შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არსებობს (სრულად)


13-01-2016, 23:02
ავტორი კიტკეტა^
ნანახია 5 798

როცა გიყვარს ყველაფერი სხვანაირად გეჩვენებაო, ნათქვამია ხომ? მართალია, მაგრამ უკეთესია ეს ორმხრივი ყოფილიყო, ცალმხრივი ხომ ყველაფერი ცუდია, მითუმეტეს სიყვარული
ეს სრული ტანჯვაა
ხოდა ზუსტად ასე იტანჯებოდა სალომე ვეკუაც
2 წელი უყვარდა ვატო სულაძე
მაგრამ უყვარდა კი?
ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე იძახდა
სამსახურის დაწყებისთანავე მოხვდა თვალში ვატო
ხოდა მოგეხსენებათ გოგოები როგორებიც ვართ
ჟურნალისტი იყო პროფესიით
ვატო კი მისი კოლეგა იყო
ერთად მუშაობდნენ
არამგონია ვატო გულგრილი ყოფილიყო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინიციატივას არანაირად არ იჩენდა, კარგი ურთიერთობა ქონდათ მაგრამ ეს ის არ იყო რაც სალომეს სურდა
ახალი წლის ღამე იყო
სამუშაო ოფისში მოაწყეს კორპორაციული წვეულება
ისიც სამუშაოს მერე
მაგრამ არ დავიწყნია სალომეს ვატოსთვის საჩუქრის ყიდვა
განა ეს ბიჭი დებილი იყო და ვერ ხვდებოდა სალომეს გრძნობებს?
ხვდებოდა მაგრამ არც ისეთი უღირსი იყო რომ მის გრძნობებზე ეთამაშა და საბოოლოდ გაენადგურებინა გოგონა
როდესაც წვეულება დაიწყო მაინცდამაინც მაშინ შეახსენა უფროსმა სალომეს ბოლო წიგნის შესახებ
მასაც სხვა რა გზა ქონდა
შევიდა ოთახში აკრიფა უცებ ბოლო წინდადებები და გაგზავნა დასაბეჭდად
სასწაული იყო რა?
კარებთან ვატომ რომ იდგა
-არ გასვენებენ მოკლედ - იღიმოდა სულაძე
- რას ვიზავთ ესაა ჩვენი სამსახური - გაუღიმა სალომემაც
- შვებულებას იღებ თუ წელსაც ისე იქნები
- წელსაც ისე - ისევ გაუღიმა ვეკუამ - ხო მართლა შენი საჩუქარი - უჯრიდან ამოიღო შეფუთული დაბანტული საჩუქარი და გაუწოდა ვატოს
- მოკლედ არადროს არ გავიწყდება პადარკები - დასძინა ვატომ - მეკი როგორც ყოველთვის ხელცარიელი ვარ
- არაუშავს
- ღმერთო სალი ეს წიგნი? სად არ ვიკითხე ვერსად ვერ ვნახე, ასეთი ტირაჟით თან - გახარებული იყო ვატო და სალიმაც დაიმსახურა შეწითლებულ ლოყებზე კოცნა
- სოფელში ვნახე ამ ზაფხულს - ვატოს ბედნიერებით ისიც ბედნიერი იყო
სულ იმას გაიძახოდა ვატო იყოს კარგად და მე ეგეც მეყოფაო
-სასწაული გოგო ხარ პროსტა - კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე
- კაი გავიდეთ თორემ გამოვტოვეთ მთელი წვეულება - ღმერთმა იცის როგორ არ უნდოდა ამ წამს სალის ამ ოთახიდან გასვლა მაგრამ ვერც დარჩებოდნენ
სასიამოვნოდ მიდიოდა წვეულება
ესეც კიდევ ერთი ახალი წელი რომელსაც ვატოსთან ერთად შეხვდა
მაგრამ ჯობდა იმ დღისით იქ არ ყოფილიყო
მაგრამ იყო
კიდევკარგი რამდენიმე ჭიქა დალეული ჰქონდა თორემ წლის ‘სუპერ’ ამბავს ფხიზელი ნამდვილად ვერ გაუძლებდა
უფროსმა მიკროფონში გამოაცხადა რომ ვატო სულაძე და ნინო ჯაფარიძე ქორწილს აპირებდნენ
და პიკი როდის ქონდა იცით?
როცა ეს ‘სუპერ’ ამბავი სალომეს თაობით უნდა დაბეჭდილიყო
ყველაზე მეტად ეტკინა როცა ამაღლებულ ადგილას ვატო და ნინო ერთად დაინახა და წამით მისი და ვატოს თვალები ერთმანეთს გადაეყარნენ
ეტკინა თან ძან
აუცრემლიანდა თვალები
ვერ გაბედა იმ წამშივე ოფისის დატოვება
რამდენიმე ჭიქა გადაკრა
მიულოცა ახალ ‘წყვილს’ და დატოვა
ყველამ იცოდა სალომეს შესახებ
ყველა თვალებით უთანაგრძობდა
მაგრამ ეს შეცვლიდა განა რამეს?
ვერაფერს
***
სასწაული მონდომებით შეუდგა ახალ საქმეს
მგონი ეს ყველაზე კარგი ინტერვიუ იყო რაც კი 2წლის განმავლობაში დაუბეჭდავს
უფროსიც გახარებული იყო
მაგრამ არავინ იცოდა რა ხდებოდა სალომესთან
ეს ბოლო ინტერვიუ იყო რაც კი მისი თაოსნობით დაიბეჭდა ჟურნალში
დატოვა სამსახური
ვატო სახლშიც მიადგა ნუ აკეთებ ამას ჩემს გამოო, ცრემლიანი თვალებით მიუგო ვეკუამ - შენს გამო არ ვაკეთებ ქვეყნიდან მინდა წასვლაო
ყველას დააკლდა სალი
არ მოუტყუებია ვატო
მართლა წავიდა
ამერიკა
დიდი ქალაქია
ყველა ოცნების ასრულება შეგიძლია იქ
მაგრამ სალი ვერ აისრულებდა
რადგან ნინოს აუსრულდა მისი ოცნება
ვატოს მეუღლეს ნინო ერქვა და არა სალი
მხოლოდ დედა და მეგობრები ელოდნენ საქართველოში
ვატო კი არა
მხოლოდ მათ გააცილეს ამერიკაში ცრემლიანი თვალებით
ვატო კი საერთოდაც არ უნახავს
მიუხედავად იმისა რომ ვატოს გამო მიდიოდა, მაინც უჭირდა დედის და ამხანაგებისგან შორს ყოფნა
მაგრამ ვერ აიტანდა უ’ვატოობას
მართალია სულ უ’ვატოოდ იყო
მაგრამ ეხლა იმას ვერ აიტანდა, რომ სხვა ქალი იქნებოდა მის გვერდით, ნინო იქნებოდა მისი მეუღლე და არა სალი, ვატოს შვილების დედაც ნინო იქნებოდა და არა სალი
ვერ აიტანა
და გაიქცა
ერთი ფიქრი იფიქრა დავრჩებიო, მაგრამ იცოდა ვერ გაუძლებდა
წასვლის დღეს ბევრი იტირა
ამდენი მამასთან ბოლო გამომშვიდებისასაც არ უტირია
მაგრამ იმ დღის მერე ცრემს ვეღარ გრძნობდა
ვეღარ ტიროდა
ალბათ იმ ღამით იმდენი იტირა სულ დაუშრა მარაგი
ბევრს ცდილობდა
როცა ენატრებოდა უნდოდა ტირილი თუმცა ვერ ტიროდა
ხანდახან სვავდა ხოლმე
სულ ხანდახან
რამდენიმე ჭიქას
მაგრამ ეს რამდენიმეც ყოფნიდა
აძლიერებდა,
უცრემლობა
უვატოობა
და
2 ჭიქა წითელი ღვინო
****
2 წლის განმავლობაში 3 სამსახური გამოიცვალა
ყველგან შეაყვარა თავი
არ გასჭირვებია არსად რადგან ზედმიწევნით კარგად ფლობდა ენებს
ამიტომაც იყო რომ ყოველთვის კარგ სამსახურში იყო ხოლმე
ეხლაც კაფეში ზის
აკვირდება გარემოს
მოსეირნე შეყვარებულ წყვილებს
ერთი ფიქრი ვატომაც გაუელვა მაგრამ მაშინვე უკუაქცია
მოსვა ცხელი ყავა და შეუდგა ისევ ახალი სამსახურის ძებნას
ვერსად ვერ მოერგო თავის გემოზე
ვერსად ვერ ნახა თავისი შესაფერისი სამუშაო

ლამაზი გოგო იყო სალომე და ამიტომაც ბევრი თაყვანისმცელები ყავდა, სამსახურშიც ბევრს მოსწონდა ხოლმე და ზუსტად ეს იყო მისი დისკომფორტის მთავარი მიზეზი და ამიტომაც იცვლიდა ხოლმე ხშირად სამსახურს
დედა ეუბნებოდა ხოლმე - უკვე ხანში შესული ვარ შვილო, შვილიშვილე მეც მინდა სხვებივითო
დაქალები ეუბნებოდნენ - „მხოლოდ შენღა დარჩი შინაბერა“
„ოღონდ შენ გათხოვდ და“
ეს და სხვა მრავალი, მაგრამ მხოლოდ ერთი პასუხი ქონდა ხოლმე ყველასთვის - მეც მეშველებაო

კაფე სავსე იყო
სამუშაო საათებიდან შესვენებაზე იყო გამოსული სალი, ისევე როგორც სხვები
როგორც სალი კიდევ რამდენიმე ადამიანი იჯდა მაგიდასთან მარტო
მაგრამ
29 წლამდე სიმპათიური შესახედაობის მამაკაცი მაინცდამაინც მის მაგიდას მიუახლოვდა
-შეიძლება? - გაისმა მისი სასიამოვნო ხმის ჟღერადობა, და სალისაც სასიამოვნოდ გაჰკრა ტანში
- კი რათქმაუნდა - თავაზიანად დაუკრა თავი და გაუღიმა
ცოტახნის დუმილის შემდეგ ისევ მამაკაცმა დაარღვიია დუმილი
-ჯორჯი - თავაზიანად გაუწოდა ხელი მშვენიერ ვეკუას
-სალი - მანაც არ დააყოვნა და მისი პატარა ხელის მტევანი ჯორჯის დიდ ტორებში მოათავსა
ჯორჯი სასიამნო შესახედაობის სიმპათიური მამაკაცი იყო, შავგვრემანი, უძირო ლურჯი თვალები რომლის დანახვისასაც სალომე მაშინვე ჩაიძირა, ხელზე საათი ეკეთა რაც სალომეს ძალიან ესიამოვნა რადგან თვლიდა რომ მამაკაცს ისე არაფერი უხდება როგორც საათი და თანაც უფრო მეტ სიმპათიურობას ძენდა, ამასთანავე სმოკინგიც როგორ უხდებოდა, და თან რა ხმა ქონდა
მოიხიბლა სალომე
ჩაიძირა თვალებში
და
ალბათ
გაება

****
იმ დღისით ბევრი ისაუბრეს სალიმ და ჯორჯმა ზოგად საკითხებზე მაგრამ მაინც ბევრი იასაუბრეს და თანაც ძალიან მოხიბლული დაბრუნდა შინ სალომე
ისეთი მოხიბლული რომ სულ არ გახსენებია სამსახურის ძებნა
საწოლზე ისეთი ბედნიერი დაეთხლიშა
გეგონება მისთვის ვინმეს ცოლობა ეთხოვა
და არა უბრალოდ გაეცნო
სურვილი გამოთქვეს კიდევ ნახვის თუმცა მხოლოდ სურვილი იყო
მაგრამ
პანიკა
შოკი - მოკი
პიკი
ინფაკტი
ყველაფერი ერთად როდის ქონდა იცით?
არ იცით?
აი მეკი ვიცი
და თქვენც გაგანდობთ.
მაშინ ქონდა როცა კარზე ზარი დაირეკა
გააღო
და
და
ზღურბლს იქით ვატო იდგა
ვერ დაუჯერა თვალებს
მიხურა კარი
ისევ გახსნა
მაგრამ ვატო არ გამქრალა
ისევ იქ იდგა
უფრო გასიმპატიურებულა
დაკაცებულა
ჭერს ახედა სალიმ თითქოს ღმერთთან ქონდა სათქმელიო
უცებ გაიფიქრა
„ეხლა რატომ ღმერთოო“
ძნელად მოეგო გონს
-ვატო აქ რა გინდა? - ვერ იტყოდით რა აღიბეჭდებოდა მის სახეზე, სიხარული, გაოცება, მონატრება, სევდა თუ იმედგგაცრუება, ალბათ ყველა ერთად
- არ შემომიშვებ - 2 წლის უნახავი ღიმილი დღეს ნახა
- აა ხო შემო შემო - ოდნავ მოშორდა სალი კარებს რომ შემოეტარებინა ვატო
- როგორ შეცვლილხარ სალი - ეხლაღა გადაეხვია ვატო სალომეს
- შენც - ჩუმად თქვა ვეკუამ
რამდენ ხანს ელოდებოდა ამ ჩახუტებას
მაგრამ დღეს ვერაფერი ვერ იგრძნო
თითქოს არც ესიამოვნაო
-მომენატრე იცი? ძალიან მაკლდი. საქართველო უ’შენოდ მეცარიელება სალი. 2 წელი გავიდა და დღეს პირველად შეგხვდი, ძალიან მენატრებოდა - კიდევ ერთხელ გაიწია ვატო ჩასახუტებლად თუმცა სალის სახეს რომ გადააწყდა უკუაქცია მაშინვე ეს განზრახვა
- ყავას დალევ? - უჩვეულოდ მშვიდად და უემოციოდ მიუგო სალიმ
- კი - საშინლად ეუცხოვა ვატოს ასეთი სალომე
- უშაქროთ? - სამზარეულოში გასულმა სალიმ უკან მიაძახა ვატოს
- უკვე დაგავიწყდა? - გაეღიმა ვატოს და თითქოს გული დასწყდაო
- შაქრით თუ უშაქროთ - დააიგნორა ვატოს კითხვა და ისევ თავისი გაუმეორა
- უშაქროდ
ნუ რათქმა უნდა ისეთი ტკბილი საცოლე გყავს რაღად გინდა ყავაში შაქარი
თავის ფიქრებზე გაეცინა და ორი ჭიქა ყავით გავიდა მისაღებში
-მარტო ხარ ჩამოსული თუ ნინისთან ერთად? - მშვიდად დასვა სალიმ კითხვა და თავისი თავით იამაყა რადგან სრულიად უემოციო იყო, აღარ სჭირდებოდა ძალების მოკრეფა იმისთვის რომ ასეთი კითხვები დაესვა
- ჰო, საქმე მქონდა მაგრამ უფრო შენს სანახავად ჩამოვედი - ღიმილით მიუგო ვატომ
- გასაგებია - მანაც გაუღიმა
- როგორ შეგცვალა სალომე ამერიკამ - დანანებით ჩაილაპარაკა ვატომ - ცივი მეჩვენები თან ძან
- ამერიკას არ გავუცივებივარ ვატო - სრულიად მშვიდად მიუგო სალომემ, ბოლოს კი ღიმილით დაუმატა - ამერიკამ შემცვალა და გამაძლიერა
- მაგრამ მე ის ძველი სალი მენატრება იცი? ვერ ვიჯერებ რომ ეხლა ასე მიყურებ, არაფერი აღარ დარჩა იმ თვალებიდან იმთვალებიდან რომელიც მე სიყვარულით მიმზერდა ხოლმე - გაახსენდა სალომეს ყველაფერი გული დასწყდა მის წარულზე
- თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება - ისევ მშვიდი იყო სალი
ვეღარაფერს ვერ ეუბნებოდა ვატო
ანკი ქონდა რამე სათქმელი?
უთქმელად მიირთმევდა ყავას
ბოლოს მაინც დაარღვია დუმილი
-3 თვეში ქორწილი მაქვს, მაგრამ შენ თუ მეტყვი რომ ისევ იგივეს განიცდი ჩემს მიმართ მე ჩავშლი ქორწილს და მთელს ჩემს ცხოვრებას შენ მოგიძღვნი, ახლოს რომ მყავდი ვერ გაფასებდი სათანადოდ მაგრამ წახვედი თუ არა მივხვდი ჩემთვის რაც იყავი, როგორ ძვირფასი იყავი ჩემთვის მეკი ვერ გაფასებდი და ვერ გამჩნევდი, მაშინ როცა გიორგიმ გამოაცხადა ჩემი და ნინოს ამბავი როცა შენი აცრემლებული თვალები დავინახე მაშინ მივხვდი რაღაცას მაგრამ მანამ ვერ მივხვდი რა იყო ეს რაღაც სანამ შენი ამერიკაში გამომგზავრების ამბავი არ გავიგე. მე შენთან მინდა სალი, მინდა გავიგო რას გრძნობ - დაამთავრა მონოლოგი ვატომ და მიაჩერდა სალომეს
რამდენიმე წამით სალი გაუნძრევლად იჯდა
ალბათ ფიქრობდა რა მოემოქმედებინა ან რა ეთქვა
ვატო დარწმუნებულიც კი იყო იმაში რომ დათანხმდებოდა
მაგრამ გაუცრუვდა იმედი
როცა სალი ფეხზე წამოდგა გასსვლელში გავიდა
კარი გახსნა
ვატოც რათქმა უნდა მას გაყვა
-ვატო ეხლა ამ წამში არაფერს არ ვგრძნობ გარდა უაღრესად ბედნიერებისას და თვითდაჯერებულობისა, მაგრამ ძალიან მინდა ვგრძნობდეს სახლში მარტოობას უ’ვატოობას - ბოლო სიტყვა გამოკვეთა - მხოლოდ სახლში კი არა ქვეყანაში აქაც და საქართველოშიც, ყველაგან საერთოდ ყველგან, ჩემს ცხოვრებაში არაა შენი ადგილი და მე ამას ზუსტად დღეს მივხვდი, როცა კარი გავაღე და შენ დაგინახე ღმერთს ვკითხე „რატომ“თქო მაგრამ თურმე ეს საჭირო კი არა აუცილებელიც ყოფილა რომ ჩემს თავში სამუდამოდ გავრკვეულიყავი და დავრწმუნებულიყავი რომ- ტყუილად მიტირია შენს გამო, ტყუილად ვიტანჯებოდი შენთვის ეს წლები, არ ყოფილხარ შენ ჩემთვის დაბადებული, და ეხლა სრული დარწმუნებულობით რაცკი ჩემი 27წლის განმავლობაში მითქვამს არის ის რომ - წახვიდე ჩემი სახლიდან
გაისტუმრა სახლიდან ვატო
ისე რომ სიტყვაც არ ათქმევინა
მიხურა კარები და ზურგით აეკრა თავისი თავით აღფრთოვანებული და ბედნიერი
შეძლო მან
მიხვდა რომ ტყვილად დაუკარგავს ამდენი წელი
მიხვდა რომ არ ყვარებია
და ეტკინა
მაგრამ არ უტირია
ვერ იტირა
რომ შეძლებოდა მაშინაც არ იტირებდა
უნდა გადაეწყვიტა წასულიყო იმ ადამიანთან ერთად ვინც ეგონა რომ უყვარდა და თუ დარჩენილიყო იმ მამაკაცის მოლოდინში ვისაც მართლა შეიყვარებდა და ვინც იმ დროს დააფასებდა ზუსტად როცა საჭირო იქნებოდა
გონებაში კი ჯორჯი ამოუტივტივდა
და
გაეღიმა
უფრო გაბედნიერდა
განა რამე იყო მნიშვნელოვანი? არა! შეიძლება ისე გასულიყო წლები რომ ჯორჯისთვის თვალიც კი ვერ მოეკრა მაგრამ პირველი დანახვისას მოეწონა თან ძალიან, მაგრამ არანაირ იმედებს არ აძლევდა საკუთარ თავს რომ შემდეგ გაცრუების შემთხვევაში გული არ სტკენოდა
მაგრამ დღეს მაინც ბედნიერი იყო სალომე!
***
დაქალებს რომ გაუზიარა თავისი ბედნიერების მიზეზი, რაღათქმა უნდა ვატოს მხრივ ვერ დაიჯერეს, წივილით კინაღამ ლეპტოპში გამოძვრნენ, ვერ დაიჯერეს სალომეს ჩატარებული, ვერ იჯერებდნენ გოგო რომელიც ასე იტანჯებოდა წლების მანძილზე ასე გაისტუმრა სახლიდან თავისდა ვითომ სიყვარული.
დედამ კი ბედნიერი აცრემლებული თვალებითურთ გაუღიმა, მაგრამ ბოლოში მაინც დასძინა და დაამატა - ჯანდაბას ქართველი არ მინდა, ამერიკელი სასიძო მაიინც იყოსო

****
2 თვის განმავლობაში ჯორჯისთვის თვალიც არ მოუკრავს, თუმცა ხშირად ახსენდებოდა ხოლმე და ეღიმებოდა თავის თავზე. ხანაც უწყრებოდა ხოლმე.
უფროსმა ინტერვიუს ჩასაწერად გაგზავნა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში
ინტერვიუ კი ჯორჯ მალაკთან ქონდა ჩასაწერი
გაეღიმა სახელ ჯორჯზე
მაგრამ რას იფიქრებდა რომ
ბედი საჩუქარს უმზადებდა
და მართლა იმ ჯორჯს შეახვედრებდა და არა უბრალოდ სახელის დამთხვევასთან ქონდა საქმე
კარების გაღებისას
მომღიმარი ჯორჯი რომ დაინახა
დაიბნასავით
კინაღამ წაიქცა მოულოდნელობისაგან
არადა ცუდად აქვს დაცდილი ეს მაღალ ქუსლიანები ინტერვიუებზე მაგრამ მაინც არ ეშვება
უხერხოლობის დასაფარად მანაც გაუღიმა
-მოდი აქ დაჯექი სალი - სახელით რომ მიმართა ესიამოვნა
მანამ ინტერვიუს ჩაწერას დაიწყებდნენ ყავა დალიეს და ისაუბრს
ზოგადად საუბრობდნენ ისევ
ინტერვიუც ზოგადი იყო და უფრო ბიზნესის მხრივ შემოიფარგლებოდა
მაგრამ კითხვაზე „პირად ცხოვრებაზე გვიამბობთ რამეს? არსებობს ის?“
პასუხმა სალომეს ჩააქნევინა ხელი
პასუხი კი იყო
„შეიძლება ითქვას“
მადლობა გადაუხადა ინტერვიუს ჩაწერისთვის და დატოვა იქაურობა
მართალია 2 წელზე მეტია ამერიკაშია თუმცა არაფერი არ სმენია ისეთ ცნობილ ბიზნესმენზე როგორიც იყო ჯორჯი
სახლში მისულს ზედმეტი ინფორმაცია არც კი მოუძიებია ჯორჯზე
მაილით გადაუგზავნა უფროს ინტერვიუ
რამდენიმე დღიანია შვებულება აიღო ამასთანავე და თბილად ჩაწვა ლოგინში
ვერ ხსნიდა იმას თუ რა სჭირდა

დილაობით ყოველთვის დარბოდა ხოლმე, სურათების გადაღებაც უყვარდა, უყვარდა ხალხზე დაკვირვება, ამიტომაც ხანაც ფოტოაპარატითურთ ხანაც მის გარეშე მიდიოდა ხოლმე სარბენათ
მაგრამ უჩვეულო რამ დახვდა კარების გახსნისას
სისხლისფერი ვარდების თაიგული
წარწერიანი ბარათით
„არსებობს“
გაეღიმა თვითონაც არ იცოდა რატომ, არც ის იცოდა ვისგან იყო მაგრამ ესიამოვნა
რა მნიშვნელობა ქონდა ვისგან იყო მთავარია რომ სასიამოვნო საჩუქარი იყო და პატრონიც გამოჩნდებოდა ალბათ
სახლში შეიტანა ვარდები და ისევ გარეთ გაბრუნდა
***
იმ დღის შემდეგ ხშირად ხვდებოდა ხოლმე ვარდები სხვადასხვა წარწერებით, როცა დილით ყვავილები ხვდებოდა ის დღე ყოველთვის პოზიტიურად იწყებოდა, ავტორი კი არადა არ ჩანდა, ყოველთვის სისხლისფერი ვარდები იყო ხოლმე ერთ-ერთ ბარათში კი ეწერა ‘’თეთრების ჯერიც მოვა“ო, ხანდახან ეშინოდა ხოლმე კიდეც სალომეს მაგრამ მაინც არაფრად არ აგდებდა ამ შიშს, ყველა ბარათი შენახული ჰქონდა თანრიგის მიხედვით, ვერ ხვდებოდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაძლო ვარიანტებსაც კი ვერ უშვებდა, ამავდროულად ფიქრობდა იქნებ მეშველოს დედას მაინც გაუხარდებაო - და თავის ფიქრებზე თვითონვე იცინოდა
***
ინტერვიუდან რამდენიმე კვირა იყო გასული როცა ჯორჯმა დაურეკა სალომეს
საიდან და როგორ ეგ უკვე თავისი საქმეა
ვახშამზე დაპატიჟა
სალომეც დათანხმდა
რესტორანში შესულმა მაშინვე დაინახა ჯორჯი და მისი მაგიდისკენ წავიდა
-საოცრად ლამაზი ხარ - ხელზე ეამბორა მამაკაცი და ჯენტმენულად დაეხმარა სკამზე დასაჯდომად
ბევრი იცინეს, დალიეს, ამბები გაცვალეს ერთმანეთზე.
სასწაული იყო
ჯორჯის ვენებში ქართული სისხლი რომ ჩქეფდა
დედა ყოლია ქართველი
და თანაც სვანი
სალის კიდევ როგორ უყვარს სვანები
ბავშვობაში სულ იმას იძახდა სვანს უნდა გავყვე ცოლადო
უყვარდა სვანეთი
ან სვანს გავყვები ან ხევსურელსო
ან სვანეთში გავთხოვდები ან ყაზბეგში
მთა უყვარდა ძან
ყოველ წელს სტუმრობდა ხოლმე შეძლებისდაგვარად თავის საყვარელ ადგილებს
ეს ის საღამო იყო
რომელსაც
დარწმუნებული ვარ
ჯორჯიც და სალომეც ხშირად გაიხსენებდნენ
გვიანი იყო უკვე რესტორანი რომ დატოვეს
ტაკსი არ გააჩერებინა მე გაგაცილებო
ხოდა ასე
ორი მთვრალი ადამიანი მიაბიჯებდა ქუჩაში და გარშემო ვერავის ვერ ამჩნევდნენ
ოღონდ ვერ გეტყვით ღვინით იყვნენ მთვრალები
თუ..
წვიმა დაიწყო
ეს აკლდათ რომანტიკისთვის და ისიც დაიწყო
ფეხზე გაიხადა სალომემ და ფეხშიშველა გაუყვნენ ტროტუარს
გზა გრძელი იყო
მაგრამ უნდოდათ უფრო გრძელი ყოფილიყო
წვიმამ უმატა
ახალგაზრდა თინეიჯერებივით დაიწყეს ქუჩაში ცეკვა-თამაში
სალის სახლსაც მიადგნენ
ასე ვერ გაგიშვებ შემო სახლში ცოტა მაინც გამშრალდიო
არცერთს არ ჰქონიათ ცუდი განზრახვა
გამშრალდნენ
ცხელი ყავა დალიეს და ესიამოვნათ
ყავა ესიამოვნათ
თუ
ის რომ
ერთად იყვნენ
უცებ გაუაზრებლად აკოცა ჯორჯმა
დაიბნა სალომე
არ იყო ეს პირველი კოცნა
თინეიჯერობის ასაკში მოპარეს პირველი კოცნა
და ამიტომაც იგემა მისმა შეყვარებულმა მუშტი
მაგრამ მაინც დაიბნა
ჯორჯი მიხვდა რომ უნდა გაჩერებულიყო და გაჩერდა კიდეც
თავჩაღუნული იჯდა სალომე,
შუბლზე ეამბორა ჯორჯი და დატოვა სახლი.
წამის მეასედში მიხვდა რომ უყვარდა ჯორჯი
უყვარდა და ვერ გადაიტანდა უმისობას
მიხვდა რომ ეს იყო სიყვარული და არა ის რასაც განიცდიდა ვატოს მიმართ
გახსნა კარები და წვიმაში მიმავალ ჯორჯს გაეკიდა
შემოატრიალა
და ამჯერად სალომე დააცხრა მის ბაგეებს
-ეხლა კი ნახვამდის - ტუჩის მოკვნეტით მიუგო ვეკუამ
- ნახვამდის - ბოლო კოცნა დაუტოვა ჯორჯმა და გაუყვა ტროტუარს
არც ჯორჯს უნდოდა წასვლა და არც სალომეს უნდოდა სახლში მარტო შესვლა
მესამე შეხვედრა იყო
და
სიგიჯეებით დატვირთული
მთელი 27წლის მანძილზე ვერ გაიხსენებდა დღეს რომელიც იქნებოდა ამ დღის ტოლი
სალომეს რომ შესძლებოდა მთელი მსოფლიოს ისტორიაში შეიტანდა ამ ღამეს
მაგრამ რა საჭირო იყო
ჯობდა
ჯორჯისა და მისი ისტორიის ფუძემდებელი ყოფილიყო ეს ღამე
მათი ისტორიის
ერთად შევიდნენ ისტორიაში
ამ ღამით
ამ ღამეს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა რომ მასზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დაიარებოდა

სახლში შესულმა პირდაპირ საძინებელს მიაშურა
ასე ტკბილად არც კი ახსოვს როდის ეძინა
დილით ტელეფონის წრიპინმა გააღვიძა მაგრამ ის აშკარად არ იყო მისი, ხმას გაყვა და დაინახა მაგიდაზე დადებული ჯორჯის ტელეფონი
არ უპასუხა
რა იცის ვინ იქნებოდა
მაგრამ ინტერესი კლავდა
შეტყობინება მოვიდა
„როცა შეძლებ მაშინ მომიტანე, ჯორჯი“
გაეღიმა და დამშვიდდა
დღის საათებში ვერ მოახერხა მობილურის მიტანა, ვერც ჯორჯი ახერხებდა მისვლას, არც მძღოლი გაგზავნა და არავინ, რადგან უნდოდა თვითონ ენახა, ამიტომ გადაწყვიტა საღამოს სახლში მიეტანა სალომეს
დარეკა ზარი
ჯორჯმა გამოხედა
არ ელოდა სახლში თუ მიაკითხავდა
-არ გელოდი - შეშფოთებული იყო ჯორჯი, თან ხან სალის გახედავდა ხან კი შიგნით იყურებოდა
- მობილურის მოსატანად მოვედი - არც სალოომეს გამოპარვია მისი საქციელი - მაგრამ როგორც ვხვდები არ გცალია ჩემთვის - გული დასწყდა
- არა იცი - თავს ვერ უბავდა სათქმელს ჯორჯი
- არაფერი არაა ასახსნელი ჯორჯ - სალომე ძლივს იკავებდა თავს
და
იგრძნო
თვალებში სისველე იგრძნო
აუცრემლიანდა
2წლის მანძილზე პირველად
უნდოდა შეეკავებინა თავი მაგრამ
ნება მისცა ცრემლებს გაეკვლიათ გზა
და მათაც იწყეს დენა ულამაზესი მწვანე თვალებიდან
რომელბიც არაჩვეულებრივი სანახავები იყვნენ
უხდებოდათ ცრემლი
ოღონდ
ტკივილის
არა,
ბედნიერების!
მაგრამ სამწუხაროდ ბედნიერებისგან ვერ ტიროდა ამ წამს სალომე
-ვინაა მა? - თავი გამოყო კარიდან პატარა ქერა კულულებიანმა დაახლოებით5 წლის გოგონამ, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდა ჯორჯს, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ჯორჯი შავგვრემანი იყო
- ეს? - ხან პატარას უყურებდა სალომე ხან ჯორჯს - შენ ცოლიანი ხარ? რატომ არ მითხარი ჯორჯ? - სასოწარკვეთილებაში იყო უკვე ჩავადნილი სალომე
- არა მოიცადე ერთ წამს და აგიხსნი - ჯორჯი ცდილობდა სალომეს დაწყნარებას მაგრამ ამაოდ
- შენ შენ მე მატყუებდი, დღეს მობილურის მოსატანად რომ არ მოვსულიყავი ღმერთმა იცის როდემდე გააგრძელებდი ამ სპეკტაკლს - ვერ წყნარდებოდა სალომმე
მაგრამ
იმ ორმა სიტყვამ რომელიც ჯორჯმა ამოუშვა ბაგეებიდან დაადუმა
-გთხოვ მომისმინე - ქართულად ნათქვამი მაინც სულ სხვა იყო, ამ ხნის განმავლობაში პირველად მოისმინა ჯორჯისგან ქართულად ნათქვამი სიტყვები რომლებიც არაჩვეულებრივად ჟღერდნენ
სალომე დუმდა
ჯორჯი ისევ ქართულად აგრძელებდა
-შემოდი და აგიხსნი ყველაფერს - არ უნდოდა შესვლა სალომეს მაგრამ აინტერესებდა კიდეც რისი თქმა უნდოდა ჯორჯს, თან ამასთანავე გარეთ საშინლად ციოდა - ეს ჩემი ქალიშვილია ლილიანა, ცოლი არ მყავს, ქვრივი ვარ - ბოლო ორი სიტყვა საშინლად ჟღერდა - ლილიანას მშობიარობას გადაყვა ჩემი მეუღლე - ეხლა მიხვდა სალომე რატომ ლაპარაკობდა ჯორჯი ქართულად ლილიანა კი გაუგებარი ენის გამო მამას გაშტერებული შესცქეროდა - რაც შეგეხება შენ ერთი წამით არ გამივლია ცუდი რამ თავში, და არანაირ სპეკტაკლს არ აქვს აქ ადგილი, რასაც შენ მიმართ ვგრძნობ ეს ყველაფერი წრფელია და ნუთუ გუშინ ვერ იგრძენი ეს ჩემს კოცნაში?
ეხლა სალომე ვერ უბავდა სიტყვებს თავს
არ იცოდა რა ეთქვა
ამიტომაც მივიდა მოეხვია და ეამბორა ჯორჯის მარწყვივით ტუჩებს
იმ ღამით სალომე ჯორჯის სახლში დარჩა, იმდენად კარგად გაუგეს ლილიანამ და მან ერთმანეთს რომ ლილიანამ თავის ოთახში დააძინა თავის გვერდით სალომე, სასიამოვნოდ ჩაიარა საღამომ, როცა სალომე ზღაპარს უამბობდა ლილიანას ამ დროს მასაც ჩაეძინა ჯორჯი კი მისაღებში ელოდებოდა, როცა დააგვიანა ლილიანას ოთახს მიაშურა და დაინახა ორი უმშვენიერესი არსება, ორივეს ეამბორა შუბლზე და მიხვდა რისთვის უღირდა ამის შემდეგ სიცოცხლე
და მიხვდა რომ ინტერვიუში ნათქვამი
„შეიძლება ითქვას“
შეცვალა სიტყვა
„არსებობს“
კერძოდ კი
„სალომე“

დილით ქალბატონებს ჯორჯი მოემსახურა, ცხელი ჩაი და სენდვიჩები დაახვედრა, მაგრამ მანამდე დავბრუნდეთ იქ ოთახის კარებთან სადაც სისხლისფერი ვარდები იყო ოღონდ ამჯერად უბარათოდ
მაშინ კი უკვე ყველაფერი ცხადი იყო
მართალია ვარდები სულ არ იყო საჭირო პოზიტიური დღის დასაწყისისთვის რადგან ჯორჯთან ერთად ერთ ჭაღქვეშ იყო მაგრამ მაინც სასწაულად ესიამოვნა
-გმადლობ - ქართულად ჩასჩურჩულა საყვარელ მამაკცს ყურში და კოცნა დაუტოვა ყელთან
სრულიად დააიგნორა არ შეიმჩნია სალომეს მადლობა და შენიშვნა მისცა - ამის შემდგ იცოდე, პირველი დილის კოცნა ასეთი უნდა იყოს - და წამის მეასედში დააცხრა სალომეს ბაგეებს

***
როცა ლილიანასთან ერთად იყვნენ უმეტესად ქართულად ლაპრაკობდნენ ხოლმე რაზეც მუდამ ბავშვის ბუზღუნს ისმენდნენ ხოლმე
-ხომ იცი რომ სქართველოში არასდროს ვყოფილვარ - ერთხელ როცა სალომე ყავას აკეთებდა ჯორჯმა რატომღაც საქართველოზე დაიწყო ლაპარაკი
- ხო ვიცი - დაბნეულად მიუგო სალომემ
- ხოდა მინდა წავიდე შენთან ერთად - ღიმილით მიუგო ჯორჯმა
- ეხლა რამ გადაგაწყვეტინა ეს? - სიცილით მიუგო სალომ
- ცოლი მინდა - სერიოზული იყო ისეთი როგორც სვანებს შეეფერებათ - ქართველი მინდა
- მერე?
- რაღა მერე უკვე მყავს შერჩეული ჩემი ქართველი ცოლი - თითქოს აქაც არაფერიო ისე თქვა ეს და სალომეს წარბის აწევაც დაიმსახურა - თუმცა ცოტა გაამერიკებულია და ეხლა ჩემს სამზარეულოში დგას ყავას მიმზადებს თუმცა ვიცი ეს რომ არ დამეყოლებინა ალბათ იმ ყავისთვის განკუთვნილი წყალი მე გადამესხმებოდა- ღიმილით დაასრულა მონოლოგი ჯორჯმა
- მართალია ბევრი იბურტყუნეთ მაგრამ იმის გარდა რომ ცოლი გინდათ სხვა ვერაფერ ვერ გავიგე -ღიმილითვე მიუგო სალომემ
- კი ცოლი მინდა, და მობრძანდები ჩემს ქორწილში? - ისევ იღიმოდა
- და კერძოდ რა თანამდებოობაზე? - ხელებგადაჯვარედინებული იდგა სალომე
- ჩემი მეუღლის წოდებით - სიცილით დაასრულა ჯორჯმა და ასევე სიცილით მიუახლოვდა სალომე და კალთაში ჩაუხტა პატარა ბავშვივით

***
3 წელი ხდებოდა რაც საქართველოს ჰაერი არ ჩაესუნთქა
და აი ეხლა მიდიოდა ჯორჯთან და ლილიანასთან ერთად მის საყვარელ ქვეყანაში
სადაც იცოდა ყველა სიყვარულით დახვდებოდა
ყველა დახვდებოდა თუმცა არავინ გაუფრთხილებია
აეროპორტიდან პირდაპირ სალომეს კორპუსს მიაშურეს
-დედი დედი - ტელეფონში ჩაჰყვიროდა პატარა ბავშვივით სალომე
- რა იყო შვილო ხომ კარგად ხარ? - უცებ აღშფოთდა თამრიკო
- მე კი არა ეხლა შენ იქნები ყველაზე მაგრად - ისევ ბავშვივით გახარებული ტიტინებდა ვეკუა
- იტყვი შვილო ბოლოსდაბოლოს? - ვერ წყნარრდებოდა თამარი
- კარები გახსენი შენი საახალწლო საჩუქარი გელოდება, გეღირსა დედი გეღირსა - ბოლო სიტყვებზე გაეცინა, ჯორჯსაც გაეცინა
კარები რომ გახსნა თამარმა და მხოლოდ კაცი დაინახა ბარგით გაუკვირდა
შვილს ელოდა და ვიღაც კაცი დახვდა
-სიდედრო არ შემომიშვებ? - ჯორჯმა გაუცინა
თამარი კი გაოცებული იდგა
-კაი დედა რა, შემჭამე გათხოვდი გათხოვდიო, მოგიყვანე სიძე და ეხლა სახლშიც არ გვიშვებ? - სიცილით ქოთქოთებდა სალომე

***
ქორწილი მალევე გადაიხადეს, ერთი სული ქონდა როდის დაისაკუთრებდა ბოლომდე სალომეს, საქართველოში ქონდათ ქორწილი,
სვანეთში დაიწერეს ჯვარი
ნეფე-პატარაძალი როდესა ტრადიციულ ცეკვას ასრულებდნენ ჯორჯმა უთხრა
-ორი შვილი მინდა გოგო და ბიჭი
- გოგო გვყავს, ბიჭისთვის კი მუშაობა დავიწყოთ - სიცილით უთხრა და უკვე აწ თავის მეუღლეს ეამბორა
ჯორჯს როგორ გაუხარდა ვერ აგიღწერთ
მას სალომესთან უნდოდა კიდევ ორი შვილი
მან კი მიახვედრა რომ ლილიანასაც თავის შვილად თვლიდა და მხოლოდ ბიჭიღა იყო საჭირო
-მსოფლიოში ყველაზე მაგარი ცოლი მყავხარ

______________
ეს პატარა ისტორია ჩემგან ძველით ახალიწლის საჩუქრად. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ვინცნახავთ არ გაატაროთ და კომენტარებში დამიდეთ თქვენი აზრი



№1 სტუმარი proudly

vici es filmi :-D

 


№2 სტუმარი angel

ra filmia? damilinket ra

 


№3 სტუმარი xatia

ნამდვილად პოზიტიურია და ამ დგეს კიდევ უფრო დადებითად მუხტავს. მომეწონა ძალიან. მაგარი იყო..........ღ

 


№4 სტუმარი proudly

http://srulad.com/movie/813-the-holiday-svebuleba.html

 


№5 სტუმარი Nan o

Saintereso iyo:-*

 


№6  offline წევრი Hela

კარგი იყო ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent