შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და მეთორმეტეკლასელი (სრულად)


12-01-2016, 16:36
ავტორი შამხათი
ნანახია 12 606

ჩემი მეგობრების თხოვნით ვდებ სრულად.

***

მე ნუკა ვარ, 23 წლის. ვცხოვრობ თბილისში, მშობლებთან ერთად. დედისერთა ვარ, თუმცა, არა განებივრებული. რა ვიცი, ჩემს თავს განებივრებულ გოგოდ არ მივიჩნევ. ბევრი აკრძალვა მახსოვს მშობლებისაგან და მეც ვიცავდი ამ აკრძალვებს. მაგისტრატურის 2 კურსზე ვარ. პროფესია მშობლებთან შეუთანხმებლად ავირჩიე, თუმცა ჩემს არჩევანს წინააღმდეგობა არ მოჰყოლია. მომავალი ფსიქოლოგი ვარ და ძალიან მომწონს ჩემი პროფესია. აკადემიური მოსწრებაც ძალიან კარგი მაქვს, წელს უნივერსიტეტს ვამთავრებ და მომავალს დიდი იმედებით ვუყურებ. დედა და მამა ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან, მათგან დამალული და დაფარული არაფერი მაქვს, ყოველთვის დამჯერე შვილი ვიყავი, ჩემით ოჯახს პრობლემები არასოდეს შექმნია. მოკლედ, იდეალურამდე ცოტა მიკლია, რა...
მე რომ მკითხოთ, ლამაზი არ ვარ. შავი, სწორი თმა და თაფლისფერი თვალები მაქვს, საშუალო სიმაღლის, ხორბლისფერი კანი. ჩვეულებრივი გოგო ვარ, თითქმის არაფრით გამორჩეული. აი, თითები კი მართლაც ლამაზი მაქვს: თხელი, გრძელი, მეც ძალიან მომწონს. მიუხედავად ჩემი კრიტიკული თვითშეფასებისა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი, თუმცა, შეყვარებული ამ დრომდე არ ვყოფილვარ.
საერთოდ, ამ ყველაფერზე ცოტა განსხვავებული შეხედულება მაქვს. ვერასდროს ვერ ვიტანდი ცალმხრივ ურთიერთობებს და გაგიჟებით სიყვარულიც არ მესმის.ჩემი აზრით, ადამიანს მხოლოდ მაშინ შეიძლება შევხედო, თუ მისგან რაიმე სახის ყურადღება მოდის, ისე, ჩემი ინიციატივით არავინ მომეწონება არასდროს.
ლენკა მეუბნება, უცნაური ხარო. ლენკა ჩემი დაქალია, ასე ვთქვათ, ტრუსიკის დაქალი. ბაღი, სკოლა, უმისოდ არ მახსოვს. ჩემს მახსოვრობაში ლენკა სულ ჩემს გვერდით იყო. ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის, შევხედავ და ვიცი, რას ფიქრობს, ისიც ასეა. მამა ადრე გარდაეცვალა, დედამ რომ ვერაფრით შეძლო 2 შვილის რჩენა (ლენკას უმცროსი ძმა ჰყავს), გადაწყვიტა, საზღვარგარეთ წასულიყო, როგორც ბევრი სხვა ქართველი დედა. შვილები მოხუც ბებიას დაუტოვა და წლებია, უკვე საბერძნეთში ცხოვრობს, იქედან ფინანსურად უზრუნველყოფს შვილებს. ლენკამ თეატრალურზე ჩააბარა. მისი ოცნება იყო. ახლა, პატარ-პატარა როლებს აძლევენ და ისიც ბედნიერია ამით. ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ, სიყვარულზეც განსხვავებული შეხედულება აქვს. მუდმივად შეყვარებულია და მუდმივად უკეთესს ეძებს, რაც ჩემთვის ძალიან გაუგებარია. ლამაზი გოგოა და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, ისიც თითქმის ყველას აძლევს შანსს. თუმცა, ეს ისტორია ლენკაზე არ არის...

***
დილით ადრე გამეღვიძა. საათს დავხედე, რვის წუთებია. დღეს 2 ლექცია მაქვს მხოლოდ და გვიან მეწყება, ამიტომ გვერდი ვიცვალე, ვიწვალე, არ დამეძინა. ასეთი ვარ, ძნელად ვიბრუნებ ძილს.
ლეპტოპი ჩავრთე და ფეისბუქზე შევედი. სიახლეებს გადავავლე თვალი. არაფერი ისეთი. ვიღაცას მეგობრობის თხოვნა გამოუგზავნია. პროფილის სურათს დავაკვირდი. სახეზე არ მეცნო, ჩალისფერთმიანი ბიჭია, ცისფერთვალება. ალბათ უნივერსიტეტელია ვინმე. ვაჩე ლომიძე. არც სახელი და გვარი მეცნო და დავაიგნორე ეგრევე.
სამზარეულოდან ხმაური მომესმა. ეტყობა, დედა საუზმეს ამზადებს. შიმშილმა შემახსენა თავი. დილით ყოველთვის ვჭამ საჭმელს, უჭმელი გარეთ გასვლა არ შემიძლია. ლენკა ამაზეც დამცინის. ალბათ, 20 წელია ვიცნობ და არ მახსოვს, დილით რამე ეჭამოს. მე კი ჭამა ძალიან მიყვარს, ალბათ, რასაც ვჭამ, რომ მერგებოდეს, 100 კგ. ვიქნები, არადა, საკმაოდ გამხდარი ვარ.
სამზარეულოში პიჟამოებით გავფრატუნდი. დედამ ფეხის ხმაზე მოიხედა და გამიღიმა.
_ ადრე ამდგარხარ, დე.
_ მშია..
_ ახლავე, დე.
სანამ დედა საუზმეს ამზადებდა, ხალათი მოვიცვი, ხელ-პირი დავიბანე და მაგიდას მივუჯექი.
_ დღეს ცოტა გვიან მივდივარ, იქედან ლენკას გავუვლი და დამაგვიანდება.
დედამ ღიმილით შემომხედა. როგორც წესი, არასდროს მეკითხება, როდის მოვალ, თუმცა, მე მაინც ვალდებულად ვთვლი თავს, გავაფრთხილო.

გარეთ ცივა, შემოდგომა იწურება უკვე. ჯერ ზამთრის სუსხამდე ადრეა, მაგრამ მაინც შორს დარჩა თბილი დღეები. მზე ანათებს, თუმცა _ სუსტად. საშინლად არ მიყვარს ზამთარი და სიცივე, მზის და ზაფხულის ადამიანი ვარ. ალბათ, სადმე ეკვატორზე რომ ვცხოვრობდე, ბედნიერი ვიქნებოდი, მუდმივად ზაფხული მენატრება.
ფეხით ავყევი ჭავჭავაძეს. მიყვარს აქაურობა, კარგ წლებს და კარგ მოგონებებს მახსენებს. უნივერსიტეტში მისულს ლენკას მესიჯი მომდის: „ხო იცი, დღეს უნდა გამომიარო, კარგი ამბავი მაქვს.“ გამეღიმა, მისი ახალი ამბავი სავარაუდოდ ახალი ბიჭია. ოჰ, ლენკა, ლენკა, შენ არასდროს შეიცვლები.
_ ნუკა, _ მესმის ნაცნობი ხმა.
_ დიახ, ბატონო ლევან, _ვხედავ, ჩემი ლექტორი მიახლოვდება. შუახნის კაცია, ჭაღარა, საკმაოდ სიმპატიური. მიყვარს ეს კაცი, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან განათლებული და მეგობრული. ბაკალავრიატში ზოგად ფსიქოლოგიას მიკითხავდა.
_ როგორ ხარ, _ გადამკოცნა.
_ კარგად, ბატონო ლევან, თქვენ?
_ მეც კარგად. დიდი ხანია არ მინახიხარ. როგორ მიდის შენი მაგისტრატურა, ხო ბოლო კურსზე ხარ?
_ რა ვიცი, კარგად, _ მხრები ავიჩეჩე, _ ბოლო კურსია და სადიპლომოზე ვმუშაობ, ცოტა ლექციები მაქვს.
_ შენი იმედი მაქვს, კარგი გოგო ხარ და ვიცი, ყველაფერი გამოგივა. თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს. დაცვაზე აუცილებლად მოვალ.
_ გმადლობთ, ბატონო ლევან, _ ღიმილად ვიღვრები მე.
ის მალე მშორდება და მეც უკვე აუდიტორიას მივადექი.
... ლექციების მერე გარეთ გამოსულს უკვე საკმაოდ თბილი ამინდი მხვდება.
„აუ, ნუკ, ცოტა შევყოვნდი თეატრში და სადმე შეგიძლია დამელოდო?“ _ მომდის ლენკას მესიჯი.
„ოკ, რა პრობლემაა, აქვე ვიქნები სადმე, შემეხმიანე.“
ყურსასმენები გავირჭე და სკვერში ჩამოვჯექი, თან მზეს მივეფიცხე, თვალებიც კი დამეხუჭა სიამოვნებისგან.
უცებ რაღაც ჩრდილი დამეცა.
_ დავიჯერო, ყველა ბიჭს ასე აიგნორებ?
_ ბატონო?! _ თვალი გავახილე.
ჩემს წინ მაღალი, ჩალისფერთმიანი ბიჭი დგას და მიღიმის. წამოვიწიე და კარგად შევხედე.
_ ვერ გავიგე?!
_ ფეისბუქზე არ დამიმატე, _ თავისი ჭკუით მიხსნის ის. ძალიან სიმპატიურია, საოცრად მეტყველი, ცისფერი თვალები აქვს, მოკლე თმა წინ ცოტა აჩეჩილი. დახეულ ჯინსებზე ლურჯი, თხელი დუტი აცვია, მხარზე ჩანთა აქვს გადაკიდებული. ხელები ჯიბეებში აქვს ჩაყოფილი და ისე მიყურებს, რომ მისით ვიხიბლები, მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით...
_ მოიცა და რამე უნდა აგიხსნა? _ ცინიკურად ვეკითხები და დილანდელი ფეისბუქ იგნორი მახსენდება. ისაა, უეჭველი.
_ არა, რას ამბობ, უბრალოდ იმედი მქონდა მეგობრობას დამიდასტურებდი.
_ უცნობებს არ ვიმატებ.
_ მე უცნობი არ ვარ, _ მითხრა და უცერემონიოდ ჩამოჯდა ჩემს გვერდით.
დავძაბე გონება და ვერაფრით გავიხსენე, ისევ ღიმილით მიყურებს.
_ უნდა გიცნობდე? _უცებ შევწუხდი, აშკარად მეხსიერება მღალატობს.
_ მე კესო ლომიძის ძმა ვარ.
_კესო, კესო, _ დავფიქრდი, თითქოს არაფერს მეუბნება ეს სახელი და გვარი.
_ ბალეტზე დადიოდით ერთად.
_ ააა, კესო, და გამახსენდა. მოსწავლეთა სახლში ბალეტზე დავდიოდით სკოლის პერიოდში. მას მერე ერთი ორჯერ შემხვდა ქუჩაში. კარგი გოგოა, ვმეგობრობდით მაშინ. მაგრამ არ მახსოვს, კესოს თავისზე უფროსი ძმა ჰყოლოდა. თუ?...
_ რამდენი წლის ხარ? _ მივახალე უცებ.
ამ შეკითხვას არ ელოდა.
_ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?
_ ძალიან დიდი.
_ 18 წლის ვარ.
დამცხა. რამდენიმე წუთის წინ მე ის მომწონდა.
_ სკოლაში სწავლობ?
_ მეთორმეტე კლასში ვარ.
აუჰ!
_ მერე?
_ რა მერე? ძალიან მომწონხარ და შენთან ურთიერთობა მინდა, _ მშვიდი ტონით მამცნო მან.
გავშრი.
_ იცი, რამდენი წლის ვარ?
_ შენზე ყველაფერი ვიცი.
ძალიან დავიბენი. მომეჩვენა, რომ ვუყურებდი დიდი ხნის წინ ნანახ ფილმს ბანალური სცენებით.
_ არ ვიცი, რამდენად სწორი დრო შევარჩიე ამის სათქმელად.
_ ამ სიტუაციის შესაფერი დრო არა მგონია როდისმე დამდგარიყო.
_ რატომ?
_ რა რატომ? შენ ჩემზე 5 წლით პატარა ხარ.
_ მერე რა? მიიხედ-მოიხედე ირგვლივ, 21 საუკუნეა.
_ მე ძალიან კონსერვატიული ვარ ამ საკითხში.
_ გამიცნობ და აზრი შეგეცვლება.
_ არ ვაპირებ.
_ რატომ არ გინდა, შანსი მომცე.
_ ჩემთვის მიუღებელია ეს ყველაფერი.
ჩუმად არის და მიყურებს.
_ ხვალ ლექციები არ გაქვს, ხომ ასეა? და ალბათ შენ და ლენკა ბოულინგს ითამაშებთ, მერე კი საღამოს სავარაუდოდ თეატრში წახვალთ ...
_ რაო?! _ ჩემი გაოცება პიკს სწვდება. _ შენ საიდან იცი, ან ლენკა, ან საერთოდ..
_ ხომ გითხარი, შენზე ყველაფერი ვიცი, მე შენი მოსიარულე ჩრდილი ვარ.
მგონი მანიაკია.
უცებ გაიცინა, მწყობრი კბილები გამოუჩნდა, საშინლად უხდება სიცილი!
_ ალბათ მანიაკი გგონივარ, არა?
ხმამაღლა ხომ არ გავიფიქრე-მეთქი, მეც კი ეჭვი შემეპარა.
_ ჯერ ვერ გადავწყვიტე, რა გიწოდო.
_ კარგი, რა ნუკა, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ. დაფიქრდი, მე შენ არაფერს დაგიშავებ. უბრალოდ შენთან ურთიერთობის საშუალება მომეცი. გამიცნობ და აზრი შეგეცვლება ყველაფერზე, დამერწმუნე.
_ არა რომ გითხრა, რას იზამ?
_ შენი უარისდა მიუხედავად მაინც მოგიწევს ჩემი ატანა.
ღმერთო, ეს ვინ გადამეკიდა!
_ უკვე მაწუხებ, იცი? და საერთოდ შენ გაკვეთილები არ გაქვს?
_ არ არის საჭირო ყოველწუთს ხაზის გასმა იმაზე, რომ სკოლაში დავდივარ.
ლენკას მესიჯმა გადამარჩინა, _ „ნუკ, გავთავისუფლდი და ჩვენს ადგილას შევხვდეთ.“
ჩვენი ადგილი მელიქიშვილზეა, ფოტო სამყაროსთან.
_ უნდა წავიდე.
_ გაგაცილებ.
_ არ დავკარგულვარ 23 წელია თბილისში, არ მინდა.
_ მგონი, შენს უკან გამოყოლას სჯობია, ერთად ვიაროთ.
არ მომეშვება, რა.

ლენკამ რომ ბიჭთან ერთად დამინახა, შევატყვე, გამოცებისგან თვალები შუბლზე ააცოცდა.
_გამარჯობა, ლენკა, _ კარგი ნაცნობივით მიესალმა ვაჩე.
_ ერთმანეთს ვიცნობთ? _ თვალები მოწკურა ლენკამ.
_ დაახლოებით.
_ არ მიაქციო ყურადღება, გეტყვი მერე. _ მხარი გავკარი ლენკას.
_ მე დაგტოვებთ, სალაპარაკო გექნებათ გოგოებს, _ ეშმაკური ღიმილით შემომცინა ვაჩემ, _ ახლა უკვე საიმედო ხელში ხარ.
დავუბღვირე. სწრაფი ნაბიჯით გაგვშორდა.
_ აუ, რა ბიჭია?! _ თვალები უკან დარჩა ლენკას. მკლავში ხელი ჩავავლე და წავაპრონწიალე.
_ აღარ იტყვი ვინ არის?
_ წამოდი რა, შენთან ავიდეთ და მოგიყვები ყველაფერს.

***
_ ღადაობ, ხო? _ ასეთი რეაქცია ჰქონდა ლენკას, როცა ყველაფერი ვუამბე.
_ მითხარი, როდისმე ჩვენს გარშემო შეგიმჩნევია ეს ბიჭი?
_ არა, არასოდეს.
_ არადა, სანამ ასაკს გავიგებდი, მომეწონა, იცი, _ გავუმხილე დაქალს.
_ გადაირიე, გოგო, ლამის პედოფილიაში დაგდებენ ბრალს.
_ კაი რა, ნანიკო ხაზარაძე რამდენით უმცროსს გაჰყვა ცოლად, არ გახსოვს?
_ რა შუაში იყო ახლა ეგ, _ დოინჯი შემოირტყა ლენკამ.
_ არა, ისე ვთქვი.
_ შენ რაღაც სხვანაირად ჭიკჭიკებ, დაო.
_ კარგი რა, 20 წლის მაინც რომ იყოს, შეიძლება დავფიქრებულიყავი, ის კი მხოლოდ სკოლის მოსწავლეა.
_ საერთოდ არ ეტყობა, შენს თავს ვფიცავარ, რომ დავინახე, ეგრევე მომეწონა.
_ ხო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
_ აუ, დღეს ისეთი მაგარი ბიჭი გავიცანი, _ საუბარი უცებ გადამიტანა ლენკამ.
_ ჰოო?! _ უხალისოდ მივუგე.
_ კაი, გამხიარულდი, ხვალ პაემანზე მეპატიჟება და შენც უნდა წამომყვე.
სიცილი ამიტყდა.
_ ეს რა, ახალი მოდაა პაემანი სამისთვის?
_ კარგი რა, _ გამინაწყენდა ლენკა, _ მინდა, რომ შემიფასო, თან მთლად პაემანი არა არის, ვუთხარი, დაქალთან ერთად მოვალთქო.
_ სად გიპირებს წაყვანას?
_ მარკო პოლოში.
_ კარგი, წამოვალ, თუ უხერხული არ იქნება.
_ არავითარი უხერხულობა, კარგად გავერთობით და ნახავ, ეგ შენი მეთორმეტე კლასელი სულ დაგავიწყდება.
ჰმ, ჩემი მეთორმეტეკლასელი.


პირველი საათი ისე გახდა, თავი არ ამიწევია წიგნებიდან, სადიპლომოზე მუშაობა ძალიან ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს. რამდენჯერმე შემომაკითხა დედამ, გვიანია, დაისვენეო. დრო ისე გამეპარა, ვერც გავიგე, საათს რომ დავხედე, უკვე პირველი იყო.
მისაღებში გავედი და შუქი ავანთე. დედას და მამას უკვე ეძინათ. მაცივარი გამოვაღე და იოგურტი გამოვიღე. თუ მშია, ჩემთვის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვჭამდი და თან დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. თავისთავად მეფიქრებოდა ვაჩეზე. როდის შემამჩნია ან რატომ შემამჩნია ეს არაფრით გამორჩეული გოგო, რამდენ ხანს დამყვებოდა უკან ჩრდილივით, როგორც მითხრა თავად. და საერთოდ, რა უნდოდა ჩემგან?
ლეპტოპი ჩავრთე და ფეისბუქზე შევედი. თავს არ ვუტყდები, თორემ მისი ფოტოების დათვალიერება მინდა. რამდენიმე ფოტოს მაჩვენებს მხოლოდ, რადგან მეგობრებში არ მყავს. ერთი აუზზეა გადაღებული, ისეთი მომხიბლავია, უნებურად თვალებზე ხელები ავიფარე. ეს ბიჭი მაჯადოებს. რაც უფრო ვარწმუნებ თავს, რომ მასზე არ უნდა ვიფიქრო, მით უფრო მეფიქრება. ფოტოების რაოდენობამ არ დამაკმაყოფილა და ვფიქრობ, მეგობრებში ხომ არ დავიმატო. გული მკარნახობს, რომ სწორად ვიქცევი, გონება კი საპირისპიროს მეუბნება. დღევანდელი საუბრის შემდეგ სხვანაირად გაიგებს ჩემგან წამოსულ ნებისმიერ ნაბიჯს, ეგონება, რომ მის ნათქვამზე თანახმა ვარ.
აუ ჯანდაბას რა! როგორც უნდა, ისე გაიგოს, მე თუ არ მენდომება, არანაირი ურთიერთობა არ მექნება მასთან ფეისბუქ მეგობრობის გარდა. გადაწყვეტილება უცებ მივიღე და დავადასტურე. იმ წამს ვინანე, როგორც კი ვნახე, რომ ჩატში ციმციმებდა. დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ამიჩქარდა გული და სწრაფად დავხურე ლეპტოპი.
ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. მშვიდი ძილით ეძინა ქალაქს. ნაწვიმარი იყო. როდის იწვიმა, არც გამიგია. ფანჯარა გავაღე და თავი შემოსულ ცივ ჰაერს მივუშვირე. ცოტა გამიგრილა გონება. ლეპტოპი გავხსენი და აჰა, მესიჯიც დამხვდა.“
„მადლობა, რომ ჩემი არ შეგეშინდა “
„იმედია, ამ ფაქტს ზედმეტ მნიშვნელობას არ მიანიჭებ.“
„არა, რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისია.“
„ცივილური ურთიერთობის წინააღმდეგი არ ვარ.“
„მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობდი.“
„ე. ი. სწორად მიგიხვდი?:)“
„ძალიან მიხვედრილი გოგო ხარ, შენში არ შევმცდარვარ.’
„ისე და რატომ არ გძინავს ასეთ დროს?“
„ახლა მოვრჩი მეცადინეობას, ხო არ დაგავიწყდა რომ აბიტურიენტი ვარ“
„მაგას რა დამავიწყებს? “
„გპირდები, რომ დაგავიწყებ.“
„ეჭვი მეპარება.“
„და შენ რატომ არ გძინავს?“
„მეც სამეცადინო მქონდა, დიპლომზე ვმუშაობ, რას მეკითხები, შენ ხომ ჩემზე ყველაფერი იცი.:))“
საუბრის პარალელურად მის ფოტოებში შევიჭყიტე. ძალიან ფოტოგენურია. კესოსთან გადაღებული ფოტოები აქვს ბევრი. ჩემი პუპსიკა, _ აქვს მიწერილი ერთ ფოტოს, სადაც კესოს ჰყავს მონიშნული. ძალიან თბილი ფოტოა, და ლოყაზე კოცნის და თმებს უჩეჩავს.
„პუპსიკ, აქ ხარ?“
„ რა?! ჩემ ფოტოებს ათვალიერებ?“
„ჰო..“
„ მხოლოდ ჩემი და მეძახის ეგრე, შგიძლია შენც დამიძახო, „_დიდსულოვნად დამრთო ნება.
„ არა მგონია სწორი იყოს...“
„ კარგი, როგორც გინდა, ისე მანდ ერთ შენთვის საინტერესო ფოტოსაც წააწყდები.“
„რას გულისხმობ?“
„ ვიცი, ბევრი კითხვა გაქვს და ზოგ მათგანს პასუხი გაეცემა.“
სწრაფად გადავყევი ფოტოებს, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. მაგრამ არა, მოიცა.. თარიღს დავხედე, 2014 წლის თებერვალი. ნაცნობი სიტუაციაა რაღაც. და ერთგან ჩემი თავიც შევნიშნე. არა, მეჩვენება, თვალები მოვიფშვნიტე და გამახსენდა..
დაახლოებით 1 წლის წინ, ილიას უნივერსიტეტმა გააკეთა ინტელექტუალური თამაშების : რა, სად, როდის ორგანიზება თბილისის სკოლებში. მე, როგორც თვითმმართველობის ერთ-ერთი წევრი, აქტიურად ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, გამარჯვებული სკოლა გახდა 55-ე. გუნდის წევრებს ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადავეცით. ჰოდა, ვაჩე გამარჯვებულ გუნდში ყოფილა... დაჯილდოებაზე საერთო ფოტოც გადაგვიღეს: გამარჯვებული გუნდი პლუს ორგანიზატორები და მეც მათ შორის..
„ნახე ფოტო?“
„ ვნახე.. და შენ ამდენი ხანია მიცნობ?“
„ შენ კი არც გახსოვდი “
„ ბოდიში, მგონი ბილობილის დალევა უნდა დავიწყო, მეხსიერება გამეჭედა“
სიცილის სმაილები.
„ გვიანია, უნდა დავიძინო, უძილობაც მოქმედებს მეხსიერებაზე, ხომ იცი...“
„ კარგი, ძილისგუდა, წასვლა თუ გინდა, არ გაძალებ. ისე მე ვერ მომატყუებ, ხვალ ლექციები არ გაქვს და შეგიძლია საღამომდე იძინო.“
„მოკლედ, რა , ყველაფერზე გაქვს პასუხი.“
“არ ვარ დარწმუნებული, რომ ახლა დაგეძინება.”
„რატომ?“
„ჩემზე იფიქრებ და იმიტომ.“
„დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე.“
„შეიძლება...“
„კარგი, ღამე მშვიდობის.“
არ დაველოდე მის დამშვიდობებას, ისე გავთიშე ფეისბუქი და ლეპტოპი დავხურე. მესიჯის ჩუმი ხმა მოსწვდა ჩემს ყურთასმენას. უცხო ნომერია. „ძილინებისა, ნუკა...“ გამეღიმა, როგორ ვიფიქრე, რომ ჩემი ნომერი არ ექნებოდა. რაღაცნაირად გავბედნიერდი...

***
ლენკა ისეთი გაპრანჭულია, გეგონება ოპერაში მიდიოდეს. უზომოდ ლამაზია. გრძელი, ქერა თმა და ფოლადისფერი თვალები აქვს. მაკიაჟიც გაუკეთებია. 9 სმ იან ქუსლებზე დგას, მოკლე, წელში გამოყვანილი კაბა და თხელი პალტო აცვია. მთელი ქუჩა მას უყურებს.
_ დღეს მაინც ჩაგეცვა წესიერად, _ მისაყვედურა. მე, როგორც ყოველთვის, ჩემი საყვარელი ჯინსი და მოკლე ტყავის ქურთუკი მაცვია.
_ დღეს რა ხდება, რო?
_ პაემანი მაქვს!
_ შენ გაქვს, მე რა შუაში ვარ. თან ხომ არ გინდა, უცებ შენს მაგივრად მე მოვეწონო, _ჩავურთე სიცილით.
ეს წარმოუდგენელია, ლენკას გვერდით მე არაფერი ვარ. ლენკამ ისეთი განმგმირავი მზერით გადმომხედა, სიცილი სახეზე შემახმა.
_ ნუ ბავშვობ, რა
_ ნეტა, ბავშვი ვიყო, _ დანანებით ვთქვი. ლენკას არ გამორჩენია ჩემი ნათქვამი.
_ რამე მოხდა და მე არ ვიცი?
_ არაფერი, ფეისბუქზე დავიმატე.
_ ერთს ფიქრობ და საპირისპიროს აკეთებ.
_ ხო, ვიცი, მგონი კისერს წავიმტვრევ.
_ ჩემო გოგო, შენ რაც არ უნდა გადაწყვიტო, ხომ იცი, მე შენთან ვიქნები._ ჩამეხუტა ლენკა.
_ ჯერ მე თვითონ არ ვიცი, რა მინდა.
_ ხოდა, დაფიქრდი და გაერკვევი, ჩემი ჭკვიანი ვინ არის, ამხელა ფსიქოლოგი ქალი ხარ.
_ მგონი, ცოტა ხანში მე თვითონ დამჭირდება ფსიქოლოგი.

ლენკას ახალი ბიჭი სასიამოვნო ყმაწვილი აღმოჩნდა. მთელი საღამო ისე გაგვატარებინა, წუთით არ მოგვიწყენია. მგონი ლენკასაც მოსწონს. ის რომ აღფრთოვანებულია ლენკათი, ყველაფერზე ეტყობა.
მარკო პოლოდან რომ გამოვედით, წყვილს დავშორდი და საქმე მოვიმიზეზე.
_ ახლა მაინც დაგტოვებთ მარტო, _ წავჩურჩულე ლენკას, _ მორჩა, ჩემგან თანხმობა გაქვს, ობიექტი შემოწმებულია, დანარჩენი შენზეა, დაო.
ლენკამ თვალი ჩამიკრა.
ცოტა ცივა. ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და ნელი ნაბიჯით ჩამოვყევი რუსთაველის გამზირს. ვაჩეზე ფიქრს თავიდან ვერ ვიშორებ. ეს ბიჭი საოცრად მიზიდავს. ცხონებული ბებიაჩემის ნათქვამი გამახსენდა: რაც გეზარებოდეს, ის გეძალებოდესო. ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ჩემს გვერდით ჩემზე 5 წლით პატარა ბიჭი ვერ წარმომიდგენია და რა ვქნა. ამ დრომდე ასე იყო, ახლა _ არ ვიცი.
ისე მივდივარ, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევ.
_ არ არსებობს, _ უცებ მესმის ხმა. წამის მეასედებში დავაფიქსირე ის.
_ შენ რა, მართლა უკან დამყვები? _ გაღიზიანება შემეტყო ხმაში.
_ არა, ეს მართლა შემთხვევითი შეხვედრაა, _ გაეცინა ვაჩეს._ მართლა არ მეგონა, აქ თუ გნახავდი.
_ მე _ მითუმეტეს!
_ სად მიდიხარ?
_ სახლში.
_ ფეხით?!
_ ჰო, ფეხით, პრობლემაა რამე?
_ არანაირი, ფეხით სიარული მეც ძალიან მიყვარს.
_ გაცილება არ მინდა!!
_ რატომ მეჩხუბები, ნუკა?_ წყნარად მკითხა მან და უფრო ახლოს მოიწია ჩემსკენ. მეგონა, ჩემი გულის ბაგა-ბუგს გაიგონებდა და უკან დავიხიე.
_ მე.. მაპატიე.. _ ავირიე უცებ, _ მგონი პარანოია მეწყება.
_ საპატიებელი არაფერია. სერიოზულად გეუბნები, შენ არ გითვალთვალებ, აქ მასწავლებელთან ვიყავი.
ჩემი თავის შემრცხვა. რას ვერჩი ამ ბიჭს, ჩემთვის არაფერი დაუშავებია. რა მისი ბრალია, თუ მისი სიახლოვე ასე მაფორიაქებს და ჩემს თავში ვერ გავრკვეულვარ. ასეთი უხეში საერთოდ არ ვარ. ვცდილობ, სიტუაცია გამოვასწორო.
_ რაზე აბარებ?
_ სამედიცინოზე.
_ ოჰო, სერიოზული განაცხადია, _ შევაქე. გაეცინა.
_ ჰო, დიდი ამბები მელოდება წინ, ძალიან დაძაბული წელი მაქვს.
_ აქ რა საგანზე დადიხარ.
_ აქ უნარებზე.
„სულს მოგცემ, ამ სიმღერით, რა გაქვს, ჩემს სიყვარულზე მეტი...“ ამღერდა ჩემი ტელეფონი. დედაა.
_ ჰო, დე.
_ნუკა, გაგვიანდება დღეს?
_ არა, დე, მალე მოვალ.
_ კარგი, გელოდები, სადღაც უნდა გამყვე, რა..
_ მოვდივარ.
„შენ ზღვას გავხარ, დამშვიდებულს და მაინც იძირება გემი...“_ წაიმღერა ვაჩემ.
_ ჩარკვიანი?
_ჩარკვიანი.
_ ძალიან მიყვარს.
_ მეც, ეს სიმღერა განსაკუთრებით.
_ კარგად მღერი, _ შევაქე.
_ ვცდილობ, _ გაეცინა მას.
_ უნდა წავიდე.
_ კარგი, შეხვედრამდე.

***
ერთი კვირა ისე გავიდა, ვაჩე არ გამოჩენილა. მე ისევ ძველებურად დავდიოდი; სახლი-უნივერსიტეტი, ლენკა-თეატრი და ა. შ.
ცოტა მომენატრა. ისე მოულოდნელად გამოჩნდა და მერე კი ისე უცებ გაუჩინარდა. ცოტა შევფიქრიანდი, ხომ არაფერი დაემართა-მეთქი. მესიჯითაც კი არ მოვუკითხივარ. ეს ბიჭი რაღაც დოზით შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში და მწყინდა მისი უყურადღებობა.
ლენკას პრემიერა აქვს. ოჯახით დაგვპატიჟა. წინა საღამოს სახლში ავადექი. კარი სანდრომ გამიღო, ლენკას ძმამ.
_ სან, როგორ ხარ? _ ჩავეხუტე, ასაკით პატარაა, მაგრამ ჩემზე ორი თავით მაღალია.
_ კარგად, ნუკნუკა, მომენატრე, _ ხელები შემომხვია მან. ნუკნუკას პატარა რომ იყო, მაშინ მეძახდა და შემრჩა ეს სახელი. სანდრო 15 წლისაა, სანახევროდ ჩემი და ლენკას გაზრდილია და სიგიჟემდე მიყვარს.ალბათ, ჩემი საკუთარი ძმა რომ მყოლოდა, ამაზე მეტად არ მეყვარებოდა.
_ შენი გიჟი და სად არის?
_ თავის ოთახშია.
ბებია 2 წლის წინ გარდაეცვალა და-ძმას, მას შემდეგ მარტო ცხოვრობენ.
_ლენ, _ შევაღე საძინებლის კარი.
ლენკა საწოლზე მოკუნტულიყო, დაძინებოდა. ისეთი საყვარელი იყო მძინარე. გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე. ჩემი სითბო რომ იგრძნო, შეიშმუშნა.
_ შენ ხარ? რა დროა?
_ძილისგუდა, რამ დაგაძინა ასეთ დროს.
_ აუ, გადავიწვი რა, ხვალინდელზე ძალიან ვნერვიულობ.
_ სანერვიულო არაფერი გაქვს, შესანიშნავი მსახიობი ხარ და ყველაფერს თავს გაართმევ.
_ იმედია, ნუკ.
კარგახანს ვიწექით ასე, ჩუმად, ერთმანეთზე ჩახუტებულები.
_ შენი პატარა ბიჭი არ გამოჩენილა? _დაინტერესდა ლენკა.
_ არა, _ ამოვიხვნეშე.
_ რა დაემართა, ნეტა?
_ არ ვიცი, იქნებ ასე სჯობდეს.
_ შენთვის რა სჯობია, საკითხავი ეგ არის.
_ ტვინი მტკივა უკვე, არადა, მომენატრა, იცი.
_ შენ მართლა მოგწონს ეგ ბიჭი, უბრალოდ ასაკის გამო ატორმუზებ.
_ იცი შენ რატომაც. ჩვენს გარშემო ხალხი ამას სხვაგვარად უყურებს, ეს თბილისია, ხომ იცი. ხალხს რომ თავი დავანებოთ, ჩემი მშობლებიც წინააღმდეგნი იქნებიან. ხომ იცი, მათგან დამალული არაფერი მაქვს, რომც დავმალო, მაინც გაიგებენ როდესღაც.
_ წინასწარ არ იცი, რა იქნება. თუ შენს თავში გარკვეული ხარ რა გინდა, დანარჩენი ყველაფერი უნდა დაიკიდო.
_ ეჰ, სათქმელად ადვილია, ლენ... იქნებ ისიც მიხვდა სიტუაციის უაზრობას და ამიტომაც არ სჩანს.
_ არა მგონია, ძალიან ჩამოყალიბებული ბიჭი სჩანს ასაკისდა მიუხედავად, ასე ადვილად არ მოგეშვება.

... პრემიერისთვის ცოტა გავიპრანჭე. თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, კაბა ჩავიცვი. სანდრომ გამომიარა და წავედით. დედას და მამასაც უნდოდათ წამოსვლა, მაგრამ ვერ მოახერხეს. სპექტაკლის დაწყებამდე ლენკას საგრიმიოროში შევეჭერი და გავამხნევე. ჩვენი ადგილები დავიკავეთ, შორიახლოს ლენკას შეყვარებული, ბაჩოც შევნიშნე ვიღაც ბიჭებთან ერთად. მხოლოდ ხელის დაქნევით შემოვიფარგლე.
ძვირფასი პამელა. _ მომეწონა, კარგი სპექტაკლი იყო, ძალიან ვისიამოვნე. მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. ბისზე გამოსვლაც მოსთხოვეს მსახიობებს, დიდხანს არ შეწყვეტილა ტაში. არაჩვეულებრივ განწყობაზე ვიყავით.
_ სან , წამოდი, ლენკა ვნახოთ, _ ფოიეში გამოსულებმა საგრიმიოროსკენ ავიღეთ გეზი. იქ მისვლა არ დაგვცალდა, ლენკა უბედნიერესი სახით გამოიქცა ჩვენსკენ და ორივეს ჩაგვეხუტა.
_ ლენკა, გილოცავ, არაჩვეულებრივი იყავი, _ მომესმა უცებ ნაცნობი ხმა.
ჰოი საოცრებავ! ვხედავ, ჩვენს წინ ვაჩე დგას, ულამაზესი პატარა თაიგულით ხელში. ტყავის ქურთუკი და ლურჯი, გახეხილი ჯინსები აცვია. თმა ამჯერად დავარცხნილი აქვს და მომხიბლავად იღიმის. გული შემიქანდა.
_ ეს შენ, _ თაიგული მიართვა ლენკას და გადაკოცნა.
_ მადლობა, _ლენკა ბრწყინავს.
_ ეს ვინ არის? _ ხელი წამკრა სანდრომ.
_ არის ერთი.
_ გამარჯობა, _ მიღიმის.
_ გამარჯობა, _ ვცდილობ, მისი დანახვით გამოწვეული სიხარული როგორმე დავმალო. დარწმუნებული ვარ, თვალები მიბრწყინავს.
_ ეს სანდროა, ლენკას ძმა, _ უცებ მახსენდება.
_ ვაჩე.
_ სანდრო._ ხელი ჩამოართვეს.
_ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, ნუკა რომ მოგტაცოთ ცოტა ხნით? _ ეკითხება და-ძმას.
_ თუ გინდა, სულ წაიყვანე, _ მხიარულად პასუხობს ლენკა. ბიჭების უჩუმრად თვალებს ვუბრიალებ. ლენკას ვითომც არ დაუნახავს, ციდან ჩამოვარდნილივით ნაბავს თვალებს.
_ აი, ბაჩოც, _ მიგვითითა თავის შეყვარებულზე, _ ჩვენ მაინც მარტო წასვლას ვაპირებდით, დღევანდელი დღე ჩვენ ორმა უნდა აღვნიშნოთ.

თითქმის 2 კვირაა, არ მინახავს. ჩემს თავზე მომდის ბრაზი. პატარა თინეიჯერი გოგოსავით ვიბნევი, ისეთი აღელვებული ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ.
_ ხომ არ გეგონა, რომ დამავიწყდი.
უხმოდ შევხედე.
_ ძალიან დაძაბული დღეები მქონდა სახლშიც და გარეთაც.
_ რატომ მიხსნი, ვერ ვხვდები.
_ თან ცოტა დროც მოგეცი, მინდოდა, ჩემზე გეფიქრა.
_ არ გინდა, გთხოვ...
_ სულ არ მოგენატრე?
_ ასეთ საუბარს თუ გააგრძელებ, წავალ...
_ არ წახვიდე, რა, კარგი, ჩუმად ვარ.
მცირე მანძილი უხმოდ გავიარეთ.
_ სადმე რომ დავსხდეთ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ.
_ კარგი იქნებოდა, ცოტა ცივა.
ტაქსს ხელი დაუქნია და გააჩერა. კარი გამიღო და ორივე უკან ჩავჯექით.
_ მარჯანიშვილზე, _ უკარნახა მძღოლს.
არ მიკითხავს, სად მივდიოდით. გაბუტული ბავშვებივით ვისხედით. მე აქეთ, ის _ იქით. ვცდილობდი, არ შემეხედა მისთვის, ფანჯარაში ვიხედებოდი და გულისცემას ვაწყნარებდი. მანქანა ჩაის სახლთან გააჩერებინა. წინ შემატარა. სასიამოვნო სითბო და სიმყუდროვე იყო შიგნით.გულში არჩევანი მოვუწონე. ფანჯარასთან დავსხედით. ჩაი და ნამცხვარი შეუკვეთა. ხელების კანკალი რომ დამეფარა, მაგიდის ქვეშ დავმალე.
_ ძალიან ლამაზი ხარ, _ თვალმოუშორებლად მიყურებდა.
_ ასე ნუ მიყურებ, თორემ ვკომპლექსდები.
_ მოეშვი, ნუ ნერვიულობ, ხომ შეიძლება უბრალოდ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.
_ შეიძლება, _ ჩუმად დავეთანხმე.
უსაშველოდ ღრმა, მეტყველი თვალები აქვს, რომ ვუყურებ, ასე მგონია, მათში ვიძირები. მომწონს, საშინლად მომწონს!
დრო ისე გაგვეპარა, ვერც გავიგეთ. მეც ცოტა დავწყნარდი, აღარ ვნერვიულობდი. ათას რამეზე ვისაუბრეთ. ჩემზე, მასზე. მომწონს მისი აზროვნება, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული ადამიანია, იცის, ცხოვრებაში რა უნდა. განათლებული, სასიამოვნო ბიჭია. იმდენად გარკვეულია ყველაფერში, რაზეც საუბრობს, ვერც იფიქრებ, რომ სულ რაღაც 18 წლისაა. ბევრ რამეში ჩვენი გემოვნება დაემთხვა, რაც ძალიან გამიხარდა. ამ ყველაფერმა ცოტა ამოავსო ის დიდი უფსკრული, რასაც ჩვენი ასაკობრივი სხვაობა ჰქვია.
ჩაის სახლიდან რომ გამოვედით, უკვე საკმაოდ გვიანი იყო.
_ სახლამდე გაგაცილებ, კარგი?
_ კარგი.
....
_ მადლობა, _ მითხრა მან. უკვე ჩემს სახლთან ვიდექით.
_ რისთვის?!
_ იმისთვის, რომ საშუალება მომეცი, ეს საღამო შემდგარიყო.
_ არაფერს, მეც სასიამოვნოდ გავატარე დრო შენს გვერდით.
თვალები გაუბრწყინდა.
_ მართლა?
_ მართლა.
_ კიდევ შევხვდებით, ხომ?
_ რა თქმა უნდა, _ ვუთხარი და გავუღიმე.
ისეთი საყვარელი იყო, რომ მომინდა, მივსულიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი. რაღაც მომენტში მისკენ გავიწიე კიდეც, მაგრამ სწრაფად შევჩერდი.
_ ღამე მშვიდობის, შეხვედრამდე, _ მითხრა მან.
_ შეხვედრამდე.
ისე იდგა და მიყურებდა, რომ მივხვდი, ქვეცნობიერად რაღაცას ელოდა. ჰოდა, ნელა მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე. მან ინსტიქტურად მომხვია მკლავები და გულში ჩამიხუტა. გამაჟრჟოლა. თავი ასე ბედნიერად არასდროს მიგრძვნია. ჩვენი გულები თანაბრად ფეთქავდნენ, სული ამევსო მისი სითბოთი, სხეული ამიმსუბუქდა... მალევე შემიშვა ხელები, შუბლზე მაკოცა და უკანმოუხედავად წავიდა.
ერთ ადგილას ვიდექი გაშეშებული, გაფითრებული, ათასნაირი ემოციით სავსე და ტირილი ყელში მქონდა.
მივხვდი, რომ უმისობა აღარ შემეძლო!
***
თბილისში საგრძნობლად აცივდა. ზამთრის სუსხი შეგვეჩვია. უკვე ძალიან მეზარება თბილი სახლის დატოვება და ლექციებზე სიარული, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ მაქვს. დღესაც, ლენკამ მომწერა, ჩემთან ამოდიო და თავი ძლივს ვაიძულე, სახლიდან გავსულიყავი. ლიფტში ვიყავი, ვაჩემ რომ დამირეკა. გულაჩქარებულმა ვუპასუხე.
_ ნუკა, როგორ ხარ?
_ კარგად, შენ?
_ დღეს მხოლოდ ერთი საგანი მაქვს და საღამოს შეგიძლია შემხვდე?
_ კი, შემიძლია.
_ რა კარგია, _ ხმა დაუთბა. _ მაშინ, როცა გავთავისუფლდები, მოგწერ, ოკ?
_ კარგი, დაგელოდები.
რა კარგია, დღეს ვნახავ, _ გავბედნიერდი უცებ.
ლენკას ბინის კარი მოვსინჯე, ღია იყო.
_ ლენ, აქ ხარ?
_ შემოდი, ღია დავტოვე, _ მომესმა ლენკას ხმა.
_ მიდი რა, ყავა დაადგი, _ ვთხოვე და სავარძელში ჩავეხეთქე.
_ რა გჭირს შენ? _ გამომძახა მან სამზარეულოდან.
_ რა უნდა მჭირდეს, დაღლილი ვარ და მეძინება.
_ რა იყო, გაათენე ღამე შენს ბიჭთან საუბარში?
_ საუბარში არა, სამეცადინო მქონდა.
_ ისეთი რაღაც უნდა გითხრა, მაგრად დაჯექი, _ გამაფრთხილა ლენკამ და ყავის ფინჯანი მომაწოდა.
_ რა ხდება?
_ ხომ ხედავ, სანდრო სახლში არ არის.
_ უი, ჰო, სად არის მართლა?
_ მალე მოვა, სტუმარი უნდა მომიყვანოს.
_ ვინ სტუმარი, გოგო?
_ მოკლედ, შეყვარებული უნდა ამოიყვანოს და გაგვაცნოს.
მოულოდნელობისაგან ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა.
_ ჰა, მოითქვი სული, _ ხელი ამიქნია ცხვირთან ლენკამ.
სიცილი ამიტყდა.
_ მოიცა და ჩვენ ახლა მულები ვიჩითებით?
_ იცინე შენ,იცინე, ეს ოფიციალურად სახლში ამოყვანა რა უბედურებაა, _ უკმაყოფილოა ლენკა.
_ დამშვიდდი შენ, მაგის ასაკში რამდენი გყავდა გამოცვლილი, არ გამახსენებინო ეხლა.
_ მე თავში მიქროდა და ეგ ჩემზე მეტად სერიოზულია, იმიტომ მიკვირს, _ თავი იმართლა ლენკამ.
კარზე ზარი დარეკეს.
_ მოვიდნენ მგონი. თმა შევისწორე და სავარძლიდან ფეხები ჩამოვიღე. ლენკამ კარი გააღო. წინ სანდრო იდგა და გაღიმებული გვიყურებდა, მის უკან პატარა, სიფრიფანა გოგოს მოვკარი თვალი.
_ ეს ელენეა, _ ხელჩაკიდებული შემოიყვანა სანდრომ და წარგვიდგინა.
სახტად დავრჩით.
ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი იყო. შავი, მოკლე თმა და დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა. სანდროს წელამდე ძლივს სწვდებოდა და ყველაფერზე ეტყობოდა, რომ ასაკით ძალიან პატარა იყო.
_ გამარჯობა, _ ბავშვური, წრიპინა ხმით გვითხრა მან.
ლენკას გადავხედე. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, მთლად კარგად ვერ უნდა ყოფილიყო.
_ მოდი, დაჯექი, 2 წუთით უნდა გავიდე და გოგოებთან დაგტოვებ, კარგი? _ თბილად უთხრა სანდრომ და დივნისაკენ უბიძგა.
_ სად მიდიხარ, _ როგორც იქნა, ამოიღო ხმა ლენკამ.
_ ლაშა მელოდება სადარბაზოში და ამოვალ მალე.
_ მე ნუკა ვარ, ეს _ ლენკაა, _ გავაცანი ჩვენი თავი.
_ ძალიან სასიამოვნოა, _ გაგვიღიმა მან.
ლენკა ცოტა აზრზე მოვიდა.
_ რა შევთავაზო, გოგო, ყავა? _წამჩურჩულა მე.
_ არა, გოგო, შეიძლება არ ასმევენ მშობლები, _ ვუპასუხე და სიცილი რომ შემეკავებინა, ფრჩხილებზე დავიხედე.
ლენკამ თვალები გადაატრიალა....
_ და შენ რამდენი წლის ხარ, შვილ...._ დამთავრება აღარ ვაცადე, ისეთი ძალით ვუბწკინე მკლავზე, რომ ფრჩხილებში სისხლი ჩამექცა. ლენკამ ყრუდ ამოიგმინა და სიმწრისაგან სახე მოეღრიცა.
_ თორმეტი წლის ვარ..
_ ვაი, მე! _ აღმოხდა ლენკას და თვალები ჭერს გაუშტერა.
მეტის მოთმენა უკვე აღარ შემეძლო. შეკავებული სიცილისაგან ხველება ამიტყდა და სამზარეულოში გავვარდი. 3 ჭიქა წყალი დავლიე, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი.
_ რა გაცინებს, ვიღუპები მგონი, _ კარში თავი შემოყო ლენკამ.
_ რა გღუპავს, შენს ძმას დაელაპარაკე, ეგ მგონი სრულ ჭკუაზე არ არის და თან მიდი, ბავშვს კაკაო გაუკეთე.
_ შენ ხომ ყველაფერში სასაცილოს ნახულობ, რა...
კარის ხმა გავიგე, სანდრო მოვიდა.
_ სან, ერთი წუთით შეგიძლია მოხვიდე? _ გავძახე სამზარეულოდან.
_ რა იყო, ნუკნუკა?
_ ეს გოგო საბავშვო ბაღიდან წამოიყვანე?
_ აუ, შენც? _ უკმაყოფილოდ შემომხედა.
_ დავიჯერო, ახლა მაგ საკითხზე ახსნა გჭირდება?
_ შემეშვით რა, ჩემი საქმის მე ვიცი.
_ ხოდა ერთმანეთში არკვიეთ ორივე და-ძმამ, მე წავედი, ჩაო, _ ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და კარისკენ დავიძარი.
_ სად მიდიხარ? _ თვალები დამიბრიალა ლენკამ.
_ პაემანი მაქვს.
_ მარტო მტოვებ, გოგო?
_ მარტო რატომ, მთელი ოჯახი სახეზე ხართ, _ ენა გამოვუყავი. ლენკას ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, რომ არ წავსულიყავი, თმებს აღარ შემარჩენდა თავზე.

ერთმანეთს პლეხანოვზე შევხვდით. ჩვეულებრივად გადამკოცნა, არაფერი ზედმეტი.
_ აუ, ძალიან მშია, სადმე დავსხდეთ რა, _მთხოვა.
_ მაკდონალდსში რომ წავიდეთ?
_ მაგარი აზრია, _ მოეწონა მას, _ ტაქსს გავაჩერებ.
_ არ გინდა, ფეხით ჩავიდეთ.
_ კარგი, თუ არ გეზარება.
ქუჩას ჩავყევით.
_ შეიძლება ხელი გადაგხვიო? _ უეცრად მკითხა მან.
სიცილი ამიტყდა.
_ რა ხდება, თინეიჯერი ბიჭები უკვე ნებართვას სთხოვენ გოგოებს ხელის გადახვევაზე?
ისეთი სახით შემომხედა, სიცილი სახეზე შემახმა.
_ კარგი, ჰო, ბოდიში..._ ველოდებოდი, ხელს გადამხვევდა, მაგრამ ერთი მილიმეტრითაც არ მოუწევია ჩემსკენ. გულში რაღაც ჩამწყდა, თითქოს მეწყინა.
მაკდონალდსამდე ისე მივედით, ხმა არ ამოუღია. ადგილი დაიკავე, მე მოვიტან, _ მითხრა და წავიდა.
თავისუფალ მაგიდასთან დავჯექი და ლოდინი დავიწყე. ცოტა ხანში სავსე ლანგრით მოვიდა. დაკვირვებით შევხედე, სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა აკრული.
_ ვაჩე, გამებუტე? _ ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. სახეზე ღიმილმა გადაურბინა, თუმცა, მხოლოდ ერთი წამით.
არაფერი უთქვამს. ლანგარი მომიჩოჩა.
ოჰ, ჩემო ენავ, ძირში ხარ მოსაჭრელი! ვაწყენინე, თანაც _ ძალიან. ახლა რა ვქნა? ჩემი დაუფიქრებელი საქციელით გული ვატკინე ბიჭს, რომელსაც ეს არ დაუმსახურებია. საერთოდ დავკარგე ჭამის მადა. ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, პირს ვერაფერს დავაკარებ.
_ რატომ არ ჭამ?
_ არ მინდა.
_ ნუკა! _ წყენით მითხრა მან.
თავი ჩავღუნე, თვალები ცრემლებით მქონდა სავსე და არ მინდოდა, დაენახა.
ფუ, რა დებილი ვარ, რა!
_ ნუკა, შემომხედე.
ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა. მზერა ვერ გავუსწორე და თვალები დავხუჭე. ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა.
_ ტირი? _ ხმა შეეცვალა მას.
_ არ გრცხვენია? შე სულელო... - თბილად მითხრა, _ არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთო, რომ შენგან რამე მეწყინოს...
_ მართლა? _ ძლივს ვიპოვე ხმა.
_ არ გებუტები, მართლა. შენთან გაბუტვა არ შემიძლია, ძალიანაც რომ ვეცადო, ვერ მოვახერხებ. _ რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე. შენ კი ტირილი დაიწყე. ჩვენს შორის ბავშვი ნამდვილად შენ ხარ. აღარ იტირო, რა...
ორივე ხელი მოვკიდე ხელზე და სახეზე მივიხუტე. გული გამითბა მის სიტყვებზე, უფრო მეტად ამაღლდა ჩემს თვალში. არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ამ ხალხმრავალ ადგილას რომ არ ვყოფილიყავით. ალბათ იმას, რასაც გული მიკარნახებდა და ნაკლებად ვიფიქრებდი შედეგებზე, რაც საერთოდ არ მჩვევია, თუმცა მის გვერდით მე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. მან ჩემი არსებობა მთლიანად შეცვალა, ცხოვრება შემივსო და გამილამაზა.
ვაჩე ჩემი ყოველდღიურობა გახდა. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა, ვერაფრით მოვიშორე დანაშაულის გრძნობა. როდემდე დავმალავდი მას, არც ეს ვიცოდი. გული მეკუმშებოდა იმის გაფიქრებაზე, რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს მშობლებს, როცა გაიგებდნენ.
_ ჩემს ბინაში ამყვები ცოტა ხნით? _ მითხრა ერთხელ მან. დავფრთხი. სახეზე შემატყო, რომ ეს აზრი მაინცდამაინც არ მომეწონა.
_ შენები სახლში არიან?
_ არა, ვერ მიმიხვდი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, იქ არ გეუბნები. მე სხვა ბინაც მაქვს. 16 წლის რომ გავხდი, მამაჩემმა მიყიდა. ჰოდა, ცოტას ვარემონტებ და მუშებს უნდა დავხედო.
შვებით ამოვისუნთქე.
_ ახლა დედ-მამასთან ცხოვრობ?
_ არა, დედა და მამა დიდი ხნის წინ გაშორდნენ, მამაჩემი წლებია, ბელგიაში ცხოვრობს. მე და კესო დედასთან ვართ, თუმცა მამასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის ყველანაირად გვეხმარება, ყოველთვიურად ანგარიშზე გარკვეულ თანხასაც გვირიცხავს პირადი საჭიროებისთვის. იცი, თუ 100 პროცენტიანი გრანტი ავიღე, შემპირდა, რომ მანქანას მიყიდის.
_ ოჰო, სტიმულიც ასეთი უნდა, _ გამეცინა მე.
_ სტუდენტი რომ გავხდები, მარტო ვაპირებ ცხოვრებას, უფრო მეტად დამოუკიდებელი მინდა ვიყო. სწავლას რომ დავასრულებ, ალბათ მამასთან წავალ.
ამდენი მის ოჯახზე არ ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ მე და კესო სკოლის პერიოდში ვმეგობრობდით, ოჯახზე არასდროს მოუყოლია.
დიდი, ნათელი ბინა იყო. ძველი რემონტით. საძინებლიდან ბურღის ხმა გამოდიოდა.
_ აქ დამელოდე, არ დაისვარო, _ მითხრა ვაჩემ და მისაღებში მდგარ დივანზე მიმითითა, თვითონ კი ერთ-ერთ ოთახში შევიდა. თვალი მოვავლე ირგვლივ. ცოტა ავეჯი იდგა. ალბათ, რემონტს რომ მორჩება, მერე გადმოიტანს, _ გავიფიქრე გულში. ცოტა ხანში გამოვიდა.
_ იქნებ ახალ წლამდე მომისწრონ, _ შეწუხებული ხმით თქვა.
_ აქ აპირებ რამეს, ახალ წელს?
_ ჰო წვეულება მინდა მოვაწყო, ჩემს მეგობრებს დავპატიჟებ, შენ და თან გაგაცნობ კიდეც.
_ ჩემი ოჯახი ტრადიციულად სახლში ხვდება ახალ წელს, _ დანანებით ვთქვი, _ მე ალბათ ვერ მოვალ.
_ რამეს მოვიფიქრებთ და აუცილებლად მოხვალ, _ დამპირდა ის.
ამის იმედი დიდად არ მქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლებისთვის ყველაფრის ახსნა მომიწევდა.
უნივერსიტეტში ლექციები შეწყდა, მაგრამ დასვენება ჩემთვის ადრე იყო. სახლშიც იმდენი მქონდა სამუშაო, რომ ვერც კი ვგრძნობდი მოახლოებული ახალი წლის ხიბლს.
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე საშინლად გავცივდი. დილით რომ გამეღვიძა, ძვლებში მამტვრევდა. ისე უღონოდ ვიყავი, თავის წამოწევის და დაძახების თავიც კი არ მქონდა. დედას ზარი გავუშვი ტელეფონიდან. შეშფოთებულმა შემოაღო ჩემი ოთახის კარი.
_ რა გჭირს, დე?
_ მიშველე, ძალიან ცუდად ვარ.
_ იწვი, შვილო, მაღალი სიცხე გაქვს, _ შუბლზე დამადო ტუჩები დედამ.
ყელი ისე მტკიოდა, ნერწყვის გადაყლაპვასაც ძლივს ვახერხებდი. დედამ თერმომეტრი გაფერთხა და იღლიაში ჩამიდო.
_ 39.9 . _ თქვა შეშფოთებულმა.
_ ახლა ჩემი ავადმყოფობა შეიძლებოდა? _ დანანებით ვთქვი და საწოლიდან წამოვიწიე.
_ არ ადგე, ახლავე წამალს დაგალევინებ და ცხელ, ლიმნიან ჩაისაც მოგიტან, _ მითხრა დედამ და ოთახიდან გავიდა.
_ ნუკა, რა გიყო, აუცილებლად წასასვლელი რომ ვარ სამსახურში, _ გამომძახა მისაღებიდან.
_ დე, ისე ცუდად ვარ, ვერც ჭამას მოვახერხებ და ვერც ადგომას, წამლები დამიტოვე, დავლევ. შენ წადი, მერე შუადღისას ლენკას დავურეკავ და ამოვა.
_ ხომ არ დავრჩე? _ შემოვიდა დედა.
_ არა, წადი, თუ რამეა, დაგირეკავ.
_ არ გირჩევნია, მისაღებში წამოწვე დივანზე, ტელევიზორს უყურებ და გაერთობი. წამოდი, გაგიყვან. დედამ საწოლიდან წამომაყენა, საბანი შემომახვია და დივანზე დამაწვინა, თავთით ბალიში დამიდო.
_ ესეც ჩაი, _ დამიდო პატარა მაგიდაზე ფეხებთან.
_ წავედი და დამირეკე, თუ რამე დაგჭირდეს.
_ კარგი, ჰო, _ცხელი ჩაი მოვსვი, ისედაც ჩახეული ყელი კიდევ უფრო ჩამწვა. თავი მისკდებოდა, ისე მინდოდა დაძინება, მაგრამ ვერაფრით ვერ დავიძინე. ტელევიზორის ყურებაც მომწყინდა. რა გავაკეთო? ტელეფონში ვაჩეს ნომერი მოვძებნე.
_ ჰო, ნუკა, _ როგორც კი მისი ხმა გავიგე, ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა.
_ როგორ ხარ? _ ხრინწიანი ხმით ვკითხე.
_ რა გჭირს ხმაზე? _ შეშფოთდა ის.
_ აუ, ისე ცუდად ვარ, მგონი ვკვდები.
_ რა დაემართა ჩემს ლამაზ გოგოს?
„ჩემს ლამაზ გოგოს“, _ეს სიტყვები გულზე მალამოსავით მომედო.
_ გავცივდი, მაღალი სიცხე მაქვს და ყელი მტკივა, _ შევჩივლე.
_ მარტო ხარ?
_ ჰო, მარტო.
_ გინდა მოვიდე?
მომენტალურად წამოვიწიე საწოლიდან. ის, ვაჩე, ჩემს სახლში ვერაფრით წარმოვიდგინე.
_ არ ვიცი, ახლა გაკვეთილზე არ ხარ?
_ ვარ, მაგრამ წამოვალ ახლავე.
_ არ ვიცი, ვინმე რომ მოვიდეს...
_ ვინ უნდა მოვიდეს, შენები ხომ სამსახურში არიან. საღამომდე არავინ მოვა, ცოტა ხნით შემოგივლი და წავალ.
_ აუ, არ მინდა რომ რამე გადაგედოს.
_ არაფერი გადამედება, _ გაეცინა მას. _ მორჩა, მოვდივარ, ნახევარ საათში შენთან ვიქნები. _ და გათიშა.
გული ამიჩქარდა, ვინანე, რომ დავთანხმდი. წარმოვიდგინე, რა საშინლად გამოვიყურებოდი, გაწეწილი თმით, დასიებული, სიცხიანი თვალებით. მაგრამ ამავდროულად მისი ნახვაც ჰაერივით მჭირდებოდა.
„5 სართული, ბინა 22“, _ მივწერე მესიჯი, „კარი ღია იქნება“.
თითებით გადავივარცხნე თმები, სუნთქვა შევიკავე და საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე. მალე მოვიდა, კარზე კაკუნი რომ გავიგონე, ჩუმად დავუძახე:
_ ღიაა, შემოდი.
რომ დამინახა, სახე შეეცვალა. ნუთუ ასე საშინლად გამოვიყურები? ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა. მოვეხვიე და სახე მის მკერდში ჩავმალე. რაღაცნაირი გრილი სუნი ასდიოდა, მესიამოვნა მისი სიგრილე.
_ ჭამე რამე? _მკითხა მან, როცა მოვცილდი.
_ არა, ყელი ისე მტკივა, ყლაპვა მიჭირს.
_ კი მაგრამ, მთელი დღე მშიერი ხომ არ იქნები, _ შეწუხებულმა მითხრა.
_ გაგიკეთებ რამეს.
_ შენ? _გამეცინა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე ჩემს სამზარეულოში მოფუსფუსე.
_ ჰო, რა გაცინებს, მე მშვენივრად ვამზადებ.
_ გპირდები, როდისმე შენს გაკეთებულ საჭმელს გავსინჯავ, ოღონდ დღეს_ არა.
_ არც ჩაი დაგილევია, _ დახედა ჩემს ჭიქას.
_ ჩაის თუ გამიკეთებ, დავლევ, _ შევცინე.
_ ახლავე, _ უცებ წამოდგა ის.
_ მიაგნებ რამეს?
_ თუ ვერ მივაგნებ, დაგიძახებ, _ მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
წუთით თვალები დავხუჭე. „ჩემი იდეალური ბიჭი“...
ცოტა ხანში ჩაის ჭიქით მომადგა.
_ უკვე? _ გავოცდი.
_ ჩემი ხელით უნდა დაგალევინო.
ბალიში ამიწია, რომ მოხერხებულად დავმჯდარიყავი, ჩემს წინ ჩამოჯდა და ჭიქა პირთან მომიტანა.
_ გემრიელია, _ ტუჩები ავაწკლაპუნე.
_ რა საყვარელი ხარ, _ ჩუმად მითხრა. თვალებში შევხედე და ჩავიკარგე. ისეთი გრძნობით მიყურებდა, რეალობას მოვწყდი.
_ სიამოვნებით მოგივლიდი მთელი ცხოვრება, _ მითხრა და თვალი ამარიდა.
არ ვიცოდი, რა მეთქვა. დავმუნჯდი.
_ სიცხის დამწევი დალეული გაქვს? _ ისევ თვითონ გადამიტანა სიტყვა.
_ კი, სიცხე აღარ მექნება, უბრალოდ მეძინება და ვერაფრით დავიძინე.
_ მოიცა, კარგად მოგაწყობ და დაგეძინება.
საბნის ქვეშ შემომიჯდა. უცებ გავაანალიზე, რომ პიჟამოებით ვიყავი და შემრცხვა, საბანი ნიკაპამდე ავიწიე. ჩემი მოქმედება შუმჩნეველი არ დარჩენია. საბანი მჭიდროდ შემომახვია, ჩემს უკან დაჯდა და წინ მიმიყრდნო.
_ ასე მოხერხებულად ხარ?
მე ოდნავ შევიცვალე გვერდი და მკერდზე თავი დავადე. ასე მართლაც ძალიან კარგად ვიყავი. მისი გულისცემა მესმოდა, მისი სუნთქვა თავზე მეფრქვეოდა და მხოლოდ ის მინდოდა, ეს ყველაფერი დიდხანს გაგრძელებულიყო.
_ ახლა დაიძინე, მე შენს ძილს ვუდარაჯებ, _ ჩამჩურჩულა ყურში. ვგრძნობდი, როგორ მეფერებოდა თმებზე და მეც ნელნელა ძილბურანში წავედი.
თვალი რომ გავახილე, ჩემს საძინებელში, ჩემს საწოლში მეძინა. ვაჩე არსად იყო. ბუნდოვნად მახსოვდა მომხდარი.მივიხედ-მოვიხედე, ვიფიქრე, ალბათ სიზმარი ვნახე-მეთქი, რომ საწოლთან რაფაელოს კოლოფი შევნიშნე, რომელზეც ვარდისფერი წებოვანი სტიკერი იყო მიკრული წარწერით: „მალე გამოჯანმრთელდი და დამიბრუნდი.“
***
_ უნდა დამეხმარო, რამე მომაფიქრებინე, _ ვთხოვე ლენკას. 31 დეკემბრის დილა იდგა, მის სამზარეულოში ყავას ვსვამდით და ვფიქრობდი, როგორ წავსულიყავი ვაჩეს სახლში წვეულებაზე ღამით ისე, რომ ჩემს მშობლებს არაფერი ეეჭვათ.
_ ვუთხრათ, რომ ჩემი თეატრის ხალხთან ერთად წყნეთში, ერთ-ერთის სახლში შევხვდებით ახალ წელს მე და შენ ერთად. ტყუილიც არ გამოგვივა, ჯუბას მართლაც აქვს წყნეთში სახლი და უმრავლესობა მართლაც იქ იქნება.
_ ათასი ვარიანტი შემიძლია ვთქვა, მაგრამ რამდენად გაამართლებს მამაჩემისთვის. ხომ იცი, როგორი ტრადიციების მოყვარულია, 23 წელია სახლში ვხვდები ახალ წელს და უარს მეტყვის.
_ შენი აზრის დაფიქსირება უნდა ისწავლო,_ მმოძღვრავს ლენკა, _სრულწლოვანი ხარ და ვერაფრის გაკეთებას ვერ გაიძულებენ.
_ კარგი რა, არ მინდა ამ ერთი წვეულების გამო ტრაგედია შევქმნა, თორემ როცა მნიშვნელოვანი საკითხი მექნება გადასაწყვეტი, რასაკვირველია, ჩემს აზრს დავიცავ.
_ მიდი, მიდი, იქნებ არ გითხრას უარი.
_ მაა, სად ხარ?_ სახლში გოზინაყის თავბრუდამხვევი სუნი იდგა.
_ კაბინეტშია, ნუკა, _ გამომძახა დედამ. _ რა იყო?
_ არაფერი.
_ გცალია, მა? _ შევაღე კარი. მამა საწერ მაგიდასთან იჯდა, ლეპტოპს ჩასჩერებოდა და რაღაცას წერდა.
_ მოდი, მოდი.
_ რაღაც უნდა გთხოვო.
_ თოვლის ბაბუას რამე დარჩა მოსატანი? _გაეცინა მას.
_ არა... ლენკა თავის თეატრის მსახიობებთან ერთად წყნეთში ხვდება ახალ წელს, მეც დამპატიჟა. წასვლა მინდა, მაგრამ მინდოდა შენთვის მეთქვა, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
მამამ სათვალე მოიხსნა და დაკვირვებით შემომხედა. ცეცხლი წამეკიდა სახეზე, მეგონა, ზედ მეწერა, რომ ვიტყუებოდი.
_ და როდის მოხვალ?
_ ახალ წელს შევხვდებით და რა ვიცი გამთენიას, ალბათ, _ დავიბენი.
_ კარგი, წადი, ოღონდ ჭკვიანად იყავი.
რაღაც ადვილად დამთანხმდა. გახარებული შემოვეხვიე და მაგრად ჩავკოცნე. აჟიტირებული შევვარდი ჩემს ოთახში და ტელეფონს ვეცი.
„ღამით შევხვდებით...“ გავუგზავნე ვაჩეს.
„მართლა? როგორ მიხარია, მოუთმენლად დაგელოდები“.
„რა დროს მოვიდე?“
„11 სთვის აქ იყავი, ხომ არ მოგაკითხო სახლთან?“
„არა, მე თვითონ მოვალ.“
„კარგი, გელოდები“.
ერთი საათი ვიტრიალე სარკესთან. ცხოვრებაში პირველად დავინტერესდი ჩემი გარეგნობით. მინდოდა, ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმები ზემოთ ავიწიე და სარჭით დავიმაგრე. გადავწყვიტე, კაბა ჩამეცვა. კაბების დიდი არჩევანი არ მაქვს. სერი, წელში გამოყვანილი კაბა ჩავიცვი. ეს კაბა შარშან სულ ძალით მაყიდინა ლენკამ და აჰა, გამომადგა. ფეხზე მაღალქუსლიანი ჩექმა და მზად ვიყავი. პალტო მოვიცვი და კმაყოფილმა ერთხელ კიდევ შევათვალიერე სარკეში ჩემი გამოსახულება. ჩანთაში საჩუქარი ჩავდე ვაჩესთვის. როლექსის საათი ვუყიდე. შევამჩნიე, რომ საათები ძალიან უყვარს.
ტაქსი უკვე სადარბაზოსთან მელოდებოდა. კიბეებზე რომ ავდიოდი, ცოტა ავნერვიულდი. რაც არ უნდა იყოს, დღეს პირველად ვნახავ მის მეგობრებს, იმედია, კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენ მათზე. „მოვედი, კარი გამიღე“ _გავუგზავნე მესიჯი. არც დააყოვნა. ორი წამიც და მის წინ ვიდექი.
_ მომენატრე, _ ყურთან მიჩურჩულა და გულში ჩამიხუტა. ლოყაზე ვაკოცე და მოვცილდი. შევათვალიერე, მშვენივრად გამოიყურებოდა. ლურჯი ჯინსები და მწვანე, კუბოკრული პერანგი ეცვა, ძალიან უხდებოდა, თვალის ფერი უფრო ლამაზი უჩანდა.
_ ძალიან ლამაზი ხარ, _ ღიმილით მითხრა.
_ მადლობა, შენც კარგად გამოიყურები.
_ მოგეწონე? _ შემომცინა ეშმაკურად.
_ ასე მეტყობა?
ხმამაღლა გაეცინა. პალტო გამომართვა და მისაღებში შემიყვანა.
სახლი ისეთი აღარ იყო, როგორიც მახსოვდა, ძალიან ბევრი დეტალი შეეცვალა, ავეჯიც უკვე საკმარისად ჩანდა. შუა ოთახში დაბალი მაგიდა იდგა, ათასნაირი საჭმლით სავსე. გარშემო დივანი და სავარძლები. ერთი ორი პუფიც შევნიშნე.დაბალ ხმაზე მუსიკები იყო ჩართული. ოთახში სამი ბიჭი და ორი გოგო იყო, ჩემს დანახვაზე ყველამ შეწყვიტა საუბარი და მე მომაჩერდნენ.
მაინტერესებდა, როგორ წარმადგენდა. ვაჩემ ოსტატურად აუარა გვერდი ყოველგვარ უხერხულობას და მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა:
_ გაიცანით, ეს ნუკაა.
გულზე მომეშვა. მას რომ სიტყვა „შეყვარებული“ ეხსენებინა, მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი და ისიც სწორად მიმიხვდა.
_ სასიამოვნოა, _ ერთხმად თქვეს მათ.
_ დიტო, ლევანი, მათე, ნინი და მარიამი, _ გამაცნო მეგობრები, _ ესენი ჩემი უახლოესი ადამიანები არიან, მთელი ცხოვრება ერთად გვაქვს გატარებული.
ვიგრძენი, რომ მათი კეთილგანწყობა გარანტირებული მქონდა.
_ ნუკა, როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ, _ მომესმა უცებ და ხმის პატრონისკენ შევბრუნდი. კესო! იმ წუთს გამოვიდა სამზარეულოდან და მიღიმოდა. მოულოდნელობისაგან გავშრი. მომიახლოვდა და გადამეხვია.
_ შენ აქ ხარ, _ ესღა ვუთხარი.
_ ჰო, აქ არის, აბა ჩემი დის გარეშე ამდენ რამეს როგორ გავაკეთებდი, _ მაგიდისაკენ მიმითითა ვაჩემ.
სკოლის ბედნიერი წლები გამახსენდა, მაშინ მე და კესო ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ახლა კი...
_ არ მეგონა, ამ სტატუსით თუ შეგხვდებოდი, _ მითხრა კესომ. ცეცხლი წამეკიდა სახეზე. ვაჩეს არ გამოპარვია ჩემი სახის ცვლილება და მრავალმნიშვნელოვნად გადახედა დას.
_ ბევრი სალაპარაკო გვაქვს, არა? _ მითხრა სიცილით კესომ.
_ ჰო, საიდან უნდა დავიწყო, უკვე აღარ ვიცი.
_ ჩვენ სამზარეულოში გავალთ ცოტახნით, _ უთხრა ვაჩეს. ვაჩემ სერიოზულად შემომხედა, მე ღიმილით დავუქნიე თავი.
მისაღებში მუსიკას აუწიეს. ვიღაცეები შეემატნენ კიდევ მგონი, კარის ხმაურზე მივხვდი.
_ ნუკა, ისე ნუ მიყურებ, თითქოს შენი მტერი ვიყო.
_ არა, რა შუაშია, უბრალოდ ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს შენთან.
_ კარგი რა , ნუ ფიქრობ ამაზე. სიმართლე გითხრა, ვაჩემ რომ შენზე მიამბო, ვიფიქრე, რა პატარაა ეს თბილისი. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ჩემი მეგობარი ჩემს ძმას გადაეყრებოდა. რასაკვირველია, გარკვეული უხერხულობა არსებობს, მაგრამ მე ჩემი ძმა სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მისი ბედნიერებისათვის ყველაფერს გავაკეთებ და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
_ მადლობა, _ ვუთხარი და ჩავეხუტე, ცრემლები წამომცვივდა.
_ აუ არ იტირო, რა, იმან რომ შენი ცრემლები დაინახოს, მომკლავს, ეგონება, რომ რაღაც ისე გითხარი.
სასწრაფოდ შევიმშრალე ცრემლები.
_ კესო, რაღაც მინდა გკითხო.
_ მკითხე.
_ დედაშენმა იცის?
_ კი, იცის.
_ ... მერე?
_ არ ვიცი, როდისმე ალბათ თვითონ გეტყვის თავის აზრს. შენ კი ჩემს ძმას მთელ ქვეყანას უმალავ, ვიცი. გოგო, დასამალი ბიჭია ჩემი ძმა? ხომ ხედავ, როგორი კარგი და საყვარელია.
_ ძალიან, _ დავეთანხმე და კარიდან მეგობრებში მდგარ ვაჩეს გავხედე, ძნელი იყო, არ დათანხმებოდი.
_ გიყვარს?
დავიბენი. კესო თვალმოუშორებლად მიყურებდა.
_ მგონი...
_ მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, _ მომეხვია ის.
***
ოთხი, სამი, ორი, ერთი! ახალ წელს გილოცავთ! _ ატყდა ხმაური, ფეიერვერკების ხმამ აღტაცებული შეძახილები გადაფარა. ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, ულოცავდა.
_ დე, მა, გილოცავთ ახალ წელს, _ მოვასწარი დარეკვა.
_ ჩვენც გილოცავთ, შვილო, ბედნიერი წელი გქონოდეს, როგორ ატარებთ დროს?
_ კარგად, დე, ძალიან მაგარია.
_ ახალ წელს გილოცავ, _ ზურგიდან მომეხვია ვაჩე და ყურთან მაკოცა.
_ მეც გილოცავ.
მან ხელი ჩამჭიდა და საძინებელში გამიყვანა.
_ ცოტა ხნით უნდა მოგიტაცო. ნუ გეშინია, ისინი მაინც ვერ შენიშნავენ ჩვენს გაუჩინარებას.
საძინებელი მკრთალი შუქით იყო განათებული.
_ შენთვის საჩუქარი მაქვს, _ ვუთხარი და ყუთი გავუწოდე.
_ დამასწარი ხომ?
_ გახსენი.
_ როლექსის საათი, მაგარია, მადლობა, _ პატარა ბავშვივით გაუხარდა მას.
_ მოგეწონა?
_ ძალიან. ზუსტად მიხვდი, რაც მინდოდა.
_ მიხარია, რომ მოგეწონა.
_ ახლა ჩემი საჩუქრის დრო დადგა. ტუმბოს უჯრა გამოაღო და პატარა ბარხატის კოლოფი გამოიღო.
_ მოდი. _ სარკესთან დამაყენა. _ თვალები დახუჭე.
_ ასეთი იდუმალება რა საჭიროა?
_ მიდი, მიდი.
_კარგი, _ დავემორჩილე და თვალები მაგრად დავხუჭე.
ყელზე რაღაც ნაზი შემეხო.
_ ახლა გაახილე.
თვალები გავახილე და ჩემს გამოსახულებას შევხედე. ყელზე ოქროს ძეწკვი და კულონი მეკეთა. ხელით მოვსინჯე და კარგად დავაკვირდი. ცრემლის ფორმის ოქროს კულონი იყო, შუაში დიდი თვალი ჰქონდა ჩასმული, რომელიც შუქზე მომაჯადოებლად ბრჭყვიალებდა. ულამაზესი იყო.
_ ღმერთო, რა ლამაზია, _აღმომხდა.
მან კმაყოფილებით შემომხედა.
_მაგრამ ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარია, ვაჩე, ასეთი საჩუქრის მიღება არ შემიძლია.
_ გინდა, რომ მაწყენინო?
_ არა, მაგრამ..
_არავითარი მაგრამ, ეს ჩემი საჩუქარია და აუცილებლად უნდა ატარო.
_ მადლობა, არც კი ვიცი რა გითხრა.
_ ხოდა, არაფერი არ მითხრა.
ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ძალიან ახლოს, ისე ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვის ხმაც კი გვესმოდა. თვალს არ მაშორებდა, შუქი ირიბად ეცემოდა სახეზე და მისი ცისფერი თვალები ისე ბრწყინავდა, რომ მათში საკუთარ თავს ვხედავდი. თავი ოდნავ დასწია ჩემსკენ და უკვე ტუჩებთან წამჩურჩულა:
_ ნუთუ კოცნა არ დავიმსახურე?
გაუბედავად ავწიე ხელი და სახეზე ჩამოვუსვი. თითქოს ამას ელოდაო.. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეხვდა.... საერთოდ დავკარგე მოძრაობისა და აზროვნების უნარი.ყველაფერი გაქრა ირგვლივ, ამ სამყაროში მხოლოდ მე და ის ვარსებობდით..
მხოლოდ მე და ის..
მე და ის...
ასე მეგონა, რომ სხეულმა წონა დაკარგა და ავმსუბუქდი, თითქოს სხვა განზომილებაში ვიყავი.
ნაზად და აუჩქარებლად მკოცნიდა. ერთი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მეორე _ კისერზე. ერთი მთლიანობა ვიყავით.
ისევ ის მოვიდა პირველი გონს. ტუჩებს მოწყდა და გახურებული შუბლი შუბლზე მომადო. ორივენი ღრმად ვსუნთქავდით. ჩემში რაღაც ცვლილება მოხდა, ჩემი სხეულის ყველა ნაწილს მასთან ყოფნა სწყუროდა. მაგნიტივით მიზიდავდა მისი ხელები, ტუჩები, სხეული. ვგრძნობდი, რომ ის ჩემი მონათესავე სული იყო, რომ მასზე მეტად ვერასდროს ვერავის შევიყვარებდი, რომ ის ის იყო და მე მე ვიყავი.
ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა. მე ის მიყვარდა! და ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. ყველაფერი დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა.
_ ნუკა, _ ძლივს ამოიღო ხმა.
_ არაფერი მითხრა, გეხვეწები...
ხელი ხერხემალს ჩააყოლა. გამაჟრჟოლა.
_ შენს იქით ვერაფერზე ვფიქრობ, მგონი მომაჯადოვე...
ცხვირის წვერზე მაკოცა და ხელები შემიშვა. რომ არ წავქცეულიყავი, კარადას დავეყრდენი.
_ ცუდად ხომ არ ხარ? _ ხელი შემაშველა მან.
_ ხუმრობ? ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, _ გამეცინა.


იმ ღამიდან კოცნის მეტი არაფერი დამამახსოვრდა. როგორც კი გამახსენდებოდა, რაღაც თბილი მეღვრებოდა სხეულში და გული მიჩქარდებოდა. ლენკა ბაჩოსთან ერთად ბაკურიანში იყო წასული. მის ჩამოსვლამდე ვერ მოვითმინე და ტელეფონით ვუთხარი ჩემი კოცნის ამბავი. სასაცილოდ არ ეყო.
_ ყველას შენნაირი გამოცდილება კი არ აქვს, _ გავნაწყენდი.
_ ოჰ, ცემს პატალა გოგოს ბიჭისთვის უკოცნია, _ ენა მომიჩლიქა ლენკამ.
_ არ უნდა მეთქვა, შენი დასაცინიც გავხდი,_ავბუზღუნდი მე.
_ გოგო! რა არ უნდა გეთქვა, ყურებამდე შეყვარებული ხარ მაგ ბიჭზე და შენი აზრით ეგ უნდა დაგემალა? მართლა ძალიან მიხარია შენი ამბავი და კარგად იცი, როგორ გგულშემატკივრობ. რაც არ უნდა მოხდეს, მე შენს გვერდით ვიქნები. ვაჩე ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ერთად კარგად ხართ. მე შენ ადრეც გითხარი და ახლაც გიმეორებ: მთავარია,შენ გადაწყვიტო რა გინდა, დანარჩენი ყველაფერი უნდა დაიკიდო.
_ მომენატრე, მალე ჩამოდი რა...
_ ერთი კვირაც და შენთან ვარ, მეც ძალიან მენატრები ჩემო გოგო. გკოცნი უამრავს.
სადიპლომო ნაშრომი უკვე დასასრულისკენ მიმყავდა. მთელი ჩემი დრო დავუთმე ამ ნაშრომს, ვაჩეს ისე ხშირად ვერ ვნახულობდი. მასაც ძალიან ბევრი სამეცადინო ჰქონდა და რამდენიმე წუთით თუ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისიც მასწავლებლიდან მასწავლებელთან გარბოდა. ზამთარი ისე გავიდა და ისე მოვიდა გაზაფხული, რომ ჩვენს ურთიერთობას ისევ წარმატებით ვმალავდი. თუმცა, ვიცოდი, რომ ერთხელაც ჩემს თავზე მეხი გავარდებოდა.
გაზაფხულის სასიამოვნო სუნი დატრიალდა ქალაქში, ხეები ამწვანდა, მზის სხივებსაც სითბო მიემატა. დიპლომის დაცვა აპრილის ბოლოს დამინიშნეს. ძალიან ვღელავდი, ჩემი თავის იმედი მქონდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამეც შეიძლებოდა მომხდარიყო. კომისიაში ჩემთვის ნაცნობი ლექტორები იყვნენ, მაგრამ ვიცოდი, რომ ამით არ უნდა დავმშვიდებულიყავი. ფაქტიურად სხვაზე უკვე ვერაფერზე ვფიქრობდი.
_ რაზე ნერვიულობ, _ მამხნევებდა ლენკა, _ გეგონება, გაეროს ტრიბუნაზე გამოდიოდე სიტყვით.
_ ჩემთვის ეს ერთი და იგივეა.
_ კარგი, მაშინ ინერვიულე.
_ შენ ხომ დაამშვიდებ ადამიანს, რა..
_შენი დამამშვიდებელი მე არ ვარ, დამშვიდება თუ გინდა, იცი, ვისაც უნდა მიმართო, _ დამაკვალიანა.
_ ოჰ, _ ლენკას სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ჩემი ტელეფონი ამღერდა. ის რეკავდა.
_ ვსო, მე ზედმეტი ვარ, _ ლენკა აორთქლდა.
_ გისმენ.
_ რას შვრები?
_ რა ვიცი..
ვაჩე, არ მოდიხარ? _ მომესმა მისი ტელეფონიდან ვიღაც გოგოს ხმა. უცებ დავსერიოზულდი.
_ ვისთან ერთად ხარ?
გადაიხარხარა.
_ რა იყო, ხომ არ ეჭვიანობ?
_ რა შუაშია, ისე მაინტერესებს.
_ ჩემი კლასელია.
_ ოჰ, ეს პატარა გოგოები, _ წავიბურტყუნე.
_ რა თქვი?
_ არა, არაფერი. სადმე მიდიხართ? _ მაინც ვერ დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.
_ ჰო, ერთ რესტორანში, ბანკეტისთვის ვარჩევთ რა.
_ ანუ არ გცალია.
_ შენთვის მოვიცლი. რა იყო?
_ ხომ იცი, ხვალ დაცვა მაქვს დიპლომის და ძალიან ვნერვიულობ.
_ გვიან მოვიცლი ღამით და შენ შეგეძლება გამოსვლა?
_ რამეს მოვიფიქრებ.
_ კარგი, მაშინ დროებით. ისე, რომ იცოდე, მე პატარა გოგოები არ მომწონს, _ სიცილით მითხრა.
გავუთიშე და ჩემს თავზე მომივიდა ბრაზი, რა ეჭვიანობა ამიტყდა.
ღამის 11 საათი იყო, რომ მომწერა, ჩამოდიო. ლოგინიდან წამოვხტი, უცებ ამოვიცვი ჯინსები, ფეხებზე კეტები მოვირგე და ფეხაკრეფით გავედი მისაღებში.
დედა და მამა ტელევიზორს უყურებდნენ. რა გავაკეთო?
_ მე ცოტა ხნით ეზოში უნდა ჩავიდე, _ რაც შემეძლო, მხიარულად ვთქვი.
_ რა ხდება? _ შემობრუნდა მამა.
_ ჩემი უნივერსიტეტის მეგობარია მოსული, ხვალ მასაც დაცვა აქვს, რაღაცეებზე უნდა დავილაპარაკოთ.
_ აქ ამოვიდეს, შვილო, ღამით რატომ უნდა დადგეთ ეზოში, _ მითხრა დედამ.
_ ვუთხარი და არ უნდა ამოსვლა, დასთან ერთად არის და ერიდება, სულ ცოტა ხნით ჩავალ.
_ კარგი, როგორც გინდათ. დიდხანს არ დარჩე, კარგად უნდა გამოიძინო, ხვალ მძიმე დღე გაქვს.
სწრაფი ნაბიჯით გავედი სადარბაზოდან და ირგვლივ მიმოვიხედე. ბნელოდა. მხედველობა დავძაბე და დაკვირვებით შევათვალიერე გარემო. უცებ ვიღაცამ უკნიდან თვალებზე ხელები ამაფარა. მოულოდნელობისაგან შევხტი.
_ გამოიცანი, ვინ ვარ, _ წამჩურჩულა ყურთან. ათას კაცში გამოვიცნობდი მისი ხელების სითბოსა და მის სურნელს.
_ სულელო, შემაშინე, _ ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი.
_ როგორ მომენატრე, _ მითხრა და ჩამეხუტა.
_ მეც, _ ცხვირი მის ყელში ჩავყავი.
_ ნასვამი ხარ? _ უცებ წამოვწიე თავი.
_ ოჰ, რა უცებ მიხვდი ჩემო ჭკვიანო გოგო.
_ სად იყავი?
_ მეგობრებთან ერთად.
_ მთვრალ კაცებზე ალერგია მაქვს, _შუბლი შევჭმუხნე.
_ სულაც არ ვარ მთვრალი, _ იწყინა მან, _აი, ნახე, სწორ ხაზზე დავდივარ, _ ხელები გაშალა და სიარული დაიწყო.
სიცილი ამიტყდა.
_ იცი? ერთხელ მე და ლენკა მამაჩემმა წაგვიყვანა რესტორანში, არაფერი დავიკელით და მაგრად დავთვერით. ის მგონი პირველი და უკანასკნელი დალევა იყო ჩემს ცხოვრებაში. რესტორნის ეზოში ფანტანი იდგა, გარეთ გამოსულებმა სწორ ხაზზე გავლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სიმთვრალე გაგვებათილებინა. და თურმე იცი, რას ვშვრებოდით? ფანტანის გარშემო დავდიოდით წრეზე და ვყვიროდით, ნახეთ, სწორ ხაზზე დავდივართთქო.
ორივენი ვიცინოდით.
_ წამოდი, ცოტა მოშორებით გავიდეთ, აქ ვინმე შეგვამჩნევს, _ ვუთხარი და ქუჩისკენ წავიყვანე.
_ დავიღალე ამ დამალვებით, _ წაიწუწუნა მან.
_ ოჰ, შენც ძალიან კარგად იცი, ასე რატომაც ვიქცევი და არ დაიწყო თავიდან.
ამ საკითხზე ბევრჯერ გვიკამათია.
_ მგონი უსაფუძვლო შიშები გაქვს.
_ შენ ჩემს მშობლებს არ იცნობ, მათი რეაქცია ვერ წარმოგიდგენია და იმიტომ ხარ ასე თავდაჯერებული.
_ ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და ვფიქრობ, გაგებით მოეკიდებიან, თან ერთადერთი შვილი ყავხარ. არა მგონია, ისეთი საშინელება მოხდეს, როგორსაც ელოდები.
_ ვაჩე! მე 23 წლის ვარ, უნივერსიტეტს ვამთავრებ, შენ 18 ის და სკოლის მოსწავლე ხარ, ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რატომ მახსნევინებ ამდენს, ვერ ხვდები?
_ არავითარი უფსკრული აღარ არსებობს. დაივიწყე ეგ შენი კომპლექსები და ცხოვრებით დატკბი. სხვის რეაქციაზე კი არ ფიქრობ, შენს თავში არ ხარ დარწმუნებული ბოლომდე და ეგ არის შენი პრობლემა. შენ ვერ გაიგე, რა გინდა.ჩემთვის არაფერს ნიშნავს შენი ასაკი, 23 წლის კი არა, 83 ის რომ იყო, მაინც იგივე გრძნობა მექნება შენს მიმართ, _ ხმას აუწია ვაჩემ.
ცრემლები წამომცვივდა.
_ ესე იგი ჩემი კომპლექსებია ერთადერთი ხელისშემშლელი ჩვენს ურთიერთობაში, არა?
_ სხვას ვერაფერს ვერ დავაბრალებ, _ არ თმობდა ის.
_ როგორც გინდა, ისე იფიქრე. დამივიწყე, აღარ მინდა შენთან, _ მივაყარე და სწრაფი ნაბიჯით წავედი სახლისაკენ.
გაშეშდა. არ მოელოდა.
_ ნუკა, ნუ ბავშვობ, რა, დაბრუნდი.
_ ჩემი სახელი აღარ ახსენო.
_ ნუკა, _ გამომეკიდა და წინ გადამიდგა. _ რას აკეთებ?
_ გამიშვი, სახლში მივდივარ.
_ ვერსად ვერ წახვალ. ჯერ საუბარი არ დაგვიმთავრებია.
_ მე დავამთავრე.
_ნუკა!
_ აღარ მიყვარხარ! _ ტირილით ვუთხარი და სადარბაზოსკენ გავიქეცი.
არ გამომყოლია.
ჩემს ოთახში შევვარდი და საწოლზე დავემხვე. ცრემლები თავისით მომდიოდა, ვერ ვწყნარდებოდი. ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ვერც ვაანალიზებდი ჩემს საქციელს, რა გავაკეთე, რა ვუთხარი, რატომ ვუთხარი. მეწყინა და მასაც ვაწყენინე. ეს მინდოდა ახლა? ამაღამ ყველაზე მშვიდად უნდა ვყოფილიყავი და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე უნდა მეფიქრა. მე კი ისე ავიშალე ნერვები, რომ ძილი არ მეწერა. ბალიში რომ დავასველე, მერე ვიკადრე წამოდგომა, ლოგინი გავშალე და დავწექი. ტელეფონი თავთით დავიდე. იმედი არ მქონდა, რომ დარეკავდა, მაგრამ _ მაინც. არც დაურეკავს. როდის ჩამეძინა სლუკუნში, არ მახსოვს. დილით მაღვიძარამ გამაღვიძა და სარკეში რომ ჩავიხედე, გული გამისკდა. თვალები საშინლად მქონდა დასიებული. სასწრაფოდ მაკიაჟით დავიფარე. ტელეფონი შევამოწმე: არც ერთი გამოტოვებული ზარი და არც ერთი მესიჯი. გულის სიღრმეში მაინც იმედი მქონდა, რომ ისევ თვითონ გადმოდგამდა პირველ ნაბიჯს და ჩემს ბავშვურ გამოხტომას გადააბიჯებდა.
დიპლომის დაცვამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ველოდი, რამოდენიმე შეკითხვა დამისვეს მხოლოდ კომისიის წევრებმა და ყველა მათგანს წამატებით ვუპასუხე. მაქსიმალური ქულა მივიღე.უბედნიერესი გამოვედი გარეთ, მაგისტრის დიპლომი უკვე გარანტირებული მქონდა. მინდოდა, ჩემი სიხარული ვინმესთვის გამეზიარებინა. ჯერ დედას და მამას დავურეკე, მერე ლენკას. დიდხანს ვფიქრობდი, ვაჩესთვის დამერეკა თუ არა, მაგრამ გადავიფიქრე.
_ ნუკა, ერთი წუთით, _ გამომყვა ჩემი კურსელი.
_ ჰო, დათო, გისმენ, _ ისიც ჩემსავით ბედნიერი იყო დღეს.
_ ნუკა, ამ შაბათ-კვირას, მთელი ჩვენი კურსის მაგისტრები მივდივართ უფლისციხეში კარვებით და ხომ არ წამოხვალ შენც?
მსგავსი გასვლები ძალიან მიყვარს. არც დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი თანხმობა. ამ დაძაბული თვეების შემდეგ, დასვენება ნამდვილად არ მაწყენდა.
დღე ისე გავიდა, ვაჩეს ჩემთვის არ დაურეკავს. ავნერვიულდი. ფეისბუქზე შევედი, იქ არ იყო, სამაგიეროდ კესო ციმციმებდა.
„კესო, როგორ ხარ?“
„კარგად, შენ?“
„შენი დახმარება მჭირდება, რა“
„რა მოხდა?“
„მე და ვაჩემ ვიკამათეთ და ჩემზე გაბრაზებულია, არც მირეკავს, არც მიმესიჯებს, შემომარიგებინე, რა“
„მართლა? სახლშია ახლა და მეცადინეობს. ისე, გამიკვირდა, მაიცდამაინც ვერ იყო ხასიათზე“.
„რამეს მოიფიქრებ, რომ ძირს ჩამოვიდეს, მოვიდოდი თქვენს სახლთან და...“
„აუ, კი, თუ მოხვალ, მოიცა მისამართს მოგწერ“.
კესომ მისამართი მომწერა.
დიდხანს არც მიფიქრია, ისე ჩავიცვი ტანსაცმელი. საათს დავხედე, უკვე 9 საათი იყო.
_ ლენკასთან მივდივარ, _ მივაძახე დედას და გარეთ გავვარდი. 40 წუთში მის სახლთან ვიყავი.
„უკვე აქ ვარ“, _ მივწერე კესოს.
„დაელოდე, მალე გამოჩნდება, მაღაზიაში გამოვგზავნე“, მომწერა მან. ერთერთ გარაჟს ამოვეფარე და ლოდინი დავიწყე. დიდხანს ცდა არ დამჭირვებია, დავინახე, რომ სადარბაზოდან გამოვიდა და ახლოს მდგარი მარკეტისკენ წავიდა. დავედევნე და წინ გადავუდექი. უცებ შედგა.
_ გამარჯობა, _ვუთხარი. არანაირი ემოცია.
_ აქ რა გინდა? _ ცივად მკითხა.
_ შენი ნახვა მინდოდა.
_ რატომ? გუშინ უკვე ყველაფერი მითხარი.
_ ვაჩე, არ მინდა რომ ვჩხუბობდეთ რა.
_ მე არც მიჩხუბია, _ აღნიშნა მან.
_ კარგი, ჰო, მე ვიჩხუბე, მე მოვიშალე ნერვები და ისეთი რაღაცეები გითხარი, რაც არ უნდა მეთქვა.
_ ნუთუ.
_ არ მინდოდა, ასე გამოსულიყო, დაივიწყე რა რაც გითხარი.
_ მაინც რა დავივიწყო? _ ცინიკურად მკითხა მან.
_ მე შენ ასეთი არ მგონიხარ. ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა, შენ ყველაფერი სწორად მითხარი, მე კი უაზროდ ავვარდი. არ შეგიძლია, დაივიწყო ეს ყველაფერი?
სახეში შევხედე. ვერაფერი სასიკეთო ვერ ამოვიკითხე მის სახეზე, თითქოს არც მისმენდა.
ძალიან გავბრაზდი. მოვედი, ბოდიში მოვუხადე, ის კი არანაირ ემოციას არ ამჟღავნებს, თითქოს არ აინტერესებდეს ეს ყველაფერი.
_ მე ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც მინდოდა. ვხედავ, შენ ისევ ვერ გამიგე, კარგი, მეტს აღარ შეგაყოვნებ, _ვუთხარი და წასასვლელად შევბრუნდი. თვალები ცრემლით ამევსო, გულმა ტკივილი დამიწყო.
_ ნუკა, _ მკლავზე ხელი მომკიდა მან და შემომატრიალა, _ ისევ წასვლას აპირებ? რატომ? მე რამე გითხარი ჯერ?
_ შენი საქციელიდან ყველაფერს მივხვდი, _ ჩამწყდარი ხმით ვუთხარი.
_ ისევ ცდები, მიუხედავად შენი ხუშტურებისა, შენს მიმართ ჩემი გრძნობა არ შეცვლილა და არც შეიცვლება...
_ შემირიგდები? _ იმედი მომეცა მე.
_ შე სულელო, მე არც გავბუტულვარ. ეს შენ დამტოვე და გაიქეცი, თან მწარე სიტყვებიც მომაძახე.ამ პატარა, ლამაზ ტუჩებზე ზმეიკა უნდა დაგადო, რომ ეგეთი სისულელეები აღარ წამოგცდეს არასდროს.
ბედნიერი ჩამოვეკიდე ყელზე. თმებში ხელი შევუცურე და ავუჩეჩე.
_ ასე უფრო გიხდება.
ხელები ჩამომაღებინა და დამიკოცნა.
_ ლენკას დავურეკე და გავიგე, წარმატებით გამოსულხარ დღეს.
_ მართლა? _ გული გამითბა.
_ მართლა. აბა რა გეგონა, შენს ამბავს არ გავიგებდი?
_ მაპატიე, რა სულელი ვარ, ასე აღარ მოვიქცევი.
_ უკვე გაპატიე.
_ იცი, შაბათ-კვირას ჩემს კურსელებთან ერთად უფლისციხეში ვაპირებ წასვლას 2 დღით, კარვებით. ხომ არ წამოხვალ შენც?
_ მაცდური წინადადებაა.
_ მიდი რა.
_აუცილებლად, აბა იქ მარტო ხომ არ გაგიშვებ.

***
შაბათს, დილის 6 საათზე დაიგეგმა გასვლა. გადაწყდა, რომ გორამდე ჩავიდოდით მარშუტკით ( თანაც გორში რაღაცეების ყიდვას ვფიქრობდით), იქედან დასახლებულ პუნქტამდე დავიქირავებდით კიდევ რაიმეს, შემდეგ კი _ ფეხით. დაახლოებით 10 ვგროვდებოდით. პროტესტი არავის გამოუთქვამს იმაზე, რომ ჩემთან ერთად უცხოც მოდიოდა, ანუ ვაჩე, დათოსაც მოჰყავდა თავისი შეყვარებული, ასე რომ ბარი-ბარში ვიყავით. საძილე ტომრები მე მომქონდა, კარავი _ ვაჩეს. აღმოჩნდა, რომ 2 კაციანი კარავი ჰქონდა მსგავსი შემთხვევებისთვის. მუდმივად მაოცებდა ეს ბიჭი, არასდროს უხსენებია ჩემთან, რომ ლაშქრობებზე დადიოდა, მას კი მთელი აღჭურვილობა ჰქონია სახლში. საჭმელი მიგვქონდა იმდენი, რამდენის ტარებასაც შევძლებდით ზურგჩანთებით. დანარჩენი რაღაცეების ყიდვას გორში ვაპირებდით.
დილის 6 საათზე დიდუბის ავტოსადგურში შევხვდით. ჯერ ისევ სუსხი იყო და გოგოებს გვაკანკალებდა. ბიჭებმა ადვილად მოძებნეს მარშუტკა და ჩავბარგდით. ბავშვებს ვაჩე ჩემს მეგობრად გავაცანი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდებოდა, რომ მეგობარზე მეტი იყო ჩემთვის. გვერდიგვერდ დავჯექით. ყველანი ახალგაღვიძებულები ვიყავით და ჯერჯერობით ლაპარაკისა და გართობის ხასიათზე არავინ იყო.
მხარზე თავი ჩამოვადე.
_ გეძინება? კარგად მომეყუდე, _ მითხრა მან და ხელი მომხვია. მციოდა კიდეც და ტკიპასავით მივეკარი, გავთბი და ჩავტკბი მასთან ჩახუტებული. ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, ბავშვების ხმაურმა გამაღვიძა.
_ ოჰო, გამოიღვიძე პრინცესა? _ მკითხა ნიკამ, როცა წამოვდექი და მათ გადავავლე თვალი.
_ ჰო, რამე გამოვტოვე ამასობაში?
_ არაფერი ისეთი, დღევანდელი დღის გეგმებს ვაწყობდით, თევზაობას ვაპირებთ ბიჭები.
_ ჰოოო?
_ ჰო, აი, ვაჩესაც წამოღებული ჰქონია ანკესი და კარგად გავერთობით.
_ აბა, საჭმელი გვქონია და რაღა გვიჭირს. იცოდეთ, ეს ორი დღე თევზი არ მოგვაკლდეს.
_ არის, უფროსო! _ შუბლთან მიიდო ხელი ნიკამ და გაიცინა.
_ აბა, ვინ იმღერებს.
_ ვინ იმღერებს თუ არა თათული.
თათული ჩემი კურსელი იყო, ძალიან კარგად მღეროდა ხალხურ სიმღერებს და არამარტო მათ. თათულიმ დიდხანს არ გვახვეწნინა და იმერული მგზავრული დაიწყო: „ჰარალო, ჰოუდილადელა, აბადელია....“ ყველანი ავყევით, სულ დაგვავიწყდა უძილობა, სიცივე და კარგ ხასიათზე დავდექით. კიდევ ბევრი ვიმღერეთ გორამდე.
გორში რომ ჩავედით, ბიჭებმა სამწვადე იყიდეს, კიდევ სხვა რაღაცეებიც დავამატეთ და ახლა სხვა მარშუტკაში გადავჯექით, რომელიც დასახლებულ პუნქტამდე მიგვიყვანდა.
_ აბა, ვინ რა იცის უფლისციხის შესახებ? _ კითხვა დასვა რატიმ, ჩვენი თვითმმართველობის თავმჯდომარემ.
_ შეიძლება, მე ვთქვა? _ ჩაერთო ვაჩე.
_ მიდი, აბა.
_ უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ანტიკური ქალაქია, ის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. იქ არის როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის, უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა, ამიტომაც ეწოდა უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე. ლეგენდის მიხედვით, უფლისციხე მონების მიერ არის აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული, რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ, მეორე ნახევარი_ ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც თავისუფლებას და ოქროს ღებულობდა. უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან, რომელიც აქ გადიოდა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, თუმცა მაინც უძლიერეს ციხე-სიმაგრედ იქცა.ანტიკურ პერიოდში აქ 700 მდე გამოქვაბული იყო, დღესდღეობით 150 მდეა შემორჩენილი. აქ არის წმინდა გიორგის სახელობის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა, უფლისციხეში არის გვირაბი, რომელიც კლდეშია ნაკვეთი, იგი 41 მ. და 3 მეტრი მისი საშუალო დიამეტრია. ის ძვ. წ 5-6 საუკუნეებშია გამოკვეთილი, _ დაამთავრა ვაჩემ.
_ ამ ბიჭს გვიმალავდი, ნუკა? _მკითხა რატიმ.
სიამაყით ავივსე.
_ ყოჩაღ, _ ვუჩურჩულე ყურში, _ არ ვიცოდი, ისტორია ასე კარგად თუ იცოდი, მომავალო ექიმო. ვაჩეს გაეცინა და თავზე მაკოცა.
მივედით. შორიდანაც კარგად ჩანდა ეს დიდებული კლდეში ნაკვეთი ქალაქი, არწივივით რომ დაჰყურებდა ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლებს.
ბარგი გადავინაწილეთ და გზას გავუდექით.
„უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის, დასაღვრელის ალბათ მაცნეა“,... ამომიტივტივდა თავში და ჩემდაუნებურად ხმამაღლა ვთქვი.
„არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია,“ _ამყვა თორნიკე და წინ გადამისწრო.
„მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი, თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს ასჩრია,“ _გააგრძელა დეამ.
„არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია“, _ დაასრულა რატიმ.
ვაჩე წინ მიდიოდა, ნაბიჯს ავუჩქარე და დავეწიე, მესმოდა, ჩემს უკან როგორ დააბოლოვეს ლექსი.
_ მძიმე ხომ არ არის, _ მიმითითა ზურგჩანთაზე.
_ არა, ჯერჯერობით არ მიჭირს.
საოცარი ბუნება იყო ირგვლივ. ადგილობრივების სახლები გავიარეთ და ციხე-ქალაქის გზას დავადექით. მზე თბილად ანათებდა, ყველაფერი ამწვანებული იყო, მიდვრის ყვავილების ხალიჩა ეფინა მიწაზე, ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა. თბილისის დაძაბული რეჟიმის შემდეგ ეს ნამდვილი სამოთხე იყო. ღრმად ვისუნთქავდი სუფთა ჰაერს და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.
_ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე კარვების გაშლას კრძალავენ, _ გვითხრა რატიმ.
_ გარეთ გავშალოთ, მდინარის პირას.
_ წყალი არის აქ ნეტავ? _ იკითხა რომელიღაცამ.
_ კი, ჭა არის შიგნით და შეგვიძლია გამოვიყენოთ.
ბიჭებმა კარვებისთვის ადგილი მოძებნეს. ბარგი დავაწყვეთ და კარვების გაშლა დაიწყეს. სანამ ბიჭები კარვებს შლიდნენ, მე, თათული, დეა და დათოს შეყვარებული ეკა ეკლესიისკენ ავუყევით აღმართს. საოცარი ხედი იყო ზემოდან, ქვეშ გაშლილი მტკვარი, ჭალა, ნათესები და სახლები ხელისგულზე ჩანდა.
სანთლები დავანთეთ და ბიჭებთან ჩამოვბრუნდით. კარვების გაშლა დაესრულებინათ და ბარგი შექონდათ. ჩემი და ვაჩეს ზურგჩანთები ჩვენს კარავში შევიტანე და გოგოები სუფრისთვის მზადებას შევუდექით.
_ მწვადი საღამოს შევწვათ, ხო? თან მანამდე იქნებ თევზიც დავიჭიროთ, _ აზრი მოგვაწოდა თორნიკემ.
_ მაშინ ახლა ვისაუზმოთ და მერე ითევზავეთ. სწრაფად გავშალეთ რაც გვქონდა, ვჭამეთ და ბიჭები სათევზაოდ წავიდნენ.
_ დიდი ხანია ერთად ხართ? _ მკითხა თათულიმ, როცა გოგოები მარტო დავრჩით.
შევცბი.
_ კაი ახლა, არ დაიწყო მტკიცება, რომ შეყვარებულები არ ხართ, _ ისეთი თვალებით უყურებთ ერთმანეთს, - დაეთანხმა დეა.
_ ჰო, ერთად ვართ, მაგრამ თითქმის მთელ ქვეყანას ვუმალავ, _ გავანდე გოგოებს.
_ რატომ? _ ერთხმად იკითხეს მათ.
_ ჩემზე 5 წლით პატარაა.
__ აუ, მართლა? საერთოდ არ ეტყობა.
_ მერე რა მოხდა, კარგი წყვილი ხართ, არც ერთს არ გეტყობათ, თუ ამხელა სხვაობაა თქვენს შორის და რატომ მალავ.
_ თქვენ არ იცით, ჩემი მშობლები რა ტრადიციულები არიან, ყველანაირი გაგებით.
_ ჰო, მშობლები ცოტა რთული თემაა...
კარგახანს ვისაუბრეთ, მერე გადავწყვიტეთ, ბიჭები გვენახა და მდინარისკენ წავედით.
_ ჩუმად, თევზები არ დაგვიფრთხოთ, _ ტუჩებზე თითი მიიდო დათომ.
_ დაიჭირეთ რამე?
_ ჯერ არაფერი.
_ მოგწონს აქაურობა? _ გვერდით დავუდექი ვაჩეს.
_ ძალიან.
_ მე კი შენთან ყოფნა უფრო მომწონს, _ მკლავზე მივეხუტე. სიყვარულით სავსე თვალებით შემომხედა.
უცებ მისი ტივტივა შეინძრა.
_ აუ, გაკრა, ბიჭო, _ ყველანი ჩვენთან მოცვივდნენ.
ვაჩემ ერთი ამოკრა ანკესი და პირველი თევზი ამოაგდო. საშუალო ზომის თევზი იყო, არა უშავდა.
ჩვენმა ოვაციებმა მგონი მთელი წყალქვეშა სამყარო დააყრუა.
თითო-თითო დანარჩენებმაც დაიჭირეს და უსაზღვროდ კმაყოფილები დავბრუნდით ბანაკში.
..... მოსაღამოვდა, ბინდი შეეპარა ცას, გამუქდნენ ჩრდილები. ბიჭებმა მწვადი და თავიანთი დაჭერილი თევზები შეწვეს და გემრიელად მივირთვით. მერე კოცონი დაანთეს და ყველანი ირგვლივ შემოვუსხედით. მდინარის პირი იყო და ციოდა.
_ იმედია, ამაღამ არ გავიყინებით.
_ თბილი პლედები ხომ გვაქვს და საძილე ტომრებზე დავიფარებთ.
_ შენ და ეკას ნამდვილად არ შეგცივდებათ, _ ეშმაკური ღიმილით გადმოგვხედა თათულიმ. სახეზე ავილეწე და თვალები დავუბრიალე. ვაჩეს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
კარავში შევედი და პლედი გამოვიტანე, ვაჩეს მხრებზე მოვახურე და მეც მის ქვეშ შევძვერი. გავთბი. მყუდროდ ვიჯექი და ცეცხლის ალს თვალს არ ვაშორებდი.
_ ეკა, მიდი გიტარა გამოიტანე, _ სთხოვა დათომ თავის შეყვარებულს.
_ აბა, დღევანდელი საღამო გახსნილად გამომიცხადებია. ვინ იქნება პირველი?
_ თათული.
_კარგით რა, შენც მშვენივრად უკრავ და მღერი, _ მითხრა თათულიმ და გიტარა აიღო.
_ არც მე ვამბობ უარს, შენ უბრალოდ კონცერტი გახსენი.
თათულიმ სიმებს ხელი ჩამოჰკრა და იქაურობა ყვითელი ფოთლების სასიამოვნო ჰანგებით აივსო. მე და დეამ ხმა ავაყოლეთ.
_ კარგად მღერი, _ წამჩურჩულა ვაჩემ, _ დაუკრავ?
_ კი.
_ ახლა შენი ჯერია, გამომაწოდა გიტარა თათულიმ. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა გადავწყვიტე;
Is it getting better
Or do you fell the same
Will it make it easier on you
Now you got someone to blame
You say
One love
One life
When it,s on need
In the night….
დაკვრა რომ დავასრულე და მათ სახეებს შევხედე, გამეღიმა. სულგანაბულები იყვნენ და ყველა თავის საფიქრალში იყო წასული. დათოს ეკასთვის ხელი გადაეხვია, ეკას თვალზე ცრემლიც კი შევნიშნე.
_ არაჩვეულებრივი იყო, _ ერთხმად აღნიშნა ყველამ.
_ გასაოცარი მყავხარ, _ მითხრა ვაჩემ.
გაცინებულმა ავხედე.
_ ამ ორმა გასაოცარმა ადამიანმა როგორ ვიპოვეთ ერთმანეთი, ჰა?
_ მე გიპოვე, _ სრული სერიოზულობით მითხრა მან.
კიდევ დიდხანს ვიმხიარულეთ კოცონის პირას. მერე ძილი მოგვერია ყველას. ბავშვები ნელ-ნელა გაიკრიფნენ კარვებში.
_ არ გეძინება? _ მკითხა ვაჩემ.
_ კი, მაგრამ ცოტა ხანი ვისხდეთ კიდევ რა.
_ კარგი.
მოხერხებულად მივეყუდე და ცას ავხედე. უამრავი ვარსკვლავი ანათებდა. მიყვარს ვარსკვლავიანი ცის ყურება.
_ ნახე, _ ხელი ცისკენ აიშვირა ვაჩემ, _ ეს ჩემი და შენი ვარსკვლავებია გვერდიგვერდ, _ ორ, სხვებისაგან სიდიდით ოდნავ გამორჩეულ ვარსკვლავზე მიმითითა.
_ ჩემი და შენი ვარსკვლავი გვერდიგვერდ არის?
_ მე და შენი ბედი ზემოთ რომ არის გადაწყვეტილი, არ იცოდი?_ მკითხა მან. გამეცინა.
_ რა გაცინებს, შენ ჩემთვის დაიბადე, _ მითხრა და ხელები მაგრად შემომხვია. გული სითბოთი ამევსო. მან ჩემი ხელი აიღო და ცეცხლის ალზე გახედა.
_ შენთვის მითქვამს, რომ ულამაზესი თითები გაქვს?
_ არა.
_ ხოდა, ახლა გეუბნები...
დამამთქნარა.
_ გეძინება, წამოდი, შევიდეთ კარავში.
ჩვენი საძილე ტომრები გავშალე და ზემოდან პლედები გადავაფარე. ფეხზე გავიხადე და შიგ ჩასაძრომად მოვემზადე.
_ ძილისწინა კოცნა? _ მითხრა უცებ მან.
ამოვიოხრე. ისედაც გული მქონდა აჩქარებული, მასთან ერთად ერთ კარავში, მის გვერდით უნდა დამეძინა, თუკი საერთოდ დამეძინებოდა. ახლა კიდევ კოცნა.
მობილურით გავანათე. თავის საძილე ტომარაზე იჯდა და ეშმაკურად მიღიმოდა. ისეთი საყვარელი იყო, თავი ვერ შევიკავე, სახე მივუახლოვე და ტუჩის კუთხეში ვნებიანად ვაკოცე.
ეს არ უნდა გამეკეთებინა!
უცებ მომხვია ხელები, სხეულზე ამიკრო და წამსვე ქვეშ მომიქცია.
_ ვაჩე, გთხოვ, _ წავიბუტბუტე, მაგრამ მისმა ტუჩებმა უცებ გამაჩუმა და თავი დამავიწყა. ყველანაირი სიფრთხილის გრძნობა დავკარგე, ხელები კისერზე მოვხვიე და კოცნაში ავყევი. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შეგრძნებები, სხეულში ათასობით მფეთქავი პატარა ნაწილაკი გამიჩნდა, რომლებიც ელექტროშოკივით მიგზავნიდნენ იმპულსებს. მისი თბილი და რბილი ტუჩების შეხება უზომო სიამოვნებას მანიჭებდა. მინდოდა, ეს წუთები არასოდეს დამთავრებულიყო... ერთი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, ცეცხლი წამიკიდა ამ შეხებამ, შეგრძნებები გამიმძაფრდა. ნაზი კოცნით ჩამოყვა ყელს და თითქოს მოეშვა.. მივხვდი, რომ გონება ჩართო და ამის იქეთ აღარ წავიდოდა.ამ სიტუაციაში თუ შეძლებდა თავის შეკავებას, ნამდვილად არ მეგონა და მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი. თავი მკერდზე დამადო და ხელები მაგრად შემომხვია. ორივენი მძიმედ ვსუნთქავდით. ხელები თმებში შევუცურე და მივიხუტე.
_ მიყვარხარ, ნუკა, _ჩუმად, ძალიან ჩუმად მითხრა, ისე, რომ ძლივს გავიგონე.
ბედნიერს გამეღიმა.
_ ჩემი ცხოვრების ადამიანი ხარ, _ ჩუმად ვუსმენდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.
თავი აიღო ჩემი სხეულიდან და დამაცქერდა. ბნელოდა, მაგრამ მის სახეს მაინც კარგად ვხედავდი. თვალები უბრწყინავდა და კარგად ვიცოდი, მის თვალებში მე ვჩანდი. მისი თითებით ნაფერები, გაწეწილი თმებით, აწითლებული ლოყებით, კოცნისაგან დასიებული ტუჩებით, უზომოდ ბედნიერი და მისი სიყვარულით მთვრალი.
ამაზე მეტი რაღა უნდა მენატრა?
სახეზე ხელები ჩამოვუსვი და თითებით მოვუსინჯე ყველა ნაკვთი. შევატყვე, რომ ჩემი თითების შეხება საოცრად სიამოვნებდა. სახე მივუახლოვე და ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე, მერე _ მეორეზე.
_ დავიძინოთ ახლა, _ ვუჩურჩულე ყურთან.
_ კარგი, ძილისგუდავ.
საძილე ტომარაში ჩავძვერი და თბილი პლედი ზემოდან დავიფარე. ვაჩემაც იგივე გააკეთა.
_ ძილინებისა, ძვირფასო.
_ მეც მიყვარხარ, _ ვუთხარი და უსაზღვროდ ბედნიერმა დავხუჭე თვალები.

***
სიცივემ გამაღვიძა დილით. ისე, მციოდა, კბილს კბილზე ვაკაწკაწებდი. ვაჩე კარავში არ იყო. გამოძრომა დამეზარა და ტელეფონიდან ზარი გავუშვი. 2 წუთში კარავში თავი შემოყო.
_ უკვე გაიღვიძე?
_ დიდი ხანია ამდგარი ხარ?
_ არც ისე, კოცონი დავანთე, ძალიან ცივა. არ გინდა ამოძვრე?
_ ბავშვები ადგნენ?
_ გოგოები არა, ბიჭები კი.
_ აუ, ცოტახანს კიდევ და ავდგები. მოგშივდათ?
_ რომ გითხრა, არა-თქო, დაიჯერებ?
_ კარგი, 10 წუთიც, წამოვყრი გოგოებს და რამეს გავამზადებთ.
ცოტა ხანში სუფრა გაშლილი გვქონდა და გემრიელად ვილუკმებოდით. ამასობაში მზეც კარგად ამოვიდა და ცოტა დათბა. საუზმის შემდეგ უფლისციხის გამოქვაბულებში ვიხეტიალეთ. წინა დღით რაც ვერ ვნახეთ, ყველაფერი დავათვალიერეთ. გადავწყვიტეთ, თბილისში მატარებლით დავბრუნებულიყავით, რომელიც შუადღისას იქნებოდა უფლისციხეში.
არ მინდოდა ამ ადგილის დატოვება, საოცარი ემოციებით და მოგონებებით იყო ეს დღეები სავსე, აქ უზომოდ ბედნიერი ვიყავი. იქ კი, თბილისში, მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი ყოფა მელოდა, ახლა ოფიციალურად უსაქმური ვიყავი. ვაჩეს ჩემთვის დიდად აღარ ეცლებოდა, წინ მძიმე დღეები ჰქონდა.
ვატყობდი, რომ ყველა ჩემს მეგობარს ჩემნაირი განცდა ჰქონდა. ამ მცირე დროში უკეთ გავიცანით ერთმანეთი. არ მინანია, რომ მათთან ერთად წამოვედი ამხელა გზაზე. შევთანხმდით, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის დასრულებისა, ერთმანეთს არ დავკარგავდით.
თბილისში ჩასულს მამა მივლინებაში დამხვდა წასული რამენიმე დღით. მოსაწყენი და ერთფეროვანი დღეები ერთმანეთს გადაება. თავი რომ გამერთო, ლენკასთან დავიწყე თეატრში რეპეტიციებზე სიარული, თუმცა, მალე ესეც მომბეზრდა. ვაჩეს თითქმის საერთოდ ვერ ვნახულობდი, ტელეფონით და ფეისბუქით ვკონტაქტობდით მხოლოდ.
მის ბოლო ზარზე მე და ლენკა ერთად წავედით, მაგრადაც ვიხალისეთ. რამდენიმე დღეში ბანკეტი უნდა ჰქონოდა, რამდენჯერმე მთხოვა, ბანკეტზე წამომყევიო, მაგრამ უარი ვუთხარი. არ მინდოდა, კიდევ ახალი ტყუილი მეთქვა დედ-მამისათვის, თანაც ასე ოფიციალურად მის გვერდზე გამოჩენაც არ მინდოდა.
მისმა ბანკეტმაც მშვიდობიანად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მთელი ღამე არ მძინებია. მთვრალს სიყვარულის ბუსტი გაუსკდა და საათში ერთხელ მირეკავდა.
მერე მან გაორმაგებული ძალებით დაიწყო ეროვნულებისათვის მზადება. მთელი დღეები მასწავლებლიდან მასწავლებელთან დადიოდა. ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ვერაფერს ვამბობდი, მინდოდა ეს დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოეყენებინა, რათა თავისი ოცნება აეხდინა.
_ მორჩა, უშენოდ უკვე ვეღარ ვძლებ, _ დამირეკა ერთ დღეს მან. _ დღეს არსად არ წავალ, მთელი დღე შენთან ერთად უნდა გავატარო.
_ აუ, ჩემს გამო არ გააცდინო, რა , _ ვთხოვე.
_ თუ არ გნახე, შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ და ვეღარც ვმეცადინეობ.
_ კარგი, ოღონდ ცოტა ხნით, _ დავთანხმდი.
_ ნაყინი ვჭამოთ სადმე, კარგი?
ჩემი საყვარელი ყვითელგვირილებიანი მოკლე სარაფანი ჩავიცვი, თმები კოსად ავიწიე და მასთან შესახვედრად გავქანდი.მარჯანიშვილზე შევხვდით. სახეზე ცოტა მზე მოკიდებოდა და ძალიან უხდებოდა.რომ დავინახე, მივხვდი, რა ძალიან მომნატრებოდა. კისერზე ჩამოვეკიდე და მაგრად ჩავეხუტე. მან ხელები შემომხვია და ცხვირი ჩემ ყელში ჩაყო, სადაც ერთი თბილი კოცნა დამიტოვა.
_ ჰაერივით მჭირდებოდა ახლა შენთან ჩახუტება, _ მითხრა, როცა ერთმანეთს მოვცილდით.
_ ძალიან მომენატრე, _ წავიწუწუნე.
_ მეც, ჩემო ლამაზო. სად წავიდეთ?
_ აქვე, ლუკა პოლარეში.
იმდენი ნაყინი ვჭამეთ, რომ ჭამით დავიღალეთ.
_ ახლა ფეხით გავლა არ გვაწყენდა, _ მითხრა და ხელი გადამხვია, სახით მკლავზე მივეხუტე. ქუჩას დავყევით.
_ ნუკა, როგორ ხარ, _ მომესმა უცებ გაჩერებული მანქანიდან ვიღაცის ხმა. მივიხედე და ელდა მეცა. მანქანასთან მამაჩემის უახლოესი მეგობრის შვილი, გაგა იდგა და თვალებით გვბურღავდა მე და ვაჩეს.
ეგრევე ცუდ ხასიათზე დავდექი.
დაახლოებით 2 წლის წინ თავის გრძნობებში გამომიტყდა, რომელიც თურმე ჩემს მიმართ ჰქონია. მე კი საერთოდ ავუკრძალე ჩემთან მოახლოება. მისნაირ განებივრებულ, გატუტუცებულ მამიკოს ბიჭებს ვერასდროს ვიტანდი, მისთვის ადამიანის საზომი მხოლოდ ფული იყო, მწვანე კუპიურებისთვის ეშმაკსაც კი მიჰყიდდა სულს. ყველაზე ნაკლებად მინდოდა, რომ მას დავენახე ვაჩესთან ერთად.
_ არა მიშავს, შენ? _ ცივად ვუთხარი. ჩემსკენ საკოცნელად დაიძრა, სახე ავარიდე.
_ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი უკარება ხარ, _ მითხრა და თან ჩემზე გადახვეულ ვაჩეს ხელს თვალს არ აშორებდა. მხარი ოდნავ შევანძრიე, ვაჩეს ვანიშნე, ხელი ჩამოეწია, მაგრამ მან პირიქით უფრო ახლოს მიმიზიდა. დაძაბულობისაგან ყველა კუნთი ამტკივდა.
_ ეს შენი შეყვარებულია? _ მიმითითა ვაჩეზე.
_ ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ როდის აქეთ გიყვები შენ?
ვაჩეს შევხედე. სახეზე არაფერი არ ეტყობოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ დაძაბული იდგა.
_ გვეჩქარება, გაგა, კარგად.
_მოიცა, რამდენი ხანია არ მინახიხარ, ამდენი ხნის შემდეგ ასე უნდა შემხვდე?
ხმა არ გავეცი.
_ იცი, ახლა მამაშენთან მაქვს შეხვედრა, მის ოფისში მივდივარ, მოკითხვას არ დამაბარებ?
დამცხა.
_ კარგი, მომიკითხე, - ვუთხარი, ვაჩეს ხელი ჩავკიდე და სწრაფი ნაბიჯით გავშორდი.
საშინელ ხასიათზე დავდექი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მამაჩემს ყველაფერს ეტყოდა, მამაჩემი კი ასევე ყველაფერს გაიგებდა ვაჩეს შესახებ.
_ ნუკა, ნუ ნერვიულობ, გთხოვ.
ცრემლები წამომცვივდა.
_ ყველაზე ნაკლებად ამ დეგენერატის ნახვა მინდოდა.
_ მივხვდი, რომ ცუდი ურთიერთობა გაქვს მაგ ბიჭთან. იმასაც მივხვდი, რომ შენზე გიჟდება, ისეთი თვალებით გიყურებდა. ახლა გეშინია, რომ მამაშენს ჩვენზე ეტყვის.
_ ჰო.
_ დამშვიდდი რა. როდისმე ასეც მოხდებოდა, აბა როდემდე დავიმალებოდით. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, მე შენზე უარს არასოდეს ვიტყვი. სანამ შენ სურვილი გექნება ჩემთან ურთიერთობის, მე შენთან ვიქნები, თუ არ გექნება, ამასაც გაგიგებ, ნუკა...
ვგრძნობდი, რომ ჩემს თავზე საავდრო ღრუბელი იყრიდა თავს. ორი დღე ისე გავიდა, არაფერი მომხდარა, თუმცა მუდმივად ცუდის მოლოდინში ვიყავი. ორი დღის შემდეგ, საღამოხანს, მამაჩემის ზარი რომ დავინახე ჩემს მობილურზე, მივხვდი, რომ მეხი გავარდა.
_ ნუკა, სახლში ხარ? _ უჩვეულოდ მკაცრი ხმით მკითხა მან.
_ კი, მამა.
_ არსად წახვიდე, სალაპარაკო მაქვს შენთან.
თავბრუ დამეხვა და დავჯექი. ახლა რაღა უნდა მექნა, აღარ ვიცოდი. ნერვიულობისაგან გული ამტკივდა. დედა და მამა ერთად მოვიდნენ. კარი საკუთარი გასაღებით გააღეს. მე ჩემს ოთახში, ლოგინზე ვიყავი წამოწოლილი და ფეხზე ადგომის მეშინოდა.
_ ნუკა, სახლში ხარ? _ გავიგონე დედის ხმა.
_აქ ვარ, _ ძლივს ვიპოვე ხმა.
კარი შემოაღო.
_ ცუდად ხომ არ ხარ, რატომ წევხარ?
_ არა, ცოტა დავიღალე.
_ გამოდი, მამას უნდა შენთან ლაპარაკი.
ძლივს ავიზლაზნე, ფეხები უკან მრჩებოდა.
მამა მისაღებში იჯდა და მელოდა.
_ მოდი, დაჯექი, _ მითხრა და თვალი თვალში გამიყარა. ვერ გავუძელი მის მზერას და თავი ჩავღუნე.
_ შენ ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და კარგად იცი, როგორ მიყვარხარ, _ დაიწყო მან. _ ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ შენ ბედნიერად გეგრძნო თავი, არასოდეს არაფერი მოგვიკლია შენთვის, რაც გინდოდა, ყველაფერი გქონდა. ჩვენ მარტო მშობლები არ ვიყავით შენი, ამ დრომდე ვფიქრობდი, რომ მეგობრებიც, თუმცა _ სულ ტყუილად.
_ მამა, _დავაპირე შეწინააღმდეგება.
_ ნუკა, ვინ არის შენთვის ის ბიჭი? _ ხმას აუწია მან.
ენა ჩამივარდა.
_ ხმა ამოიღე და გვითხარი, ვინ არის ის ბიჭი, რამდენი ხანია ხვდებით ერთმანეთს, რამდენი ხანია გვატყუებ?
ვკანკალებდი და ხმას ვერ ვიღებდი.
_ ნუკა, შენ გეკითხები.
_ შვილო, შენზე 5 წლით პატარა ბიჭთან რომანი როგორ გააბი, რას ფიქრობდი, მითხარი, _ ახლა დედამ ამოიღო ხმა.
_ იმ ლაწირაკს რა ენაღვლებოდა, შენ უნდა გეფიქრა შედეგებზე, მე შენ ასეთად არ გამიზრდიხარ.
ვაჩეს ცუდად მოხსენიებამ გული მომიწურა. მინდოდა გავმქრალიყავი.
_ გოგო, ხმა ამოიღე, ვის ველაპარაკები, _ მიღრიალა მამამ.
შიშისაგან ადგილს დავეყინე.
_ მასზე ცუდად ნუ ფიქრობთ, _ ძლივს ამოვიღე ხმა.
_ ამას უყურე, იცავს კიდევაც.
_ ვიცოდი, რომ წინააღმდეგები იქნებოდით, ამიტომაც არ გითხარით არაფერი.
_ რამდენი ხანია, ეს გრძელდება.
_ რამდენიმე თვეა.
_ და შენ ამდენი ხანია გვატყუებ, არა? აი, ჩემი სანაქებო შვილი, _ განერვიულებულმა მამამ ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო.
_ ის ძალიან კარგი ადამიანია.
_ არ მაინტერესებს, ვინ როგორია, ის შენზე ბევრად უმცროსია და ამით ყველაფერია ნათქვამი, ჩვენ შენს გვერდით სკოლის მოსწავლე ბავშვს ვერ ავიტანთ.
_ მიყვარს, _ძლივს ამოვთქვი და ტირილი დავიწყე.
_ როგორმე გადაიყვარებ, დღეიდან მაგ ბიჭს აღარ შეხვდები, მე მთელ თბილისს ჩემს შვილზე ვერ ვაჭორავებ, _ კატეგორიული იყო მამაჩემი.
დედა ხმას არ იღებდა, უხმოდ მიყურებდა. ისევ მისი იმედი მქონდა, რომ გვერდში დამიდგებოდა, მაგრამ სულ ტყუილად, ის ამას არ აპირებდა.
_ დედა, გთხოვ, შენ მაინც მითხარი რამე, _ ცრემლიანი ხმით შევევედრე.
_ ნუკა, უნდა გაწყვიტო ურთიერთობა მაგ ბიჭთან. შვილო, უნივერსიტეტი უკვე დაამთავრე, შენ შენი ცხოვრება გაქვს ასაწყობი, ახლა სამსახურს დაიწყებ, ის ჯერ მთლად ბავშვია შენთან შედარებით, მას ეს ყველაფერი გასავლელი აქვს, ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებით. დარწმუნებული ვარ, ცივი გონებით რომ ფიქრობდე, შენც ამას იფიქრებდი. გთხოვ, თავს და შენს მომავალს ნუ დაიღუპავ, შვილო, _ მითხრა დედამ.
ეს ყველაფერი მე თვითონაც კარგად ვიცოდი, მაგრამ მისი გადაყვარება არ შემეძლო, ის ჩემი სულის ნაწილი იყო და ჰაერივით მჭირდებოდა.
_ არა! _ ვიყვირე, _ არასოდეს დავშორდები ვაჩეს, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ვერავინ ვერ დაგვაშორებს!
_ შენ არ გეკითხები, ლაწირაკო, სანამ ჩემს სახლში ცხოვრობ და ჩემი ფულით არსებობ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე გეტყვი! _ მიღრიალა მამამ.
ფულისა და სახლის ხსენებამ საერთოდ გადამრია. ტვინი გადამეკეტა და დამთხვეულივით დავიწყე ღრიალი.
_ არ მჭირდება, არა! არც თქვენი ფული მინდა, არც თქვენი სახლი, საერთოდ წავალ ამ სახლიდან და ვეღარასოდეს მნახავთ! _ ფეხზე წამოვხტი, ჩემს ოთახში შევვარდი, საწოლზე დავეცი და მოთქმით დავიწყე ტირილი.
მესმოდა, როგორ იგინებოდა მამაჩემი ჩემი და ვაჩეს მისამართით და სიკვდილი მინდოდა.
_ ნუკა, გამიღე, გთხოვ, ნუკა, _ კარზე მიკაკუნებდა დედა, მაგრამ მე არაფრის გაგონება და არავის დანახვა მინდოდა.
თვალწინ მედგა ჩვენი ყოველი შეხვედრა, მისი ყოველი შეხება საოცარი სიცხადით მახსენებდა თავს. მასხენდებოდა მისი თვალები, ხელები, ტუჩები, სიყვარულით სავსე მზერა. ამ ყველაფრის დაკარგვა არ შემეძლო. მე ის მჭირდებოდა, მას კი _ მე. ალბათ სიკვდილს უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე ვაჩეს გარეშე არსებობას. უმისობა არ შემეძლო.
არ ვიცი, რამდენ ხანს ვეგდე ასე გათიშული საწოლზე, თავი საშინლად მტკიოდა, პირი გამშრალი მქონდა, თვალით ძლივს ვხედავდი. ტირილით დაღლილი პატარა ბავშვივით ვსლუკუნებდი. გადაღლილი და გამოფიტული გონებით ვეძებდი გამოსავალს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვპოულობდი. ერთი კი ვიცოდი, ამ სახლში გაჩერება არც ერთი წუთით არ მინდოდა.
ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ მშობლები ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ყველაფერში გვერდით მედგნენ. ვიხსენებდი ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს, რომლებიც მათთან მქონდა გატარებული. ქვითინი ამივარდა. მე ხომ ისინი ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. და რატომ ხდებოდა ასე უკუღმა. ნუთუ არ უნდოდათ ჩემი ბედნიერება, როცა ცხოვრებაში პირველად თავად მივიღე გადაწყვეტილება, მაშინ არ დამიდგნენ გვერდით, მაშინ მიმატოვეს და დამიპირისპირდნენ. მამა ყოველთვის ზედმეტად მკაცრი იყო ჩემს მიმართ. მაგრამ დედა? მასაც ხომ უყვარდა, ისიც ხომ იყო მსგავს სიტუაციაში ოდესღაც, რატომ არ ჰქონდა თანაგრძნობა ჩემს მიმართ. ისინი ხომ საერთოდ არ იცნობდნენ ვაჩეს და დასკვნებს მხოლოდ მისი ასაკით აკეთებდნენ.
რატომ, ღმერთო, რატომ?
_ ნუკა, გამიღე კარი, _ მესმოდა ისევ დედის ხმა.
_ თავი დამანებეთ, სიკვდილი მინდა! _ დავუყვირე.
_ ნუკა, გთხოვ, მხოლოდ ერთი წუთით.
გაბრუებული თავი ძლივს ავწიე და კარისაკენ წავედი.
_ რაღა უნდა მითხრა?
დედა თვალცრემლიანი იდგა და მიყურებდა.
_ შვილო, დავილაპარაკოთ, გთხოვ.
_ თქვენ უკვე ყველაფერი მითხარით.
_ შვილო, _ ჩემსკენ მოსახვევად გამოიწია.
უკან დავიხიე.
_ არ მომეკარო.
_ ნუკა.
_ ნუთუ ვერ ხვდები, რას ვგრძნობ ახლა. შენც ხომ ქალი ხარ და ჩემს მდგომარეობაში შენც ყოფილხარ. მე ის მიყვარს, ის ჩემი სულის ნაწილია, ჩემი ცხოვრების ადამიანი, თქვენ კი მასთან ყოფნას მიკრძალავთ, ისე, რომ არც ცდილობთ, ცოტათი მაინც გამიგოთ. თქვენ მას არ იცნობთ, არ იცით როგორია, არ იცით რამდენი დადებითი თვისება აქვს, როგორ ვუყვარვარ, როგორ ზრუნავს ჩემზე და ყველაფერს მხოლოდ მისი ასაკით ზომავთ. სიკვდილი მირჩევნია მასთან დაშორებას, გესმის?
_ ნუკა, ერთად ხომ არ იწექით...
_ დედა!!!
_ გთხოვ, მითხარი, შვილო...
_ შენ მხოლოდ ის გადარდებს, შენი ერთადერთი შვილი ისევ ქალიშვილია თუ არა ხომ? მეტი არაფერი. ჩემი გრძნობები და განცდები ფეხებზე გკიდიათ. არ იდარდოთ, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, ისევ იმიტომ, რომ მან არ მოინდომა. ახლა იმაზე იფიქრე, მე უფრო კარგი გამოვდივარ თუ _ის. თუმცა, მე თქვენი აზრი უკვე აღარ მაინტერესებს. მორჩა, აქედან მივდივარ, _ უცებ მივიღე გადაწყვეტილება.
_ ნუკა, სად მიდიხარ!
_ შორს თქვენგან.
სწრაფად ამოვიცვი კეტები, ტელეფონს ხელი დავავლე და კარისკენ გავიქეცი. დედა წინ გადამიდგა.
_ნუკა, არ წახვიდე, შვილო, ხომ იცი, შენს მეტი არავინ გვყავს.
_ ახლა გაგახსენდათ, რომ ერთადერთი შვილი გყავთ, არა?
დედა ხელით გავწიე და მთელი ძალით მივაჯახუნე კარები.
ქუჩაში გავარდნილი გრილმა ჰაერმა ცოტა აზრზე მომიყვანა. გახურებული გონება ოდნავ დამიწყნარდა. სად უნდა წავიდე? ვაჩესთან წასვლა არ შემეძლო, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში მას ვერ ჩავაგდებდი, ისედაც უამრავი სანერვიულო ჰქონდა და ჩემს პრობლემებს ვერ დავუმატებდი.
მშობლებმა ისეთი სკანდალი მომიწყვეს, გეგონება, ცოლად მივყვებოდი მას. ასეთი რამ აზრად არც გამივლია, მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მიყვარდა. არ ვიცი, ის რას ფიქრობდა ამ საკითხზე, თუმცა, ვიცოდი, რომ ჩემს აზრს ყოველთვის გაიზიარებდა. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, ერთმანეთი გვყვარებოდა. დრო რომ გავიდოდა, იქნება ჩვენი სიყვარული საერთოდაც გამქრალიყო, ანდა _ პირიქით. ეს წინასწარ არავინ იცოდა და მეც მომავლის დაგეგმვით არ ვიწუხებდი თავს.
წასავლელი არსად მქონდა, გარდა ლენკასი, ამიტომაც პირდაპირ მის სახლში ავედი.
ლენკამ რომ დამინახა, ელდა ეცა. უთქმელად მიხვდა ყველაფერს.
_ღმერთო ჩემო, რას გავხარ.
_ სახლიდან წამოვედი, _ ვუთხარი და მოწყვეტით დავჯექი. _ შენთან ვიქნები რა ცოტა ხნით, მერე რამეს მოვიფიქრებ.
_ რას მეკითხები, რა თქმა უნდა ჩემთან იქნები, რამდენ ხანსაც გინდა.
ლენკას კალთაში თავის ჩავუდე, მოვიკუნტე და ავტირდი. ის თავზე მეფერებოდა და მაწყნარებდა. სლუკუნით მოვუყევი ყველაფერი.
_ ვაჩესთვის არ დაგირეკავს ჯერ?
_ არა, არ ვაპირებ ჯერჯერობით თქმას.
_ რატომ უმალავ.
_ 2 დღეში პირველი გამოცდა აქვს და არ მინდა, ინერვიულოს, მერე ვეტყვი.
_ კარგი, ჩემო გოგო, მე შენთან ვარ და ყველაფერში დაგეხმარები, ხომ იცი. წავალ ახლა, ჩაის გავაკეთებ და დავლიოთ.
ჩემმა ტელეფონმა დარეკა. დავხედე, მამაჩემი იყო. საერთოდ გამოვრთე ტელეფონი. ცოტა ხანში ლენკას ტელეფონი აწკრიალდა.
_ მამაშენია, _ მითხრა მან.
_ გისმენ, თედო ძია.
.....
_ დიახ, ჩემთან არის.
.....
_ თქვენთან საუბარი არ უნდა.
.....
_ კარგად, _ გათიშა.
_ მგონი ნანობს, რაღაც ისეთი ხმა ჰქონდა? _ მითხრა და გვერდით მომიჯდა.
_ ეგ არასდროს არაფერს არ ნანობს, უნდა მოგესმინა, რა სიტყვებით მელაპარაკა. ახლა შოკშია, ვერ წარმოედგინა, მე თუ წინააღმდეგობას გავუწევდი. შვილი, რომელიც მუდმივად მის ჭკუაზე დადიოდა, გაბედავდა და სახლიდან წავიდოდა.
_ კარგი, აღარ ინერვიულო, ალბათ, ასე სჯობდა, რაღაცეები მათაც უნდა დათმონ შენთან, თუ არადა ამ ყველაფერთან შეგუება მოუწევთ.
...ღამით მე და ლენკას ერთად გვეძინა, ჩახუტებულებს. მასთან ყოფნა ძალიან მაწყნარებდა და მომავლის იმედებით მავსებდა.
***
ერთი კვირა გავიდა, მე ისევ ლენკასთან ვიყავი. დრო ვიხელთე, როცა ჩემი მშობლები სამსახურში წავიდნენ, სახლში შევედი და ჩემი ნივთები წამოვიღე. რამდენჯერმე დამირეკეს, მაგრამ მე მათთან ლაპარაკი არ მინდოდა. ვაჩესთვის არაფერი მითქვამს, ტელეფონით ველაპარაკე და ვეცადე, ხმაზე არ შემტყობოდა. ორი გამოცდა ჰქონდა დარჩენილი, ამ გამოცდებს იმდენად აღარ ეშინოდა და მეც ვთხოვე, ლენკასთან ამოდი-მეთქი.
საღამო ხანი იყო, რომ მოვიდა. ლენკა და სანდრო სახლში არ იყვნენ, მარტო ვიყავი. მისმა დანახვამ წუთით დამავიწყა ყველა ჩემი პრობლემა.
_ ყავას გაგიკეთებ, დალევ? _ ვკითხე მას.
_ არა, არ მინდა. მოდი, დაჯექი, ძალიან მომენატრე. აქ რატომ დამიბარე?
_ კვირაზე მეტია აქ ვცხოვრობ, _ სევდიანად ვუთხარი.
გაოცდა.
_ რა? რა მოხდა?
_ სახლიდან წამოვედი.
_ რას ამბობ, ნუკა, და მე ახლა მეუბნები ამას?
_ არ მინდოდა, გენერვიულა, გამოცდები გქონდა ჩასაბარებელი.
_ შენს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე და ჩემს გამოცდებს დარდობდი?
_ მაპატიე. ჩემმა მშობლებმა ჩვენზე გაიგეს და შენთან შეხვედრა ამიკრძალეს.
ვაჩეს სახე შეეცვალა, ფეხზე წამოდგა და განერვიულებულმა დაიწყო ოთახში სიარული.
_ მერე?
_ მერე მე უარი ვუთხარი, მამაჩემმა მითხრა, სანამ ჩემს სახლში ცხოვრობ და ჩემი ფულით არსებობ, ჩემს ჭკუაზე ივლიო. ჰოდა, მეც ავდექი და წამოვედი, ახლა აღარც სახლი მაქვს და აღარც მშობლები მყავს, _ ცრემლი გამომერია ხმაში.
_ ჩემო ლამაზო, _ ეს რა გადაგიტანია, _გულში ჩამიკრა მან, _ შენ კი არაფერი მითხარი, საშუალება არ მომეცი, ამ მძიმე წუთებში შენს გვერდით ვყოფილიყავი.
_ ახლა შედარებით კარგად ვარ, ხომ იცი, გადაწყვეტილების მიღებაა რთული, თორემ შემდეგ ცოტა მარტივდება ყველაფერი.
ფანჯარასთან მივიდა და შუბლი მოისრისა. რაღაცაზე ფიქრობდა. მივუახლოვდი და ზურგზე მოვეხვიე.
_ რაზე ფიქრობ?
_ აღარ ვფიქრობ, უკვე მოვიფიქრე, _ შემობრუნდა ის, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაცქერდა.
_ რა?
_ ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად.
დავიბენი. არ ველოდი.
_ როგორ?
_ როგორ და ჩვეულებრივად. კარგად იცი, რომ მარტო ცხოვრებას ვაპირებ, ჰოდა, ერთად ვიცხოვრებთ.
_ არა, ვაჩე, არ შემიძლია.
_ რატომ?
_ რა სტატუსით მთავაზობ შენთან ცხოვრებას?
_ რა სტატუსითაც გინდა. ჩვენს სიყვარულს, ვფიქრობ, რომ სტატუსის მიცემა არ სჭირდება, თუმცა, შენ როგორც გინდა. ცოლის სტატუსი გაკმაყოფილებს?
_ ცოლად გამოყოლას მთავაზობ?
_ მე ჩემთან ცხოვრებას გთავაზობ ნებისმიერი სახელით, როგორითაც შენ გინდა. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიყვარული დროს გაუძლებს, წლები ჩვენს ურთიერთობაში არაფერს არ ნიშნავს. მე ახლა როგორც მიყვარხარ, ისე მეყვარები 5, 10 წლის შემდეგაც. მე შენთან დაშორებას არ ვაპირებ, ვფიქრობ, რომ არც შენ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩემს გამო სახლიდან წამოხვედი.
_ არა, არ შემიძლია, ჩვენ ამაზე არასდროს არ გვილაპარაკია, _ ავნერვიულდი.
_ არ გვილაპარაკია იმიტომ, რომ სიტუაცია ასეთი დაძაბული არ იყო, მდგომარეობა შეიცვალა და საუკეთესო გამოსავალი ეს მგონია.
_ არა, ვაჩე, დედ-მამის ჯიბრზე ვერ გავთხოვდები. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ამაზე არ მიფიქრია, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ.
_ ნუკა, პირდაპირ მითხარი, არ გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება?
_ ვაჩე, მე შენთან ცხოვრება ძალიან მინდა, მაგრამ ახლა არა, ახლა არ შემიძლია. მაპატიე, გთხოვ, ასეთ ნაბიჯს ვერ გადავდგამ...
გაჩუმდა. ხმას არ იღებდა. გული მომეწურა. მივუახლოვდი, გვერდით მივუჯექი და მივეხუტე.
_ ვაჩე, გეწყინა?
_ არა, არ მწყენია, _ უცებ მიპასუხა მან, _ შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ და პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას. უბრალოდ, შენზე ძალიან ვდარდობ, არ მინდა, იტანჯებოდე. რას აპირებ, ახლა?
_ არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებ. მთავარია, შენ ჩემთან ხარ. არ დამტოვო რა... ძალიან მჭირდები...
მან თვალები დამიკოცნა და გულზე მიმიკრა.

… ვაჩემ გამოცდები ჩააბარა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ დაფინანსებაში მოხვდებოდა, თუმცა, პასუხებს აგვისტომდე უნდა დავლოდებოდით. თბილისში უკვე საშინლად ცხელოდა. ლენკა შვებულების აღებას აპირებდა და სადმე წასვლა უნდოდა დასასვენებლად. მეც მეპატიჟებოდა, მაგრამ ისედაც მთლიანად მის კმაყოფაზე ვიყავი და არ მინდოდა, ისევ ტვირთად დავწოლოდი. ვეძებდი სამსახურს, ათობით cv გავგზავნე, მაგრამ _ უშედეგოდ. ყველგან გამოცდილებას ითხოვდნენ. მამაჩემს არ გაუჭირდებოდა ჩემთვის სამსახურის შოვნა, თუმცა მე მისი დახმარება უკვე აღარ მინდოდა. ამდენი დრო გავიდა და არც გამოუთქვამს სურვილი ჩემი ნახვის, უსაზღვროდ ჯიუტი იყო, ჩემსავით. უკან დახევას არ აპირებდა. დედა იყო რამდენჯერმე მოსული ლენკასთან ჩემს სანახავად, ტიროდა და მთხოვდა სახლში დაბრუნებას, თუმცა მამაჩემის პირობა ურყევი იყო, ვაჩეს უნდა დავშორებოდი და ისევ დამჯერე შვილი უნდა ვყოფილიყავი. დედამ ფულიც შემომთავაზა, მაგრამ მე არ გამომირთმევია, მოწყალება არ მინდოდა.
_ მორჩა, მეტის გაძლება აღარ შემიძლია, ბათუმში მივდივართ! _ ჩანთა იატაკზე დააგდო ლენკამ და სავარძელში ჩაეხეთქა.
_ რაო?
_ რაო და სანამ მოვხარშულვართ თბილისში, დროა, ზღვისპირეთი დავლაშქროთ.
_მაგარი აზრია, მაგრამ ერთი რამ გავიწყდება, მე ერთი სახლიდან წამოსული, უფულო გოგო ვარ.
_ ჩემი და შენი ფული რამ გაყო, ჩემო დაო?
_ ლენკა, ამდენი ხანია ისედაც შენს კმაყოფაზე ვარ, არც ეგეთი ნაგლი ვარ რა..
_ აუ, უკვე ძალიან მაბრაზებ, მე შენს გარეშე აქედან ფეხს არ გავადგამ, მე ამ სიცხეში მოვკვდები და ჩემი სიკვდილი შენს კისერზე იქნება.
_ნუ ბოდავ სისულელეებს.
_ ნუკა! ხომ იცი, დედამ ფული გამომიგზავნა, მეც ამ თვეში ნორმალური ხელფასი ავიღე, ასე რომ უფლება მაქვს ჩემს საუკეთესო დაქალთან ერთად საუკეთესო შვებულება მოვიწყო.
_ ლენ, ძალიან მერიდება...
_ არც ერთი სიტყვა აღარ გამაგონო, თორემ შენს თავს ვფიცავარ, გაგწეწავ. რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და კვირის ბოლოს წავიდეთ. ცოტას დავისვენებთ, გავირუჯებით და დავწყნარდებით რა.
_ ბაჩო?
_ ბაჩოს ვეჩხუბე და დავშორდი, _ არხეინად მითხრა მან.
_ რა?
_ ხო, მომბეზრდა რა, ხუმრობა ხომ არ არის, რამდენიმე თვეა ერთი და იგივე ბიჭის გვერდზე ვარ. დავიღალე, სიახლეები მჭირდება.
სიცილი ამიტყდა.
_ ძალიან ჰგავს შენს საქციელს.
_ ჰოდა, ახლა ჩიტივით თავისუფალი ვარ და შავი ზღვისპირეთიც მელოდება.
ჩემი ტელეფონი ამღერდა. ვაჩე რეკავდა.
_ გისმენ, _ მისი ხმის გაგონებაზე გული ყოველთვის საგულედან მივარდება.
_ როგორ ხარ, ნუკა?
_ კარგად, შენ?
_ უთხარი, ამოვიდეს, ცივ ყავაზე ვეპატიჟები, _ მომაძახა ლენკამ.
_ ვაჩე, სად ხარ?
_ ძმაკაცთან, რა იყო?
_ ლენკა გეპატიჟება ცივ ყავაზე, ამოხვალ?
_ კი, ისედაც მინდოდა შენი ნახვა.
_ კარგი, მაშინ გელოდები, _ უჩვეულოდ გავბედნიერდი, ყურებამდე გაღიმებული მივვარდი ლენკას და დავაბზრიალე.
_ არ ხარ ნორმალური, ნეტავ ეგრე მეც მიყვარდეს ვინმე, _ დანანებით თქვა მან.
ლენკას მოვწყდი და ახლა საძინებელი ოთახისკენ გავვარდი.
_ რა ჩავიცვა, ლენ? მინდა, რომ ლამაზად დავხვდე.
_ ვაი, მე! _ ხელები გაშალა ლენკამ, _ ჯვალოს ტომარაც რომ ჩაიცვა, შენს გარდა მაინც ვერავის ხედავს ეგ ბიჭი ხომ იცი.
_ აუ, რანაირი დაქალი ხარ, დამეხმარე რა. _ ავბუზღუნდი.
_ ყვითელი მოკლე სარაფანი ჩაიცვი, ძალიან გიხდება.
_ კარგი აზრია. _ სარკესთან დავბზრიალდი, ჩემი გრძელი, შავი თმა კარგად ჩამოვივარცხნე, სარაფანი გადავიცვი და მზად ვიყავი.
ვაჩე მალე მოვიდა. კარი რომ გავაღე, თვალი გამიშტერდა. თეთრი, მოკლემკლავიანი მაისური და ცისფერი,თხელი ჯინსები ეცვა, ძალიან უხდებოდა. ოდნავ გარუჯულ სახეზე მისი ცისფერი თვალები უჩვეულოდ ბრწყინავდა. სიტყვის თქმა არ ვაცადე, კარებშივე ჩამოვეკიდე კისერზე. ნაზად დამიკოცნა სახე და ბოლოს ტუჩებთან შეჩერდა. სუნთქვა შემეკრა და კოცნის მოლოდინში თვალები დავხუჭე. მისი ტუჩების შეხებამ ჟრუანტელი მომგვარა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნებოდით ასე, რომ ლენკას ხმას არ გამოვეფხიზლებინეთ:
_ გვრიტებო, გეყოფათ, მეც აქ ვარ...
ვაჩეს მოვცილდი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე.
_ ლენ, როგორ ხარ? _ გადაკოცნა ვაჩემ, _ ჩემი გოგო ხომ არ გაბრაზებს?
_ ვინ ვის აბრაზებს, ეგ კიდევ საკითხავია, _ გავიბუტე მე.
_ არა, ხომ იცი, ამ სახლში ბაბაიაგა მხოლოდ მე ვარ, _ გაიცინა ლენკამ.
_ სანდრო სად არის?
_ სანდრო რაჭაშია დასასვენებლად ძმაკაცთან.
_კარგ ადგილას კი ყოფილა.
ლენკა სამზარეულოში გავიდა ყავის გასაკეთებლად და ჩვენ მარტოები დაგვტოვა.
_ აბა, რაო მამაშენმა, გამოცდის შედეგებს ელოდება, რომ მანქანა გიყიდოს?
_ არა, მგონი ნაყიდი ჰყავს უკვე, ისე მელაპარაკა, უბრალოდ ჯერ არ მიმხელს, ვფიქრობ, რომ ამ თვის ბოლოს გამომიგზავნის.
_ აუ, რა მაგარი იქნება, _ გამეხარდა მე.
_ იცი, მე და ლენკა ბათუმში ვაპირებთ წასვლას.
_ მართლა? კარგად მოგიფიქრებიათ, უკვე ძალიან ცხელა. მეც მინდოდა სადმე წასვლა, მაგრამ ვერ ვახერხებ ჯერჯერობით, დედას გამო, არ მინდა, მარტო დავტოვო, კესოც არ არის აქ.
_ რატო, რამე სჭირს?
_ ცოტა წნევა აწუხებს ამ ბოლო დროს.
_ ცუდია...
_ ჩვენთან ერთად ხომ არ წამოხვალ ზღვაზე? _ ჰკითხა ლენკამ და ყავის ჭიქები მოგვაწოდა.
_ არა, ახლა ვეუბნებოდი ნუკას, ჯერჯერობით თბილისიდან ვერ გავდივარ.
_ ცოდო ხარ ამ სიცხეში, _ შემეცოდა მე.
_ როგორმე გავძლებ, აუზზე ვივლი... როდის აპირებთ წასვლას?
_ კვირის ბოლოს.
_ ძალიან კარგი, იქნებ ჩამოგაკითხოთ.

... მე და ლენკა სამზადისს შევუდექით. ლენკას იმდენი ბარგი დაუგროვდა, რომ მგონი სამუდამოდ აპირებდა ბათუმში დარჩენას. წასვლამდე დედას დავურეკე.
_ როგორ ხარ, ნუკა.
_ არა მიშავს, მე და ლენკა ბათუმში მივდივართ და დაგირეკე, რომ იცოდე.
_ კარგია, რომ მითხარი, ფული არ გჭირდება?
_ ფული, ფული... არა, არ მჭირდება, დედა, არ მინდა თქვენი ფული, როგორმე მივხედავ თავს.
_ ნუკა, თავს გაუფრთხილდი, შვილო.
_ ნუ დარდობ, კარგად ვიქნები.
_ ძალიან მიყვარხარ, _ ჩუმად მითხრა დედამ. ცრემლები მომაწვა და ტელეფონი გავთიშე. რა მოხდებოდა, ცოტა დაეთმოთ ჩემთვის, ასე აღარ დავიტანჯებოდით არცერთი.
ლენკამ სასტუმრო ინტერნეტით იპოვა, ნორმალური სიტუაცია იყო, დილის კვებით, კომფორტული ოთახით, რაც მთავარია, კონდიციონერით აღჭურვილი.
ბარგი დავაწყვეთ თუ არა, საცურაო კოსტუმები მოვირგეთ და პლაჟისკენ გავეშურეთ. ჩემთვის ეს იყო სამოთხე. მზე, ზღვა, ლენკა. მხოლოდ ვაჩე მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
_ სანამ გახმები, ადექი წავიდეთ, არ მოგშივდა მაინც? _ ჩრდილი დამეცა. ლენკა მადგა თავზე დოინჯით.
_ მხოლოდ ჭამის გამო თუ ავდგები ახლა აქედან.
_ დაიწვები, გოგო, 10 დღე აქ არ უნდა ვიყოთ, მოასწრებ გარუჯვას.
_ აბა, როგორ ხართ? _ დამირეკა ვაჩემ.
_ ძალიან მაგარია, სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ შენ მაკლიხარ, _ შევწუწუნე.
_ მეც უკვე მოვიწყინე უშენოდ, იქნებ მოვახერხო და ჩამოვიდე, ახლა რას აკეთებთ?
_ ახლა ზღვიდან ამოვედით და საჭმელად ვაპირებთ წასვლას.
_ აღარ გაგაცდენთ, საღამოს დამირეკე, კარგი?
უცებ მივიღეთ შხაპი, გამოვეწყვეთ და საჭმელად წავედით.
ორი დღე სრულ იდილიაში ვიყავით მე და ლენკა. ზღვაზე დავდიოდით, საღამოს ბულვარში ვსეირნობდით და ყველაფრისგან ვისვენებდით. ლენკას თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა, მაგრამ მან მტკიცედ განაცხადა: არავითარი ბიჭები, ცოტა ხანს დასვენება მჭირდებაო.
საღამოს ზღვაზე დიდხანს დავრჩი. მზის ჩასვლა მინდოდა მენახა. ბავშვობიდან მიყვარდა მისი ყურება. მე, დედა და მამა ხშირად ვუყურებდით მზის ჩასვლას ერთად. სევდა შემომაწვა. ბავშვობის ბედნიერი წლები გამახსენდა. ნეტავ შემძლებოდა დროის უკან დაბრუნება და იმ წუთების ხელახლა განცდა. თავს არ ვუტყდებოდი, თორემ ძალიან მიჭირდა ჩემი ოჯახის გარეშე ყოფნა, ყველაფრისდა მიუხედავად მე ისინი ძალიან მიყვარდა.
ზღვაზე მზის ბილიკი გამოჩნდა, ულამაზესი იყო, ცის კაბადონი ცეცხლისფრად შეიღება და ეს დიდი გავარვარებული ბურთი გადაყლაპა ზღვამ, მზე ჩავიდა.
ფიქრებში წასული ვიჯექი და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი. მხარზე ხელის შეხებამ გამომაფხიზლა.
_ გოგონა, შეიძლება თქვენ გვერდით ჩამოვჯდე?
_ ვაჩე! _ ვიკივლე, ფეხზე წამოვიჭერი და შევახტი. ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაცემულიყო. გიჟივით ვკოცნიდი და ვეფერებოდი.
_ რომ მცოდნოდა, ასე გენატრებოდი, უფრო ადრე ჩამოვიდოდი, _ უზომოდ კმაყოფილი ხმით მიჩურჩულა მან.
_ სულელო, რატომ არ მითხარი, რომ მოდიოდი.
_ რომ მეთქვა, სიურპრიზი არ გამომივიდოდა.
_ ლენკამ იცოდა, ხომ?
_ ხო და იმიტომ დაგტოვა მარტო მზის ჩასვლის საყურებლად.
_ აუ, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, მეშინია კიდევაც.
_ რისი გეშინია.
_ ამ ბედნიერების, რამე ცუდი არ მოხდეს.
_ ეს ცუდი აზრები ამ პატარა, ლამაზი თავიდან ამოიგდე, _ მითხრა მან და თავზე მაკოცა.
_ დედა მარტო დატოვე?
_ კესო ჩამოვიდა და მეც დრო ვიხელთე.
_ კარგი ბიჭი ხარ.
_ არ წავიდეთ?
_ წავიდეთ.
_ ლენ, ეს რა სიურპრიზი მომიწყვეთ, _ შემოვეხვიე ჩემს დაქალს, როგორც კი სასტუმროს ნომერში ავედით.
_ხომ იცი, შენი გახარება ჩემი მოვალეობაა, _ გამენაზა ლენკა.
_ ორივე უზომოდ მიყვარხართ! _ ავჭყიპინდი.
_ ვაჩეს ჩვენს გვერდით ავუღე ერთკაციანი ნომერი.
_ რა გოგო მყავხარ, რა.
_ სასწაული პირდაპირ.
_ შხაპს მივიღებ და მერე რა ვქნათ?
_ კლუბში გეპატიჟებით, _ გვითხრა ვაჩემ.
_ რა მაგარია.
მე და ლენკა ისე გავიპრანჭეთ, ვაჩემ რომ დაგვინახა, ლამის გული წაუვიდა.
_ ვაუ, სჯობდა შეიარაღებაზე მეზრუნა, _ თქვა მან და ორივეს ხელი გადაგვხვია.
_ შენ ამის უსაფრთხოებაზე იზრუნე, მე როგორმე მივხედავ თავს, _ უთხრა ლენკამ, და ტანის რხევით, ამაყად ყელმოღერებულმა გადაგვისწრო წინ. ულამაზესი იყო.
_ რა ლამაზია, არა? _ ვკითხე ვაჩეს.
_ ძალიან, _ დამეთანხმა ის, _ მაგრამ შენ უფრო მელამაზები.
გამეცინა.
კლუბში უამრავი ხალხი იყო. ძლივს გავარღვიეთ, რომ ბართან მივსულიყავით.
_ რას დალევთ?
_ ვისკი, ორმაგი, _ ორივემ ერთხმად ვუპასუხეთ.
მან სამი ვისკი შეუკვეთა.
ბარმენი ძალიან სიმპატიური, შავგვრემანი ბიჭი იყო, ლენკა წინ ჩამოუჯდა და ლაპარაკი გაუბა.
_ ვიცეკვოთ? _ მკითხა ვაჩემ.
_ ვიცეკვოთ, _ დავეთანხმე მე.
დიდი მსმელი არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ ჩემთვის ალკოჰოლის მცირე დოზაც საკმარისი იყო. თავს უკვე მსუბუქად ვგრძნობდი. ვცდილობდი, მუსიკას ავყოლოდი, ტანს ვარხევდი და გამომწვევად ვმოძრაობდი. ალბათ, კარგად გამომდიოდა, რადგან ვაჩეს რეაქცია შესაბამისი ჰქონდა, თვალები აენთო და მზერას არ მაშორებდა. თავი უკან გადავწიე, ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე და ისე განვაგრძე. მან ხელის ერთი მოსმით ჩამომიშალა თმა.
_ ასე სჯობია, _ მიჩურჩულა ყურთან. ცალი ხელი წელზე შემომხვია და მიმიზიდა. ალკოჰოლით და მისი შეხებით გამოწვეული ჟრუანტელი გამიასმაგდა. სხეულზე ავეკარი, ჩემს თმაში ჩარგო თავი, მისი სურნელი თავბრუს მახვევდა, ხელი მოშიშვლებულ ზურგზე ამაყოლა, თავი ოდნავ გადამიწია და ჩემი ტუჩები მოძებნა. სურვილისგან გაგიჟებული მკოცნიდა. სუნთქვა შემეკრა და რაღაც წამებში თვალთ დამიბნელდა. იგრძნო, რომ მთელი სიმძიმით ჩამოვეკიდე.
_ ცუდად ხარ? _ მკითხა შეშფოთებით.
_ მგონი დავთვერი, _ენა ძლივს მოვიბრუნე.
_ ჩემი გოგო, ერთმა ჭიქამ დაგათრო? წამოდი, ჰაერზე გავიდეთ. წელზე ხელი მომხვია და გასასვლელისკენ წამიყვანა. თვალით ლენკა მოვძებნე, ვიღაც ბიჭს ეცეკვებოდა. არ შევუმჩნევივართ.
სუფთა ჰაერმა ცოტა გონს მომიყვანა.
_ გინდა, წავიდეთ სასტუმროში?
_ კი, მინდა, მაგრამ ლენკას ხომ ვერ დავტოვებთ.
_ მოიცა, აქ დამელოდე, ვნახავ და დაველაპარაკები, _ მითხრა ვაჩემ და შიგნით შებრუნდა. ცოტა ხანში გამოვიდა.
_ წავიდეთ, ლენკა რჩება.
_ ლენკას მოსვლამდე დარჩები ჩემთან? _ ვკითხე, როცა ჩვენს ნომერში შევედით. კარებიდანვე გავიძრე ფეხსაცმელი და მოვისროლე.
_ რა თქმა უნდა, _ მითხრა მან, ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
_ ძალიან დავიღალე, მეძინება, არ დამტოვო, რა, _ მკლავზე მოვეჭიდე.
_ არსად არ წავალ, ხომ გითხარი.
_ გამოვიცვლი, კარგი?
ვაჩე აბაზანაში შევიდა, სწრაფად მოვძებნე ჩემი მოკლე პიჟამოები, კაბა გავიხადე და გადავიცვი.
_ გამოვიდე? _ დამიძახა მან.
_ გამოდი.
მე უკვე საწოლში ვიყავი ჩამძვრალი. საწოლზე ჩამომიჯდა.
_ კარგად ხარ? ხომ არაფერი გინდა.
_ არაფერი არ მინდა, დაწექი რა ჩემს გვერდით. ფეხზე გაიხადა და წამოწვა. ახლოს მივიჩოჩე. მან ხელები შემომხვია და ჩამიხუტა. ყურთან ვგრძნობდი მის სუნთქვას. ძილბურანში წასული ვბუტბუტებდი: არ დამტოვო, რა...
_ შენთან ვარ, _ მპასუხობდა ის.

***
დილით რომ გამეღვიძა, ჩემს გვერდით ლენკა იწვა. როდის მოვიდა, ან ვაჩე როდის წავიდა, არაფერი არ მახსოვდა. საათს დავხედე, 9 იყო. თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან და აბაზანაში გავედი. სარკეში რომ ჩავიხედე, ჩემი გამოსახულების შემეშინდა. გუშინდელი მაკიაჟი ისევ სახეზე მქონდა გადღაბნილი. სასწრაფოდ დავიბანე პირი და ცოტა ადამიანს დავემგვანე.
ლენკა, როგორც სჩანს, ჩემმა ხმაურმა გააღვიძა.
_ ლენ, რა დროს მოხვედი წუხელ?
_ თქვენი წასვლიდან 2-3 საათში ალბათ. შემოვედი და შენ და ვაჩეს ტკბილად გეძინათ ჩახუტებულებს. ვიფიქრე, არ გავაღვიძებ და მე ვაჩეს ნომერში დავიძინებ-მეთქი, მაგრამ გასაღები ვერ ვიპოვე და მომიხდა მისი გაღვიძება.
_ ადგები? წამოხვალ ზღვაზე?
_ არა რა, მეძინება ძალიან. შენ და შენი ბიჭი წადით.
ცოტა მოვწესრიგდი და ვაჩეს ნომერზე დავაკაკუნე. მაშინვე გამიღო კარი.
_ რა ხდება, კარებთან ხომ არ იდექი? _ ვკითხე სიცილით და რომ შევხედე, ენა ჩამივარდა.
წელზევით შიშველი იდგა, მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა, თმა აბურძგვნოდა, ნამძინარევი თვალები დასიებოდა და იფშვნიტავდა.
_ შემოდი, რას დგახარ, _ არ შეიმჩნია ჩემი გაშტერება.
_ წავიდეთ ზღვაზე?
_ გადავიცვამ და წავიდეთ. არ გშია?
_ ამ ერთხელ დავარღვევ ჩემი დილით ჭამის ტრადიციას და მხოლოდ ყავას დავლევ.
_ კარგი, მაშინ ყავა გარეთ ავიღოთ და პირდაპირ წავიდეთ.
პლაჟი უკვე სავსე იყო დამსვენებლებით. ჩვენ ერთი შეზლონგი ავიღეთ, რომელზედაც მე წამოვწექი და ყავის წრუპვა გავაგრძელე. ვაჩემ ტანსაცმელი გაიძრო და ზღვისკენ წავიდა. კიდევ ერთხელ გამიშტერდა თვალი მის უნაკლო სხეულზე.
_ ჩამოდი, ნუკა, _ მეძახდა ის.
უარის ნიშნად ხელი გავუქნიე. მან თავით ისკუპა ზღვაში და გაცურა. მშვენივრად ცურავდა. თვალები დავხუჭე და მზის სხივებს მივეფიცხე. დროის შეგრძნება დავკარგე. წყლის ცივი წვეთების დაცემამ გამომაფხიზლა. ვაჩე თავზე მადგა და მასველებდა.
_ ძალიან თბილია ზღვა, წამოდი.
_ კარგად ცურავ, _ შევაქე მე.
_ ბავშვობიდან დავდივარ ცურვაზე.
_ მე კი ძალიან ცუდად, _ დანანებით ვთქვი.
_ მე გასწავლი, _ დამპირდა ის.
საუბარი ჩემი ტელეფონის ხმამ გაგვაწყვეტინა. ლენკა რეკავდა.
_ ჰო, ლენ.
_ ნუკა, _ აკანკალებული ხმა ჰქონდა ლენკას, _ შეგიძლიათ მოხვიდეთ?
_ ლენ, რა მოხდა?
_ მოდით. _ თქვა მან და გათიშა.
_ რა ხდება? _ მკითხა ვაჩემ.
_ სასტუმროში უნდა დავბრუნდეთ.
გულმა მტკივნეულად დამიწყო ფეთქვა. რა უნდა მომხდარიყო?
სასტუმრომდე თითქმის სირბილით მივედი. კიბეები ავირბინე და ჩვენი ნომრის კარი შევაღე. ლენკა საწოლზე იჯდა და ტიროდა. ადგილს მივეყინე.
_ ლენკა...
ლენკამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა, ადგა და მომიახლოვდა.
_ ნუკა. ლელა დეიდა...
თავზარი დამეცა.
_ ლენკა, დედას რა მოუვიდა, _ ძლივს ვიპოვე ხმა.
_ ბათუმში მოდიოდა ჩვენთან, თავისი მანქანით. ავტობანზე დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა შეეჯახა... ნუკა...უნდა გამაგრდე...
აღარაფერი აღარ მესმოდა. ყურები დამიგუბდა. ვგრძნობდი, როგორ მასხამდა სისხლი ტვინში, როგორ მისკდებოდა და მეფლითებოდა გული. კივილი მინდოდა, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა. მუხლებში მომეკვეთა და ძირს დავეცი.
დედა.... მოკვდა....

***
ოდნავ გონს მოსულმა მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი მკლავზე და ისევ ბურანში გადავეშვი.
ზღვის ნაპირას ვიდექით მე და დედა, ორივეს ერთნაირი, თეთრი კაბები გვეცვა. ოღონდ მე 4 წლის ვიყავი და როგორც შორეულ ბავშვობაში, დედა თმას მვარცხნიდა, ნაზად მისვამდა ხელებს თავზე, ქარი მიფრიალებდა თმას და არ აცდიდა, დაევარცხნა. დედა თეთრ ანგელოზს ჰგავდა, მეფერებოდა და ყურში ბავშვობის სიმღერას ჩამღიღინებდა. უეცრად ცა მოიქუფრა, ზღვა გაშავდა და მღვრიე ტალღები დაიძრა ჩვენსკენ, ერთმანეთის მიყოლებით გვეჯახებოდნენ და ჩვენს წაქცევას ცდილობდნენ.
_ ნუკა, ხელი არ გამიშვა, _ მესმოდა დედის ხმა.
_ დედა, - ვკიოდი მე.
უზარმაზარი, გემისხელა ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ. ძლიერად დაგვარტყა და გაგვიტაცა. დედას ხელს არ ვუშვებდი, მაგრამ მან უეცრად თვითონ გამიშვა ხელი და ნაპირისკენ მიბიძგა. ფსკერი ვიგრძენი ფეხით და მაგრად დავდექი, დედას ვეძებდი, ვუხმობდი, მაგრამ ის უკვე შორს იყო ჩემგან, ტალღა მიაქანებდა სიღრმისკენ.
_ დედაააააააააა.....
_ნუკა, _ ჩუმად თქვა მისმა ტუჩებმა, თუმცა ისე გავიგონე, თითქოს ყურთან ეთქვას.
_ დედააააააააა....
გონს რომ მოვედი და თვალები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს, თბილისში ვიყავი, ლენკას სახლში. გარემო ძლივს აღვიქვი. ლენკა ჩემს გვერდით იჯდა და ჩემი ხელი ეჭირა. მწარე სინამდვილის გასააზრებლად წამები დამჭირდა და ცრემლებმა ღაპაღუპით დამიწყო ცვენა.
_ ნუკა, დამშვიდდი, გთხოვ, - მევედრებოდა ლენკა.
_ ლენ, დედა აღარ არის, _ მოვთქვამდი მე.
ლენკამ ძლიერად ჩამიხუტა.
სხეული დამძიმებული მქონდა, გულში თითქოს ნემსი მქონდა გარჭობილი, შიგნიდან მჭამდა ტკივილი.
_ რამდენი ხანია გათიშული ვარ?
_ დამამშვიდებელი ნემსი გაგიკეთა სასწრაფომ და დაგაძინეთ, სხვანაირად ვერ დაგაწყნარეთ, _ მითხრა ლენკამ.
საწოლიდან წამოვიწიე.
_ სად მიდიხარ?
_ დედასთან. სად არის?
_ სახლში გადაასვენეს, _ ჩამწყდარი ხმით მითხრა ლენკამ.
თვალები დავხუჭე წუთით. იქ მისვლა და მისი ცივი, უსულო სხეულის წარმოდგენა სიკვდილის ფასი იყო ჩემთვის. მაგრამ მე იქ უნდა ვყოფილიყავი, იქნებ ოდნავ თბილი მაინც დამხვედროდა ქალი, რომელმაც გამაჩინა და გამზარდა, მთელი ცხოვრება მე შემომწირა და რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა.
_ წავიდეთ, _ ვთქვი და წამოვდექი.
მისაღებში ვაჩე იჯდა და ხელებში თავი ჩაერგო. ჩემს დანახვაზე თავი ასწია და შემომხედა. თვალები უსაზღვრო ტკივილით ჰქონდა სავსე. უხმოდ მივუახლოვდი და ჩავეხუტე.
_ შენთან ერთად წამოვალ.
_ არა, გთხოვ, არ მინდა.
_ ნუკა, ნება მომეცი, შენს გვერდით ვიყო და როგორც შემიძლია, დაგეხმარო.
_ არ შემიძლია, ვაჩე,არ მინდა, ასეთი მნახო, გთხოვ, წადი.
ხელები გავაშვებინე და ოთახიდან გავედი.
... ლენკას ხელი ძლიერად მოვუჭირე, ჩემი სახლის კიბეებზე ავდიოდით. მუხლებში ძალა აღარ მქონდა. სადარბაზო უამრავი ხალხით იყო სავსე. ყველა მე მიყურებდა, თუმცა, მე არავის აღქმის თავი არ მქონდა. მხოლოდ მამა დავინახე. სკამზე იჯდა და დასაკლავი ხარივით ღრიალებდა. მამაჩემი ასეთი არასდროს მინახავს, არც მაშინ, როცა მშობლები გარდაეცვალა. დედას და მამას ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ, იმდენად ეგოისტურად უყვარდათ, რომ ჩემს გარდა შვილი არ გააჩინეს, რათა ერთმანეთისთვის მეტი დრო ჰქონოდათ.
ნაბიჯი ვეღარ გადავდგი წინ. ადგილს დავეყინე., მთელი სიმძიმით ჩამოვეკიდე ლენკას. მამამ თავი ასწია, თვალები დაწითლებული ჰქონდა, ჭაღარა მომატებოდა, თითქოს 10 წლით დაბერებულიყო. მისთვის არაფრის თქმა არ შემეძლო. არანაირი გრძნობა და ემოცია არ შემრჩა, არაფრის გამოხატვა აღარ შემეძლო. ვიღაც მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და ჭირისუფლებში ჩამსვა. ალბათ ყველა ჩემი ნათესავი იქ იყო. ჩემს თვალებს არავინ დაუნახავს, ოთახის შუაში დასვენებული უსულო სხეულის გარდა. ჩემს გონებას არ დაუმახსოვრებია არაფერი, რაც კი დაკრძალვამდე ხდებოდა. ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი ირგვლივ, არაფერი არ მაინტერესებდა. იმ დღეების განმავლობაში ორი სიტყვაც არ მითქვამს არავისთვის. საღამოს ლენკას მივყავდი თავისთან დასაძინებლად. უხმოდ მივყვებოდი, ვჭამდი, რასაც მომაწვდიდა და მერე ვწვებოდი. მთელი ღამე მტანჯავდა კოშმარები, ყელიდან ამომსკდარ კივილს ბალიშში ვახშობდი და გათენებამდე ცრემლი არ მიშრებოდა თვალზე. ქვეცნობიერად ჩემს თავს ვადანაშაულებდი მის სიკვდილში, ის ხომ ჩემთან მოდიოდა და მაშინ მოხდა ავარია. ნეტავ რის სათქმელად მოდიოდა. მახსენდებოდა ჩვენი ბოლო საუბარი და ტკივილი მკლავდა. ისე მინდოდა, კიდევ ერთხელ შემეგრძნო მისი სიახლოვე, მისი სურნელი, მისი სითბო. ახლა, როგორც არასდროს, ისე მჭირდებოდა ის, ჩემი დედიკო....
დაკრძალვის დღეს შუბლზე ვაკოცე , შემძრა მისმა სიცივემ და დენდარტყმულივით მოვშორდი. არ მინდოდა, ასეთი დამმახსოვრებოდა, თითქოს სრულიად სხვა ადამიანს ვაცილებდი ბოლო გზაზე.
სასაფლაოდან პირდაპირ სახლში დავბრუნდი. ლენკა, სანდრო, ვაჩე და კესო გამომყვნენ. საშინლად ცარიელი იყო სახლი, ტანჯვა იყო ახლა იქ ცხოვრება, მაგრამ ორმოცამდე მაინც როგორმე უნდა გამეძლო. დედის გადიდებული სურათი კედელზე დავკიდე. სრულიად გამოვიფიტე, არანაირი გრძნობა აღარ შემრჩა, გარდა ტკივილისა, რომელიც გულში მქონდა ხანჯალივით გარჭობილი და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
_ მარტო დამტოვეთ, ყველამ, _ ვთქვი და ბავშვებს თვალი მოვავლე.
_ ნუკა, _ შეწინააღმდეგება დააპირა ლენკამ.
_ გთხოვთ, ყველანი წადით, მარტო მინდა დარჩენა.
_ დავრჩები შენთან, _ მითხრა ვაჩემ და მომიახლოვდა.
_ არა, ყველანი წადით.
_ ნუკა, თავს არაფერი აუტეხო.
_ არა, ლენ, უბრალოდ ჩემს ტკივილთან მინდა მარტო ვიყო, ცოტახნით მაინც..
ვაჩე მომეხვია და შუბლზე მაკოცა. მერე ყველანი წავიდნენ და დავრჩი მარტო.
დღეები ისე გადიოდა, თითქოს არაფერი შეცვლილა.არ ვიცი, როგორ უნდა მეცხოვრა დედის გარეშე, იმის გაცნობიერება, რომ ის ცოცხალი აღარ იყო, მკლავდა. საშინელება იყო მის სახლში ცხოვრება მის გარეშე. მამა ადამიანს აღარ ჰგავდა, არც ჩემს მიმართ გამოხატავდა რაიმე გრძნობას, სამყარო მისთვისაც სულერთი გახდა დედას შემდეგ.
ცხოვრებას სხვა თვალით შვხედე დედის დაკარგვის შემდეგ. მამა ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ ამ სახლში, ამ ქალაქში ცხოვრება არ შემეძლო, ჩემს ძალებს აღემატებოდა, აქედან წასვლა მინდოდა. ჩემი გაგზავნილი cv დან ერთი გამოხმაურება მივიღე. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, უცხოელი დამფუძნებლებით, რომელიც პატრონაჟს უწევდა ბავშვთა სახლებს, მთავაზობდა სამსახურს ჩემი სპეციალობით. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ის იყო, რომ ოფისი ბათუმში ჰქონდათ, რაც საშუალებას მაძლევდა, თბილისიდან წავსულიყავი. თუკი დავთანხმდებოდი, ბინით უზრუნველყოფას მპირდებოდნენ.
ბევრი ვიფიქრე ვაჩეზე. საფიქრალი დრო ნამდვილად მქონდა, ჩემს მისდამი სიყვარულში ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ დედის სიკვდილით ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ტკივილი მტანჯავდა და მასთან ურთიერთობა ამ ეტაპზე არ შემეძლო. ჩემს თავში უნდა გავრკვეულიყავი, რა მინდოდა და როგორ. მამაჩემის დამოკიდებულება ვაჩეს მიმართ არ შეცვლილა, მას აზრს ვერავინ ვერ შეაცვლევინებდა. ახლა ის იყო პრობლემა, ეს როგორ ამეხსნა ვაჩეთვის.
40 დღე ისე გავიდა, ოდნავადაც არ გამნელებია არც ტკივილი და არც დანაშაულის გრძნობა. ორმოცის შემდეგ აქ აღარაფერი მესაქმებოდა. სამსახურზე თანხმობა განვუცხადე და სექტემბრის ბოლოს ჩასვლას დავპირდი, მათ თავის მხრივ, პირობა მომცეს, რომ ბინას დამახვედრებდნენ.
_ ლენ, მე მივდივარ.
_სად?
_ ბათუმში. სამსახური შემომთავაზეს და დავთანხმდი.
_ რას ამბობ, ნუკა? _ გადაირია ლენკა.
_ გამიგე, გთხოვ. აქ ცხოვრება აღარ შემიძლია, წასვლა მჭირდება. ყველაფრის დავიწყება მინდა. მინდა, ჩემს ტკივილთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიო, აქ, ამ სახლში, ამ ქალაქში ამას ვერ შევძლებ, გამიგე, ლენ...
_ ვაჩე? უნდა დაშორდე?
_ არ ვიცი, ლენ, მასზე ვეღარ ვფიქრობ. იქნებ ორივესთვის ასე სჯობდეს. ის არაფერ შუაშია, მაგრამ ცხოვრების გაგრძელება მასთან ერთად ბედნიერად, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, არ შემიძლია. იქნებ გამიგოს და გამიშვას. ამ ეტაპზე ასე უნდა მოვიქცე, მერე ვნახოთ.
_ ეს როგორ უნდა აუხსნა?ხომ იცი, როგორ უყვარხარ.
_ მისი სიყვარულის და დიდსულოვნების იმედი მაქვს.
_ ნუკა, იქნებ გადაიფიქრო, რა.
_ არა, ლენ, ჩვენთვის ყველასთვის ასე აჯობებს.
_ მამაშენი არ გეცოდება?
_ ძალიან მეცოდება, მაგრამ მან ჩემზე უარი უკვე თქვა და არამგონია ჩემმა აქ ყოფნამ რამე შეცვალოს მისთვის.
_ მაპატიე, ლენ, _ ჩავეხუტე ჩემს მეგობარს, _ უშენოდ არცერთი დღე არ გამიტარებია ჩემი ცხოვრების 23 წლის მანძილზე. მაპატიე, გთხოვ, ძალიან მიჭირს აქ ყოფნა, სხვა გარემო მჭირდება, რომ თავს ვუშველო და დეპრესიამ არ ჩამითრიოს.
_ მესმის, თუ რამე დაგჭირდება, ხომ იცი, მე შენთან ვარ, _ ატირდა ლენკა.
_ დღეს ჩემთან დარჩი რა...
იმ ღამით ერთად გვეძინა ჩახუტებულებს. ლენკა ნამდვილად დამაკლდება, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, მასთან ერთად სრულყოფილი ვარ.
შუაღამემდე ველოდე მამის მოსვლას. ვაჩე ბოლოსთვის მოვიტოვე, ჯერ მამასთვის უნდა მეთქვა. ნასვამი მოვიდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, ისე შევიდა თავის ოთახში. ვიცოდი, რომ ძალიან სტკიოდა, მაგრამ მაინც ცივად მექცეოდა.
_ შეიძლება შემოვიდე? _ მივუკაკუნე.
_ მოდი.
საწოლზე იჯდა და ტელეფონს ჩასჩერებოდა.
_ მამა, მე მივდივარ.
უხმოდ ამომხედა. თითქოს არც გაკვირვებია ჩემი ნათქვამი. ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობდი, რა დავკარგეთ დედის სიკვდილით. დედა ჩვენი გამაერთიანებელი იყო, მის გარშემო ვცხოვრობდით, როგორც იჯახი. ცალცალკე ჩვენ არაფერი ვიყავით.
_ სად მიდიხარ, _ თითქოს არც აინტერესებდა, ისე მკითხა.
_ ბათუმში გადავდივარ საცხოვრებლად, სამსახური შემომთავაზეს.
შევატყვე, გაუკვირდა.
_ მეგონა, იმ ბიჭთან მიდიოდი.
თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.რა ვეგონე, არ ვიცი, დედის სიკვდილიდან 40 დღის შემდეგ ვაჩესთან წავიდოდი საცხოვრებლად?
_ როგორც ვატყობ, ჩემზე არც ისე კარგი წარმოდგენა გქონია. დედა ჯერ მიწაში არ გაციებულა და მე ახლა გავთხოვდები შენი აზრით?
_ დედაზე ფიქრობ? მაშინ ხომ არ გიფიქრია, როცა სახლიდან წახვედი? _ ცივად მომახალა მან.
ეს ბოლო წვეთი იყო. დანაშაულის გრძნობა კიდევ უფრო გამიმძაფრდა. თვალები ცრემლით ამევსო და ერთი ხმამაღალი ღრიალი მთელ ქვეყანას მერჩივნა.
_ არ ვაპირებ შენთან ჩემი საქციელის განხილვას. უბრალოდ გითხარი, რომ მივდივარ. მაინც შენი შვილი ვარ და არ მინდოდა, სხვებისგან გაგეგო, _ ვუთხარი ცრემლების ყლაპვით და უკანმოუხედევად გამოვბრუნდი.
მახრჩობდა უკვე აქაურობა.
გული რომ ვიჯერე ტირილით, ვაჩეს დავურეკე.
_ შეგიძლია შემხვდე? მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
_ რა თქმა უნდა, _ შეშფოთებული ხმით მითხრა მან, ჩემმა ნათქვამმა მნიშვნელოვანმა საქმემ ააღელვა.
_ გილოცავ 100% იან გრანტს, _ ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. მან ოცნება აისრულა და 100% იანი დაფინანსებით სამედიცინო უნივერსიტეტში მოხვდა.
_ მადლობა, _ სახე გაუნათდა მას.
_ და შენი მანქანა?
_ გზაშია უკვე.
_ მაგარია, _ გამეხარდა მე.
_ სადმე დავსხდეთ.
ჩვენს ამოჩემებულ კაფეში დავჯექით. თვალი შევავლე მის მონატრებულ სახეს. არ ვიცოდი, საიდან უნდა დამეწყო.
_ სწავლა დაგეწყო უკვე?
_ ორ დღეში მეწყება.
_ უკვე სტუდენტი ხარ, რა მაგარია.
_ ჰო, გავიზარდე, ორ კვირაში 19 ის გავხდები, _ სიცილით მითხრა.
_ ისე მეუბნები, თითქოს შენ იზრდები და მე ვპატარავდები, _ გამეცინა მეც.
მან ჩემი ხელი აიღო და სახეზე მიიხუტა.
_ ძალიან მიყვარხარ.
ძალა არ მეყო, იგივე მეთქვა მისთვის და თავი ჩავღუნე.
_ აბა, რა გინდოდა გეთქვა? _ თვითონ დაიწყო.
სიტყვებს ვეძებდი.
_ აქედან მივდივარ, _ ვუთხარი ბოლოს და შევხედე.
გაშრა.
_რა?! რას ამბობ, ნუკა?
_ მაპატიე, გთხოვ.
_ ნუკა, ამიხსენი.
_ ბათუმში გადავდივარ, სამსახური შემომთავაზეს და დავთანხმდი.
ვაჩეს სახე მოერყა.
_ შენ დათანხმდი უკვე და მე ახლა მეუბნები?
_ მაპატიე, გთხოვ, _ ცრემლები წამომცვივდა. _ აქ ცხოვრება აღარ შემიძლია, რაღაც დროით თუ არ წავედი, გავგიჟდები, გარემოს გამოცვლა მჭირდება ძალიან, მიჭირს, გამიგე, გთხოვ...
ვაჩე ჩუმად იჯდა და მისმენდა.
_ მე ყველაფერში დაგეხმარები, ნუკა.
_ არ შემიძლია, ვაჩე, მე ძალიან შევიცვალე, ერთ მტირალა და დეპრესიულ გოგოდ ვიქეცი, შენ ასეთი არ შეგყვარებივარ, ვიცი. ჩემი თავი უნდა დავიბრუნო, ჩემს ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლო, უდედობას უნდა მივეჩვიო. აქამდე უდარდელი ვიყავი, ახლა სიკვდილი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დადგა. აქაურობა მკლავს, ეს გარემო მანადგურებს და საშინლად მცვლის.
_ შენ ძლიერი ხარ, ნუკა, ჩვენ ყველანი დაგეხმარებით და შეძლებ, გამოძვრე ამ სიტუაციიდან.
_ არ მინდა, ჩემი ცხოვრებით იცხოვრო, ვაჩე, შენ შენი ცხოვრება გაქვს, წინ მნიშვნელოვანი წლები გელოდება, რაც შენ შენი დაუღალავი შრომით დაიმსახურე და არ მინდა, ჩემს გვერდით ყოფნით ეს ყველაფერი გაგიფუჭო.
_ მე შენ მიყვარხარ, ნუკა და შენს გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. დაფიქრდი კიდევ, გთხოვ და ოპტიმალური გამოსავალი მოვძებნოთ ერთად.
_ მე უკვე ვიფიქრე, ვაჩე, და ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.
_ როდის მიდიხარ, _ თითქოს სხვისი ხმით მკითხა.
_ ხვალ.
შევატყვე, წაიშალა. გული მიკვდებოდა, ასეთს რომ ვხედავდი, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.
_ აღარ გიყვარვარ?
ვერაფერი ვერ ვუთხარი, ტირილი დავიწყე.
კარგა ხანს ჩუმად ვიჯექით.
_ შევეცდები, როდისმე გაგიგო, მაგრამ ახლა ამის გაგება არ შემიძლია, _ მითხრა მან და წამოდგა.
_ ჯერ არ წახვიდე, გთხოვ, _ შევეხვეწე.
_ რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნას, შენ ყველაფერი მოფიქრებული და გადაწყვეტილი გაქვს ისე, რომ აზრი არც გიკითხავს ჩემთვის. ისე მიდიხარ და მშორდები, რომ ყველაზე ბოლოს მე ვგებულობ ამას.
_ ვაჩე...
_ მინდოდა, მიუხედავად ყველაფრისა, ერთად ვყოფილიყავით. მეგონა, ჩვენი სიყვარული ყველა დაბრკოლებას გადალახავდა. ამ დრომდე ასე ვფიქრობდი. ჩემთან ცხოვრებაც კი შემოგთავაზე, რაზეც შენი უარი მივიღე. მაშინ გაგიგე, რადგან შენი არგუმენტები ასე თუ ისე, მისაღები იყო. ახლაც გთავაზობ იგივეს, თუმცა, შენ მარტო ყოფნა გირჩევნია. კი, ბატონო, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. ამჯერადაც დაგეთანხმები, თუმცა შენი გადაწყვეტილების სისწორეში არ ვარ დარწმუნებული და არ მესმის შენი. ოდესმე, იმედია, გაგიგებ. გისურვებ, ისე აგეწყოს ცხოვრება, როგორც შენ გინდა, შენი კარგად ყოფნა ყოველთვის გამეხარდება.
_ მე... დაგირეკავ ხოლმე...
_ ჰო, რა თქმა უნდა, _ ნერვიულად გაეღიმა._ მოდი ჩემთან.
წელზე ხელები შემოვხვიე და ჩავეხუტე. ხარბად ვსუნთქავდი ჰაერს, მისი სურნელი მინდოდა, დამემახსოვრებინა, მისი სითბოთი ვივსებდი სხეულს. ცოტა ხანს გამყვებოდა ეს გრძნობა, მერე კი....
_ მომენატრები, _ მითხრა მან, თავზე მაკოცა და წავიდა....


***
ყველა გრძნობა ჩავკალი ჩემში. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავს ვისჯიდი, ამიტომაც მოვშორდი ყველა ნაცნობს, ყველა საყვარელ ადამიანს და უცხო ქალაქში გადავიხვეწე.
ბათუმში ჩასულს მძღოლი დამხვდა. ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მიმიყვანა, სადაც ჩვენი ოფისი იყო განთავსებული. ბარგი მანქანაში დავტოვე და დირექტორთან შესახვედრად მოვემზადე. უკვე მელოდებოდნენ. კარზე დავაკაკუნე.
_ მობრძანდით, _ მომესმა შიგნიდან ხმა.
სასიამოვნო ოთახი იყო, ძვირადღირებული ავეჯით გაწყობილი. საწერ მაგიდასთან შუახნის კაცი იჯდა.
_ გამარჯობათ.
_ მოდი, დაჯექი, _ შინაურულად მომმართა მან, _ ნუკა ხომ?
_ დიახ.
_ მე დიმიტრი მქვია, _ ხელი გამომიწოდა მან. _მიხარია შენი ჩამოსვლა, კონტრაქტს და პირობებს მდივანი გაგაცნობს. იმედია, კმაყოფილი დარჩები. ვიცი, რომ სამუშაო გამოცდილება არ გაქვს მაგრამ ეს არაფერია, ჩვენ ახალგაზრდა კადრებს შანსს ყოველთვის ვაძლევთ. ამ ქალაქში ვინმეს იცნობთ?
_ არა, _ უხერხულად შევიშმუშნე.
_ თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს, ყველა თანამშრომელი დაგეხმარება, მათ შორის _ მეც.
სიმპათიით გავიმსჭვალე ამ კაცის მიმართ. უკვე მომწონდა აქაურობა.
_ იმედია, კარგად მოეწყობი.
_ დიდი მადლობა.
კარზე დააკაკუნეს. ახალგაზრდა გოგო შემოვიდა.
_ თაკო, გაიცანი, ეს ახალი თანამშრომელია, ნუკა. ფსიქოლოგად ავიყვანეთ. გააცანი თავისი კონტრაქტი და მერე მძღოლმა ბინაში მიიყვანოს.
_ აბა, ხვალამდე.
_ გმადლობთ, ბატონო დიმიტრი.
_ ნუკა.
_ დიახ, ბატონო დიმიტრი.
_ ვინმე გარდაგეცვალათ? _ ჩემს შავ ტანსაცმელს უყურებდა.
გული მომეწურა.
_ დიახ, დედა.
_გითანაგრძნობ.
_ გმადლობთ.
კონტრაქტი 6 თვით დამიდეს. ისეთი პირობები იყო, მე მაწყობდა, თანაც ბინაში თანხას არ გადავიხდიდი, ხოლო ჩემი ხელფასი მე ნამდვილად მეყოფოდა, აქ არავის ვიცნობდი, ხელფასი რაში უნდა დამეხარჯა. რაღაც ფორმალობების მოგვარების შემდეგ მძღოლმა ბინაში მიმიყვანა, სამსახურთან ახლოს იყო, რაც ასევე ძალიან კარგი იყო ჩემთვის, რადგან ქალაქს ცუდად ვიცნობდი. ერთოთახიანი ბინა იყო, ყველანაირი ავეჯით და ჭურჭლით, რაც ერთ ადამიანს დასჭირდებოდა. ბარგი დავალაგე. ბევრი არაფერი წამომიღია თბილისიდან, მხოლოდ ძალიან აუცილებელი ნივთები.
ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყებოდა. ლენკას დავურეკე და ვუთხარი, რომ კარგად მოვეწყვე. ვაჩესთვის არ დამირეკავს, მისი ხმის გაგონება არ მინდოდა. არ ვიცოდი, რას მეტყოდა და მერჩივნა, თავი შემეკავებინა, იქნებ დამევიწყებინა კიდეც.
სამსახურში სიტუაცია ძალიან მომეწონა. 3 ფსიქოლოგი ვიყავით ჯგუფში. სხვები ჩემზე გამოცდილები იყვნენ და ფაქტიურად მათგან უნდა მესწავლა. ორგანიზაცია სწავლობდა უდედმამო ბავშვთა ყოფას ბავშვთა სახლებში. ფსიქოლოგთა ჯგუფები მუშაობდნენ როგორც ბავშვებთან, ასევე აღმზრდელებთან. საქმე ნამდვილად ბევრი იყო. იმედი მქონდა, რომ მთელ ყურადღებას გადავიტანდი სამსახურზე და დროებით მაინც დავივიწყებდი ტკივილს, მონატრებას, ჩემს თავს ვაჯობებდი.
ბათუმში ჯერ ისევ მზიანი ამინდები იდგა. საღამოობით ბულვარში ვსეირნობდი ხოლმე. ცოტა სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი ბოლო ორი თვის მანძილზე. ეს ქალაქი მკურნალად ნამდვილად გამოდგებოდა. ისე გავიდა ორი კვირა, ვაჩეს ჩემთვის არ დაურეკავს. ვგრძნობდი, საშინლად ნაწყენი იყო ჩემი გადაწყვეტილებით, მესმოდა მისი. ლენკა ყოველ საღამოს მირეკავდა. მამამ ერთხელ დამირეკა, ორი სიტყვით მომიკითხა, ეგ იყო და ეგ.
ფეისბუქი საერთოდ გავაუქმე.მინდოდა, ძველი ყველაფერი ამომეშალა გონებიდან. მაღიზიანებდა ის ხალხი, ვისთანაც ადრე მქონდა ნაცნობობა. ადამიანები შემძულდა თითქოს. ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ყალბი ურთიერთობები იყო, არავის გავხსენებივარ თბილისიდან წასვლის შემდეგ და მეც მარტივად ამოვშალე ისინი ჩემი ცხოვრებიდან.
დღეს ვაჩეს დაბადების დღეა. დიდხანს ვფიქრობდი, დამერეკა თუ არა. შესვენებაზე გამოვედი ოფისის ახლოს, კაფეში. კანკალით მოვძებნე მისი ნომერი. ზარი გავიდა. ვრეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. ის იყო, გათიშვას ვაპირებდი, რომ..
_ გისმენ, ნუკა, _ მისი ხმის გაგონებაზე ენა ჩამივარდა.
_ ნუკა, აქ ხარ?
_ გილოცავ დაბადების დღეს, _ ძლივს ამოვთქვი.
_ მადლობა.
_როგორ ხარ?
_ კარგად, შენ?
_ მეც კარგად.
თითქოს სალაპარაკო გამოგველია და გავჩუმდით. არ ვიცოდი, რა მეთქვა.
_ კარგი, მოსალოცად დაგირეკე, აღარ გაგაცდენ. _ გათიშვა დავაპირე.
_ ნუკა, არ გათიშო!
_ გისმენ.
_ წუთი არ გასულა ამ ხნის მანძილზე, რომ შენზე არ მეფიქროს. ნუკა, მენატრები, დაბრუნდი, გთხოვ. მჭირდები, უშენოდ ცარიელი ადგილი ვარ, უშენოდ არსებობა არ შემიძლია. ვიცი, გიყვარვარ, ტყუილად ნუ ცდილობ ჩემს დავიწყებას. თავს ნუ ისჯი, შენ არაფერი დაგიშავებია, დამიბრუნდი, ნუკა...
ტირილი ამივარდა.
_ არ შემიძლია, ვაჩე, შეეცადე, გააგრძელო ცხოვრება ჩემს გარეშე.
_ ამას როგორ მეუბნები, ნუკა,ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, არ შემიძლია უშენობა, დაბრუნდი რა.
_ დამივიწყე, ვაჩე... _ვუთხარი და გავთიშე.
ცრემლები მახრჩობდა.
ვფიქრობდი, რომ სწორად ვიქცეოდი, დედის სიკვდილით თითქოს ღმერთმა დამსაჯა, ნიშანი მომცა, რომ ცუდად ვიქცეოდი, შეუძლებელს ვეჭიდებოდი ვაჩეს სახით, ჩვენი ურთიერთობა შეცდომა იყო და ეს შეცდომა უნდა გამომესწორებინა.
ჩემი თავი მთლიანად სამსახურს მივუძღვენი. არაფერზე აღარ ვფიქრობდი. ისე გავიდა შემოდგომა და მოვიდა ზამთარი, თბილისში არ ჩავსულვარ. ლენკა შემპირდა, ახალ წელს შენთან ჩამოვალო და დიდი სიხარულით ველოდებოდი. მამამ მომინახულა რამდენჯერმე, ჩვეულებრივად, ცივად. ვატყობდი, ეჩვეოდა თავის ყოფას, მარტო ცხოვრებას, დედაჩემის გარეშე არსებობას, ცოტა აზრზე მოდიოდა. რაც მიხაროდა, მიუხედავად ყველაფრისა, არ მინდოდა ცუდად ყოფილიყო. მეც მიშველა განმარტოებამ, მარტო ცხოვრებამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და სხვა თვალით შემახედა ცხოვრებაზე. ვცდილობდი, ვაჩეზე არ მეფიქრა, თუმცა უსაშველოდ მენატრებოდა. არ მირეკავდა, ძალიან ნაწყენი იყო ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ ვთხოვე, დავევიწყებინე, გულის სიღრმეში მტკიოდა მისი უყურადღებობა. ძალიან ავირიე, რა მინდოდა, არ ვიცოდი. როგორც კი ვაჩეს ვინმე სხვასთან წარმოვიდგენდი, ეგოისტურად მისკდებოდა გული.
ლენკა... ლენკა მჭირდებოდა, მისი რჩევა, მისი ჩახუტება, მოუთმენლად ველოდი ახალ წელს და ისიც დადგა.
ბათუმში მოთოვა, თეთრად გადაიპენტა ქალაქი. ძალიან ლამაზი იყო აქაურობა, სადღესასწაულო განწყობა ტრიალებდა ირგვლივ. პატარა ნაძვის ხე ვიყიდე და მოვრთე. ლენკას დასახვედრად განსაკუთრებით მოვემზადე, სამზარეულოში დავტრიალდი. ტრადიციული ქართული სუფრით თავი არ შემიწუხებია. რამდენიმე ჩვენი საყვარელი სალათი გავაკეთე, ნამცხვრები ვიყიდე, შამპანური და სულ ეგ იყო.
ლენკა ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოვიდა. გული ამოვარდნას მქონდა, ისე ვნერვიულობდი. გამაფრთხილა, დახვედრა არ მინდა, პირდაპირ სახლში მოვალო და კარზე რომ კაკუნის ხმა გავიგონე, ისეთი ძალით გამოვგლიჯე კარი, ლამის ხელში შემრჩა.
_ ლენკა! _ ვიყვირე და მონატრებულ დაქალს ჩავეხუტე.
ორივეს ტირილი აგვივარდა. საშინლად მომნატრებოდა, მასაც. აღარ ვიცოდით, ერთმანეთისთვის რა გვეკითხა და რით დაგვეწყო.
_ როგორ მომენატრე, ნუკა, _ მკოცნიდა და მეფერებოდა ის.
_ მეც ძალიან, ჩემო კარგო, ერთი სული მქონდა, როდის მოხვიდოდი. ნახე, როგორი თოვლი დაგახვედრე?
_ რა მაგარია, ასეთი ბათუმი პირველად ვნახე, ძალიან ლამაზია.
_ კარგად მოწყობილხარ, _ შემიქო ლენკამ ბინა.
_ ჰო, მომწონს აქაურობა, სამსახურიც.
_ არ გინდა დაბრუნება?
_ ჯერ არა, ლენ, მერე ვნახოთ.
_ ბევრი სალაპარაკო გვაქვს.
_ მოხდა რამე? _ გვერდით ჩამოვუჯექი.
_ არაფერი ისეთი. ვატყობ, ძალიან არეული ხარ.
_ ჰო, ლენ, შენ მჭირდებოდი, ყველაზე მეტად შენ დამაკლდი. მოდი, სუფრას გავშლი, სადაცაა ახალი წელი დადგება.
_ მოგეხმარო?
_ არ მინდა, დაისვენე, ბევრი არაფერი მაქვს გასაკეთებელი.
სუფრა გავაწყვე, სადღესასწაულო იერისთვის სანთლებიც ავანთე და ლენკა მოვიპატიჟე.
_ ყოჩაღ, დაო, კულინარიაში გარკვეულხარ, _ შემაქო მან.
_ აი, რა პლუსი აქვს მარტო ცხოვრებას, _ გამეცინა მე.
_ სანდრო როგორ არის?
_ კარგად, რა უჭირს, ენატრები მასაც. ჩემი ნუკნუკა დაითანხმე, ჩამოვიდესო, ასე დამაბარა.
_ და შენ?
_ მე ძველებურად, სახლი _ თეატრი და ა. შ.
_ და არავინ გყავს?
_ შენ წარმოიდგინე, არა.
_ უცნაურია.
_ მგონი გავიზარდე და დავჭკვიანდი.
_ შეუძლებელია.
_ მართლა.
ვაჩეზე არაფერს მეუბნებოდა.
_ შარშანდელი ახალი წელი გახსოვს? _ უეცრად მკითხა მან.
გულმა მტკივნეულად დამიწყო ფეთქვა და ძალაუნებურად ხელი ვაჩეს ნაჩუქარი კულონისკენ გამექცა. ბოლო ერთი წელია, ის მოუშორებლად მეკეთა.
_ მახსოვს, _ ჩუმად ვუთხარი, _ მაგ ახალ წელს რა დამავიწყებს.
ჩვენი პირველი კოცნა გამახსენდა იმ ახალი წლის ღამეს. როგორი ბედნიერები ვიყავით მაშინ, დედაც ცოცხალი იყო და მომავალს იმედით ვუყურებდი.
_ რას წარმოვიდგენდი, თუ ერთი წლის შემდეგ მე და შენ აქ და ასე შევხვდებოდით ახალ წელს, _ თქვა ლენკამ.
თვალებში შევხედე. ისეთი მზერით მიყურებდა, თვალი ვერ გავუსწორე.
_ მოდი, შამპანური გავხსნათ, დღეს მინდა რომ შენთან ერთად ძალიან დავთვრე და ყველაფერი დავივიწყო.
პირველი ჭიქა სიტყვის უთქმელად დავლიეთ ორივემ. ვიგრძენი, როგორ წამივიდა ძარღვებში შუშხუნა სითხე.
_ არ გენატრება? _ უეცრად მკითხა ლენკამ.
_ რომ გითხრა, არათქო, დამიჯერებ?
_ და სისულელეს რომ აკეთებ თუ ხვდები?
_ აბა რა ვქნა, ლენ.
_ დაბრუნდი თბილისში, დაელაპარაკე ვაჩეს. დარწმუნებული ვარ, უყვარხარ და გელოდება.
_ შენ ნახულობ ხოლმე?
_ რამდენჯერმე შემხვდა, ძალიან ნაწყენია, ვერ გაიგო შენი საქციელი, ასე უაზროდ მიტოვება ვერ გაპატია.
_ რა გითხრა ჩემზე?
_ თითქმის არაფერი. თქმა რა საჭიროა, ისედაც კარგად ვხვდები ყველაფერს.
ცრემლები მომადგა თვალებზე. შამპანური დავისხი და სულმოუთქმელად გადავკარი.
_ არასწორად იქცევი, ნუკა, ბიჭს უთხარი, დამივიწყეო ისე, რომ არაფერი აგიხსნია მისთვის. რაღაც უაზრო მიზეზები დაუსახელე, არაფერი არსებითი. გამაგებინე, ამ სიტუაციაში მისი ბრალი რა არის, უსამართლოდ ექცევი. შენი სისულელით ცხოვრების სიყვარულს დაკარგავ და მერე გვიან იქნება.
_ უკვე გვიანია.
_ ჯერ ისევ არ არის გვიან. აიღე ტელეფონი და დაურეკე. ის შენგან გადადგმულ ნაბიჯს ელოდება. მან უკვე ყველაფერი გითხრა, ერთად ცხოვრებაც შემოგთავაზა. მთელი თქვენი ურთიერთობის მანძილზე შენდამი მის უსაზღვრო სიყვარულს გიმტკიცებს. მეტი რაღა გააკეთოს? ახლა შენი ჯერია, შენ უნდა გადადგა მისკენ ნაბიჯი, ის აღარაფერს გააკეთებს.
_ არ შემიძლია, ლენ...
_ აუ, გამაგიჟებ, რა , -აყვირდა ლენკა, _ შენ ასეთი არ იყავი, რამ შეგცვალა ასე. ნერვებს მიშლი უკვე შენი უაზრო სიჯიუტით. შენზე მეტად ვაჩე მეცოდება. მას შენგან ასეთი მოქცევა არ დაუმსახურებია.
_ ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია.
_ ჰოდა, გამოასწორე.
_ არ შემიძლია, უკვე გვიანია.
_ მორჩა, ამ თემაზე ლაპარაკით უკვე დავიღალე. რომ გავაგრძელო, უნდა გეჩხუბო. მე კი არ მინდა, ამდენი ხნის უნახავს გაწყენინო, ამიტომ მორჩა, ჩუმად ვარ. როგორც გინდა, ისე მოიქეცი._ მითხრა ლენკამ და დარჩენილი შამპანური ჭიქაში ჩაცალა.
_ ჩვენ გაგვიმარჯოს, _ ჭიქა ასწია და მომიჭახუნა.
_ გაგვიმარჯოს, ლენკა, იქნებ ეს წელი მაინც იყოს ბედნიერი ჩვენთვის.
_ შენი ბედნიერება შენს ხელშია, _ მაინც წამკბინა.
_ ვიცი, ლენ, უკანასკნელი დებილივით ვიქცევი, მაგრამ სამი თვე გავიდა უკვე. ამ ხნის მანძილზე დღე არ ყოფილა, რომ მასზე არ მეფიქროს. მილიონნაირად განვიხილე ჩვენი ერთობლივი მომავალი და ვერ დავინახე, რომ ჩვენი ერთად ყოფნა შესაძლებელია. მე არ ვიცი რას ფიქრობს დედამისი და მამამისი ჩვენზე. სავარაუდოა იმას, რასაც ჩემი მშობლები ფიქრობდნენ. მთელ თბილისში სულ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები მეგულებიან, ვინც მოიწონებს ჩვენს ერთად ყოფნას. დანარჩენი დიდი უმრავლესობა კი არასწორად მიიჩნევს. ბრძოლით დავიღალე და იმის მტკიცებით, რომ შემიძლია დავარღვიო სტერეოტიპები უფროსი გოგოსა და პატარა ბიჭის სიყვარულის შესახებ. დავიღალე, ლენ და მინდა მისი დავიწყება. ეს ჩემი შანსია, ცხოვრების თავიდან დაწყების. მინდა, რომ გამომივიდეს, შევძლო მისი დავიწყება. ძალიან მინდა, იქნებ მოვახერხო კიდეც.
ლენკა ხმას არ ირებდა, ისე მისმენდა. ვხვდებოდი, გულში არ მეთანხმებოდა, მაგრამ სიტყვით არაფერი უთქვამს.
ახალი წელიც ისე მოვიდა, რომ არ გავხსენებივარ. ალბათ ისიც ცდილობდა ჩემს დავიწყებას.
გამთენიას დავწექით მე და ლენკა. პირობა შევასრულეთ და ძალიან დავთვერით. არ მინდოდა მისი გაშვება, მაგრამ ორში დილით წავიდა. წავიდა და დავრჩი ისევ მარტო. მთელი ჩემი სული და გული მას გაჰყვა.
ჩემი ცხოვრება ისევ ერთფეროვანი გახდა. სახლი და სამსახური. არც მიცდია, ვინმესთან ზედმეტად შევსულიყავი კონტაქტში, სამსახურეობრივი ურთიერთობების გარდა თანამშრომლებთან არაფერი მაკავშირებდა. ნაცნობებიც არ გამიჩენია. სიმშვიდე და სიწყნარე იყო ჩემს გარშემო. შემიყვარდა ეს ქალაქი, სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ მთელი ცხოვრება.
ზამთარი მალე გავიდა და მოვიდა გაზაფხული.
ერთ საღამოს, უკვე სახლში ვიყავი მისული, რომ ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა. ოფისიდან მირეკავდნენ.
_ ნუკა, გამარჯობა.
_ გამარჯობა.
_ თაკო ვარ, ბატონი დიმიტრის მდივანი.
_ გისმენ, თაკო.
_ ბატონ დიმიტრის შენთან სურს შეხვედრა ხვალ, დილის 10 საათზე გელოდება.
ცოტა ავღელდი. მოულოდნელი იყო ჩემთვის.
_ რა საკითხთან დაკავშირებით?
_ არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს, გთხოვ, არ დააგვიანო.
ავნერვიულდი. როგორც მეუბნებოდნენ, ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყო. მაშ რა მოხდა? სამსახურის დაკარგვაზე გაფიქრებაც არ მინდოდა. მას რომ სამსახურიდან გავეშვი, მომიწევდა თბილისში დაბრუნება, მამაჩემთან ცხოვრება და ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება.
ძლივს დავიძინე ღამით. დილის 10 საათი რომ შესრულდა, მე უკვე დიდი ხნის მისული ვიყავი დირექტორის კაბინეტთან.
_ შედი, _ მითხრა თაკომ და კარისკენ მიმითითა.
_ გამარჯობათ, ბატონო დიმიტრი, _ თავი რაღაც ქაღალდებში ჩაერგო. ამომხედა.
_ მოდი, ნუკა, დაჯექი.
მის წინ დავჯექი. ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა.
_ ნუკა, შენ თბილისელი ხარ ხომ?_ მკითხა მან და საბუთები გვერდზე გასწია.
_ დიახ.
_ ანუ იქ ბინა გაქვს და შენი ახლობლები და ოჯახის წევრები იქ ცხოვრობენ, არა?
_ დიახ, _ ვერ ვხვდებოდი, საით მიჰყავდა საუბარი.
_ აქ რატომ ჩამოხვედი?
დავიბენი.
_ მინდა სწორად გამიგო, რას გეკითხები, ანუ დატოვე ყველა და უცხო ქალაქში ჩამოხვედი. რატომ?
_ როგორ გითხრათ, იმ ეტაპზე ჩემთვის საუკეთესო შემოთავაზება იყო.
ბატონი დიმიტრი თვალს არ მაშორებდა.
_ მე კმაყოფილი ვარ შენი მუშაობით, თანამშრომლებიც ძალიან დადებითად გახასიათებენ...
შვებით ამოვისუნთქე.
_ მაგრამ, _ გააგრძელა მან, _ როგორც იცი, კონტრაქტი მარტის ბოლომდე გაქვს დადებული. ჩვენ, რასაკვირველია, შეგვიძლია, კონტრაქტი გაგიგრძელოთ, თუმცა, მე ერთი შემოთავაზება მაქვს შენთან.
დავიძაბე.
_ დიახ, გისმენთ.
_ მინდა, ჩვენს თბილისის ოფისში გადაგიყვანო, თუკი შენ თანახმა იქნები. საკმარისი გამოცდილება გაქვს უკვე, იქ ახალი გახსნილი ოფისია და მინდა ჯგუფის ხელმძღვანელად დაგნიშნო. იქაური ხარ, ქალაქს კარგად იცნობ, ბევრი ახლობელი და მეგობარი გყავს და კარგად მოერგებოდი სიტუაციას.
ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის, საქმის ასეთ შემოტრიალებას არ ველოდი. შემატყო, რომ დავიბენი.
_ მოსაფიქრებლად, რასაკვირველია, დრო გაქვს, თითქმის ერთი თვე. თუ დამთანხმდები, ძალიან გამეხარდება. ვფიქრობ, იმ სიტუაციას კარგად გაითავისებ, თანაც ეს დაწინაურებაა, რაც ხელფასზეც აისახება. თუკი შენ უარს იტყვი, ჩვენ აქ გაგიგრძელებთ კონტრაქტს კიდევ 6 თვით. ასე რომ გადაწყვიტე.
გაოგნებული გამოვედი გარეთ. რა უნდა მექნა? ვგრძნობდი, რომ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რაც რადიკალურად შეცვლიდა ჩემს, ამ ეტაპზე დაგეგმილ ცხოვრებას. ვიფიქრე, ლენკას დავურეკავ და რჩევას ვკითხავ-მეთქი, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. მივხვდი, ლენკა ყველანაირად ეცდებოდა, ზეგავლენა მოეხდინა ჩემზე და თბილისში დაბრუნებაზე დამითანხმებდა. მერჩივნა, თავად მიმეღო გადაწყვეტილება და ყველაფერი საიდუმლოდ დავტოვე.
ბოლო ორი კვირაა, ჩემს თავს არ ვგავარ. ყველგან ვაჩე მელანდება. ხანდახან ისე ცხადად ჩამესმის მისი ხმა, რომ მგონია, ვგიჟდები. გუშინ ვიღაც ბიჭი ქუჩაში ისე მივამგვანე მას, რომ სანამ მივუახლოვდებოდი და დავადგენდი, რომ ის არ იყო, გული გამისკდა.
უზომოდ მე-ნატ-რე-ბა!
ჩემი გულგრილობის რესურსი ამოვწურე, მგონია. თუმცა, ახლა ის იმდენად შორს არის ჩემგან, რომ მასთან ყოფნაზე ფიქრიც უაზრობად მეჩვენება. დარწმუნებული ვარ, რომ მე ის დავკარგე.
თავი მისკდებოდა იმაზე ფიქრით, რა გადაწყვეტილება უნდა მიმეღო სამსახურის თაობაზე, თუმცა ამის გარდა სხვა სიურპრიზებიც მელოდა თურმე.

პარასკევი საღამო იყო, სამსახურიდან საშინლად დაღლილი მოვედი, მთელი დღე ოფისის გარეთ ვიმუშავეთ, ახლა დაწოლისა და დაძინების გარდა არაფერი მინდოდა. შხაპი მივიღე თუ არა, ასეც დავაპირე, თუმცა სულ ტყუილად.
ჩემს კარზე კაკუნი გავიგონე. ვიფიქრე მომესმა, ჩემთან ვინ უნდა მოსულიყო, თუმცა კაკუნი განმეორდა. ვიღაც დაჟინებით აკაკუნებდა. ფეხაკრეფით მივედი და სწრაფად გავაღე კარი.
სახტად დავრჩი.
ღია კარში კესო იდგა და მიღიმოდა.


***
_ არ შემომიშვებ? _ შემომცინა მან.
_ რა თქმა უნდა, შემოდი. _ ჩავეხუტე.
_ როგორ ხარ, ნუკა?
_ კარგად, შენ?
_ მეც არა მიშავს.
_ალბათ გიკვირს ჩემი დანახვა.
_ ძალიან, ისე, რომ ვერც ვმალავ, _ გამეცინა მე.
_ ხომ იცი აღმოსავლური ანდაზა, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, თავად მთა მივა მუჰამედთან.
_ მარტო ხარ? _ კარს გავხედე მე.
_ კი, მარტო ვარ.
რატომ ველოდი ვაჩეს დანახვას, არ ვიცი, ეს ხომ შეუძლებელი იყო.
_ მიხარია შენი მოსვლა, მართლა, _ შემატყო, რომ გულწრფელი ვიყავი.
_ ცოტა ხანს ვიქნები შენთან, რამდენიმე საათი და არ შეგაწუხებ, აქ ჩემი მეგობრის მშობლები ცხოვრობენ,ღამით მათთან დავრჩები.
_ არავითარ შემთხვევაში, _ ვიუარე, _ ჩემთან დარჩი.
_ რა ვიცი, მერიდება.
_ კარგი რა, ხომ ხედავ სულ მარტო ვარ, შენი დასაწოლი ადგილი ნამდვილად მაქვს, არსად არ გაგიშვებ.
_ კარგი, ეგრე იყოს.
ჯერ ისევ ხალათით ვიდექი, შხაპიდან ახალი გამოსული. ახლაღა შევნიშნე.
_ კესო, მოშინაურდი, როგორც საკუთარ სახლში. ახლავე გამოვიცვლი, თმას გავიშრობ და მოვალ, კარგი?
_ მიდი.
სასწრაფოდ ამოვიცვი შარვალი, სპორტული მაისური გადავიცვი, თმა ფენით შევიშრე და კესოსთან დავბრუნდი. ის ჩემი წიგნების თაროსთან იდგა და ათვალიერებდა.
_ ახლავე რამეს მოვამზადებ და ვჭამოთ, _ სამზარეულოში გავედი.
_ კარგს იზამ, ძალიან მშია, _ მომაძახა მან. რაიმე განსაკუთრებულის გაკეთების დრო არ იყო, რაც მქონდა, გავაწყვე და სუფრას მივუჯექით. მერე ჩაი გავაკეთე და ტელევიზორთან მოვკალათდით. არც ერთი სიტყვა არ უთქვამს ვაჩეზე. არც მე მიკითხავს.
_ არ გიჭირს მარტოობა?_ მკითხა მან.
_ მივეჩვიე.
_ სამსახური?
_ მომწონს, ზუსტად ისაა, რაც მინდოდა, რომ მეკეთებინა.
_ კარგია, გაგიმართლა.
_ ჩემი მისამართი როგორ გაიგე?
_ ლენკას დავურეკე და მითხრა.
გავჩუმდი. მინდოდა, ვაჩეზე მეკითხა, მაგრამ არ ვიცოდი, რას მეტყოდა და წინასწარ ვნერვიულობდი. ჩემი აღელვება არ გამოპარვია.
_ ნუკა, თუ რამის კითხვა გინდა, პირდაპირ მკითხე.
_ ვაჩე როგორ არის? _ ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გული გამეპარა. რაღაც უხერხულად ვთქვი მისი სახელი. რამდენი ხანია, ხმამაღლა არ მიხსენებია.
_ ნორმალურად, სწავლობს.
_ კარგია, _ ჩუმად თქვი მე.
_ ცალკე გადავიდა, რამდენიმე თვეა, მარტო ცხოვრობს. კვირაში ერთხელ მივდივარ და სახლს ვულაგებ.
_ შენ დედასთან ხარ?
_ ჰო, დედას ვერ ვტოვებ.
_ მახსენებს საერთოდ?
დაკვირვებით შემომხედა.
_ ვიცი, არ უნდა გეკითხებოდე.
_ ყველაფერი შეგიძლია მკითხო. თავიდან გახსენებდა, მერე _ აღარ.
გულში რაღაც ჩამწყდა. რას ველოდი ამდენი ხნის შემდეგ, რატომ უნდა მქონოდა მისგან რაიმეს იმედი. ჩემმა საქციელმა უზარმაზარი უფსკრული გააჩინა ჩვენს შორის და მანაც დამივიწყა.მეც ხომ ეს მინდოდა, მეც ხომ ამისკენ ვუბიძგებდი, მაგრამ ამის გააზრებამ მაინც საშინლად მატკინა გული. რაღა უნდა მეკითხა კესოსთვის? ალბათ არაფერი. ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. მხოლოდ იმას ვერ ვხვდებოდი, ჩემთან რატომ ჩამოვიდა.
_ ჩემთან შენზე არ ლაპარაკობს და მგონი არც არავისთან, ძალიან ჩაიკეტა. ადრე ყველაფერს მიყვებოდა, ახლა აღარ. პრინციპში მეც არ ვეკითხები, თქმა თუ უნდა, მეტყვის.
ესეც ჩემი ბრალია, მისი ასეთი ცვლილება.
_ შენ რას გრძნობ, ნუკა.
_ არ ვიცი, რა გიპასუხო.
_ შეეცადე მაინც.
_ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სულელურად მოვიქეცი, ზოგჯერ კი ჩემი გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია.
_ არ მინდა, გეწყინოს, ახლა რასაც გეტყვი.
_ მითხარი, კესო, ჩემთვის ისეთები უთქვამთ, შენი ნათქვამი არ გამაკვირვებს.
_ ჩემი აზრით არასწორად მოიქეცი, შენ შეგეძლო, საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით დაგეძლია დედის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი. ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, დაგხმარებოდით, მაგრამ შენ ყველა ჩვენგანს ხელი ჰკარი, გაგვყარე შენი ცხოვრებიდან და გაიქეცი. და ვაჩეს როგორ მოექეცი. იმედი მიეცი და შემდეგ ყველაფრის აუხსნელად მიატოვე.ის შენგან ამას არ იმსახურებდა. შეიძლება მე სუბიექტურად ვფიქრობ, რადგან ის ჩემი ძმაა, მაგრამ შენს საქციელს გამართლება არ აქვს.
_ ვიცი, კესო, მე ვარ დამნაშავე, ჩემი ბრალია.
_ ძალიან დათრგუნულია. მინდა, რომ დავეხმარო, მაგრამ ახლოს არ მიშვებს. გული მტკივა, ასეთს რომ ვხედავ, მე ის ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და მის ასეთ გაუცხოებას ვერ ვიტან.
ვცდილობდი, თავი შემეკავებინა და კესოს წინაშე არ მეტირა, მაგრამ ვერ შევძელი. ვაჩეს გახსენებამ ისეთი ტკივილი მომგვარა, ცრემლებმა თავისით დამიწყო დენა.
თვალწინ მედგა ის, ნაწყენი და გულნატკენი, გაუცხოებული და ჩაკეტილი, დარდიანი. და ჩემი გაჩენის დღეს ვწყევლიდი, რომ ასეთი ტკივილი მივაყენე მას ჩემი გულგრილობით, საკუთარი თავის გადარჩენის მომიზეზებით.
_ დაწყნარდი, გთხოვ, _ მამშვიდებდა კესო, _ მაპატიე, არ მინდოდა, ამენერვიულებინე.
_ შენ არაფერ შუაში ხარ, კესო, შენ ყველაფერი მართალი მითხარი.
კესომ ცოტა ხანს მაცადა, დავწყნარებულიყავი. ხოლო როცა ტირილით გული ვიჯერე, მერე მითხრა:
_ ხვალ დილით მე და შენ თბილისში მივდივართ.
მეგონა, მომესმა.
_ რა?!
_ ჰო, მივდივართ, ერთ ადამიანს შენი ნახვა და დალაპარაკება უნდა. მეორე დღეს შეგიძლია დაბრუნდე, თუ სურვილი გექნება, რასაკვირველია.
_ კესო, რას ამბობ, მე ახლა ვაჩეს ვერ შევხვდები.
_ ვაჩე არაფერ შუაშია, მან არ იცის, აქ თუ ვარ, შენთან. შენი ნახვა დედაჩემს უნდა.
_ რაო?! _ გაოცებამ, შეშფოთებამ თუ არ ვიცი რამ, ფეხზე წამომახტუნა.
_ ეს საუბარი დიდი ხნის წინ უნდა შემდგარიყო, მაგრამ დედას მგზავრობა არ შეუძლია და ძალიან გთხოვა, რომ წამომყვე. რა თქმა უნდა შეეძლო დაერეკა, მაგრამ ტელეფონით ამ თემაზე საუბარი უხერხულია. ხომ წამოხვალ?
ძალიან ავნერვიულდი. ვაჩეს დედისთვის უარი როგორ მეთქვა, არც ამდენად უზრდელი ვიყავი. თან შიშით გული მისკდებოდა, იქნება და რის თქმას აპირებდა.
_ კესო, იმ შემთხვევაში წამოვალ, თუ დამპირდები, რომ ვაჩე ამას ვერ გაიგებს.
_ გპირდები. ვაჩემ რომ გაიგოს, ეს არც დედას უნდა.

რა უნდოდა, რის თქმას აპირებდა ის ჩემთვის? ამაზე ფიქრით მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. გული მისკდებოდა. არ ვიცოდი, მაშინ რას ფიქრობდა ჩვენს ურთიერთობაზე, როცა ერთად ვიყავით. დარწმუნებული ვიყავი, არც ერთ ქართველ დედას არ ენდომებოდა 5 წლით უფროსი გოგო თავისი ერთადერთი ბიჭის გვერდით და ის რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი. კარგად მახსოვდა ჩემი მშობლების რეაქცია და განსხვავებულს არც მისგან ველოდი. უბრალოდ ვერ ვხვდებოდი, რატომ ახლა, როცა ერთად აღარ ვიყავით, მაშინ რატომ მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ბევრი კითხვა მქონდა, პასუხებს ვეძებდი.
დილით თვალებდასიებული ავდექი. თბილისამდე ისე ჩავედით მე და კესო, ხმა არ ამოგვიღია. ჩემი მშობლიური ქალაქი. თითქმის ნახევარი წელია, აქ აღარ ვყოფილვარ, გული ამიჩქარდა რაღაცნაირად. მომნატრებია აქაურობა. კესომ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.
_ ღელავ? _ მკითხა და ხელზე ხელი მომიჭირა.
_ ძალიან, _ ვუთხარი და ნაძალადევად გავუღიმე.
_ დამშვიდდი, დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანია, ისეთს არაფერს გეტყვის, რომ გული გეტკინოს, _ სიტყვა ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა.
_ ვაჩე მირეკავს, _დახედა ეკრანს.
წითელ-ყვითელმა ფერმა გადამიარა სახეზე. ო, როგორ მინდოდა ახლა მისი ხმის გაგონება. კესო მიმიხვდა, თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და სპიკერზე ჩართო.
_ ჰო, პუპსიკ, _ მხიარულად გააგონა.
_ სად დაიკარგე, როგორ ხარ? _ ჰკითხა ვაჩემ. სხეულში სითბო ჩამეღვარა მისი ხმის გაგონებაზე, ერთიანად ავკანკალდი. თვალები დავხუჭე და შუბლი მანქანის ცივ მინას მივადე. დაუსრულებლად მინდოდა მესმინა მისთვის.
_ კარგად, შენ როგორ ხარ?
_ შენგან დავიწყებული, _ სევდიანად უპასუხა მან.
_ ხვალ გამოგივლი, ხომ არაფერი გინდა?
_ არა, უბრალოდ მომენატრე და მოდი.
საუბარი დაამთავრეს. მე ისევ ჩამესმოდა მისი ხმა. წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ის ამ საუბრის დროს და კინაღამ გავგიჟდი მონატრებისგან. მივხვდი, ამაო იყო ყველა ჩემი ქმედება მის დასავიწყებლად. მე ჩემს თავთან ბრძოლა წავაგე, ვერ შევძელი მისი დავიწყება და ის ტკივილამდე მენატრებოდა.
კესო კარგად ხვდებოდა ჩემს განცდებს და სიტყვაც არ უთქვამს ზედმეტად ჩემთვის.
მუხლები ამიკანკალდა, როცა კესომ კარზე ზარი დარეკა. დიდხანს არ გვალოდინეს. კარი გაიღო და შუახნის ლამაზი, სანდომიანი ქალი დავინახე. აი, ვის ჰგავდა ვაჩე! საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ქერა თმები და ცისფერი თვალები, ვაჩეს მსგავსი მბრწყინავი ცისფერი თვალები. წამით თვალიც კი დავხუჭე, ისეთი მსგავსება იყო, ლამის ცუდად გავხდი.
_ მოდი, შვილო, _ ისეთი თბილი ხმით მითხრა მან, რომ თვალები ცრემლით ამევსო. გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი და მის წინ გავჩერდი. დაკვირვებით მიყურებდა, არავითარი ემოცია არ ეტყობოდა სახეზე. ეს შეთვალიერება მხოლოდ წამები გაგრძელდა, უცებ გაეხსნა შუბლი და გამიცინა. ხელი მომხვია და ოთახის სიღრმისკენ წამიყვანა.
_ მე მარტო დაგტოვებთ, _ თქვა კესომ და გავიდა. მორიდებით ჩამოვჯექი და ჩანთის სახელურს დავუწყე წვალება. ის ჩემს წინ დაჯდა და თვალს არ მაშორებდა.
_ როგორ ხარ, ნუკა? მიეჩვიე ახალ ქალაქს?
_ გმადლობთ, არამიშავს, ცოტა გამიჭირდა თავიდან. თქვენ როგორ ბრძანდებით. მახსოვს, შეუძლოდ იყავით? _ ძლივს მოვაბი თავი გამართულ წინადადებას.
_ ახლა უკეთესად, _ გამიღიმა მან, _ რა შემოგთავაზო, ჩაის დალევ თუ ყავას? ნამგზავრი ხარ, იქნებ გშია კიდეც. მეც კარგი ტიპი ვარ, რას გეკითხები, ამხელა გზა გამოიარე, რა თქმა უნდა გეშიება, _ უცებ წამოდგა ის და სამზარეულოსკენ დააპირა წასვლა.
_ არაფერი მინდა, გთხოვთ, მე მალე უნდა წავიდე, _ შევეცადე შემეჩერებინა.
_ კარგი, ჯერ დავილაპარაკოთ და მერე. ალბათ გიკვირს, რა უნდა მქონდეს შენთვის სათქმელი. მე თავიდანვე მინდოდა შენი გაცნობა, როცა ვაჩემ მითხრა თქვენს შესახებ. რამდენჯერმე ვთხოვე მას, სახლში მოეყვანე, მაგრამ უარს მეუბნეოდა. ასე მითხრა, ისედაც ძალიან დამფრთხალია და შენ უფრო მეტად დააფრთხობო. მიხარია, რომ ჩემი შვილი მენდო და თავიდანვე მითხრა ყველაფერი, თუმცა დარწმუნებული არ იყო, მისი მოსაწონი რეაქცია მექნებოდა თუ არა. მისი ეს საქციელი ძალიან დავაფასე და შევეცადე, მისთვის გამეგო. დამეთანხმები ალბათ, დედისთვის არ არის იოლი, როცა ერთადერთი ბიჭი გეუბნება, რომ თავისზე ბევრად უფროსი გოგონა შეუყვარდა. ძალიან განვიცადე, მაგრამ ის ისეთი ბედნიერი იყო, რომ ჩემი განცდები გვერდზე გადავდე. ჩემთვის მთავარი იყო, ჩემი შვილი ყოფილიყო ბედნიერი და აღარ მაინტერესებდა, ვინ რას იტყოდა.
ვერ ვბედავდი, სახეში შემეხედა მისთვის, თავი მქონდა ჩაღუნული და ისე ვუსმენდი. ყურებს არ ვუჯერებდი,როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი შემწყნარებელი ჩვენს მიმართ, განსხვავებით ჩემი მშობლებისაგან.
_ ძალიან ვწუხვარ შენს თავზე დატრიალებული უბედურების გამო, დედის დაკარგვა ძალიან რთული გადასატანია. შენი მშობლების რეაქციაც ვიცი და ნაწილობრივ მესმის მათი, თუმცა ვფიქრობ, რომ საკუთარი ინტერესები შვილის ინტერესებზე წინ არასდროს არ უნდა დააყენო. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. მე ვთვლი, რომ კარგი შვილი გავზარდე და ვფიქრობ, რომ შენც კარგი შვილი ხარ, უბრალოდ მშობლებმა ვერ გაგიგეს. აბსოლუტურად მესმის შენი გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. გეთანხმები, რომ საკუთარი თავისთვის შანსი უნდა მიგეცა. გამიხარდება, თუკი ეს შანსი გაამართლებს.
შენ ჭკვიანი გოგო ხარ და გამიგებ. არ მინდა, ჩემი შვილი იტანჯებოდეს, მისი ბედნიერება ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუკი ეს ბედნიერება შენთან არის დაკავშირებული, მზად ვარ, ყველანაირ უხერხულობაზე დავხუჭო თვალი.
ვეღარ გავუძელი და ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები. მისგან ამას არ ველოდი. ის ხომ დედა იყო ჩემი საყვარელი ადამიანის, ქალი, რომელმაც ფაქტიურად თავისი სიტყვებით ყველა უფსკრული ამოავსო, რომელიც ჩემსა და ვაჩეს შორის როდესმე ყოფილა.
ჩემს ცრემლებზე ძალიან შეწუხდა. გვერდით მომიჯდა და ხელზე ხელი დამადო. ჟრუანტელმა დამიარა, დედასავით თბილი ხელი ჰქონდა. უარესად ამომიჯდა გული.მან მხარზე მომხვია ხელი და ფრთხილად ჩამიხუტა გულში. ცალ ხელს თავზე მისვამდა და მაწყნარებდა.
თავი რომ ავწიე და შევხედე, მასაც ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე, რაღაცნაირი, დამნაშავე მზერით მიყურებდა.
_ მაპატიე, შვილო, არ მინდოდა შენი განერვიულება, თუმცა მაინც ასე მოხდა.
_ თქვენ არაფერ შუაში ხართ. პირიქით, მადლობელი ვარ, ასე რომ გესმით ჩემი.
_ ჩემი დამოკიდებულება უკვე იცი, ახლა შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი. მინდა, რომ ჩემი შვილი ისევ ბედნიერი ვნახო.
_ მეც მინდა, _ ჩუმად ვთქვი.
_ ვწუხვარ, რომ დედა დაკარგე, მე მას ვერასდროს ვერ შევცვლი, მაგრამ შენი სურვილი თუ იქნება, შევეცდები მაინც.
_ გმადლობთ... თქვენ ჩემი ცხოვრება დამიბრუნეთ...

***
მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. სიხარულის ფრთები მქონდა შესხმული, ისე დავაბიჯებდი, მიწას ფეხს არ ვაკარებდი. ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს ვაჩეს ცხოვრებაში ჩვენი ერთად ყოფნა სურდა. ამას ყველაზე ბედნიერ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. მინდოდა, ახლავე წავსულიყავი ვაჩესთან და მეთქვა, რომ სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ მეორეს მხრივ იმასაც ვფიქრობდი, რომ დიდი დრო იყო გასული და რა გარანტია მქონდა, რომ მასაც ისევე ვუყვარდი და ვენატრებოდი, როგორც მე. ცოტა დავმშვიდდი და ისე დავიწყე აზროვნება. პირველ რიგში ბათუმში დაბრუნება გადავწყვიტე. ცოტაც უნდა მომეთმინა.
საღამოს უკვე ბათუმში, ჩემს ბინაში ვიყავი.
_ ლენ, როგორ ხარ? _ დავურეკე მას, ყველაზე ახლობელს ჩემთვის.
_ მომენატრე, ნუკა, _ სევდიანად მითხრა მან.
ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი მოვუყევი.
_ გოგო, თბილისში იყავი და არ მნახე? _ კინაღამ გამოძვრა ლენკა ტელეფონში.
_ მაპატიე, ლენ, ისეთი არეული ვიყავი, არ მინდოდა ვინმე ნაცნობს გადავწყდომოდი. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ცოტა ხანში სულ შენთან ვიქნები.
_ დაბრუნებას აპირებ, ნუკა? _ გაეხარდა ლენკა.
_ ვფიქრობ, ლენ.
_ საფიქრალი არაფერია, ვაჩე გიყვარს, აქაურობა გენატრება. მორჩა, მანდ აღარაფერი გაკავებს, _ უცებ გადამიწყვიტა ლენკამ.
_ მას რომ დავევიწყებინე?
_ ნუ სულელობ. მე შენ ისეთი გოგო არ მგონიხარ, ასე იოლად გივიწყებდეს ვინმე. თანაც ვაჩე? ბიჭი, რომელიც ყურებამდე შეყვარებული იყო შენზე, ასე იოლად დაგივიწყებდა? გამორიცხულია. უბრალოდ ის შენგან გადადგმულ ნაბიჯს ელოდება, ახლა შენი ჯერია, უნდა დაუმტკიცო შენი სიყვარული...

სამსახურში თანხმობა განვუცხადე თბილისში გადასვლაზე. გადაწყვეტილება მივიღე და თითქოს გულზე მომეშვა. მე მასთან მივდიოდი. მე მისი დავიწყება არ შემეძლო. მე ის მიყვარდა და მზად ვიყავი, მებრძოლა ჩვენი ბედნიერებისთვის. მახსენდებოდა უმისოდ გატარებული თვეები, ნაცრისფერი, ერთფეროვანი დღეები, უბედური მე... აღარ მინდოდა, დამესაჯა ჩემი თავი, მისი სიყვარული მწყუროდა, მის გვერდით გაღვიძება და მისით არსებობა.
ის დარჩენილი რამდენიმე დღე ძლივს გავძელი ბათუმში. კვირის ბოლოს ბარგი ჩავალაგე და ტაქსი დავიქირავე. უსაშველოდ გაიწელა გზა ბათუმიდან თბილისამდე, გული მასწრებდა მისვლას. ვერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა როგორი უნდა ყოფილიყო, არ მინდოდა, ცუდზე მეფიქრა, მაგრამ თავისთავად მეფიქრებოდა. ეჭვები მტანჯავდა. იქნებ აღარ ვუყვარდი? ყველაზე ძლიერი, ყველაზე ერთგული და მხურვალე სიყვარულიც შეიძლება ჩაქრეს ოდესღაც. ყველა მისი კოცნა, ყველა მისი შეხება გამახსენდა და ამტკივდა. გული, გონება, სხეული, ყველა მას მთხოვდა, მას იხსენებდა და მისკენ ილტვოდა.
ესეც თბილისი. ტაქსს თანხა გადავუხადე და ვთხოვე, არ წასულიყო, დამლოდებოდა. ჩანთებიც დავტოვე, იმ შემთხვევისათვის, თუკი უკან დაბრუნება მომიწევდა. კანკალით ავიარე კიბეები და ნაცნობ კართან შევჩერდი. მღელვარებამ ერთიანად შემიპყრო და ნაბიჯი ვერ გადავდგი წინ. ბოლოს, როგორც იქნა, ღრმად ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე. ალბათ სულ ერთი წუთი გავიდა, სანამ ნაბიჯების ხმას გავიგებდი, მაგრამ მე საუკუნედ მომეჩვენა. საკეტი გაჩხაკუნდა და კარი გაიღო...
ჩემს წინ ვაჩე იდგა. ოდნავ აჩეჩილი თმები, მზემოკიდებული, დახვეწილი სახის ნაკვთები, მბრწყინავი, ცისფერი თვალები წამებში აღვიქვი და გამომეტყველება, რომელიც ჭკუას მაკარგვინებდა.
_ ნუკა......
ენაჩავარდნილი ვიდექი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. მან ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი და ახლოს მოვიდა. მისმა სურნელმა და სიახლოვემ საერთოდ დამამუნჯა.
_ მე.... _ ხმა ჩამიწყდა. სიტყვებს ვეძებდი.
_ მე... სულ მოვედი... შენთან... _ როგორც იქნა, ვთქვი და მის რეაქციას დავაკვირდი.
თვალებში სიხარულის სხივი ჩაუდგა , ხელებში მოიქცია ჩემი სახე და ათრთოლებულ ტუჩებზე მეამბორა.
_ ძვირფასო, გელოდებოდი....



№1  offline მოდერი ანკა

სიმართლე გითხრა ასაკის სხვაობა მაინცდამაინც არ მომეწონა, თუმცა ისტორია ძალიან კარგი იყო <3 ყოჩაღ!!! love

 


№2 სტუმარი A

ასეთი მაგარი ისტორია ჯერ არ წამიკითხავს ძალინ ძალიან მომეწონა love

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vgijdebi me am istoriazee imis miuxedavad room aseti asakobrivi sxvaoba armiyvars yvela variantshi momachnia ro bichi unda iyos gogozee uprosi ramdenitac arunda iyos magram es istoria imdenad moyvars roo raviii erterti sauketesoa rac ki wamikitxavs ❤️❤️

 


№4  offline წევრი Marryam

გავთბი ❤️

ძალიან კარგად წერ! ამიტომაც შემომათენდა ეხლა :დ

 


№5 სტუმარი irma jojua

Dzalian kargi iyo .magram damtavrebas sxvanairs velodebodi .❤

 


№6 სტუმარი ...........

Aii dzalian magari motxroba iyo

 


№7  offline წევრი hazzacurly

ცუდად ვარრე შოკი იყო. ეს არის ის მოთხრობა რომელიც ჩემს გიჟ შეყვარებულს წავაკითხე და მოეწონა მასაც, წაკითხე რა ღამე რო დავსხდებოდით სადმე ვუკითხავდი ჩემით და სასიამოვნოდ ეღიმებოდა, მოსწონდა ეს ბიჭი და გოგონას ბოლო სიტყვები. ძალიან ნიჭიერი ხარ და ასეთი ისტორიები მომწონს, ასაკობრივიისხვაობა დიდი არაფერია, რადგან ჩემი გიჟიც ჩემზე 1 წლითაა პატარა და ყველას ჩემზე 2 წლით დიდი გონია :დდ მიხარია რომ ვიღაცამ მაინც დაწერა სიმართლედა მადლობ ასეთი კარგი ისტორიისთვის <3 აუცილებლად წავიკითხავ შენ ისტორიებს

 


№8 სტუმარი nina

ძალიან დიდი მადლობა შენს მეგობრებს რადგანაც გთხოვეს ამ მოთხრობის სრულად დადება და მადლობა შენ,რომ მათ დაუჯერე.თავებად წაკითხვა მეზარებოდა და რადგან სრულად ვნახე წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა,წუხელ წავიკითხე და ემოციებით სავსეს ძლივს ჩამეძინა.ძალიან კარგი ხარ.გამიხარდა,რომ ნუკამ თავის სიჯიუტეს აჯობა და მაინც დაუბრუნდა ვაჩეს,ძალიან საყვარელი წყვილია,პირადად რომ ვიცნობდე ზუსტად მასეთ წყვილს,გოგოზე უფრო ვიფიქრებდი,რომ პატარაა ვიდრე ბიჭი,რადგანაც გოგოები უფრო ბავშვურები ვართ ხოლმე.ნუ როგორც წერ ვიზუალურადაც არ ეტყობოდათ ასაკთა ასეთი სხვაობა.ძალიან,ძალიან მომეწონა და მინდა გითხრა რომ მაგარი გოგო ხარ love love <3 <3 <3

nina
ძალიან დიდი მადლობა შენს მეგობრებს რადგანაც გთხოვეს ამ მოთხრობის სრულად დადება და მადლობა შენ,რომ მათ დაუჯერე.თავებად წაკითხვა მეზარებოდა და რადგან სრულად ვნახე წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა,წუხელ წავიკითხე და ემოციებით სავსეს ძლივს ჩამეძინა.ძალიან კარგი ხარ.გამიხარდა,რომ ნუკამ თავის სიჯიუტეს აჯობა და მაინც დაუბრუნდა ვაჩეს,ძალიან საყვარელი წყვილია,პირადად რომ ვიცნობდე ზუსტად მასეთ წყვილს,გოგოზე უფრო ვიფიქრებდი,რომ პატარაა ვიდრე ბიჭი,რადგანაც გოგოები უფრო ბავშვურები ვართ ხოლმე.ნუ როგორც წერ ვიზუალურადაც არ ეტყობოდათ ასაკთა ასეთი სხვაობა.ძალიან,ძალიან მომეწონა და მინდა გითხრა რომ მაგარი გოგო ხარ love love <3 <3 <3

სიყვარულმა ასაკი არ იცის :*

hazzacurly
ცუდად ვარრე შოკი იყო. ეს არის ის მოთხრობა რომელიც ჩემს გიჟ შეყვარებულს წავაკითხე და მოეწონა მასაც, წაკითხე რა ღამე რო დავსხდებოდით სადმე ვუკითხავდი ჩემით და სასიამოვნოდ ეღიმებოდა, მოსწონდა ეს ბიჭი და გოგონას ბოლო სიტყვები. ძალიან ნიჭიერი ხარ და ასეთი ისტორიები მომწონს, ასაკობრივიისხვაობა დიდი არაფერია, რადგან ჩემი გიჟიც ჩემზე 1 წლითაა პატარა და ყველას ჩემზე 2 წლით დიდი გონია :დდ მიხარია რომ ვიღაცამ მაინც დაწერა სიმართლედა მადლობ ასეთი კარგი ისტორიისთვის <3 აუცილებლად წავიკითხავ შენ ისტორიებს


მართალია არ გიცნობ,მაგრამ მინდა ბედნიერება გისურბოთ შენც და შენს "გიჟსაც" ერთად <3

 


№9  offline წევრი შამხათი

hazzacurly
ცუდად ვარრე შოკი იყო. ეს არის ის მოთხრობა რომელიც ჩემს გიჟ შეყვარებულს წავაკითხე და მოეწონა მასაც, წაკითხე რა ღამე რო დავსხდებოდით სადმე ვუკითხავდი ჩემით და სასიამოვნოდ ეღიმებოდა, მოსწონდა ეს ბიჭი და გოგონას ბოლო სიტყვები. ძალიან ნიჭიერი ხარ და ასეთი ისტორიები მომწონს, ასაკობრივიისხვაობა დიდი არაფერია, რადგან ჩემი გიჟიც ჩემზე 1 წლითაა პატარა და ყველას ჩემზე 2 წლით დიდი გონია :დდ მიხარია რომ ვიღაცამ მაინც დაწერა სიმართლედა მადლობ ასეთი კარგი ისტორიისთვის <3 აუცილებლად წავიკითხავ შენ ისტორიებს

ვაიმე, როგორ გამახარე, რომ იცოდე. მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ ორივე ძალიან მომწონხართ, შენც და შენი გიჟი შეყვარებულიც, დიდ ბედნიერებას გისურვებთ..

ყველას ძალიან დიდი მადლობა, როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ...

 


№10  offline წევრი hazzacurly

შამხათი
hazzacurly
ცუდად ვარრე შოკი იყო. ეს არის ის მოთხრობა რომელიც ჩემს გიჟ შეყვარებულს წავაკითხე და მოეწონა მასაც, წაკითხე რა ღამე რო დავსხდებოდით სადმე ვუკითხავდი ჩემით და სასიამოვნოდ ეღიმებოდა, მოსწონდა ეს ბიჭი და გოგონას ბოლო სიტყვები. ძალიან ნიჭიერი ხარ და ასეთი ისტორიები მომწონს, ასაკობრივიისხვაობა დიდი არაფერია, რადგან ჩემი გიჟიც ჩემზე 1 წლითაა პატარა და ყველას ჩემზე 2 წლით დიდი გონია :დდ მიხარია რომ ვიღაცამ მაინც დაწერა სიმართლედა მადლობ ასეთი კარგი ისტორიისთვის <3 აუცილებლად წავიკითხავ შენ ისტორიებს

ვაიმე, როგორ გამახარე, რომ იცოდე. მართალია, არ გიცნობთ, მაგრამ ორივე ძალიან მომწონხართ, შენც და შენი გიჟი შეყვარებულიც, დიდ ბედნიერებას გისურვებთ..

ყველას ძალიან დიდი მადლობა, როგორ გამახარეთ, რომ იცოდეთ...


madloba didii <3 Chem vanikom gadmomca rame kide moifiqroso :D radgan ukve rogorc mitxra 6 jer waikitxa tavidan :D tan sul game kitxulobs radgan exla gamocdebi uwevs da dro ar gvaqvs vnaxot ertmaneti )) dzalian momewona da velodebi shemdeg lamaz istorias, damamte Facebookshi da axali ambebi mitxari tu rames dadeb isev <3 Lika Tomlinson

nina
ძალიან დიდი მადლობა შენს მეგობრებს რადგანაც გთხოვეს ამ მოთხრობის სრულად დადება და მადლობა შენ,რომ მათ დაუჯერე.თავებად წაკითხვა მეზარებოდა და რადგან სრულად ვნახე წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა,წუხელ წავიკითხე და ემოციებით სავსეს ძლივს ჩამეძინა.ძალიან კარგი ხარ.გამიხარდა,რომ ნუკამ თავის სიჯიუტეს აჯობა და მაინც დაუბრუნდა ვაჩეს,ძალიან საყვარელი წყვილია,პირადად რომ ვიცნობდე ზუსტად მასეთ წყვილს,გოგოზე უფრო ვიფიქრებდი,რომ პატარაა ვიდრე ბიჭი,რადგანაც გოგოები უფრო ბავშვურები ვართ ხოლმე.ნუ როგორც წერ ვიზუალურადაც არ ეტყობოდათ ასაკთა ასეთი სხვაობა.ძალიან,ძალიან მომეწონა და მინდა გითხრა რომ მაგარი გოგო ხარ love love <3 <3 <3

nina
ძალიან დიდი მადლობა შენს მეგობრებს რადგანაც გთხოვეს ამ მოთხრობის სრულად დადება და მადლობა შენ,რომ მათ დაუჯერე.თავებად წაკითხვა მეზარებოდა და რადგან სრულად ვნახე წავიკითხე და მინდა გითხრა რომ ძალიან მომეწონა,წუხელ წავიკითხე და ემოციებით სავსეს ძლივს ჩამეძინა.ძალიან კარგი ხარ.გამიხარდა,რომ ნუკამ თავის სიჯიუტეს აჯობა და მაინც დაუბრუნდა ვაჩეს,ძალიან საყვარელი წყვილია,პირადად რომ ვიცნობდე ზუსტად მასეთ წყვილს,გოგოზე უფრო ვიფიქრებდი,რომ პატარაა ვიდრე ბიჭი,რადგანაც გოგოები უფრო ბავშვურები ვართ ხოლმე.ნუ როგორც წერ ვიზუალურადაც არ ეტყობოდათ ასაკთა ასეთი სხვაობა.ძალიან,ძალიან მომეწონა და მინდა გითხრა რომ მაგარი გოგო ხარ love love <3 <3 <3

სიყვარულმა ასაკი არ იცის :*

hazzacurly
ცუდად ვარრე შოკი იყო. ეს არის ის მოთხრობა რომელიც ჩემს გიჟ შეყვარებულს წავაკითხე და მოეწონა მასაც, წაკითხე რა ღამე რო დავსხდებოდით სადმე ვუკითხავდი ჩემით და სასიამოვნოდ ეღიმებოდა, მოსწონდა ეს ბიჭი და გოგონას ბოლო სიტყვები. ძალიან ნიჭიერი ხარ და ასეთი ისტორიები მომწონს, ასაკობრივიისხვაობა დიდი არაფერია, რადგან ჩემი გიჟიც ჩემზე 1 წლითაა პატარა და ყველას ჩემზე 2 წლით დიდი გონია :დდ მიხარია რომ ვიღაცამ მაინც დაწერა სიმართლედა მადლობ ასეთი კარგი ისტორიისთვის <3 აუცილებლად წავიკითხავ შენ ისტორიებს


მართალია არ გიცნობ,მაგრამ მინდა ბედნიერება გისურბოთ შენც და შენს "გიჟსაც" ერთად <3


madloba didii <3

 


№11  offline აქტიური მკითხველი Sofia-sofie

ეს რა საოცარი ვინმე ხარ, საოცარი ემოციებით და დამტვირთე, მადლობა შენ. იცი კიდევ რა მომწონს ? ისტორიას ისე ამთავრებ, რომ საფიქრალს უტოვებ მკითხველს, ფანტაზიის ჩართვის საშუალებას აძლევ, ყველა თავისი ფანტაზიით აგრძელებს და ამთავრებს შენს საოცრად საყვარელ და თბილ ისტორიებს, ფანტასტიურად წერ და იმედია მალე გამოჩნდები, ახალი ისტორიით

 


№12  offline წევრი შამხათი

Sofia-sofie
ეს რა საოცარი ვინმე ხარ, საოცარი ემოციებით და დამტვირთე, მადლობა შენ. იცი კიდევ რა მომწონს ? ისტორიას ისე ამთავრებ, რომ საფიქრალს უტოვებ მკითხველს, ფანტაზიის ჩართვის საშუალებას აძლევ, ყველა თავისი ფანტაზიით აგრძელებს და ამთავრებს შენს საოცრად საყვარელ და თბილ ისტორიებს, ფანტასტიურად წერ და იმედია მალე გამოჩნდები, ახალი ისტორიით

მადლობა

 


№13 სტუმარი shamnati

kissing_heart ძალიან თბილი წასაკითხი იყო.მომეწონააა.

 


№14  offline მოდერი ენემი

არ ვიცი რა ვთქვა. ვაჩე? ბიჭი სასწაული, აი ისეთი არაფრის გამო რო არ დათმობენ თავიაანთ სიყვარულს, რამის მეც შემიყვარდა და ნუკას აღარ ეყვარებოდა joy joy . ძაან განსხვავებული ისტორიაა არასოდეს დავივიწყებ ამას. და საბერძნეთში რო წავალ ეხლა 17 ივნისს ჩემს მეგობრებს (მომავალ მეგობრებს) წავაკითხებ. მიყვარხარ მე შენ და ვაჩეც joy joy წარმატებები პუფსიკ joy kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№15  offline წევრი შამხათი

baby girl for everyone
არ ვიცი რა ვთქვა. ვაჩე? ბიჭი სასწაული, აი ისეთი არაფრის გამო რო არ დათმობენ თავიაანთ სიყვარულს, რამის მეც შემიყვარდა და ნუკას აღარ ეყვარებოდა joy joy . ძაან განსხვავებული ისტორიაა არასოდეს დავივიწყებ ამას. და საბერძნეთში რო წავალ ეხლა 17 ივნისს ჩემს მეგობრებს (მომავალ მეგობრებს) წავაკითხებ. მიყვარხარ მე შენ და ვაჩეც joy joy წარმატებები პუფსიკ joy kissing_heart kissing_heart kissing_heart

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის., მიხარია, რომ მოგეწონა.

 


№16  offline წევრი deep

ნუკას ადგილზე მეც მასეთი რეაქცია მექნებოდა დედის სიკვდილზე მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავშორდებოდი იმ ადამიანს რომელსაც ვუყვარდი მხოლოდ იმიტომ რომ ასე ვთქვათ საკუთარი თავი დამესაჯა.
საოცრება ისტოირა იყო.ძალიან მომეწონა.
ვაჩეზე ლაპარაკის კი ზედმეტია

 


№17  offline წევრი შამხათი

deep
ნუკას ადგილზე მეც მასეთი რეაქცია მექნებოდა დედის სიკვდილზე მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავშორდებოდი იმ ადამიანს რომელსაც ვუყვარდი მხოლოდ იმიტომ რომ ასე ვთქვათ საკუთარი თავი დამესაჯა.
საოცრება ისტოირა იყო.ძალიან მომეწონა.
ვაჩეზე ლაპარაკის კი ზედმეტია

მადლობა ჩემო კარგო, მიხარია, რომ მოგეწონა.

 


№18  offline წევრი მაია120

--------------------
წერწერა

 


№19  offline წევრი mariam m.k

Mecc zalin momewona imedia am komentars naxav ravi imedia... Sheni sxva istoriebic maqvs wanakitxi da momwons sheni stili weris. Tamamad vityvi wera shenia

 


№20  offline წევრი შამხათი

mariam m.k
Mecc zalin momewona imedia am komentars naxav ravi imedia... Sheni sxva istoriebic maqvs wanakitxi da momwons sheni stili weris. Tamamad vityvi wera shenia

დიდი მადლობა

 


№21  offline წევრი iნათია

dzalian kargi istoria iyo me momecona.martalia siyvarulma asaki ar iciso da daamtkices.

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

Ძვირფასო მე გელოდებოდი

 


№23  offline წევრი დელირიუმი

ძაან საყვარელი ისტორიაა❤❤

 


№24  offline წევრი შამხათი

დელირიუმი
ძაან საყვარელი ისტორიაა❤❤

მადლობა

 


№25  offline წევრი katerinaeka

მართლაც ძალიან კარგად წერ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent