შეშლილის დღიური
3 მარტი. წკაპ, წკაპ. წკაპ, წკაპ. ვიღვიძებ. გარეთ წვიმს. თვალები დახუჭული მაქვს მაგრამ ვხედავ, რომ სინათლე ანთია. ცეცხლისფერ ფონზე შავი წერტილები ქაოსურად მოძრაობენ. ვწევარ,მაგრამ რეტი მესხმის. ვცდილობ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორო. თვალებს ვახელ და ვცდილობ დავინახო სად ვარ. ჭერი თეთრია, ისევე როგორც კედლები. ალბათ იატაკიც თეთრია, შემოწმება მეზარება. თავი მტკივა. მინდა ხელი მივიტანი თავთან, მაგრამ რაღაც არ მიშვებს. ქვემოთ ვიხედები. დაბმული ვარ. გამარჯობა, მე დორი ვარ. გუშინ აქ მომიყვანეს ვიღაც ცისფერხალათიანმა ადამიანებმა. არ მინდოდა წამოსვლა. დედასთან მინდოდა, მამასთან და ჩემს პატარა ძამიკოსთან-პიტერთან. დედა მიკრძალავდა ხოლმე მასთან ახლოს მისვლას. მგონი ეშინოდა რომ რამეს ვატკენდი. მაგრამ მე მიყვარს პიტერი. დედაც მიყვარს. აქ გამომიშვა მაგრამ მაინც. არ მინდოდა წამოსვლა. ვიმალებოდი. მაგიდის ქვეშ ვიჯექი და თვალები მაგრად მქონდა დახუჭული. აქ ვიმალები ხოლმე როცა მაბრაზებენ. ვერ ვხვდები როგორ მპოულობენ, მე ხომ ვერავის ვხედავ ხოლმე. გუშინაც მიპოვეს. ვიღაცის უხეშმა ხელებმა ძალით გამომათრიეს სამალავიდან. ხელ-ფეხს ვიქნევდი, ვიღრინებოდი, უხეშხელებიანს ვკბენდი. მინდოდა თავი გამენთავისუფლებინა და დედასთან გავქცეულიყავი. დედა ტიროდა. პიტერიც. ვერ გავექეცი. უხეშხელებიანმა რაღაც დაიყვირა და პირბადიანმა ქალმა, დიდი, ხის ჩარჩოიანი სათვალე რომ ეკეთა ნემსი ჩამარჭო. გარშემო ყველაფერი ბრჭყვიალა კარუსელს დაემსგავსა. ბოლოს მამას ხმა გავიგე- "დამშვიდდი ძვირფასო, ასეა ჯობებს. ნახავ მალე ჯანმრთელი დაგვიბრუნდება."- ვერ მივხვდი ვიზე ლაპარაკობდა. გავითიშე. ახლა ამ ოთახში ვარ. გვერდით ვიხედები და ჯოშს ვხედავ. ჯოში ჩემი მეგობარია. მიყვარს ჯოში. მას ყოველთვის ესმის ჩემი. როცა ცუდ ხასიათზე ვარ მოდის და მეთამაშება, ზღაპრებს მიყვება და მართობს. ყოველთვის უეცრად ჩნდება და ქრება. ცუდია რომ ვერავინ ხედავს ჩემს გარდა. მინდოდა დედასთვის გამეცნო ჯოში. დედას გაეღიმა როცა ვუთხარი რომ ოთახში ჯოში იყო, მითხრა რომ უნდა დამევიწყებინა თუმცა არვიცი ეს რას ნიშნავს. ჯოშს ვუთხარი ახლოს მოსულიყო და დედა გაეცნო. დედა შეშფოთდა. ვერ დაინახა. ჯოში გვერდით მიჯდება და სევდიანად მიღმის, არ ვიცი რა აწუხებს. ასეთი არასდროს მინახავს. ყოველთვის მხიარულია და სულ იცინის ხოლმე. მინდა ახლაც მეთამაშოს და მომიყვეს რამე მაგრამ ის უეცრად ქრება. -ჯოშ! ჯოშ სად მიდიხარ? დაბრუნდი ჯოშ- ვყვირი მთელი ხმით თუმცა ის არ ბრუნდება. კარები იღება და ხის სათვალიანი ქალი შემოდის. მიღიმის. მახინჯი კბილები აქვს, ფართო და წინ წამოწეული. მუცელში უსიამოვმოდ მიტრიალდება რაღაც. ხელში დიდი ნემსი უჭირავს და ჩემსკენ მოდის. -ძილის დროა პატარავ-მესმის და კივილს ვიწყებ. არ მიყვარს ნემსები. ვერ ვიტან ნებსებს. ვფართხალებ, ვცდილობ არ მოვუშვა ნემსიანი ქალი ჩემამდე მაგრამ არ გამომდის. ჩხვლეტას ვგრძნობ ხელზე. ფართოკბილებიანი გადის. ვითიშები... * * * 20 მარტი. პირველ დღეს რომ გავიღვიძე საწოლის გვერდით მაგიდაზე რვეული და კალამი დამხვდა. ახლა იქ ვწერ.იქნებ დრო გავიყვანო სანამ ჯოში მოვა.უკვე 17 დღეა აქ ვარ. ვერ ვიტან აქაურობას. სახლში მინდა. დედა, მამა და პიტერი მენატრება. აქ ყველაფერი ცუდია. ყველაფერი თეთრია. კედლები რაღაც რბილი ქსოვილებითაა დაფარული.კარი მუდამ ჩაკეტილია. ხშირად მიბრაზდებიან თუმცა არ ვიცი რას ვაშავებ. საჭმელი წყალწყალა და უგემურია. ოთახიდან მარტო მაშინ გავყავარ, როცა საჭირო ოთახში მინდა ან როცა უნდა მაბანავონ. მაშინაც უხეშხელებიანი არ მშორდება გვერდიდან. არ მიყვარს აქ ბანაობა. უხეშხელებიანი და ფართოკბილებიანი ყოველთვის მტკენენ. წყალი ძალიან ცხელია, ღრუბელი კი უხეში. საპონი თვალებს მწვავს პირსახოცი კანს მიხეხავს და სულ ვტირი. ამაზე ბრაზობენ და მეჩხუბებიან. გამშრალების მერე თეთრ ოთახში შევყავარ, ნემსს მჩხვლეტენ. ყოველდღე ერთი და იგივე მეორდება. ჯოში ისევ მოდის ჩემთან. თითქმის ყოველდღე. ყოველ მოსვლაზე უფრო ცუდად გამოიყურება. მგონი ნელ-ნელა გამჭვირვალე ხდება. ლაპარაკიც უჭირს. როცა ჯოშს ვახსენებ ცისფერხალათიანები მიბრაზდებიან და კიდევ სხვა ნემსს მიკეთებენ და რაღაც აბებს მასმევენ. წამალი მწარეა. წასვლა მინდა. სახლში მინდა. დამეხმარეთ ვინმე. * * * 2 აპრილი. 1 კვირაა ჯოში არ გამოჩენილა. საშინლად ვარ. აქამდე ასე არასდროს მოქცეულა. მიმატოვა. ვიცი რომ აღარ მოვა. ვგრძნობ. ბოლოს რომ იყო დამემშვიდობა. მითხრა, რომ არ უნდოდა წასვლა მაგრამ აიძულებდნენ. ვკითხე ვინ აიძულებდა მაგრამ არ მიპასუხა. სევდიანად გამიღიმა.გამჭვირვალე ხელით ჩემი გახუნებული ქერა თმა გადამიწია შუბლიდან და გაქრა... ვკიოდი. დაბრუნებას ვთხოვდი მაგრამ ის წავიდა. ოთახში სათვალიანი, უხეშხელებიანი და 2 სხვა ცისფერხალათიანი შემოცვივდნენ. მე ვფართხალებდი, გაქცევას ვცდილობდი,ჯოშს ვეძახდი საშველად მაგრამ ჯოში არ მოსულა. ცისფერხალათიანებმა ნემსი გამიკეთეს. უცებ ძლიერად ვუკბინე იმ ექთანს რომელსაც ვეჭირე. მეორეს ფეხი წვივში ჩავარტყი და ფანჯრისკენ გავიქეცი. რატომღაც მეგონა რომ ჯოში იქ იდგა. -არ იმოქმედა- გავიგე სათვალიანის კივილი. - ელექტროშოკი, სწრაფად- იღრიალა უხეშხელებიანმა. დამიჭირეს, საწოლზე დამაგდეს, ხელ-ფეხი შემიკრეს და რაღაც უცნაურ აპარატებზე შემაერთეს. აპარატმა საშინლად დაიწრიპინა და დაიწყო... აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი. გულისცემა ყურებში მესმოდა. ვგრძნობდი როგორ ეხეთქებოდა სისხლი კაპილარებს და სადაც იყო გახეთქავდა. მთელ სხეულში მოძრაობდნენ მუხტის ბასრი ნაწილაკები და ორგანოებს მიფლეთდნენ. ვხაოდი. ვევედრებოდი შეეწყვიტათ მაგრამ მაინც აგრძელებდნენ წამებას. ვხედავდი ცისფერხალათიანების მომღიმარ სახეებს და ყველა მძულდა. ექიმები, დედა, მამა, პატარა პიტერი და ჯოში. ჰოო ისიც მძულდა, რადგან მისი ბრალი იყო ყველაფერი. რაც ის გამოჩნდა მას მერე მექცეოდა უცნაურად დედა. მას მერე მერიდებოდა მამა. ამიტომ არ მაძლევდნენ პიტერთან მიახლოვების უფლებას. მის გამო გამომკეტეს აქ, ამ წყეულ თეთრ ოთახში. მძულდა ჯოში. მძულდა სამყარო. ორგანიზმი მეხლიჩება. ტვინი მიფეთქდება. ტკივილი, ზუზუნი, წრიპინი. სიბნელე... * * * 24 აპრილი უკვე 8 ჯერ მქონდა შეტევა და 8 ჯერ მატკინეს ასე აუტანლად. თმა გადამპარსეს- ასე დამსაჯეს ჯოშის ხსენებისთვის. თავიდან ვტიროდი. მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი. ჯოშს ვეძახდი. მერე შევწყვიტე. სულ ჩუმად ვარ მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობ როცა მეკითხებიან. ცისფერხალათიანებს ვუჯერებ და ისინიც აღარ მტკენენ. გუშინ სათვალიანმა მითხრა რომ თუ ასე გავაგრძელებ სახლში დამაბრუნებენ დედასთან. სახლში მინდა. კარგად ვიქცევი. "ჯოში არ არსებობს. ჯოში არ არსებობს" -ვიმეორებ მანტრას, რომელიც ცისფერხალათიანებმა ელექტროშოკით ჩამიბეჭდეს ტვინში და ვცდილობ არ ავკივლდე. ჯოშთან მინდა... * * * 6 მაისი. გუშინ უხეშხელებიანმა მითხრა, რომ სახლში დაბრუნება შემეძლო. არ ვიცი გამიხარდა თუ არა. უკვე მივეჩვიე აქაურობას. არც კი მახსოვს გარეთ რა ხდება. დედა და მამა მოვიდნენ და წამიყვანეს. ორივე შეშფოთებული მაგრამ ბედნიერი ჩანდა. ვერ მივხვდი რატომ. მთელი გზა მეხვეოდნენ და მკოცნიდნენ. მე კი ყოველი შეხება მტკიოდა. არაფერი მითქვამს. სახლში რომ მივედით დედამ პიტერს დაუძახა. პიტერმა დამინახა და ისტერიული ტირილი დაიწყო. ალბათ ვერ მიცნო. დედა მივარდა და დამშვიდება დაუწყო. მამამ ხელი მომხვია და ჩემი ოთახისკენ მიბიძგა. მარტო დავრჩი... * * * 18 მაისი. ვიცი რატომაც დაიწყო ტირილი პიტერმა. შეეშინდა. ჩემი შეეშინდა... ვერაფერს იტყვი. მართლაც საზარლად გამოვიყურები. ცუდად გადაპარსული თმა, ანორექსიულ სიგამხდრემდე მისული სხეული, ჩაცვენილი ლოყები, უსოცოცხლო ჩაშავებული თვალები, დახეთქილი და დალურჯებული კანი - ეს მე ვარ... სარკეში პირველად რომ ჩავიხედე შეტევა გამიმეორდა. მეგონა ისევ თეთრ ოთახში წამიყვანდნენ მაგრამ ისევ სახლში ვარ. ნემსი მამამ გამიკეთა და გავითიშე. ჩემი ოთახიდან და სააბაზანოდან სარკეები გაიტანეს... * * * 30 ივნისი. ოთახიდან თითქმის არ გავდივარ. არ მინდა პიტერი ისევ შევაშინო. დედა მეუბნება რომ უკეთ გამოვიყურები , მაგრამ მეშინია სარკეში ჩახედვის... * * * 7 ივლისი. ჯოში მენატრება... სიკვდილი მინდა... მტკივა...ყველაფერი მძულს...დამეხმარეთ.... * * * 17 ივლისი. ძველი ალბომი ვიპოვე. კარადის ყველაზე მიუწვდომელ ადგილას მიჩურთული. ვათვალიერებ. სურათებზე ძირითადად მე ვარ გამოსახული.ბავშვობა, სკოლა, უნივერსიტეტი. მე-მშობლებთან ერთად, მე-სკოლაში, მე-პიტერთან, მე-უნივერსიტეტში, მე და ჯოში... სხეული მიხურს, ყელი მიშრება, თავი მისკდება, თითქოს რაღაც ცდილობს ამოხეთქვას. სურათებს ვფურცლავ. მე და ჯოში-სახლში, მე და ჯოში-მეგობრებთან, მე და ჯოში-კარუსელზე, ჯოში იღიმის, ვიცინით, მკოცნის, მე და ჯოში კაბას ვარჩევთ, ბეჭედი, სისხლი... ვკანკალებ.. ტვინში აფეთქებები ხდება. თითქოს კინოფირი უკან დაატრიალეს და მახსენდება... კადრები, მოგონებები, ტირილი, ჯოში, სისხლი, საფლავი, ჯოში, ტკივილი,მე, ჯოში, სიკვდილი, ფსიქიატრიული, უხეშხელებიანი, სათვალიანი,მე, შეშლილი მე, ჯოში, ჯოში, ჯოში... ყველფერი ერთმანეთში ირევა. საბაზანო... სამართებელი... სისხლი...მე...ჯოში... ვკვდები... ჯოშთან მივდივარ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.