძალიან მაგრად შემოვხვიე ავალიანს განიერ მხრებზე და თანდათან წვრილ წელზე ჩამოვაცურე , თითები ერთმანეთში ავხლართე და მაგრად მოვუჭირე ზურგზე.
ყური გულზე მივადე და ვიგრძენი ჩემი გულის ცემის გარდა კიდევ ვიღაცის აჩქარებული პულსი მოსწვდა ჩემს ყურთასმენას.
ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა და ჩემს ძმაზე ფიქრები მასთან ასე ახლოს ყოფნაზე ფიქრმა ჩაანაცვლა.
წამით დავფიქრდი რა იქნებოდა მერე , როცა განზე გაიწეოდა.
ფიქრებიდან გახურებულმა ტუჩებმა გამომიყვანა , რომელიც ჩემს თმაზე დაცოცავდა და რაღაცეებს ბუტბუტებდა.
ტირილიდან სლუკუნზე გადავედი და უკვე სლუკუნსაც მოვრჩი.
ფრთხილად გამწია განზე და მთლიანად მის სხეულზე ამიწეპა.
ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემს თვალებზე და უნებლიედ მიმებნიდა ორივე.
პლასმასის კარს , რომ შევხებოდი ეჭვი არ მეპარება ცეცხლს წავუკიდებდი იმდენად ცხელი იყო ჩემს სხეულში შემოპარული გრძნობა.
განსხვავებული , სათუთი , ჯერ არ ნაგრძნობი და უკვე ნაცნობი ...
სუფთა , ამაღელვებელი და ამავდროულად მშვიდი...
სიტყვები , რომ ზედმეტია და თვალები ბაასს , რომ აბავენ ისეთი ...
უკვე გული მიქანდება , მეც ვქნადები და , რომ არა მისი ძლიერი ხელები ეჭვი მაქვს უკვე ნოხად ვიქნებოდი გადაქცეული.
უნებლიედ იპურობს ისევ მისი თვალები ჩემს მზერას და ისევ ვიკარგები შიგნით.
მინდა მისი თოთოეული სუნთქვა "ვიგრძნო" და არა გავიგო.
მინდა დავინახო , როგორ ემატება ასაკები და ყოველ წამს მესმოდეს მისი პირიდან ამოსული თითოეული თბილი სიტყვა.
არ ვიცი ამას რა ჰქვია ... მაგრამ უკვე მეშინია .

- დამშვიდდი ? - მკითხა და ცხვირზე მაკოცა.
მომეხაჭუნა და ცხვირი "გავამაცმაცუნე" .
ჩემს საქციელზე ჩაეღიმა და ისეთი მომაკვდინებელი ღიმილი მაჩუქა ... ისეთი ... ისეთი , რომ ახლაც გაოგნებული ვდგავარ და ჩემს წინ მდგომს საცოდავი სახით შევყურებ.
ეღიმება ... მეც მეღიმება .
ვგრძნობ როგორ იხრება ჩემსკენ , ვთრთი ვითარც თრთია ...
ჯერ არა ! ჯერ არ ვარ მზად ...
თვალებს დაბნეული ვაფახუნებ და თავი ჭრიჭინაში მგონია .
ხო ჭრიჭინაში , აბა ასე ჩემი გული ჯერ არასდროს აჭრიჭინებულა ...

გულზე ხელი "ჩავიცურე" და ისე მივიდე.
გამშრალი ტუჩები გავისველე და გულგამსკდარი კინაღამ უკან გადავვარდი დათას ღრიალზე , რომელიც ხარხარით გამოხტა აივანზე.
ჩვენს დანახვაზე თავიდან შედგა , შემდეგ გაიკრიჭა . სულ ბოლოს კი დააგვირგვინა.
- გვრიტებო , არ გშიათ ?
- შენი სისხლი მწყურია - კბილები გავაღჭრიალე და შეშინებულმა თვალები ავაფახუნე ისევ.
ყურთასმენას ავალიანის კმაყოფილი ჩაცინების ხმა მოხვდა უხეშად და ახლა მივხვდი ჩემი საქციელი , როგორ გამოვიდა.
ისე მოხდა , რომ ... გამოვიდა , რომ ... მე დათას იმის გამო გავუბრაზდი "რას ქვია ამ დროს გამოხვედი , კოცნა ვერ მოასწროთქო"
ავალიანს შევუბღვირე და აივნიდან გამოვვარდი.
- ვამპირები გევასება ტოო ? - დათა ხარხარით გამომეკიდა - ლიზუუ - დამიძახა გაწელილად და წინ შოკოლად ამიფრიალა.
ხელი მისკენ გავიშვირე გაკრეჭილმა - ნწუ ! - თავი გააქნია - ჯერ ლოყაზე მაკოცე სიყვა - გადაიხარხარა ისევ .
- ჯანდაბას შოკოლადის გამო ვაკეთებ - უცებ ვაკოცე და შოკოლადი ხელიდან ავაცალე - ჩემი ხარ ტკბილო - ზედ დავჩურჩულე და "ვნებიანად" წავეტანა "შოკოლადს"
- კაცი ჰგონია - ნინამ დამწუხრებით გადააქნია თავი და ბიჭების აახარხარა.
- ეე დედიკო - მივუბრუნდი გაოგნებული - მაინცდამაინც უნდა აგაჭარხლო , რომ დაშათაფდე ? - დავუბღვირე და ამაყმა მოვიღერე კისერი.
- ჭარხალი მინდა - ტუჩები გაისველა და დატას კალთაში ჩასკუპებულმა ცხვირზე დაკრა საჩვენებელი თითი.
- ზარალი ხარ რა - დამიბღვირა სიძემ .
- შეჭამდა კაცი კაი სიმინდს - ტუჩები გავაწკლაპუნე და ეშმაკურად ჩავიღიმე , როცა დაქალის გაბრწყინებული თვალები დავინახე.
- დათაა - გაბუსხულმა დაიწუწუნა .
- ტაროსაც წამოვაყოლებ და ყოველი შემთხვევისთვის ომბალოსაც - მობეზრებულად თქვა და საფულეს ხელი დაავლო - ბუს კვერცხებიც ხო არ გინდათ გოგოებო ? - გვკითხა და გამეღიმა.
- დაჯექი აღარ მინდა - ხელები გადაიჯვარედინა გაბრაზებულმა ნინამ.
- ხო გეუბნები ზარალი ხართქო ? -წარბი ამიწია დათამ და ისევ გამეცინა - კაი რა ფერია , სერიოზულად ნუ იღებ ხო იცი როგორ მიყვარხარ? შენს გამო ახლა მანდარინსაც კი ვიშოვი - ტუჩებზე დასჩურჩულა და მოწყვეტით აკოცა.
- მართლა ? - თვალები გაუბრწყინდა ნინას.
- ხო მართლა ! მართლა მიყვარხარ ძალიან ძალიან . - თავი დაუქნია გაღიმებულმა.
- მართლა მიშოვი მანდარინს ? - სიცილი ამიტყდა , ფეხებში ჩავდე თავი და იქ ფხუკუნი განვაგრძე.
- უიმეე - ხელი აიქნია და სახლიდან გავიდა - ივა რამე ხო არ გინდა?
- კი ... ვიაგრა - სერიოზულად უთხრა და მობილურში რაღაცის კეთება განაგრძო.
ხახაში გადასასვლელი იოგურტი გადამცდა და ძლივს შევიკავე ჩუმი ხველა.
თვალებჩაწითლებული მივაჩერდი ავალიანს და დავფიქრდი " ამას ხო არ ძმარავს ?"
- არ მეგონე ეგეთი - ატეხა ხარხარი და სწრაფად გავარდა სახლიდან.
გამეღიმა და ფეხზე წამოვდექი , აწუწუნებულ მობილურს ხელი დავავლე და ყურთან მივიდე.
- გისმენთ ...
- ლიზა ბრძანდებით ?
- დიახ - საშუალო ასაკის კაცს ვუპასუხე და ტუჩები გავაწკლაპუნე.
- იცით ... ჩემი ძროხა მშობიაობს - ეს სიტყვები , რომ ჩამესმა სიცილი ძლივს შევიკავე , ჩემს წამოწითლებულ და ნატანჯ სახეს ავალიანი და ნინა გაოგნებულები შეხვდნენ.

- იცით ... მე ძროხებზე არ ვმუშაობ , მაგრამ შემიძლია ერთი ჩემი კოლეგა გირჩიოთ , ის თავის საქმის პროფესიონალია - ჩავილაპარაკე ჩუმად და დავინახე ივას ჩატეხილი ტუჩის კუთხე და აფხუკუნებული ნინა.
- გთხოვთ ესემესით გამომიგზავნეთ - მითხრა და გამითიშა.
მესიჯში ლელას მობილურის ნომერი გავაგზავნე და ფეხმორთხმით დავჯექი სავარძელზე "მადლობა"-ს ღიმილით შევხვდი და მობილური გადავდე.
- მე , რომ პატარა ვიყავი ძროხა თვითონ მშობიარობდა , გაძერსკდნენ ? - წარბები შევკარი და ფეხი მოხრილ მეორე ფეხის მუხლზე გადავიდე .
- ზოგს უჭირს - მხრები აიჩეჩა ავალიანმა.
- შენ რა იცი? - გამომცდელად მივაჩერდი.
- მეც მქონდა ბავშვობა და მეც შევსწრებივარ ძროხის მშობიარობას - ისეთი წარბშეკრული და მკაცრი მზერა ჰქონდა წამით ვიფიქრე სამშობლოს ღალატში ხომ არ დავდე ბრალითქო , მერე მივხვდი , რომ "არა" !
- მე ბოდიში , მაპატიე ეგ როგორ ვერ გავითვალისწინე - თვალები მოვჭუტე და გავიცინე.
- ამ ერთხელ - თვალი ჩამიკრა და სერიოზული სახით ჩააჩერდა მობილურს .
- აუ ლიზაა - ტუჩები გაბუსხა ნინამ და მივხვდი საოცრებას მთხოვდა - შენი გამზადებული ალუბლის ტორტი მინდა - ტუჩები გააწკლაპუნა და მუცელზე ხელები მოისვა - ახლა , რომ არ გამიკეთო ჩათვალე მოსისხლე მტერი ვიქნები შენი , თან პატარაც მოითხოვს - წამწამებს მიფახულებს ნინა.
- ნინა ხომ ხვდები რას მთხოვ ? - ტანსაცმლზე დავიხედე.
ჩვევა მაქვს , ტანსაცმელს , რომ ვაკეთებ აუცილებლად საცვლების ამარა უნდა ვიყო ...
ისე ვერ ვაკეთებ და რა ვქნა ?
- გაიხადე მერე ვისი გიტყდება ? -ისე მეკითხება ვითომ მარტო მე და ის ვიყოთ იქ.
- ვერ ხარ შენ ხო ? - ნერვიულად ჩავიცინე და ივას თვალებს შევხედე , რომელმაც ამ სიტყვაზე თავი აწია - ხო არ გამოგრჩეს შენ მსგავსი შინაარსის სიტყვა - დავუბღვირე ვითომ ის იყო დამნაშავე ჩემი ორსული დაქალის აკვიატებებში.
- ოჰ ეს კომპლექსები - თავი გადააქნია და მობილურს მიუბრუნდა.
- ბატონო ? - თვალები დავჭყიტე და ნინას მტრულად გადავხედე.
- ბავშვს უნდა - ცრემლები გადმოაგდო ჩემმა დაქალმა.
- პროდუქტები გაქვს ? - ღრმად ამოვისუნთქე და ხელები ჩამოვყარე.

- გამიკეთებ ? - ამოისლუკუნა პატარა ბავშვივით გახარებულმა , რომელიც ქსუტუნს არ წყვეტდა და იძულებულს მხდიდა დავმორჩილებოდი ნათლული , რომ არ ამეჯანყებინა მუცლიდანვე.
- აბა ასე მომტირალს გიყურო ? - შუბლზე ვაკოცე და სამზარეულოს გავხედე , რომელიც სასტუმრო ოთახის გვერდით იყო და კარიც არ ჰქონდა ...
ვაი ჩემს ბედს !
- კი ყველაფერი მაცივარშია - გახარებული ადგა ნელი მოძრაობით და წელზე ხელი მოიკიდა .
გამეღიმა.
- უი რამხელა მუცელი გაგზრდია - ირონიულად გავუღიმე და მის წელზე მოთავსებულ ხელზე ვანიშნე.
- ვეჩვევი - გამეკრიჭა და მაცივართან მივიდა - ჰა ახლა დროზე თორემ გადამინდა !
- მე , რომ ეს გავაკეთო და შენ , რომ გადაგინდეს ჩათვალე ... - გაგრძელება მინდოდა მაგრამ არ გავაგრძელე , მაინც ორსულია და დაიჯერებს , რომ ვუთხრა მოგკლავთქო . - ანდა არ ჩათვალო -ხელი ავიქნიე და ჩემი დაქალის აფახუნებულ თვალებზე გული მომილბა . - ასე ნუ შვები - ლოყები გავუწელე და ჩავკოცნე. - გაიხედე შენ - თითი ივასკენ გავიშვირე და ქვედა ტუჩი გადავატრიალე - უნდა გავიხადო - მის კითხვისნიშნებიან მზერას ვუპასუხე და ახლა მის ირონიულ ღიმილს შევეჯახე - ხე ! - ჩავილაპარაკე და შორტი გავიძრე .
"კიდევ კარგი "ზეგზოლოგიური" საცვალი არ მაცვია დღეს მაინც"
გულებიან მაინც "ზეგზოლოგირ" ტრუსს დავხედე და ზედაც გადავიძრე.
აქ არ გამიმართლა , ნახევრად გამჭირვალე ბიუსჰალტერი მაცვია.
მგონი ჯობდა მცმოდა ვიდრე გამეხადა , ადრე თუ კონცენტრაციაში ხელს ტანისსამოსი მიშლიდა ახლა ავალიანის დაჟინებული მზერა მიშლის.
ვხედავ ნინა როგორ უზის წინ და როგორ ცდილობს მისი ყურადღების დამსახურებას მე , რომ მომაშოროს.
მეღიმება და ჩემს საქმეს ვაგრძელებ.
20 წუთში უკვე დათაც მოდის და მეც ვამთავრებ ჩემს საქმეს , ტანისსამოს ვიცვამ და ახლა უბრალოდ ტორტს ვრთავ ალუბლებითა და შოკოლადით.
მაცივარში 10 წუთით ვდებ , რომ გაცივდეს ცოტა და შემდეგ ვუყურებ როგორი ნეტარებით ახრამუნებს ტორტს ნინა .
ღიმილით ვუყურებ და ვხდები "ჩემი თავგანწირვა" კარგი შედეგით სრულდება.
- შენ გაიხარე - მხარზე ხელი დამკრა დათამ და გამეკრიჭა - ღამე მომთხოვდა - სიტუაცია ამიხსნა დაბნეულს .
- ღამემდე თუ ეყოფა - ჩუმად გადავუჩურჩულე ავალიანს და დათას და გავიკრიჭე ბედნიერი - ჩემს დაქალს მუცელი დაედება , გაიბერება და მე ნათლული მეყოლება , დეიდა გავხდები !
- და როგორც ყოველთვის შენი ოცნებაც ასრულდება - თვალი ჩამიკრა სამზარეულოდან დაქალმა - "ჩემი დაქალის შვილი" სხვანაირად ჟღერსო შენ არ ამბობდი ხოლმე როცა 16 წლისები ვიყავით ? - სიტუაცია ამიხსნა და გამრკვია.
- ხო - გაბადრულმა სულელივით ჩავილაპარაკე და ღიმილი გამეპარა ბაგეებში.
- ხო იცი დათა როგორ მემუქრებოდა ხოლმე ? - გაეკრიჭა ქმარს და მუცელზე კმაყოფილმა მოისვა ხელები - ერთხელ ვუთხარი კარგი ჩემს შვილს ერთხელ დაგაჭერინებმეთქი და ასე მითხრა მადლობა თქვი შენი ხელი საერთოდ თუ დაინახე ჩემი ხელების იქითო - გადაიკისკისა და მე გამიღიმა თბილად - მერე დამემუქრა შენი და შენი ქმრის შუაში ჩავწვები და არაფერს გაცდითო - ტუჩები დამანჭა და ისევ გაიცინა - ამიტომ გავათხოვოთ მალე - საჩვენებელი თითი გამაფთხილებლად დაგვიქნია და ფეხზე წამოდგა.
- ოო - ტუჩები დავმანჭე და გავიცინე .
- გინდა ვითამაშოთ ? - გვკითხა დათამ.
- რა ? - ინტერესით მიაჩერდა შეყვარებული .
- რა და ჯოკერი "პარებში" , რომელიც წააგებს ის ორი დაქორწინდება - ეშმაკურად აათამაშა წარბები სიძემ და წყალი გადამცდა , ხველა ამიტყდა და ავალიანის უდარდელ სიცილს გაოგნებული შევხვდი.
- შენ რა სერიოზულად ამბობ ? - ვკითხე დათას და თავი , რომ დამიქნია მივხვდი "ვერ იყო თავის"მატორზე" " - შენ რა სერიოზულად გინდა თამაში ? - ავალიანს მივუტრიალდი და მისი თავი , როგორც კი დადებითი პასუხის შედეგად გაირხა სახე წამეშალა - მე არ მინდა- თავი გადავაქნიე .
- გეშინია ? თამაში არ იცი ? - ახარხარდა დათა.
- რა შუაშია ? ქორწინება ... ეს სერიოზული თემაა , თქვენ ხომ არ გძმარავთ ? - ვკითხე და გაოგნებული მივაშტერდი სამ წყვილ თვალს.
- ოო ლიზა კარგი რა - ხელი აიქნია ნინამ.
- არა მე არ მინდა - თავი გადავაქნიე და წარბები შევკარი.
- ლიზა - ტუჩები გაბუსხა ჩემმა დაქალმა.
- ნინა მაპატიე მაგრამ მგონი ვერ აცნობიერებთ ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვან თემას ეხებით ასე აგდებით . - სიმართლე გითხრათ მართლა ძალიან გავბრაზდი .

- ლიზა - მხრები აიჩეჩა ავალიანმა და მის მზერაზე გავფითრდი .
ხომ არის ღირსი ძალით წავაგო და მთელი ქორწინების პერიოდში ნერვები ავათხარო ?! თქვენც მეთანხმებით არა ?
- კარგი - გაბრაზებულმა დავუტიე და კარტი მაგიდაზე მთელი ძალით დავყარე . - იცოდეთ , მე გაგაფრთხილეთ !
თამაში როგორც კი დავიწყეთ ორ ხელში ნინას ხან რა მოუნდა ხან რა.
მეც სულელი ბავშვივით დავრბოდი აქეთ იქით და სულ მავიწყდებოდა რა კარტი მყავდა , რას ვთამაშობდი , რამდენი მქონდა ნათქვამი და ა.შ.
- ნინა ასე არ შეიძლება - გაბრაზებულმა ვთქვი როცა გავაცნობიერე , რომ მე და ავალიანმა წავაგეთ.
- როგორ ? - ეშმაკურად მკითხა.
- ძალიან მაბრაზებ ! - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი .
- კარგი რა წააგე და "თავანს" ვითხოვთ - მხრები აიჩეჩა ჩემმა დაქალმა.
- თავანს არა ? - გაბრაზებულმა შევკარი წარბები - ამას შეყვარებული ყავს მე ვერავის ცოდვას ვერ დავიდებ მხრებზე - განვაცხადე სრული სერიოზულობით და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც.
- მე ? - საჩვენებელი თითი გაოგნებულმა მიიდო მკერდზე ავალიანმა.
- ხო აბა მე ? - შევუტრიალდი და თვალები დავაკვესე.
- ჯერ ერთი ტონი გააკონტროლე , როცა ჩემთან საუბრობ ! - გაბრაზება დაეტყო სვანს - და მეორეც მგონი მე არ მითქვამს შეყვარებული მყავსთქო - ცინიკური გახადა სულ ბოლოს ტონი.
- შენი თქმა რაში მჭირდება ? - გაოგნებულმა გავახსენე გუშინდელი დღე.
- ამას ის ჩემი შეყვარებული ეგონა ? - გაკვირვება დაეტყო სახეზე - პატარა "ნაშაზე" გსმენია რამე ? - ახლოს მოიწია და ხელები წელზე მომხვია.
- ხელები გაწიე - რა ძალა მჭირდებოდა თავის შესაკავებლად , რომ ხელებში არ ჩავდნობოდი ხომ არ იცით .
- გსმენია ? - ისე გაატარა ჩემი ნათქვმი ვითომ არც გაუგია.
- არა - ირონიულად ვუთხარი და ხელებიდან დავუსხლტი .
- ხო და ამიერიდან გახოვდეს , რომ ყველა ნაშა შეყვარებული არ არის - მკაცრად თქვა და მივხვდი რამდენად პირადულს შევეხე ასე უხეშად.




^^^
უკვე ჩაბნელებულ ტრასაც მოვუყვებოდი ჩემი მანქანით და ვხვდებოდი რამხელა შარში მქონდა თავი გაყოფილი ...
ვიცოდი ამას რამე სერიოზული მოყვებოდა , არც თუ ისე ცუდი , არც თუ ისე კარგი , მთავარია , რომ მოყვებოდა.
სულ ბოლოს მხოლოდ ის სიტყვები მითხრა "ხო და ამიერიდან გახსოვდეს , რომ ყველა ნაშა შეყვარებული არ არის " , ამით კი მთელი დღე ჩვენი კონტაქტი შეწყდა.
შუქნიშანი აინთო და მეც მანქანა გავაჩერე ტრასაზე .
გაღებულ ფანჯარაში გავიხედე და ჩემი მანქანის გვერდით დამდგარ ავალიანის მანქანას შევხედე.
ივა გვერდითა სავარძლის "სამხრეს" იდაყვით დაეყრდნო და მომაკვდინებლად გამიღიმა.
- ლამაზი გულებიანი ტრუსი იყო საცოლე ! - ვნებიანად მითხრა და ღიმილით დაძრა მანქანა , შემდეგ კი ისე აორთქლდა წამით სიზმარი მეგონა .
- ლამაზი გულებიანი ტრუსი იყო საცოლე ! - სახის მანჭვით გავაჯავრე და სულელი ბავშვივით გაბადრულმა დავძარი მანქანა .



№1 სტუმარი Marianna

ააააა ძალიან მაგარიააა აჰაჰაჰაჰ გააგრძელე მალე !!

 


№2 სტუმარი darina

Me ahentan var rogor miyvars sheni istorieni, ai gansakutrebit es momewona rom.vlitxulob pozitiviy vibsebi, rogor momwons iva ra magari tipia, bevri vixalise,magari gogo xar.

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

კიდევ ერთხელ დაიწუწუნებ კომენტარებზე და შენი ისტორიებისკენ აღარ გამოვიხედავ. ამაზე საშინლად არაფერი მოქმედებს მკითხველე. ხომ იცი რომ გყავს უკვე ერთგული მკითხველი, რა საჭიროა ეს ხვეწნა-მუდარა. მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის წერე და აღარ იქნები ასე კომენტარებზე დამოკიდებული.
პ.ს. ეს თავიც კარგი იყო. ცრემლებამდე ვიცინე. იუმორში მართლა მხეცი ხარ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaiih ra kargi iyooo male dadee raaa gushin velodi da ardadeviii

 


№5 სტუმარი likuna

Aiiii dzaan magari gogo xar dzaaaan momowons suuuu gimilit chavikitxeee gaagrdeeee

 


№6  offline მოდერი D-roni

grafo
კიდევ ერთხელ დაიწუწუნებ კომენტარებზე და შენი ისტორიებისკენ აღარ გამოვიხედავ. ამაზე საშინლად არაფერი მოქმედებს მკითხველე. ხომ იცი რომ გყავს უკვე ერთგული მკითხველი, რა საჭიროა ეს ხვეწნა-მუდარა. მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის წერე და აღარ იქნები ასე კომენტარებზე დამოკიდებული.
პ.ს. ეს თავიც კარგი იყო. ცრემლებამდე ვიცინე. იუმორში მართლა მხეცი ხარ.


ისე მოქმედებს შენი კომენტარები ჩემზე , რომ შენი ყველა დაწრრილი სუტყვა ზეპირად მახსოვს , მწარედ , თბილად მაინც ყველა მსიამოვნებს და მაახარებს .
ვიცი სხვანაურად ჩანს , მეც ვღიხიანდები მსგავს თემაზე მაგრამ როცა რაღაცას წერ ყველას აზრი გაიბტერესებს , მე არ მინდა გავიგო რამდენი კითხულობს მე მინდა ვიცოდე ვინ მომყვება და ვის რა მოსწონს , ვის რა არ მოსწონს , ვისთვის რა არის სასიამოვნო ან თუნდაც უსიამივნო , რომ დავიხვეწო.
რაც შეეხება ჩემს იუმორს ძალიან მიხარია , რომ ასე მიგწონს შევეცდები დოზა უფრო გავზარდო ❤ მაინტერესებს °ქორწინებასთან° დაკავშირებით შენი აზრი ❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

მესმის, რომ ავტორისთვის კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ...მე რასაც შენგან "მოვითხოვდი" ასე თუ ისე გამოასწორე. საოცარ შეცდომებს აღარ უშვებ. შენი წერის სტილიდან გამომდინარე არ სჭირდება შენს ისტორიებს ბევრი მიმოხილვა, მკითხველი ღებულობს სიამოვნებას და დიდი მადლობა ამისთვის. ყველაფერი მომწონს მე ამ ისტორიაში. ქორწინების თემაც მოუხდა, შენ მიუხდინე უფრო სწორად. მე ისედაც სულ ვიკრიჭები, მაგრამ შენი ისტორიები ეჭვი მაქვს ნაოჭებს გამიჩენს:)))).

 


№8  offline მოდერი D-roni

grafo
მესმის, რომ ავტორისთვის კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ...მე რასაც შენგან "მოვითხოვდი" ასე თუ ისე გამოასწორე. საოცარ შეცდომებს აღარ უშვებ. შენი წერის სტილიდან გამომდინარე არ სჭირდება შენს ისტორიებს ბევრი მიმოხილვა, მკითხველი ღებულობს სიამოვნებას და დიდი მადლობა ამისთვის. ყველაფერი მომწონს მე ამ ისტორიაში. ქორწინების თემაც მოუხდა, შენ მიუხდინე უფრო სწორად. მე ისედაც სულ ვიკრიჭები, მაგრამ შენი ისტორიები ეჭვი მაქვს ნაოჭებს გამიჩენს:)))).



ჯუჯღუნა ვარ ვიცი :დ ძალიან დიდი მადლობა გეთხენქსე და გელოვე ❤❤❤

 


№9  offline წევრი sofi_rio

მალე დადე :3 კარგი იყო ძალიან მომეწონა :3მაგრამ იმედია მალევე არგანვითარდება მათი ურტიერთობა :3

 


№10 სტუმარი ნინო კ.დ

წინა თავი გამომრჩა ( საერთოდ ხშირად მემართება და ყველაზე მაგარი ისაა რომ ვბუტბუტებ რატომ არ დებენ-თქო) ძროხა მშობიარობსო ამაზე ჩავბჟირდი. კარგად ვითარდება მოვლენები. ერთი რას გეტყვი და აუცილებლად გაითვალისწინე მინიმუმ სამი კვირის მაინც უნდა იყოს ქალი რომ ორსულობის ნიშნები ეტყობოდეს (ნუ ეს მე როგორც ვიცი) თან არამგონია ორი კვირის ორსულს წუნია ხასიათი ჰქონდეს უკვე. მალე დადე მომდევნო მე მომწონს.

 


№11  offline მოდერი D-roni

ნინო კ.დ
წინა თავი გამომრჩა ( საერთოდ ხშირად მემართება და ყველაზე მაგარი ისაა რომ ვბუტბუტებ რატომ არ დებენ-თქო) ძროხა მშობიარობსო ამაზე ჩავბჟირდი. კარგად ვითარდება მოვლენები. ერთი რას გეტყვი და აუცილებლად გაითვალისწინე მინიმუმ სამი კვირის მაინც უნდა იყოს ქალი რომ ორსულობის ნიშნები ეტყობოდეს (ნუ ეს მე როგორც ვიცი) თან არამგონია ორი კვირის ორსულს წუნია ხასიათი ჰქონდეს უკვე. მალე დადე მომდევნო მე მომწონს.



მე ორი კვირისაც ვიცი :დდ გამოკვლევებით და აანალიზებით love ძალიან დიდი მადლობა , მიხარია თუ მოგწონს love

 


№12 სტუმარი xatia

აუ ცრემლები მდიოდა კიტხვისას სიცილით. გაგრდზელება მალე დადე რა მაგარი იყო.

 


№13 სტუმარი #NBAVote Zaza Pachulia

აბა აბა სადაა ვეტერინარი ? მე როცა ისტორიას ვარჩევ წასაკითხად, პირველ რიგში ვაკვირდები რამდენად პუნქტუალური ავტორი ჰყავს, ხოდა იმედი მაქვს იმედებს არ გამიცრუებ ^_^

 


№14  offline მოდერი D-roni

#NBAVote Zaza Pachulia
აბა აბა სადაა ვეტერინარი ? მე როცა ისტორიას ვარჩევ წასაკითხად, პირველ რიგში ვაკვირდები რამდენად პუნქტუალური ავტორი ჰყავს, ხოდა იმედი მაქვს იმედებს არ გამიცრუებ ^_^


თუ წერას ვიწყებ და თავებად ვდებ ისტორიას ერთ დღეც არ ვაგვიანებ <3 ყოველ დღე ვდებ თავებს ამ განხრით დაცული ხარ love

 


№15  offline წევრი dadeshqeliani

რა საყვარლობა და კარგია,ჩავბჟირდი რასაც ქვია,მალე დადე რაა და ასე გააგრძელე love

 


დღეს წავიკითხე ყველა თავი უმაგრესია ძალიან ზალიან მომწონს და უმაგრესი ხარ შენ ^^ შემდეგს ველი მოუთმენლად

 


№17 სტუმარი Guest მარიამი

კარგია გურულო ძალიან მომწონს. kissing_heart

 


№18 სტუმარი ნა ნა

მაგარი ხარ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent