შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდიანი სიყვარულის ისტორია


12-01-2016, 19:31
ავტორი ელიზბარი
ნანახია 6 199

__ გიომ აწკრიალებული ტელეფონი გახსნა და ყურზე მიიდო. __ გისმენთ!
__ დილა მშვიდობისა, სალომე ვარ. შენთან შეხვედრა მინდა, შეგიძლია
შემხვდეი __ სალომე აღელვებული ჩანდა.
__ კი! სად და როდისს __ გიოს მისი აღელვებული ხმა შეუმჩნეველ არ
დარჩენია.
__ ნახევარ საათში ვაკის პარკში მოდი, კაიი
__ კაი, ნახევარ საათში მოვალ!
ნახევარი საათის მერე, ორივე ვაკის პარკში, დათქმულ ადგილზე შეხვდნენ
ერთმანეთს. სალომეს აღელვება სახეზეც ეტყობოდა. გიოს თავიდანვე ცუდი
წინათგრძნობა ჰქონდა, მაგრამ იმას, რაც შემდეგში მოხდა, ყველაზე საშინელ
ფიქრებშის კი ვერ წარმოიდგენდა.
__ გამარჯობა სალომე, როგორ ხარი... იცი როგორ მომენატრე, უშენოდ
გატარებული თითოეული წამი, ჩემთვის ყველაზე დიდი სასჯელია. მიყვარხარ სალი,
მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები...
__ გიო, ჩვენ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ და დღეს სწორედ მაგიტომ
შეგხვდი, __ სალომე გაჩერდა, თავი ძირს დახარა და ისე განაგრძო, ___ და ვფიქრობ
ეს ჩვენი ბოლო შეხვედრაა! __ ეს ამბავი გიოსთვის იმდენად მოულოდნელი იყო,
რომ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. გონება დაებინდა, ... თავში აუვარდა და
თავი საშინლად ასტკივდა. ვერაფრით ხვდებოდა, რა იყო მიზეზი იმის, რომ
სალომემ ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანა. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც ამ
განაჩენის გამოტანის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, გიოს ავადმყოფობა
შეიძლება ყოფილიყო, მას დიაბეტი (შაქარი) ჰქონდა. მაგრამ გიო ამას გამორიცხავდა,
რადგან სალომემ ამის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო. სალომე რაღაცას
ლაპარაკობდა, მისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა, მაგრამ გიოს მისი სიტყვები
არ ესმოდა, ის ფიქრებში ეძებდა ამ ყველაფრის რეალურ ახსნას, ფიქრებიდან კი
თავს წამომდგარი, ახალგაზრდა მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა.
__ მეგობარო, გამოფხიზლდი, მგონი შენ გელაპარაკებიან! __ მის ხმაში
ცინიზმი, იმდენად შესამჩნევი იყო, რომ გიომ მისთვის ჭკუის
სწავლება გადაწყვიტა. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო ამისთვის,
მერე სალომეს შეხედა და კითხვით მიმართა.
__ ეს ვინ არისი __ სალომემ თავი ძირს დახარა და ისე უპასუხა.
__ ჩემი შეყვარებული! __ მერე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ
გიომ შეაჩერა
__ როგორც შეყვარებულს, მე ღეს ბოლოჯერ გხვდები. სანამ დაგემშვიდობები,
ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ძალიან გთხოვ უარის ნუ მეტყვი, არ მინდა
ამის გარეშე წავიდე შენგან!
არა გიო, ძალიან გთხოვ ნურაფერს ნუ მთხოვ, მე შენ ისედაც დიდი ტკივილი
მოგაყენე. ვიცი რის თხოვნასაც აპირებ და მაგ სურვილს ვერ შეგისრულებ,
ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის! __ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა
იქაურობას, რათა მისთვის თვალზე მომდგარი ცრემლი არავის შეემჩნია.
ამ ამბის მერე სამი წელი გავიდა. გიო სალომეს ცხოვრებაში აღარ
გამოჩენილა. სალომემ სკოლა დაამთავრა, სასწავლებელშიც ჩააბარა და ახლა მეორე
კურსის სტუდენტი იყო. სალომეს პატარა და, თეკოც იმავე სასწავლებელში სწავლობდა.
ორივე ხშირად ლაპარაკობდა გიოს ასეთ მოულოდნელ გაუჩინარებაზე, არცერთს არ
ეგონა, ეს ამბავი მასზე ასეთ ზემოქმედებას თუ მოახდენდა. ერთ ხანს
ფიქრობდნენ, თავი ხომ არ მოიკლაო. ეს ფიქრი არცერთს მოსვენებას არ აძლევდა,
განსაკუთრებით კი სალომეს, მიუხედავად ყველაფრისა, გიო მათ ოჯახში ხომ ყველას
უყვარდა. არანაკლებ განიცდიდა სალომეს ...ც მის მოულოდნელ გაუჩინარებას,
მაგრამ მას მერე რაც გადაწყვიტეს გიოს ოჯახს დაკავშირებოდნენ და გაერკვიათ
მისი ბედი, ეს ეჭვები საბოლოოდ დაიმსხვრა, თუმცა არც მის ოჯახთან
დაკავშირების შემდეგ მიუღიათ დამამშვიდებელი ინფორმაცია. გიოს დამ უთხრათ, რომ გიო
სამი წლის წინ, ყველასთვის მოულოდნელად გაუჩინარდა და მას მერე აღარავის
უნახავს. რაღაც დროის განმავლობაში ტელეფონზე რეკავდა, ოჯახის წევრებს
კითხულობდა და ერე ისევ უჩინარდებოდა თვეობით. იმ ამბის გაგებამ, რომ გიო
ცოცხალი იყო, გარკვეულწილად შვება მოჰგვარათ, მაგრამ სადარდებელი რჩებოდა ის
თუ სად იყო გიო, რას აკეთებდა და რატომ ვერ ახერხებდა ოჯახის წევრებთან
ხშირად დარეკვას. გარდა ამისა, სალომე ამის შესახებ არავის არაფერს
ეუბნებოდა, მაგრამ გრძნობდა რომ გიო მტელი გულით უყვარდა, ენატრებოდა და რაც უფრო
მეტი დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა ამის დამალვა. მასთან შეხვედრის და
დამშვიდობების ბოლო დღესაც, არავინ იცის როგორ სტკიოდა გული და როგორ
გაუჭირდა იმის თქმა, რამაც ორივეს მოუკლა გული და ორივეს დიდი ტკივილი მიაყენა.
ერთ დღეს კი...
იმ დღეს ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, სალომე და თეკო ჩვეულებისამებრ
სასწავლებელში წავიდნენ. დღემ ჩვეულებრივ ჩაიარა, ლექციები დამთავრდა და
ორივე, დაქალებთან ერთად სახლში დაბრუნებას აპირებდნენ. გარეთ გამოსულებს
ყურადღება არ მიუქცევიათ, ეზოში გერძელ სკამზე მჯდომი ახალგაზრდისთვის,
რომელიც დაჟინებულ მზერას არ აცილებდა. ახლოს ჩავლისას ახალგაზრდამ მორიდებით
მიმართა გოგონებს.
__ უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვი სად შეიძლება სალომე და თეკო ბოჭორიშვილების
ნახვა __ სწორედ ამ დროს დარეკა სალომეს ტელეფონმა, ახალგაზრდის
კითხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ტელეფონი გახსნა და უპასუხა. თეკოს კი
უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი კითხვა. შებრუნდა რათა კითხვაზე პასუხი
დაებრუნებინა და გაკვირვებისგან ადგილზე გაშეშდა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა,
მის წინ გაღიმებული სახით გიო იდგა, გიო რომელიც ამ სამ წელიწადს
საგრძნობლად შეეცვალა, ასაკი მომატებოდა, თმებში ხშირი ჭაღარა შერეოდა, შუბლზე
ნაოჭები მომატებოდა და ხმაც საგრძნობლად შესცვლოდა. გაოგნებულმა თეკომ
ინსტიქტურად წარმოსთქვა რამდენიმე სიტყვა.
__ გიო ეს მართა შენ ხარ? __ სალომე ამ სახელის გაგონებაზე ახალგაზრდისკენ
შემობრუნდა, ნანახმა იმდენად გააკვირვა, რომ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,
ასფალტზე დაეცა და ნაწილებად დაიშალა.
__ კი, მართლა მე ვარ. __ ჩამწვარი სიგარეტი შორს მოისროლა და ხელები
გაშალა, __ არ მომესალმებითი __ თეკომ თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება ვეღარ
შესძლო, ჩუმად აქვითინდა, გიოსკენ გაიწია და მხურვალედ ჩაიკრა გულში,
იგივე მოიმოქმედა სალიმაც.
__ შეცვლილხართ! __ გიომ ჯერ თეკო შეათვალიერა, მერე სალომე. __ ორივე
უფრო გალამაზებულხართ! __ ცოტა ხანს გაჩერდა. __ ორივეს გილოცავთ ჩაბარებას,
სასწავლებელიც ისე დაგემთავრებინოთ როგორც სკოლა დაამთავრეთ, წარმატებით!
მართალია მოგვიანობეით, მაგრამ იმედია მაპატიებთ, უფრო ადრე ვერ
მოვახერხე. __ გიომ მისთვის მისთვის აქამდე უცნობი გოგოებისკენ გადაიტანა მზერა. __
თქვენს დაქალებს არ გამაცნობთი
__ ეს ანია, __ თეკომ ხუჭუჭა, ქერა თმიან გოგოზე მიანიშნა, __ ეს კი მაკა.
__ მის უკან მდგომ შავთმიან და ცისფერთვალება გოგოზე მიუთითა.
__ სასიამოვნოა! __ გიომ ჯერ ერთს, მეერე მეორეს ჩამოართვა მორიდებით
ხელი, __ მე გიორგი ვარ! __ მერე თეკოს შეხედა და ჰკითხა, __ სახლში აპირებთ
წასვლასი __ თეკომ თანხმობის ნიშნად, თავი დაუკრა. __ მაშინ, თუ
წინააღმდეგი არ იქნებით, გაგაცილებთ.
__ კაი. __ თეკომ მკლავი მკლავში გაყარა და გასასვლელისკენ გაემართა. __
დიდი ხანია არ მინახიხარ და ჩემთვის ბევრი რამის ახსნა მოგიწევს! __ თეკომ
გაბრაზებული ბავშვის სახე მიიღო და მუცელში, იმის ნიშნად რმ მასზე მართლა
ნაწყენი იყო, მუშტი წაჰკრა, გიოს გაეცინა.
__ რა არის ასახსნელი, არც არაფერი. ეს წლებიც ისეთივე ცარიელი და არაფრის
მომტანი იყო, როგორც სხვა დანარჩენი! __ გიო გაჩერდა და უკან ჩამორჩენილ
გოგოებს თვალი შეავლო, __ მოიცა დაველოდოთ, სირცხვილია. __ ჯიბიდან
სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
__ შეცვლილხარ გიო. ამას სერიოზულად გეუბნები. შენში ვეღარ ვხედავ იმ
მხიარულ ბავშვს, რომელსაც სამი წლის წინ ვიცნობდი. __ თეკომ ბოლო სიტყვები
დანანაბით ჩაილაპარაკა. ამასობაში უკან ჩამორჩენილი გოგოებიც წამოეწივნენ და
გზა განაგრძეს.
__ ის გიო, ვისაც შენ იცნობდი, წელიწად ნახევრის წინ წარსულს ჩაბარდა,
მოკვდა და უცხო მიწაზე დაიმარხა, იქ სადაც უნდა დამარხულიყო.
__ სად იყავი ეს წლები, არსად რომ არ ჩანდიი __ სალომეს ხმა, გიომ მთელი
ამ დროის განმავლობაში პირველად გაიგო.
__ წელიწად ნახევარი აქეთ-იქით ხეტიალში გავატარე. ყველაფერი კი იმთ
დაიწყო, რომ ღამე გზა აბნეული მე და ჩემი ძმაკაცი, ნასვამები ვიღაცის მანქანაში
აღმოვჩნდით. მეორე დღეს კი ყველასთვის მოულოდნელად, სომხეთში ამოვყავით
თავი. ფული კაპიკი არ გვქონდა, იმ კაცმა რომელიღაც სოფელში ჩამოგსვა და
წავიდა. ისიც კი არ ვიცოდით საიდან მოვედით და სად უნდა წავსულიყავით. ჩემს
ძმაკაცს ტელეფონი ჰქონდა, ის გავყიდეთ და იმდენი მოვაგროვეთ, რომ ერევნამდე
ჩავედით. სამუშაო ვიშოვეთ და ცოტა ფული ვიშოვეთ, სახლში დაბრუნებას ჯერ არ
ვაპირებდით. მერე გაგვაგებინეს, რომ რუსეთში უნდა გავეგზავნეთ სამუშაოთ,
ჩემმა ძმაკაცმა უარი თქვა და სახლში დაბრუნდა, მე კი დავთანხმდი. სამი თვე
სომხეთში, ექვსი თვე კი რუსეთში გავატარე. მერე იქიდან აფრიკაში
გაგვაგზავნეს, ხალხი უნდა მოგვეძებნა, იაფფასიანი მუშახელი. ასეთი ხალხი კი ბევრი
აღმოჩნდა იქ. მე ისეთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც რუსი ბიზნესმენები
ხალხს მუშახელის სახით "უკვეთავდნენ” და კაპიკების სანაცვლოდ, ოცდაოთხი
საათი ამუშავებდნენ, აფრიკელები კი ზედგამოჭრილი ხალხი იყო საამისოდ. ორი
თვე გავატარე აფრიკაში. ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდიოდი, ორი თვის მერე
უკან უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ მე აღარ მინდოდა უკან დაბრუნება,
გამომგზავრების წინა საღამოს გავიპარე და იტალიაში გადავედი. თერთმეტი თვე იყო
გასული რაც სახლიდან წავედი და ჩემი გაუჩინარების შესახებ, არავი არაფერი
იცოდა. არავისთან დამირეკია და არავის შევხმინებივარ, მაგრამ არცერთი
წუთით არ დამვიწყებია არავინ! არავისთან არ მინდოდა ურთიერთობა მქონოდა, რომ
ჩემში იმ "გიოს” მოკვლა მინდოდა, რომელსაც თქვენ იცნობდით. შვიდი თვის
მერე, იტალიიდან საფრანგეთში გადავედი, "გიოც” იქ მოკვდა და იქვე დავასაფლავე,
ელიზეს მინდვრებზე, ეიფელის კოშკის ძირში. იქ სადაც ყველაზე ბედნიერი
ხალხი იყრის თავს, იქ სადაც ყველა ნახავს მის საფლავს, იქ სადაც მსოფლიოში
ყველაზე დიდი და ძლიერი სიყვარული სუფევს. ეს ის ადგილია სადაც "გიო” წყნარად
იქნება, გაიგებს ნამდვილი სიყვარულის ფასს. მის საფლავზე, რამდენიმე ენაზე
წარწერა გავაკეთებინე და ზედ მისი დაწერილი რამდენიმე ლექსი დავაწერე. ის
თავისებური ადამიანი იყო, თავის გენია ჰქონდა, თავისებურად აზროვნებდა.
ამიტომ იყო, რომ ამ ქვეყნად ვერავინ ვერ გაუგო. !
ამბობენ,
ადამიანი გენიოსი მისი სიკვდილის მერე ხდება და მის ნიჭს მერე აფასებენ,
ვიდრე მისივე სიცოცხლეშიო. გავა დრო და ოდესმე ალბათ კიდევ დავბრუნდები
"გიოს” საფლავზე, გავიგებ, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა ლექსებმა
ხალხზე და მერე შევაფასებ, ის მართლა გენიოსი იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა
მას უდიდესი სიყვარულის ნიჭი, რამაც სიკვდილის პირას მიიყვანა. __ გიო ცოტა
ხანს გაჩერდა, ჩამწვარი სიგარეტი გადააგდო და კოლოფიდან ახალი ღერი
ამოაძვრინა. __ მისი დასაფლავების დღეს, ჩემთან ერთი მოხუცი კაცი მოვიდა. ჭაღარა
თმა და ჭაღარა წვერი ჰქონდა. თავიდან ისიც ჩვეულებრივი ტურისტი მეგონა.
დღესაც არ ვიცი ვინ იყო და საიდან გაჩნდა იქ, მაგრამ რაც იმან მითხრა
არასდროს დამავიწყდება. "გიო” დავასაფლავე დ აუკან დაბრუნებსა ვაპირებდი, მაშინ
გამომეცხადადა, ქართულად მკითხა, რით დაიღუპაო. გამიკვირდა, მაგრამ
ყურადღება არ მიმიქცევია, ვიფიქრე ქართველია, ჩემი ლაპარაკი მოისმინა და ჩემი
ამბის გასაგებად მოვიდა მეთქი. ვუპასუხე სიყვარულმა დაღუპა და აქ სწორედ
მაგიტომ ვასაფლავებმეთქი.
მკითხა დარწმუნებული ხარო, ვუპასუხე კი მეთქი, მერე მითხრა,
"ელიზესმინდვრები, ეიფელის კოშკი, ეს ის ადგილია სადაც სიყვარულის, ამ დიდ გრძნობის
მთავარი ხაზი გადის, სიყარული კი ძალაა, რომელიც ...მიწას იჭერსო!” მერე
გაჩერდა, შემობრუნდა, თვალებში ჩამხედა და განაგრძო, "ელიზეს მინდვრები,
მთელს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია სადაც სასწაულები ხდება, სადაც მკვდრეთით
აღსდოგა შესაძლებელია და ამას ვიღაცის მონაჭორს კი არ გეუბნები, არამედ
იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მაგრამ ამისთვის ის ადამიანი მართალი და
წრფელი სიყვარულით უნდა იყოს მკვდარი. მე ვერ შეგპირდები, რომ ეს
აუცილებლად მოხდება და ის აუცილებლად გაცოცხლდება, ის შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ
ეს ერთადერთ შემთხვევაში მოხდებაო!” შებრუნდა და წავიდა, ვკითხე რა
შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს მეთქი, მიპასუხა, " გავა დრო და მიხვდებიო!”
ამის მერე ის კაცი აღა მინახავს. ამ ამბის მერე, საფრანგეთში ვეღარ შევძელი
გაჩერება, ისევ იტალიაში დავბრუნდი. იქ ერთმა ქართველმა კაცმა შემიფარა.
საკუთარი ღვინის ბიზნესი ჰქონდა. წელიწადზე მეტი იქ ვიყავი, მერე
საქართველოშიც წამოიწყო ღვინის ბიზნესი და მე აქ გამომგზავნა, თვითონ კი ისევ იქ
დარჩა. ორი თვეა რაც ჩამოვედი. რაღაც პრობლემები მქონდა და მხოლოდ დღეს
მოვიცალე თქვენთან შესახვედრათ! __ გიომ საუბარი დაასრულა. __ ჩემზე ამდენი რამ
მოგიყევით, ეხლა ცოტა თქვენზეც მიამბეთ, როგორ... __ ამასობაში სალომეს და
თეკოს სახლს მოახლოვებოდნენ. გიომ სალომეს სახეზე ცრემლები შეამჩნია და
გაკვირვება არ დაუმალავს. __ სალომე რატომ ტირიხარი __ მაგრამ სალომეს ხმა
არ გაუცია, თვალებზე ხელები აიფარა და სადარბაზოს კიბეებს აუყვა.
__ სალომე... __ გიოს უნდოდა უკან გაჰყოლოდა, მაგრამ თეკომ არ მისცა ამის
საშუალება.
__ შეეშვი გიო, არ ღირს უკან გაყოლა. __ თეკომ მკლავში ხელი მოჰკიდა. გიო
გაჩერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ნერვიულად ათამაშებდა თითებში
ჩარჩენილ ამწვარ სიგარეტს.
__ კაი. იქნებ შესძლო და დააწყნარო. მე ამ გოგოებს გავაცილებ და წავალ. __
გიო ისევ გაჩერდა, თავი ზევით ასწია, თეკოს თვალებში ჩახედა და ჰკითხა, __
იქნებ არ იყო საჭირო თქვენს ცხოვრებაში ჩემი ხელახლა გამოჩენაი
__ რა სისულელეა... ეგ აზრი ამოიგდე თავიდან. შენ ყოველთვის სასურველი
სტუმარი ხარ ჩვენს ოჯახში, აი ნახავ ...ჩემსაც როგორ გაუხარდება შენი
დაბრუნება. __ თეკომ გოგოებს შეხედა და განაგრძო, __ ამ გოგოებს მიცილება აღარ
სჭირდებათ, ისინიც აქ ცხოვრობენ. __ მადლობა გადაუხადა მოცილებისთვის,
დაემშვიდობა და ისიც კიბეებს აუყვა, მაკამ და ანიმაც მადლობა გადაუხადეს,
დაემშვიდობნენ დასახლისკენ შებრუნდნენ, გიოს გულში კი მიძინებულმა გრძნობამ
დაიწყო ხელახლა გამოღვიძება, რაც შიშის ზარს სცემდა.

* * * * * * * * * *
ამ ამბის მერე, გიო ისევ გაუჩინარდა. თითქმის სამი თვე იყო გასული, ის
კი არსად ჩანდა. იმ დღეს ისე მოულოდნელად გამოჩნდა და გაუჩინარდა სალომეს
ცხოვრებაში, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. მაგრამ სალომე იმედს არ ჰკარგავდა
და ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ გიო კიდევ დაბრუნდებოდა და იმ დღეს ყველა
ტანჯვას ბოლოს მოუღებდა, ან პირიქით, ყველაფერი გაუარესდებოდა. ყოველ
შესვენებაზე, გარეთ გამოსული, პირველი იმ სკამისკენ იყურებოდა, სადაც სამი თვის
წინ მოულოდნელად გამოჩენილი გიო იჯდა. დღის ბოლოს სახლისკენ მიმავალიც
იმაზე ოცნებობდა, რომ აუცილებლად გამოჩნდებოდა, გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა,
რომ სიგიჟემდე უყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე აღარ შეეძლო და ბოლოს
მოუღებდა მის ტანჯვას, მაგრამ უშედეგოდ, გიო არსად ჩანდა. სახლში მისული კი
ოთახში იკეტებოდა და საათობით ტიროდა.
იმ დღეს სალომე ცუდათ გახდა, ნერვიულობას გაციებაც დაემატა და
წამოდგომა და სასწავლებელში წასვლა ვეღარ შესძლო. თეკომ წასვლისას დის ოთახში
შეიარა, დაემშვიდობა და წავიდა. ერთ-ერთ შესვენებაზე გარეთ გამოსული
დაქალებთან საუბრობდა, როდესაც მასთან მისი კურსელი, ვაჟა გუჯეჯიანი მივიდა.
__ თეკო, შენთან სალაპარაკო მაქვს!
__ მაპატიე ვაჟა, დღეს არ შემიძლია. გპირდები ხვალ, ან ზეგ აუცილებლად
შეგხვდები და რაზეც გინდა იმაზე ვისაუბროთ.
__ შენ არავინ გეკითხება! წამხვალ და ვილაპარაკებთ, ისედაც დიდი ხანი
გელოდე. __ ვაჟა თეკოს უარმა აშკარად გააღიზიანა.
__ არა ვაჟა, დღეს არა, ხომ გითხარი დღეს არ შემიძლია. ხვალ ან ზეგ
ვილაპარაკოთ.
__ ხვალ უკვე ჩემი ცოლი უნდა იყო! __ ვაჟამ ირონიულად ჩაიცინა, მერე ხელი
მაჯაში მოკიდა და გასასვლელისკენ დაუპირა წაყვანა.
__ ხელი გაუშვი! __ ზურგს უკან მკაცრი ტონით ნათქვამი სიტყვები ჩაესმა.
თეკოს ხელი გაუშვა და შემოტრიალდა. მის წინ სრულიად უცნობი მამაკაცი იდგა,
რომელსაც ყინულივით ცივი თვალები ჰქონდა
__ გიო აქ საიდან გაჩნდიი __ თეკოს გიოს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
__ შენ ვინ ხარი __ ვაჟამ უცნობი, გამომცდელი თვალებით შათვალიერა.
__ ეს პირველი და უკანასკნელი უნდა იყოს შენთვის! __ გიოს ხმის ტონი და
მზერა არ შეუცვლია.
__ შენ ვინ ხარ, ჩემს შეყვარებულთან შეხვედრა და საუბარი ამიკრძალოი...
ჩემი გოგოა და... __ ვაჟას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გიომ არ
დაასრულებინა.
__ შენი?... ხომ ვერ მეტყვი რომელ ლატარიაში მოიგეი იქნებ მეც გამიმართლოს
და მეც მოვიგო. __ გიომ ცინიკური მზერა ესროლა, ვაჟას არ ესიამოვნა მისი
დამცინავი ტონი და ხმას აუქია.
__ შენ აზრზე ხარ ვის ელაპარაკებიი... ეს გოგო მე მიყვარს და შენ არავი
გეკითხება მე როგორ მოვექცევი! __ ვაჟამ იმხელაზე იყვირა, რომ მთელს
სასწავლებელს მოედო მისი ყვირილი და სეირის მოყვარულებიც უმალ მოგროვდნენ. გიო
რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იდგა და გამყინავი თვალებით ბურღავდა
ვაჟას. ბოლოს, იმაში დარწმუნებულმა, რომ მისმა მზერამ რაღაც გავლენა
მოახდინა ვაჟას ფსიქიკაში, ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩუმად ჩასჩურჩულა.
__ არ ვიცი და არც მაინტერესებს ვინ ხარ! შენ ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი
მოკვდავი ხარ! __ ვაჟას, მისმა გამყინავმა ხმამ და არაპირდაპირმა მუქარამ
შიშის ზარი დასცა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაურბინა და შესამჩნევად
აკანკალდა. გიო თეკოს მიუახლოვდა, ხელი მოხვია და ხმამაღლა განაგრძო. __ ყველას
გასაგონად ვამბობ, ეს გოგო ჩემი დაა! დღევანდელი შემთხვევა პირველი და
უკანასკნელი უნდა იყოს, დღეის შემდეგ არავინ აღარ აწყენინოს თეკოს, სალომეს
და მათ მეგობრებს. მე ვერავის დავუშლი მის შეყვარებას და მასთან სიახლოვეს,
მაგრამ არა ისე, როგორც ვაჟა ცდილობდა მისი სიყვარულის მოპოვებას, ეს
ყველას ძვირად დაგიჯდებათ! __ ბოლო სიტყვები კბილებს შუა გამოსცრა. ამ
სიტყვებმა ყველა მიახვედრა, რომ მისი ნათქვამი ანგარიშგასაწევი იყო და ამ
სიტყვების უკან, უდიდესი ძალა იმალებოდა. იქ შეკრებილ ახალგაზრდებს თვალი შეავლო
და ყველას გასაგონად იკითხა, _ ყველაფერი გასაგებიაი __ მაგრამ ხმის
ამოღება ვერავინ ვერ შესძლო. __ ამბობენ, დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ესეიგი
ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, ძალიან კარგი. __ მერე შებრუნდა, ვაჟას
მიუახლოვდა და უთხრა. __ შენ დღეს იმან გადაგარჩინა, რომ არ ვიცი, თეკოს
უყვარხარ თუ არა, ამიტომაც დამთავრდა შენთვის ყველაფერი სასიკეთოდ. __ გაჩერდა
და სიგარეტს მოუკიდა. თეკოს შეხედა, რომელიც მათგან მოშორებით იდგა და
მათი საუბარი არ ესმოდა. რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა, მერე ვაჟას შეხედა
თვალებში და განაგრძო, __ მე შემიძლია ამ ამაბავს აქვე დავუსვა წერტილი და
საბოლოოდ ჩამოგაშორო მას, მაგრამ არა! ერთ შანსს მოგცემ შენი შეცდომის
გამოსასწორებლად, ამას როგორ მოახერხებ, შენ უნდა მოიფიქრო! არამგონია თეკოს
უყვარდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს არ გეტყოდა საუბარზე, და თუ მართლა
არ უყვარხარ, ის არც არასდროს შეგიყვარებს. ამიტომ გირჩევ დაანებო თავი,
დაივიწყე! ეს შეიძლება ისევ შენთვის აღმოჩნდეს დამღუპველი, მეორედ ერთ
მაღალ სიტყვასაც აღარ შეგარჩენ... წადი! __ გიომ საუბარი დაასრულა, შებრუნდა
და თეკოსკენ გაემართა. ვაჟა რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად უყურებდა
თეკოსკენ მიმავალ გიოს, მერე შებრუნდა და წავიდა.
თეკოს, გიოს სახის დანახვისას გაკვირვება არ დაუმალავს. ის გიო,
რომელიც რამდენიმე წუთის წინ, გაქვავებული სახით და გამყინავი მზერით იდგა მის
წინ, სადღაც გამქრალიყო. მის თვალებში მრისხანება სევდას და ნაღველს
შეეცვალა.
__ მთელი ჩემი ცხოვრება, "ნაძალადევი” სიყვარულის წინააღმდეგი ვიყავი,
ამიტომაც გავქრი სალომეს ცხოვრებიდან. __ გაჩერდა, თეკოს თვალებში შეხედა და
კითხვით მიმართა, __ გიყვარსი
__ არა, რა სისულელეა. უბრალოდ მეგობრები ვიყავით. ორი თვის წინ მითხრა
მიყვარხარ და შენიდანაც იგივე უნდა მოვისმინოო. ვუთხარი, როგორც მეგობარს,
გაფასებ და პატივს გცემე მეთქი, მაგრამ როგორც ასეთი, მიყვარდე, ან რაიმე
იმედი მოქცე, მომავალში შეგიყვარებ, მაგის იმედი ნუ გექნება მეთქი.
__ რა რეაქცია ჰქონდაი
__ გაიცინა და მითხრა, შენ არავინ გეკითხება გიყვარვარ თუ არა, მთავარია
მე მიყვარხარო. მერე ისიც მითხრა, შენ მარტო ჩემი ხარ და ჩემი გახდებიო,
ვიფიქრე ხუმრობსმეთქი, მაგრამ... __ თეკოს აღარ დაუმთავრებია.
__ ნუ გეშინია. ესეთი რამ, დამიჯერე მომვალში აღარ განმეორდება. თუ
განმეორდა, იცის რაც მოუვა. მიხვდა, რომ არ ვხუმრობ! __ გიო გაჩერდა, თეკოს
შეხედა და უთხრა, __ თეკო სალაპარაკო მაქვს.
__ წამოდი სკამზე ჩა,ოვსხდეთ. __ თეკო შებრუნდა და ხის ქვეშ მდებარე,
გრძელი სკამისკენ გაემართა. __ გისმენ!
__ თეკო, სასწაულების გჯერავსი __ თეკომ პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა. __
არ გჯერავს ხოი... აქამდე არც მე მჯეროდა, მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა, რომ
მინდა, არ მინდა უკვე მჯერავს.
__ აღარ იტყვი რა მოხდაი __ თეკოს ასეთი საუბრის დაწყება არ მოეწონა. ვერც
იმას ხვდებოდა რის თქმა უნდოდა ამით. გიომ თავი ძირს დახარა, არაფრის
მთქმელ მიწასა ჩააშტერდა და განაგრძო.
__ გახსოვს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, რომ მოგიყევი ჩემი აქეთ-იქით
მოგზაურობის ამბავიი __ თეკოს შეხედა, მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. __
ის თუ გახსოვს "გიოს” სიკვადილს ამბავი რომ მოგიყევიი __ თეკომ ამჯერადაც
თავი დაუქნია. __ მაშინ ვთქვი, "გიოს” დაკრძალვის დღეს, უცნობი კაცი მოვიდა
და მითხრა, რომ შესაძლებელი იყო მისი მკვდრეთით აღსდგომა, და ეს ერთადერთ
შემთხვევაში მოხდებოდა. მას მერე თითქმის ორი წელი გავიდა და მხოლოდ ეხლა
მივხვდი, რას შეეძლო მისი გაცოცხლება. ეს მაშინ მოხდებოდა, როცა "გიო”
იგრძნობდა ნამდვილ სიყვარულს, სიყვარულს მაგრამ არა რიგითი გამვლელის, არამედ
სიყვარულს იმის, ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, და შენ კარგად იცი ვინც
არის ეს ადამიანი! __ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და განაგრძო. __ ის
გაცოცხლდა, გაცოცხლდა მხოლოდ იმიტომ, რომ მან იგრძნო იმ ადამანის
სიყვარული, სხვა შემთხვევაში ის ვერ გაცოცხლდებოდა!
__ როგორც მივხვდი, "გიო” რომელიც შენ პარიზში დამარხე, შენი სიყვარული
იყო. სახელი "გიო” კი პირობითად დაარქვიი __ გიოს არაფერი უპასუხია, მაგრამ
თეკოსთვის ყველაფერი ნათელი იყო. __ რა იცი რომ გაცოცხლდაი
__ ვიცი თეკო, ვიცი. ის ისევ ჩემშია, ისევ მღრღნის შიგნიდან, მოსვენებას
არ მაძლევს. არ შემიძლია იმის ენით გადმოცემა, რასაც განვიცდი... ეს
სასინელებაა, და ამ დროს სასიამოვნოც...
__ რატომ არ ეუბნებიი ან ის რა იყო, მოჩვენებასავით რომ გამოჩნდი და გაქრი
ისევი
__ ჩვენი ბოლო შეხვედრის მერე, აღარ ჩავთვალე საჭიროდ გამოჩენა... აღარ
მინდოდა მისთვის გული მეტკინა...
თეკოსთან საუბრის შემდეგ, თითქმის სამი კვირა იყო გასული. თბილისში
ციოდა და საშინლად წვიმდა. გიო თბილისიდან სოფელში აპირებდა დაბრუნებას. ის
იყო რუსთაველის უკან მოტოვებას აპირებდა, რომ საპირისპირო მხრიდან მომავალი
სალომე შენიშნა. მანქანის სარკეში გაიხედა, უკნიდან მანქანა არ მოსდევდა,
არც საპირისპირო მხრიდან იყო მოძრაობა. გაზის სატერფულს ბოლომდე დააწვა და
მანქანა საბურავების წივილით მოსწყვიტა ასფალტს, ადგილზე რკალი შემოხაზა
და საპირისპირო მიმართულებით გაუყვა გზას.
სალომეს, მუქი ლურჯი "ბმვ”-ს დანახვამ, რომელიც მის ფეხებთან გაჩერდა,
შიში მოჰგვარა, მაგრამ მას შემდეგ რაც მანქანიდან გიო გადმოვიდა, შიში
სიხარულმა შეცვალა.
__ სალი, ამ წვიმაში აქ რას აკეთები __ გიომ მანქანის კარები გახსნა და
მანქანაში ჩასვა, მერე თვითონაც მანქანას შემოუარა და საჭეს მიუჯდა.
__ მასწავლებელთან ვიყავი. ხომ იცი თუ არ ისწაცლი, დღევანდელ ცხოვრებაში
ძნელია რამეს მიაღწიო. __ მანქანის სალონში გამეფებულმა სითბომ და მყუდრო
გარემომ, სასიამოვნო შეგრძნება მოჰგვარა. გიომ მანქანის ძრავა ჩართო და
სალომეს სახლისკენ გაემართა.
სახლამდე მისვლას, თითქმის თხუტმეტი წუთი დასჭირდა. მთელი ამ დროის
განმავლობაში, ხმა არცერთს არ ამოუღია. ერთმანეთისთვი ბევრი რამ ჰქონდათ
სათქმელი, მაგრამ ვერცერთი ვერ ახერხებდა საუბრის დაწყებას. მანქანა კორპუსს
მიუახლოვდა და სადარბაზოსთან შეჩერდა. წვიმამ უფრო მოუმატა და მსხვილი
წვეთებით ეხეთქებოდა მანქანის მინას.
__ მოიცადე, ცოტა გადაიღოს და მერე აგაცილებ სახლში, ეხლა დასველდები. __
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მაგრამ გადაიფიქრა მოწევა, სალომეს შეწუხებას
მოერიდა. გრძნობდა ეხლა საუკეთესო დრო იყო ყველაფრის სათქმელად და
გასარკვევად, მაგრამ საუბრის დაწყებას ვერ ახერხებდა. ბოლოს მანქანის მინას
შეხეთქებულ წვიმის წვეთებზე შეაჩერა მზერა და დაიწყო. __ იცი რატომ წვიმს ესე
ძლიერადი... იმიტომ, რომ ზეცას პირი არა აქვს და თავის სათქმელს წვიმის
წვეთებით გვეუბნება, წვეთებით რომელიც მისთვის ცრემლებია. ხედავ დღეს ძალიან
წვიმს, ზეცა ბევრ ცრემლ ღვრის, ესეიგი სადარდებელიც ბევრი აქვს.
__ შენ გააქვს სათქმელი? __ სალომემ ეს სიტყვები ისე წარმოსთქვა, არც
დაფიქრებულა, მაგრამ არ უნანია, რადგან ისიც ხვდებოდა, ყველაფერი დღეს უნდა
გარკვეულიყო.
__ სალომე, გულახდილად მიპასუხე... გიყვარვარი __ გიო შებრუნდა და
თვალებში ჩახედა, თითქოს ცდილობდა მის თვალებში იმის დანახვას, რაც შემდგომში
საუბრის გაგრძელების საშუალებას მისცემდა. სალომე რამდენიმე წუთის
განმავლობაში ჩუმად უყურებდა გიოს თვალებში, მერე უკან გადაიწია, მანქანის სავარძელს
მიეყრდნო და აცრემლებული თვალები მოწმინდა.
__ კი გიო. სიგიჟემდე მიყვარხარ! __ გიო შებრუნდა და მანქანის სავარძელს
მიეყრდო, ნერვებს ვეღარ გაუძლო, კოლოფიიდან სიგარეტი ამოაძვრინა და
აკანკალებული ხელით მოუკიდა.
__ მე ვიცი, რომ შენ შეყვარებული არასდროს გყოლია, ჩემს გარდა. ის ბიჭიც,
პარკში რომ გამაცანი, შენი საუკეთესო მეგობარი იყო და არანაირი გრძნობა არ
გაკავშირებდათ ერთმანეთთან, მეგობრობის გარდა. დღემდე ვფიქრობ და ვერ
მივმხვდარვარ, რატომ მკარი ხელი? რაცომ მიეცი საშუალება ჩვენს შორის უსასრულო
ლოდინი ჩამდგარიყოი
__ მეშინოდა მაშინაც და ეხლაც მეშინია...
__ გეშინიაი... კი მაგრამ ვისი, ან რისი? __ გიოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა
შეიძლება ყოფილიყო სალომეს შიშის მიზეზი.
__ შენი დაკარგვის!
__ ჩემი დაკარგვისი __ გიო იმდენად გააოცა სალომეს ნათქვამმა, იფიქრა
მომესმაო. __ შენი საქციელით უკვე დამკარგე სამი წლის წინ, თუმცა დღემდე
გაუგებარია, რატომ და რისთვის, მითუმეტეს თუ გიყვარდი. დღეს კი მეუბნები
მეშინოდაო. მაშინ მეგონა ჩემი ავადმყოფობა იყო ჩვენი დაშორების მიზეზი, მაგრამ
ვიცი რომ გიყვარდი და ამის შესახებაც იცოდი, ამიტომ გამოვრიცხე ეგ ვერსია.
__ გიო გაჩერდა, ღრმად ამოისუნტქა და განაგრძო. __ სალომე, მინდა ვიცოდე
რეარული მიზეზი, რის გამოც ჩვენს სიყვარულზე უარი სთქვი, რამ შეგაშინაი
სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ჩუმად და ძალას იკრეფდა, რომ
ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა. გიო მოთმინებით ელოდა როდის დაიწყებდა
საუბარს და ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ხვდებოდა რაღაც სერიოზულის სათქმელად
ემზადებოდა და ძალას არ ატანდა.
__ ვიცი ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც დღეს ჩემგან მოისმენ, შეიძლება კვლავ
დაგკარგო, ოღონდ ამჯერად სამუდამოდ, მაგრამ მაინც გეტყვი, აღარ შემწევს
ძალა ამხელა ტვირთის სათრევად. უნდა მოვიხსნა, თორემ ვგრძნობ აღარ შემიძლია.
__ გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო. __ გახსოვს ჩვენს დაშორებამდე
ხუთი თვით ადრე ცუდათ რომ გავხდიი __ გიოს რამდენიმე წამი დასჭირდა იმ
დროის აღსადგენად, როცა სალომე თითქმის ერთი თვე სახლიდან არ გამოსულა,
საწოლს იყო მიჯაჭვული და ექიმი გატოკებასაც კი უკრძალავდა.
__ კი...
__ გავცივდი და საწოლად ჩამაგდო. თავიდან უბრალო გაციება მეგონა და
ვფიქრობდი გამივლიმეთქი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. ორი კვირის
შემდეგ უფრო დავსუსტდი,

გავცივდი და საწოლად ჩამაგდო. თავიდან უბრალო გაციება მეგონა და
ვფიქრობდი გამივლიმეთქი, მაგრამ ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. ორი კვირის
შემდეგ უფრო დავსუსტდი, იძულებული გავხდი ექიმს გავესინჯე. სახლში მოსულმა
ვერაფერი გამიგო, საავადმყოფოში დაწოლა და გამოკვლევების ჩატარება მირჩია,
დედაჩემიც დაჟინებით მოითხოვდა ამას. ანალიზების პასუხში საგანგაშო და
სიცოცხლისთვის საში არაფერი ყოფილა, მაგრამ იყო ის, რამაც შენი თავი ერთხელ
უკვე წამართვა და შესაძლოა მეორედაც იგივე მოხდეს. __ სალომე გაჩერდა,
უჭირდა ყველაზე მთავარი ეთქვა გიოსთვის. შესაძლებელი იყო ბოლო წამებს ატარებდა
მასთან და ცდილობდა რაც შეიძლება გაეწელა ეს დრო. გიომ ნიკაპზე ხელი
მოჰკიდა, თავი ზევით ააწევინა, თვალზე მომდგარი ცრემლი თბილი ხელისგულით
მოსწმინდა და ჰკითხა.
__ რა არის სალო, რა არის ისეთი რის თქმასაც ვერ ბედავი
__ გიო, მე შვილი არასდროს არ მეყოლება! __ სახე ხელებიდან გამოაცალა,
შებრუნდა და მანქანის მინას შეხეთქებული წვიმის წვეთებს მიაპყრო მზერა,
თითქოს ცდილობდა გაეგო რას დარდობდა ზეცა, რის გამოც ამდენ ცრემლს ღვრიდა. გიოს
გაეღიმა, მაგრამ სალომეს მისი ღიმილი არ დაუნახავს. სიგარეტს მოუკიდა,
რამდენიმე ღრმა ნაფასი დაარტყა და ჩამწვარი სიგარეტი, ოდნავ ჩამოწეულ
ფანჯარაში გადააგდო, მერე სალოსკენ შებრუნდა, ხელი მოხვია და გულში მაგრად
ჩაიკრა.
__ ჩემი სულელი გოგო, როგორ იფიქრე რომ ამის გამო შენზე უარს ვიტყოდი. ___
სალომეს მეტი აღარ უნდოდა, გიოს მკერდში თავჩარგული ხმამაღლა აქვითინდა და
ამდენი ხნის ნაგროვებ ცრემლებს გზა მისცა. __ იტირე სალი, იტირე. თურმე რა
ტვირთს ატარებდი მთელი ამ დროის განავლობაში, მე სულელი კი... __
სალომე რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ტიროდა, მერე მანქანის
სავარძელში გასწორდა და ცრემლები, ხალისგულით შეიმშრალა.
__ დაწყარდიი __ სალომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. __ რატომ არ
მითხარი მაშინვე, რატომ მოიქეცი ასეი
__ მეშინოდა გიო, მეშინოდა რომ ხელს მკრავდი და...
__ და თავს დამცირებულად იგრძნობდი, ამიტომ გადაწყვიტე მე მოგეშორებინე.
__ გიომ თავად დაასრულა სალომეს სათქმელი
__ არც ჩემთვის იყო ადვილი ამ გადაწყვეტილების მიღება. ამ ამბავმა იმდენად
დამაბნია, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობდი, ერთი რამის გარდა, თვალწინ მედგა
შენი სახე მას შემდეგ რაც ამ ამბავს გაიგებდი, მეგონა დამცინებდი,
დამამცირებდი და თოჯინასავით მომისრიოდი კუთხეში, რომელიც აღარ სჭირდებათ.
ჩემთვისაც არ იყო ამ ამბის გაგება ადვილი... მე შენი აზრი არ ვიცი და არც აქვს
ამის მოსმენას აზრი, შენ გინდა გიყვარდე, შენი ოჯახის წევრები არ...
__ სალომე დაწყნარდი და მომისმინე. შენ სამი წლის წინაც არ მომეცი შანსი,
შენ არც მაშინ მოგისმენია ჩემთვის, დღესაც იგივე მეორდება, შენი სათქმელი
თქვი და გაქცევას აპირებ. ნუთუ არ გაინტერესებს მე რას ვფიქრობ, რას
ვგრძნობ და რა ტკივილს განვიცდიი __ გიო გაჩერდა, ტუჩები შუბლზე მიადო და ნაზად
აკოცა, მერე თვალებში ჩახედა და განაგრძო. __ მე შენ სიცოცხლეზე მეტად
მიყვარდი და მიყვარხარ დღესაც. მე შენზე საყვარელი ადამიანი არავინ მყავს,
შენ ხარ ის ერთადერთი ადამიანი, ვისი ბედნიერებისთვისაც ყველაფერს
გავაკეთებ. მე არ ვიცი მიზეზი და არც მაინტერესებს რატომ არ გეყოლება ბავშვი, არ
გეგონოს ბავშვზე არ ვფიქრობ, ან ბავშვი არ მინდა, მაგრამ ჩემთვის ჯერ შენ
ხარ, მერე ბავშვი. ჯერ შენ მიყვარხარ და მერე ჩვენი შვილი მეყვარება.
ვხვდები რას გრძნობდი მაშინ და რას გრძნობ დღესაც, მაგრამ დამიჯერე ჩვენი
სიყვარული ყველაფერზე ძლიერი იქნება. თუ ჩემს სიყვარულს შენს გულში შეუშვებ,
დასთესავ და გაღვივებ, დამიჯერე ოდესმე აუცილებლად გამოიბამს ნაყოფს, რომელიც
ყველაზე ტკბილი და ყველაზე გემრიელი იქნება. თუ მიიღებ ჩემს სიყვარულს და
კიდევ ერთხელ ხელს არ მკრავ, ჩვენ ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ, არ
იარსებებს წინაღობა რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ... მე შენ მიყვარხარ,
ძალიან, ძალიან მიყვარხარ! იცოდე კიდევ ერთ უარს ვერ გადავიტან. მეც
პრობლემა მაქვს, დიაბეტი, მაგრამ მაინც გიყვარვარ და ხელი არ გიკვრია ჩემთვის,
იმიტომ რომ შენი სიყვარული ყველაზე ძლიერია, იმიტომ რომ გიყვარვარ! ჩვენ
ბედმა დაგვსაჯა ესეთები რომ დავიბადეთ, მაგრამ უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი
სიყვარული მასზე ძლიერია და მიუხედავად მისი ასეთი სასჯელისა, ჩვენ მაინც
ბედნიერები ვიქნებით! __ კოლოფიდან ახალი ღერი ამოიღო და მოუკიდა. __
ამბობენ სიყვარული ძალაა, რომელიც დედამიწას გარს არტყავს და იცავს
დაღუპვისგანო. შენ წარმოიდგინე, ყველა სულიერი თუ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს,
ერთმანეთისთვის ხელი რომ ეკრა, მსოფლიში მაცხოვრებელი ხალხის ერთი მეოთხედი
დასანიშნი და გასათხოვარი უნდა დარჩენილიყო, და იცი რა მოხდებოდა
მაშინი... დედამიწა დაიღუპებოდა, ხალხი გაწყდებოდა. მაგრამ მათ ერთმანეთისთვის
ხელი არ უკვრიათ, პირიქით, ერთმანეთს გაუგეს, დაოჯახდნენ და დღესაც
ბედნიერები არიან, იმიტომ რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, იმიტ!
ომ რომ მ
ათი სიყვარული ამ ქვეყნად ყველაფერზე ძლიერი იყო! __ გიოს რამდენიმე წუთის
განმავლობაში სალომეს თვალებისთვის თვალი არ მუშორებია და ხედავდა როგორ
აკიაფდა ნელ-ნელა მის თვალებში იმედი ცეცხლი.
__ მიყვარხარ გიო, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია. ერთი კვირის, ერთი თვის, ან
ერთი წლის შემდეგ რომ არ მოგინდეს ისეთ ქალთან ცხოვრება ვინც შვილს ვერ
გაგიჩენს, მერე, მერე რა მოხდება გიოი მაგასაც რომ თავი დავანებოთ, შენ
გინდა მთელი ცხოვრება უშვილოდ გაატაროი
__ არა სალო, მე დღესაც ამას გეუბნები, ხვალაც იგივეს გეტყვი, ერთი კვირის
შემდეგაც და ერთი წლის შემდეგაც! მე შენ მიყვარხარ, მე შენ მჭირდები, შენი
სიყვარული მჭირდება. ჩემთვის ჯერ შენ ხარ, მერე ყველა დანარჩენი. ჩვენ
შვილიც გვეყოლება! __ ჩამწვარი სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო და განაგრძო. __
თუ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე გვეყვარება, ჩვენ შევძლებთ კარგი მშობლები
ვიყოთ, რომელიმე უპატრონოდ დატოვებული ბავშვისთვის, რომელსაც სითბო,
მზრუნველობა და ჩვენსავით სიყვარული აკლია, ოღონდ უნდა დამპირდე, რომ სიცოცხლის
ბოლომდე გეყვარები!
__ შენ ამ ყველაფრისთვის მზად ხარი __ სალომე გიოს ნათქვამმა ცოტათი
დააბნია.
__ ოღონდ შენ მყავდე გვერდით და ყველაფრისთვის მზად ვარ!
__ ამას სერიოზულად ამბობ გიოი __ სალომეს თვალებში, სევდა სიხარულმა და
ბედნიერებამ შეცვალა.
__ მიყვარხარ სალომე, მიყვარხარ და უფლება არ მაქვს მოგატყუო და გული
გატკინო. __ გიო გაჩერდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო. გაეღიმა, მერე სალომეს
გამომცდელი თვალით შეხედა და ჰკითხა, __ გახსოვს სამი წლის წინ, ჩვენი ბოლო
შეხვედრისას გითხარი, როგორც შეყვარებულს ბოლოჯერ გხვდები და შენთან ერთი
სათხოვარი მაქვვსმეთქი, შენ მიპასუხე, ვიცი რაც უნდა მთხოვო და ნუ მთხოვ,
მაგ სურვილს მაინც ვერ შეგისრულებოი __ სალოს გაეცინა და თანხმობის ნიშნად
თავი დაუქნია. __ ხოდა დღეს როგორც შეყვარებულს, პირველად გხვდები და თუ
მართლა იცი რის თხოვნას ვაპირებდი, ეხლა გაქვს შანსი ამისრულო ჩემი
სურვილი. __ სალომე გიოსკენ გადაიწია, ბაგები გიოს ბაგებს შეახო და იგრძნო როგორ
მოუმატა გულმა ცემას, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობსო.
__ ღმერთო რა ბედნიერი ვარ და გთხოვ ამ ბედნიერებას ნუ წამართმევ. __
სალომემ თვალები დახუჭა და გიოს მკერდში მხურვალედ ჩაეკრა.
__ ნუ გეშინია, ჩვენ ამიერიდან ერთად ვიქნებით და... __ სალომეს ჩანთაში
მობილური აწკრიალდა, გიოს მკერდიდან მოშორდა, ჩანთაში სწრაფად მოძებნა
წითლად აციმციმებული მობილური და ეკრანს დახედა.
__ დედაჩემი რეკავს, ალბათ ნერვიულობს რომ დავაგვიანე.
__ მომეცი, მე ვუპასუხებ. __ სალომემ ტელეფონი უნებურად გაუწოდა, გიომ
ტელეფონი გამოართვა, მწვანე ღილაკს თითით დააწვა და ტელეფონი ყურზე მიიდო.
__ გისმენთ ქალბატონო მზია.
__ რომელი ხარი... სალომე სად არისი __ ტელეფონის მეორე მხარეს ქალის
შეშინებული ხმა გაისმა.
__ დამშვიდდით ქალბატონო მზია, მე გიორგი ვარ და სალომეც ჩემს გვერდითაა.
__ გიორგი როგორ ხარ შვილოი... შემეშინდა სალომემ რომ დააგვიანა და
ვიფიქრე დავურეკავ და გავიგებ სად არის მეთქი. როგორ არის, ძალიან ხომ არ
დასველდაი
__ ნუ გეშინიათ ქალბატონო მზია, კარგად არის, ისე რომ უკეთესს ვერც
ინატრებთ. დასველებით დასველდა, მაგრამ არა წვიმის წვეთებით, არამედ ბედნიერების
ცრემლებით.
__ რას ჰქვია ბედნიერების ცრემლებით, რეებს ლაპარაკობ შვილოი __ ქალბატონი
მზია ცოტათი დააბნიანია გიოს ნათქვამმა.
__ ქალბატონო მზია, რაღაც უნდა გითხრათ და ძალიან გთხოვთ, წინააღმდეგი ნუ
იქნებით, მაინც არაფერი გამოვა. __ გიო გაჩერდა, სალომეს შეხედა და
განაგრძო. __ მე და სალომე ჯვარს ვიწერთ! __ სალომე იმდენად გააკვირვა ამ
ამბავმა, ვერაფრის თქმა ვერ შეძლო.
__ რას ჰქვია ჯვარს იწერთი კი მაგრამ ჩვენ რომ არაფერი ვიცოდითი __
ქალბატონი მზია ცოტა ხანს გაჩერდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მერე შეშინებული
ხმით განაგრძო, __ არა არა, გამორიცხულია, არ არსებობს. მაპატიე გიორგი
შვილო, მაგრამ უადგილოდ ხუმრობ, თან... __ ქალბატონ მზიას კიდევ რაღაცის თქმა
სურდა, მაგრამ გიომ აღარ აცალა.
__ არა ქალბატონო მზია, მე არ ვხუმრობ. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ისეთი
სერიოზული, როგორიც დღეს ვარ. მე თქვენი შვილი მიყვარს, თქვენი შვილიც იგივეს
გრძნობს ჩემს მიმართ, თქვენც შესანიშნავად იციეთ ეს ქალბატონო მზია. ჩვენ
ისედაც დიდი დრო დავკარგეთ.
__ კი, მაგრამ შვილო შენ ბევრი რამ არ იცი, და რომ გაიგებ...
__ მაპატიეთ ქალბატონო მზია, მეორედ გაწყვეტინებთ სიტყვას.მე იმაზე მეტი
ვიცი ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე
და სალომეს ერთმანეთი გვიყვარს, დანარჩენი მომავალში მოგვარდება. ასე რომ
ქალბატონო მზია ზედმეტ ლაპარაკს აზრი არა აქვს, მაინც ვერ
გადაგვაფიქრებინებთ, ჩვენ დღეს ჯვარს დავიწერთ! თქვენგან კი გულითადი დალოცვის გარდა
აღარაფერს მოვისმენ. __ გიო გაჩერდ და ქალბატონი მზიას პასუხს დაელოდა.
ქალბატონი მზია კი ჩუმად იყო. უჭირდა ამის აღიარება, მაგრამ გრძნობდა, რომ გიო
არ ხუმრობდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და
უპასუხა.
__ როგორც ჩანს უძლური ვარ, ვერაფერს შევცვლი, მეტი გზა აღარ დამიტოვეთ..
ბედნიერები იყავით შვილებო სიცოცხლის ბოლომდე... __ თვალზე მომდგარმა
ცრემლებმა, მეტის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, მობილური მაგიდაზე
დაუდევრად მიაგდო, თვალებზე ხელები აიფარა და ჩვილი ბავშვივით აქვითინდა. გიომ
საუბარი დაამთავრა, მობილური სალომეს დაუბრუნა და ჰკითხა.
__ შენი მეჯვარე სად ცხოვრობსი
__ ვინი __ სალომეს ეგონა გიო ქალბატონ მზიასთან საუბარში ხუმრობდა,
ყოველშემთხვევაში შუაღამისას, თავსხმ აწვიმაში ჯვრისწერას არ ელოდა. __ გიო შენ
რა მართლა აპირებ ამის გაკეთებასი... შეხედე როგორ წვიმს, ამ შუაღამისას,
ესთ წვიმაში, ვინ დაგვწერს ჯვარსი... ა მე რატომ არ მეკითხები, იქნე არ
მოგყვებიი
__ მომისმინე სალომე, ჩვენ ისედაც ბევრი დრო დავკარგეთ. სამი წლის წინ
ყველაფერი რომ გეთქვა, როგორც დღეს მითხარი, დღეს შვილიშვილების პატრონი უნდა
ვყოფილიყავით. __ გიოს გაეცინა, მისი მხიარულება სალომესაც გადაედო და
გულიანად გაიცინა. იმ წუთში ისეთი ლამაზი მოეჩვენა, რომ გაიფიქრა, “ასეთმა
ლამაზმა და სრულყოფილმა ქალმა, ჩემნაირის შეყვარება როგორ შესძლოვო” __
მიყვარხარ სალომე მიყვარხარ და უშენოდ არცერთი წუთის გატარებას აღარ ვაპირებ,
რაც მთავარია, ქალბატონ მზიასგან ნებართვა აღებული მაქვს, შენი აზრი
ისედაც გასაგებია, თვალებზე გაწერია. __ გიო საჭეს მიუბრუნდა, ძრავა ჩართო და
უთხრა: __ შენი მეჯვარის მისამართი.....



№1  offline წევრი Ninuca)

კარგია ზაან <3 მაგრამ ვერ მივხვდი გაგრძელება კიდევ ექნება ამ ისტორას თუ დამთავრდა? :/

 


№2  offline წევრი ელიზბარი

Ninuca)
კარგია ზაან <3 მაგრამ ვერ მივხვდი გაგრძელება კიდევ ექნება ამ ისტორას თუ დამთავრდა? :/

სამწუხაროდ არაა

 


№3 სტუმარი tia

ძან მაგარია მაგას ქვია სიყვარული. ნამდვილი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent