შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 26


11-01-2016, 23:52
ავტორი mako-makako
ნანახია 2 168

გონება დახშული მქონდა და სიტუაციას მთლიანად ვერ აღვიქვამდი.ვერ წარმომედგინა ბოლომდე რომ ამ ყველაფრის მონაწილე,თან მთავარი მონაწილე ვიყავი.არ ვიცი იქ რა მოხდა ან როდის დამთავრდა ეს ტყვიების ზუზუნი, მაგრამ ჩემს ყურებს ჯერ კიდევ ესმოდათ ის საშინელი ხმები.
-გარბის დაეწიეთ.-მხოლოდ ამ სიტყვებმა მომიყვანა გონს.იქით გავიხედე საითაც ერთ ერთი პოლიციელი მიუთითებდა თავის თანარაზმელებს და გავიგონე ისევ ის საშინელი იარაღის გასროლის ხმა.ვიღაცამ განწირულმა ამოიგმინა და უსიცოცხლოდ დაეცა ძირს.არ ვიცი ამ დროს რა დამემართა,ყველაფერი დამავიწყდა,ყველანაირი საფრთხე რომელიც იმ წუთას მე მემუქრებოდა მხოლოდ იმ ადამიანის განწირულ სახეს ვხედავდი რომელიც შველას ითხოვდა და ჭრილობაზე მაგრად აჭერდა ხელს.ყველაფერი ,,დავიკიდე'' და მისკენ გავიქეცი. ჭრილობა დავათვალიერე.არც ისე სერიოზული იყო,ტყვიას ბარძაყში გაევლო და მეორე მხარეს გამოსულიყო,მაგრამ თუ დროზე არ უშველიდნენ სისხლისგან დაიცლებოდა.რადგან გამჭოლი ჭრილობა იყო და სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა.ჯიბიდან ყელსახვევი ამოვიღე და ჭრილობას ძლიერად შემოვახვიე, მაგრად მოვუჭირე რომ სისხლდენა ცოტათი მაინც შემეჩერებინა.ამ დროს თავზე რაღაც ცივის შეხება ვიგრძენი.მაშივე მივხვდი ეს რა იყო.პოლიციელმა ბოლოჯერ გაიბრძოლა მაგრამ იმდენად იყო დასუსტებული რომ მაინც ვერაფერი შეძლო. ნელა ავხედე ჩემს თანვთან მდგომს და მისი ჩასისხლიანებული თვალების დანახვაზე გული ლამის გამიჩერდა.ირაკლის იარაღი მოებჯინა ჩემს საფეთქელთან და განრისხებული მიყურებდა.პირველად ვნახე ადამიანში გაღვიძებული მხეცი და შემეშინდა.როდესაც ამ გეგმაზე დავთანხმდი არ მეგონა თუ ამდენად საშიში იყო ეს ყველაფერი.ვფიქრობდი რომ პოლიცია ადვილად მოახერხებდა ირაკლის და მისი ბანდის აყვნას,მაგრამ ის კი არ გავითვალისწინე რომ ირაკლი ხელიდან წასული ნაძირალა იყო და მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობდა.მთელ უბანს აკონტროლებდა და ყველამ იცოდა რომ მასთან საქმის დაჭერა კარგს არაფერს მოუტანდა,ამიტომ ყველა თავს არიდებდა და თავიანთ გზაზე მშვიდად მიდიოდნენ.არ ვიცი იმ წუთას ძალა რამ მომცა ფეხზე წამოვდექი და მის წინ ამაყად დავდექი.მზერა გავუსწორე და თვალებში ჩავხედე.
-შენ რა თამამი ყოფილხარ პატარავ?-ირონიუად ჩაიცინა და ისე მითხრა.იარაღი უფრო გაისწორა ჩემს საფეთქელს და ისე შემომხედა რომ მის მზერაში შურისძიების მეტს ვერაფერს მოიკითხავდი.
-შენი არ მეშინია ირაკლი.-მივახალ პირში ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის.
-ნეტავ თეკოც შენნაირი გაბედული ყოფილიყო და ასე თამამად ჩაეხედა სიკვდილისთვის თვალებში.-კბილებში გამოსცრა გამწარებლმა და იარაღი გადატენა.მაშინ კი დამიარა სისხლმა ძარღვებში რომელიც უკვე გაყინუი მეგონა რადგანვერ ვგრძნობდი მის ჩქეფას.წამით შემეშინდა სიკვდილის მაგრამ როდესაც გავიაზრე რომ ეს მსხვერპლი ჩემს საყვარელ ადამიანს გადაარჩენდა დამშვიდდი. სახე დავიწყნარე და ისევ მას მივუბრუნდი.
-აღარასოდეს გესმის,აღაეასოდეს გაბედო შენი ბინძური პირით თეკოს სახელის წარმოთქმა,თორემ იციდე მე მოგკლავ და ამაზე ხელი ნამდვილად არ ამიკანკალდება.-ისეთი თვალები მქონდა ალბათ რომ ცივსისხლიან მკვლელსაც კი გაუკვირდებოდა რადგან ირაკლის სახეზე წამიერი ცვლილება დავინახე,მხოლოდ წამიერი.მერე იარაღი მაგრად მომჭირა საფეთქელზე და უკანასკნელად მკითხა.
-სიკვდილიდ წინ რას ისურვებ გაბედულო პრინცსავ?-ირონია იგრძნობოდა მის ხმაში,მაგრამ ხელის ოდნავი კანკალი მაინც არ გამოპარვია ჩემს მზერას.
-რაიყო ყოვლისშემძლე ირაკლის ჩემი მოკვლა არ შეუძლია და ხელები უკანკალებს? -მიხვდა რომ მივხვდი მისი ნერვიულობის მიზეზს და სახეზე ჩამოისვა ხელი,ვითომ ამით გაფითრებულ სახეს უშველიდა რამეს.
-შენ რა სიკვდილი ასე გწყურია რომ მეთამაშები კიდეც?-უკვე მის ნერვებზე ვთამაშობდი და ეს ძალიან მომწონდა რადგან დროს ვიგებდი რომ ჩემს საშველად ვინმე დროზე მოსულიყო და ეს არაკაცი დაეჭირათ.
-სულაც არ მეშინია სიკვდილის მითუმეტეს შენი.-ვუთხარი მე.უკვე მივხვდი რომ სროლას აპირებდა რადგან მისი წყობიდან გამოყვანა მოვახერხე.იარაღი შემართა და ამ დროს გავიგონე სროლის ხმა.ველაფერი დაბნელდა ირგვლივ,სიშავემ მოიცვა არემარე.მხოლოდ ბექას გაბრჭყინებული სახე მედგა თვალწინ და მისი ხმა შორიდან ჩამესმოდა.
-ცოცხალი ხარ ჩემო ცხოვრება,ცოცხალი,ნურაფრის ნუ გეშინია მე შენთან ვარ და აღარასოდეს დაგტოვებ მარტო.ერთად გადავლახავთ ყველა სიძნელეს.-გულში მიხუტებდა და მთელს სახეს მიკოცნიდა.ნელნელა გონს მოვედი.უკანასკნელი წამები აღვიდგინე და გამახსენდა როგორ დაიყვირა ირაკლიმ და როგორ მომვარდა მაშინვე ვიღაც.მაგრამ მერე აღარაფერი აღარ მახსოვდა.არ ვიცოდი იმ წამს იქ რა მოხდა.
-ირაკლი,ირაკლი სადაა?მოკვდა?-ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს და ხმის კანკალით ვკითხე ჩემზე ჩახუტებულ გასვიანს,რომელიც ისე ძლიერ მიხუტბდა რომ სუნთქვაც კი მიჭირდა,არადა ჰაერი ეხლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
-ნუ გეშინია ჩემო ცხოვრება.ყველაფერი რიგზეა მართალია ის ნაძირალა ცოცხალი გაგვექცა,მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალება ყველგან ეძებენ.
-შენ ესროლე?-ვკითხე ხმის კანკალით,რადგან მეშინოდა ამის გამო ბექა არ დაეჭირათ და ციხეში არ ჩაესვათ.
-ხო მე ვესროლე.მაგრამ შენ ნუ გეშინია ეს საგანგებო სიტუაცია იყო და მე არაფერი მემუქრება.-თითქოს მიხვდა ჩემს ფიქრებს და ისე მიპასუხა ჩემმა საყვარელმა ბიჭმა.მერე ხელში ფრთხილად ამიყვანა და მანქანისკენ წავიდა.ლევანიც მაშინვე მოგვიახლოვდა,ბექას რაღაც ჩასჩურჩულა და მაშინვე გაქრა იქიდან.ისე ვიყავი ემოციებისგან გადაღლილი რომ არაფრის თავი არ მქონდა.ამიტომ კითხვები არ დამიყრია იმის შესახებ თუ რა უთხრა ლევანმა და სად წავიდა.ნელა ჩამსვა მანქანაში და თვითონაც მიუჯდა საჭეს.
-სახლში წაგიყვანო თუ ცოტ ხანს ჩემთან წამოხვალ?ასე შენებს რომ დაენახო გული გაუსკდებათ და კითხვებს დაგაყრიან.-მითხრა გასვიანმა და ხელი ხელზე დამადო.
-არა შენთან წავიდეთ.ეხლა დედას ისტერიკების თავი არა მაქვს.-შევიცხადე მაშინვე და ფანჯარას მივადე თავი.ბექას ამის მეტი ხმა აღარ ამოუღია,რადგან თვითონაც ხვდებოდა რომ დიდი სტრესის გადატანა მომიწია და არ უნდოდა ჩემი სიმყუდროვე დაერღვია.არ ვიცი სახლში როგორ მივედით,თვითონვე გადმომიყვანა მანქანიდან და მეორე სართულზე ხელით ამიყვანა.საწოლში ჩამაწვინა და პლედი გადამაფარა.მაშინვე ღრმა ძილში გადავეშვი და ისე მშვიდად მეძინა გეგონებოდა რამდენიმე წუთის წინ არაფერი საშიში არ გადამხდენია თავს.
ბექა...
როდესაც ლევანისგან ანასთან გავედით.ბოლომდე იმედი მქონდა რომ ამ საშიშ საქმეს ანა არ დათანხმდებოდა და გაითვალისწინებდა იმ გაემოებებს რომ ირაკლისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.მის მოსაკლავად მას ხელი ერთი წამითაც არ აუკანკალდებოდა.მეშინოდა ანას დაკარგვის,თან ის დილანდელი სიზმარიც სულ თვალწინ მედგა და მოსვენებას არ მაძლევდა.აღარ შემეძლო ამდენის გაძლება.მეშინოდა და ამას ვაღიარებდი,რადგან მის გარეშე არარაობა ვიყავი,მისი სუნთქვის და ხმის მოსმენის გარეშე მოვკვდებოდი,მის ტკბილ ბაგეებს რომ არ შევხებოდი და არ მოვფერებოდი ისე ვერ ვიცოცხლებდი.მაგრამ ამ ყველაფერს გულში ვიკლავდი და არჩევანის საშუალება მაინც მივეცი ანას. მართალია მე ჩემი პოზიცია მაინც გამოვხატე და უარი განვაცხადე ანას წასვლაზე მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქოდა.გეგმის მოსმენის წამიდან ანას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომ წავიდოდა და აზრს ვერავინ შეაცვლევინებდა.ყველა ამის წინააღმდეგი იყო მაგრამ მაიც ვერავინ ვერაფერს გახდა.ლექსო ამ სიტუაციამ სულ გააგიჟა და გაბრაზებულმა მაგიდაზე იყარა ჯავრები.დალეწა სულდა ხელებიც დაისერა.ცოტა მეკლდა რომ მეც მასავით არ გავგიჟებულიყავი,მაგრამ ვიცოდი რომ ჩემი ცხოვრება ამაზე უფრო ინერვიულებდა და თავს ვთოკავდი.თორემ მოთმინების ფიალა მეც უკვე სავსე მქონდა და არავინ იცოდა როდის დაიწყებდა გადმოღვრას.რადგან ანა აზრს არ იცვლიდა გოგოები სახლში დავტოვეთ და ველანი პოლიციის განყოფილებაში წავედით.კაპიტანის კაბინეტში შევედით და გეგმას ვუსმენდით.მალე ის აგენტი გოგონაც შემოვიდა და ყველას გაგვეცნო.გეგმა ყველამ კარგად ვიცოდით და ეხლა უკვე მოქმედების დრო იყო.რაც უფრ ახლოვდებოდა ეს ყველაფერი ჩემი გული უფრო გამალებით ცემდა და დაძაბული ვიჯექი.მალე მივედით დანიშნულ ადგილზე.ანა და მირანდა გადმოვიდნენ.ისე მაგრად გავდა თეკოს რომ შორიდან ეჭვი არავის შეეპარებოდა რომ ის არ იყო.როდესაც ირაკლი ნელ ნელა უახლოვდებოდა,სწორედ მაშინ გახსნა მირანდამ ცეცხლიი,ეს რაზმისთვის გაფრთხილება იყო,მაშინვე ჩაერთო ყველა ორმხრივ სროლაში. ირაკლის ბანდა პოზიციიებს არ თმობდა.ყველა აიყვანეს მაგრამ ის ნაძირალა როგორღაც მაინც დაუძვრათ ხელიდან.ყველაფერი ჩაწყნარებული იყო როდესაც ერთ ერთმა პოლიციელმა დაიყვირა ,,გარბის'' მერე გასროლის ხმა იყო და სხვა აღარაფერი გაგვიგონია.ეს იმ არაკაცებისთვის ნიშანი იყო და გაიბრძოლეს რომ როგორმე პოლიციელებს ხელიდან დასხლტომოდნენ,ერთ ერთმა იარაღიც კი ამოაცალა სპეცაგენტს და ცეცხლი გაუხსნა.მაგრამ ეს ყველაფერი მალევე ჩააწყნარეს.ანას ვერსად ვერ ვხედავდი და ამაზე გნება დამებინდა.მხოლოდ ის დავინახე რომ მირანდამ მანქანის უკან დამალა,შემდეგ არ გამოჩენილა.მის გამოსაყვანად ვაპირებდი გასვლას მაგრამ კაპიტანმა უპლება არ მომა,ეგრე ოპერაციას ჩამიშლიო და მეც დავემორჩილე მის ბრძანებას.კიდევ დიდხანს რომ არ გამოჩნდა ანა და მირანდას ერთი ნაძირალა ჰყავდა აყვანილი.მაშინვე ფერი დავკარგე.უკვე აღარავის აღარ ვუსმენდი,მხოლოდ ჩემი გოგო მაინტერესებდა და მხოლოდ იმას ვოცნებობდი რომ კარგად ყოფილიყო.ოღონდ ცოცხალი გადარჩენილიყო და მეტი არაფერი არ მინდოდა.მანქანისკენ გავიქეცი და დავინახე როგორ ჰქონდა მიბჯენილი ჩემს ცხოვრებას საფეთქელზე იარაღი,რომელიც ირაკლის ეჭირა ხელში.წამითაც კი არ დავფიქრებულვარ ისე ამოვიღე სახლიდან წამოღებული იარაღი,რომელიც განსაკუთრებული სიტუაციისთვის მქონდა შეძენილი და ირაკლის დავუმიზნე.ვესროლე და ფერდში დავჭერი.ანას მაშინვე გული წაუვიდა,ირაკლი სულ გადამავიწყდა რომლიც დაჭრილი ცდილობდა იქიდან მიმალვას.ჩემს გოგოს მივვარდი და ხელში ავიყვანე,სხეული წამში დავუთვალიერე და როცა გავაცნობიერე რომ ცოცხალი იყო,არანაირი ნაკაწრიც არ ჰქონდა მხოლოდ მაშინ დავწყნარდი.
-ცოცხალი ხარ ჩემო ცხოვრება,ცოცხალი,ნურაფრის ნუ გეშინია მე შენთან ვარ და აღარასოდეს დაგტოვებ მარტო.ერთად გადავლახავთ ყველა სიძნელეს.-მაგრად ვიკრავდი ანას გულში და ათას რამეს ვებუტბუტებოდი გახარებული.
-ირაკლი,ირაკლი სადაა?მოკვდა?-ისეტი შოკირებული იყო ანა მომხდარით რომ ისევ ის ნაძირალა უტრიალებდა თავში.
-ნუ გეშინია ჩემო ცხოვრება.ყველაფერი რიგზეა მართალია ის ნაძირალა ცოცხალი გაგვექცა,მაგრამ დიდხანს ვერ დაიმალება ყველგან ეძებენ.-დავამშვიდე რადგან ვიცოდი რომ რაც არ უნდა ბოროტი ყოფილიყო ადამიანის მას არავის სიკვდილი არ გაახარებდა.
-შენ ესროლე?-მკითხა და თვალებში მიყურებდა ჩემი გოგო.მივხვდი მისი შიშის მიზეზს და ისე ვუთხარი.
-ხო მე ვესროლე.მაგრამ შენ ნუ გეშინია ეს საგანგებო სიტუაცია იყო და მე არაფერი მემუქრება.-მის სახეზე სიმშვიდე აღიბეჭდა.ნელა ავიყვანე ხელში და მანქანაში ჩავსვი.ლევანმა მოირბინა წამით ჩვენთან.
-ირაკლი გაიქცა და ყველა მას ეძებს.თქვენ წადით და მეც მალე დავბრუნდები.- მითხრა ისე რომ ანას არ გაეგო და მაშინვე თვალს მიეფარა.
ჩემთან წავიყვანე ჩემი გოგო,რადგან სახლში მისვლა არ უნდოდა,არც მე მინდოდა მის მშობლებს ენერვიულათ,თან ცოტას დამშვიდდებოდა,გამოიძინებდა და უკეთ გახდებოდა.ლექსოს სახლში მივიყვანე და ჩემს საწოლში ჩავაწვინე.მაშინვე მიეძინა. ვიჯექი და მის მშვიდ ძილს ვდარაჯობდი.როგორ შეეძლო ამ პატარა,სიფრიფანა გოგოს ამდენის გაძლება და ამდენი სიმამაცე საიდან ჰქონდა,ანას შესახებ დღითიდღე ბევრ რამეს ვიგებდი და გული სიამაყით მევსებოდა რომ ასეთი საოცარი ადამიანი მყავდა გვერდით.მინდოდა სულ დამეცვა და მასზე მეზრუნა მაგრამ ის ისეთი იყო რომ აქეთ იცავდა ყველას და ზრუნავდა მათზე,საოცარი არსება იყო,თბილი,მოსიყვარულე ყველაზე ერთგული ადამიანი მთელ დედამიწის ზურგზე.მინდოდა სულ მეყურებინა როგორ ეძინა მაგრამ ლევანთან დასარეკი მქონდა,უნდა გამეგო აიყვანეს თუ არა ირაკლი..ოთახის კარი ფრთხილად გამოვიხურე და პირველ სართულზე ჩავედი.ზედგენიძის ნომერი ავკრიფე და პასუხს დაველოდე.
-რა ხდება ძმაო,არის რამე ახალი?-ვკითხე ანერვულებული ხმით.მინდოდა მალე დაეჭირათ ის არაკაცი და ყველა მშვიდად ვყოფილიყავით.
-არა ტო,ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ არავინ არ იცის.როგორც ეტყობა მანქანა ელოდებოდა აქვე ახლოს იმითია წასული.სისხლის კვალი მალევე წყდება.აბა ეგ ისე აქედან თავს ვერ დააღწევდა,ისე კი მაგრად უნდა იყოს დაჭრილი ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.-მითხრა ლევანმა ახალი ინფორმაცია.
-ფუ ამის,სათანადოდ ვერ დავჭერი რომ გაქცევა არ მოეხერხებინა.-შევიგინე გამწარებულმა და მაგიდას მუშტი დავარტყი.
-ვერსად გაგვექცევა,ადრე გვიან მაინც იპოვნიან.ანა როგორაა?
-სძინავს.ეხლა უკეთაა.ეხლა რას აპირებთ?-ვკითხე ზედგენიძეს რადგან მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდა პოლიცია.
-ყველა საავადმყოფოებს,აფთიაქებს და მედ პუნქტებს შეამოწმებენ,რომ გაიგონ სად მიიყვანენ,აბა ეგრე ხომ არ მოკლავენ,მკურნალობა სჭირდება.
-კაი,ლევან თუ რამე ახალი გაიგე დამირეკე.მაინტერესებს რა იქნება.დრობით აბა ძმაო.-ლევანს დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ნერვები როგორმე უნდა მომეთოკა და გული რამისთვის გადამეყოლებინა სანამ ანას ეძინა.სამზარეულოში შევედი და სადილის მომზადება დავიწყე,ეხლა გამახსენდა რომ არც ერთს დღეს საჭმელი არ გვქონდა ნაჭამი და როცა ანა გაიღვიძებდა საშინლად მოშიებული იქნებოდა.

____________________
მართალია ცუდა ვარ და ანის დაწერა გამიძნელდა ჩემო თბილებო და კარგებო,მაგრამ ამდენ ხანს ვერ გალოდინებდით და ახალი თავი დავდე.იმედია მოგეწონებათ ჩემი ნაბოდვარი რადგან სიცხე მაქვს და მეპატიება.



№1 სტუმარი darina

iseti dadzabuli tavi iyo, es irakli saochvod gaiqca imedia rame cuds agar gvimzadeb, iseti mzrunvelia beqa, ra gavaketo rom beqaze vgijdebi :-D :-D

 


№2  offline წევრი natia-natia

მაგარი თავი იყოო გამოჯანმრთელებას გისურვებ იმედია მალე გამოკეთდებიდა ახალთა საც მალე დადებბ

 


№3  offline წევრი mako-makako

darina
iseti dadzabuli tavi iyo, es irakli saochvod gaiqca imedia rame cuds agar gvimzadeb, iseti mzrunvelia beqa, ra gavaketo rom beqaze vgijdebi :-D :-D

ხოო ჩემო კარგო ძალიან დაიძაბა სიტუაცია მაგრამ ცოტას გავანეიტრალებ.ბექა კი ყოველთვის საქვარელია და ასეთად დარჩება მეც ძალიან მიყვარს ეს გმირი

natia-natia
მაგარი თავი იყოო გამოჯანმრთელებას გისურვებ იმედია მალე გამოკეთდებიდა ახალთა საც მალე დადებბ

ძალიან დიდი მადლობა ნათია კეთილი სურვილებისთვის თუ დღეს შევძელი და სიცხემ კიდევ არ ამიწია დავდებ აუცილებლად.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

რაღაც შეიძლება მომეჩვენა,მაგრამ ვფიქრობ ირაკლისაც აქვს რაღაც ადამიანური და მისი შიშით და ხელის აკანკალებით მის ადამიანურ მხარეზე მიგვითითე.
ანაზე ვგიჟდები.თავდადებული და მამაცია. ბექაც ნამდვილად კარგი პერსონაჟია. მთავარი პერსონაჟები კარგი გყავს.ყველას აქვს ისეთი რაღაც რაც ბედნიერებით მმხუტავს.

მმუხტავს* :დდ <3

 


№5 სტუმარი nina

აი ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ!ძალიან მიყვარხარ! გამოჯანმრთელებას გისურვებ ისევ და ისევ!იმედია ახლა უკეთ ხარ! ძალიან კარგი თავი იყო!შენი ისტორიის გმირებზე ვგიჟდები,ძალიან თვილები,საყვარლები,მგრძნობიარეები,მზრუნველები და აი არ ვიცი კიდევ როგორ დავახასიათო,ძალიან კარგები ხართ smile ემოციებით აღსავსე ვიყავი როცა წავიკითხე.ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან კარგად შეგიძლია გადმოსცე ყოველი მათგანის ემოცია,რაღაცნაირად ირაკლიც შემეცოდა,მაგრამ რას ვიზამთ "თვითონ აირჩია თავისი ცხოვრება". ყველანაირად მომწონს love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent