შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხეტიალე მუსიკოსი (სრულად)


13-01-2016, 19:57
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 11 406

იმ დღეს წვიმდა,წიმდა ნელა და წვიმდა საოცრად...იმ დღეს ის ტიროდა,ტიროდა,რადგან ....უბრალოდ რადგან..მან არ იცოდა რატომ ტიროდა..თითქოს ცხოვრება აღარ უნდოდა და თითქოს ვერ ხედავდა მიზანს...ის ყველაზე მარტოსული არსება იყო მთელ დედამიწის ზურგზე...მას წვიმაც კი მეგობრად ესახებოდა.
გოგონა არ იყო ლამაზი,მაგრამ ვერ ულამაზოს დავარქმევდით.მას არც დედა ჰყავდა და არც მამა,ობოლი იყო და ქუჩაში ცხოვრობდა,გიტარაზე დაკვრა იცოდა და ამით ირჩენდა თავს.ეს მას სიამოვნებას ანიჭებდა,იჯდა ხოლმე თავისთვის და უკრავდა..უხაროდა,რომ გამვლელი ხურდას უგდებდა,უხაროდა და ეღიმებოდა,ეღიმებოდა ყურებამდე...
უცნაური გრძნობებით ცხოვრობდა მერი,უხაროდა,ეღომებოდა,სტკიოდა,ტიროდა...განოიცდიდა ყველაფერს,მაგრამ მის სიმძაფრეს რეალურად მაინც ვერ აფასებდა...თითქოს არ ესმოდა,რომ ვერ დაეწეოდა ბედისწერას,უნდოდა ცხოვრება შეეცვალა,ბავშვობიდან ამაზე ოცნებობდა,მაგრამ არა...მას ეს არ გამოსდიოდა,მეტროში სიმღერა რას უშველიდა?!
მუდამასეიჯდა,სიცივეშიც და სიცხეშიც..ზაფხულში კვდებოდა ოფლის დენისგან,ზამთარში ეთოშებოდა ხელები,მათ იწყობდა გაცვეთილ ჯიბეებში,მაგრამ მაინც ვერ თბებოდა...
თებერვლის თვა იყო მაშინ,სეზონის შეუსაბამოდ წვიმდა და გარემო საკუთარ თავს არ ჰგავდა,ვერ მერი იყო ჩვეულად..იმ წამს მოზღვავებული ნოსტალგია ღიმილის საშუალებასაც არ აძლევდა.
ღამე იყო,9 საათი ხდებოდა,მას კი ცხრა ლარიც ვერ შეეგროვებინა..უხასიათოდ იჯდა და გამვლელებს აშტერდებოდა,იმედმიხდილს თვალებს აცეცებდა მათ ჯიბეებში,წარმოსახვაში მათში ძვრებოდა და ფულს იღებდა..
ისევ უკრავდა და რაღაცას ღიღინებდა,სიმღერის თავიც აღარ ჰქონდა...დედამისი გიტარისტი იყო და მან ასწავლა დაკვრა.

-დაგეხმარო...-ირონიით სავსე ხმა მოესმა და ბიიბუზა.უფრო შეცვივდა,როცა ბიჭის გაყინულ ცისფერ თვალებს წააწყდა,იმ წამს გაუყინა მერი,ცოტაღა აკლდა და ქვად იქცეოდა,ქანდაკება გახდებოდა..დაკარგავდა საკუთარ თავს.
-ჰო..-თავი დაუქნია,უხმოდ ჩაილაპარაკა გოგონა.მის ხმაში სასტიკი სასოწარკეთა გამოკვანძულიყო.
-არ ხარ მახინჯი-ჩაეცინა ბიჭს და გოგონა ისევ აათვალიერა,ისევ ჩახედა უჩვეულო ფერის მქონე თვალებში.
-რა იყი? რა გიკვირს?-მერი შეტევაზე გადავიდა.
-არაფერი..უბრალოდ რაღაცნაირი ხარ.
-გაიარე!-იხეშად უთხრა მერიმ და ფეხზე წამოდგა,თავშესაფრისკენ უნდოდა წასვლა.სადღაც გადაფარული ეპოვნა და იქ იმალებოდა ხოლმე გოგონა,იქ ემალებოდა წვიმასა და თოვლს,ქარსა და ქარვუქს..ემალებოდა,მაგრამ ზოგჯერ ვერც ემალებოდა ხოლმე.

გზაში დასველდა მერი,მაგრამ მაინც მალევე ჩაეძინა..რამდენ ხანს უოცნებია ოჯახსა და საკუთარ კერაზე,მაგრამ აუხდენელი ოცნებაა რაა! შენ,როცა სახლიც გაქვს და კარი,გირჩევნია იოცნებო იდეალური მამაკაცზე და არა უბრალოზე,გირჩევნია იოცნებო ზღაპრულ სამყაროზე და არა რეალურ ფარსებზე,მაგრამ მას არაფერი ჰქონდა..მას ნათესავებმა გაუყიდეს ბინა და შემდეგ მალევე გამოაგდეს..მერის არაფერი გააჩნდა,საკუთარი სიცოცხლის გარდა,იმ არსებობის გარდა,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამძიმებდა..რა იყო ამაში სასურველი?!
„ნეტავ სახლი მქონდეს..ნეტავ,ნეტავ...“-და მერე ვეღარ აგრძელებდა,აღარ შეეძლო მოენახა მისი აზრი..მისთვის ყველაფერი გაწყდა,ერთ გუნდად შეკრული აზრებიც კი გაეფანტა მერის..იჯდა თავისთვის,იჯდა და უყურებდა წვიმის წვეთებს..მალე უნდა გასულიყო სამუშაოდ,ისევ უნდა ეშოვნა ფული,უნდა ებრძოლა არსებობისთვის...
ზოგჯერ იმაზეც კი უფიქრია,რომ ეს ყველაფერი თავის მოტყუების გარდა ვერაფერს წარმოადგენდა,მაგრამ,მისდა გასაოცრად,რაღაც ძალა აიძუელბდა ამის კეთებას,აიძულებდა მუხტები,რომელებიც მასში დაბორიალობდნენ.

ქუჩაში გახვალ,თუ არა გული გწდება კაცს...ხედავს ღარიბ ხალხს,რომელიც უაზროდ მიყვება ბილიკს..ეს ყველაგერი გულში ჩამყოლი და ამაღელვებელია...უცნაურია,ადამიანს შენზე დაბლა მდგომი გეცოდება,მაღლა მდგომის კი-გშურს...
უცნაურია ეს ცხოვრება და საერთოდ ეს ყველაფერი ისეთი რთულია...

-ისევ შენ?-ახედე მაღალ ბიჭს.ეცნო მისი ცისფერი თვალები,ისინი ისევ ყინულივით იყო.
-მეცოდები..
-რა?
-ჰო,მეცოდები..
-ჰო,ჩემნაირი კიდე ბევრია,თუ ასეა,შენ კეთილი ყოფილხარ..ან გულჩვილი..-ხმა აუკანკალდა გოგონას.
-არა,მარტო შენ..თორემ სულ არ ვარ კეთილი.
-კარგია გულწრფელობა.
-ჰო,ასეა..
-მაშინ დამეხმარე ან გამეცალე,ვერ ხედავ ვუკრავ?-ხმას აუწია მერიმ და უჩვეულო ფერის თმა გვერდზე გადაიწია.
-მე..ფული რომ მოგცე,აღარ მომასმენინებ..აღარ დამაყენებ აქ..და შენ აღარ მესაუბრები!-სევდა იგრძნობოდი ბიჭის ხმაში.
-კაი რა..არ გესმის რა გითხარი?
-მითხარი რა გქვია.
გოგონას არაფერი უპასუხია და ბიჭმაც დატოვა ის ადგილი..არა,არ დაუტოვებია,უბრალოდ თვალს მიეფარა,რათა მერის არ დაენახა ის.
ბიჭი უჩვეულო რამეებს გრძნოდა..უნდოდა უფრო ახლოს გაეცნო გოგონა..რა უშლიდა ამაში ხელს? ახლა ის შეპყრობილი იყო ამ უმწეო არსებით,ამას ვერ აცნობიერებდა..დიახ,გაუცნობიერებლად მიიწევდა მისკენ ბიჭი...იმ წამს უნდოდა ქუჩის მაწანწალა ყოფილიყო,აღარ უნდოდა მაღალი ფენის წარმომადგენლობა,აღარც ფული აინტერესებდა,არც ის სამსახური,რომლითაც დილიდან საღამომდე კავდებოდა.

სამსახურის მერე მანქანას რუსთაველის მეტროსთან აჩერებდა და იმ ადგილას მიდიოდა,სადაც გოგონა უკრავდა ხოლმე..ზოგჯერ გამოელაპარაკებოდა ხოლმე მერის,ზოგჯერ კი უბრალოდ შორიდან შეავლებდა თვალს...იზიდავდა გოგონა,მასში სასტიკ ინტერესს აღძრავდა ეს უბრალო მაწანწალა მუსიკოსი..მოსწონდა მერი,ზოგჯერ აგიჟებდა კიდეც მისი დანახვა..გული წყდებოდა,რომ გოგონა ვერპოულობდა მასთან საერთო ენას...ეს სტკიოდა თედოს..

-როგორ ხარ?-გამოელაპარაკა მერის და საშინლად დააყარა.ეს გოგო მის სხეულზე ბატონობდა,მის გულს მართავდა..
-ვერ ხედავს..-ისევ აგდებული იყო მერის პასუხი.
-ასე რატომ მესაურები?
-სხვანაირად როგორ...შენ დამცინი გულში...მე ყველა დამცინის..
-რატომ გგონია ასე?
-ასეა..ვინ ვარ მე? შემომხედე ერთი..
-შენ შესანიშნავად უკრავ..
-ეს ჩემი არსებობის ერთადერთი გზაა.
-ასე ფიქრობ?
-მეორე აზრი არც მაქვს..-თავი გადააქნია მერიმ,ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაიხედე.
-საით?
-ჩემს ბუნაკში..-სევდიანად უპასუხა და გიტარა მხარზე გადაიკიდა.
-მეც მინდა წამოვიდე..
-რა შენც მაწანწალა ხარ?!-სიცილი აუტყდა მერის.
-მე შენ მაინტერესებ.
-რა იყო ნაძლევი წააგე...-სწრაფი ნაბიჯით გაეცალა მერი,არც თედო გაჰყოლია გოგონას..გაუშვა ის და გული ისევ ეტკინა..

თედო ცხოვრებას აგრძელებდა...ისევ ჩვეულებრივი რუტინით ცხოვრობდა,მაგრამ ის შეცვლილიყო,სულ მოწყენილი და სახეჩამომტირალი დადიოდა.ვერ ხვდებოდა რა იყო ამის მიზეზი,მაგრამ მაინც უნდოდა ჩაეხედა მერის გულში..უნდოდა,რომ მისი სული შეეცნო.

-რა გქვია?
-მერი..-იმ დღეს შეცვლილი ჩანდა გოგონა.
-მე თედო..უბრალოდ ვისაუბროთ კარგი?
-კარგი,რახან ასე გინდა..-დაემორჩილა გოგონა.
სიბნელე იყო,მხოლოდ მანქანების ზუზუნი ისმოდა..თითქმის სიწყნარე იყო,თითქმის მშვიდობა..თედოს გული ურიტმოდ ქცეულიყო,არღვევდა სიჩუმეს,არღვევდა და არ ემორჩილებოდა მას.
-მაწანწალა მუსიკოსი ვარ..-მერიმ სახეზე ხელები აიფარა..შერცხვა ბიჭის,რომელიც მის გვერდით ინჯდა,კარგად ეცვა და მას ესაუბრებოდა,განათლებული და წარმატებული იყო,მაგრამ მაინც მას ესაუბრებოდა,მაინც მერის ესაუბრებოდა...
-მისმინე...ჩვენს შორის ჩატეხილია ხიდი...მე ეს მაბრკოლებს,მერი...მაგრამ არ მინდა,რომ დამაბრკოლოს,არ მინდა,რომ შენთან ყოფნა არ შემეძლოა,არ მინდა რამე მაკავებდეს,გესმის?
-ძალიან კეთილი ხარ...თითქოს ჩემში იმედი ჩასახე...მე არ ვიცი რა გითხრა..
-უბრალოდ გაიღიმე...ღიმილი გიხდება,მერი!

იმ დღიდან სულ ესაუბრებოდა მერის,მუდამ ისხდნენ ხოლე ჩუმი ქუჩის ტროტუარზე და ერთმანეთის ხმით ნეტარებას განიცდიდნენ...ერთმანეთს ისე მიეჩვივნენ,რომ განუყოფელი ნაწილნი დარჩნენ...

-ლამაზი ხარ...-გოგონას თმებს მიაშტერდა თედო.
-მადლობ,თედო..-თბილად უპასუხა მერიმ.
-მომიყევი შენი ამბავი..
და გოგონამაც მოუყვა..

-მიყვარს შენი ხმა..მიყვარს,როგორ მღერი და მიყვარს,როგორც უკრავ..
-მაწითლებ..
-მათლაც ასეა..-ხელი წელზე მოხვია თედომ.
-თედო...მე არ ვიცი რა გითხრა..
-არცაა საჭირო...-ძლიერად ხვვედა ხელებს,მერის პატარა თავს მკერდზე იკრობდა და მისი სითბო მას გადაეცემოდა...ისინი სითბოებს ცვლიდნენ...

-მინდა,რომ აღარ უკრავდე მეტროში..
-კი,მაგრამ ეს ჩემთვის არსებობის ერთადერთი საშუალებააა.
-ადრეც გითხარი,რომ არაა..
-მეხუმრები,ჰო?-თავი გააქნია მერიმ.
-არა...მე მინდა,რომ ჩემთან იცხოვრო და მინდა,რომ ..უბრალოდ შენთან მინდა,არ ვიცი რა იქნება მერე,მაგრამ შენთან მინდა..
-ეს შენი ახირებაა..
-არაა.
-არის..
-იქნებ ეს სურვილია,რომელიც..
-არ ახსენო..
-რატომ?
-მიყვარხარ,სულელო..
-თედო..
-მითხარი,რომ შენც გინდა ეს..

-მიყვარხარ..
-მეც..-გოგონას თვალებიდან ცრემლები ჩამოსცვივდა.
-წამოხვალ..
-კარგი,მაგრამ..
-სიყვარულმა მაგრამ არ იცი..
-კარგი..-თავი დაუქნია გოგონამ და ბიჭის სიცოცხლით სავსე თვალებს თვალი გაუსწორა.

-ეს შენი ოთახი იქნება..
-მადლობა..
-მიყვარხარ...-ტუჩებზე ნაზად შეეხო თედო..
-მაკანკალებს..
-ბუნებრივია..-ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა ბიჭმა.

-აქ ყველაფერი საოცარია..
-მართლაც..მაგრამ შენ უფრო საოცარი ხარ..
-რა ვაკეთო?-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ჩემს კომპანიაში იმუშავებ..ასისტენტი მჭირდება და..
-რა უნდა გავაკეთო?
-არაფერი,პრინტერი,ბეჭვდა და რამე.
-არ ვიცი..
-ისწავლი...

-მინდა,რომ თავი უხერხულად არასდროს იგრძნო..
-და მე არ შემიძლია..აქ ყველაფერი სხვაა..
-შენ წაგართვეს ეს ყველაფერი,შენ ბედმა დაგიბრიყვა...მაგრამ ახლა ჩემთან ერთად ეთამაშები მას..თანახმა ხარ?
-რა? ვერ ვხვდები...-ბიჭის სერიოზულმა სახემ დააბნია მერი.
-გინდა,რომ ჩემთან ერთად ეთამაშო ბედს?-გაიმეორა თედომ.
-მინდა,მაგრამ რას მეკითხები..
-გინდა,რომ ჩემი...მეუღლე გახდე..-აღელვებული ხმით უთხრა თედომ და ცალ მუხლზე დადგა..
-შენ ამას მართლა ამბობ?
-რა გიკვირს?
-მე ხომ უბრალოდ მაწანწალა მუსიკოსი ვიყავი..
-ახლა აღარ ხარ...თანახმა ხარ?
გოგონას მთელი სახე აწითლებოდა,ღიმილს ვეღარ იკავებდა...მთელ სახეზე ბედნიერება აკვროდა...მის თითოეულ უჯრედს აბედნიერებდა თედო,თედო და თედოს სიტყვები...

5 წლის შემდეგ..
-საწყალი გოგო..-პატარა ბავშვმა თავი დაადო დედას.
-იცი,ვინ იყო ის გოგო?
-ვინ?
-დედაშენი..მე ვიყავი ის გოგო.
-და ის ბიჭი?
-მამაშენი სულელო..
-მამა?! და მერე რა დაემართა მას?
-სულ ამას არ მეკითხები..
-ჰო და მიპასუხე..
-მამაშენი ღმერთმა წაიყვანა.
-რატომ?
-მეც ეს მაინტერესებს..-თვალზე ცრემლი მოადგა მერის და შვილი გულზე მიიკრა.



№1 სტუმარი Nan o

Rato daamtavre ase? Guli metkina

Ise momewona:;-)

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Nan o
Rato daamtavre ase? Guli metkina

Ise momewona:;-)

მადლობ

 


№3  offline მოდერი niako crazy

ლამაზი,ემოციური და სევდიანი ისტორია იყო. კარგი გოგო ხარ. ნამდვილად უნდა წერო. love

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

niako crazy
ლამაზი,ემოციური და სევდიანი ისტორია იყო. კარგი გოგო ხარ. ნამდვილად უნდა წერო. love

მადლობ. love

 


№5  offline წევრი Smiling girl

თბილი ემოციური განსხვავებული საყვარელი <3 ერთ-ერთი საუკეთესოხარ მარიამ

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Smiling girl
თბილი ემოციური განსხვავებული საყვარელი <3 ერთ-ერთი საუკეთესოხარ მარიამ

მადლობ

 


№7 სტუმარი Black

Saswauli xar..

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

Black
Saswauli xar..

მადლობ love

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

შევეც
იგი
ბევრ რამეს დებ
აქტიური ხარ
და მეც დაიამტერესე
..
მოკლედ
უბრალოდ გირჩევ
ბუნებრივარ წერო
აი უამრავი დეტალია ძალად გადაბმული
სიტყვები თითქოს და მაღლაფარდოვანი .
მაღალფარდოვნება კარგია
მაგრამ მეორეა ეს როგორ გამოგდის
აი ძირითადი ჩონჩხი არიყო ცუდიი
დასასრული დასაწყისი თვითონ ისტორიაც
მაგრამ აი ზემოთ რომ აღვნიშნე რაღაცები ეგ მაგრად აფუჭებდა ამ ამბავს
ხო და წარმატებებიი
ეს უბრალოდ ჩემი რჩევაც არაა მე ვინვარ შენ რომ რჩევა მოგცე შეხედულება უბრალოდ
თუ გამოასწორებ ჩემთვის უფრო საინტერესო მწერალი გახდები
აბა წარმატებებიი ..

მადლობ...
გავითვალიწინებ.

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

ბოლოს უფრო სხვაგვარს ველოდი... უფრო ვრცელს და მჩერმეტყველს... კარგი იყო. მომეწონა

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

terooo
ბოლოს უფრო სხვაგვარს ველოდი... უფრო ვრცელს და მჩერმეტყველს... კარგი იყო. მომეწონა

რა ვიცი აბა love

 


№12  offline წევრი nini31323

რაღაც ყველაფერი უცებ მოხდა შეყვარება,ცოლობა და ყველაზე ცუდუ გარდაცვალება. ასე რატომ დაასრულე??? არ მომეწონა. შენი სხვა ისტირიები უფრო მომწონს. არგეწყინოს. :(( ★

 


№13  offline ადმინი უნდა ვწერო

nini31323
რაღაც ყველაფერი უცებ მოხდა შეყვარება,ცოლობა და ყველაზე ცუდუ გარდაცვალება. ასე რატომ დაასრულე??? არ მომეწონა. შენი სხვა ისტირიები უფრო მომწონს. არგეწყინოს. :(( ★

არ მწყინს

 


№14  offline წევრი შოთრევანი

დამბურძგლლა :დ მაგარი იყო ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent