შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის იარაღი 5


11-01-2016, 20:28
ავტორი gabun1a
ნანახია 1 565

წასასვლელი არსად მქონდა, ჩქარი ნაბიჯებით ქუჩებს მიუყვებოდი თან უკან ვიხედებოდი "მდევარი" კვალს ხომ არ მოყვებოდა, უკვე დაღამებულიყო, ღამის გასათევი უნდა მეპოვნა, თუმდაც უსახლკარო მაწანწალების გვერდით, მთავარია რაიმე თავშესაფარი მეპოვა და სულერთი იყო ეს რა იქნებოდა, ვიწრო ქუჩებში დავიწყე ხეტიალი, ვფიქრობდი ესეთ ადგილებში უფრო ვიპოვიდი თავშესაფარს თან უსაფრთხოდაც უფრო ასეთ ადგილებში ვიქნებოდი ვიდრე ქალაქის ცენტრში, ცუდი ამინდი იყო წვიმას აპირებდა ამიტომაც გადახურული უნდა მეპოვნა რომ არ გავწუწულიყავი მთელი ღამის განმავლობაში, ვიწრო ჩიხებს ვათვალიერებდი გადახურულ ნაგებობებს ვეძებდი, არსად მსგავსი არაფერი ჩანდა, მხოლოდ ერთგან დავინახე შესაფერი ადგილი იქ კიდე რამოდენიმე ბიჭი იდგა და რაღაცას ლაპარაკობდნენ, ალბათ ჩემი ხნის იქნებოდნენ, მე მათი საუბარი არ მესმოდა თუმცა აშკარა იყო რაღაცაზე დავობდნენ, ემოციურად საუბრობდნენ და ერთმანეთს ხელებს უქნევდნენ, უცებ ჩხუბი ატყდა და ოთხმა კაცმა ორს ცემა დაუწყო, ცოტახანს ადგილიდან არ დავძრულვარ ვფიქრობდი ჩავრეულიყავი თუარა ჩხუბში, "ეს მე არ მეხება, თვითონ მორიგდებიან" ვფიქრობდი ჩემთვის მაგრამ ცოტახანში ორ წაქცეულ ბიჭს სახე საერთოდ გაუსისხლიანდათ, ალბათ მოკლავენ ვიფიქრე, ამ დროს დიაბლეს ოთახში ჩაკეტილი სისხლიანი ბიჭების სახე დამიდგა თვალწინ, მათი გადარჩენა ვერ შევძელი, რამოდენიმე უკვე მკვდარი იყო ბოლოს ვინც ცოცხალი იყო ალბათ უკვე მასაც მოკლავდნენ, ამიტომ არ უნდა დამეშვა ამ ბიჭების სიკვდილი, მათ გამეტებით სცემდნენ, უცებ ელვის სისწრაფით მათთან მივვარდი, ერთი ნაბიჯით წინ გადავხტი და ერთ-ერთს მუშტი კეფაში მოვარტყი ის ადგილზე დავარდა და გაითიშა ორიც ძალიან სუსტი იყო და ტითო დარტყმით მიწაზე გაითხლაშა, ბოლოს დარჩენილმა წინააღმდეგობა გამიწია და სახეში მუშტი გამარტყა, დარტყმა ძლიერი იყო თუმცა საყელოში ხელი დატაცება მოვასწარი და რამდენჯერვე სახეში ვუთავაზე , ისიც ძირს დაეცა მერე ორ წაქცეულ ძმაკაცს რაღაც გასძახა და ადგილიდან თავქუდმოგლეჯილები გავარდნენ, ერთი გათიშული იქვე დატოვეს, ორი ნაცემი ბიჭი რომელიც გადავარჩინე ფეხზე წამოდგნენ , ჯიბიდან ნაჭრის ცხვირსახოცები ამოიღეს და სახის შეწმენდა დაიწყეს, მერე ერთმა ფრანგულად რაღაც მითხრა მე ჟესტიკულაციით ვანიშნე რომ ფრანგულად არ ვსაუბრობდი

-ფრედი-საკუთარი სახელი მითხრა და ხელი გამომიწია, შემდეგ მეორემაც

-ჟერარდი-გამოწვდილი ხელით იდგნენ და მიყურებდნენ, მეც ჩემი სახელი ვითხარი და ხელი ჩამოვართვის- "მეღსი" -ორივემ ერთად მითხრა, ეს ალბათ ერთ-ერთი ფრანგული სიტყვა იყო რისი გაგებაც შევძელი და თავი დავუქნიე,

-ინგლისურად ლაპარაკობ?-ინგლისურად მკითხა ფრედმა, მე ცოტა ინგლისური ვიცოდი და ვუპასუხე რომ ცოტა მესმის

-საიდან ხარ?

-აღმოსავლეთ ევროპიდან, საქართველო ქვია ჩემს ქვეყანას

-საფრანგეთში მარტო ცხოვრობ?-კითხვა გავიგე მაგრამ ჩემი ინგლისურის მარაგი აქ ამოიწურა და გატეხილი ინგლისურით ვუპასუხე

-არა , მე აქ მარტო არის, სახლის გარეშე

მერე ფრედმა ფრანგულად გადაულაპარაკა და ისევ მე მომიბრუნდა

-სახლი არ გაქვს ქუჩაში ცხოვრობ?

-ჰო-ვუპასუხე და თავი დავუქნიე, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და ფრედი ისევ მომიბრუნდა

-ჩვენთან წამოხვალ ახლა, კარგი?

-ოქეი-ვუპასუხე და ბიჭებს გავყევი, მთელი გზა უხმოდ მივაბიჯებდით, ბოლოს ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში პირველმა ჟერარდმა შეაბიჯა, ფრედიც უკან მიჰყვა და მეც მათ შევყევი, მესამე სართულზე ავედით, ბინა ცარიელი იყო ალბათ მხოლოდ ორნი ცხოვრობდნენ ერთად, ჟერარდმა დაჯექიო მანიშნა და მაგიდას მივუჯექი, ფრედი გვერდით ოთახში გავიდა ცოტახანში ქაღალდში გახვეული ბიტერბროტი და წვენი მომიტანა, "მეღსი" მივუგე და ცელოფნიდან ბუტერბროტი ამოვიღე და მოვკბიჩე, ძალიან მეამა, მთელი დღე არაფერი მეჭამა



თაკო ისევ ელოდა როდის დავურეკავდი ან მივწერდი, წამდაუწუმ ტელეფონს დაჰყურებდა, ამ დროს ტელეფონიც აწკრიალდა, ტელეფონის ნომერი რომელიც ეკრანზე დაეწერა მისთვის უცნობი იყო

-გისმენთ!

-თაკო გამარჯობა , როგორ ხარ?

-გმადლობთ კარგად, მაგრამ ვერ გიცანით

-მე დათო ვარ, აი ლევანის დაბადების დღეზე გავიცანით

-აა დათო, ჩემი ნომერი საიდან გაიგე?

-რასც მოინდომებ ადამიანი ყველაფერი გამოგივა, მოვინდომე და მოვიპოვე-ღიმილ ნარევი ხმა ისმოდა ყურმილიდან, თაკო გაბრაზდა, "ნუცა მისცემდა ნომერს, მოვკლავ მაგ იდიოტს" გაიფიქრა გულში დათოსთვის არაფერი უპასუხია დუმილმა დაისადგურა, მერე ისევ დათომ დაარღვია სიჩუმე

-ისა ლევანისთან რომ გოგა იყო გახსოვს?

-გოგა რომელი იყო არ მახსოვს

-აი ნუცასთან რომ ცეკვავდა მთელი საღამო, მაღალი , შავი წვერით, თავგადაპარსული

-აა ხო გამახსენდა, მერე?

-აი პარასკევს მაგასთან ვიკრიბებით აგარაკზე წყნეთში და არ გინდა წამოხვიდე? ლევანიც იქნება, ნუცასაც დავურეკავთ და წავიდეთ

-იცი რაა? არ ვიცი მე საქმეები მაქვს

-კარგი რა, რა საქმეები პარასკევი საღამოა რა ყველა გასართობად "იხოდება" ამოდი რაა, საქმეები ჩვენც გვაქ უსაქმურები კიარ ვართ მაგრამ კვირის ბოლო დღეა და გავერთოთ რა

-არ ვიცი დათო , ვნახოთ

-ხოდა ეგრე რაა, ესეიგი პარასკევამდე

-მე არ მითქვამს რომ მოვდივართქო, ვნახოთ მეთქი

-ა კაი კაი, აბა დროებით

-დროებით

თაკომ ტელეფონი გათიშა თუარა ეგრევე ნუცას ნომერი აკრიფა

-ჰო თააკ-გაისმა ხმა თაკოს ტელეფონში

-რა ჰო თაკ, დათოს რატო მიეცი ჩემი ნომერი?

-კაი რა რა მოხდა, კარგი ბიჭია რას ერჩი დათოს? მთხოვა თაკოს ნომერი მომეციო და მივეცი რა

-აა კარგი ბიჭია არა? იქნებ გამირიგო კიდეც-წყენით უპასუხა თაკომ

-ეგ რა შუაშია რაა,უბრალოდ მოწყენილი ხარ და ვიფიქრე რო გამხიარულება გჭირდება, თან მსუბუქი ფლირტიც ურიგო არაა-გადაიკისკისა ნუცამ

-რა მსუბუქი ფლირტი ღადაობ? არ მჭირდება მე ეგეთები და ნურავის ნუ აძლევ ჩემს ნომერს

-კაი რა იყო რა გჭირს, არ მეგონა ესე თუ გაბრაზდებოდი-თაკოს დამშვიდება სცადა ნუცამ

-ხო კარგი, წავედი სამეცადინო მაქვს და შეგეხმიანები მოგვიანებით

თაკომ ტელეფონი გათიშა და მაგიდიდან წიგნი აიღო, წიგნი გადაშალა კითხვა დაიწყო მაგრამ თავში არაფერი შედიოდა, მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა, ზარი საფრანგეთიდან!


ნუ პატარა თავია მაგრამ იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებებს <3



№1  offline წევრი Firefly

ძალიან კარგია love
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი Smiling girl

კარგია) ) თავები გაზარდე და მელე რა <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სასვენი ნიშნების ხმარწბა დაგავიწყდა,ბევრგან გაკლდა.სიტყვების კარგი მარაგი გაქვს და ეცადე უფრო საინტერესო გახადო თხრობა

 


№4  offline წევრი gabun1a

მადლობა რო კითხულობთ, არც ისე ბევრი ხართ მაგრამ ჩემთვის ბევრი ხართ ჩემი მკითხველები მაინც :დ თქვენი კომენტარები ჩემთვის სტიმულია და ამიტომაც ვეცდები რო კარგი დავწერო და გასიამოვნოთ :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent